ძებნის რეზულტატი:
საქართველოს პრეზიდენტი 10 მაისს ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ მაკედონიას ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტი ხვალ, 10 მაისს ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ მაკედონიას ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც ცნობილია, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირებთან: პრეზიდენტ სტევო პენდაროვსკისთან, ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ ტალატ ჯაფერისთან და პირველ ვიცეპრემიერ არტან გრუბისთან. საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, რომელიც „ვილა ვოდნოს“ სასახლეში გაიმართება, დაგეგმილია ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრები. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერება ორ დოკუმენტს - შეთანხმებას „საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ და მემორანდუმს „ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკასთან კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“. დოკუმენტებზე ხელმოწერის შემდეგ, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტისა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ერთობლივი განცხადებები პრესისთვის. დაგეგმილია პრეზიდენტის შეხევდრა ჩრდილოეთ მაკედონიაში მოღვაწე ქართველ სპორტსმენებთან და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან. საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში არიან: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა, საქართველოს პარლამენტის წევრი, ჩრდილოეთ მაკედონიასთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საქართველოს ელჩი ჩრდილოეთ მაკედონიაში თამარ ლილუაშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში კონსტანტინე ნაცვლიშვილი და საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი. პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ჩრდილოეთ მაკედონიაში 11 მაისს დასრულდება.
ლიეტუვის ელჩი: ძალა ერთობაშია - ერთად უფრო ძლიერები ვართ
ძალა ერთობაშია, ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ, – ამის შესახებ საქართველოში ლიეტუვის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ევროპის დღესთან დაკავშირებით განაცხადა. „ევროპის დღეს, ლიეტუვა კიდევ ერთხელ ნათლად აცხადებს საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ სრული მხარდაჭერის შესახებ და შეგახსენებთ, რომ ჩვენ საქართველოს მოსახლეობასთან ვდგავართ. ძალა ერთობაშია. ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ“, – განაცხადა ლიეტუველმა დიპლომატმა.
Deutche Welle - არაბეთის ზღვაში დააკავებული გემიდან, დიდი რაოდენობით ჩინური და რუსული წარმოების იარაღი ამოიღეს
Deutche Welle-ს ინფორმაციით, აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალებმა არაბეთის ზღვაში დაკავებული გემიდან დიდი რაოდენობით ჩინური და რუსული წარმოების იარაღი ამოიღეს. როგორც გამოცემა წერს, აშშ-ის სარაკეტო კრეისერმა, „მონტერეიმ“ არაბეთის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში საიდენტიფიკაციო ნიშნების გარეშე მცურავი გემი დააკავა. ჩხრეკის შედეგად, გემიდან ჩინური წარმოების ათასობით ავტომატი და რუსული წარმოების ანტი-სატანკო რაკეტები, ასობით ტყვიამფრქვევი, სნაიპერული შაშხანები, ყუმბარმტყორცნები და ოპტიკური სამიზნეები ამოიღეს. ამჟამად ექსპერტები არკვევენ, თუ საიდან იყო გამოგზავნილი და ვისთვის იყო განკუთვნილი რუსული და ჩინური წარმოების იარაღი.
პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართა. სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 ათასი ლარი გადახდილია. ცნობისთვის, ნიკა მელიას პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა. ის ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან გამართული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა ელექტრონული მონიტორინგი და გირაო, 30 000 ლარი, რომელიც მან გადაიხადა. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური საჯაროდ მოიხსნა. ამის შემდეგ, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და მელიას გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. ნიკა მელიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა. სასამართლომ მას გირაო წინასწარი პატიმრობით შეუცვალა. მელია 23 თებერვალს დილით, საპოლიციო ძალებმა "ნაციონალური მოძრაობის" მთავარ ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააპატიმრეს. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის დაკავებამ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი გააღრმავა. რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ კი შედგა შეთანხმების დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მელია პარლამენტმა "ამნისტიის კანონით" უნდა გაათავისუფლოს.
ქაბულში, სკოლასთან მომხდარი აფეთქებებისას დაღუპულთა რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა
BBC-ის ინფორმაციით, ავღანეთში, ქაბულში მდებარე ერთ-ერთი სკოლის მიმდებარედ მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა. თავდასხმის მსხვერპლებს უკვე კრძალავენ. არსებული ინფორმაციით, სამი ბომბი მაშინ აფეთქდა, როცა მოსწავლეები სკოლის შენობას ტოვებდნენ. სამი ასაფეთქებელი მოწყობილობიდან ერთ-ერთი ავტომობილში იყო დამონტაჟებული. დაღუპულთა უმეტესობა გოგოა. „დავინახე ქალი, რომელიც ცხედრებს შორის დადიოდა და საკუთარ ქალიშვილს ეძებდა. მან შვილის სისხლიანი ჩანთა იპოვა და გონებადაკარგული მიწაზე დაეცა“, - იხსენებს ერთ-ერთი თვითმხილველი. მთავრობა მომხდარს „თალიბანს“ უკავშირებს, თუმცა დაჯგუფება თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს. თავდასხმა 8 მაისს მოხდა.
კახა კუჭავა: ნიკა მელიამ პარლამენტში თავისი ადგილი აუცილებლად უნდა დაიკავოს და გააგრძელოს საქმიანობა
ევროკავშირის მიერ ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდა მიუთითებს, თუ რამდენად დიდია ინტერესი საქართველოს მიმართ, რომ პოლარიზებამ, დაძაბულობამ დაიკლოს, ყველამ გადაინაცვლოს პარლამენტში სამუშაოდ და გააგრძელოს ის საქმიანობა, რომელიც მათ მანდატებს ეკადრება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა. კუჭავას განცხადებით, შარლ მიშელის მიერ წარდგენილი პუნქტების შესრულება არის ის აუცილებელი პირობა, რომელიც უნდა იყოს მთავარი ამოსავალი წერტილი ყველა პოლიტიკოსისთვის. „ეს უნდა იყოს ამოსავალი წერტილი მათ შორის მელიასთვის, რომელმაც, როდესაც გამოვა პატიმრობიდან, აუცილებლად უნდა დაიკავოს პარლამენტში ადგილი და გააგრძელოს საქმიანობა. ნიკა მელია რა თქმა უნდა არ არის პოლიტპატიმარი. ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით ჯერ სასამართლოს გადაწყეტილება არ მიუღია, ჯერ ვერავისზე ვერ ვიტყვით, ვინმე არის თუ არ არის დამნაშავე. საუბარი არის გირაოზე და გირაო დადგა იმ კონკრეტული ფაქტის შემდეგ, რაც განხორციელდა საჯაროდ, საზოგადოების წინაშე და ამან გამიწვია შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. ძალიან დიდი და წინგადადგმული ნაბიჯია ევროკავშირის მხრიდან და უნდა მივიღოთ ეს ნიშნად იმისა, რომ მათ სურთ საქართველოში დასრულდეს პოლარიზება, დაწყნარდეს სიტუაცია, დაუბრუნდეს ყველა თავის ადგილს და პარლამენტში გააგრძელონ მუშაობა“, – განაცხადა კუჭავამ. ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 ათასი ლარი გადახდილია. ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებგვერდზე 8 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. „დღეს გადახდილი იყო 40 000 ლარის ოდენობის გირაო ბატონ მელიას წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, რაც 2021 წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით მიღებული შეთანხმების კონტექსტში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღწეულ ურთიერთგაგებას მოჰყვა. გულითად მადლობას ვუხდით ორ დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც დათანხმდა ამ პროცესში მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გაწევაზე: ევროპულ ფონდს დემოკრატიისთვის (European Endowment for Democracy), რომელმაც თანხა გამოყო და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (საია), რომელმაც აღნიშნული თანხა ხელისუფლებას გადასცა. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასრულებისა და 19 აპრილის შეთანხმების შესრულების მიზნით გადაიდგა. გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ნაბიჯი მეტად შეუწყობს ხელს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს, რომ შეთანხმებას შეუერთდეს და მის განხორციელებაში წვლილი შეიტანოს, საქართველოს, მისი მოქალაქეების, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ძლიერმა წვიმამ ატენის ხეობაში პრობლემები შექმნა
ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ატენის ხეობაში. უხვი ნალექის გამო, კლდის ფენა ჩამოიშალა და გზა ჩაიხერგა. ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სამაშველო სამსახური, ელოდებიან ტექნიკას, რის შემდეგაც ტერიტორიის გაწმენდა მოხდება.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: აშკარაა, რომ თურქეთის წვლილის გარეშე ევროკავშირს არ შეუძლია, მტკიცედ შეინარჩუნოს არსებობა
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ევროპის დღესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ევროკავშირს არ შეუძლია, მტკიცედ შეინარჩუნოს არსებობა თურქეთის წვლილისა და მხარდაჭერის გარეშე. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირისთვის, რომ გახდეს ძლიერი, გლობალური მოთამაშე, მთავარი დაბრკოლება არის სტრატეგიული მოთმინებისა და ხედვის არქონა. ერდოღანის განცხადებით, ევროკავშირს გადაწყვეტილების მიმღები მექანიზმების გადახედვა და ახალი ინსტიტუციური სტრუქტურა, ახალი ხედვა სჭირდება. თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი ბევრი გამოწვევის წინაშეა, როგორიცაა: ლტოლვილების კრიზისი, ისლამოფობია, ქსენოფობია, ფინანსური სიმყიფე და „კოვიდ-19“-ის პანდემია. „ამ პრობლემების გადაწყვეტა, რომელიც საფრთხეს უქმნის კავშირს და მის მომავალს, დამოკიდებულია სოლიდარობაზე და თანამშრომლობაზე. თურქეთი მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს ევროკავშირის წინაშე არსებული პრობლემების გადაწყვეტაში. აშკარაა, რომ ევროკავშირს არ შეუძლია, მტკიცედ შეინარჩუნოს არსებობა თურქეთის წვლილისა და მხარდაჭერის გარეშე. თურქეთი, ორმაგი სტანდარტებისა და დაბრკოლებების მიუხედავად, ინარჩუნებს გადამწყვეტ დამოკიდებულებას და ძალისხმევას ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე“, – განაცხადა ერდოღანმა.
კინორეჟისორი ბუბა ხოტივარი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს
კინორეჟისორი ბუბა ხოტივარი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი კი ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართა. ბუბა ხოტივარი 74 წლის ასაკში 5 მაისს გარდაიცვალა. ხოტივარმა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი, ასევე მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი დაამთავრა. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ტელეფილმების სტუდიისა და კინოსტუდია „ქართული ფილმის“ კინორეჟისორად. 1986-1991წწ. ხელმძღვანელობდა „ქართული ფილმის“ ახალგაზრდულ შემოქმედებით გაერთიანება „ადამ და ევას“. 1988-1992წწ. იყო საქართველო-ინგლისის ერთობლივი ფირმა „მთვარის გლობუსის“ გამგეობის წევრი და დირექტორი, ხოლო 2004-2006წწ. კინოსტუდია „მემატიანეს“ დირექტორი. როგორც დამდგმელ რეჟისორს, გადაღებული აქვს დოკუმენტური და მხატვრული ფილმები: „ისლამი საქართველოში“, „ლეხაიმ!“, „მარკოზის სახარება“, „ლაზარეს თავგადასავალი“(ქართლოს ხოტივართან ერთად), „დიმიტრი II“, „ჩირიკი და ჩიკოტელა“.
პაატა იმნაძე: მაისის პირველ ნახევარში შემთხვევათა კატასტროფული მატება თუ არ იქნება, იმედი გვაქვს, ზაფხულს უფრო ნორმალურად შევხვდებით
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში საკმაოდ რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, თუმცა, მაისის პირველ ნახევარში ვირუსის შემთხვევების დრამატული მატება თუ არ იქნება, იმედი აქვს, ვითარება ზაფხულისთვის გაუმჯობესდება. ამასთან, იმნაძის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის პროცესი კარგი ტემპით მიმდინარეობს და იმედოვნებს, რომ ვაქცინაციაში მეტი მოქალაქე ჩაერთვება. „საკმაოდ რთული ეპიდსიტუაცია გვაქვს. მაისის პირველი ნახევარი თუ ისე განვლეთ, რომ შემთხვევათა კატასტროფული მატება არ იქნება, დიდი იმედი გვაქვს, შემდგომ ზაფხულს უფრო ნორმალურად შევხვდებით. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ აცრები, რომლებიც ქვეყანაში საკმაოდ კარგად მიდის, კიდევ უფრო გაფართოვდება, კიდევ მეტი ჩვენი თანამოქალაქე აიცრება და ასეთი სამწუხარო დღეები აღარ გვექნება“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.
კიბერთავდასხმის გამო აშშ-ის უდიდესი საწვავის მილსადენის მუშაობა შეფერხდა
Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის უდიდესი საწვავის მილსადენი - რომელიც საწვავს აღმოსავლეთის სანაპიროს დაახლოებით ნახევარს აწვდის - მასზე განხორციელებული კიბერთავდასხმის გამო იძულებული გახდა მთელი ქსელის მუშაობა შეეჩერებინა. კომპანია აცხადებს, რომ დაიქირავა კიბერუსაფრთხოების კომპანია, რომელიც გამოიძიებს თავდასხმის ხასიათს და მასშტაბს, და ასევე დაუკავშირდა სამართალდამცავ ორგანოებს და შესაბამის ფედერალურ უწყებებს. როგორც ცნობილია Colonial Pipeline-მა 8 მაისს გამოაცხადა, რომ წინა დღეს მსხვერპლი გახდა გამომძალველი პროგრამით განხორციელებული თავდასხმისა და საფრთხის გასანეიტრალებლად, "პროაქტიულად", თავისი სისტემები ინტერნეტიდან მოხსნა - რის გამოც შეჩერდა მილსადენის მუშაობა და შეფერხდა ზოგიერთი კომპიუტერული სისტემა.
ჯო ბაიდენი დღეს „ბუქარესტის ცხრიანის“ ვირტუალურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს „ბუქარესტის ცხრიანის“ ვირტუალურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას. როგორც ცნობილია, თავის გამოსვლაში ჯო ბაიდენი დააფიქსირებს ვაშინგტონის სწრაფვას, უფრო მჭიდრო ურთიერთობები დაამყაროს ცენტრალური ევროპის, ასევე ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონის მოკავშირეებთან. „ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტში მონაწილება მიიღებენ პოლონეთის, რუმინეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, სლოვაკეთის, უნგრეთის, ბულგარეთისა და ჩეხეთის ლიდერები.
დღეიდან „ასტრაზენეკას“ მეორე დოზით ვაქცინაცია დაიწყო
საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზით მოქალაქეების იმუნიზაციის პროცესი დღეიდან დაიწყო. მოქალაქეებს შეუძლიათ, მეორე დოზის გასაკეთებლად დარეგისტრირდნენ ნებისმიერ დაწესებულებაში პირველი აცრიდან 4-12 კვირის ინტერვალში. იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაკეთებული აქვთ, სარეგისტრაციო პორტალი 5 მაისიდან გაიხსნა ცნობისთვის, საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.
ჩეხეთი რუსეთისგან საბრძოლო მასალების საცავში აფეთქებების გამო, კომპენსაციის სახით, 39 მილიონ ევროს მოითხოვს
მედიის ინფორმაციით, ჩეხეთის ხელისუფლება გეგმას, რომ რუსეთისგან საბრძოლო მასალების საცავში აფეთქებების გამო, კომპენსაციის სახით, 39 მილიონ ევროს მოითხოვს. როგორც ჩეხეთის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, ქვეყანა აპირებს, გამოიყენოს საერთაშორისო მექანიზმები და ნორმები, რათა მოსკოვისგან ზარალის ანაზღაურება მოითხოვოს. „თუ ჩვენ ზარალის კომპენსაციას მოვითხოვთ სისხლის სამართლებრივი წარმოებით, ეს პროცესი გაჭიანურდება“, – განაცხადა ჩეხეთის ვიცე-პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა. შეგახსენებთ, ჩეხეთის ხელისუფლება რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებს 2014 წელს დასახლება ვრბეტიცეში მდებარე საბრძოლო მასალების საწყობში აფეთქების მოწყობაში ადანაშაულებს. ამასთან დაკავშირებით ჩეხეთმა 18 რუსი დიპლომატი გააძევა. თავის მხრივ, რუსეთი ბრალდებას უარყოფს. მოსკოვმა საპასუხოდ 20 რუსი დიპლომატი გააძევა.
თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში შესაძლოა, დამატებით 40-მდე იმუნიზაციის კაბინეტი გაიხსნას
ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორის განცხადებით, მიმდინარე კვირაში, საქართველოში შესაძლოა დამატებით 40-მდე იმუნიზაციის კაბინეტი გაიხსნას. კაბინეტების დამატებით, შესაძლებელი გახდება მაისში დაახლოებით 55 000 ადამიანი აიცრას. თენგიზ ცერცვაძის თქმით, ვაქცინაციის პროცესი კოვიდპანდემიასთან ბრძოლის ეტაპზე მნიშვნელოვანია, ამიტომ მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებს. მისივე განმარტებით, საქართველოში არსებობს იმის რესურსი, რომ ვაქცინების რაოდენობამ მოსახლეობის მოთხოვნა დააკმაყოფილოს, კაბინეტების დამატება კი, მეტი გარანტია იმისათვის, რომ ქვეყანამ მალე შეძლოს პანდემიის დამარცხება.
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 439, ხოლო 24 ინფიცირებული გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 535 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 665 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 870 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 549 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 322 468-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.76 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.03%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.48%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 439 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 302 428-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 305 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 549 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 300 შემთხვევა, აჭარა - 77, იმერეთი - 43, ქვემო ქართლი - 22, შიდა ქართლი - 9, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 45, კახეთი - 16, მცხეთა-მთიანეთი - 11, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 709, საიდანაც: 4 481 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 562, აჭარაში - 490, იმერეთში - 494. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 924 პირი, მათ შორის, თბილისში - 474, აჭარაში - 87, იმერეთში -131. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 197 პირი, მათგან თბილისში - 135, აჭარაში - 9, იმერეთში - 16. 784 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 405 - თბილისში, 352 - აჭარაში. 10 444 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 69 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 61, ხოლო აჭარაში - 7. სულ 6 ოქტომბრიდან - 9 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 625 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 30 655 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 23 162 პირი, აჭარაში - 1 816, იმერეთში - 1 256.
გერმანიაში სოციალ-დემოკრატებმა კანცლერობის კანდიდატად ოლაფ შოლცი წარადგინეს
Deutche Welle-ს ინფორმაციით, გერმანიაში სოციალ-დემოკრატებმა კანცლერობის კანდიდატად ოლაფ შოლცი წარადგინეს. მას მხარი პარტიის დელეგატების 96 პროცენტზე მეტმა დაუჭირა. კენჭისყრა ვირტუალურად გამართულ ყრილობაზე შედგა. როგორც ცნობილია, შოლცს ხმა 513 დელეგატმა მისცა, წინააღმდეგი იყო 20, ხოლო 12-მა თავი შეიკავა. ამრიგად სოციალ-დემოკრატიული პარტია პირველია, რომელმაც გერმანიაში სექტემბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ კანცლერობის კანდიდატი დაასახელა. ცნობისთვის, საპარლამენტო არჩევნები გერმანიაში 26 სექტემბერს გაიმართება.
დღეს ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 16:00 საათზე გაიმართება. სხდომაზე მოსამართლემ უნდა განიხილოს პროკურატურის შუამდგომლობა, რომლითაც საგამოძიებო უწყებამ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე გუშინ მიმართა. შუამდგომლობას მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავს, რომელიც საქმეს არსებითად იხილავს. ცნობისთვის, ნიკა მელიას პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა. ის ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან გამართული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა ელექტრონული მონიტორინგი და გირაო, 30 000 ლარი, რომელიც მან გადაიხადა. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური საჯაროდ მოიხსნა. ამის შემდეგ, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და მელიას გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. ნიკა მელიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა. სასამართლომ მას გირაო წინასწარი პატიმრობით შეუცვალა. მელია 23 თებერვალს დილით, საპოლიციო ძალებმა "ნაციონალური მოძრაობის" მთავარ ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააპატიმრეს. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის დაკავებამ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი გააღრმავა. რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ კი შედგა შეთანხმების დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მელია პარლამენტმა "ამნისტიის კანონით" უნდა გაათავისუფლოს.
საქართველოს პრეზიდენტმა ჩრდილოეთ მაკედონიაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ მაკედონიას ეწვია. საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში არიან: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა, საქართველოს პარლამენტის წევრი, ჩრდილოეთ მაკედონიასთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საქართველოს ელჩი ჩრდილოეთ მაკედონიაში თამარ ლილუაშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში კონსტანტინე ნაცვლიშვილი და საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირებთან: პრეზიდენტ სტევო პენდაროვსკისთან, ასამბლეის პრეზიდენტ ტალატ ჯაფერისთან და ვიცეპრემიერ არტან გრუბისთან. საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, რომელიც „ვილა ვოდნოს“ პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, დაგეგმილია ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრები. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერება ორ დოკუმენტს – შეთანხმებას „საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ და მემორანდუმს „ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკასთან კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“. დაგეგმილია ასევე, შეხვედრები ჩრდილოეთ მაკედონიაში მოღვაწე სპორტსმენებთან და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან. პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ჩრდილოეთ მაკედონიაში 11 მაისს დასრულდება.
დიდუბეში ხანძარია
თბილისში, ერისთავის ქუჩაზე ხანძარია. ადგილზე 6 სახანძრო მუშაობს. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ საწყობში გაჩნდა. სხვა დეტალები ჯერ უცნობია.