ძებნის რეზულტატი:

სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

10 მაისს ღაზას სექტორიდან, ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, - საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრები მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს. "დაბეჯითებით ვაფრთხილებთ ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, მიმდინარე წლის 10 მაისს ღაზას სექტორიდან, ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დაიცავით უსაფრთხოების ზომები, თავი შეიკავეთ ქუჩაში გასვლისგან ! მოიკითხეთ რაკეტსაწინააღმდეგო თავშესაფარი თქვენს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს. არ გახვიდეთ აივანზე და მოერიდეთ ფანჯარასთან ყოფნას", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. შეტაკებების პარალელურად, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტა ისროლეს

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი ღაზის სექტორიდან განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს უმკაცრესად უპასუხებს

ისრაელი ღაზის სექტორიდან განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს უმკაცრესად უპასუხებს, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. "ისრაელი დიდი ძალით უპასუხებს ამას. ჩვენ არ შევეგუებით თავდასხმებს ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენს დედაქალაქზე, ჩვენს მოქალაქეებსა და ჩვენს ჯარისკაცებზე", - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა. მან მოძრაობა "ჰამასი" იერუსალიმზე იერიშის გამო, "წითელი ხაზის გადაკვეთაში" დაადანაშაულა. "ვინც თავს დაგვესხმება ჩვენ, დიდ საფასურს გადაიხდის", - თქვა პრემიერმა და დასძინა, რომ საბრძოლო მოქმედებები შეიძლება "გარკვეული დროით გაგრძელდეს". შეტაკებების პარალელურად, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტა ისროლეს .

პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დღეს იმსჯელებს

გახანგრძლივდება თუ არა ქვეყანაში უქმე დღეები და მასთან დაკავშირებული შეზღუდვები, - პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, უქმე დღეებისა და მასთან დაკავშირებული შეზღუდვების შენარჩუნების მიზეზი, შესაძლოა, კორონავირუსით ინფიცირების მზარდი დადებითობის მაჩვენებელი იყოს. "დღემდე ვახერხებთ იმას, რომ სერიოზული შეზღუდვების გარეშე ვაკონტროლოთ სიტუაცია. მესამე ტალღაა და მას ახასიათებს დადებითობის უფრო მაღალი მაჩვენებელი. პარალელურად მთავარია, რომ წავახალისოთ ვაქცინაცია. თქვენ იცით, რომ ტურიზმის ინდუსტრია ვაქცინაციის თვალსაზრისით პრიორიტეტულია. დავიწყეთ განაცხადების მიღება. საკმაოდ კარგად მიდის პროცესი, აქტიურად ერთვებიან ტურისტული ობიექტები და მე თავადაც, ამ დღეებში, მათთან ერთად ვგეგმავ ვაქცინაციას", - განაცხადა ნათია თურნავამ.

სახელმწიფო დეპარტამენტი: ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო შეტევა მიუღებელი ესკალაციაა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ პალესტინელი შეიარაღებული ძალების მიერ სარაკეტო თავდასხმები ისრაელის წინააღმდეგ "მიუღებელი ესკალაციაა". როგორც პრაისმა აღნიშნა, შეერთებული შტატები "სრულად იყო ჩართული" იერუსალიმში სიმშვიდის უზრუნველსაყოფად. თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო შეტევა უნდა შეწყდეს. ”ჩვენ ვაგრძელებთ ძალადობის მონიტორინგს ისრაელში,” - განუცხადა ჟურნალისტებს თეთრი სახლის სპიკერმა ჯენ ფსაკიმ. შეტაკებების პარალელურად, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტა ისროლეს სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი ღაზის სექტორიდან განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს უმკაცრესად უპასუხებს

პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის 2 ადამიანი, მათ შორის ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორებისა და დეტექტივების სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვა დროს, ბათუმში, ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი: 1983 წელს დაბადებული თ.ქ. და 1976 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი კ.ჩ. დააკავეს. უწყების ცნობით, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "პოლიციამ თ.ქ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავა. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელეს თ.ქ.-სგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. პოლიციამ თ.ქ.-ის მიერ საკონტროლო შესყიდვების დროს გაყიდული, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 115 აბი და ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული ნივთმტკიცების სახით ამოიღო. რაც შეეხება კ.ჩ.-ს, პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 29 აბი და კ.ჩ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა", - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღებისა ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ნარკოტიკების და ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაციისთვის სასჯელი მკაცრდება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომზადდა საკანონმდებლო ცვლილების პროექტი, რომლის მიხედვით მკაცრდება ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური, ფსიქოტროპული და ძლიერმოქმედი ნივთიერებების გასაღებისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სასჯელები. საკანონმდებლო ცვლილების პროექტი, მთავრობას წარედგინა. "ბოლო პერიოდის პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ ნარკოტიკული საშუალების გასაღებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დღეს მოქმედი სანქცია სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს შემაკავებელი ფუნქციის შესრულებას. ნარკოტიკული საშუალების გასაღებით მიღებული მნიშვნელოვანი ფულადი სარგებელი, უმეტესად ხელს უწყობს ახალი დანაშაულის ჩადენას და ამ სფეროში არაერთი პირის ჩართვასაც. სწორედ ამ ფაქტორებითაა ნაკარნახევი სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკის გამკაცრება ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ. წარდგენილი კანონპროექტით ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ოდენობა 6-დან 10 წლამდე გაიზრდება. ასევე, 12-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება ის პირი, ვინც დიდი ოდენობით გაასაღებს ნარკოტიკულ საშუალებას. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად იზრდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის დადგენილი სასჯელი. კერძოდ თუ დღეს მოქმედი რედაქციით აღნიშნული ქმედების ჩამდენი პირისთვის გათვალისწინებულია 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა, პროექტის თანახმად ეს ვადა 14-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შემუშავებული ცვლილებების პროექტით ასევე მკაცრდება სანქციები ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისათვის. წარმოდგენილი ცვლილებები სრულად იზიარებს საუკეთესი ევროპულ გამოცდილებას, მათ შორის ისეთი ქვეყნების, როგორიცაა გერმანია, ავსტრია, პორტუგალია, ესპანეთი, შვედეთი და ა.შ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს საქართველოს მთავრობამ მხარი დაუჭირა და უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტს წარედგინება", - ნათქვამია სამინიტროს ინფორმაციაში.

აშშ-მა 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება დაუშვა

აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ Pfizer-ის ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენება დაუშვა. ადმინისტრაციის განცხადებით, აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინის ავტორიზაცია კორონავირუსთან ბრძოლაში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ეს ხელს შეუწყობს შემოდგომაზე სრულ განაკვეთზე სკოლაში უსაფრთხო დაბრუნების შანსებს. "ჩვენ ვიცით, რომ ეს დიდი ნაბიჯია ჩვენი ქვეყნისთვის. ახალგაზრდა მოსახლეობის ვაქცინაცია გვაახლოებს ნორმალური მდგომარეობის დაბრუნებასთან და პანდემიის დასრულებასთან," - ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში. როგორც Pfizer-მა მარტის ბოლოს განაცხადა, მისმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ 12-15 წლის ბავშვებში ვაქცინა უსაფრთხოა და 100% ეფექტურია.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 788 ადამიანს დაუდასტურდა, 1 251 გამოჯანმრთელდა, ხოლო 31 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის სესახებ ინფორმაციას მთავრობის ადამინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 532 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 349 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 183 PCR ტესტით. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 324 256 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 303 679, გარდაიცვალა 4 336 პაციენტი. დადებითობის მაჩვენებელი: 10 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.76 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.07%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.35%. ინფიცირების 1 788 ახალი შემთხვევიდან 963 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 127, იმერეთი - 178, ქვემო ქართლი - 78, შიდა ქართლი - 72, გურია - 58, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 131, კახეთი - 79, მცხეთა-მთიანეთი - 73, სამცხე-ჯავახეთი - 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 13. მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 16 215, საიდანაც: 4 296 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 454, აჭარაში - 464, იმერეთში - 495. მძიმე პაციენტი: 890, მათ შორის, თბილისში - 458, აჭარაში - 91, იმერეთში -125. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 201, მათგან თბილისში - 141, აჭარაში - 9, იმერეთში - 13. 775 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 406 - თბილისში, 343 - აჭარაში. 11 144 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 65 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 60, ხოლო აჭარაში - 4. სულ 6 ოქტომბრიდან - 10 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 629 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 30 153 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 22 715 პირი, აჭარაში - 1 821, იმერეთში - 1 288.

ჩინეთის მოსახლეობა ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე ნელი ტემპით გაიზარდა

მთავრობის მონაცემებით, ჩინეთის მოსახლეობა ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ნელი ტემპით გაიზარდა. ბოლო 10 წლის განმავლობაში საშუალო წლიურმა ზრდამ 0.53% შეადგინა, რაც 2000-დან 2010 წლამდე 0,57%–ით შემცირებას ნიშნავს, მოსახლეობის რაოდენობა 1,41 მილიარდს აღწევს. აღწერა ჩატარდა 2020 წლის ბოლოს, რომლის განმავლობაშიც დაახლოებით შვიდი მილიონი ადამიანი კარდაკარ დადიოდა ჩინეთის ოჯახებიდან ინფორმაციის შესაგროვებლად. სტატისტიკის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის თქმით, დაბალი მაჩვენებელი ჩინეთის სოციალური და ეკონომიკური განვითარების ბუნებრივი შედეგია. შობადობა მეზობელ ქვეყნებში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში, წყვილების მიმართ მთავრობის სხვადასხვა პროგრამის მიუხედავად, ბოლო წლებში ასევე შემცირდა.

რუმინეთში, "დრაკულას" სასახლეში ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნა

რუმინეთში, ბრანის ციხესიმაგრეში ( Bran Castle), რომელიც, სავარაუდოდ, "დრაკულას" სახლის ინსპირაციაა, ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნა. გავრცელებული ინფორმაციით, დრაკულას სასახლეში მისულებს ვაქცინაცია Pfizer-ის ვაქცინით ჩაუტარდებათ. ამასთან, თითოეული ვაქცინირებული პირი სპეციალურ Bran Castle-ის ვაქცინაციის დიპლომს მიიღებს. ამასთან, ადმინისტრაციამ აღნიშნა, რომ ვაქცინაციის ცენტრში შესვლა თავად ციხესიმაგრის უფასოდ დათვალიერების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, თუმცა ვაქცინაციაზე მისული ადამიანები უფასოდ შძელებენ ე.წ "წამების ოთახის" დათვალიერებას. "დიპლომის გარდა, ადამიანები უფასოდ დაათვალიერებენ ციხის წამების ოთახებს, სადაც შუასაუკუნეების წამების 52 ინსტრუმენტია”, - აღნიშნა ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა. ბრანის სასახლეში ვაქცინაციის ცენტრის გახსნით მთავრობა აცრის პოპულარიზაციას ცდილობს, რადგან გამოკითხვების თანახმად, რუმინელების 50% აცხადებს, რომ ვაქცინის გაკეთებისგან თავს შეიკავებს. ეს კი ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამასთან, სასახლის თანამშრომლები იმედოვნებენ, რომ გადაწყვეტილება რეგიონში მეტ ტურისტს მოიზიდავს.

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს გაიმართება

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს ჩატარდება. პრეზიდენტმა არმენ სარქსიანმა განკარგულებას უკვე მოაწერა ხელი. "სომხეთის ეროვნული ასამბლეის რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს 2021 წლის 20 ივნისს. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს ოფიციალური გამოქვეყნებიდან მეორე დღეს ", - ნათქვამია განკარგულებაში. შეგახსენებთ, რომ სომხეთის პარლამენტმა მეორე მცდელობით ვერ აირჩია პრემიერ-მინისტრი, რაც კონსტიტუციით, ავტომატურად პარლამენტის დათხოვნას ითვალისწინებს.

13 მაისიდან უქმე დღეებთან დაკავშირებული შეზღუდვები მოიხნება

13 მაისიდან უქმე დღეებთან დაკავშირებული შეზღუდვები მოიხსნება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე განაცხადა. ძალაში რჩება კომენდანტის საათი.

მოქალაქეებს Covid-19-ის საწინააღმდეგო აცრის ჩასატარებლად რეგისტრაციის გავლა ტელეფონით შეუძლიათ

საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალური ინტენსიფიკაციის გზები, ამ მიზნით, გაიზრდება ამცრელი კაბინეტებისა და, შესაბამისად, ამცრელი ბრიგადების რაოდენობა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ოპერაციული შტაბის უფროსის თქმით, მოქმედებს ცხელი ხაზი - 15 22, რომელიც მსურველებს აძლევს საშუალებას, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრის ჩასატარებლად, ტელეფონით დარეგისტრირდნენ. „გარდა ამისა, გვსურს, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ვაქცინაციაზე ელექტრონულად დარეგისტრირების შესაძლებლობა არ აქვთ, შევახსენოთ, რომ მოქმედებს ცხელი ხაზი - 15 22, რომელიც მსურველებს აძლევს საშუალებას, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრის ჩასატარებლად, ტელეფონით დარეგისტრირდნენ. აღნიშნულ ცხელ ხაზზე მოქალაქეებს ასევე გადაამისამართებენ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - 112 და ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი - 144“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ. მისი თქმით, ამ ეტაპზე, ძალაში რჩება ღამის საათებში 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. „საბჭო მუდმივ რეჟიმში აკვირდება არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებს და როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას მოგვცემს, განხილული იქნება არსებული რეგულაციების შემსუბუქების შესაძლებლობა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია, რათა თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ვირუსის გავრცელების პრევენციას და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში რაც შეიძლება მალე დაბრუნებას“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

13 მაისიდან სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 13 მაისიდან მუშაობას განაახლებენ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები, ასევე - მუნიციპალური ტრანსპორტი. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 13 მაისიდან, ხუთშაბათიდან, მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს ყველა დაწესებულება, ასევე ნებადართული იქნება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა-ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში 12 მაისის ჩათვლით უქმე დღეებია, შესაბამისად, შეზღუდულია მუნიციპალური ტრანსპორტისა და სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებების ფუნქციონირება. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 13 მაისიდან, ხუთშაბათიდან, აღნიშნული შეზღუდვები მოიხსნება. ამ ეტაპზე, ძალაში რჩება ღამის საათებში 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. საბჭო მუდმივ რეჟიმში აკვირდება არსებულ ტენდენციებს და როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას მოგვცემს, განხილული იქნება არსებული რეგულაციების შემსუბუქების შესაძლებლობა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია, რათა თითოეულმა ჩვენთაგანმა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ვირუსის გავრცელების პრევენციას და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში რაც შეიძლება მალე დაბრუნებას”,- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

13 მაისიდან მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 13 მაისიდან, ხუთშაბათიდან, მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს ყველა დაწესებულება, ასევე ნებადართული იქნება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა - ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე, ძალაში რჩება ღამის საათებში 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. "როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში 12 მაისის ჩათვლით უქმე დღეებია, შესაბამისად, შეზღუდულია მუნიციპალური ტრანსპორტისა და სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებების ფუნქციონირება. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 13 მაისიდან, ხუთშაბათიდან, აღნიშნული შეზღუდვები მოიხსნება. ამ ეტაპზე, ძალაში რჩება ღამის საათებში 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. საბჭო მუდმივ რეჟიმში აკვირდება არსებულ ტენდენციებს და როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას მოგვცემს, განხილული იქნება არსებული რეგულაციების შემსუბუქების შესაძლებლობა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია, რათა თითოეულმა ჩვენთაგანმა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ვირუსის გავრცელების პრევენციას და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში რაც შეიძლება მალე დაბრუნებას”,- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

თამარ გაბუნია: უკვე ვართ პიკურ პერიოდში, რაც, სავარაუდოდ, ორი კვირა გაგრძელდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ცხადყოფს, რომ ქვეყანა უკვე პიკურ პერიოდშია. "კოვიდინფიცირების საშუალო დღიური მაჩვენებელი 1 500-დან 2 000-მდე მერყეობს. გარკვეულწილად, კარგია ის, რომ არ არის მაჩვენებლის ნახტომისებური მატება. საერთაშორისო მოდელირების საფუძველზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე ვართ პიკურ პერიოდში, რაც, სავარაუდოდ, ორი კვირა გაგრძელდება", - განაცხადა გაბუნიამ. ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 788 ადამიანს დაუდასტურდა, 1 251 გამოჯანმრთელდა, ხოლო 31 ინფიცირებული გარდაიცვალა.

თამარ გაბუნიას თქმით, მაისის ბოლოსთვის იქნება კონკრეტული პაკეტი, თუ რა შემთხვევაში და როგორ წახალისდებიან ვაქცინირებული ადამიანები

ვაქცინაციის საბჭო დღეს ვაქცინაციის პროცესის წახალისების საკითხზე იმსჯელებს. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "კარგია, რომ ბოლო პერიოდში ვხედავთ ძალიან მაღალ აქტივობას აცრებზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით, რაც მიუთითებს იმას, რომ უკვე აცრის სარგებელი ყოველგვარი სტიმულის გარეშე მოსახლეობისთვის უფრო მეტად გასაგებია და ამ ჩართულობის გააქტიურებას მეტად ველოდებით. რაც შეეხება წახალისებას, წახალისების სხვადასხვა მექანიზმი ევროპის ქვეყნებშიც მოქმედებს, აშშ-ში აქტიურად იყენებენ ამ მექანიზმებს. ჩვენ დღეს ვაპირებთ ამ საკითხზე კიდევ დამატებით მსჯელობას ვაქცინაციის ექსპერტების საბჭოსთან, რადგან წახალისების დაწესების შემთხვევაში მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მთელი რიგი ეთიკური ასპექტები, რომ ეს არ იყოს დისკრიმინაციული, არ იყოს იმდენად მაღალი მონეტარული სარგებლის მატარებელი, რომ ამან რაღაცნაირად შეზღუდოს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა. მთელი ეს საკითხები დამუშავებული იქნება. ვფიქრობ, მაისის ბოლოსთვის უფრო კონკრეტული პაკეტი გვექნება იმისთვის, რა შემთხვევაში და როგორ გამოვიყენოთ წახალისება“,-განაცხადა გაბუნიამ.

თამარ გაბუნია კომენდანტის საათზე: ვფიქრობ, მაისის ბოლოსკენ გადავხედოთ ამ გადაწყვეტილებას

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მაისის მეორე ნახევარში როდესაც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პიკი შემსუბუქდება, შეზღუდვები გადაიხედება. ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა. "ახლა პიკში ვართ და, ამდენად, არც ეპიდემიოლოგიურად არ არის გამართლებული ის, რომ ჩვენ რომელიმე შეზღუდვის შემსუბუქებაზე, მათ შორის, კომენდანტის საათის გადავადებაზე ვისაუბროთ. ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, დღეს ჩვენ არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ კომენდანტის საათის გადავადებაზე ვიფიქროთ. გვესმის ეს სირთულეები, არის ამაზე მსჯელობა. როგორც კი ეპიდემიური სიტუაცია ამის საშუალებას მოგვცემს, ვფიქრობ, მაისის ბოლოსკენ გადავხედოთ ამ გადაწყვეტილებას, როცა, პროგნოზულად, პიკი უნდა შემსუბუქდეს, იმედი მაქვს, რომ ეს მომენტი დადგება", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დავით ზალკალიანი: საქართველოს მთავრობა მკაცრად გმობს ძალადობას და სარაკეტო თავდასხმებს ისრაელში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მთავრობის სახელით ისრაელში მიმდინარე მოვლენებს და სარაკეტო თავდასხმას Twitter-ში ეხმაურება. "საქართველოს მთავრობა ყურადღებით ადევნებს თვალყურს ისრაელში განვითარებულ მოვლენებს. საქართველოს მთავრობა მკაცრად გმობს ძალადობას და სარაკეტო თავდასხმებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, რაც ძირს უთხრის მშვიდობასა და სტაბილურობას რეგიონში. რეგიონში დაძაბულობის დეესკალაციას ალტერნატივა არ აქვს," - წერს ზალკალიანი.

ბაგები-უნივერსიტეტის დამაკავშირებელი საბაგირო 13 მაისიდან გაიხსნება, კუს ტბისა და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზებზე კი შეზღუდვა რჩება

ბაგები-უნივერსიტეტის დამაკავშირებელი საბაგირო გზა 13 მაისიდან გაიხსნება და მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მოემსახურება. კუს ტბისა და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზებზე კი შეზღუდვა რჩება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გაგრძელდება მუნიციპალური ტრანსპორტის ყოველდღიური დამუშავება სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით. „უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები იხსნება და მიმდინარე წლის 13 მაისიდან დედაქალაქში, როგორც მუნიციპალური ავტობუსები და თბილისის მეტრო, ასევე მიკროავტობუსები მუშაობას განაახლებენ. კუს ტბისა და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზებისგან განსხვავებით, შეზღუდვა იხსნება ბაგები-უნივერსიტეტის დამაკავშირებელ საბაგირო გზაზეც და ის მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში, 08:00-დან 20:00 საათამდე მოემსახურება. კვლავ ძალაში რჩება მგზავრობისას დაწესებული შეზღუდვები, რომელიც პირბადით გადაადილების აუცილებლობას ითვალისწინებს. ასევე, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გაგრძელდება მუნიციპალური ტრანსპორტის ყოველდღიური დამუშავება სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.