ძებნის რეზულტატი:
მედია: საბერძნეთი უკრაინას Patriot-ის ტიპის სულ მცირე ერთ სისტემას გადასცემს
საბერძნეთი ემზადება, რომ უკრაინას Patriot-ის ტიპის სულ მცირე ერთი საჰაერო თავდაცვის სისტემა მისცეს, იტყობინება ბერძნული მედიასაშუალება Pronews-ი სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით. Financial Times-ის (FT) ოფიციალური წყაროები ამბობდნენ, რომ საბერძნეთი და ესპანეთი განიცდიდნენ ევროკავშირის კონკრეტულ ზეწოლას უკრაინას დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებაზე. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს ამზადებს. დახმარების პაკეტი ჩვეულებრივზე მსხვილი იქნება. ის სასწრაფოდ საჭირო საარტილერიო და საჰაერო თავდაცვასთან ერთად, ჯავშანტექნიკას მოიცავს. პენტაგონს სურს, რომ პაკეტი მზად იყოს დაუყოვნებლივ გადასაცემად მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხელს მოაწერს უკრაინის დახმარების კანონპროექტს, როდესაც ის სამშაბათს სენატის სხდომას გაივლის. პაკეტი, რომელზეც პენტაგონი ახლა მუშაობს, მოიცავს, ბრედლის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, Humvees-ის ჯავშანტრანსპორტირებს, M113-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორებს, ასევე - რაკეტებს. „ადმინისტრაცია ამზადებს "დიდ პაკეტს, რომელიც დაეხმარება უკრაინის ბრძოლის ველზე მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას," განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა Politico-ს ცნობით, და დასძინა, რომ ის ასევე მოიცავს საარტილერიო და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს. მანამდე, თავდაცვის მდივნის თანაშემწემ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში სელესტ ვალანდერმა განუცხადა კანონმდებლებს, რომ პენტაგონი გეგმავს დახმარების მიწოდებას მისი დამტკიცებიდან „ერთი ან ორი კვირის განმავლობაში.“ ასევე, აშშ განიხილავს უკრაინაში 60-მდე სამხედრო მრჩევლის განთავსებას. შეგახსენებთ, მრავალთვიანი დისკუსიების შემდეგ, აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ - წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 60,8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს. კანონპროექტს მხარი წარმომადგენელთა პალატის 311 წევრმა დაუჭრა, 112 წინააღმდეგი იყო. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის „გამარჯვების შანსს“ ხედავს მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვისთვის.
ფონდი „ქართუ“ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით, 30 მილიონ ლარს გადასცემს
ფონდი „ქართუ“ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით, 30 მილიონ ლარს გადასცემს. ამის შესახებ ნათქვამია „ქართუს“ განცხადებაში. „საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლით თითოეულ ქართველს უდიდესი სიხარული აჩუქა. ამ წარმატების, თაობათა ოცნების ახდენის უკან თითოეული ფეხბურთელის, სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლის, საფეხბურთო სფეროში ჩართული ადამიანების უდიდესი შრომა დგას. სწორედ ამიტომ, საფეხბურთო ნაკრების მოტივაციის დამატებით მხარდასაჭერად, ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით, 30 მილიონ ლარს გადასცემს. ამასთანავე, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის ფონდი „ქართუ“ ეროვნულ ნაკრებს დამატებით, 30 მილიონი ლარით დააჯილდოებს. გამარჯვებას ვუსურვებთ ჩვენს ნაკრებს. გვჯერა, რომ ეს მხოლოდ წარმატების ამ საოცარი გზის დასაწყისია და წინ კიდევ უამრავი გამარჯვება გველის,“ – აღნიშნულია განცხადებაში.
მეუფე შიო: ისტორიის გაყალბება ყოველთვის ხდებოდა და დღესაც მას პოლიტიკური ძალები ბრძოლის იარაღად იყენებენ
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სიტყვას, რომელიც მან კონფერენციის ,,ცხინვალის რეგიონი - ისტორია და თანამედროვეობა” (გამოწვევები და პერსპექტივები) მონაწილეთადმი წარმოთქვა, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. „დღეს წარმოდგენილი თემა ,,ცხინვალის რეგიონი - ისტორია და თანამედროვეობა (გამოწვევები და პერსპექტივები)“ ფრიად მნიშვნელოვანია. სამაჩაბლოზე და აფხაზეთზე ფიქრი და მათზე მსჯელობა სასიცოცხლოდ აუცილებელი და ამასთან სავალდებულოა ჩვენთვის. ჩვენ ვცხოვრობთ მეტად ინფორმაციულ დროში; ეს ინფორმაციულობა ხშირ შემთხვევაში ზედაპირული და ღრმა ანალიზს მოკლებულია. ხშირად კი, სუბიექტური და გაყალბებულია. ისტორიის გაყალბება ყოველთვის ხდებოდა და დღესაც მას პოლიტიკური ძალები ბრძოლის იარაღად იყენებენ. ამას ადგილი აქვს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებითაც. ცხინვალის რეგიონი ძირძველი ქართული მიწაა, რასაც ღაღადებს ისტორია, ტოპონიმიკა, ჩვენი ეკლესია-მონასტრები, მაგრამ მავანთა მიერ მიზანმიმართულად ხდება ამ რეალობის შეცვლა და დამახინჯება, რაც ქართული იდენტობის აღმოფხვრის მიზანს ემსახურება. ეკლესია ყოველთვის იდგა ჩვენი ერის და მისი ისტორიის დაცვის სადარაჯოზე. ეს დღესაც ასეა და იქნება ყოველთვის. დღევანდელი ჩვენი შეკრებაც ამას ემსახურება,“ განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ.
ომბუდსმენმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე დასკვნის მომზადება OSCE/ODIHR-ს სთხოვა
ომბუდსმენმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე დასკვნის მომზადების თხოვნით OSCE/ODIHR-ს მიმართა. „2024 წლის 22 აპრილს სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე დასკვნის მოსამზადებლად ეუთო/ოდირს მიმართა. ზემოაღნიშნული კანონპროექტის შესახებ საზოგადოებისათვის პირველ აპრილს გახდა ცნობილი და დაჩქარებული წესით განხილვის შედეგად 4 აპრილს ის უკვე სამივე მოსმენით იყო მიღებული. კანონპროექტს სახალხო დამცველი საჯარო განცხადებით გამოეხმაურა და ნეგატიურად შეაფასა. 17 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა კანონპროექტს ვეტო დაადო და პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნა. როგორც ცნობილია, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მიმართვის საფუძველზე, კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრებას ამზადებს ასევე, ვენეციის კომისია. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ მისცეს კანონპროექტს შემდგომი მსვლელობა ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნების გამოქვეყნებამდე და უზრუნველყოს თითოეული გადაწყვეტილების ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან შესაბამისობა,“ წერია სახალხო დამცველის ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სახალხო დამცველი გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს უარყოფთად აფასებს
ლიეტუვამ უკრაინას M577-ის ტიპის ჯავშანტექნიკის პარტია გადასცა
ლიეტუვამ უკრაინაში M577-ის ტიპის სამეთაურო-საშტაბო ჯავშანტექნიკის პარტიის გადაცემის შესახებ გამოაცხადა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ჯავშანტექნიკის პარტია უკრაინაში 23 აპრილს ჩავიდა. მიწოდებული ტექნიკის ზუსტი რაოდენობა უცნობია. ლიტუვამ წელს უკრაინას 84 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება უკვე მიაწოდა და თავდაცვის დეპარტამენტი მიზნად ისახავს ამ იმპულსის შენარჩუნებას. 20 აპრილს უკრაინამ ლიეტუვიდან სამხედრო დახმარების კიდევ ერთი ტვირთი მიიღო. საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად საშუალებების მიწოდების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
კრამონი: რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ სანქციები მათ წინააღმდეგ, ვისაც სურ, საქართველო რუსული მოდელის მიხედვით გარდაქმნას
„ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ საქართველოში გამჭვირვალე არჩევნებსა და მის გარშემო სამართლებრივ ჩარჩოზე, თუმცა ეს იოლი არაა,“ - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან იდევ ერთხელ გააკრიტიკა საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და განაცხადა, რომ ის მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის სამიზნე, ის არასამთავრობო ორგანიზაციებია, რომლებიც მხარს უჭერდნენ არჩევნების დაკვირვებას, აპროტესტებდნენ დარღვევებს და ა.შ. მეორე, თუკი ივანიშვილის წინააღმდეგ ბრალდებებს სანქციები მოჰყვება, ივანიშვილს უნდა ჰქონდეს ოფშორებიდან საკუთარი აქტივებისა და ფულის დაბრუნების ინსტრუმენტი - ამას ითვალისწინებს კიდევ ერთი კანონი, რომელსაც კენჭი გასულ კვირას უყარეს. რა შეგვიძლია, გავაკეთოთ? ვფიქრობ, უნდა დავაწესოთ სანქციები, რაც შეიძლება მალე უზრუნველვყოთ, რომ ეს სანქციები მიმართული იყოს მათ წინააღმდეგ, ვისაც სურთ, საქართველო სხვაგვარად გარდაქმნან და რუსული მოდელის მიხედვით გარდაქმნან და ააშენონ - ეს მიუღებელია. „ქართულმა ოცნებამ“ არ უნდა გაგვასულელოს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბერლინში მისი ვიზიტის დროს ვერ აიტანა კრიტიკა კანცლერისგან და თარჯიმანი ტექსტის არასწორად თარგმნაში დაადანაშაულა. მინდა ვთქვა, ჩვენ ვართ პროფესიონალები, ვიცით რა ხდება, ვაკვირდებით ძალიან, ძალიან ყურადღებით, რა ხდება საქართველოში და „ქართული ოცნება“ ვერ გაგვასულელებს, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ხისტად შეეცდებიან ამას. ჩვენ ვართ ერთიანი და მხარს დავუჭერთ საქართველოს, განაგრძოს გზა ევროპულ გზაზე,“ - აღნიშნა ევროპარლამენტარმა. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. ახალგაზრდები პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან და შემდეგ მსვლელობებს აწყობენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით
ანა ფოტიგა: ჩვენ ვხედავთ მცდელობას, კონტროლი დაწესდეს ქართულ საზოგადოებაზე, საქართველოში ცდილობენ, გაავრცელონ რუსული გავლენა
„საქართველოს მოსახლეობა მასობრივად ამის ["უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის"] წინააღმდეგია და ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ," - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ სტრასბურგში განაცხადა, სადაც ევროპარლამენტარების ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა. მისი შეფასებით, მომხადებული კანონი "იზიარებს კრემლის კანონმდებლობას და ემუქრება სამოქალაქო საზოგადოებას." „ჩვენ აქ ვდგავართ საქართველოს და ქართველი ხალხის მხარდასაჭერად. ჩვენ შარშან ზუსტად ამ საკითხის გამო გავერთიანდით იმისთვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსისთვის მიგვეცა ხმა. ეს ნამდვილად იყო ქართველი ხალხის ნების შეფასება, მათი ხანგრძლივი სწრაფვის, რომ ისევ შეუერთდნენ დასავლურ სტრუქტურებს. შარშან ჩვენ ასევე ვნახეთ ქართველების მასშტაბური გამოსვლები, იმ კანონის საწინააღმდეგოდ, რომელსაც ე.წ. რუსულ კანონს უწოდებენ იმიტომ, რომ ის იზიარებს კრემლის კანონმდებლობას და ემუქრება სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენ ვხედავთ მცდელობას, რომ კონტროლი დაწესდეს ქართულ საზოგადოებაზე. ისინი საქართველოში ცდილობენ გაავრცელონ რუსული გავლენა და ამიტომ, ეს არ ეხება მხოლოდ ამ კონკრეტულ კანონს. ეს არის, ზოგადად ტენდენცია. ჩვენ როგორც ვხედავთ, საქართველოს მოსახლეობა მასობრივად ამის წინააღმდეგია და ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ," - განაცხადა ანა ფოტიგამ. ევროპარლამენტარებმა ბრიფინგი პარტია "ახალის" ლიდერ ნიკა გვარამიასთან ერთად გამართეს.
ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოვლინდა - სურსათის ეროვნული სააგენტო
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა საზოგადოებრივი კვების ობიექტში - პიცერია „TASHIR PIZZA GEORGIA“-ში (ს/კ 400016647; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N2/4) გაყინული ქათმის მკერდის ფილეს ნიმუშები აიღეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა, სეროტიპი - Salmonella typhimurium გამოვლინდა. „პიცერიაში ჩატარდა ინსპექტირება, რომლის შედეგად დადგინდა, რომ ქათმის გაყინული ფილეს მიმწოდებელია შპს „სიფუდ გრუპ თელავი“ (ს/კ 431167364, მის: თელავის რაიონი, სოფ. კისისხევი, მწარმოებელი შპს QINGDAO CHIA TAI CO., LTD, ქარხნის კოდი 3700/03262). სააგენტომ შპს „TASHIR PIZZA GEORGIA“-ს ყველა ფილიალს დაავალა დარჩენილი სურსათის პარტიის აღრიცხვა და აღნიშნული მიმწოდებლისგან სურსათის მიღების დროებით შეზღუდვა, ხოლო შპს „სიფუდ გრუპ თელავს“ აეკრძალა აღნიშნული სურსათის (გაყინული ქათმის მკერდის ფილე, დამზადების თარიღი: 07.12.2023 წ. ვარგისიანობის ვადა: 06.06.2025 წ.) ბაზარზე განთავსება და დაევალა ბაზარზე უკვე განთავსებული სურსათის ამოღება, პარტიებად დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და მიღებული ზომების თაობაზე სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება; ასევე უმოკლეს ვადაში იმ ბიზნესოპერატორების საიდენტიფიკაციო მონაცემების გადაცემა, ვისაც მიაწოდა აღნიშნული სურსათი. გარდა ამისა, სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილმა პირებმა შპს „სიფუდ გრუპ თელავიდან“ აიღეს გაყინული ქათმის მკერდის ფილეს ნიმუშები. ლაბორატორიული კვლევის შედეგად ხუთივე ნიმუშში აღმოჩნდა პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა, სეროტიპი - Salmonella typhimurium. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სიფუდ გრუპ თელავს“ შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა 1000 ლარით "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის" 66-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად. სალმონელოზი ბაქტერიოლოგიური ეტიოლოგიის ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს სურსათისგან, განსაკუთრებით ხორცისა და მისგან დამზადებული პროდუქტისგან გადაეცემა. დაავადების გამომწვევი სალმონელები მიეკუთვნებიან ენტერობაქტერიების ოჯახს და სალმონელების გვარს, რომელიც 2500-ზე მეტ სეროვარს მოიცავს, უმრავლესობა პათოგენურია როგორც ადამიანისთვის, ისე ცხოველებისა და ფრინველებისათვის. სალმონელოზის პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია სურსათის წარმოების მთლიან ჯაჭვში (სასაკლაო, ხორცისა და ხორცის პროდუქტების გადამამუშავებელი, სარეალიზაციო და საზკვების ობიექტები) წარმოების და ჰიგიენის სანიმუშო პრაქტიკის დანერგვა,“ წერს სურსათის ეროვნული სააგენტო.
შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით შექმნილმა ერთობლივმა საწარმომ ოპერირება შესაძლოა, წლის ბოლოს დაიწყოს
აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს მონაწილეობით შექმნილმა ერთობლივმა საწარმომ შპს Middle Corridor Multimodal-მა შესაძლოა, ფუნქციონირება მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყოს, განუცხადა Report-ს აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროს სატრანსპორტო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფარიზ ალიევმა. გასულ წელს თბილისში გამართული აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, აზერბაიჯანის რკინიგზას, ყაზახეთის რკინიგზასა და საქართველოს რკინიგზას შორის ერთობლივი კომპანიის შექმნის შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ფარიზ ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომპანია შეასრულებს ერთი ოპერატორის როლს შუა დერეფნის ფარგლებში, რომლის სათაო ოფისი ასტანაშია. თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს სატრანზიტო დერეფნის გაძლიერების, კერძოდ ჩინეთს, ევროპასა და თურქეთს შორის გადაზიდვების სტიმულირების მიზნით, საქართველოს ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის ხელი მოეწერა ერთობლივი საწარმოს Middle Corridor Multimodal-ის შექმნას. ერთობლივი კომპანიის მიზანი შუა დერეფანში საკონტეინერო გადაზიდვების ზრდის ხელშეწყობაა. შუა დერეფანი - სუეცის არხის ალტერნატივა: რეალობა და პერსპექტივები
აქციის მონაწილეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა - სოციალური სამართლიანობის ცენტრი
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, 17-18 აპრილის ღამეს, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეს, ანდრო ჭელიძეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, სააპელაციო სასამართლომ კი საჩივარი დაუშვებლად ცნო. ორგანიზაცია აცხადებს, რომ დაკავების დროს პოლიციელებმა ანდრო ჭელიძეზე იძალადეს. ორგანიზაციის ცნობით, 19 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი ჩიკაშუამ, „ნეიტრალური მტკიცებულების გარეშე, მხოლოდ პოლიციელების ჩვენებების საფუძველზე ცნო პირი სამართალდამრღვევად და მის მიმართ ყველაზე მკაცრი სახდელი - ადმინისტრაციული პატიმრობა აბსოლუტურად დაუსაბუთებლად გამოიყენა. საქმეში არანაირი მყარი მტკიცებულება პოლიციას არ წარმოუდგენია, დაცვის მხარე კი ნათლად, მათ შორის მოწმეების ჩვენებით, ასაბუთებდა, რომ დაკავებულს სამართალდარღვევა არ ჩაუდენია.“ „პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი მონაწილე - ანდრო ჭელიძე, რომელიც პროტესტს მშვიდობიანად გამოხატავდა, პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის შეურაცხყოფის შაბლონური საფუძვლით დააკავა. დაკავების მომენტში და ძველი თბილისის I სამმართველოში გადაყვანისას ამავე სამმართველოს თანამშრომლებმა ფიზიკურად იძალადეს. დაკავებული აქციის მიმდინარეობისას მხოლოდ რუსების მისამართით იგინებოდა, რაც სრულად ექცევა გამოხატვის თავისუფლებაში და არ წარმოადგენს სამართალდარღვევას. აქციაზე ანდრო ჭელიძესთან ერთად დააკავეს აქციაზე მყოფი ლუკა ირემაშვილი, რომელიც დაკავებულზე ძალადობის მობილურით გადაღებას ცდილობდა,“ - ვკითხულობთ განცხადებაში. ანდრო ჭელიძის მიმართ შსს ცალკეული თანამშრომლების მიერ შესაძლო ძალადობის ფაქტზე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაწყებულია გამოძიება. დაზარალებულის თანხმობით, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გამოაქვეყნა მოწმის მიერ გადაღებული ვიდეოჩანაწერი. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. ახალგაზრდები პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან და შემდეგ მსვლელობებს აწყობენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით
აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გადასაცემი იარაღი ევროპის ქვეყნების საწყობებშია - მედია
CNN-ის ცნობით, უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების ახალ პაკეტში გათვალისწინებული იარაღის უმეტესობა, რომელიც შესაბამისი კანონის დამტკიცების დასრულების შემდეგ მიეწოდება კიევს, უკვე გერმანიისა და პოლონეთის საწყობებშია. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს ოფიციალური პირები ამაზე ღიად არ საუბრობენ, წყაროს თქმით, ამ დახმარების დიდი ნაწილი უკვე ინახება გერმანიისა და პოლონეთის საწყობებში, რაც, როგორც ჩანს, შეამცირებს უკრაინაში მისი გადატანის დროს. წყარომ ასევე განაცხადა, რომ საარტილერიო ჭურვები იქნება ერთ-ერთი პირველი მასალა, რომელიც უკრაინას მიეწოდება. რა შევა დახმარების პაკეტში, რომელსაც აშშ უკრანისთვის ამზადებს Politico 19 აპრილს წერდა, რომ ამერიკული იარაღის ნაწილი უკვე განლაგებულია ევროპის მასშტაბით საწყობებში და მისი უკრაინაში დაუყოვნებლივ გადატანა შესაძლებელია. ზოგიერთი აღჭურვილობა შეიძლება, უკრაინაში რამდენიმე დღეში ჩაიტანონ, ზოგს კი, შესაძლოა, კვირები დასჭირდეს. პენტაგონის სპიკერმა პატრიკ რაიდერმა უარი თქვა დეტალების დაკონკრეტებაზე იმის შესახებ, თუ რას მოიცავს სამომავლო დახმარების პაკეტი. მაგრამ, მისი თქმით, შეერთებულ შტატებს აქვს ძალიან საიმედო ლოგისტიკური ქსელი, რომელიც საშუალებას აძლევს მას, ძალიან სწრაფად გადაიტანოს მატერიალური აქტივები. ეს შეიძლება, დღეების საკითხი იყოს. შეგახსენებთ, მრავალთვიანი დისკუსიების შემდეგ, აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ - წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 60,8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს. კანონპროექტს მხარი წარმომადგენელთა პალატის 311 წევრმა დაუჭრა, 112 წინააღმდეგი იყო. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის „გამარჯვების შანსს“ ხედავს მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვისთვის. რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან
კობახიძე: გამჭვირვალობა გვჭირდება მათ შორის, იმისათვის, რომ ტყუილები აღარ მოხვდეს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. საქმე ეხება დეპარტამენტის ანგარიშს, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხება. „სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი, მაშინ, როდესაც ამის საპირისპირო სამართლებრივად დაამტკიცა სტრასბურგის სასამართლომ, რომელმაც დაადასტურა, რომ ქართული სასამართლოების მიერ წარმოდგენილი განაჩენი იყო აბსოლუტურად სამართლიანი, აქაც იგივეა - აქ ენჯეო დააფინანსა სახელმწიფო დეპარტამენტმა, მერე ამ ენჯეომ გაუგზავნა ტყუილი, მერე ეს ტყუილი მოხვდა ისევ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. ეს ჩაკეტილი წრე რომ არ იყოს, ამიტომ არის აუცილებელი გამჭვირვალობა. როგორც კი გამჭვირვალე იქნება ყველაფერი, მერე გაუჭირდება ენჯეოსაც სახელმწიფო დეპარტამენტის მოტყუება და სახელმწიფო დეპარტამენტსაც ანგარიშში ენჯეოს მიერ მიწოდებული ტყუილის ჩაწერა, იმიტომ, რომ ჩაკეტილი წრეა, ამ გაუმჭვირვალობის პირობებში, გამჭვირვალობა გვჭირდება მათ შორის, იმისათვის, რომ ასეთი ტყუილები აღარ მოხვდეს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში,“ - ამბობს ირაკლი კობახიძე. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. ახალგაზრდები პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან და შემდეგ მსვლელობებს აწყობენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით
ლატვიის სკოლები მეორე უცხო ენად რუსულის სწავლებას შეწყვეტენ
ლატვიის მთავრობამ გადაწყვიტა, უარი თქვას რუსულის, როგორც მეორე უცხო ენის შესწავლაზე სკოლებში. გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტმა ერთხმად, დებატების გარეშე დაამტკიცა, იუწყება პორტალი „დელფი.“ დოკუმენტის მიხედვით, სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც 2025 წლის პირველ სექტემბრამდე მეორე უცხო ენად რუსული აირჩიეს, მისი სწავლა სასკოლო სასწავლო გეგმის დასრულებამდე შეეძლებათ. თუმცა, 2026 წლიდან დაწყებული სასწავლო წლიდან, რუსულის ნაცვლად, სტუდენტებს შესთავაზებენ ევროკავშირის, ევროზონის ქვეყნების ოფიციალურ ენებს ან განათლების შესახებ სამთავრობათაშორისო შეთანხმებებით რეგულირებულ უცხო ენას. ამ დროისთვის ლატვიელი სკოლის, მოსწავლეები სწავლის დაწყებიდანვე სწავლობენ ინგლისურს, როგორც პირველ უცხო ენას, მეორე უცხო ენის შესწავლას კი, მე-4 კლასიდან იწყებენ. თეორიულად, ბავშვებს შეუძლიათ ისწავლონ ფრანგული, გერმანული და სხვა ენები, როგორც მეორე უცხო ენა, მაგრამ პრაქტიკაში უფრო ხშირად ისწავლება რუსული, რადგან სკოლებში სხვა ენების საკმარისი მასწავლებელი არ არის. ამის გამო, ლატვიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, ლატვიის სკოლების თითქმის ნახევარში რუსული მეორე უცხო ენად ისწავლება. ზოგიერთი საგანმანათლებლო დაწესებულება არ სთავაზობს მოსწავლეებს რუსულის ალტერნატივას. მთავრობის მიერ დამტკიცებული წესების მიხედვით, რუსულის, როგორც მეორე უცხო ენის მიტოვება ეტაპობრივად მოხდება - ის თანდათან და არა ერთბაშად ჩანაცვლდება გერმანულით, ფრანგულად, ესპანურით და ა.შ. ეს მიდგომა აიხსნება იმით, რომ ქვეყანას სჭირდება შესაბამისი ენების მასწავლებლების მომზადება. ამასთან, იმ სკოლის მოსწავლეებს, რომლებსაც არ სურთ რუსულის, როგორც უცხო ენის შესწავლა, წელს შეუძლიათ, უარი თქვან მასზე. მათ უფლება აქვთ, არ ჩააბარონ გამოცდა ამ საგანში. გასულ შემოდგომაზე ლატვიის სეიმმა დაამტკიცა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ახალი კონცეფცია, რომელიც უკრაინის ომის გათვალისწინებით მომზადდა. დოკუმენტი ავალდებულებს ლატვიურ საჯარო მედიას 2026 წლის პირველი იანვრიდან გამოიყენოს მხოლოდ ლატვიური ენა ან ენა, რომელიც „ევროპულ კულტურულ სივრცეს ეკუთვნის.“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლატვიურ მედიაში რუსული ენის აკრძალვას უხეში დისკრიმინაცია უწოდა. „როდესაც სახელმწიფო შეწყვეტს რუსულენოვანი კონტენტის დაფინანსებას, ერთიანი საინფორმაციო სივრცის შექმნის პროცესი დასრულდება და რუსულენოვანი კონტენტი კომერციულ მედიაში კერძო ხარჯებით გააგრძელებს არსებობას,“ - ნათქვამია სეიმის შეტყობინებაში.
ქვეშეთის კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბი გაიჭრა
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სოფელ ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, გვირაბის ბურღვის სამუშაოები ქვეშეთი-კობის პროექტისთვის სპეციალურად დამზადებული TBM-ით (Tunnel Boring Machine) - გვირაბის საბურღი დანადგარით წარმოებდა, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას და უზრუნველყოფს გარემოს მდგრადობის შენარჩუნებას. ამასთან, გრძელდება 9 კმ-იანი გვირაბის პარალელური საევაკუაციო გვირაბის მშენებლობა, რომელიც ამ ეტაპზე, 7 730 მ-ზეა გაჭრილი. „ახალი, 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბი საქართველოში ყველაზე გრძელი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით, თავისი მახასიათებლებით, ერთ-ერთი უნიკალური იქნება. მოცემულ ეტაპზე, 9 კმ-იან გვირაბში დაიწყება საბოლოო მოსახვის, ელექტრო და საინჟინრო სისტემების მონტაჟისა და გზის საფარის მოწყობის სამუშაო. ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში, ჯამში, შენდება განათების სისტემით უზრუნველყოფილი 23 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, რომელიც მოიცავს 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობას და 1 ხიდის რეაბილიტაციას. ამასთან, პროექტი ითვალისწინებს გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი ახალი გზის და ტურისტული ცენტრის მშენებლობას. საგზაო უსაფრთხოების ყველა საჭირო სტანდარტით უზრუნველყოფილი ახალი გზა შეამცირებს გადაადგილების დროსაც. თუ ამჟამად ქვეშეთიდან კობამდე მგზავრობას 1 საათი სჭირდება, ზვავსაშიშროების გამო კი, ხშირად მოძრაობა იკრძალება კიდეც, პროექტის დასრულების შემდეგ, მონაკვეთის გავლას მხოლოდ 15 წუთი დასჭირდება. ახალი გზა არა მხოლოდ ამცირებს მგზავრობის დროს და გვთავაზობს საიმედო გადაადგილების მარშრუტს, არამედ აუმჯობესებს კავშირებს ჩვენი ქვეყნის რეგიონებს და მთის სოფლებს შორის. პროექტი იქონიებს დიდ სოციალურ ეფექტს იმ ათი სოფლისთვის, რომელთა მოსახლეობა რამდენიმე თვის განმავლობაში საგზაო კავშირის გარეშე რჩებოდა და არ ჰქონდა წვდომა სამედიცინო, საგანმანათლებლო თუ საყოფაცხოვრებო მომსახურებებზე. ახალი გზა გადაჭრის ზამთრის პერიოდში სატრანზიტო მოძრაობის ხშირი შეზღუდვების პრობლემასაც. ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით და გვირაბის მშენებლობის ნაწილში - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის საერთო ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია. ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზის მშენებლობა, ეტაპობრივად, 2024-2025 წლებში დასრულდება,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის ტავუშ-ღაზახის მონაკვეთზე პირველი სასაზღვრო ნიშანი დამონტაჟდა
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, 23 აპრილს, აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და სომხეთის რესპუბლიკის საზღვარზე, ადგილზე გეოდეზიური გაზომვების საფუძველზე, პირველი სასაზღვრო მარკერი დამონტაჟდა. ორი ქვეყნის ექსპერტთა ჯგუფების მუშაობა გრძელდება. თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა Facebook-ზე დაწერა, რომ პირველი სასაზღვრო ნიშანი სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის ტავუშ-ღაზახის მონაკვეთზე დამონტაჟდა. მან შესაბამისი ფოტოც გამოაქვეყნა. აზერბაიჯანი და სომხეთი საზღვრის მონაკვეთის დელიმიტაციაზე პირველად შეთანხმდნენ
უკრაინელებმა ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე, კოზაჩი ლაგერში დროშა დაამონტაჟეს
ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ მარცხენა სანაპიროზე მდებარე სოფელ კოზაჩი ლაგერში, უკრაინელმა ჯარისკაცებმა ადგილობრივ წყლის კოშკზე უკრაინის დროშა დაამონტაჟეს, იტყობინება უკრაინის შეიარაღებული ძალების ლეიტენანტი. "35-ე საზღვაო ბრიგადის ბიჭებმა ხელით დაამონტაჟეს დროშა ხერსონის რაიონის მარცხენა სანაპიროზე მდებარე სოფელ კოზაჩი ლაგერში წყლის კოშკზე," - აღნიშნა უკრაინელმა სამხედრომ და დასძინა, რომ რუსმა ჯარისკაცებმა უკვე მიიღეს გადაუდებელი ბრძანება კოშკიდან უკრაინის დროშის ნებისმიერი გზით ამოღების შესახებ. აღსანიშნავია, რომ კოზაჩი ლაგერს ამჟამად დროებით დაკავებული დასახლების სტატუსი აქვს. ხერსონი და რეგიონის მარჯვენა სანაპირო ნაწილი რუსული ძალებისგან 2022 წლის შემოდგომაზე გათავისუფლდა. ამის შემდეგ რუსეთის არმიამ რეგიონის ყოველდღიური დაბომბვა დაიწყო უპილოტო თვითმფრინავებითა და არტილერიით. 2023 წლის შემოდგომაზე ცნობილი გახდა, რომ უკრაინელი ჯარისკაცები ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე, კერძოდ, კრინკის დასახლების მახლობლად, ხიდთან კონსოლიდაციას ახდენდნენ. ამჟამად, უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ ხიდის დაკავებას კრინკიში და გრძელდება საბრძოლო მოქმედებები.
ევროპარლამენტი “ქართული ოცნების” წევრებისა და ბიძინა ივანიშვილის სანქცირების მოთხოვნაზე რეზოლუციის პროექტს განიხილავს
ევროპარლამენტი “ქართული ოცნების” წევრებისა და ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების მოთხოვნაზე რეზოლუციის პროექტს განიხილავს, კენჭისყრას კი 25 აპრილს გამართავს. შესაბამისი რეზოლუციის პროექტი სახელწოდებით - რეზოლუციის პროექტი "საქართველოში უცხოური აგენტების კანონპროექტის ხელახლა წარდგენის მცდელობებსა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაზე" ევროპარლამენტის ვებგვერდზეა ატვირთული. რეზოლუციის ავტორები არიან ევროპარლამენტარები: მირიამ ლექსმანი, მაიკლ გალერი, რასა იუკნევიჩიენე, დავიდ მაკალისტერი, ანდრიუს კუბილიუსი, ისაბელ ვაისლერ-ლიმა, ტრაიან ბასესკუ, ვლადიმირ ბილჩიკი, ანჯეი ჰალიცკი, სანდრა კალნიეტე, ლეოპოლდო ლოპეზ გილი, ანტონიო ლოპეზ-ისტურიზ ვაითი, მიქაელა შოიდროვა და ეუჯენ ტომაკი. 23 აპრილს იგეგმება რეზოლუციის პროექტის განხილვა, რომელშიც ევროპარლამენტარებთან ერთად მონაწილეობას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი მიიღებს. 25 აპრილს კი, რეზოლუციას კენჭს უყრიან. რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ მისი მიღების შემთხვევაში ევროკავშირმა სანქციები უნდა შემოიღოს საქართველოს პარლამენტის ყველა წევრის წინააღმდეგ, ვინც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს მიღებას მისცა ხმა. რეზოლუციის დამტკიცების შემთხვევაში, ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოსადმი თავის მოწოდებას გაიმეორებს, რომ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, წინააღმდეგ სანქციების იქნას შემოღებული. მიღების შემთხვევაში ევროპარლამენტი, ასევე, ევროკომისიას მიმართავს, რომ საქართველოსთვის მთელი ფინანსური დახმარება დამოკიდებული გახდეს იმაზე, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაწეული იქნება. რეზოლუციის კანონპროექტი აღნიშნავს, რომ კანონპროექტის ხელახლა წარდგენა საქართველოს ოფიციალური პირების მიერ 2023 წელს გაკეთებულ საჯარო კომენტარებს ეწინააღმდეგება, შესაბამისად საქართველოს რეპუტაცია დაზიანებულია და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ძირი აქვს გამოთხრილი, ვინაიდან “უცხოური გავლენების” კანონპროექტი საქართველოს იმავე გზაზე აყენებს, რომელზეც რუსეთის ფედერაცია და მსგავსი ქვეყნები არიან. რეზოლუციის პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი “უცხოური გავლენის” კანონმდებლობა რუსეთში 2012 წელს მიღებულ კანონის მიხედვითაა მოდელირებული, ხოლო მსგავსი კანონპროექტები ცოტა ხნის წინ მიღებული იქნა ყირგიზეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთში. რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ მსგავსი რუსული სტილი “უცხოური გავლენის აგენტების” კანონპროექტი მნიშვნელოვნად დააზიანებს საქართველოს პროევროპულ გზას და კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყვებისადმი მიმავალი ნებისმიერი გადაწყვეტილება პერმანენტულად უნდა შეჩერდეს. რეზოლუციის ოთხი პროექტის ავტორები, სავარაუდოდ, ხვალ, 24 აპრილს შეაჯერებენ, ზუსტად რა უნდა ჩაწერონ და რა არა რეზოლუციაში, რომლითაც საქართველოს, ასევე, ევროკომისიას, ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს მიმართავენ. ჯერჯერობით ევროპარლამენტში „უცხოეთის აგენტების კანონზე“ მისაღები რეზოლუციის ოთხი სამუშაო ვერსია, ოთხი პროექტია წარდგენილი. საბოლოო კენჭისყრამდე ევროპარლამენტარები საერთო ტექსტზე შეთანხმდებიან.
ფრიდონ ინჯია: კარგი იქნება „ქართული ღირებულებების“ სახელმძღვანელო შევქმნათ, რომელსაც სკოლაში ასწავლიან
„კარგი იქნება, რომ შეიქმნას „ქართული ღირებულებების“ სახელმძღვანელო, რომელსაც სკოლაში ასწავლიან. სწორედ ამ „ქართულ ღირებულებებშია“ როგორც ოჯახის ღირებულებები, ასევე ქრისტიანობის, მამულიშვილობის და მრავალი სხვა. არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება, რომ ასეთი სახელმძღვანელო გადაითარგმნოს და ევროპაში დაიწყოს სწავლება „ქართული ღირებულებების,“ - განაცხადა ფრაქცია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვაზე ამბროლაურში. ფრიდონ ინჯიას თქმით, მისი პარტია სრულად ეთანხმება მმართველი პარტიის მიერ კონსტიტუციაში წარმოდგენილი ცვლილების პროექტს. ფრაქცია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის შეფასებით, იყო ოპოზიციონერი არ ნიშნავს იყო ქვეყნის წინააღმდეგი. ფრიდონ ინჯიას მოსაზრებით, კანონპროექტში „ოჯახური ღირებულებები“ უნდა შეიცვალოს ტერმინით „ქართული ღირებულებები.“ „ვფიქრობ, „ოჯახური ღირებულებები“ უნდა შევცვალოთ „ქართული ღირებულებებით“, ვინაიდან „ქართული ღირებულებები“ უფრო ფართო ცნებაა და იგი მოიცავს „ოჯახურ ღირებულებებსაც“, მართლმადიდებლობასა და პატივისცემას ქრისტიანობის წინაშე, სხვა ტრადიციებსაც. სწორედ „ქართულ ღირებულებებშია“ დედაენისადმი დიდი სიყვარული და პატივისცემაც“, - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
ევროკომისარი კრიზისების მართვის საკითხებში: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, ქვეყანას ევროპული გზიდან არ გადაახვევინონ
„ჩვენი კარი ღიაა, ასე რომ, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, ასახონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანას ევროპული გზიდან არ გადაახვევინონ,“ - ამის შესახებ ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში, იანეზ ლენარჩიჩმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. „ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოს ათასობით მოქალაქე ქუჩებში გავიდა, რათა მშვიდობიანი დემონსტრაციის თავისი უფლება გამოეყენებინა. ისინი კიდევ ერთხელ ითხოვდნენ, რომ ოფიციალურმა პირებმა გაიწვიონ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი. შთამბეჭდავი სცენები გასულ წელს უკვე ვნახეთ საქართველოდან. ყველა ასაკის მოქალაქეს ეკავა საქართველოს და ევროკავშირის დროშები, აჩვენებდნენ ძლიერ კავშირს დემოკრატიასთან, ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებთან და ევროკავშირისადმი საქართველოს გზასთან. მაშინ მმართველმა პარტიამ და მთავრობამ საჯარო პირობა მისცა საქართველოს მოქალაქეებს, რომ მსგავსი კანონპროექტი არასდროს დაბრუნდებოდა. საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მოვუწოდებ, გაიწვიონ კანონპროექტი, როგორც ეს გასულ წელს მოხდა. ნათელია, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. თუ მიღებული იქნება, ის ძირს გამოითხრის საქართველოს პროგრესს ევროკავშირისკენ გზაზე. ქართველების მომავალი ევროკავშირშია. კანდიდატის სტატუსმა, რომელიც გასულ წელს მიენიჭა [საქართველოს], ჩვენი ურთიერთობები ყველაზე მეტად დააახლოვა. ჩვენი კარი ღიაა, ასე რომ, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს ასახონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანას ევროპული გზიდან არ გადაახვევინონ. სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციები მუშაობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნებისმიერი დემოკრატიისთვის. საქართველოს ძალიან ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოება ჰყავს, რომელმაც წვლილი შეიტანა ქვეყნის ევროკავშირის წევრობისკენ წარმატებასა და პროგრესში. შემოთავაზებული კანონპროექტი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობებს შეზღუდავს. გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდავს და არასამართლიანად მოახდენს სამოქალაქო საზოგადოებების სტიგმატიზაციას, რომლებსაც სარგებელი მოაქვთ საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეს ასევე გავლენას მოახდენს ევროკავშირის საქართველოს ხალხისადმი მხარდაჭერაზე, ვინაიდან მისი ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ხორციელდება. გამჭვირვალობა სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობების შეზღუდვის ინსტრუმენტად არ უნდა იქცეს,” - განაცხადა ლენარჩიჩმა. მისი თქმით, ისინი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან დემოკრატიის პრინციპებისადმი, კანონის უზენაესობისადმი და ადამიანის უფლებებისადმი ერთგულებას ითხოვენ. „ევროკომისიამ თავის გაფართოების ანგარიშში ხაზი გაუსვა იმ სამუშაოს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს, კონკრეტულად კი 9 ნაბიჯი. როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან, საქართველოსგან ელიან, რომ კოპენჰაგენის კრიტერიუმებთან შესაბამისობაში იქნება. კონკრეტულად მოვითხოვთ დემოკრატიის პრინციპებისადმი, კანონის უზენაესობისადმი და ადამიანის უფლებებისადმი ერთგულებას. ამ ძირითად სფეროებში მხოლოდ არსებითი და შეუქცევადი პროგრესი ადგენს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნასა და სისწრაფეს,” - აღნიშნავს ევროკომისარი.
USAID: პირველი მცურავი მზის ელექტროსადგური საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს
პირველი მცურავი მზის ელექტროსადგური ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ აძლიერებს USAID-ის მიერ განახლებად ენერგიის მიმართულებით განხორციელებული ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკას და მოსახლეობას. შესაბამის ინფორმაციას აშშ-ის განვითარების სააგენტო (USAID) ავრცელებს. „დედამიწის დღის აღსანიშნავად, USAID-ის მხარდაჭერით შექმნილ, საქართველოში პირველ მცურავ მზის ელექტროსადგურს ვესტუმრეთ. სადგური, რომელიც შპს Agro-Impex-ის მიერ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ამოქმედდა, საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მზის ელექტროსადგური გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერაში მდებარეობს. იგი მიმდებარე ხეხილის ბაღების მოსარწყავად ყოველწლიურად დაახლოებით 300 000 კვტ/სთ ენერგიას გამოიმუშავებს და შესაბამისად, შეამცირებს როგორც ბიზნეს ხარჯებს, ასევე სათბურის აირების გამოყოფას. ეს ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ აძლიერებს USAID-ის მიერ განახლებად ენერგიის მიმართულებით განხორციელებული ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკას და მოსახლეობას,“ წერს USAID/საქართველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. USAID-ის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი მცურავი მზის სადგური დამონტაჟდა