ძებნის რეზულტატი:

პარლამენტში რიგგარეშე სხდომა 25 თებერვალს, 12:00 საათზე ჩაინიშნა

25 თებერვალს, 12 : 00 საათზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დაინიშნა. სხდომა მოწვეულია პრეზიდენტის განკარგულებით, რომელსაც შესაბამისი მოთხოვნით საპარლამენტო ოპოზიციამ მიმართა. საპარლამენტო ოპოზიციის მიერ გაგზავილი მოთხოვნის გათვალისწინებით რიგგარეშე სხდომა მოწვეულია შემდეგი დღის წესრიგით: 1. პრემიერ -მინისტრის მოსმენა უკრაინაში დაწყებული ომის, არსებული გეოპოლიტიკური ვითარებისა და საქართველოს პოზიციონირების შესახებ; 2. საქართველოს პარლამენტის მიერ უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესიის დაგმობის, ქმედითი დახმარების აღმოჩენის, მათ შორის ჰუმანიტარული, ასევე უკრაინის თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ პრემიერ მინისტრი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან რეგლამენტი პლენარულ სხდომაზე პრემიერის დაბარების განსხვავებულ წესს ითვალისწინებს. პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული

CNN: რუსეთის ძალებმა კიევთან ახლოს მდებარე აეროპორტზე კონტროლი დაამყარეს

CNN-ის ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარებმა ანტონოვის აეროპორტზე, რომელიც კიევის ცენტრიდან დაახლოებით 40 კილომეტრში მდებარეობს, კონტროლი დაამყარეს. ამასთან, რუსეთის რაკეტებმა დარტყმა მიაყენეს უკრაინის ავიაბაზებს და სამხედრო ინფრასტრუქტურას დაახლოებით 25 ქალაქში.  უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ სეროზული დანაკარგი ნახა რუსეთის თავდასხმის საწყის ეტაპებზე 24 თებერვალს. მისი მრჩევლის ინფორმაციით, დაღუპულია 40-ზე მეტი ადამიანი. 24 თებერვალს, უკრაინამ მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა და მიმართა რუსებს, „ვისაც არ დაუკარგავს ღირსება“, პროტესტი გამოთქვან მათი მთავრობის ქმედების მიმართ. ასევე წაიკითხეთ პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებს ანტიპუტინისტური კოალიციის შექმნის ინიციატივით მიმართა

უკრაინის ელჩი: დავიწყეთ ცხოვრება სხვა რეალობაში, სადაც არ არის მსოფლიო წესრიგი. ფართო საერთაშორისო მხარდაჭერის იმედი გვაქვს

ჩვენი მოწოდება საერთაშორისო თანამეგობრობისადმი ძალიან მოკლე და მარტივია: პირველი, შემოიღეთ ყველაზე ხისტი სანქციების რეჟიმი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ; მეორე, მაქსიმალურად მოახდინეთ რუსეთის ფედერაციის, სახელმწიფო აგრესორის იზოლაცია , - მიმართა  საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა საელჩოში გამართულ ბრიფინგზე პარტნიორებს. „დღეს ჩვენ დავიწყეთ ცხოვრება სხვა რეალობაში - იმ რეალობაში, რომელშიც არ არის მსოფლიო წესრიგი, საერთაშორისო სამართალი და არ არის პატივისცემა სხვა ქვეყნის სუვერენიტეტისადმი... მოსკოვმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა, ეს იყო კრემლში მომზადებული სცენარის მიხედვით", - განაცხადა ელჩმა რადიო თავისუფლების ცნობით. მან უკრაინისთვის იარაღის მიწოდების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „ჩვენ ასევე, ფართო საერთაშორისო მხარდაჭერის იმედი გვაქვს და ეს მხარდაჭერა იგრძნობოდა ომის წინა დღეებში, სანამ აგრესორი შეიჭრა ჩვენს სახელმწიფოში. ჩვენი მოწოდება საერთაშორისო თანამეგობრობისადმი ძალიან მოკლე და მარტივია: პირველი, შემოიღეთ ყველაზე ხისტი სანქციების რეჟიმი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. მეორე, მაქსიმალურად მოახდინეთ რუსეთის ფედერაციის, სახელმწიფო აგრესორის იზოლაცია. საკუთრი ქმედებით რუსეთის ფედერაცია საკუთარი თავი დააყენა კანონის მიღმა და შექმნა თავისთვის სრული იზოლაციის პირობები. მესამე ჩვენ რაც დაგვჭირდება, ეს არის შეიარაღება და იარაღი. უკრაინული ჯარი უფრო ძლიერია, ვიდრე 2014 წელს, მაგრამ ბატონმა პრეზიდენტმა ზელენსკიმ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოამზადოს რეზერვი და ამ რეზერვისთვის ჩვენ გვჭირდება შეიარაღება, მაგრამ ძალიან აქტიურია სამხედრო მოქმედებები და ამიტომ, საჭიროა მუდმივად საბრძოლო მასალის მიწოდება. მეოთხე, რასაც საჭიროებს უკრაინა, ეს არის ფინანსური დახმარება. ასევე რაც სჭირდება უკრაინას, ეს არის ჰუმანიტარული დახმარება. ეს ყველაფერი ხდებოდა წინა დღეებშიც, მაგრამ დღეს სამწუხაროდ, ეს უკვე არ არის საკმარისი. საფრთხის ქვეშ არის 40 მილიონი უკრაინელის, ჩემი თანამემამულის სიცოცხლე. ჩვენ არავის არ ვემუქრებით, უკრაინა არავის არ ესხმოდა თავს, ისევე როგორც NATO არავის ესხმოდა თავს. ჩვენზე თავდასხმა განახორციელა ბირთვულმა სახელმწიფომ. რუსეთი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას და უკრაინელ ხალხს, არამედ მთელ მსოფლიოს. თავისუფლება, დემოკრატია აღმოჩნდა რუსული შეიარაღებული ძალების მიზანში. იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მოიკრებს ყველა ძალისხმევას და დაეხმარება აგრესორის შეჩერებაში. ომი არის ადამიანური მსხვერპლი, ისინი გმირები არიან. ჩვენ უკვე ვკარგავთ ჩვენს ჯარისკაცებს, ოფიცრებს და დამცველებს. ჩვენთან ამბობენ, რომ გმირები არ კვდებიან. დიდება უკრაინას, დიდება გმირებს“, - განაცხადა უკრაინის ელჩმა.

რუსმა ოკუპანტებმა ჩერნობილის ყოფილი ატომური ელექტროსადგური და ჰოსტომელის აეროპორტი დაიკავეს

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, კიევთან ახლოს 20 რუსული ვერტმფრენი დაეშვა. ბოლო ცნობებით, რუსმა ოკუპანტებმა ჩერნობილის ყოფილი ატომური ელექტროსადგური და ჰოსტომელის აეროპორტი დაიკავეს   BBC-ის ინფორმაციით, ორივე მხრიდან მიღებული ინფორმაციის დიდი ნაწილი გადაუმოწმებელია, მაგრამ აშკარაა, რომ რუსეთი ახორციელებს დიდ თავდასხმას. რუსული სარაკეტო დარტყმები და აფეთქებები დაფიქსირდა დიდ ქალაქებთან და მიზნად ისახავს სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებას. რუსეთი აცხადებს, რომ 70-ზე მეტი სამხედრო ობიექტი გაანადგურა. უკრაინის სამხედროები აცხადებენ, რომ ჩამოაგდეს სულ მცირე ექვსი რუსული თვითმფრინავი. სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს აღმოსავლეთში, სადაც რუსული ძალები თავს დაესხნენ დონეცკის რეგიონის საავადმყოფოს. შეტაკებები მოხდა საპორტო ქალაქებში ოდესასა და მარიუპოლში და ხარკოვში, ჩრდილო-აღმოსავლეთში. დაღუპულთა საერთო რაოდენობა კვლავ გაურკვეველია. გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა ათობით სამხედრო მოსამსახურე და მშვიდობიანი მოქალაქე. უკრაინის პრეზიდნტის განცხადებით, რუსეთი ვერ აიძულებს უკრაინას, დათმოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა, აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. პრეზიდენტი ზელენსკი ამბობს, რომ ყველაზე პრობლემური ადგილია ხერსონში, ქვეყნის სამხრეთით, სადაც რუსული ჯარები ანექსირებული ყირიმის ჩრდილოეთით გადავიდნენ. ჩრდილოეთში, ის ამბობს, რომ მტერი აგრძელებს რეგიონზე შეტევას. ის ასევე საუბრობს ჯარების დანაკარგებზე და ტყვედ ჩავარდნილ რუს ჯარისკაცებზე. ზელენსკი ამბობს, რომ ბევრი რუსული ავიაცია და მანქანა განადგურდა. „ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრი რუსი შოკირებულია იმით, რაც ხდება“.  24 თებერვალს, დაახლოებით 04:00 საათზე, რუსეთი თავს დაესხა უკრაინას. უკრაინის უმაღლესმა რადამ უკრაინაში საომარი მდგომარეობის დაწესების შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულება დაამტკიცა.  პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

დღეს დიდი ბრიტანეთი აცხადებს ეკონომიკური სანქციების ყველაზე დიდ და მკაცრ პაკეტს, რომელიც რუსეთს ოდესმე უნახავს. ასე წარადგინა გაერთიანებულმა სამეფომ სანქციათა ახალი პაკეტი, რომლის შესახებაც დეტალურად ბორის ჯონსონმა ისაუბრა. დიდი ბრიტანეთის პრემიერის თქმით, მისი სურვილია, იმუშაოს მოკავშირეებთან Swift-ის გადახდების შესაჩერებლად, მაგრამ ეს ჯერჯერობით გამოწვევად რჩება. არსებული პაკეტის მიხედვით, კი აქტივების გაყინვა 100 ახალ ინდივიდსა თუ სუბიექტს შეეხება. ბრიტანეთმა მსხვილი რუსული ბანკების ანგარიშები გაყინა. რუსეთის მოქალაქეებისთვის ბრიტანეთის ბანკებში არსებული დეპოზიტების ზომაზე ლიმიტი დაწესდა. მსხვილ რუსულ კომპანიებს ბრიტანულ ბაზარზე დაფინანსების მოზიდვა აეკრძალებათ, შეიზღუდება რუსეთში ნავთობის გადამუშავებისთვის განკუთვნილი მაღალი ტექნოლოგიებსა და აღჭურვილეოის ექსპორტი. ბორის ჯონსონ თქმით, მსგავსი ფინანსური სანქციები ბელორუსზეც გავრცელდება, უკრაინაში შეჭრაში მისი როლის გამო. მსხვილი რუსული ბანკები გამოეთიშებიან გაერთანებული სამეფოს ფინანსურ სისტემას. ეს გულისხმობს რუსეთში სიდიდით მეორე ბანკის, VTB-ს დაუყოვნებლივ სანქცირებას. სანქცია შეეხება რუსულ ავიაკომპანია „აეროფლოტსაც“. გარდა ამისა, ბრიტანეთში მცხოვრებ უკრაინელებს სავიზო პროცედურები გაუმარტივდებათ. ჩვენ და მსოფლიოს არ გვაქვს უფლება დავუშვათ, რომ თავისუფლება განადგურდეს. ჩვენ არ შეგვიძლია და არც დავუშვებთ, რომ თვალი ავარიდოთ ამ ვითარებას.  

ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა

სანქცირებული რუსული ელიტებისა და მათი ოჯახის წევრების სია იზრდება. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა. ბაიდენის ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, რომ რუსეთის ოთხ მსხვილ ბანკს, მათ შორის VTB ბანკს სანქციები დაუწესდათ. სანქციების ჩამონათვალი ასევე ითვალისწინებს: რუსეთის შესაძლებლობის შეზღუდვას, აწარმოოს ბიზნესი დოლარში, ევროში, გირვანქა სტერლინგსა და იენში               რუსული არმიის დაფინანსების შესაძლებლობის შეჩერებას   რუსეთის უნარის შემცირებას, კონკურენცია გაუწიოს მაღალტექნოლოგიურ 21-ე საუკუნის ეკონომიკას   სანქციებს რუსულ ბანკებზე, რომლებიც ერთობლივად დაახლოებით 1 ტრილიონი დოლარის აქტივებს ფლობენ პრეზიდენტმა ბაიდენმა გაიმეორა, რომ აშშ-ის ძალები „არ არიან და არ იქნებიან" ჩართულნი რუსეთთან კონფლიქტში უკრაინაში. მისი თქმით, აშშ დაიცავს NATO-ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს. პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული

რუსეთში, ომის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებზე სულ მცირე 705 ადამიანი დააკავეს

სულ მცირე 705 ადამიანი დააკავეს დღეს ომის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებზე, რუსეთის 40 ქალაქში, ამის შესახებ საერთაშორისო მედია OVD-Info protest monitor-ზე დაყრდნობით იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, აქცია ასევე გაიმართა მოსკოვში, პუშკინის მოედანზე და სანქტ-პეტერბურგშიც. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული

საქართველოს სხვადასხვა ქალაქში უკრაინის მხარდამჭერი აქციები გაიმართა

საქართველოს სხვადასხვა ქალაქში უკრაინის მხარდამჭერი აქციები იმართება. მოქალაქეები უკრაინის დროშებით შეიკრიბნენ თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, გორში. აქციებზე ჩართეს უკრაინის ჰიმნიც. „საქართველოს მოსახლეობა არასდროს შეგუებია ოკუპაციას. ქართველებს არასდროს დაუხევიათ უკან და დღესაც, საჭიროა არ მივცეთ პუტინს საშუალება, გადაწეროს ისტორია. დღეს, ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ მყარი პოზიცია, რომ რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია", - აცხადებენ პარტია "დროაში", რომელიც თბილისში გამართული აქციის ორგანიზატორია. რადიო თავისუფლების ცნობით, გორში უკრაინის სოლიდარობის აქცია სამოქალაქო აქტივისტების ინიციატივით სოციალურ ქსელში დაიგეგმა და მას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. აქცია ზუსტად იმ ადგილას იმართება, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა კასეტური ბომბი ჩამოაგდო. მაშინ ქალაქის ცენტრში ჰოლანდიელი ოპერატორი სტან სტორიმანსი და ქალაქის მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ. აქციის მონაწილეები გმობენ რუსეთის შეჭრას უკრაინაში და გმობენ ოკუპაციას. აქციის დასასრულს სამოქალაქო აქტივისტებმა „კონსერვატორული მოძრაობის" ახალგახსნილ ოფისზე მიაწებეს უკრაინის მხარდამჭერი პლაკატები, წუხელ კი ეს ოფისი წითელი საღებავით შეღებეს. 24 თებერვალს, კიდევ ერთი აქცია, „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, თბილისში, უკრაინის საელჩოსთან გაიმართა. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო უწყებების შენობაზე დროშები დაეშვა

ოკუპაციის ასეულათასობით მსხვერპლთა პატივსაცემად, ამ დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება. მათ შორის, მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის სასახლის და პარლამენტის შენობაზე. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. საბჭოთა ოკუპაციიდან 101 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, დროშები დაეშვა ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

ბაიდენი პუტინისთვის სანქციების დაწესებაზე: ეს შესაძლებლობა მაგიდაზეა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების შესაძლებლობას განიხილავს. რატომ არ უწესებს ვლადიმერ პუტინს პერსონალურ სანქციებს დღესვე, ჟურნალისტის ამ შეკითხვას, ჯო ბაიდენმა არ უპასუხა. „ეს არ არის ბლეფი. ეს შესაძლებლობა მაგიდაზეა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, პუტინთან საუბარს არ გეგმავს. ბაიდენი კვლავ აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ პუტინის აგრესია რუსეთს ძვირი დაუჯდება, როგორც ეკონომიკურად, ასევე სტრატეგიულად. პუტინი საერთაშორისო არენაზე გარიყული იქნება. პუტინის არჩევანი უკრაინასთან სრულიად გაუმართლებელი ომის თაობაზე რუსეთს უფრო სუსტს გახდის და დანარჩენ მსოფლიოს უფრო ძლიერს. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, რუსეთის ძალების თავდასხმას 57 ადამიანი ემსხვერპლა, 169 - დაშავდა

რუსეთის ძალების თავდასხმას 57 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 169 - დაშავდა, - უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ლიაშკომ განაცხადა, რომ საოკუპაციო ძალებმა საავადმყოფოებსა და სამედიცინო მუშაკებს ცეცხლი გაუხსნეს. მან ასევე აღნიშნა, მოცემულ ეტაპზე ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა სტაბილურად მუშაობს. უკრაინული მხარის ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ოდესის რაიონის (Lypets'ke) სამხედრო ნაწილზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც 18 ადამიანი დაიღუპა.  პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჰოსტომელის აეროპორტზე კონტროლი აღადგინეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჰოსტომელის საერთაშორისო აეროპორტზე (“State Enterprise Antonov”), კიევიდან 10 კილომეტრში კონტროლი აღადგინეს. „ახლა ჩვენ ნამდვილად მოვიგერეთ [რუსული თავდასხმა]. ჰოსტომელის აეროპორტი ჩვენია [უკრაინის კონტროლის ქვეშ]. რუსული დესანტი განადგურდა", - წერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი Facebook-ზე. უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, რუსეთის ძალების თავდასხმას 57 ადამიანი ემსხვერპლა, 169 - დაშავდა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსმა ოკუპანტებმა ჩერნობილის ყოფილი ატომური ელექტროსადგური და ჰოსტომელის აეროპორტი დაიკავეს   პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული

ზელენსკი პარტნიორებს: გათიშეთ რუსეთი SWIFT-დან

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი SWIFT-იდან რუსეთის გათიშვას ითხოვს. „ახლოვდება ევროკავშირის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი მკაცრი სანქციების პაკეტი. განვიხილეთ ყველა დეტალი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან. ჩვენ მოვითხოვთ რუსეთის გათიშვას SWIFT-იდან, უკრაინის ცაზე არასაფრენი ზონის და სხვა ქმედითი ზომების შემოღებას აგრესორის შესაჩერებლად“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი Twitter-ზე. პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული

აშშ უკრაინას ახალ თავდაცვით იარაღს მიაწვდის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ, დმიტრო კულებას განუცხადა, რომ აშშ უკრაინას ახალ თავდაცვით იარაღს მიაწვდის.კულებას თქმით, სახელმწიფო მდივანს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკი აგრესიული ომის შეჩერების გზებზე ესაბრა.   „მან ინფორმაცია მომაწოდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებზე, ასევე აშშ-ის გეგმაზე, რომ უკრაინას თავდაცვითი იარაღი მიაწოდოს“, - წერს დმიტრო კულება.   პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული

ვოლოდიმერ ზელენსკი: მარტო ვრჩებით ჩვენი სახელმწიფოს დაცვაში. ვინ არის მზად, ჩვენთან ერთად იბრძოლოს?!

მარტო ვრჩებით ჩვენი სახელმწიფოს დაცვაში. ვინ არის მზად, ჩვენთან ერთად იბრძოლოს? სიმართლე გითხრათ, ასეთებს ვერ ვხედავ, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. „ჩვენ მხარს გვიჭერენ. თითოეული სახელმწიფოს მადლობელი ვარ, რომელიც უკრაინას კონკრეტულად ეხმარება. თუმცა, ჩვენ მარტო ვრჩებით ჩვენი სახელმწიფოს დაცვაში. ვინ არის მზად, ჩვენთან ერთად იბრძოლოს? სიმართლე გითხრათ, ასეთებს ვერ ვხედავ. ვინ არის მზად, უკრაინას ნატოში გაწევრიანების გარანტია მისცეს? სიმართლე გითხრათ, ყველას ეშინია. ჩვენი ქვეყნის ყველა პარტნიორს ვეუბნები: ახლა ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ასევე წაიკითხეთ: პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული

დმიტრო კულება: საშინელი რუსული სარაკეტო თავდასხმა კიევზე. ბოლოს ასეთი რამ ჩვენს დედაქალაქში 1941 წელს მოხდა, როდესაც ფაშისტური გერმანია დაგვესხა თავს

ბოლოს ასეთი რამ ჩვენს დედაქალაქში 1941 წელს მოხდა, როდესაც ფაშისტური გერმანია დაგვესხა თავს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულებამ სოციალურ ქსელში დაწერა. „საშინელი რუსული სარაკეტო თავდასხმა კიევზე. ბოლოს ასეთი რამ ჩვენს დედაქალაქში 1941 წელს მოხდა, როდესაც ფაშისტური გერმანია დაგვესხა თავს. უკრაინამ მაშინდელ ბოროტებაზე გაიმარჯვა და გაიმარჯვებს ახლაც. იზოლაციაში მოაქციეთ რუსეთი, გაწყვიტეთ ყველა კავშირი, ამოაგდეთ რუსეთი ყველაფრიდან“,- წერს დმიტრო კულება​ Twitter-ზე. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა ამავე საღამოს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს.

ემანუელ მაკრონსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ემანუელ მაკრონსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საფრანგეთის პრეზიდენტმა რუს კოლეგას უკრაინაში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ემანუელ მაკრონისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარი გვიან ღამით შედგა. „პრეზიდენტი მაკრონი ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ ტელეფონით დაუკავშირდა რუსეთის პრეზიდენტს, მოუწოდა მას უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ და შეახსენა სანქციების შესახებ, რომელიც საკუთარი ქმედებების გამო უწესდება“, - ნათქვამია ელისეს სასახლის განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 7 482 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 32 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 35 583 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 538 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 045 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 21.03%, ბოლო 14 დღის - 28.49% ხოლო 7 დღის - 25.38%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 14 603 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 462 572. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 054 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 7 482 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 3 272 შემთხვევა, აჭარა - 406, იმერეთი - 1 266, ქვემო ქართლი - 310, შიდა ქართლი - 455, გურია - 279, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 528, კახეთი - 599, მცხეთა-მთიანეთი - 173, სამცხე-ჯავახეთი - 118 რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 76. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 113 284 საიდანაც: 5 020 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 217, აჭარაში - 547, იმერეთში - 856. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 108 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 471, აჭარაში - 131, იმერეთში - 309. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 283 პაციენტი, მათგან თბილისში - 155, აჭარაში - 34, იმერეთში - 28. 599 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 411 - თბილისში, 103 - აჭარაში. 107 665 ადამიანი სახლში მმკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 4 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 4, ხოლო აჭარაში - 0.

შალვა პაპუაშვილი: დღემდე ჩვენს ელჩსა და კონსულს კიევი არ დაუტოვებიათ

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი მსოფლიოში მეორე იყო, რომელმაც უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო და ამასთან, უკრაინაში საქართველოს ელჩსა და კონსულს დღემდე კიევი არ დაუტოვებიათ. ამის შესახებ პაპუაშვილმა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უკრაინის მიმართ თანადგომასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველო ყველა საერთაშორისო ფორმატს იყენებს, რათა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატოს. „რაც შეეხება ჩვენი ხელისუფლების თანადგომას უკრაინის მიმართ - იცით, რომ გუშინ შევხვდი უკრაინის ელჩს საქართველოში და მან კიდევ ერთხელ გადმოგვცა უკრაინის ხელისუფლების მადლობა თანადგომისთვის, რასაც საქართველოს ხელისუფლება იჩენს უკრაინის მიმართ. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტი იყო მსოფლიოში მეორე პარლამენტი, რომელმაც უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო და რომელსაც სხვათა შორის ოპოზიციის ნაწილმა მხარი არ დაუჭირა; საქართველო იყენებს ყველა საერთაშორისო ფორმატს - გაეროს, ეუთოს, ევროსაბჭოს, ევროკავშირის სხვადასხვა ფორმატს, რათა მხარდაჭერა გამოხატოს უკრაინის მიმართ. მათ შორის იცით, რომ რამდენიმე დღის წინ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში შეხვედრა გაიმართა, სადაც გავრცელდა განცხადება, რომელშიც ევრონესტი მხარს უჭერს უკრაინას; საქართველოს ელჩი უკრაინაში და საქართველოს კონსული დღემდე კიევში იმყოფებიან და უკრაინის ხელისუფლებასთან და საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებიც უკრაინაში იმყოფებიან, პირდაპირ კავშირზე არიან. ხაზს ვუსვამ - დღემდე ჩვენს ელჩსა და კონსულს კიევი არ დაუტოვებიათ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის გამო, რომელსაც ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა, უკრაინა საქართველოს ხელისუფლებას მადლობას უხდის. „დეზინფორმაციული კამპანიაა, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი მართავს, მათ შორის, სწორედ ამ რეზოლუციის წინააღმდეგ და ცდილობს დააკნინოს რეზოლუცია. უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას ხმა არ მისცეს, რომლის გამოც ჩვენ უკრაინა მადლობას გვიხდის. ანუ უკრაინა კმაყოფილია ამ რეზოლუციით და ოპოზიციის ნაწილი არ არის კმაყოფილი, რაც აბსოლუტურად აბსურდია და ადასტურებს ერთადერთ რამეს, რომ ისინი ცდილობენ, უკრაინის საკითხი გამოიყენონ შიდაპოლიტიკური დღის წესრიგისთვის“,- აცხადებს შალვა პაპუაშვილი. ასევე წაიკითხეთ: პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული

ემანუელ მაკრონი: ეს არ არის კრიზისი, ეს არის ომი ევროპაში

ეს არ არის კრიზისი, ეს არის ომი ევროპაში, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა. მისივე თქმით, საფრანგეთი უკრაინის დასახმარებლად 300 მილიონ ევროს გამოყოფს. „ეს არ არის კრიზისი, ეს არის ომი ევროპაში. ეს არჩევანი ვლადიმერ პუტინმა ერთდროულად რამდენიმე სამხედრო ოპერაციის დაწყებით გააკეთა. ომს უკვე ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. პუტინს სურს ისტორია შეცვალოს, დაგვაბრუნოს კონფრონტაციაში. პუტინის კიდევ ერთი არჩევანი საერთაშორისო სამართლის კანონმდებლობის უგულებელყოფაა. პუტინის არჩევანს გაერთიანებული ვხვდებით", - განაცხადა მაკრონმა. ასევე წაიკითხეთ: პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული