ძებნის რეზულტატი:
სომხეთი უკრაინის ოკუპირებული რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის „რესპუბლიკების“ ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას არ გეგმავს
სომხეთი უკრაინის ოკუპირებული რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის „რესპუბლიკების“ ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას არ გეგმავს. ამის შესახებ სააგენტო Armenpress-ს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ვაჰან ჰუნანიანმა განუცხადა. „ჩვენი სურვილია, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემები დიპლომატიური დიალოგისა და საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპებზე დაფუძნებული მოლაპარაკებების გზით მოგვარდეს. იმედი გვაქვს, რომ გადაიდგმება აუცილებელი ნაბიჯები დაძაბულობის შესამცირებლად და სიტუაციის მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად. დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარება ჩვენს დღის წესრიგში არ დგას“, - აცხადებს სომხეთის საგარეო უწყების პრესმდივანი. 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.
ივანე ჩხაიძე: ყველაზე მძიმე ტალღა ქვეყანაში შემცირებისკენ მიდის, მეორე პიკის საშიშროება გავიარეთ
მეორე პიკის საშიშროება გავიარეთ, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ინფიცირების მაჩვენებლის ბოლო 3 კვირის სტატისტიკის მიხედვით, შესაძლებელია საუბარი, რომ პანდემიის მეექვსე ტალღა დაღმავალ სტადიაშია. „ის მრუდი, რომელიც ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელს ასახავს, მიუთითებს, რომ 2 თებერვლიდან დღემდე სტაბილურად მცირდება ინფიცირების მაჩვენებელი. თუ გავითვალისწინებთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თებერვლის ბოლო, მარტის პირველი კვირა იქნება საწყის წერტილზე დაბრუნება, რითაც დაიწყო პანდემიის მეექვსე ტალღა. გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი ახსნადია", - განაცხადა ჩხაიძემ. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 10 230 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 48 პაციენტი
რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან
ევროკავშირის მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე ერთხმად 22 თებერვალს შეთანხმდნენ. სანქციების სიაში მოხვდა რუსეთის დუმის 351 დეპუტატი, 27 ფიზიკური და იურიდიული პირი, რომლებიც ძირს უთხრიან უკრაინის მთლიანობას, აცნობა მედიას ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელიდან. ამასთან, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა აღნიშნა, რომ მინისტრებმა ერთხმად მიიღეს სანქციების პირველი პაკეტი პარიზში რიგგარეშე შეხვედრის დროს. ლე დრიანმა დაამატა, რომ მოსკოვმა საერთაშორისო სამართალი დაარღვია და თავისი ვალდებულება არ შეასრულა. კონკრეტულად ვის შეეხება სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების სუბიექტების სრული სია, ოფიციალურად, 23 თებერვალს გამოქვეყნდება, თუმცა წყაროზე დაყრდნობით საერთაშორისო მედია უკვე იუწყება, რომ პირებს შორის, რომლებსაც ევროკავშირის სანქციები უწესდებათ, სამხედრო სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, პრეზიდენტის აღმასრულებელი ოფისის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანტონ ვაინო, სხვა მაღალი რანგის სამხედრო მეთაურები და ეკონომიკური განვითარების მინისტრი მაქსიმ რეშეტნიკოვი არიან. რადიო თავისუფლების ცნობით, სამხედრო პირების გარდა, სასანქციო ზომები შეეხებათ რუსეთის ბიზნესის და მედიის სფეროს წარმომადგენლებს -„ვაგნერის ჯგუფის“ მფლობელს და დამფინანსებელს, ევგენი პრიგოჟინს, მის დედას და ცოლს, ასევე, ბანკ VTB-ის ხელმძღვანელებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის და პრესის განყოფილების ხელმძღვანელს, მარია ზახაროვას. ასევე, სანქცირებულთა სიაში არიან რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის ცნობილი წარმომადგენლები, ჟურნალისტი ვლადიმერ სოლოვიოვი, ინგლისურენოვანი ტელეარხის, RT-ის მთავარ რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი და ინტერნეტის კვლევის სააგენტო, რომელიც „ტროლების ფაბრიკას“ წარმოადგენს. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. ამავე თემაზე ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა
არჩილ თალაკვაძე: უკრაინის უფლებაა, მშვიდობიანი განვითარება განაგრძოს, საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას
პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მისივე თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესია და მისი სუვერენიტეტის ხელყოფა მიუღებელია. „საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესია და მისი სუვერენიტეტის ხელყოფა მიუღებელია. ჩვენ ვართ უკრაინელი ხალხის გვერდით. ყველას გვესმის და ვხედავთ, რომ რაც ახლა ხდება უკრაინაში, ზუსტად იმეორებს რუსეთის მხრიდან საქართველოს რეგიონების ოკუპაციას, რომელიც უკვე მოხდა. ეს არ არის გაყინული კონფლიქტები, ეს კონფლიქტი, ოკუპაცია გრძელდება და ყოველდღე ძალიან ბევრი ადამიანის უფლების უხეშ დარღვევას და ამ რეგიონებში განვითარების შეფერხებას იწვევს. ბუნებრივია, ეს არის შემაშფოთებელი. ამ შემთხვევაში, რუსეთის ფედერაცია იმავეს გეგმავს უკრაინასთან მიმართებით. ჩვენ გვაქვს მჭიდრო კოორდინაცია პარტნიორებთან, როგორც ამერიკასთან, ასევე ევროკავშირთან და ველოდებით მათი მხრიდან ქმედით ნაბიჯებს იმ უკანონო ქმედებებზე, რომლებიც არღვევს საერთაშორისო სამართალს და უკრაინის სუვერენიტეტს“, – განაცხადა თალაკვაძემ. შეგახსენებთ, 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.
თბილისის მერიის ჩართულობით, პარლამენტში მიუსაფარი ცხოველების შესახებ კანონპროექტი მუშავდება
თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უშუალო ჩართულობით, პარლამენტში, მიუსაფარი ცხოველების შესახებ კანონპროექტი მუშავდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტი არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ ქვეყნის მასშტაბით, მიუსაფარი ცხოველების ირგვლივ არსებულ სხვადასხვა პრობლემურ საკითხს დაარეგულირებს. „პარლამენტში მუშაობენ ახალ კანონპროექტზე – „შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“, რაც დაარეგულირებს შემდეგ საკითხებს: ცხოველთა არაკონტროლირებადი გამრავლება; მოსახლეობისა და ცხოველების უსაფრთხოება; ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა და მათი ორთაბრძოლები; ცოფისა და ცხოველთა გადამდები სხვა დაავადებების გავრცელების პრევენცია; ცხოველების მოვლა-პატრონობის წესები; ცხოველების მომშენებლებისა და სავაჭრო ობიექტების საქმიანობა. კანონპროექტით იქმნება მყარი სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტებში ამ საკითხებთან დაკავშირებული გამოწვევები ეფექტურად გადაიჭრას“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, კანონპროექტის ერთ-ერთი მიზანი მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის შემცირებაა. „მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის შემცირება მხოლოდ ჰუმანური, მსოფლიოში აპრობირებული ერთადერთი ეფექტური მეთოდით – სტერილიზაცია/კასტრაციის გზითაა შესაძლებელი. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. გასულ წელს სააგენტომ 6 000-მდე ცხოველი გაასტერილა, მაგრამ საჭიროა, ამ საკითხის ცენტრალიზებულად, კომპლექსური გადაწყვეტა. გარდა ამისა, დაგეგმილია, რომ კანონპროექტმა სპეციალური ნებართვით დაარეგულიროს ცხოველის გამრავლება და მისი კომერციული მიზნით მოშენება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
კახა კალაძე გარევაჭრობის საკითხზე: არავინ გიშლით ამ საქმიანობას, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს ცივილურ ფორმაში
გარემოვაჭრეები ბაზრობის ტერიტორიაზე გადაყვანის შემდეგ, თავიანთ ეკონომიკურ საქმიანობას სხვა მოვაჭრეების მსგავსად, კანონით ნებადართულ სივრცეში, ცივილური ფორმით განაგრძობენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გარევაჭრობის აკრძალვის საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, კანონდარღვევასა და მოსახლეობისთვის დისკომფორტის შექმნას მუნიციპალიტეტი არ დაუშვებს, გარემოვაჭრეებს კი მუნიციპალიტეტის თუ ბაზრობის ადმინისტრაციის მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება. „მინდა, შევეხო გარე ვაჭრობის თემას, რაც კატეგორიულად მიუღებელია. არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ კონკრეტულ სივრცეებში, სადაც ვაჭრობა დაშვებული არ არის, ეკონომიკური საქმიანობის წარმოება მოხდეს. ასეთი ფაქტი გვქონდა მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. ბევრი წერილი მოდიოდა მოქალაქეების მხრიდან, რომ იმ ტერიტორიაზე გავლა შეუძლებელი იყო. პარალელურად, დავიწყეთ ინფრასტრუქტურული სამუშაოების წარმოება, რომლის შედეგად, საფეხმავლო გზები მთლიანად მოწესრიგდება. მოეწყობა ჯებირები, რომ ფეხით გავლა უსაფრთხო იყოს. რაც შეეხება გარემოვაჭრეებს, რომელთაც ტროტუარები ჰქონდათ დაკავებული, მოხდა მათი გადაყვანა ბაზრობის ტერიტორიაზე. არ იფიქროთ, რომ ჩვენ არ გვესმოდეს და არ ვხედავდეთ გაჭირვებას, იმ სოციალურ პრობლემებს, რომელიც ბევრ ადამიანს აწუხებს ქვეყანაში. ძალიან კარგად მესმის ყველას მდგომარეობა, ყველაფერს ვითვალისწინებ, მაგრამ გარევაჭრობა დაუშვებელია, რადგან დიდ დისკომფორტს უქმნის სხვა მოქალაქეებს“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, დაუშვებელია, ყველა სახის პროდუქცია ერთად, გარე სივრცეში იყიდებოდეს. „არავინ გიშლით ამ საქმიანობას, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს ცივილურ ფორმაში. თქვენ როგორ ფიქრობთ, ბაზრობის შიგნით მომუშავე ადამიანები დალხენილები არიან?! მათ არ უჭირთ?! ტყუილად დგანან ყოველდღიურად იმისთვის, რომ ლუკმაპური შეიტანონ ოჯახებში?! რა თქმა უნდა, მათაც უჭირთ, მაგრამ კანონმორჩილი ადამიანები არიან. კარგად ესმით, რომ არ შეიძლება გარეთ ვაჭრობა და ყველაფერი ერთად იყიდებოდეს – ტანსაცმელი, საკვები პროდუქტები – ყველი, ხორცი. ეს ნორმალურია?! ამიტომ, ეს ვერ იქნება დაშვებული“, – განაცხადა თბილისის მერმა. ამასთან, კახა კალაძემ ბაზრობის ადმინისტრაციას თანამშრომლობისა და გარემოვაჭრეების სათანადო პირობებით უზრუნველყოფისთვის მადლობა გადაუხადა. „მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ბაზრობის დირექციას მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, რათა მოგვცეს შესაძლებლობა, გარე მოვაჭრეებისთვის გამოყოფილიყო შესაბამისი სივრცე და მათ ნორმალურ პირობებში მუშაობა შესძლებოდათ. მათ აქვთ საშუალება, თავიანთი ეკონომიკური საქმიანობა ბაზრობის ტერიტორიაზე, ყოველგვარი პრობლემის გარეშე განაგრძონ. ასე რომ, ეს დამოკიდებულება იქნება ყველგან. სივრცეებში, სადაც აკრძალულია გარევაჭრობა, ამას ვერ დავუშვებთ. წესრიგი მნიშვნელოვანია. ჩვენ ჩვენი საქმიანობით სხვას ხელი არ უნდა შევუშალოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ჯო ბაიდენი: ჩვენ ვუწესებთ სანქციებს რუსეთის ელიტასა და მათი ოჯახის წევრებს
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ 22 თებერვალს გამოაცხადა. სანქცირებულთა შორის მოხვდა ორი ფინანსური ინსტიტუტი. ახალი სადამსჯელო ზომა შეეხება რუსეთის სუვერენულ ვალსაც. ბაიდენი აცხადებს, რომ ეს ნიშნავს რუსეთის მთავრობის ჩამოშორებას დასავლური ფინანსებისგან. „ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ახლო თანამშრომლობით დღეს მე ვაცხადებ სანქციების პირველ ტრანშს, რომელიც რუსეთს გუშინდელი ქმედებების საპასუხოდ დაეკისრება. ჩვენ გავაგრძელებთ სანქციების გაფართოებას რუსეთის მიერ სიტუაციის ესკალაციასთან ერთად. ჩვენ ვაწესებთ სრულ ბლოკადას რუსეთის ორ მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტზე: VEB-სა და მათ სამხედრო ბანკზე. ჩვენ ვაწესებთ ყოვლისმომცველ სანქციებს რუსეთის სუვერენულ ვალზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ რუსეთის მთავრობა დასავლეთის ფინანსებს მოვკვეთეთ. ის ვეღარ შეძლებს დასავლეთიდან ფულის მოზიდვას და ვაჭრობას ახალი ვალით ჩვენსა თუ ევროპულ ბაზრებზე. ხვალიდან, და ეს მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება, ჩვენ ვუწესებთ სანქციებს რუსეთის ელიტასა და მათი ოჯახის წევრებს. ისინი იზიარებენ კრემლის პოლიტიკის კორუფციულ სარგებელს და ასევე უნდა იზიარებდნენ სასჯელსაც. რუსეთის ქმედებების გამო ჩვენ ვიმუშავეთ გერმანიასთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ აღარ გაგრძელდეს“, - განაცხადა ამერიკის შეერტებული შტატების პრეზიდენტმა. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.
იუნკერთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, პრეზიდენტის სასახლეზე დამოუკიდებელი საქართველოს ძველი და ახალი დროშები გადმოფინეს
იუნკერთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, პრეზიდენტის სასახლეზე დამოუკიდებელი საქართველოს ძველი და ახალი დროშები გადმოფინა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო. „დღეს, როდესაც პრეზიდენტის სასახლეზე კოჯრის დაფლეთილი დროშაა აღმართული, ჩვენს დღევანდელ დროშასთან ერთად, ნიშნავს, რომ საქართველო და მისი დამოუკიდებლობა ხელშეუხებელია“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. ცნობისთვის, დღეს იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება. კოჯორ-ტაბახმელასთან განვითარებული მოვლენებიდან 101 წელი გავიდა. იუნკერები 1921 წლის 18-25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ იაღლუჯასთან, კოჯორთან და ტაბახმელასთან საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდნენ. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.
კელი დეგნანი: ვფიქრობ, როდესაც სხვადასხვა სახის რეაგირებას ვგეგმავთ ბატონი პუტინის საპასუხოდ, 2008 წელზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რასაც ვითვალისწინებთ
აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, კონგრესში ქართველი ხალხის და მისი ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ ძლიერი, ორპარტიული მხარდაჭერაა, რომელიც ჩვენს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს ეფუძნება. ამის შესახებ კელი დეგნანმა ქართულ სატელევიზიო მედიას აშშ-ში განუცხადა, სადაც ელჩი შეხვედრებს მართავს თეთრ სახლში, უშიშროების საბჭოში, სახელმწიფო დეპარტამენტსა და კონგრესში. „ვფიქრობ, უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც საქართველომ 2008 წელს გამოიარა და რასაც ვითვალისწინებთ, როდესაც სხვადასხვა სახის რეაგირებას ვგეგმავთ ბატონი პუტინის შემდგომი გადაწყვეტილების საპასუხოდ. მნიშვნელოვანია, გვქონდეს მრავალფეროვანი ვარიანტები, რადგან არ ვიცით, ის რა არჩევანს გააკეთებს. ჩვენ დაბეჯითებით მოვუწოდებთ, დიპლომატია და დეესკალაცია აირჩიოს. ის ზომები, რომლებიც წარმოვადგინეთ, სერიოზული და ღირებულია, თუკი რუსეთი საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნავს. ეს არის მოლაპარაკების საფუძველი. შეკითხვა იმაში მდგომარეობს, ნამდვილად სერიოზულად ეკიდება თუ არა ამჟამად რუსეთი დეესკალაციას. ქართველებმა, ისევე როგორც უკრაინელებმა, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა აირჩიეს. კონგრესში ქართველი ხალხის და მისი ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ ძლიერი, ორპარტიული მხარდაჭერაა, რომელიც ჩვენს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს ეფუძნება“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
შალვა პაპუაშვილი რუსეთის სანქცირებაზე: ვხელმძღვანელობთ ჩვენი ქვეყნის, ხალხის და უკრაინელი ხალხის უსაფრთხოების ინტერესებით
უკრაინის ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარება საერთაშორისო სამართლის ყველაზე საბაზისო პრინციპების დარღვევაა. რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ ვითარებაში საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე პოზიცია გადამწყვეტია. „ამ ვითარებაში გადამწყვეტია საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე პოზიცია იმისთვის, რომ არ დაუშვან ომი უკრაინაში და გააკეთონ ყველაფერი, რათა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები იყოს დაცული. მნიშვნელოვანია დასავლელი პარტნიორების მტკიცე პოზიცია, რომ ორი რამ იყოს უზრუნველყოფილი – ომის არდაშვება და საერთაშორისო სამართლის აღსრულება.“. უერთდება თუ არა საქართველო რუსეთისადმი დაწესებულ სანქციებს, შალვა პაპუაშვილმა შემდეგი პასუხი გასცა: „რაც შეეხება სანქციების ნაწილს, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის უსაფრთხოების ინტერესებით და უკრაინელი ხალხის უსაფრთხოების ინტერესებით. აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლება გვერდში დაუდგება უკრაინას. ზელენსკის განცხადებას თუ დააკვირდებით, მისი პოზიცია პატივსაცემია, როცა ის ამ რთულ ვითარებაშიც ინარჩუნებს სიმშვიდეს, სიმტკიცეს და კვლავ ხაზა უსვამს, რომ ომი არ უნდა იყოს დაშვებული და ყველა შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული, რომ საერთაშორისო სამართლის პრინციპები აღსრულდეს სხვა ბერკეტების მეშვეობით. ჩვენი ხელისუფლება ამ პრინციპებზე დაყრდნობით იმოქმედებს. რაც შეეხება იმას, თუ რაში გამოიხატება ჩვენი გვერდში დგომა, თუკი დააკვირდებით პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებებს, მათ შორის, მისი გუშინდელი მიმართვა და პოზიცია ნამდვილად პატივსაცემია, როდესაც ის ამ რთულ ვითარებაშიც ინარჩუნებს სიმშვიდეს, სიმტკიცეს და კვლავ ხაზს უსვამს, რომ ომი არ უნდა იყოს დაშვებული, ყველანაირი ზომები უნდა იყოს გამოყენებული იმისათვის, რომ საერთაშორისო სამართლის პრინციპები სხვა ბერკეტების მეშვეობით აღსრულდეს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლებაც სწორედ ამ პრინციპებზე დაყრდნობით ისარგებლებს. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ თუ ზოგიერთი სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან წარმოებულ ისტერიას, ეს იქნება სანქციები, რეზოლუცია თუ ა.შ. რა თქმა უნდა, ჩვენ, ჩვენი ხალხის მანდატით ვხელმძღვანელობთ და არა „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგით, კარნახით ან მათთან შეთანხმებით", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი. ცნობისთვის, 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი: ტაივანი არ არის უკრაინა, ის ყოველთვის იყო ჩინეთის განუყოფელი ნაწილი
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჰუა ჩუნინმა განაცხადა, რომ ტაივანი არ არის უკრაინა და ყოველთვის იყო ჩინეთის განუყოფელი ნაწილი. ოფიციალური პეკინის ეს კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ტაივანისთვის საზიანო შედეგები შეიძლება დადგეს, თუ დასავლური ქვეყნები ვერ შეასრულებენ თავიანთ დაპირებებს უკრაინის დამოუკიდებლობის მხარდაჭერის თვალსაზრისით. ჩინეთმა, რომელიც ტაივანს საკუთარ ტერიტორიად განიხილავს, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ტაივანის მიმართულებით სამხედრო აქტივობა გააძლიერა. ცნობისთვის, 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.
უკრაინის უშიშროების საბჭო ქვეყნის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის 30 დღით გამოცხადებას ითხოვს
უკრაინის უშიშროების საბჭო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვს. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს. შესაბამისი გადაწყვეტილება უშიშროების საბჭომ მიიღო, თუმცა საბოლოოდ, ის უკრაინის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. BBC-ის ცნობით, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობა დაწესდება ყველა რეგიონში, გარდა დონეცკისა და ლუგანსკისა. მისივე თქმით, თავდაპირველად საგანგებო მდგომარეობა 30 დღის განმავლობაში გაგრძელდება. 22 თებერვალს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკუთარ მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა, ამ ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფებს კი, ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვება ურჩია. „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გაძლიერებასთან დაკავშირებით, რამაც, სხვა საკითხებთან ერთად, შეიძლება, გამოიწვიოს რუსეთის ფედერაციაში საკონსულო დახმარების მნიშვნელოვანი შეზღუდვა, საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ რუსეთის ფედერაციაში ყოველგვარი მოგზაურობისგან, ხოლო ვინც ამ ქვეყანაში იმყოფება, დაუყოვნებლივ დატოვოს მისი ტერიტორია“, - ნათქვამია განცხადებაში. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.
რომის პაპის თქმით, უკრაინაში ომის საფრთხემ მის გულში დიდი ტკივილი გამოიწვია
რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის საფრთხემ მის გულში დიდი ტკივილი გამოიწვია და პოლიტიკოსებს მოუწოდა, თავიანთ ქმედებებთან დაკავშირებით ღვთის წინაშე სინდისი სერიოზულად გამოიკვლიონ. „დიპლომატიური ძალისხმევის მიუხედავად, სულ უფრო და უფრო საგანგაშო სცენარები იხსნება. მოვუწოდებ ყველა ჩართულ მხარეს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებებისგან, რამაც შეიძლება კიდევ უფრო მეტი ტანჯვა გამოიწვიოს ხალხისთვის“, - აღნიშნა რომის პაპმა. ცნობისთვის, 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.
ზელენსკიმ განსაკუთრებულ პერიოდში რეზერვისტების გაწვევის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო რეზერვში მყოფი მოქალაქეების გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. ზელენსკის თქმით, საერთო მობილიზაციის საჭიროება არ დგას. „ჩვენთვის საჭირო და აუცილებელია, ოპერატიულად დავაკომპლექტოთ უკრაინის არმია და სხვა სამხედრო ფორმირებები. როგორც მთავარსარდალმა, გამოვეცი ბრძანება განსაკუთრებულ პერიოდში რეზერვისტთა გაწვევის შესახებ. ხაზს ვუსვამ, საუბარია მხოლოდ ოპერატიულ რეზერვში მყოფ მოქალაქეებზე“,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, რეზერვისტებმა უკრაინის სამხედრო მზადყოფნა უნდა აამაღლონ. ზელენსკის თქმით, კანონის მიღებით და ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებით რუსეთი ცალხრივად გავიდა მინსკის შეთანხმებიდან. ამასთან, ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას სურს დიპლომატიური გზა და მშვიდობა. ჩვენ გვინდა მშვიდობა და სიწყნარე, მაგრამ თუ ახლა გავჩუმდებით, ხვალ გავქრებით. უნდა გავაძლიეროთ უკრაინის არმიის მზადყოფნა ოპერატიულ ვითარებაში ყველა შესაძლო ცვლილებისთვის. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.
ჯენ ფსაკის თქმით, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა ამ დროისთვის არ განიხილება
თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის გეგმები ამ დროისთვის არ განიხილება. ამასთანავე, ჯენ ფსაკიმ ცალსახად არ გამორიცხა მომავალში შეხვედრის ჩატარება, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენი არ შეხვდება ვლადიმერ პუტინს, თუ რუსეთი არ განმუხტავს სიტუაციას უკრაინაში ჯარების უკან გაყვანით. ასევე წაიკითხეთ: ენტონი ბლინკენმა სერგეი ლავროვთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა ცნობისთვის, 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.
სალომე ზურაბიშვილი: დღეს ჩვენ დამოუკიდებელი საქართველო ვართ, ამას რუსეთი ვერაფერს უზამს
"დღეს ჩვენ დამოუკიდებელი საქართველო ვართ, ამას რუსეთი ვერაფერს უზამს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში 1921 წლის 23 თებერვალს რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღევლინა. პანაშვიდის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა იუნკერთა საფლავები და მათი ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკეს. „საქართველო სისხლის ზღვაში ბანაობდა, ჩვენი დაფლეთილი დროშა კოჯრის მთაზე ქანაობდა" - ამ სიმღერით გავიზარდე, როგორც ბევრი სხვა ემიგრანტი. იმ დროს ისე ჩანდა, რომ საქართველო დამარცხდა, იუნკერები დამარცხდნენ, საქართველო დატოვა თავისმა მთავრობამ და რუსეთმა გაიმარჯვა. ასე ჩანდა 1801 წელს, როცა რუსეთმა გააუქმა საქართველოს სამეფო ტახტი და მისი დამოუკიდებლობა და სუვერენობა იმ მოსკოვის ტრაქტატის მიუხედავად; ასე ჩანდა 1992 წელს, როცა სოხუმი დაეცა; ასე ჩანდა 2008 წელს, როცა საქართველოს ტერიტორია იბომბებოდა. ასე შეიძლება ჩანდეს დღეს ჩვენ მეგობარი უკრაინელებისთვის, როცა მათ ტერიტორიებზე შემოდის რუსეთის ჯარი, მაგრამ ეს მხოლოდ ასე ჩანს, რომ ეს არის რუსეთის ერთგვარი გამარჯვება და ჩვენი ქვეყნების ერთგვარი დამარცხება, ასე ჩანს და ასე არ არის. რეალურად დღეს, როცა პრეზიდენტის სასახლეზე ის დაფლეთილი დროშა არის აღმართული, დღევანდელ დროშასთან ერთად, ეს ნიშნავს, რომ საქართველო და მისი დამოუკიდებლობა ხელშეუხებელია. ასე ჩანდა და ასე არ არის, რადგან ჩვენ ვდგავართ დღეს დამოუკიდებელი საქართველო დამოუკიდებელი უკრაინის გვერდით. ასე ჩანდა და ასე არ არის და იუნკერებმა სინამდვილეში გაიმარჯვეს, რამეთუ ეს მაგალითი დაგვიტოვეს. მაგალითი, რომლითაც ჩვენს ახალგაზრდებს უნდა ვზრდიდეთ. მათ უნდა ესმოდეთ, რომ რიცხოვნობას, ქვეყნის სიძლიერეს არ აქვს მნიშვნელობა და დიდი და პატარა ამ შემთხვევაში არაფერს ნიშნავს, თუ შენ იცი, რისთვის იბრძვი და რისი გწამს", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა. ასევე წაიკითხეთ: იუნკერთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, პრეზიდენტის სასახლეზე დამოუკიდებელი საქართველოს ძველი და ახალი დროშები გადმოფინეს ცნობისთვის, დღეს იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება. კოჯორ-ტაბახმელასთან განვითარებული მოვლენებიდან 101 წელი გავიდა. იუნკერები 1921 წლის 18-25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ იაღლუჯასთან, კოჯორთან და ტაბახმელასთან საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდნენ. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.
ლიეტუვის პარლამენტის სპიკერი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის წევრობის შეჩერებას ითხოვს
ლიეტუვის პარლამენტის სპიკერი ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენი უკრაინაში განხორციელებული ქმედებების გამო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის წევრობის შეჩერებას ითხოვს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. „მოვუწოდებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას და მინისტრთა საბჭოს ერთობლივად მიიღონ ზომები ევროპის საბჭოში რუსეთის წევრობის შესაჩერებლად. რუსეთმა უნდა გაიაზროს, რომ ისეთი ქვეყნისთვის, როგორადაც ის იქცა, დემოკრატიის დამცველ ორგანიზაციებში ადგილი არაა“, - განაცხადა ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენმა. ცნობისთვის, 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.
აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ
22 თებერვალს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართული ბრიფინგიდან აცნობა მედიას რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ და განმარტა, რომ ეს სანქციების პირველი პაკეტია, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონის „აღიარების“ საპასუხოდ ამოქმედდება. შედეგად, სრულ ბლოკადაში მოექა რუსეთის ორი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტი: VEB-სა და მათი სამხედრო ბანკი. დაწესდა ყოვლისმომცველი სანქციები რუსეთის სუვერენულ ვალზე, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის მთავრობა დასავლეთის ფინანსებს მოწყდა. კერძოდ, რუსეთის მთავრობა ვეღარ შეძლებს დასავლეთიდან ფულის მოზიდვას და ვაჭრობას ახალი ვალით ამერიკულ თუ ევროპულ ბაზრებზე. სანქციები შეეხოთ რუსეთის ელიტასა და მათი ოჯახის წევრებს. კონკრეტულად ვინ შედის სანქცირებულთა სიაში, Europetime-მა ინფორმცია სახაზინო დეპარტამენტზე დაყრდნობით შეკრიბა. მოცემულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სანქციები რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ ხუთ გემსაც შეეხება. ესენია: Baltic Leader სატვირთო გემი (IMO: 9220639), Linda (IMO: 9256858) და Pegas (IMO: 9256860 ნედლი ნავთობის ტანკერები), ასევე Fesco Magadan (IMO: 9287699) და Fesco Moneron 29 (IMO: საკონტეინერო გემები. რაც შეეხებათ პუტინთან დაახლოებული რუსული ელიტის წარმომადგენლებსა და მათი ოჯახის წევრებს, სიაში პირველია დენის ბორტნიკოვი, რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (FSB) დირექტორის და რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის, ალექსანდრე ბორტნიკოვის შვილი. დენის ბორტნიკოვი ამჟამად არის რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფინანსური ინსტიტუტის ვითიბი ბანკის საჯარო სააქციო საზოგადოების (ვითიბი ბანკი) პრეზიდენტის მოადგილე და ვითიბი ბანკის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე. 2. PSB ბანკის თავმჯდომარე პეტრო ფრადკოვი; რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და საგარეო დაზვერვის სამსახურის (SVR) ყოფილი დირექტორის, მიხაილ ფრადკოვის შვილი. 3. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის აპარატის უფროსის პირველი მოადგილის, სერგეი კირილენკოს ვაჟი ვლადიმერ კირილენკო. ვლადიმირ კირილენკო ადრე მუშაობდა ვიცე-პრეზიდენტად რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად კომპანია, Rostelecom-ში და ამჟამად არის რუსეთის მთავარი სოციალური სოციალური მედიის პლატფორმის, VKontakte-ს მფლობელი კომპანიის, VK Group-ის აღმასრულებელი დირექტორი. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.
ბორის ჯონსონი: დიდი ბრიტანეთი უკრაინას უფრო მეტ თავდაცვით იარაღს მიაწვდის
დიდი ბრიტანეთი უკრაინას უფრო მეტ თავდაცვით იარაღს მიაწვდის. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული პაკეტი მოიცავს როგორც ლეტალურ, ასევე არალეტალურ დახმარებას, როგორიცაა თავდაცვითი იარაღი. ცნობისთვის, 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციამ ჩეხ კოლეგებთან შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის, დეპუტატთა პალატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტების ხელმძღვანელობასთან, ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე მიმოიხილეს საქართველო-ჩეხეთს შორის არსებული ორმხრივი, მათ შორის, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები. ყურადღება გამახვილდა სამხრეთ კავკასიაში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. ხაზი გაესვა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებას. „ჩეხი კოლეგები დაინტერესდნენ ჩვენი ხედვით შავი ზღვის რეგიონში მოვლენების შესაძლო განვითარების შესახებ, განსაკუთრებით, რუსეთის მხრიდან დონბასში შეჭრის შემდეგ. აგრეთვე, ჩეხეთის მხარემ მოგვაწოდა ინფორმაცია რას გეგმავს ევროკავშირი და NATO, რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. შეხვედრებზე ჩეხეთის წარმომადგენლებმა, კიდევ ერთხელ, დაადასტურეს საქართველოს ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანების უპირობო მხარდაჭერა და აღნიშნეს, რომ საქართველო იმსახურებს NATO-ში სწრაფ გაწევრიანებას. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი და ჩეხეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი.