თეგი: ერდოღანი
თურქეთის პრეზიდენტი კიევში ჩავა
თურქეთის პრეზიდენტი კიევში ჩავა. როგორც ცნობილია, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტი უკრაინის დედაქალაქში 3 თებერვალს, თურქეთსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 30-ე წლისთავზე შედგება. ერდოღანის თქმით, უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს და მოსკოვს დეესკალაციისკენ მოუწოდებს.
თურქეთის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა
თურქეთის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სოციალურ ქსელში დაწერა. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, მას და მის მეუღლეს ვირუსის მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებათ. „COVID19-ის ტესტი, რომელიც მე და ჩემმა მეუღლემ ავიღეთ მსუბუქი სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, დადებითი აღმოჩნდა. საბედნიეროდ, დაავადება, რომელიც, როგორც შევიტყეთ, არის „ომიკრონი“, მსუბუქად მიმდინარეობს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს მისიას, გავაგრძელებთ მუშაობას სახლიდან“, – ნათქვამია რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი 2023 წლის თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე „სახალხო ალიანსის“ კანდიდატი იქნება
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 2023 წლის თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე „სახალხო ალიანსის“ კანდიდატი იქნება. ამის შესახებ თურქეთის „ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის“ ხელმძღვანელმა, დევლეთ ბაჰჩელიმ განაცხადა. „ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატი ცხადია, ეს არის რეჯეფ თაიფ ერდოღანი. მჯერა, რომ ბატონი ერდოღანი 2023 წლის ივნისის არჩევნებში დიდი სხვაობით გაიმარჯვებს და„სახალხო ალიანსი“ ასევე მიაღწევს მორიგ გამარჯვებას“, – თქვა ბაჰჩელიმ.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში ორი სეპარატისტული რეგიონის აღიარება მიუღებელია
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში ორი სეპარატისტული რეგიონის აღიარება მიუღებელია და ყველა მხარეს მოუწოდა, პატივი სცენ საერთაშორისო სამართალს. „მიგვაჩნია, რომ რუსეთის ეს გადაწყვეტილება მიუღებელია. ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას, რომ ყველა მხარემ საღი აზრი უნდა გამოიჩინოს და პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა. ამავე თემაზე დმიტრი კულება: ენტონი ბლინკენთან საუბრისას რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების საჭიროებას გავუსვი ხაზი დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს გამოაცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები უცვლელი დარჩება. არ გვეშინია აშშ-მ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების აღიარების გამო სანქციები დააწესა ევროპის საბჭო რუსეთს ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „აღიარების“ შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ეს არის აშკარა თავდასხმა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე აშშ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას აანონსებს ენტონი ბლინკენ: რუსეთის გადაწყვეტილება სწრაფ და მტკიცე რეაგირებას მოითხოვს ევროკავშირის პასუხი პუტინს: ამ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები დაწესდება ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა
უცხოური მედია: ერდოღანმა უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფომრაციით, უშიშროების საბჭოს სხდომას ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, ჰულუსი აკარი და არმიისა და დაზვერვის წარმომადგენლები ესწრებიან. ამავე თემაზე ვოლოდიმერ ზელენსკი: უკრაინა რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს დმიტრო კულება: უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული
დღეს ანკარაში ერთმანეთს თურქეთის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი შეხვდებიან
დღეს ანკარაში ერთმანეთს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი შეხვდებიან. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. „ორმხრივი კავშირების გარდა, ლიდერები ისაუბრებენ რეგიონალურ საკითხებზე, კონკრეტულად კი, უკრაინაზე და თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობებზე“,- ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: რეჯეფ თაიფ ერდოღანი: რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში ორი სეპარატისტული რეგიონის აღიარება მიუღებელია
ვლადიმერ პუტინმა უკრაინის მიმართ რუსეთის მოთხოვნები რეჯეფ თაიფ ერდოღანს გააცნო
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის მიმართ რუსეთის მოთხოვნები თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს გააცნო. ინფორმაციას BBC ავრცელებს. მოთხოვნები ორ კატეგორიად იყოფა: პირველი: უკრაინის მიერ ნეიტრალური სტატუსის გამოცხადება; უკრაინამ აღარ შეავსოს NATO-ს წევრობაზე განაცხადი; ასევე, გაიაროს განიარაღების პროცესი, რათა უზრუნველყოფილ იქნას, რომ ის საფრთხეს არ წარმოადგენდეს რუსეთისთვის; უკრაინაში რუსული ენის დაცვისა და დენაციფიკაციის საკითხი. მეორე ნაწილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირისპირ მოლაპარაკებაა, ვიდრე რაიმე სახის შეთანხმება შედგება. როგორც ცნობილია, საკითხები დონბასის სტატუსსა და ყირიმთან დაკავშირებით იქნება. ასევე წაიკითხეთ: ერდოღანმა პუტინს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა
თურქეთის პრეზიდენტი: მე ვერ დავტოვებ ჩემს ხალხს ზამთრის სიცივეში
თურქეთს არ შეეძლო, დაეწესებინა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ენერგეტიკული საჭიროებებისა და თანამშრომლობის გამო. მე ვერ დავტოვებ ჩემს ხალხს ზამთრის სიცივეში, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. „ჩვენ მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის თითქმის ნახევარს რუსეთიდან ვყიდულობთ. ჯერ ერთი, მე ვერ დავტოვებ ჩემს ხალხს ზამთრის სიცივეში. მეორეც, მე ვერ შევაჩერებ ჩვენს ინდუსტრიას. ეს უნდა დავიცვათ. თურქეთს არ შეეძლო, დაეწესებინა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ენერგეტიკული საჭიროებებისა და თანამშრომლობის გამო“, – აღნიშნა ერდოღანმა. ასევე წაიკითხეთ: ერდოღანი და ანდჟეი დუდა შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია დიპლომატიური ძალისხმევის გაძლიერება, რათა უკრაინაში რუსეთის აგრესია დასრულდეს რა საკითხები განიხილეს თურქეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერდოღანმა ზელენსკის სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ანკარა მშვიდობის დასამყარებლად ძალისხმევას განაგრძობს ერდოღანი და ანდჟეი დუდა შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია დიპლომატიური ძალისხმევის გაძლიერება, რათა უკრაინაში რუსეთის აგრესია დასრულდეს აშშ უკრაინას კიდევ $800 მილიონის ტანკსაწინააღმდეგო და ანტისაზენიტო იარაღს გადასცემს თურქეთი რუსეთის სამხედრო გემებს შავ ზღვაში შესვლას შეუზღუდავს - Reuters უკრაინამ თურქეთს სთხოვა, რუსული გემები არ გაატაროს ზელენსკი ერდოღანს: შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემების გავლის აკრძალვა უკრაინსითვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია
რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლები მოლაპარაკებებში წინსვლას უარყოფენ
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ „უკრაინსკაია პრავდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში არ დაადასტურა შეთანხმებების არსებობა, რომლებზეც თურქეთის პრეზიდენტმა ერდოანმა ილაპარაკა. მისი თქმით, შეუძლებელია მოლაპარაკებების დაყვანა აღნიშნულ ექვს საკითხზე. კერძოდ, კულებამ აღნიშნა, რომ უკრაინული ენა უნდა დარჩეს ერთადერთ სახელმწიფო ენად. მისი თქმით, უკრაინა მოითხოვს პირველ რიგში ცეცხლის შეწყვეტას, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტიებს. რუსეთთან მოლაპარაკებების მსვლელობაზე მან თქვა, რომ ისინი მძიმედ მიმდინარეობს. ამასთან, მან მადლობა გადაუხადა თურქეთს ომის შეწყვეტისკენ მიმართული დიპლომატიური მცდელობისთვის. მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ მედინსკიმ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ რუსეთისთვის საკმარისი არ არის უკრაინის ნეიტრალიტეტის სტატუსი. მოსკოვი მოითხოვს „კომპლექსურ ხელშეკრულებას“, რომელშიც გათვალისწინებული იქნებოდა რუსეთის მოთხოვნები, რომლებიც მან უკრაინაში შეჭრამდე წამოაყენა - ე.წ. დენაციფიკაციის, დემილიტარიზაციის, ყირიმის სტატუსისა და დონბასის სეპარატისტული რესპუბლიკების აღიარების შესახებ. ამის გარეშე „შეთანხმების მიღწევა ნაკლებ სავარაუდოა“, თქვა მედინსკიმ. მან უკრაინას მოლაპარაკებების გაჭიანურებაში დასდო ბრალი. საგულისხმოა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გაკეთებული განაცხადება, რომ ჯარი „დონბასიის სრულად განთავისუფლებაზე“ კონცენტრირდება. ამის შესახებ უკრაინულმა მედიმ რუსულ გამოცემებზე დაყრდნობით დაწერა. ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთმა ომში თავის მიზნებს შესაძლოა რალუად გადახედოს. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ ერდოღანი: უკრაინამ და რუსეთმა ომის დასრულებისთვის 6-დან 4 პუნქტზე შეთანხმებას მიაღწიეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მსხვერპლის რაოდენობა გაასაჯაროვა ბორელი უკრაინაში ომზე - ყველაფერი უახლოეს 15 დღეში გადაწყდება ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
ერდოღანი რუს კოლეგას ტელეფონით ესაუბრა
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. ერდოღანმა პუტინს ცეცხლის შეწყვეტისკენ და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული პირობების გაუმჯობესებისკენ მოუწოდა. "პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი გააგრძელებს ყველა სახის მხარდაჭერას ამ პროცესთან დაკავშირებით",- წერს თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ასევე წაიკითხეთ: თურქეთის პრეზიდენტი: მე ვერ დავტოვებ ჩემს ხალხს ზამთრის სიცივეში
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ. „ვფიქრობ, ახლა ისეთ პერიოდში ვართ, რა დროსაც მყარ შედეგებს უნდა ველოდოთ მოლაპარაკებებისგან. თქვენ ქმნით მშვიდობის საფუძველს თქვენი ლიდერების დირექტივების მიხედვით“, - განაცხადა ერდოღანმა უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების დაწყებისას. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის შეიარაღებული ძალები: რუსი სამხედროები აგრძელებენ სარაკეტო-საარტილერიო დაბომბვებს დმიტრო კულება რუსეთთან მოლაპარაკებების მონაწილეებს ურჩევს, არაფერი ჭამონ, ან დალიონ
ერდოღანი: თურქეთს სურს უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან დიალოგი
თურქეთს სურს უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან დიალოგი, რომ ლიდერები სისხლისღვრის შესაჩერებლად შეკრიბოს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ერდოღანის განცხადებით, თურქეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ ემხრობა, ნაცვლად ამისა, პრიორიტეტს ანიჭებს რუსეთის სამხედრო ნაბიჯების წინააღმდეგ დგომას და დიალოგის გაგრძელებას. „ თურქეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ ემხრობა, ნაცვლად ამისა, პრიორიტეტს ანიჭებს რუსეთის სამხედრო ნაბიჯების წინააღმდეგ დგომას და დიალოგის გაგრძელებას. ეს დიალოგი მნიშვნელოვანია და აუცილებელია არა მხოლოდ უკრაინის კონტექსტში, არამედ ჩვენთან მჭიდრო კავშირში არსებულ ბევრ გეოგრაფიაში, როგორიცაა სირია, ლიბია და სამხრეთ კავკასია“, – თქვა ერდოღანმა. ცნობისთვის, 29 მარტს თურქეთში, რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობას შეამცირებდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ, შესაძლოა, ყურადღების გადატანისა და ადამიანების მოტყუების მცდელობა იყოს. ასევე წაიკითხეთ: სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს. 26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა
თურქეთის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
თურქეთის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. როგორც რეჯეფ თაიფ ერდოღანის პრესსამსახურში აცხადებენ, ორი ქვეყნის ლიდერებმა სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები განიხილეს. ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ მოლაპარაკება იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკრაინაში კონფლიქტის გადასაჭრელად. ის კიდევ ერთხელ გამოვიდა წინადადებით, რომ რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა თურქეთში გაიმართოს. ასევე წაიკითხეთ: ზელენსკი: მადლობა თურქეთს მზადყოფნისთვის, გახდეს ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტი 31 მარტს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი გახდეს. 29 მარტს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ უკრაინის პარლამენტის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა. უკრაინულ დელეგაციას მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს უსაფრთხოების ყველა გარანტორი მოაწერს. უკრაინის დელეგაციის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტორები შეიძლება იყვნენ: დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, კანადა, იტალია, პოლონეთი და ისრაელი. საგულისხმოა, რომ სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე მხარეებს დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერიათ. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ მედია: ერდოღანმა გამოაცხადა პრინციპული თანხმობა, რომ თურქეთი გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტი მედინსკი: სტამბოლში უკრაინა „არსებითად“ დათანხმდა რუსეთის „პრინციპულ მოთხოვნებს“
თურქეთის პრეზიდენტი: ვიმედოვნებ, ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შესაძლო შეხვედრა უკრაინაში ომის დასრულებას შეუწყობს ხელს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი იმედოვნებს, რომ სტამბოლში ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შესაძლო შეხვედრა უკრაინაში ომის დასრულებას შეუწყობს ხელს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს. „ჩვენ მოხარული ვართ, თუ ნეგატიურ ტენდენციას პოზიტიურად ვაქცევთ“, – აღნიშნა ერდოღანმა. შეგახსენებთ, რომ დღეს თურქეთის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. ამასთან, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები განახლდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა და უკრაინული დელეგაციის წევრმა მიხაილო პოდოლიაკმა განუცხადა. ცნობისთვის, 29 მარტს თურქეთში, რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობას შეამცირებდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ, შესაძლოა, ყურადღების გადატანისა და ადამიანების მოტყუების მცდელობა იყოს. ასევე წაიკითხეთ: სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს. 26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა
თურქეთის პრეზიდენტი: უკრაინის აღმოსავლეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღება თურქეთში
"ჩვენი სურვილია, ლიდერები შევკრიბოთ სტამბოლში ან ანკარაში", – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინის აღმოსავლეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღება თურქეთში, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და ვლადიმერ ზელენსკის შესაძლო შეხვედრის დროს. „ჩვენ ალბათ ამ კვირაში გვექნება შეხვედრა ბატონ პუტინთან. ჩვენი სურვილია, ლიდერები შევკრიბოთ სტამბოლში ან ანკარაში“, – განაცხადა ერდოღანმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: თურქეთის პრეზიდენტი: მე ვერ დავტოვებ ჩემს ხალხს ზამთრის სიცივეში ერდოღანი და ანდჟეი დუდა შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია დიპლომატიური ძალისხმევის გაძლიერება, რათა უკრაინაში რუსეთის აგრესია დასრულდეს ერდოღანმა ზელენსკის სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ანკარა მშვიდობის დასამყარებლად ძალისხმევას განაგრძობს
ბორის ჯონსონმა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარი გამართა
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა და თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას ბრიტანეთი-თურქეთის თანამშრომლობა, უკრაინის კონფლიქტზე გლობალური რეაგირება და NATO-ს გაფართოების საკითხები განიხილეს, - ინფორმაციას ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.. განცხადების მიხედვით, ლიდერებმა ერთმანეთს გაუზიარეს ღრმა შეშფოთება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმისა და მსოფლიოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის მისი შორს მიმავალი შედეგების შესახებ. „პრემიერ-მინისტრი მიესალმა თურქეთის წამყვან როლს კრიზისის მოგვარების მიმართულებით და ისინი შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშავებენ უკრაინის მარცვლეულის მარაგებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე მარშრუტების გახსნისა და სურსათზე გლობალური ფასების შემცირების მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ფინეთის პრეზიდენტი: რეჯეფ თაიფ ერდოღანთან პირდაპირი საუბარი მქონდაფინეთის პრეზიდენტის, საული ნიინისტოს განცხადებით, თურქ კოლეგასთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ღია და პირდაპირი საუბარი ჰქონდა. ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს. „პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ღია და პირდაპირი სატელეფონო საუბარი მქონდა. განვაცხადე, რომ როგორც NATO-ს მოკავშირეები, ფინეთი და თურქეთი ერთგულები იქნებიან ერთმანეთის უსაფრთხოების მიმართ და ამით ჩვენი ურთიერთობა გაძლიერდება,“- წერს საული ნიინისტო „ტვიტერზე“. ასევე წაიკითხეთ: ბორის ჯონსონმა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარი გამართა
ერდოღანი პუტინს სოჭში შეხვდება
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 5 აგვისტოს სოჭს ეწვევა. ამის შესახებ თურქეთის ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით Anadolu წერს. მისივე ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტი რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს შეხვდება. სხვა დეტალები არ ვრცელდება. შეხვედრას წინ უძღვის სტამბოლის შეთანხმება, რომლის თანახმადაც, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი უნდა განახლდეს. გასულ ოთხშაბათს, ერდოღანი და პუტინი ირანის დედაქალაქ თეირანში შეხვდნენ პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისს. სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. შეთანხმებიდან ერთი დღის შემდეგ, 23 ივლისს რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა. რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება
ერდოღანი ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად სოჭში ჩავიდა
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ერთდღიანი ვიზიტით სოჭში ჩავიდა. ერდოღანი სოჭში რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ლიდერები ორმხრივი შეხვედრისას რეგიონულ, საერთაშორისო საკითხებს და ორმხრივ ურთიერთობებს განიხილავენ, ასევე დელეგაციებს შორის გამართულ შეხვედრას დაესწრებიან. დღეს ერდოღანი და პუტინი სოჭში მოლაპარაკებებს გამართავენ ერდოღანი პუტინს სოჭში შეხვდება ამასთან, მხარეებს შორის განსახილველ თემებს შორის იქნება უკრაინაში მიმდინარე ომი, სირიის კრიზისი და მარცვლეულის ექსპორტის საკითხი. ცნობისთვის, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთ თვეში უკვე მეორედ ხვდებიან ერთმანეთს. ბოლო შეხვედრა 19 ივლისს თეირანში შედგა.
ვლადიმერ პუტინსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის, სატელეფონო საუბარი შედგა
რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსა და თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, პუტინის რეიტინგი შემცირდა - კვლევა "ერდოღანმა კომენტარი გააკეთა უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებულ ე.წ. რეფერენდებზე, რომელსაც თურქეთი ეწინააღმდეგება. თურქეთის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბარში თავის რუს კოლეგას მოუწოდა, უკრაინაში ომის საკითხზე მოლაპარაკებები ისევ აწარმოოს ოფიციალურ კიევთან", - ნათქვამია ინფორმაციაში. ამასთან, თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაიმეორა თურქეთის მზადყოფნა შეასრულოს ფასილიტატორის როლი უკრაინაში ომის დასასრულებლად და მოუწოდა თავის რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს, მიეცეს უკრაინასთან მოლაპარაკებების კიდევ ერთი შანსი. როგორც ცნობილია, საუბრისას ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ მოხარულია მოსკოვი-კიევის პატიმართა გაცვლის წარმატებით და ასევე მარცვლეულის ექსპორტზე სტამბულის შეთანხმების ფუნქციონალურობით. რა საკითხები განიხილეს ერდოღანმა და პუტინმა 21 სექტემრბის სატელევიზიო მიმართვისას, ვლადიმერ პუტინმა დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. ამავე დღეს პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. 23 სექტემბერს, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, რუსეთთან შეერთების შესახებ ფსევდორეფერენდუმის დაწყების შესახებ განაცხადეს. ყალბი რეფერენდუმების შედეგების გამოცხადებას 27-28 სექტემბერს გეგმავენ. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს, აიძულებენ რუსეთთან შეერთებას ყალბ რეფერენდუმებზე მისცენ ხმა. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, პუტინმა შესაძლოა, ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების ანექსია 30 სექტემბერს გამოაცხადოს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ერდოღანმა პუტინს განუცხადა, რომ უკრაინის საკითხის მშვიდობიანად გადაწყვეტაში, ძალისხმევას გამოიჩენს
თურქეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის ომის სამშვიდობო პროცესში ძალისხმევის გამოჩენისთვის მზადყოფნა გამოთქვა. თურქული მხარის ცნობით, ერდოღანმა და პუტინმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხი და რუსეთ-უკრაინის ომში განვითარებული ბოლო მოვლენები განიხილეს. „სატელეფონო საუბრისას, თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზადაა, უკრაინის საკითხის სამშვიდობო გადაწყვეტაში ძალისხმევის გამოსაჩენად“, - აცხადებენ თურქეთის პრეზიდენტის კანცელარიაში. ბოლოს ერდოღანისა და პუტინის სატელეფონო საუბარი 29 სექტემბერს შედგა.
რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები ასტანაში, დღეს ერთმანეთს შეხვდებიან
რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები ასტანაში, დღეს ერთმანეთს შეხვდებიან. ამასთან, ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი ყაზახეთს აზიაში თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის კონფერენციის ფარგლებში ეწვევიან. მოსალოდნელია, რომ განსახილველ საკითხებს შორის უკრაინაში რუსეთის ომიც იქნება.
თურქეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანში ჩავიდა
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი სამუშო ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავიდა. ერდოღანმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ილჰამ ალიევთან ერთად ზანგილანის ახალი საერთაშორისო აეროდრომის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო. როგორც ცნობილია, დღის მეორე ნახევარში თურქეთის სახელმწიფოს ლიდერი ახალი რკინიგზის სადგურის, გიუმლაკის მშენებლობას ჩაუყრის საფუძველს. გარდა ამისა, ორი ქვეყნის ლიდერები კიდევ რამდენიმე ახალი ერთობლივი პროექტის მშენებლობის დაწყებაში მიიღებენ მონაწილეობას. ცნობისთვის, 2020 წლის ნოემბერში, ე.წ. 44-დღიანი ომის შემდეგ, სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთის შუამავლობით შეთანხმდნენ საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე.
რუსეთის გადაწყვეტილება, გაიყვანოს ჯარები ხერსონიდან, პოზიტიური ნაბიჯია - ერდოღანი
რუსეთის გადაწყვეტილება, გაიყვანოს ჯარები ხერსონიდან, პოზიტიური ნაბიჯია, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ISW: ხერსონისთვის ბრძოლა არ დასრულებულა "რუსეთის გადაწყვეტილება, გაიყვანოს ჯარები ხერსონიდან, პოზიტიური ნაბიჯია", - განაცხადა ერდოღანმა. რუსული მედიის ცნობით, შოიგუმ, ოკუპირებული ხერსონიდან ჯარის გაყვანის ბრძანება გასცა მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთმა შესაძლოა, ხერსონი უბრძოლველად არ დატოვოს ომის შემსწავლელი ინსტიტუტი რუსეთის გადაწყვეტილებას ხაფანგად არ მიიჩნევენ უკრაინის სამხედრო ძალებისთვის. 9 ნოემბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ რუსეთის შეიარაღებული ძალების სარდლის, სერგეი სუროვიკინის მოხსენების მოსმენის შემდეგ, ქალაქ ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ერდოღანი პუტინს: მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებები მხარდაჭერილი უნდა იყოს ცეცხლის ცალმხრივი შეწყვეტით
მშვიდობის მოწოდებები, მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებები მხარდაჭერილი უნდა იყოს ცეცხლის ცალმხრივი შეწყვეტით და სამართლიანი გადაწყვეტის ხედვით, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. თურქული მედიის ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერებმა ხაზი გაუსვეს, რომ მარცვლეულის დერეფანთან, ტყვეების გაცვლასა და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს დადებითი შედეგები აქვს. ამასთან, როგორც ცნობილია, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა სირიის საკითხზეც ისაუბრეს.
ამ სტიქიურ უბედურებას ერთად გავუმკლავდებით - ერდოღანი
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი სოციალურ ქსელში წერს, რომ სტიქიურ უბედურებას ერთად გაუმკლავდებიან. მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაიღუპა სულ მცირე, 100 ადამიანი „იმედი მაქვს, სტიქიურ უბედურებას ერთად გავუმკლავდებით, რაც შეიძლება მალე და ნაკლები ზიანით. მაშველები უკვე გააგზავნეს სტიქიით დაზარალებულ ზონაში. ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმზეა გადაყვანილი”, – წერს თურქეთის ლიდერი. BBC-ის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაიღუპა სულ მცირე, 100 ადამიანი. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ათი ქალაქი დაზარალდა.
ილია მეორე ერდოღანს: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით, გამოვხატავ დიდ მწუხარებას მომხდარი ტრაგედიის გამო
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვხატავ დიდ მწუხარებას მომხდარი ტრაგედიის გამო, - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო ქვეყნის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს სამძიმრის წერილი გაუგზავნა. თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 284-მდე გაიზარდა საგარეო უწყება: თურქეთში დაშავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ, არანაირი შეტყობინება არ შემოსულა ილია მეორე მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს. „თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, მსოფლიო შეძრა 6 თებერვალს მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ. სტიქიას ემსხვერპლა საქართველოს მოქალაქეც. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვხატავ დიდ მწუხარებას მომხდარი ტრაგედიის გამო. მიიღეთ ჩვენი გულითადი თანაგრძნობა და გთხოვთ, სამძიმარი გადასცეთ გარდაცვლილთა ოჯახებს. ქვეყანას ვუსურვებ მშვიდობას, მხნეობას, დაშავებულთა გამოჯანმრთელებას და ვითარების დროულად გამოსწორებას. ღმერთი მშვიდობისა იყოს თქვენთან და ყოველთა თანა ამინ“,- აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მიწისძვრის შედეგად მხოლოდ თურქეთში 912 ადამიანი დაიღუპა და 5383 დაშავდა.
ერდოღანმა მიწისძვრების შემდეგ დაგვიანებული სამაშველო ოპერაციისთვის ბოდიში მოიხადა
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიწისძვრების შემდეგ დაგვიანებული სამაშველო ოპერაციისთვის ბოდიში მოიხადა. მალათიის პროვინციაში 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 69 ადამიანი „მიწისძვრების დამანგრეველი შედეგების და უამინდობის, ასევე დაზიანებული ინფრასტრუქტურით გამოწვეული სირთულეების გამო, პირველ დღეებში ვერ ვიმუშავეთ ისე, როგორც გვინდოდა. ამისთვის ბოდიშს ვიხდი“, – თქვა თურქეთის პრეზიდენტმა ადიამანის პროვინციაში სტუმრობის დროს. შეგახსენებთ, 6 თებერვალს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ბოლო მონაცემებით, თურქეთში 44 374 ადამიანი დაიღუპა.
27 აპრილს, შესაძლოა, პუტინი თურქეთში ჩავიდეს
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ მისი რუსი კოლეგა, ვლადიმერ პუტინი, შესაძლოა 27 აპრილს თურქეთში ჩავიდეს. მისი თქმით, პუტინი შესაძლოა დაესწროს "როსატომის" მიერ აშენებული ატომური ელექტროსადგურის ინაუგურაციას. "შესაძლოა, არსებობს შესაძლებლობა, რომ ბატონი პუტინი ჩამოვიდეს 27 აპრილს, ან ჩვენ შეიძლება დავუკავშირდეთ ინაუგურაციის ცერემონიაზე ონლაინ", - განაცხადა ერდოღანმა. ერდოღანი: თურქეთი „აკუიუს“ ობიექტს ატომური ელექტროსადგურის სტატუსს ოფიციალურად, 27 აპრილს მიანიჭებს ცნობისთვის, კრემლმა შაბათს განაცხადა, რომ პუტინმა და ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას განიხილეს ერთობლივი სტრატეგიული პროექტების წარმატებით განხორციელება ენერგეტიკის სექტორში, მათ შორის აღნიშნული ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე. შეგახსენებთ, თურქეთი არ აქვს რატიფიცირებული რომის სტატუტი, რომელიც ამ წესდების მონაწილე მხარეებს ავალდებულებს, დააკავოს რუსეთის პრეზიდენტი მათ ტერიტორიაზე შესვლის შემთხვევაში. როგორც ცნობილია, პუტინის დაკავების ორდერი ჰააგის სასამართლომ 17 მარტს გასცა. რომის სტატუტი მსოფლიოს 123 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მიერ არის რატიფიცირებული. წესდება ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას და ფუნქციებს განსაზღვრავს. ქვეყნები, რომლებმაც პუტინის დაკავების მზადყოფნა დააფიქსირეს რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება სომხეთის მმართველი პარტიის წევრი: თუ პუტინი სომხეთში ჩამოვა, მისი დაკავება მოგვიწევს
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამაშველო ოპერაციაში მონაწილე ქართველი მაშველები დააჯილდოვა
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, სამოქალაქო უსაფრთხოების პოლკოვნიკს, მამუკა სეფიაშვილს, რომელიც თურქეთის ქალაქებში ადიამანსა და ანთაქიაში მომხდარი მიწისძვრის სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში ჩართულ ქართულ სამაშველო ჯგუფს ხელმძღვანელობდა, სპეციალური ჯილდო – „უმაღლესი თავდადების ორდენი“ გადასცა. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „ქალაქ ანკარაში, პრეზიდენტის სასახლეში, თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (AFAD) მიერ ორგანიზებულ სპეციალურ ღონისძიებაზე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში ჩართულ ყველა ქვეყნის სამაშველო ჯგუფის ლიდერებს სპეციალური ორდენები და მადლობის სიგელები გადასცა. პრეზიდენტმა ერდოღანმა სამაშველო ოპერაციაში ჩართულ მაშველებს გაწეული დახმარებისა და თავდადებისთვის მადლობა პირადად გადაუხადა. ქართული სამაშველო ჯგუფი თურქეთში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, კატასტროფის პირველივე დღეს გაემგზავრა და, ჯამში, 200-მდე მაშველმა სამაშველო მისია 18 დღის განმავლობაში ორ ქალაქში შეასრულა“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში დამსახურებულ გამარჯვებას ვულოცავთ - „ქართული ოცნება“
„ქართული ოცნება” რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში დამსახურებულ გამარჯვებას და „სახალხო ალიანსს” საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას ულოცავს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. ჯო ბაიდენი: ვულოცავ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხელახლა არჩევას, მოუთმენლად ველი ერთობლივი მუშაობის გაგრძელებას „საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორსა და მეგობარ ხალხს ვუსურვებთ მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას, როგორც თურქეთის, ისე რეგიონის წინსვლისთვის. გვჯერა, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მმართველობის შემდეგ ეტაპზე, ორ მეგობარ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობა, რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, კიდევ უფრო გაღრმავდება და გამტკიცდება,“ - აღნიშნულია განცხადებაში. რას შეცვლის არჩევნები თურქეთის საგარეო პოლიტიკაში ოფიციალური ცნობებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა და იგი ხელახლა აირჩიეს თურქეთის პრეზიდენტად. ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმათა 52.14 პროცენტი მოაგროვა.
სტოლტენბერგი სტამბოლში ერდოღანს შეხვდა
NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, მთავარი განსახილველი საკითხი შვედეთის NATO-ში გაწევრიანება იყო. შეხვედრას თურქეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი, ეროვნული თავდაცვის მინისტრი იაშარ გიულერი, პრეზიდენტის პრესსპიკერი იბრაჰიმ კალინი და ნატოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.