ძებნის რეზულტატი:
ლიეტუვის პრეზიდენტმა პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმზე გადასვლის ინიციატივით მიმართა
თავდაცვის სახელმწიფო საბჭოს სხდომის შემდეგ, ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმზე გადასვლის ინიციატივით მიმართა. მიზეზად, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმა სახელდება, - ამის შესახებ Delfi წერს. ამავე თემაზე დმიტრო კულება: უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული
ემანუელ მაკრონი: პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად ვმუშაობთ, რომ ომი დასრულდეს
"ვმუშაობთ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, რომ ომი დასრულდეს", - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელში დაწერა. "საფრანგეთი სოლიდარობას უცხადებს უკრაინას, ჩვენ უკრაინელების გვერდით ვდგავართ. ვმუშაობთ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ომის დასასრულებლად", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. ამავე თემაზე დმიტრო კულება: უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული
ლუკაშენკo: თუ რუსეთს დასჭირდება, ბელორუსის ჯარი უკრაინაში იქნება
ბელორუსის ლიდერმა, ალიაქსანდრე ლუკაშენკამ, რომელმაც მანამდე უარყო ბელარუსის ჯარის მონაწილეობა დონბასში მიმდინარე საომარ მოქმედებაში, მოგვიანებით განაცხადა, რომ „თუ რუსეთს დასჭირდება“, ბელარუსის ჯარი უკრაინაში იქნება. „ჩვენი ჯარი იქ არ იმყოფება, მაგრამ თუ ეს დასჭირდება რუსეთსა და ბელარუსს, ჯარი იქ იქნება“, -ციტირებს ლუკაშენკოს რადიო თავისუფლების ბელორუსის ბიურო. ლუკაშენკომ 24 თებერვალს დამოუკიდებლობის სასახლეში სამხედრო საბჭოს სხდომა გამართა და განაცხადა, რომ ბოლო შეხვედრის დროს მან სთხოვა პუტინს, რომ ერთობლივ წვრთნებში, „საკავშირო სიმტკიცე 2022“ მონაწილეობის მისაღებად, რუსეთიდან გადასროლილი სამხედრო ქვედანაყოფების ნაწილი ბელორუსში დაეტოვებინა. „მოსკოვში ბოლო შეხვედრის დროს, მე პირადად შევთავაზე პუტინს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ნაწილის დატოვება ბელორუსის სამხრეთში. რატომ? მრცხვენია ამის თქმა, მაგრამ ჩვენ არ ვიყავით მზად, ამ შემთხვევაში დაგვეცვა სამხრეთის მიმართულება, რადგან უკრაინული სამხედრო ნაწილები - სამხედრო და არა სასაზღვრო - საზღვრისკენ დაიძრნენ და იქ მანევრები წამოიწყეს. ჩვენ ამას ვხედავდით, მაგრამ იქ ჩვენ ჯარი არასოდეს გვყოლია. ამიტომ, მე შევთავაზე [პუტინს] დაეტოვებინა რუსეთის ჯარის მცირე ნაწილი სამხრეთ საზღვარზე მანამ, სანამ მათ არ ჩავანაცვლებთ საკუთარი შეიარაღებული ძალებით“, - განაცხადა 24 თებერვალს ალექსანდრე ლუკაშენკამ რადიო თავისუფლების ცნობით. უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვარს შეუტიეს როგორც რუსეთის, ისე ბელორუსის ტერიტორიიდან. NATO უკრაინაზე რუსეთის შემზარავი თავდასხმის ბელორუსის მხრიდან ხელშეწყობას უმკაცრესად გმობს.
უკრაინის მთავრობის ვებგვერდებზე კიბერშეტევა მიმდინარეობს
უკრაინის მთავრობის ვებგვერდებზე კიბერშეტევა მიმდინარეობს, რის გამოც შს მინისტრი მოსახლეობას ინფორმაციის მისაღებად, სოციალური ქსელების ოფიციალური გვერდების გამოყენებას ურჩევს. დენის მონასტირსკი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. ჩვენ მოგაწვდით ყველა ოპერატიულ ინფორმაციას სიტუაციის შესახებ. გთხოვთ, მშვიდად იყავით. ახლა, პანიკა ჩვენი რიგით მეორე მტერია, პუტინის შემდეგ. უახლოეს მომავალში, ტერიტორიული თავდაცვის სისტემის მეშვეობით, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის იარაღის გაცემა დაიწყება. იარაღის მისაღებად, დაგჭირდებათ უკრაინის მოქალაქის პასპორტი და საკუთარი მიწის დაცვის სურვილი უკრაინის პოლიციის ოფიციალური Facebook-გვერდი უკრაინის პრეზიდენტის Facebook-გვერდი უკრაინის გენერალური შტაბის Facebook-გვერდი უკრაინის თავდაცვის სამინიტროს Facebook-გვერდი
უკრაინის ეროვნულმა ბანკმა, ქვეყნის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად თანხების მოსაზიდად, სპეციალური ანგარიში გახსნა
უკრაინის ეროვნულმა ბანკმა, ქვეყნის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად თანხების მოსაზიდად, სპეციალური ანგარიში გახსნა. გენერალურმა შტაბმა ანგარიშის ნომერი გამოაქვეყნა: UA843000010000000047330992708 როგორც გენერალური შტაბი განმარტავს, გადაწყვეტილების მიზეზი უკრაინაში საომარი მდგომარეობის რეჟიმია. ცნობისთვის, უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვარს შეუტიეს როგორც რუსეთის, ისე ბელორუსის ტერიტორიიდან. NATO უკრაინაზე რუსეთის შემზარავი თავდასხმის ბელორუსის მხრიდან ხელშეწყობას უმკაცრესად გმობს.
მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი: ტრაგიკული დროა ევროპისთვის
ევროსაბჭოს გენერალური მდივანი მკაცრად ვგმობ რუსეთის სამხედრო თავდასხმას უკრაინაზე, „რომელიც არღვევს ევროპის საბჭოს სტატუტსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას“. მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და დაუბრუნდეს დიპლომატიას მშვიდობის აღსადგენად და მთელი კონტინენტისთვის შემდგომი დამანგრეველი შედეგების თავიდან ასაცილებლად. ეს არის ტრაგიკული დრო ევროპისთვის და იმ ღირებულებებისთვის, რომლებსაც ის ეფუძნება. მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის დაცვა პრიორიტეტულ საკითხად უნდა დარჩეს. მთელი ჩემი ფიქრები უკრაინისკენ, მისი ხალხისა და ხელისუფლებისკენაა მიმართული. მინისტრთა კომიტეტთან და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან ერთად, ჩვენ სასწრაფოდ მივიღებთ აუცილებელ ზომებს არსებულ ვითარებაზე რეაგირებისთვის. ასევე წაიკითხეთ პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებს ანტიპუტინისტური კოალიციის შექმნის ინიციატივით მიმართა
იენს სტოლტენბერგი: ნათლად განვაცხადეთ, რომ არავითარი გეგმები არ გვაქვს, NATO-ს ძალები გადავისროლოთ უკრაინაში
NATO-ს საბრძოლო დანაყოფები საერთოდ არ არის უკრაინაში. ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ არავითარი გეგმები არ გვაქვს, NATO-ს ძალები გადავისროლოთ უკრაინაში, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. „ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ჩვენ ვზრდიდით NATO-ს ძალებს აღმოსავლეთ ფლანგზე ალიანსის, NATOო-ს ტერიტორიაზე. უკრაინა არის მაღალღირებული პარტნიორი, მრავალი წლის განმავლობაში ვეხმარებით უკრაინას. ვცდილობთ, თანამედროვე სამხედრო ძალების შექმნაში დავეხმაროთ. ჩვენ ვაძლიერებთ მათ შეიარაღებულ ძალებს, ასევე ნატო-ს მოკავშირეები ვმუშაობთ კიბერთავდაცვის უსაფრთხოებაზე, მაგრამ ნატო-ს ძალები უკრაინაში არ არიან", - განაცხადა მან. ცნობისთვის, უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვარს შეუტიეს როგორც რუსეთის, ისე ბელორუსის ტერიტორიიდან. NATO უკრაინაზე რუსეთის შემზარავი თავდასხმის ბელორუსის მხრიდან ხელშეწყობას უმკაცრესად გმობს. ასევე წაიკითხეთ პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებს ანტიპუტინისტური კოალიციის შექმნის ინიციატივით მიმართა
იენს სტოლტენბერგი: NATO-მ თავის სამხედრო მეთაურებს მზადყოფნის გაძლიერება დაავალა
NATO-მ თავის სამხედრო მეთაურებს მზადყოფნის გაძლიერება დაავალა მოკავშირეთა ტერიტორიის დასაცავად მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ალიანსის ლიდერების საგანგებო ვირტუალური შეხვედრა მოიწვია, რომელიც 25 თებერვალს გაიმართება. „ჩვენს კონტინენტზე მშვიდობა დაირღვა. რუსეთი ძალის გამოყენებით ცდილობს ისტორიის გადაწერასა და უკრაინის თავისუფალი და დამოუკიდებელი გზის უარყოფას“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. ცნობისთვის, უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვარს შეუტიეს როგორც რუსეთის, ისე ბელორუსის ტერიტორიიდან. NATO უკრაინაზე რუსეთის შემზარავი თავდასხმის ბელორუსის მხრიდან ხელშეწყობას უმკაცრესად გმობს. ასევე წაიკითხეთ პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებს ანტიპუტინისტური კოალიციის შექმნის ინიციატივით მიმართა
ემანუელ მაკრონი: ომის ამ აქტს სისუსტის გარეშე, ცივსისხლიანად, მტკიცედ ვუპასუხებთ
ომის ამ აქტს სისუსტის გარეშე, ცივსისხლიანად, მტკიცედ და ერთიანად ვუპასუხებთ, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა. „მინდა მივესალმო უკრაინის პრეზიდენტის გამბედაობასა და სიმტკიცეს. ეს გარდამტეხი მომენტია ევროპის ისტორიაში. რუსეთის პრეზიდენტმა გადაწყვიტა სერიოზული თავდასხმა განეხორციელებინა ევროპაში მშვიდობასა და სტაბილურობაზე“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა. ცნობისთვის, უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვარს შეუტიეს როგორც რუსეთის, ისე ბელორუსის ტერიტორიიდან. NATO უკრაინაზე რუსეთის შემზარავი თავდასხმის ბელორუსის მხრიდან ხელშეწყობას უმკაცრესად გმობს. ასევე წაიკითხეთ პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებს ანტიპუტინისტური კოალიციის შექმნის ინიციატივით მიმართა
დიმიტრი პესკოვი: რუსეთი მზადაა, ოფიციალურ კიევთან უკრაინის ნეიტრალურ სტატუსზე მოლაპარაკებები აწარმოოს
რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, ოფიციალურ კიევთან უკრაინის ნეიტრალურ სტატუსზე მოლაპარაკებები აწარმოოს. „პრეზიდენტმა პუტინმა ისაუბრა თავის ხედვაზე, თუ რას ველოდებით უკრაინისგან კონცეპტუალური პრობლემების გადაჭრის კუთხით. ეს ნეიტრალური სტატუსია და შეიარაღების განთავსებაზე უარის თქმა. მთავარი კითხვაა, არის თუ არა მზად უკრაინის ხელმძღვანელობა ამისთვის“, - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა. ცნობისთვის, უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვარს შეუტიეს როგორც რუსეთის, ისე ბელორუსის ტერიტორიიდან. NATO უკრაინაზე რუსეთის შემზარავი თავდასხმის ბელორუსის მხრიდან ხელშეწყობას უმკაცრესად გმობს. ასევე წაიკითხეთ პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებს ანტიპუტინისტური კოალიციის შექმნის ინიციატივით მიმართა
რუსეთის სახელმწიფო თეატრის დირექტორი: თანამდებობას ვტოვებ. შეუძლებელია, იმუშაო მკვლელისთვის და მისგან იღებდე ხელფასს
რუსეთის მეიერჰოლდის სახელობის სახელმწიფო თეატრის დირექტორმა ელენა კოვალსკაიამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ თეატრის დირექტორმა ინფორმაცია სოციალურ ქსელში დაწერა. “მეგობრებო, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო პროტესტის ნიშნად სახელმწიფო თეატრის [ЦИМ] დირექტორის თანამდებობას ვტოვებ. შეუძლებელია იმუშაო მკვლელისთვის და მისგან იღებდე ხელფასს”, – წერს კოვალსკაია. ცნობისთვის, უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვარს შეუტიეს როგორც რუსეთის, ისე ბელორუსის ტერიტორიიდან. NATO უკრაინაზე რუსეთის შემზარავი თავდასხმის ბელორუსის მხრიდან ხელშეწყობას უმკაცრესად გმობს. ასევე წაიკითხეთ პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებს ანტიპუტინისტური კოალიციის შექმნის ინიციატივით მიმართა
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი: ვისაც კი ხელში იარაღის დაჭერა შეგიძლიათ, გაანადგურეთ ოკუპანტები
მივმართავ ტერიტორიული თავდაცვის რეზერვისტებსა და ყველას, ვისაც ხელში იარაღის დაჭერა შეუძლია, გაანადგურონ ოკუპანტები! - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ. „ვითარება დაძაბულია ჩრდილოეთისა და სამხრეთის მიმართულებით. მიმდინარეობს ბრძოლა ჰოსტომელის აეროპორტისთვის, ისევე, როგორც გენიჩესკში, სკადოვსკში, ჩაპლიკაში... მივმართავ ტერიტორიული თავდაცვის რეზერვისტებსა და ყველას, ვისაც ხელში იარაღის დაჭერა შეუძლია, გაანადგურონ ოკუპანტები! ერთად გამარჯვებამდე!“, - აღნიშნულია მთავარსარდლის განცხადებაში. ცნობისთვის, უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვარს შეუტიეს როგორც რუსეთის, ისე ბელორუსის ტერიტორიიდან. NATO უკრაინაზე რუსეთის შემზარავი თავდასხმის ბელორუსის მხრიდან ხელშეწყობას უმკაცრესად გმობს. ასევე წაიკითხეთ პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებს ანტიპუტინისტური კოალიციის შექმნის ინიციატივით მიმართა
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით, სუვერენულ სახელმწიფოზე სამხედრო შეტევა მიუღებელია
„ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით. სუვერენულ სახელმწიფოზე სამხედრო შეტევა მიუღებელია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ზე საკუთარ გვერდზე წერს. მთავრობის მეთაური საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, მიმართოს ყველა ზომას, რათა თავიდან აიცილოს შემდგომი სამხედრო ესკალაცია. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, მიმართოს ყველა შესაძლებელ ზომას იმისთვის, რომ შეაჩეროს რუსეთის მიერ საერთაშორისო წესრიგის აშკარა დარღვევა და თავიდან აიცილოს შემდგომი სამხედრო ესკალაცია“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული
საქართველო-რუსეთის მატჩი არ ჩატარდება
საქართველოსა და რუსეთს შორის 27 თებერვალს გასამართი მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო. 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში, ბორჯღალოსნებს რუსეთთან უნდა ეთამაშათ, თუმცა რაგბი ევროპამ თამაში ჯერჯერობით უცნობი ვადით გადადო. „შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, რაგბი ევროპამ 27 თებერვალს თბილისში, საქართველოსა და რუსეთს შორის გასამართი მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღო“ – წერია რაგბი ევროპის ოფიციალურ განცხადებაში. რადგან თამაში 2023 წლის მსოფლიო თასის ეგიდითაც უნდა გამართულიყო, რაგბი ევროპა კონსულტაციებს გადის მსოფლიო რაგბთან, რის შემდეგაც მატჩის ჩატარების სავარაუდო ვადები გაირკვევა. „საქართველოს რაგბის კავშირი მჭიდრო კონტაქტზეა რაგბი ევროპასთან და მსოფლიო რაგბთან, დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით დაუყოვნებლივ. ასევე, გაუქმდა 27-28 თებერვალს მოსკოვში გასამართი თოვლის რაგბის ჩემპიონატი, 26 თებერვალს ესპანეთსა და რუსეთის ქალთა ნაკრებებს შორის მადრიდში გასამართი მატჩი კი, ჯერჯერობით ძალაში რჩება“, - აცხადებს რაგბის კავშირი. პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული
ზელენსკი: რუსი ოკუპანტები ჩერნობილის რეაქტორის დაკავებას ცდილობენ
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ჩერნობილის ატომური ელექტრო სადგურის ხელში ჩაგდებას ცდილობენ. „ჩვენი დამცველები საკუთარ სიცოცხლეს წირავენ, რათა 1986 წლის ტრაგედია არ განმეორდეს“, - წერს ზელენსკი Twitter-ზე. უკრაინის პრეზიდენტი ამ ფაქტს მთელი ევროპისთვის ომის გამოცხადებად აფასებს. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური განთავსებული იყო უკრაინის ტერიტორიაზე, ქალაქ პრიპიატთან ახლოს, ქალაქ ჩერნობილიდან 18, ბელორუსის საზღვრიდან 16 და უკრაინის დედაქალაქ კიევიდან 110 კილომეტრის დაშორებით. 1986 წლის 26 აპრილს უკრაინის ტერიტორიაზე (იმ დროისთვის — უკრაინის სსრ) მდებარე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკის ავარია. ეს იყო ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო შკალით მეშვიდე დონის ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში. ბირთვული აფეთქების შედეგად, რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული
აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანი: რუსეთის გეგმა უკრაინის მთავრობის დამხობაა
შეერთებული შტატები თვლის, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში გამიზნულია უკრაინის მთავრობაზე თავდასხმისთვის და თავდასხმის სამი ძირითადი ღერძი მიმართულია დედაქალაქ კიევზე. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანმა ხუთშაბათს, 24 თებერვალს განაცხადა. „მინიშნებები, რომლებიც ჩვენ ვნახეთ აქამდე, მხოლოდ ამ პირველ, თუნდაც 12 საათში, ემთხვევა ჩვენს ადრეულ შეფასებას, ეს იქნება მისი მიზანი: ამ მთავრობის შეცვლა“, - განუცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს ანონიმურობის პირობით. ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა Reuters-თან დეტალურად აღწერა რუსული თავდასხმის სამი ძირითადი მიმართულება: 1) რუსეთის სამხრეთით წინსვლა ჩრდილოეთ უკრაინის ქალაქ ხარკოვში, აქამდე ყველაზე მძიმე ბრძოლების ადგილი; 2) რუსეთის მიერ კონტროლირებადი ყირიმის ჩრდილოეთით გაყვანა სამხრეთ უკრაინის ქალაქ ხერსონამდე; 3) რუსული თავდასხმის ორი ხაზი ბელორუსიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით დედაქალაქ კიევისკენ. მანამდე, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა Reuters-ს განუცხადეს, რომ რუსეთის შეჭრა შეიძლება, 10-15 დღე გაგრძელებულიყო, თუმცა ახლა ამ თემაზე სპეკულირებისგან თავს იკავებენ. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული
უკრაინამ თურქეთს სთხოვა, რუსული გემები არ გაატაროს
უკრაინამ თურქეთს სთხოვა, დაკეტოს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები რუსული გემებისთვის, თქვა ხუთშაბათს ანკარაში უკრაინის ელჩმა, მას შემდეგ რაც რუსეთმა მეზობელზე საჰაერო და სახმელეთო თავდასხმები განახორციელა. Reuters-ის თანახმად, 1936 წლის შეთანხმების თანახმად, თურქეთს აქვს კონტროლი ბოსფორსა და დარდანელის სრუტეებზე და არეგულირებს საზღვაო ხომალდების ტრანზიტს. ის ასევე უზრუნველყოფს მშვიდობიან პერიოდში სამოქალაქო გემების თავისუფალ გადაადგილებას და ზღუდავს იმ გემების გადაადგილებას, რომლებიც არ მიეკუთვნებიან შავი ზღვის ქვეყნებს. მონტრეს საერთაშორისო კონვენციის თანახმად, NATO-ს წევრი თურქეთი აკონტროლებს გემების გადასასვლელს ხმელთაშუა ზღვასა და შავ ზღვას შორის, რაც მას პოტენციურ საკვანძო მოთამაშედ აქცევს რუსეთსა და უკრაინას შორის ნებისმიერ სამხედრო კონფლიქტში. „მას შემდეგ, რაც უკრაინასთან დაკავშირებით დაძაბულობა დაიწყო, თურქი ოფიციალური პირები მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ მონტრეს კონვენცია ხელს უწყობს რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებას. პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი გააკეთებს იმას, რაც აუცილებელია, როგორც NATO-ს მოკავშირე, თუ რუსეთი შეიჭრება, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია. 2008 წელს, როდესაც რუსეთმა ცნო საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ანკარამ ხომალდების გავლის შესახებ აშშ-ის თხოვნა უარყო“, - წერს Reuters-ი. პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული
ნიკოლოზ სამხარაძე: 2008 წლის საქართველოში შემოჭრის შემდეგ რუსეთი არ დასჯილა, ამიტომაც ისინი შეგულიანებულები არიან იმოქმედონ იგივე სცენარით
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მუდმივმოქმედ კომიტეტის სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარტნიორი ქვეყნის - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესია და მის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარება დაგმო. მისი განცხადებით, 14 წლის წინ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის შემდეგაც კი, რუსეთი არ დასჯილა და მის წინააღმდეგ არანაირი სანქციები არ გატარებულა. „საქართველო მკაცრად გმობს რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის მარიონეტული ერთეულების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარებას და რუსეთის სამხედრო აგრესიას ჩვენი პარტნიორი ქვეყნის წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ ეს არ უნდა იყოს გასაკვირი რომელიმე ჩვენთაგანისათვის. მსგავსი რამ უკვე მოხდა 2008 წელს ჩემს ქვეყანაში, როდესაც რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და მოახდინა საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია. 14 წელი გავიდა მას შემდგომ და რუსეთის წინააღმდეგ არ დაწესებულა არანაირი სანქცია ან რამენაირად არ დასჯილა ამ შემოჭრისათვის. ამიტომაც ისინი შეგულიანებული არიან იმოქმედონ იგივე სცენარით. მინდა პარალელი გავავლო „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკასთან“ - გაბრიელ გარსია მარკესის ბრწყინვალე ნოველასთან: 3 თვეა ჩვენ ვუყურებთ გამოცხადებულ ომის ქრონიკას უკრაინის წინააღმდეგ, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობამ ვერაფერი მოიმოქმედა რუსეთის ახალი აგრესიის შესაჩერებლად. მიმაჩნია, რომ თუ გვსურს შევინარჩუნოთ წესებზე დაფუძნებული სამართლებრივი საერთაშორისო წესრიგი, უნდა ვიმოქმედოთ ახლა! სხვაგვარად, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ არ იქნება მათ მიერ განხორციელებული ბოლო აგრესია, ისევე როგორც რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ არ იყო ბოლო”, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, 5 რუსული თვითმფრინავი და შვეულმფრენი ჩამოაგდეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ხუთი რუსული თვითმფრინავი და ვერტმფრენი ჩამოაგდეს ხუთშაბათს დილით, როდესაც რუსულმა ძალებმა უკრაინას შეუტიეს. ცნობისთვის, უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვარს შეუტიეს როგორც რუსეთის, ისე ბელორუსის ტერიტორიიდან. NATO უკრაინაზე რუსეთის შემზარავი თავდასხმის ბელორუსის მიერ ხელშეწყობას უმკაცრესად გმობს. ასევე წაიკითხეთ პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებს ანტიპუტინისტური კოალიციის შექმნის ინიციატივით მიმართა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინის ელჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იგორ დოლჰოვს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ელჩმა პარლამენტის თავმჯდომარეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ეფექტური და მტკიცე რეაგირებისა და კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. შალვა პაპუაშვილის თქმით, ქართველი ერი დგას მოძმე უკრაინელი ხალხის გვერდით. პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული