ძებნის რეზულტატი:

"წითელი ხიდიზე"  მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული 16 500 000 რუბლის საქართველოში უკანონო შემოტანის მცდელობა აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული 16 500 000 რუსული რუბლის ( აღნიშნულმა თანხამ ეროვნული ბანკის სავალუტო გაცვლითი კურსის მიხედვით 760 996.5 ლარი შეადგინა) ქვეყნის საზღვარზე, უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. არადეკლარირებული თანხა, მებაჟე ოფიცრებმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან, შემოსული სატვირთო ავტომობილი ეჭვის საფუძველზე, დათვალიერების შედეგად, მანქანის სალონში მოწყობილ სამალავში აღმოაჩინეს. აღნიშნული თანხის მალულად შემოტანას, საქართველოს მოქალაქე, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ცდილობდა. "აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხიდან შემოსული, საქართველოს მოქალაქის ო.გ-ის მართვის ქვეშ არსებული ავტოსანტრასპორტო საშუალების, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხა აღმოჩნდა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართალდარღვევისთვის, აღნიშნულ პიროვნებას სანქციის სახით განესაზღვრა არადეკლარირებული თანხის ჩამორთმევა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორი: ნეთანიაჰუმ 30-ჯერ დამირეკა, ერთხელ ღამის 3 საათზეც

როგორც ცნობილია, Pfizer-მა Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის საკვლევ ქვეყნად ისრაელი აარჩია. Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ Israel's Channel 12-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ის მიზეზები განმარტა, რის გამოც კომპანიამ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. ინტერვიუში ალბერტ ბრულა ასახელებს ორ მნიშვნელოვან მიზეზს, რის გამოც ისრაელი შეარჩიეს, ერთი - ისრაელი შედარებით პატარა სახელმწიფოა და მეორე - ჯანდაცვის ელექტრონული ჩანაწერების არსებობა, რომლებსაც მოსახლეობის 99% -ზე მეტი ფლობს. მიუხედავად ამისა, ბურლას თქმით, მთავარი მიზეზი, რამაც საბოლოოდ გადახარა ისრები ისრაელის სასარგებლოდ, პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუმს დაჟინებული მოთხოვნა იყო, რასაც ბურლა "აკვიატებას" უწოდებს. "მან 30-ჯერ დამირეკა. ის მეკითხებოდა იმ ვარიანტების შესახებ, რა მონაცემებიც გვაქვს. მე ვეუბნებოდი, "პრემიერ-მინისტრო, ღამის 3 საათია". ის მპასუხობდა, "არა, არა, არ ინერვიულო, მითხარი". ან დამირეკავდა, რომ ეკითხა ბავშვების (ვაქცინაციის) შესახებ, "სკოლების აცრა მჭირდება". ან იმისთვის, რომ ეკითხა ორსული ქალების შესახებ. შესაბამისად, მან დამარწმუნა, გულწრფელად, რომ ყველაფერს გააკეთებდა". – განაცხადა ბურლამ.

დღეს სუნიტი მუსლიმები ყადირის ღამეს აღნიშნავენ

დღეს სუნიტი მუსლიმები ერთ-ერთ მნიშვნელოვან დღესასწაულს - ყადირის ღამეს (ლაილათ ალ-კადრი) აღნიშნავენ. მათი რწმენით, სწორედ ამ ღამეს გარდმოევლინა წინასწარმეტყველ მუჰამადს ღვთიური წიგნის ყურანის პირველი აიები. ტრადიციით ითვლება, რომ ყადირის ღამე ათას თვეზე მეტია, ამიტომაც მუსლიმები ცდილობენ ეს ღამე ლოცვაში გაატარონ და ევედრებიან ღმერთს ცოდვების მიტევებას. სუნიტ მუსლიმ თემს დღესასწაულს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს. "აღნიშნული დღესასწაული აღინიშნება რამადანის თვის 27-ე რიცხვში და მუსლიმთათვის იგი ცოდვების მიტევების, მოწყალების, სულიერი სიმშვიდის ღამეა.რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სუნიტ მუსლიმ თემს ამ დღესასწაულს, სიკეთეს და საყოველთაო მშვიდობას უსურვებს მათ", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

მუსლიმ სამხედროებს მინიატურული წმინდა წიგნი გადაეცათ

თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებს ყურანის მინიატურული წიგნები დაურიგდათ. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ყურანი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით დაიბეჭდა და თავდაცვის ძალების ყველა სამხედრო ქვედანაყოფში გადანაწილდა. უწყების ცნობით, სენაკში, დასავლეთ სარდლობის მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე, ჯარისკაცებისთვის ყურანის გადაცემის ღონისძიებას თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია და საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე დაესწრნენ. "ყურანის გადაცემის შემდეგ, მუფთმა სამხედრო მოსამსახურეები დალოცა, მოახლოებული რამადან ბაირამი მიულოცა და წარმატებები უსურვა.მინიატურული ყურანი საველე პირობებზეა მორგებული, კომპაქტური და დრეკადია. მისი ყდა კომუფლირებულია. სამინისტროს ინიციატივით, თავდაცვის ძალების მართლმადიდებელ ქრისტიან სამხედრო მოსამსახურეებს გიორგობის დღესასწაულზე უკვე გადაეცათ მინიატურული წმინდა წიგნები „ახალი აღთქმა“. 603-გვერდიან წმინდა წიგნს ქართული ჯარის შესახებ საქართველოს პატრიარქის სიტყვა უძღვის. ახალი აღთქმის, 4 სახარების, ეპისტოლეებისა და ფსალმუნების გარდა, წმინდა წიგნი მოიცავს სამხედრო ფიცს, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს, საუფლო ლოცვას - 10 მცნება, მრწამსს, 9 ნეტარებას, ასევე ქართველი მეფეების - ვახტანგ გორგასლისა და დავით აღმაშენებლის მიმართვებს ქართული ლაშქარისადმი", - ნათქვამია განცხადებაში.

ჩინური უკონტროლო რაკეტის ნამსხვრევები შესაძლოა იტალიაში ჩამოცვივდეს - იტალიის 9 რეგიონი რისკის ქვეშაა

უმბრია, ლაციო, აბრუცო, მოლიზე, კამპანია, ბაზილიკატა, აპულია, კალაბრია, სიცილია და სარდინია - ჩინური უკონტროლო რაკეტის ნამსხვრევები შესაძლოა, სამხრეთ იტალიის ამ 9 რეგიონში ჩამოცვივდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Italy24news-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტის ნამსხვრევები შეიძლება ჩამოცვივდეს დედამიწაზე 6 საათის განმავლობაში, კვირას, 9 მაისს, 02:24 საათამდე და არსებიობს სამი ტრაექტორია. განსაკუთრებით საყურადღებოა სამხრეთ იტალიის ცენტრალური ნაწილი. როგორც გამოცემა წერს, იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახური, მოქალაქეებს ურჩვევს ამ პერიოდის განმავლობაში დარჩნენ სახლებში და არა ღია ადგილებში, რადგან "ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფრაგმენტებმა შენობების ნგრევა გამოიწვიოს". "ზოგადად, რეკომენდებულია, რომ ფრაგმენტის დანახვისას არ შეეხოთ მას, დადექით მინიმუმ 20 მეტრის დაშორებით და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეთ შესაბამის ორგანოებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

შარლ მიშელი: მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 76 წელი გავიდა. ჩვენი პასუხისმგებლობაა, დავრწმუნდეთ, რომ მსგავსი აღარ განმეორდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მეორე მსოფლიო ომის დასრულების 76 წლისთავს Twitter-ში გამოეხმაურა. "დღეს, მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 76 წელი შესრულდა. ჩვენ გვახსოვს ყველა, ვინც იმ ბნელ დროში იტანჯებოდა. ჩვენი პასუხისმგებლობაა, დავრწმუნდეთ, რომ მსგავსი აღარ განმეორდება",- წერს შარლ მიშელი. შეგახსენებთ, რომ 1945 წლის 8 მაისს, კარლჰოსტში, ევროპის დროით 23:01 საათზე, ხელი მოეწერა ნაცისტური გერმანიის კაპიტულაციას, რომლის შემდეგაც ევროპის კონტინენტზე მეორე მსოფლიო ომი დასრულდა.

ირაკლი ღარიბაშვილი: ხელისუფლება იყენებს ყველა ბერკეტს ზაზა გახელაძის დაუყონებლივ გასათავისუფლებლად

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე პრემიერი ზაზა გახელაძის ოჯახს საქართველოს უკანონოდ დაკავებული მოქალაქის გასათავისუფლებლად ცენტრალური ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ესაუბრა. "მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს ზაზა გახელაძის დაუყონებლივ გასათავისუფლებლად, ეს საკითხი დაყენებულია მაღალ პოლიტიკურ დონეზე და აქტიურად განიხილება საერთაშორისო პარტნიორებთან. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ზაზა გახელაძის და მისი ოჯახის მიმართ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკანონო პატიმრობიდან მისი დაუყონებლივ დახსნა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია", - ნათქვამია ინფორმაციაში. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაზა გახელაძე უკანონოდ 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს, ხოლო 2021 წლის 5 თებერვალს მას 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა „მიესაჯა“.

რას მოუტანს საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას სტრატეგიული კომუნიკაციის ერთიანი სამოქმედო გეგმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან

როგორც უკვე გაცხადებულია, საქართველო 2024 წელს გეგმავს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის წარდგენას. მანამდე კი, ცხადია ქვეყანას დიდი ძალისხმევის და სამუშაოს გაწევა მოუწევს. შიდა პოლიტიკურმა კრიზისებმა, რომლებიც ევროკავშირის და უშუალოდ შარლ მიშელის მედიაციით გადაიჭრა, გარკვეულწილად მაინც დატოვა მოზომილი სიფრთხილე და სკეპტიციზმი ევროკავშირში საქართველოს მიმართ. აკი ერთხმად აღნიშნავდნენ ევროდეპუტატები, რომ სასწორზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია იდო. ისედაც ფრთხილ და ახლა უკვე პანდემიის გამო საკუთარ პრობლემებში ჩაძირულ ევროპას ნამდვილად მყარი არგუმენტი სჭირდება მისი საზღვრების გასაფართოებლად. ცხადია, რუსეთის მხრიდან გაზრდილი საფრთხეები უმთავრესია, მაგრამ დემოკრატიული ინსტიტუტების სიმყარე, არჩევანის თავისუფლება, პლურალიზმი, ეს მაინც ის ქვაკუთხედი და კრიტერიუმია, რომლებზეც დემოკრატიული ქვეყნები არასდროს დახუჭავენ თვალს... რუსეთის მხრიდან წარმოებულ დეზინფორმაციულ და პროპაგანდისტულ გარემოში, კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება სწორ კომუნიკაციას სტრატეგიულ პარტნიორებთან, ასევე, საერთო ინტერესებსა და ღირებულებებზე დაფუძნებულ ალიანსებს. სწორედ ასეთი ინიციატივით გამოდიან ევროპარლამენტარები და ექსპერტები, ისინი საქართველოს მოუწოდებენ, გააქტიურონ სტრატეგიული კომუნიკაცია, ამ მხრივ ერთ-ერთ იდეად სახელდება ანალიტიკური/კვლევითი ორგანიზაციის შექმნა ბრიუსელში, ასევე საქართველოს ინსტიტუციური ჩართვა ევროკავშირის სამთავრობოთაშორისო კონფერენციაში, Conference on the Future of Europe. საქართველოს საკითხებზე ერთ-ერთმა წამყვანმა ევროდეპუტატმა, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ანდრიუს კუბილიუსმა Europetime-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს სჭირდება მეტად ეფექტური სტრატეგიული კომუნიკაცია, როგორც ევროკავშირის ინსტიტუციებში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. იმისათვის, რომ ამ სამმა ქვეყანამ ერთობლივი ძალისხმევით შეძლონ ევროკავშირში ინტეგრაციის დაჩქარება, ერთ-ერთ იდეად შესაძლოა, განხილული იყოს ერთგვარი ანალიტიკური ცენტრის/პლატფორმის შექმნა, რომელიც ინსტიტუციურ, პოლიტიკურ, სამოქალაქო და ა.შ. წრეებთან თანამშრომლობით, ამ სამი ქვეყნის საგარეო მიზნებს დაუჭერს მხარს. „ჩვენ, ჩვენი მხრივ ვცდილობთ, ვესაუბროთ დედაქალაქებს, ვცდილობთ, ორგანიზება გავუწიოთ გარკვეული სახის ქსელს - think-thank-თან, პოლიტიკურ საზოგადოებასთან, რომ ვისაუბროთ ახალ იდეებზე, რომ წინ წავიწიოთ დაამისთვის, უკრაინელებთან, ქართველებთან, მოლდოველებთან ერთად, ჩვენ გვჭირდება საერთო სამოქმედო გეგმა“, - აცხადებს ანდრიუს კუბილიუსი. ანალიტიკოსი თეონა ლავრელაშვილი, რომელსაც ევროსტრუქტურებში მუშაობის საინტერესო გამოცდილება აქვს და ამჟამად ლუვენის უნივერსიტეტში პოლიტიკური პარტიების პროგრამას ხელმძღვანელობს, Europetime-თან ინტერვიუში ხაზს უსვამს საქართველოს მხრიდან ეფექტური სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობას. მისი თქმით, საჭიროა დიპლომატიის ჰოლისტიკური სტრატეგია, რაც გულისხმობს პოლიტიკური, დიპლომატიურ და ინსტიტუციურ (მათ შორის აკადემიური/ არასამთავრობო) აქტორებთან თანამშრომლობის მეტ კოორდინაციას. თეონა ლავრელაშვილს მიაჩნია, რომ უნდა გააქტიურდეს თანამშრომლობა ე.წ. think-tank-ებთან და სხვადასხვა ფონდთან და კარგი იქნებოდა, თუკი მართლაც შემუშავდება ხედვა, რომელიც განსაზღვრავს შესაძლებლობას, რომ ბრიუსელში ჩამოყალიბდეს ერთგვარი ცენტრი/ფონდი/think-tank, რომელიც იმუშავებს საქართველოს და/ან რეგიონის მიმართულებით (მსგავსი ფონდი/ორგანიზაცია მართლაც შეიძლება ჩამოაყალიბონ ტრიომ - საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ, რათა ერთობლივი ძალებით წარმოადგინონ ევროკავშირში ერთიანი პოზიციები, ეს პოლიტიკურად და ფინანსურად იქნებოდა სტრატეგიული ნაბიჯი). ხოლო ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის (CEPS) უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და მიმართულება „ევროპა მსოფლიოში“ ხელმძღვანელი სტივენ ბლოკმანსი ასევე მიესალმება აზრს, რომ კარგი იქნება, თუკი საქართველო ინსტიტუციურად ჩაერთვება „ევროპის მომავლის“ კონფერენციაში და დააფიქსირებს საკუთარ ხედვას ევროგაერთიანების მომავლის შესახებ. მისი შეხედულებით, ეს ინიციატივა არამხოლოდ სტრატეგიულად არის მნიშვნელოვანი საქართველოს იმიჯისთვის ევროპის დონეზე¸ არამედ არის აგრეთვე შინაარსობრივად საინტერესო საქართველოს და მისი მოქალაქეებისათვის, რადგან მათ მიეცემათ შესაძლებლობა, ჩაერთონ ევროკავშირისათვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მიმართულებების შექმნის და განვითარების პროცესში.

ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას სასარგებლოდ, გირაოს გადახდასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. „დღეს გადახდილი იყო 40 000 ლარის ოდენობის გირაო ბ-ნ მელიას წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, რაც 2021 წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით მიღებული შეთანხმების კონტექსტში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღწეულ ურთიერთგაგებას მოჰყვა. გულითად მადლობას ვუხდით ორ დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც დათანხმდა ამ პროცესში მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გაწევაზე: ევროპულ ფონდს დემოკრატიისთვის (European Endowment for Democracy), რომელმაც თანხა გამოყო და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (საია), რომელმაც აღნიშნული თანხა ხელისუფლებას გადასცა. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასრულებისა და 19 აპრილის შეთანხმების შესრულების მიზნით გადაიდგა. გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ნაბიჯი მეტად შეუწყობს ხელს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს, რომ შეთანხმებას შეუერთდეს და მის განხორციელებაში წვლილი შეიტანოს, საქართველოს, მისი მოქალაქეების, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე", - აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ერთ-ერთ პუნქტი ნიკა მელიას გათავისუფლებას, გირაოს გადახდის შემდეგ ამნისტიის კანონის საფუძველზე ითვალისწინებდა. მას შემდეგ რაც ოპოზიციის დიდმა ნაწილმა დოკუმენტს ხელი მოაწერა, მელია გირაოთი და ამნისტიით გათავისუფლებაზე უარს აცხადებდა, თუმცა კონსულტაციების შედეგად, ის საბოლოოდ დათანხმდა.

ნიკა მელიას გირაოს თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ გამოყო და საქართველოს ხელისუფლებას საია-მ გადასცა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას გირაოს თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ (European Endowment for Democracy) გამოყო და ხელისუფლებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს. როგორც წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასრულებისა და 19 აპრილის შეთანხმების შესრულების მიზნით გადაიდგა. „დღეს გადახდილი იყო 40 000 ლარის ოდენობის გირაო ბ-ნ მელიას წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, რაც 2021 წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით მიღებული შეთანხმების კონტექსტში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღწეულ ურთიერთგაგებას მოჰყვა. გულითად მადლობას ვუხდით ორ დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც დათანხმდა ამ პროცესში მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გაწევაზე: ევროპულ ფონდს დემოკრატიისთვის (European Endowment for Democracy), რომელმაც თანხა გამოყო და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (საია), რომელმაც აღნიშნული თანხა ხელისუფლებას გადასცა. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასრულებისა და 19 აპრილის შეთანხმების შესრულების მიზნით გადაიდგა. გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ნაბიჯი მეტად შეუწყობს ხელს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს, რომ შეთანხმებას შეუერთდეს და მის განხორციელებაში წვლილი შეიტანოს, საქართველოს, მისი მოქალაქეების, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე“, - ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირი Pfizer-თან 1.8 მილიარდი დოზა ვაქცინის შესყიდვაზე შეთანხმდა

ევროკავშრისი Pfizer-თან დამატებით 1.8 მილიარდი დოზა ვაქცინის შესყიდვაზე შეთანხმდა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. ”სიხარულით ვაცხადებ, რომ ევროკომისიამ ახლახანს გააფორმა კონტრაქტი Pfizer-BioNTech-თან 2021-2023 წლებისთვის გარანტირებული 900 მილიონი დოზის მისაღებად (+900 მილიონის დამატების შესაძლებლობით)”, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი Twitter-ში. ევროკომისიის ცნობით, აღნიშნული დოზებს ვაქცინაციის დასაჩქარებლად, საჩუქრის სახით გასაცემად და სხვებისთვის მისაყიდად გამოიყენებენ.

ვიოლა ფონ კრამონი: შემდეგი ნაბიჯი იქნება ის, რომ ბატონი მელია ძალიან მალე დატოვებს ციხეს

"შემდეგი ნაბიჯი იქნება ის, რომ ბატონი მელია ძალიან მალე დატოვებს ციხეს", - ევროკავშირის მიერ ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდას ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე გამოეხმაურა. „მშვენიერია! კარგია იმის დანახვა, რომ ყველა პარტნიორმა შეასრულა დანაპირები. შემდეგი ნაბიჯი იქნება ის, რომ ბატონი მელია ძალიან მალე დატოვებს ციხეს. ამან ყველას უნდა გაუხსნას გზა რეგულარული საპარლამენტო მუშაობისაკენ“, - წერს ვიოლა ფონ კრამონი. ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა ნიკა მელიას გირაოს თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ გამოყო და საქართველოს ხელისუფლებას საია-მ გადასცა

საია-ს განმარტებით, პროკურატურის მიერ სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში, ნიკა მელიას ციხის დატოვება დღესვე შეუძლია

საქართველოს ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ნიკა სიმონიშვილის განმარტებით, პროკურატურის მიერ სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში, ნიკა მელიას ციხის დატოვება დღესვე შეუძლია. ამის შესახებ მან სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საიამ თბილისის საააღსრულებლო ბიუროს ანგარიშზე თანხა დაახლოებით 15:00 საათზე ჩარიცხა. "შესაძლოა, ეს თანხა ჯერ არ იყოს ანგარიშზე ასახული, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ არცაა აუცილებელი ანგარიშზე თანხის ასახვა. ზოგადად, პირიქით ხდება ხოლმე; ჯერ შუამდგომლობა შედის გირაოსთან დაკავშირებით. დადასტურებულია ევროკავშირის მხრიდანაც და ჩვენ მიერაც, რომ თანხა უკვე გაგზავნილია და გადარიცხულია. ამ პირობებში, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ პროკურატურა შუამდგომლობით წავიდეს სასამართლოში და სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება შეცვლასთან დაკავშირებით. შემდეგ, რა თქმა უნდა, ანგარიშზე თანხაც აისახება", - აცხადებს ნიკა სიმონიშვილი.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯამში 58 533 ადამიანი აიცრა

8 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯამში 58 533 ადამიანი აიცრა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 9512 ადამიანი. "აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვოლოდიმირ ზელენსკი: მეორე მსოფლიო ომის დროს უკრაინელები იმისთვის არ იბრძოდნენ, რომ 76 წლის შემდეგ, სხვა ომმა მათი სიცოცხლე შეიწიროს

მეორე მსოფლიო ომის დროს უკრაინელები სხვა ეროვნების ხალხთან ერთად იმიტომ არ იბრძოდნენ, რომ 76 წლის შემდეგ სხვა ომმა ჩვენი ხალხის სიცოცხლე შეიწიროს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Facebook-ზე განაცხადა. "როდესაც ჩვენ ვამბობთ "აღარასდროს ", პირველ რიგში, ჩვენ ვგულისხმობთ, რომ "არასოდეს დავივიწყებთ". კერძოდ, არასოდეს დაივიწყებთ, რომ უკრაინელები ათობით ეროვნების ხალხთან ერთად იბრძოდნენ ნაციზმის წინააღმდეგ - მათ შორის, რუსებთან, პოლონელებთან, ბელორუსებთან, ებრაელებთან, ქართველებთან, სომხებთან, ბრიტანელებთან, ამერიკელებთან, ფრანგებთან და მრავალი სხვა. ეს იმისთვის ნამდვილად არ გაგვიკეთებია, რომ 76 წლის შემდეგ ომმა ჩვენი ხალხის სიცოცხლე შეიწიროს"”, - წერს უკრაინის პრეზიდენტი. ასევე, ზელენსკის განცხადებით, არასდროს უნდა დავივიწყოთ, "რომ ნაციზმი აბსოლუტური ბოროტება იყო" და ვინც მის გამართლებას შეეცდება, მხოლოდ დაგმობის ღირსია.

ავღანეთში, ქალთა სკოლის მახლობლად აფერთქებას  25 ადამიანი ემსხვერპლა, 20 კი დაიჭრა

მინიმუმ 3 აფეთქება მოხდა ავღანეთის დედაქალაქის, ქაბულის დასავლეთით, საიდ-ულ-შუჰადას საშუალო სკოლასთან, რასაც 25 ადამიანის ემსხვერპლა, 20 კი დაიჭრა. აღნიშნული შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადატურა. როგორც ცნობილია, სკოლის მახლობლად სამი ბომბი ჩამოვარდა. მოხმდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც მოსწავლეები სკოლას ტოვებდნენ. "ჯერ მანქანაში აფეთქდა ბომბი, შემდეგ კი კიდევ ორი ​​აფეთქება მოხდა ქაბულში, ქალთა სკოლის მახლობლად", - თქვა სკოლის მასწავლებელმა. მან დასძინა, რომ მსხვერპლთა უმეტესობა გოგონები არიან.

პროკურატურა: ძალაშია უწყების წინადადება, გირაოს გადახდის შემდეგ, ნიკა მელიას გათავისუფლების შუამდგომლობაზე

გენერალურ პროკურატურის განმარტებით, ძალაშია წინადადება იმის შესახებ, რომ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართავენ. როგორც პროკურატურაში განაცხადეს, როგორც კი, ნიკა მელიას სასარგებლოდ გადარიცხული თანხა შესაბამის ანგარიშზე აისახება და შესაბამის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დოკუმენტს წარუდგენენ, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართავენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, ევროკავშირის მიერ, ნიკა მელიას გირაოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, პროკურატურას უკვე გადაუგზავნეს. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას სასარგებლოდ, გირაოს გადახდასთან დაკავშირებით, განცხადება დღეს გაავრცელა. „დღეს გადახდილი იყო 40 000 ლარის ოდენობის გირაო ბ-ნ მელიას წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, რაც 2021 წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით მიღებული შეთანხმების კონტექსტში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღწეულ ურთიერთგაგებას მოჰყვა. გულითად მადლობას ვუხდით ორ დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც დათანხმდა ამ პროცესში მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გაწევაზე: ევროპულ ფონდს დემოკრატიისთვის (European Endowment for Democracy), რომელმაც თანხა გამოყო და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (საია), რომელმაც აღნიშნული თანხა ხელისუფლებას გადასცა. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასრულებისა და 19 აპრილის შეთანხმების შესრულების მიზნით გადაიდგა. გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ნაბიჯი მეტად შეუწყობს ხელს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს, რომ შეთანხმებას შეუერთდეს და მის განხორციელებაში წვლილი შეიტანოს, საქართველოს, მისი მოქალაქეების, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე", - აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ერთ-ერთ პუნქტი ნიკა მელიას გათავისუფლებას, გირაოს გადახდის შემდეგ ამნისტიის კანონის საფუძველზე ითვალისწინებდა. მას შემდეგ რაც ოპოზიციის დიდმა ნაწილმა დოკუმენტს ხელი მოაწერა, მელია გირაოთი და ამნისტიით გათავისუფლებაზე უარს აცხადებდა, თუმცა კონსულტაციების შედეგად, ის საბოლოოდ დათანხმდა.

ჩეხეთის პრემიერი ევროპულ საბჭოს მოუწოდებს დაგმოს რუსეთის მონაწილეობა ჩეხეთში, იარაღის საწყობის აფეთქებაში

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშიმ ევროპულ საბჭოს თხოვნით მიმართა, 2014 წელს, ჩეხეთის მიწაზე, იარაღის საწყობში მომხდარ სისხლიან აფეთქებაში, რუსეთის მონაწილეობა დაგმოს. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისა ბაბიშიმ აღნიშნა, ევროპულ საბჭოს უკვე მოუწოდა, დაგმოს და მიუღებლად გამოაცხადოს რუსეთის მსგავსი ნაბიჯები და იგივე მოთხოვნის დაყენებას გეგმავს ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზეც. "მოვუწოდებ ევროპულ საბჭოს მკაფიოდ განაცხადოს, "რომ ამგვარ ნაბიჯებთან შერიგება შეუძლებელია, და რომ ევროკავშირის ერთ წევრ ქვეყანაზე თავდასხმა, ყველაზე თავდასხმად უნდა მივიჩნიოთ",- განაცხადა ჩეხეთის პრემიერმა. როგორც რამდენიმე კვირის წინ, ბაბიშიმ განაცხადა, ჩეხეთის დაზვერვის და უშიშროების სამსახურების გამომძიებლებმა "ცალსახა მტკიცებულებები" წარმოადგინეს საიმისოდ, რომ "გონივრული ეჭვი არსებობდეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის, GRU-ს 29155-ე დანაყოფის წევრების როლზე 2014 წელს, ვრბეტიცეს ტყვია-წამლის დეპოში მომხდარ აფეთქებაში". მოგვიანებით იარაღის საწყობის აფეთქებაში რუსეთი ბულგარეთის პროკრატურამაც დაადანაშაულა და გაანცხადა, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა ბულგარეთში იარაღის საწყობი მსგავსი სცენარით ააფეთქეს, როგორც ეს ჩეხეთში მოხდა. მომხდარის გამო, ჩეხეთის მთავრობამ ქვეყნიდან გააძევა 18 რუსი დიპლომატი, რომლებსაც ჯაშუშებად მიიჩნევდა - რასაც პრაღასა და მოსკოვს შორის საპასუხო ნაბიჯების სერია მოჰყვა.

თვალი ადევნეთ ჩინური რაკეტის ტრაექტორიას ონლაინ, რომელიც დედამიწას უახლოვდება

ჩინეთის რაკეტა Long March 5B-ის გამწევი მოწყობილობა ატმოსფეროში სავარაუდოდ 9 მაისს, დილით შემოვა. მისი გადაადგილებისთვის თვალის დევნება You Tube-ზეც არის შესაძლებელი. იხილეთ ვიდეო ბოლო ინფორმაციით ჩინური უკონტროლო რაკეტის ნამსხვრევები შესაძლოა, სამხრეთ იტალიის ამ 9 რეგიონში ჩამოცვივდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Italy24news-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტის ნამსხვრევები შეიძლება ჩამოცვივდეს დედამიწაზე 6 საათის განმავლობაში, კვირას, 9 მაისს, 02:24 საათამდე და არსებიობს სამი ტრაექტორია. განსაკუთრებით საყურადღებოა სამხრეთ იტალიის ცენტრალური ნაწილი. როგორც გამოცემა წერს, იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახური, მოქალაქეებს ურჩვევს ამ პერიოდის განმავლობაში დარჩნენ სახლებში და არა ღია ადგილებში, რადგან "ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფრაგმენტებმა შენობების ნგრევა გამოიწვიოს".

ვიოლა ფონ კრამონი მელიას გირაოზე: კარგია იმის ნახვა, რომ ყველა პარტნიორმა, მათ შორის ევროკავშირმა, შეასრულა დანაპირები

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ევროკავშირის მიერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდას twitter-ში გამოეხმაურა. „მშვენიერია! კარგია იმის ნახვა, რომ ყველა პარტნიორმა, მათ შორის ევროკავშირმა, შეასრულა დანაპირები. შემდეგი ნაბიჯი იქნება ის, რომ ბატონი მელია ძალიან მალე დატოვებს საპატიმროს. ამან გზა უნდა გაუხსნას ყველას საპარლამენტო მუშაობისკენ, 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად“, - წერს ვიოლა ფონ კრამონი. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას სასარგებლოდ, გირაოს გადახდასთან დაკავშირებით, განცხადება დღეს გაავრცელა. „დღეს გადახდილი იყო 40 000 ლარის ოდენობის გირაო ბ-ნ მელიას წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, რაც 2021 წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით მიღებული შეთანხმების კონტექსტში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღწეულ ურთიერთგაგებას მოჰყვა. გულითად მადლობას ვუხდით ორ დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც დათანხმდა ამ პროცესში მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გაწევაზე: ევროპულ ფონდს დემოკრატიისთვის (European Endowment for Democracy), რომელმაც თანხა გამოყო და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (საია), რომელმაც აღნიშნული თანხა ხელისუფლებას გადასცა. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასრულებისა და 19 აპრილის შეთანხმების შესრულების მიზნით გადაიდგა. გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ნაბიჯი მეტად შეუწყობს ხელს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს, რომ შეთანხმებას შეუერთდეს და მის განხორციელებაში წვლილი შეიტანოს, საქართველოს, მისი მოქალაქეების, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე", - აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ერთ-ერთ პუნქტი ნიკა მელიას გათავისუფლებას, გირაოს გადახდის შემდეგ ამნისტიის კანონის საფუძველზე ითვალისწინებდა. მას შემდეგ რაც ოპოზიციის დიდმა ნაწილმა დოკუმენტს ხელი მოაწერა, მელია გირაოთი და ამნისტიით გათავისუფლებაზე უარს აცხადებდა, თუმცა კონსულტაციების შედეგად, ის საბოლოოდ დათანხმდა.