ძებნის რეზულტატი:
ერდოღანმა „ჰამასის“ ლიდერთან სატელეფონო საუბარი გამართა
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი „ჰამასის“ “პოლიტბიუროს“ ხელმძღვანელს, ისმაილ ჰანიეს ტელეფონით ესაუბრა. თურქული მედიის ცნობით, ერდოღანი ღაზის სექტორში არსებული ვითარებით დაინტერესდა. „როგორც პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, ანკარა მუშაობს იმისთვის, რომ ჰუმანიტარული დახმარება ღაზის სექტორამდე მივიდეს და რომ იქ დაშავებულები საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანონ,“ წერია თურქეთის პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მისივე თანახმად, ქვეყანა ასევე ცდილობს, რაც შეიძლება მალე შეწყდეს ცეცხლი მხარეებს შორის. „პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ ისრაელ-პალესტინის საკითხის გრძელვადიანი გადაწყვეტა შეუძლებელია 1967 წლის საზღვრებში დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბების გარეშე. პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი გააგრძელებს მცდელობებს საერთაშორისო ასპარეზზე ხანგრძლივი მშვიდობისთვის,“ - აცხადებს ანკარა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.
აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს
შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს (THAAD-ისა და Patriot-ის ტიპის) აგზავნის. ამასთან, პენტაგონს პოტენციური განლაგებისთვის სამხედროები მზადყოფნაში მოჰყავს. აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებით, ბრძანება, რომ ჯარები მოემზადონ განლაგებისთვის, მიზნად ისახავს აშშ-მ „გაზარდოს მზადყოფნა და უნარი სწრაფად რეაგირებისთვის, მოთხოვნის შესაბამისად.“ „ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ირანის და მისი მარიონეტული ძალების ბოლო ესკალაციების შესახებ, პრეზიდენტ ბაიდენთან ჩემი დეტალური დისკუსიების შემდეგ, დამატებითი ნაბიჯების შესახებ ვაცხადებ რეგიონში თავდაცვის დეპარტამენტის პოზიციის შემდგომი გაძლიერების მიზნით,” - განაცხადა ლოიდ ოსტინმა. Wall Street Journal-ი რამდენიმე დღის წინ წერდა, რომ პენტაგონმა შეარჩია დაახლოებით, 2000 ჯარისკაცი ისრაელის მხარდასაჭერად პოტენციური განლაგებისთვის მოსამზადებლად. ამერიკული გამოცემა ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებდა. ჯარისკაცებს დაევალებათ ისეთი მისიები, როგორიცაა, სამედიცინო დახმარება, მაგრამ ისინი საბრძოლო პროცესებში არ ჩაერთვებიან. 2000 პერსონალი განლაგებულია ახლო აღმოსავლეთში და მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის ევროპაში, და უცნობია, სად გაიგზავნებიან ისინი. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.
საქართველოს ელჩი ისრაელში: იმედი გვქონდა, თამარ გოლდენბერგი გატაცებულებს შორის იქნებოდა, ის სამ მეგობართან ერთად ტერორისტების მსხვერპლი გახდა
ეთნიკურად ქართველი თამარ გოლდბერგი, რომელიც ნოვას ფესტივალზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, დაკარგულად ითვლებოდა, მოკლული იპოვეს. „დღეს, 23 წლის თამი (თამარ) კორსანტია-გოლდბერგს გამოვემშვიდობებით. თამის დედ-მამა ოჩამჩირეში ცხოვრობდნენ და 93 წელს ლტოლვილებად ქცეულები ისრაელში რამდენიმე თვის ჩვილთან, თამის უფროს დასთან ერთად, გაემგზავრნენ. 7 ოქტომბრის დილას, თამი სამ მეგობართან ერთად ტერორისტებს ემსხვერპლა. ოჯახთან ერთად, ჩვენც იმედიანად ვიყავით, რომ თამი გატაცებულთა შორის იქნებოდა და ძალისხმევა არ დაგვიკლია სამძებრო და შემდეგ, გამოხსნის საშუალებებითა და ქმედებებით. თუმცა, პარასკევს მისი იდენტიფიცირება მოხდა. გუშინ მამამ 2015 წელს, ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში თამის მიერ ინგლისურად გალექსილი ნააზრები მიჩვენა. ქართულად, მოკლედ ასე ჟღერს: შენთვის; ჩვენთვის; გარშემომყოფთათვის; ცოცხალთა და მკვდართათვის; უპოვართა და ყოვლისმქონეთათვის; შენი საკუთარი თავისთვის!.. შეიწყნარე განსხვავებული, აღიარე შეცდომები, ეგოგმანე სიყვარულს, გახსენი გონება და იცხოვრე! ეს სიტყვები 2008 წლის ომის 7 წლის თავზეა დაწერილი. ამის შემდეგ 7 წლის თავზე, თამი, რომელიც ყოველწლიურად საქართველოში ატარებდა თავისუფალ დროს, სულდაბინდული ორგანიზებული ტერორის მსხვერპლი გახდა,“ - წერს ისრაელში საქართველოს ელჩი, ლაშა ჟვანია Facebook-ზე. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა. 22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს.
მტერი სიურპრიზებს გვიმზადებს, მაგრამ ჩვენც გვექნება მათთვის სიურპრიზები - ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ჰერცი ჰალევიმ გოლანის ქვეითთა ბრიგადის მეთაურებს განუცხადა, რომ უნდა ელოდნენ ტერორისტული ჯგუფების მიერ მომზადებულ სიურპრიზებს, როდესაც ღაზის სექტორში შევლენ, მაგრამ IDF ასევე მოამზადა ისინი. მისივე განცხადებით, შევლენ ღაზის სექტორში და დაიწყებენ ოპერატიულ, პროფესიონალურ მისაის "ჰამასის" გასანადგურებლად. „ღაზა კომპლექსურია, ღაზა მჭიდროა, მტერი იქ უამრავ რამეს ამზადებს, მაგრამ ჩვენც ვამზადებთ მათთვის რაღაცებს," - აღნიშნავს ჰალევი. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა. 22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს.
აშშ რეკომენდაციას აძლევს ქვეყნებს, არჩევნებზე რუსეთის გავლენის შესუსტების მიზნით იმუშაონ
ვაშინგტონი რეკომენდაციას აძლევს ქვეყნებს, რომლებთანაც მას დიპლომატიური ურთიერთობები აქვს, არჩევნებში რუსეთის ჩარევის გავლენის შესამსუბუქებლად, ზომები მიიღონ. ასეთ ზომებს შორისაა სანქციები, ინფორმაციის გაცვლა და რუსი ჯაშუშების გაძევება. აშშ-ში გამოქვეყნდა დაზვერვის შეფასებები, რომლის მიხედვითაც, მოსკოვი ჯაშუშებს, სოციალურ ქსელებსა და რუსეთის სახელმწიფო მედიას იყენებს, რათა შეარყიოს საზოგადოების ნდობა დემოკრატიული არჩევნების მიმართ მთელ მსოფლიოში. კერძოდ, რუსეთის სახელმწიფო მედია ღიად აცხადებდა, რომ კენჭისყრა არადემოკრატიული იქნებოდა და აძლიერებდა ყალბ მტკიცებას მოსალოდნელ ფალსიფიკაციაზე 2020-2021 წლებში აზიის, ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ ამერიკის არაერთი არჩევნების წინა დღეს. „ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლების, მათ შორის კრემლის წარმომადგენლები ფასეულად და ეფექტიანად მიიჩნევენ გავლენის მოხდენისკენ მიმართულ ასეთ ოპერაციებს," - წერია აშშ-ის დაზვერვის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში Reuters-ის ცნობით. ჟურნალისტებს სახელმწიფო დეპარტამენტის ანონიმურმა წყარომ განუცხადა, რომ არჩევნებში გავლენის მოსახდენად ოპერაციის გააქტიურებისკენ რუსეთს აშშ-ის 2020 წლის არჩევნების თაობაზე დეზინფორმაციის გავრცელებაში მიღწეულმა წარმატებამ უბიძგა. წყაროს თქმით, ამერიკული დაზვერვის დასკვნები სახელმწიფო დეპარტამენტმა გაუგზავნა აშშ-ის 100-ზე მეტ საელჩოს ამერიკაში, ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. ვაშინგტონი რეკომენდაციას აძლევს ქვეყნებს, რომლებთანაც მას დიპლომატიური ურთიერთობები აქვს, მიიღონ ზომები არჩევნებზე რუსეთის გავლენის შესამსუბუქებლად. ასეთ ზომებს შორის ვაშინგტონი სანქციებს, ინფორმაციის გაცვლასა და რუსი ჯაშუშების გაძევებას მოიაზრებს. „2020-2022 წლებში რუსეთის კოორდინირებული ოპერაციები მიზნად ისახავდა "საზოგადოების ნდობის შელახვას ცხრა დემოკრატიულ ქვეყანაში, მათ შორის შეერთებულ შტატებში, გამართული მინიმუმ 11 არჩევნების მიმართ," - ნათქვამია დოკუმენტში. აღსანიშნავია, რომ კონკრეტული ქვეყნების ჩამონათვალი გასაჯაროებული არ არის.
მელონი ნეთანიაჰუს: იტალია ისრაელის გვერდით დგას
21 ოქტომბერს, კაიროს სამშვიდობო სამიტის დასასრულს, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი თელ-ავივში გაემგზავრა, სადაც ისრაელის პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. „იტალია ისრაელის გვერდით დგას,“ - განუცხადა მელონიმ ნეთანიაჰუს ისრაელის მედიის ცნობით. იტალიის პრემიერი იმ ევროპელ ლიდერებს შორისაა, რომლებმაც მკაცრად დაგმეს ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის სისასტიკე. „ეს უფრო მეტი იყო, ვიდრე ომის აქტი,“ განუცხადა მან ნეთანიაჰუს. რატომ არ გამოქვეყნდა ერთობლივი განცხადება კაიროს სამშვიდობო სამიტის შემდეგ იტალია მხარს უჭერს ისრაელის არსებობისა და თავის დაცვის უფლებას ტერორიზმთან ბროლაში. „ჩვენ გვჯერა და ვფიქრობთ, რომ თქვენ შეძლებთ ამის გაკეთებას საუკეთესო გზით, რადგან ჩვენ განვსხვავდებით იმ ტერორისტებისაგან,“ - აღნიშნა იტალიის პრემიერმა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზის სექტორში მძევლად 212 ადამიანია აყვანილი
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) წარმომადგენელმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ღაზის სექტორზე დარტყმის შედეგად, მოკლულია „ჰამასის“ სარაკეტო ძალების უფროსის მოადგილე - მეთაური და ათობით ტერორისტი. ჰაგარიმ ასევე განაცხადა, რომ ღაზის სექტორში მძევლად მყოფთა რიცხვი 212-ს შეადგენს. ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორზე საჰაერო თავდასხმებს გაზრდის. „ჩვენ ვზრდით თავდასხმებს ღაზის სექტორში, რათა შევამციროთ საფრთხეები ჩვენი ძალებისთვის, ომის შემდეგი ეტაპის მომზადებისთვის. მომდევნო ეტაპზე გავალთ ისრაელის თავდაცვის ძალებისთვის საუკეთესო პირობებით და პოლიტიკური ეშელონის გადაწყვეტილების შესაბამისად,“ – აცხადებს ჰაგარი. ცნობისთვის, ორი ამერიკელი „ჰამასის“ ტყვეობიდან 20 ოქტომბერს გათავისუფლდა. IDF-ის სპიკერი ამბობს, რომ მძევლების რიცხვი საბოლოო არ არის, რადგან დაკარგულთა შესახებ ეტაპობრივად ახალ ცნობებს იღებენ.
აზერბაიჯანის ელჩი: სომხეთს შეუძლია, შუა დერეფნის პროექტში აზერბაიჯანისა და საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი გახდეს
სომხეთს შეუძლია, შუა დერეფნის პროექტში აზერბაიჯანისა და საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი გახდეს. ამის შესახებ აზერბაიჯანის ელჩმა ნიდერლანდებში, რაჰმან მუსტაფაევმა ჰააგაში გამართულ კონფერენციაზე „შუა დერეფანი - ახალი ჰორიზონტი ევროპისთვის“ განაცხადა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სიტყვით გამოსვლისას დიპლომატმა კონფერენციის მონაწილეებს აზერბაიჯანის პოზიცია და აღნიშნული პროექტისგან ოფიციალური ბაქოს მოლოდინები გააცნო. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი იქნებოდა არამხოლოდ საქონლის უფრო ეფექტიანი ტრანსპორტირება ჩინეთს, ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის, არამედ, შიდარეგიონული თანამშრომლობის გააქტიურება. მუსტაფაევმა ასევე აღნიშნა, რომ შუა დერეფნის პროექტის წარმატებით განხორციელება ბიძგს მისცემს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობას. ამ კონტექსტში, ელჩმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, სომხეთს შეუძლია, ამ პროექტის განხორციელების თვალსაზრისით, აზერბაიჯანისა და საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი გახდეს. ჰააგაში გამართულ კონფერენციაზე ნიდერლანდების ბიზნეს წრეების, მთავრობის, მედიისა და ექსპერტთა წრის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ღონისძიება აღნიშნულ ქვეყანაში აზერბაიჯანის, ყაზახეთის, საქართველოსა და თურქეთის საელჩოების ორგანიზებით ჩატარდა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. ხსენებული ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, 6 სასაზღვრო გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ცენტრალური აზრიის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი
კიბერშესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, საქართველო ესტონეთის ელექტრონული მმართველობის აკადემიასთან ითანამშრომლებს
საქართველოს კიბერშესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და ესტონეთის ელექტრონული მმართველობის აკადემიას (eGA) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თავდაცვის სამინსიტროს ცნობით, დოკუმენტს ხელი კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა ლუკა მგელაძემ და ელექტრონული მმართველობის აკადემიის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰანეს ასტოკმა მოაწერეს. თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ურთიერთთანამშრომლობა ევროკავშირის ევროპული სამშვიდობო ინიციატივის (EPF) ფარგლებში ხორციელდება, რომელიც მნიშვნელოვან ფინანსურ ინსტრუმენტს წარმოადგენს და საქართველოს თავდაცვის ძალების მედეგობისა და კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდის პროცესში წინგადადგმული ნაბიჯია. „მემორანდუმი, კიბერუსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლებისთვის კიბერსწავლებებისა ტრენინგების ორგანიზებას, ასევე ინფრასტრუქტურულ განახლებას ითვალისწინებს. აღნიშნული ინიციატივა თავდაცვის სამინისტროს საჭიროებებს ითვალისწინებს და ევროკავშირის სტანდარტებთან თავსებადობის გაზრდას შეუწყობს ხელს,“ - აღნიშნავენ თავდაცვის უწყებაში.
ლავროვი ირანში ჩადის
ხვალ, 23 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ირანში ჩავა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა აცხადებს, რომ ლავროვი თეირანში მოლაპარაკებებს გამართავს, თუმცა რა ფორმატში გაიმართება მოლაპარაკებები, ჯერჯერობით უცნობია. „ჩვენ ვადასტურებთ, რომ ლავროვი თეირანში მოლაპარაკებებს გამართავს, რომელიც ორშაბათისთვის არის დაგეგმილი," - განაცხადა ზახაროვამ. ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის, სომხეთის, ირანის, რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს თეირანში შეხვდებოდნენ, სადაც მოლაპარაკებები „3+3“ ფორმატში გაიმართება. რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ იტყობინება, რომ სერგეი ლავროვი თეირანში ამ შეხვედრისთვის გაემგზავრება. 10 ოქტომბერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოში, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან, ნიკოლაი პატრუშევთან შეხვედრისას, "3+3" ფორმატის მნიშვნელობაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რეგიონული პრობლემები რეგიონის ქვეყნის მონაწილეობით გადაიჭრას. ირანის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, 3+3 შეხვედრა ორშაბათს თეირანში დაიწყება აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთის, თურქეთის და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით. „ჩვენ მივიღეთ მოწვევა ირანული მხარისგან. ამ წუთებში მიმდინარეობს დისკუსია ჩვენს კოლეგებთან ირანში და როცა საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ, ამას გამოვაცხადებთ,“ - განუცხადა მედიას სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვაჰან კოსტანიანმა 20 ოქტომბერს. ფაშინიანმა კომენტარი გააკეთა ალიევის წინადადებაზე, რომ საქართველო მოლაპარაკებების პლატფორმად განიხილოს მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლებისა და ახალი ზავის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომელსაც მხარი აზერბაიჯანმა და ირანმა დაუჭირეს. თბილისის შეფასებით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში, 3+3 ფორმატში საქართველოს ჩართვა შეუძლებელია. ის ვერ მიიღებს მონაწილეობას რუსეთთან გეოპოლიტიკურ პროექტში. საქართველოს მიზანია რეგიონში მიმდინარე პროექტებში დასავლელი პარტნიორების ჩართვა, რომ რუსეთისთვის ცარიელი სივრცე არ დარჩეს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ფორმატთან დაკავშირებით, Europetime-მა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი პიტერ სტანო ექსკლუზიურად ჩაწერა. ევროკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით. გარდა ამისა, აშშ-ის შეფასებით, ვიდრე რაიმე ფორმატზე დაიწყებს საუბარს, რუსეთმა თავისი ძალები უნდა გაიყვანოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა რუსეთს საქართველოდან შეახსენა. სახელმწიფო დეპარტამენტი „3+3" ფორმატზე: სადისკუსიო პლატფორმების წამოწყებამდე, რუსეთმა საკუთარი ჯარები უნდა გაიყვანოს რეგიონის ყველა ქვეყნიდან და ხელი შეუწყოს მშვიდობას თურქეთის ელჩის კომენტარი „3+3“ ფორმატთან დაკავშირებით - ექსკლუზივი
ლატვიის საგარეო უწყება: შუა დერეფანს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, საჭიროა გამტარუნარიანობის გაფართოება
ლატვია ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა დერეფნის) გაფართოებას საჭიროდ მიიჩნევს. უწყების შეფასებით, ამჟამინდელ გეოპოლიტიკურ ლანდშაფტში შუა დერეფანი ღირებული ალტერნატივაა. „ტრანსკასპიურ დერეფანს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს; თუმცა, ჯერ კიდევ რჩება საკმაოდ ბევრი ინსტიტუციური, ფიზიკური და ოპერაციული ბარიერები გაფართოებისთვის. ერთ-ერთი მთავარი შეზღუდვა არის გემების გამტარუნარიანობა შავ და კასპიის ზღვებში. ალტერნატიული მარშრუტის განსავითარებლად, აშკარად საჭიროა ამ დერეფნის გამტარუნარიანობის გაფართოება“, - აცხადებენ სამინისტროში. ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი მნიშვნელოვან ალტერნატიულ მარშრუტად მიიჩნევა რუსეთის გვერდის ავლით, ცენტრალური აზიის ევროპასთან დასაკავშირებლად. „აზიიდან ევროპისკენ რუსეთისა და ბელორუსის გავლით ტრადიციულ დერეფანზე, უსაფრთხოების სხვადასხვა რისკები მოქმედებს, მათ შორის, სანქციების თავიდან აცილება რუსეთისა და ბელორუსის გავლით ცენტრალურ აზიაში ტრანზიტის დროს,“ - აცხადებენ სამინისტროში. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. ხსენებული ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, 6 სასაზღვრო გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ცენტრალური აზრიის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი
თურქეთმა ღაზის სექტორისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული თვითმფრინავი ეგვიპტეში გაგზავნა
თურქეთმა ეგვიპტეში, ღაზის სექტორისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით, სამედიცინო ჯგუფით, აღჭურვილობითა და ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული თვითმფრინავი გაგზავნა ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჩამ განაცხადა. „ჩვენი თვითმფრინავი ღაზას დასახმარებლად აფრინდა. საპრეზიდენტო თვითმფრინავი, რომელიც დატვირთული იყო მედიკამენტებითა და სამედიცინო ინვენტარით და რომელშიც 20 სპეციალისტი ექიმი იმყოფებოდა, ანკარადან ეგვიპტეში გაემგზავრა,“ - აღნიშნა კოჩამ. ეგვიპტესა და ღაზას სექტორს შორის რაფაჰის სასაზღვრო გადასავლელი აშშ-ის, ისრაელს, ეგვიპტესა და გაეროს შორის ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად, 21 ოქტომბერს გაიხსნა. გუშინვე, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 20 სატვირთო შევიდა ცნობისთვის, 21 ოქტომბერს ერდოღანმა „ჰამასის“ ლიდერთან სატელეფონო საუბარი გამართა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა. 22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს.
რომის პაპი: ომი ყოველთვის დამარცხებას ნიშნავს - ძმებო, შეჩერდით
რომის პაპმა ფრანცისკემ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. რომის პაპმა „ჰამასს“ მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა „კიდევ ერთხელ ვფიქრობ იმაზე, რაც ისრაელსა და პალესტინაში ხდება. ძალიან შეშფოთებული და დამწუხრებული ვარ. ვლოცულობ ყველა დაზარალებულისთვის, მძეველისთვის, დაშავებულისთვის, დაღუპულისა და მათი ოჯახებისთვის. ვიმეორებ ჩემს მოწოდებას, რომ გაგრძელდეს ჰუმანიტარული დახმარება და გათავისუფლდნენ მძევლები. წამებულ უკრაინაზეც ვფიქრობ. ომი ყოველთვის დამარცხებაა. ეს ადამიანთა ძმობის განადგურებაა. ძმებო, შეჩერდით,“ - ამბობს რომის პაპი. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა. 22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს.
სამხრეთ კორეამ და აშშ-მ გუამის მახლობლად ერთობლივი წვრთნები გამართეს
სამხრეთ კორეისა და შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტებმა, გუამის სანაპიროების წყლებში წვრთნები ჩაატარეს. სამხრეთ კორეიის სააგენტოს ცნობით, წყალქვეშა სწავლება Silent Shark, რომელიც 6 ოქტომბერს დაიწყო, მიზნად ისახავს, გააძლიეროს ქვეყნების შესაძლებლობები ჩრდილოეთ კორეის საფრთხეების წინააღმდეგ. წვრთნები ჩატარდა იმ დროს, როდესაც ფხენიანმა პირობა დადო, რომ კიდევ უფრო გააძლიერებს ბირთვულ შეკავებას კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის ფონზე. გასული თვის დასაწყისში ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ ახალი ტაქტიკური ბირთვული თავდასხმის წყალქვეშა ნავი წარადგინა. სეული და ვაშინგტონი, ჩრდილოეთ კორეასთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ. დაახლოებით ორი თვის წინ, მხარეებმა სეულში, ბირთვული საკონსულტაციო ჯგუფის პირველი შეხვედრა გამართეს და განაცხადეს, რომ 1981 წლის შემდეგ პირველად, ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავი, (USS Kentucky) სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში, პუსანის პორტს ეწვია. საპასუხოდ, ჩრდილოეთ კროეამ ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
სამხრეთ კორეამ, აშშ-მ და იაპონიამ კორეის ნახევარკუნძულთან პირველი ერთობლივი საჰაერო წვრთნები ჩაატარეს
სამხრეთ კორეამ, შეერთებულმა შტატებმა და იაპონიამ კორეის ნახევარკუნძულთან ერთობლივი საჰაერო წვრთნები პირველად ჩაატარეს. ამის შესახებ ინფორმაცია სამხრეთ კორეის საჰაერო ძალებმა გაავრცელეს. მისივე ცნობით, სამმხრივი წვრთნები ჩატარდა ნახევარკუნძულის სამხრეთით, სადაც სამხრეთ კორეისა და იაპონიის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონები ერთმანეთს კვეთს. სწავლებაში მონაწილეობდნენ აშშ-ის B-52H-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი, გამანადგურებელი, ასევე, სამხრეთ კორეისა და იაპონიის მოიერიშე თვითმფრინავები. წვრთნები ძალისხმევის ნაწილია, გააძლიერონ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ჩრდილოეთ კორეის მზარდი სარაკეტო და ბირთვული საფრთხეების ფონზე. სამხრეთ კორეის სამხედრო წყაროებმა განაცხადეს, რომ ეს სამი ქვეყნის მიერ ჩატარებული პირველი მსგავსი წვრთნებია. სამხრეთ კორეის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ შეერთებული შტატები და მისი ორი მოკავშირე აზიაში, უსაფრთხოების სფეროში სამმხრივ თანამშრომლობის გაძლიერებას განაგრძობენ. აშშ, იაპონია და სამხრეთ კორეა სამხედრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ - ისტორიული სამიტი
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, თეირანში „3+3“ ფორმატის შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს
23 ოქტომბერს თეირანში, ირანული მხარის მოწვევით, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი მიიღებს მონაწილეობას რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის „3+3“ შეხვედრაში. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრებიც. ირანის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, 3+3 შეხვედრა ორშაბათს თეირანში დაიწყება აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთის, თურქეთის და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით. 10 ოქტომბერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოში, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან, ნიკოლაი პატრუშევთან შეხვედრისას, "3+3" ფორმატის მნიშვნელობაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რეგიონული პრობლემები რეგიონის ქვეყნის მონაწილეობით გადაიჭრას. ფაშინიანმა კომენტარი გააკეთა ალიევის წინადადებაზე, რომ საქართველო მოლაპარაკებების პლატფორმად განიხილოს მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლებისა და ახალი ზავის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომელსაც მხარი აზერბაიჯანმა და ირანმა დაუჭირეს. თბილისის შეფასებით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში, 3+3 ფორმატში საქართველოს ჩართვა შეუძლებელია. ის ვერ მიიღებს მონაწილეობას რუსეთთან გეოპოლიტიკურ პროექტში. საქართველოს მიზანია რეგიონში მიმდინარე პროექტებში დასავლელი პარტნიორების ჩართვა, რომ რუსეთისთვის ცარიელი სივრცე არ დარჩეს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ფორმატთან დაკავშირებით, Europetime-მა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი პიტერ სტანო ექსკლუზიურად ჩაწერა. ევროკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით. გარდა ამისა, აშშ-ის შეფასებით, ვიდრე რაიმე ფორმატზე დაიწყებს საუბარს, რუსეთმა თავისი ძალები უნდა გაიყვანოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა რუსეთს საქართველოდან შეახსენა. სახელმწიფო დეპარტამენტი „3+3" ფორმატზე: სადისკუსიო პლატფორმების წამოწყებამდე, რუსეთმა საკუთარი ჯარები უნდა გაიყვანოს რეგიონის ყველა ქვეყნიდან და ხელი შეუწყოს მშვიდობას თურქეთის ელჩის კომენტარი „3+3“ ფორმატთან დაკავშირებით - ექსკლუზივი
ერევანი საფრანგეთისგან იარაღს მიიღებს
ერევანი ფრანგული იარაღის მიღების მიზნით, პარიზთან შეთანხმებას გააფორმებს. ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ გაზეთ Le Parisien-ს განუცხადა. შეთანხმება ორშაბათს, 23 ოქტომბერს გაფორმდება. 22 ოქტომბერს სომხეთის თავდაცვის მინისტრი, სურენ პაპიკიანი საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის სებასტიან ლეკორნუს მიწვევით, სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრა. „აუცილებელია სომხეთს მიეცეს საშუალება, დაიცვას თავისი მშვიდობიანი მოსახლეობა და უზრუნველყოს თავისი საზღვრების დაცვა. ჩვენ ოფიციალურად გავაფორმებთ სომხეთის მიერ ფრანგული მწარმოებლებისგან გარკვეული რაოდენობის იარაღის შეძენას, კერძოდ, ხელშეკრულების გაფორმებით, რომელიც საშუალებას მისცემს ქვეყანას უზრუნველყოს თავისი ცის დაცვა,“ - განაცხადა მინისტრმა. ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამ ოქტომბერს სომხეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ საფრანგეთი მზადაა, სომხეთთან სამხედრო ტექნიკის მიწოდების შესახებ შეთანხმება გააფორმოს.
ექვსი ჩინური ხომალდი განლაგდა ახლო აღმოსავლეთში, რეგიონში აშშ-ის ძალების გაძლიერების ფონზე
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე ომის ფონზე, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში ექვსამდე ჩინური ხომალდი ოპერირებს. ამ ჯგუფში შედის მართვადი რაკეტების გამანადგურებელი, ფრეგატი Jingzhou და ინტეგრირებული მომარაგების გემი Qiandaohu. 44-ე საზღვაო ძალების ესკორტის სამუშაო ჯგუფი რეგიონში რეგულარულ ოპერაციებს მაისიდან ატარებს. გასულ კვირას მათ ომანში ვიზიტის დროს, ომანის საზღვაო ძალებთან ერთად, წვრთნები გამართეს. ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ომანში ვიზიტის შემდეგ, 18 ოქტომბერს, ჩინეთის საზღვაო ძალების ესკორტის სამუშაო ჯგუფი ქუვეითის შუვაიხის პორტში, 5-დღიანი ვიზიტით შევიდა. „ქუვეითის საზღვაო საპატრულო ხომალდის Failaka-ს მეთაურობით, ჩინეთის სამუშაო ჯგუფის სამხედრო ხომალდები, მათ შორის გემი Zibo, გემი Jingzhou და გემი Qiandaohu, დილის 9:00 საათზე ჩასვეს განალაგეს შუვაიხის პორტში. მათ მიესალმა 200-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის იყვნენ ქუვეითის სამხედრო ძალების წარმომადგენლებ და ჩინეთის საელჩოს თანამშრომლები,“ - აცხადებენ ჩინეთის თავდაცვის სამინისტროში. ჩინეთისა და აშშ-ის საზღვაო ყოფნა რეგიონში რეგიონში დაძაბულობის ზრდასთან ერთად, ახლო აღმოსავლეთის წყლებში ექვსი ჩინური გემის ყოფნა სულ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. ჩინეთის სამხედრო გემების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება იმ ფონზე, როდესაც შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ყოფნას აძლიერებს. შეგახსენებთ, 22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს. აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს პეკინის შეფასებით, „კონფლიქტის ფუნდამენტური გამოსავალი პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაშია.“ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელთან დაკავშირებით 8 ოქტომბერს განაცხადა, რომ „დაძაბულობისა და ძალადობის ესკალაციის გამო“ „ღრმად შეშფოთებულია“. სამინისტრომ მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, „უფრო სასწრაფოდ იმოქმედოს, გააძლიეროს მონაწილეობა პალესტინის საკითხში, ხელი შეუწყოს პალესტინასა და ისრაელს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ადრეულ განახლებას და იპოვოს გზა მუდმივი მშვიდობის დასამყარებლად.“ „მოვუწოდებთ შესაბამის მხარეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება და დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საომარი მოქმედებები მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და სიტუაციის შემდგომი გაუარესების თავიდან აცილების მიზნით,“ - განაცხადა უწყების სპიკერმა. მისივე თანახმად, კონფლიქტის ფუნდამენტური გამოსავალი ორი სახელმწიფოს მიერ გადაწყვეტის პოვნასა და პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაშია. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა. 22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს.
ზელენსკი: რუსეთმა 20 000 უკრაინელი ბავშვის უკანონო დეპორტაცია მოახდინა, მაგრამ რეალური ციფრი უფრო მეტია
უკრაინამ დაადასტურა, რომ რუსეთის ფედერაციამ უკანონოდ მოადინა 20 000 უკრაინელი ბავშვის დეპორტაცია, მაგრამ რეალური მაჩვენებელი გაცილებით მაღალია. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კატარის ემირთან, შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ალ თანისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. ზელენსკის თქმით, რეალური მაჩვენებელი კიდევ უფრო დიდია. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა კატარის ემირს ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის და აღნიშნა კატარის როლი უკანონოდ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნების საქმეში. „ერთადერთი, რისი დადასტურებაც შეგვიძლია, არის დაახლოებით 20 ათასი გატაცებული ბავშვი. ეს არის საშინელი მაჩვენებელი, მაგრამ რეალური მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია. ამიტომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს გზა. ჩვენ მზად ვართ შემდგომი კოორდინაციისა და თანამშრომლობისთვის", - განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში ბავშვების უკანონო დეპორტაციის გამო, ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ (ICC) ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა.
დეტროიტში სინაგოგის სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელი მოკლეს
მიჩიგანის შტატში, დეტროიტში, ქალაქის ცენტრში მდებარე ისააკ აგრის სახელობის სინაგოგის სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელი სამანტა უოლი მოკლეს. ცხედარი მოკლულის სახლთან იპოვეს. დეტროიტის პოლიციის ინფორმაციით, სავარაუდოდ, უოლი დანით სახლში მოკლეს, რაზეც მათი განცხადებით, სისხლის ნაკვალევი მიუთითებს. პოლიციისთვის, მკვლელობის მოტივი ჯერ უცნობია. დეტროიტის მერმა მაიკ დუგანმა განაცხადა, რომ შოკირებულია „დეტროიტის ერთ-ერთი ახალგაზრდა ლიდერის სიკვდილით." ისააკ აგრის სახელობის სინაგოგა 1921 წელს დაარსდა. ეს დეტროიტის ქალაქის საზღვრებში მდებარე ერთადერთი სინაგოგაა. 40 წლის სამანტა უოლი აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მან მონაწილეობა მიიღო საარჩევნო კამპანიებში და ასევე იყო დემოკრატიული პარტიიდან წარმომადგენელთა პალატის წევრის, ელისა სლოტკინის მრჩეველი. სამანტა უოლის საქმიანობა ასევე მიმართული იყო ქალაქის ებრაულ და მუსლიმურ თემებს შორის ურთიერთგაგების დამყარებაზე.