ძებნის რეზულტატი:
სვენ მიქსერი: საქართველო არის კანდიდატი ქვეყანა, მაგრამ თუ ის „უცხოური აგენტების“ კანონს მიიღებს, არ უნდა ელოდოს, რომ ევროკავშირის წევრობას შეძლებს
საქართველო არის კანდიდატი ქვეყანა, მაგრამ თუ ის მიიღებს „უცხოური აგენტების“ კანონს, ის არ უნდა ელოდოს, რომ შეძლებს ევროკავშირის წევრობას. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე განაცხადა. მისი თქმით, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ხდება სულ უფრო მეტად არალიბერალური და ანტიევროპული. „საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა საკუთარ მომავალს ევროკავშირში ხედავს. საქართველოს არსებული ხელისუფლება, მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“, ასევე, აცხადებს, რომ სურს ევროკავშირს შეუერთდეს. სამწუხაროდ, ის, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, განსხვავებულია. სამწუხაროდ, საქართველოს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის თვალსაზრისით უკან დაიხია უკანასკნელი წლების განმავლობაში. მათ აქვთ პრობლემა საბაზისო თავისუფლებასთან, სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობასთან, მედია თავისუფლებასთან. ლგბტქ+ უფლებებთან. ევროპარლამენტმა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ აღნიშნეს ეს ნაკლი. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ხდება სულ უფრო მეტად არალიბერალური და ანტიევროპული. სამწუხაროდ, „უცხოური აგენტების“ კანონი კიდევ ერთი მაგალითია იმ გზის, რომელსაც, როგორც ჩანს, საქართველო მიჰყვება. ეს კანონპროექტი, მიღების შემთხვევაში, შეზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების მოქმედების არეალს, შეამცირებს გამოხატვის თავისუფლებას და გაუხსნის გზას დისკრიმინაციას. სამწუხაროდ, ამას ექნება თავისი შედეგი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე. საქართველო არის კანდიდატი ქვეყანა, მაგრამ თუ ის მიიღებს „უცხოური აგენტების“ კანონს, ის არ უნდა ელოდოს, რომ შეძლებს ევროკავშირის წევრობას,“ - განაცხადა სვენ მიქსერმა. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. ახალგაზრდები პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან და შემდეგ მსვლელობებს აწყობენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით
მარინა კალიურანდი: ეს არ ეხება მხოლოდ ამ კანონპროექტს, სამწუხაროდ, ეს ევროკავშირის ღირებულებებისთვის ძირის გამოთხრის უფრო ხანგრძლივი პროცესია
ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე განაცხადა, რომ საქართველოს მიმართ ორი გზავნილი აქვს. მან ასევე მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, მმართველ პარტიას, რომ გამოიყენოს ისტორიული შესაძლებლობა საკუთარი მოსახლეობის ოცნების ასასრულებლად და არ გააწბილოს ქართველი ხალხი. „დღეს ჩემი ბოლო მიმართვაა პლენარულ სხდომაზე სამხრეთ კავკასიის დელეგაციის თავმჯდომარის და ევროაკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარის რანგში. მე მაქვს ორი გზავნილი, პირველი - საქართველოს პოლიტიკოსების მიმართ, კერძოდ, მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, მიმართ, გთხოვთ, შეწყვიტეთ საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის საფრთხის შექმნა. ეს არ ეხება მხოლოდ ამ კანონპროექტს, სამწუხაროდ, ეს ევროკავშირის დემოკრატიული პრინციპებისა და ღირებულებებისთვის ძირის გამოთხრის უფრო ხანგრძლივი პროცესია. თქვენ გაქვთ ისტორიული შესაძლებლობა, შეასრულოთ თქვენი ხალხის ოცნება ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. არ გააწბილოთ ხალხი. მეორე - მე მსურს დავარწმუნო საქართველოს მოსახლეობა, რომ თქვენ გაქვთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა თქვენს ევროპულ მისწრაფებებში და დარწმუნებული ვარ, შემდეგი ევროპარლამენტი, ასევე, გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას ევროპულ ოჯახში ადგილის მოპოვებისთვის ბრძოლაში, მაგრამ თქვენი წილი უნდა გააკეთოთ-წადით არჩევნებზე ოქტომბერში და აირჩიეთ ნამდვილად პროევროპული და პროგრესული ეროვნული პარლამენტი,“ - განაცხადა მარია კალიურანდმა. 23 აპრილს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, სადაც საქართველოს პარლამენტში წარდგენილი „აგენტების კანონი“ განიხილეს, ევროპარლამენტარებმა სიტყვებით გამოსვლისას მოითხოვეს ბიძინა ივანიშვილის, ქართული ოცნების დეპუტატებისა და პოლიციის მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესება. ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროკომისიას მოუწოდა, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგ დემონსტრანტებისადმი ძალადობრივი ქმედებების ორგანიზების გამო, სანქციები დაუწესდეთ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს ზვიად ხარაზიშვილსა და თბილისის პოლიციის უფროსს ვაჟა სირაძეს. „მოვუწოდებ ევროკავშირის ინსტიტუტებს, დაუწესდეს პერსონალური სანქციები საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესებსა და აორგანიზებენ მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევას - ზვიად ხარაზიშვილსა და ვაჟა სირაძეს“, - განაცხადა სტრასბურგში პეტრას აუსტრევიჩუსმა, ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა პოლიტიკური ჯგუფიდან, „განაახლე ევროპა“. ხარაზიშვილი ახსენა კიდევ ერთმა ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ, რომელმაც განაცხადა: „მას შემდეგ, რაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღეს, მთავრობამ გატეხა პირობა და ძალით ცდილობს კანონის მიღებას. აქვთ გეგმები ლგბტ ადამიანების უფლებების ჩასახშობად. დემონსტრანტები რეპრესიების წინაშე დგანან. ამჯერად, ზვიად ხარაზიშვილისგან.“ ვაჟა სირაძე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსია, ზვიად ხარაზიშვილი კი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი. ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების საჭიროებაზე რამდენიმე გამომსვლელმა ისაუბრა, მათ შორის ანა ფოტიგამ და მაიკლ გალერმა.
აშშ უკრაინისთვის მილიარდი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს - Reuters
შეერთებული შტატები უკრაინისთვის მილიარდი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა Reuters-ს განუცხადა. „დახმარების პაკეტში შედის მანქანები, Stinger-ის საჰაერო თავდაცვის საბრძოლო მასალები, დამატებითი საბრძოლო მასალა მაღალი მოძრავი საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის, 155 მილიმეტრიანი საარტილერიო საბრძოლო მასალა, TOW-ს და Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო საბრძოლო მასალა და სხვა იარაღები, რომლებიც შეიძლება, დაუყოვნებლივ იყოს გამოყენებული ბრძოლის ველზე,“ წერს სააგენტო. აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გადასაცემი იარაღი ევროპის ქვეყნების საწყობებშია - მედია რა შევა დახმარების პაკეტში, რომელსაც აშშ უკრანისთვის ამზადებს შეგახსენებთ, მრავალთვიანი დისკუსიების შემდეგ, აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ - წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 60,8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს. კანონპროექტს მხარი წარმომადგენელთა პალატის 311 წევრმა დაუჭრა, 112 წინააღმდეგი იყო. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის „გამარჯვების შანსს“ ხედავს მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვისთვის. რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან
სუნაკმა პოლონეთში ვიზიტის დროს, უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა
გაერთიანებული სამეფო უკრაინას უგზავნის 500 მილიონი ფუნტის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს, რომელიც მოიცავს 160 Husky-ს ტიპის ჯავშანმანქანას, 162 სხვა ტიპის ჯავშანმანქანას, 78 ყველგანმავალ მანქანას, 60 ნავსა და კატერს, 1 600 თავდასხმისა და საჰაერო თავდაცვის რაკეტებს, მათ შორი,ს Storm Shadow-ს ტიპის ფრთოსანი რაკეტების ახალ პარტიას, დაახლოებით, ოთხ მილიონ ვაზნას. აღნიშნული პაკეტი ბრიტანეთის მიერ უკრაინისთვის წელს აღმოჩენილ სამხედრო დახმარებას 3 მილიარდ ფუნტამდე გაზრდის. დიდი ბრიტანეთი უკრაინას სამხედრო დახმარების უმსხვილეს პაკეტს გადასცემს ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა სამშაბათს, ვარშავაში, NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სუნაკმა აღნიშნა, რომ პუტინს სურს, დააბრუნოს დასავლეთი სამყაროში, სადაც უხეში ძალა და არა თავისუფალი ხალხების დემოკრატიული ნება აყალიბებს საზღვრებს და გადაწყვეტს მომავალს. მან ხაზი გაუსვა, რომ თუ რუსი დიქტატორი გაიმარჯვებს უკრაინაში, ის არ გაჩერდება და გათამამდება.
სტოლტენბერგი უკრაინისთვის „ძლიერ გადაწყვეტილებებს“ აანონსებს
NATO-ს სურს, შექმნას მიდგომები, რომლებიც უკრაინის მხარდაჭერას „უფრო მტკიცე და პროგნოზირებადს“ გახდის. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სამშაბათს ვარშავაში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, NATO-ში ახლა განიხილავენ უკრაინისადმი უფრო მყარ და პროგნოზირებად საფუძვლებზე დამყარებულ მხარდაჭერას, მათ შორის, მრავალწლიანი ფინანსური ვალდებულებით. მისი თქმით, გადაწყვეტილებებს, რომლებიც დღეს მიიღება, მომავალი თაობებისთვის ექნება შედეგები. მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი აგრესიული ომისთვის მხარდაჭერას იღებს ჩინეთიდან, ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან. „ეს გვახსენებს, რომ უსაფრთხოება არ არის რეგიონული, უსაფრთხოება გლობალურია. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ჩვენს თანამოაზრე პარტნიორებთან მთელ მსოფლიოში, რათა შევინარჩუნოთ და დავიცვათ ტრანსატლანტიკური უსაფრთხოება," - აღნიშნა სტოლტენბერგმა. მან დასძინა, რომ NATO არის თავდაცვითი ალიანსი, რომელიც არ ესწრაფვის კონფლიქტს რუსეთთან. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ალიანსი აპირებს, უზრუნველყოს მოკავშირე ქვეყნების ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოება. „NATO-ს 10,000 ჯარისკაცი, რომელიც აქ პოლონეთშია განთავსებული, აგზავნის უტყუარ გზავნილს, რომ NATO დაიცავს ყველა მოკავშირეს,“ - აღნიშნა სტოლტენბერგმა. სუნაკმა პოლონეთში ვიზიტის დროს, უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა
WSJ: რუსეთის დახმარების გამო, აშშ ჩინეთის ბანკების წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
შეერთებული შტატები ამზადებს სანქციების პროექტს, რამაც, შესაძლოა ჩინეთის ზოგიერთ ბანკს დაარტყას. მიზანი რუსული სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსისთვის მხარდაჭერის შეჩერებაა. ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, ჩინეთის ბანკების წინააღმდეგ სანქციები ესკალაციის ვარიანტია იმ შემთხვევაში, თუ დიპლომატიური ზომები ვერ დაარწმუნებს პეკინს, შეზღუდოს ექსპორტი რუსეთის ფედერაციაში. შესაბამის სტატიას გამოცემა Wall Street Journal-ი აქვეყნებს. დოლარზე ბანკების წვდომის შეწყვეტა ხშირად გამოიყენება როგორც უკანასკნელი საშუალება, რადგან ასეთი სანქციები ხშირად, ინსტიტუტების გაკოტრებას იწვევს. ეს ასევე განსაკუთრებულ რისკს უქმნის ჩინეთს ნელი ეკონომიკური აღდგენისა და მზარდი ვალის ფონზე. მასალაში არ არის მითითებული, რომელ ბანკები შეიძლება, დაექვემდებაროს სანქციებს. ამ დრომდე ვაშინგტონს არ სურდა სანქციების დაწესება მსხვილ ჩინურ ბანკებზე, რადგან ანალიტიკოსები დიდი ხანია, განიხილავდნენ ამ ვარიანტს, როგორც "ბირთვულ" ვარიანტს, რადგან მას შეუძლია, ჰქონდეს გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე და აშშ-ჩინეთის ურთიერთობებზე. მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გააკრიტიკა ჩინეთი რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ პეკინი ახლა უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიული ომისთვის კრიტიკული კომპონენტების მთავარი მიმწოდებელია. მანამდე, შეერთებული შტატების ხაზინის მდივანმა ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ აშშ-მ ჩინური ბანკები და ექსპორტიორები გააფრთხილა, რუსეთს სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებაში არ დაეხმარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ვაშინგტონი მათ სანქციების დაწესებით დაემუქრა. ცნობისთვის, შეერთებული შტატები ვერ ხედავს მტკიცებულებას, რომ ჩინეთი პირდაპირ სამხედრო დახმარებას უწევს რუსეთს.
ახალგაზრდებმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტი ევროკავშირის წარმომადგენლობამდე მსვლელობით გააპროტესტეს
სტუდენტებმა, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მსვლელობით მივიდნენ. აქციის მონაწილეთა განმარტებით, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან გადანაცვლება სიმბოლურია და გადაწყვეტილება მთავრობის წარმომადგენლების მიერ ევროპარლამენტარების მისამართით გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებს უკავშირდება. მანამდე, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატ, "ხალხის ძალის" წევრ დავით კაჭარავასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო. კერძოდ, ინცინდენტი იმ დროს დაიწყო, როდესაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისკენ მსვლელობით მიემართებოდნენ. აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირზე ავტომობილში დეპუტატი კაჭარავა შენიშნეს და მას ჰკითხეს, რატომ დაუჭირა მხარი ამ კანონპროექტს. დემონსტრანტებმა მას გზა გადაუკეტეს და კითხვები დაუსვეს. აქციის მონაწილეები მას სთხოვდნენ, საჯაროდ, ტელეეთერების მეშვეობით განეხილათ "აგენტების კანონი" მათთან ერთად, რა დროსაც დეპუტატი გადმოვიდა მანქანიდან და შეკრებილების დარწმუნება დაიწყო, რომ "ეს კანონი ქართულია." „ეს კანონი არის ქართული და ემსახურება საქართველოს ინტერესებს, ესაა მეტი დამოუკიდებლობა საქართველოსთვის, მეტი დამოუკიდებლობა ავტომატურად ნიშნავს მეტ პასუხისმგებლობას ჩვენი ხელისუფლებისთვის. ამიტომ ჩვენ ამ გზაზე ვივლით და ყოველდღიურად გავხდებით უფრო მეტად დამოუკიდებელი და მიგვიღებენ ევროკავშირში ამაყად, ჩვენი ფასეულობებით,“ - მიმართა მან აქციის მონაწილეებს, რის შემდეგაც დატოვა მსვლელობის ტერიტორია. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. ახალგაზრდები პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან და შემდეგ მსვლელობებს აწყობენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით
ევროპა მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ უკრაინას გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს - ბორელი
ევროპა მზად უნდა იყოს, დაეხმაროს უკრაინას ამ გამანადგურებელ ომში, თუნდაც დიდი ხნით. ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა სამშაბათს სტრასბურგში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. „პუტინი გააგრძელებს ომს, რომ დაიპყროს უკრაინა - რაც შეიძლება მეტი ტერიტორია. ასე რომ, ის სწრაფად არ დასრულდება. პუტინი შეეცდება,, გაანადგუროს უკრაინელი ხალხის თავისუფლება და, ალბათ, უფრო შორს წავიდეს. ყოველ შემთხვევაში, ამას მუდმივად ამბობენ რუსი პროპაგანდისტები და ამას ამბობს ზოგიერთი რუსი ლიდერიც,“ - განაცხადა ბორელმა. მან აღნიშნა, რომ მომავალი კვირები რთული და ალბათ უფრო საშიში იქნება არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ, ევროპისთვის. ბორელის თქმით, ევროპელებმა მეტი უნდა გააკეთონ უკრაინის მხარდასაჭერად, რადგან ევროპისთვის ეს სტრატეგიული პასუხისმგებლობის საკითხია. „ჩვენ უნდა ვიფიქროთ უფრო ღრმად, მოვემზადოთ ომისთვის, რომელიც მოითხოვს ჩვენს ძალისხმევას, ჩვენს ვალდებულებებს, ჩვენს ქმედებებს. ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას, მაგრამ არამხოლოდ სიტყვებით, და არა მხოლოდ ხვალ და ალბათ არამხოლოდ მომავალ წელს. ჩვენი ვალდებულებაა უკრაინის მხარდაჭერა, რომელიც იბრძვის ჩვენი ღირებულებებისა და უსაფრთხოებისთვის, ეს მოითხოვს ჩვენგან უპრეცედენტო ქმედებების განხორციელებას,“ აღნიშნა ბორელმა.
სახელმწიფო დეპარტამენტი: მსგავსი სახის საკანონმდებლო აქტივობა ღრმად პრობლემურია და შეუსაბამოა ევროკავშირისკენ მისწრაფებებთან
ვაშინგტონი კვლავ აკრიტიკებს ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მსგავსი სახის საკანონმდებლო აქტივობა ღრმად პრობლემურია და შეუსაბამოა ევროკავშირისკენ მისწრაფებებთან. „რაც შეეხება [საქართველოში] პროტესტებს, ჩვენ რა თქმა უნდა მხარს ვუჭერთ იმას, რაც შეერთებულ შტატებში პირველი შესწორების ფარგლებში, ხალხის მშვიდობიანი პროტესტითა და დემონსტრაციით გამოხატვის თავისუფლება იქნებოდა. ჩვენს მოწოდებად ისევ რჩება, რომ ეს მშვიდობიანი იყოს და ჩვენ, რა თქმა უნდა, დავგმობთ ნებისმიერ ნაბიჯებს, რომლებიც ამ სახის პროტესტებს უბიძგებს, გახდეს ძალადობრივი. მაგრამ ეს საბოლოო ჯამში კანონპროექტამდე მიდის, რომელზეც უკვე რამდენიმე კვირაა, ვსაუბრობთ. მსგავსი სახის საკანონმდებლო აქტივობა ღრმად პრობლემურია და შეუსაბამოა ევროკავშირისკენ მისწრაფებებთან. უნდა გახსოვდეთ, რომ იმაზე ვსაუბრობთ, რაც ზეწოლას ახდენს მედია ორგანიზაციებზე, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და სხვა,” - განაცხადა პატელმა. შეგახსენებთ, ბოლოს, სპეციალური განცხადების გავრცელების შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს, 18 აპრილს ტრადიციული პრესკონფერენციის დროსაც გააკრიტიკა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტი. უწყების პრესსპიკერის მთავარმა მოადგილემ ვედანტ პატელმა აღნიშნა, რომ მსგავს კანონებს იყენებენ კრემლი და სხვა რეპრესიული მთავრობები, რათა სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის სისტემური რეპრესირება მოახდინონ. აშშ ყურადღებით ადევნებს თვალს ვითარებას. ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. ახალგაზრდები პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან და შემდეგ მსვლელობებს აწყობენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით
რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს
რუსეთში თავდაცვის მინისტრის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. შესაბამის ინფორმაცის რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი და რუსული სახელმწიფო გამოცემა “ტასი” სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით ავრცელებენ. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი აღნიშნავს, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს მოადგილე ტიმურ ივანოვი ქრთამის აღების ბრალდებით არის დაკავებული, თუმცა სხვა დეტალებს არ ავრცელებს. რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინს ივანოვის დაკავების შესახებ შეატყობინეს, ხოლო რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ დაკავების შესახებ წინასწარ გააფრთხილეს. ტიმურ ივანოვს რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა 2016 წლიდან უკავია. აქამდე ის კომპანია “ობორონსტროის” ხელმძღვანელობდა, რომელიც თავდაცვის უწყებას ექვემდებარება.
დრონის თავდასხმის შემდეგ, რუსეთში, სმოლენსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარია
რუსეთის ქალაქ სმოლენსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარია. რეგიონის გუბერნატორმა ვასილი ანოხინმა დაადასტურა, რომ ხანძარი საწვავისა და ენერგეტიკის ობიექტებზე დრონის თავდასხმის შემდეგ გაჩნდა. ადგილობრივების თქმით, იარცევოს რაიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხნენ. ტელეგრამის არხი Astra თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს. „დიდი ალბათობით, საწვავისა და ენერგეტიკულ სამოქალაქო ობიექტებზე მტრის თავდასხმის შედეგად, ხანძარი გაჩნდა სმოლენსკის და იარცევოს რაიონებში, საგანგებო სიტუაციების სამინისტრო შედეგების ლიკვიდაციას აწარმოებს," - წერს ანოხინი და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს, ვინაიდან მისი თქმით საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობს. მანამდე რუსული ტელეგრამის არხი SHOT, ადგილობრივებზე დაყრდნობით წერდა, რომ ერთი ან მეტი დრონი სმოლენსკის მახლობლად მდებარე სოფელ რაზდოროში ნავთობის საცავს დაესხა თავს, რასაც ძლიერი ნათება და კვამლი მოჰყვა. „პირველი აფეთქება მოხდა დილის 3:15 საათზე, სოფელ რაზდოროს მახლობლად ნავთობის ბაზის მიდამოში. სამრეწველო ობიექტის მიდამოში აფეთქების ხმა ისმოდა." გასული კვირის ბოლოს სმოლენსკის ოლქის გუბერნატორმა ასევე განაცხადა, დრონის თავდასხმის შემდეგ საწვავ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტზე ხანძრის თაობაზე.
„ამ კანონპროექტის ისტორიული მნიშვნელობა პოლიტიკას სცილდება“ - ზელენსკი აშშ-ს მადლობას უხდის
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მას შემდეგ, რაც აშშ-ის სენატმა დაამტკიცა უკრაინის მრავალმილიარდიანი სამხედრო დახმარების პაკეტი, მადლობა გადაუხადა სენატორებს, უმრავლესობის ლიდერს ჩაკ შუმერს და რესპუბლიკელ ლიდერს მიჩ მაკკონელს, ყველა ამერიკელა და აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს. „ეს კენჭისყრა აძლიერებს ამერიკის როლს, როგორც დემოკრატიის შუქურის და თავისუფალი სამყაროს ლიდერის,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. ზელენსკიმ ასევე განმარტა, რომ მადლიერია ყველა ამერიკელის, ვინც აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და აცნობიერებს, რომ "ამ კანონპროექტის ისტორიული მნიშვნელობა სცილდება პოლიტიკას." „შორი მოქმედების იარაღი, არტილერია და საჰაერო თავდაცვა უაღრესად მნიშვნელოვანი იარაღია სამართლიანი სამყაროს სწრაფი აღდგენისთვის," - განაცხადა ზელენკსიმ. პაკეტი, რომელიც უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარებას ითვალისწინებს, კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მრავალთვიანი დავის შემდეგ, 20 აპრილს მიიღო. სენატის მიერ პაკეტის დამტკიცების შემდეგ კი, ახლა მას ხელი ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს.
ჯო ბაიდენი: მხარს ვუჭერთ ჩვენს მეგობრებს, რომლებიც თავს იცავენ „ჰამასის“ მსგავსი ტერორისტებისგან და პუტინის მსგავსი ტირანებისგან
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სენატის მიერ უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის დახმარების პაკეტის დამტკიცებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელს მოაწერს დოკუმენტს, როგორც კი ის ხვალ მის მაგიდაზე მოხვდება. ამის შესახებ მან მას შემდეგ განაცხადა, რაც სენატმა უკრაინის მხადრაჭერის პაკეტი დაამტკიცა. „მე მოვაწერ ხელს ამ კანონპროექტს და მივმართავ ამერიკელ ხალხს, როგორც კი ხვალ ჩემს მაგიდას მიაღწევს, რათა ამ კვირაში დავიწყოთ უკრაინაში იარაღისა და აღჭურვილობის გაგზავნა. აუცილებლობა გადაუდებელია: უკრაინისთვის, რომელიც რუსეთის მხრიდან უწყვეტი დაბომბვის წინაშე დგას; ისრაელისთვის, რომელმაც ირანის მხრიდან ცოტა ხნის წინ უპრეცედენტო თავდასხმები განიცადა; ლტოლვილებისთვის და კონფლიქტებითა და ბუნებრივი კატასტროფებით დაზარალებულთათვის მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით, ღაზის სექტორში, სუდანსა და ჰაიტიში და პარტნიორებისთვის, რომლებსაც სურთ უსაფრთხოება და სტაბილურობა ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში,“ - განაცხადა ჯო ბაიდენმა. მან ასევე მადლობა გადაუხადა უმრავლესობის ლიდერს, ჩაკ შუმერს, „რესპუბლიკელ“ ლიდერს მიჩ მაკკონელს და ყველა ამერიკელ სენატორს, რომელმაც აღნიშნული კანონპროექტის სასარგებლოდ მისცა ხმა. „ეს მნიშვნელოვანი კანონმდებლობა ჩვენს ქვეყანას და მსოფლიოს უფრო უსაფრთხოს გახდის, რადგან ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს მეგობრებს, რომლებიც თავს იცავენ „ჰამასის“ მსგავსი ტერორისტებისგან და პუტინის მსგავსი ტირანებისგან,“ - განაცხადა ჯო ბაიდენმა. „ამ კანონპროექტის ისტორიული მნიშვნელობა პოლიტიკას სცილდება“ - ზელენსკი აშშ-ს მადლობას უხდის
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, პარტია „საქართველოსთვის“ წევრი თანამდებობიდან გადააყენეს
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თავმჯდომარის გადაყენებას მხარი საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა. როგორც IPN წერს, პროცესის დაწყებამდე, საკრებულოს სხდომადა დარბაზი, პროტესტის ნიშნად „საქართველოსთვის“ დეპუტატებმა დატოვეს, შესაბამისად, მათ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. „რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე დღის წინ მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს, ჩანიშნულიყო რიგგარეშე სხდომა, რომელზეც ძირითად საკითხებად იქნებოდა სწორედ საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეების და საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების გადაყენების საკითხი. გავრცელებულ განცხადებაში ფრაქცია „ქართული ოცნება“ აღნიშნავდა, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს შემადგენლობა ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჯეროვნად ვერ ასრულებდა საკუთარ მოვალეობებს. არაერთხელ ჰქონდა ადგილი საკრებულოს მხრიდან საბოტაჟის მცდელობას, რაც გამოიხატებოდა ბიუჯეტის დამტკიცების ხელისშეშლაში, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის უარყოფითად შეფასებაში, კონკრეტული პროექტების შეფერხებაში, მოქალაქეების პოზიციების გაუთვალისწინებლობაში და ა.შ. საკრებულოს რეგლამენტის უხეში დარღვევების გარდა შრომის ინსპექციამ და შემდეგ უკვე საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა საკრებულოს ხელმძღვანელობის უპასუხისმგებლო და უკანონო ქმედებები აპარატის თანამშრომელთა მიმართაც. ცოტა ხნის წინ ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოეყო და პარტიიდან გავიდა ფრაქციის ოთხი წევრი, რაც კიდევ ერთი დამატებითი საფუძველი აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ გუნდისთვის, რომ დაეწყო რუსთავის საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობის თანამდებობებიდან გადაყენების პროცესი,“ - ნათქვამია პარტია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს შენობის წინ ხმაურია. „ქართული ოცნების“ წევრები, მათ შორის, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და „საქართველოსთვის“ წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა რუსთავში განაცხადა, რომ “რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან მათი პარტიის დეპუტატის გადაყენება „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ თანამშრომლობის კლასიკური მაგალითია.“ „ქართულმა ოცნებამ“ „ნაცმოძრაობასთან“ ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც ჩვენი გუნდის წევრია, გადაირჩია. ანუ, ერთად მოაწყვეს იმპიჩმენტი. ეს არის კლასიკური დადასტურება იმისა, რასაც დიდი ხანია ვამბობთ, რომ „ნაცები" და „ოცნება“ ერთმანეთთან თანამშრომლობენ. ბანერი - „ქოცებო, თქვე ნაცებო“ არის დღევანდელი სიტუაციის ძალიან კარგი ამსახველი ფრაზა,“ - განაცხადა ბუჩუკურმა IPN-ის ცნობით. თავის მხრივ, რუსთავის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ჯუბა მგელაძემ განაცხადა, რომ მათი პარტია “რუსთავის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებში არ მონაწილეობს, რადგან თანამდებობების გადანაწილება არ არის პრიორიტეტული, როგორც ეს ივანიშვილის და გახარიას პარტიებისთვისაა.“ „რუსული კანონის პარალელურად კი, რაც დღეს რუსთავის საკრებულოში ხდებოდა, არის სრულიად ამაზრზენი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი და არა რუსეთის ნაწილი,“ განაცხადა ჯუბა მგელაძემ. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა რუსთავის მერს მიმართეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკრებულოს თავმჯდომარეს იმპიჩმენტი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად გამოუცხადა. რუსთავის საკრებულოს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგის მიხედვით, ახალ თავმჯდომარეს დღესვე აირჩევენ. ასევე, განიხილავენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების გადაყენების და ახალი მოადგილეების არჩევის საკითხებს.
შვედეთი მოუწოდებს ევროკავშირს, გააორმაგოს უკრაინის მიმართ მხარდაჭერა
შვედეთმა განაცხადა, რომ ევროკავშირში ძალისხმევა ახლა უნდა გაორმაგდეს საბრძოლო მასალის, საჰაერო თავდაცვისა და იარაღის წარმოების გაზრდით, რათა ბლოკი უკრაინას ბრძოლაში დაეხმაროს. „ეს არის შვედეთის შეხედულება," - განმარტა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტობიას ბილსტრომმა სოციალურ პლატფორმა X-ის საშუალებით. ბილსტრომი ასევე მიესალმა „აშშ-ის სენატის მიერ მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას უკრაინის მხარდაჭერის პაკეტის შესახებ."
უკრაინის მოქალაქეებს საქართველომ უვიზოდ ყოფნის ვადა სამ წლამდე გაუხანგრძლივა
საქართველოს მთავრობამ უკრაინის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის ვადა სამ წლამდე გაზარდა. რადიო თავისუფლების ცნობით, შესაბამისი ცვლილება შევიდა მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის N255 დადგენილებაში „იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა.“ ცვლილების თანახმად, უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შესვლისა და ქვეყანაში სრული სამი წლით ყოფნის უფლება აქვთ. მანამდე ეს პერიოდი ერთი წლით შემოიფარგლებოდა, 2023 წლის თებერვალში კი, ორ წლამდე გახანგრძლივდა. უცვლელი დარჩა დანარჩენი ქვეყნების სია, რომლებთანაც ერთი წლით უვიზო ყოფნის რეჟიმი მოქმედებს. მათ შორის რუსეთის მოქალაქეებითვის.
საზღვრის უსაფრთხოების გასაძლიერებლად, აშშ-მ საქართველოს $13 მილიონის რენტგენული სკანირების აღჭურვილობა გადასცა
საზღვრის უსაფრთხოების გასაძლიერებლად, აშშ-მ საქართველოს $13 მილიონის მოცულობის რენტგენული სკანირების აღჭურვილობა გადასცა. შესაბამის ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს. „საქართველოს საზღვრის უსაფრთხოების გასაძლიერებლად $13 მილიონი დოლარის ღირებულების რენტგენული სკანირების აღჭურვილობა გადავეცით საქართველოს შემოსავლების სამსახურს. აღნიშნულის შესახებ ელჩმა დანიგანმა შემოსავლების სამსახურის უფროს ლევან კაკავასთან ერთად გამოაცხადა და მადლობა გადაუხადა ჩვენს პარტნიორებს საქართველოს შემოსავლების სამსახურში სანქციების არიდების, უკანონო ვაჭრობისა და გავრცელების წინააღმდეგ მათი გულმოდგინე ძალისხმევისთვის,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შსს: აკრძალულია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა
შსს მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 15 აპრილიდან, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთაველის გამზირზე დაწყებული აქციების პარალელურად, მონაწილეები აწყობენ მსვლელობებს სხვადასხვა ტერიტორიის მიმართულებით, რაც აფერხებს საავტომობილო მოძრაობას. ხალხის რაოდენობის გათვალისწინებით და ორგანიზატორებთან შეთანხმებით ხდებოდა რუსთაველის გამზირის გადაკეტვა. ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის საჭიროება არ არსებობს, თუმცა, აქციაზე მყოფი პირები ხანგრძლივი დროით ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურ გადაკეტვას ახორციელებენ. გზის ხელოვნური გადაკეტვა იწვევს ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებას, გარდა ამისა, ლახავს იმ პირთა უფლებებს, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხელს უშლის დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას. შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და 11 (პრიმა) მუხლის თანახმად, აკრძალულია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა. აგრეთვე, აკრძალულია ტრანსპორტის გადაადგილებისათვის განზრახ დაბრკოლებების შექმნა. აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ კანონის მოთხოვნებს. თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, სამართალდამცავი უწყების მხრიდან მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. ასევე, იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ. სამართალდამცველების მიერ მათ მიმართ შესაბამისი კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება,“ ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. ახალგაზრდები პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან და შემდეგ მსვლელობებს აწყობენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტი საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებას განიხილავს
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, დღეს ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოს საკითხს განიხილავს. „დღეს, ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებას განიხილავს,“ - წერს მიხაილ როთი X-ზე. როთი: "უცხოური აგენტების კანონს“ გერმანიის ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ ე.წ. აგენტების კანონზე სასაუბროდ საქართველოს ელჩი მიიწვია
ბლინკენი ჩინეთშია
ენტონი ბლინკენი ჩინეთში ჩავიდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შანხაიში ჩინელ ბიზნეს ლიდერებს შეხვდება, ხოლო პარასკევს პეკინში გაემგზავრება და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვან იისთან მოლაპარაკებებს გამართვას. სავარაუდოდ, ენტონი ბლინკენი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინსაც შეხვდება. გავრცელებული ინფორმაციით, სხვა საკითხებთან ერთად, ენტონი ბლინკენი ჩინელ ოფიციალურ პირებთან იმის შესახებაც ისაუბრებს, თუ როგორ ეხმარებიან ჩინური კომპანიები რუსეთს თავდაცვის ინდუსტრიის განვითარებაში.