თეგი: კიბერშეტევა
უკრაინის სამთავრობო უწყებებსა და ბანკების ვებგვერდებზე მასობრივი კიბერშეტევა განხორციელდა
უკრაინა სამთავრობო უწყებებსა და ბანკების ვებგვერდებზე მასობრივი კიბერშეტევის შესახებ იუწყება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კიბერთავდასხმების თავიდან აცილების მიზნით, ოფიციალურ ვებგვერდზე წვდომა დაბლოკა. „უკრაინის სამთავრობო ვებგვერდებზე მორიგი მასობრივი (DDoS) თავდასხმა ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:00 საათზე დაიწყო. ჩვენ გვაქვს შესაბამისი მონაცემები არაერთი ბანკიდან, ასევე არის პრობლემები უმაღლესი რადას, უკრაინის მინისტრთა კაბინეტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდებზე წვდომასთან დაკავშირებით. ეს გამოწვეულია სხვა პროვაიდერზე გადართვით, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ თავდასხმის ზიანი “, - განაცხადა ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა. წელს უკრაინა ორჯერ გახდა DDoS შეტევის სამიზნე - 14-15 იანვარს და 15 თებერვალს. თავს დაესხნენ უკრაინის ეროვნული ბანკის რესურსებს, პორტალს და Diia-ს სამთავრობო ელექტრონული სერვისების აპლიკაციას, ასევე Oschadbank-სა და Privatbank-ს.
უკრაინის მთავრობის ვებგვერდებზე კიბერშეტევა მიმდინარეობს
უკრაინის მთავრობის ვებგვერდებზე კიბერშეტევა მიმდინარეობს, რის გამოც შს მინისტრი მოსახლეობას ინფორმაციის მისაღებად, სოციალური ქსელების ოფიციალური გვერდების გამოყენებას ურჩევს. დენის მონასტირსკი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. ჩვენ მოგაწვდით ყველა ოპერატიულ ინფორმაციას სიტუაციის შესახებ. გთხოვთ, მშვიდად იყავით. ახლა, პანიკა ჩვენი რიგით მეორე მტერია, პუტინის შემდეგ. უახლოეს მომავალში, ტერიტორიული თავდაცვის სისტემის მეშვეობით, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის იარაღის გაცემა დაიწყება. იარაღის მისაღებად, დაგჭირდებათ უკრაინის მოქალაქის პასპორტი და საკუთარი მიწის დაცვის სურვილი უკრაინის პოლიციის ოფიციალური Facebook-გვერდი უკრაინის პრეზიდენტის Facebook-გვერდი უკრაინის გენერალური შტაბის Facebook-გვერდი უკრაინის თავდაცვის სამინიტროს Facebook-გვერდი
ესტონეთში მასობრივ კიბერშეტევაზე პასუხისმგებლობა, რუსეთთან დაკავშირებულმა ჰაკერულმა ჯგუფმა Killnet-მა აიღო - მედია
18 აგვისტოს, ესტონეთის ციფრული განვითარების სამინისტროს უფროსის მოადგილემ, ლუკას ილვესმა განაცხადა, რომ 17 აგვისტოს ქვეყანა 2007 წლიდან მოყოლებული ყველაზე მასიური კიბერშეტევების მსხვერპლი გახდა. ამის შესახებ მინისტრმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. ესტონეთში საბჭოთა ძეგლების დემონტაჟი დაიწყო გავრცელებული ინფორმაციით, ესტონეთში მომხდარ მასობრივ კიბერშეტევაზე პასუხისმგებლობა რუსეთთან დაკავშირებულმა ჰაკერულმა ჯგუფმა Killnet-მა აიღო. ჰაკერული თავდასხმები სამთავრობო უწყებებსა და კერძო კომპანიებზე განხორციელდა. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 12 ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა სხვადასხვა სამთავრობო უწყებებზე, ვებგვერდებზე და ოთხი თავდასხმა კერძო სექტორის ორგანიზაციებზე. 18 აგვისტოდან ესტონეთი შენგენის ვიზების მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვარს ჩაკეტავს საგულისხმოა, რომ ესტონეთში ჰაკერული შეტევები, ქალაქ ნარვაში რუსული ტანკის აღების შემდეგ მოხდა. მეორე დღეს კი ესტონეთმა შენგენის ვიზების მქობე რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვარი ჩაკეტეს. შეგახსენებთ, რომ ესტონეთში ყველაზე მძლავრი ჰაკერული თავდასხმა 2007 წელს მოხდა, რომელიც 22 დღე გაგრძელდა.
მონტენეგროში სამთავრობო სერვერებზე კიბერშეტევა განხორციელდა
მონტენეგროს ციფრულ ინფრასტრუქტურაზე უპრეცედენტო კიბერშეტევა განხორციელდა. ამის შესახებ სახელმწიფო მმართველობის მინისტრმა მარას დუკაიმ Twitter-ზე დაწერა. „ზოგიერთი სერვისი უსაფრთხოების მიზნით დროებით გათიშულია, მაგრამ მოქალაქეებისა და კომპანიების საკუთრებაში არსებული ანგარიშებისა და მათი მონაცემების უსაფრთხოება არ დაზიანებულა“, - ნათქვამია განცხადებაში. დუკეიმ განაცხადა, რომ კიბერშეტევა, რომელიც ხუთშაბათს საღამოს დაიწყო, 2015 და 2016 წლების თავდასხმების მსგავსი იყო. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ამის შესახებ მონტენეგრომ მოკავშირეებს აცნობა. ჰაკერული თავდასხმები მონტენეგროს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ციფრულ ინფრასტრუქტურაზე პირველად 2016 წლის არჩევნების დღეს განხორციელდა. კიბერშეტევა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა 2017 წელს, როდესაც ქვეყანა NATO-ში გაწევრიანებას აპირებდა.
კიევი: უკრაინელმა კიბერდამცველებმა რუსული „ვაგნერის“ მონაცემები მოიპოვეს
უკრაინელმა კიბერდამცველებმა რუსული კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ დაქირავებულთა პერსონალური მონაცემები მოიპოვეს. ამის შესახებ ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, იუწყება Ukrinform. „ვაგნერის ჯგუფის ვებგვერდი, რომელიც აგროვებს რუს ტყვეებს უკრაინასთან ომისთვის, გატეხილია IT არმიის მიერ! ჩვენ გვაქვს დაქირავებულთა პერსონალური მონაცემები!“, - წერს ფედოროვი.
ყაზახეთზე მასშტაბური კიბრშეტევა განხორციელდა
ყაზახეთის ინტერნეტის სეგმენტი კიბერშეტევის ქვეშაა. ამის შესახებ სს „სახელმწიფო ტექნიკურ სამსახურში“ განაცხადეს. „სახელმწიფო ტექნიკური სამსახური იუწყება, რომ „კაზნეტზე“ მასშტაბური კიბერშეტევები დღეს დილით კვლავ დაფიქსირდა. ამ დროისთვის საფრთხეების განეიტრალებაზე ტექნიკური სპეციალისტები მუშაობენ “, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. „თავდასხმები ქვეყნის ყველა რეგიონში ინტერნეტკავშირების მუშაობაზე გავლენას ახდენს“, აღნიშნეს კომპანიაში. ერთი დღით ადრე კომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიზანმიმართული კიბერშეტევები მიმართული იყო როგორც ქვეყნის სახელმწიფო ორგანოებზე, ასევე „კაზნეტის“ ინფრასტრუქტურაზე. „კიბერშეტევების გამო, შეფერხებულია ინტერნეტკავშირი. სს „სახელმწიფო ტექნიკურ სამსახური“ ვარაუდობს, რომ გრძელვადიანი კიბერშეტევები დაკავშირებულია ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე სოციალურ მოვლენებთან.
რუსეთი უკრაინაზე ყოველდღიურად 10-მდე კიბერშეტევას ახორციელებს - უსაფრთხოების სამსახური
რუსეთი ყოველდღიურად ახორციელებს 10-ზე მეტ კიბერშეტევას უკრაინაზე, ხოლო წლის დასაწყისიდან SBU-მ გაანეიტრალა 4,5 ათასზე მეტი კიბერშეტევა. ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსმა ილია ვიტიუკმა განაცხადა. „ჩვენ ვაკვირდებით რისკებსა და საფრთხეებს რეალურ დროში 24/7. ჩვენ სახელებით ვიცნობთ რუსული სპეცსამსახურების ჰაკერების უმეტესობას, რომლებიც თავდასხმებს ახორციელებენ. უკრაინის გამარჯვების შემდეგ, მათ დაელოდებათ საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის სხდომების ცალკეული ბლოკი და სამართლიანი სასჯელი“, - განაცახდა ილია ვიტიუკმა. ვიტიუკის თქმით, რუსი ჰაკერების მხრიდან უკრაინასთან მმართებით 2020 წელს თითქმის 800 კიბერშეტევა დაფიქსირდა, 2021 წელს - 1400, 2022 წელს კიბერშეტევების რაოდენობა 3-ჯერ გაიზარდა.
პოლონეთი აცხადებს, რომ ონლაინ საგადასახადო სისტემას რუსი ჰაკერები დაესხნენ თავს
პოლონეთი ონლაინ საგადასახადო სისტემის წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელმა, იანუშ ჩიეზინსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი დგას ჰაკერული თავდასხმის უკან, რომელმაც ონლაინ საგადასახადო სისტემაზე მომხმარებლებს წვდომა დაუბლოკა. პოლონური მხარის ცნობით, ჰაკერული თავდასხმისას გადასახადის გადამხდელთა მონაცემების გაჟონვა არ მომხდარა. „გუშინდელ თავდასხმაზე რუსები არიან პასუხისმგებელი“, - განაცხადა პოლონეთის ოფიციალურმა პირმა.
ნორვეგიაში კიბერშეტევა 12 სამთავრობო უწყებას შეეხო
კიბერშეტევის შედეგად, ნორვეგიის თორმეტი სამთავრობო უწყება დაზარალდა. ამის შესახებ ნათქვამია ნორვეგიის ადგილობრივი ხელისუფლებისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს მიერ ორშაბათს გავრცელებულ განცხადებაში. ინფორმაციას ნორვეგიის ონლაინ გაზეთი ავრცელებს. უწყების ცნობით, თავდასხმა, რომელსაც პოლიცია იძიებს, უწყებების საინფორმაციო და საკომუნიკაციო პლატფორმებზე განხორციელდა. მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების მინისტრმა, ზიგბიორნ იელსვიკმა განაცხადა, თავდასხმასთან დაკავშირებით მიღებულია მთელი რიგი ზომები და მთავრობა ყურადღებით აკვირდება არსებულ სიტუაციას. მან ასევე აღნიშნა, რომ თავდასხმის მასშტაბებზე საუბარი ჯერ ნაადრევია. მედიის ცნობით, საინფორმაციო და საკომუნიკაციო პლატფორმას იყენებს ყველა სამინისტრო, გარდა პრემიერის აპარატისა, ასევე თავდაცვის, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებისა.
ოკუპირებული ყირიმიდან ფართომასშტაბიანი კიბერშეტევის შესახებ იუწყებიან
22 სექტემბერს ოკუპირებულ ყირიმში რუსმა მარიონეტებმა განაცხადეს, რომ "უპრეცედენტო" მასშტაბის კიბერშეტევა დაფიქსირდა. უკრაინული მეციის ცნობით, ოლეგ კრიუჩკოვმა განაცხადა, რომ ყირიმში ინტერნეტ სერვისებში შეფერხებები იყო. ამ დროისთვის უცნობია გრძელდება თუ არა კიბერშეტევა. კიევს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 22 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინულმა რაკეტამ სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინას დაარტყა. კიბერ ომი უკრაინასთან რუსეთის ომის კრიტიკული ნაწილი იყო სრულმასშტაბიან შეჭრამდეც კი, ისევე როგორც რუსული აგრესიის სხვა მაგალითები ესტონეთისა და სხვა მეზობელი ქვეყნების მიმართ. უკრაინამ კიბერთავდაცვის შესაძლებლობეის გაძლიერებაში დიდი ინვესტიცია განახორციელა.
შვეიცარიის სამთავრობოს უწყებების რამდენიმე ვებგვერდზე მასიური კიბერშეტევა იყო
შვეიცარიის ფედერალური მთავრობის სამინისტროების რამდენიმე ვებგვერდი მასიური კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა. შვეიცარიული მედიის ცნობით, მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთთან დაკავშირებულმა ჰაკერულმა ჯგუფმა NoName აიღო და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის დავოსის ფორუმზე ყოფნის შესახებ მიუთითა. შვეიცარიის კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრის (Nationales Zentrum für Cybersicherheit NCSC) ინფორმაციით, კიბერშეტევა დროულად აღმოაჩინეს და სპეციალისტებმა ვებგვერდებზე წვდომის სწრაფად აღდგენისთვის ყველა საჭირო ზომა მიიღეს. „მსგავსი თავდასხმა მოსალოდნელი იყო და უსაფრთხოების შესაბამისი ზომები იყო მიღებული. [ე.წ.] DDoS შეტევები მიზნად ისახავს ვებგვერდებზე წვდომის დაკარგვას. ის არ იწვევს მონაცემთა დაკარგვას ან გაჟონვას,“ - აცხადებენ NCSC ექსპერტები. ამ ჯგუფის მხრიდან თავდასხმა ზაფულშიც განხორციელდა, როდესაც ზელენსკი პარლამენტარებს ესაუბრებოდა. შეგახსენებთ, რომ ორშაბათს, 2024 წლის 15 იანვარს, უკრაინის პრეზიდენტი შვეიცარიის მთავრობის წევრებსა და პარლამენტის წევრებს ბერნში შეხვდა. 16 იანვარს, მან მონაწილეობა მიიღო დავოსის ფორუმში.
სუს-ი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე კიბერშეტევა აღკვეთეს
სუს-ის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევა აღკვეთა, რომლის შედეგად, ვებ გვერდზე www.president.ge განთავსებული ინფორმაციის მთლიანობა და ავთენტურობა დაირღვა. სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კიბერუსაფრთხოების ცენტრმა შეტევა უმოკლეს ვადაში გამოავლინა. „მთელი რიგი გადაუდებელი რეაგირების ღონისძიებების გატარების შედეგად აღნიშნული კიბერშეტევა აღკვეთილია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდი ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს. მიმდინარეობს ინციდენტის კვლევის დამატებითი მოქმედებები აღნიშნული ვებგვერდის სხვა მოწყვლადობებზე შემოწმების, ასევე, დამნაშავეთა იდენტიფიცირებისა და შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. თავად ადმინისტრაციას კომენტარი არ გაუვრცელებია.
უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ კიბერშეტევის შედეგად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სერვერი გათიშა - უკრაინული მედია
უკრაინის სამხედრო დაზვერვამ (HUR) წამოიწყო კიბერშეტევა, რომელიც სავარაუდოდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპეციალურ საკომუნიკაციო სერვერს შეეხო. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „კიბერთავდასხმის შედეგად, აგრესორი სახელმწიფოს თავდაცვის სამინისტროს სერვერი, რომელიც სპეციალური კომუნიკაციებისთვის გამოიყენებოდა, გაითიშა,“ - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, შეწყვეტილია ინფორმაციის გაცვლა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებს შორის, რომლებიც მოსკოვში მდებარე სერვერს იყენებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა გრძელდება. კიბერთავდასხმები რუსეთ-უკრაინის ომში ორივე მხარის მიერ გამოყენებული სულ უფრო გავრცელებული იარაღი გახდა. ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი დარტყმის დროს, რუსი ჰაკერების სამიზნე იყო უკრაინის სატელეკომუნიკაციო პროვაიდერი, Kyivstar, რამაც გასული წლის დეკემბერში, კომუნიკაციის შეფერხება ქვეყნის მასშტაბით გამოიწვია.
უკრაინის დაზვერვამ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სერვერები გატეხა - მედია
უკრაინის დაზვერვამ (MDI) რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სერვერებზე მასიური DDoS თავდასხმა დაიწყეს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამსახურის ცნობით, მათმა სპეციალისტებმა საიდუმლო სამსახურის დოკუმენტების დიდ ნაწილზე წვდომა მოიპოვეს. „ახლა უკრაინის სადაზვერვო სამსახურს აქვს ინფორმაციის დაცვისა და დაშიფვრის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც იყენებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, ისევე როგორც რუსეთის ომის სამინისტროს საიდუმლო ოფიციალური დოკუმენტაციის მთელი რიგი,“ - აცხადებენ უკრაინის სადაზვერვო სამსახურში. უწყების ცნობით, საუბარია ბრძანებებზე, ანგარიშებზე, მოხსენებებზე, განკარგულებებსა და სხვა დოკუმენტებზე, რომლებიც რუსეთის სამხედრო სამსახურის 2000 სტრუქტურულ ერთეულს შორის ვრცელდებოდა. „მიღებული ინფორმაცია საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და მისი დანაყოფების სისტემის სრული სტრუქტურა,“ - აცხადებენ უკრაინის დაზვერვის სამსახურში უკრაინული მედიის ცნობით.
საფრანგეთის რამდენიმე სამთავრობო უწყებაზე „უპრეცედენტო ინტენსივობის“ კიბერშეტევა განხორციელდა
10 მარტის საღამოს შემდეგ, საფრანგეთის რამდენიმე სამთავრობო უწყება კიბერშეტევების სამიზნე გახდა. შეტევა ამ დრომდე წარმატებით მოიგერიეს. ამის შესახებ საფრანგეთის მთავრობის პრესსამსახური იტყობინება. AFP წერს, რომ საფრანგეთის რამდენიმე სამთავრობო დეპარტამენტი "უპრეცედენტო ინტენსივობის" კიბერშეტევას განიცდის. თავდასხმების საწინააღმდეგოდ განლაგდა კრიზისული განყოფილება, რომელიც უზრუნველყოფდა IT ინფრასტრუქტურის შეუფერხებელ მუშაობას. საფრანგეთის მთავრობამ არ დააკონკრეტა ინციდენტის დეტალები, მხოლოდ აღნიშნა, რომ კიბერშეტევების გავლენა ამ დრომდე შემცირდა და სამთავრობო ვებგვერდებზე წვდომა აღდგენილია.
სპეციალისტების ნაკლებობის გამო, რუსული კომპანიებს 62% კიბერშეტევებისგან თავს ვერ იცავს - Forbes
პერსონალის დეფიციტმა, რომელიც რუსეთის ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად იქცა უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, გავლენა იქონია კომპანიების ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე. შესაბამისი სპეციალისტების ნაკლებობის გამო, რუსული საწარმოების 62% კიბერშეტევებისგან ვერ იცავს თავს. ეს MTS RED-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომლის შედეგებსაც Forbes-ი აქვეყნებს. კომპანიების კიდევ 32%-მა განაცხადა, რომ მათ სპეციალიზებულ თანამშრომლებს არ აქვთ საკმარისი დრო ჰაკერების შეტევებით გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად. კომპანიების 24%-ისთვის იმპორტის ჩანაცვლება გართულებულია მაღალი ხარისხის შიდა საინფორმაციო უსაფრთხოების სისტემების არარსებობით; 17%-ს აქვს სირთულეები ლიცენზიების განახლების შეუძლებლობისა და უცხოელი მოვაჭრეების ტექნიკური მხარდაჭერის არარსებობის გამო. ასევე, კომპანიების 14% უჩიოდა კიბერშეტევებისგან დაცვის ფინანსური შესაძლებლობების ნაკლებობას. გამოკითხვის თანახმად, 2023 წელს რუსეთში ყოველი მეოთხე კომპანია კომპლექსურ თავდასხმებს განიცდიდა. საწარმოთა დაახლოებით 17%-მა განაცხადა, რომ თავდასხმების სამიზნეები იყვნენ, ხოლო 8%-მა განაცხადა, რომ თავს დაესხნენ კონტრაქტორის მეშვეობით. კვლევის დროს რუსული კომპანიების 100-ზე მეტი წარმომადგენელი გამოიკითხა ფინანსური სექტორის, მრეწველობისა და ენერგეტიკის, IT, საჯარო სექტორის, ტელეკომუნიკაციების, ჯანდაცვის, საცალო ვაჭრობის, მშენებლობისა და განვითარების სფეროდან. ბიზნესებზე ჰაკერული თავდასხმების რიცხვი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაიზარდა. MTS RED-ის მონაცემებით, გასულ წელს სპეციალისტებმა 50 ათასზე მეტი ინციდენტი, 43%-ით მეტი, ვიდრე - წინა წელს გამოავლინეს, მაგრამ მხოლოდ 12 ათასი, დაახლოებით 25%, იყო ძალიან კრიტიკული ბიზნესისთვის შესაძლო შედეგების თვალსაზრისით. ერთი წლით ადრე, ეს მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო - 40-45%.
მედია: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო რუსული კიბერ ჯაშუშური კამპანიის სამიზნე იყო
თავდაცვის სამინისტრო კიბერშეტევის ფაქტს ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ ამ შეტევის შედეგად თავდამსხმელებს "რაიმე სახის საიდუმლო, კრიტიკული ინფორმაციის" გადინება არ მომხდარა. შესაბამის ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ელექტრონული ფოსტის მომხმარებლების მიმართ განხორციელდა ნულოვანი დღის ე.წ. ZERO DAY ტიპის შეტევა. აღნიშნული ტიპის შეტევა მიეკუთვნება კომპლექსური შეტევის ტიპს, რა დროსაც უსაფრთხოების ტექნოლოგიურ საშუალებებს უჭირთ შეტევის დადგენა, არამარტო საქართველოში. მავნე აქტივობა, თავდაცვის სამინისტროს შესაბამისმა ჯგუფმა სხვადასხვა ღონისძიებების ერთობლიობით დროულად გამოავლინა და განახორციელა შესაბამისი ქმედებები საფრთხის გავრცელების მინიმიზების, აღმოფხვრისა და საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებისთვის. აღსანიშნავია, რომ ეს კონკრეტული შეტევა დაფიქსირდა არამხოლოდ საქართველოს, არამედ, სხვა ქვეყნების წინააღმდეგაც. შეტევის სამიზნე ინფრასტრუქტურაში არ არსებობდა რაიმე სახის საიდუმლო, კრიტიკული ინფორმაცია და ასევე, ინციდენტებზე რეაგირების დროს არ დადასტურებულა ამ სისტემაში არსებული ინფორმაციის გადინება," - წერია სამინისტროს საპასუხო წერილში. აქვე ნათქვამია, რომ სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიურო აქტიურად თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან, NATO-სთან და ევროკავშირთან კიბერმედეგობის გასაზრდელად. თავდაცვის სამინისტროს არ დაუზუსტებია, როდის დაფიქსირდა მათ სისტემაში ჯაშუშური თავდასხმის ფაქტი. TAG-70, ჯაშუშური კამპანია, რომლიც ახერხებდა სხვადასხვა სერვერზე არაავტორიზებულ შეღწევას და მონაცმების ასე მოპოვებას, აქტიური იყო სულ მცირე 2020 წლის დეკემბრიდან 2023 წლის ოქტომბრის ჩათვლით. რუსეთთან დაკავშირებულმა კიბერ ჯაშუშების ჯგუფმა 2023 წელს სხვა 80-მდე უწყებასთან ერთად მიზანში ამოიღო საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და შვედეთის საელჩო საქართველოში - ამტკიცებს გავლენიანი სადაზვერვო კომპანია Recorded Future. მკვლევრებისა და ანალიტიკოსებისგან შემდგარ ამ ორგანიზაციას, რომელიც სხვა საფრთხეებთან ერთად, ორგანიზებულ კიბერდანაშაულებსაც იკვლევს, დიდი გამოცდილება აქვს სამხედრო და სადაზვერვო სფეროს უსაფრთხოებაში. 2024 წლის თებერვალში გამოქვეყნებულ დოკუმენტში ორგანიზაცია წერს, რომ ჯაშუშურმა ქსელმა TAG-70-მა შეტევა მიიტანა ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნების სამთავრობო და სამხედრო უწყებების სერვერებზე - ჯამში 80-მდე ორგანიზაციაზე. მიზანი შიდა ინფორმაციაზე წვდომის მოპოვება იყო. როგორც Recorded Future-ს მკვლევრები წერენ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემთხვევაში კიბერთაღლითებს შექმნილი ჰქონდათ სამინისტროს თანამშრომლების ავტორიზაციის გვერდის მსგავსი ყალბი გვერდი, რომლიც მომხმარებელების მონაცემებსა და პაროლებს აგროვებდა.
ესტონეთმა მარტში კიბერშეტევების რეკორდული რაოდენობა დააფიქსირა
მარტში ესტონეთმა ბალტიისპირეთის სახელმწიფოს საჯარო სექტორის ვებგვერდებზე კიბერშეტევების რეკორდული რაოდენობა დააფიქსირა. გაზაფხულის პირველ თვეში მთავრობის საინფორმაციო სისტემის ინციდენტებზე რეაგირების განყოფილებამ (RIA) 522 სერიოზული კიბერ ინციდენტი დააფიქსირა. ეს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შეგახსენებთ, რომ ესტონეთმა და ცხრა სხვა სახელმწიფომ 20 დეკემბერს წამოიწყეს უკრაინის მხარდასაჭერი პროექტი. ტალინის მექანიზმი IT კოალიციის პარალელურად ფუნქციონირებს, რომელიც სამხედრო სფეროში უკრაინის კიბერ პრობლემების გადაჭრაზე მუშაობს.