ძებნის რეზულტატი:
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ოპერირებისთვის აზერბაიჯანი და საქართველო ერთობლივ კომპანიას უახლოეს დღეებში დააფუძნებენ
„ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო გზის პროექტის სრული განახლებისთვის ჩატარებული სამუშაოს 95 პროცენტამდე უკვე დასრულებულია,“ ამის შესახებ აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარემ როვშან რუსტამოვმა მედიას განუცხადა. მისი თქმით, პროექტი ხუთ ეტაპს შედგებოდა და აქედან სამი უკვე დასრულებულია. „ახალქალაქის სადგურზე სამუშაო დასასრულს უახლოვდება. დანარჩენი სამუშაოს დასრულებაც ორ თვეში იგეგმება,“ - აღნიშნა რუსტამოვმა. მან აღნიშნა, რომ BTK, რომელიც შუა დერეფნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთია, ქმნის უამრავ შესაძლებლობებს ჩინეთიდან ევროპაში და უკან საქონლის ტრანსპორტირებისთვის. ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ამ მარშრუტზე ევროპული და ჩინური ტვირთების საკმაოდ დიდი მოცულობის მიწოდებაზე უახლოეს თვეებში. „ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა იქნება სატრანზიტო ტვირთის მოცულობის გაზრდა,“ - დასძინა რუსტამოვმა. რუსტამოვმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობებს შორის გაფორმებული შესაბამისი დოკუმენტის მიხედვით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მართვის ერთობლივი საწარმო შეიქმნება. ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია, მომზადდა სამართლებრივი დოკუმენტები, უახლოეს დღეებში კი, ერთობლივი საწარმოს შექმნაა მოსალოდნელი. მისივე თქმით, პროექტის სრულად დასრულების შემდეგ ყველა ოპერაციას ეს საწარმო განახორციელებს. საქართველო და აზერბაიჯანი ამ საწარმოში 50-50%-იანი წილით იქნებიან წარმოდგენილნი. შუა დერეფანი - სუეცის არხის ალტერნატივა: რეალობა და პერსპექტივები „ერთობლივი საწარმოს ძირითადი ამოცანაა პროექტთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულება, ტვირთის გადაზიდვის ტარიფების დაწესება და ზოგადად საოპერაციო საკითხების მოგვარება,“ - აღნიშნა რუსტამოვმა.
2024 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაცია 4 მარტის, 10:00 საათზე დაიწყო და 4 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ცენტრის ცნობით, რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდზე: online.naec.ge. მანამდე კი, როგორც რეგისტრაციის პროცესის, ასევე გადახდის შესაძლო საშუალებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გამოსაცდელები უნდა ეწვიონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდს www.naec.ge „საგამოცდო ცენტრები კვლავ გაიხსნება: თბილისში, რუსთავში, თელავში, გორში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ოზურგეთში, ბათუმში, ახალციხეში, ხულოსა და ამბროლაურში. აბიტურიენტების საყურადღებოდ: რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპიანია. ძირითად ეტაპზე - 4 აპრილის 18:00 საათამდე გამოსაცდელმა უნდა შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ გამოსაცდელი გამოცდებზე ვეღარ დარეგისტრირდება. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა გამოსაცდელებს 15 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი, მათ რამდენიმე თვის განმავლობაში, აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ შეუძლიათ სასურველი რაოდენობის იმ საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა, რომელზეც მათ მიერ არჩეული საგნები ბარდება. 2024 წლის გამოსაცდელებს ცენტრი ასევე სთავაზობს საგანგებოდ მათთვის მომზადებულ ელექტრონულ კრებულებს, რომლებიც თავს უყრის აპლიკანტებისათვის საჭირო ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას და ცნობარი აბიტურიენტებისათვის - ცნობარში აბიტურიენტები გაეცნობიან: რეგისტრაციის ინსტრუქციას, ინფორმაციას საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის, საგამოცდო პროცესის, შედეგების გამოქვეყნების, აპელაციის პროცედურის, ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წესის შესახებ. ცნობარში ასევე მოცემულია ცხრილი, რომელშიც ასახულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემები, თითოეული გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, კომპეტენციის ზღვარი, სწავლის საფასური და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
ისრაელი შეცვლის „ევროვიზიისთვის" შერჩეული სიმღერის ტექსტს, რომელიც EBU-მ პოლიტიკური შინაარსის მატარებლად მიიჩნია
ისრაელი თანახმაა, მუსიკალური კონკურსის, „ევროვიზიისთვის" შერჩეული სიმღერის ტექსტი შეცვალოს. ისრაელის ტელერადიომაუწყებელმა KAN-მა გამოაცხადა, რომ სიმღერის October Rain (ოქტომბრის წვიმა) სათაური და ტექსტი შეიცვლება და უახლოეს დღეებში წარმოდგენილი იქნება ახალი ვარიანტი. October Rain-ში იყო ფრაზები: „ჯერ ისევ სველი ვარ ოქტომბრის წვიმით“, „თითოეული მათგანი კარგი ბავშვი იყო“, „ყველაფერი შავ-თეთრი გახდა“, „ვინ თქვა, რომ ბიჭები არ ტირიან“ და ა.შ. ეს ყველაფერი მიანიშნებდა 2023 წლის 7 ოქტომბერს, ისრაელზე პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ თავდასხმაზე, რომელსაც ასეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. თავდაპირველად ისრაელის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განაცხადა, რომ სიმღერის ტექსტს არ შეცვლიდა, თუმცა, 3 მარტს განმარტა, რომ გადაწყვეტილებას გადახედა და გაიზიარა ისრაელის პრეზიდენტ იცხაკ ჰერცოგის პოზიცია, რომ იმ ფონზე, როცა ზოგიერთებს ისრაელი სძულთ და მის ბოიკოტირებას ცდილობენ, სახელმწიფომ თავისი დროშა ყველა გლობალურ ფორუმზე უნდა აღმართოს. ისრაელის გადაწყვეტილებით, მისი წარმომადგენელი, 20 წლის ედენ გოლანი „ევროვიზიაზე" შეასრულებს სიმღერას ახალი სახელწოდებით Hurricane. ის ეხება ახალგაზრდა ქალს, რომელსაც პირადი კრიზისი ჰქონდა. „ევროვიზია 2024“ მაისში, შვედეთში ჩატარდება. ცნობისთვის ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) თებერვალში მიიჩნია, რომ სიმღერა პოლიტიკური შინაარსისაა, რაც ევროვიზიის წესებით აკრძალულია. ევროპის მაუწყებელთა კავშირს, რომელიც „ევროვიზიას“ აპოლიტიკურ კონკურსად განიხილავს, სხვადასხვა ქვეყნის სიმღერები ადრეც დაუბლოკავს. მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, 2009 წელს, კონკურსის ორგანიზატორებმა პოლიტიკური სარჩულის გამო, საქართველოს დაუბლოკეს ეროვნულ შესარჩევ ტურში გამარჯვებული სიმღერა We Don’t Wanna Put In.
სამარასთან სარკინიგზო ხიდი ააფეთქეს - რუსეთი
რუსული მედიის ცნობით, სამარის რაიონში, ზვეზდა-ჩაპაევსკის სარკინიგზო მონაკვეთზე, უცნობმა პირებმა მდინარეზე საყრდენი ხიდი აფეთქეს. კუიბიშევის რკინიგზამ დაადასტურა, რომ ამ მონაკვეთზე მატარებლის მოძრაობა შეჩერდა „რკინიგზის ტრანსპორტის მუშაობაში არაავტორიზებული პირების უკანონო ჩარევის გამო.“ ტელეგრამ არხ „ბაზას“ ცნობით, აფეთქების ხმა ადგილობრივი დროით 6:15 წუთზე (მოსკოვის დროით 5:15 წუთზე) გაისმა. ხიდზე შესაძლოა, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდეს. Baza-ს მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე ნაჩვენებია რკინიგზის დახრილი ლიანდაგი. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა შეჩერებულია. „ხიდის აფეთქებაზე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ (GUR) გააკეთა კომენტარი. „სარკინიგზო ხაზი აგრესორმა სახელმწიფომ გამოიყენა სამხედრო ტვირთების გადასაზიდად, კერძოდ, საინჟინრო საბრძოლო მასალისთვის, რომელიც წარმოებული იყო პოლიმერის სს ქარხნის მიერ სამარას რეგიონის ქალაქ ჩაპაევსკში. სარკინიგზო ხიდის დაზიანების ხასიათიდან გამომდინარე, მისი გამოყენება დიდი ხნის განმავლობაში შეუძლებელი იქნება,“ - ნათქვამია განცხადებაში.
ფინეთი NATO-ს წვრთნებში, როგორც წევრი, მასშტაბური წარმომადგენლობით პირველად ჩაერთვება
ჩრდილოეთ ფინეთში, შვედეთსა და ნორვეგიაში NATO ატარებს წვრთნებს, რომელშიც 13 მოკავშირის და პარტნიორი ქვეყნების 20 000-ზე მეტი ჯარისკაცი მონაწილეობს. ნორვეგიის ხელმძღვანელობით მიმდინარე სწავლებაში, (Nordic Response 2024) 4000-ზე მეტი ფინელი ჯარისკაცი მონაწილეობს, რაც ალიანსის ისტორიაში, საზღვარგარეთულ წვრთნებში ახლად გაწევრიანებული ქვეყნის ყველაზე დიდი წვლილია. სწავლებაში მონაწილე ქვეყნები არიან: ბელგია, კანადა, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ. „პირველად, ფინეთი, როგორც NATO-ს წევრი, ალიანსის რეგიონების კოლექტიური თავდაცვის წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას,“ - ნათქვამია ფინეთის თავდაცვის ძალების განცხადებაში. წვრთნები NATO-ს ცნობით, 3 მარტიდან 14 მარტამდე გაგრძელდება. Nordic Response 2024 არის Steadfast Defender წვრთნების სერიის ნაწილი, რომელიც ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური წვრთნებია. 2023 წლის 4 აპრილიდან, ფინეთი ოფიციალურად NATO-ს 31-ე წევრია.
აზერბაიჯანმა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის სრული განახლებისთვის, სამუშაოს 95% დასრულებულად გამოაცხადა
აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარემ როვშან რუსტამოვმა, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის სრული განახლებისთვის, სამუშაოს 95% შესრულებულად გამოაცხადა. მისი თქმით, პროექტი ხუთ ეტაპს შედგებოდა და აქედან სამი უკვე დასრულებულია. „ახალქალაქის სადგურზე სამუშაო დასასრულს უახლოვდება. დანარჩენი სამუშაოს დასრულებაც ორ თვეში იგეგმება,“ - აღნიშნა რუსტამოვმა. მან აღნიშნა, რომ BTK, რომელიც შუა დერეფნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთია, ქმნის უამრავ შესაძლებლობებს ჩინეთიდან ევროპაში და უკან საქონლის ტრანსპორტირებისთვის. ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ამ მარშრუტზე ევროპული და ჩინური ტვირთების საკმაოდ დიდი მოცულობის მიწოდებაზე უახლოეს თვეებში. „ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა იქნება სატრანზიტო ტვირთის მოცულობის გაზრდა,“ - დასძინა რუსტამოვმა. აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე სამუშაოს სწრაფ დასრულებას განიხილავენ - მედია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით, აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარის როვშან რუსტამოვის ხელმძღვანელობით დელეგაცია იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანი ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზის სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოს მიმდინარეობის გაცნობა იყო.
ბადრი კვარაცხელია: ვფიქრობ, ხვიჩა „ნაპოლიში“ დარჩება
ბადრი კვარაცხელიამ სერია A-ს რადიოს ეთერში განაცხადა, რომ მისი შვილი, სავარაუდოდ, მომავალ სეზონში ისევ ნეაპოლურ კლუბში ითამაშებს. „თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ, რას ნიშნავს ჩემთვის ჩემი შვილისადმი ნათქვამი კეთილი სიტყვები. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ხვიჩა „ნაპოლის“ სკუდეტოს მოგებაში დაეხმარა. როცა მარადონას ადარებენ, ძალიან რცხვენია, მაგრამ უხარია და არ იცის, გულშემატკივრებს ამისთვის მადლობა როგორ გადაუხადოს. ძალიან მადლობელი ვარ ნეაპოლის და მთელი იტალიის, რომ ჩემს შვილს აფასებენ და უყვართ. მან უნდა გადაწყვიტოს თავისი მომავალი, ჩემი აზრით „ნაპოლიში“ დარჩება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში გადაწყვეტილება მისი მისაღები იქნება,“ – ამბობს ბადრი კვარაცხელია.
რა გაძვირდა და გაიაფდა - ინფლაციის დონემ 0.04% შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.04 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.3 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის თებერვალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.4 პროცენტით განისაზღვრა. „ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: წინა თვესთან შედარებით ფასები შემცირდა 4.6 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.19 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა როგორც ფეხსაცმლის (-8.3 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (-3.3 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 1.0 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.11 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციასა (-1.7 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-0.5 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (0.9 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.13 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები, ძირითადად, გაზრდილია ალკოჰოლურ სასმელებზე (3.3 პროცენტი); ფასები შემცირდა ზეთსა და ცხიმზე (-18.7%), ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-14.2%), პურსა და პურპროდუქტებზე (-9.8%), რძეზე, ყველსა და კვერცხზე (-5%-ით). ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში ფასები მომატებულია 1.4 პროცენტით, რაც 0.08 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: მინის ჭურჭელი, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (2.7 პროცენტი), ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (2.1 პროცენტი), ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (1.5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა საოჯახო საფეიქრო ნაწარმზე (-1.7 პროცენტი); ფასები გაზრდილია ხილსა და ყურძენზე (21%), ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (4.5%), მინერალურ და წყაროს წყალზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალურ წვენებზე (4.1%), თევზეულზე (1.6%), შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე (2%), ყავა-ჩაი-კაკაოზე (1.8%). ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.8 პროცენტით, რაც 0.08 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასების მატება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (1.2 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (0.4 პროცენტი) ქვეჯგუფებზე,” – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
უკრაინის დაზვერვამ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სერვერები გატეხა - მედია
უკრაინის დაზვერვამ (MDI) რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სერვერებზე მასიური DDoS თავდასხმა დაიწყეს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამსახურის ცნობით, მათმა სპეციალისტებმა საიდუმლო სამსახურის დოკუმენტების დიდ ნაწილზე წვდომა მოიპოვეს. „ახლა უკრაინის სადაზვერვო სამსახურს აქვს ინფორმაციის დაცვისა და დაშიფვრის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც იყენებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, ისევე როგორც რუსეთის ომის სამინისტროს საიდუმლო ოფიციალური დოკუმენტაციის მთელი რიგი,“ - აცხადებენ უკრაინის სადაზვერვო სამსახურში. უწყების ცნობით, საუბარია ბრძანებებზე, ანგარიშებზე, მოხსენებებზე, განკარგულებებსა და სხვა დოკუმენტებზე, რომლებიც რუსეთის სამხედრო სამსახურის 2000 სტრუქტურულ ერთეულს შორის ვრცელდებოდა. „მიღებული ინფორმაცია საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და მისი დანაყოფების სისტემის სრული სტრუქტურა,“ - აცხადებენ უკრაინის დაზვერვის სამსახურში უკრაინული მედიის ცნობით.
აშშ-მ და სამხრეთ კორეამ ერთობლივი მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყეს
სამხრეთ კორეამ და შეერთებულმა შტატებმა ყოველწლიური ერთობლივი სამხედრო წვრთნები - „თავისუფლების ფარი“ - დაიწყეს. სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლების მიზანი ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარე ბირთვული და სარაკეტო საფრთხეების წინააღმდეგ, მათი თავდაცვისა და მზადყოფნის გაძლიერებაა. წვრთნებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. 11-დღიანი მანევრები მოიცავს სამხედრო მომზადებას კომპიუტერულ სიმულაციებში და ასევე საველე წვრთნებს. წლევანდელი წვრთნების მთავარი ელემენტი ჩრდილოეთ კორეის შესაძლო ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლის პრაქტიკის შემუშავებაა. სამხრეთ კორეის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ მანევრები ფხენიანის მხრიდან გაზრდილი დაძაბულობის, დასავლეთ საზღვაო საზღვართან საარტილერიო სროლისა და რაკეტების გაშვების ფონზე დაიწყო.
რუსეთში სარკინიგზო ხიდის „მწყობრიდან გამოყვანას“ უკრაინის დაზვერვა ადასტურებს
რუსეთის სამარის ოლქის ქალაქ ჩაპაევსკთან მდებარე სარკინიგზო ხიდზე მომხდარი აფეთქების შემდეგ, ხიდის „მწყობრიდან გამოყვანა“ დაადასტურა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ, რომელსაც აფეთქებაზე პირდაპირი პასუხისმგებლობა არ აუღია. მისი განცხადებით, აგრესორი სახელმწიფო რკინიგზის ამ ხაზს იყენებდა სამხედრო ტვირთების, კერძოდ, ქალაქ ჩაპაევსკის ქარხანა „პოლიმერში“ დამზადებული საინჟინრო საბრძოლო მასალების ტრანსპორტირებისთვის. უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანახმად, ხიდის დაზიანებების გათვალისწინებით, მას დიდხანს ვერ გამოიყენებენ.
ჩხოროწყუს მერზე ძალადობის ბრალდებით სპორტის სამსახურის ყოფილი უფროსი დააკავეს
ჩხოროწყუს მერზე დავით გოგუაზე, ძალადობაში ბრალდებული დაკავებულია. როგორც მედია წერს, მერიის სპორტის სამსახურის ყოფილი უფროსი ედიკ კვარაცხელია 3 მარტს, პოლიციაში ჯერ გამოჰკითხეს, შემდეგ კი, მისი დაკავების გადაწყვეტილება მიიღეს. დათო გოგუაზე ძალადობის შესახებ ცნობილი გახდა რამდენიმე დღის წინ, 1 მარტს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სოფელ მუხურში მიკროჰესის სამუშაოს დასათვალიერებლად ჩასულ მერს სპორტის სამსახურის ყოფილი უფროსი თანამდებობიდან გათავისუფლების გამო დაუპირისპირდა. წერს რადიო თავისუფლება. „ჩვენ მეგობრები ვართ, თანაგუნდელები ვართ, ერთი სამი დღის უკან ვნახე... [გათავისუფლება] გავასაჩივრე. ყველა მიზეზის გარეშე უნდა დავბრუნდე მე ჩემს სამსახურში. მე კიდევ ბევრი საქმე მაქვს გასაკეთებელი და გავაკეთებ..." - ამბობდა სპორტის სამსახურის ყოფილი უფროსი. ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ თავდასხმის კვალიფიკაციით გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით. დაკავებულს ორ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
აზარაშვილმა თანამდების დატოვების შემდეგ განცხადება გაავრცელა
„რასაკვირველია, სახელმწიფო კლინიკების როლის გაძლიერება და მათ შორის, თბილისის რესპუბლიკური კლინიკა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი იყო - ჩემს ორწლიან ძალისხმევაში შედეგებს 90% და პიარულ აქტივობებს 10% ეთმობოდა, რაც დღევანდელი გადმოსახედიდან ვრწმუნდები, რომ ალბათ, შესაცვლელი პროპორციაა,“ - ამის შესახებ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი Facebook-ზე წერს. აზარაშვილის თქმით, მისი გუნდის ყველა გადაწყვეტილება ქვეყნისთვის გრძელვადიანი შედეგის მისაღებად იყო გათვლილი და არა, ერთდღიან პიარაქტივობაზე. „მე, ჩემს საამაყო გუნდთან ერთად შევძელი ისტორიის ერთი მოკრძალებული ფურცელი დამეწერა. მადლობა მათ მრავალსაათიან შრომაში გატარებული ყოველი დღისთვის. ბედნიერი ვარ, რომ არ დარჩა არცერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც არ გავატარეთ ან იდენტიფიცირებული და პროცესში არაა. რასაკვირველია, სახელმწიფო კლინიკების როლის გაძლიერება და მათ შორის, თბილისის რესპუბლიკური კლინიკა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი იყო. ბოლო 20 წელია შენობის უპერსპექტივობაზე არაერთი დასკვნა თუ შეფასება გაკეთდა, მაგრამ სისტემაში როგორც სხვა მასშტაბური რეფორმები, ესეც არასდროს დაწყებულა. შესაბამისად, იმ ნიშნულამდე, წელს თებერვლის თვეში სადაც პროექტი მივიყვანეთ, არასდროს არავინ მისულა. მჯერა, რომ ის სამოქმედო გეგმა, რაც დაწყებული გვქონდა, სხვა განხილული ალტერნატივებისგან განსხვავებით, მნიშვნელოვნად ნაკლები დანახარჯებით და ეკონომიკური ეფექტით რამდენიმე წელიწადში მიიყვანდა ქვეყანას უკონკურენტო, თანამედროვე, მრავალპროფილური სამკურნალო დაწესებულების შექმნამდე. ჩემს ორწლიან ძალისხმევაში შედეგებს 90% და პიარულ აქტივობებს 10% ეთმობოდა, რაც დღევანდელი გადმოსახედიდან ვრწმუნდები, რომ ალბათ შესაცვლელი პროპორციაა. ჩვენი ყველა გადაწყვეტილება ხომ ქვეყნისთვის გრძელვადიანი შედეგის მისაღებად იყო გათვლილი და არა ერთდღიან პიარაქტივობაზე. ყოველთვის ვფიქრობდი, რამდენი ძალა, რამდენი სიმართლე იყო ასეთი ჩვენი გადაწყვეტილებების უკან, როცა მძლავრი დაჯგუფებების ბიზნესინტერესების მიუხედავად, 2 წლის განმავლობაში ვინარჩუნებდი პოსტს, დღეს კი, ღირსეულად, ამაყმა დავტოვე დროებითი თანამდებობა. წარმატებას ვუსურვებ მომავალ მინისტრს, რომელიც დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო უკეთესი მენეჯერული უნარებით გულწრფელად გააგრძელებს ჩვენს მონაპოვარს, აღარასდროს დაბრუნდება ის დრო, რაც დამხვდა და, შესაბამისად, მოსახლეობა და ბიუჯეტი კიდევ უფრო დაცული იქნება, კეთილდღეობა კი ყველა მოქალაქეზე აისახება. მე კი ვრჩები ჩემი ქვეყნის რიგით ჯარისკაცად და სამინისტროს გულმხურვალე გულშემატკივრად,“ - წერს აზარაშვილი.
უკრაინის ენერგეტიკულმა სისტემამ გაუძლო თებერვალში რუსეთის თავდასხმებს - ბრიტანული დაზვერვა
2024 წლის თებერვალში რუსეთი ცდილობდა უკრაინის რეგიონულ ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმას, მაგრამ ამის მიუხედავად, უკრაინის ენერგოსისტემა ქსელის სტაბილურ მუშაობას ინარჩუნებს. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო მიმოხილვაშია ნათქვამი. მისი მიხედვით, რუსეთი იყენებდა უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლებიც უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა არაერთხელ ჩამოაგდეს, მაგრამ რუსეთის დარტყმებმა, სავარაუდოდ, დააზიანა უკრაინის ელექტროსადგურები და ელექტრო ქვესადგურები. ეს თავდასხმები მოხდა უკრაინის მასშტაბით, რამაც ზიანი მიაყენა რეგიონულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, მათ შორის დონეცკში, დნიპროსა და დასავლეთ უკრაინაში ლვოვამდე. რუსეთის თავდასხმები, სავარაუდოდ, განხორციელდა ერთი მოქმედების უპილოტო საფრენი აპარატების, ზედაპირი-ჰაერი სარაკეტო სისტემისა და ჩვეულებრივი სარაკეტო არტილერიის კომბინაციით, ვიდრე შორი მანძილის რუსული თვითმფრინავების გამოიყენებით, როგორც ეს 2022 და 2023 წლებში იყო. სავარაუდოა, რომ რუსეთი ცდილობდა თავდასხმას რეგიონულ ენერგეტიკულ ობიექტებზე, რათა შეეფერხებინა სამრეწველო საქმიანობა უკრაინაში. „მიუხედავად ამ თავდასხმებისა, უკრაინის ენერგოსისტემა ინარჩუნებს ქსელის სტაბილურ მუშაობას,“ განაცხადა ბრიტანულმა დაზვერვამ. ერთი დღით ადრე, ბრიტანულმა დაზვერვამ განაცხადა, რომ 2024 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის მსხვერპლის (დაღუპულთა და დაჭრილთა) საშუალო დღიური რაოდენობა ყველაზე მაღალი იყო ომის დაწყების შემდეგ. დიდი ბრიტანეთის დაზვერვამ 2024 წლისთვის რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის შესაძლებლობები გააანალიზა
სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის, შესაძლოა, ხელფასები გაიზარდოს
სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს, შესაძლოა, თანამდებობრივი სარგო გაეზარდოთ. ამის შესაძლებლობას “საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომლითაც დაგეგმილია სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის დღეს მოქმედი თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტის ფიქსირება. პროექტის ავტორები “ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან, რომელთა განმარტებითაც, ცვლილება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის გასამრჯელოს ოდენობის ზრდას გამოიწვევს. დღეს არსებული ანაზღაურების წესის საფუძველზე კონკრეტულად განსაზღვრული კოეფიციენტი არ არის, ხოლო პროექტის მიღების შემთხვევაში, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის თანამდებობრივი სარგოს კონკრეტული კოეფიციენტები დგინდება. პროექტის განმარტებით ბარათში ხაზგასმულია, რომ კანონმდებლობა სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებს უფლებას აძლევს, მათი სახელფასო ანაზღაურება დადგენილი კოეფიციენტის ფარგლებში თავად განსაზღვრონ, რაც გარკვეულწილად არასისტემურობას იწვევს. “პროექტი ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის, დღეს მოქმედი თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტის ფიქსირებას, რაც გამოიწვევს გასამრჯელოს ოდენობის ზრდას. აღნიშნული თანამდებობის პირები გადაიხდიან გადასახადებს გაზრდილი ხელფასის პროპორციულად. შესაძლოა, აღნიშნული ცვლილებით მოხდეს ქონების გადასახადის გადამხდელთა გადასვლა “საგადასახადო კოდექსით“ დიფერენცირებულ შემდგომ კატეგორიაში - 100 000 ლარს ზემოთ,“ - აღნიშნული პროექტის განმარტებით ბარათში. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის თანამდებობრივი სარგოს წესში ცვლილება შემდეგ თანამდებობის პირების ანაზღაურებას შეეხებათ: - პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მინისტრი/სახელმწიფო მინისტრი, მათი პირველი მოადგილე და მოადგილეები, ასევე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, მთავრობის თავმჯდომარე, მათი მოადგილეები. რაც შეეხება პარლამენტის წევრების შრომით ანაზღაურებას, მათთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები რამდენიმე თვის წინ განხორციელდა და ის პარლამენტის რეგლამენტში აისახა. ახალი კანონი 2025 წლიდან ამოქმედდება.
უკრაინის ომის გამო, ატომური ენერგიის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა - გროსი
ბირთვული ენერგიის მიმართ დამოკიდებულება უკეთესობისკენ შეიცვალა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გამო, განაცხადა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ. მან ხაზი გაუსვა, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოება პოლიტიკის შემქმნელების ხედვაში უფრო პრიორიტეტული გახდა. ცნობისთვის, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური (NPP) ევროპაში ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგურია, რომელიც სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში რუსმა ოკუპანტებმა დაიკავეს. ცოტა ხნის წინ, სადგურს ეწვივნენ IAEA ექსპერტები, რომლებიც პერიოდულად ატარებენ როტაციას. 7 თებერვალს, IAEA-ს გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი მეოთხედ ეწვია ატომურ ელექტროსადგურს და პერსონალთან ერთად არსებული მდგომარეობა შეამოწმა. 21 თებერვალს ატომურმა ელექტროსადგურმა დაკარგა კავშირი ბოლო სარეზერვო გარე ელექტროგადამცემ ხაზთან.
ბულგარეთი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს შეუერთდება
„ბულგარეთი აპირებს, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს შეუერთდეს,“ - ამის შესახებ ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა როზენ დიმიტროვ ჟელიაზკოვმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრისას განაცხადა. AZERTAC-ის ცნობით, როზენ დიმიტროვ ჟელიაზკოვმა შეაქო აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ურთიერთობების განვითარება, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველს ემყარება. მანვე აღნიშნა ორი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციების თანამშრომლობა საერთაშორისო ინსტიტუტებში. ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა აზერბაიჯანს COP29-ის მასპინძლობა მიულოცა და ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული მწვანე და განახლებადი ენერგიის პროექტების მნიშვნელობას. 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - განხორციელების შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს. ცნობისთვის, შავი ზღვის კაბელის პროექტის დაწყებისას არსებული შეთანხმებით, აზერბაიჯანული ენერგია გაივლის საქართველოს, შავ ზღვას, რუმინეთს და შემდეგ გაიყიდება უნგრეთში.
რუსეთი მის მიერ ოკუპირებულ ყირიმში მორიგი სარაკეტო იერიშის შესახებ იუწყება
რუსეთმა განაცხადა, რომ მის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, ავიაბაზაზე სავარაუდო სარაკეტო თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ოკუპანტი დაიჭრა. როგორც უკრაინული მედია ASTRA-სა და რადიო თავისუფლებაზე დაყრდნობით წერს, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეტევა სავარაუდოდ, პირველ მარტს მოხდა, რუსეთმა თავდასხმის შესახებ მხოლოდ 4 მარტს განაცხადა. როგორც რადიო თავისუფლება იუწყება, აეროდრომზე (Hvardiiske) ბაზირებულია რუსეთის საჰაერო ძალების 37-ე შერეული საავიაციო პოლკი, რომელიც შედგება Su-24M და Su-25SM თვითმფრინავების ორი (თითოეული 12) ესკადრილიისგან. ოკუპირებულ ყირიმში, სევასტოპოლისა და საკის რაიონებში სარაკეტო თავდასხმის შესახებ ბოლოს პირველ მარტს იუწყებოდნენ. რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმში არსებულ სამხედრო და სხვა ობიექტებს, მათ შორის, ყირიმის ხიდს, რომელიც უკრაინის ნახევარკუნძულს აკავშირებს რუსეთის ფედერაციასთან, კიევი ლეგიტიმურ სამიზნედ მიიჩნევს. 2022 წლის ოქტომბერში და 2023 წლის ივლისში მომხდარმა ძლიერმა აფეთქებებმა ხიდი მნიშვნელოვნად დააზიანა. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. ვოლოდიმირ ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას
NATO-მ ჩრდილოეთ ევროპაში ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო
ჩრდილოეთ ფინეთში, შვედეთსა და ნორვეგიაში NATO ატარებს წვრთნებს, რომელშიც 13 მოკავშირის და პარტნიორი ქვეყნების 20 000-ზე მეტი ჯარისკაცი მონაწილეობს. სწავლებაში მონაწილე ქვეყნები არიან: ბელგია, კანადა, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ. NATO-ს ცნობით, წვრთნები 3 მარტს დაიწყო და ის 14 მარტამდე გაგრძელდება. Nordic Response 2024 არის Steadfast Defender წვრთნების სერიის ნაწილი, რომელიც ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური წვრთნებია. ნორვეგიის ხელმძღვანელობით მიმდინარე სწავლებაში, (Nordic Response 2024) 4000-ზე მეტი ფინელი ჯარისკაცი მონაწილეობს, რაც ალიანსის ისტორიაში, საზღვარგარეთულ წვრთნებში ახლად გაწევრიანებული ქვეყნის ყველაზე დიდი წვლილია.
მედვედევს სჯერა, რომ „უკრაინა რუსეთია“
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ამტკიცებს, რომ უკრაინა, „უკრაინელი პოლიტიკოსების განცხადებების მიუხედავად, რა თქმა უნდა, რუსეთია.“ „უკრაინის ერთ-ერთმა ყოფილმა ლიდერმა ერთხელ თქვა, რომ უკრაინა რუსეთი არ არის. ეს კონცეფცია სამუდამოდ უნდა გაქრეს. უკრაინა, უპირობოდ, რუსეთი,“ - განაცხადა მედვედევმა. მისიბე აზრით, “უკრაინის ლიდერებს რომ მინსკის შეთანხმებები რომ შეესრულებინათ, უკრაინაში ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ საჭირო აღარ გახდებოდა.“ „უკრაინა რომ არ ჩავარდნილიყო ყველაზე სულელურ ხაფანგში, რომელიც შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა დააგეს უკრაინის დახმარებით ჩვენს ქვეყანასთან დასაპირისპირებლად, ყველაფერი შეიძლებოდა სხვაგვარად ყოფილიყო“, - განაცხადა მედვედევმა. 22 თებერვალს ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მედვედევისთვის მხოლოდ ფსიქიატრიული დახმარების რჩევა შეუძლია. ეს კომენტარი მედვედევის განაცხადებას, მოჰყვა რომ „კიევი და ოდესა რუსული ქალაქებია, ხოლო რუსეთი კიევამდე უნდა მივიდეს.“ რუსეთი 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა უკრაინაში. ცივილიზებული სამყარო რუსეთის ხელმძღვანელობას ომის დამნაშვედ მიიჩნევს.