ძებნის რეზულტატი:
უკრაინა სამხრეთში 15 დრონის ჩამოგდების შესახებ იუწყება
რუსულმა ძალებმა უკრაინის სამხრეთ ოლქებზე მორიგი იერიში მიიტანეს. ოპერატიული სარდლობის სპიკერმა, ნატალია ჰუმენიუკმა განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვამ სულ მცირე 15 თვითმფრინავი ოდესისა და მიკოლაივის რაიონებში ჩამოაგდო. ჰუმენიუკის თქმით, თვითმფრინავი მიკოლაივის ოლქში საწყობის შენობებს დაეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველები არიან გამოძახებული. მისი თქმით, გამოქვეყნების დროს მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ყოფილა. ამასობაში ხერსონის ოლქი 16 მართვადი რაკეტის სამიზნე გახდა. ჰუმენიუკის ცნობით, ზარალის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
პრემიერი: 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნები ჩვენი უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად იქცა, ამ გამარჯვების შედეგები თვალსაჩინო და შთამბეჭდავია
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის „2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნები უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად იქცა, დღევანდელი გადმოსახედიდან ამ გამარჯვების შედეგები თვალსაჩინო და შთამბეჭდავია.“ „2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნები ჩვენი უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად იქცა − ქართველმა ხალხმა ნდობა გამოუცხადა ამ ისტორიული გამარჯვების მთავარ შემოქმედს - ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დემოკრატიულად შეცვალა ავტოკრატიული, ანტიეროვნული, ხალხის მჩაგვრელი რეჟიმი და სათავე დაუდო ქვეყნის განვითარების სრულიად ახალ ეტაპს. სრული უიმედობისა და უპერსპექტივობის დროს ბიძინა ივანიშვილმა გააერთიანა მთელი საზოგადოება და ხალხის ასეთმა კონსოლიდაციამ შესაძლებელი გახადა ჩვენს ისტორიაში პირველად ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება. დღევანდელი გადმოსახედიდან ამ გამარჯვების შედეგები თვალსაჩინო და შთამბეჭდავია − ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა უზრუნველყო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ერთადერთი ხანგრძლივი მშვიდობის პერიოდი, გავატარეთ მასშტაბური ეკონომიკური და სოციალური რეფორმები, ხელი შევუწყვეთ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები ქართველი ხალხის ისტორიული მისწრაფების − ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. ჩვენ ვაგრძელებთ ქვეყნის დამოკრატიული ტრანსფორმაციის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის განვითარების პროცესს და კიდევ უფრო ამბიციური მიზნებისაკენ ვისწრაფით. მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ ძალას გვაძლევს ხალხის უდიდესი ნდობა და მხარდაჭერა. დღეს, კიდევ ერთხელ, მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნების” თითოეულ წევრსა თუ მხარდამჭერს, მთელ ჩვენს საზოგადოებას. ქართული სახელმწიფოს ძალა სწორედ ხელისუფლებისა და ხალხის ერთობაშია და მჯერა, რომ ეს ერთიანობა საბოლოო გამარჯვებას მოუტანს ჩვენს ქვეყანას. პირველი ოქტომბრის გამარჯვების საბოლოო მიზანი ქვეყნის გაერთიანებაა!“ ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
BBC: სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში პრორუსულმა პარტიამ გაიმარჯვა, თუმცა მას კოალიციის შესაქმნელად მოლაპარაკებების დაწყება მოუწევს
პრორუსულმა პარტიამ, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიკო ხელმძღვანელობს, სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. თითქმის ყველა ხმა უკვე დათვლილია. „სლოვაკი სოციალ-დემოკრატების“ პარტიამ ამომრჩეველთა ხმების თითქმის 24% მოიპოვა, პარტია „პროგრესულმა სლოვაკეთმა“ დაახლოებით 17% მიიღო, პროევროპულმა პარტიამ "ხმამ" კი, 15 %. როგორც BBC წერს, მიუხედავად იმისა, რომ რობერტო ფიკოს პარტიამ არჩევნებში ხმათა უმრავლესობა მოიპოვა, მას მთავრობის ფორმირებისთვის კოალიციის შესაქმნელად მოლაპარაკებების დაწყება მოუწევს. მან პირობა დადო, რომ უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს. სლოვაკეთი კიევის ერთგული და მტკიცე მოკავშირე იყო, უკრაინას აწვდიდა რაკეტებს და ვერტმფრენებს. ასევე საჩუქრად გადასცა MiG-29-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მთელი ფლოტი.
თურქეთი აცხადებს, რომ ანკარაში, სამთავრობო შენობებთან „თვითმკვლელმა ტერორისტმა“ აფეთქება მოაწყო
თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პარლამენტის შენობებთან თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა გაააქტიურა. Anadolu-ს ცნობით, ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა. მისივე ცნობით, ერთ-ერთმა „ტერორისტმა თავი აიფეთქა,“ ხოლო მეორე გაანეიტრალეს. ორი პოლიციელი მსუბუქად დაშავდა. მინისტრმა პირობა დადო, რომ „ტერორიზმთან დაუნდობელი ბრძოლა გაგრელდება.“
როგორი ამინდია მოსალოდნელი 2-3 ოქტომბერს
2 ოქტომბერს, ღამის საათებში აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში, ხოლო დღისით საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. 3 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რეგიონებში შენარჩუნდება წვიმა, ზოგან ძლიერი, ხოლო შავი ზღვის სანაპირო რაიონებში და კოლხეთის დაბლობზე შესაძლებელია ძალიან ძლიერი. ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია, წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
დასავლეთი შუა დერეფნის მხარდაჭერას ააქტიურებს
20 სექტემბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის პრეზიდენტებთან მოლაპარაკება გამართა. ჯო ბაიდენმა ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებს შუა დერეფნის განვითარების ინიციატივა გააცნო აშშ-ის პრეზიდენტი კრიტიკული მინერალების შესახებ დიალოგის დაწყების ინიციატივით გამოვიდა, რითაც აშშ აგრძელებს ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტის (შუა დერეფნის) განვითარების მხარდაჭერას. „ჩვენ ვაშენებთ მრავალწლიან მჭიდრო თანამშრომლობას ცენტრალურ აზიასა და შეერთებულ შტატებს შორის - თანამშრომლობას, რომელიც ეფუძნება სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენს ერთობლივ ერთგულებას,“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა გაეროს გენერალური ასამბლეის მიღმა გამართულ "C5+1" სამიტზე, უზბეკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის რესპუბლიკის, ტაჯიკეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტების მონაწილეობით, ნიუ-იორკში. მოგვიანებით C5+1-ის განცხადება გაავრცელა თეთრმა სახლმაც. მასში ხაზგასმულია მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობა ალტერნატიული სავაჭრო მარშრუტების გასაუმჯობესებლად. განცხადების ავტორების შეფასებით, სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისთვის ასევე აუცილებელია ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტის - ე.წ. „შუა დერეფნის“, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და ცენტრალური აზიის სამხრეთ აზიასთან დამაკავშირებელი სატრანსპორტო ქსელების გაფართოება, განვითარება, დაკავშირებადობის დაჩქარება. ამის შემდეგ, უკვე გერმანიამ და ცენტრალური აზიის ქვეყნებმა პარასკევს პირველი სამიტი გამართეს და შუა დერეფნის მარშრუტის განვითარებისადმი მხარდაჭერა დააფიქსირეს. კანცლერმა ოლაფ შოლცმ 30 სექტემბერს ა ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ლიდერებს ბერლინში გამართულ სამიტზე უმასპინძლა, რათა ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სფეროებში თანამშრომლობა განეხილათ. ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერები ბაიდენის შემდეგ შოლცს შეხვდნენ თოყაევი შოლცთან შეხვედრის შემდეგ: ყაზახეთი აუცილებლად დაიცავს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ლიდერებმა შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ გერმანიასა და ცენტრალურ აზიას შორის „სტრატეგიული რეგიონული პარტნიორობის“ დამყარებაზე შეთანხმდნენ და პირობა დადეს, რომ ეკონომიკური კავშირების გასაძლიერებლად ნაბიჯები გადადგან. ისინი ასევე მიესალმნენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ანგარიშს, რომელმაც მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება მოახდინა. ოფიციალური პირების განცხადებით, მომავალ წელს რეგიონში გერმანიის კანცლერისა და ცენტრალური აზიის ლიდერების მეორე სამიტი გაიმართება. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. შუა დერეფანს სინგაპური, ბულგარეთი და ლიეტუვა უერთდებიან ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ამჟამინდელ გეოპოლიტიკურ ლანდშაფტში შუა დერეფანი ღირებული ალტერნატივაა ეს ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, სასაზღვრო 6 გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი
NATO და ისრაელი საერთო საფრთხეებთან და უსაფრთხოების გამოწვევებთან გამკლავებას ერთობლივად გეგმავენ
„ჩვენს ახლო პარტნიორ ისრაელთან მუშაობა უსაფრთხოების გამოწვევებთან დასაპირისპირებლად და ინოვაციური სამხედრო შესაძლებლობების მოსაძიებლად, ორივეს გვეხმარება, შევინარჩუნოთ სამხედრო უპირატესობა მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ,“ - ეს განცხადება NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, რობ ბაუერმა ისრაელში ვიზიტისას გააკეთა. „NATO-ს მოკავშირეები ისრაელის ბევრ შეშფოთებას იზიარებენ. ჩვენ ვხედავთ ავტორიტარულ რეჟიმებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ჩვენს უსაფრთხოებას, როგორც ევროპაში, ასევე, ახლო აღმოსავლეთში. ჩვენ აღვნიშნავთ ახალ საწყისს ჩვენს პარტნიორობაში ჩვენი განახლებული და გაძლიერებული პარტნიორობისკენ,“ - აღნიშნა ბაუერმა. NATO და ისრაელი საერთო საფრთხეებთან და უსაფრთხოების გამოწვევებთან გამკლავებას ერთობლივად გეგმავენ. „NATO და ისრაელი თითქმის 30 წელია ერთად მუშაობენ ისეთ სფეროებში, როგორიცაა მეცნიერება და ტექნოლოგია, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, სამოქალაქო მზადყოფნა, მასობრივი განადგურების იარაღის წინააღმდეგ ბრძილა და ასევე, მშვიდობა და უსაფრთხოება. ბოლო წლების განმავლობაში თანამშრომლობა გაიზარდა. ამ კუთხით, ისრაელისთვის ინდივიდუალურად მორგებული პარტნიორობის ახალი პროგრამა იძლევა მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განვსაზღვროთ ისრაელის სტრატეგია ჩვენი პარტნიორობის მომავლისთვის, რაც განსაკუთრებით ხელს შეუწყობს თანამშრომლობას კლიმატის ცვლილების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროებში,“ - წერია ალიანსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 28 სექტემბერს, ადმირალი ბაუერი ისრაელის პრეზიდენტმა, იცხაკ ჰერცოგმა მიიღო. მანამდე ბაუერს ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი, ჰერცი ჰალევი, ჰაკირიას ბაზაზე მიესალმა. ამ ტერიტორიაზე თავდაცვის სამინისტრო და ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბი მდებარეობს. ბაუერმა ისრაელში ვიზიტის დროს ასევე აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ისრაელის მოწინავე შესაძლებლობები NATO-სთვის და რომ პოლიტიკური დიალოგისა და სამხედრო თავსებადობაზე მუშაობის კომბინაცია ურთიერთობაში გადამწყვეტი კომპონენტია. თვის მხრივ, პრეზიდენტმა ჰერცოგმა ასევე განაცხადა, რომ ახლა იდეალური დროა ისრაელისთვის, NATO-სთან სტრატეგიული ალიანსი გააძლიეროს.
გაეროს მისია მთიან ყარაბაღში 30 წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა
გაეროს მისია მთიან ყარაბაღში ჩავიდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის სპიკერმა AFP-ს განუცხადა, რომ "გაეროს მისია ყარაბაღში კვირა დილით ჩავიდა" - ძირითადად ჰუმანიტარული საჭიროებების შესაფასებლად. ეს არის პირველი შემთხვევა 30 წლის განმავლობაში, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციამ რეგიონში წვდომა მოიპოვა. გაეროს გენერალური მდივნის სპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა განაცხადა, რომ გაეროს გუნდი ადგილზე „დაადგენს ჰუმანიტარულ საჭიროებებს, როგორც დარჩენილი ადამიანებისთვის, ასევე, იმ ხალხისთვის, ვინც გადაადგილდება. ყარაბაღის დაახლოებით 120,000 მცხოვრებიდან ტერიტორია თითქმის ყველამ დატოვა. სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელი საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა მთიანი ყარაბაღის „პრეზიდენტმა“ არაღიარებული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტის თაობაზე ბრძანებულებას ხელი მოაწერა. შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ 19 სექტემბერს განაცხადა. 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა. მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება დაიწყეს. მთიანი ყარაბაღი სომხებით დასახლებული რეგიონია, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანს ეკუთვნის. ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება რეგიონის გარშემო ათწლეულებია, გრძელდება. ევროკავშირი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კრიზისით გამოწვეული მზარდი საჭიროებების საპასუხოდ, €5 მილიონს გამოყოფს შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ აშშ ყარაბაღის მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად $11,5 მილიონს გამოყოფს.
EUMM-ის ხელმძღვანელი: საქართველოში დავრჩებით, ვიდრე საჭირო იქნება
ზუსტად 15 წლის წინ, პირველ ოქტომბერს, აგვისტოს ომის შემდეგ, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის 200-ზე მეტმა დამკვირვებელმა საქართველოში (EUMM) პატრულირება დაიწყო. მას შემდეგ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები დღე-ღამის განმავლობაში, წელიწადში 365 დღე პატრულირებენ და EUMM-ის განცხადებით, საქართველოში სტაბილურობაში, უსაფრთხოებაში და ხანგრძლივ მშვიდობაში წვლილი შეაქვთ. ამასთან, დაკავშირებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, დიმიტრიოს კარაბალისმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაარსების მე-15 წლისთავის აღსანიშნავად პრესკონფერენცია გამართა. ევროკავშირის ერთგულება მშვიდობისა და კონფლიქტების მოგვარების მიმართ „თხუთმეტი წლის განმავლობაში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გადამწყვეტ როლს თამაშობს სტაბილურობის უზრუნველყოფისა და დაძაბულობის შემცირების საქმეში საქართველოში და უფრო ფართო რეგიონში. ჩვენი ადგილზე ყოფნა ბოლო 15 წლის განმავლობაში ადასტურებს ევროკავშირის გრძელვადიან ერთგულებას მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის მიმართ,“ განაცხადა კარაბალისმა პრესკონფერენციის დროს. „ევროკავშირის გრძელვადიანი ერთგულება კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ საქართველოში და უფრო ფართო რეგიონში ასევე ნათლად იყო ხაზგასმული საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ჯოზეფ ბორელის მიერ, რომელიც საქართველოს სექტემბერში ეწვია,“ განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა. მუშაობა უსაფრთხოებისთვის კარაბალისმა ჟურნალისტებს გააცნო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა - მისი მიღწევები და არსებული გამოწვევები მისიის მანდატის ოთხი საყრდენი კომპონენტის ფარგლებში: სტაბილიზაცია, ნორმალიზაცია, ნდობის აღდგენა და ევროკავშირის პოლიტიკის განმსაზღვრელი სტრუქტურების ინფორმირება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2008 წლიდან მოყოლებული, 86 000-ზე მეტმა პატრულირებამ, ხელი შეუწყო საქართველოს უფრო მეტ სტაბილურობას და უსაფრთხოებას ადგილობრივი მოსახლეობისთვის. „თითქმის 600 დღის წინ რუსეთმა წამოიწყო არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში. მიუხედავად იმისა, რომ ომს აქვს მრავალი გავლენა საქართველოში უსაფრთხოების გარემოზე, ჩვენ აქამდე არ დაგვიფიქსირებია რაიმე მნიშვნელოვანი გაუარესება უსაფრთხოების კუთხით ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ. თუმცა, სიტუაცია რჩება მყიფე და ჩვენ უნდა სათანად შევაფასოთ ეს შედარებითი სტაბილურობა, რადგან ყოველთვის არის უარყოფითი განვითარების გარკვეული პოტენციალი. სიტუაცია შეიძლება სწრაფად შეიცვალოს, როგორც ეს ახლახან ვნახეთ მეზობელ ქვეყნებში,“ აღნიშნა კარაბალისმა. მუშაობა ნდობის აღდგენისთვის მან ხაზი გაუსვა, თუ როგორ მუშაობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია „ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების“ გასწვრივ მცხოვრებ ადამიანებთან. „ჩვენი დამკვირვებლები ბევრს საუბრობენ ადგილობრივ მოსახლეობასთან. ჩვენ ვუსმენთ მათ საზრუნავს, პრობლემებს და შიშებს - ვცდილობთ გავიგოთ მათი საჭიროებები და დახმარება გავუწიოთ შეძლებისდაგვარად,“ აღნიშნა კარაბალისმა. მან მაგალითად მოიყვანა, თუ როგორ ეხმარება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია თბილისიდან და ოკუპირებული ცხინვალიდან ირიგაციის ექსპერტების შეკრებას, „ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის“ ორივე მხარეს მცხოვრები ფერმერებისთვის მათი მიწების მორწყვის კუთხით დასახმარებლად, განსაკუთრებით ზაფხულის განმავლობაში. მან ასევე ისაუბრა ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შესახებ, რომლის 114-ე რაუნდი გაიმართა სექტემბერში, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართულ ცხელ ხაზზე, რომელიც 2008 წლიდან 20000-ზე მეტჯერ გააქტიურდა. „ნდობის აღდგენის ამ მექანიზმებმა მოიტანა მრავალი პრაქტიკული მიღწევა, დაკავებულების გათავისუფლებიდან, დაკარგული მსხვილფეხა პირუტყვის პოვნამდე,“ განმარტა კარაბალისმა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, სამწუხაროდ, არსებული ბევრი ისეთი გამოწვევა, როგორიცაა, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა. „ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ქალები, კაცები, ბავშვები და ხანდაზმული ადამიანები კვლავ განიცდიან ღობეების, მავთულხლართების და თხრილების გავლენას. მიმდინარე „ბორდერიზაცია“ აფერხებს მათ წვდომას მიწასა და წყალზე, რელიგიურ ობიექტებზე, ბავშვებს ართმევს მათ მიერ არჩეულ განათლების მიღების საშუალებას და მრავალი ადამიანის წარმატებული მომავალზე ოცნებას ასამარებს. ოჯახები, მეზობლები, მთელი სოფლებიც კი გაყოფილი რჩება,” ამბობს ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმღვანელი. პრესკონფერენციის განმავლობაში, მისიის ხელმძღვანელმა კარაბალისმა ჟურნალისტებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მომზადებული ახალი ვიდეორგოლები წარუდგინა. „ახალი კორპორატიული ვიდეორგოლი ხაზს უსვამს თუ ვინ ვართ, რას ვაკეთებთ და, რაც მთავარია, რატომ ვაკეთებთ ამას.“ განმარტებითი ხასიათის ორი ახალი ვიდეორგოლი ნათელს ჰფენს იმას, თუ როგორ ეხმარება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დაკავებულების გათავისუფლებაში და ფერმერებს სარწყავი წყლის ხელმისაწვდომობის გაზრდაში, „ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის“ ორივე მხარეს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამივე ახალი ვიდეორგოლი ასევე ხელმისაწვდომია ინგლისურ და რუსულ ენებზე, რათა მისიამ შეძლოს რაც შეიძლება მეტ ადამიანს განუმარტოს თავისი მანდატი და საქმიანობა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. პრესკონფერენციის დასრულებისას, კარაბალისმა გაიმეორა: „ჩვენ კვლავ ვრჩებით ერთგულები ადგილობრივი თემების სიცოცხლისა და უსაფრთხოების გაუმჯობესების ჩვენი მისიისადმი. ჩვენ დავრჩებით საქართველოში მანამ, სანამ საჭირო იქნება.“
ისააკ ჰერცოგი: ახლა იდეალური დროა ისრაელისთვის, NATO-სთან სტრატეგიული ალიანსი გააძლიეროს
„ჩვენს ახლო პარტნიორ ისრაელთან მუშაობა უსაფრთხოების გამოწვევებთან დასაპირისპირებლად და ინოვაციური სამხედრო შესაძლებლობების მოსაძიებლად, ორივეს გვეხმარება, შევინარჩუნოთ სამხედრო უპირატესობა მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ,“ - ეს განცხადება NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, რობ ბაუერმა ისრაელში ვიზიტისას გააკეთა. „NATO-ს მოკავშირეები ისრაელის ბევრ შეშფოთებას იზიარებენ. ჩვენ ვხედავთ ავტორიტარულ რეჟიმებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ჩვენს უსაფრთხოებას, როგორც ევროპაში, ასევე, ახლო აღმოსავლეთში. ჩვენ აღვნიშნავთ ახალ საწყისს ჩვენს პარტნიორობაში ჩვენი განახლებული და გაძლიერებული პარტნიორობისკენ,“ - აღნიშნა ბაუერმა. NATO და ისრაელი საერთო საფრთხეებთან და უსაფრთხოების გამოწვევებთან გამკლავებას ერთობლივად გეგმავენ. „NATO და ისრაელი თითქმის 30 წელია ერთად მუშაობენ ისეთ სფეროებში, როგორიცაა მეცნიერება და ტექნოლოგია, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, სამოქალაქო მზადყოფნა, მასობრივი განადგურების იარაღის წინააღმდეგ ბრძილა და ასევე, მშვიდობა და უსაფრთხოება. ბოლო წლების განმავლობაში თანამშრომლობა გაიზარდა. ამ კუთხით, ისრაელისთვის ინდივიდუალურად მორგებული პარტნიორობის ახალი პროგრამა იძლევა მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განვსაზღვროთ ისრაელის სტრატეგია ჩვენი პარტნიორობის მომავლისთვის, რაც განსაკუთრებით ხელს შეუწყობს თანამშრომლობას კლიმატის ცვლილების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროებში,“ - წერია ალიანსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 28 სექტემბერს, ადმირალი ბაუერი ისრაელის პრეზიდენტმა, იცხაკ ჰერცოგმა მიიღო. მანამდე ბაუერს ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი, ჰერცი ჰალევი, ჰაკირიას ბაზაზე მიესალმა. ამ ტერიტორიაზე თავდაცვის სამინისტრო და ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბი მდებარეობს. ბაუერმა ისრაელში ვიზიტის დროს ასევე აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ისრაელის მოწინავე შესაძლებლობები NATO-სთვის და რომ პოლიტიკური დიალოგისა და სამხედრო თავსებადობაზე მუშაობის კომბინაცია ურთიერთობაში გადამწყვეტი კომპონენტია. თვის მხრივ, პრეზიდენტმა ჰერცოგმა ასევე განაცხადა, რომ ახლა იდეალური დროა ისრაელისთვის, NATO-სთან სტრატეგიული ალიანსი გააძლიეროს.
დიდმა ბრიტანეთმა სამხედროების წვრთნების პროცესი შესაძლოა, უკრაინაში გადაიტანოს
დიდი ბრიტანეთი გააფართოებს უკრაინელი სამხედროების მომზადების პროგრამას და შესაძლოა, შავ ზღვაში რუსული თავდასხმებისგან კომერციული გემების დაცვას შეუერთდეს. The Telegraph-თან ინტერვიუში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა გრანტ შეპსმა განაცხადა, რომ მან მოლაპარაკებები გამართა არმიის ლიდერებთან უკრაინაში სამხედრო აღჭურვილობის „მეტი წვრთნისა და წარმოების“ გადატანის შესახებ. მან ასევე მოუწოდა უფრო მეტ ბრიტანულ თავდაცვის ფირმას, შექმნან ქარხნები უკრაინაში. შაპსმა ასევე აღნიშნა, რომ გასულ კვირას კიევში მოგზაურობისას ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის იმის შესახებ, თუ როგორ შეძლებდა ბრიტანეთის საზღვაო ძალებს როლი ეთამაშა კომერციული გემების დაცვაში შავ ზღვაში რუსული თავდასხმებისგან. თავდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ბრიტანეთი ეძებს გზებს, რათა დაეხმაროს უკრაინას NATO-ში გაწევრიანებაში. ბრიტანეთის ხელმძღვანელობით ოპერაცია „ინტერფლექსის“ ფარგლებში, უკრაინის შეიარაღებული ძალების 20000-ზე მეტმა ახალწვეულმა უკვე გაიარა სწავლება დიდ ბრიტანეთში 2022 წლის დასაწყისიდან.
დიდი ბრიტანეთი შესაძლოა, შავ ზღვაში რუსული თავდასხმებისგან კომერციული გემების დაცვაში ჩაერთოს
დიდი ბრიტანეთი გააფართოებს უკრაინელი სამხედროების მომზადების პროგრამას და შესაძლოა, შავ ზღვაში რუსული თავდასხმებისგან კომერციული გემების დაცვას შეუერთდეს. The Telegraph-თან ინტერვიუში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა გრანტ შეპსმა განაცხადა, რომ მან მოლაპარაკებები გამართა არმიის ლიდერებთან უკრაინაში სამხედრო აღჭურვილობის „მეტი წვრთნისა და წარმოების“ გადატანის შესახებ. მან ასევე მოუწოდა უფრო მეტ ბრიტანულ თავდაცვის ფირმას, შექმნან ქარხნები უკრაინაში. შაპსმა ასევე აღნიშნა, რომ გასულ კვირას კიევში მოგზაურობისას ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის იმის შესახებ, თუ როგორ შეძლებდა ბრიტანეთის საზღვაო ძალებს როლი ეთამაშა კომერციული გემების დაცვაში შავ ზღვაში რუსული თავდასხმებისგან. თავდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ბრიტანეთი ეძებს გზებს, რათა დაეხმაროს უკრაინას NATO-ში გაწევრიანებაში. ბრიტანეთის ხელმძღვანელობით ოპერაცია „ინტერფლექსის“ ფარგლებში, უკრაინის შეიარაღებული ძალების 20000-ზე მეტმა ახალწვეულმა უკვე გაიარა სწავლება დიდ ბრიტანეთში 2022 წლის დასაწყისიდან. მედიის ცნობით, რუსულმა ხომალდმა შავ ზღვაში უკრაინის პორტისკენ მიმავალ სატვირთო გემს „გამაფრთხილებელი ცეცხლი“ გაუხსნა საზღვაო ძალები: შავი ზღვის დროებითი დერეფნის გავლით, ოდესა ამ დრომდე 7 გემმა დატოვა
ბაუერი: NATO-ს მოკავშირეები ისრაელის ბევრ შეშფოთებას იზიარებენ, ავტორიტარული რეჟიმები საფრთხეს უქმნიან ჩვენს უსაფრთხოებას
28 სექტემბერს, ადმირალი რობ ბაუერი ისრაელის პრეზიდენტმა, იცხაკ ჰერცოგმა მიიღო. მანამდე ბაუერს ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი, ჰერცი ჰალევი, ჰაკირიას ბაზაზე მიესალმა. ამ ტერიტორიაზე თავდაცვის სამინისტრო და ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბი მდებარეობს. „ჩვენს ახლო პარტნიორ ისრაელთან მუშაობა უსაფრთხოების გამოწვევებთან დასაპირისპირებლად და ინოვაციური სამხედრო შესაძლებლობების მოსაძიებლად, ორივეს გვეხმარება, შევინარჩუნოთ სამხედრო უპირატესობა მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ,“ - ეს განცხადება NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ისრაელში ვიზიტისას გააკეთა. „NATO-ს მოკავშირეები ისრაელის ბევრ შეშფოთებას იზიარებენ. ჩვენ ვხედავთ ავტორიტარულ რეჟიმებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ჩვენს უსაფრთხოებას, როგორც ევროპაში, ასევე, ახლო აღმოსავლეთში. ჩვენ აღვნიშნავთ ახალ საწყისს ჩვენს პარტნიორობაში ჩვენი განახლებული და გაძლიერებული პარტნიორობისკენ,“ - აღნიშნა ბაუერმა. NATO და ისრაელი საერთო საფრთხეებთან და უსაფრთხოების გამოწვევებთან გამკლავებას ერთობლივად გეგმავენ. „NATO და ისრაელი თითქმის 30 წელია ერთად მუშაობენ ისეთ სფეროებში, როგორიცაა მეცნიერება და ტექნოლოგია, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, სამოქალაქო მზადყოფნა, მასობრივი განადგურების იარაღის წინააღმდეგ ბრძილა და ასევე, მშვიდობა და უსაფრთხოება. ბოლო წლების განმავლობაში თანამშრომლობა გაიზარდა. ამ კუთხით, ისრაელისთვის ინდივიდუალურად მორგებული პარტნიორობის ახალი პროგრამა იძლევა მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განვსაზღვროთ ისრაელის სტრატეგია ჩვენი პარტნიორობის მომავლისთვის, რაც განსაკუთრებით ხელს შეუწყობს თანამშრომლობას კლიმატის ცვლილების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროებში,“ - წერია ალიანსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ბაუერმა ისრაელში ვიზიტის დროს ასევე აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ისრაელის მოწინავე შესაძლებლობები NATO-სთვის და რომ პოლიტიკური დიალოგისა და სამხედრო თავსებადობაზე მუშაობის კომბინაცია ურთიერთობაში გადამწყვეტი კომპონენტია. თავის მხრივ, პრეზიდენტმა ჰერცოგმა ასევე განაცხადა, რომ ახლა იდეალური დროა ისრაელისთვის, NATO-სთან სტრატეგიული ალიანსი გააძლიეროს.
მედია: სოჭში, რუსული ვერტმფრენების სადგომზე განხორციელებული დარტყმის უკან უკრაინის დაზვერვა დგას
უკრაინული მედია დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ სოჭში, უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა თავდასხმა განახორციელეს. გავრცელებული ინფორმაციით, დარტყმა ადლერის რაიონში ვერტმფრენების სადგომზე განხორციელდა და მის უკან დაზვერვის მთავარი სამმართველო დგას. დაახლოებით ამავე დროს, დრონებით თავდასხმა მოხდა სმოლენსკის ოლქზეც. რუსული მედიის ცნობით, სამიზნე სმოლენსკის საავიაციო ქარხანა იყო.
4 გამომცემლობა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საკუთარი ხარჯებითა და სტენდით წარდგება
გამომცემლები, რომლებიც საქართველოს მწერალთა სახლს ბოიკოტს უცხადებენ, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საკუთარი ხარჯებით წავლენ და ღონისძიებაზე დამოუკიდებელი სტენდით წარსდგებიან. ამის შესახებ ოთხი გამომცემლობის საერთო განცხადებაში წერია. განცხადების ავტორები ამბობენ, რომ მათი ბოიკოტის მთავარი მიზეზი, კულტურის სამინისტროს ამჟამინდელი პოლიტიკის შედეგად, თანამედროვე ქართული სალიტერატურო პროცესისა და ზოგადად, ქართული კულტურის წინაშე არსებული საფრთხეა. მათივე თქმით, ბოიკოტის მიუხედავად, საერთაშორისო ფორუმებზე ქართული ლიტერატურის წარდგენის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ღონისძიებაში საკუთარი სახსრებით მიიღებენ მონაწილეობას. „ბოიკოტში მყოფმა გამომცემლებმა და მწერლებმა გადავწყვიტეთ, დავიცვათ ბოიკოტის პირობების შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებები და არ ვითანამშრომლოთ მწერალთა სახლთან არც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში. მივიღეთ გადაწყვეტილება, წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საკუთარი სახსრებით წარვდგეთ დამოუკიდებელი ქართველი გამომცემლების სტენდით, რომელიც ღია იქნება ყველა იმ ქართველი გამომცემლისთვის, რომლებიც წარმოდგენილნი იქნებიან წლევანდელ წიგნის ბაზრობაზე, განურჩევლად იმისა, იზიარებენ თუ არა ჩვენი ბოიკოტის პირობებს. აღნიშნული გადაწყვეტილებით გვსურს ხაზი გავუსვათ იმას, რომ მიუხედავად შესაძლო აზრთა სხვადასხვაობისა, ჩვენ ვინარჩუნებთ სექტორის ერთიანობას," - წერია სულაკაურის, ინტელექტის, არტანუჯისა და პალიტრა L-ის საერთო განცხადებაში. განცხადების თანახმად, გამომცემლების ფინანსური მხარდაჭერით ფრანკფურტში გაემგზავრებიან ის მწერლებიც, რომლებიც მწერალთა სახლს ბოიკოტს უცხადებენ. ფრანკფურტში წიგნის ბაზრობა 18-22 ოქტომბერს გაიმართება.
EUMM-ის ხელმძღვანელი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასა და მის გავლენაზე საქართველოში უსაფრთხოების გარემოზე
ზუსტად 15 წლის წინ, პირველ ოქტომბერს, აგვისტოს ომის შემდეგ, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის 200-ზე მეტმა დამკვირვებელმა საქართველოში (EUMM) პატრულირება დაიწყო. მას შემდეგ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები დღე-ღამის განმავლობაში, წელიწადში 365 დღე პატრულირებენ და EUMM-ის განცხადებით, საქართველოში სტაბილურობაში, უსაფრთხოებაში და ხანგრძლივ მშვიდობაში წვლილი შეაქვთ. ამასთან, დაკავშირებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, დიმიტრიოს კარაბალისმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაარსების მე-15 წლისთავის აღსანიშნავად პრესკონფერენცია გამართა. ევროკავშირის ერთგულება მშვიდობისა და კონფლიქტების მოგვარების მიმართ „თხუთმეტი წლის განმავლობაში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გადამწყვეტ როლს თამაშობს სტაბილურობის უზრუნველყოფისა და დაძაბულობის შემცირების საქმეში საქართველოში და უფრო ფართო რეგიონში. ჩვენი ადგილზე ყოფნა ბოლო 15 წლის განმავლობაში ადასტურებს ევროკავშირის გრძელვადიან ერთგულებას მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის მიმართ,“ განაცხადა კარაბალისმა პრესკონფერენციის დროს. „ევროკავშირის გრძელვადიანი ერთგულება კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ საქართველოში და უფრო ფართო რეგიონში ასევე ნათლად იყო ხაზგასმული საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ჯოზეფ ბორელის მიერ, რომელიც საქართველოს სექტემბერში ეწვია,“ განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა. მუშაობა უსაფრთხოებისთვის კარაბალისმა ჟურნალისტებს გააცნო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა - მისი მიღწევები და არსებული გამოწვევები მისიის მანდატის ოთხი საყრდენი კომპონენტის ფარგლებში: სტაბილიზაცია, ნორმალიზაცია, ნდობის აღდგენა და ევროკავშირის პოლიტიკის განმსაზღვრელი სტრუქტურების ინფორმირება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2008 წლიდან მოყოლებული, 86 000-ზე მეტმა პატრულირებამ, ხელი შეუწყო საქართველოს უფრო მეტ სტაბილურობას და უსაფრთხოებას ადგილობრივი მოსახლეობისთვის. „თითქმის 600 დღის წინ რუსეთმა წამოიწყო არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში. მიუხედავად იმისა, რომ ომს აქვს მრავალი გავლენა საქართველოში უსაფრთხოების გარემოზე, ჩვენ აქამდე არ დაგვიფიქსირებია რაიმე მნიშვნელოვანი გაუარესება უსაფრთხოების კუთხით ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ. თუმცა, სიტუაცია რჩება მყიფე და ჩვენ უნდა სათანად შევაფასოთ ეს შედარებითი სტაბილურობა, რადგან ყოველთვის არის უარყოფითი განვითარების გარკვეული პოტენციალი. სიტუაცია შეიძლება სწრაფად შეიცვალოს, როგორც ეს ახლახან ვნახეთ მეზობელ ქვეყნებში,“ აღნიშნა კარაბალისმა. მუშაობა ნდობის აღდგენისთვის მან ხაზი გაუსვა, თუ როგორ მუშაობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ მცხოვრებ ადამიანებთან. „ჩვენი დამკვირვებლები ბევრს საუბრობენ ადგილობრივ მოსახლეობასთან. ჩვენ ვუსმენთ მათ საზრუნავს, პრობლემებს და შიშებს - ვცდილობთ გავიგოთ მათი საჭიროებები და დახმარება გავუწიოთ შეძლებისდაგვარად,“ თქვა ბ-მა კარაბალისმა. მან მოიყვანა მაგალითად თუ როგორ ეხმარება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია თბილისიდან და ცხინვალიდან ირიგაციის ექსპერტების შეკრებას, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ფერმერებისთვის მათი მიწების მორწყვის კუთხით დასახმარებლად, განსაკუთრებით ზაფხულის განმავლობაში. მან ასევე ისაუბრა ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შესახებ, რომლის 114-ე რაუნდი გაიმართა სექტემბერში, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართულ ცხელ ხაზზე, რომელიც 2008 წლიდან 20000-ზე მეტჯერ გააქტიურდა. „ნდობის აღდგენის ამ მექანიზმებმა მოიტანა მრავალი პრაქტიკული მიღწევა, დაკავებულების გათავისუფლებიდან, დაკარგული მსხვილფეხა პირუტყვის პოვნამდე,“ განმარტა კარაბალისმა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, სამწუხაროდ, არსებული ბევრი ისეთი გამოწვევა, როგორიცაა, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა. „ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ქალები, კაცები, ბავშვები და ხანდაზმული ადამიანები კვლავ განიცდიან ღობეების, მავთულხლართების და თხრილების გავლენას. მიმდინარე „ბორდერიზაცია“ აფერხებს მათ წვდომას მიწასა და წყალზე, რელიგიურ ობიექტებზე, ბავშვებს ართმევს მათ მიერ არჩეულ განათლების მიღების საშუალებას და მრავალი ადამიანის წარმატებული მომავალზე ოცნებას ასამარებს. ოჯახები, მეზობლები, მთელი სოფლებიც კი გაყოფილი რჩება,” ამბობს ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმღვანელი. პრესკონფერენციის განმავლობაში, მისიის ხელმძღვანელმა კარაბალისმა ჟურნალისტებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მომზადებული ახალი ვიდეორგოლები წარუდგინა. „ახალი კორპორატიული ვიდეორგოლი ხაზს უსვამს თუ ვინ ვართ, რას ვაკეთებთ და, რაც მთავარია, რატომ ვაკეთებთ ამას.“ განმარტებითი ხასიათის ორი ახალი ვიდეორგოლი ნათელს ჰფენს იმას, თუ როგორ ეხმარება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დაკავებულების გათავისუფლებაში და ფერმერებს სარწყავი წყლის ხელმისაწვდომობის გაზრდაში, „ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის“ ორივე მხარეს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამივე ახალი ვიდეორგოლი ასევე ხელმისაწვდომია ინგლისურ და რუსულ ენებზე, რათა მისიამ შეძლოს რაც შეიძლება მეტ ადამიანს განუმარტოს თავისი მანდატი და საქმიანობა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. პრესკონფერენციის დასრულებისას, კარაბალისმა გაიმეორა: „ჩვენ კვლავ ვრჩებით ერთგულები ადგილობრივი თემების სიცოცხლისა და უსაფრთხოების გაუმჯობესების ჩვენი მისიისადმი. ჩვენ დავრჩებით საქართველოში მანამ, სანამ საჭირო იქნება.“
სუნაკი: დიდი ბრიტანეთი უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა, დიდი ბრიტანეთი უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს. სუნაკმა განმარტა, რომ თავდაცვის მინისტრ შეპსის კომენტარები, უკრაინასთან გრძელვადიან პარტნიორობას ეხებოდა. „მომავალში შესაძლოა, ადგილზე იყვნენ ტრენერები, მაგრამ დიდი ბრიტანეთი უკრაინაში ჯარების გაგზავნას საბრძლოლველად არ გეგმავს,“ - განმარტა სუნაკნმა. „რაც თავდაცვის მდივანმა თქვა, იყო ის, რომ მომავალში შესაძლოა, შესაძლებელი იყოს ჩვენთვის ამ წვრთნების ნაწილის ჩატარება უკრაინაში. მაგრამ ეს არის რაღაც გრძელვადიან პერსპექტივაში და არა აქ და ახლა,”- განაცხადა სუნაკმა. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გაერთიანებულმა სამეფომ 20 000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი გაწვრთნა მას მემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. დიდმა ბრიტანეთმა სამხედროების წვრთნების პროცესი შესაძლოა, უკრაინაში გადაიტანოს
გორი-კასპის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების" კანდიდატი 93,4%-ით ლიდერობს
ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვეყნებს წინასწარ შედეგებს იმ 103 საარჩევნო უბნის მონაცემების საფუძველზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობდა. გურჯაანში მერის რიგგარეშე არჩევნებში კანდიდატი მხოლოდ „ქართულ ოცნებას" ჰყავდა წარდგენილი. მერობის კანდიდატი 48 წლის გიორგი მაჭავარიანია. ის 2011 წლიდან კანდიდატად წარდგენის დღემდე "სოკარ ჯორჯია გაზის" გურჯაანის სერვისცენტრის ხელმძღვანელი იყო. გორი-კასპის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების" კანდიდატი ლიდერობს. „გურჯაანის შემთხვევაში, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, გიორგი მაჭავარიანმა მიიღო 14 450 ხმა, ხოლო საპარლამენტო შუალედური არჩევნების ნაწილში, გორი-კასპის მე-15 მაჟორიტარულ ოლქში გვაქვს შემდეგი სურათი – საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, მამუკა ტუსკაძემ მიიღო 1 344 ხმა, რაც მონაწილეთა რაოდენობის 6,59%-ს შეადგენს. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, გიორგი სოსიაშვილმა მიიღო 19 032 ხმა, რაც 93,4 პროცენტია,“ – განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გამართულ ბრიფინგზე. მისივე თქმით, ელექტრონული დათვლის გარდა, კომისიები დამატებით ხელით გადაითვლიან შედეგებს, რაც, კალანდარიშვილის განცხადებით, სანდოობის მნიშვნელოვანი მექანიზმია, ამის შემდეგ კი, შედგება შემაჯამებელი ოქმი. გიორგი კალანდარიშვილის განმარტებით, დღევანდელმა არჩევნებმა დაადასტურა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის, ამომრჩევლებისა და საზოგადოების მზადყოფნა ელექტრონული არჩევნებისთვის უზრუნველყოფილია. ცესკოს ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 43 330-მა ადამიანმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 23,51 პროცენტია. მათ შორის, გორსა და კასპში არჩევნებზე მივიდა 25 627, გურჯაანში კი, 17 703 ამომრჩეველი. კენჭისყრის პროცესი დასრულდა. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა. როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა საინფორმაციო ბრიფინგზე აღნიშნა, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 43 330-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 23,51%-ია. „მათ შორის გორსა და კასპში არჩევნებზე მივიდა 25 627, გურჯაანში კი 17 703 ამომრჩეველი.“ დღევანდელი დღე ელექტრონული არჩევნების დანერგვის პროცესში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია და საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას მშვიდ, სამუშაო ვითარებაში წარმართოს საქმიანობა. ამ ეტაპზე საარჩევნო უბნებზე მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო პროცედურები. იმ უბნებზე სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა, ხმის მთვლელ აპარატზე ამოიბეჭდება პირველადი შედეგების ამსახველი ამონაწერები და პლანშეტის საშუალებით გადმოიგზავნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. შეგახსენებთ, რომ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კენჭისყრის პროცესი 103 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობდა. ხმის დათვლის პროცედურები დაწყებულია დანარჩენ 30 უბანზე. მას შემდეგ, რაც შედგება შემაჯამებელი ოქმები, დასკანერდება და ასევე პლანშეტის საშუალებით გადმოიგზავნება ცესკოში. რის შემდეგაც, ჩვენ გვექნება საშუალება აღნიშნული უბნებიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე გამოვაქვეყნოთ წინასწარი, პირველად შედეგები. შეგახსენებთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge. რაც შეეხება ინფორმაციას საჩივრებთან დაკავშირებით, ამ დროისთვის მხოლოდ 2 საჩივარია დაფიქსირებული, რომელსაც, რა თქმა უნდა, მოყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა ცესკოს კონტაქტ-ჰაბი, ამომრჩეეველთა კითხვები ძირითადად სიაში თავის გადამოწმებას და საარჩევნო უბნის მისამართის დაზუსტებას შეეხებოდა,“-განაცხადა ნათია იოსელიანმა. შეგახსენებთ, გორის და კასპის მუნიციპალიტეტებში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გორი-კასპის მაჟორიტარმა გიორგი ხოჯევანიშვილმა საპარლამენტო მანდატი ვადაზე ადრე დატოვა. გურჯაანში მერის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება კი, მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც არჩეულმა მერმა ზურაბ უტიაშვილმა მიმდინარე წლის 8 ივნისს თანამდებობა დატოვა.
კიევი: უკრაინისადმი აშშ-ის მხარდაჭერაში ცვლილებები არ არის
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრი იერმაკმა განაცხადა, რომ აშშ-ში მიმდინარე პროცესები არ უნდა განიხილებოდეს უკრაინისადმი აშშ-ის მხარდაჭერაში ცვლილებად. ერმაკმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელმძღვანელობა რეგულარულად ხვდება ორივე პარტიის წარმომადგენლებს და განიხილავს აშშ-ის დახმარების საკითხს. მიუხედავად უახლეს ხარჯთაღრიცხვის კანონპროექტში დახმარების დებულებების გამოტოვებისა, მან გამოთქვა რწმენა, რომ ეს არ ასახავს უკრაინისადმი აშშ-ის მხარდაჭერის უფრო დიდ ცვლილებას. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ „დახურვამ“ შეიძლება, გამოიწვიოს გარკვეული პროგრამების შეფერხება, ეს ძირეულად არ შეცვლის მთლიან სურათს. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ „უკრაინისადმი მხარდაჭერა ურყევია რჩება როგორც აშშ-ის ადმინისტრაციაში, ასევე, აშშ-ის კონგრესის ორივე პარტიასა და პალატაში და, რაც მთავარია, ამერიკელ ხალხში“. 30 სექტემბერს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების წარმომადგენლებმა მთავრობის დაფინანსებისთვისა და მუშაობის შეჩერების (ე.წ. „შათდაუნის”) თავიდან ასაცილებლად შეთანხმებას მიაღწიეს. კანონპროექტი მთავრობას კიდევ 45 დღის განმავლობაში მუშაობის საშუალებას მისცემს. დოკუმენტში უკრაინისთვის დახმარება არ არის გათვალისწინებული. სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა (D-NY), უმცირესობის ლიდერმა მიჩ მაკკონელმა (R-KY) და ასიგნებების კომიტეტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი მოელიან, რომ სენატი იმუშავებს უკრაინის მხარდაჭერის გასაგრძელებლად. 2021 წლის იანვრიდან შეერთებულმა შტატებმა 44,5 მილიარდ დოლარზე მეტი გაიღო უკრაინის უსაფრთხოების დახმარებისთვის. ეს მოიცავს 43,9 მილიარდ დოლარზე მეტს მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. ჯო ბაიდენი: არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ უკრაინის მიმართ ამერიკის მხარდაჭერა შეწყდეს
ესტონეთი აშშ-სგან ATACMS-ის ტიპის შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს ყიდულობს
ესტონეთის თავდაცვის სახელმწიფო საინვესტიციო ცენტრის დირექტორმა, მაგნუს საარმა განაცხადა, რომ ესტონეთი აშშ-სგან HIMARS გამშვებებსა და ATACMS-ის შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს ყიდულობს. დანადგარების, რაკეტების და სხვა სატელიტური აღჭურვილობის შესყიდვის ხელშეკრულება გასული წლის დეკემბერში გაფორმდა. მიწოდება 2025 წლის განმავლობაში იგეგმება. ინფორმაციისთვის, MGM-140 ATACMS - ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ის წარმოების ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტაა. ATACMS-ის გაშვება შესაძლებელია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, როგორიცაა, M270 და M142 HIMARS. ტაქტიკური სარაკეტო სისტემა ATACMS-ის მოქმედების რადიუსი 310 კილომეტრია. აშშ უკრაინაში ATACMS-ის ტიპის ტაქტიკურ იარაღს გზავნის - მედია