ძებნის რეზულტატი:
მედიის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში პერსონალის ევაკუაცია დაიწყო
უკრაინაში რუსეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში პერსონალის ევაკუაცია დაიწყო. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ი კიევში რუსეთის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს. რუსეთს უკრაინაში შემდეგი დიპლომატიური წარმომადგენლობები აქვს: საელჩო კიევში და გენერალური საკონსულოები ხარკოვში, ოდესასა და ლვოვში. ცნობისთვის, 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.
ლიზ ტრასი: რუსეთის ხელმძღვანელობის ქმედებებში თანამონაწილეების სია გრძელია
დიდი ბრიტანეთი მზადაა, „უკრაინაში სრული შეჭრის შემთხვევაში“, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააძლიეროს, ამის შესახენ დიდი ბრიტანეთის განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. მინისტრმა გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებულ კრიტიკასაც უპასუხა და განმარტა, რომ სანქციები ყველაზე მკაცრი იყო, რაც კი გაერთიანებულმა სამეფოს ოდესმე გამოუყენებია რუსეთის მიმართ. ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რათა განვასხვავოთ ისინი, ვინც რეჟიმის მხარდამჭერები არიან და ისინი, ვინც მხარს უჭერენ ვლადიმერ პუტინს; ისინი, ვინც შესაძლოა, რუსეთიდან გადავიდნენ წლების წინ და ისინი, ვინც არიან ნაწილი ბრიტანეთის პოლიტიკური სისტემის ნაწილნი. ტრასმა განაცხადა, რომ მთავრობას რუსეთის ხელმძღვანელობის ქმედებებში თანამონაწილეების გრძელი სია აქვს და თუ პუტინი უარს იტყვის ჯარების უკან დახევაზე, დიდ ბრიტანეთს შეუძლია, „ტემპერატურა აწიოს“. გაერთიანებული სამეფო შეუზღუდავს რუსულ სახელმწიფოსა და ძირითად კომპანიებს დიდი ბრიტანეთის ფინანსურ ბაზრებზე დაფინანსების მოპოვებას, ასევე, აკრძალავს მთელ რიგ მაღალტექნოლოგიურ ექსპორტს რუსეთში, რაც წლებით უკან დახევს მისი სამხედრო-ინდუსტრიული ბაზის განვითარებას. შეგახსენებთ, 22 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა.
სალომე ზურაბიშვილის მრჩეველი დავით თევზაძე გახდა
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე გახდა. ამის შესახებ მედიისთვის ცნობილი დღეს, 23 თებერვალს პრეზიდენტის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან გახდა. "პრეზიდენტმა და მთავარმა მრჩეველმა სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში, დავით თევზაძემ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს", - ეწერა პოსტში. პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიული მონაცემების მიხედვით, დავით თევზაძე მრჩევლის თანამდებობაზე 2022 წლის 21 თებერვლიდან მუშაობს. 1998-2004 წლებში დავით თევზაძე იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი. 2004 წელს დაინიშნა საქართველოს ელჩად NATO-ში, 2004-2005 წლებში კი ხელმძღვანელობდა სტრატეგიული კვლევების ჯგუფს.
პოლონეთის, ლიეტუვისა და უკრაინის პრეზიდენტებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი
უკრაინა იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, – ამის შესახებ საუბარია ერთობლივ დეკლარაციაში, რომელსაც კიევში ვიზიტით მყოფმა ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ და პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ უკრაინელ კოლეგა ვლადიმირ ზელენსკისთან ერთად მოაწერეს ხელი. „ხაზს ვუსვამთ, რომ ასოცირების შეთანხმებისა და შიდა რეფორმების განხორციელებაში მნიშვნელოვანი პროგრესის გათვალისწინებით, ასევე უსაფრთხოების არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, უკრაინა იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს და ლიეტუვა და პოლონეთი მხარს დაუჭერენ უკრაინას ამ მიზნის მიღწევაში“, – ნათქვამია დეკლარაციაში. ცნობისთვის, 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.
დიდი ბრიტანეთი მზადაა, უკრაინას საკრედიტო გარანტიის სახით $500 მილიონი გამოუყოს
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყანა მზადაა, უკრაინას „რუსეთის აგრესიის ქარიშხლის“ გადატანაში დაეხმაროს და გამოუყოს მას საკრედიტო გარანტიის სახით $500 მილიონი და დამატებითი სახსრები. „ჩვენს სიტყვას საქმე მოჰყვება და ვიყენებთ ბრიტანეთის ეკონომიკურ გამოცდილებას და ამ ქვეყნის ძალას იმისათვის, რომ დავეხმაროთ უკრაინის ხალხს“, - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა.
კელი დეგნანი: ახლა, როგორც არასდროს, აშშ დადგება ქართველი ხალხის გვერდით, მხარს დაუჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას
ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ვიდეომიმართვას ავრცელებს და ვაშინგტონში გამართული შეხვედრების დროს განხილული თემების შესახებ იუწყება. კელი დეგნანი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ქმედებებით გამოწვეული უსაფრთხოების მიმდინარე კრიზისის თაობაზე აშშ-ში მიღებულ ინფორმაციას გვიზიარებს. „პრეზიდენტი ბაიდენი, სახელმწიფო მდივანი ბლინკენი, თავდაცვის დეპარტამენტის მდივანი და ყველა მათი თანამშრომელი ფოკუსირებულია მშვიდობიანი და დიპლომატიური გადაწყვეტის გზებზე. ეს რჩება შეერთებული შტატების მთავარ პრიორიტეტად. ამავდროულად, ჩვენ ვაცნობიერებთ უარესისთვის მომზადების აუცილებლობას. როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ. სწორედ ამიტომ, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან შეთანხმებით დავიწყეთ უწყვეტი დიპლომატია ევროპაში სტაბილურობისა და უსაფრთოხების გასაუმჯობესებლად, ეს მოიცავს საქართველოს მთავრობასთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას, სხვადასხვა არხის მეშვეობით ინფორმაციის გაზიარებას, რასაც გავაგრძელებ თბილისში დაბრუნების შემდეგ და რასაც გავაკეთებდი ვაშინგტონში გამგზავრებამდე“, - აღნიშნავს კელი დეგნანი. ამერიკის ელჩის თქმით, ქართველებმა, უკრაინელების მსგავსად, აირჩიეს ევროატლანტიკური ინტერგრაციის გზა. შეერთებულ შტატებში არის ქართველი ხალხისა და თქვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა, რომელიც ეფუძნება ჩვენს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს: თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარულს. ამ კვირის განმავლობაში ჩემ მიერ გამართულ შეხვედრებზე შეერთებულმა შტატებმა მტკიცედ და მკაფიოდ წარმოაჩინა ამ გზაზე საქართველოს დახმარების მიმართ ერთგულება. ჩვენ 30 წელია, ამაზე ვმუშაობთ. ახლა, როგორც არასდროს, შეერთებული შტატები დადგება ქართველი ხალხის გვერდით, მხარს დაუჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ერთად იმუშავებს იმ მომავლისთვის, რაც ქართველებს სურთ და რასაც იმსახურებენ - ეს არის სტაბილური, უსაფრთხო, აყვავებული საქართველო, რომელიც სრულად ინტერგრირებულია ევროატლანტიკურ ერთა ოჯახში. ელჩი საქართველოში დაბრუნებას კვირის ბოლოს გეგმავს. კელი დეგნანი შეხვდა კოლეგებს სახელმწიფო დეპარტამენტში, თეთრ სახლში, ეროვნული უშიშროების საბჭოსა და კონგრესში. ასევე გამართა შეხვედრები ამერიკა - საქართველოს ბიზნეს საბჭოსთან, ასევე სხვა უწყებებთან საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების განსახილველად. „ცხადია, ბევრ საკითხს შევეხეთ და ვფიქრობ, დრო განსაკუთრებით კარგად იყო შერჩეული, რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით“, - აღნიშნავს ელჩი.
ჩინეთი უკრაინაში „სიტუაციის გაუარესებით" შეშფოთებულია
სახელმწიფო მრჩეველმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ მისივე თხოვნით სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ჩინელ კოლეგასთან საუბრისას, ენტონი ბლინკენმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საკითხი განიხილა და ხაზი გაუსვა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების აუცილებლობას. თავის მხრივ, ჩინეთის საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა უკრაინის საკითხზე მოსაზრებები გაცვალეს. ვან იმ აღნიშნა, რომ ჩინეთი უკრაინაში შექმნილ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება და ამასთან დაკავშირებით, ჩინეთის თანმიმდევრულ პოზიციას ხაზი გაუსვა. მანვე აღნიშნა, რომ ყველა ქვეყნის უსაფრთხოების ლეგიტიმურ შეშფოთებებს პატივი უნდა სცენ, გაეროს წესდების მიზნები და პრინციპები კი, დაცული უნდა იყოს. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ პეკინი შეშფოთებულია უკრაინაში სიტუაციის „გაუარესებით“ და კიდევ ერთხელ მოუწოდებს მხარეებს, გამოიჩინონ თავშეკავება და უთანხმოება დიალოგის, მოლაპარაკებების გზით გადაწყვიტონ. ამასთან, აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესახებ პოზიცია საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ტრადიციულ ბრიფინგზე დააფიქსირა. ჩვენი პოზიციაა, რომ სანქციები არასოდეს არის ფუნდამენტურად ეფექტიანი საშუალება პრობლემების გადასაჭრელად. ჩვენ მუდმივად ვეწინააღმდეგებით ყველა უკანონო ცალმხრივ სანქციებს. 2011 წლიდან შეერთებულმა შტატებმა რუსეთს 100-ზე მეტი სანქცია დაუწესა. თუმცა ამერიკის სანქციებმა გადაჭრა რაიმე პრობლემა? არის თუ არა მსოფლიო უკეთესი ამ სანქციების გამო? გადაიჭრება თუ არა უკრაინის საკითხი რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების დაწესებით? იქნება თუ არა ევროპის უსაფრთხოება უფრო დაცული რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების შედეგად? ვიმედოვნებთ, რომ შესაბამისი მხარეები სერიოზულად დაფიქრდებიან და შეეცდებიან პრობლემების მოგვარებას დიალოგისა და კონსულტაციების გზით. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. ასევე წაიკითხეთ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინა უნდა იყოს ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის და არა ფრონტის ხაზი დიდ ძალებს შორის დაპირისპირებისთვის ნედ პრაისი: პუტინის მჭიდრო ურთიერთობა ჩინეთთან, რუსეთის ეკონომიკისთვის მძიმე შედეგებს ვერ აანაზღაურებს
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1996 წელს დაბადებული ი.ბ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ი.ბ. თბილისში მომხდარ ნ.კ.-ს მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულ გ.კ.-სთან მეგობრობდა, შესაბამისად, მან იცოდა თავისი მეგობრის მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულის შესახებ. ასევე, დადგინდა, რომ ი.ბ.-მ საკუთარ სახლში ღამე გაათევინა გ.კ.-ს და ამავე საქმეზე მეორე ბრალდებულ ა.ჭ.-ს, ხოლო მეორე დღეს მათ მიმალვაში დაეხმარა. ი.ბ.-მ პოლიციას ამის შესახებ არ შეატყობინა. დანაშაულის 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით“, - აცხადებს შსს. ცნობისთვის, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკაკი ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. ამავე თემაზე ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულები პატიმრობაში რჩებიან
საგარეო საქმეთა მინისტრმა და ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა უკრაინის გარშემო შექმნილი ვითარება განიხილეს
საქართველოს ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე განიხილს უკრაინის გარშემო შექმნილი ვითარება და მიმდინარე პროცესების გავლენა როგორც გლობალურ, ისე რეგიონალურ უსაფრთხოებაზე. ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიების - დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეშ დარღვევას. დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ არსებულ ვითარებაში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება პარტნიორების მხრიდან უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას და ერთიანი პოზიციის შენარჩუნებას. მან მადლობა გადაუხადა პარტნიორ ქვეყნებს შექმნილი ვითარების ფონზე საქართველოსთან მუდმივი კორდინაციის და ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა.
უკრაინის სამთავრობო უწყებებსა და ბანკების ვებგვერდებზე მასობრივი კიბერშეტევა განხორციელდა
უკრაინა სამთავრობო უწყებებსა და ბანკების ვებგვერდებზე მასობრივი კიბერშეტევის შესახებ იუწყება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კიბერთავდასხმების თავიდან აცილების მიზნით, ოფიციალურ ვებგვერდზე წვდომა დაბლოკა. „უკრაინის სამთავრობო ვებგვერდებზე მორიგი მასობრივი (DDoS) თავდასხმა ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:00 საათზე დაიწყო. ჩვენ გვაქვს შესაბამისი მონაცემები არაერთი ბანკიდან, ასევე არის პრობლემები უმაღლესი რადას, უკრაინის მინისტრთა კაბინეტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდებზე წვდომასთან დაკავშირებით. ეს გამოწვეულია სხვა პროვაიდერზე გადართვით, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ თავდასხმის ზიანი “, - განაცხადა ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა. წელს უკრაინა ორჯერ გახდა DDoS შეტევის სამიზნე - 14-15 იანვარს და 15 თებერვალს. თავს დაესხნენ უკრაინის ეროვნული ბანკის რესურსებს, პორტალს და Diia-ს სამთავრობო ელექტრონული სერვისების აპლიკაციას, ასევე Oschadbank-სა და Privatbank-ს.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი დამტკიცებულია. ევროკავშირმა შავ სიაში მთავრობის წევრები და ოლიგარქები შეიყვანა
უკრაინის ოკუპირებული რეგიონების დონეცკისა და ლუგანსკის „აღიარებისა“ და ამ ტერიტორიებზე რუსული ჯარების გაგზავნის საპასუხოდ, ევროკავშირის მიერ 22 თებერვალს წარდგენილი სანქციათა პაკეტი დამტკიცებულია. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, რუსეთის მხრიდან ასეთი გადაწყვეტილებები უკანონო და მიუღებელია. ეს არღვევს საერთაშორისო სამართალს, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს და კიდევ უფრო ამწვავებს კრიზისს. ასევე წაიკითხეთ: ბორელი ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვედრილ რუსებს: აღარავითარი შოპინგი მილანში, წვეულებები სენ-ტროპეში, ბრილიანტები ანტვერპენში რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან ევროკავშირის მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე ერთხმად 22 თებერვალს შეთანხმდნენ. სანქციების სიაშია 27 ფიზიკური და იურიდიული პირი, რომლებიც „ძირს უთხრიან უკრაინის მთლიანობას“. მათ შორის არიან გადაწყვეტილების მიმღები პირები, მთავრობის წევრები, რომლებიც მონაწილეობდნენ უკანონო გადაწყვეტილებებში; ბანკები და ბიზნესმენები/ოლიგარქები, რომლებიც ფინანსურად ან მატერიალურად უჭერენ მხარს რუსეთის ოპერაციებს დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებზე, ან იღებენ მათგან სარგებელს; უფროსი სამხედრო ოფიცრები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს შეჭრისა და დესტაბილიზაციის მოქმედებებში; და პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უკრაინის წინააღმდეგ დეზინფორმაციულ ომზე. ასევე, რუსეთის დუმის 351 დეპუტატი, რომლებმაც ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობას მისცეს ხმა, ევროკავშირის შავ სიაში შეიყვანეს. შემაკავებელი ზომები აქტივების გაყინვას მოიცავს და ჩამოთვლილი ფიზიკური პირებისა და სუბიექტებისთვის სახსრების ხელმისაწვდომობას აკრძალავს. ასევე, ზღუდავს შესვლას ევროკავშირის ტერიტორიაზე. ევროკავშირი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში დამატებითი, მძიმე სანქციები ამოქმედდება. უფრო კონკრეტულად, რადიო თავისუფლების ცნობით, სიაში არიან: თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანტონ ვაინო, ეკონომიკური განვითარების მინისტრი მაქსიმ რეშეტნიკოვი, მარატ ხუსნულინი, რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე მშენებლობისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტში. დმიტრი გრიგორენკო, რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერი და რუსეთის ფედერაციის მთავრობის აპარატის უფროსი, ის ასევე არის „ვითიბი ბანკის”, სახელმწიფო ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ასოცირდება „ვითიბი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან მაქსიმ რეშეტნიკოვთან. ევგენი პრიგოჟინი, ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი, მეტსახელად „კრემლის მზარეული“, ცნობილი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერ“ ჯგუფის მფლობელი. ეს არის რუსეთში დაფუძნებული არაკორპორირებული (არაფორმალური - რ.თ.) სამხედრო სუბიექტი, რომელიც პასუხისმგებელია უკრაინაში „ვაგნერ” ჯგუფის დაქირავებულთა განლაგებაზე. ასევე წაიკითხეთ: აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ანტივაქსერს მეძახიან ადამიანს, რომელმაც 5 მილიონი ვაქცინა შემოვიტანე
„ვაქცინებზე მაკრიტიკებენ და ანტივაქსერს მეძახიან ადამიანს, რომელმაც 5 მილიონი ვაქცინა შემოვიტანე, დამხვდა ნული, როცა მოვედი პრემიერად. კოვიდი ორჯერ გადავიტანე, ორჯერ ავიცერი“,... ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. გადაცემის წამყვანმა მას „ომიკრონზე“ გაკეთებული განცხადება შეახსენა, რომ ვაქცინა ამ შტამზე არ მუშაობს. „მე კი არ გავაკეთე ეს განცხადება, მოუსმინეთ მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს, მათაც არ იციან, რა არის „ომიკრონი“, რეალურად, ეს არის პანდემიის დასასრულის დასაწყისი“, უპასუხა ღარიბაშვილმა. ეს არის პროფესორი ფაუჩის და სხვა მეცნიერების ნათქვამი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა „რუსთავი2“-ის ეთერში. მისივე თქმით, ის რომ „ომიკრონზე“ ვაქცინა არ მუშაობს, ეს არის პროფესორი ფაუჩის და სხვა მეცნიერების ნათქვამი.
ირაკლი ღარიბაშვილი: იარაღის მიწოდება არ არის გამოსავალი ამ სიტუაციაში. ნებისმიერი ასეთი კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მხოლოდ მოლაპარაკების გზით
რეზოლუციის გარდა არის თუ არა ნაბიჯები, რითაც საქართველომ მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინას და მიუერთდება თუ არა საქართველო სანქციებს, ამ შეკითხვებს უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი2“-ის ეთერში. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ყოველთვის ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე იხელმძღვანელებს. „ჩვენ შესაძლებლობების ფარგლებში გვერდით ვუდგავართ უკრაინელ ხალხს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. ღარიბაშვილის თქმით, ნებისმიერი ასეთი კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მხოლოდ მოლაპარაკების გზით. ჩვენ ვაკვირდებით ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეაქციას, ყურადღებით შევისწავლით სანქციებს, მის შესაძლო ეფექტებს როგორც რეგიონზე, ასევე ჩვენს ქვეყნაზე და ამის მიხედვით, ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებებს. „მხოლოდ დიპლომატიის, მხოლოდ მოლაპარაკების გზით, იმიტომ რომ ჩვენ ომის ფასი ძალიან კარგად ვიცით, ქართველებმა. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ უჩვეულო გარემო იყო მიუნხენის კონფერენციაზე. ჯერ ერთი, წარმომადგენლობა იყო საკმაოდ შეზღუდული, შემცირებული, ძალიან ნაკლები ქვეყნის ლიდერი ჩამოვიდა, სამწუხაროდ და ჩემდა გასაკვირად მიუნხენში და ძალიან დაბნეულობა იგრძნობოდა ამ მიმართულებითაც, თუმცა, ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ვუსურვებთ სიმტკიცეს, მშვიდობას. უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტი ზელენსკი საკმაოდ თავშეკავებული არის ამ სიტუაციაში, მიუხედავად იმ დიდი გამოწვევისა, რომელიც მისი ქვეყნის და მისი ხალხის წინაშე დგას და ჯერჯერობით იგი ძალიან მტკიცე თავშეკავებას იჩენს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი2“-ის ეთერში. ჩემთვის საინტერესო იყო იმის მოსმენა, რომ რიგმა ევროპის ქვეყნებმა უარიც კი განაცხადეს და უკრაინას არ მიაწოდეს იარაღი, ეს ზოგიერთმა ქვეყანამ თავისებურად ახსნა, მოგეხსენებათ, რომ ამერიკა იყო ყველაზე დიდი დონორი ამ მიმართულებით და ყველაზე მეტი კონტრიბუცია მათ შეიტანეს იარაღის მიწოდების ნაწილში, კიდევ რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი და ზოგადად მე მინდა ვთქვა, რომ იარაღის მიწოდება არ არის გამოსავალი ამ სიტუაციაში. ნებისმიერი ასეთი კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მხოლოდ მოლაპარაკების გზით. მხოლოდ დიპლომატიის, მხოლოდ მოლაპარაკების გზით, იმიტომ, რომ ჩვენ ომის ფასი ძალიან კარგად ვიცით, ქართველებმა.
ანკარა: ერდოღანმა პუტინს ხაზგასმით განუცხადა, რომ თურქეთი არ აღიარებს მოსკოვის ბოლო ნაბიჯებს, რომლებიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. თურქული მედიის ცნობით, პუტინთან საუბარში თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს რუსეთ-უკრაინის დაძაბულობის დეესკალაციისა და მშვიდობის შესანარჩუნებლად და ანკარაში უმასპინძლოს პრეზიდენტ პუტინს. ინფორმაციას თურქული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანკარა არ აღიარებს მოსკოვის ბოლო ნაბიჯებს, რომლებიც არღვევს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ამასთან, ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის დავის გადაწყვეტის მნიშვნელობას მინსკის შეთანხმებების საფუძველზე. თურქეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მოწოდება დიალოგის გზით დავის მოგვარებისკენ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანკარა ინარჩუნებს კონსტრუქციულ პოზიციას NATO-ს ფარგლებში. პუტინი-ერდოღანის საუბრის შემდეგ, კრემლმაც გამოაქვეყნა ცალკე განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ორმა ლიდერმა მოსაზრებები გაცვალა რუსეთის მიერ ორი სეპარატისტული რეგიონის აღიარების შესახებ. ნათქვამია, რომ პუტინმა ეს ნაბიჯი ახსნა "დონბასში უკრაინის ხელისუფლების აგრესიით და მათი კატეგორიული უარით მინსკის შეთანხმების შესრულებაზე". პუტინმა ასევე გამოხატა იმედგაცრუება აშშ-სა და NATO-ს რეაქციით და განაცხადა, რომ მათ „რუსეთის ლეგიტიმური შეშფოთების და მოთხოვნების“ იგნორირება მოახდინეს“. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.
აშშ „ჩრდილოეთის ნაკადი2“-ის ოპერატორ Nord Stream 2 AG-ს ახალ სანქციებს დაუწესებს
აშშ „ჩრდილოეთის ნაკადი2“-ის გაზსადენის პროექტის მხარდამჭერი კომპანიის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა. ჯო ბაიდენის თქმით, ეს ნაბიჯები სანქციების პირველი ტრანშის კიდევ ერთი ნაწილია, რომელიც უკრაინაში რუსეთის ბოლო ქმედებების საპასუხოდ მიიღეს. საუბარია გაზპრომის შვილობილ შვეიცარიულ კომპანია Nord Stream 2 AG-სა და მის ხელმძღვანელობაზე. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა, რასაც აშშ-ის პრეზიდენტი მიესალმა. 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. თავის მხრივ, დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.
უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
უკრაინის პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ პრეზიდენტის განკარგულებას მხარი დაუჭირა. საგანგებო მდგომარეობა 24 თებერვლიდან ამოქმედდება და არ გავრცელდება დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე, სადაც 2014 წლიდან განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი მოქმედებს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის უშიშროების საბჭო ქვეყნის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის 30 დღით გამოცხადებას ითხოვს 22 თებერვალს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკუთარ მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა, ამ ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფებს კი, ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვება ურჩია. „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გაძლიერებასთან დაკავშირებით, რამაც, სხვა საკითხებთან ერთად, შეიძლება, გამოიწვიოს რუსეთის ფედერაციაში საკონსულო დახმარების მნიშვნელოვანი შეზღუდვა, საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ რუსეთის ფედერაციაში ყოველგვარი მოგზაურობისგან, ხოლო ვინც ამ ქვეყანაში იმყოფება, დაუყოვნებლივ დატოვოს მისი ტერიტორია“, - ნათქვამია განცხადებაში. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ყურადღებით შევისწავლით სანქციებს, მის შესაძლო ეფექტებს როგორც რეგიონზე, ასევე ჩვენს ქვეყანაზე
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „დღეს ნამდვილად ძალიან რთული იქნება იმის თქმა, რა გავლენა ექნება შესაძლო სანქციების გამკაცრებას რუსეთის მიმართ, შემდეგ ეს როგორ აისახება რუსეთის ეკონომიკაზე და შესაბამისად, როგორი გავლენა ექნება მას საქართველოს ეკონომიკაზე, ამ საკითხს ანალიტიკოსები სწავლობენ, აკვირდებიან“. ღარიბაშვილის თქმით, საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელსაც თავისი როლი აქვს, და ქვეყანამ მშვიდად, ეროვნული ინტერესებს გათვალისწინებით და პრაგმატულად უნდა იმოქმედოს. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: იარაღის მიწოდება არ არის გამოსავალი ამ სიტუაციაში. ნებისმიერი ასეთი კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მხოლოდ მოლაპარაკების გზით „დღეს სურათი ბოლომდე არ არის გამოკვეთილი. გარდა იმისა, რაც მოვისმინეთ, რომ გარკვეული სანქციები დაუწესეს ევროკავშირის წევრებმა, ასევე ამერიკამ ამ ორ აღიარებულ სუბიექტს დაუწესა სანქციები, ამის მეტი ჩვენ არაფერი გვსმენია. თუმცა მინდა ვთქვა, რომ ამ ვითარებაში ჩვენ გვმართებს ნაკლები ემოციები. ჩვენ, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ ყოველთვის. პრაგმატულობა და ჩვენი ეროვნული ინტერესებით მოქმედება უნდა იყოს ჩვენი გზამკვლევი ამ და სხვა ნებისმიერ სიტუაციაში. ჩვენ ვაკვირდებით ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეაქციას, ყურადღებით შევისწავლით სანქციებს, მის შესაძლო ეფექტებს როგორც რეგიონზე, ასევე ჩვენს ქვეყანაზე და ამის მიხედვით, ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებებს. უნდა ითქვას პირდაპირ, რომ რუსეთი ცდილობს, შეცვალოს მსოფლიო წესრიგი, ის წესრიგი, რომელიც დამყარდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ცივი ომის დასრულებისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგ. ეს წესრიგი, ეს რეალობა დღეს გადახედვის პროცესშია. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენ ჩვენი როლი გვაქვს, მაგრამ ზედმეტი ემოციების დახარჯვა არაფრის მომტანია ჩვენთვის. ჩვენ მშვიდად, ცივად, ეროვნული ინტერესებს გათვალისწინებით და პრაგმატულად უნდ ვიმოქმედოთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ამასთან, პრემიერმა განაცხადა, რომ არ აქვს იმის თქმის, საფუძველი, რომ დღეს რაიმე საფრთხე ემუქრება ქვეყანას. „ჩვენი სამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჩვენი სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით და ზოგადად, ვითვალისწინებთ რა და ვუკეთებთ ანალიზს ჩვენს რეგიონსა და ქვეყანაში არსებულ სიტუაციას, მე არ მაქვს საფუძველი იმის თქმის, რომ დღეს რაიმე საფრთხე გვემუქრება. საფრთხე უკვე განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში 2008 წელს, როდესაც გვქონდა ფართომასშტაბიანი ომი რუსეთთან. სხვა დამატებით საფრთხეს, დღეის გადმოსახედიდან, მე ვერ ვხედავ. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი საფრთხე არის უკრაინისთვის. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩვენ მართლაც განვიცდით უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. მოგეხსენებათ, რომ მე ვიყავი უკრაინაში ვიზიტით, აგვისტოს თვეში მქონდა ძალიან კარგი შეხვედრები პრეზიდენტ ზელენსკისთან, პრემიერი შმიგალი იყო ჩამოსული ივნისის თვეში ჩემი მოწვევით, გასულ წელს. ასევე პრეზიდენტი ზელენსკი იყო ჩამოსული ბათუმში და ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობები განვავითარეთ. აბსოლუტურად მესმის მათი მდგომარეობა. მე მქონდა ასევე შესაძლებლობა, რომ გამეზიარებინა მათთვის ჩვენი გამოცდილება, მათ შორის, ის შეცდომები, რომელიც იქნა დაშვებული წინა ხელისუფლების დროს, ომის დროს, ომამდე და ომის შემდეგ. ეს საუბრები მქონდა მიუნხენის კონფერენციამდე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი2“-ის ეთერში. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.
სამონაზვნე პირზე ძალადობაში ბრალდებულ მორჩილს პატიმრობა შეეფარდა
სამონაზვნე პირზე ძალადობაში ბრალდებულ მორჩილს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულის ადვოკატმა ლალი ბუნტურმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს არასაპატიმრო პირობები შეფარდებოდა და გამოძიების დასრულებამდე, 3 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულიყო. მოსამართლის გადაწყვეტილებით წინასასამართლო სხდომა 19 აპრილს გაიმართება. ცნობისთვის, ვაჟა მგალობლიშვილი სამართალდამცველებმა 2022 წლის 21 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის პირველი ნაწილით (დამამცირებელი მოპყრობა), 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) (ძალადობა), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) (მუქარა), 360-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითნებობა) და 1571 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის მეშვეობით) წარედგინა, რაც ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამავე თემაზე პოლიციამ დააკავა მორჩილი, რომელმაც სავარაუდოდ, სამონაზვნო პირზე იძალადა
პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა
ვლადიმეირ პუტინმა უკრაინის დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ, 6:59 საათზე გამოაცხადა. BBC-ის ცნობით, პუტინმა ეს განცხადება გააკეთა სატელევიზიო გამოსვლაში იმ დროს, როდესაც გაეროს უშიშროების საბჭო მას შეჩერებას სთხოვდა. ამ განცხადებამდე რამდენიმე წუთის წინ გაერომ გააფრთხილა რუსეთი, რომ სამხედრო ესკალაცია გამოიწვევს „ადამიანურ ტანჯვასა და განადგურებას". „ამაღამ მხოლოდ ერთი რამ მაქვს სათქმელი, გულით... პრეზიდენტო პუტინ, შეაჩერე შენი ჯარები უკრაინაზე თავდასხმისგან. მიეცი მშვიდობას შანსი. ძალიან ბევრი ადამიანი უკვე დაიღუპა. თუმცა: პუტინმა მოუწოდა უკრაინელ ჯარისკაცებს აღმოსავლეთ უკრაინის საბრძოლო ზონაში, დაყარონ იარაღი და დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში. მან გააფრთხილა უკრაინა, რომ კიევი იქნება პასუხისმგებელი სისხლისღვრაზე. „გარემოებები მოითხოვს ჩვენგან გადამწყვეტი და დაუყოვნებლივი ზომების მიღებას. დონბასის სახალხო რესპუბლიკებმა დახმარების თხოვნით მიმართეს რუსეთს. ამასთან დაკავშირებით, გაეროს წესდების 51-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ფედერაციის საბჭოს სანქციით და ფედერალური ასამბლეის მიერ რატიფიცირებული, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებთან მეგობრობის და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებების შესაბამისად, მე გადავწყვიტე, ჩავატარო სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, - განაცხადა პუტინმა სატელევიზიო მიმართვისას. პუტინი ამტკიცებს, რომ სამართლიანობა და სიმართლე რუსეთის მხარეს არის და რომ რუსეთი არ გეგმავს უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციას, არამედ მხარს უჭერს უკრაინის ხალხების „თვითგამორკვევის უფლებას.“ „მოსკოვის პასუხი იქნება „მყისიერი“, თუ ვინმე შეეცდება რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას. „NATO ყოველწლიურად „უცერემონიოდ ქმნის ფუნდამენტურ საფრთხეებს, ფართოვდება აღმოსავლეთით და სამხედრო ინფრასტრუქტურას რუსეთის საზღვრებთან აახლოებს“. „საყოველთაოდ ცნობილია, რომ 30 წლის განმავლობაში დაჟინებით და მოთმინებით ვცდილობდით ევროპაში თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოების პრინციპებთან დაკავშირებით NATO-ს წამყვან ქვეყნებთან შეთანხმებისთვის მიგვეღწია. ჩვენი წინადადებების საპასუხოდ მუდმივად ვაწყდებოდით ცინიკურ ტყუილსა და სიცრუეს, ან ზეწოლისა და შანტაჟის მცდელობას“. პუტინი ამბობს: შეტაკებები უკრაინულ და რუსულ ძალებს შორის „გარდაუვალია“ და „მხოლოდ დროის საკითხია“. უფრო ადრე 03:50 საათზე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მოქალაქეებს სიტყვით მიმართა. განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებას მშვიდობა სურს. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა, რომელსაც რუსეთის მოქალაქეებს „ახალ ამბებში“ უჩვენებენ განსხვავდება რეალური უკრაინისგან. რუსეთის ყველა მოქალაქეს მინდა მივმართო. რუსეთის მოქალაქეებს როგორც უკრაინის მოქალაქე მივმართავ. ჩვენ საერთო საზღვრის 2 000 კილომეტრი გვყოფს. დღეს საზღვრის გასწვრივ თქვენი ჯარი დგას. თითქმის 200 000 ჯარისკაცი, ათასობით საბრძოლო მანქანა. თქვენმა ხელმძღვანელობამ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მათი ნაბიჯი წინ დაამტკიცა. ეს ნაბიჯი ევროპულ კონტინენტზე დიდი ომის დასაწყისი შეიძლება გახდეს. მიზეზი ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაჩნდეს. გეუბნებიან, რომ ნაცისტები ვართ. როგორ შეიძლება მე ნაცისტი ვიყო? მოუყევით ეს ჩემს ბაბუას, რომელმაც ომი გამოიარა საბჭოთა არმიაში, ხოლო გარდაიცვალა პოლკოვნიკად დამოუკიდებელ უკრაინაში. ჩვენ განსხვავებულები ვართ, თუმცა ეს მტრობის მიზეზი არ არის. გვსურს თავად განვსაზღვროთ და ავაშენოთ ჩვენი ისტორია. მოგვისმინეთ - უკრაინელ ხალხს მშვიდობა სურს! უკრაინის ხელისუფლებას მშვიდობა სურს!“.
ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პუტინის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ მსოფლიოს პირველად მიმართა. მთელი მსოფლიო ლოცულობს უკრაინელი ხალხისთვის, რომელიც რუსეთის სამხედრო ძალების გაუმართლებელ თავდასხმას განიცდის...პრეზიდენტმა პუტინმა აირჩია წინასწარ განზრახული ომი, რომელიც გამოიწვევს სიცოცხლის კატასტროფულ დანაკარგს და ადამიანთა ტანჯვას. მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი იმ სიკვდილსა და განადგურებაზე, რასაც ეს თავდასხმა მოიტანს. შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები და პარტნიორები უპასუხებენ ერთიანი და გადამწყვეტი გზით. მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს. ნე ვაკვირდები სიტუაციას თეთრი სახლიდან ამ საღამოს და გავაგრძელებ რეგულარული კონტაქტი მექნება ჩემს ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან. ხვალ მე შევხვდები ჩემს G7 კოლეგებს დილით და შემდეგ მივმართავ ამერიკელ ხალხს, რათა გამოვაცხადო შემდგომი შედეგები, რომლებსაც შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები დააკისრებენ რუსეთს უკრაინის და გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ აგრესიის გამო. ჩვენ ასევე კოორდინაციაში ვიქნებით NATO-ს მოკავშირეებთან, რათა უზრუნველვყოთ ძლიერი, ერთიანი პასუხი, რომელიც შეაკავებს ალიანსის წინააღმდეგ ნებისმიერ აგრესიას. მე და ჯილი ვლოცულობთ უკრაინის მამაცი და ამაყი ხალხისთვის.