ძებნის რეზულტატი:

BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის

BBC იუწყება, რომ კიევში აფეთქებების ხმა ისმის. ადგილობრივი მედიის ცნობით, სროლის ხმა გაისმა კიევში, ბორისპილის მთავარ აეროპორტთან. პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს

ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული

რუსეთმა დონბასში სპეცოპერაცია დაიწყო, უკრაინაში კი, საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „დღეს პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა სპეციალური სამხედრო ოპერაცია დონბასში. რუსეთმა დაარტყა ჩვენს სამხედრო ინფრასტრუქტურას და ჩვენს მესაზღვრეებს, სასაზღვრო რაზმებს. აფეთქებები ისმოდა უკრაინის ბევრ ქალაქში. ჩვენ ვაწესებთ საომარ მდგომარეობას ჩვენი სახელმწიფოს ყველა ტერიტორიაზე. ერთი წუთის წინ პრეზიდენტ ბაიდენს ვესაუბრე. შეერთებულმა შტატებმა უკვე დაიწყო საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება. დღეს რაც თქვენგან გჭირდებათ, სიმშვიდეა. დარჩით სახლში, თუ ეს შესაძლებელია. ჩვენ ვმუშაობთ, მუშაობს ჯარი, მუშაობს უკრაინის უსაფრთხოების სამსახური. მე, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო და უკრაინის მინისტრთა კაბინეტი ვიქნებით თქვენთან მუდმივ კონტაქტზე. ჩვენ უკრაინა ვართ!   ამავე თემაზე პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული

უკრაინა საჰაერო სივრცეს ხურავს

სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უსაფრთხოების მაღალი რისკის გამო 00.45 utc (კიევის დროით 2.45), უკრაინის სამოქალაქო-სამხედრო საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემამ მიიღო გადაუდებელი ზომები უკრაინის საჰაერო სივრცის დაკეტვის მიზნით, სამოქალაქო საჰაერო სივრცის მომხმარებლებისთვის. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „უკრაინის საჰაერო სივრცის მშვიდობიანი მომხმარებლებისთვის საჰაერო მიმოსვლის სერვისების მიწოდება შეჩერებულია. UkSATSE (უკრაინის სახელმწიფო საჰაერო მიმოსვლის სერვისების სააგენტო) დამატებით გაცნობებთ უკრაინის საჰაერო სივრცის გამოყენების ცვლილებებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ამავე თემაზე პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული

ბლინკენმა და სტოლტენბერგმა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის საპასუხო ზომები განიხილეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს უკრაინაზე რუსეთის თავდასხმაზე ალიანსის კოორდინირებული საპასუხო ზომების განსახილველად ესაუბრა. შესაბამისი პოსტი ბლინკენმა Twitter-ზე განათავსა. ჩვენ ერთიანი პოზია გვაქვს რუსეთისთვის პასუხის გასაცემის და NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების საკითხთან დაკავშირებით.  პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული

დმიტრო კულება: უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს. „პუტინმა ახლახან დაიწყო სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში. უკრაინის მშვიდობიანი ქალაქები დარტყმის ქვეშ არიან. ეს არის აგრესიის ომი. უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს. მსოფლიოს შეუძლია და უნდა შეაჩეროს პუტინი. ახლა, მოქმედების დროა“, - წერს კულება Twitter-ზე.

ბორის ჯონსონი: გაერთიანებული სამეფოს და მისი მოკავშირეების პასუხი იქნება გადამწყვეტი

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი შეძრწუნებულია „უკრაინაში მომხდარი საშინელი მოვლენებით“. ჯონსონის თქმით, გაერთიანებული სამეფო და მისი მოკავშირეები ამას გადამწყვეტი ნაბიჯით უპასუხებენ. ჯონსონმა შემდგომი ნაბიჯები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან განიხილა. ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის, რათა მომავალი ნაბიჯები განგვეხილა. პრეზიდენტმა პუტინმა სისხლისღვრისა და განადგურების გზა აირჩია ამ თავდასხმით უკრაინაზე. გაერთიანებული სამეფო და მისი მოკავშირეები ამას გადამწყვეტი ნაბიჯით უპასუხებენ.

ლიეტუვის პრეზიდენტი: მკაცრად ვგმობ რუსეთის სამხედრო თავდასხმას უკრაინაზე

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელში უკრაინაზე თავდასხმას ეხმაურება. „მე მკაცრად ვგმობ რუსეთის სამხედრო თავდასხმას უკრაინაზე. ის საფრთხეს უქმნის მილიონობით უდანაშაულო ადამიანს და ძირს უთხრის საერთაშორისო წესრიგის საფუძვლებს. დასავლეთის გადასაწყვეტია ახლა სათანადო რეაგირება! დაუდექით უკრაინას“ – წერს ნაუსედა. ასევე წაიკითხეთ: დმიტრო კულება: უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს ამავე თემაზე პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული

იენს სტოლტენბერგი: მიუხედავად ჩვენი არაერთგზის გაფრთხილებისა, რუსეთმა აირჩია აგრესიის გზა სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყნის წინააღმდეგ

ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით ამ საშინელ დროს. NATO ყველაფერს გააკეთებს ყველა მოკავშირის დასაცავად და დასაცავად, აცხადებს NATO-ს გენერალური მდივანი. იენს სტოლტენბერგმა რუსეთის მიერ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ განაცხადა: მკაცრად ვგმობ რუსეთის უგუნურ თავდასხმას უკრაინაზე, რომელიც საფრთხეს უქმნის უთვალავი მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს. კიდევ ერთხელ, მიუხედავად ჩვენი არაერთგზის გაფრთხილებისა და დაუღალავი მცდელობისა, ჩაერთონ დიპლომატიაში, რუსეთმა აირჩია აგრესიის გზა სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს არის საერთაშორისო სამართლის მძიმე დარღვევაა და სერიოზული საფრთხეა ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. მოვუწოდებ რუსეთს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო ქმედება და პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ქმედებების შედეგების განსახილველად შეიკრიბებიან. ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით ამ საშინელ დროს. NATO ყველაფერს გააკეთებს ყველა მოკავშირის დასაცავად და დასაცავად. ამავე თემაზე პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური: რუსეთის ძალები უკრაინას თავს დაესხნენ რუსეთისა და ბელორუსის ტერიტორიებიდან

რუსეთის ძალები უკრაინას თავს დაესხნენ რუსეთისა და ბელორუსის ტერიტორიებიდან, თავდასხმა მძიმე შეიარაღების გამოყენებით განხორციელდა, – ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში აცხადებენ. „დაახლოებით 05:00 საათზე უკრაინის სახელმწიფო საზღვარზე რუსეთის ფედერაციასთან და ბელარუსის რესპუბლიკასთან არსებულ მონაკვეთზე განხორციელდა თავდასხმა რუსეთის ჯარების მხრიდან ბელარუსის მხარდაჭერით“, – აღნიშნულია განცხადებაში. ამავე თემაზე დმიტრო კულება: უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული

ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველა მგზავრის ევაკუაცია განხორციელდა

უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ოფიციალურ ტელეგრამის არხზე განცხადება გამოაქვეყნა. ბორისპოლის აეროპორტის D ტერმინალიდან ყველა მგზავრის ევაკუაცია განხორციელდა“, - ნათქვამია განცხადებაში. ევაკუირებულთა რაოდენობა დაზუსტებული არ არის. ამავე თემაზე პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული

ანტონიო გუტერეში: პრეზიდენტო პუტინო, კაცობრიობის სახელით მოგმართავთ, დააბრუნეთ თქვენი ჯარები რუსეთში

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ომის შეჩერებისკენ მოუწოდებს. „პრეზიდენტო პუტინო, კაცობრიობის სახელით მოგმართავთ, დააბრუნეთ თქვენი ჯარები რუსეთში“, - განაცხადა ანტონიო გუტერეშმა. ამავე თემაზე დმიტრო კულება: უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 455 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 41 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 36 918 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 936 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 982 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 22.9%, ბოლო 14 დღის - 29.17% ხოლო 7 დღის - 26.71%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 18 206 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 447 969. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 41 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 022 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 8 455 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 3 548 შემთხვევა, აჭარა - 624, იმერეთი - 1 438, ქვემო ქართლი - 363, შიდა ქართლი - 520, გურია - 358, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 546, კახეთი - 664, მცხეთა-მთიანეთი - 174, სამცხე-ჯავახეთი - 144, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 76. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 120 437 საიდანაც: 5 096 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 220, აჭარაში - 566, იმერეთში - 894. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 125 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 465, აჭარაში - 133, იმერეთში - 326. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 287 პაციენტი, მათგან თბილისში - 155, აჭარაში - 35, იმერეთში - 31. 781 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 535 - თბილისში, 121 - აჭარაში. 114 560 ადამიანი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 7 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 7, ხოლო აჭარაში - 0.

ჯო ბაიდენმა ზელენსკის აცნობა, თუ რა ნაბიჯებს დგამს საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის აგრესიაზე საპასუხოდ

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები დაწესდება. ამასთან, „გაგრძელდება უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა“. დავგმე რუსეთის სამხედრო ძალების ეს არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმა. მივაწოდე მას ინფორმაცია იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებსაც ვდგამთ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დასაგმობად, მათ შორის, დღეს გაეროს უშიშროების საბჭოში. მან მთხოვა, დავურეკო მსოფლიო ლიდერებს და მკაფიოდ ვისაუბრო პრეზიდენტ პუტინის აშკარა აგრესიის წინააღმდეგ და გვერდში დავუდგე უკრაინელ ხალხს. ხვალ მე შევხვდები დიდი შვიდეულის ლიდერებს. აშშ და ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები დააწესებენ მკაცრ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერასა და დახმარებას. დმიტრო კულება: უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული

ენტონი ბლინკენი: ჩვენ ერთიანი ვართ რუსეთის საპასუხოდ და NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანსა და NATO-ს გენერალურ მდივანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ენტონი ბლინკენი Twitter-ზე წერს. მისი თქმით, ის რუსეთზე თავდასხმას გმობს და სტოლტენბერგთან ალიანსის კოორდინირებული პასუხი განიხილა. „ჩვენ ერთიანი ვართ რუსეთის საპასუხოდ და NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად“,- წერს ბლინკენი. ამავე თემაზე დმიტრო კულება: უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ ამ რთულ დროს

ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ ამ რთულ დროს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. „სამწუხაროდ, უკრაინის ომის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გადადგას ქმედითი და მტკიცე ნაბიჯები, რათა რუსეთს სრულმასშტაბური კონფლიქტის ესკალაციის საშუალება არ მიეცეს და საერთაშორისო ნორმების დაცვის უზრუნველყოფა მოხდეს. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ ამ რთულ დროს“, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. ამავე თემაზე დმიტრო კულება: უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული

ევროკავშირი კრემლს ჰპირდება, რომ პასუხისგება მოუწევს

ევროკავშირი უმკაცრესად გმობს რუსეთის უპრეცედენტო სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო კანონს და ძირს უთხრის ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. შესაბამის განცხადებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშეილ და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ავრცელებენ. ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა, რომ ევროკავშირი რუსეთს პასუხს აგებინებს უკრაინაზე გაუმართლებელი თავდასხმისთვის. ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის გაუმართლებელ თავდასხმას უკრაინაზე. ამ ბნელ ჟამს ჩვენი ფიქრებით უკრაინასთან და უდანაშაულო ქალებთან, მამაკაცებთან და ბავშვებთან ვართ. ისინი არაფრით პროვოცირებული თავდასხმის წინაშე აღმოჩნდნენ. კრემლს პასუხს ვაგებინებთ. „მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები, გაიყვანოს სამხედროები უკრაინიდან და სრულად პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. ამგვარი ძალის გამოყენების და იძულების ადგილი 21-ე საუკუნეში არ არის. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა სასწრაფო რიგგარეშე სხდომა მოიწვია. ევროკავშირის ლიდერები დღეს მოგვიანებით შეიკრიბებიან, რათა განიხილონ კრიზისი და შემდგომი შემზღუდავი ზომები, რომლებიც რუსეთს მის ქმედებებზე მასობრივ და მძიმე შედეგებს მოუტანს, ჩვენს ტრანსატლანტიკურ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით. პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენი გამოაქვეყნებს შემდგომი სანქციების პაკეტს, რომელსაც ევროკომისია დაასრულებს და რომელსაც საბჭო სწრაფად მიიღებს. ჩვენ ვწუხვართ სიცოცხლის დაკარგისა და ჰუმანიტარული ზარალის გამო. ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები მზად არიან, სასწრაფოდ უზრუნველყონ ჰუმანიტარული სასწრაფო რეაგირება. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ შეიარაღებულ ფორმირებებს, პატივი სცენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი. ევროკავშირი მტკიცედ დგას უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით. ევროკავშირი შემდგომ პოლიტიკურ, ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას გასწევს. ჩვენ კოორდინაციაში ვართ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის NATO-სთან და G7-თან, რომელთა ლიდერებიც დღეს გამართავენ შეხვედრას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებს ანტიპუტინისტური კოალიციის შექმნის ინიციატივით მიმართა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო ლიდერებს ანტიპუტინისტური კოალიციის შექმნისკენ მოუწოდებს. ვესაუბრე ჯო ბაიდენს, ოლაფ შოლცს, შარლ მიშელს, ანდჟეი დუდას, ბორის ჯონსონს. მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ შეაჩერონ პუტინი და ომი უკრაინისა და მსოფლიოს წინააღმდეგ! ვაშენებთ ანტიპუტინისტურ კოალიციას. საჭიროა დაუყოვნებლივი სანქციები და უკრაინის თავდაცვითი და ფინანსური მხარდაჭერა. მსოფლიომ უნდა აიძულოს რუსეთი, მშვიდობას დაუბრუნდეს. ამავე თემაზე ჯო ბაიდენმა ზელენსკის აცნობა, თუ რა ნაბიჯებს დგამს საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის აგრესიაზე საპასუხოდ დმიტრო კულება: უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული  

იაპონიის პრემიერ-მინისტრი: მკაცრად ვაკრიტიკებთ რუსეთის ქმედებებს და ვითანამშრომლებთ აშშ-სთან

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ რუსეთის უკრაინაში შეჭრა დაგმო და განაცხადა, რომ ეს საერთაშორისო წესრიგის საფუძვლებს არყევს. „ჩვენ მკაცრად ვაკრიტიკებთ რუსეთის ქმედებებს და ვითანამშრომლებთ შეერთებულ შტატებთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან სწრაფი რეაგირებისთვის“, - აღნიშნა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა. ამავე თემაზე დმიტრო კულება: უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული

სალომე ზურაბიშვილი: ქართველი ხალხი შოკირებულია უკრაინაში რუსეთის აგრესიით

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინას სოლიდარობას უცხადებს. ზურაბიშვილი Twitter-ზე წერს: ქართველი ხალხი შოკირებულია უკრაინაში რუსეთის აგრესიით. სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და მოვითხოვთ სამხედრო მოქმედებების შეწყვეტას. დიდება უკრაინას. ჯო ბაიდენმა ზელენსკის აცნობა, თუ რა ნაბიჯებს დგამს საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის აგრესიაზე საპასუხოდ დმიტრო კულება: უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, კავშირზე დარჩნენ უკრაინაში საქართველოს საელჩოსთან

საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველო ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინაში მიმდინარე პროცესებს. „ჩვენ მუდმივ კავშირზე ვრჩებით, როგორც უკრაინელ კოლეგებთან, ასევე ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან. უკრაინაში ვითარების შემდგომი ესკალაციის მაღალი ალბათობის გათვალისწინებით, საქართველოს საელჩო ქ. კიევში და გენერალური საკონსულოები ქ.ოდესაში, ქ. დონეცკში (რეზიდენციით კიევი) გადასული არიან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი +380 (63) 376 77 68; +380 (93) 761 17 17; (093) 544 01 47 ამასთანავე, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები მუდმივ რეჟიმში კონტაქტზე არიან ადგილზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან და მოუწოდებენ მათ გაითვალისწინონ შექმნილი რთული უსაფრთხოების გარემო", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. ამავე თემაზე დმიტრო კულება: უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული