ძებნის რეზულტატი:
ელჩი: ისრაელიდან საქართველოში ბოლო 15 დღის განმავლობაში 15 000-ზე მეტი მოქალაქე ჩამოვიდა
საქართველოში ისრაელიდან ბოლო 15 დღის მანძილზე 15 000-ზე მეტი მოქალაქე ჩამოვიდა. ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა, რომ თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეისებს ისრაელის სამი კომპანია ასრულებს. „დღეიდან „ჯორჯიან ეარვეისი“ აღარ ახორციელებს პირდაპირ რეისებს, თუმცა დაამატა რეისები ლარნაკიდან თბილისის მიმართულებით. ყოველდღიურად არის ლარნაკიდან თბილისის მიმართულებით რეისები და გარდა ამისა, არის პირდაპირი რეისები, რომელსაც ახორციელებს ისრაელური კომპანიები - „ელალი“, „ისრეარი“ და „აირკია.“ აეროპორტის დაკეტვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია აბსოლუტურად უსაფუძვლოა. აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს, უბრალოდ მთელი რიგი საერთაშორისო ავიაკომპანიები, რომლებსაც სადაზღვევო კომპანიებმა საომარი მოქმედებების გამო შეუჩერეს დაზღვევა ვეღარ ახორციელებენ ფრენებს, თუმცა დღეს თბილისის მიმართულებით 2 ფრენა არის, ხოლო ლარნაკის მიმართულებით უკვე 10 რეისი განხორციელდა. ძირითადად ეს რეისები სავსე არ არის, ანუ მოთხოვნა შედარებით ნაკლებია, ვიდრე რეისები, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში გადავსებული იქნებოდა რეისები. ვისაც სურვილი აქვს ისრაელის დატოვების ტოვებს ისრაელს, ვისაც სურვილი აქვს რჩება. აქ პრობლემაა ისიც, რომ პრაქტიკულად 3 კვირაა სამუშაოები არ არის და ისინი ვინც ისრაელში სამუშაოდ არიან ჩამოსულები, სამი კვირა უმუშევრობა საკმაოდ აწვებათ კისერზე და ამიტომ ურჩევნიათ, რომ გაემგზავრონ, რადგან მათთვის არ არის ცნობილი როდის განახლდება სამუშაოები. მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები ვინც არის, 1500-მდეა მათი რიცხვი, ვინც ისრაელი დატოვა. ასევე არის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ბევრი მოქალაქე და მთლიანად საქართველოში ისრაელიდან ბოლო 15 დღის განმავლობაში 15 000-ზე მეტი მოქალაქე ჩამოვიდა. ყოველდღიურად ცხელი ხაზი მუშაობს და რეკავენ სხვადასხვა კითხვით, ძირითადად ნერვიულობდნენ იმ ინფორმაციაზე, რომელიც გავრცელდა, რომ საერთაშორისო აეროპორტი იკეტება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს მოქალაქეებთან ცხელი ხაზის მეშვეობით გვაქვს კონტაქტი. ჩვენ 2 დღის წინ ვესაუბრეთ ქალაქ აშკელონში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს რომლებიც იქ სამუშაოდ არიან, 112 ადამიანი არის რეგისტრირებული, უფრო მეტნი არიან, თუმცა 112 რეგისტრირებულია. ასევე, აშკელონში 13 ქართველი ექიმი მუშაობს და ისინი მუშაობენ ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში, საავადმყოფოში, რომელიც ყველაზე ახლოს არის ღაზის სექტორთან და დაჭრილები ძირითადად იმ საავადმყოფოში მიჰყავთ,“ - განაცხადა ელჩმა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა. 22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს.
ეგვიპტის განცხადებით, რამდენიმე მესაზღვრე მსუბუქად დაშავდა ისრაელის ტანკის შემთხვევითი გასროლის შედეგად
ეგვიპტელი მესაზღვრეები მსუბუქად დაშავდნენ მას შემდეგ, რაც ისრაელის ტანკმა შემთხვევით ეგვიპტის საგუშაგო კოშკს გაუხსნა ცეცხლი. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბოდიში მოიხადა. CNN-ის ცნობით, ეგვიპტის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ზოგიერთმა მესაზღვრემ მსუბუქი დაზიანებები მიიღო. „კვირას ღაზის სექტორში მიმდინარე შეტაკების დროს, ეგვიპტის სასაზღვრო საგუშაგო კოშკს შემთხვევით მოხვდა ისრაელის ტანკის ჭურვის ფრაგმენტები, რის შედეგადაც რამდენიმე მესაზღვრე დაშავდა,“ - განაცხადა ეგვიპტის შეიერაღებული ძალების სპიკერმა. მან ასევე განაცხადა, რომ ისრაელის მხარემ „დაუყოვნებლივ“ გამოხატა თავისი სინანული უნებლიე ინციდენტის გამო. ამასთან, ისრაელი მომხდარს იძიებს. ეგვიპტე ისრაელს და ღაზის სექტორს ესაზღვრება. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა. 22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს.
ისრაელის თავდაცვის ძალები განმარტავს, რა შემთხვევაში დასრულდება ომი
შიში ისრაელი-ჰამასის ომის გაფართოებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად გაიზარდა მას შემდეგ, რაც ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა სირიის ორ აეროპორტს და დასავლეთ სანაპიროზე მდებარე მეჩეთს დაარტყეს, რომელსაც, სავარაუდოდ, ბოევიკები იყენებდნენ. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ასევე განაცხადეს, რომ ღამით დარტყმა მიაყენეს ლიბანის ტერიტორიაზე მდებარე „ჰეზბოლას“ ობიექტებს. ამის შესახებ The Guardian-ი წერს. გადაიდო თუ არა ღაზაში სახმელეთო შეჭრა იმის გამო, რომ ისრაელს სურდა, მეტი დრო ჰქონოდა მძევლების ღაზიდან გასაყვანად და არის თუ არა შეჭრა გარდაუვალი. ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ჯონათან კონრიკუსმა მედიის შეკითხვებს უპასუხა. „ჩვენი მიზანია ჰამასის სამხედრო შესაძლებლობების სრული მოშლა“. თუ ეს შეიძლება, რომ გაკეთდეს ჰაერიდან, ჩვენს ჯარებზე ძალიან შეზღუდული ზემოქმედებითა და ადგილზე ნაკლები ზიანით, ეს შესანიშნავი იქნება. თუ „ჰამასი“ გამოვა თავისი სამალავებიდან, სადაც ისინი მალავენ მშვიდობიანი მოსახლეობას და დააბრუნებენ ჩვენს მძევლებს, 212-ვე მათგანს და უპირობოდ ჩაბარდებოდნენ, მაშინ ომი დასრულდება. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, ჩვენ ალბათ მოგვიწევს შესვლა და ამის გაკეთება,“ - განაცხადა ჯონათან კონრიკუსმა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა. 22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს.
შოლცი არალეგალური მიგრაციის კონტროლზე: უფრო ხშირად და სწრაფად უნდა მოვახდინოთ დეპორტაცია
როგორ აპირებს გერმანია არალეგალ მიგრანტთა რიცხვის შემცირებას? ამ შეკითხვას უპასუხა კანცლერმა ოლაფ შოლცმა Der Spiegel-თან ინტერვიუში. „ჩვენ ვზღუდავთ არარეგულარულ მიგრაციას გერმანიაში. ძალიან ბევრი ადამიანი მოდის. ამას ვაკეთებთ ზომების მთელი რიგი პაკეტის საშუალებით. საქართველოსა და მოლდოვის კლასიფიცირებას უსაფრთხო ქვეყნებად ვახდენთ. ორივეს სურს, გახდეს ევროკავშირის წევრი, შესაბამისად, არ არის მიზანშეწონილი ვივარაუდოთ, რომ ამ ქვეყნებში სისტემური შევიწროება ხდება. ვაძლიერებთ ევროპის გარე საზღვრების დაცვას, რათა უფრო ნაკლები ხალხი შემოვიდეს. ჩვენ შევთანხმდით ევროკავშირში სოლიდარობის ახალ მექანიზმზე: ლტოლვილები უნდა დარეგისტრირდნენ პირველ ქვეყანაში, სადაც შევლენ, გერმანიისკენ დიდ მასებად დაძვრის ნაცვლად, სანაცვლოდ, მათ სამართლიანად გადაანაწილებენ მთელ ევროპაში. იმედია, ევროპარლამენტი ამ მექანიზმს უახლოეს თვეებში დაამტკიცებს," - განაცხადა შოლცმა. ჟურნალისტმა კანცლერს ჰკითხა, უფრო კონკრეტულად რა მექანიზმის გამოყენებას აპირებს გერმანია არალეგალ მიგრანტთა რიცხვის შემცირების მიზნით. სხვადასხვა მექანიზმის განხილვის შემდეგ, შოლცმა დამაზუსტებელი შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, დეპორტაცია უფრო ხშირი და ჩქარი ტემპით უნდა დაიწყონ. მისი თქმით, გერმანიამ საზღვრებზე კონტროლი გაამკაცრა და სურს, ქვეყანაში წესების დარღვევით დარჩენის ფაქტები შეამციროს. კითხვას, ფიქრობს თუ არა, რომ ეს საკმარისი იქნება გერმანიაში ჩასული ადამიანების რაოდენობის საგრძნობლად შესამცირებლად, ოლაფ შოლცმა უპასუხა, რომ უნდა მოახდინონ მათი დეპორტაცია, ვისაც გერმანიაში დარჩენის უფლება არ აქვს და ეს პროცესი უნდა დაჩქარდეს. „როგორც ვთქვი, ეს შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ ზომების პაკეტით და მე ჯერ კიდევ არ მიხსენებია ერთი მნიშვნელოვანი რამ: ჩვენ საბოლოოდ, უნდა მოვახდინოთ მათი დეპორტაცია, ვისაც გერმანიაში დარჩენის უფლება არ აქვს. ისინი, ვინც სავარაუდოდ ვერ მიიღებენ გერმანიაში დარჩენის ნებართვას, რადგან მათ არ შეუძლიათ დაადასტურონ დაცვის საჭიროება, უნდა დაბრუნდნენ. პროცედურები უნდა დაჩქარდეს, თავშესაფრის განცხადებები და პირველადი გასაუბრება უნდა ჩატარდეს თავდაპირველ მიმღებ დაწესებულებაში. სასამართლო პროცესიც უნდა დაჩქარდეს. ზოგიერთ მიწაზე, დეპორტაციის საქმეებზე თავდაპირველი გადაწყვეტილებების მიღება ხდება ოთხი თვის შემდეგ, ხოლო ზოგში ამას 39 თვე სჭირდება. ეს მიუღებელია. ჩვენ უნდა განვახორციელოთ დეპორტაცია უფრო ხშირად და უფრო სწრაფად,“ - განაცხადა შოლცმა. გერმანიამ გერმანიამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად მიმდინარე წლის აგვისტოში აღიარა. გერმანიის შს მინისტრის თქმით, გერმანია საქართველოსთან მიგრაციის სფეროში შეთანხმების გაფორმებას გეგმავს
თეთრი სახლი: დასავლელი ლიდერები მხარს უჭერენ ისრაელს და მის უფლებას, დაიცვას თავი ტერორიზმისგან
აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, კანადის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერებმა ისრაელი-ჰამასის კონფლიქტსა და ღაზას სექტორში არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე ისაუბრეს. თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, კანცლერმა ოლაფ შოლცმა და პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ სატელეფონო საუბრის დროს კვლავ დაადასტურეს თავიანთი მხარდაჭერა ისრაელის და მისი უფლების მიმართ, დაიცვას თავი ტერორიზმისგან და ხაზი გაუსვეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვის, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის, აუცილებლობას. „ისინი მიესალმნენ ორი მძევლის გათავისუფლებას და მოუწოდეს დაუყონებლივ გაათავისუფლონ ყველა დარჩენილი მძევალი,“ - ნათქვამია განცხადებაში. ლიდერები მიესალმნენ ღაზაში ჰუმანიტარული ტვირთის შესვლას და განაცხადეს, რომ მზად არიან გააგრძელონ კოორდინაცია რეგიონში პარტნიორებთან, რათა უზრუნველყონ მოსახლეობის მუდმივი და უსაფრთხო წვდომა საკვებთან, წყალთან, სამედიცინო და სხვა დახმარებასთან, რომელიც საჭიროა ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. მანამდე ბაიდენმა ასევე სატელეფონო საუბარი გამართა ისრაელის პრემიერთან და რომის პაპთან.
საჰაერო ძალები: უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთს გაუნადგურეს გასული ღამის განმავლობაში გამოყენებული 14 დრონი და ერთი ფრთოსანი რაკეტა
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის განცხადებით, რუსეთს გაუნადგურეს გასული ღამის განმავლობაში გამოყენებული ყველა უპილოტო საფრენი აპარატი და რაკეტა. საჰაერო ძალების და ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, დრონებით თავდასხმის ძირითადი სამიზნე ოდესის ოლქი იყო. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის სამხრეთ, აღმოსავლეთ და ცენტრალურ რეგიონებზე თავდასხმებისთვის ოკუპირებული ყირიმიდან გაუშვეს 13 დრონი Shahed-136/131. გარდა ამისა, ჩრდილოეთიდან გამოყენებული იყო საავიაციო რაკეტა Х-59 და 1 დამრტყმელი დრონი, რომლის სახეობა ჯერჯერობით დაუდგენელია. უკრაინის საჰაერო ძალების თანახმად, არმიის სხვადასხვა ქვედანაყოფმა გაანადგურა 14 დრონი და ერთი რაკეტაც. ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროების მიერ განადგურებული ერთ-ერთი დრონის ნამსხვრევებმა ოდესის რაიონში დააზიანა საპორტო საწყობის სახურავი. არავინ დაშავებულა. კიპერის ცნობითვე, გასული ღამის განამავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოდესის ოლქში ჩამოაგდეს რუსეთის 9 უპილოტო საფრენი აპარატი.
ისრაელი აცხადებს, რომ ღაზის სექტორში 320-ზე მეტი ობიექტი დაბომბა
ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა, რომ გასული 24 საათის განმავლობაში, ღაზის სექტორში 320-ზე მეტ სამხედრო ობიექტზე მიიტანა იერიში. ისრაელის არმიის ინფორმაციით, მათ დაარტყეს „ტერორისტულ ობიექტებს“, მათ შორის გვირაბებს, სადაც „ჰამასის“ წარმომადგენლები იმალებოდნენ. ასევე, სამხედრო ბაზებს, სამეთვალყურეო პუნქტებს და ათეულობით ოპერატიულ სამეთაურო ცენტრს, სადაც „ჰამასის“ და კიდევ ერთი ექსტრემისტული დაჯგუფების, „ისლამური ჯიჰადის“ წევრები იმყოფებოდნენ. ისრაელის არმიის ცნობით, იერიში მიიტანეს სამიზნეებზეც, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ ღაზის სექტორთან მოსაზღვრე რაიონში მყოფ მის ძალებს. ღაზის სექტორის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ისრაელის მასირებული დაბომბვის შედეგად, ღაზის სექტორის ჩრდილოეთში დაიღუპა 17 ადამიანი, ხოლო ცენტრალურ ნაწილში - 10. სამინისტროს განცხადებით, დაიბომბა საცხოვრებელი სახლებიც. სხვა წყაროებით ეს ცნობები ჯერჯერობით არ დადასტურებულა. გასულ ღამით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამხედრო კაბინეტის და არმიის სარდლობის წარმომადგენელთა ოპერატიული თათბირი გამართა. სრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორში სამხედრო კამპანიას შესაძლოა, ერთი, ორი ან სამი თვე დასჭირდეს, მაგრამ საბოლოო შედეგი ის იქნება, რომ „ჰამასი“ აღარ იარსებებს.
სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერები, თბილისში საერთაშორისო ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას
სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები ნიკოლ ფაშინიანი და ალი ასადოვი აბრეშუმის გზის მეოთხე საერთაშორისო ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც თბილისში 26-27 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ ღონისძიების ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ბაქო მზადაა, ერევანთან მოლაპარაკებები საქართველოში გამართოს, მაგრამ ეს ასევე მოითხოვს სომხეთის თანხმობას. თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ თანახმაა და რომ სამშვიდობო შეთანხმება ხელს შეუწყობს გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას სამხრეთ კავკასიაში. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კომენტარი გააკეთა ალიევის წინადადებაზე, რომ საქართველო მოლაპარაკებების პლატფორმად განიხილონ. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ახლა, როცა ბრიუსელში შეხვედრის საკითხი განიხილება, სადაც, ფაქტობრივად, გარკვეული ჩარჩოებია, აზერბაიჯანი ცდილობს სხვა პლატფორმის შეთავაზებას და შესაძლოა, „სურს უკვე შეთანხმებული პრინციპების განეიტრალება.“ ცნობისთვის, ეკონომიკის სამინსიტროს ცნობით, 26 - 27 ოქტომბერს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მაღალ დონეზე ჩატარების უზრუნველსაყოფად სასტუმრო „ბილტმორში“ საორგანიზაციო შტაბი იმუშავებს. შტაბი დღეს მისმა ხელმძღვანელმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ გახსნა. მისი თქმით, ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელზეც მაღალი ინტერესია როგორც სამთავრობო, ისე ბიზნესსექტორიდან და შესაბამისად, ასევე მნიშვნელოვანია მისი მაღალ დონეზე ჩატარება. „აბრეშუმის გზის ფორუმი“ არის მნიშვნელობით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება. ჩვენ ველოდებით სხვადასხვა ქვეყნიდან მაღალი დონის სტუმრებს, მათ შორის, რეგიონიდან - პრემიერ-მინისტრების დონეზე, ასევე ევროპის და აზიის ქვეყნებიდან. მნიშვნელოვანია, რომ ფორუმის ფარგლებში განვიხილავთ ისეთი მნიშვნელობის საკითხებს, როგორიცაა ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტურიზმი, ტრანსპორტი, ასევე ფინტეკი, რომელიც ახალი თემატიკაა და ჩვენ წლევანდელ ფორუმს დავამატეთ,“ - განაცხადა გენადი არველაძემ. თბილისში „აბრეშუმის გზის ფორუმი“ უკვე მეოთხედ იმართება - ის საერთაშორისო ბრენდად და წარმომადგენლობით პოლიტიკურ-ეკონომიკურ პლატფორმად ჩამოყალიბდა. ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, წელს ფორუმს სტუმრების უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობა დაესწრება - 60-მდე ქვეყნის 2000-მდე დელეგატი როგორც სამთავრობო, ისე კერძო სექტორიდან. ფორუმს გახსნიან საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, მონტენეგროს პრემიერ-მინისტრები და აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი. „ფორუმის მონაწილეები განიხილავენ გლობალურ ეკონომიკურ გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებს და დაკავშირებადობის მიმართულებით თანამშრომლობის ასპექტებსა და პერსპექტივებს. ღონისძიების ფარგლებში ათი სესია გაიმართება: ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, ციფრული და ფინანსური ტექნოლოგიების საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ მოდერატორები იქნებიან BBC-ის, Bloomberg-ის, DW -ს წამყვანი ჟურნალისტები. ფორუმის მეორე დღე კი, საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვას და ორმხრივ შეხვედრებს (B2B) დაეთმობა. საორგანიზაციო შტაბი ფორუმის დასრულებამდე ყოველდღიურად, სრული დატვირთვით იმუშავებს,“ - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
ბრიტანული დაზვერვა განმარტავს, რაზეა გათვლილი პუტინის განცხადება შავ ზღვაში პატრულირების შესახებ
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებას შავ ზღვაში პატრულირების დაწყების შესახებ, სამხედრო ძალის დემონსტრირებად მიიჩნევს. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების ავიაგამანდგურებლები შავი ზღვის ნეიტრალურ ზონაში საჰაერო სივრცის მუდმივ პატრულირებას დაიწყებენ. მან პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ავიაგამანადგურებლები შეიარაღებული იქნებიან „კინჟალის„ ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტებით. „ეს განცხადება შეესაბამება ტიპიურ რუსულ რიტორიკას და გათვლილია შიდა აუდიტორიაზე, რომელიც დასავლეთს აგრესორს უწოდებს და რუსეთის ქმედებებს სახელმწიფოს დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად წარმოაჩენს,“ - ნათქვამია მიმოხილვაში. მისივე თანახმად, „კინჟალები“ ფაქტობრივად ჯერ კიდევ ოპერატიული ტესტირების ეტაპზე არიან და მათი ეფექტიანობა უკრაინაში ჯერჯერობით დაბალია. უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა, რომ პუტინის განცხადება სავარაუდოდ, დაძაბულობის გაზრდას ისახავს მიზნად, მაგრამ ძირეულად არაფერს ცვლის. ამასთან, სპიკერის თქმით, პუტინის განცხადება შესაძლოა, NATO-ს ქვეყნებისკენ იყოს მიმართული. პუტინის თქმით, რუსეთი თვითმფრინავებით შავი ზღვის საჰაერო სივრცის ნეიტრალური ზონის პატრულირებას იწყებს შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალშვი შეიჭრა და დღემდე აგრძელემს ომს. ამ ფონზე მაღალი რისკის ზონაა შავი ზღვა. სახელმწიფო დეპარტამენტმა შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის შესახებ ანგარიში კონგრესს წარუდგინა NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეფასებით, „რუსეთს ეკისრება სრულ პასუხისმგებლობას შავი ზღვის რეგიონში მის სახიფათო და ესკალაციურ ქმედებებზე. ამასთან, რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საკვების იარაღად გამოყენება. „რუსეთის ქმედებები ასევე ქმნის მნიშვნელოვან რისკებს შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობისთვის, რომელსაც NATO-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მოკავშირეები აძლიერებენ უკრაინის მხარდაჭერას. მზად ვართ, დავიცვათ მოკავშირეთა ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი ყოველგვარი აგრესიისგან,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა. NATO და მოკავშირეები აძლიერებენ მჭიდრო მონიტორინგსა და მეთვალყურეობას შავი ზღვის რეგიონში, მათ შორის საპატრულო და უპილოტო თვითმფრინავებით. „გასული წლიდან, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის საპასუხოდ, NATO-მ მნიშვნელოვნად გაზარდა თავისი ყოფნა რეგიონში, მათ შორის ორი ახალი მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფის მეშვეობით ბულგარეთსა და რუმინეთში,“ - ნათქვამი იყო ალიანსის მიერ ივლისში გავრცელებულ ინფორმაციაში. ინფორმაციისთვის, შავი ზღვის რეგიონი მოიცავს NATO-ს სამ წევრს. უკრაინა და საქართველო კი ალიანსის ახლო პარტნიორები არიან. აშშ შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის შემუშავების ეტაპზეა. NATO კი შავი ზღვის თავზე დაზვერვას აძლიერებს, მათ შორის - საპატრულო თვითმფრინავებითა და დრონებით.
საქსტატის ცნობით, თბილისში უძრავი ქონება გაძვირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 5.5%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 15.6% შეადგინა. საქსტატის ცნობით, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით, ინდექსი 35.9%-ით არის გაზრდილი. დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების, ანუ ბინების, ისე კერძო სახლების სეგმენტებს. უწყების ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში – 5.2%-ით, ისე კერძო სახლების სეგმენტში – 6.2%-ით. ერთი კვადრატული მეტრის ფასი ბინების სეგმენტში ყველაზე ძვირი მთაწმინდის რაიონში ღირს და 5 314 ლარს შეადგენს, შემდეგ მოდის ვაკე, სადაც კვადრატული მეტრის ფასი 4 756 ლარს შეადგენს, მესამე ადგილზეა საბურთალო, სადაც ფასი 3 652 ლარს აღწევს. რაც შეეხება სახლებს, აქაც კვადრატული მეტრის ფასი ყველაზე მაღალი მთაწმინდაზეა – 4 049 ლარი, ვაკეში – 3 511 ლარი და საბურთალოს რაიონებში – 2 890 ლარი.
სერბეთის ვიცე-პრემიერი: ჩინურმა სამხედრო ტექნიკამ სერბეთის შეიარაღებული ძალები მნიშვნელოვნად გააძლიერა
სერბეთის ვიცე-პრემიერის განცხადებით, ჩინურმა სამხედრო ტექნიკამ სერბეთის შეიარაღებული ძალები მნიშვნელოვნად გააძლიერა. „სერბეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებში სამხედრო და ეკონომიკურ თანამშრომლობას გამოვყოფდი. ასევე, ეკონომიკურ თანამშრომლობას და უამრავ ინვესტიციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის,“ - განაცხადა ვიცეპრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა, მილოშ ვუჩევიჩმა ინტერვიუში. ცნობისთვის, ჩინეთისა და სერბეთის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ პეკინში, სინ ძინპინმა ქვეყნებს შორის ძლიერი სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და სერბეთის მიერ საკუთარი სუვერებულობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. თავის მხრივ, სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩევიჩის შეფასებით, ჩინური წარმოების FK-3-ის ტიპის საშუალო რადიუსის მოქმედების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები და CH-95 და CH-92A-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები, "უდავოდ" იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თავდაცვის სისტემა, რომელიც სერბეთმა შეიძინა. სერბეთმა ჩინეთისგან 2019 წელს შეიძინა FK-3 ტიპის სახმელეთო და საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომელიც რუსული S-300 სა და ამერიკული Patriot-ის მსგავსია. ამ ფონზე სერბეთსა და კოსოვოს შორის ურთიერთობებში დაძაბულობა გამწვავდა. ვუჩევიჩმა განაცხადა, რომ სერბეთი გააძლიერებს თავის შესაძლებლობებს დამოუკიდებლობის დასაცავად, მაგრამ მას არ დაუზუსტებია, შეიძენს თუ არა ჩინურ სამხედრო აღჭურვილობას.
ირანის "მორალის პოლიციას" მოზარდის სიკვდილში ადანაშაულებენ
ირანელ მოზარდ გოგოს, არმიტა გარავანდს, რომელსაც, სავარაუდოდ, მორალის პოლიცია გაუსწორდა ჰიჯაბის არქონის გამო, „ტვინის სიკვდილი“ დაუდგინდა. ირანის საინფორმაციო სააგენტო "ბორნას" მიერ 22 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, „16 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კეთილსაიმედო არ არის და მკურნალი სამედიცინო პერსონალის ძალისხმევის მიუხედავად, როგორც ჩანს, არმიტა გარავანდის ტვინის სიკვდილი დადასტურებულია“. მანამდე "ბორნა" წერდა, რომ გოგოს მდგომარეობაა დამძიმდა. უფლებადამცველები და ჟურნალისტები იუწყებოდნენ, რომ პირველ ოქტომბერს "მორალის პოლიცია" გარავანდს თეირანის ერთ-ერთ მეტროსადგურში შესვლისას გაუსწორდნა ჰიჯაბის არქონის გამო, რის შემდეგაც მეტროს ვაგონიდან გამოსულმა გარავანდიმ გონება დაკარგა. მანამდე ფაჯრის კლინიკის წყარომ რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს ანონიმურობის პირობით განუცხადა, რომ გარავანდს თავის ტვინში სისხლი ჩაექცა და ის კრიტიკულ მდგომარეობაშია. უფლებადამცველთა ჯგუფმა „ჰერგავმა“, რომელმაც პირველმა გაავრცელა ინციდენტის შესახებ ინფორმაცია, 5 ოქტომბერს განაცხადა, რომ არმიტას დედა შაჰინ აჰჯმადი ირანის უსაფრთხოების ძალებმა დააკავეს. ამასთან იუწყებიან, რონ ირანის ხელისუფლება ზეწოლას ახდენს იმ სკოლის მოსწავლეებზე, რომელშიც არმიტა გარავანდი სწავლობდა - რათა მათ მომხდარის შესახებ მედიასთან არ ილაპარაკონ. რადიო თავისუფლების ცნობით, სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი ტვიტერი) 5 ოქტომბერს ირანის მასწავლებელთა ასოციაციების საკოორდინაციო საბჭოს პოსტი გამოქვეყნდა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ თეირანის განათლების მთავარი სამმართველოს უსაფრთხოების უფროსი გარავანდის სკოლაში იმყოფებოდა და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს დაემუქრა, „არ გაავრცელონ ინფორმაცია მოსწავლის [გარავანდის] მდგომარეობის შესახებ“, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დიდი ოდენობით ჯარიმა დაეკისრებათ. ორ მეგობარს, რომლებიც არმიტასთან ერთად იმყოფებოდნენ ინციდენტის დროს, არათუ მომხდარის შესახებ საუბარს, საერთოდ ინციდენტის უარყოფას აიძულებენ, წერს რადიო თავისუფლების ირანული სამსახური „სანდო წყაროზე“ დაყრდნობით. ეს არ არის ირანში პირველი შემთხვევა, როდესაც თავსაბურავის არქონის გამო "მორალის პოლიცია" ქალებს უსწორდება. შარშამ თეირანში 22 წლის ქურთული წარმოშობის ირანელი ქალი მაჰსა ამინი გარდაიცვალა. მაჰსა ამინი ოჯახთან ერთად იყო თეირანში ჩასული. ის გარდაიცვალა საავადმყოფოში მას შემდეგ, რაც სამი დღით ადრე დააკავა ირანის „მორალის პოლიციამ“ ჩაცმულობის მკაცრი კოდექსის დარღვევის გამო, რომელიც ჰიჯაბის ან თავსაბურავის სავალდებულო ტარებას გულისხმობს. პოლიცია ირწმუნებოდა, რომ მაჰსა ამინი ჯანმრთელობის პრობლემების გამო გარდაიცვალა, ხოლო უფლებადამცველებისა და ნათესავების აზრით, მას დაკავების შემდეგ სცემეს.
ამერიკის ელჩი: თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან ძლიერ სტრატეგიულ თანამშრომლობას კიდევ უფრო გავაღრმავებთ
საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან ძლიერ სტრატეგიულ თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. ელჩის თქმით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოხატეს აშშ-ის აბსოლუტური მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. „საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ბურჭულაძესთან შესანიშნავი შეხვედრა მქონდა. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ აშშ-ის აბსოლუტური მხარდაჭერა ჩვენი ძალიან ძლიერი სამხედრო თანამშრომლობის მიმართ. განვიხილეთ გზები, როგორ შეიძლება, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. კიდევ ერთხელ გამოვხატეთ აშშ-ის აბსოლუტური მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ დიდი ხანია, ვართ საქართველოს უძლიერესი მხარდამჭერები ამ კუთხით. მინისტრთან შეხვედრაზე აღვნიშნე, რომ ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებ საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო პარტნიორებთან. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან ძლიერი სტრატეგიული თანამშრომლობა გვაქვს და აღნიშნულ თანამშრომლობის კიდევ უფრო გავაღრმავებთ,“ – განაცხადა რობინ დანიგანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოში აშშ-ის ახალდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს თავდაცვის უწყებაში უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრის დასაწყისში ხაზი გაესვა საქართველოსა და აშშ-ის 30-წლიან სტრატეგიულ პარტნიორობას. ყურადღება გამახვილდა ქართველი და ამერიკელი სამხედროების მხარდამხარ ბრძოლის გამოცდილებაზე საერთაშორისო ოპერაციებში. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერების ინიციატივის შესრულების პროცესზე, რომელიც ამერიკული მხარის მიერ დადებითად შეფასდა. აღინიშნა აშშ-საქართველოს მრავალეროვნული სწავლებების პოზიტიური დინამიკა, რაც ზრდის თავდაცვის ძალების პროფესიონალიზმსა და ურთიერთთავსებადობის დონეს. საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებსაც. თავდაცვის მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისა და ამერიკელი ხალხის მიმართ მადლიერება გამოხატა თავდაცვის ძალების მხარდაჭერის მიზნით გაწეული დახმარებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება.
საელჩო: საქართველოში საკვების უსაფრთხოების, წარმოებისა და ხარისხის გაუმჯობესებისთვის, აშშ $19-მილიონიან პროგრამას ახორციელებს
ამერიკის საელჩო, საქართველოში საკვების უსაფრთხოების, წარმოებისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული აქტივობების შესახებ იუწყება. საელჩოში აცხადებენ, რომ შტატები $19-მილიონიან პროგრამას ახორციელებს. „საქართველოში საკვების უსაფრთხოების, წარმოებისა და ხარისხის გაუმჯობესებისთვის შეერთებული შტატები აქტიურად თანამშრომლობს ქართველ პარტნიორებთან. ამ მიმართულებით 2019 წლიდან ვახორციელებთ $19-მილიონიან პროგრამას, რომლის ფარგლებშიც გასულ კვირას მესაქონლეობის გამოფენა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც მინისტრ შამუგიასთან ერთად ელჩმა დანიგანმა გახსნა, საზოგადოება გაეცნო საქართველოს რძისა და მესაქონლეობის ინსდუსტრიაში არსებულ განვითარებებს, ასევე, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ძალისხმევას ქვეყანაში საკვების უსაფრთხოების გაუმჯობესების კუთხით,“ - წერია ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბლინკენი: ირანის მხრიდან ესკალაციის ალბათობა არსებობს, ჩვენ ვიღებთ ზომებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ირანის მხრიდან შესაძლო ესკალაციის საფრთხეზე დასმულ შეკითხვას უპასუხა. „ჩვენ ვნახეთ თავდასხმები აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე, რეგიონის გარშემო მდებარე ჯარებზე. ღამით, პენტაგონმა განაცხადა, რომ რეალურად ზრდიდა ძალთა პოზიციებს რეგიონში. რამდენად შეშფოთებული ხართ იმით, რომ ირანი ცდილობს ამ ომის ესკალაციას?“ მიმართა ჟურნალისტმა ბლინკენს. „არსებობს ესკალაციის ალბათობა - ესკალაცია ირანელი მარიონეტების მიერ ჩვენი ძალების წინააღმდეგ, ჩვენი პერსონალის წინააღმდეგ. ჩვენ ვიღებთ ზომებს იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია, ეფექტიანად დავიცვათ ჩვენი ხალხი და საჭიროების შემთხვევაში გადამწყვეტად ვუპასუხოთ. ეს არ არის ის, რაც ჩვენ გვინდა და არ არის ის, რასაც ვეძებთ. ჩვენ არ გვინდა ესკალაცია,“ - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა. 22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს.
ირანში ორ ჟურნალისტს 6 და 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს - მათ სხვა ბრალდებებთან ერთად, “აშშ-სთან თანამშრომლობაში“ ადანაშაულებენ
ირანში სასამართლომ ორ ჟურნალისტს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „ორ ჟურნალისტს, ნილუფარ ჰამედის, რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია ამინის გარდაცვალების შესახებ, და ელაჰ მოჰამადის, რომელიც წერდა მისი დაკრძალვის შესახებ, მიესაჯათ შესაბამისად შვიდი და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა,“ იტყობინება სასამართლო სისტემის ახალი ამბების ვებგვერდი, Mizan. AP-ის თანახმად, ბრალდებებს შორის იყო აშშ-ის მთავრობასთან თანამშრომლობა, შეთქმულება სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ და სისტემის საწინააღმდეგო პროპაგანდა. ერთ წელზე მეტია, ორი ქალი ჟურნალისტი პატიმრობაში იმყოფებოდა მას შემდეგ, რაც მათ გასულ წელს მორალის პოლიციის მიერ დაკავებული ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილი გააშუქეს. ჟურნალისტები ბრალდებებს უარყოფენ. აშშ-ში მოქმედი „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის” განცხადებით კი, ჰამედისა და მოჰამადის გასამართლება, ირანის ხელისუფლების მხრიდან, ჟურნალისტიკის კრიმინალიზების მცდელობაა. მიმდინარე წლის მაისში გაერომ ორივე ჟურნალისტი პრესის თავისუფლების პრიზით დააჯილდოვა. გასულ წელს ირანში მასშტაბური საპროტესტო ტალღა 22 წლის სტუდენტის, მაჰსა ამინის სიკვდილმა გამოიწვია. ახალგაზრდა გოგო ირანის მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის საბაბით დააკავა. დაკავების შემდეგ, კომაში მყოფი ქალი 16 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ხელისუფლება ახალგაზრდის სიკვდილს ჯანმრთელობის პრობლემებით ხსნიდა, თუმცა მისი ოჯახი თვითმხილველებზე დაყრდნობით ამბობდა, რომ ქალს დაკავებისას სცემეს. ადგილობრივი უფლებადამცველი ჯგუფების ცნობით, დემონსტრაციების დროს ქვეყანაში 500-ზე მეტი პირი მოკლეს, დააკავეს ათასობით ადამიანი, მათგან ბევრს პატიმრობა მიუსაჯეს. 7 ადამიანი კი, დაკავების შემდეგ სიკვდილით დასაჯეს.
უკრაინამ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მორიგი ტრანში მიიღო
უკრაინამ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მეცხრე ტრანში, 1.5 მილიარდი ევრო მიიღო. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა. დენის შმიგალის თქმით, ამჟამად მთავრობა ევროკომისიასთან ერთად მუშაობს ახალ გრძელვადიან პროგრამაზე Ukraine Facility, რომლის საერთო მოცულობა 50 მილიარდი ევროა. „ზოგადად, 2023 წელს, ევროკავშირის საბიუჯეტო მხარდაჭერა უკვე შეადგენს 15 მილიარდ ევროს - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ეხმარება უკრაინას იყოს ეკონომიკურად ძლიერი და მდგრადი,“ - განაცხადა შმიგალმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპელი პარტნიორების მიმართ მადლიერია უკრაინისადმი მათი ურყევი სოლიდარობის გამო. „მომავალ წელს მათგან 18 მილიარდ ევროს ველით. მადლობელი ვარ ჩვენი ევროპელი პარტნიორების უკრაინის მიმართ ურყევი სოლიდარობისთვის," - აღნიშნა პრემიერმა.
ბიზნეს ასოციაციაში Wondernet Express Investment Group-ის გენერალური დირექტორის, მამუკა მურჯიკნელის თავმჯდომარეობით, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის ფარგლებში სექტორში არსებული გამოწვევები განიხილეს
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში Wondernet Express Investment Group-ის გენერალური დირექტორის, მამუკა მურჯიკნელის თავმჯდომარეობით, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის ფარგლებში სექტორში არსებული პრობლემები და გამოწვევები განიხილეს. “საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორის ე.წ. „შუა დერეფნის“ განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ამ პროცესში აქტიურად მონაწილე ბიზნეს სექტორის მოსაზრებების გათვალისწინება, რაც ხელს შეუწყობს, მოქნილი სისტემის შექმნას,“ - აცხადებს მამუკა მურჯიკნელი. თავის მხრივ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრმა კომპანიებმა ყურადღება გაამახვილეს იმ გამოწვევებზე, რომლებსაც ამჟამად აწყდებიან, მათ შორის, საუბარი შეეხო, საზღვრის კვეთის პროცედურებს, სატრანსპორტო და საბაჟო ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობის საკითხებს და ამ მიმართულებით საკადრო რესურსების ნაკლებობას, რაც თავის მხრივ, კონტეინერების მოცდენას და ზოგადად წარმოადგენს ლოგისტიკური ჯაჭვის შემაფერხებელ გარემოებას იწვევს. შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყვნენ, როგორც უშუალოდ სატრანსპორტო-ლოგისტიკური კომპანიები (საჰაერო, სახმელეთო, სარკინიგზო და საზღვაო) ასევე, საბანკო, ნავთობპროდუქტების, რითეილ და სხვა მომიჯნავე სექტორის წარმომადგენლები, რომელთაც საქონლისა და პროდუქტების ტრანსპორტირებასთან პირდაპირი შეხება აქვთ. დასაწყობების განმახორციელებელი ცენტრების მიერ ყურადღება გამახვილდა რეექსპორტის რეჟიმის განხორციელებასთან დაკავშირებულ სირთულეებზე და, ზოგადად, ექსპორტ - იმპორტის საკითხებზე. საუბარი შეეხო ღრმაწყლოვანი პორტის აშენებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, არაგაბარიტული ტვირთების გაცილებისა და გადაზიდვის ნებართვის საკითხებს.
ნანა შარიქაძემ კონსერვატორიის რექტორის პოსტი დატოვა
კონსერვატორიის რექტორმა ნანა შარიქაძემ, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, თანამდებობა დატოვა. ყოფილი რექტორი აჯამებს ბოლო 4 წელს და წერს, რომ კონსერვატორიაში რჩება, როგორც ლექტორი. შარიქაძე იმედოვნებს, რომ პროფესიულ საქმიანობას შეუფერხებლად გააგრძელებს. „დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, იყო ქვეყნის ერთადერთი კონსერვატორიის რექტორი, უმაღლესი სასწავლებლის, რომელსაც უდიდესი ტრადიციები გააჩნია. 4-წლიანი პასუხისმგებლობა დასრულდა - პერიოდი სავსე გამოწვევებით, არაპროგნოზირებადი სირთულეებით (განსაკუთრებით პანდემიის ჟამს), მაგრამ ასევე წარმატებებით და, რაც მთავარია, სიახლეებით, რომლებიც საგანმანათლებლო პროცესს აჯანსაღებდა, სტუდენტზე ორიენტირებულ გარემოდ გარდაქმნიდა და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან აახლოებდა," - წერს შარიქაძე. ის ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზეც საუბრობს და 2023 წლის 11 აპრილს "დახურულ კარს მიღმა" გამართულ შეხვედრას იხსენებს. „მახსენდება კულტურის სამინისტროში დახურულ კარს მიღმა შეხვედრა, რომლის მსგავსიც მხოლოდ არქივში მაქვს წაკითხული. მხედველობაში მაქვს 2023 წლის 11 აპრილი და მისი შემდგომი პერიოდი - ურთულესი პერსონალურად ჩემთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც ჩემთან ერთად ესწრებოდნენ იმ შეხვედრას და ალბათ იმათთვისაც, ვინც ამ ომში ბრმა იარაღად გამოიყენეს, ან თავიანთი სურვილით გამოაყენებინეს თავი. მჯერა, რომ მოვა დრო, როცა 11 აპრილის შეხვედრაზე მყოფნი იტყვიან, რომ იქ არ ყოფილან... და მაინც ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი ფასი იმ დღეს თქვენ გადაიხადეთ," - წერს შარიქაძე. მისივე შეფასებით, კონსერვატორიისთვის ავტონომიურობა და აკადემიური თავისუფლება ისევ გამოწვევად რჩება. „რეფორმა კი ნამდვილად გასატარებელია, ოღონდ სისტემაში და ურიგო არ იქნებოდა მისი კულტურის სამინისტროდან დაწყება," - ამბობს ის. 20 სექტემბერს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში „მინისტრის საათის ფორმატში” გამოსვლისას განაცხადა, რომ „თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რეფორმაა განსახორციელებელი”. მისივე შეფასებით, „კონსერვატორია დღეს ვერ ახერხებს სტუდენტებს მაღალი ხარისხის სახელოვნებო განათლება მიაწოდოს”. „თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რეფორმაა, ბატონებო და ქალბატონებო, განსახორციელებელი, ვინაიდან დღევანდელი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია უფრო მაღალი ხარისხის სახელოვნებო განათლებას უნდა აწვდიდეს ჩვენს სტუდენტებს, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ახერხებს,” - განაცხადა თეა წულუკიანმა. რაც შეეხება არჩევნების პროცედურის შეწყვეტას, სამინისტრო კულტურის აცხადებს, რომ საარჩევნო პროცესი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ხარვეზით მიმდინარეობდა. კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა 27 სექტემბერს სახელმწიფო კონსერვატორიასთან აქცია გამართეს.
რუსული ვაქცინის შემქმნელის თქმით, Sputnik V კოროვირუსის ახალი შტამებისგან არ იცავს
რუსული ვაქცინა Sputnik V კოროვირუსული ინფექციის ახალი შტამების გამო არაეფექტიანია. ამის შესახებ Gazeta.ru-სთან ინტერვიუში განაცხადა „გამალეის ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ალექსანდრ გინცბურგმა, რომელმაც შექმნა ვაქცინა. გინცბურგის თქმით, ცენტრი ახლა კლინიკურ კვლევებს ატარებს Sputnik V-ის იმ ვერსიაზე, რომელიც ადაპტირებულია კორონავირუსის შტამ „ომიკრონის“ ახალი ვარიანტის, „კრაკენისთვის“. გინცბურგის თქმით, Sputnik-ის იმ ვერსიამ, რომელიც 2020 წელს შეიქმნა, „უბრალოდ შეწყვიტა სრულად დაცვა“. ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, რომ COVID-19-ის პანდემია ჯერ კიდევ გრძელდება, ამიტომ საჭირო გახდა ვაქცინის ანტიგენური შემადგენლობის განახლება. ამასთან, მან აღიარა, რომ მომავალი წლის მარტისთვის, როდესაც მოსალოდნელია ახალი ვაქცინის სამოქალაქო მიმოქცევაში შესვლა, ის შეიძლება, აღარ იყოს აქტუალური, რადგან სავარაუდოდ, ახალი შტამები გაჩნდება. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვის კერძო კლინიკებში ვაქცინა Sputnik V პრაქტიკულად გაქრა. „გამალეის ცენტრმა“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავების შესახებ 2020 წლის ზაფხულში გამოაცხადა. ეს იყო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ვაქცინა, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენებოდა. რუსეთში ამ ვაქცინით აცრილია ათობით მილიონი ადამიანი. ვაქცინა მიეწოდება მთელ რიგ უცხო ქვეყნებს, მაგრამ მას ჯერაც არ მიუღია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერტიფიკატი. „ზაფხულიდან მოყოლებული, მსოფლიოში COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევათა სიხშირე მატულობს, ასევე დაფიქსირდა შემთხვევების რაოდენობის ზრდა რუსეთშიც. ვინაიდან დაავადებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ახლა მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე პანდემიის დასაწყისში, თითქმის ყველა ქვეყანამ გააუქმა არსებული შეზღუდვების უმეტესი ნაწილი. რუსეთის რიგ რეგიონებში, მათ შორის მოსკოვში, კვლავ ძალაშია კორონავირუსთან დაკავშირებული აკრძალვები მასობრივი ღონისძიებების თაობაზე. პრაქტიკაში საუბარია ქუჩის აქციების აკრძალვაზე, რომლითაც ხელისუფლება არ არის დაინტერესებული,“ - წერს Ekho kavkaza.