ძებნის რეზულტატი:
ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი: ესაა ომი ცივილიზაციასა და ტირანიას შორის
„დღეს სიმართლე იქაა, სადაც ადამიანები საკუთარი ქვეყნის საზღვრებს იცავენ და სადაც კაცობრიობა სიბნელეს უპირისპირდება. დღეს მილიტარიზმით და იარაღის ჟღარუნით შეპყრობილი ადამიანების დრო არაა“, მიიჩნევს ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი, რომელიც უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას ეხმაურება: ის, რასაც ჩვენ ვუყურებთ, არის ომი ცივილიზაციასა და ტირანიას შორის... ისტორიის კანონზომიერებიდანაც ვიცით, რომ არ არსებობს აგრესიამ, სიბნელემ, სხვების განადგურების სურვილმა, მარცხი არ განიცადოს საბოლოოდ... დღეს სიმართლე იქაა, სადაც ადამიანები საკუთარი ქვეყნის საზღვრებს იცავენ და სადაც კაცობრიობა სიბნელეს უპირისპირდება. დღეს მილიტარიზმით და იარაღის ჟღარუნით შეპყრობილი ადამიანების დრო არაა. ეს საუკუნე ტექნოლოგიების განვითარების, ინოვაციების, სტარტაპების, მედიცინის მიღწევების, ადამიანების კეთილდღეობაზე ორიენტირებული პოლიტიკის საუკუნე უნდა იყოს და ამ ყველაფრის მტრები და დამპაუზებლები საკადრისაც უნდა დაისაჯონ სრულიად კაცობრიობის სახელით. პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული
პატრიარქი: უკრაინაში დროულად უნდა შეჩერდეს საომარი მოქმედებები, თორემ ეს მსოფლიო ტრაგედიად იქცევა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. პატრიარქი სოციალურ ქსელში წერს, რომ საომარი მოქმედებები დროულად უნდა შეჩერდეს. „უკრაინაში დროულად უნდა შეჩერდეს საომარი მოქმედებები, თორემ ეს მსოფლიო ტრაგედიად განვითარდება“, – წერს პატრიარქი. ამავე თემაზე დმიტრო კულება: უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული
დიდი ბრიტანეთი: რუსეთს ყველაზე მკაცრი სანქციები ელის, რაც არასდროს უნახავს
გაერთიანებული სამეფო რუსეთის წინააღმდეგ უპრეცედენტო და კოორდინირებულ სანქციების პაკეტს წარადგენს. დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში, ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა, რომ სანქციები დღეს დაიწყება. „ეს იქნება ყველაზე დიდი და მკაცრი სანქციები, რაც რუსეთს ოდესმე უნახავს“, განუცხადა მან Sky News-ს. ეს უკვე დიდი ხანია დაგეგმილია ვლადიმერ პუტინის მიერ. ეს არის შეჭრა სრულიად არაპროვოცირებული და გაუმართლებელი. პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული
დავით ზალკალიანი: მოვუწოდებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მკაცრი პასუხი გასცენ რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის დარღვევას
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ზალკანიანის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესია აბსოლუტურად მიუღებელია. „რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესია აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და მოვუწოდებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მკაცრი პასუხი გასცენ რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის დარღვევას და უზრუნველყონ სიტუაციის დეესკალაცია“, – წერს ზალკალიანი. ამავე თემაზე დმიტრო კულება: უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული
საგარეო უწყება: რუსეთის სამხედრო მოქმედებები ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს
„ღრმად ვართ შეშფოთებულნი უკრაინაში განვითარებული მოვლენებით. რუსეთის სამხედრო მოქმედებები ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე, გაეროს ქარტიის და საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებს, რასაც მძიმე შედეგები ექნება არამარტო უკრაინისთვის, არამედ მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობისათვის“, - საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ განცხადებით უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციას ეხმაურება. მტკიცე სოლიდარობას ვუცხადებთ მეგობარ უკრაინელ ხალხს. მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას მიიღოს ყველა ზომა ვითარების დეესკალაციისა და ძალადობის შესაჩერებლად.
უკრაინის თავდაცვის მინისტრი: უკრაინა სრული თავდაცვის რეჟიმზე გადადის
უკრაინა სრული თავდაცვის რეჟიმზე გადადის, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა. „მტერი გვიტევს, მაგრამ ჩვენი არმია დაუმარცხებელია. უკრაინა სრული თავდაცვის რეჟიმზე გადადის“, – წერს რეზნიკოვი სოციალურ ქსელში. ამავე თემაზე დმიტრო კულება: უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული
პოლიცია კიევის ქუჩებში რაკეტის ნაშთს ამოწმებს. ფოტო
რუსეთის შეტევა, როგორც ჩანს, ყველა მხრიდან ხორციელდება - იუწყება BBC და ამის დასტურად მაყურებელს რაკეტის ნაშთის ფოტოს უჩვენებს, რომელიც კიევშია გადაღებული. უკრაინაში აცხადებენ, რომ რუსული სამხედრო მანქანები ქვეყანაში რამდენიმე ადგილას შევიდა, მათ შორის ჩრდილოეთით, ბელორუსიდან და სამხრეთით, ყირიმიდან. სხვა გადაკვეთა დაფიქსირდა აღმოსავლეთით, ხარკოვისა და ლუგანსკის რეგიონში. უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, რუსეთმა სამხედრო მანქანების გაგზავნამდე ცეცხლი არტილერიით გახსნა. ჯერჯერობით მტკიცებულებები გვთავაზობს სურათს, რომ თავდასხმა ყველა მხრიდან ხორციელდება. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა ყველა მოქალაქეს, რომლებიც მზად არიან, დაიცვან ქვეყანა რუსული ძალებისგან, კიევი გასცემს იარაღს ყველასთვის, ვისაც ეს სურს მსხვერპლი ცნობილია, რომ შვიდი ადამიანი დაიღუპა რუსული ძალების მიერ დაბომბვისას, იტყობინება უკრაინის პოლიცია. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ოდესის მახლობლად, პოდილსკში სამხედრო ნაწილზე თავდასხმას ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და შვიდი ადამიანი კი, დაშავდა. ასევე, დაკარგულია ცხრამეტი ადამიანი. მათივე თქმით, ქალაქ მარიუპოლში ერთი ადამიანი დაიღუპა. უკრაინის გენშტაბის ცნობით, ლუგანსკის ოლქის ქალაქ შჩასტიეს მახლობლად 50-მდე რუსი ოკუპანტია განადგურებული. BBC-ის ცნობით: კიევის გარეუბანში აფეთქებების ხმა ისმოდა, ხოლო მის მთავარ აეროპორტთან სროლის ხმა გაისმა, ქალაქში ისმის განგაშის სიგნალი, რომელიც საჰაერო თავდასხმას მოასწავებს. ბოლო ცნობები მოკლედ - BBC-ზე დაყრდნობით რუსეთმა დაიწყო ის, რასაც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უწოდა „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დონბასში. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადანაშაულა რუსეთი სრულმასშტაბიანი ომის დაწყებაში და სთხოვა გაეროს „ყველაფერი გაეკეთებინა“ მის შესაჩერებლად. • აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაგმო თავდასხმა და პირობა დადო, რომ რუსეთი პასუხს აგებს • დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის, გაეროს და NATO-ს ლიდერებმა ასევე მკაცრად დაგმეს რუსეთის შეტევა და კოორდინირებული საპასუხო ზომები განიხილეს. ევროკავშირმა და აშშ-მ უმკაცრესი სანქციები დააანონსეს. ასევე წაიკითხეთ პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებს ანტიპუტინისტური კოალიციის შექმნის ინიციატივით მიმართა
ვოლოდიმერ ზელენსკი: უკრაინა რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს
უკრაინა რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ამასთან, კრაინის პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა და მათ ქვეყნაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. "უკრაინა რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს", - განაცხადა ზელენსკიმ. ამავე თემაზე დმიტრო კულება: უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული
უცხოური მედია: ერდოღანმა უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფომრაციით, უშიშროების საბჭოს სხდომას ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, ჰულუსი აკარი და არმიისა და დაზვერვის წარმომადგენლები ესწრებიან. ამავე თემაზე ვოლოდიმერ ზელენსკი: უკრაინა რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს დმიტრო კულება: უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული
ჯოზეფ ბორელი: რუსეთის ინტერვენციის ფონზე, ევროკავშირი საქართველოსა და მოლდოვის სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას ადასტურებს
რუსეთის ინტერვენციის ფონზე ევროკავშირი უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს და ასევე საქართველოსა და მოლდოვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას უდასტურებს. ამის შესახებ ნათქვამია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებაში. "ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის, მათ მიერ დემოკრატიულად არჩეული ინსტიტუტებისა და წარმომადგენლების გვერდით. ევროკავშირი ასევე ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას და ერთგულებას საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“, – ნათქვამია ბორელის განცხადებაში. ამავე თემაზე დმიტრო კულება: უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული
პატრიარქი: გუშინ და დღეს განვითარებული მოვლენები უკვე სერიოზული სისხლისღვრის საფრთხის შემცველია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე აცხადებს, რომ გუშინ და დღეს განვითარებული მოვლენები უკვე სერიოზული სისხლისღვრის საფრთხის შემცველია, თუმცა შესაძლებლობა ვითარების დარეგულირებისა კიდევ არის. „საქართველოს მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ამიტომაც, გულისტკივილით ვადევნებდით თვალს უკრაინასთან მიმართებაში შექმნილ დაძაბულ ვითარებას. აღვნიშნავთ, რომ გუშინ და დღეს განვითარებული მოვლენები უკვე სერიოზული სისხლისღვრის საფრთხის შემცველია, თუმცა შესაძლებლობა ვითარების დარეგულირებისა კიდევ არის. ეს არის შესაძლებლობა საყოველთაო მშვიდობის შენარჩუნებისაც. შევთხოვთ ყოვლადწმინდა სამებას, მშვიდობა მომადლოს უკრაინის მოსახლეობას და მთელ მსოფლიოს. ღმერთი მშვიდობისა იყოს ყოველთა თანა, ამინ“, – ნათქვამია განცხადებაში. ამავე თემაზე დმიტრო კულება: უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული
მოლდოვა საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს და საჰაერო სივრცეს დახურავს
მეზობელ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, მოლდოვის უშიშროების უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების თხოვნით მიმართა. ამასთან, მოლდოვა თავის საჰაერო სივრცეს ხუთშაბათიდან დახურავს. პრეზიდენტმა მაია სანდუმ ხუთშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე არის „საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა“. სანდუმ უკრაინაში მყოფ მოლდოვის მოქალაქეებს სახლში დაბრუნებისკენ მოუწოდა. მოლდოვაში არსებობს შეშფოთება იმის შესახებ, რომ არსებულმა კონფლიქტმა შეიძლება, გამოიწვიოს ლტოლვილების ნაკადი. სანდუს თქმით, „უკრაინასთან სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე სატრანსპორტო ნაკადის ზრდაა. ჩვენ დავეხმარებით იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. ამ წუთებში ჩვენ მზად ვართ, ათიათასობით ადამიანი მივიღოთ.
ევროკომისიის პრეზიდენტი: რუსეთი თავს დაესხა ევროპის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას
რუსეთი თავს დაესხა არა მხოლოდ დონბასს, არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ევროპის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. მან მოუწოდა რუსეთს სასწრაფოდ გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთს სექტორულ სანქციებს დაუწესებენ. „დღეს დილით რუსული ჯარები შეიჭრნენ უკრაინაში, სუვერენულ და თავისუფალ ქვეყანაში და ახლა იქ უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან. ჩვენ ვგმობთ ამ ბარბაროსულ აქტს და იმ ცინიკურ არგუმენტებს, რომელიც რუსულ მხარეს მოჰყავს. სინამდვილე კი ის არის, რომ პუტინმა დააბრუნა ომი ევროპაში. ამ საშინელ წუთებში ევროკავშირი დგას უკრაინელი ხალხის გვერდით. რუსეთი თავს დაესხა არა მხოლოდ დონბასს, არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ევროპის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. ის საფრთხეს უქმნის რუსი ხალხის მომავალსაც, რის გამოც მას დიდი საფასურის გადახდა მოუწევს", - განაცხადა მან. ამავე თემაზე დმიტრო კულება: უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული
სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დანიშვნას ხელს მოაწერს
ტრაგიკული დღეა უკრაინისთვის, დღეს, როცა ცდილობს გაუმკლავდეს ამ უმძიმეს ვითარებას, საქართველო მის გვერდით დგას“, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს დღე საქართველოსთვისაც ტრაგიკულია. სალომე ზურაბიშვილმა სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს და ქვეყნის პრეზიდენტს. პრეზიდენტს საჭიროდ მიაჩნია საკითხი განხილული იყოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ან უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მასთან შესულია პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის თხოვნა და აპირებს, ხელის მოწერით დაეთანხმოს მის დანიშვნას. საჭიროდ მიმაჩნია, ეს იქნება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა თუ უსაფრთხოების საბჭო, რომ გამოვხატოთ ყველამ ერთად, რომ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით. „დავიწყებ იმით, რომ ეროვნული თანხმობის დღევანდელი სესია, რომელიც უნდა ჩატარებულიყო, გავაუქმე, რამეთუ ეროვნული თანხმობის ერთი საკითხი გვაქვს: ეს არის უკრაინა და ჩვენი სოლიდარობა. დღეს უკრაინისთვის ტრაგიკულია დღეა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე მშვიდობის შენარჩუნებისთვის ყველაფერი იღონა, ვერ აიცილა თავიდან რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია. დღეს, როცა უკრაინა ცდილობს, გაუმკლავდეს ამ უმძიმეს ვითარებას, საქართველო მის გვერდით დგას. ეს დღე ასევე ტრაგიკულია საქართველოსთვის და ყველა მშვიდობისმოყვარე დემოკრატიული ერისთვის ევროპასა და მსოფლიოში. ომი ევროპის გულში გაჩაღდა დიალოგის ყველანაირი მცდელობის მიუხედავად. როგორც საქართველოს პრეზიდენტს - პრეზიდენტს ქვეყნის, რომელმაც ასეთივე აგრესია განიცადა, მინდა გამოვუცხადო უკრაინის პრეზიდენტს, მთავრობას და ხალხს ჩვენი სრული სოლიდარობა. მინდა პატივი მივაგო იმ უკრაინელ ჯარისკაცებს და მოქალაქეებს, რომლების დღეს შეეწირნენ თავიანთი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას. მინდა შევუერთდე გაეროს გენმდივნის და სხვა მსოფლიო ლიდერების მოწოდებებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის თაობაზე. მინდა მივმართო ჩვენს მოსახლეობას, პოლიტიკურ სპექტრს და მთავრობას: დღეს, როგორც არასოდეს, ჩვენთვის და ჩვენი მომავლისთვის აუცილებელია ეროვნული თანხმობა და ერთსულოვნება. ძალა ერთობაშია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი: უკრაინის არმიამ ქალაქ მარიუპოლზე კონტროლი დაიბრუნა
უკრაინის არმიამ ქალაქ მარიუპოლზე კონტროლი დაიბრუნა, მძიმე ბრძოლები კი ამჟამად ხერსონის და ხარკოვის მიმართულებებზე მიმდინარეობს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა. უკრაინის შეირაღებული ძალების მეთაურის თქმით, ჩერნიგოვის მიმართულებაზე რუსეთის არმიის წინსვლა შეჩერებულია, ქალაქ ხარკოვის შემოვლით გზაზე კი მოწინააღმდეგის ოთხი ტანკია აფეთქებული. ამავე თემაზე დმიტრო კულება: უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული
სალომე ზურაბიშვილი: მზად ვარ, წარმოვადგინო საქართველო ყველა ფორმატში, სადაც მიმდინარეობს უკრაინის საკითხის განხილვა
ჩვენ ვართ და მუდამ ვიქნებით მშვიდობიანი გზის მხარეზე, მაგრამ პრინციპების დაცვის მხარეზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მზად არის, კონსტიტუციის შესაბამისად წარმოადგინოს საქართველო ყველა ფორმატში, სადაც მიმდინარეობს უკრაინის საკითხის განხილვა. „ჩემი მხრივ, მზად ვარ, რომ წარმოვადგინო საქართველო, როგორც ამის უფლებას მაძლევს კონსტიტუცია, ყველა იმ ფორმატში, სადაც მიმდინარეობს უკრაინის საკითხის განხილვა, რამეთუ უკრაინის საკითხი, ყველა ჩვენი საკითხია და საჭიროა, რომ საქართველოს ხმა მოისმინონ იქაც. ჩვენ ვართ და მუდამ ვიქნებით მშვიდობიანი გზის მცდელობის მხარეზე, მაგრამ პრინციპების დაცვის მხარეზე და ეს არის ის, რაც უნდა იყოს ჩვენი ერთსულოვნება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ამავე თემაზე დმიტრო კულება: უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული
ავსტრიის ექს-კანცლერი კრისტიან კერნი რუსეთის სახელმწიფო რკინიგზის დირექტორთა საბჭოს ტოვებს
ავსტრიის ყოფილმა კანცლერმა კრისტიან კერნმა განაცხადა, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, რუსეთის რკინიგზის (РЖД) დირექტორთა საბჭოს ტოვებს. კერნმა მიიღო გადაწყვეტილება, შეეწყვიტა წევრობა რუსეთის რკინიგზაში და კომპანიას გადადგომის შესახებ აცნობა. დღეს დილით რუსეთის რკინიგზის ხელისუფლებას ვაცნობე, რომ ამ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ ძალაში შესვლით ვტოვებ ჩემს მანდატს დირექტორთა საბჭოში“, - ციტირებს მის სიტყვებს გაზეთი Derstandard-ი. პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებს ანტიპუტინისტური კოალიციის შექმნის ინიციატივით მიმართა
ფინეთის ექს-პრემიერი ესკო აჰო რუსული „სბერბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ტოვებს
ფინეთის ექს-პრემიერი ესკო ახო რუსული „სბერბანკის“ (Сбербанк) სამეთვალყურეო საბჭოს ტოვებს. გადაწყვეტილება ფინეთის ექს-პრემიერმა უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო მიიღო. ”მე დღეს დავიწყე ზომები გამგეობიდან გამოსვლისთვის,” - განუცხადა აჰომ გაზეთ Turun Sanomat-ს. გარდა ამისა, ავსტრიის ექს-კანცლერი კრისტიან კერნი რუსეთის სახელმწიფო რკინიგზის დირექტორთა საბჭოს ტოვებს. პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებს ანტიპუტინისტური კოალიციის შექმნის ინიციატივით მიმართა
გერმანიის კანცლერი: უკრაინაზე თავდასხმა აბსოლუტურად გაუმართლებელია, ეს „პუტინის ომია“
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია კოორდინაციას აწარმოებს G7-ისა და ევროკავშირის ლიდერებთან რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების მიზნით. „ცხადი გახდება, რომ პუტინმა საშინელი შეცდომა დაუშვა ამ ომის გაჩაღებით. რუსეთი მწარე ფასს გადაიხდის მეზობელ ქვეყანაში შეჭრისთვის. მოვუწოდებ პუტინს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავდასხმა. მან უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა. ამავე თემაზე დმიტრო კულება: უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული
ჩრდილოატლანტიკური საბჭო: უკრაინაზე რუსეთის „შემზარავ თავდასხმას“ გეოსტრატეგიული შედეგები მოჰყვება
ჩრდილოატლანტიკური საბჭო „უკრაინაზე რუსეთის შემზარავ თავდასხმას უმკაცრესად გმობს, რომელიც იყო სრულიად გაუმართლებელი და არაპროვოცირებული. ჩრდილოატლანტიკური საბჭო ასევე გმობს ბელორუსის მხრიდან ამ თავდასხმის ხელშეწყობას. ჩრდილოატლანტიკური საბჭო ვაშინგტონის ხელშეკრულების მეხუთე მუხლის მიმართ ურყევ ერთგულებას ადასტურებს. „ეს არის აგრესიის აქტი დამოუკიდებელი მშვიდობიანი ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენ ვდგავართ უკრაინის ხალხის და მისი ლეგიტიმური, დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის, პარლამენტისა და მთავრობის გვერდით. ჩვენ ყოველთვის ვინარჩუნებთ სრულ მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მათ შორის მის ტერიტორიულ წყლებში“, - აცხადებს ჩრდილოატლანტიკური საბჭო. მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედება და გაიყვანოს მთელი თავისი ძალები უკრაინიდან, სრულად პატივი სცეს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს და დაუშვას უსაფრთხო და შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომა და დახმარება ყველა გაჭირვებული ადამიანისთვის. „მკაცრად გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას, აღიაროს აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტული რეგიონები. ეს კიდევ უფრო არღვევს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებებს, რომლის ხელმომწერიც რუსეთია. მოკავშირეები არასოდეს მიიღებენ ამ უკანონო აღიარებას. რუსეთის ლიდერებმა სრულად უნდა აგონ პასუხი თავიანთი ქმედებების შედეგებზე. რუსეთი გადაიხდის ძალიან მძიმე ეკონომიკურ და პოლიტიკურ ფასს. NATO განაგრძობს მჭიდრო კოორდინაციას შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის ევროკავშირთან. მთელი ამ კრიზისის განმავლობაში NATO, მოკავშირეები და ჩვენი პარტნიორები ყველა ღონეს ხმარობდნენ რუსეთთან დიპლომატიის და დიალოგისთვის, ჩვენ არაერთხელ მოვიწვიეთ რუსეთი NATO-რუსეთის საბჭოში მოლაპარაკებებზე. რუსეთს ჯერაც არ უპასუხია. ეს არის რუსეთი და მხოლოდ რუსეთი, რომელმაც აირჩია ესკალაცია. რუსეთის ქმედებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას და ამას გეოსტრატეგიული შედეგები მოჰყვება. NATO განაგრძობს ყველა საჭირო ზომას ყველა მოკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველსაყოფად. ჩვენ განვათავსებთ დამატებით თავდაცვით სახმელეთო და საჰაერო ძალებს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში. დღეს ჩვენ გავმართეთ კონსულტაციები ვაშინგტონის ხელშეკრულების მეოთხე მუხლის შესაბამისად. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თავდაცვითი გეგმების შესაბამისად ვიმოქმედებთ მოკავშირეების დასაცავად და გადავდგამთ დამატებით ნაბიჯებს შეკავებისა და თავდაცვის გასაძლიერებლად ალიანსის მთელ ტერიტორიაზე. ჩვენი ზომები არის და რჩება პრევენციული, პროპორციული და არაესკალაციური. ჩვენი ერთგულება ვაშინგტონის ხელშეკრულების მეხუთე მუხლისადმი რკინასავით ურყევია. ჩვენ ერთად ვიდგებით ერთმანეთის დასაცავად“, - ვკითხულობთ განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებს ანტიპუტინისტური კოალიციის შექმნის ინიციატივით მიმართა