უცხოეთი

ყაზახეთში მყოფი ქართველები დახმარებას ითხოვენ

ყაზახეთში მყოფი ქართველები დახმარებას ითხოვენ. ამასთან დაკვშირებით, ყაზახეთში მყოფი, საქართველოს მოქალაქე ბაჩანა მელაშვილი სოციალურ ქსელში ატვირთულ ვიდეოში საუბრობს. მისივე თქმით, მათ არ აქვთ საკვები და ქუჩაში არასტაბილური ვითარების გამო სახლიდან გასვლასაც ვერ ახერხებენ. „ყაზახეთში ვართ, კერძოდ ალმათში. საკვების მხრივ ძალიან ცუდი ვითარება გვაქვს. ერთი სიტყვით ყველანაირად ძალიან გვიჭირს და ვერაფერს ვახერხებთ. თუ ვინმეს შეგიძლიათ როგორმე დაგვეხმაროთ ან ვინმე ნაცნობის შესახებ გვითხრათ, რომ შევეხმიანოთ, რათა ცოტა ხნით შევეფაროთ ან საკვებით მაინც დაგვეხმარონ, ძალიან გთხოვთ შეგვეხმიანეთ. ინტერნეტის მდგომარეობაც ძალიან ცუდია, ხან იჭერს, ხან-არა და იქნებ რამენაირად დამეკონტაქტოთ“, - აცხადებს ვიდეომიმართვაში ბაჩანა მელაშვილი. ცნობისთვის, ყაზახეთში, საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი მოქმედებს ასევე წაიკითხეთ: რუსული მედია: რუსეთმა ყაზახეთში სამხედროების გადასროლა დაიწყო ფაშინიანის თქმით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ყაზახეთში ჯარებს გზავნის

რუსული მედია: რუსეთმა ყაზახეთში სამხედროების გადასროლა დაიწყო

რუსული მედიის ცნობით, რუსეთმა ყაზახეთში სამხედროების გადასროლა დაიწყო. მათივე ცნობით, ყაზახეთში სამშვიდობო კონტინგენტის რუსული ნაწილის გაგზავნა რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციით ხდება. ცნობისთვის, გვიან ღამით ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები საგარეო აგრესიის აქტად შეაფასა და დახმარების თხოვნით კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების ორგანიზაციას დახმარებისთვის მიმართა. ასევე წაიკითხეთ: ყაზახეთში ნაზარბაევის ძეგლის ჩამოგდებას ცდილობენ ფაშინიანის თქმით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ყაზახეთში ჯარებს გზავნის

ენტონი ბლინკენი: თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მას ძალიან მნიშვნელოვან ზიანს მივაყენებთ

"თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, რუსეთის ეკონომიკასა და ფინანსურ სისტემას ძალიან მნიშვნელოვან ზიანს მივაყენებთ", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენმა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკიმ განაცხადეს. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, ძლიერი ტრანსატლანტიკური სოლიდარობა ყველაზე ეფექტური პასუხი და ინსტრუმენტია, რომელიც რუსული აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად აქვთ. „თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, რუსეთის ეკონომიკასა და ფინანსურ სისტემას ძალიან მნიშვნელოვან ზიანს მივაყენებთ“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. ასევე წაიკითხეთ: გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ს ეწვევა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა NATO-ს მოკავშირეებთან ერთად რუსეთის სამხედრო აქტიურობა განიხილა

გაერო: შეშფოთებით ვაკვირდებით ყაზახეთში შექმნილ მოვლენებს

"გაერო შეშფოთებით აკვირდება ყაზახეთში შექმნილ ვითარებას", - ამის შესახებ ბრიფინგზე გაეროს პრესმდივანმა, სტეფან დიუჟარიკმა განაცხადა. „რა თქმა უნდა, თვალს ვადევნებთ და შეშფოთებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას ყაზახეთში. ძალიან მნიშნველოვანია, რომ მოვლენებში ჩართულმა ყველა მხარემ გამოიჩინოს თავშეკავება, თავი შეიკავოს ძალადობისგან და ყველა წარმოქმნილი საკითხი დიალოგის გზით გადაჭრას“, - განაცხადა დიუჟარიკმა. ასევე წაიკითხეთ: ყაზახეთში, არეულობის დროს ეროვნული გვარდიის 8 თანამშრომელი დაიღუპა BBC: რუსეთის ხელმძღვანელობით სამხედრო ძალები განლაგდებიან ყაზახეთში, რათა ანტისამთავრობო დემონსტრაციები ჩაახშონ ყაზახეთის პრეზიდენტმა კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების ორგანიზაციას დახმარებისთვის მიმართა

სემეკის წევრი განმარტავს, რატომ მიუვიდა მოსახლეობას წყლის გადასახადი ორჯერ

სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა განმარტა, რატომ მიუვიდა მოსახლეობას წყლის გადასახადი ორჯერ. „დეკემბერში მოდიოდა ნოემბრის გადასახადი, ნახევარი ნოემბერი, ნახევარი დეკემბერი. ახლა მოსახლეობას მიუვიდა დეკემბრის გადასახადი სრულად და შემდეგი გადასახადი უკვე იქნება თებერვალში. ანუ, იანვარში მოსახლეობას მიუვა ქვითარი, რომლის გადახდის ვადა იქნება თებერვლის შუა რიცხვებამდე. იანვრის თვე ამოვარდა. ჩვენ კალენდარული წლით ჩავკეტეთ მოხმარება, მათ შორის სასმელი წყლის. ზუსტად ვიცით რამდენი დაირიცხა, რამდენია აღრიცხული და ა.შ. შემდეგ თვეს, იანვარში გადასახდელი პრაქტიკულად აღარავის ექნება, გარდა იმ პირებისა, ვისაც ქვითარი დეკემბრის ბოლოში მიუვიდა და გადახდის ვადა იანვრის შუა რიცხვებამდე აქვთ. ვისაც ქვითარი იანვარში ჩაბარდება, აბსოლუტურად ყველასი თებერვალში იქნება გადასახდელი. პრაქტიკულად, იანვრის გადახდის პერიოდი ამოვაგდეთ. თებერვლის გადასახადი მოვა მარტში, მარტის - აპრილში და ა.შ. თვე-თვეზე გასწორდა, აღარ იქნება თვეების დაყოფა“, - განაცხადა სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა "ქრონიკაში". ცნობისთვის, სემეკ-ში 4 იანვარს განაცხადეს, რომ ელექტროენერგიის და წყლის გადასახადის დარიცხვებთან დაკავშირებით მოქალაქეთა მიმართვებს სწავლობენ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ს ეწვევა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთთან დიალოგი მნიშვნელოვანია. ამის შესახებ განცხადება ანალენა ბერბოკმა ვაშინგტონში გამგზავრებამდე გააკეთა, სადაც ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შეხვდება. „რუსეთთან დაკავშირებით ევროპელებსა და აშშ-ის მთავრობას საერთო გზავნილი აქვთ. რუსეთის ქმედებებს უკრაინაში მოჰყვება საფასური და ამ სიტუაციიდან გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ დიალოგშია. ჩვენ გადამწყვეტ ფაზაში შევდივართ, როდესაც სხვადასხვა დონეზე მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გარდაუვალია“, - ამბობს ანალენა ბერბოკი. ცნობისთვის, 10 იანვარს ჟენევაში აშშ-ისა და რუსეთის მოლაპარაკებები გაიმართება, 12 იანვარს კი, NATO-რუსეთის საბჭოს სხდომა შედგება. მანამდე, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის საკითხის განსახილველად ვირტუალურ ფორმატში 7 იანვარს შეიკრიბებიან. ამავე თემაზე: NATO: მოვუწოდებთ რუსეთს დეესკალაციისა და დაძაბულობის შემცირებისკენ

ჯანმო: „ომიკრონის“ შემთხვევების ზრდამ შესაძლოა, უფრო საშიში ვარიანტის გაჩენის რისკი გაზარდოს

"რაც უფრო მეტად ვრცელდება „ომიკრონი“, მით უფრო მეტად ხდება მისი გამრავლება, რაც ახალი ვარიანტის წარმოშობის ალბათობას ზრდის", - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების ოფიცერმა, კეტრინ სმოლვუდმა განაცხადა, რომ ინფიცირების მზარდ მაჩვენებლებს საპირისპირო ეფექტი შეიძლება ჰქონდეს. „რაც უფრო მეტად ვრცელდება „ომიკრონი“, მით უფრო მეტად ხდება მისი გამრავლება, რაც ახალი ვარიანტის წარმოშობის ალბათობას ზრდის. ამჟამად „ომიკრონი“ მომაკვდინებელია. მას შეუძლია სიკვდილი გამოიწვიოს. შესაძლოა, „დელტაზე“ ოდნავ ნაკლებად, თუმცა ვის შეუძლია თქვას, როგორი იქნება შემდეგი ვარიანტი?“ - აღნიშნა კეტრინ სმოლვუდმა. ცნობისთვის, 25 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. „ომიკრონის“ გავრცელების გამო, რიგმა ქვეყნებმა გაიდლაინები განაახლეს. შეცვლის თუ არა რეკომენდაციებს საქართველო

მედიის ცნობით, ყაზახეთის ქალაქ ალმათიში, საოლქო ადმინისტრაციაში დემონსტრანტები შეიჭრნენ

ყაზახეთის ქალაქ ალმათიში, საოლქო ადმინისტრაციაში დემონსტრანტები შეიჭრნენ. როგორც „რადიო თავისუფლების“ ყაზახეთის ბიურო იტყობინება, შენობას ცეცხლი უკიდია. მედიასაშუალების ცნობით, ათასობით დემონსრანტი, რომელთა ნაწილს რეზინის ხელკეტები, ჯოხები და ფარები აქვს, რესპუბლიკის მოედანზე პოლიციის კორდონი გაარღვიეს და საოლქო ადმინისტრაციის შენობის შტურმი დაიწყო. ძალოვანებმა მათ წინააღმდეგ ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. ყაზახეთის ქალაქ ალმათის ცენტრში მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები განახლდა. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელები დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალურ საშუალებებს იყენებენ. ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყანაში საწვავის ფასის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ალიხან სმილოვი დაინიშნა. მთავრობის წევრები ახალი მთავრობის ფორმირებამდე მოვალეობის შესრულებას გააგრძელებენ. თავდაპირველად დემონსტრაცციები მშვიდობიანი იყო, თუმცა მოგვიანებით შეტაკებებში გადაიზარდა, რის გამოც ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ცენტრალური აზიის უდიდეს ქალაქ ალმათში და დასავლეთ მანგისტაუს პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამავე თემაზე: ყაზახეთში მთავრობა გადადგა ყაზახეთში საწვავის ფასის გაძვირებას აპროტესტებენ

ისრაელში, COVID19-ის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში COVID19-ის ახალი შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ისრაელში კორონავირუსის 11 978 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ისრაელში, კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა „ომიკრონი“ შტამის გავრცელებას უკავშირდება. ცნობისთვის, 25 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს.

საფრანგეთის პრეზიდენტი: აუცრელ ადამიანებს ცხოვრება ძალიან გაურთულდებათ

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ძალიან გაურთულებს ცხოვრებას იმ მოქალაქეებს, რომლებსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება არ სურთ. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. მაკრონმა აღნიშნა, რომ ძალით ვინმეს აცრას არ აპირებს, მაგრამ იმედოვნებს, რომ შესაბამის სტიმულს გაუჩენს აუცრელ ადამიანებს. „მე არ გავუშვებ მათ ციხეში, ამიტომ უნდა ვუთხრათ, რომ 15 იანვრიდან ვერ წავლენ რესტორანში, ვერ დალევენ ყავას, ვერ წავლენ თეატრსა თუ კინოში“, - განაცხადა მაკრონმა. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 271 686 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

დიდ ბრიტანეთში, კორონავირუსის 218 724 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 218 724 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 48 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, დიდ ბრიტანეთში, კორონავირუსის 13 641 520 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 148 941 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. დიდ ბრიტანეთში, კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა „ომიკრონი“ შტამის გავრცელებას უკავშირდება. ცნობისთვის, 25 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს.

ჯო ბაიდენი: „ომიკრონი“ ძალიან გადამდები ვარიანტია

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ „ომიკრონის“ გამო, აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა გაგრძელდება. „ომიკრონი“ ძალიან გადამდები ვარიანტია, მაგრამ ბევრად განსხვავებულია, ვიდრე წინა ვარიანტები. თუმცა, თქვენ შეგიძლიათ დაიცვათ თავი. აიცერით. მიიღეთ გამაძლიერებელი დოზა. ატარეთ პირბადე“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. ამასთან, ჯო ბაიდენის თქმით, აშშ-ს აქვს საკმარისი რაოდენობის გამაძლიერებელი დოზები აქვს, რათა მთელი ქვეყანა აცრას. ცნობისთვის, COVID19-ის „ომიკრონ“ ვარიანტი მსოფლიოს 110 ქვეყანაში გამოვლინდა.

ყაზახეთში მთავრობა გადადგა

ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყანაში საწვავის ფასის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ალიხან სმილოვი დაინიშნა. მთავრობის წევრები ახალი მთავრობის ფორმირებამდე მოვალეობის შესრულებას გააგრძელებენ. თავდაპირველად დემონსტრაცციები მშვიდობიანი იყო, თუმცა მოგვიანებით შეტაკებებში გადაიზარდა, რის გამოც ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ცენტრალური აზიის უდიდეს ქალაქ ალმათში და დასავლეთ მანგისტაუს პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ცნობისთვის, ყაზახეთში მოქალაქეები 3 დღე საწვავის ფასის გაძვირებას აპროტესტებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციებში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა.

ისრაელში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, 2 მფრინავი დაიღუპა

ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედრო ვერტმნფრენი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის დროს გარდაიცვალა ორი მფრინავი. ეკიპაჟის მესამე წევრი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაშავდა და ჰოსპიტალიზებულია. ამასთან, ვერტმფრენმა კატასტროფა სასწავლო ფრენის დროს განიცადა. მომხდართან დაკავშირებით ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალებში დაწყებულია გამოძიება, სასწავლო ფრენები კი, დროებით შეჩერებულია.

აშშ-ის კონგრესში COVID19-ით ინფიცირების უპრეცედენტო მაჩვენებელია

აშშ-ის კონგრესში COVID19-ით ინფიცირების უპრეცედენტო მაჩვენებელია. როგორც კაპიტოლიუმის შენობაში მომსახურე ექიმმა ბრაიან მონაჰანმა კონგრესს 3 იანვარს წერილით შეატყობინა, ერთი კვირის დადებითობის მაჩვენებელი, ნოემბრის ბოლოს შემდეგ, 1%-დან 13%-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. ​მონაჰანის მონაცემებით, კონგრესში კორონავირუსის ინფიცირების ნაწილი ვაქცინირებულ პირებზე მოდის. ინფიცირების შემთხვევებიდან 61%-ს „ომიკრონ“ ვარიანტი შეადგენს, 38%-ს კი, „დელტა“. კაპიტოლიუმში მომუშავე ექიმის მონაცემებით, აცრილ პირებს შორის ინფიცირებას არ გამოუწვევია ჰოსპიტალიზაცია, სერიოზული გართულებები ან სიკვდილიანობა, რაც, მისი თქმით, ადასტურებს ვაქცინაციის მნიშვნელობას. ექიმი კონგრესს ურჩევს, მაქსიმალურად გამოიყენონ მუშაობის დისტანციური ფორმა და შეამცირონ კონტაქტები.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა NATO-ს მოკავშირეებთან ერთად რუსეთის სამხედრო აქტიურობა განიხილა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა NATO-ს მოკავშირეებთან ერთად რუსეთის სამხედრო აქტიურობა განიხილა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. „დღეს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის „ბუქარესტის ცხრიანის“ (B9) ჯგუფს ესაუბრა. სახელმწიფო მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინის საზღვრის გასწვრივ რუსეთის დესტაბილიზაციის გამომწვევი სამხედრო აქტიურობა განიხილეს. მხარეებმა ასევე განიხილეს NATO-ს ერთიანი პოზიციის საჭიროება მოკავშირეების კოლექტიური თავდაცვისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში. სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების ურყევ ერთგულებას ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისა და NATO-ს წესდების მე-5 მუხლის მიმართ.

საფრანგეთში COVID19-ის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს

საფრანგეთში აღმოჩენილია დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელსაც დროებით უწოდეს B.1.640.2. ფრანგული მედიასაშუალებების ინფორმაციით, მარსელის ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის მეცნიერებმა ახალი სახეობა დეკემბერში აღმოუჩინეს კამერუნიდან დაბრუნებულ მოგზაურს. მან საფრანგეთის სამხრეთში სავარაუდოდ, კიდევ 12 ადამიანი დააინფიცირა. კორონავირუსის ახალი ვარიანტის კვლევა ადრეულ ეტაპზეა. ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ის, რომ მას 46 მუტაცია აქვს. ამჟამად საფრანგეთში კორონავირუსის დომინანტი ვარიანტი ომიკრონია. ინფიცირებულთა 60%-ზე მეტს სწორედ ეს შტამი აქვს.

ისრაელი 9 იანვრიდან ვაქცინირებული და კოვიდგადატანილი ტურისტების მიღებას განაახლებს

ისრაელი 9 იანვრიდან ვაქცინირებული და კოვიდგადატანილი ტურისტების მიღებას განაახლებს. ამასთან, მოგზაურები უნდა იყვნენ აცრილნი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული რომელიმე ვაქცინით ან გადატანილი ჰქონდეთ COVID19. ქვეყანაში შესასვლელად ტურისტებს მოუწევთ სპეციალური ფორმის შევსება, ასევე თვითმფრინავში ჩასხდომამდე და ჩაფრენის შემდეგაც პისიარ ტესტის ჩატარება და 24 საათით იზოლაცია, ვიდრე ბოლო ტესტის პასუხი არ გახდება ცნობილი. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროსთან მოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით, იმ ქვეყნების სიიდან, სადაც ისრაელის მოქალაქეებს გამგზავრება აკრძალული ჰქონდათ ამოიღეს უნგრეთი, ნიგერია, ესპანეთი, პორტუგალია, საფრანგეთი, კანადა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.

რუსეთის ავიაციამ სირიაში ქალაქ იდლიბის მიმდებარე არეალი დაბომბა

რუსეთის ავიაციამ 2 იანვარს სირიაში ქალაქ იდლიბის მიმდებარე არეალი დაბომბა, - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. მათი მონაცემებით, თვითმფრინავებმა ბომბები დაუშინეს რამდენიმე დასახლებულ პუნქტს და წყლით მომარაგების სადგურს. იდლიბის წყლით მომარაგება შეწყდა. მათივე თანახმად, დაზარალდა ქალაქის დასავლეთში მდებარე დროებითი ბანაკები. სააგენტო აღნიშნავს, რომ სირიაში საჰაერო იერიშები არ ყოფილა ნოემბრის შემდეგ. სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის არმია იტყობინებოდა, რომ მისი სამიზნე მხოლოდ ჯიჰადისტების თავშესაფარი ადგილებია.

აშშ-ის თავდაცვის მდივანს COVID19 დაუდასტურდა

ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრს, ლოიდ ოსტინს. სამინისტროს ვებსაიტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ოსტინი წერს, რომ ვირუსის ნიშნები სახლში, შვებულების დროს გამოუვლინდა. თავდაცვის მინისტრის თანახმად, მსუბუქი სიმპტომები აქვს და ექიმის მითითებებს ასრულებს.