ძებნის რეზულტატი:
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების ამსახველი 300-ზე მეტი ფაილი ამოიღეს, დანაშაულში 14 პირი ამხილეს, მათგან 7 დააკავეს
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 14 პირი ამხილა, მათგან 7 - დააკავა. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებულმა, თბილისში მცხოვრებმა გ.მ.-მ, 2023 წლის მარტში, ნაცნობ ქალთან ვიდეოზარით კომუნიკაციის დროს, მას შიშველი სხეულის ჩვენება მოსთხოვა და მისი ნებართვის გარეშე ფარულად ინტიმური შინაარსის აუდიო/ვიდეო მასალა გადაუღო. მოგვიანებით, გ.მ-მ, ქალბატონის რეპუტაციის შელახვისა და დამცირების მიზნით, აღნიშნული ინტიმური ვიდეო/აუდიო მასალა საჯაროდ სოციალურ ქსელ TIK TOK-ზე განათავსა. "სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვის შემდეგ, მისი კონფიდენციალურობის სრული დაცვით, გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული გ.მ. დააკავა. მას ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის წარედგინა. დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია ინფორმაციაში. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ასევე, დაკავებული იქნა ქალაქ რუსთავში მცხოვრები, 1992 წელს დაბადებული გ.ტ. "ჩატარებული გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა გ.ტ-მ, 2000 წელს დაბადებული ქალის FACEBOOK-ის გვერდზე უნებართვოდ შეაღწია და დაზარალებულის მიერ სხვა პირთან გადაგზავნილი მისი შიშველი სხეულის ამსახველი ფოტოები და ხმოვანი შეტყობინებები უკანონოდ მოიპოვა. 2022 წლის 26 მაისს და 2022 წლის 15 ივლისს, გ. ტ.-მ აღნიშნული პირადი ხასიათის მასალა დაზარალებულის მეგობრებსა და ნათესავს გადაუგზავნა, ასევე, საჯაროდ FACEBOOK-ის გვერდზე განათავსა. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული გ.ტ. დააკავა და მას ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის წარედგინა. დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება დანაშაულში მხილებულ დანარჩენ 12 პირს, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, როგორც ნაცნობ, ასევე, სოციალური ქსელის მეშვეობით გაცნობილ დაზარალებულებთან ურთიერთობა სხვადასხვა დროს ჰქონდათ. ისინი დაზარალებულების პირადი ცხოვრების ამსახველ ინტიმურ ფოტოებსა და ვიდეოებს მობილური ტელეფონებითა და სოციალური ქსელებით მოიპოვებდნენ და ასევე, სხვადასხვა სოციალური ქსელის გამოყენებით დაზარალებულების ახლობლებსა და სხვა პირებს უგზავნიდნენ. აღნიშნული ქმედებებით მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოება დაირღვა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულების მომართვის შემდეგ, მათი კონფიდენციალურობის სრული დაცვით, საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების ჩატარება მოკლე დროში უზრუნველყო. მთელი საქართველოს მასშტაბით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის, მობილური და კომპიუტერული ტექნიკიდან ინფორმაციის მოპოვების შედეგად, მტკიცებულების სახით 300 ერთეულზე მეტი პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო, ვიდეო და აუდიო ფაილი ამოიღო, ხოლო აღნიშნული მასალის განადგურება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ მოხდება. სპეციალური საგამოძიებო სამსახური, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების აღსაკვეთად და დანაშაულში მხილებული პირების გამოსავლენად ბრძოლას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
წმინდა საყდრის დესპანი ილია II-ს შეხვდა
19 ოქტომბერს წმინდა საყდრის დესპანი და დიპლომატიური კორპუსის დუაიენი, ჟოზე აველინო ბეტანკური გამოსამშვიდობებლად საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, ილია II-ს შეხვდა. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. „ელჩობის ვადის გასვლის გამო, ამ დღეებში საქართველოს დატოვებს წმინდა საყდრის დესპანი და დიპლომატიური კორპუსის დუაიენი, მისი აღმატებულება, ჟოზე ა. ბეტანკური. ხუთშაბათს, 19 ოტომბერს, იგი დასამშვიდობებლად ეწვია სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს და თავისი პატივისცემა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ილია ll–მ მადლობა გადაუხადა ელჩს ჩვენს ქვეყანაში გაწეული ფრიად ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის და შემდგომი წარმატებები უსურვა,“ - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს დელეგაცია პრაღაში, ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის საპარლამენტო სამიტში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია პრაღაში, ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის საპარლამენტო სამიტში მიიღებს მონაწილეობას. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს პარლამენტის დელეგაციას არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობს. „სამიტში მონაწილეობის მისაღებად პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი და საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარიამ ლაშხი გაემგზავრნენ. სამიტი წელს უკრაინის და ჩეხეთის ორგანიზებით იმართება. სამიტის მიზანია კოორდინაცია გაუწიოს უკრაინისთვის სოლიდარობის და მხარდაჭერის გამოხატვას. ყირიმის საერთაშორისო პლატფორმა მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას და უსაფრთხოების გამოწვევებზე რეაგირებას.უკრაინის მხარდასაჭერად პრაღაში პარლამენტარები მთელი ევროპიდან შეიკრიბებიან. სამიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი, არჩილ თალაკვაძე მონაწილეებს სიტყვით, მიმართავს სადაც ისაუბრებს როგორც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, ასევე უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას ევროკავშირში ინტეგრაციაზე. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წარმომადგენლები კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ,“ - აცხადებენ პარლამენტში.
ლევან დავითაშვილი: საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმება სარკისებურად განიხილება, რისი იმედიც, ჩინეთის მთავრობის მხრიდან მაქვს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილება ჩინეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებასთან დაკავშირებით, „პოზიტიურად არის აღქმული და შედეგებშიც უკვე აისახა“. მან მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ თუ საქართველოს ჩინეთის ქალაქებთან მეტი პირდაპირი ხაზი ექნება, ეს მგზავრთნაკადს დააგენერირებს და ტურიზმში მნიშვნელოვან შედეგებს გამოიღებს. „[ჩინეთში სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიაზე] ვისაუბრეთ ტურიზმის სექტორზე, რომელიც ძალიან დინამიკურად შეიძლება განვითარდეს. მინდა გითხრათ, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობამ ვიზების გაუქმების შესახებ მიიღო, ძალიან პოზიტიურად არის აღქმული და შედეგებშიც უკვე აისახა. დღეს არსებული ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა ჩინეთთან, თუმცა იცით, რომ კომპლექსურად, თუ ჩინეთის ქალაქებთან მეტი პირდაპირი ხაზი გვექნება, დარწმუნებულები ვართ, რომ რეალური მგზავრთნაკადის გენერირება და ტურიზმში მნიშვნელოვანი შედეგები შეიძლება მივიღოთ. მაგრამ ეს არის პოზიტიური განწყობა. იმაზეც ისაუბრეს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვისაც ვიზების გაუქმება სარკისებურად განიხილება, რისი იმედიც ჩინეთის მთავრობის მხრიდან მაქვს. ეს სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ქვეყნებს შორის. ასე, რომ კომისიის მუშაობა ძალიან პოზიტიური იყო და მომდევნო წლებშიც რეგულარული კომისიის ჩატარება დაიგეგმა, იმისთვის, რომ ის აქტუალური საკითხები, რომლების იდენტიფიცირებაც მოვახდინეთ, რეალურად ეფექტურად სრულდებოდეს,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. ამასთან, მინისტრის თქმით, შეხვედრაზე პირველად გაჟღერდა, რომ „ტრანსკასპიური დერეფანი საერთაშორისო თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და მას დერეფნის მონაწილე სხვა ქვეყნებიც მხარს უჭერენ.“ „ჩინეთთან თანამშრომლობის პოტენციალი ძალიან დიდია. ვისაუბრეთ კონკრეტულ მიმართულებებზე, სტრატეგიულ პროექტებზე, მათ შორის დაკავშირებადობაზე. ჩინეთში პირველად გაჟღერდა, რომ ტრანსკასპიური დერეფანი საერთაშორისო თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ეს იყო პირველი, როდესაც უმაღლესი პირების მხრიდან იყო გაჟღერებული. ამაზე საუბრობდა პრეზიდენტი, შესაბამისად, დაინტერესება ჩინეთის ბიზნესის და ჩინეთის სამთავრობო წრეების ამ დერეფნის განვითარებით ძალიან დიდია. შესაბამისად, ეს საქართველოსთვის მეტი შესაძლებლობაა, რომ განვავითაროთ სატრანსპორტო ლოგისტიკური კავშირები, მეტი შემოსავალი მივიღოთ ეკონომიკაში. თქვენ იცით, რომ ეკონომიკის ეს სექტორები ძალიან მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა. პრიორიტეტები უნდა გადაითარგმნოს კონკრეტულ შედეგებში. კარგია და დამაიმედებელია ისიც, რომ ამ თანამშრომლობას მხარს უბამს დერეფნის მონაწილე სხვა ქვეყნებიც - ყაზახეთი, აზერბაიჯანი და სხვა,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 11 სექტემბრიდან აამოქმედა.
თბილისში, ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა
თბილისში, ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, სახლში წყლის გამაცხელებელი აფეთქდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ამ დროისთვის უცნობია, აფეთქების დროს იმყოფებოდა თუ არ ვინმე საცხოვრებელ სახლში.
ამერიკის საელჩო: აშშ-ის მთავრობამ გამოავლინა და კვლავაც გამოავლენს რუსეთის მცდელობებს, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ არჩევნებს მთელ მსოფლიოში - ექსკლუზივი
ექსკლუზივი Europetime-მა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შეკითხვით მიმართა სააგენტო Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის დაზვერვის ანგარიში და რეკომენდაციები არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ათეულობით ქვეყანას გაუზიარეს. ჩვენი გამოცემა დაინტერესდა, ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს თუ არა კომუნიკაცია ქართულ მხარესთან, საელჩოს მეშვეობით. „ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ცნობილი გახდა რუსეთის მცდელობათა ტენდენციის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს. კარგად არის დასაბუთებული, რომ რუსეთი ცდილობს, კონკრეტული კანდიდატებისა და პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ, გლობალურად იქონიოს გავლენა დემოკრატიული არჩევნების შედეგებზე. ამის პასუხად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 100-ზე მეტ დემოკრატიულ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის ამ ძალისხმევისა და იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია, გადავდგათ საპასუხოდ. ჩვენ, ასევე, ღიად ვსაუბრობთ მოპოვებულ ინფორმაციაზე. აშშ-ის მთავრობამ გამოავლინა და გააგრძელებს, გამოავლინოს რუსეთის მცდელობები, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ არჩევნებს მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვცდილობთ, გავზარდოთ საზოგადოების ინფორმირებულობა და მდგრადობა ამ რუსული ქმედებების მიმართ. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, როგორც დემოკრატიებმა, ერთად ვიმოქმედოთ რუსეთის ამ ძალისხმევის საპირისპიროდ. დემოკრატიის სამიტზე მოწვეული მთავრობებისადმი მიწერილ წერილში ჩვენ, დახურულ წესრიგში, თითოეულ ქვეყანას ვაცნობეთ ჩვენი შეფასება იმაზე, ცდილობდა თუ არა რუსეთი, შეემცირებინა საზოგადოების ნდობა მათ ქვეყანაში ჩატარებული საარჩევნო პროცესების მიმართ. ჩვენ ვიცავთ ამ ბრიფინგების კონფიდენციალურობას, თუმცა ვმოქმედებთ გამჭვირვალედ, როცა საზოგადოებას ვუზიარებთ ზოგად მოპოვებულ ინფორმაციას,“ - ნათქვამია საელჩოს მიერ Europetime-სთვის მიწოდებულ კომენტარში. შეგახსენებთ, აშშ-ის დაზვერვის დოკუმენტის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები რეკომენდაციას აძლევს ქვეყნებს, არჩევნებზე რუსეთის გავლენის შესუსტების მიზნით იმუშაონ. აშშ ხსენებულ ქვეყნებში დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ავალებს, ვაშინგტონიდან მიწოდებული ინფორმაცია მთავრობებს გაუზიარონ.
ლევან დავითაშვილი: ანაკლიის პორტის განვითარება საინტერესოა, როგორც საქართველოსთვის, ისე შუა დერეფანში მონაწილე სხვა ქვეყნებისთვის: ყაზახეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, შუა აზიის სხვა ქვეყნებისთვის
საქართველოს ეკონომიკისა მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის განვითარება საინტერესოა, როგორც საქართველოსთვის, ისე შუა დერეფანში მონაწილე სხვა ქვეყნებისთვის, მათ შორის აზერბაიჯანისთვის, რადგან გამტარუნარიანობა შუა დერეფანში გაიზრდება. აღნიშნულის შესახებ დავითაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, ანაკლიის პორტის მიმართ, რა სახის ინტერესი აქვს აზერბაიჯანს. „ანაკლიის პორტის განვითარება არის მთლიანად შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისკენ მიმართული მნიშვნელოვანი პროექტი. შესაბამისად, ის საინტერესოა, როგორც საქართველოსთვის, ისე ამ დერეფანში მონაწილე სხვა ქვეყნებისთვის: ყაზახეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, შუა აზიის სხვა ქვეყნებისთვის, რადგან გამტარუნარიანობა შუა დერეფანში გაიზრდება, კონკურენტუნარიანი გახდება დერეფანი, მარშრუტი, რაც ემსახურება ეკონომიკის ინტერესებსაც, როგორც სატრანზიტო კუთხით, ისე ამ ქვეყნებში წარმოებული ტვირთის ექსპორტის კუთხით, ან იგივე იმპორტის ოპერაციების გასაზრდელად. ასე რომ სხვა ქვეყნების მხრიდან ინტერესი ბუნებრივია. ჩვენ უკვე თებერვლიდან გვაქვს ფორმალური პროცესი დაწყებული, მიდის შერჩევა, უკვე ორი კანდიდატი გვყავს შერჩეული, რომელთანაც მიდის RFB ფაზაზე წინადადებების დაზუსტება ისე, რომ ამ პროცესს დროში, ეფექტურად,ისე როგორც იყო დაგეგმილი, ჩავატარებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი სათანადო ღირსეულ, კერძო ინვესტორ-პარტნიორს შევარჩევთ, რომელსაც თავისი კვალიფიკაცია ექნება, პორტის ოპერირებაშიც, რომ თავისი წვლილი შეიტანოს. ასე რომ ამ პროცესში ჩვენ მივდივართ გეგმის მიხედვით,“ - განაცხადა დავითაშვილმა. ამასთან, ლევან დავითაშვილის განცხადებით, "შუა დერეფანში" ჩინეთიდან მომავალი ტვირთების კოორდინაციისთვის, საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი ერთობლივ კომპანიას დააფუძნებენ. როგორც მინისტრი აღნიშნავს, ამ ეტაპზე კომპანიის ჩამოყალიბების პროცესი მიმდინარეობს. „ეს არის კრიტიკული საკითხები, რომელსაც იგივე ჩინეთი სვამდა ჩვენთან, ყველა ქვეყანასთან, იმისთვის, რომ კონკურენტუნარიანი იყოს ჩვენი მარშრუტი. მათ სჭირდებათ სტაბილური მარშრუტები, იაფი გადაზიდვები და იმისთვის, რომ ეს მიღწეული იქნას, საჭიროა რკინიგზების მაქსიმუმი კოორდინაცია და ზუსტად ამ მიზნით 3 რკინიგზა ერთობლივ კომპანიას ჩამოაყალიბებს“, - განაცხადა დავითაშვილმა. მინისტრმა ასევე ისაუბრა ყულევის ტერმინალის გაფართოებაზეც. „რაც შეეხება ყულევს, ეს არის „სოკარის“ მიერ ოპერირებული ტერმინალი. იცით, იქ ხდება ნავთობის ოპერაციები. თუმცა, არის საუბარი იმაზე, რომ იყოს დამატებით სხვადასხვა პროდუქტის გადამუშავების საშუალება. საუბარი გვქონდა, თუმცა შესწავლის ეტაპზეა იგივე გაზის ოპერაციები. ეს არის გათხევადებული გაზის ევროპისთვის მიწოდების შესაძლებლობების განხილვა, რადგან დღეს უფრო პოპულარული გახდა LNG ოპერაციები მსოფლიოში, რომელიც ადრე არ იყო და მილსადენების გარდა განიხილება გაზის მიწოდების სხვა ალტერნატიული ტექნოლოგიებიც. ასე რომ ეს საკითხიც, სხვა ნავთობთან და გაზთან დაკავშირებული საკითხი განხილვის საგანია, ასევე, შესწავლის საგანია და მიდის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები, მოხდეს გაზის გათხევადება, შემდეგ თხევადი გაზის მიწოდება და შემდგომში ისევ აირად ქცევა უკვე სხვადასხვა პორტებში. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მოქნილობა იზრდება. ჩვენ არამხოლოდ მილსადენებით მოვახდენთ გაზის მიწოდებას საქართველოს მეშვეობით, არამედ საქართველო შეიძლება იყოს გათხევადებული გაზის მიწოდების კუთხით “, - განაცხადა დავითაშვილმა.
ამერიკის საელჩო: რუსეთი ცდილობს, კონკრეტული კანდიდატებისა და პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ, გლობალურად იქონიოს გავლენა დემოკრატიული არჩევნების შედეგებზე - ექსკლუზივი
ექსკლუზივი Europetime-მა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შეკითხვით მიმართა სააგენტო Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის დაზვერვის ანგარიში და რეკომენდაციები არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ათეულობით ქვეყანას გაუზიარეს. ჩვენი გამოცემა დაინტერესდა, ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს თუ არა კომუნიკაცია ქართულ მხარესთან, საელჩოს მეშვეობით. „ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ცნობილი გახდა რუსეთის მცდელობათა ტენდენციის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს. კარგად არის დასაბუთებული, რომ რუსეთი ცდილობს, კონკრეტული კანდიდატებისა და პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ, გლობალურად იქონიოს გავლენა დემოკრატიული არჩევნების შედეგებზე. ამის პასუხად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 100-ზე მეტ დემოკრატიულ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის ამ ძალისხმევისა და იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია, გადავდგათ საპასუხოდ. ჩვენ, ასევე, ღიად ვსაუბრობთ მოპოვებულ ინფორმაციაზე. აშშ-ის მთავრობამ გამოავლინა და გააგრძელებს, გამოავლინოს რუსეთის მცდელობები, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ არჩევნებს მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვცდილობთ, გავზარდოთ საზოგადოების ინფორმირებულობა და მდგრადობა ამ რუსული ქმედებების მიმართ. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, როგორც დემოკრატიებმა, ერთად ვიმოქმედოთ რუსეთის ამ ძალისხმევის საპირისპიროდ. დემოკრატიის სამიტზე მოწვეული მთავრობებისადმი მიწერილ წერილში ჩვენ, დახურულ წესრიგში, თითოეულ ქვეყანას ვაცნობეთ ჩვენი შეფასება იმაზე, ცდილობდა თუ არა რუსეთი, შეემცირებინა საზოგადოების ნდობა მათ ქვეყანაში ჩატარებული საარჩევნო პროცესების მიმართ. ჩვენ ვიცავთ ამ ბრიფინგების კონფიდენციალურობას, თუმცა ვმოქმედებთ გამჭვირვალედ, როცა საზოგადოებას ვუზიარებთ ზოგად მოპოვებულ ინფორმაციას,“ - ნათქვამია საელჩოს მიერ Europetime-სთვის მიწოდებულ კომენტარში. შეგახსენებთ, აშშ-ის დაზვერვის დოკუმენტის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები რეკომენდაციას აძლევს ქვეყნებს, არჩევნებზე რუსეთის გავლენის შესუსტების მიზნით იმუშაონ. აშშ ხსენებულ ქვეყნებში დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ავალებს, ვაშინგტონიდან მიწოდებული ინფორმაცია მთავრობებს გაუზიარონ.
ამერიკის საელჩო: რუსეთი ცდილობს, გავლენა მოახდინოს დემოკრატიული არჩევნების შედეგებზე, ვმოქმედებთ გამჭვირვალედ
ექსკლუზივი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, Europetime-ს უდასტურებს, რომ შეერთებული შტატებისთვის ცნობილი გახდა რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს. საელჩოს განცხადებით, რუსეთი ცდილობს, კონკრეტული კანდიდატებისა და პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ, გლობალურად იქონიოს გავლენა დემოკრატიული არჩევნების შედეგებზე. ამის პასუხად კი, როგორც საელჩო Europetime-ს უდასტურებს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 100-ზე მეტ დემოკრატიულ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის ძალისხმევისა და იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც შტატებმა დემოკრატიულ ქვეყნებთან ერთად უნდა გადადგას. Europetime-მა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შეკითხვით მიმართა სააგენტო Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის დაზვერვის ანგარიში და რეკომენდაციები არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ათეულობით ქვეყანას გაუზიარეს. ჩვენი გამოცემა დაინტერესდა, ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს თუ არა კომუნიკაცია ქართულ მხარესთან, საელჩოს მეშვეობით. „ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ცნობილი გახდა რუსეთის მცდელობათა ტენდენციის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს. კარგად არის დასაბუთებული, რომ რუსეთი ცდილობს, კონკრეტული კანდიდატებისა და პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ, გლობალურად იქონიოს გავლენა დემოკრატიული არჩევნების შედეგებზე. ამის პასუხად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 100-ზე მეტ დემოკრატიულ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის ამ ძალისხმევისა და იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია, გადავდგათ საპასუხოდ. ჩვენ, ასევე, ღიად ვსაუბრობთ მოპოვებულ ინფორმაციაზე. აშშ-ის მთავრობამ გამოავლინა და გააგრძელებს, გამოავლინოს რუსეთის მცდელობები, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ არჩევნებს მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვცდილობთ, გავზარდოთ საზოგადოების ინფორმირებულობა და მდგრადობა ამ რუსული ქმედებების მიმართ. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, როგორც დემოკრატიებმა, ერთად ვიმოქმედოთ რუსეთის ამ ძალისხმევის საპირისპიროდ. დემოკრატიის სამიტზე მოწვეული მთავრობებისადმი მიწერილ წერილში ჩვენ, დახურულ წესრიგში, თითოეულ ქვეყანას ვაცნობეთ ჩვენი შეფასება იმაზე, ცდილობდა თუ არა რუსეთი, შეემცირებინა საზოგადოების ნდობა მათ ქვეყანაში ჩატარებული საარჩევნო პროცესების მიმართ. ჩვენ ვიცავთ ამ ბრიფინგების კონფიდენციალურობას, თუმცა ვმოქმედებთ გამჭვირვალედ, როცა საზოგადოებას ვუზიარებთ ზოგად მოპოვებულ ინფორმაციას,“ - ნათქვამია საელჩოს მიერ Europetime-სთვის მიწოდებულ კომენტარში. შეგახსენებთ, აშშ-ის დაზვერვის დოკუმენტის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები რეკომენდაციას აძლევს ქვეყნებს, არჩევნებზე რუსეთის გავლენის შესუსტების მიზნით იმუშაონ. აშშ ხსენებულ ქვეყნებში დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ავალებს, ვაშინგტონიდან მიწოდებული ინფორმაცია მთავრობებს გაუზიარონ.
ვაზისუბანში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა
ვაზისუბანში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. კლინიკის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხეჩინაშვილის კლინიკაში 2 დაშავებულია გადაყვანილი. ცნობისთვის, ვაზისუბანში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა, რის შედეგადა სამი ადამიანი დაშავდა. ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, კახა ლაბუჩიძის განცხადებით, ვაზისუბანში, საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულ ყველა ადამიანს საცხოვრებლით უზრუნველყოფს. კახა ლაბუჩიძის თქმით, გამგეობა და ყველა საქალაქო სამსახური ადგილზეა და მიმდინარეობს ოჯახების აღწერა. „გამგეობა სრულად აქ არის, ყველა საქალაქო სამსახური აქ არის. გამგებელიც ადგილზეა და ახლა მიდის ყველა ოჯახის აღწერა, ჩვენ მზად ვართ ყველანი დღესვე უზრუნველვყოთ საცხოვრებლით. სადაც ხვალ დილით ან ამ დღეებში შეუძლებელი იქნება [ცხოვრება], გარკვეული სამუშაოების და რემონტების გამო, მანამდე ყველა ეს ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება სასტუმროში,“ - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ. კახა ლაბუჩიძის თქმით, აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. „მოხდა აფეთქება, გვაქვს ეჭვი, რომ ეს მოხდა ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად. ერთ-ერთ ბინაში, სადაც ხანდაზმული ქალბატონი ცხოვრობდა, იმ სახლში მოხდა გაზის აფეთქება. ქალბატონი არის კლინიკაში, უკეთებენ ყველა სახის დახმარებას. კონტაქტური იყო როცა წაიყვანეს. გარკვეული დამწვრობა ჰქონდა, თუმცა რა ხარისხის, ვერ გეტყვით. სამი დაშავებულია, აქედან ერთი ის ქალი, რომლის სახლშიც მოხდა,“ - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
ერდოღანმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების შესახებ ოქმს ხელი მოაწერა
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების წინადადებას ხელი მოაწერა და რატიფიცირებისთვის პარლამენტს გადასცა. ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ერდოღანი სტოკჰოლმის წინადადებას, შვედეთის ქურთი ჯგუფების მიმართ დამოკიდებულების გამო ეწინააღმდეგებოდა, რომლებსაც თურქეთი საფრთხედ მიიჩნევს. იმისთვის, რომ შვედეთი NATO-ს წევრი გახდეს, ყველა წევრმა სახელმწიფომ უნდა მოახდინოს შვედეთის წინადადების რატიფიცირება.
New York Times-მა ღაზის სექტორის საავადმყოფოსთან აფეთქების თემის გაშუქებისას დაშვებული შეცდომა აღიარა
ამერიკული გამოცემა New York Times-ი ღაზის სექტორის ალ-აჰლის საავადმყოფოსთან მომხდარი აფეთქების გაშუქებისას დაშვებულ შეცდომებს აღიარებს. რედაქტორების შენიშვნის თანახმად, 17 ოქტომბერს გამოცემა “ზედმეტად ეყრდნობოდა “ჰამასის“ განცხადებებს.“ ევროპული დაზვერვის წყარო AFP-ს: ღაზის საავადმყოფოს სიახლოვეს აფეთქებისას მაქსიმუმ 50 ადამიანი დაიღუპა როგორც New York Times-ი განმარტავს, გამოქვეყნებულ ცნობაში ეწერა, რომ “ჰამასი“ აფეთქებაზე პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებდა. თუმცა გაშუქების ადრეულ ეტაპებზე გამოცემა “ზედმეტად დაეყრდნო ჰამასის მიერ გავრცელებულ განცხადებებს და, ამასთანავე, არ ყოფილა სიცხადე იმასთან დაკავშირებით, რომ „ჰამასის“ ცნობების გადამოწმება იმ დროისთვის შეუძლებელი იყო." გამოცემის განმარტებით, მკითხველებს დარჩათ არასწორი შთაბეჭდილება იმის შესახებ, თუ რა იყო ცნობილი და რამდენად სანდო იყო გავრცელებული ინფორმაცია. „კონფლიქტის დროს გავრცელებული ინფორმაციის სენსიტიური ბუნებიდან გამომდინარე, Times-ის რედაქტორებს გაშუქებისას უფრო მეტი ყურადღება უნდა გამოეჩინათ და მეტად გასაგები უნდა ყოფილიყვნენ აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებადების შესახებ," - ნათქვამია New York Times-ის სარედაქციო შენიშვნაში.
საფრანგეთი სომხეთს „მისტრალის“ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს მიაწვდის
სომხეთმა და საფრანგეთმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. დოკუმენტი საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიენ ლეკორნუმ და სომხეთის თავდაცვის მინისტრმა, სურენ პაპიკიანმა გააფორმეს. Reuters-ის ცნობით, საფრანგეთი ეხმარება სომხეთს, გააუმჯობესოს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები სამი რადარის გაყიდვით და „მისტრალის“ ტიპის საზენიტო რაკეტების მომავალი მიწოდების შესახებ შეთანხმებით. შეთანხმება სომხეთისთვის Thales-ის მიერ წარმოებული სამი რადარის მიწოდებას და ფრანგული „მისტრალის“ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების მომავალში გადაცემას ითვალისწინებს. „ცის დაცვა არის ის, რაც აბსოლუტურად მნიშვნელოვანია,“ - განუცხადა ლეკორნუმ პაპიკიანს. ლეკორნუმ ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთი სომხეთს თავდაცვის ძალების მომზადებაში დაეხმარება და მხარს დაუჭერს მის ძალისხმევას არმიის რეფორმებისა და მოდერნიზების საკითხებში. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ გაზეთ Le Parisien-ს ახლახან განუცხადა, რომ ერევანი ფრანგული იარაღის მიღების მიზნით, პარიზთან შეთანხმებას გააფორმებდა. „აუცილებელია სომხეთს მიეცეს საშუალება, დაიცვას თავისი მშვიდობიანი მოსახლეობა და უზრუნველყოს თავისი საზღვრების დაცვა. ჩვენ ოფიციალურად გავაფორმებთ სომხეთის მიერ ფრანგული მწარმოებლებისგან გარკვეული რაოდენობის იარაღის შეძენას, კერძოდ, ხელშეკრულების გაფორმებით, რომელიც საშუალებას მისცემს ქვეყანას უზრუნველყოს თავისი ცის დაცვა,“ - განაცხადა მინისტრმა. ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამ ოქტომბერს სომხეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ საფრანგეთი მზადაა, სომხეთთან სამხედრო ტექნიკის მიწოდების შესახებ შეთანხმება გააფორმოს.
სახელმწიფო დეპარტამენტი ე.წ. 3+3 ფორმატის ირანში გამართვაზე: ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად
თეირანში, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში, თურქეთის, რუსეთის, ირანის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ე.წ. 3+3 ფორმატში გაიმართა. შეხვედრის დევიზი იყო - „ახალი სამყარო, თანამშრომლობა და პროგრესი სამხრეთ კავკასიაში.“ სომხური მედიის ცნობით, რეგიონში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, 3+3 ფორმატის შეხვედრაზე განიხილებოდა სამხრეთ კავკასიაში არსებული გამოწვევები და რეგიონული თანამშრომლობის განვითარების გზები (პოლიტიკური, ეკონომიკური, უსაფრთხოება, ტრანზიტი, ენერგეტიკა და ა.შ.). ასევე, სამშვიდობო საკითხები და მოლაპარაკებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. შეხვედრები გაიმართა ორმხრივ ფორმატებშიც, მათ შორის, სომხეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ირანის პრეზიდენტს შეხვდა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა აზერბაიჯანსა და ირანს შორის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები, ორმხრივ და მრავალმხრივ დონეზე თანამშრომლობის არსებული შესაძლებლობები, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პერსპექტივები და რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს. „რეგიონის პრობლემების მოგვარება შეუძლებელია უცხოური ძალების ჩარევით,“ - განაცხადა ებრაჰიმ რაისმა. თავის მხრივ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა აღნიშნა, რომ უცხო ძალების ყოფნა რეგიონში, არამხოლოდ არ წყვეტს პრობლემებს, არამედ, ართულებს სიტუაციას. France24-ის ცნობით, მოლაპარაკების დასასრულს, მისმა რუსმა კოლეგამ სერგეი ლავროვმა დაგმო „ევროკავშირის და, გარკვეულწილად, შეერთებული შტატების მცდელობა,“ ჩაერიონ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში.“ ერთობლივ დასკვნით დეკლარაციაში მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს „დავების მშვიდობიანი გადაწყვეტის მნიშვნელობას, სუვერენიტეტის პატივისცემას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას... და შიდა საქმეებში ჩაურევლობას". ლავროვმა, რომელიც პირისპირ შეხვდა ირანის პრეზიდენტს, განაცხადა, რომ საქართველოსთვის „კარი ღია რჩება." შემდგომი შეხვედრა თურქეთში, მომავალი წლის პირველ ნახევარში იგეგმება. „მოსკოვის თავდაპირველი გეგმის მიხედვით, „3+3 ფორმატი“ საქართველოსაც უნდა მოიცავდეს. მაგრამ თბილისმა, რომელიც ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის, უარყო ეს წინადადება. მას შემდეგ, რაც მოსკოვმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლის როლი იკისრა, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა გააძლიერეს თავიანთი ძალისხმევა ორ მხარეს შორის სამშვიდობო შეთანხმების დასამყარებლად. რუსეთი ხედავს, რომ მისი როლი რეგიონში შემცირდა მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეიჭრა,“ - წერს France24. აშშ-ის პოზიცია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ აგრძელებს ძალისხმევას „ღირსეული და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად.“ „ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კვლავ დარჩა პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების გადაუჭრელი საკითხები. ჩვენ ვაგრძელებთ აღნიშნული ქვეყნების ლიდერების ჩართვას მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად, სადაც ყველა ადამიანის უფლებები იქნება დაცული. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხები პირდაპირ განიხილონ,“ - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. ე.წ. 3+3 ფორმატის პირველი შეხვედრა 2021 წლის 10 დეკემბერს მოსკოვში გაიმართა და მას ქართული მხარე არ დასწრებია. შეხვედრას საქართველოს დელეგაცია არ დაესწრო, თუმცა სხდომის ოთახში აღმართული იყო საქართველოს დროშა, რაც საქართველოს საგარეო უწყებამ განცხადებით დაგმო. ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლებისა და ახალი ზავის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომელსაც მხარი აზერბაიჯანმა და ირანმა დაუჭირეს. თბილისის შეფასებით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში, 3+3 ფორმატში საქართველოს ჩართვა შეუძლებელია. ის ვერ მიიღებს მონაწილეობას რუსეთთან გეოპოლიტიკურ პროექტში. საქართველოს მიზანია რეგიონში მიმდინარე პროექტებში დასავლელი პარტნიორების ჩართვა, რომ რუსეთისთვის ცარიელი სივრცე არ დარჩეს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ფორმატთან დაკავშირებით, Europetime-მა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი პიტერ სტანო ექსკლუზიურად ჩაწერა. ევროკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით. გარდა ამისა, აშშ-ის შეფასებით, ვიდრე რაიმე ფორმატზე დაიწყებს საუბარს, რუსეთმა თავისი ძალები უნდა გაიყვანოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა რუსეთს საქართველოდან შეახსენა. სახელმწიფო დეპარტამენტი „3+3" ფორმატზე: სადისკუსიო პლატფორმების წამოწყებამდე, რუსეთმა საკუთარი ჯარები უნდა გაიყვანოს რეგიონის ყველა ქვეყნიდან და ხელი შეუწყოს მშვიდობას თურქეთის ელჩის კომენტარი „3+3“ ფორმატთან დაკავშირებით - ექსკლუზივი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივ კამპანიას აანონსებს - ექსკლუზივი
ექსკლუზივი Europetime-თან კომენტარში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დაადასტურეს, რომ შეერთებული შტატები დემოკრატიულ არჩევნებთან დაკავშირებით რუსეთის მიზნების გამოაშკარავების აქტიურ კამპანიას ახალი ინიციატივების მეშვეობით იწყებს. Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტი უდასტურებს, რომ უწყებამ 100-ზე მეტ დემოკრატიულ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის ძალისხმევისა და იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც შტატებმა დემოკრატიულ ქვეყნებთან ერთად, მოსკოვის საპასუხოდ უნდა გადადგას. „ჩვენთვის დიდი ხანია, ცნობილია, რომ რუსეთი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ პროცესებს მთელ მსოფლიოში. და ჩვენ ვცდილობთ, ავამაღლოთ საზოგადოების ცნობიერება იმის შესახებ, რომ აღნიშნული ძალისხმევის ფარგლებში, რუსეთი დემოკრატიული არჩევნებისადმი საზოგადოების ნდობის შერყევისა და შემცირების მიზნით, ოპერაციებს აწარმოებს. ამ საფრთხის უკეთ გასაგებად, აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოებამ ის რუსული ოპერაციები განიხილა, რომლის მიზანიც იყო, შეერყია საზოგადოების ნდობა დემოკრატიული არჩევნების მიმართ. შედეგად, სადაზვერვო საზოგადოებამ დაადგინა, რომ რუსეთის ეს აქტივობა გლობალურ მასშტაბებს იღებს. რუსეთი ცდილობს, დემოკრატიებს შიგნიდან გამოუთხაროს ძირი. ამის პასუხად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 100-ზე მეტ დემოკრატიულ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის ამ ძალისხმევისა და იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია, გადავდგათ საპასუხოდ. ჩვენ, ასევე ღიად ვსაუბრობთ მოპოვებულ ინფორმაციაზე. აშშ-ის მთავრობამ გამოავლინა და გააგრძელებს, გამოავლინოს რუსეთის მცდელობები, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ არჩევნებს მთელ მსოფლიოში. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ მუშაობას სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოებთან ამ ძალისხმევის შემდგომში გასაგრძელებლად. ვცდილობთ, გავზარდოთ საზოგადოების ინფორმირებულობა და მდგრადობა ამ რუსული ქმედებების მიმართ. გავაგრძელებთ მუშაობას დემოკრატიულ ქვეყნებთან, რათა წინ წავწიოთ ჩვენი ქმედებები, მათ შორის ახალი ინიციატივების მეშვეობით - როგორიცაა, ეს მრავალმხრივი გამოაშკარავების კამპანია,“ - უპასუხა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა Europetime-ს შეკითხვას, როგორ აპირებს ამერიკის შეერთებული შტატები თანამშრომლობას ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან. შეგახსენებთ, აშშ-ის დაზვერვის დოკუმენტის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები რეკომენდაციას აძლევს ქვეყნებს, არჩევნებზე რუსეთის გავლენის შესუსტების მიზნით იმუშაონ. მისაღებ ზომებს შორისაა სანქციები, ინფორმაციის გაცვლა და რუსი ჯაშუშების გაძევება. აშშ აღნიშნულ ქვეყნებში დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ავალებს, ვაშინგტონიდან მიწოდებული ინფორმაცია მთავრობებს გაუზიარონ. ამერიკის საელჩო: რუსეთი ცდილობს, გავლენა მოახდინოს დემოკრატიული არჩევნების შედეგებზე, ვმოქმედებთ გამჭვირვალედ - ექსკლუზივი
ემანუელ მაკრონი ისრაელს ეწვია
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თელ-ავივში ჩავიდა, რათა ისრაელის მიმართ თავისი ქვეყნის სრული სოლიდარობა გამოხატოს. ფრანგული მედიის ცნობით, ვიზიტის დროს საფრანგეთის პრეზიდენტი ყურადღებას გაამახვილებს ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის აუცილებლობაზე იმ ფონზე, როდესაც ისრაელი ანკლავს ინტენსიურად ბომბავს და სახმელეთო შეჭრისთვის ემზადება. ცნობისათვის, ემანუელ მაკრონი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება.
ისრაელი კიდევ ორი მძევლის გათავისუფლებას ადასტურებს
ისრაელი ადასტურებს, რომ „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი კიდევ ორი მძევალი გათავისუფლდა. 79 წლის ნურიტ კუპერისა და 85 წლის იოჩევედ ლიფშიცის ოჯახებს „ჰამასის“ ტყვეობიდან გათავისუფლების შესახებ უკვე ეცნობათ. შეგახსენებთ, 2 ამერიკელი მძევალი რამდენიმე დღის წინ გათავისუფლდა. ისრაელის ვარაუდით, „ჰამასის“ ტყვეობაში 200-ზე მეტი ადამიანია. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა. „ჯო ბაიდენი მიესალმა ღაზადან კიდევ ორი მძევლის გათავისუფლებას და დაადასტურა თავისი ვალდებულება მუდმივი მცდელობების უზრუნველსაყოფად „ჰამასის“ მიერ აყვანილი ყველა დარჩენილი მძევლის, მათ შორის აშშ-ის მოქალაქეების, გათავისუფლების მიზნით,“ - აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში. ჯო ბაიდენმა ასევე ხაზი გაუსვა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების უწყვეტი ნაკადის შენარჩუნების აუცილებლობას და აშშ-ის დახმარების შესახებ ისრაელის პრემიერს განახლებული ინფორმაცია მიაწოდა. „პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა რეგიონული შეკავების მიმდინარე მცდელობების შესახებ, აშშ-ის ახალი სამხედრო განლაგების ჩათვლით,“ - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა. 22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს.
ვაზისუბანში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული ერთ-ერთი პირი კლინიკაში გარდაიცვალა
ვაზისუბანში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაშავებული კლინიკაში გარდაიცვალა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ სიმონ ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაზე დაყრდნობით წერს. დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. ცნობისთვის, ვაზისუბანში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა, დაშავდა სამი ადამიანი.
ჯონ კირბი: ზოგიერთ შემთხვევაში ირანი აქტიურად უწყობდა ხელს ერაყსა და სირიაში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე თავდასხმებს
თეთრმა სახლის სტრატეგიული კომინიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ირანი ზოგიერთ შემთხვევაში „აქტიურად უწყობს ხელს“ ირანის მიერ მხარდაჭერილი მარიონეტული ჯგუფების მიერ ერაყსა და სირიაში აშშ-ს სამხედრო ბაზებზე სარაკეტო და უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმებს. ჯონ კირბიმ აღნიშმა, რომ მსგავსი თავდასხმები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გახშირდა, მაგრამ აშშ არ დაუშვებს მისი ინტერესები რეგიონში "უპასუხოდ დარჩეს". მისი თქმით, შეერთებული შტატები თვლის, რომ ამ ჯგუფებს მხარს უჭერენ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდია (IRGC) და ირანის მთავრობა, რომელიც ასევე "ჰამასისა" და "ჰეზბოლას" მებრძოლების მხარდაჭერას აგრძელებს. „ჩვენ ვიცით, რომ ირანი ყურადღებით ადევნებს თვალს ამ მოვლენებს და ზოგიერთ შემთხვევაში, აქტიურად უწყობს ხელს ამ თავდასხმებს და უბიძგებს სხვებს, რომლებსაც შეუძლიათ კონფლიქტის გამოყენება საკუთარი ან ირანის სასარგებლოდ,” - აღნიშნა კირბიმ. მისი თქმით, აშშ ღრმად შეშფოთებულია "ამ თავდასხმების მნიშვნელოვანი ესკალაციის პოტენციალით უახლოეს დღეებში“. CNN-ის ცნობით, აშშ-ს აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები გეგმავენ თავდასხმების გაძლიერებას ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ძალებზე. ცნობისთვის, პრესკონფერენციაზე, რომელიც მიზნად ისახავდა მისი ეკონომიკური გეგმის, „ბაიდენომიკის“ დღის წესრიგსა და ეროვნული უსაფრთხოების განვითარებაზე საუბარს, აშშ-ის პრეზიდენტმა დამსწრეებს მოუბოდიშა და აღნიშნა, რომ თეთრი სახლის სიტუაციურ ოთახში უნდა გასულიყო. „ბოდიშს ვიხდი, უნდა წავიდე. არის პრობლემა, რომელსაც სიტუაციურ ოთახში უნდა გავუმკლავდე,“ – განაცხადა ბაიდენმა.აღნიშნული სიტყვების შემდეგ ბაიდენმა რომის პაპთან სატელეფონო საუბრის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და შეხვედრა დატოვა. ერაყსა და სირიაში მყოფ ამერიკელ სამხედროებზე შეტევები გახშირდა
ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ბელგიის სამეფოში, ბრიუსელში გაემგზავრა. საქართველოს მთვრობის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს ევროკომისიის მიერ ორგანიზებულ ფორუმში - „გლობალური კარიბჭის ფორუმი 2023". „გლობალური კარიბჭე” არის ევროპული სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხო კავშირების გაუმჯობესებას ციფრულ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სექტორებში, ასევე − ჯანდაცვის, განათლებისა და კვლევის სისტემების გაძლიერებას მთელ მსოფლიოში. „გლობალური კარიბჭე” სრულად შეესაბამება გაეროს 2030 წლის დღის წესრიგს, მდგრადი განვითარების მიზნებს და პარიზის შეთანხმებას. სტრატეგიის მიზანია პრიორიტეტული მიმართულებების დასაფინანსებლად 300 მილიარდ ევრომდე ინვესტიციების მობილიზება. „გლობალური კარიბჭე” აერთიანებს როგორც ევროკავშირსა და მის წევრ-ქვეყნებს, ისე ფინანსურ და განვითარების ინსტიტუტებს, რათა მოხდეს კერძო სექტორის მობილიზება ინვესტიციების ტრანსფორმაციული გავლენისთვის გამოსაყენებლად. ფორუმის ფარგლებში გამართულ სამუშაო პანელზე − „სატრანსპორტო დერეფნები” − პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავარი მომხსენებელი იქნება. ფორუმში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიიწვია,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.