ძებნის რეზულტატი:
Reuters: ევროკომისია უკრაინას დადებით რეკომენდაციას მისცემს დამატებითი პირობებით, საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის
სააგენტო Reuters-ის ცნობით, ევროკომისია ევროკავშირის გაფართოების პაკეტის ანგარიშის ფარგლებში 8 ნოემბერს შეაფასებს 3 ქვეყნის - უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს პროგრესს. გამოცემა ცნობას სამ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. Reuters-ის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ კიევი მიიღებს პოზიტიურ რეკომენდაციას ევროკომისიისგან, შესაძლო დამატებითი პირობებით, რაც დაკავშირებულია კორუფციასთან ბრძოლასა და უმცირესობების უფლებებთან. ეს უკანასკნელი უნგრეთმა წამოჭრა. ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რომ მსგავსი რეკომენდაცია შეიძლება, გაიცეს მოლდოვაზეც, საქართველოზე კი, ევროკომისიაში ჯერ კიდევ არ არიან ჩამოყალიბებულები, მისცენ თუ არა კანდიდატის სტატუსი. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. სავარაუდოდ, 8 ნოემბერს გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.
მოლდოვაში 22 რუსული პროპაგანდისტული მედიარესურსი დაბლოკეს
მოლდოვის ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურმა 22 რუსული მედიასაშუალების ვებგვერდის დაბლოკვა გადაწყვიტა. Ekho Kavkaza-ს ცნობით, ამის შესახებ დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში ვკითხულობთ. კერძოდ, დაიბლოკა ტელეარხები RT, «Первый канал», «Царьград», НТВ, ТВЦ, «Звезда», РЕН ТВ, «Мир», «Пятый канал», «Москва 24», «360», «Спас». მოლდოვის განმარტებით, ამ რესურსებს მოლდოვის წინააღმდეგ საინფორმაციო ომში იყენებენ. მიმდინარე წლის სექტემბერში რუსი პროპაგანდისტი და Sputnik მოლდოვის ხელმძღვანელი ვიტალი დენისოვი მოლდოვიდან მიმდინარე წლის სექტემბერში გააძევეს. როგორც მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, დენისოვის გაძევების გადაწყვეტილება მიღებულია ქვეყნის შიდა საქმეებში მისი ჩარევის გამო. „რუსეთის 56 წლის მოქალაქე, მიგრაციის გენერალური ინსპექციის მიერ გამოცემული აქტით, მოლდოვის რესპუბლიკაში ათი წლის ვადით გამოცხადდა პერსონა ნონ გრატად, პროცედურების მიხედვით, პირი გააძევეს მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიიდან,“ - განაცხადეს დეპარტამენტში. მოლდოვამ რუსეთის საელჩოს 60-მდე თანამშრომელი გააძევა
პაპუაშვილი ე.წ. 3+3 პლატფორმაზე: საქართველოს პირობები ცნობილია და ეს არის ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას გამორიცხა ე.წ. 3+3 ფორმატში მონაწილეობა. შალა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს პირობები ცნობილია და ეს არის ტერიტორიების დეოკუპაცია. მისი თქმით, ფორმატში, სადაც წარმოდგენილია ის ქვეყანა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, რა თქმა უნდა, ჩვენი მონაწილეობა გამორიცხულია. „პირველი ნაბიჯია - საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია. პირველი შემთხვევა არ არის, როცა რუსეთის მხრიდან ასეთი განცხადება გვესმის. ჩვენი პოზიცია მათთვისაც ცხადია. სიმბოლიზმები და რიცხვების დასახელება მხოლოდ გამაღიზიანებელი შეიძლება იყოს ცალკეული ჯგუფებისთვის. ჩვენ ამას მშვიდად ვუდგებით იმ მხრივ, რომ ჩვენი პირობები ცნობილია და ეს არის საქართველოს დეოკუპაცია,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. რუსეთი და ირანი კვლავ იმედოვნებენ, რომ საქართველო ე.წ. 3+3 ფორმატს შეუერთდება
ოლივერ ვარჰეი: საქართველო ევროკავშირის ოჯახს მიეკუთვნება და ყველა მხარდაჭერას მიიღებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ საქართველო ევროკავშირის ოჯახს მიეკუთვნება და ყველა მხარდაჭერას მიიღებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. „კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. შევაფასეთ 12 ძირითადი პრიორიტეტის შესრულებისთვის საქართველოს ბოლოდროინდელი ძალისხმევა, რაც აისახება გაფართოების ანგარიშში. ქვეყნის ძალისხმევა კარგად იქნა მიღებული. საქართველო ევროკავშირის ოჯახს მიეკუთვნება და ყველა მხარდაჭერას მიიღებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე," - წერს ოლივერ ვარჰეი. პრემიერ-მინისტი ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა
თბილისში, პარლამენტის შენობასთან აქცია - “სოლიდარობა ირაკლი ბებუას“ იმართება
ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქის, ირაკლი ბებუას მხარდასაჭერად, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ აქცია მიმდინარეობს. აქციაზე იმყოფება ირაკლი ბებუას ბიძაშვილი თამუნა ბებუა. მან რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ მოთხოვნა არის უცვლელი, ირაკლის სასწრაფოდ გათავისუფლება და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა. „როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, მოლაპარაკებები მიმდინარეობს მუდმივ რეჟიმში, თუმცა მან რაღაც შედეგამდე უნდა მივყავდეთ. ოჯახი შედეგებს ვერ ხედავს. შესაბამისად, განცდა გვაქვს, რომ რეალური ნაბიჯები არ იდგმება," - განა თამუნა ბებუამ და აღნიშნა, რომ დაახლოებით ორი თვის წინ ტელეფონით ელაპარაკნენ ირაკლი ბებუას. შემდეგ კი, საკუთარი წყაროებიდან გაიგეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ. ირაკლი კობახიძე: ირაკლი ბებუას გათავისუფლებისთვის ყველაფერი კეთდება, მაგრამ საკითხი არის რთული
ლიეტუვის საგარეო უწყებამ რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული გამოიძახა
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამშაბათს რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული ალექსანდრე ელკინი დაიბარა და რუსეთის ქალაქ ვლადიმირში ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელის, არქიეპისკოპოსის მეჩისლოვას რეინისის მემორიალური დაფის განადგურება გააპროტესტა. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ რუსეთში სტალინური ტოტალიტარული რეჟიმის მსხვერპლთა პატივსაცემი ძეგლების ნგრევა პირველი შემთხვევა არ არის, რაც სხვა არაფერია თუ არა ისტორიული სიმართლისა და მსხვერპლთა ხსოვნის უგულებელყოფა. ლიეტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, აღადგინონ დანგრეული ძეგლები.
სახელმწიფო დეპარტამენტმა გაერთიანებული სამეფოს, ფინეთისა და ლიეტუვისთვის იარაღის პოტენციური მიყიდვა დაამტკიცა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაერთიანებულ სამეფოს, ფინეთისა და ლიეტუვისთვის იარაღის პოტენციური მიყიდვა დაამტკიცა. კერძოდ, სახელმწიფო დეპარტამენტმა მხარი დაუჭირა გაერთიანებული სამეფოსთვის 957,4 მილიონი დოლარის ღირებულების “მიწა-ჰაერის“ კლასის რაკეტების პოტენციურ მიყიდვას. დეპარტამენტმა ასევე დაამტკიცა ფინეთისთვის 500 მილიონი დოლარის ღირებულების 150 მოწინავე ანტირადიაციული მართვადი რაკეტის პოტენციური მიყიდვა. ასევე სახელმწიფო დეპარტამენტმა დაამტკიცა 36 მოწინავე საშუალო დიაპაზონის “ჰაერი-ჰაერის“ კლასის რაკეტის პოტენციური მიყიდვა ლიეტუვისთვის.
გერმანია უკრაინისთვის 1,4 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტს ამზადებს - შოლცი
სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, გერმანიამ უკრაინას თითქმის 24 მილიარდი ევროს დახმარება გაუწია. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბერლინში მე-6 გერმანულ-უკრაინის ეკონომიკური ფორუმის გახსნაზე განაცხადა, იუწყება Ukrinform-ი. ამ მაჩვენებლის მიხედვით, გერმანია უკრაინისთვის მხარდამჭერებს შორის ამერიკის შემდეგ მეორეა. მისი თქმით, ახალი პაკეტის მიზანია ზამთრის პირობებში ე.წ. „დამცავი ფარის“ შექმნა, რადგან რუსეთი აგრძელებს კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვას. შოლცის ინფორმაციით, პაკეტი მოიცავს Patriot-ის, Iris-T6-ისა და Gepard-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა იარაღს.
სომხეთმა რუსეთის ელჩი გამოიძახა
სომხეთმა პროტესტის ნიშნად რუსეთის ელჩი გამოიძახა. საქმე ეხება სომხეთის ოფიციალური პირების მიმართ „შეურაცხმყოფელი გამონათქვამებს“ რომლებიც რუსეთის ტელევიზიის ეთერში გავიდა. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 24 ოქტომბრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მან პროტესტი გამოხატა რუსეთის სახელმწიფო „პირველ არხზე, გასული გადაცემის გამო, რომელშიც სომხეთის მაღალი რანგის ოფიციალური პირების მიმართ შეურაცხმყოფელი და სრულიად მიუღებელი გამონათქვამები“ გაისმა. გადაცემის დასახელება განცხადებაში არ არის დაზუსტებული, მაგრამ 23 ოქტომბერს, რუსეთის „პირველი არხის“ ეთერში გავიდა გადაცემა, რომელშიც სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი გააკრიტიკეს აზერბაიჯანთან „კონფლიქტის წარმართვის და დასავლეთთან დაახლოებისკენ სწრაფვის გამო.“
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაეროს გენმდივანთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელი კოენმა გაეროს გენერალურ მდივანთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა. ამის შესახებ კოენმა სოციალურ ქსელში დაწერა.„მე არ შევხვდები გაეროს გენერალურ მდივანს. 7 ოქტომბრის მასობრივი ხოცვის შემდეგ, დაბალანსებული მიდგომის ადგილი არ არის. „ჰამასი“ უნდა განადგურდეს,“ – წერს კოენი. გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩართო ჩანაწერი, სადაც მისი თქმით, „ჰამასის“ ტერორისტი მშობლებს ეუბნება, რომ ამაყია ათი ებრაელის მკვლელობის გამო. „ბატონო გენერალურო მდივანო, ეს არის მსოფლიო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ,“ – მიმართა კოენმა გუტერეშს.ისრაელის მხრიდან მწვავე კრიტიკა გუტიერეშის განცხადებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, „ჰამასის“ თავდასხმები არ მომხდარა ვაკუუმში, პალესტინელი ხალხი 56-წლიან მგუდავ ოკუპაციას ექვემდებარება.
ბლინკენი გაეროს: აშშ-ს არ სურს ომი ირანთან, მაგრამ თავს დაიცავს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა 24 ოქტომბერს გაეროს უშიშროების საბჭოში განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ ესწრაფვის ირანთან კონფლიქტს, მაგრამ ბლინკენი გაფრთხილებით გამოვიდა, რომ აშშ იმოქმედებს სწრაფად და გადამწყვეტად, თუ ირანი და მისი მარიონეტები აშშ-ის პერსონალს სადმე თავს დაესხმებიან. ბლინკენმა საბჭოს ყველა წევრს მოუწოდა, სიგნალი გაუგზავნონ ყველა სახელმწიფოს და არასახელმწიფო სუბიექტს, რომლებიც განიხილავენ კიდევ ერთი ფრონტის გახსნის შესაძლებლობას, არ დაასხან „ცეცხლს ნავთი.“ აშშ-ს არ სურს ირანთან კონფლიქტი. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს ომი გაფართოვდეს, მაგრამ თუ ირანი ან მისი მარიონეტები სადმე თავს დაესხმებიან აშშ-ის წარმომადგენლებს, არ შეცდეთ, ჩვენ დავიცავთ ჩვენს ხალხს, დავიცავთ ჩვენს უსაფრთხოებას სწრაფად და გადამწყვეტად. მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, გაუგზავნონ მტკიცე, ერთიანი გზავნილი ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც განიხილავს ამ კონფლიქტში კიდევ ერთი ფრონტის გახსნას ისრაელის წინააღმდეგ ან ვინც შესაძლოა, დაუმიზნოს ისრაელის პარტნიორებს, მათ შორის აშშ-ს, ნუ გააკეთებთ ამას, ცეცხლზე ნავთი არ დაასხათ,“ – განაცხადა ბლინკენმა.
პენტაგონმა ახლო აღმოსავლეთში F-16-ების ესკადრილია გაგზავნა
ისრაელის და „ჰამასის“ ომით გამოწვეული ესკალაციის ფონზე, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაგზავნილი ესკადრილია ჩავიდა. თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა პატრიკ რაიდერმა 24 ოქტომბერს განაცხადა, რომ F-16 ტიპის თვითმფრინავებისგან ჩათვლით, სამხედრო-საჰაერო ძალების ეროვნული გვარდიის 119-ე საექსპედიციო გამანადგურებელი რაზმი უკვე იმყოფება შეერთებული შტატების არმიის ცენტრალური სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში. პენტაგონი ესკადრილიის დისლოკაციის კონკრეტულ ადგილს არ ასახელებს. რაიდერის თანახმად, ესკადრილია რეგიონში გაგზავნილ სხვა ძალებთან ერთად უზრუნველყოფს იქ მყოფი ამერიკელი სამხედროების თავდაცვის გაძლიერებას. პენტაგონის პრესმდივნის ინფორმაციით, 7 ოქტომბრიდან, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფებებმა ერაყსა და სირიაში ანტიტერორისტული მისიით მყოფ ამერიკელ სამხედროებზე ათზე მეტი თავდასხმა განახორციელეს.
ისრაელმა გაეროს გენერალურ მდივანს გადადგომისკენ მოუწოდა
ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, გილად ერდანმა ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში „ჰამასისადმი“ თანაგრძნობაში დაადანაშაულა. ელჩის მწვავე რეაქცია გაეროს გენერალური მდივნის პოზიციას მოჰყვა. გუტერეშმა ისრაელზე თავდასხმის წინაპირობად მრავალწლიანი ოკუპაცია მიიჩნია. ერდანმა გუტერეშს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გადადგეს. ისრაელის ელჩის თანახმად, აზრი არ აქვს ლაპარაკს მათთან, ვინც თანაუგრძნობს ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ სისასტიკეს. გილად ერდანმა სოციალურ ქსელ X-ში(ყოფილი Twitter-ი) დაწერა, რომ გაეროს არ უნდა ხელმძღვანელობდეს გენერალური მდივანი, რომელიც გაგებით ეკიდება ბავშვების, ქალების და მოხუცების მასობრივ მკვლელობას. თავის მხრივ, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ლიორ ჰაიატმა BBC-ს განუცხადა, რომ გაეროს ხელმძღვანელის სიტყვით გამოსვლა „ჰამასის“ ტერორისტების სისასტიკესთან დაკავშირებით ცარიელი სიტყვების მხოლოდ ერთ წუთს მოიცავდა და ტერორიზმს ამართლებდა. „იმის ნაცვლად, რომ გამოვიდეს გზავნილით : „აღარასდროს“, ის რეალურად ეუბნება ტერორისტებს: „თქვენ გაქვთ ამის უფლება, ჩვენ ვიღებთ თქვენს სასტიკ ტერორიზმს, რადგან ისრაელი დამნაშავეა,“ - განაცხადა ჰაიატმა. 24 ოქტომბერს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას, გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის" თავდასხმა ცარიელ ადგილზე, „ვაკუუმში არ მომხდარა“, რადგან პალესტინელ ხალხს 56 წელია ოკუპაცია ახრჩობს და ძალადობას განიცდის. ამასთან, გუტერეშმა თქვა, რომ პალესტინელების უკმაყოფილება ვერ გაამართლებს „ჰამასის“ სასტიკ თავდასხმას, თუმცა, ამის გამო, პალესტინელი ხალხი კოლექტიურად არ უნდა დაისაჯოს. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა. 22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს.
ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ იმუშავებს ჩინეთთან, რათა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გავრცელება თავიდან აიცილოს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გაეროს უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ აშშ იმუშავებს ჩინეთის უმაღლეს დიპლომატთან, ვან ისთან, რათა თავიდან აიცილოს კონფლიქტის გავრცელება ახლო აღმოსავლეთში. ბლინკენმა 15-წევრიან საბჭოს მოუწოდა, დაეხმარონ კონფლიქტის შეკავებას, 7 ოქტომბერს ისრაელზე “ჰამასის“ თავდასხმების შემდეგ მზარდი დაძაბულობის ფონზე. „ამ საბჭოს წევრებს და განსაკუთრებით მუდმივ წევრებს აქვთ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რათა თავიდან აიცილონ ამ კონფლიქტის გავრცელება. მოუთმენლად ველი მუშაობის გაგრძელებას ჩემს კოლეგასთან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ზუსტად ამის გასაკეთებლად,“ - განაცხადა ბლინკენმა გაეროს უშიშროების საბჭოზე. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი ვაშინგტონს ეწვევა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა. 22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს.
გუტერეშის კომენტარების შემდეგ, ისრაელი გაეროს ოფიციალური პირებისთვის ვიზებს აღარ გასცემს
გაეროში ისრაელის ელჩი, გილად ერდანი აცხადებს, რომ ქვეყანა, ისრაელი-ჰამასის კონფლიქტის შესახებ ანტონიო გუტერეშის განცხადების გამო, უარს იტყვის გაეროს ოფიციალური პირებისთვის ვიზების გაცემაზე. „მისი კომენტარების გამო, ჩვენ უარს ვიტყვით გაეროს წარმომადგენლებისთვის ვიზების გაცემაზე. უკვე უარი ვუთხარით ვიზაზე გენერალური მდივნის მოადგილეს ჰუმანიტარულ საკითხებში მარტინ გრიფიტსს, დადგა დრო, რომ მათ გაკვეთილი ვასწავლოთ,“ - განაცხადა ერდანმა. მანამდე, ისრაელმა გაეროს გენერალურ მდივანს გადადგომისკენ მოუწოდა. ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, გილად ერდანმა ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში „ჰამასისადმი“ თანაგრძნობაში დაადანაშაულა. ელჩის მწვავე რეაქცია გაეროს გენერალური მდივნის პოზიციას მოჰყვა. გუტერეშმა ისრაელზე თავდასხმის წინაპირობად მრავალწლიანი ოკუპაცია მიიჩნია. ერდანმა გუტერეშს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გადადგეს. ისრაელის ელჩის თანახმად, აზრი არ აქვს ლაპარაკს მათთან, ვინც თანაუგრძნობს ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ სისასტიკეს. გილად ერდანმა სოციალურ ქსელ X-ში(ყოფილი Twitter-ი) დაწერა, რომ გაეროს არ უნდა ხელმძღვანელობდეს გენერალური მდივანი, რომელიც გაგებით ეკიდება ბავშვების, ქალების და მოხუცების მასობრივ მკვლელობას. თავის მხრივ, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ლიორ ჰაიატმა BBC-ს განუცხადა, რომ გაეროს ხელმძღვანელის სიტყვით გამოსვლა „ჰამასის“ ტერორისტების სისასტიკესთან დაკავშირებით ცარიელი სიტყვების მხოლოდ ერთ წუთს მოიცავდა და ტერორიზმს ამართლებდა. „იმის ნაცვლად, რომ გამოვიდეს გზავნილით : „აღარასდროს“, ის რეალურად ეუბნება ტერორისტებს: „თქვენ გაქვთ ამის უფლება, ჩვენ ვიღებთ თქვენს სასტიკ ტერორიზმს, რადგან ისრაელი დამნაშავეა,“ - განაცხადა ჰაიატმა. 24 ოქტომბერს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას, გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის" თავდასხმა ცარიელ ადგილზე, „ვაკუუმში არ მომხდარა“, რადგან პალესტინელ ხალხს 56 წელია ოკუპაცია ახრჩობს და ძალადობას განიცდის. ამასთან, გუტერეშმა თქვა, რომ პალესტინელების უკმაყოფილება ვერ გაამართლებს „ჰამასის“ სასტიკ თავდასხმას, თუმცა, ამის გამო, პალესტინელი ხალხი კოლექტიურად არ უნდა დაისაჯოს. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა. 22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს.
ავსტრალია ახლო აღმოსავლეთში ჯარისკაცებსა და თვითმფრინავებს აგზავნის
ავსტრალია ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ყოფნას აძლიერებს. ავსტრალია ახლო აღმოსავლეთში საკუთარი მოქალაქეების დასაცავად ჯარისკაცებსა და თვითმფრინავებს აგზავნის. ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა, რიჩარდ მარლსმა განაცხადა, რომ ორი სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი და ჯარისკაცები ახლო აღმოსავლეთში მცხოვრებ ავსტრალიის მოქალაქეებს დაიცავენ. „თუ კრიზისი კიდევ უფრო მეტად გაუარესდება, მიზანი ახლო აღმოსავლეთში მყოფი ავსტრალიელების მხარდაჭერაა,“ - განაცხადა რიჩარდ მარლსმა. ავსტრალიის თავდაცვის მინისტრს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ ქვეყნებში გაგზავნის ჯარისკაცებს. რიჩარდ მარლსმა CNN-ს განუცხადა, რომ მთავრობამ რეგიონში დამატებითი ორი სამხედრო თვითმფრინავი გაგზავნა, შედეგად ჯამში სამი სამხედრო თვითმფრინავი ჰყავს განთავსებული.
სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ითანამშრომლოს აშშ-სთან გლობალურ გამოწვევებზე რეაგირებისთვის
ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის განცხადებით, ჩინეთი მზადაა, ითანამშრომლოს შეერთებულ შტატებთან, რათა ორივე მხარემ მართოს თავიანთ უთანხმოებები და ერთად იმუშაონ გლობალურ გამოწვევებზე რეაგირებისთვის. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. „შეძლებენ თუ არა შეერთებული შტატები და ჩინეთი, დაამყარონ ურთიერთობის სწორი გზა, გადამწყვეტი იქნება მსოფლიოსთვის,“ - აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა. ჩინეთის პრეზიდენტის თქმით, საჭიროა უფრო სტაბილური ორმხრივი კავშირები, რომელიც, უნდა აშენდეს "ურთიერთპატივისცემის, მშვიდობიანი თანაარსებობისა და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის" პრინციპებზე. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი ვაშინგტონს ეწვევა. ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ იმუშავებს ჩინეთთან, რათა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გავრცელება თავიდან აიცილოს
ბორელი: ვერ დავუშვებთ, პუტინმა მარიონეტული მთავრობა დააყენოს კიევში
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ბრიუსელი მიუღებლად მიიჩნევს უკრაინის კაპიტულაციას ვლადიმერ პუტინის რეჟიმის წინაშე. ბორელის თქმით, უკრიანელები დამოუკიდებლად ვერ დაიცავენ თავს და მათ სჭირდებათ ევროპული დახმარება. „ჩვენ არ შეგვიძლია, პუტინს უფლება მივცეთ, დააყენოს მარიონეტული მთავრობა კიევში და განათავსოს რუსული არმია პოლონეთის საზღვარზე,“ - განაცხადა ბორელმა. მანვე აღნიშნა, რომ პუტინი ალბათ ორჯერ დაფიქრდებოდა უკრაინაში შეჭრაზე, რომ სცოდნოდა, როგორ დაუჭერდნენ მხარს კიევს ევროკავშირი და სხვა ქვეყნები. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე
ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა უკრაინისა და მოლდოვის დეპუტატებს დამკვირვებლის სტატუსს სთავაზობს
ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა მიიჩნევს, რომ უკრაინისა და მოლდოვის დეპუტატები, მათი ქვეყნების ევროკავშირში ოფიციალურ გაწევრიანებამდე, შეიძლება, ევროპარლამენტში დამკვირვებლების სტატუსით იყვნენ წარმოდგენილნი. ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს. „ჩვენ შეგვიძლია, კიდევ უფრო შორს წავიდეთ და ევროპარლამენტში დამკვირვებელი დეპუტატები ჩავრთოთ - მსგავს ჟესტებს, ამ ქვეყნების საზოგადოებებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს,“ - განაცხადა მეცოლამ. ის ამ საკითხზე ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრებს გამართავს. Reuters: ევროკომისია უკრაინას დადებით რეკომენდაციას მისცემს დამატებითი პირობებით, საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის
ევროკავშირმა გაზის მარაგი 98.6%-ით შეავსო
ევროკავშირმა გაზის მთლიანი მარაგი 98.6%-ით შეავსო, რაც ისტორიული მაქსიმუმია. ამას ევროპის გაზის ინფრასტრუქტურის მონაცემები ადასტურებს. ევროპულმა ქვეყნებმა გათბობის სეზონისთვის მიწისქვეშა საცავები 90%-მდე შეავსეს - ეს აგვისტოს მონაცემებია, როდესაც ევროკომისია მსგავს მაჩვენებლებს მხოლოდ ნოემბრისთვის ელოდა. ევროკავშირმა გაზის საცავების 90% შეავსო - ლაიენი