ძებნის რეზულტატი:

რობერტ სტურუა: რუსთაველის თეატრი არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ემხრობა, მისი მოვალეობაა, არ ჩაერიოს პოლიტიკაში

„რამდენიც არ უნდა იდავონ პოლიტიკურმა ძალებმა, რუსთაველის ეროვნული თეატრი უნდა დარჩეს როგორც ერის ტაძარი, ერის სულის სიწმინდის მატარებელი,“ - ამის შესახებ რუსთაველის ეროვნული თეატრის დასის ხელმძღვანელმა, რობერტ სტურუამ განაცხადა. ის ამბობს, რომ რუსთაველის ეროვნული თეატრის მოვალეობაა, არ ჩაერიოს პოლიტიკაში და ის არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ემხრობა. „რუსთაველის ეროვნული თეატრი არის ხელოვნების ტაძარი და ის არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ემხრობა, მისი მოვალეობაა არ ჩაერიოს პოლიტიკაში. რამდენიც არ უნდა იდავონ პოლიტიკურმა ძალებმა, რუსთაველის ეროვნული თეატრი უნდა დარჩეს, როგორც ერის ტაძარი, ერის სულის სიწმინდის მატარებელი,“ - წერს სტურუა რუსთაველის ეროვნული თეატრის Facebook გვერდზე. შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო და ევროპული კურსის მხარდასაჭერად გაიფიცნენ სამეფო უბნის თეატრი და მოძრაობის თეატრი. გაფიცვის შესახებ განცხადება გააკეთეს სხვადასხვა თეატრის მსახიობებმაც. საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობენ საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები.  

სახალხო დამცველი: პოლიცია დასჯის მიზნით იყენებს მოქალაქეების მიმართ ძალადობრივ მეთოდებს - დასჯის მიზნით განზრახი, მძიმე ძალადობა წამების ქმედებას წარმოადგენს

სახალხო დამცველი და მისი რწმუნებულები, მეხუთე დღეა უწყვეტად ხვდებიან აქციაზე დაკავებულ და დაზიანებულ მოქალაქეებს, რომელთა უმრავლესობა პოლიციის მხრიდან უმძიმეს მოპყრობაზე მიუთითებს. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ პოლიცია დასჯის მიზნით იყენებს მოქალაქეების მიმართ ძალადობრივ მეთოდებს და დასჯის მიზნით განზრახი, მძიმე ძალადობა წამების ქმედებას წარმოადგენს. „მძიმე დაზიანებები, უმრავლეს შემთხვევაში, სახის, თვალის და თავის მიდამოში აქვთ მიღებული, რაც იმთავითვე პრაქტიკულად გამორიცხავს იმის ალბათობასაც კი, რომ პოლიცია, ყველა ჯერზე, მათ მიმართ საჭირო, პროპორციულ ძალას იყენებდა. დაზიანებების ლოკაცია, ხასიათი, ხარისხი სარწმუნო წარმოდგენას ქმნის იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიცია დასჯის მიზნით იყენებს მოქალაქეების მიმართ ძალადობრივ მეთოდებს. დასჯის მიზნით განზრახი, მძიმე ძალადობა წამების ქმედებას წარმოადგენს. ამჯერად გვსურს, საზოგადოებას დამატებით მივაწოდოთ აქციებზე დაკავებული პირების შესახებ ინფორმაცია. ამ დროისთვის აპარატმა ჯამში 201 პირი მოინახულა, მათ შორის, ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფი 21 წლის ბიჭი, რომლის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია მედიაში აქტიურად ვრცელდება. წინა დღეებში გავრცელებული მონაცემების შემდეგ, რწმუნებულებმა 1-3 დეკემბერს დამატებით მოინახულეს თბილისის, ბაღდათის, გორისა და ზესტაფონის დროებითი მოთავსების იზოლატორებში, ასევე კლინიკებში, განთავსებული 75 პირი, რომელთაგან სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე 56 პირმა მიუთითა (21-მა მათგანმა რეაგირება არ ისურვა). დაკავებულთაგან 44-ს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდა. სამწუხაროდ, დაკავების გარემოებებთან დაკავშირებით მოწოდებული ინფორმაცია არ განსხვავდება წინა დღეებში დაფიქსირებული პრაქტიკისგან. საყურადღებოა, რომ ბოლო დღეებში, არაერთი დაკავებული მიუთითებს დაკავების შემდეგ პირადი ნივთების ჩამორთმევის ფაქტებზე. სახალხო დამცველის აპარატი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს პერმანენტულად აწვდის მოქალაქეთაგან მიღებულ და მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით. აპარატი ასევე განახორციელებს შესაბამის რეაგირებას დაკავებული მოქალაქეებისთვის პირადი ნივთებისა და ტანსაცმლის ჩამორთმევის ფაქტებზე. სახალხო დამცველის რწმუნებულები ამ წუთებშიც აგრძელებენ ვიზიტებს და საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მივაწვდით. სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა მინისტრს - საჯაროდ დაგმოს პოლიციის მხრიდან თითოეული ძალადობის ფაქტი და უზრუნველყოს ეფექტიანი ღონისძიებების გატარება, რათა აღიკვეთოს პოლიციელების მხრიდან ყოველგვარი კანონსაწინააღმდეგო ქმედებები,” - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ომბუდსმენი: ჩემმა რწმუნებულებმა 260 პირი მოინახულეს, პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე 188 მოქალაქე მიუთითებს

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ 260 მონახულებული პირიდან, პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე 188 მოქალაქე მიუთითებს. ლევან იოსელიანი პოლიტიკური პარტიებისა და სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაციების ოფისებში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებსაც გამოეხმაურა და საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდა, მიმდინარე გამოძიების პროცესი წარმართონ მაქსიმალურად გამჭვირვალედ, ზედმიწევნით დაიცვან თითოეული პირის საპროცესო უფლება, გარანტიები და მოახდინონ საზოგადოების დროული ინფორმირება. „მინდა, გამოვეხმაურო ქვეყანაში არსებულ ზოგად მდგომარეობას. პოლარიზაციამ და დაპირისპირებამ უაღრესად საშიშ ნიშნულს მიაღწია. საქართველო პატარა ქვეყანაა. ჩვენ პატარა საზოგადოება ვართ და ასეთ პირობებში, დაპირისპირება სოციუმის ყველა რგოლში აღწევს. ამ დროს ყველა ჩვენგანს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გაგვაჩნია. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს პასუხისმგებლობა ხელისუფლებას გააჩნია, მაგრამ ჩვენ, როგორც ამ საზოგადოების ნაწილს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს. განსაკუთრებული როლი აკისრია მედიას, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოების აზრის ფორმირებას, მათ უნდა გაავრცელონ ობიექტური და სიძულვილის ენისგან დაცლილი ინფორმაცია. ასევე, ინდივიდუალურ დონეზე, სადაც გამოვთქვამთ ჩვენს აზრს, ის არ უნდა იყოს გაჟღენთილი სიძულვილის ენით, სხვისი დაკნინებისა და დამუნათების სურვილით. ჩვენ ყველანი, მათ შორის საჯარო მოსამსახურეები თანასწორი ვართ კანონის წინაშე. ყველას გვაქვს აზრის გამოხატვის უფლება და სახელმწიფო ვალდებულია, დაიცავს ეს ფუნდამენტური უფლებები. რაც შეხება გუშინ მედიით გავრცელებულ კადრებს, სადაც პირდაპირ ეთერში ვიხილეთ პოლიტიკური პარტიებისა და სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაციების ოფისებში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებები, საკითხის მნიშვნელობიდან და სენსიტიურობიდან გამომდინარე, მოვუწოდებ საგამოძიებო ორგანოებს, მიმდინარე გამოძიების პროცესი წარმართონ მაქსიმალურად გამჭვირვალედ, ზედმიწევნით დაიცვან თითოეული პირის საპროცესო უფლება, გარანტიები და მოახდინონ საზოგადოების დროული ინფორმირება. მსურს, საზოგადოებას ვაცნობო, რომ სახალხო დამცველის აპარატი უწყვეტად განაგრძობს მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული და დაშავებული პირების მონახულების პროცესს. ამ დროისთვის, ჩემმა რწმუნებულებმა 260 პირი მოინახულეს. სამწუხაროა, რომ პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს 188 მოქალაქე. სახალხო დამცველის რწმუნებულებმა ვიზიტები განახორციელეს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ოზურგეთში, გორში, ბაღდადში, ზესტაფონში, სამტრედიაში, მცხეთაში, ბაკურიანში, ხაშურში, გურჯაანში, სიღნაღში, საგარეჯოსა და დუშეთში განთავსებულ დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და სამოქალაქო კლინიკებში,“ - განაცხადა იოსელიანმა. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტეენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. საპროტესტო აქციებია რეგიონებშიც. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქმე გვაქვს „წაკითხულის გააზრების პრობლემასთან“ და მთავრობას ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია. საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ. ცნობისთვის, პოლიცია თბილისში აქციის მონაწილეთა დასაშლელად წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს იყენებს. აქციებიდან კლინიკებში ყოველდღიურად რამდენიმე ათეული დაშავებული ადამიანი გადაჰყავთ. 4 დეკემბერს შსს-მ ჩხრეკა ჩაატარა პოლიტიკური პარტიებისა და აქტივისტების სახლებში და „ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მონაწილეობის საქმეზე 7 პირი დააკავა.“ 5 დეკემბერს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ცხელი ხაზის მეშვეობით, ასევე, სახალხო დამცველის აპარატიდან, მედიაომბუდსმენიდან და დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან 319 პირის უფლებების დარღვევის თაობაზე მიიღო შეტყობინება, რომელთა შორისაც არიან, როგორც აქციის მონაწილეები, ასევე მედიის წარმომადგენლები. უფლებამდამცველები და სახალხო დამცველი აქციის მონაწილეთა მიმართ განსაკუთრებულ სისასტიკეზე მიუთითებენ. პრემიერის განცხადებით, პოლიცია პროპორციულობის პრინციპით მოქმედებს. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ამბობს, რომ „დემონსტრანტების დაშლა უნდა მოხდეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, შესაბამისი დეესკალაციის მცდელობების შემდეგ.“ ამასთან, „მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა დემონსტრანტმა ძალადობრივი ქმედებები ჩაიდინა, ეს არ ამართლებს პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას.“ „ყველა სამართალდამცველმა თვალსაჩინოდ უნდა ატაროს სათანადო იდენტიფიკაციის საშუალება, რათა შესაძლებელი იყოს ძალადობის ჩამდენი პირების სამართლებრივი დევნა და დასჯა, როგორც ეს გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებით,“ ამბობს მაიკლ ო'ფლაერტი. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. საპროტესტო აქციები იმართება რეგიონებშიც. მანამდე, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მთავრობას ნდობა გამოუცხადა. საპასუხოდ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას ომი გამოუცხადა. პრეზიდენტი მოგვიანებით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა. ეს იყო უკვე მეორე ფაქტი, როდესაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განცხადება ოპოზიციასთან ერთად გააკეთა. პირველ შემთხვევაში - 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა.   29 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ 28 ნოემბერს გამოცხადებული გადაწყვეტილება არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი და უკიდურესად სამწუხარო. იმავე დღეს, ამერიკის ელჩმა „მტკიცედ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს. 30 ნოემბერს ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. რიგი საჯარო მოხელეები და ელჩები თანამდებობებს ტოვებენ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქმე გვაქვს „წაკითხულის გააზრების პრობლემასთან“ და მთავრობას ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია. პირველ დეკემბერს, ევროკავშირის ახალმა ხელმძღვანელობამ შეახსენა ყველას, რომ „საქართველოს ხელისუფლების მოქმედების კურსმა და დემოკრატიულმა უკუსვლამ გამოიწვია გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება ჯერ კიდევ 2024 წლის ივნისში, ხოლო ევროკავშირის ფინანსური დახმარება, რომელიც უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, ამჟამად შეჩერებულია. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება კი, საქართველოს ლიდერების ხელშია.“ 5 დეკემბერს, „აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი დამატებითი სანქციების გამოსაყებნებლად ემზადება, პასუხს აგებენ ისინი, ვინც ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში.“ დღესვე, 5 დეკემბერს, უკრაინამ ივანიშვილსა და კიდევ 18 პირს სანქციები დაუწესა. მანამდე, სანქციების შესახებ გამოაცხადეს ბალტიის ქვეყნებმა, ხოლო ანალოგიური ზომა დააანონსა კანადამაც.

ამერიკის საელჩო: ჩვენი ერთგულება ქართველი ხალხის მიმართ რკინასავით მტკიცეა

ამერიკის საელჩო მოკლე გზავნილებით ქარდების გამოქვეყნებას განაგრძობს. „ჩვენი ერთგულება ქართველი ხალხის მიმართ რკინასავით მტკიცეა,“ წერს საელჩო. „ყველაფერი გასაგებია“ - აშშ-ის საელჩო კობახიძის განცხადებაზე, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი ბლინკენი: აშშ დამატებითი სანქციების გამოსაყებნებლად ემზადება, პასუხს აგებენ ისინი, ვინც ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში როგორც ცნობილია, 30 ოქტომბერს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის გაფართოების შესახებ საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ აცხადებდა, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს. ამასთან, ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას ხელახალი ჩართულობისკენ „მკაფიო გზა“ და საქართველოს შესაძლო წევრობისკენ „გზამკვლევი“ შესთავაზა. ცნობისთვის, პოლიცია თბილისში აქციის მონაწილეთა დასაშლელად წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ გაზს იყენებს. პროტესტის მონაწილეთა ნაწილი პიროტექნიკას იყენებს და სხვადასხვა საგანს ისვრის. აქციებიდან კლინიკებში პერიოდულად რამდენიმე ათეული დაშავებული ადამიანი გადაჰყავთ. 4 დეკემბერს შსს-მ ჩხრეკა ჩაატარა პოლიტიკური პარტიებისა და აქტივისტების სახლებში და „ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მონაწილეობის საქმეზე 7 პირი დააკავა.“ 5 დეკემბერს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ცხელი ხაზის მეშვეობით, ასევე, სახალხო დამცველის აპარატიდან, მედიაომბუდსმენიდან და დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან 319 პირის უფლებების დარღვევის თაობაზე მიიღო შეტყობინება, რომელთა შორისაც არიან, როგორც აქციის მონაწილეები, ასევე მედიის წარმომადგენლები. უფლებამდამცველები და სახალხო დამცველი აქციის მონაწილეთა მიმართ განსაკუთრებულ სისასტიკეზე მიუთითებენ. პრემიერის განცხადებით, პოლიცია პროპორციულობის პრინციპით მოქმედებს. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ამბობს, რომ „დემონსტრანტების დაშლა უნდა მოხდეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, შესაბამისი დეესკალაციის მცდელობების შემდეგ.“ ამასთან, „მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა დემონსტრანტმა ძალადობრივი ქმედებები ჩაიდინა, ეს არ ამართლებს პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას.“ „ყველა სამართალდამცველმა თვალსაჩინოდ უნდა ატაროს სათანადო იდენტიფიკაციის საშუალება, რათა შესაძლებელი იყოს ძალადობის ჩამდენი პირების სამართლებრივი დევნა და დასჯა, როგორც ეს გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებით,“ ამბობს მაიკლ ო'ფლაერტი. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. საპროტესტო აქციები იმართება რეგიონებშიც. მანამდე, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მთავრობას ნდობა გამოუცხადა. საპასუხოდ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას ომი გამოუცხადა. პრეზიდენტი მოგვიანებით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა. ეს იყო უკვე მეორე ფაქტი, როდესაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განცხადება ოპოზიციასთან ერთად გააკეთა. პირველ შემთხვევაში - 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა.   29 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ 28 ნოემბერს გამოცხადებული გადაწყვეტილება არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი და უკიდურესად სამწუხარო. იმავე დღეს, ამერიკის ელჩმა „მტკიცედ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს. 30 ნოემბერს ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. რიგი საჯარო მოხელეები და ელჩები თანამდებობებს ტოვებენ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქმე გვაქვს „წაკითხულის გააზრების პრობლემასთან“ და მთავრობას ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია. პირველ დეკემბერს, ევროკავშირის ახალმა ხელმძღვანელობამ შეახსენა ყველას, რომ „საქართველოს ხელისუფლების მოქმედების კურსმა და დემოკრატიულმა უკუსვლამ გამოიწვია გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება ჯერ კიდევ 2024 წლის ივნისში, ხოლო ევროკავშირის ფინანსური დახმარება, რომელიც უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, ამჟამად შეჩერებულია. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება კი, საქართველოს ლიდერების ხელშია.“ 5 დეკემბერს, „აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი დამატებითი სანქციების გამოსაყებნებლად ემზადება, პასუხს აგებენ ისინი, ვინც ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში.“ დღესვე, 5 დეკემბერს, უკრაინამ ივანიშვილსა და კიდევ 18 პირს სანქციები დაუწესა. მანამდე, სანქციების შესახებ გამოაცხადეს ბალტიის ქვეყნებმა, ხოლო ანალოგიური ზომა დააანონსა კანადამაც.

სახალხო დამცველი: გუშინ, მეტროს ამოსასვლელებში, აქციაზე მიმავალი მოქალაქეების უფლებების დარღვევის ფაქტი ვიხილეთ

სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, „საპოლიციო ღონისძიებების გატარებისას, მათ შორის, ზედაპირული შემოწმებისა და დათვალიერების დროს, მკაცრად იმოქმედოს დადგენილი წესით - ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლების გარეშე, არ მოახდინოს მოქალაქეთა მასიური შემოწმებები. ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა. „გუშინ, ყველამ ვიხილეთ მეტროს ამოსასვლელებში, აქციაზე მიმავალი მოქალაქეების უფლებების დარღვევის ფაქტი. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპოლიციო ღონისძიებების გატარებისას, მათ შორის „პოლიციის შესახებ საქართველოს კანონით“ გათვალისწინებული ზედაპირული შემოწმებისა და დათვალიერების დროს, მკაცრად იმოქმედოს დადგენილი წესით. ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლების გარეშე, არ მოახდინოს მოქალაქეთა მასიური შემოწმებები. მან ასევე ისაუბრა, სხვადასხვა სკოლაში მიმდინარე პროცესებზე და აღნიშნა, რომ დაუშვებელია სკოლების პოლიტიზება, ისევე როგორც მესამე პირის სასწავლო პროცესში ჩარევა. „და ბოლოს, კიდევ ერთხელ მინდა, გამოვეხმაურო, სკოლებში მიმდინარე პროცესებს. როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი კანონმდებლობით, გარანტირებულია როგორც შეკრების, ისე მოსწავლეთათვის აზრის გამოხატვის თავისუფლება. თუმცა ამავე დროს, აკრძალულია სკოლების პოლიტიზება, ისე როგორც მესამე პირების სასწავლო პროცესში ჩარევა. დაუშვებელია, მშობლის ინფორმირების გარეშე მოსწავლის სკოლიდან გაშვება ან მოწოდება სკოლის დატოვების შესახებ. სკოლაში მიმდინარე მოვლენებს როგორც სახალხო დამცველი და როგორც მშობელი განსაკუთრებულად ვაკვირდები. ამის შესახებ საზოგადოებას პერიოდულად ინფორმაციას გავუზიარებ,“ - განაცხადა სახალხო დამცველმა. ცნობისთვის, შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომ ზემოთ აღნოშნული არა ჩხრეკა, არამედ „ზედაპირული დათვალიერებაა“ და მათ ამის უფლებას აძლევს „პოლიციის შესახებ კანონის“-ის 22-ე მუხლი. ამ განცხადების შემდეგ, „ახალგაზრდა იურისთა ასოციაციამ“ განმარტა, რომ ეს პროცესი მოქალაქეების დაშინებას და მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების დევნას ემსახურება: „პოლიციის შესახებ კანონის მიხედვით, პოლიციელი უფლებამოსილია პრევენციული ღონისძიების განხორციელების ფარგლებში ზედაპირული შემოწმების მიზნით შეაჩეროს პირი, მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ზედაპირული შემოწმება გულისხმობს მისი ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით, სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით შეხებას. პოლიციელს არ აქვს უფლება ზედაპირული შემოწმების პირობებში პირს მოსთხოვოს ჩანთის გახსნა ან ჩამოართვას ნივთი.“ მერვე დღეა, თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, დემონსტრაციები იმართება.

ისტორიაში პირველად, ბიტკოინის ფასმა 100 000 აშშ დოლარს გადააჭარბა

ბირჟა Binance-ის მონაცემებით, ბიტკოინის ფასმა 5 დეკემბერს დილით, თბილისის დროით 6:39-ზე 100 ათასი დოლარის ზღვარი გადალახა და ზრდა განაგრძო. დილის 7 საათისთვის ბიტკოინის ფასმა 104 ათას დოლარს მიაღწია. ბიტკოინის ფასმა მატება აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ დაიწყო. ბიტკოინმა ახალი რეკორდი დაამყარა რამდენიმე საათის შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აპირებს კრიპტო ლობისტის, პოლ ატკინსის დანიშვნას ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის ხელმძღვანელად. მან პირობა დადო, რომ შეერთებულ შტატებს „მსოფლიოს კრიპტო დედაქალაქად“ აქცევს. დღეს კრიპტოვალუტის ბაზრის მოცულობა, ექსპერტების აზრით, სამ ტრილიონ დოლარზე მეტია. ამასთან, სულ რაღაც სამი წლის წინ ტრამპმა ბიტკოინს თაღლითური თაღლითობა უწოდა.  

ლევან იოსელიანი: ალეკო ელისაშვილის დაკავებისას პოლიციელებმა არაპროპორციული ძალა გამოიყენეს

ლევან იოსელიანის განცხადებით, სახალხო დამცველის რწმუნებულმა „დაკავების პირველივე საათებში“ მოინახულეს ნიკა გვარამია, გელა ხასაია და ზურაბ დათუნაშვილი, ასევე ალეკო ელისაშვილი და შემაშფოთებელია ის მეთოდები, რომელსაც სამართალდამცველები მოქალაქეების დაკავების დროს იყენებენ. ომბუდსმენის თქმით, „საგანგაშოდ ბევრი მათგანი მიუთითებს ცემასა და არასათანადო მოპყრობაზე.“ სახალხო დამცველი აცხადებს, რომ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, მათ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უკვე მიმართეს. „ჩემმა რწმუნებულებმა დაკავების პირველივე საათებში მოინახულეს ნიკა გვარამია, გელა ხასაია და ზურაბ დათუნაშვილი. ასევე, სისხლის სამართლის წესით დაკავებული 7 პირი. ნიკა გვარამიას განცხადებით, იგი უკანონოდ დააკავეს. დაკავების პროცესში მასზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა და პოლიციელებმა მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა. გარდა ამისა, სახალხო დამცველის რწმუნებულმა ინახულა დაკავებული გელა ხასაია, რომელიც სასწრაფო დახმარების გამოძახებას ითხოვდა, რაზეც დაუყოვნებლივ შედგა კომუნიკაცია პოლიციის წარმომადგენლებთან და გამოძახებულ იქნა შესაბამისი სამედიცინო ეკიპაჟი. არაერთხელ განვმარტე და ახლაც გავიმეორებ, შემაშფოთებელია ის მეთოდები, რომელსაც სამართალდამცავები იყენებენ მოქალაქეების დაკავების დროს. საგანგაშოდ ბევრი დაკავებული მიუთითებს ცემასა და არასათანადო მოპყრობაზე. მათი მითითების მიღმა, აღნიშნული მეთოდები ცხადად ჩანს მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ კადრებშიც,“ - განაცხადა სახალხო დამცველმა. ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის აპარატმა მოინახულა გუშინ დაკავებული ალეკო ელისაშვილი, რომელსაც დაზიანებები აღენიშნება სახისა და ზურგის არეში. „ამასთან, ცალკე მინდა, გამოვყო გუშინ დაკავებული ალეკო ელისაშვილის მიმართ პოლიციელების მხრიდან მისი დაკავებისას განხორციელებული არაპროპორციული ძალა. ჩვენ ის გუშინვე მოვინახულეთ. მას აღენიშნება დაზიანებები სახის არეში, სისხლნაჟღენთებისა და ნაკაწრების სახით. ამასთან, იგი მიუთითებს ცემის შედეგად, ზურგის არეში მიღებული ტრავმის შესახებ. ალეკო ელისაშვილის მიმართ პოლიციელთა მხრიდან განხორციელებული არასათანადო მოპყრობის თაობაზე უკვე ვაცნობეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. აღნიშნული გამოძიების მონიტორინგს განახორციელებს სახალხო დამცველის აპარატი,“ - განაცხადა იოსელიანმა. პროკურატურის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილს ბრალდება პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე წარედგინა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 დეკემბერს, თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა.ე.-მ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. „სამართალდამცველებმა ბრალდებული 4 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს," - ნათქვამია ინფორმაციაში. ომბუდსმენი: ჩემმა რწმუნებულებმა 260 პირი მოინახულეს, პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე 188 მოქალაქე მიუთითებს  

ეუთოს მინისტერიალზე ლავროვის გამოსვლის წინ დარბაზი დატოვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმაც

ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის დღევანდელი გამოსვლის წინ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიგამ და კიდევ რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლებმა. სხდომას ევროკავშირის წევრი მალტა მასპინძლობს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა გეორგი ტიხიმ გამოცემა „ევროპეისკა პრავდას“ განუცხადა, რომ დარბაზი დატოვეს საქართველოს, ჩეხეთის, პოლონეთის და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებმაც და რუმინეთის და ესტონეთის წარმომადგენლებმა. ტიხის ინფორმაციით, სხდომას არ ესწრებოდა ლიეტუვის წარმომადგენელი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა დარბაზი დატოვა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლამდე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიგამ თავისი გამოსვლა იმით დაასრულა, რომ ლავროვი ომის დამნაშავეა. ეუთოს მინისტერიალზე დღეს გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილიც. „ჩემი ქვეყანა გახდა საერთაშორისო ნორმების დარღვევის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი, რასაც შედეგად მოჰყვა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია. სწორედ საქართველოში რუსეთის აგრესიული ქმედებების გაგრძელებაა უკრაინაში მიმდინარე ომი, რომელიც უდიდეს საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას," - განაცხადა მან. ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროინტეგრაციის პროცესში ნაკისრი ვალდებულებების ერთგული რჩება და მტკიცედ მიუყვება ამ კურსს. საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელიც მიმართულია ევროპული ინტეგრაციისკენ, ხშირად ხდება პოლიტიკური სპეკულაციების საგანი და აქტიურად გამოიყენება ქვეყნის შიგნით პოლარიზაციის გასაღრმავებლად, რაც დამატებით საფრთხეს უქმნის ქვეყნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. საქართველოში 28 ნოემბრიდან მიმდინარეობს საპროტესტო აქციები, რომლებიც მოჰყვა „ქართული ოცნების" ხელისუფლების გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.  

სტრასბურგის სასამართლომ კეზერაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, უსამართლო არ ყოფილა გადაწყვეტილება, რომელიც უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის საქმეზე. უზენაესმა სასამართლომ კეზერაშვილი თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ საწვრთნელ პროექტში 5 მილიონ 60 ათასი ევროს გაფლანგვის საქმეზე დამნაშავდე ცნო, რითაც გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი. ამასთან სტრასბურგის სასამართლო მიუთითებს, რომ კეზერაშვლის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მუხლი: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) პირველი პუნქტი უზენაესი სასამართლოს ობიექტური მიუკერძოებლობის ნაკლებობის გამო. არ დარღვეულა მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) 1-ლი და მე-3 პუნქტები უზენაესი სასამართლოს მიერ ქვედა სასამართლოების გამამართლებელი განაჩენის გაუქმებით. სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სარჩელის განხილვისას უზენაესი სასამართლოს კოლეგიაში ყოფილი გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის ყოფნა საკმარისი საფუძველი იყო უზენაესი სასამართლოს ობიექტურობაში ეჭვის შესატანად. თუმცა, სტრასბურგის სასამართლომ არ მიიჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო და მთლიანობაში პროცესის სამართლიანობის უარყოფას გამოიწვევდა. დავით კეზერაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს სარჩელით 2022 წლის 17 თებერვალს მიმართა. დადაწყვეტილება დიდმა პალატამ 7 მოსამართლის თანხმობით გამოიტანა.  

ნიდერლანდები ევროკავშირს მოუწოდებს, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულებები შეაჩეროს

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, კასპარ ველდკამპი აცხადებს, რომ ნიდერლანდები ევროკავშირს მოუწოდებს, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულებები შეაჩეროს. „საქართველოში დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა და პოლიტიკოსების დაკავება მიუღებელია. ამიტომ, ნიდერლანდები ევროკავშირს მოუწოდებს, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულებები შეაჩეროს. კარგია, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ინდივიდუალური შესვლის აკრძალვები უკვე შემოიღეს,“ - წერს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, კასპარ ველდკამპი.  

სიცრუეა, თითქოს თანამშრომლები ტოვებენ უწყების რიგებს - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სიცრუეა მედიასაშუალებებსა და სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შსს-ს სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები უწყების რიგებს ტოვებენ. სამინისტროში ამბობენ, რომ ასეთი ინფორმაციის გავრცელება უწყების და თითოეული თანამშრომლის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. „ამასთანავე, ზოგიერთი მედიასაშუალებისა და პოლიტიკური ჯგუფების წევრების მხრიდან მიზანმიმართული ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის მიწოდება ემსახურება საზოგადოებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის იმიჯის შელახვას.“ რაც შეეხება, 4 დეკემბერს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, სამსახური დატოვა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა ირაკლი შაიშმელაშვილმა, უწყებაში აცხადებენ, რომ მან პირადი პატაკით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე. შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატოვა  

პრემიერი: დაველოდებით არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარებას თითოეული ქვეყნის მხრიდან

მთავრობის დამტკიცების შემდეგ თუ შედგა რომელიმე ევროპელ პარტნიორთან წერილობითი, სატელეფონო ან ნებისმიერი სხვა სახის კომუნიკაცია. ამ საკითხით დაინტერესდა მედია დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართიულ ბრიფინგზე. 5 დეკემბერს, ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მთავრობას ნდობა გამოუცხადა. „ჩვენ დაველოდებით არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარებას თითოეული ქვეყნის მხრიდან და, რა თქმა უნდა, ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ გავააქტიუროთ ორმხრივი ურთიერთობები. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი – ყველამ უნდა აღიაროს ეუთო/ოდირის დასკვნა. დაველოდებით ასეთ აღიარებას და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ვიაქტიურებთ ნებისმიერ ქვეყანასთან,“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. რაც შეეხება აშშ-ის მომავალ ადმინისტრაციასთან კომუნიკაციას, პრემიერის თქმით, მთავრობა მოლოდინის რეჟიმშია: „იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე შედგება პირდაპირი კომუნიკაცია.“ ირაკლი კობახიძემ პირველ დეკემბერს განაცხადა, რომ მმართველ გუნდს დონალდ ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან არაპირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა. მან არ დააკონკრეტა, თუ ვისთან შედგა არაპირდაპირი კომუნიკაცია. კობახიძე ივანიშვილისა და ამერიკის ელჩის შესაძლო შეხვედრაზე: „ეს შეხვედრა არ შემდგარა და ესეც საინტერესო დეტალია" როგორც ცნობილია, 30 ოქტომბერს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის გაფართოების შესახებ საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ აცხადებდა, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს. ამასთან, ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას ხელახალი ჩართულობისკენ „მკაფიო გზა“ და საქართველოს შესაძლო წევრობისკენ „გზამკვლევი“ შესთავაზა. ცნობისთვის, პოლიცია თბილისში აქციის მონაწილეთა დასაშლელად წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ გაზს იყენებს. პროტესტის მონაწილეთა ნაწილი აქციაზე ფეიერვერკებითა და აირწინაღებით ჩნდება. აქციებიდან კლინიკებში პერიოდულად რამდენიმე ათეული დაშავებული ადამიანი გადაჰყავთ. 4 დეკემბერს შსს-მ ჩხრეკა ჩაატარა პოლიტიკური პარტიებისა და აქტივისტების სახლებში და „ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მონაწილეობის საქმეზე 7 პირი დააკავა.“ 5 დეკემბერს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ცხელი ხაზის მეშვეობით, ასევე, სახალხო დამცველის აპარატიდან, მედიაომბუდსმენიდან და დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან 319 პირის უფლებების დარღვევის თაობაზე მიიღო შეტყობინება, რომელთა შორისაც არიან, როგორც აქციის მონაწილეები, ასევე მედიის წარმომადგენლები. უფლებამდამცველები და სახალხო დამცველი აქციის მონაწილეთა მიმართ განსაკუთრებულ სისასტიკეზე მიუთითებენ. პრემიერის განცხადებით, პოლიცია პროპორციულობის პრინციპით მოქმედებს. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ამბობს, რომ „დემონსტრანტების დაშლა უნდა მოხდეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, შესაბამისი დეესკალაციის მცდელობების შემდეგ.“ ამასთან, „მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა დემონსტრანტმა ძალადობრივი ქმედებები ჩაიდინა, ეს არ ამართლებს პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას.“ „ყველა სამართალდამცველმა თვალსაჩინოდ უნდა ატაროს სათანადო იდენტიფიკაციის საშუალება, რათა შესაძლებელი იყოს ძალადობის ჩამდენი პირების სამართლებრივი დევნა და დასჯა, როგორც ეს გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებით,“ ამბობს მაიკლ ო'ფლაერტი. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. საპროტესტო აქციები იმართება რეგიონებშიც. მანამდე, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მთავრობას ნდობა გამოუცხადა. საპასუხოდ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას ომი გამოუცხადა. პრეზიდენტი მოგვიანებით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა. ეს იყო უკვე მეორე ფაქტი, როდესაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განცხადება ოპოზიციასთან ერთად გააკეთა. პირველ შემთხვევაში - 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა.   29 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ 28 ნოემბერს გამოცხადებული გადაწყვეტილება არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი და უკიდურესად სამწუხარო. იმავე დღეს, ამერიკის ელჩმა „მტკიცედ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს. 30 ნოემბერს ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. რიგი საჯარო მოხელეები და ელჩები თანამდებობებს ტოვებენ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქმე გვაქვს „წაკითხულის გააზრების პრობლემასთან“ და მთავრობას ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია. პირველ დეკემბერს, ევროკავშირის ახალმა ხელმძღვანელობამ შეახსენა ყველას, რომ „საქართველოს ხელისუფლების მოქმედების კურსმა და დემოკრატიულმა უკუსვლამ გამოიწვია გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება ჯერ კიდევ 2024 წლის ივნისში, ხოლო ევროკავშირის ფინანსური დახმარება, რომელიც უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, ამჟამად შეჩერებულია. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება კი, საქართველოს ლიდერების ხელშია.“ 5 დეკემბერს, „აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი დამატებითი სანქციების გამოსაყებნებლად ემზადება, პასუხს აგებენ ისინი, ვინც ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში.“ დღესვე, 5 დეკემბერს, უკრაინამ ივანიშვილსა და კიდევ 18 პირს სანქციები დაუწესა. მანამდე, სანქციების შესახებ გამოაცხადეს ბალტიის ქვეყნებმა, ხოლო ანალოგიური ზომა დააანონსა კანადამაც.

ბლინკენი: ვიზიარებთ ეუთოს წევრების შეშფოთებას "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ვგმობთ სასტიკ აგრესიას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მალტაში, ეუთოს მინისტრთა საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, საპროტესტო აქციებსა და საპარლამენტო არჩევნებზე. „წელს ეუთო აკვირდებოდა ათზე მეტ არჩევნებს - შეერთებული შტატების ბოლო არჩევნების ჩათვლით. მოლდოვაში ეუთომ დაადასტურა კარგად ადმინისტრირებული მეორე ტური, მიუხედავად რუსეთის ჩარევისა. ახლა რუმინეთის ხელისუფლება ავლენს ფართომასშტაბიან და კარგად დაფინანსებულ რუსულ ძალისხმევას, გავლენა მოახდინოს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე, ეუთოს სტანდარტების საწინააღმდეგოდ. იმავდროულად, საქართველოში ეუთოს დამკვირვებლებმა ნათელი მოჰფინეს შემაშფოთებელ ცნობებს [26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე] ამომრჩეველთა დაშინებაზე და მმართველი პარტიის მცდელობებს, ველი მის სასარგებლოდ შეეცვალა. შეერთებული შტატები იზიარებს ეუთოს ბევრი წევრის შეშფოთებას „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შეაჩეროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ამას აქვს 2014 წლის ავის მომასწავებელი ელფერი. ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და ვგმობთ სასტიკ აგრესიას - რეპრესიას მათ მიმართ, ვინც ქვეყნის ევროპულ გზაზე დარჩენისკენ მოწოდებით გამოდის - განსაკუთრებით, ჟურნალისტების მიმართ თავდასხმებისა და დაკავებების შესახებ ცნობებს," ამბობს ამერიკელი დიპლომატი. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ქმედებები ხაზს უსვამს ეუთოს მუშაობის მნიშვნელობას სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების, პრესის თავისუფლების გასაძლიერებლად, ჟურნალისტების, აქტივისტებისა და უფლებადამცველების დაცვის გასაძლიერებლად.“ შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, „აშშ დამატებითი სანქციების გამოსაყებნებლად ემზადება, ისინი, ვინც ძირს უთხრიან საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს, პასუხს აგებენ.“  

ალეკო ელისაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი, რომელიც ალი ბაბაევის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზეა დაკავებული, დროებითი მოთავსების იზოლატორიდან კლინიკა „ვივამედში“ დამატებითი კვლევების მიზნით გადაიყვანეს. პარტიის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ალეკო ელისაშვილს კლინიკაში ასევე რენდგენს გადაუღებენ, ვინაიდან, მას ფერდის არეში აღენიშნება დაზიანებები. პარტიაში აღნიშნავენ, რომ გარდა ფერდისა, მას ნახეთქი დაზიანებები აღენიშნებოდა სახის არეში. ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ალეკო ელისაშვილს პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე წარუდგინა ბრალდება.  

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ბრალდებით 5 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საკუთარ ბინაში დააკავეს მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე. ინფორმაცია მისი დაკავების შესახებ თავდაპირველად ოჯახის წევრებმა გაავრცელეს. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იუმორისტ ონისე ცხადაძის სახლში პოლიცია შევიდა და დააკავა. ინფორმაციას მისი ძმა სანდრო ცხადაძე ავრცელებდა და წერს, რომ ფაქტი თერჯოლაში, მის სახლში მოხდა. დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორთან, სადაც მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე გადაიყვანეს, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები აქციას მართავენ. მსახიობმა ირაკლი კვირიკაძემ განაცხადა, რომ მათ წინააღმდეგ ეს არის სისტემის "ბოლო, განწირული მეთოდები." შსს-მ დაკავების ფაქტები ოფიციალურად დაადასტურა. უწყების ცნობით, დაკავებულები არიან: 1996 წელს დაბადებული ო.ც., 1990 წელს დაბადებული გ.მ., 1975 წელს დაბადებული ჯ.ა., 1996 წელს დაბადებული ა.ჭ. და უცხო ქვეყნის მოქალაქე 1997 წელს დაბადებული რ.ს. სამინისტროს ინფორმაციით, თბილისსა და იმერეთის რეგიონში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ბრალდებით 5 პირი დააკავეს. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები რუსთაველის გამზირზე, მიმდინარე აქციების დროს არ ემორჩილებოდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში და პოლიციელების მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა, სამხედრო ტანსაცმელი, აირწინაღები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე თბილისში 4 პირის საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკა ჩატარდა, საიდანაც სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღები, დიდი ოდენობით თანხა, მეხსიერების ბარათები და კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და 239-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს,“ აცხადებს შსს. შინაგან საქმეთა სამინისტროში, მიმდინარე აქციების ფარგლებში სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს დაკავებულია 13 პირი. ხოლო, აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. ასევე, მიმდინარე აქციების ფარგლებში, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ამ დროისთვის დაკავებულია 9 პირი. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო და ევროპული კურსის მხარდასაჭერად გაიფიცნენ სამეფო უბნის თეატრი და მოძრაობის თეატრი. გაფიცვის შესახებ განცხადება გააკეთეს სხვადასხვა თეატრის მსახიობებმაც. საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობენ საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები. სოციალურ ქსელში ავრცელებენ პოსტებს მსახიობები და ამბობენ, რომ ისინი გაიფიცნენ.

ბერბოკი: მივესალმებით ქართველი ხალხის გამბედაობას, რომელიც დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების დასაცავად ქუჩაში გამოდის

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა მალტაში, ეუთოს მინისტრთა საბჭოს 31-ე შეხვედრაზე განაცხადა, რომ მიესალმება „ქართველი ხალხის გამბედაობას, რომელიც დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების დასაცავად ქუჩაში გამოდის.“ „ჩვენ მივესალმებით ქართველი ხალხის გამბედაობას, რომელიც დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების დასაცავად ქუჩაში გამოდის. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუბრუნდეს ევროპულ გზას. სწორედ მთავრობა უხვევს ამ გზიდან მისი სიტყვებითა და მოქმედებებით,“ - წერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ანა ლიურმანი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს დააშინოს და ჩაახშოს ყოველდღიური მასობრივი სახალხო პროტესტი, რომელიც მის ევროკავშირისკენ გზიდან გადახვევასა და ავტორიტარიზმისკენ შებრუნებას მოჰყვა.“ „შეთქმულების თეორიებზე, მათ შორის საქართველოს დასავლელი პარტნიორების შესახებ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული ოპოზიციის ლიდერების გუშინდელი დაკავებები, მათ შორის „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის ნიკა გვარამიას დაკავება, ევროპული ნორმებისა და ევროკავშირის ღირებულებების მორიგი დარღვევაა“, - წერს ანა ლიურმანი.  

პრეზიდენტი: მოწოდება არ გამიკეთებია არავის მიმართ, ბავშვებისთვის რატომ უნდა გამეკეთებინა?

„მოწოდება არ გამიკეთებია არავის მიმართ, არც დიდების, არც ბებიების, არც ბაბუების, არც ზრდასრული ადამიანებისთვის და ბავშვებისთვის, რატომ უნდა გამეკეთებინა მოწოდება? - არ იყო მოწოდება და ახლა, ტყუილად ნუ მოეკიდებით, რაღაც სისრულეებს,“ - ასე უპასუხა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დასმულ შეკითხვას, რითაც სკოლის მოსწავლეებზე ციტატა განმარტა. სალომე ზურაბიშვილმა პროპაგანდა და დეზინფორმაცია უწოდა ჟურნალისტის რეპლიკას, რომ მისი მხრიდან „იყო პირდაპირ მოწოდება, რომ უნივერსიტეტების შემდეგ ახლა სკოლების დრო არის.“ პრეზიდენტის განმარტებით, სოციალურ ქსელში, სადაც მან პოსტი დაწერა, ფაქტები აღწერა. „არა, ახლა, ამაზე გაგაჩერებთ! ეს არის წარმოუდგენელი, დეზინფორმაცია და პროპაგანდა, არ გვინდა. მე ზუსტად ვიცი, რას ვწერ. მე, არსს ვამბობ. წარმოუდგენელია. იყო ინგლისურად [დაწერილი] ჯერ ერთი და მოწოდებები საქართველოში ინგლისურად არ კეთდება სოციალურ ქსელში, რომელიც არის უცხოელებისთვის. ეს არის აღწერა იმისა, რომ სკოლებშიც დაიწყო იგივე, რაც ხდება [უნივერსიტეტებში] და ახლა, ვინმეს, თუ წარმოუდგენია, რომ მე, რომელიც ვარ დედა, ბებია და შემიძლია, მოვუწოდო სკოლების ბავშვებს, რომ გამივიდნენ და გაოგნებული ვარ, რომ შეიძლება, ვიღაცას საპატრიარქოში სჯეროდეს, რომ მე შეიძლება, ასეთი მოწოდება გავაკეთო - მოწოდება არ გამიკეთებია, არავის მიმართ, არც დიდების, არც ბებიების, არც ბაბუების, არც ზრდასრული ადამიანებისთვის და ბავშვებისთვის, რატომ უნდა გამეკეთებინა მოწოდება?“ -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. „მე იქ ვწერ, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს, იმიტომ, რომ ვიცი, ჩემი პოსტები იკითხება და ამით ვავრცელებ იმ ინფორმაციას, რაც სამწუხაროდ, შეიძლება, არ ვრცელდება წყაროებიდან. არ იყო მოწოდება და ახლა, ტყუილად ნუ მოეკიდებით, რაღაც სისრულეებს. ფაქტი არის, მე ვნახე ფაქტი, სურათები, სადაც ბავშვები სკოლებიდან გამოდიოდნენ, ძალიან საინტერესო პლაკატებით. მე ხომ არავინ ჩამირთავს. მე გეტყვით, ვინ ჩართო ბავშვები და ახალგაზრდები ამ მოძრაობაში, ვინც საქართველო წაიყვანა რუსეთისკენ! მარო მაყაშვილზე რომ ვლაპარაკობთ, ვინ იყო მარო მაყაშვილი? გამახსენეთ! ეს იყვნენ იმ დროინდელი ახალგაზრდები, რომლებმაც ვერ აიტანეს, რომ რუსეთში შემოდიოდა საქართველოში დასაპყრობად. ეს დარჩება. რაც გინდათ ის თქვით, მე არავინ გამომიწვევია, არავისთვის მოწოდება არ გამიკეთებია და ცხოვრებაში არ გავაკეთებ, იმიტომ, რომ თუ ერთი რამის მჯერა ყველაზე მეტად, ეს არის ადამიანი თავისუფლება. ყველას აქვს თავისი გზა, არჩევანი და ბოლოს და ბოლოს, როცა ის დრო მოდის თავის სინდისთან მარტო რჩება. ამიტომ არავის აქვს უფლება, რომ ვინმეს მოუწოდოს და მოწოდებაზე, თუ გადავალთ, აბა, ახლა ვთქვათ, ვინ მოუწოდა ჩვენ სპორტსმენებს რომ შემოსულიყვნენ პოლიტიკაში? ჩვენ, მთელი ერო რომ ვიყავით გაერთიანებული ფეხბურთი დროს, ასეთი ბედნიერი მომენტი ბოლო წლებში მაინც საქართველოსთვის არ ყოფილა, როგორც ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატზე საქართველოს შესვლა და ვინ ჩართო ეს ხალხი პოლიტიკაში? ვინ მოუწოდა? ან ჩვენი ოლიმპიელები, ვინ შემოიყვანა პარლამენტში, ან რა ესაქმებათ პარლამენტში, ეს არ არის ერის დაყოფა? არა, არ უნდა ჩართო [სპორტსმენები პოლიტიკაში]. შეუძლიათ, მაგრამ არ უნდა ჩართო, არ უნდა დაყო. მთელი ეს ისტორია იმას აჩვენებს, რომ საქართველო არის ძლიერი, როცა არის ერთიანი და თუ ჩვენ გვქონდა და გვაქვს დაპირისპირება, პოლარიზაცია, რომელიც მხოლოდ საქართველოსი არ არის, მთელ მსოფლიოს მოედო ეს პოლარიზაცია, მაგრამ ჩვენ გვქონდა ის ბედნიერება, რომ ორ მომენტში: ფეხბურთსა და ოლიმპიადაზე მართლაც ვიყავით გაერთიანებული და არვის ჰქონდა უფლება, რომ ეს დაეშალა. გერმანიის სხვადასხვა ქალებში ქართული დროშა ყველას ეჭირა და მე სადაც ვიყავი, იქ არავინ კითხულობდა, ეს „ოცნებისტია“ ოპოზიციაა თუ ვინ არის. ეს დაშალა საარჩევნოდ „ოცნებამ“, სხვა არავინ, სხვას არავის გამოუყენებია პოლიტიკურად ეს ადამიანები,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო სკოლების მისამართით შემდეგი პოსტი დაწერა სოციალურ პლატფორმა X-ზე. „უნივერსიტეტების შემდეგ, სკოლების ჯერია, გამოუცხადონ სოლიდარობა საპროტესტო აქციებს მთელ საქართველოში.“    

მოსმენა სენატში: საქართველოსთან დაკავშირებით ორპარტიული კონსენსუსი არსებობს

ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ ჯინ შაჰინმა (დემოკრატიული პარტია) აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში „მაგნიტსკის აქტის“ შესახებ გამართულ მოსმენაზე განაცხადა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით სენატსა და კონგრესში ორპარტიული კონსენსუსი არსებობს. სენატორ ჯინ შაჰინის თქმით, ის და აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი ჯიმ რიში (რესპუბლიკური პარტია) დღეს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრნენ. „როგორც ვიცით იქ (საქართველოში) სიტუაცია სულ უფრო მძიმე ხდება. ეს კომიტეტი ქართველი ხალხის მიმართ დიდი ხანია, ერთგულია. ვფიქრობ, ყველანი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს გაუარესებულ პოლიტიკურ ვითარებას. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ათასობით ადამიანი ქუჩაში აპროტესტებს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ნათლად განვაცხადოთ, რომ ამ საკითხში საქართველოსთან დაკავშირებით სენატსა და კონგრესში ორპარტიული კონსენსუსი არსებობს და არ ვაპირებთ, მოქმედების გარეშე შევეგუოთ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს, რომლებიც ქვეყანაში ხდება. იმედი მაქვს, რომ პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტია ამ გზავნილს გაიგებენ,“ - განაცხადა ჯინ შაჰინმა. თავის მხრივ, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, სენატორმა ჯიმ რიშმა (რესპუბლიკური პარტია) აღნიშნა, რომ „ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს მთავრობა პროევრული დემონსტრაციების წინააღმდეგ სასტიკ ზომებს იღებს.“ „ყოველთვის უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ გავაუმჯობესოთ „მაგნიტსკის აქტის“ განხორციელება ყველაზე ეფექტიანი გზებით. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს მთავრობა პროევრული დემონსტრაციების წინააღმდეგ სასტიკ ზომებს იღებს და ჩვენ უნდა განვიხილოთ, თუ როგორ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტები ფუნდამენტური უფლებების დასაცავად და ისეთი გარემოს შესანარჩუნებლად, რომელშიც ადამიანები შეძლებენ, თავისუფლად და სამართლიანად გადაწყვიტონ თავიანთი მომავალი,“ - განაცხადა ჯიმ რიშმა. აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ბენ კარდინმა მიუღებელია უწოდა იმას, „რასაც ამჟამინდელი ხელისუფლება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ აკეთებს.“ ის იმედოვნებს, რომ „მაგნიტსკის სანქციები“ საქართველოს „სწორ გზაზე დაყენებას ხელს შეუწყობს, რადგან რაც იქ ახლა, ჩვენი საუბრის მომენტში ხდება, მიუღებელია.“ „ჩემი აზრით, ეს ნათელი მაგალითია იმისა, თუ სად შეიძლება, „მაგნიტსკის სანქციები“ სასარგებლო იყოს,“ - განაცხადა ბენ კარდინმა. სენატორები რიში და შაჰინი: აშშ-ის კონგრესში ძლიერი ორპარტიული და ორპალატიანი მხარდაჭერაა ქართველი ხალხის მიმართ

ფაშინიანი ტრამპს ესაუბრა

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს დაურეკა, რათა  აშშ-სომხეთის ურთიერთობები და რეგიონული უსაფრთხოებია საკითხები განეხილა. სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ფაშინიანმა ტრამპს „სომხეთ-აშშ-ის ურთიერთობებში ბოლო წლებში განვითარებული მოვლენების შესაბ მიაწოდა ინფორმაცია. ასევე ისაუბრა ამ ურთიერთობების დღევანდელ მდგომარეობაზე. „ასევე განიხილეს რეგიონულ დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები,“ - ნათქვამია განცხადებაში. სხვა დეტალები არ გავრცელებულა. არც ტრამპს და არც მისი გარემოცვის წევრებს არ გაუკეთებიათ კომენტარი აღნიშნულ საკითხზე. ფაშინიანმა ტრამპს 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება 6 ნოემბერს მიულოცა. მილოცვისას სომხეთის პრემიერმა გამოთქვა რწმენა, რომ ტრამპის მეორე პრეზიდენტობის პერიოდში ორმხრივი კავშირები "კიდევ უფრო გაძლიერდება" და ამაღლდება "სტრატეგიულ პარტნიორობამდე." „ბატონო არჩეულო პრეზიდენტო, მოუთმენლად ველოდები თქვენთან თანამშრომლობას, რათა ავაშენოთ სომხეთისა და აშშ-ის სტრატეგიული ორმხრივი ურთიერთობა, რომელიც დაფუძნებული იქნება ჩვენს საერთო ღირებულებებზე, პრიორიტეტებსა და ინტერესებზე,“ – წერდა ნიკოლ ფაშინიანი. აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მტკიცედ უჭერს მხარს ფაშინიანს მცდელობებს, გააღრმაოს სომხეთის ურთიერთობები დასავლეთთან, რამაც სამხრეთ მის ტრადიციულ მოკავშირე,რუსეთთან უპრეცედენტო დაძაბულობა გამოიწვია. ვაშინგტონმა ასევე არაერთხელ სცადა, ხელი შეეწყო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებისთვის. ჯერ კიდევ გასარკვევია, გამოავლენს თუ არა ტრამპის ადმინისტრაცია ასეთივე ინტერესს, დაეხმაროს ერევანს მოსკოვის ორბიტისგან თავის დაღწევაში და სომხეთ-აზერბაიჯანული კონფლიქტის დასრულებაში. ტრამპს არასოდეს ჰქონია პირისპირ მოლაპარაკებები ფაშინიანთან მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში. რესპუბლიკელმა ტრამპმა საპრეზიდენტო რბოლის დროს, 24 ოქტომბრის განცხადებაში ბაიდენის ადმინისტრაცია დაადანაშაულა გასული წლის მთიანი ყარაბაღის ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის იძულებით გადასახლებაში და პირობა დადო, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში დაასრულებს სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტს.

რუმინეთი არჩევნების დროს "რუსული აგრესიული ჰიბრიდული თავდასხმების" სამიზნე იყო - უშიშროების საბჭო

რუმინეთის უშიშროების უმაღლესი საბჭოს გასაიდუმლოებულ დოკუმენტებში ნათქვამია, რომ ქვეყანა "აგრესიული ჰიბრიდული რუსული თავდასხმების" სამიზნედ იქცა. რუმინელები კვირას, 8 დეკემბერს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მიიღებენ მონაწილეობას, რომლის დროსაც შესაძლოა, პრორუსმა, NATO-ს კრიტიკოსმა კალინ ჯორჯესკუმ, პროევროპელი ცენტრისტი ელენა ლასკონი დაამარცხოს დაამარცხოს. ამ შედეგმა შესაძლოა, რუმინეთის დასავლეთისგან იზოლირება მოახდინოს. 24 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურამდე ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ, ჯორჯესკუმ, რომელსაც სურს, შეწყვიტოს რუმინეთის მხარდაჭერა უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ, გამარჯვებას მიაღწია, რამაც კითხვები გააჩინა იმის შესახებ, თუ როგორ იყო ასეთი სიურპრიზი შესაძლებელი ევროკავშირისა და NATO-ს წევრ ქვეყანაში. ერთ-ერთ არასაიდუმლო დოკუმენტში, რუმინეთის სადაზვერვო სააგენტომ განაცხადა, რომ ჯორჯესკუ მასიურად დაწინაურდა სოციალური მედიის პლატფორმა TikTok-ზე კოორდინირებული და ფასიანი რეკლამების საშუალებით. ჟორჟესკუ განაცხადა, რომ კამპანიაში მის მიერ დახარჯული თანხები ნულოვანი იყო. სადაზვერვო სამსახურმა ასევე განაცხადა, რომ რუმინეთის ოფიციალურ საარჩევნო ვებგვერდზე წვდომის მონაცემები რუსეთის კიბერდანაშაულის პლატფორმებზე გამოქვეყნდა. სააგეტომ დაადგინა 85000-ზე მეტი კიბერშეტევა, რომლებიც სისტემის დაუცველობის გამოყენებას ისახავდა მიზნად. „თავდასხმები ინტენსიურად გაგრძელდა, მათ შორის, არჩევნების დღეს და არჩევნების შემდეგ ღამით,“ - ნათქვამია სააგენტოს გასაიდუმლოებულ დოკუმენტში. 5 დეკემბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მალტაში, ეუთოს მინისტრთა საბჭოზე სიტყვით გამოსვლისა განაცხადა, რომ რუმინეთის ხელისუფლება ავლენს ფართომასშტაბიან და კარგად დაფინანსებულ რუსულ ძალისხმევას, გავლენა მოახდინოს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე, ეუთოს სტანდარტების საწინააღმდეგოდ. შეგახსენებთ, გასული წლის ოქტომბერში, Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია ამერიკის დაზვერვის არასაჯარო ცნობებზე დაყრდნობით, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ის დაზვერვის ანგარიში და რეკომენდაციები არჩევნებში რუსეთის ჩარევის მცდელობების შესახებ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ათეულობით (100-ზე მეტს) ქვეყანას გაუზიარა. მეორე დღეს, საქართველოში ამერკის საელჩომ ოფიციალურად დაუდასტურა, რომ აშშ-ის მთავრობამ "გამოავლინა რუსეთის მცდელობები, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ არჩევნებს მთელ მსოფლიოში." იგივე დაუდასტურა ოფიციალურად Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა.