ძებნის რეზულტატი:
სენატმა ბელარუსის შესახებ ორპარტიული რეზოლუცია მიიღო
სენატორებმა ჯიმ რიშმა და ბობ მენენდესმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯფომარემ და წევრმა, სხვა 11 სენატორთან ერთად, ბელარუსის შესახებ რეზოლუცია მიიღეს. რეზოლუცია გმობს ბელარუსში მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევას და პასუხისმგებელ ოფიციალურ პირებზე, სანქციების დაწესებას ითვალიწინებსს. რეზოლუცია მოუწოდებს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, ევროკავშირთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციით, დააწესოს მიზნობრივი სანქციები ბელარუსის ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ბელორუსის დემოკრატიული პროცესების შესუსტებაზე. ასევე, სანქციები დაუწესდეთ იმ მაღალჩინოსნებს, ვინც პასუხისმგებელნი არიან პოლტიკურ რეპრესიებსა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე. სენატორები მოუწოდებენ აშშ-ის მთავრობას, გააგრძელოს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობა, ბელარუსი ხალხის დასახმარებლად. და მხარი დაუჭირონ მათ უფლებას, თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი. "ბატონი ლუკაშენკოს მიერ ბელარუსში, პოლიტიკური ოპოზიციისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ განხორციელებული ძალადობა და რეპრესიები არაკეთილსინდისიერია. ბელარუსის ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს დემონსტრანტების ძალადობრივი დარბევა და გაათავისუფლოს ყველა, ვინც 9 აგვისტოს გამართული არჩევნების შემდეგ, უსამართლოდ დააკავეს. ორპარტიული რეზოლუცია, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ, არის შეერთებული შტატების მხარდაჭერის ძლიერი სიმბოლო, ბელარუსი ხალხის, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების, თავისუფალი არჩევნების და კანონის უზენაესობის მიმართ. ბელარუსი ხალხი უკეთესი მომავლისკენ ისწრაფვის, ჩვენ კი ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად, განვაგრძობთ მუშაობას მათ დასახმარებლად" - აცხადებს სენატორი რიში. რეზოლუციის კიდევ ერთი თანაავტორი, სენატორი მენენდესი ამბობს, რომ ლუკაშენკო უნდა გადადგეს. "ბატონ ლუკაშენკოს არანაირი ლეგიტუმურობა აღარ დარჩა, ამიტომ ის უნდა გადადგეს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა სასწრაფოდ უნდა იმოქმედონ, რათა ბელარუსი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებულ დანაშაულზე პასუხისმგებელ პირებს პასუხისმგებლობა დაეკისროთ." - აცხადებს მენენდესი. მიშელ ბაშელეტი - გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი სენატორები მოუწოდებენ ბელარუსის მთავრობას, პატივი სცეს ადამიანის ძირითად უფლებებს. რეზოლუციის ტექსტში ნათქვამია, რომ ალექსანდრე ლუკაშენკო დიქტატურით მართავს ბელარუსს მას შემდეგ, რაც 1994 წელს, ქვეყანაში პირველი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. "აგვისტოში გამართული საპრეზიდენტო არჩევნები არც სამართლიანი იყო, არც თავისუფალი და ურაყოფილია საერთაშორისო საზოგადოების მიერ, რადგან არ აკმაყოფილებს არჩევნების მინიმალურ სტანდარტებსაც კი. არასამრთლიანი და არათავისუფალი არჩევნების შემდეგ კი, ხელისუფლება რეპრესიების იარაღად ხშირად იყენებს აქტივისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების დაკავებას." - ნათქვამია რეზოლუციაში. რეზოლუციის ტექსტი, წინასაარჩევნო პერიოდს მიმოიხილავს. "2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, პრეზიდენტ ლუკაშენკოს სახელით მოქმედი მაღალჩინოსნები აპატიმრებდნენ ჟურნალისტებს, ბლოგერებს, პლიტიკურ აქტივისტებს და ოპოზიციის ლიდერებს. მათ შორის პრეზიდენტობის კანდიდატებს, რომლებსაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის საშუალებით, აუკრძალეს არჩევნებში მონაწილეობა." - ნატქვამია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რეზოლუციაში. სენატორები საუბრობენ რეზოლუციაზეც, რომელიც სენატმა ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღო და რომლიც მოუწოდებდა ბელარუსის ხელისუფლებას, გაემართა თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საპრეზიდენტო არჩევნები. ასევე, უზრუნველეყო კენჭისყრაში ყველა კანდიდატის შეუფერხებლად მონაწილეობა. სენატორები იხსენებენ რეზოლუციებსა და აქტებს, რომლებიც შეერთებული შტატების უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, ბელარუსში, წინა წლებში გამართული არჩევნების შესახებ აქვს მიღებული. ასეთია მაგალითად 2006 წელს მიღებული "ბელარუსის დემოკრატიის რეავტორიზაციის აქტი", რომელიოც კონგრესმა ბელარუსში რეპრესიებისა და ძალადობის ფონზე ჩატარებული არჩევნების გამო მიიღო. კიდევ ერთი რეზოლუცია სენატმა 2011 წელის მარტში მიიღო, რომელიც, 2010 წლის დეკემბერში გამართუულ არჩევნებს აფასებებდა. რეზოლუცია გმობდა დარღვევებით ჩატარებულ არჩევნებს, რომელიც არ წარმოაჩენდა ამომრჩევლთა ნებასა და მისწრაფებებს და რომელიც შეფასდა, როგორც არალეგიტიმური და თაღლითური. მაშინ სენატი მოუწოდებდა ლუკაშენკოს, დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინა პოლიტპატიმრები, რომლებიც 2010 წლის არჩევნების პერიოდში დააკავეს.
ბათუმში შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ბათუმის სტრუქტურულიერთეულის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.თანამშრომლის ტესტის პასუხი დღეს, 18 სექტემბერს გახდა ცნობილი. სააგენტოს სხვა თანამშრომლები, რომლებთანაც ინფიცირებულს ჰქონდა კონტაქტი, გადაყვანილნი არიან თვითიზოლაციაში. ეპიდემიოლოგები აწარმოებენ წყაროს იდენტიფიცირებასა და კონტაქტების კვლევას. აღნიშნულიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ ხვალ, 19 სექტემბერს ბათუმის სტრუქტურული ერთეული დაგეგმილი სადეზინფექციო სამუშაოებიდან გამომდინარე, ერთი დღით მოქალაქეებს ვერ მოემსახურება, ორშაბათიდან კი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.
დეპუტატობის კანდიდატად რეგისტრაციისას, პირი ნარკოლოგიური ცნობის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდება
საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომლის თანახმად, პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში, დეპუტატობის კანდიდატად რეგისტრაციისას, პირი ნარკოლოგიური ცნობის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდება, პარლამენტმა მესამე მოსმენით, 79 ხმით დაამტკიცა. პროექტის თანახმად, თუ ამ ცვლილების ამოქმედებამდე, პირი პარლამენტის წევრობის კანდიდატად მხოლოდ ნარკოლოგიური ცნობის წარუდგენლობის გამო არ გატარდა საარჩევნო რეგისტრაციაში, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია, ამ მუხლის ამოქმედებიდან 3 დღეში გაატაროს იგი საარჩევნო რეგისტრაციაში. დოკუმენტის მიხედვით, პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში დეპუტატად არჩეული პირი ვალდებული იქნება, შესაბამისი კენჭისყრის დღიდან 7 დღის ვადაში გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება და ამავე ვადაში წარადგინოს ნარკოლოგიური ცნობა. კანონპროექტის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გურამ მაჭარაშვილო და რატი იონათამიშვილი არიან.
კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევიდან 116 აჭარაში დადასტურდა, 30 კი თბილისში
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევიდან 116 აჭარაში დადასტურდა, 30 კი თბილისში. როგორც მარინა ეზუგბაია ჟურნალისტებთან აცხადებს, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 14 კრიტიკულად მძიმე და 70-ზე მეტი მძიმე პაციენტი მკურნალობს. „დაგვემატა 187 ახალი შემთხვევა, ჯამში 3306 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. 187 ახალი შემთხვევა ასე ნაწილდება: აჭარა-116, გურია-4, თბილისი-30, იმერეთი-15, კახეთი-3, მცხეთა-2, სამეგრელო-11, სამცხე-1, ქვემო ქართლი- 2, შიდა ქართლი -3. გამოჯანმრთლებულების რიცხვი 46-ით გაიზარდა და 1481 გახდა. ამ მონაცემებით გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელია- 45. კოვიდცენტრებში და სასტუმრო ჰოსპიტლებში მკურნალობს 1798 პაციენტი, აქედან კრიტიკული 14 პაციენტია, მძიმე კი 70-ზე მეტი პაციენტია. დანარჩენის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია“,-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. რაც შეეხება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, მარინა ეზუგბაიას თქმით, კლინიკაში 35 პაციენტი მკურნალობს, 1 კრიტიკულად მძიმე და 3 მძიმე პაციენტი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმერეთში ნარკორეალიზატორი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთისპოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს, ჭიათურის რაიონულისამმართველოსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, 1969წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი ზ.გ.მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჭიათურაში დააკავეს. მას ბრალად ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღებაედება. დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდა. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვადა აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. პოლიციამ ზ.გ.-ს მიერ საკონტროლო შესყიდვების დროს გაყიდული,„ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 2 აბი, ამავენარკოტიკის 2 აბის ნატეხები და ფხვნილი ნივთმტკიცებად ამოიღო. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზეგამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებითმიმდინარეობს.
კოვიდ-19-ით ინფიცირების ზრდის ფონზე, ევროპის ქალაქებში შეზღუდვები ხელმეორედ წესდება
ევროპის დიდ ქალაქებში ახალი შეზღუდვები გამოცხადდა. დიდ ბრიტანეთში კი ეროვნული მასშტაბით, ქვეყნის ჩაკეტვაზეა საუბარი. იქ, ბოლო საანგარიშო კვირაში ინფიცირების შემთხვევები დღეში 6000-ს აღწევდა. ასევე, ლონდონსა და დიდი ბრიტანეთის ჩრდილოეთში, გაიზარდა ჰოსპიტალიზაციის რაოდენობაც. პრემიერ ბორის ჯონსონის თქმით, ახალი კორონავირუსის მეორე ტალღა გარდაუვალია და მთავრობას კვლავ შეზღუდვების დაწესება მოუწევს. ბოლო ორი თვეა ინფიცირების შემთხვევებმა მთელი ევროპის მასშტაბით საგრძნობლად იმატა, განსაკუთრებით, კი ესპანეთსა და საფრანგეთში. ესპანეთში, რეგიონულმა ლიდერმა იზაბელ დიაზ აიოსომ განაცხადა, რომ შეზღუდვები წესდება პარკებსა და სხვა საჯარო ადგილებში, სადაც ექვსზე მეტი ადამიანი საერთო სივრცეში ვერ შეიკრიბება. თუმცა, ადამიანებს სამსახურებში სიარული შეეძლებათ. შეზღუდვები მოქმედებს საფრანგეთში - ნიცაში, ბორდოსა და მარსელში. საფრანგეთში დღეს ინფიციერების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, 13 200 ახალი დადასტურებული შენთხვევა. ეს, საფრანგეტში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გაცილებით ნაკლები, ინფიცირების 454 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა დანიაში. ქვეყნის პრემიერმა, ამოქმედებებული შეზღუდვების შესახებ ისაუბრა. იკრძალება ხალხმრავალი შეკრებები საჯარო სივრცეებში, რესტორნები და ბარები კი ადრე დაიკეტება. ნიდერლანდებში, პრემიერმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ქვეყანა "რეგიონული" ზომებისთვის ემზადება. ევროპელ ლიდერებს იმედი აქვთ, რომ ისრაელის მსგავსად, ქვეყნების კვლავ სრულიად ჩაკეტვა არ მოუწევთ. ბოლო დღეებში, ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის ფონზე, ისრაელმა კვლავ მკაცრი შეზღუდვები დააწესა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვისდეპარტამენტის ჯავა-ონის სამმართველოს თანამშრომელს კორონავირუსიდაუდასტურდა. ის სამსახურებრივი მივლინებით აჭარაში იმყოფებოდა. მესაზღვრის ტესტის პასუხი გუშინ გახდა ცნობილი. ინფიცირებული თანამშრომელი სამუშაო ადგილზე, ჯავა-ონის სამმართველოში არ დაბრუნებულა, შესაბამისად, თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია. ინფიცირებული მესაზღვრე ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობს.
დევნილთა დასახლებებში საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს
ზუგდიდში, სენაკსა და ფოთში დევნილთა დასახლებებში საბავშვო ბაღები შენდება. 100 აღსაზრდელზე გათვლილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად სრულად აღიჭურვება. მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ვინსენტ დონტო, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ. გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ხონსა და სენაკში 2 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა. 2020-2021 წლებში კი, საქართველოს მასშტაბით, 7 ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება აშენდება და დამატებით, ერთ საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) მიერ დაფინანსებული პროექტი, დევნილთა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობასთან ერთად, მათ გრძელვადიან განსახლებას, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო გაძლიერებას ითვალისწინებს. პროექტს ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC), საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, ახორციელებს.
ვლადიმერ ჟირინოვსკიმ ხელისუფლებას ვლადიმერ ლენინის ცხედრის კრემაცია შესთავაზა
რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ ხელისუფლებას ვლადიმერ ლენინის ცხედრის კრემაცია შესთავაზა,- ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ”ჩვენ ეს გვამი არ გვჭირდება. გთხოვთ, ნუ გავყიდით, მოდით კრემატორიუმში დავწვათ ცხედარი და სიმბირსკში მისი მამის საფლავთან ან პეტერბურგში, დედის საფლავის გვერდით დავკრძალოთ“, - განაცხადა ჟირინოვსკიმ. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მხატვარმა დევიდ დათუნამ ლენინის ცხედრის შესყიდვისა და აშშ-ში გადატანის სურვილი გამოთქვა. მისი თქმით, ამერიკა კომუნიზმისა და სოციალისტური იდეებისკენ მიემართება და ახლა მავზოლეუმის ატრიბუტები და ლენინი აშშ-ს უფრო სჭირდება, ვიდრე რუსეთს.
რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს მერაბ ბესელიას პატიმრობა შეეფარდა
რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს მერაბ ბესელიას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელიც დისტანციურ რეჟიმში გაიმართა, დაცვის მხარემ 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა, პროკურატურამ კი დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება მოითხოვა. მერაბ ბესელიას ადვოკატის, პაატა მეხრიშვილის განცხადებით, ბრალდებული მომხდარის ფაქტობრივ გარემოებებს ეთანხმება, თუმცა, ბრალის ფორმულირებას არა. ცნობისთვის, მერაბ ბესელიას მორაგბე „შვიდკაცას“ კაპიტანის რამაზ ხარაზიშვილის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავებიან.
აშშ, მაღაზიებში, TikTok-სა და WeChat-ს აშშ-ის აპლიკაციების აკრძალავს
აშშ, 20 სექტემბრიდან, ამ ქვეყნის აპლიკაციების მაღაზიებში ჩინურ TikTok-სა და WeChat-ს აკრძალავს. ამის შესახებ ვაჭრობის დეპარტამენტმა 18 სექტემბერს გამოაცხადა, რითაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ამ აპლიკაციების წინააღმდეგ სახელმწიფო უშიშროების მოსაზრებით გამოთქმული მუქარა შესრულდება. ამ განკარგულებით აიკრძალება Apple Inc's-ის, ასევე Alphabet Inc's-ის Google Play-ს მიერ ამ აპლიკაციების შეთავაზება ამერიკის ყველა პლატფორმაზე. გადაწყვეტილება არ ეხება მომხმარებელს აშშ-ის გარეთ. WeChat-ი, რომელიც Tencent-ს ეკუთვნის, შეტყობინების, სოციალური მედიის და ელექტროთამაშების მომსახურების აპლიკაციაა, შეაჩერებს მუშაობას 20 სექტემბერს. ვიდეოების გაზიარების აპლიკაციის, TikTok-ის ჩამოტვირთვა განახლების მიზნით შეუძლებელი იქნება, მაგრამ მისი გამოყენება ნოემბრის 12-მდეა დაშვებული, სანამ აკრძალვა სრულად შევა ძალაში. ამით, მის მესაკუთრეს, ByteDance-ს, შესაძლებლობა ეძლევა, თავისი ამერიკული ოპერატორების მომავლის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიოს. მოსალოდნელია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია გადაწყვეტილებას მიიღებს ByteDance-სა და ამერიკულ Oracle-ს შორის თანამშრომლობის შესახებ, რის შედეგადაც აპლიკაციას აკრძალვა აღარ შეეხება. ტრამპმა აგვისტოში განაცხადა, რომ 20-დან აკრძალავდა TikTok-ს, რომელსაც ბრალად დასდო, რომ ჩინეთის დაზვერვის იარაღია და ByteDance-ს მოსთხოვა, გაეყიდა აშშ-ში თავისი საქმიანობა.
აშშ-ის უზენაესი სასამართლოს წევრი, რუთ ბეიდერ გინზბურგი გარდაიცვალა
აშინგტონში 18 სექტემბერს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს წევრი რუთ ბეიდერ გინზბურგი. სენატში რესპუბლიკელთა უმრავლესობის თავმჯდომარემ, სენატორმა მიტჩ მაკკონელმა განაცხადა, რომ სენატი განიხილავს უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატურას, რომლის წარდგენას აპირებს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებამდე. რუთ ბეიდერ გინზბურგი, რომლის მამა აშშ-ში გადასახლდა რევოლუციამდელი რუსეთიდან, ქვეყნის უზენაესი სასამართლოს მეორე ქალი წევრი იყო. მისი კანდიდატურა 1993 წელს დაასახელა აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ბილ კლინტონმა. რუთ ბეიდერ გინზბურგი მოგვიანებით უზენაესი სასამართლოს ლიბერალური ფრთის სიმბოლოდ იქცა. მისი მონაწილეობით მიიღეს გადაწყვეტილებები, როცა დამტკიცდა ქალთა უფლება აბორტზე, ერთნაირსქესიან პირთა ქორწინების უფლების კონსტიტუციურობა, რასობრივ უმცირესობათა უფლებები. ის იყო იმ მოსამართლეთა შორის, ვინც მხარი დაუჭირა სამედიცინო დაზღვევის სისტემის რეფორმის კანონიერებას. მისი სიკვდილი კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოთი ნაწილობრივ მოულოდნელი იყო, რადგან ვრცელდებოდა ცნობები მკურნალობის კურსის წარმატებულობის შესახებ. უზენაესი სასამართლოს წევრი მოსამართლის გარდაცვალებას მოჰყვება პოლიტიკური მღელვარება წინასაარჩევნო პერიოდში, რადგან რესპუბლიკურ პარტიას მიეცა შესაძლებლობა, უზენაეს სასამართლოში მოიპოვოს საიმედო კონსერვატიული უმრავლესობა. დონალდ ტრამპმა უკვე დანიშნა უზენაეს სასამართლოში ორი კონსერვატორი მოსამართლე თავისი პრეზიდენტობის პერიოდში. მოსამართლის დანიშვნა უნდა დაამტკიცოს სენატმა, რომელიც, იქიდან გამომდინარე, რომ იქ უმრავლესობა რესპუბლიკელებს აქვთ, კონსერვატორი კანდიდატის რაც შეიძლება სწრაფად გაყვანას შეეცდება. სენატში დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ უზენაეს სასამართლოში თავისუფალ ადგილზე არავინ უნდა დაინიშნოს, სანამ ახალი პრეზიდენტი არ იქნება არჩეული. სასამართლოს ბოლო შემადგენლობაში ხუთი მოსამართლე რესპუბლიკელი პრეზიდენტის დანიშნული იყო, ოთხი კი დემოკრატისა. სასამართლოს ცხრა წევრს შორის მეექვსე კონსერვატორი იურისტის გამოჩენა მკვეთრად შეცვლის ძალთა ბალანსს ქვეყნის ხელისუფლების ერთობ მნიშვნელოვან, სასამართლო შტოში, რომელიც ხშირად აფასებს კონგრესისა და მთავრობის გადაწყვეტილებების კონსტიტუციურობას. მიტჩ მაკკონელის მზადყოფნას, განიხილონ მოსამართლის კანდიდატურა, რომელსაც პრეზიდენტი ტრამპი წარადგენს, არჩევნებამდე თვე-ნახევრით ადრე, მძაფრი კრიტიკა მოჰყვა დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებისგან, რომლებმაც გაიხსენეს, რომ მაკკონელმა 2016 წელს უარი თქვა განეხილათ სენატში უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატურა, რომელიც ბარაკ ობამამ წარადგინა არჩევნებამდე ნახევარ წელზე მეტი ხნით ადრე. მაკკონელმა მაშინ განაცხადა, რომ ეს უფლება უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს, რომელიც არჩევნებში გაიმარჯვებს. აშშ-ის პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს წევრებს ნიშნავს სამუდამოდ. წევრობა სრულდება მხოლოდ მოსამართლის საკუთარი ნებით გადადგომით, ან გარდაცვალებით.
ცესკომ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა. ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მიქელაძემ აღნიშნა, რიგითი ნომრების განსაზღვრის წილისყრის პროცედურაში 47-მა საარჩევნო სუბიექტმა მიიღო მონაწილეობა. „ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები წილისყრით განსაზღვრა. ცენტრალური საარჩევნო კომისია უკვე წლებია საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით კანონმდებლობით შესაძლებელ უადრეს ვადაზე ატარებს რიგითი ნომრების წილისყრით განსაზღვრის პროცედურებს. მინდა შეგახსენოთ, რომ გუშინ ამოიწურა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისთვის საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის მიზნით მომართვის ვადა. კანონმდებლობის თანახმად, ბოლო ვადა რიგითი ნომრების განსაზღვრისთვის არის 1-ელი ოქტომბერი, რაც არის არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ შესაძლებელი გახდა, სხვადასხვა პროცედურები დასრულებულიყო დროულად დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიეცა შესაძლებლობა, წილისყრით განესაზღვრა რიგითი ნომრები 30 დღის ნაცვლად, 42 დღით ადრე. ამასთან, გუშინ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო განკარგულება, რომლის თანახმადაც საარჩევნო სუბიექტებს გაუმარტივდებათ არჩევნებში რიგითი ნომრების გამოყენება. კერძოდ კი, საარჩევნო სუბიექტებს სამივე არჩევნებისთვის შეუძლიათ გამოიყენონ ის რიგითი ნომერი, რომელიც დღეს განესაზღვრათ წილისყრით, ან სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ გამოიყენონ ის რიგითი ნომრები, რასაც ისინი იყენებდნენ ბოლო საერთო მუნიციპალიტეტის არჩევნების დროს. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრირებული არის 58 პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი. დღეს წილისყრის პროცედურაში მონაწილეობას ღებულობდა 47 საარჩევნო სუბიექტი, ხოლო დანარჩენ 13 საარჩევნო სუბიექტს კანონმდებლობის მიხედვით ჰქონდა უფლება წილისყრის პროცედურის გარეშე დაეტოვებინათ ის რიგითი ნომერი, რასაც მანამდე იყენებდნენ“,- განაცხადა მიქელაძემ. ცესკოს განკარგულების მიხედვით არჩევნებისათვის რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს განესაზღვრებათ შემდეგი რიგითი ნომრები: №1 – (პარტია) „თეთრები“ №2 – ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ №3 – ნინო ბურჯანაძე - „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“ №4 – დავით ჭიჭინაძე „ტრიბუნა - ქდმ“ №5 – საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” №6 – „მომავალი საქართველო“ №7 – „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ №8 – დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" №9 – გაჩეჩილაძე -„ მწვანეთა პარტია“ №10 – შალვა ნათელაშვილი - „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ №11 – „მშრომელთა სოციალისტური პარტია“ №12 – „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ №13 – „რეფორმერი“ №14 – ბეჟან გუნავა - „ქართული არჩევანი“ №15 – „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ №16 – „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ №17 – ირაკლი ოქრუაშვილი - „გამარჯვებული საქართველო“ №18 – „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ №19 – მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“ №20 – „საქართველო“ №21 – „თავისუფალი საქართველო“ (კახა კუკავა, გიორგი წულაია) №22 – „საქართველოს ევროატლანტიკური გზა“ №23 – „ახალი ძალა“ №24 – „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ №25 – „თავისუფალი დემოკრატები“ №26 – ეკა ბესელია - პ.პ. „სამართლიანობისთვის” №27 – საარჩევნო ბლოკი გიორგი ვაშაძე - „სტრატეგია აღმაშენებელი“ №28 – „ქართული ფესვები“ №29 – დავით ჭიჭინაძე - „ტრიბუნა“ №30 – „შეცვალე საქართველო“ №31 – „თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა“ №32 – „სახალხო პარტია“ №33 – „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“ (ედპ) №34 – „სოციალური სამართლიანობისათვის“ №35 – „საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია“ №36 – „გირჩი“ №37 – „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“ №38 – „იბერიელთა ერთობა“ №39 – „საქართველოს პენსიონერთა უფლებათა დაცვის კავშირი“ №40 – „ქართველ ნაციონალისტთა ერთობა - გაიოზ მამალაძე“ №41 – „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ №42 – „რეფორმატორები“ №43 – „ზვიადის გზა (ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის)“ №44 – „ქართული იდეა“ №45 – „ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობა“ №46 – გია ჟორჟოლიანი - „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის“ №47 – ზვიად ძიძიგური - „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ №48 – „არჩევანი სამშობლოსათვის“ №49 – ჯონდო ბაღათურია - „ქართული დასი“ №50 – „პროგრესული საქართველო“ №51 – მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“ №52 – სერგო ჯავახიძე - „ევროატლანტიკური ვექტორი“ №53 – „ტრადიციონალისტები“ №54 – სახალხო მოძრაობა „ქრისტიან-დემოკრატები“ №55 – „ქართული მარში - ეროვნული მოძრაობა“ №56 – „ლელო“ №57 – მამულიშვილთა ორდენი „სამშობლო” №58 – „საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია“ №59 – „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ №60 – „საქართველოს განვითარების პარტია“
ჯაბა ჯიშკარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა
თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს, პარტია „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" წევრს, ჯაბა ჯიშკარიანს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ამის შესახებ ჯაბა ჯიშკარიანი სოციალურ ქსელში წერს. “ამ წუთას მოვიდა ტესტის პასუხი: covid 19 - დადებითი ... ყველაფერი კარგად იქნება !“ -წერს ჯაბა ჯიშკარიანი. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა ასევე „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის” 2 წევრს ლევან გოგიჩაიშვილს და გედევან ფოფხაძეს. პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის" სხვა ლიდერები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 13 ადამიანი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 196 -ით გაიზარდა და 3502 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 13 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათ რაოდენობა 1494-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმშია 5014 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ბელარუსში ქალების საპროტესტო მსვლელობისას 200-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს
ბელარუსის დედაქალაქ მინსკში სამართალდამცავებმა ქალების საპროტესტო მარში დაარბიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საპროტესტო მარშში მონაწილეობა 2000-ზე მეტმა ქალმა მიიღო. პოლიციამ მათ გზა გადაუღობა და ფურგონებში ძალით ჩასვა. ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაცია „ვიასნას“ ინფორმაციით, სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციის 200-ზე მეტი მონაწილე დააკავეს. ცნობისათვის, ბელარუსში დაპროტესტო აქციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ წყდება. საზოგადოების ნაწილი არჩევნების შედეგებს არ ცნობს, პრეზიდენტ ლუკაშენკოს გადადგომასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.
"მოსამართლეობის კანდიდატი უნდა იყოს ქალი, რადგან ქალები ბევრად უფრო მომწონს, ვიდრე მამაკაცები"
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ქალ კანდიდატს მომავალ კვირაში წარადგენს. „მე მომავალ კვირაში წარვადგენ კანდიდატს. ის იქნება ქალი. ჩემი აზრით, ის უნდა იყოს ქალი, რადგან მე სინამდვილეში, ქალები ბევრად უფრო მეტად მომწონს, ვიდრე მამაკაცები“, - აღნიშნა ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინის შტატში ამომრჩევლებთან წინასაარჩევნო შეხვედრისას. ცნობისთვის, აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე რუთ ბეიდერი გინსბურგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. რუთ ბეიდერ გინსბურგი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობას 27 წლის განმავლობაში იკავებდა. ის აშშ-ის ისტორიაში მეორე ქალი იყო, რომელმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა დაიკავა. გინსბურგი გამოჩენილი ფემინისტი იყო, რომელსაც აშშ-ში ლიბერალების სიმბოლოდ იქცა. მედიის ინფორმაციით, მას პანკრეასის კიბო ჰქონდა. ჩრდილოეთ კაროლინაში სიტყვით გამოსვლისას გარდაცვლილ მოსამართლეზე საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ „გინსბურგის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, მართლმსაჯულების მიმართ ძლიერი ერთგულება და კიბოს წინააღმდეგ მამაცური ბრძოლა ყველა ამერიკელისთვოს შთამაგონებელია“.
„ტრამპის პრეზიდენტობის დროს, აშშ-ის გლობალური იმიჯი შეილახა“ – „პიუს“ კვლევა
ავტორიტეტული კვლევითი ცენტრის, „პიუს“ მიერ ჩატარებული საზოგადეობრივი აზრის კვლევა აჩვენებს, რომ ამერიკის, როგორც გლობალური ზესახელმწიფოს იმიჯი შეირყა მას შემდეგ, რაც 2016 წელს, დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გახდა. ამერიკული ანალიტიკური ცენტრის მიერ, 13 სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს, რომ მაგალითად, გამოკითხულ ბრიტანელთა მხოლოდ 41%-ს აქვს პოზიტიური შეხედულება. ფრანგ მოსახლეობაში, ამ განწყობის პროცენტული მაჩვენებელი 31%-ია. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ძირითად მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის, ამერიკის საერთაშორისო რეპუტაციის დაზიანება, კორონავირუის კრიზისს უკავშირდება. გამოკითხვაში მონაწილე ქვეყნების მხოლოდ 15% ფიქრობს, რომ ამერიკა პანდემიას კარგად უმკლავდება. გამოკითხულ ქვეყანათა უმეტესობაში ფიქრობენ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და ევროკავშირმა პანდემიის შესაკავებლად შესანიშნავი სამუშაო გასწიეს. ამ მხრივ, ყველაზე ნეგატიურად დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ს აფასებენ. გამოკითხვის თანახმად, ტრამპის მიმართ გლობალური დამოკიდებულება იმაზე მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე ეს პრეზიდენტ ობამას მიმართ იყო. განსაკუთრებით - დასავლეთ ევროპაში. ამის ფონზე, ტრამპი უფრო დადებითად აღიქმება მემარჯვენე პარტიების მხარდაჭერთა შორის, თუმცა ნდობის მაჩვენებელი მაინც დაბალია. ტრამპი, კვლევაში წარმოდგენილ ექვს ლიდერს შორის, ნდობის მაჩვენებლით ბოლო ადგილს იკავებს. მას უფრო მაღალი უნდობლობის რეიტინგი აქვს, ვიდრე მაგალითად, ჩინეთის და რუსეთის პრეზიდენტებს. გამოკითხულთა 83% ამბობს, რომ მათ არ აქვთ ნდობა, რომ ტრამპი გლობალურ საკითხებში სწორად მოიქცევა. ეს მაჩვენებელი სი ძინპინის შემთხვევაში 78%-ია, ვლადიმირ პუტინის შემთხვევაში კი 73%. ჯერ უცნობია, თეთრი სახლის პოზიცია გამოკითხვის შედეგებთან დაკავშირებით, თუმცა პრეზიდენტი ტრამპი აღნიშნავს, რომ მან კოვიდ-19 თან საბრძოლველად კარგად იმუშავა. შეერთებული შტატები კი ინფიცირებისა და სიკვდილობის მაჩვენებლით კვლავ ლიდერ პოზიციებზეა.
მინსკის ცენტრში პოლიციამ არასანქცირებული აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო
მინსკის ცენტრში, სადაც საპროტესტო არასანქცირებული აქცია მიმდინარეობს, სამართალდამცავებმა დაკავებები დაიწყეს. ინფორმაციას პოლიციის ოფიციალური წარმომადგენელი ნატალია განუსევიჩი ადასტურებს. თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია, სად განხორციელდა დაკავებები და რამდენი ადამიანი დააკავეს. გასული კვირა დღის მსგავსად, ბელარუსის ოპოზიცია დღესაც ცდილობს საპროტესტო აქციისა და საპროტესტო მარშის გამართვას დედაქალაქის ცენტრში. დღევანდელი აქციის გამო, ხელისუფლებამ ქალაქის ცენტრში რამდენიმე მეტროსადგური დაკეტა. ბელარუსში საპროტესტო აქციების 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ წყდება.
IPSOS-ის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 25 % „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, „ნაცონალურ მოძრაობას“ - 15,5 %, „ევროპულ საქართველოს“ - 5 %
"მთავარი არხი" IPSOS-ის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კითხვაზე, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, პასუხები ასე ნაწილედება. "ქართული ოცნება" - 25 % "ნაციონალური მოძრაობა" და გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" - 15,5 % "ევროპული საქართველო" - 5 % "სტრატეგია აღმაშენებელი" - 3 % "ლეიბორისტული პარტია" - 3 % "პატრიოტთა ალიანსი" - 3 % "გირჩი" - 2,5 % "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" - 2,5 % "ლელო საქართველოსთვის" - 2 % ალეკო ელისაშვილის "მოქალაქეები" - 1,5 % "თავისუფალი საქართველო" - 1 % სხვა პარტიები - 3 % არ ვიცი - 19 % უარი პასუხზე - 14 % რაც შეეხევა ალოკაციით მიღებულ შედეგებს კი, კვლევის მიხედვით იგივე კითხვაზე ხმები ასე გადანაწილდა: "ქართული ოცნება" - 38 % "ნაციონალური მოძრაობა" და გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" - 26 % "ევროპული საქართველო" - 9 % "სტრატეგია აღმაშენებელი" - 5 % "ლეიბორისტული პარტია" - 4 % "პატრიოტთა ალიანსი" - 4 % "გირჩი" - 3 % "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" - 3 % "ლელო საქართველოსთვის" - 3 % ალეკო ელისაშვილის "მოქალაქეები" - 2 % "თავისუფალი საქართველო" - 1 % სხვა პარტიები - 2 % "მთავარი არხის" დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა 10-18 სექტემბრის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა, ცდომილების ფარგლები კი +-2,5%-ია.