ძებნის რეზულტატი:
ზელენსკიმ ერდოღანს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინასთან დაკავშირებით, რუსეთის ბოლო გადაწყვეტილებები განიხილეს. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ერდოღანს ინიციატივის მხარდაჭერისთვის, რომელიც ითვალისწინებს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების სამიტის ჩატარებას უკრაინის, თურქეთისა და გერმანიის მონაწილეობით. შესაბამისი ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის Twitter გვერდზე განთავსდა. სატელეფონო საუბარი მქოონდა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, მადლიერება გამოვხატე უკრაინის პოზიციის მხარდაჭერისთვის რუსეთის ბოლო პროვოკაციულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. ასევე, მადლობა გადავუხადე ინიციატივის მხარდაჭერისთვის, რომ ჩატარდეს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების სამიტი უკრაინის, თურქეთისა და გერმანიის მონაწილეობით. 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. ასევე, 22 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. ამასთან, ევროკავშირის მხრიდან 21 თებერვალს დაანონსდა, რომ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდება.
ექსპრეზიდენტი სააკაშვილი: მადლობა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს სიმართლის თქმისთვის
პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის პასუხს ეხმაურება, რომელიც პრეზიდენტისადმი მის ღია წერილს მოჰყვა. „მადლობა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს სიმართლის თქმისთვის - რომ საბუთები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა ჩემსა და თემურ ჯანაშიას უდანაშაულობას, უბრალოდ მოპარულია პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. ცოტა დამაბნია იმან, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მე მადანაშაულებს, რომ მე მას ვემუქრებოდი. რანაირად უნდა დაემუქროს ვინმეს უუფლებო ტყვე? უბრალოდ გავაფრთხილეთ, რისი გამკეთებელია არსებული რეჟიმი. ყველა შემთხვევაში, კიდევ ერთხელ მადლობა ძირითად საკითხზე სიმართლის თქმისთვის. გაირკვა, რომ თვითონ მოიპარეს დოკუმენტები და ახლა ეს ქურდები მე მასამართლებენ!" - წერს მიხეილ სააკაშვილი. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია სულავამ 21 თებერვალს გამართული ბრიფინგიდან მიუთითა, რომ მისი მოთხოვნის ადრესატი არა პრეზიდენტი, არამედ საქართველოს მთავრობაა. საუბარია სააკაშვილის ღია წერილის იმ ნაწილზე, რომელიც ყოფილ პრეზიდენტთან ერთად ბრალდებულ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას ეხებოდა. „თქვენ შეგიძლიათ, საქმით იხსნათ წესიერი და დამსახურებული გენერალი თემურ ჯანაშია სრულიად უსამართლო ციხისგან თქვენი ერთი გადაწყვეტილებით, რომელიც სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და კანონს. მოხსენით გრიფი „საიდუმლო“ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეულ ხარჯებს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის 2013 წელს და შემდგომაც. მე და ჯანაშიას გვედავებიან არა ხარჯების მიზნობრიობას, როგორც ტელევიზიით ყვებიან, არამედ მათი გაწევის წესს. თუ თქვენ ამ გრიფს მოხსნით, დადასტურდება, რომ ეს პროცედურები უბრალოდ ჯანაშიას კაპრიზი კი არ იყო, არამედ საყოველთაოდ მიღებული განგრძობითი პრაქტიკა, რომელიც, რაც მთავარია, სრულიად ჯდება კანონის ფარგლებში", - მიმართა ექსპრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილს. პროკურატურა საქართველოს ექსპრეზიდენტს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის, დაახლოებით 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვაში ს ადანაშაულებს. სააკაშვილი ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. მასთან ერთად ამავე საქმეზე ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის დეპუტატი თეიმურაზ ჯანაშია, რომელიც აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელებისა და წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის ასამართლებენ. ასევე წაიკითხეთ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიხეილ სააკაშვილის ღია წერილს პასუხობს მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილს ღია წერილით მიმართავს
დმიტრო კულება: გერმანიამ მორალურად, პოლიტიკურად და პრაქტიკულად სწორი ნაბიჯი გადადგა
გერმანიამ მორალურად, პოლიტიკურად და პრაქტიკულად სწორი ნაბიჯი გადადგა, - ამ სიტყვებით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება გერმანიის მიერ „ჩრილოეთის ნაკადი 2-ის“ გაზსადენის სერტიფიცირების პროცესის შეჩერებას აფასებს. შესაბამისი ტექსტი მის Twitter გვერდზე განთავსდა. მივესალმები გერმანიის ნაბიჯს Nord Stream 2-ის სერტიფიცირების შეჩერების შესახებ. ეს არის მორალურად, პოლიტიკურად და პრაქტიკულად სწორი ნაბიჯი არსებულ ვითარებაში. ნამდვილი ლიდერობა ნიშნავს რთული გადაწყვეტილებების მიღებას რთულ დროს. გერმანიის ეს ნაბიჯი სწორედ ამას ადასტურებს. 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. ასევე, 22 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. ამასთან, ევროკავშირის მხრიდან წინასწარ დაანონსდა, რომ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდება.
სალომე ზურაბიშვილი: 2008 წელს, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ იყენებდნენ ყველა შესაძლებლობას, ამიტომ ვდგავართ დღეს ამ გამოწვევის წინაშე
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, სანქციები, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო რუსეთს დაეკისრა უფრო სიმბოლურია, ვიდრე სერიოზული. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა თბილისში ბაზირებული საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს განუცხადა. „დღეს რაც ხდება სანქციების კუთხით, მე არ განვსხვავდები იმ სულისკვეთებისგან, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას აქვს, განსაკუთრებით, ევროპის მასშტაბით, ასევე, ამერიკელი პარტნიორების სანქციების კუთხითაც. როდესაც დემოკრატიული ქვეყანაა და არ პასუხობ აგრესიას, ალბათ, ეს შეიძლება ვიღაცამ, აღიქვას დემოკრატიის სისუსტედ, მაგრამ ასე მუშაობს დემოკრატია. როდესაც დიდია სხვაობა დემოკრატიასა და დიქტატურას შორის, დემოკრატიას აშინებს ადამიანთა, მოქალაქეების სიცოცხლე. სწორედ ეს იქცევა სისუსტის საგნად. მიმაჩნია, რომ სანქციები, რომელიც დაწესდა, უფრო სიმბოლურია, ვიდრე სერიოზული, მაგრამ ეს არის სიგნალი, რაც მომავალში მოხდება. ეს სანქციები ბუნებრივია, ცოტა განსხვავებული სახითაც იქნება დაწესებული, რაც აქამდე გვინახავს. თუ რაიმე უნდა ვისწავლოთ ამ წარსულიდან - 2008 წლის საქართველოში შემოსვლის და 2014 წელს უკრაინაში შესვლის საფუძველზე, ის გახლავთ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ იყენებდნენ ყველა იმ შესაძლებლობას, რომელიც იმ ეტაპზე გააჩნდათ. ამის ფასი რუსეთს სრულად არ ჰქონდა გადახდილი, ვერ მოხდა მისი შეკავება. სწორედ ამიტომ ვდგავართ დღეს ასეთი გამოწვევის წინაშე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. უნდა შეუერთდეს თუ არა საქართველო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს? პრეზიდენტმა უპასუხა: მე არ ვიცი, რა იქნება სანქციების ხასიათი და რას გადაწყვეტს მთავრობა, მაგრამ ჩვენ სოლიდარობა უნდა გავიზიაროთ. სოლიდარულები უნდა ვიყოთ. ჩვენ ის ქვეყანა ვართ, რომელიც თავის წილს უკვე დებს ამაში, რადგან ორი რეგიონია ოკუპირებული. ჩვენი რეაგირება ამ სიტუაციაზე ხდება, ჩვენი მოქალაქეების თავს გადადის ეს ყველაფერი საზღვრისპირა რეგიონებში. ჩვენ ეს უნდა დავაბალანსოთ. ჩვენ უნდა ვიკისროთ სრულად პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. ამიტომ ეს საკითხები პარტნიორებთან არის გასავლელი.
ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა
ევროკავშირის მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე ერთხმად შეთანხმდნენ. სანქციების სიაშია 27 ფიზიკური და იურიდიული პირი, რომლებიც ძირს უთხრიან უკრაინის მთლიანობას, განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა. ამასთან, რუსეთის დუმის 351 დეპუტატი, რომლებმაც ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობას მისცეს ხმა, ევროკავშირის შავ სიაში შეიყვანეს. ბორელმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი დიპლომატიურ ძალისხმევას განაგრძობს. 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. ასევე, 22 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.
საქართველოს პრეზიდენტი: ჩვენ მიბმული ვართ უკრაინის საკითხთან. როდესაც საუბარია კრიზისიდან გამოსვლაზე, ნათელია, რომ საქართველო უნდა იყოს ყველას გონებაში
საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და შეკითხვებს უპასუხა მათ შორის იმის შესახებ, უნდა შეუერთდეს თუ არა საქართველო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, რას ფიქრობს უკრაინის შესახებ რეზოლუციის თაობაზე, რომელიც პარლამენტმა გამოსცა და ეთანხმება თუ არა საქართველოს მთავრობის პრაგმატულ მიდგომას რუსეთთან მიმართებით. უპირველეს ყოვლისა თქვენი ციტატა არის ფრაგმენტი, ეს შიდა დისკუსია იყო, მაგრამ ვინ არის პასუხისმგებელი ომზე 2008 წლიდან მოყოლებული ბევრჯერ ძალიან ნათლად მითქვამს, მთლიანად რუსეთის პასუხისმგებლობაა, რუსეთმა გადმოაბიჯა საქართველოს არ გადაუბიჯებია იმ მხარეს, ყველა კონფლიქტისთვის რუსეთი არის დასადანაშაულებელი, ჩემი წუხილი სხვა რაღაცას ეხება, ხელისუფლებამ რა უნდა გააკეთოს, როდესაც პროვოკაცია იწყება. მე იქ ვიყავი, როდესაც ჩამოდიოდნენ და ამბობდნენ - არ წამოეგოთ პროვოკაციებს. ჩვენ გაკვეთილად მივიღეთ ის, რაც ვიხილეთ ზელენსკის ქმედებებიდან, ძალიან ფრთხილად დგამს ნაბიჯებს, რომ არ წამოეგოს პროვოკაციებს. რუსეთი ასეთია, მაგრამ მე იმის თქმა მინდა, რომ პოლიტიკური დისკუსიები გულისხმობს მთავრობის მიერ პროვოკაციების თავიდან აცილებას მაქსიმალური დოზით. მიუხედავად იმისა ეს წარმატებული იქნება თუ არ იქნება, ყველა უნდა ეცადოს და ეს იყო ჩემი საუბრის სულისკვეთება. ეს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პასუხია France Press-ის ჟურნალისტის შეკითხვაზე 2009 წლის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს რუსეთის პროვოკაციებზე ზედმეტად რეაგირებაში ადანაშაულებდა. კიდევ ერთი რამ არის, რაც ზელენსკიმ გააკეთა, თუ გვინდა, რომ ისტორიის რაკურსებში შევიდეთ, მობილიზაცია მოახდინა საერთაშორისო თანამეგობრობის, სრული მობილიზაცია, სანამ რაიმე მოხდებოდა და საქართველოს შემთხვევაში უსაფრთხოების საბჭო რუსეთმა მოიწვია იმის წინ, ვიდრე საქართველო მოიწვევდა, 2008 წელს. ზელენსკის რომ რეაგირება მოეხდინა რუსეთის პროვოკაციაზე, იგივე პასუხს მიღებდა თუ არა, რა პასუხიც 2008 წელს საქართველომ მიიღო, ჟურნალისტის ამ შეკითხვას სალომე ზურაბიშვილმა შემდეგი პასუხი გასცა: მე არ მინდა ვარაუდები გამოვთქვა, ეს არ არის ჩემი როლი და ფუნქცია, ზელენსკიმ ყველაფერი სცადა, მაგრამ რუსეთის რეაქცია უფრო მეტი იყო ჩვენს შემთხვევაში იმიტომ, რომ ჩვენ პირდაპირ აღიარების შედეგი გვქონდა. რას ფიქრობთ უკრაინის შესახებ რეზოლუციის თაობაზე, რომელიც პარლამენტმა გამოსცა და ეთანხმებით თუ არა საქართველოს მთავრობის პრაგმატულ მიდგომას რუსეთთან მიმართებით? BBC-ის შეკითხვის საპასუხოდ, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: საქართველოს პრეზიდენტის რანგში ჩვენ არ გვქონია განხილული საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია, არც ის მიდგომა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ემხრობა. მე მივყვები ჩემს პრინციპებს, როდესაც საქართველოს, როგორც სახელმწიფოს პოზიციას წარმოვადგენ. მგონია, რომ ეს ძალიან ცხადად ვახსენე. რაც შეეხება პრაგმატულ მიდგომას, კითხვა თავისთავად საინტერესოა - მე ვერ ვიქნები წინააღმდეგი იმ პრაგმატული მიდგომისა, უკვე ვახსენე - ორი ტერიტორია გვაქვს, რომელიც ოკუპირებული გვაქვს, ჩვენი მოსახლეობა განიცდის ამ ამბავს, ჩვენი მოქალაქეები აფხაზეთსა და ცხინვალში, რომლებიც ქართულ ენასთან წვდომას და აფხაზურ ენაზე ურთიერთობას ვერ ახორციელებენ. ორივე ტერიტორიაზე სამხედრო გარნიზონებია და ეს ანექსიის მიმართულებით მიდის, მაგრამ მთავრობა პასუხისმგებლობას გრძნობს. პრინციპებზე საუბარი ჯეროვანი არ არის და საკითხი დასაბალანსებლად იოლი არაა. უნდა შეუერთდეს თუ არა საქართველო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს? საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეს საკითხი პარტნიორებთან არის გასავლელი. არ ვიცი, რა იქნება სანქციების ხასიათი და რას გადაწყვეტს მთავრობა, მაგრამ ჩვენ სოლიდარობა უნდა გავიზიაროთ. სოლიდარულები უნდა ვიყოთ. ჩვენ ის ქვეყანა ვართ, რომელიც თავის წილს უკვე დებს ამაში, რადგან ორი რეგიონია ოკუპირებული. ჩვენი რეაგირება ამ სიტუაციაზე ხდება, ჩვენი მოქალაქეების თავს გადადის ეს ყველაფერი საზღვრისპირა რეგიონებში. ჩვენ ეს უნდა დავაბალანსოთ. ჩვენ უნდა ვიკისროთ სრულად პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. ამიტომ ეს საკითხები პარტნიორებთან არის გასავლელი. უნდა იყოს თუ არა საქართველოს საკითხი უკრაინის საკითხთან მიბმული, ჩვენ მიბმული ვართ უკრაინის საკითხთან - როდესაც საუბარია სამომავლო ნაბიჯებსა და კრიზისიდან გამოსვლაზე, ნათელია, რომ საქართველო უნდა იყოს ყველას გონებაში, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. გასულ ზაფხულს ვმასპინძლობდი „ასოცირებული ტრიოს“ წარმომადგენლებს. პეტრას ციხეზე გვქონდა ბრიფინგი. მოლდოვა, საქართველო, უკრაინა ძალიან მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ერთმანეთთან. ჩვენ ერთმანეთთან ურთიერთობით ევროკავშირთანაც ვართ მიბმული, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთანაც, ვგულისხმობ იმას, რომ ყველაზე ახლოს ვართ „ღია კარის“ პოლიტიკასთან. რაც შეეხება კრიზისს, აქაც დაკავშირებული ვართ იმიტომ, რომ ყველას ახსენდება საქართველოს გამოცდილება, ის სცენარი, რომელიც რუსეთმა გამოიყენა საქართველოს წინააღმდეგ და ის იმეორებს ამას. ჩვენ ამას ყოველთვის ვახსენებთ თავად, მე პირადად ვახსენე ეს სხვადასხვა ღონისძიებაზე და აღვნიშნე, რომ ჯერ არაფერი არ არის გადაწყვეტილი საქართველოს შესახებ და საქართველოს სრული ინფორმაცია არ აქვს როგორც ასოცირებულ წევრს, მაგრამ რუსეთი რა პრეტენზიებსაც აცხადებს ამ მოლაპარაკების პროცესში, ბუნებრივია, არის გარკვეული საკითხები, რომლებიც შეიძლება, შეეხოს საქართველოსაც იმიტომ, რომ ჩვენ მიბმული ვართ უკრაინის საკითხთან. არ დაგიმალავთ, მე მქონდა კომუნიკაცია პოლონეთის პრეზიდენტთან, საფრანგეთის პრეზიდენტთანაც, როდესაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით და ძალიან ცხადად და მკაფიოდ ვახსენე, რომ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველო. ღია კრიზისი ბუნებრივია ეხება უკრაინას და განსხვავებული სიტუაციები ვერ აირევა, მაგრამ როდესაც საუბარია სამომავლო ნაბიჯებზე, კრიზისიდან გამოსვლაზე, აქ ნათელია, რომ საქართველო უნდა იყოს ყველას გონებაში, თვალსაწიერში და ჩვენ ამას ცხადად ვამბობთ იმ დისკუსიებში, რომლებიც ჩვენ გვეხება. პრეზიდენტის განცხადებით, მთელი ევროპა უნდა აცნობიერებდეს, რომ არამარტო საქართველო ან უკრაინაა ყურადღების ცენტრში, არამედ, მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა. დეჟა ვუს შეგრძნება მაქვს. განსხვავება რა თქმა უნდა, სცენარებს შორის არსებობს, მაგრამ მიმაჩნია, რომ რუსეთი 2008 წელს არ იყო ზუსტად ისეთი, როგორც 2021, 2022-ში. განსხვავების ელემენტები აშკარაა, რუსეთი მიდის პირდაპირ ანექსიის გზით, წინასწარი შესავლის გარეშე და დეკლარაცია იმისა, რაც გუშინ ბატონმა პუტინმა განაცხადა, ყველასთვის შემაშფოთებელი იყო. არამარტო საქართველო, მთელი ევროპა ასე გრძნობს. მთელი ევროპისთვისაა გასაზიარებელი პრეზიდენტ ზელენსკის პოზიცია. მთელი ევროპა უნდა აცნობიერებდეს, რომ არამარტო საქართველო ან უკრაინაა ყურადღების ცენტრში, არამედ, მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა. ამავე თემაზე სალომე ზურაბიშვილი: 2008 წელს, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ იყენებდნენ ყველა შესაძლებლობას, ამიტომ ვდგავართ დღეს ამ გამოწვევის წინაშე
ბორელი ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვედრილ რუსებს: აღარავითარი შოპინგი მილანში, წვეულებები სენ-ტროპეში, ბრილიანტები ანტვერპენში
„აღარავითარი შოპინგი მილანში, წვეულებები სენ-ტროპეში და ბრილიანტები ანტვერპენში, ეს პირველი ნაბიჯია, ჩვენ ერთად ვდგავართ“, – ამ სიტყვებით აღწერა Twitter-ზე განთავსებულ პოსტში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები, რომლებიც რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხებათ. შეგახსენებთ, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. ასევე, 22 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.
ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. მათ შორის მოხვდა ორი ფინანსური ინსტიტუტი (VEB, Russian Military Bank). ახალი ზომა შეეხება რუსეთის სუვერენულ ვალსაც. ბაიდენი აცხადებს, რომ ეს ნიშნავს რუსეთის მთავრობის ჩამოშორებას დასავლური ფინანსებისგან. „ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ახლო თანამშრომლობით დღეს მე ვაცხადებ სანქციების პირველ ტრანშს, რომელიც რუსეთს გუშინდელი ქმედებების საპასუხოდ დაეკისრება. ჩვენ გავაგრძელებთ სანქციების გაფართოებას რუსეთის მიერ სიტუაციის ესკალაციასთან ერთად. ჩვენ ვაწესებთ სრულ ბლოკადას რუსეთის ორ მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტზე: VEB-სა და მათ სამხედრო ბანკზე. ჩვენ ვაწესებთ ყოვლისმომცველ სანქციებს რუსეთის სუვერენულ ვალზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ რუსეთის მთავრობა დასავლეთის ფინანსებს მოვკვეთეთ. ის ვეღარ შეძლებს დასავლეთიდან ფულის მოზიდვას და ვაჭრობას ახალი ვალით ჩვენსა თუ ევროპულ ბაზრებზე. ხვალიდან, და ეს მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება, ჩვენ ვუწესებთ სანქციებს რუსეთის ელიტასა და მათი ოჯახის წევრებს. ისინი იზიარებენ კრემლის პოლიტიკის კორუფციულ სარგებელს და ასევე უნდა იზიარებდნენ სასჯელსაც. რუსეთის ქმედებების გამო ჩვენ ვიმუშავეთ გერმანიასთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ აღარ გაგრძელდეს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. ბაიდენმა ვლადიმერ პუტინი უკრაინის „არსებობის უფლებაზე“ თავდასხმასა და უკრაინაში დაძაბულობის ესკალაციაში დაადანაშაულა. როგორც თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის ლიდერმა განაცხადა, პუტინის გამოსვლამ აჩვენა, რომ მას არ აქვს ინტერესი ევროპის უსაფრთხოებაზე „ნამდვილი დიალოგის“ მიმართ. ის აშკარად იმუქრებოდა, თუ მისი უკიდურესი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა. ბაიდენის თქმით, ის მუდმივ კონტაქტზეა ევროპელ ლიდერებთან, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან. აშშ, მისი მოკავშირეები და პარტნიორები კოორდინირებულად მუშაობენ. ჩვენ ერთიანი ვართ უკრაინის მხარდასაჭერის საკითხში. ჩვენ ერთიანი ვართ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ჩვენ ერთიანი ვართ ჩვენს გადაწყვეტილებაში, დავიცვათ ჩვენი NATO-ს ალიანსი. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ის არ აპირებს რუსეთთან ბრძოლას, მაგრამ პირობას დებს, რომ დაიცავს NATO-ს ტერიტორიის თითოეულ მონაკვეთს. „სისხლი არ გჭირდება, თუ ომის დაწყებას არ აპირებ“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა, რომელმაც ამ სიტყვებით მიუთითა ცნობებზე იმის შესახებ, რომ რუსეთი აგროვებდა სისხლის მარაგს უკრაინის საზღვართან. „თავდაცვით ნაბიჯები“ ბალტიისპირეთში პრეზიდენტი ბაიდენი აცხადებს, რომ მხარი დაუჭირა აშშ-ის ძალების დამატებით გადანაწილებას აღმოსავლეთ ევროპაში. განაცხადა, რომ ძალები და აღჭურვილობა, რომლებიც უკვე ევროპაშია განლაგებული, გაიგზავნება ბალტიისპირეთის ქვეყნებში ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში. ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო, ეს ჩვენი მხრიდან თავდაცვითი მოქმედებებია. ჩვენ არ გვაქვს რუსეთთან ბრძოლის განზრახვა. ეს განლაგება მიზნად ისახავს მესიჯის გაგზავნას აშშ-ის მოკავშირეებისთვის, რომ ის დაიცავს NATO-ს ტერიტორიას და ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. ბაიდენი იმუშავებს გერმანიასთან, რათა დარწმუნდეს, რომ Nord Stream 2 არ განხორციელდება. შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ იმუშავებს გერმანიასთან, რათა Nord Stream 2 წინ არ წავიდეს. რუსეთი გადაიხდის კიდევ უფრო მძიმე ფასს, უფრო მკაცრი სანქციების ჩათვლით, თუ ის განაგრძობს აგრესიას. რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართალს. ჯო ბაიდენი სვამს შეკითხვას, ვინ მისცა პუტინს უფლება, გამოაცხადოს დამოუკიდებელ ქვეყნებად ტერიტორიები, რომლებიც მის მეზობლებს ეკუთვნის. ეს არის „საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და მოითხოვს მტკიცე პასუხს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ჩვენ დავაწესებთ საპასუხო სანქციებს, რომლებიც იქნება გაცილებით უფრო ხისტი, ვიდრე ჩვენ და ჩვენმა პარტნიორებმა 2014 წელს დავაწესეთ, ხოლო თუ რუსეთი გააგრძელებს შემდგომ შეჭრას, ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო გავამკაცროთ სანქციები.
ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების „აღიარება“ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასაწყისია
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიოებისმ დონეცკისა და ლუგანსკის „აღიარება“ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასაწყისად შეაფასა. გასაგებად რომ ვთქვათ, რუსეთმა გამოაცხადა, რომ უკრაინის დიდი ნაწილი მიაქვს. წუხელ პუტინმა რუსეთის ძალებს ამ რეგიონებში განლაგების უფლება მისცა. დღეს ის ამტკიცებდა, რომ ეს რეგიონები უფრო ფართოა, ვიდრე ის ორი ტერიტორია, რომელიც მან „აღიარა“. ბაიდენის თქმით, პუტინი ირიბად დაემუქრა წარსულში რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს, მათ შორის ქვეყნებს, რომლებშიც დღეს დემოკრატია ყვავის და რომლებიც NATO-ს წევრები არიან. შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები ღია ვართ დიპლომატიისთვის, თუ ის სერიოზულია. ბოლოს, რუსეთს მისი ქმედებებით და არა სიტყვებით განვსჯით. როგორიც არ უნდა იყოს რუსეთის შემდეგი ნაბიჯი, მზად ვართ, ერთიანად და მტკიცედ ვუპასუხოთ. იმედი მაქვს, დიპლომატია ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია. ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა
ჯო ბაიდენი: ვინ მისცა პუტინს უფლება, გამოაცხადოს დამოუკიდებელ ქვეყნებად ტერიტორიები, რომლებიც მის მეზობელ ქვეყანას ეკუთვნის
ვინ მისცა პუტინს უფლება, გამოაცხადოს დამოუკიდებელ ქვეყნებად ტერიტორიები, რომლებიც მის მეზობლებს ეკუთვნის? - აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთის ლიდერს უფრო მკაცრი სანქციების შესახებ აფრთხილებს, თუ ის ესკალაციის გზას განაგრძობს. ეს არის „საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და მოითხოვს მტკიცე პასუხს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ჩვენ დავუწესებთ საპასუხო სანქციებს, რომელიც იქნება გაცილებით უფრო ხისტი, ვიდრე ჩვენ და ჩვენმა პარტნიორებმა 2014 წელს დავაწესეთ, ხოლო თუ რუსეთი გააგრძელებს ამ შეჭრას, ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო გავამკაცროთ სანქციები ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების „აღიარება“ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასაწყისია
იენს სტოლტენბერგი: მოსკოვი უკრაინის დესტაბილიზაციის ფარული მცდელობიდან აშკარა სამხედრო მოქმედებებზე გადავიდა
მოსკოვი უკრაინის დესტაბილიზაციის ფარული მცდელობიდან აშკარა სამხედრო მოქმედებებზე გადავიდა, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. NATO-უკრაინის კომისია შეიკრიბა ბრიუსელში 22 თებერვალს, საგანგებო სხდომაზე, რათა განეხილა უსაფრთხოების ვითარება უკრაინასა და მის გარშემო. გენერალური მდივანი მიესალმა NATO-ს მრავალი მოკავშირის მიერ გამოცხადებულ ეკონომიკურ სანქციებს და გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ მას არ შეუძლია მოახდინოს „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ სერტიფიცირება. ამავდროულად, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ მოკავშირეები მკაცრად მოუწოდებენ რუსეთს, აირჩიოს დიპლომატიური გზა. ეს სერიოზული ესკალაცია და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა რუსეთის მხრიდან. ეს კიდევ უფრო ძირს უთხრის უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ზიანს აყენებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მცდელობებს. ამას მძიმე შედეგები მოჰყვება ევროპის უსაფრთხოებისთვის. ეს მხოლოდ რუსეთის მიერ შექმნილი კრიზისია. ჩვენ ვაქებთ უკრაინას თავშეკავებისთვის, რომ არ უპასუხა რუსეთის პროვოკაციებს. სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხსა და მის მთავრობას. NATO-ს გენერალური მდივნის თქმით, მოკავშირეები უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ რუსეთს, აირჩიოს დიპლომატიური გზა. ეს ყველაზე საშიში მომენტია ევროპის უსაფრთხოებისთვის, მაგრამ ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა კვლავაც მტკიცედ დგანან.
ბალტიის რეგიონში აშშ-ის დამატებითი ძალები გადანაწილდებიან
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადება ევროპაში ჯარების გადანაწილების შესახებ, ბალტიის რეგიონში 800 ჯარისკაცის და NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე რვა F-35 გამანადგურებელი თვითმფრინავის გაგზავნას ითვალისწინებს. ამის შესახებ Reuters-ს აშშ-ის ოფიციალურმა პირმა განუცხადა. გარდა ამისა, შეერთებული შტატები გაგზავნის 32 AH-64 Apache შვეულმფრენს ბალტიის რეგიონსა და პოლონეთში. „ამ დამატებითი პერსონალის გადანაწილება ხდება ჩვენი NATO-ს მოკავშირეების მხარდასაჭერად, NATO-ს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ ნებისმიერი პოტენციური აგრესიის შესაჩერებლად და მასპინძელი ქვეყნის ძალებთან წვრთნის მიზნით“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანმა და დაამატა, რომ არცერთი ახალი ძალა არ იგზავნება შეერთებული შტატებიდან. აშშ-ის პრეზიდენტმა 22 თებერვალს განაცხადა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის ძალების დამატებით გადაადგილებას დაეთანხმა. ამასთან, აღნიშნა, რომ ძალები და აღჭურვილობა, რომლებიც უკვე ევროპაშია, გაიგზავნება ბალტიისპირეთის ქვეყნებში ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში. ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო, ეს ჩვენი მხრიდან თავდაცვითი მოძრაობებია. ჩვენ არ გვაქვს განზრახული რუსეთთან ბრძოლა. ეს განლაგება მიზნად ისახავს მესიჯის გაგზავნას აშშ-ის მოკავშირეებისთვის, რომ ის დაიცავს NATO-ს ტერიტორიას და დაიცავს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. ასევე წაიკითხეთ ესტონეთმა შეერთებულ შტატებს ბალტიისპირეთის ქვეყნებში საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნა სთხოვა
ენტონი ბლინკენმა სერგეი ლავროვთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სერგეი ლავროვს ამ კვირაში აღარ შეხვდება. ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ენტონი ბლინკენის თქმით, ის აპირებდა ლავროვთან შეხვედრას, თუ რუსეთი არ შეიჭრებოდა უკრაინაში, თუმცა ახლა ეს პროცესი დაწყებულია. გასულ კვირას, მე დავთანხმდი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრას, რომ განგვეხილა ჩვენი ქვეყნების შეშფოთება ევროპულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მაგრამ მხოლოდ ერთი პირობით, თუ რუსეთი არ შეიჭრებოდა უკრაინაში, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ შეჭრა იწყება. შესაბამისად, ამ შეხვედრის გამართვას ახლა აზრი არ აქვს. ამის შესახებ კონსულტაციები მქონდა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან და ყველა შევთანხმდით ამაზე. ასევე, წერილი გავუგზავნე მინისტრ ლავროვს და ამის შესახებ შევატყობინე. შეგახსენებთ, 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. ამავე თემაზე სერგეი ლავროვთან შეხვედრას ამერიკული მხარე ერთი პირობით დათანხმდა ჯო ბაიდენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი თეთრ სახლში მიიღო
ჯო ბაიდენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი თეთრ სახლში მიიღო
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი თეთრ სახლში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია თეთრმა სახლმა გაავრცელა. დღეს, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შეხვდა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ შეერთებული შტატების ერთგულება დაადასტურა. პრეზიდენტმა ბაიდენმა ინფორმაცია მიაწოდა საგარეო საქმეთა მინისტრ კულებას რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის“ აღიარებაზე შეერთებული შტატების პასუხის შესახებ. მან ასევე დაადასტურა, რომ აშშ განაგრძობს უკრაინის უსაფრთხოებისა და მაკროეკონომიკის მხარდაჭერას. პრეზიდენტმა ბაიდენმა გაიმეორა შეერთებული შტატების მზადყოფნა, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, სწრაფად და გადამწყვეტად უპასუხოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შემდგომ აგრესიას. შეგახსენებთ, 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს კანადა და იაპონიაც უერთდებიან. იაპონიაში რუსული ობლიგაციების გამოშვება აიკრძალება
რუსეთს სანქციების უწესებენ იაპონია და კანადაც. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. იაპონიის მთავრობის განმარტებით, აიკრძალება იაპონიაში რუსული ობლიგაციების გამოშვება და გარკვეული ინდივიდების ანგარიშები გაიყინება. შავ სიაში შეყვანილი პირები ვერც იაპონიის ტერიტორიაზე შესვლას მოახერხებენ. „რუსეთის ქმედებები ძალიან ნათლად აზიანებს უკრაინის სუვერენიტეტს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონმდებლობას. კიდევ ერთხელ ვაკრიტიკებთ ამ ნაბიჯებს და დაჟინებით მოვუწოდებთ რუსეთს, დაუბრუნდეს დიპლომატიურ გზას“, – განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კუშიდამ. შეგახსენებთ, 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ერევანში ორმხრივი შეხვედრები გამართა
ქალაქ ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროსა და კომიტეტების სხდომები გაიმართა, რომელშიც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, მონაწილეობდა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანა-პრეზიდენტები მაკა ბოჭორიშვილი და ანდრიუს კუბილიუსი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს შეხვედნენ.„შეხვედრებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე.
დმიტრო კულება: დიპლომატია არის გეგმა „ა“, მაგრამ ის წარუმატებელი თუ იქნება, ვიბრძოლებთ ჩვენი მიწის ყველა სანტიმეტრისთვის
დიპლომატია არის გეგმა „ა“, მაგრამ ის წარუმატებელი თუ იქნება, ვიბრძოლებთ ჩვენი მიწის ყველა სანტიმეტრისთვის, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. დმიტრო კულებამ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, რომ რუსეთის ეკონომიკას სერიოზული დარტყმა მიაყენონ. „მსოფლიომ ყველა შესაძლო ხერხით მძიმე დარტყმა უნდა მიაყენოს რუსეთის ეკონომიკას ყველა იმ დანაშაულისთვის, რაც აქამდე ჩაუდენია და რის ჩადენასაც სამომავლოდ აპირებს“, – განაცხადა კულებამ. შეგახსენებთ, 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.
ბურკინა-ფასოს სამხრეთით მდებარე ოქროს მაღაროში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 60 ადამიანი დაიღუპა
ბურკინა-ფასოს სამხრეთით მდებარე ოქროს მაღაროში, დაუგეგმავად, ასაფეთქებელ მოწყობილობას ცეცხლი გაუჩნდა და აფეთქდა. შედეგად, 60-მდე ადამიანია დაღუპული, - ამის შესახებ BBC წერს. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ქალები და ბავშვებიც არიან. ცნობისთვის, ბურკინა-ფასო აფრიკაში ოქროს ერთ-ერთი უმსხვილესი მომპოვებელია.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 10 230 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 48 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 40 504 კვლევა ტესტით, მათ შორის 25 251 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 253 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 25.26%, ბოლო 14 დღის - 29.89% ხოლო 7 დღის - 27.73%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 7 223 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 429 763. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 981 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 10 230 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 4 305 შემთხვევა, აჭარა - 523, იმერეთი - 1 662, ქვემო ქართლი - 541, შიდა ქართლი - 638, გურია - 424, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 779, კახეთი - 842, მცხეთა-მთიანეთი - 218, სამცხე-ჯავახეთი - 208, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 90. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 130 229 საიდანაც: 5 252 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 223, აჭარაში - 597, იმერეთში - 964. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 156 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 463, აჭარაში - 137, იმერეთში - 337. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 278 პაციენტი, მათგან თბილისში - 154, აჭარაში - 33, იმერეთში - 28. 835 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 572 - თბილისში, 136 - აჭარაში. 124 142 სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 7 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 7, ხოლო აჭარაში - 0.
24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 3 294 ადამიანი აიცრა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 3 294-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 804 965 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 575 999 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 429 763, გარდაიცვალა 16 981 პაციენტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.