ძებნის რეზულტატი:
მესამე წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ, რესპუბლიკელებმა კონგრესის სპიკერის პოსტზე ჯიმ ჯორდანის კანდიდატურა მოხსნეს
მესამე წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ, რესპუბლიკელებმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოსტზე ჯიმ ჯორდანის კანდიდატურაზე უარი თქვეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ეს ნიშნავს, რომ პალატა, სულ მცირე, მომავალ კვირამდე ვერ უპასუხებს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მოთხოვნას, დაეთანხმოს 106 მილიარდი დოლარის პაკეტის გამოყოფას. ეს პაკეტი ასევე მოიცავს უკრაინისა და ისრაელისთვის სამხედრო დახმარებას. რა გავლენა ექნება კონგრესის სპიკერის არჩევას უკრაინის დახმარებაზე რესპუბლიკურმა პარტიამ ოჰაიოს შტატის წარმომადგენელი, ჯიმ ჯორდანი პალატის სპიკერის პოსტზე შიდა კენჭისყრის შედეგად, 13 ოქტომბერს წარადგინა. მანამდე, სტივ სკალიზი არჩევნებს გამოეთიშა.
ევროპული დაზვერვის წყარო AFP-ს: ღაზის საავადმყოფოს სიახლოვეს აფეთქებისას მაქსიმუმ 50 ადამიანი დაიღუპა
17 ოქტომბერს ღაზის სექტორის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ 470 ადამიანი დაიღუპა ალ-აჰლის საავადმყოფოში აფეთქების შედეგად, რაც დამოუკიდებელი წყაროებით არ დადასტურებულა. თუმცა როდესაც შენობის სატელიტური სურათები გამოქვეყნდა, ევროპული დაზვერვის წყარომ მედიას განუცხადა, რომ რომ აფეთქება საავადმყოფოსთან ახლოს მოხდა და დაიღუპა მაქსიმუმ 50 ადამიანი. ევროპული დაზვერვის წყარომ AFP-სთან განაცხადა, რომ სამშაბათს ღაზაში მომხდარი აფეთქების შედეგად, მაქსიმუმ 50 ადამიანი დაიღუპა. ისრაელმა ასევე ეჭვქვეშ დააყენა „ჰამასის„ განცხადება, რომ აფეთქებას 500 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. „ჰამასის“ მიერ მართული ღაზის სექტორში ამბობდნენ, რომ სულ მცირე 471 ადამიანი დაიღუპა. პარალელურად, CNN ციტირებს აშშ-ის შეფასებას, რომ აფეთქების შედეგად, 100-300 ადამიანი დაიღუპა. AFP-ის კორესპონდენტებმა შემთხვევის ადგილზე ათობით ცხედარი ნახეს. Maxar-ის სატელიტური მონიტორინგის ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ სურათებში ჩანს, რომ საავადმყოფოს შენობები ძირითადად ხელუხლებელი იყო.
Bloomberg: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტზე მუშაობას იწყებს
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტთან დაკავშირებით კონსულტაციებს იწყებს. ბლოკის მე-12 სანქციების პაკეტი შეიძლება, მოიცავდეს რუსული ბრილიანტების აკრძალვას, რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის საკითხსა და მესამე ქვეყნების კომპანიების ჩამონათვალს, რომლებიც მოსკოვს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან. ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ბრიუსელი ასევე ცდილობს, გააფართოოოს ორმაგი დანიშნულების საქონლის სია, რომელიც ასევე აკრძალვას ექვემდებარება. მედიის ცნობით, კონსულტაციები 20-21 ოქტომბერს იმართება. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე დასავლეთმა რუსეთს სანქციები მას შემდეგ დაუწესა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
აშშ-მ 100 ქვეყანა არჩევნებში რუსეთის ჩარევის საფრთხის შესახებ გააფრთხილა - მედია
აშშ-ში გამოქვეყნდა დაზვერვის შეფასებები, რომლის მიხედვითაც, მოსკოვი ჯაშუშებს, სოციალურ ქსელებსა და რუსეთის სახელმწიფო მედიას იყენებს, რათა შეარყიოს საზოგადოების ნდობა დემოკრატიული არჩევნების მიმართ მთელ მსოფლიოში. აღნიშნული შეფასება 100-ზე მეტ ქვეყანას გაუზიარეს ევროპის, აზიისა და აფრიკის მასშტაბით. ვაშინგტონი რეკომენდაციას აძლევს ქვეყნებს, რომლებთანაც მას დიპლომატიური ურთიერთობები აქვს, მიიღონ ზომები არჩევნებზე რუსეთის გავლენის შესამსუბუქებლად. ასეთ ზომებს შორის ვაშინგტონი სანქციებს, ინფორმაციის გაცვლასა და რუსი ჯაშუშების გაძევებას მოიაზრებს. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „ვაშინგტონი "აცნობიერებს საკუთარ მოწყვლადობას ამ საფრთხის მიმართ," - ნათქვამია მოხსენებაში. მისივე თანახმად, აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოებმა დაადგინეს, რომ "რუსი აქტორები აშშ-ის 2020 წლის არჩევნების მიმართ საზოგადოების ნდობის შელახვის მიზნით მოქმედებდნენ. კერძოდ, საუბარია ძლიერ დეზინფორმაციულ კამპანიაზე. რუსეთის სახელმწიფო მედია ღიად აცხადებდა, რომ კენჭისყრა არადემოკრატიული იქნებოდა და აძლიერებდა ყალბ მტკიცებას მოსალოდნელ ფალსიფიკაციაზე 2020-2021 წლებში აზიის, ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ ამერიკის არაერთი არჩევნების წინა დღეს. „რუსეთი 2020-დან 2022 წლამდე ცდილობდა, „შეერყია საზოგადოების ნდობა სულ მცირე 11 არჩევნების მიმართ ცხრა დემოკრატიულ ქვეყანაში, მათ შორის, შეერთებულ შტატებში,“ ნათქვამია მოხსენებაში და აქვე აღნიშნულია, რომ 17 სხვა ქვეყანა „ნაკლებად გამოხატული“ მცდელობების სამიზნე იყო. ქვეყნების ჩამონათვალი დასახელებული არ არის. ანგარიშის თანახმად, რუსეთი „იყენებს როგორც ღია, ისე ფარულ მექანიზმებს, მათ შორის გავლენის ქსელებს და მარიონეტებს, რომლებსაც რუსული ჯაშუშური სამსახურები მართავენ. ამის მაგალითად მოყვანილია ის ფაქტი, რომ რუსეთის (FSB) უსაფრთხოების სამსახური ფარულად მუშაობდა საარჩევნო მუშაკების დაშინებასა და არჩევნების დღეს საპროტესტო აქციების ორგანიზებაზე. ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი ერეოდა არჩევნებში, ის რუსეთის მსგავს ტაქტიკას არ იყენებდა. ჩინეთი არჩევნებში ჩარევას უარყოფს. რუსეთის საელჩოს კომენტარი არ გაუკეთებია. რაც შეეხება ანგარიშს, ის რეკომენდაციას აძლევს ქვეყნებს, რომ მათ რუსეთის ჩარევის შესასუსტებლად, სანქციების, ინფორმაციის გაზიარების, რუსი ჯაშუშების გაძევებისა და მოგზაურობის აკრძალვის გზით იმუშაონ.
ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით დღეს პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა
დღეს რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა და ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით დღეს პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. სურათებზე ჩანს გაეროს მანქანები, რომლებიც ეგვიპტიდან რაფაჰის გადასასვლევს კვეთენ და ღაზის სექტორში გადადიან. BBC წერს, რომ ისრაელი დაახლოებით, 20 სატვირთო მანქანით საკვების, წყალისა და მედიკამენტების შეტანას დათანხმდა. „მივესალმები რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნას ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებისთვის. ეს არის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც შეამსუბუქებს უდანაშაულო ადამიანების ტანჯვას. ჩემი მადლიერება ყველას, ვინც ეს შესაძლებელი გახადა," - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი Twitter-ზე. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.
ჯო ბაიდენი: ისრაელზე “ჰამასის“ თავდასხმა, ისრაელ-საუდის არაბეთის ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობების ჩაშლას ისახავდა მიზნად
აშშ-ის პრეზიდენტმა ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის მიზნების შესახებ შტატების პირველადი ვერსია დაადასტურა და განაცხადა, რომ „ჰამასის„ შეტევა ისრაელ-საუდის არაბეთის ურთიერთობების ნორმალიზების ჩაშლას ისახავდა მიზნად. „ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც განახორციელა „ჰამასმა“ ისრაელზე შეტევა არის ის, რომ მათ იცოდნენ, მე ვაპირებდი საუდის არაბეთთან მოლაპარაკებების წარმოებას იმიტომ, რომ საუდის არაბეთს სურდა ისრაელის აღიარება და ეს ახლო აღმოსავლეთს რეალურად გააერთიანებდა,“ - განაცხადა ბაიდენმა. შეგახსენებთ, ვაშინგტონი მიიიჩნევს, რომ „ჰამასის“ ბოლო თავდასხმა, შესაძლოა, ისრაელ-საუდის არაბეთის ურთიერთობების პოტენციური ნორმალიზების ჩაშლით იყოს მოტივირებული. ეს მოსაზრება დასავლური მედიის ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმაც გამოთქვა. რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას „გასაკვირი არ იქნება, რომ მოტივაციის ნაწილი იყოს საუდის არაბეთისა და ისრაელის გაერთიანების მცდელობების შეფერხება, სხვა ქვეყნებთან ერთად, რომლებიც შესაძლოა დაინტერესებულნი იყვნენ ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებით,“ - განუცხადა თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა CNN-ს 8 ოქტომბერს. თუმცა ერ-რიადი აშშ-ის პოზიციას საჯაროდ არ დათანხმებია. საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ პირველ რიგში, პალესტინის სახელმწიფოებრიობის მიზნები უნდა გადაწყდეს. მედიაში 14 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელსა და „ჰამასის“ სამხედრო დაპირისპირების ფონზე, საუდის არაბეთის სამეფომ ისრაელთან ურთიერთობების შესაძლო ნორმალიზების შესახებ მოლაპარაკება შეაჩერა. ბლინკენი ისრაელში 12 ოქტომბერს იმყოფებოდა. სახელმწიფო მდივანი ისრაელის შემდეგ იორდანიას, კატარს, ბაჰრეინს, საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ეგვიპტეს ეწვია. ბლინკენის ტურნეს მიზანი იყო კონფლიქტის გაფართოების თავიდან აცილება და აშშ-ის დიპლომატიური ძალისხმევის გააქტიურება. ტურნეს შემდეგ, ბლინკენი ისევ ისრაელში დაბრუნდა.
კვიპროსში, ისრაელის საელჩოსთან აფეთქება მოხდა, დაკავებულია ოთხი პირი - Washington Post
კვიპროსში, ნიქოზიაში, ისრაელის საელჩოსთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა, რის შემდეგაც პოლიციამ 4 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას Washington Post-ი ავრცელებს. პოლიციის ცნობით, ორი ეჭვმიტანილი აფეთქების ადგილის სიახლოვეს მიმავალი შენიშნეს, დანარჩენი ორი კი, ახლომდებარე ხეივანში გაჩერებულ მანქანაში ისხდნენ. მანქანაში ასევე ნაპოვნია ორი დანა და ჩაქუჩი. პოლიციამ განაცხადა, რომ დაკავებულები 17-დან 21 წლამდე ასაკის არიან. გამოძიება მათ ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენებით ქონების განადგურების მცდელობას, ასაფეთქებელი ნივთიერების შენახვა-გამოყენებას ედავება. პოლიციას არ უთქვამს, უკავშირდება თუ არა ეს აფეთქება, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას. საომარი მოქმედებების შემდეგ, ევროკავშირში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა.
ტერიტორიულ რეზერვს კიდევ ერთი ბატალიონი შეემატა
სარეზერვო სამსახურის გავლა შიდა ქართლის რეგიონშიც იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიური რეზერვის პროგრამას განაგრძობს. ტერიტორიულ რეზერვს კიდევ ერთი ბატალიონი შეემატა, რომელიც მთლიანად რეზერვისტების მომზადებაზე იქნება ორიენტირებული. საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის, მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 203-ე ბატალიონი შიდა ქართლის რეგიონის რეზერვისტებით დაკომპლექტდება. „რეზერვის პროგრამისა და პირობების გაცნობის მიზნით, 203-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის მეთაური და სხვა წარმომადგენლები ქალაქ გორში სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ და პროგრამის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. სამხედრო მოსამსახურეებმა სტუდენტებს სარეზერვო სამსახურის კონტრაქტის, რეგისტრაციისა და მიღების პროცედურების, პროგრამის ფარგლებში შესასრულებელი ამოცანების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს. აქტიურ რეზერვში მიღება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია. რეზერვში მიიღებიან საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები 18-დან 51 წლამდე, მათ შორის, სტუდენტები 18-დან 22 წლის ჩათვლით. მათი საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღემდე პერიოდს მოიცავს, რომელიც თანაბრად ნაწილდება 12 თვეზე. 203-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი მერვე ბატალიონია, რომელიც რეზერვისტებს მოამზადებს. ბატალიონები დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დედაქალაქისა და რეგიონების მასშტაბით, ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით არის შერჩეული,“ - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გერმანია უკრაინის აღდგენისთვის დამატებით, $210 მილიონს გამოყოფს
გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა, იოხენ ფლასბარტიმ, პარასკევს უკრაინაში ვიზიტისას განაცხადა, რომ გერმანია უკრაინის აღდგენისთვის დამატებით, 200 მილიონ ევროს გამოყოფს. ფლასბარტის თქმით, თანხა მოხმარდება განათლებას, ჯანდაცვასა და სასმელი წყლით მომარაგებას. ფლასბარტი კიევში 20 ოქტომბერს ჩავიდა.
მაჰმუდ აბასი ეგვიპტეში: ჩვენს მიწას არ დავტოვებთ
ისრაელ-ჰამასის ომის დეესკალაციის საკითხის განხილვის მიზნით, ეგვიპტეში მიმდინარე სამიტზე პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ პალესტინელები მათი მიწის დატოვებას არ აპირებენ. „ჩვენ არასოდეს დავთანხმდებით გადაადგილებას, ჩვენ დავრჩებით ჩვენს მიწაზე, როგორიც არ უნდა იყოს გამოწვევები,“ – განაცხადა აბასმა. აბასი არის პალესტინის ხელისუფლების ხელმძღვანელი, რომელიც დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიებს აკონტროლებს. მისი კონტროლი არ ვრცელდება „ჰამასის“ მიერ მართულ ღაზის სექტორზე, საიდანაც „ჰამასი“ ისრაელს 7 ოქტომბერს დაესხა თავს. დღეს, ეგვიპტეში მიმდინარე შეხვედრაში სახელწოდებით - სამიტი მშვიდობისთვის, ასევე მონაწილეობენ იორდანიის, კატარის, იტალიის, ესპანეთის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ოფიციალური პირები. დამსწრეთა შორის არ არიან ისრაელი, აშშ და ასევე, ირანი, რომელიც დასავლეთის შეფასებით, პოლიტიკურად და ფინანსურად „ჰამასს“ უჭერს მხარს. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.
ისრაელი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, ეგვიპტე და იორდანია დაუყოვნებლივ დატოვონ
ისრაელი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ეგვიპტე და იორდანია, მაროკოში კი, ქვეყანა საკუთარ მოქალაქეებს არააუცილებელი მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს. მიზეზი ისრაელის სიმბოლოების მიმართ მტრული და ძალადობრივი ქმედებების ზრდაა. „ომის გაგრძელების გამო, ბოლო დღეებში მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოში, განსაკუთრებით კი, ახლო აღმოსავლეთის არაბულ ქვეყნებში, საპროტესტო გამოსვლების რაოდენობამ იმატა, რაც ებრაელების მიმართ ძალადობაში გამოიხატა,“ -აცხადებს ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო. ეგვიპტესა და იორდანიაში საფრთხის დონე 4-მდე გაიზარდა და ისრაელის ყველა მოქალაქეს მოუწოდებს, რაც შეიძლება სწრაფად დატოვონ ეს ქვეყნები. მაროკოში საფრთხის დონე 3-მდე გაიზარდა და ისრაელი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ მოგზაურობას თავი აარიდონ. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.
ვერსალის სასახლეში, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ევაკუაცია მეექვსედ გამოცხადდა
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ვერსალის სასახლეში ევაკუაცია მეექვსედ გამოცხადდა. ამის შესახებ განცხადებას სასახლის ადმინისტრაცია ავრცელებს. „უსაფრთხოების მიზნით, ვერსალის სასახლეში ვიზიტორების ევაკუაცია მიმდინარეობს, სასახლე გაიხსნება, როგორც კი შემოწმების პროცესი დასრულდება. მადლობას გიხდით გაგებისთვის," - ნათქვამია განცხადებაში.
სლოვენიამ ხორვატიასთან და უნგრეთთან სასაზღვრო გადასასვლელებზე პოლიცია განათავსა
ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ესკალაციის ფონზე, უსაფრთხოების გაზრდილი რისკების გამო, სლოვენიამ ხორვატიასთან და უნგრეთთან სასაზღვრო გადასასვლელებზე პოლიცია განათავსა. პოლიცია 14 სასაზღვრო პუნქტზე განლაგდა. სამართალდამცავი უწყების ინფორმაციით, დასავლეთ ბალკანეთში ორგანიზებული დანაშაული მატულობს, ორგანიზებული ჯგუფები სულ უფრო მეტად ურთიერთდაკავშირებულნი და ერთმანეთზე გადაჯაჭვულნი არიან. „კონფლიქტის ზონებიდან სხვადასხვა ტერორისტული და ექსტრემისტული მოძრაობისა და დაჯგუფების წევრები, მათი ქმედებების შედეგების თავიდან ასაცილებლად, ან თუნდაც ჩვენი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საფრთხის შელახვის განზრახვით, გადაადგილდებიან. არსებობს რისკი, რომ ასეთი ადამიანები შეუერთდებიან მიგრაციულ ნაკადებს და შეეცდებიან სლოვენიაში არალეგალურად შესვლას,“ - ნათქვამია სლოვენიის მთავრობის განცხადებაში. სლოვენიის მთავრობამ 20 ოქტომბერს გადაწყვიტა, რომ დროებითი სასაზღვრო კონტროლი 30 ოქტომბრამდე შემოეღო მას შემდეგ, რაც მისმა მეზობელმა იტალიამ შიდა უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, სასაზღვრო გადასასვლელზე კონტროლი დააწესა. ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, ევროკავშირში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.
რა ითვალისწინებს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-12 პაკეტი
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების შემდეგი პაკეტი რუსული ბრილიანტების აკრძალვას მოიცავს, იტყობინება ბრიუსელში დაფუძნებული მედია გამოცემა EUobserver-ი ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით. ევროკავშირი ახლა ალმასის აკრძალვის შესახებ “დიდი შვიდეულის“ განცხადებას ელოდება, ვიდრე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტის შესახებ გამოაცხადებს. ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე დე კროომ რამდეიმე დღის წინ განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა შეიმუშავეს ახალი სისტემა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ რუსული ბრილიანტიდან მიღებული შემოსავლით ომი ვეღარ დაფინანსდება. ახალი აკრძალვა სავარაუდოდ, 2004 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. ბელგიის მთავრობა რუსული ბრილიანტების სანქცირების საკითხს სათავეში ედგა, რადგან მისი სიდიდით მეორე ქალაქი ანტვერპენი, ალმასებით ვაჭრობის ერთ-ერთი ცენტრია მსოფლიოში. ბლოკის მე-12 სანქციების პაკეტი შეიძლება, ასევე მოიცავდეს რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის საკითხსა და მესამე ქვეყნების კომპანიების ჩამონათვალს, რომლებიც მოსკოვს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან. ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ბრიუსელი ასევე ცდილობს, გააფართოოოს ორმაგი დანიშნულების საქონლის სია, რომელიც ასევე აკრძალვას ექვემდებარება. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მათ მიერ ნებაყოფლობით აღებული ვალდებულების საფუძველზე, რუსული ბრილიანტებით ვაჭრობა უკვე შეამცირეს, თუმცა ბლოკს ჯერ არ დაუწესებია ოფიციალური შეზღუდვები რუსულ ალმასებზე. Bloomberg: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტზე მუშაობას იწყებს დასავლეთმა რუსეთს სანქციები მას შემდეგ დაუწესა, რაც გასული წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე
დენის შმიგალი: წელს უკრაინამ თავდაცვაზე $27 მილიარდზე მეტი დახარჯა
უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში უკრაინამ თავდაცვაზე $27 მილიარდზე მეტი დახარჯა. აქედან სამხედროების ხელფასები 18,7 მილიარდ დოლარს შეადგენს, 9,5 მილიარდი დოლარი კი, შეიარაღებული ძალებისთვის აღჭურვილობის, იარაღის, საბრძოლო მასალისა და სხვა მარაგების შესაძენად დაიხარჯა. მეორე ადგილზეა სოციალური პროგრამები 10,6 მილიარდი დოლარით. „სოციალური გადასახადების სრული და დროული დაფინანსება, რომელიც მოიცავს საჯარო სექტორის მუშაკების, როგორიცაა, მასწავლებლებისა და ექიმების ხელფასების გადახდას, შეუძლებელი იქნებოდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე,” - განაცხადა შმიგალმა. უკრაინის პარლამენტმა დეპუტატების წინადადებები ქვეყნის 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ 19 ოქტომბერს დაამტკიცა და კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. მთავრობამ ახლა უნდა დაამუშავოს ყველა ცვლილება და გადასინჯული დოკუმენტი პარლამენტს საბოლოო კენჭისყრისთვის 20 ნოემბრამდე გადასცეს. შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა. კიევი დასავლეთისგან სამხედრო დახმარებას იღებს. მოსკოვის წინააღმდეგ ამოქმედებულია სანქციები.
ზელენსკი: მსოფლიოს სჭირდება ამერიკული ლიდერობა
უკრიანის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, უკრაინისთვის $61,4 მილიარდიან დახმარება უნდა დაამტკიცოს კონგრესმა, ამბობს, რომ არამხოლოდ უკრაინელები, არამედ, ევროპის ყველა თავისუფალი ხალხი მოელის ამერიკის ერთიანობის შენარჩუნებას.„პრეზიდენტ ბაიდენის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ კვირაში - მე ნამდვილად მადლობელი ვარ ამისთვის. მომზადდა უკრაინის გრძელვადიანი და საიმედო მხარდაჭერის ახალი პაკეტი - თავდაცვის, ეკონომიკური - ჩვენი ხალხისა და თავისუფლების დაცვისთვის. მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის ასეთი ინიციატივისთვის და ვფიქრობ, რომ არამხოლოდ უკრაინელები, არამედ, ევროპის ყველა თავისუფალი ხალხი მოელის ამერიკის ერთიანობის შენარჩუნებას. მსოფლიოს სჭირდება ამერიკული ლიდერობა და მე მადლობელი ვარ კონგრესის ორივე მხარის, რომლებსაც ეს ესმით, რომლებიც მხარს უჭერენ, ჩვენი ხალხის ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის,“ - განაცხადა ზელენსკიმ. ბაიდენი კონგრესისგან $106 მლრდ-ს ითხოვს, მათ შორის უკრაინისა და ისრაელის მხარდასაჭერად
ბაიდენმა „ჰამასის“ ტყვეობიდან გათავისუფლებულ ორ ამერიკელთან საუბრის ვიდეო გამოაქვეყნა
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ის „ჰამასის“ ტყვეობიდან ახლახან გათავისუფლებულ ორ ამერიკელს ტელეფონიდან ესაუბრება. Judith and Natalie, I’m so glad you’re coming home. pic.twitter.com/c7az0PcYXn — President Biden (@POTUS) October 21, 2023 „მოხარული ვარ, რომ თქვენი გამოყვანა შევძელით. ჩვენ ამაზე დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით,” - ამბობს ბაიდენი ამერიკელების მისამართით. ვიდეოში ასევე, აშშ-ის პრეზიდენტს ამერიკელები მადლობას უხდიან. ენტონი ბლინკენმა დაადასტურა, რომ „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილთაგან, ორი ამერიკელი თავისუფალია
რატომ არ გამოქვეყნდა ერთობლივი განცხადება კაიროს სამშვიდობო სამიტის შემდეგ
კაიროს სამშვიდობო სამიტის შემდეგ, საბოლოო ერთობლივი განცხადება დელეგაციებს შორის განსხვავებული მოსაზრებების გამო არ გამოქვეყნდება. ამის შესახებ ოფიციალურმა პირმა CNN-ს განუცხადა. ეგვიპტის პრეზიდენტმა მსოფლიო ლიდერები დედაქალაქ კაიროში შეკრიბა, რათა ღაზის სექტორში „ჰუმანიტარული ტრაგედიის“ დასრულების მიზნით, საგზაო რუკა ეპოვათ. ისრაელ-ჰამასის ომის დეესკალაციის საკითხის განხილვის მიზნით, ეგვიპტეში მიმდინარე სამიტზე პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ პალესტინელები მათი მიწის დატოვებას არ აპირებენ. „ჩვენ არასოდეს დავთანხმდებით გადაადგილებას, ჩვენ დავრჩებით ჩვენს მიწაზე, როგორიც არ უნდა იყოს გამოწვევები,“ – განაცხადა აბასმა. იორდანიის მეფე აბდულა II გამოვიდა მოწოდებით, რომ „დაუყოვნებლივ შეწყდეს ღაზის ომი.“ როგორც საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება, მას ასევე აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობა. ამასთან, Reuters-ის ცნობით, არაბმა ლიდერებმა „დაგმეს ისრაელის მიერ ღაზის დაბომბვა“, ევროპელებმა კი, განაცხადეს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა უნდა იყოს დაცული. სააგენტო აღნიშნავს, რომ დიპლომატები, რომლებიც ამ სამიტს ესწრებოდნენ, თავად არ იყვნენ ოპტიმისტურად განწყობილნი, რომ სამიტი რაიმე გარღვევას მოიტანდა, შესაბამისად, მათი შეხვედრა ერთობლივი განცხადების მიღების გარეშე დასრულდა. Reuters-ის ცნობითვე, მაშინ, როცა არაბული და მუსლიმური სახელმწიფოები „ისრაელის თავდასხმის დაუყონებლივ შეწყვეტას“ ითხოვდნენ, დასავლეთის ქვეყნები ძირითადად ახმოვანებდნენ უფრო მოკრძალებულ მიზნებს, როგორიცაა, ჰუმანიტარული დახმარება მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. იორდანიის მეფემ ისრაელის თავდასხმების შესახებ „გლობალურ დონეზე არსებული დუმილი დაგმო.“ ამასთან, ის კონფლიქტისადმი თანაბარი მიდგომის მოწოდებით გამოვიდა. საფრანგეთმა ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა, რამაც მისი თქმით, შეიძლება, ცეცხლის შეწყვეტამდე მისვლა გამოიწვიოს. ბრიტანეთმა და გერმანიამ ისრაელის სამხედროებს თავშეკავებისკენ მოუწოდეს, იტალიამ კი, განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ესკალაციის თავიდან აცილება. სამიტს ისრაელი, აშშ და ირანი არ ესწრებოდნენ. ისრაელის უახლოესმა მოკავშირემ, შეერთებულმა შტატებმა, სამიტზე მხოლოდ კაიროს საქმეთა დროებითი რწმუნებული გაგზავნა, რომელიც სხდომაზე საჯაროდ არც კი გამოსულა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ სამიტის მთავარი მიზანი „ერთმანეთის მოსმენა“ იყო. „ჩვენ გვესმის, რომ ერთად მეტი უნდა ვიმუშაოთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ჰუმანიტარული სიტუაცია, რეგიონული ესკალაციის თავიდან აცილება და პალესტინა-ისრაელის სამშვიდობო პროცესი,“ აღნიშნა მიშელმა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.
რუსეთმა, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი კუნაძე "უცხოელ აგენტად" გამოაცხადა
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ დიპლომატი გიორგი კუნაძე ე.წ. უცხოელ აგენტად გამოაცხადა. სამინისტროს ცნობით, გიორგი კუნაძე ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავდა რუსეთის ფედერაციის უარყოფითი იმიჯის შექმნას, ასევე ავრცელებდა ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის საჯარო ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ. კუნაძე ასევე რეგულარულად სტუმრობდა უცხოურ საინფორმაციო პლატფორმებს. გიორგი კუნაძე 1991-1993 წლებში იყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, 1993-1997 წლებში კი - რუსეთის ელჩი სამხრეთ კორეაში. კუნაძის გარდა „უცხოელი აგენტების“ რეესტრს დაამატეს ჟურნალისტი ილია კოსიგინი და პოლიტოლოგი მიხაილ სავვა. კოსიგინი ვლადიმირში დაფუძნებული გამოცემის, „დოვოდის“ მთავარი რედაქტორია. გამოცემა რეგულარულად აქვეყნებს ინფორმაციას უკრაინაში დაღუპული ვლადიმირელი სამხედროების შესახებ. მიხაილ სავვა კი, ყუბანის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია, რომელიც მუშაობს ეთნიკურ კონფლიქტებსა და ეთნიკური ურთიერთობების პრობლემებზე.
რუსებმა NATO-ს წევრ ქვეყანაში პირველი აფეთქება 2011 წელს მოაწყვეს - The Insider
ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, რუსეთის გენერალური შტაბის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს დანაყოფი, რომელიც ცნობილია როგორც სამხედრო ნაწილი 29155, ბულგარეთში, 2011 წელს მომხდარ აფეთქებაში მონაწილეობდა, რაც NATO-ს ქვეყანაში რუსეთის დაზვერვის პირველ ასეთ დივერსიულ აქტად ითვლება. ამის შესახებ The Insider-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებაშია ნათქვამი. მისი ერთ-ერთი ავტორია ხრისტო გროზევი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ალექსეი ნავალნის მოწამვლის გარემოებების გამოძიებაში. Insaider-ის ცნობით, აფეთქების მიზანი, საქართველოსთვის იარაღის მიწოდების არდაშვება იყო. „2011 წლის დივერსიული აქტი ლოვნიდოლში, რუსეთის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს ნომერ 29155-ე დანაყოფის პირველი ძირგამომთხრელი ოპერაციაა NATO-ს ტერიტორიაზე. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ თავიანთ დაუსჯელობაში და გააგრძელეს ოპერაციები ბულგარეთსა და ჩეხეთში, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი სამოქალაქო მსხვერპლი," - წერს The Insider-ი. ოპერაციას გენერალი ანდრეი ავერიანოვი ხელმძღვანელობდა. ავერიანოვმა და მისი ჯგუფის წევრებმა ნიკოლაი ეჟოვმა, სერგეი რომანოვმა, რუსტამ ჯაფაროვმა, ალექსეი კაპინოსმა და ანატოლი ჩეპიგამ სავარაუდოდ, დაამონტაჟეს დისტანციურად მართვადი ასაფეთქებელი მოწყობილობები ბულგარეთში გადასაზიდად განკუთვნილ საბრძოლო მასალებში და ისინი ლოვნიდოლის საწყობში ჩასვლის შემდეგ ააფეთქეს. გამოძიების თანახმად, ევროპაში აფეთქებების მონაწილე რუსეთის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს ბევრმა ყოფილმა თანამშრომელმა პოზიციები რუსეთის სამთავრობო სტრუქტურებში დაიკავა. ბულგარეთის პროკურატურამ ადრე განაცხადა, რომ იძიებდა გრუს შესაძლო მონაწილეობას 2011 წელს ბულგარეთის სოფელ ლოვნიდოლში კომპანია EMCO-ს კუთვნილ საწყობში მომხდარ აფეთქებაში.