ტექნოლოგიები

თბილისში ელექტრო მოპედების გაზიარების სერვისი გამოჩნდა

თბილისში ელექტრო მოპედების გაზიარების სერვისი სახელწოდებით "Qari Electric"-ი გამოჩნდა. გაქირავების სერვისის გამოსაყენებლად საჭიროა კომპანიის აპლიკაციის ჩამოტვირთვა. რეგისტრაციის შემდეგ მოხმარებელს შეეძლება რუკაზე მითითებული მოპედების აყვანა და მგზავრობა. მოპედით სარგებლობის შემდეგ, მომხმარებელს მოპედის დატოვება პარკერებისა დასრულებისთვის სპეციალურად გამოყოფილ ზონებში შეუძლია, რომლებიც აპლიკაციაშია მითითებული. კომპანიის მოპედის სამართავად მართვის მოწმობა აუცილებელია. Qari-ს თქმით, მათი მოპედები ელექტროა და გარემოსთვის უსაფრთხოა. ამ ეტაპზე აპლიკაცია სატესტო რეჟიმში მუშაობს.

პანდემიის მიუხედავად Apple–ის გაყიდვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

პანდემიის მიუხედავად Apple–ის გაყიდვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ინფორმაციას BBC ავრცელებს. უახლეს ტელეფონებზე, ლეპტოპებსა და გაჯეტებზე განსაკუთრებულმა მოთხოვნამ ბოლო სამი თვის განმავლობაში კომპანიას 111 მილიარდი დოლარის შემოსავალი მოუტანა. გამოცემის თქმით, ახალი რეკორდი განპირობებულია პანდემიის პერიოდში ონლაინაქტივობების გაზრდით. კომპანიის თქმით, მათ გაყიდვებს დადებითი გავლენა ჩინეთის ბაზარზე Apple-ის პროდუქტის მოთხოვნის ზრდის დამსახურებაცაა. Apple-ის თქმით, 5G ტექნოლოგიების განვითარებამაც საგრძნობი როლი ითამაშა მათი შემოსავლის რეკორდულ მაჩვენებელზე. კომპანიის გაყიდვები ჩინეთში 57%-ით გაიზარდა. ევროპაში გაყიდვების წილმა 17% შეადგინა, ხოლო ამერიკაში - 11%.

The Guardian-ი: Johnson & Johnson -ის ერთდოზიანი ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტურია

Johnson & Johnson -ის ერთდოზიანი ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტურია. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. აშშ-ის კომპანიების მეხუთე ვაქცინის გამოცდა რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობდა და ყველგან დამაჯერებელი შედეგი აჩვენა. ის ფაქტი, რომ ვაქცინას მხოლოდ ერთი დოზა სჭირდება კორონავირუსის დასაძლევად, განვითარებადი და მცირე შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის საკმაოდ დამაიმედებელია. "ერთდოზიანი ვაქცინა პანდემიის პირობებში, ჯანმოს სტანდარტებით საუკეთესო ვარიანტია. ვაქცინა გააუმჯობესებს მიწოდების პროცესებსა და ხილმისაწვდომობასაც",- აცხადებს Johnsons & Johnson-ის მთავარი სამეცნიერო ოფისერი, პოლ სტოფელსი. Janssen-ის შვილობილ კომპანიას 44,000-ზე მეტი მოხალისე სამ ქვეყანაში ჰყავდა, კომპანია მომავალ კვირას FDA-ისგან საგანგებო სიტუაციებში გამოყენების ნებართვას ელის. Johnson & Johnson-ს აშშ-ისთან უკვე შეთანხმება აქვს. აშშ კომპანიისგან 100 მილიონ დოზას შეისყიდის. კომპანია ასევე მოელაპარაკა Covax-ს, პლატფორმა კომპანიის 50 მილიონ დოზას შეიძენს.

მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 82.5 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა

მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 82.5 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. აშშ-ში 25.6 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, რაც მოსახლეობის 7.81%-ს შეადგენს. აშშ-ის ჩინეთი მოჰყვება 23 მილიონზე მეტი ვაქცინირებული პაციენტით, რაც მოსახლეობის 1.64%-ს შეადგენს. ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ-ის ხელისუფლება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით 200 მილიონი დოზის შეძენას გეგმავს. ევროკავშირში კი ვაქცინაცია 10.1 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადებით, ევროკავშირი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის დამატებით 300 მილიონ დოზას შეისყიდის, რაც კონტრაქტით გათვალისწინებული დოზებს ორჯერ აღემატება. ყველაზე სწრაფი ტემპით მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს, სადაც უკვე 4.2 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც მთლიანი მოსახლეობის 47%-ს შეადგენს. ისრაელის გარდა, ვაქცინაცია სწრაფი ტემპით არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარეობს, სადაც შესაბამისად, მოსახლეობის 25 და 11%-ს ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდათ.

Pfizer-ის ვაქცინის ორი დოზის გაკეთების შემდეგ, ისრაელში კორონავირუსით მოსახლეობის მხოლოდ 0.04% დაინფიცირდა

Pfizer-ის ვაქცინის ორი დოზის გაკეთების შემდეგ, ისრაელში კორონავირუსით მოსახლეობის მხოლოდ 0.04% დაინფიცირდა. ინფორმაციას The Jerusalem Post-ი ავრცელებს. დღეის მდგომარეობით, ისრაელში ვაქცინის ორივე დოზით 715,425 ადამიანი აცრეს, მათგან ვირუსი მხოლოდ 0,004%-ს, 317 ადამიანს შეხვდა. ისრაელის კვლევით ფონდმა- Maccabi Health-მა რამდენიმე დღის წინ, გაავრცელა ინფორმაცია,რომ 163,000 პირიდან ვინც კორონავირუსის ორი დოზა გაიკეთა, Covid-ით 0,001% დაინფიცირდა. ისრაელში დღეში 200 000 ადამიანი იცრება. ამ კვირაში 35 წელს გადაცილებული ადამიანების ვაქცინაცია მიმდინარეობს. ისრაელი Pfizer-ს დამატებითი დოზების სანაცვლოდ ვაქცინირებული მოსახლეობის სამედიცინო მონაცემებს გაუზიარებს. ისრაელში 5 იანვირდან Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცეს.

Facebook-ი პოლიტიკური ჯგუფების რეკლამირებას სამუდამოდ აჩერებს

Facebook-ი პოლიტიკური ჯგუფების რეკლამირებას სამუდამოდ აჩერებს, ინფორმაციას CNBC ავრცელებს. სოციალური ქსელის აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის თქმით, პლატფორმა მომხმარებლებს პოლიტიკურ და სამოქალაქო ჯგუფებს აღარ შესთავაზებს. პლატფორმის პოლიტიკაში ცვლილება განპირობებულია კაპიტოლიუმის შტურმის პერიოდში მომხდარი მოვლენისგან. სოციალური ქსელები და მათ შორის Facebook-ი ექსტრემისტული ჯგუფების აგიტაციის ადგილი ხშირად ხდება. მკვლევარები ხშირად ამბობენ, რომ Facebook-ის ჯგუფები ხშირად კონსპირაციული თეორიების და დეზინფორმაციების გასავრცელებლად გამოიყენება. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ახალ წესებთან ერთად, სოციალური ქსელი საკუთარ გვერდზე პოლიტიკური რეკლამების რაოდენობას შეამცირებს.

Moderna-ს ვაქცინა კორონავირუსის ახალი ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტურია

ამერიკულ კომპანია Moderna-ს ვაქცინა კორონავირუსის ახალი ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტურია, ინფორმაციას BBC ავრცელებს. ვაქცინაციის შედეგად ორგანიზმში კორონავირუსის ახალი ვარიანტების გამანეიტრალებელი ანტისხეულები წარმოიქმნება. კომპანიაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტის წინააღმდეგ ვაქცინაცია ასევე 2-ჯერ იქნება საჭირო. კორონავირუსის ახალი სახეობა გაერთიანებულ სამეფოში 14 დეკემბერს აღმოაჩინეს. ის გაცილებით უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა მაღალი სიკვდილიანობა არ ახასიათებს. რატომ არის უსაფრთხო Covid-19-ის ვაქცინები - ექსპერტების შეფასება.

SpaceX-მა კოსმოსში რეკორდული რაოდენობის თანამგზავრი გაუშვა

SpaceX-მა კოსმოსში რეკორდული რაოდენობის თანამგზავრი გაუშვა. ინფორმაციას CBS-ი ავრცელებს. Falcon 9-მ, ინდური კომპანიის მიერ დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა და კოსმოსში 143 მცირე ზომის სატელიტი გაუშვა. ილონ მასკის კომპანიამ შეძლო ინოვაციური ტექნოლოგიების დახმარებით კოსმოსში სხვადასხვა კომპანიისთვის განკუთვნილი რამდენიმე თანამგზავრი განათავსა. ხომალდზე SpaceX-ის 10 თანამგზავრია. ყველაზე ბევრი (48 თანამგზავრი) კი კომპანია San Francisco's Planet-ს ეკუთვნის. 2021 წლის 8 იანვარს, კოსმოსური ხომალდების მწარმოებელი და კოსმოსის ტრანსპორტირების კომპანია SpaceX-მა პირველი წარმატებული ფრენა შეასრულა.

მეცნიერები აფრიკული სპილოების რაოდენობას კოსმოსიდან ადგენენ

მეცნიერები აფრიკული სპილოების რაოდენობას კოსმოსიდან ადგენენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. სპილოებზე სურათები დედამიწის სადამკვირვებლო სატელიტიდან არის გადაღებული, რომელიც პლანეტის ზედაპირიდან 600 კმ-ზე (372 მილი) მდებარეობს. როგორც ცნობილია, ერთ დღეში შესაძლებელია 5000 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიის კვლევა. გამოთვლა ხდება ალგორითმით, რომელსაც შეუძლია სპილოების ამოცნობა სხვადასხვა ზედაპირზე, ღია საძოვრებზე, ტყეებში და სხვა. მეცნიერებმა ჯერ სამხრეთ აფრიკის ადდო სპილოების ეროვნული პარკს გადახედეს. მკვლევრების თანახმად, ბუნების დამცველებს ცხოველთა დათვლა ურჩევნიათ თვითმფრინავებიდან, მაგრამ კოსმოსური თანამგზავრები შესაძლებლობას იძლევა ეს მოხდეს იქაც, სადაც საჰაერო ფოტოგრაფირება აკრძალულია. მკვლევრები აცხადებენ, რომ დაკვირვების ეს მეთოდი ბრაკონიერობასთან ბრძოლაშიც შეიძლება გამოიყენონ.

დეტალები Pfizer-BioNTech-ის პრეპარატით ვაქცინაციაზე ნორვეგიაში

„ყველა შემთხვევის სიღრმისეული მოკვლევა მიმდინარეობს“, - აცხადებს ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტო 23 პაციენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომლებიც გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ინექციის მიღებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალნენ. სააგენტოს თანახმად, ვაქცინაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ღებინება და ტემპერატურის მატება, „შესაძლოა გამხდარიყო განსაკუთრებით მძიმე ავადმყოფების გარდაცვალების მიზეზი“. მათი თქმით, კომპანიის მიერ ჩატარებული მასშტაბური პრეტესტირების დროს, პრეპარატი არ იყო გამოცდილი არასტაბილურ, ან სუსტ და 85 წელს გადაცილებულ პაციენტებზე. ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაცია უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მიმდინარეობს. ძირითადად ვაქცინაცია ტარდება მოხუცთა სახლებში, სადაც ბევრ პაციენტს მძიმე მდგომარეობა აქვს. ნორვეგიაში ვაქცინაცია ამერიკულ-ბელგიური კომპანიის მიერ, Pfizer-BioNTech - ის პრეპარატით მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით სულ მცირე ერთი დოზა 33,000-ზე მეტმა ადამიანმა გაიკეთა. მედიკამენტების სააგენტოს თქმით, თითოეული ლეტალური შემთხვევის დეტალური გამოკვლევა მიმდინარეობს და ნაადრევია იმის დასკვნა, რომ პაციენტების მდგომარეობის გართულება პრეპარატმა გამოიწვია. Bloomberg-ის ცნობით, ვაქცინის მწარმოებელი კომპანია და ნორვეგია ერთად სწავლობენ გარდაცვალების შემთხვევებს. ნორვეგიაში დაფიქსირებულ გარდაცვალების ფაქტზე ასევე დაუსვეს შეკითხვები ამირან გამყრელიძესაც. მისი თქმით, სავსებით გასაგებია, რომ ეს თემა საზოგადოების მაღალ ინტერესს იწვევს,თუმცა საჭიროა სიფრთხილე, რომ მოვლენებს წინ არ გავუსწროთ: „მე საფუძვლიანად გავეცანი ნორვეგიის მიერ ამ თემაზე გამოქვეყნებულ ლიტერატურას“, - ამბობს გამყრეილძე, მისი თქმით, ჯერ არავის უთქვამს, რომ ეს ადამიანები Pfizer-ის მიერ დამზადებული ვაქცინის მიღების გამო გარდაიცვალნენ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის გენერალური დირექტორის თქმით, საჭიროა, რომ ექსპერტიზის დასკვნას დაველოდოთ. Pfizer-BioNTech -ის კლინიკურ ცდებში 43,448 პაციენტი მონაწილეობდა. ცდების დროს არც ერთი მწვავე ალერგიული რეაქცია და/ან გარდაცვალება არ დაფიქსირებულა. აშშ-ის მასშტაბით Pfizer-ის ვაქცინა 1,893,360-მა ადამიანმა გაიკეთა, რომელთაგან მხოლოდ 21 შემთხვევაში დაფიქსირდა პრეპარატზე რეაქცია, აქედან 71% შემთხვევაში ალერგიული რეაქცია პრეპარატის მიღებიდან 15 წუთში შეინიშნებოდა. მხოლოდ 4 შემთხვევაში გახდა საჭირო პაციენტის ჰოსპიტალიზება, ხოლო მიღებიდან რამდენიმე დღეში ყველა პაციენტი სახლში გაწერეს. მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მეტი დოზა ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, ისრაელში გაკეთდა. ქვეყანაში მოსახლეობის მეოთხედს გაუკეთდა ვაქცინის პირველი დოზა. ისრაელის მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, პირველი დოზის გაკეთებიდან 14 დღის შემდეგ, 60 წელს გადაცილებულ 200 000-კაციან ჯგუფში ინფექციის მაჩვენებელი 33 პროცენტით დაეცა მეორე, არავაქცინირებულ 200 000-კაციან ჯგუფთან შედარებით.

Apple-მა შესაძლოა iPhone დასაკეცი ეკრანით გამოუშვას

Apple-მა შესაძლოა iPhone დასაკეცი ეკრანით გამოუშვას. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. კომპანია Apple დასაკეც ეკრანიანი iPhone-ის შექმნაზე მუშაობს, რომელიც კონკურენციას Samsung-ს გაუწევს. გავრცელებული ინფორმაციით, Apple-მა მოდელი უკვე შექმნა და მისი შიდა ტესტირება მიმდინარეობს, თუმცა ჯერ წარმოების გეგმა არაა დამტკიცებული. ამერიკული კომპანია გეგმავს გამოუშვას გაჯეტი დიდი ეკრანით, რომელიც გახსნილ მდგომარეობაში 6,7 დიუმი იქნება, დაახლოებით იმ ზომის რაც iPhone 12 Pro Max-ს აქვს. Bloomberg მიიჩნევს, რომ ეს კომპანიის მიერ გადადგმული რადიკალური ნაბიჯი იქნება, თუმცა არაა გამორიცხული, რომ მსგავსი ტელეფონები ბაზარზე რამდენიმე წელიწადში გამოჩნდეს. ამ დორისთვის კომპანია ფლაგმანი ბრენდების iPhone-ს და iPad-ის ახალი თაობის პროდუქტების გამოშვებაზე მუშაობს, რომლებიც ბაზარზე 2021 წელს გამოვა.

ილონ მასკი პლანეტის უმდიდრესი ადამიანია

ელონ მასკი გახდა ყველაზე მდიდარი ადამიანი მსოფლიოში, მისმა ქონებამ 185 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. Tesla და SpaceX აღმასრულებელი დირექტორი, უმდიდრეს ადამიანებს შორის დასახელდა პირველ ადგილზე მას შემდეგ, რაც შვიდ იანვარსს Tesla- ს აქციების ფასი გაიზარდა. მასკის ელექტრომობილების კომპანია, Tesla-ს, ფასმა წელს მოიმატა და ოთხშაბათს პირველად 700 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამრიგად, ავტომობილების მწარმოებელი კომპანიაის საბაზრო ღირებულება უფრო მეტი გახდა, ვიდრე Toyota, Volkswagen, Hyundai, GM და Ford ერთად აღებული. მასკმა სიახლეზე ჩვეულ სტილში გამოხატა რეაქცია Twitter-ზე:

SpaceX– მა 2021 წელის პირველი სარაკეტო გაშვება შეასრულა

კოსმოსური ხომალდების მწარმოებელი და კოსმოსის ტრანსპორტირების კომპანია SpaceX-მა პირველი წარმატებული ფრენა შეასრულა 2021წლის. ამერიკულმა კომპანიამ უახლესი ფრენის დროს, დამატებით რამდენიმე სატელიტები განათავსა ჩვენი პლანეტის ირგვლივ. ახალი მისიის ფარგლებში, SpaceX-მა კოსმოსში თურქული Turkish 5A სატელიტი განათავსა დედამიწის ატმოსფეროს ზედა ფენებში. SpaceX სავარაუდოდ დატვირთული კალენდარი ექნება 2021 წელს, მათ შორის, კომპანია Starship SN9 პროტოტიპის საცდელი ვერსიის შემოწმებას გეგმას, რაც შეიძლება უკვე ამ შაბათ-კვირას მოხდეს.

Facebook ფეიჯების Like-ს ფუნქციას აუქმებს

საჯარო ფეისბუქ გვერდებზე Like ღილაკი გაუქმდება. ამის შესახებ კომპანია Facebook Inc-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. Facebook Inc რომელიც აერთიანებს, Instagram-ს, facebook-ს, whatsapp-ს და სხვა სოცქსელებს, facebook-ის მომხმარებელს სიახლეებს სთავაზობს. "ჩვენ ვშლით Like-ის ღილაკს და უფრო მეტ დროს დავუთმობთ გამომწერებს, რომ ადამიანებს ფავორიტ ფეისბუქგვერდებთან კავშირი გავუმარტივოთ. ფეისბუქგვერდებს მომწონებელთა ნაცვლად, მხოლოდ გამომწერები ეყოლება. მათთვის ასევე შეიქმნება სპეციალური სიახლეების ველი, სადაც ფეიჯები გამომწერებთან და გულშემატკივრებთან ინტერაქციას შეძლებენ. გვერდების სიახლეების ახალ დიზაინში გამომწერები მარტივად მიიღებენ მათთვის საინტერესო სიახლეებს და ინფორმაციას. ცვლილებები შეეხება ისეთ ფეისბუქგვერდებს, როგორებიცაა ცნობილი ფიგურების, ბრენდების, ხელოვანების ოფიციალური გვერდები. განახლებული განლაგება უფრო მარტივი და ინტერაქტიული იქნება”, - აღნიშნავენ კომპანიაში.

Apple-მა დააპატენტა MacBook-ის ახალი უკაბელო დამუხტვის ფუნქცია

აშშ–ის პატენტებისა და სასაქონლო ნიშნის სამსახურმა ოფიციალურად მიანიჭა Apple–ს ორ პატენტზე უფლება, ორი მიმართულებით დატენვისთვის, ასევე ცნობილი როგორც უკუ დატენვის სახელით (Reverse charging). Apple-ი ამ ფუნქციაზე რამდენიმე წელია რაც მუშაობს, კომპანიამ პატენტზე უფლებები 2016 წლის მარტში მოითხოვა. პატენზე ინფორმაციას Patently Apple-ი ავრცელებს. კომპანიის მიერ წარმოდგენილ ილუსტრაციებზე, ჩანს თუ როგორ იმუშავებს მათი ახალი გამოგონება და კონკრეტულად სად იქნება ის მოთავსებული McBook-ში. როგორც ჩანს ახალი მრავალი ინდუქციური დატენვის ხვია(coil) შეიძლება განთავსდეს MacBook– ის ჩარჩოში, რაც საშვალებას მისცემს მომხმარებელს, რამდენიმე მოწყობილობა ერთდროულად დამუხტოს, ზედმეტი კაბელების გარეშე.

ახალი კვლევა: COVID-19-ზე იმუნიტეტი მინიმუმ 8 თვე ნარჩუნდება

ავსტრალიის, მონაშის უნივერსიტესტის კვლევის თანახმად, კორონავირუსზე იმუნინტეტი ადამიანებში რვა თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ნარჩუნდება. ინფორმაციას ND TV ავრცელებს. მკვლევრებმა, 25 კოვიდადებითი პაციენტისგან შემდგარი ჯგუფი დააკომპლექტეს. კვლევამ აჩვენა, რომ ანტისხეულები პაციენტებში მეოცე დღიდან გაქრა, ხოლო ყველა პაციენტში შენარჩუნდა უჯრედები, რომლებიც პასუხისმგებელია ვირუსის ამოცნობასა და რეინფიცირების პრევენციაზე. „ეს შედეგები მნიშვნელოვანია, რადგან აჩვენებს, რომ კოვიდინფიცირებული ინარჩუნებენ იმუნიტეტს“, - ამბობს კვლევის თანაავტორი, მენა ვან სელმი, მონაშის უნივერსიტეტის იმუნოლოგიის განყოფილებიდან.

BioNTech-ის აღმასრულებელი დირექტორი: ვირუსი ჩვენთან იქნება მომავალი 10 წლის განმავლობაში, თუმცა საავადმყოფოები აღარ გადაიტვირთება

BioNTech-ის აღმასრულებელ დირექტორს უგურ შაჰინს გერმანიაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, ვაქცინიდან რა პერიოდის შემდეგ შეძლებდა მსოფლიო ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებას. ამის შესახებ Guardian-ი წერს. მისი თქმით, „ახალი განმარტებაა საჭირო სიტყვა - „ნორმალურისთვის“. „ვირუსი ჩვენთან იქნება მომავალი 10 წლის განმავლობაში. უნდა შევეგუოთ ფაქტს, რომ კვლავ იქნება ეპიდაფეთქებები. თუმცა ახალი ნორმა იქნება - ბიზნესები არ ჩაიკეტება, მოსახლეობა სრულ კარანტინში არ გადავა და საავადმყოფოები აღარ გადაიტვირთება“, - განაცხადა შაჰინმა.

მომხარებლების მონაცემების უნებართვო შეგროვებისთვის ავსტრალია Facebook-ს უჩივის

მომხმარებლების მონაცემების უნებართვოდ შენახვის გამო, ავსტრალიის მარეგულირებლები Facebook-ის დაჯარიმებას მოითხოვენ. ამ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ავსტრალიის კონკურენციისა და მომხმარებელთა კომისიის თქმით, ისინი ითხოვენ სოციალური მედიის გიგანტისგან კომპენსაციას, რადგან Facebook-ი საკუთარ კომპანიას ასაღებს როგორც უსაფრთხო ვირტუალურ პლატფორმას, სინამდვილეში კი, მოქალაქეების მონაცემებს უნებართვოდ ინახავს“. facebook-ისთვის მსგავსი ბრალდება უცხო არ არის. გასულ წელს კომპანიას მსგავსი პრობლემა აშშ-ის მარეგულირებლებთანაც ჰქონდა. მაშინ საქმის განხილვა სენატამდეც კი მივიდა. კომპანიის სპიკერის თქმით, კომპანია „განიხილავს ACCC - ის (ავსტრალიის კონკურენციის სააგენტო) საჩივრებს და განაგრძობს საკუთარი პოზიციის დაცვას“. ავსტრალიას Facebook-ის გარდა, Google-თან აქვს სადავო საქმეები, რომელიც ასევე დაკავშირებულია მომხმარებლების მონაცმების „არასწორი“ გზით შენახვასთან. აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისიის სარჩელისგან განსხვავებით, ავსტრალიის სარჩელმა შესაძლოა, კომპანია აიძულოს მომხარებლებთან კომუნიკაციის პრინციპები შეცვალოს.

Facebook-მა განცხადება გაავრცელა

Facebook-მა შეფერხების აღმოფხვრის შესახებ განაცხადა. კომპანია განმარტავს, რომ ზოგიერთ მომხმარებელს „მესენჯერში“, ინსტაგრამსა და მასთან დაკავშირებულ სხვა სერვისებში შეტყობინების გაგზავნის პრობლემა შეექმნა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. სპეციალური ვებგვერის, Downdetector.com-ის ცნობით, ხარვეზის შესახებ 4,600-ზე მეტი ცნობა გავრცელდა, ინსტაგრამის შემთხვევაში კი ასეთი 900 იყო. Facebook Messenger-ის მუშაობაში გლობალური შეფერხება დაფიქსირდა.

Facebook Messenger-ის მუშაობაში გლობალური შეფერხება დაფიქსირდა

ვებ-გვერდ Downdetector-ის ინფორმაციით, Facebook Messenger-ის მუშაობაში გლობალური შეფერხება დაფიქსირდა. სერვისთან წვდომისას პრობლემები ძირითადად ევროპის ქვეყნებში მცხოვრებ მომხმარებლებს შეექმნათ. კერძოდ, მომხმარებელთა უმეტესობა (53%) შეტყობინებებს ვერ იღებს, სერვერთან წვდომა უჭირს მომხმარებელთა 31%-ს, 15%-კი აპლიკაციაში ავტორიზაციას ვერ ახერხებს.