თეგი: ლაშა ხუციშვილი
მინისტრის საათის ფორმატში დღეს საკანონმდებლო ორგანოს ფინანსთა მინისტრი ეწვევა
მინისტრის საათის ფორმატში დღეს საკანონმდებლო ორგანოს ფინანსთა მინისტრი ეწვევა. ლაშა ხუციშვილი კანონმდებლებს უწყების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს წარუდგენს. მინისტრის მოსმენას საპარლამენტო ოპოზიციაც დაესწრება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მთავარი კითხვები მათ ინფლაციასა და სესხებთან დაკავშირებით ექნებათ.
ფინანსთა მინისტრი: საქართველოს ეკონომიკამ 2021 წელს აღდგენის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ტემპი აჩვენა
ფინანსთა მინისტრს პარლამენტში მოუსმინეს. მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკამ 2021 წელს აჩვენა აღდგენის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ტემპი. „ჩვენი და საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, საქართველო მომდევნო წლებშიც შეინარჩუნებს პოტენციურზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას, რაც ხელს შეუწყობს აღდგენის ტემპების გაგრძელებას”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, ლაშა ხუციშვილმა ასევე ისაუბრა იმ შესაძლო რისკებზე, რომლებმაც შეიძლება, გავლენა იქონიოს ქვეყნის ეკონომიკაზე და დაასახელა პანდემია, ასევე რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური გარემო. მისი თქმით, გასული წლის შუა პერიოდიდან, საკმაოდ კარგი ტემპით მიმდინარეობს ტურიზმის აღდგენა და 2022 წლის იანვარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2019 წლის მაჩვენებლის 70 პროცენტამდე აღდგა. ტურიზმის აღდგენასთან ერთად, მოსალოდნელია, რომ გაგრძელდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებაც, 2022 წლის ბოლოსთვის - 7.7 პროცენტამდე. „პოზიტიური სცენარი შესაძლებელია იყოს ტურიზმის უფრო სწრაფი აღდგენა და ტურიზმიდან ეკონომიკაში გენერირებული შემოსავლების 2019 წლის დონესთან მიახლოება, რაც, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე და გააუმჯობესებს სხვა ეკონომიკურ პარამეტრებსაც“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. მისივე თქმით, რეფორმების მუდმივ დინამიკას, შემოსავლების სამსახურის მუშაობის ეფექტურობას, კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკისათვის. მისი განცხადებით, საგადასახადო მიმართულებით ამ ეტაპზე მიმდინარეობს კანონშესაბამისობის რისკის მართვის ახალი პროგრამების დანერგვა, დაინტერესებულ პირთა საჭიროებაზე მორგებული სერვისების განვითარება, მონაცემთა დამუშავებისა და აუდიტის ელექტრონული სისტემის დანერგვა. რაც შეეხება საბაჟო მიმართულებას - მუშავდება საქონლის დაჩქარებული გაფორმების პროექტი, ასევე, სასაქონლო კოდით საქონლის ძიებისა და ნებართვების გაცემის ერთიანი ელექტრონული სისტემის დანერგვა, სტრატეგიული დანიშნულების საქონლისთვის ელექტრონული ლიცენზირების სისტემის - STRATLINK დანერგვა, ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) შექმნა. ფინანსთა მინისტრის თქმით, ყველა ეს რეფორმა ხელს შეუწყობს ეფექტიან საგადასახადო ადმინისტრირებასა და საბაჟო პროცედურების გამარტივებას. „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის შესახებ და აღნიშნა, რომ პანდემიის მიუხედავად, საგამოძიებო სამსახური შეუფერხებლად განაგრძობდა ეკონომიკური დანაშაულის პრევენციას და მის წინააღმდეგ ბრძოლას. „მხოლოდ 2021 წელს, სახელმწიფოს სასარგებლოდ 109 340 627 ლარი იყო მობილიზებული, რაც სამსახურის ფუნქციონირების მთელი პერიოდის მანძილზე რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. გარდა ამისა, ამოღებულია 838 902 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, ამოღებული და სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმეულია 1 858 379 ლარის ღირებულების 14 546 გრ ოქროსა და ძვირფასი ლითონის ნაკეთობანი, სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმეულია, მოტყუებით დაუფლებული 8 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ჯამში, 73 649 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ზიანის დაფარვის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმეულია 11 ავტოსატრანსპორტო საშუალება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში მიმდინარე პროექტები, ასევე, სამომავლო თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს ფინანსთა მინისტრმა, აზიის განვითარების ბანკში საქართველოს მხრიდან მმართველმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტმა, მასაცუგუ ასაკავამ. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ფინანთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში შედგა და მას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა აზიის განვითარების ბანკის, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი განვითარების პარტნიორის როლს საქართველოს განვითარების პროცესში, რომელიც მოიცავს, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის დაფინანსებას. აღინიშნა 2020-2021 წლებში ძალიან პროდუქტიული და დასაფასებელი თანამშრომლობა COVID-19-ზე საგანგებო რეაგირების მიმართულებით, რამაც ქვეყანას საშუალება მისცა ADB-სგან მიღებული ფინანსური რესურსი, მიემართა ვაქცინების შესყიდვისა და გლობალური პანდემიის უარყოფითი გავლენის შესამცირებლად. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ეკონომიკაში დღეს არსებული ვითარება. აღინიშნა, რომ პანდემიის მიუხედავად, ქვეყანამ შეძლო რეფორმების დღის წესრიგის შენარჩუნება, მათ შორის, ADB-ის მხარდაჭერილ სექტორებში და ეს პროცესი კვლავ გაგრძელდება. მხარეთა შორის თანამშრომლობის პერსპექტივაზე საუბრისას, ყურადღება დაეთმო 2024 წელს აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობას. როგორც ცნობილია, აღნიშნული შეხვედრა 2021 წელს თბილისში უნდა გამართულიყო, თუმცა გლობალური პანდემიის გამო, თარიღმა 2024 წლის მაისში გადაიწია. დასასრულს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა გამოთქვეს იმედი, რომ პარტნიორობა, როგორც სტრუქტურული, ისე ეკონომიკური რეფორმების განხორციელების მიმართულებით კვლავ გაგრძელდება.
ლაშა ხუციშვილი IMF-ის მმართველი დირექტორის მოადგილეს შეხვდა
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდნენ. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ფინანსთა მინისტრმა IMF-ის მმართველი დირექტორის მოადგილეს, მადლობა გადაუხადა ფონდის მიერ, საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის მხარდაჭერისთვის. პოზიტიურად შეფასდა ფონდის ოთხწლიანი პროგრამის შედეგები, განსაკუთრებით, „კოვიდ-19“-ის გლობალური პანდემიის შედეგად მიყენებული ზიანის შემცირების მიმართულებით. მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნის მიმდინარე მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, ეკონომიკის აღდგენის ტენდენციები. ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენას რეგიონსა და მსოფლიოში. ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ის ნაბიჯები, რომელიც საქართველომ გადადგა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად პოლიტიკური და ჰუმანიტარული მიმართულებით. IMF-ის მმართველი დირექტორის მოადგილესთან გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ახლახან, სსფ-ის მისიასთან წარმატებით დასრულებულ მოლაპარაკებებს ახალი სამწლიანი პროგრამის დაწყების თაობაზე, რომელიც უნდა დაამტკიცოს სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად ახალი პროგრამა ხელს შეუწყობს სტრუქტურული რეფორმების გაგრძელებას და ქვეყანაში ფისკალური სტაბილურობის შენარჩუნებას. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის ურთიერთობის შემდგომი განვითარების მზაობა გამოხატეს.
ფინანსთა მინისტრი: საქართველო არ იქნება სანქციების გვერდის ავლის ადგილი. პარტნიორები ინფორმირებული არიან, რას აკეთებს ჩვენი ქვეყანა ამ მიმართულებით
ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საქართველო სანქციების გვერდის ავლის ადგილი არ და ვერ იქნება, სანქციებთან მიმართებით საქართველოში განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით კი, პარტნიორებს კითხვები არ აქვთ. „ჩვენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა და კომუნიკაცია გვაქვს ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან. იმ ქვეყნებთან, რომლებმაც უშუალოდ დააწესეს სანქციები. ამ ნაწილში ჩვენი პარტნიორები დეტალურად არიან ინფორმირებულები, თუ რას აკეთებს საქართველო, რა ღონისძიებებს ატარებს და ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ ჩვენს პარტნიორებს საქართველოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით შეკითხვები არ აქვთ“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ მკვეთრად გაცხადებულია, რომ საქართველო ვერ და არ იქნება სანქციების გვერდის ავლის ადგილი. „მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველო ყველა ჩვენს პარტნიორთან ახორციელებს ინფორმაციის გაცვლასა და დაზუსტებას მთელი რიგი მიმართულებებით. შესაბამისად, ეს პროცესი უზრუნველყოფს იმას, რომ არ იყოს დაშვებული რაიმე ტიპის შეცდომა. ბუნებრივია, როდესაც საუბარი გვაქვს ძალიან დიდ რაოდენობა საქონლის მოძრაობაზე, მნიშვნელოვანია, რომ დეტალურად იქნას განმარტებული ყველა სანქცია, რაც არის დაწესებული. სანქცირებული საქონლის კონკრეტული ჩამონათვალი ხელმისაწვდომია, როგორც ევროკავშირის, ისე დიდი ბრიტანეთის ხაზინისა და ყველა იმ ქვეყნის მარეგულირებლის ვებგვერდებზე, რომელსაც დაწესებული აქვთ სანქციები. შესაბამისად, ამ სანქციების აღსრულების ნაწილში ჩვენი პარტნიორების მხრიდან არანაირი კითხვები არ არის. პირადად მქონდა შეხვედრა ძალიან ბევრ ჩემს კოლეგასთან, რეგულატორთან, იმ ქვეყნებიდან, რომლებმაც უშუალოდ დააწესეს სანქციები და შესაბამისად, ისინი სრულად არიან ინფორმირებულები იმასთან დაკავშირებით, თუ რას აკეთებს საქართველო ამ მიმართულებით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. შეგახსენებთ, პირველ მაისს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ განაცხადა, ორმ მოსკოვი რუსული პროდუქციის რეექსპორტზე, საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. უკრაინის დაზვერვამ მსგავსი ინფორმაცია 4 აპრილსაც გაავრცელა, რომლის თანახმად, რუსი აგენტები სანქციების გვერდის ავლით ქმნიდნენ კონტრაბანდის არხებს საქართველოს ტერიტორიის გავლით. ცნობისთვის, 30 აპრილს, აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი პოზიციაა ის, რომ საქართველო არ უნდა იყოს გამოყენებული სანქციების თავიდან აცილების კუთხით. „ჩვენ ყველამ კარგად დავინახეთ, რომ სანქციები მუშაობს, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა, რათა დაარწმუნოს პუტინი, რომ ეს ომი შეწყვიტოს. ამას კარგად ვხედავთ იმ მოლაპარაკებიდან, როდესაც ცეცხლის შეწყვეტაზეა საუბარი. რუსეთის მხარე ყოველთვის აყენებს საკითხს სანქციების მოხსნის თაობაზე. მოხარულები ვართ, პრემიერის განაცხადებით, მან პირობა დადო, რომ საქართველო არ იქნება ადგილი, სადაც მოხდება რუსეთის მიერ სანქციების თავიდან არიდება. რა თქმა უნდა, ამ საკითხს ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს. სანქციები ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რათა ომი შეჩერდეს და არ გაფართოვდეს. არავის არ სურს, რომ საქართველო გახდეს ამ ომის სამიზნე. სამწუხაროა, როდესაც შიდა ქართულ პოლიტიკაში თავდასხმებია ერთმანეთის მიმართ, იძახიან: "მოღალატე", პრორუსული პარტია" "ომის პარტია" და ასე შემდეგ. ეს ურთიერთდაპირისპირება სარგებელს აძლევს რუსეთს, საქართველოსთვის არ მოაქვს სარგებელი. იმედი მაქვს, რომ საქართველო გაამართლებს დევიზს - "ძალა ერთობაშია",- აცხაებს დეგნანი. ამავე თემაზე უკრაინის დაზვერვის ინფორმაციასთან დაკავშირებით, დროებითი რწმუნებული საგარეო უწყებაში გამოიძახეს
ლაშა ხუციშვილი: ეკონომიკის აღდგენა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ეკონომიკის აღდგენა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და არის პოზიტიური მოლოდინი, რომ ეკონომიკური ზრდის არსებული პროგნოზი შეიცვლება. „მაისის თვეში დაფიქსირდა 11,6%-ის ოდენობით ეკონომიკური ზრდა, ხოლო 5 თვის ეკონომიკური ზრდა არის 11,2%, რაც მნიშვნელოვნად გაზრდილი მაჩვენებელია იმ პოზიტიურ მოლოდინებთან შედარებითაც კი, რომელიც გვქონდა გაცხადებული. თქვენ იცით, რომ საქართველოს მთავრობას, როდესაც წარდგენილი გვქონდა ბიუჯეტი, ნავარაუდები გვაქვს მიმდინარე წელს 6%-იანი ეკონომიკური ზრდა. ეს იყო იმ პირობებში, როდესაც ჯერ არ იყო ის გეოპოლიტიკური სიტუაცია, რომელიც შეიქმნა ჩვენს რეგიონში. კერძოდ, რუსეთის შეჭრის შედეგად უკრაინის ტერიტორიაზე და ბუნებრივია, ამან გარკვეულწილად შეცვალა ჩვენი გეგმები. თუმცა, პირველი 5 თვის განმავლობაში ეკონომიკის აღდგენა იმაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე ეს ნავარაუდები გვქონდა გასული წლის ბოლოს, მიმდინარე წლის დასაწყისში. აქედან გამომდინარე, ჩვენ შესაძლოა, მოგვიანებით გადავხედოთ ჩვენს პროგნოზებს უკვე მაშინ, როდესაც გვექნება მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი. სავარაუდოდ, ეს იქნება სექტემბრის თვე. ბუნებრივია, ჩვენ მანამდე ვაკვირდებით ეკონომიკის განვითარების ტემპს სექტორულად და სხვადასხვა მიმართულებით, ვეცნობით ასევე სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ანალიზებსაც იქიდან გამომდინარე, რომ მოლოდინი არის გაცილებით მაღალი, ვიდრე 6%-იანი ეკონომიკური ზრდა და შესაბამისად, დაახლოებით აგვისტოს ბოლოს ჩვენ გვექნება შესაბამისი პროგნოზები მიმდინარე წელთან მიმართებაში“, – განაცხადა ხუციშვილმა.
ფინანსთა მინისტრი ჩინეთის ახალ ელჩს შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში ჩინეთის ახალ, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საელჩოს მრჩეველი სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში ჭაო ჩუანი. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. ფინანსთა მინისტრმა ახლად დანიშნულ დიპლომატს მიულოცა საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის გრანტით და ტექნიკური მხარდაჭერის სახით ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს. შეხვედრაზე აღინიშნა ის პროექტები, რომლებიც ჩინეთის მთავრობის მხარდაჭერით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში ხორციელდება. შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილე აღინიშნება. მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ პარტნიორობის ეს ისტორია მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება.
ფინანსთა მინისტრი: საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით არანაირი დრამატული სიტუაცია არ არის
„საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით არანაირი დრამატული სიტუაცია არ არის“, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, საბაჟო და სასაზღვრო კონტროლი დადგენილი წესების მიხედვით ხორციელდება. "თითოეული უწყება, რომელიც პასუხისმგებელია საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, ძალიან აქტიურად მუშაობს. ბუნებრივია, გაზრდილი ნაკადებიდან გამომდინარე, მეტი დატვირთვით მუშაობენ, ვიდრე აქამდე ხორციელდებოდა. გაზრდილია არა მხოლოდ ქვეყანაში შემოსვლა, არამედ გაზრდილია ქვეყნიდან გაზრდის მაჩვენებელი. შესაბამისად, ამ მიმართულებით ცვლილება ისაა, რომ გაიზარდა დატვირთვა ყველა უწყების, რომელიც აქტიურად აკონტროლებს საზღვრის კვეთის მაჩვენებელს და პასუხისმგებელია როგორც უსაფრთხოებაზე, ასევე ფისკალურ წესრიგზე, ქვეყნის ფისკალურ უსაფრთხოებაზე“, – განაცხადა მინისტრმა. დღეს უფლებადამცველმა პაველ ჩიკოვმა განაცხადა, რომ ზემო ლარსის საგუშაგოზე რუსი მესაზღვრეები ქვეყნის დატოვებაზე უარს ეუბნებიან იმ მოქალაქეებს, რომლებსააც შესაძლოა, მობილიზაცია შეეხოთ. გასულ კვირას მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ შესაძლოა, საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს და საზღვრები ჩაკეტოს. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა დღეს განაცხადა, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.
ლაშა ხუციშვილი: დღეს რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვის საჭიროება არ არის
"დღეს რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვის საჭიროება არ არის", - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. სალომე ზურაბიშვილი: არ არის გამორიცხული რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვა მოგვიწიოს, რომელიც საკმაოდ ლიბერალურია „დღეს არსებული კონტროლის მექანიზმები სრულად პასუხობს იმ გამოწვევებს, რა გამოწვევებიც ქვეყანას აქვს და შესაბამისად, ამ ეტაპზე, ამ საჭიროებას მე პირადად ვერ ვხედავ. თუ დადგება ისეთი მომენტი, რომ ქვეყანაში არსებული კონტროლის მექანიზმები ვერ უზრუნველყოფენ იმ სტანდარტს, რა სტანდარტიც არის ქვეყანაში საჭირო უსაფრთხოების მიმართულებით, ამაზე შეიძლება იყოს საუბარი, თუმცა დღეს ამის საჭიროება არ არის“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. ირაკლი ზარქუას თქმით, რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვა საჭირო არ არის საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, მოლდოვაში ვიზიტისას განაცხადა, რომ შესაძლოა რუსეთთან სავიზო რეჟიმი გადაიხედოს, რადგან ზედმეტად ლიბერალურია.
ლაშა ხუციშვილი: პოლარიზაციის შემცირებისთვის მნიშვნელოვანია არამხოლოდ ხელისუფლების ძალისხმევა, არამედ ოპოზიციის ჩართულობა
პოლარიზაციის შემცირებისთვის მნიშვნელოვანია არამხოლოდ ხელისუფლების ძალისხმევა, არამედ მნიშვნელოვანია ოპოზიციის ჩართულობა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, როგორ შეაფასებს ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებას. ნედ პრაისი: ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება საქართველოს მთავრობის ზოგიერთი ქმედების გამო, რომლებმაც მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების შეფერხება ან უკუსვლა გამოიწვიეს "ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობის ის ხარისხი, რომელიც გაგვაჩნია, ასევე მისი შემდგომი განვითარება. რაც შეეხება პოლარიზაციის ხარისხს, პოლარიზაციის შემცირებისთვის მნიშვნელოვანია არამხოლოდ ხელისუფლების, მთავრობის ძალისხმევა, არამედ მნიშვნელოვანია ოპოზიციის ჩართულობა ამ პროცესში. რაც შეეხება დანარჩენ პუნქტებს მიმდინარეობს მუშაობა. ყველა პუნქტი ვადებში შესრულდება",- აღნიშნავს ლაშა ხუციშვილი. ასევე წაიკითხეთ: ნედ პრაისი: მოვუწოდებთ საქართველოს, აჩვენოს თავისი ერთგულება ევროკავშირში ინტეგრაციისადმი, საჭირო რეფორმების გატარებით ნედ პრაისი: ზოგიერთი ქმედება და რიტორიკა ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობს
ლაშა ხუციშვილმა, ინფლაცია საქართველოს ეკონომიკის მთავარ გამოწვევად დაასახელა
ინფლაცია ეკონომიკაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ეს არის მთავარი პრობლემა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვლმა დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ფინანსთა მინისტრის თქმით, ინფლაციზე გავლენის კუთხით, მთავარი როლი ეროვნულ ბანკს ეკისრება. „ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები იდგმება, როგორც მონეტარული, ისე ფისკალური პოლიტიკის მხრივ. მონეტარულ პოლიტიკაში მთავარი როლი აქვს ეროვნულ ბანკს. ის ინარჩუნებს მაღალ საპროცენტო განაკვეთსა და მკაცრ პოლიტიკას. 11%-ზეა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი და ამ მიმართულებით, იდგმება ყველა ნაბიჯი, რომ ინფლაცია მაქსიმალურად მოკლე პერიოდში შემცირდეს. რაც შეეხება ფისკალურ ნაწილს, აქ მნიშვნელოვანი კომპონენტია ფისკალური დეფიციტი, რომლიც მნიშვნელოვნად შემცირდა. ფისკალური საბიუჯეტო დეფიციტი მშპ-სთან მიმართებით 9,3% იყო და მიმდინარე წელს 3%-თან ახლოს იქნება და მომდევნო წელს 2,8%- მდე შემცირდება“, - განაცხადა ხუციშვილმა. ამასთან მისი თქმით, საქართველოში ინფლაციამ გარკვეულწილად შემცირება დაიწყო. „ მანამდე 11,5%-ი იყო. გასული თვე, იყო 10,7%. ბუნებრივია ეს არაა ის ტემპი. ჩვენ გვინდა რომ ინფლაცია უფრო სწრაფად შემცირდეს. მიუხედავად იმისა რომ საქართველოში ინფლაციას კლების ტენდენცია აქვს, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ინფლაცია მზარდი ტემპით ხასიათდება. მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში, ჯერჯერობით არ მიუღწევია იმ პიკს, რის შემდეგაც დაიწყებდა შემცირებას“, - აღნიშნა ხუციშვილმა. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საქართველო არის ღია ეკონომიკა და შესააბამისად ინფლაციის გადმოცემის ეფექტები არსებობს. „მათ შორის იმპორტთან მიმართებით, ხდება საქართველოსთვის ინფლაციის გადმოცემა. გარკვეული მიმართულებებით შემცირება არის, თუმცა მთლიან სურათში დიდად არ აისახება. იგივე სურსათთან მიმართებაშიც. სამწუხაროდ ენერგორესურსებთან მიმართებით მერყევი სიტუაციაა. შესაძლოა ერთ კვირაში ფასები შემცირდეს და მეორე კვირაში ძალიან გაიზარდოს. მე ვსაუბრობ საერთაშორისო ბირჟებზე არსებულ ვითარებაზე. მთავარი განმსაზღვრელია ომი უკრაინაში, რაც გავლენას ახდენს ფასებზე. მთელი მსოფლიოს მოსახლეობა გაზრდილი ინფლაციით იხდის უკრაინაში ომის ფასს“, - განაცხადა ხუციშვილმა. მისი თქმით, ინფლაცია საქართველოში მიზნობრივ მაჩვენებელს, 2023 წლის მეორე კვარტალში დაუბრუნდება. ასევე წაიკითხეთ: რა იწვევს საქართველოში ორნიშნა ინფლაციასა და ფასების ზრდას
ლაშა ხუციშვილი: საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან მოხდა შეთანხმება განახლებული ენერგიის მხარდამჭერ სქემასთან დაკავშირებით
ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან განახლებული ენერგიის მხარდამჭერ სქემასთან დაკავშირებით შეთანხმება მოხდა, ასევე, სახელმწიფო საწარმოების რეფორმასთან მიმართებით ხედვები შეჯერდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. „პროგრამის ფარგლებში, ჩვენ სტრუქტურულ რეფორმებზე მუშაობას განვაგრძობთ, რითაც გლობალური გამოწვევებისადმი მეტი ეკონომიკური მდგრადობა უზრუნველყოფილი იქნება. საშუალოვადიან პერიოდში, ჩვენ ფისკალური სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით მუშაობას განვაგრძობთ და ამ მხრივ, ფონდთან არსებული პროგრამა დამატებითი გარანტიაა ჩვენი სტრატეგიული მიზნების მიღწევის გზაზე, მათ შორის, ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის, ასევე, სატრანზიტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ჩვენ საქართველოში მიმდინარე რეფორმების განხორციელებისა და ეკონომიკური მდგრადობის გზაზე სსფ-ის მხარდაჭერას ძალიან ვაფასებთ. ფონდთან თანამშრომლობის ნამდვილად ძალიან კარგი გამოცდილება გვაკავშირებს და მიმდინარე პროგრამის მიმართაც იგივე მოლოდინი გვაქვს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. მან სსფ-ის მისიის ხელმძღვანელსა და მისიის წევრებს ნაყოფიერი მუშაობისა და მისიის დონეზე საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის (Stand-By Arrangement) პირველი მიმოხილვის დასრულების თაობაზე მიღწეული შეთანხმებისთვის მადლობა გადაუხადა.
მიმდინარე წელს საგარეო ვალი ჩამოსცდება 40%-იან ნიშნულს - ხუციშვილი
მიმდინარე წელს საგარეო ვალი ჩამოსცდება 40%-იან ნიშნულს, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. „როგორც იცით, საგარეო ვალის მოცულობა, რომელმაც გადააჭარბა 60%-იან ნიშნულს, გასულ წელს და უკვე მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად მოხდა მისი შემცირება. მიმდინარე წელს საგარეო ვალი ჩამოსცდება 40%-იან ნიშნულს და დაახლოებით 39,5%-ის ფარგლებში იქნება. დაახლოებით 20 პროცენტული პუნქტით იქნება შემცირება, რაც ნიშნავს იმას, რომ მნიშვნელოვნად მოხდა ამ მიმართულებით კონსოლიდაცია“, - განაცხადა ხუციშვილმა.
ლაშა ხუციშვილი: მთავარ გამოწვევად რჩება ინფლაცია
მიუხედავად რეგიონში მკვეთრად გაზრდილი რისკებისა, საქართველოს ეკონომიკა განაგრძობს სწრაფ აღდგენას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას. როგორც მან აღნიშნა, პირველ სამ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 10.2 პროცენტი შეადგინა, გასული წლის 10.5 პროცენტიანი ზრდის შემდეგ. „2022 წელს არსებული პროგნოზით, რეალური ეკონომიკური ზრდა 8.5 პროცენტია, ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე გადააჭარბებს 6,500 აშშ დოლარს, თუმცა აღნიშნულ მაჩვენებელს ჩვენ მომდევნო კვირაში ზრდის მიმართულებით გადავხედავთ. პანდემიის დროინდელი შენელების შემდეგ, აღდგენა დაიწყო ინვესტიციების მოცულობამაც, რაც საშუალო და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. 2022 წლის მეორე კვარტალში ინვესტიციების მოცულობამ მშპ-სთან მიმართებით 26,6 პროცენტი შეადგინა, რაც აღემატება 2019 წლის საშუალო მაჩვენებელს“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. მისი თქმით, მნიშვნელოვნად უმჯობესდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და უბრუნდება პანდემიამდე არსებულ დონეს. მინისტრის თქმით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 7 პროცენტზე მნიშვნელოვნად ნაკლები იქნება. „მთავარ გამოწვევად რჩება ინფლაცია, რაც ბოლო წლებში ჯერ პანდემიის, ხოლო შემდეგ უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებული მოვლენების შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა. მიუხედავად ამისა, ბოლო თვეებში ინფლაციამ დაიწყო შემცირება და ველოდებით, რომ საბაზისო ეფექტის ამოწურვასთან ერთად, 2023 წლის მეორე ნახევარში უფრო დაუახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. მისი თქმით, ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვანი რისკები შეუქმნა რუსეთ-უკრაინის ომმა და რუსეთისა და ბელორუსისთვის დაწესებულმა სანქციებმა. თუმცა, როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, ამის მიუხედავად, ტურიზმისა და ექსპორტის აღდგენის მაღალმა ტემპებმა, გადაწონა აღნიშნული რისკები და საგარეო სექტორმა იმაზე მნიშვნელოვნად მაღალი კონტრიბუცია შეიტანა ეკონომიკურ აღდგენაში, ვიდრე 6-პროცენტიანი ზრდის სცენარში იყო ნავარაუდევი. „ტურიზმი ეკონომიკური აღდგენის უმთავრესი კონტრიბუტორია. წლის დასაწყისში ჩვენ ველოდით ტურიზმის 70 პროცენტიან აღდგენას, თუმცა ჩვენ 9 თვეში უკვე, პრაქტიკულად, 100-პროცენტიანი აღდგენა გვაქვს ნომინალურ გამოსახულებაში. რაც შეეხება ვიზიტორების სტატისტიკას, აღდგენის მაჩვენებელი რაოდენობაში, საშუალოდ, 60 პროცენტამდეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტურიზმს კვლავ რჩება პოტენციალი, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს შემდგომი წლების ეკონომიკურ ზრდაში“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. როგორც გამოსვლისას ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, 2023 წლის პირველ 9 თვეში ექსპორტი 37.4 პროცენტით, ხოლო იმპორტი 34.3 პროცენტით გაიზარდა. „საერთო ჯამში, ექსპორტის საკმაოდ დივერსიფიცირებული ზრდა ფიქსირდება, თუმცა, უმნიშვნელო კლებაა ტრადიციულ საექსპორტო პროდუქტებში, როგორიცაა ღვინო და მინერალური წყლები და ეს კლება რუსეთის სანქცირებითაა გამოწვეული. პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა წლის პირველ ნახევარში 923 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მშპ-ის 8.8 პროცენტია. აღნიშნული მაჩვენებელი მცირედით აჭარბებს 2018-2019 წლების საშუალო მაჩვენებელს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. მისი თქმით, მზარდი ჯამური ინვესტიციების ფონზე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაღალ დონეზე შენარჩუნება მნიშვნელოვანია საშუალოვადიანი პერიოდისთვის.
2023 წლის ბიუჯეტის პროექტით, ჯარისკაცების, პოლიციელებისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა ხელფასები 20%-ით იზრდება
ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს ბიუჯეტის ცვლილებების დროს თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით დაფინანსება, დაახლოებით, 160 მილიონი ლარით გაიზარდა და 2 მილიარდ 196 მილიონ ლარამდე შეადგინა. მისი თქმით, მიმდევნო წელს, დაფინანსება დამატებით 314 მილიონ ლარზე მეტით იზრდება და 2 მილიარდ 510 მილიონ ლარს შეადგენს, მათ შორის: თავდაცვის სამინისტრო - 1 მილიარდ 260 მილიონი ლარი; შინაგან საქმეთა სამინისტრო - 1 მილიარდ 70 მილიონი ლარი; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - 180 მილიონი ლარი. ჯამური - 2 მილიარდ 510 მილიონი ლარიდან 1 მილიარდ 450 მილიონ ლარამდე, მიიმართება შრომის ანაზღაურებაზე, რაც 2022 წელთან შედარებით გაზრდილია 290 მილიონ ლარზე მეტით. ლაშა ხუციშვილის თქმით, გაზრდილი სახელფასო ფონდის ფარგლებში, განხორციელდება ჯარისკაცების, პოლიციელებისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა ხელფასების 20%-იანი ზრდა. თავდაცვის შეიარაღებისთვის გათვალისწინებულია 175 მილიონ ლარამდე, ხოლო ჯარის ლოგისტიკური ხარჯებისთვის 285 მილიონ ლარამდე. ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიიმართება 216 მილიონ ლარზე მეტი.
ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი არსებული პროგნოზით, 2023 წლისთვის 7900 დოლარს გადააჭარბებს - ხუციშვილი
საქართველოს პარლამენტში 2023 წლის ბიუჯეტის განხილვისას ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა მომავალი წლის მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე ისაუბრა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. მისი თქმით, 2023 წლისთვის, ეკონომიკური ზრდისა და მშპ-ის დეფლატორის მაჩვენებლების პროგნოზები არ შეცვლილა და თითოეული მათგანი 5%-ს, ხოლო ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 79,7 მლრდ ლარს შეადგენს. „მომდევნო წლებში, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საშუალოდ 5 პროცენტზეა შენარჩუნებული, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროგნოზი 3 პროცენტია. შესაბამისად, მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი, 2023 წელს პროგნოზირებული 79,7 მილიარდი ლარიდან 2026 წლისთვის იზრდება 101,2 მილიარდ ლარამდე. რაც შეეხება მთლიან შიდა პროდუქტს ერთ სულ მოსახლეზე – არსებული პროგნოზით, 2023 წლისთვის მისი მაჩვენებელი 7900 დოლარს, ხოლო 2026 წლისთვის – 10 000 დოლარს გადააჭარბებს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წელს ინფლაცია ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში. „2023 წელს, საბაზო ეფექტის ამოწურვასთან ერთად, მოსალოდნელია ინფლაციის ტემპის მნიშვნელოვანი შემცირება და მისი საშუალო მაჩვენებელი პროგნოზირებულია 5,3 პროცენტის დონეზე, თუმცა წლის ბოლოსთვის 4-პროცენტიან ნიშნულს ჩამოცდება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
ბოლო 11 თვის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 10%-ით გაიზარდა - ხუციშვილი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ბოლო 11 თვის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 10%-ით გაიზარდა და მოსალოდნელია, რომ 2023 წელს ეკონომიკური ზრდა ამ მაჩვენებელს შეინარჩუნებს. „2023 წლიდან რამდენიმე ცვლილება ამოქმედდება. ასეთია საჯარო სამსახურში ხელფასების მატება. საჯარო სამსახურებში ხელფასი 10%-ით უკვე გაიზარდა. გამონაკლისია ჯარი, პოლიცია და უსაფრთხოების სამსახური, სადაც ხელფასები 20%-ით გაიზარდა. მინდა გასული წელი ეკონომიკური მიმართულებითაც შევაჯამო. ბოლო 11 თვის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 10%-ით გაიზარდა. მოსალოდნელია, რომ 2023 წელს ეკონომიკური ზრდა ამ მაჩვენებელზე შენარჩუნდება. მინდა რამდენიმე მაკროეკონომიკურ პარამეტრზე შევაჩერო ყურადღება. მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება იყო. წლის დასაწყისში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი 4.4 იყო, წლის ბოლოს 3.1-მდე შემცირდა, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა. ინფლაციამაც დაიწყო შემცირება. დეკემბერში 9.8% ინფლაციის მაჩვენებელი დაფიქსირდა. მომდევნო თვეებში, ვფიქრობ, ინფლაციის შემცირება კიდევ უფრო დაჩქარდება“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
ფინანსთა მინისტრის თქმით, ინფლაციის ტემპმა შემცირება დაიწყო
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყანაში ინფლაციის ტემპმა შემცირება დაიწყო და მოსალოდნელია, რომ სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი მომდევნო თვეების განმავლობაშიც შენელდეს. კობა გვენეტაძე: ინფლაცია, მიზნობრივ მაჩვენებელს მომდევნო წლის მეორე ნახევარში დაუბრუნდება „ინფლაციამ დაიწყო შემცირება. ბუნებრივია, საუბარია ინფლაციის ტემპზე. მაგალითად, დეკემბრის თვეში დაფიქსირდა 9.8%-იანი ინფლაცია და ის მოლოდინი, რაც ეკონომიკურ გუნდს ამ მიმართულებით გააჩნდა, თითქმის სრულად მოხდა რეალიზაცია. ვფიქრობ, რომ მომდევნო თვეებში ინფლაციის ტემპის შემცირება კიდევ უფრო მეტად დაჩქარდება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 9.8 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას1 , აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 6.8 პროცენტით განისაზღვრა.
შავი ზღვის კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის დასაფინანსებლად, მსოფლიო ბანკი $75 მილიონს გამოყოფს - ფინანსათა მინისტრი
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფინანსთა სამინისტრო მსოფლიო ბანკს „შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის” ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის განხორციელების მიზნით, $75 მილიონის დაფინანსების მოზიდვისთვის მიმართავს. ბანკთან წინასწარი შეთანხმება უკვე მიღწეულია, როგორც თანხის ოდენობაზე ასევე კონკრეტულ მიმართულებებზე, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შესახებ გამართულ ბრიფნგზე განაცხადა. აშშ შავი ზღვის კაბელის პროექტს მხარს უჭერს NATO შავი ზღვის კაბელის პროექტზე: ეკონომიკისა და უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს მივესალმებით მინისტრმა ასევე ისაუბრა, რა მიმართულებით დაიხარჯება მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი ფული. „$75 მლიონის დაფინანსება სამი მიმართულებით დაიხარჯება. დაფინანსება მოიცავს შავი ზღვის ფსკერის გეოტექნიკური და გეოფიზიკურ შესწავლას, რომელზეც დაახლოებით $20 მილიონი დაიხარჯება. ასევე თანხა გამოიყოფა სახმელეთო გადამცემი ხაზის გაძლიერებისთვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს. პროექტის საკონსულტაციო მიმართულებაზე 5 მილიონი ევრო გამოიყოფა. ეს მნიშვნელოვანი პროექტია საქართველოსთვის, რომელშიც პირველი ინვესტიცია უკვე განხორციელებულია“, - აღნიშნა ხუციშვილმა. რას მოიცავს „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ და რა სარგებელს მიიღებს საქართველო როდის დასრულდება შავი ზღვის კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს მისივე თქით, ამ პროექტში საქართველოს პარტნიორები მაშინ ჩაერთვებიან, როცა მზად ინება ტექნიკური კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი. „ტექნიკური კვლევა უკვე მიმდინარეობს, რომლისთვისაც 2.5 მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსებაა გამოყოფილი და მიმდინარე წელს დასრულდება“, - აღნიშნა ხუციშვილმა. ინფორმაციისთვის, 17 დეკემბერს ხელმოწერილი დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომლებიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან. ოთხმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება უზრუნველყოფს წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაციას რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით, განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისთვის. რუმინული მხარის ცნობით, წყალქვეშა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელის პროექტი შავი ზღვის გავლით, ენერგეტიკის სფეროში შეთანხმების ნაწილია ევროკომისიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის და ამავე დროს, საფლაგმანო პროექტი საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიის ნაწილი. ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს. თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის. აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეფასებით, ამ შეთანხმების განხორციელება მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, ძალიან დიდი წვლილი იქნება ევროპის ენერგოუსაფრთხოების საქმეში. რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის განცხადებით, შეთანხმების მთავარი ამოცანა ენერგოუსაფრთხოება და რეგიონალური თანამშრომლობაა. 19 დეკემბერს დღეს გახდა ცნობილი, რომ საუდის არაბეთმა გამოთქვა სურვილი, აზერბაიჯანიდან ევროპაში „მწვანე“ ელექტროენერგიის ექსპორტის პროცესს შეუერთდეს. ამ დრომდე ოფიციალურად არ თქმულა, საქართველოს რომელი რეგიონიდან უნდა დაწყებულიყო ელექტროგადამცემი კაბელის შავი ზღვის ფსკერზე განთავსება, თუმცა უკრაინულმა მედიამ გარკვეული ვერსია უკვე განიხილა. კერძოდ, delo.ua-ს ცნობით, არის მოლოდინი, რომ ელექტროგადამცემი კაბელი (რომლის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 1195 კმ. (95 კმ. სახმელეთო და 1100 კმ. წყალქვეშა ნაწილი) ხოლო სიმძლავრე - 1000 მგვტი იქნება), შავი ზღვის ფსკერზე, სოფელ ანაკლიიდან რუმინეთის პორტ კონსტანცამდე გადაიჭიმება.
ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში აზიის განვითარების ბანკის (ADB) რეგიონულ დირექტორს, შეინ როზენტალს, ADB-ის მდგრადი განვითარებისა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის დირექტორს, ბრიუს დანისა და ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები. ADB აპირებს განაახლოს 2009 წლის უსაფრთხოების პოლიტიკის დებულება, რომელიც შესაბამისობაში იქნება ADB-ის 2030 წლის სტრატეგიასთან და მისი ოპერაციული პრიორიტეტების გეგმებთან. შეხვედრის მიზანია, დაინტერესებული მხარეები გააცნონ განახლებული პოლიტიკის მიდგომებსა და მიმართულებებს, რათა ბანკის წევრმა ყველა ქვეყანამ შეძლოს უფრო ეფექტური მონაწილეობის მიღება განხილვის პროცესში. უსაფრთხოების პოლიტიკის დებულება მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა: გარემოსდაცვითი და სოციალური რისკებისა და ზემოქმედებების შეფასება და მართვა, შრომისა და სამუშაო პირობები, დაბინძურების პრევენცია და რესურსების ეფექტიანობა, ჯანდაცვა და უსაფრთხოება, ბიომრავალფეროვნება და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა, კულტურული მემკვიდრეობა და სხვა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ყველა ამ მიმართულებით საქართველო მზადაა აქტიური თანამშრომლობისა და პოზიციების შეჯერებისთვის.
სანქცირებული ტვირთების გადაადგილების მკაცრი კონტროლი დაიწყო - ხუციშვილი
სანქცირებული საქონლისა და პირების სიების დამტკიცებისთანავე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა დაიწყო სანქცირებული ტვირთების გადაადგილების მკაცრი კონტროლი ქვეყნის საბაჟო ტერიტორიაზე, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო რისკების მართვის სამმართველოში, შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ახორციელებს აღნიშნული სანქციების აღსრულების ცენტრალიზებულ კონტროლს. „აღნიშნულ პერიოდში შეიქმნა 14 რისკის პროფილი, რომლის საფუძველზეც ოპერატიულად იდენტიფიცირდება და კონტროლდება, როგორც სანქცირებული ფიზიკური პირების, კომპანიების დანიშნულებით მიმავალი, ისე სანქცირებული ფიზიკური პირებიდან და კომპანიებიდან მომავალი აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება, აგრეთვე, ტრანზიტის, ექსპორტისა და რეექსპორტის პროცედურები. ამასთან, საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგზე“ დამატებით განთავსდა საბაჟო კონტროლის განხორციელებისთვის საჭირო შესაბამისი აღჭურვილობა, მათ შორის, რენტგენო-სკანერები. ასევე, გაძლიერდა სხვა გამშვები პუნქტების შესაძლებლობები შესაბამისი კონტროლის განხორციელების მიზნით. სანქციების დაწესების პირველ დღეებიდანვე, საერთაშორისო სანქციების სათანადო ადმინისტრირებისთვის საჭირო ტექნიკური დახმარების თაობაზე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან განხორციელდა არაერთი კომუნიკაცია“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. მან ამ მიმართულებით ქვეყნისთვის გაწეული მხარდაჭერისათვის პარტნიორებს მადლობა გადაუხადა. როგორც მან აღნიშნა, აშშ-ის საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და დაკავშირებული სასაზღვრო უსაფრთხოების პროგრამის, ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) დახმარებით, ორგანიზებულ იქნა რამდენიმე დისტანციური და ფიზიკური შეხვედრა, საქართველოს ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების, საბანკო სექტორისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ჩართულობით.
შუა დერეფნის გამტარუნარიანობის ზრდისთვის, პარტნიორ ქვეყნებთან საზღვრის კვეთისას ერთი გაჩერების პრინციპი უნდა დაინერგოს - ფინანსთა მინისტრი
საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ერთობლივი გამშვები პუნქტისა და ობიექტების ერთობლივი მართვის პროექტებზე ისაუბრა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. „საქართველოში ყველა საავტომობილო გამშვებ პუნქტზე, დანერგილია ერთი გაჩერების პრინციპი, მაგრამ ცხადია, მიწოდების გლობალური ჯაჭვისთვის მნიშვნელოვანია არამარტო ცალკეულ ქვეყანაში არსებული მოდერნიზებული ფორმალობები, არამედ მთლიანად შუა დერეფნის გამტარუნარიანობა, მოქნილობა და წინასწარ განსაზღვრა. ამისთვის საჭიროა საზღვრის კვეთის ერთი გაჩერების პრინციპის დანერგვა პარტნიორი ქვეყნების საზღვრებზე. ესენია - აზერბაიჯანი, თურქეთი და სომხეთი. არსებობს სრული პოლიტიკური მზადყოფნა, რომ ქვეყნებმა განახორციელონ საბაჟო ადმინისტრირების ერთობლივი მექანიზმების გამოყენება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებით კავკასია უზარმაზარი პოტენციალის მქონე რეგიონია, სადაც შესაძლებელია ერთობლივი გამშვები პუნქტების ან პუნქტის ერთობლივი მართვის პრინციპების საუკეთესო პრაქტიკა შეიქმნას და შემდეგ წარმატებით განხორციელდეს სხვა ქვეყნებში“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. მისი განმარტებით, საქართველოს საბაჟო უკვე ცვლის წინასწარ ელექტრონულ მონაცემებს არამარტო ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებთან, არამედ უკრაინასთან და უზბეკეთთან. შესაბამისად, მისი თქმით, დღის წესრიგში დგას სხვა ქვეყნების საბაჟო ადმინისტრაციებიდან მიღებული მონაცემების უფრო ეფექტიანად გამოყენების ამოცანა, როგორც რისკის მართვის, ისე მომსახურების გაუმჯობესების კუთხით.
ორი წლის განმავლობაში ფიქსირდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა - ხუციშვილი
ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ორი წლის განმავლობაში ფიქსირდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც აისახება დასაქმების მაჩვენებელზეც. საქსტატი: დეკემბერში საქართველოს ეკონომიკა 11%–ით გაიზარდა „აღსანიშნავია ის, რომ დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვები გაიზარდა დეკემბრის თვეში 18%-ზე მეტით, რამაც ბუნებრივია, ასახვა ჰპოვა საგადასახადო შემოსავლებზეც. მიმდინარე წელს, იანვარში, დაფიქსირდა საგადასახადო შემოსავლების 30%-იანი ზრდა. უკვე მეორე წლის განმავლობაში, საქართველოში ფიქსირდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. გასულ წელს, მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი იყო ექსპორტის მნიშვნელოვანია ზრდა, რომელიც გაიზარდა 30%-ზე მეტად და ასევე, ტურიზმის აღდგენა, რომელმაც გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს, დაახლოებით, 7-8%-ით. ბუნებრივია, აღნიშნული მაჩვენებლები აისახება დასაქმების შედეგებზეც,“ – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
ბიზნესთან ერთად სახელმწიფოც იქნება აქტიურ როლში იმისთვის, რომ ქვეყნისთვის პრიორიტეტულ სექტორებში ინვესტირებას ხელი მაქსიმალურად შეუწყოს - ხუციშვილი
საქართველოს ბანკისა და ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ ერთობლივი პროექტის - „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე, რომელიც ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკას მიეძღვნა, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებებზე, როგორებიცაა: მაკროეკონომიკური სტაბილურობა, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის არსებობა, თავისუფალი შრომის ბაზარი, მსოფლიოში ყველაზე დაბალი საგადასახადო ტვირთი, ეფექტური ბიუროკრატია, სახელმწიფო ინვესტიციები, როგორც საინვესტიციო გარემოს ხელშემწყობი ფაქტორი. „2022 წელი მაკროეკონომიკური სტაბილურობის აღდგენის კუთხით, იყო საკმაოდ წარმატებული. ამ წელს, მთავრობის ვალი დაუბრუნდა უსაფრთხო დონეს და ჩამოსცდა პანდემიამდელ მაჩვენებელს, შევამცირეთ და დავასტაბილურეთ ბიუჯეტის დეფიციტი, ხოლო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა, მიაღწია ისტორიულ მინიმუმს. აგრეთვე, მნიშვნელოვნად შემცირდა დოლარიზაცია, აგრეთვე, მნიშვნელოვნად შემცირდა სახელმწიფო ვალის დოლარიზაციის მაჩვენებელიც“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. ამასთან, ფინანსთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის უპირატესობაზე და აღნიშნა, რომ წლიდან წლამდე „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის“ შეთანხმება უფრო და უფრო იკრებს ძალას და მეტად ხელშესახები ხდება. „აგრეთვე, ძალიან მნიშვნელოვანია გასულ წელს თურქეთთან დადებული დიაგონალური კუმულაციის ხელშეკრულება, რითაც შესაძლებელი გახდა თურქული შუალედური პროდუქტის გამოყენებით საქართველოში წარმოებულ საბოლოო პროდუქტზეც გავრცელდეს DCFTA-ის რეჟიმი“, - განაცხადა ხუციშვილმა. მინისტრის თქმით, საინვესტიციო გარემოს მნიშვნელოვანი კომპონენტია შრომის ბაზრის თავისუფლება, მინიმალური საგადასახადო ტვირთი, ეფექტური ბიუროკრატია. მან, ასევე, დეტალურად ისაუბრა სახელმწიფო ინვესტიციების, როგორც საინვესტიციო გარემოს ხელშემწყობი ფაქტორის მნიშვნელობაზე. „საინვესტიციო პროექტების მართვის მეთოდოლოგია ფინანსთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც პროექტების ეფექტურობას განსაზღვრავს. ყველა მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინვესტიცია, რომელიც ბიუჯეტიდან ხორციელდება, წინასწარ გადის შესაბამის შეფასებას და მხოლოდ ამის შემდგომ აისახება ბიუჯეტში. ამ ეტაპზე, ჩვენ ავიღეთ ზღვარი 20 მლნ ლარის ოდენობით და ყველა პროექტი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხორციელდება და ამ ზღვარს აღემატება, გადის შესაბამის ეკონომიკურ დასაბუთებას და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მისი იმპლემენტაცია. ბუნებრივია, ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს და რომელზედაც ძალიან დიდი რესურსი იხარჯება, იმ კრიტერიუმების შესაბამისად არის შერჩეული, სადაც ქვეყანა უნდა ახორციელებდეს ინვესტიციებს. მაგალითად, ჩვენ ვაშენებთ ჩქაროსნულ მაგისტრალს, რათა ხელი შეეწყოს ინვესტიციებს სატვირთო გადაზიდვებსა და ტრანზიტის პოტენციალის ათვისებას; ვაკეთებთ ტურისტულ ინფრასტრუქტურას, რათა ტურისტებისთვის მარტივი, ხელმისაწვდომი გახდეს საქართველოს ესა თუ ის საკურორტო ადგილი, იქ წახალისდეს კერძო ინვესტიციებიც. რუმინეთთან, უნგრეთთან და აზერბაიჯანთან ერთად, ხელი მოვაწერეთ შავი ზღვის კაბელის პროექტს, რათა ხელი შევუწყოთ ერთი მხრივ, ენერგოდამოუკიდებლობას, მეორე მხრივ, ინვესტიციებს ენერგეტიკის სექტორში, როგორც საქართველოში, აგრეთვე ჩვენს რეგიონში. ჩვენ ვსაუბრობთ ანაკლიის პორტზე, რათა მოვიზიდოთ კერძო ინვესტიციები და უკეთ გამოვიყენოთ სატრანზიტო დერეფანი, ასევე, არის ენერგეტიკის სფერო, სადაც იგეგმება წახალისების ახალი სქემის შემოტანა, რომელიც შეთანხმებულია ყველა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორთან და რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. ამასთან, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ბიზნესთან ერთად, სახელმწიფოც იქნება აქტიურ როლში იმისათვის, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქვეყნისთვის პრიორიტეტულ სექტორებში ინვესტირებას.
მოსალოდნელია, ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი მაჩვენებლის მიღწევა - ხუციშვილი
ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში, გაწეული მუშაობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ შესაძლებელია, ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი მაჩვენებლის მიღწევა. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, 2021-2022 წლებში ეკონომიკის დონე სრულად დაუბრუნდა პანდემიამდე არსებულ ტრენდს და მნიშვნელოვანი ზრდა 2023 წელსაც (იანვარში 8.4%-იანი ზრდა) გრძელდება. „რუსეთ-უკრაინის ომმა და მიწოდების არხების კიდევ ერთხელ შეფერხებამ, ინფლაციაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ივნისიდან ინფლაციის ტემპმა შემცირება დაიწყო და 2023 წლის თებერვლის საერთო ფასების წლიური ზრდა 8.1% იყო. მიმდინარე წლის განმავლობაში, მოსალოდნელია ამ ტრენდის შენარჩუნება და სხვა თანაბარ პირობებში, წლის მეორე ნახევარში მიზნობრივ 3%-იან ნიშნულთან დაახლოება“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
სათამაშო ბიზნესის ახალი რეგულაციების შედეგად, აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილია 1 457 526 ადამიანი - ხუციშვილი
2022 წლის პირველი მარტიდან დღემდე სათამაშო ბიზნესის ახალი რეგულაციების შედეგად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილია 1 457 526 პირი, დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 4 901 ფიზიკური პირი,- ამის შესახებ ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის შესახებ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, 2022 წელს სათამაშო ბიზნესიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებული თანხა, წინა წელთან შედარებით, 65 პროცენტით გაიზარდა და ჯამში 739 მლნ. ლარი შეადგინა. ლაშა ხუციშვილის თქმით, საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების მიზნით, შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ, შემუშავებული წინადადებების/შემდგომი ნაბიჯების დოკუმენტის საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს მიერ, 2022 წელს მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც აწესებს ახალი სანებართვო საქმიანობის სახეებს სისტემურ-ელექტრონული ფორმით (ონლაინ) აზარტული და მომგებიანი თამაშობის ორგანიზებაზე, ადგენს სანებართვო პირობებს, სანებართვო მოსაკრებლის ოდენობებს და პასუხისმგებლობას სანებართვო პირობებისა და წლიური სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევებზე.
ლაშა ხუციშვილი აშშ-ში ვიზიტისას, სახელმწიფო დეპარტამენტში, სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელს, ელჩ ჯიმ ო’ბრაიენს შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა მიმოიხილეს საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესში საქართველოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები და ამ მიმართულებით პარტნიორებთან კოორდინაციის საკითხები. „ფინანსთა მინისტრმა სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის, რომელიც საქართველომ სანქციების განხორციელების პროცესში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიმართულებით მიიღო და იმედი გამოთქვა, რომ შემდგომი აქტივობები ამ კუთხით, კიდევ უფრო გააძლიერებს ქვეყნის შესაძლებლობებს საერთაშორისო რეგულაციების აღსრულების მიმართულებით. როგორც ცნობილია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს მიეცა საერთაშორისო სანქციების სასწავლო პლატფორმაზე DOLFIN-ზე დაშვების უფლება და ამჟამად, საბაჟო დეპარტამენტის ორ თანამშრომელს მიღებული აქვს სანქციების აღსრულების ექსპერტის სერტიფიკატი. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას, ასევე, დადებითი შეფასება მიეცა საერთაშორისო სანქციების აღსრულების ნაწილში საქართველოს მიერ გაწეულ სამუშაოს“, - აღნიშნავს ქართული მხარე. მხარეებმა, ასევე მიმოიხილეს აშშ-ის ხაზინის ტექნიკური დახმარების ოფისთან (OTA) პარტნიორობის საკითხები, რომელიც მოიცავს, როგორც საგადასახადო, ისე საბაჟო და აუდიტის სფეროებს. შეხვედრას დაესწრნენ აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ზალკალიანი და მინისტრის მოადგილეები: გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ მესტვირიშვილი. დღესვე, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფორმატში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს, კატერინა მატერნოვას შეხვდა. ფინასთან სამინისტროს ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის საკითხებს, ასევე, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებისთვის ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაცემული 12 პირობის შესრულებასა და ამ კონტექსტში რეფორმების გატარების კუთხით არსებულ ვითარებას. „ფინანსთა მინისტრმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს, მიაწოდა ინფორმაცია ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით, მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების, ასევე, საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესის შესახებ. ლაშა ხუციშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს სხვადასხვა სექტორში ევროკავშირის მიერ გაწეულ მხარდაჭერას და იმედი გამოთქვა, რომ ეს პარტნიორობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან ენერგეტიკული კავშირების გაძლიერების და ამ კუთხით, შავი ზღვის ელექტრო წყალქვეშა კაბელის მშენებლობის მნიშვნელობაზე.
პარტნიორების მხრიდან საქართველოს მიერ სანქციების აღსრულებაზე არასდროს ყოფილა კითხვის ნიშნები - მინისტრი ხუციშვილი აშშ-ში გამართულ შეხვედრებზე
ჩვენი პარტნიორების მხრიდან, საქართველოს მიერ სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით არასდროს ყოფილა კითხვის ნიშნები, ღონისძიებები, რომელიც საქართველომ გაატარა, არანაირ კითხვის ნიშნებს არ ტოვებს და მხოლოდ დადებით შეფასებას იმსახურებს, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. ელჩი დეგნანი განმარტავს, რაზე გამახვილდა ყურადღება სანქციების კოორდინატორისა და მინისტრ ლაშა ხუციშვილის შეხვედრაზე აშშ-ში „საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრები ტრადიციულად ძალიან დატვირთულია. ამ დროს იმართება შეხვედრები ჩვენს ყველა პარტნიორთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან. განვიხილავთ მიმდინარე პროექტებს და ხდება შეჯერება სამომავლო გეგმებზე. არცერთი შეხვედრა დახურული არ არის, ყველა შეხვედრის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ იდება ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე. ბუნებრივია, გამონაკლისი არც მიმდინარე წელია. საქართველოს აქვს ძლიერი მხარდაჭერა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და პარტნიორი ქვეყნებიდან. ცალსახად დადებითად შეფასდა ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები და მიღწეული შედეგები, რომელიც აღიარებულია უკლებლივ ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ. საქართველო ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია მსოფლიოში, ბოლო ორი წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდით, საბიუჯეტო დეფიციტის მკვეთრი შემცირებით, მთავრობის ვალის დონის (მშპ-თან) შემცირების მასშტაბით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებით და ბოლო თვეებში ინფლაციის დონის შემცირებით. რამდენიმე ტელეკომპანიის მიერ, როგორც ჩანს შეგნებულად, ხორციელდება მცდარი ინფორმაციის გავრცელება ზემოთ აღნიშნულ შეხვედრებთან დაკავშირებით. აღნიშნული სიუჟეტები აგებულია სრულად ყალბ ინფორმაციაზე და არანაირი შეხება არ აქვს რეალობასთან. როგორც არაერთხელ მითქვამს, ჩვენი პარტნიორების მხრიდან საქართველოს მიერ სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით არასდროს არ ყოფილა კითხვის ნიშნები. ამ მხრივ, ღონისძიებები, რომელიც საქართველომ გაატარა, არანაირ კითხვის ნიშნებს არ ტოვებს და მხოლოდ დადებით შეფასებას იმსახურებს ყველა შეხვედრაზე. თანამშრომლობის ისეთი მაღალი ხარისხი, რომელიც დღეს არის პარტნიორ ორგანიზაციებთან, აქამდე არასდროს არ ყოფილა. ფინანსთა სამინისტრო ორმხრივ შეხვედრებს აშშ-ის პარტნიორ ორგანიზაციებთან ახორციელებს რეგულარულად, მათ შორის სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო/წლიური შეხვედრების ფორმატში და გამონაკლისი არც მიმდინარე წელია. ყალბი ინფორმაცია დღეს ალბათ არავის უკვირ, თუმცა, მიმდინარე კვირის ფინანსთა სამინისტროს 30-ზე მეტი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი „შეირჩა“ სიყალბის გასავრცელებლად. ამჯერად, ნამდვილად გააოცეთ ყველა სიყალბის მასშტაბით“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა.
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და EIB-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
ევროპის საინვესტიციო ბანკსა (EIB) და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ტერეზა ჩერვინსკაიამ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრის ფარგლებში გამართული შეხვედრისას. „საუბარი შეეხო იმ პროექტების მიმდინარეობას, რომელსაც ევროპის საინვესტიციო ბანკი ახორციელებს ქვეყნისთვის პრიორიტეტული მიმართულებების მხარდასაჭერად. აღსანიშნავია, რომ EIB საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორი და ინვესტორია ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესში. ხაზი გაესვა EIB-ის ჩართულობას კერძო სექტორის გაძლიერების კუთხით. პარტნიორების მხრიდან საქართველოს მიერ სანქციების აღსრულებაზე არასდროს ყოფილა კითხვის ნიშნები - მინისტრი ხუციშვილი აშშ-ში გამართულ შეხვედრებზე ელჩი დეგნანი განმარტავს, რაზე გამახვილდა ყურადღება სანქციების კოორდინატორისა და მინისტრ ლაშა ხუციშვილის შეხვედრაზე აშშ-ში შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები: გიორგი კაკაურიძე, მირზა გელაშვილი და ეკატერინე გუნცაძე“, - იუწყება ფინასთა სამინისტრო.
საქართველო, ენერგოუსაფრთხოების და ენერგოდამოუკიდებლობის კუთხით, მომგებიან პოზიციაშია - ხუციშვილი
აზიის განვითარების ბანკს აქვს გეგმა, გახდეს კლიმატური ბანკი და თავის საქმიანობაშიც ამან შესაბამისი ასახვა პოვოს, საქართველო ამ მიმართულებით, ენერგოუსაფრთხოების და ენერგოდამოუკიდებლობის კუთხით, მომგებიან პოზიციაშია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. „აზიის განვითარების ბანკი დღეს არის იმ პროცესში, რაც გულისხმობს საკმაოდ აქტიურ რეფორმებსა და სტრუქტურულ ცვლილებას. აზიის განვითარების ბანკს აქვს გეგმა, გახდეს კლიმატური ბანკი და თავის საქმიანობაშიც ამან შესაბამისი ასახვა პოვოს. საქართველო ამ მიმართულებით - ენერგოუსაფრთხოების და ენერგოდამოუკიდებლობის კუთხით მომგებიან პოზიციაშია. ელექტროენერგიის 80% არის მწვანე, განახლებადი. მათ შორის, მაგალითისთვის, შავი ზღვის კაბელთან მიმართებით ის არის მიმზიდველი, რომ საქართველოში არის პოტენციალი, სუფთა ენერგიის გამომუშავება მეტად გაიზარდოს. დაახლოებით, 2-3 ჯერ გაზრდაცაა შესაძლებელი, თუ სრულად იქნება ათვისებული ჰიდრო და ქარის ენერგიებიც, არის მზისაც, თუმცა არა იმ მასშტაბის. ეს გვაძლევს ბევრ პლუსს კიდევ ბევრი მიმართულებით იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც ევროკავშირზეა საუბარი, სწორედ ასეთი ტიპის ენერგია სჭირდება ევროკავშირს და არა ისეთი, რომელიც არ არის მწვანე, განახლებადი. ეს იქნება სწორედ პრიორიტეტი მათთვისაც. ბევრი მიმართულებით ეს ხელს უწყობს სხვა პროექტების, პრობლემების გადაჭრასაც. ამ მიმართულებით ჩვენი ურთიერთობა აზიის განვითარების ბანკთან სრულად რეფორმირების ფარგლებში, მათ შორის კლიმატის და შიდა რეორგანიზაციის ნაწილში, შემიძლია ვთქვა, რომ ახლოსაა იმ მოდელთან, რა მოდელიც ბანკს უნდა, რომ როგორც რეგიონული, ისე სათავო ოფისები მოაწყოს. გარდა ამისა, დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა, როგორც ქვეყანას, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან პროექტების განხორციელების. ასევე, ბევრად რთული პროცედურების მქონე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთანაც ბევრი წარმატებული პროექტი განგვიხორციელებია. ამიტომ, საქართველოს ნაკლებად შეეხება ურთიერთობებში და დაფინანსების ნაწილში ასეთი ტიპის ცვლილებები. აზიის განვითარების ბანკი არაა გამონაკლისი. კლიმატური პრობლემების მიმართულებით მის საქმიანობაში აქტიურად ასახვა ერთ-ერთ პრიორიტეტად წამოჭრილია მსოფლიო ბანკის მიერ. გუშინ დაამტკიცეს ახალი პრეზიდენტი, გვქონდა შესაძლებლობა, წლიური განხილვების ფორმატში მასთან შეხვედრა გვქონოდა. მისი ერთ-ერთი პრიორიტეტიც კლიმატური ცვლილებებია. ამ მიმართულებით სხვა საფინანსო ინსტიტუტებიც ძალიან აქტიურები იქნებიან ამ მიმართულებით“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის თბილისში ჩატარება არის მნიშვნელოვანი აღიარება - ხუციშვილი
2024 წლის მაისში ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის თბილისში ჩატარება არის მნიშვნელოვანი აღიარება იმ პროექტებისა და რეფორმების, რომელსაც ქვეყანა აზიის განვითარების ბანკთან ერთად ახორციელებს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. „აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა კორეის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან, სადაც მიმოვიხილეთ ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები. ასევე, მოხდა შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებასთან მიმართებით, რომ მაქსიმალურად მხარეები დააჩქარებენ პოზიციებს და პროცესებს, იმისათვის, რომ დროზე დასრულდეს აღნიშნული შეთანხმების გაფორმება”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. ცნობისთვის, დღეიდან, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი ერთი წლის ვადით აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა.
არ გვინახავს დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება, რომ საერთაშორისო სანქციების აღსრულება საქართველოში ჯეროვნად არ მიმდინარეობს - ფინანსთა მინისტრი
არ გვინახავს დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება, რის გამოც, შესაძლებელია, ეჭვი გასჩენოდა ვინმეს, რომ საერთაშორისო სანქციების აღსრულება საქართველოში ჯეროვნად არ მიმდინარეობს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. „გასულ ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ფინანსთა სამინისტროს და მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებების ათობით განცხადებას ნახავდით იმ უსაფუძვლო ბრალდებებზე, რომელიც კონკრეტულად უწყების მიმართულებით და ქვეყნის საწინააღმდეგოდ გაჟღერდა. არაფერი გვინახავს ამ პერიოდში ყალბი ინფორმაციებისა და უსაფუძვლო ბრალდებების გარდა, არ გვინახავს ამის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება ან რაიმე ფაქტი, რის გამოც, შესაძლებელია, ეჭვი გასჩენოდა ვინმეს, რომ საერთაშორისო სანქციების აღსრულება საქართველოში ჯეროვნად არ მიმდინარეობს. ამასთან დაკავშირებით მოსმენილი გვაქვს როგორც ამერიკული მხარის, ისე ევროკავშირის და ელჩების დონეზე გაკეთებული განცხადებები - არცერთი ფაქტი, რომ საქართველოში ერთი შემთხვევა მაინცაა, რომ ვინმემ სანქციების გვერდის ავლა შეძლო, არ მომხდარა. პარალელურად, შეგვიძლია გადავხედოთ გასული ერთი წლის განმავლობაში პერიოდს და ვნახოთ 50-70-ზე მეტი განცხადება, რომლის გავრცელებაც მოგვიწია. სამწუხაროა, რომ ყოველი ასეთი ფაქტის გავრცელების წინ პრაქტიკულად არც ერთხელ არ მომხდარა ინფორმაციის გადამოწმება შესაბამის უწყებასთან, ვინც სანქციების აღსრულებაზეა პასუხისმგებელი სავაჭრო ნაწილში. ძალიან ცუდი ფაქტია, როდესაც გადაუმოწმებელი ინფორმაცია ვრცელდება და ამაზე განმარტებების გაკეთება ხდება. ამ მიმართულებით, საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ფართოდ, ევროპის კონტინენტზეც, საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების მიმართულებით და უშუალოდ სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, საქართველოსთან მიმართებით, შესაძლოა, მეტი ყურადღება არსებობდეს, რადგან რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანა ვართ“,- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
იმპორტსა და ექსპორტს დაქვემდებარებული სატრანსორტო საშუალებები, საქართველოში ოპერაციებს ვერ განახორციელებენ - ფინანსთა მინისტრი
„როგორც ცალმხრივად იყო მიღებული გადაწყვეტილება ჩაკეტვასთან დაკავშირებით, ისე გახსნასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება ცალმხრივად არის მიღებული, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი რუსეთის მიერ საქართველოსთან ფრენების აღდგენასა და ვიზების გაუქმებაზე გადაწყვეტილების საპასუხოდ აცხადებს. მისივე განმარტებით, იმპორტსა და ექსპორტს დაქვემდებარებული სატრანსორტო საშუალებები საქართველოში შესაბამის ოპერაციებს ვერ განახორციელებენ. „შესაბამისად, ეს არის სანქციების აღსრულების ის ჩარჩო და ის ნაწილი, რომელსაც საქართველო აქამდე ახორციელებდა, ახორციელებს დღესაც და განახორციელებს მომავალში. შესაბამისად, ამ ნაწილში შეშფოთების საფუძველი არ არსებობს“, - აღნიშნა ხუციშვილმა. მისი თქმით, საქართველოს მიერ საერთაშორისო დონეზე დაწესებული რეგულაციების აღსრულების თაობაზე კითხვები არ არსებობს. „ყალბი მოლოდინების შექმნის საჭიროება არ არსებობოს“, - განაცხადა ხუციშვილმა. „ეს არის ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილება - როგორც ჩაკეტვასთან, ისე გახსნასთან მიმართებით. ამ მიმართულებით მე რაც შემიძლია ვთქვა ისაა, რომ პარტნიორი ქვეყნების მიერ იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალებები საქართველოს ტერიტორიაზე აქტივობას ვერ განახორციელებენ. შესაბამისად, შეშფოთებას, რომელიც გამოითქვა, საფუძველი არ აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ კონკრეტული რეგულაციების აღსრულებაზე, რომელიც საერთაშორისო დონეზეა დაწესებული, საქართველოში კითხვები არც აქამდე ყოფილა, არც ახლაა და არ მომავალში არ იქნება“,- აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას აშშ-ის გამოხმაურება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პირველი კომენტარი Europetime-თან გააკეთა. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის. „ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები მათ საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების შესვლას კრძალავს. ჩვენ შეშფოთებულნი ვიქნებოდით, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდებოდა, იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს - ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის“, - განუცხადა Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.
ლაშა ხუციშვილი: ვიდრე ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხის განხილვა დღის წესრიგშიც ვერ დადგებოდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ვიდრე ქვეყნის 20% ოკუპირებულია, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხის განხილვა დღის წესრიგშიც კი ვერ დადგებოდა. მინისტრმა უპასუხა შეკითხვას, განიხილება თუ არა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. „ბუნებრივია, ვიდრე ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია, ამ საკითხის [რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა] განხილვა დღის წესრიგშიც ვერ დადგებოდა, შესაბამისად, ეს შეკითხვა არ არის რელევანტური დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. ავიარეისის შესრულების შემდეგ, გავრილოვი დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობაზე ისევ საუბრობს
სანქციების საკითხებში ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლები ფინანსთა მინისტრს შეხვდნენ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, დევიდ ო’სალივანს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელს, ელჩ ჯეიმს ო’ბრაიენს შეხვდა. უფრო ადრე, საგარეო უწყებისა და მთავრობის ადმინისტრაციის შემდეგ, დევიდ ო’სალივანი და ჯეიმს ო’ბრაიენი ეკონომიკის სამინისტროში იმყოფებოდნენ. რაც შეეხება ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას, უწყების თანახმად, ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო პარტნიორებს მადლობა გადაუხადა მჭიდრო თანამშრომლობისთვის, საერთაშორისო სანქციების სათანადო ადმინისტრირებისთვის გაწეული ტექნიკური დახმარებისა და საერთაშორისო სანქციების აღსრულების ნაწილში საქართველოს მიერ გაწეული სამუშაოს პოზიტიური შეფასებისთვის. „მხარეებმა განიხილეს უკრაინაში რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, საერთაშორისო სანქციების აღსრულებისა და სანქციების შესაძლო გვერდის ავლის რისკების პრევენციის მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები. შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, ამ კუთხით კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას. მაღალი რანგის სტუმრებს ქართულმა მხარემ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სანქციების აღსრულების პროცესთან დაკავშირებით და ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომლებსაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ახორციელებს, როგორც ექსპორტის, ისე რეექსპორტისა და ტრანზიტის მიმართულებით. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო კვლავ გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორებთან, რათა ქვეყანამ გააგრძელოს სანქციების ნაწილში საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა“, - წერია უწყების ინფორმაციაში. შეხვედრას დაესწრნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ეკატერინე გუნცაძე, შემოსავლების სამსახურის უფროსი, ლევან კაკავა, სამსახურის უფროსის მოადგილე, ვლადიმერ ხუნდაძე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი, ზურაბ სიჭინავა და შემოსავლების სამსახურის სხვა წარმომადგენლები. „მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირებით ერთ-ერთი მოწინავეა რეგიონში და ის ღონისძიებები, რომელიც შემოსავლების სამსახურს, ფინანსთა სამინისტროს აქვს განხორციელებული აღსრულების მიმართულებით, ნამდვილად სანიმუშოა მსოფლიოში“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა შეხვედრის შემდეგ. როგორც მან განაცხადა, შეხვედრაზე განიხილეს ფინანსთა სამინისტროს, კერძოდ, კი, შემოსავლების სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებები სანქციების აღსრულების მიმართულებით, რამაც მაღალი შეფასება დაიმსახურა. „სანქციების აღსრულების ნაწილში ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ, როგორც ამერიკულ მხარესთან, ისე ევროკავშირის წარმომადგენლობასთან და შევთანხმდით, რომ აღნიშნული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა. ამერიკის საელჩოს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი თბილისს 27 ივნისს ეწვია, რათა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან განიხილოს საერთო ინტერესის საკითხები, კერძოდ, სანქციები და მათი ეფექტიანი განხორციელება. ამერიკის საელჩოს თანახმად, ამ ვიზიტის მიზანია კომუნიკაციის პირდაპირი არხისა და სამომავლო თანამშრომლობითი დიალოგის დამყარება. ამ ერთობლივ ვიზიტში, ასევე, მონაწილეობენ ევროკავშირის სანქციების დესპანი, დევიდ ო’სალივანი და დიდი ბრიტანეთის მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორი, კუმარ აიერი. „ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება პრემიერ-მინისტრ ღარიბაშილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დარჩიაშვილთან, ვიცე-პრემიერ და ეკონომიკის მინისტრ დავითაშვილთან, ფინანსთა მინისტრ ხუციშვილთან, ეროვნული ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან თურნავასთან და გენერალურ პროკურორთან შოთაძესთან. ჩვენ მოუთმენლად ველით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებასა და ძალისხმევის გაძლიერებას სანქციებზე თავის არიდების პრევენციის მიზნით, აგრძელებს რა რუსეთი სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ“, - ნათქვამია ამერიკის საელჩოს ინფორმაციაში. იდენტური ცნობა გაავრცელა დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობამაც იმ განსხვავებით, რომ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, დევიდ ო’სალივანი საქართველოში 26 ივნისს ჩამოვიდა. ოფიციალური შეხვედრები დღეიდან დაიწყო. ვიზიტებს წინ უძღვის ევროკავშირი მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტის დამტკიცება. უახლესი პაკეტის მიხედვით, ევროკავშირი სანქციების გვერდის ავლის საკითხთან დაკავშირებით, მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობას გააფართოებს.
ფინანსთა მინისტრი: ანაკლიის პორტის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებისთვის, მიმდინარე წელს, 20 მლნ ლარი დაიხარჯება
ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის ინფორმაციით, ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით 20 მილიონი ლარია გამოყოფილი, რომელიც წელს დაიხარჯება შესრულებულ სამუშაოზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ ძირითადი სამუშაო იქნება მოსამზადებელი ხასიათის იმისთვის, რომ უფრო ინტენსიურად გაგრძელდეს მომდევნო წელს პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან დაკავშირებული ხარჯების გაწევა. ამის შესახებ ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ანაკლიასთან დაკავშირებით 20 მილიონი ლარია გამოყოფილი, რომელიც უშუალოდ წელს იქნება დახარჯული შესრულებულ სამუშაოებზე. ჩემი ვარაუდით, ეს იქნება მომდევნო თვეში სამუშაოების დაწყების პროცესი. ახლა წარმოვადგინეთ ბიუჯეტი, რომელიც ითვალისწინებს შესაბამისად პარლამენტში გაგზავნას, მის დამტკიცებას, მიღებას და ა.შ. რომელსაც დასჭირდება რამდენიმე კვირა და შემდგომ ეს დაფინანსება იქნება ხელმისაწვდომი. ძირითადი სამუშაოები იქნება მეტად მოსამზადებელი სამუშაოები იმისთვის, რომ უფრო ინტენსიურად გაგრძელდეს მომდევნო წელს პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან დაკავშირებული ხარჯების გაწევა. რაც შეეხება უშუალოდ გამარჯვებულის გამოვლენას, აქ ინტერესი გამოხატული აქვს რამდენიმე კომპანიას ჩემი ინფორმაციით, და ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში მეტი დეტალი იქნება ცნობილი ეკონომიკის სამინისტროდან იმის შესახებ, თუ რამდენი კომპანია გადავა შემდეგ ეტაპზე და რა ვადებში დასრულდება გამარჯვებულის გამოვლენა, ვინც უშუალოდ იქნება ჩართული პორტის მშენებლობაში. ამ ეტაპზე ჩვენ უნდა დაველოდო მეორე ეტაპს, სადაც იქნება გამოვლენილი მცირე რაოდენობა კომპანიებსა და შემდგომ უნდა დაველოდოთ მათ მიერ წარმოდგენილ წინადადებებს პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი არის გაწერილი გეგმის მიხედვით თავისი შესაბამისი ვადებით და შესაბამისი ვადების მიხედვით ხორციელდება აღნიშნული საქმიანობა დღესაც“, - განაცხადა ხუციშვილმა.
ლაშა ხუციშვილი: ჩვენს ძირითად საექსპორტო პროდუქტებზე დღესდღეობით საერთაშორისო ბაზრებზე ძალიან არასახარბიელო მდგომარეობა
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ ძირითად საექსპორტო პროდუქტებზე დღესდღეობით საერთაშორისო ბაზრებზე ძალიან არასახარბიელო მდგომარეობაა, რამაც ნეგატიურად იმოქმედა უკვე 8 თვის ეკონომიკურ ზრდაზეც, მისივე თქმით, ამ პირობებში 7%-იანი ზრდა ძალიან კარგი შედეგია. „მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი დავაზუსტეთ, რომელიც თავიდან 5% იყო და მაშინვე ვთქვით, რომ ეს კონსერვატორული მიდგომა იყო. ჩვენს ძირითად საექსპორტო პროდუქტებზე დღესდღეობით საერთაშორისო ბაზრებზე ძალიან არასახარბიელო მდგომარეობაა. ამან ნეგატიურად იმოქმედა უკვე იმ 8 თვის ეკონომიკურ ზრდაზეც, რაც გვაქვს. ვფიქრობ, ამ პირობებში 7%-იანი ზრდა ძალიან კარგი შედეგია. ჩვენი მოლოდინით, საერთაშორისო ბაზრებზე მდგომარეობა გაუმჯობესდება და აღდგება იმ პროდუქტების ექსპორტი, რომელიც ერთ-ერთი წარმმართველი იყო ეკონომიკური ზრდისთვის. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გადაიხედება ზრდის მიმართულებით და წლის განმავლობაში დაკორექტირდება“, – განაცხადა ხუციშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
ფინანსთა მინისტრი ანაკლიის პორტის პროექტის დაფინანსების საკითხზე კომენტარს აკეთებს
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მომდევნო წლის ბიუჯეტში სრულად იქნება ასახული ის თანხა, რომელიც ანაკლიის პორტის პროექტისთვის 2024 წელს იქნება დასახარჯი. მისივე თქმით, პროცესში ბევრი დეტალია, რომელიც იქნება დაზუსტებული. 2024 წლის ბიუჯეტის პირველად პროექტში ანაკლიის პორტის დაფინანსება არ იქნება გათვალისწინებული. „მიმდინარე წლის ბიუჯეტში გაჩნდა დაფინანსება და ამისთვის 20 მილიონი დაიხარჯება. იცით, რომ მიმდინარეობს კონკურსი და უნდა გამოვლინდეს კომპანია, რომელიც ჩართული იქნება მშენებლობისა და ოპერირების პროცესში. ამ პროცესში ბევრი დეტალია, რომელიც შემდეგ იქნება დაზუსტებული. ამ წარდგენის ბიუჯეტში ეს ხარჯები არ იქნება ასახული, თუმცა მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს, როდესაც იქნება მეორე წარდგენა და მეტი ინფორმაცია გვექნება ამ მიმართულებით, რა თანხებიც იქნება საჭირო 2024 წელს, სრულად იქნება ასახული. დაახლოებით ერთი თვეა იმისთვის, რომ მეტი ინფორმაცია გქვონდეს. რაც იქნება დასახარჯი, ამის შესახებ ინფორმაცია სრულად წარედგინება პარლამენტს,“ – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. ფინანსთა მინისტრი: ანაკლიის პორტის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებისთვის, მიმდინარე წელს, 20 მლნ ლარი დაიხარჯება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პირველი კომენტარი ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის გამოცხადებული კონკურსის შედეგებზე
ფინანსთა მინისტრი IMF-ის პროგრამის შეჩერების მიზეზს განმარტავს
ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგრამის შეჩერებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ფონდის პროგრამის მეორე მიმოხილვის შეჩერება ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესულმა ცვლილებებმა განაპირობა, რომლითაც სებ-ში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი დადგინდა. ხუციშვილის განმარტებით, სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში ყველა ფისკალური პარამეტრი იგეგმება და სრულდება. „სავალუტო ფონდის პროგრამის მიმოხილვის შეჩერება ახალი ამბავი არ არის, ეს იყო მას შემდეგ, რაც ცვლილებები განხორციელდა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში. თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ ვიყავით და ვართ დიალოგში IMF-თან, მიმდინარეობს პარამეტრების გაცვლა, რა პარამეტრებზეც ჩვენ შეთანხმებული ვიყავით. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ყველა ფისკალური პარამეტრის დაგეგმვა და შესრულება. ამ მიმართულებით, ეს არის სამუშაო პროცესი, რაც შეეხება მიმოხილვას, მას შემდეგ რაც გვექნება საბოლოო შეთანხმება პროგრამის პუნქტებთან დაკავშირებით, მას შემდეგ შევა ცვლილებები და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. წინა ოთხწლიან პროგრამაშიც უამრავი ცვლილება განიცადა პროგრამამ დასაწყისიდან, მის დასრულებამდე. შესაბამისად, შესაძლებელია გარკვეული ცვლილებები აისახოს ამ პროგრამაშიც. კომუნიკაცია გვაქვს ჩვეულებრივად, როგორც აქამდე ხდებოდა. ყველა პარამეტრის გაცვლა და გაზიარება ხდება და შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ის ნიშნული, რაც რაც პროგრამის ფარგლებში თავიდანვე იყო დაგეგმილი, ის სრულდება იმის შესაბამისად, როგორც იყო დაგეგმილი. ბუნებრივია, უმჯობესია ეს პროცესი მალე დასრულდეს, საუბარია მიმოხილვებზე – მეორე და მესამე მიმოხილვის განხორციელებაზე. ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად მალე დასრლდეს,“ – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილი: სავალუტო ფონდის პროგრამასთან დაკავშირებით არავითარი სანერვიულო არ არის ნათია თურნავამ დაადასტურა, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა დროებით შეჩერებულია გიორგი კაკაურიძე: ვფიქრობთ, სავალუტო ფონდის პროგრამის განახლება წლის ბოლომდე შესაძლებელი იქნება
საგზაო ინფრასტრუქტურის დაფინანსებაზე 1.9 მილიარდია გათვალისწინებული
საგზაო ინფრასტრუქტურის დაფინანსებაზე 1.9 მილიარდია გათვალისწინებული. ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საგზაო ინფრასტრუქტურის დაფინანსებაზე 1.9 მილიარდია გათვალისწინებული, მათ შორის: • 2024 წელს განხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის 135 კმ-ის მშენებლობა, მათ შორის, მოძრაობა გაიხსნება ჩუმათელეთი-ზესტაფონის (ე.წ. რიკოთის) მონაკვეთზე, რისთვისაც გათვალისწინებულია 365 მლნ ლარი, 150 მლნ ლარზე მეტი მიიმართება სამტრედია-გრიგოლეთის მიმართულებაზე, ასევე, მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება კახეთის მიმართულებით (თბილისი-საგარეჯო და ბაკურციხე-წნორის მიმართულებაზე), რაზეც მიიმართება 320 მლნ ლარი; • ქვეშეთი-კობის მიმართულებით, 2024 წელს მიიმართება 250 მლნ ლარი, მათ შორის, დასრულდება 9 კმ სიგრძის გვირაბის გაბურღვითი სამუშაოები, საიდანაც დღეის მდგომარეობით, აღნიშნული სამუშაოები დასრულებულია 8 კმ-მდე მონაკვეთზე; • 2024 წელს, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება 900 კმ-მდე გზაზე, საიდანაც დასრულდება 400 კმ-ზე მეტ გზის რეაბილიტაცია.
მებაჟეებმა სანქციების გვერდის ავლის 1770 მცდელობა გამოავლინეს - ფინანსთა მინისტრი
ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დაწყების გამო დაწესებული სანქციების გვერდის ავლით საქართველოში ტვირთის შემოტანის ასეულობით მცდელობაა აღკვეთილი. ამის შესახებ მან "მებაჟის დღისთვის" მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. „სანქციების შემოღების შემდეგ, საქართველოს საბაჟო საზღვრებიდან გაბრუნებისა და საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე დაფიქსირებული გვაქვს უარის თქმის 1770 შემთხვევა. დღეისათვის აქტიურია 36 საოპერაციო რისკის პროფილი, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ახდენს სანქცირების შესახებ მონაცემთა იდენტიფიცირებას და დამატებითი რისკ-ფაქტორების გამოვლენის ინიცირებას. ჩვენი საბაჟო სამსახურების მუშაობა ამ მიმართულებით, აღიარებულია ყველა პარტნიორი ქვეყნის მიერ უმაღლეს დონეზე,“ - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა. სიტყვით გამოსვლისას, მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს გაზრდილ შესაძლებლობებზე ტრანზიტის მიმართულებით. როგორც მან აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში, გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოზე გამავალი შუა სატრანზიტო დერეფანი გახდა უმნიშვნელოვანესი ლოგისტიკური კვანძი. „განუხრელად იზრდება საქართველოს გავლით ტრანზიტული ტვირთნაკადი, რაც რამდენჯერმე ზრდის ლეგიტიმური ვაჭრობის ხელშეწყობისაკენ მიმართულ ადმინისტრირების ტვირთს. აქედან გამომდინარე, სულ უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება საბაჟოს ციფრული ტრანსფორმაციის დაჩქარებისა და ინსტიტუციონალური შესაძლებლობების ზრდის საკითხი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. „ჩვენი ქვეყანა ყველაფერს აკეთებს ამ დიდი ამოცანის მისაღწევად, როგორც ეროვნული, ისე რეგიონული მასშტაბით. ჩვენს ყველა მეზობელ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან მიმდინარეობს საბაჟო მონაცემთა ელექტრონული გაცვლა. შექმნილია სამართლებრივი ბაზა, რომელიც საზღვარზე ერთობლივი კონტროლის მოდელის გამოყენების საშუალებას იძლევა. ამ მხრივ, განსაკუთრებით, გამორჩეულია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე დაგეგმილი ერთობლივი სახმელეთო გამშვები პუნქტის აბრეშუმის გზა-იპეკ ოულის მშენებლობის საეტაპო მნიშვნელობის მქონე შეთანხმება, რომელსაც სრული მხარდაჭერა გააჩნია საქართველოს მთავრობის მხრიდან. ვიმედოვნებ, რომ რეგიონის განვითარებაზე ორიენტირებული ეს მნიშვნელოვანი მიმართულება, ასევე, მოექცევა ჩვენი უცხოელი პარტნიორების ინტერესების სფეროში,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. სანქციების კოორდინატორების თქმით, რუსეთი მუდმივად ეცდება, იპოვოს შავი ხვრელები „ჩვენ ვაფასებთ იმას, რაც მათ გააკეთეს, რათა თავიდან აიცილონ სანქციების გვერდის ავლა, ბევრი აქტივობის შეზღუდვით,“ - ეს კომენტარი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა 25 იანვარს გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ის მანამდე შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა. ამ რანგში ის საქართველოსაც სტუმრობდა.