თეგი: ნათია თურნავა
ნათია თურნავას ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ლევან დავითაშვილი შეცვლის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს. ამ პოსტზე მას ლევან დავითაშვილი შეცვლის, რომელიც აქამდე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო. ნათია თურნავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე 2019 წლის 18 აპრილს დაინიშნა. დავითაშვილის ნაცვლად ოთარ შამუგია იქნება გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომელიც მანამდე ლევან დავითაშვილის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ლევან დავითაშვილს ვიცე-პრემიერის თანამდებობაც შეუნარჩუნდება. ამავე თემაზე: საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებებია
ნათია თურნავა: მსურს, გარკვეულწილად შევიცვალო სფერო, სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ჩემი ძალები
"ეკონომიკის მინისტრის რანგში გატარებული 3 წელი არ იყო მარტივი, მსურს, გარკვეულწილად შევიცვალო სფერო, სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ჩემი ძალები. რა თქმა უნდა, ვრჩები გუნდის ერთგულ წევრად. ჯერჯერობით ვიხილავთ რამდენიმე მიმართულებას, კონკრეტიკა ჯერ არ არის", - ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. „3 წელი ვიყავი ამ მაღალ, საპასუხისმგებლო თანამდებობაზე და ეს იყო მართლაც რთული წლები, მაგრამ, რაც მთავარია, შეიქმნა ძალიან მყარი საფუძველი იმისა, რომ ჩვენი ეკონომიკა გაჯანსაღდება და სწრაფად განვითარდება. ახალი ინიციატივების პერიოდი მოდის, ახალი გამოწვევები დგას და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ლევან დავითაშვილი თავისი ჩვეული საქმისადმი ერთგულებით, გამოცდილებით, პროფესიონალიზმით ყველაფერს ძალიან მაღალ დონეზე გაართმევს თავს და იქნება ერთ-ერთი წარმატებული ეკონომიკის მინისტრი. წარმატებებს ვუსურვებ მას. რაც შეეხება ჩემს გეგმებს, ეს 3 წელი არ იყო მარტივი, მსურს, გარკვეულწილად შევიცვალო სფერო, სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ჩემი ძალები. რა თქმა უნდა, ვრჩები გუნდის ერთგულ წევრად. ჯერჯერობით ვიხილავთ რამდენიმე მიმართულებას, კონკრეტიკა ჯერ არ არის. როგორც კი იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, თქვენ მას გაგანდობთ. მადლობა ძალიან დიდი მედიას რომ სულ ყურადღების ცენტრში ვიყავით და სულ ფორმაში მამყოფებდით“, - განაცხადა ნათია თურნავამ. შეგახსენებთ, რომ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ცვლილებები განხორციელდა. ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ნათია თურნავა ლევან დავითაშვილმა შეცვალა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დავითაშვილის შემცვლელი კი ოთარ შამუგია იქნება.
პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ნათია თურნავა წარადგინა
პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად ნათია თურნავას კანდიდატურა წარუდგინა. თურნავას კანდიდატურის წარდგენის საკითხი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი და ის განსახილველად დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებს გადაეცა. ეროვნული ბანკის შესახებ კანონის თანახმად, საბჭო 9 წევრისგან უნდა შედგებოდეს. ახლა მასში 7 წევრი შედის. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი 7 წლის ვადით ირჩევს. ნათია თურნავა 2019 წლიდან 2021 წლის თებერვლამდე ეკონომიკის მინისტრი იყო. მას მინიჭებული აქვს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. სწავლების სხვადასხვა კურსი გავლილი აქვს აშშ-ში, ჰარვარდის უნივერსიტეტის, კ. კენედის სახელობის სამთავრობო სკოლის ეგიდით, მოგვიანებით კი გაერთიანებული სამეფოს კუმბრიის საგრაფოს უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა დაასრულა და ბიზნესადმინისტრირების სამაგისტრო ხარისხი მიენიჭა.
ნათია თურნავა: ინფლაციას მსოფლიოში არსებული ფაქტორების გათვალისწინებით, მხოლოდ ეროვნული ბანკი ვერ გაუმკლავდება
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი ნათია თურნავა თვლის, რომ ქვეყანაში არსებულ ინფლაციას, მსოფლიოში არსებული ფაქტორების გათვალისწინებით მხოლოდ ეროვნული ბანკი ვერ გაუმკლავდება. მესტვირიშვლის განცხადებით, ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელთან ახლოს 2023 წლის შუაში მივა საქსტატი: საქართველოში ინფლაცია 13.3%-მდე გაიზარდა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე სიტყვის გამოსვლისას, მან მაღალი ინფლაციის მიზეზები დაასახელა. „პანდემიის დროს, ვინაიდან ბევრ ქვეყანაში ე.წ ლოკდაუნები იყო გამოყენებული, შეიქმნა გადადებული მოთხოვნის ფენომენიც. ანუ ადამიანები არ ხარჯავდნენ და ვერ ხარჯავდნენ დანაზოგს და თანხებს იმდენად, რამდენადაც ეს ჩვეულებრივ რეჟიმში მოხდებოდა, და უკვე აღდგენის პერიოდში ამ გადადებულმა მოთხოვნამაც მოახდინა ფასებზე ზეწოლა. ასე იწყებოდა ინფლაცია, შემდგომში, ამას დაემატა კიდევ ჩვენს რეგიონში საომარი მოქმედებები და ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული მოვლენები, რამაც უფრო ევროპული ქვეყნების და ჩვენი რეგიონის ინფლაციაში შეიტანა თავისი წვლილი“, - განაცხადა თურნავამ. ამასთან ნათია თურნავა ამბობს, რომ მაშინ, როდესაც ქვეყანაში არსებულ ინფლაციაზე საერთაშორისო ფაქტორები მოქმედებს, მარეგულირებელმა ორგანომ სახელმწიფო უწყებებთან ერთად უნდა იმუშაოს. „ეროვნული ბანკი ფასთა დონეს და ინფლაციას აკონტროლებს და მის ნორმალიზაციაზეა პასუხისმგებელი, ამიტომ ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობა ამ კუთხით ძალიან მაღალია, თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან სპეციფიკურ გარემოში ვართ, როდესაც ინფლაცია გამოწვეულია ტრადიციული ფაქტორებით, როგორებიცაა ეკონომიკის ციკლურობა, ე.წ. ეკონომიკის გადახურება და ფასებზე ერთობლივი მოთხოვნის ზემოქმედება ფასებზე, რომელზე მონეტარული ბერკეტები მოქმედებს. ამავე დროს არსებობს ეგზოგენური ფაქტორები, რომელზეც გავლენას არა თუ ეროვნული ბანკი, არამედ ეროვნული მთავრობებიც ვერ ახდენენ. ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთობლივი მუშაობით შეიძლება მათი მოქმედების შერბილება. არასწორი იქნება იმის თქმა, რომ მხოლოდ ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკით ამ ამოცანის მიღწევას 100%-ით შეძლებს. ღრმად მჯერა, რომ ასეთ სპეციფიკურ გარემოში ინფლაციას მხოლოდ კომპლექსური პოლიტიკის ზომები შველის“, - განაცხადა თურნავამ. შეგახსენებთ, რომ უკვე 11 თვეა საქართველოში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება სებ-ის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს. 2022 წლის მაისში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 13.3% შეადგინა. ინფლაციის ზრდაზე ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს სურსათის ფასებს, რადგანაც წლიურად სურსათის ღირებულება 22%-ით გაიზარდა. ტრანსპორტის ჯგუფში კი ფასების მატება 20%-ია.
ნათია თურნავა პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად აირჩია
პარლამენტმა 80 ხმით 9-ის წინააღმდეგ ნათია თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად აირჩია. ნათია თურნავა: ინფლაციას მსოფლიოში არსებული ფაქტორების გათვალისწინებით, მხოლოდ ეროვნული ბანკი ვერ გაუმკლავდება პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ნათია თურნავა წარადგინა პრემიერი: ნათია თურნავა ჩვენი გუდის წევრად რჩება. მას აქვს თავისი გეგმები ნათია თურნავა 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის აპრილამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ხოლო 2019 წლის აპრილიდან 2022 წლის 9 თებერვლამდე მინისტრი იყო. ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა ეროვნული ბანკის საბჭო, რომელიც ცხრა წევრისაგან შედგება. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს პარლამენტი შვიდი წლის ვადით, პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრეზიდენტი.
ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ნათია თურნავა გახდა
ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ნათია თურნავა გახდა. მისი კანდიდატურა ცოტა ხნის წინ დამტკიცდა. ნათია თურნავა ეკონომიკის ყოფილი მინისტრია. თურნავამ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მას მხარი საბჭოს 7 წერვიდან 5-მა დაუჭირა, ხოლო 2-მა თავი შეიკავა. „დღეს ჩატარდა ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომა და ხმათა უმრავლესობით, საბჭომ მხარი დამიჭირა და ამირჩია პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე. ძალიან დიდი მადლობა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს, მიუხედავად იმისა, დამიჭირა თუ არა რომელიმე მათგანმა მხარი, თუ თავი შეიკავა. 7 წევრიდან 5-მა მხარი დამიჭირა და 2-მა თავი შეიკავა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველას გვაერთიანებს ეროვნული ბანკის მიმართ ერთგულება, გვაერთიენბს საერთო მიზანი - ვემსახუროთ ქვეყნის ფინანსურს სტაბილურობას. ჩვენი გუნდი, ამ მიმართულებით კვლავინდებურად გააგრძელებს მუშაობას ეროვნულ ბანკში“, - განაცხადა ნათია თურნავამ. ნათია თურნავა 2019 წლის 18 აპრილიდან 2022 წლის 9 თებერვლამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იყო. ის ამ თანამდებობაზე 2019 წლის 18 აპრილს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დანიშნა. 9 თებერვალს, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის მინისტრის პოსტზე ნათია თურნავას შემცვლელად ლევან დავითაშვილი წარადგინა. ნათია თურნავა 2022 წლის 7 ივნისს პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად 80 ხმით აირჩია. კანონში შეტანილი ცვლილებებით, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი შემოდის. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას პირველი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს. „ქართული ოცნება“ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად, გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე 16 ივნისს წარუდგინა. 23 თებერვალს პრეზიდენტმა ,ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო. პარლამენტმა ვეტო 13 ივნისს დაძლია.
ნათია თურნავა ევროკავშირის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე: ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები შეესაბამება საერთაშორისო სანქციებს
სანქციების საკითხებში ევროკავშირის, აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლები ვიზიტის მეორე დღეს შეხვედრებს განაგრძობენ. ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ, ვიცე-პრეზიდენტებმა არჩილ მესტვირიშვილმა, პაპუნა ლეჟავამ და ნიკოლოზ გაგუამ დევიდ ო’სალივანთან, ჯეიმს ო’ბრაიენთან და კუმარ აიერთან მოლაპარაკებები გამართეს. უწყების თანახმად, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფინანსური სანქციების აღსრულებას, რომლებიც აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა უკრაინაში განხორციელებული აგრესიული საომარი მოქმედებების გამო რუსეთის ფედერაციას დაუწესეს. „ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს იმ თანმიმდევრულ ნაბიჯებზე, რომელიც სანქციებთან სრულ შესაბამისობაშია. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები დადებითად აფასებენ ეროვნული ბანკის საქმიანობას ამ მიმართულებით. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს საფინანსო ინსტიტუტები მოქმედებენ ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებულ სანქციებთან სრულ შესაბამისობაში. საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობა სისტემატურად კონტროლდება ფინანსური ინსტიტუტების ადგილზე შემოწმების დროს“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში. „ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს, საქართველოს საფინანსო სექტორში ყველა იმ რეგულაციის და შეზღუდვის დაცვას, რომელიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებიდან დაუწესდა. აღსანიშნავია ისიც, რომ სანქციების შესრულების მონიტორინგი საომარი მოქმედებების დაწყების მეორე დღიდანვე ხორციელდება, რომლის შედეგებიც საერთაშორისო პარტნიორებს დღეს დეტალურად გავაცანით", - აღნიშნავს თავის მხრივ, ნათია თურნავა. 27 ივნისს, დღის ბოლოს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, დევიდ ო’სალივანს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელს, ელჩ ჯეიმს ო’ბრაიენს შეხვდა. უფრო ადრე, საგარეო უწყებისა და მთავრობის ადმინისტრაციის შემდეგ, დევიდ ო’სალივანი და ჯეიმს ო’ბრაიენი ეკონომიკის სამინისტროში იმყოფებოდნენ. ამერიკის საელჩოს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი თბილისს 27 ივნისს ეწვია, რათა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან განიხილოს საერთო ინტერესის საკითხები, კერძოდ, სანქციები და მათი ეფექტიანი განხორციელება. ამერიკის საელჩოს თანახმად, ამ ვიზიტის მიზანია კომუნიკაციის პირდაპირი არხისა და სამომავლო თანამშრომლობითი დიალოგის დამყარება. ამ ერთობლივ ვიზიტში, ასევე, მონაწილეობენ ევროკავშირის სანქციების დესპანი, დევიდ ო’სალივანი და დიდი ბრიტანეთის მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორი, კუმარ აიერი. „ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება პრემიერ-მინისტრ ღარიბაშილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დარჩიაშვილთან, ვიცე-პრემიერ და ეკონომიკის მინისტრ დავითაშვილთან, ფინანსთა მინისტრ ხუციშვილთან, ეროვნული ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან თურნავასთან და გენერალურ პროკურორთან შოთაძესთან. ჩვენ მოუთმენლად ველით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებასა და ძალისხმევის გაძლიერებას სანქციებზე თავის არიდების პრევენციის მიზნით, აგრძელებს რა რუსეთი სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ“, - ნათქვამია ამერიკის საელჩოს ინფორმაციაში. იდენტური ცნობა გაავრცელა დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობამაც იმ განსხვავებით, რომ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, დევიდ ო’სალივანი საქართველოში 26 ივნისს ჩამოვიდა. ოფიციალური შეხვედრები 27 ივნისს დაიწყო. ვიზიტებს წინ უძღვის ევროკავშირი მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტის დამტკიცება. უახლესი პაკეტის მიხედვით, ევროკავშირი სანქციების გვერდის ავლის საკითხთან დაკავშირებით, მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობას გააფართოებს.
ნათია თურნავა: ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა ხელშეუხებელი იქნება
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა ხელშეუხებელი იქნება „ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა, რომელიც გარანტირებულია არა ნათია თურნავას პირადი ნებით, არამედ კონსტიტუციით და კანონმდებლობით, იქნება ხელშეუხებელი და დაცული“, - ამბობს თურნავა. მისივე თანახმად, ჩვეულებრივ რეჟიმში, მანდატის ფარგლებში აგრძელებს თანამშრომლობას ხელისუფლების ყველა შტოსთან. „რაც შეეხება ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით დისკუსიას, დიახ, იყო აზრთა სხვადასხვაობა. გადაწყდა იმდაგვარად, რომ სტრუქტურულად უზრუნველყოფილია ეროვნული ბანკის მენეჯმენტის სტაბილურობა, რაც, ჩემი აზრით, კარგია როგორც ეროვნული ბანკისთვის, ასევე, ჩვენი ქვეყნის საფინანსო სისტემის სტაბილურობისთვის. ჩვეულებრივ რეჟიმში, ჩვენი მანდატის ფარგლებში ვაგრძელებთ თანამშრომლობას ხელისუფლების ყველა შტოსთან. ყველას ვარწმუნებ, რომ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა, რომელიც გარანტირებულია არა ნათია თურნავას პირადი ნებით, არამედ კონსტიტუციით და კანონმდებლობით, იქნება ხელშეუხებელი და დაცული“, – განაცხადა თურნავამ მედიასთან. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა 22 ივნისს გახდა.
ნათია თურნავა: ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს სანქცირებული მოქალაქის სახელსა და გვარს, სებ-ის გადაწყვეტილება არ ეხება რომელიმე კონკრეტულ პირს
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა განმარტავს გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, გამონაკლისი დაუშვეს სანქცირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის. ხსენებული გადაწყვეტილებით აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომის შესაძლებლობა მიეცა. „ეს ცვლილება ეხება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, არ ეხება რომელიმე კონკრეტულ პირს, იმიტომ რომ ინტერპრეტაციები გაჩნდა. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს სანქცირებული მოქალაქის სახელს და გვარს, აქედან გამომდინარე, ის, რომ ეს გადაწყვეტილება რომელიმე კონკრეტული პირის დაცვას და სანქციებიდან თავის არიდებას მიებას, ამ გადაწყვეტილების პოლიტიზების მცდელობაა. ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფოს ეროვნული ინსტიტუცია, ვასრულებთ და პატივს ვცემთ ყველა საერთაშორისო ვალდებულებას, მაგრამ ჩვენს ქმედებებში ვხელმძღვანელობთ და ამოვდივართ საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით. შესაბამისად, ჩვენი ვალდებულებაა, როდესაც სანქცია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეეხება, ამ სანქციის აღსრულების პროცესში ზედმიწევნით იყოს დაცული კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნდამენტური უფლებები და ეს აღსრულება მოხდეს კონსტიტუციასთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილების მთავარი არსი,“ - განაცხადა ნათია თურნავამ. ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა“. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა.
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა გადადგა
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა გადადგა. შესაბამისი ინფორმაცია ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ დაუდასტურა. „მაცნობა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, რომ დაწერა განცხადება გადადგომაზე. სამწუხაროა. კარგი პროფესიონალია, დიდი ხანი მუშაობდა ეროვნულ ბანკში", - განაცხადა თურნავამ.
თურნავამ განმარტა, რატომ შეუჩერა ეროვნულმა ბანკმა თავდაპირველად ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებსა და ფინანსურ ტრანზაქციებზე წვდომა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა განმარტავს, რატომ მიიღო ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისის დაშვების გადაწყვეტილება და შესაბამისად, რატომ შეუჩერა ეროვნულმა ბანკმა თავდაპირველად, ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა. თურნავას თქმით, აქამდე სანქციების აღსრულება მოქმედი წესის მიხედვით, ავტომატურად ხდებოდა და ეროვნული ბანკის მხრიდან ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება საჭირო არ იყო. საქართველოს მოქალაქის დასანქცირების პირველი პრეცედენტის შემდეგ კი, თურნავას განმარტებით, დაისვა საკითხი, რამდენად შეესაბამება უპირობო აღსრულება კონსტიტუციას. „მინდა ვთქვა, როგორ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რადგან სხვადასხვა ინტერპრეტაცია იყო. ჩვენი საფინანსო სისტემა და ეროვნული ბანკი სანქციების რეჟიმებს, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგაა დაწესებული აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის მიერ, ასრულებს და მიჰყვება გასული წლის თებერვლიდან. აქამდე აღსრულება მოქმედი წესის მიხედვით, ავტომატურად ხდებოდა - კონკრეტული ცალკეული პირის სანქცირებულთა სიაში მოხვედრის შემთხვევაში, ჩვენი საბანკო სისტემა ავტომატურად აღასრულებდა ამას და არ იყო საჭირო ცალკეული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება ეროვნული ბანკის მხრიდან. ამჯერად, როდესაც პირველი პრეცედენტი დადგა, თავდაპირველად მოხდა ავტომატური აღსრულება, მაგრამ ვინაიდან, ეს იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც საქმე ეხებოდა საქართველოს მოქალაქეს, მართებულად დაისვა საკითხი, ასეთი უპირობო აღსრულება, რამდენად შეესაბამება კონსტიტუციას. რამდენად იცავს უდანაშაულობის პრეზუმფციას და რამდენად კანონიერია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესში ზედმიწევნით ვხელმძღვანელობდეთ ჩვენი კანონმდებლობით, ამ კუთხით კითხვები არ არსებობდეს. ამიტომ, ამ მიმართულებით ვიმუშავეთ და შევიტანეთ დაზუსტება სანქციების აღსრულების წესში, რომელიც უზრუნველყოფს მომავალში გარანტირებულად, რომ როდესაც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს მსგავსი პრობლემა შეეხება, მის მიმართ აღსრულება სწორედ კონსტიტუციური მექანიზმებით შემოფარგლული იქნება და არ დაიწყება, სანამ შესაბამის გამამტყუნებელ განაჩენთან არ გვექნება საქმე, თუკი ასეთი დადგა, ანუ, ეს არ იქნება ავტომატური აღსრულება, ეს იქნება აღსრულება, რომელიც ზოგადად შესაბამება სუვერენული ქვეყნის ინსტიტუტებს და გამოძიებამ უნდა თქვას თავისი სიტყვა, როდესაც სავარაუდო დანაშაულზეა საუბარი. ეროვნული ბანკი ამ თვალსაზრისით არ გახლავთ კომპეტენტური სტრუქტურა“,- განაცხადა ნათია თურნავამ. ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა“. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა.
ელჩმა ფიშერმა და ნათია თურნავამ ფინანსური სანქციების აღსრულების საკითხი განიხილეს
თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმა ეროვნულ ბანკში დღეს გამართულ შეხვედრაზე. ამ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. ეროვნული ბანკის ცნობით, საუბარი ასევე შეეხო აშშ - ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად დაწესებული ფინანსური სანქციების აღსრულების საკითხს და სანქციათა შესრულების წესში ცვლილებას. ნათია თურნავამ განაცხადა, რომ სებ-მა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილად რეალიზების მიზნით შეიმუშავა და აამოქმედა აღნიშნული ცვლილება. მან აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი მუდმივ კომუნიკაციაშია კომერციულ ბანკებთან და განაგრძობს საერთაშორისო სანქციების აღსრულებას. ელჩი ფიშერი: ევროკავშირის ხელშეკრულების 130-ე მუხლი ავალდებულებს წევრი ქვეყნების მთავრობებს, პატივი სცენ სებ-ის დამოუკიდებლობას „გერმანიის ელჩთან და მის კოლეგებთან შეხვედრაზე განვიხილეთ ერთობლივი პროექტები. ჩვენ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ როგორც გერმანიის ცენტრალურ ბანკთან, კომერციულ ბანკებთან, ასევე, სხვადასხვა გერმანულ საფინანსო ინსტიტუტთან. აღვნიშნეთ, რომ ძალიან მადლიერები ვართ იმ მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის, რასაც გერმანიის მთავრობისგან და გერმანიის საფინანსო სექტორიდან ვიღებთ. ასევე, ვისაუბრეთ იმ ცვლილებებზე, რომლებიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განახორციელა სანქციების აღსრულების წესში და საქართველოს მოქალაქეებზე განსხვავებული პროცედურები დააწესა. ცალსახად აღვნიშნეთ, რომ საქართველო, ჩვენი საფინანსო სისტემა, ეროვნული ბანკი, ვრჩებით ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებების ერთგულნი. რაც შეეხება ცალკეულ იურიდიულ საკითხს, აღსრულებადობას და ა.შ ჩვენ მივყვებით საერთაშორისო პრაქტიკას და მზად ვართ, რომ ამაზე დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ ყველა დაინტერესებულ მხარეს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ. ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა“. საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად რიგმა, ბანკებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ. განცხადება გაავრცელა „ლიბერთი ბანკმაც.“ ვიცე-პრეზიდენტობის თანამდებობები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ. ეროვნული ბანკი გიორგი ბაქრაძემაც დატოვა. ის ამ ინსტიტუტის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. ცნობისთვის ეროვნულ ბანკს სულ სამი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავდა. სებ-ის სტრუქტურას ამ ბმულზე გაეცანით.
პრეზიდენტი: ნათია თურნავა უნდა გადადგეს
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა უნდა გადადგეს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა და განმარტა, რომ ის თურნავას დანიშვნასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ნანობს. „უნდა ვთქვა, რომ ძალიან ვნანობ ჩემ გადაწყვეტილებას და ამისთვის ბოდიშს ვიხდი. მას რომ არ გადედო უვადოდ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა, რომელიც უნდა შემდგარიყო, მას პირადად მოვახსენებდი ამ ჩემს მოსაზრებებს, თუ რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯები. პირველ რიგში, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, რომელმაც ვერ დაიცვა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და პირიქით, ამ პრინციპს თავად ზიანი მიაყენა, უნდა გადადგეს,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა. ზურაბიშვილის თქმით, ეროვნული ბანკის საბჭოს კოლექტიური გადაწყვეტილებით, შესაძლებელი და აუცილებელია, ბათილად გამოცხადდეს ერთპიროვნული გადაწყვეტილება. მისი თქმით, ეს იქნება საბჭოს რეალური ქმედება იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა. „ეს შესაძლებელია 3 ვიცე-პრეზიდენტის გადადგომის მიუხედავად, რადგან მათ 2 თვის მანძილზე კიდევ გააჩნიათ ვადა, რათა მათი უფლებამოსილება გაგრძელდეს. გადადგომის ვადა არის 2 თვის შემდეგ. საბჭო სრულად ფუნქციონირებს და შეუძლია ყველანაირი გადაწყვეტილება მიიღოს. ეს არის ის ნაბიჯები, რაც სასწრაფოდ გადასადგმელია, რათა უფრო სერიოზული რეპუტაციული ზიანი არ მიადგეს ქვეყანას. ასევე საერთაშორისო რეაქციები, რაც არის მოსალოდნელი. ეს არის სწორი გზა, რომელიც დაიცავს იმ მიღწევებს, რასაც ჰქვია საქართველოს ეკონომიკური, ფინანსური მდგრადობა და საერთაშორისო რეპუტაცია ამ დარგში. არავის აქვს უფლება, რომ ვიწრო ინტერესების გამო ასეთი გადაწყვეტილებები მიიღოს. ამავე დროს, მინდა მივესალმო კერძო საბანკო სექტორის ძალიან მკაფიო პოზიციას, რომელიც ნამდვილად არის ის, რაც დღეს ამ ქვეყანას სჭირდება," - განაცხადა პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, „საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტია და ეკონომიკური მდგრადობის ქვაკუთხედია - ეს ყველამ ვიცით. მთავარი პრინციპი, რომელსაც საქართველოს ბანკის საქმიანობა ეფუძნება, კი მისი დამოუკიდებლობაა - ესეც ყველამ ვიცით. ეს პრინციპი ამიტომაც დაცულია კონსტიტუციის 68-ე მუხლით. ამდენად ვთვლი, როგორც პრეზიდენტი და კონსტიტუციის გარანტი, რომ ჩემი მოვალეობაა, დავიცვა სებ-ის დამოუკიდებლობა.“ „სრულიად მიუღებელი იყო ირაკლი კობახიძის საჯარო გამოსვლა, ანუ ღია მუქარა, რომელიც გაჟღერდა გუშინ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიმართ. კიდევ უფრო მიუღებელი, ან ასეთივე მიუღებელი იყო ის ფაქტი, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დაემორჩილა ეროვნული ბანკის მიმართ ამგვარ მუქარას და მისი დამოუკიდებლობაზე ხელის შეხებას. ეს ერთდროულად მიმაჩნია მიუღებელ ნაბიჯად, რომელიც ეწინააღმდეგება ყველა პრინციპს და უღირს საქციელად. ეს ასევე იყო ერთპიროვნული გადაწყვეტილება საბჭოს ყველა წევრის ვიცე-პრეზიდენტების, როგორც ჩვეულებრივი წევრების გვერდის ავლით - არც კონსულტაცია ჩატარებულა, არც მათი წინასწარ ინფორმირება მომხდარა. ამას ადასტურებს გადადგომების მთელი რიგი, უკვე სამი ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტის ერთი მრჩეველი გადადგა. ამ მოვლენების შედეგად გარკვეული რეპუტაციული ზიანი უკვე მიყენებულია სებ-ის და მაშასადამე, ქვეყნის მიმართ. სწორედ იმათმა მიაყენეს ზიანი ქვეყანას, ვისაც ევალებოდა ეზრუნათ ბანკის დამოუკიდებლობაზე, ქვეყნის რეპუტაციაზე და მის ფინანსურ და ეკონომიკურ სტაბილურობაზე. ამან თავის გავლენა იქონია ასევ საზოგადოების განწყობებზე. მინდა, მივმართო საზოგადოებას, რომ ამ უღირსი ქცევების მიუხედავად, ამ ყველაფერს არ მიეცეს რაღაც პანიკური რეაქციების შედეგი, რამაც შეიძლება, კიდევ უფრო დააზარალოს სისტემა. რეალურად არსებობს რიგი ნაბიჯებისა, რაც გადადგმული უნდა იყოს ამ ხელოვნურად შექმნილი კრიზისის გადასალახად“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ეროვნული ბანკი სამივე ვიცე-პრეზიდენტმა დატოვა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ნათია თურნავას კანდიდატურა გასული წლის მაისში წარადგინა. ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა“. საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად რიგმა, ბანკებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ. განცხადება გაავრცელა „ლიბერთი ბანკმაც.“ ვიცე-პრეზიდენტობის თანამდებობები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ და არჩილ მესტვირიშვილმა. ეროვნული ბანკი გიორგი ბაქრაძემაც დატოვა. ის ამ ინსტიტუტის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. ცნობისთვის ეროვნულ ბანკს სულ სამი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავდა. სებ-ის სტრუქტურას ამ ბმულზე გაეცანით.
თურნავა ბანკების განცხადების შემდეგ ამბობს, რომ კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება, არ დაემორჩილოს რეგულატორს
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა, კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება, არ დაემორჩილოს რეგულატორს. მან ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დღეს აღნიშნა, რომ მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს სანქცირებული მოქალაქის სახელსა და გვარს, სებ-ის გადაწყვეტილება არ ეხება რომელიმე კონკრეტულ პირს თურნავამ ასევე განმარტა, რატომ შეუჩერა ეროვნულმა ბანკმა თავდაპირველად ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებსა და ფინანსურ ტრანზაქციებზე წვდომა. „კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება არ დაემორჩილოს რეგულატორს. იმიტომ, რომ კომერციული სექტორი არის საქართველოს კომერციული სექტორი და ხელმძღვანელობს ჩვენი კანონმდებლობოთ. მე ჩემი დღევანდელო ბრიფინგი დავიწყე სწორედ იგივე წინადადებით და ინფორმაციით, რომ ვვენ ცალსახად ვასრულებთ და ვაგრძელებთ საერთაშორისო სანქციების აღსრულებას. საერთაშორისო სანქციების აღსრულება ეს არის გაცილებით უფრო ფართო პროცესი, ვიდრე კონკრეტული ნიუანსები, რომელიც შეიძლება იყოს ამა თუ იმ ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობებით დაზუსტებული, რისი საკამოდ ფართო პრაქტიკა არსებობს როგორც ევროკავშირში, ისე აშშ-ში. სრულ უნისონში ვართ საქართველოს საფინანსო სექტორთან, საქართველოს კომერციულ ბანკებთან. ისინიც და ჩვენც ვასრულებთ საფინანსო სანქციებს, ზოგადად ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს. ჩვენ ვართ მუდმივ კომუნიკაციაში თუ როგორ მოხდეს ახალი დაზუსტების იმპლემენტაცია იმდაგვარად, რომ ეს შესაბამისობაში იყოს მათ და ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებთან,“ - განაცხადა თურნავამ. ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა“. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად რიგმა, ბანკებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ. განცხადება გაავრცელა „ლიბერთი ბანკმაც.“ ვიცე-პრეზიდენტობის თანამდებობები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ და არჩილ მესტვირიშვილმა.
ნათია თურნავა: რასაც ვაკვირდები, იმავე ფარცხალაძის ირგვლივ, კიდევ უფრო მეტად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო სწორი
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ „პოლიტიკოსების გამოსვლა, რომლებიც ეროვნულ ბანკს აკრიტიკებენ, საყურადღებოა, თუმცა მათი განცხადებები ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებებზე არ მოქმედებს, რადგან ის არის დამოუკიდებელი ინსტიტუტი და გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღება.“ „ჩვენ სხვადასხვა პოლიტიკოსი გვაკრიტიკებდა მანამდეც, ვიდრე ეს გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული და მერეც გვაკრიტიკებდნენ, მაგრამ არაფერი ამდაგვარი ჩვენზე არ მოქმედებს. გვსიამოვნებს-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩვენ ყოველთვის მშვიდად ვხვდებით ასეთ კრიტიკას. ისევე, როგორც შექება არ გვსიამოვნებს და არ გვჭირდება არავის დაცვა. ჩვენ ყველა კითხვაზე თავად გავცემთ პასუხს. აქედან გამომდინარე, ეს მეორე ფაქტიც არანაირად არ იყო გადამწყვეტი ჩვენ მიერ გადაწყვეტილების მიღებაში. თუმცა საყურადღებო იყო იმ თვალსაზრისით, რომ კიდევ ერთხელ დაგვანახა, ეს საკითხი ცხელია და პოლიტიკურად არის აჟიტირებული თემა. ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა იქნება და ვიდრე სანქციების აღსრულების და ადგილობრივი კანონმდებლობის ურთიერთშესაბამისობის შესახებ დისკუსია გასცდებოდა ცალკეულ გამოსვლას თუ განცხადებას, ჩვენ მივხვდით, რომ რაც შეიძლება, სწრაფად უნდა გვემოქმედა. ამით პრევენციაც გავაკეთეთ უფრო დიდი დისკუსიის გაჩენის და, ზოგადად, კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების, რამდენად სწორად ვიქცევით აღსრულების მექანიზმების დონეზე,“ – განაცხადა თურნავამ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში. გამოჩნდა თუ არა პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ის, რომ ფარცხალაძის დასანქცირება არ იყო მნიშვნელოვანი და ეს იყო არა სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის არშეწყვეტით პრეზიდენტმა მას, ფაქტობრივად, სხვადასხვა ტიპის ოპერაციის თავისუფლად განხორციელების საშუალება მისცა, ნათია თურნავამ ამ შეკითხვასაც უპასუხა. „თქვენ ცდილობთ, მე პოლიტიკური შეფასება გამაკეთებინოთ, მაგრამ ამას შეგნებულად არ გავაკეთებ იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ არის ჩვენი მანდატი და ეს არ არის ეროვნული ბანკის საქმე. იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკოსის ქმედება და პოლიტიკური მანევრები, რომელზეც მე ვერანაირ შეფასებას ვერ გავაკეთებ. ერთადერთი, უბრალოდ, ვიტყვი: თავად ფაქტმა, რომ ეს პირველი გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქის სანქცირებასთან დაკავშირებით შეეხო ფარცხალაძეს, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად, გააართულა ზოგადად მუშაობა და დაამძიმა ფონი, მაგრამ ეს ხომ ბუნებრივია? სანქცირებულთა სიაში აუცილებლად მოხვდებოდა მსგავსი პიროვნება, რომელიც ცნობადია პოლიტიკურად, რომლის ირგვლივაც აუცილებლად იქნებოდა მითქმა-მოთქმა და სხვადასხვა პოლიტიკური ინსინუაცია. მე ვამბობ იმას, რომ თავად სანქციები თავისი ბუნებით არის პოლიტიკური ზომა და იქ გარკვეული პოლიტიკური შეხედულებებით, მათ შორის პოლიტიკური მოტივაციით, გარკვეული ჟღერადი ბრალდებებით ან მოტივებით ხვდება ადამიანი. ეს უკვე თავიდანვე განაპირობებს იმას, რომ საკითხი იქნება აუცილებლად სენსიტიური. აბა, ნობელის პრემიის ლაურეატი ხომ არ მოხვდება სანქცირებულების სიაში?! იქნება აუცილებლად ვიღაც, ვის ირგვლივაც იქნება ასეთი მძიმე აჟიტირებული ფონი,“ – განაცხადა თურნავამ. ნათია თურნავამ ასევე აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი ამან არ უნდა შეაშინოს. „ჩვენ ამან არ უნდა შეგვაშინოს და არ უნდა დაგვაბრკოლოს. დღეის გადასახედიდან, რაც ხდება და რასაც ვაკვირდები, იმავე ფარცხალაძის ირგვლივ და ა.შ. კიდევ უფრო მეტად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო სწორი; რომ ჩვენ არ დაველოდეთ საკითხების კიდევ უფრო სიღრმეში წასვლას, ამ დებატების უფრო განვითარებას; ჩვენ არ მოვერიდეთ სენსიტიურ თემას, ჟღერად სახელს და გვარს და მივიღეთ გადაწყვეტილება არა კონკრეტული სახელისა და გვარისთვის, რომელიც არ გვაინტერესებს, არამედ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელიც შეიძლება, როდესმე აღმოჩნდეს სანქცირებულების სიაში, რომ მის მიმართ სანქციების აღსრულების პროცესში ასევე გარანტირებული იყოს ჩვენი ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობის აღსრულება,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.
ნათია თურნავა: კომერციულმა ბანკებმა დაადასტურეს, რომ საერთაშორისო სანქციების ერთგულნი არიან, ეს იყო აბსოლუტურად სწორი ქმედება
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ „საქართველო იყო, არის და რჩება საერთაშორისო სანქციების ერთგული, საუბარია, როგორ დავხვეწოთ აღსრულება ისე, რომ კითხვაც კი არ გაჩნდეს მომავალში." ამ თემაზე თურნავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა. „გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რას ნიშნავს კომერციული ბანკების განცხადება, რომელიც მათ სებ-ის გადაწყვეტილების შემდეგ გააკეთეს, რომ ისინი იმოქმედებდნენ საერთაშორისო სანქციების შესაბამისად და იყო თუ არა ეს მათი დაუმორჩილებლობა მარეგულირებლის მიმართ, ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ მათ შორის კონფლიქტი არ არსებობს, მათი პოზიცია ერთია და არ შეიძლება, განსხვავებული იყოს. „ეს იყო აბსოლუტურად სწორი ქმედება მათი მხრიდან. სწორედ იმიტომ, რომ არასწორი ინტერპრეტაციები გაჩნდა, აუცილებლობა გაჩნდა, მათ საჯაროდ კიდევ დაედასტურებინათ, რომ ისინი საერთაშორისო სანქციების ერთგულნი არიან,“ – განაცხადა ნათია თურნავამ. თურნავა ბანკების განცხადების შემდეგ, 20 სექტემბერს ამბობდა, რომ კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება, არ დაემორჩილოს რეგულატორს. ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება, გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა.“ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად რიგმა, ბანკებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ. განცხადება გაავრცელა „ლიბერთი ბანკმაც.“ ვიცე-პრეზიდენტობის თანამდებობები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ. ეროვნული ბანკი გიორგი ბაქრაძემაც დატოვა. ის ამ ინსტიტუტის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. ცნობისთვის ეროვნულ ბანკს სულ სამი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავდა. სებ-ის სტრუქტურას ამ ბმულზე გაეცანით.
ნათია თურნავას უსაფრთხოების საკითხებში ახალი მრჩეველი ჰყავს
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად მალხაზ ღუღუნიშვილი დანიშნა. ეროვნულ ბანკში ახალი შტატი შეიქმნა. მანამდე მალხაზ ღუღუნიშვილს ეროვნულ ბანკში უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა. ამ პოზიციას გიორგი ფერაძე დაიკავებს. მალხაზ ღუღუნიშვილი ეროვნულ ბანკში წლებია მუშაობს. მანამდე ის გენერალურ პროკურატურასა და იუსტიციის სამინისტროში იყო დასაქმებული. ნათია თურნავას ამჟამად ორი მრჩეველი ჰყავს. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 19 სექტემბერს სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება, გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა.“ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად რიგმა, ბანკებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ. განცხადება გაავრცელა „ლიბერთი ბანკმაც.“ ვიცე-პრეზიდენტობის თანამდებობები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ. ეროვნული ბანკი გიორგი ბაქრაძემაც დატოვა. ის ამ ინსტიტუტის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. ცნობისთვის ეროვნულ ბანკს სულ სამი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავდა. სებ-ის სტრუქტურას ამ ბმულზე გაეცანით.
თურნავა ფარცხალაძის მიერ ქართული ბანკებიდან ტრანზაქციების შესრულებაზე: ვვარაუდობ, რომ არანაირი ტრანზაქცია არ მოხდებოდა
„არ მაქვს უფლება თუნდაც სანქცირებული კლიენტის ტრანზაქციებზე ვისაუბრო, მაგრამ ვვარაუდობ, რომ ალბათ, არანაირი ტრანზაქცია არ მოხდებოდა - კომერციული ბანკები ძალიან ფრთხილად მიუდგებოდნენ ამ შემთხვევას,“ - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხომ არ აქვს ინფორმაცია ყოფილი გენერალური პროკურორის მიერ ქართული ბანკებიდან თანხების გატანის თაობაზე. მისივე თქმით, ეროვნული ბანკის „თვალთახედვის არეში“ აღნიშნული საკითხი მოხვედრილია. ნათია თურნავა აღნიშნავს, რომ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით რაიმე რისკი არ არსებობს. „ასეთი ეჭვები თვითონ პიროვნების პოლიტიკური აურისგან გამომდინარეობს. ჯერ იმის გამო, რომ ბევრ მითქმა-მოთქმას იწვევს, ამ შემთხვევაში, ზოგადად, ყოფილი მაღალჩინოსანი და თვითონ სანქციის მოტივი. სანქციის მოტივი იყო ისეთი ჟღერადი, რომ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ მითქმა-მოთქმას იწვევდა. აქედან გამომდინარე, ჯერ კიდევ ჩვენ არაფერი გადაწყვეტილება არ გვქონდა მიღებული და ბანკებმა ავტომატურად გაავრცელებს შემზღუდავი ზომები და უკვე დაიწეს სხვადასხვა პოლიტიკოსმა სხვადასხვა ეჭვის გამოთქმა. ეროვნულ ბანკში სხვადასხვა დეპუტატის მომართვები დამიგროვდა უკვე მაშინ, რომ „თქვენ კი ამბობთ, რომ სანქცირებული არის, მაგრამ ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ მან თანხა გაიტანა, სადღაც გადაიტანა, რაღაცა მოხდა“. მერე როცა გადაწყვეტილება მივიღეთ, მეორე ტალღა წამოვიდა - „აჰა, თქვენ იმიტომ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს არის ოთარ ფარცხალაძე“. პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩვენი გადაწყვეტილება არის ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეზე ორიენტირებული. არ მაინტერესებს და არც უნდა გვაინტერესებს არც ერთი სახელი და გვარი. ოთარ ფარცხალაძე იქნება ხვალ ამ გადაწყვეტილების არეალში თუ არ იქნება, როცა ბოლო-ბოლო გადაწყდება მისი მოქალაქეობის მრავალტანჯული საკითხი... აქედან გამომდინარე ჩვენ არასდროს ვართ ორიენტირებული მოქალაქის სახელსა და გვარზე. რაც შეეხება ეჭვებს, რასაც თქვენ ამბობთ, რომელიც მანამდეც გაჩნდა და მერეც არ დაგვაკლეს ეს ეჭვები - საბანკო კონფიდენციალურობიდან გამომდინარე. მე არ მაქვს უფლება კონკრეტულ კლიენტზე, თუნდაც სანქცირებულ კლიენტი, საჯარო ეთერში რაიმე ვთქვა, მაგრამ მოდით ამ ფორმით ვიტყვი - მე ვვარაუდობ, რომ კომერციული ბანკები ძალიან ფრთხილად მიუდგებოდნენ ამ შემთხვევას. ჩვენ ვალდებულები ვართ ეს ყოველთვის ვამოწმოთ, ეს ჩვენი თვალთახედვის არეში მოხვედრილია. გამგები გაიგებს. მე ვვარაუდობ, რომ ამ კუთხით ალბათ, არანაირი ტრანზაქცია არ მოხდებოდა. არ შემიძლია დაკონკრეტება, იმიტომ რომ ეს არის საბანკო კონფიდენციალურობა და კლიენტის კონფიდენციალურობა. მე არ შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით რაიმე რისკი არ არსებობს და რაიმე რისკი არ დამდგარა. რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას - მართალია, პირველი შემთხვევა იყო ოთარ ფარცხალაძე და ამიტომ მიება თითქოს აღქმაში ეს საკითხები, მაგრამ მერწმუნეთ, ოთარ ფარცხალაძის საკითხი გადავა და სწორი რეგულაცია დარჩება,“ - განაცხადა ნათია თურნავამ. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 19 სექტემბერს სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება, გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა.“ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად რიგმა, ბანკებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ. განცხადება გაავრცელა „ლიბერთი ბანკმაც.“ ვიცე-პრეზიდენტობის თანამდებობები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ. ეროვნული ბანკი გიორგი ბაქრაძემაც დატოვა. ის ამ ინსტიტუტის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. ცნობისთვის ეროვნულ ბანკს სულ სამი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავდა. სებ-ის სტრუქტურას ამ ბმულზე გაეცანით.
რა საკითხები განიხილეს ნათია თურნავას, კომერციული ბანკებისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლების შეხვედრაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ დღეს ბიზნეს ასოციაციისა და საბანკო სექტორის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. კომერციული ბანკებისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად საბანკო სექტორში არსებულ ვითარებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, რომელიც ეკონომიკასა და მოსახლეობას დამატებით სტიმულს მისცემს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის თვალსაზრისით. ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქართული საფინანსო სისტემა იყო, არის და იქნება საერთაშორისო სანქციების ერთგული.“ „საბანკო სექტორი და ეროვნული ბანკი, როგორც ყოველთვის, დღესაც ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობენ, გვაქვს ერთიანი ხედვა და საერთო მიზანი. საბანკო სექტორი და ეროვნული ბანკი ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებების ერთგულები ვართ. გვაქვს ძალიან საინტერესო სამომავლო განვითარების გეგმები. ვიხილავთ ბანკების მიერ დასმულ საკითხებს, თუ როგორ უნდა მოხდეს დამატებითი მუხტის მიცემა ეკონომიკისთვის. გვაქვს საერთო მიზანი, რომ ეკონომიკა კვლავაც სწრაფად იზრდებოდეს და ბანკებმა უფრო მეტი რესურსის დაბანდება შეძლონ. ეს არის ძალიან საინტერესო ინიციატივები, რომლებიც საბანკო სექტორში დაინერგება. რა თქმა უნდა, ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ და ყველა რისკის გათვალისწინებით," - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ. „საკმაოდ საინტერესო შეხვედრა შედგა რეგულატორთან, სადაც ვიმსჯელეთ რეგულაციის დეტალებზე, რომელთა შეცვლით ქვეყანაში ეკონომიკური აქტიურობის ხელშეწყობა მოხდება. მისასალმებელია ასეთი სამუშაო რეჟიმი და იმედით ვართ განწყობილნი ამ პროცესის მიმართ," - განაცხადა "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. „საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის გუნდთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მიმოვიხილეთ დაახლოებით ექვსი პროექტი. ვფიქრობთ, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შევჯერდებით გარკვეულ სიახლეებზე, რასაც შემდგომ ბაზარს წარვუდგენთ," - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი თხელიძემ. „საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ქვეყნის ეკონომიკის 75%-ია გაერთიანებული. ჩვენთან ეკონომიკის, თითქმის ყველა სექტორია წარმოდგენილი. რასაკვირველია, ისეთ მარეგულირებელთან, როგორიც საქართველოს ეროვნული ბანკია, ხშირი კომუნიკაცია გვაქვს. ეს ემსახურება ქვეყნის, ბიზნესის განვითარებასა და ეკონომიკის გაძლიერებას. ჩვენი ამოცანაა, საბანკო-საფინანსო სისტემა, რომელიც ძლიერი და რეგიონში გამორჩეულია, კიდევ უფრო გაძლიერდეს. ჩვენი ხედვები და მოსაზრებები, რაც ეროვნულ ბანკში გავაჟღერეთ, დარწმუნებულები ვართ, ორ რამეს მოემსახურება: პირველი, ეს არის დადებით ზეგავლენას მოხდენა საპროცენტო განაკვეთების შემცირებაზე, რაც ძალიან დიდი პრობლემაა ბიზნესისთვის. მეორე, ლიკვიდურობა უფრო მეტად გაიზრდება, ანუ უფრო მეტი თანხისა და რესურსების მიწოდება გახდება შესაძლებელი ბაზრისთვის. ზოგადად, ეკონომიკის განვითარება თითოეული ჩვენგანის კეთილდღეობის საწინდარია. თუ გვინდა გვქონდეს ძლიერი ქვეყანა, უნდა გვქონდეს ძლიერი ეკონომიკა. ძლიერი ეკონომიკა კი უნდა შექმნას ბიზნესმა. ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი, რომ ამას ყველამ ერთად მივაღწიოთ," - განაცხადა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 19 სექტემბერს სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება, გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა.“ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად რიგმა, ბანკებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ. განცხადება გაავრცელა „ლიბერთი ბანკმაც.“ ვიცე-პრეზიდენტობის თანამდებობები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ. ეროვნული ბანკი გიორგი ბაქრაძემაც დატოვა. ის ამ ინსტიტუტის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. ცნობისთვის ეროვნულ ბანკს სულ სამი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავდა. სებ-ის სტრუქტურას ამ ბმულზე გაეცანით.
ვიხილავთ ბანკების მიერ დასმულ საკითხებს, თუ როგორ უნდა მოხდეს დამატებითი მუხტის მიცემა ეკონომიკისთვის - ნათია თურნავა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ დღეს ბიზნეს ასოციაციისა და საბანკო სექტორის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ბანკების მიერ დასმულ საკითხებს განიხილავენ, თუ როგორ უნდა მოხდეს დამატებითი მუხტის მიცემა ეკონომიკისთვის ნათია თურნავას თქმით, მათი საერთო მიზანია, რომ ეკონომიკა კვლავაც სწრაფად იზრდებოდეს და ბანკებმა უფრო მეტი რესურსის დაბანდება შეძლონ. „საბანკო სექტორი და ეროვნული ბანკი, როგორც ყოველთვის, დღესაც ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს, გვაქვს ერთიანი ხედვა და საერთო მიზანი. საბანკო სექტორი და ეროვნული ბანკი ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებების ერთგულები ვართ. გვაქვს ძალიან საინტერესო სამომავლო განვითარების გეგმები. ვიხილავთ ბანკების მიერ დასმულ საკითხებს, თუ როგორ უნდა მოხდეს დამატებითი მუხტის მიცემა ეკონომიკისთვის. გვაქვს საერთო მიზანი, რომ ეკონომიკა კვლავაც სწრაფად იზრდებოდეს და ბანკებმა უფრო მეტი რესურსის დაბანდება შეძლონ. ეს არის ძალიან საინტერესო ინიციატივები, რომელიც საბანკო სექტორში დაინერგება. რა თქმა უნდა, ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ და ყველა რისკის გათვალისწინებით“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ.
ნათია თურნავა IMD-ის წარმომადგენელს შეხვდა
სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა მართვის განვითარების საერთაშორისო ინტიტუტის (IMD) წარმომადგენელს, არტურო ბრის შეხვდა, რომელიც "მსოფლიო კონკურენტუნარიანობის ინდექსს" აქვეყნებს. ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და ის შესაძლებლობები, რომელიც საქართველოს ამ ინდექსში ჩართვას მოჰყვება. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ინსტიტუტის საქართველოთი დაინტერესება საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის სწორი პოზიციონირებითა და სხვა ავტორიტეტულ რეიტინგებში წამყვანი პოზიციების დაკავებითაა გამოწვეული. ახალ რეიტინგში საქართველო ინფრასტრუქტურული, ინსტიტუციონალური და ეკონომიკური გარემოს შესაბამისად შეფასდება. „მისასალმებელია, რომ ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტი, როგორიც IMD-ია, დაინტერესდა ჩვენთან თანამშრომლობით. მოხარულები ვიქნებით, თუ საქართველო სხვა ავტორიტეტული რეიტინგების მსგავსად „მსოფლიო კონკურენტუნარიანობის ინდექსის“ მიხედვითაც შეფასდება. მათი მხრიდან ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი სწორედ სებ-ისა და მთლიანად საქართველოს საფინანსო სისტემის ღიაობითა და გამჭვირვალობით, გამართული და მდგრადი ფუნქციონირებითაა განპირობებული,“ - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. შეგახსენებთ, რომ 75 წლის წინ დაარსებული მართვის განვითარების საერთაშორისო ინტიტუტი (IMD) "მსოფლიო კონკურენტუნარიანობის ინდექსს" სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით ყოველწლიურად აქვეყნებს. რა საკითხები განიხილეს ნათია თურნავას, კომერციული ბანკებისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლების შეხვედრაზე
ნათია თურნავამ დაადასტურა, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა დროებით შეჩერებულია
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ ევროკავშირის ელჩთან გამართული შეხვედრის შემდგომ კომენტარში დაადასტურა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგრამა შეჩერებულია. „ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა ევროკავშირის ელჩთან. დეტალურად ვისაუბრეთ ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ რეგულაციაზე. დავაფიქსირეთ, რომ განხორციელებული ცვლილება ემსახურება სანქციების უნაკლო და საქართველოს კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში მოყვანას. კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ საქართველოს საფინანსო სისტემა და ეროვნული ბანკი საერთაშორისო სანქციების შესრულების ერთგული რჩება. რასაკვირველია, ელჩს კითხვები ქონდა ამ გადაწყვეტილებაზე, რაზეც ჩვენი მხრიდან დეტალური განმარტება მიიღო. ასევე, ვისაუბრეთ საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელობაზე, იმაზე თუ რა გამოწვევები არსებობს ამ ეტაპზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანმშრომლობას შეეხო. აღინიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დროებით შეჩერებული პროგრამა რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღდგეს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ. ამ თემაზე კომენტარი ელჩმაც გააკეთა. „გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ სსფ-ის პროგრამა განახლდება, რაც ჩვენ დაგვეხმარება თანამშრომლობის შეუფერხებლად გაგრძელებასა და საქართველოს პირდაპირ მხარდაჭერაში," - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ ეროვნული ბანკის ცნობით. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF-მა) საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის მეორე ტრანშის დირექტორთა საბჭოზე წარდგენა და, შესაბამისად, დამტკიცება „გადადო“. მხარდამჭერ პროგრამაზე (Stand-by Arrangement) საქართველოს ხელისუფლება და სავალუტო ფონდი 2022 წლის აპრილში შეთანხმდნენ. სამწლიანი პროგრამა 289 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებდა - სესხის სახით. ტრანშის პირველი ნაწილი, 40 მილიონი უკვე ათვისებულია. 2023 წლის მაისში გაიმართა მოლაპარაკებები მეორე ტრანშის გამოყოფის შესახებ. ამ მოლაპარაკებებისას საქართველოს ხელისუფლება და სავალუტო ფონდის მისია მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვის დასრულებაზე შეთანხმდნენ - ტექნიკურ დონეზე. საბოლოო გადაწყვეტილება IMF-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს ივნისში უნდა მიეღო. Fitch-ის ინფორმაციით, სავალუტო ფონდის მიერ „შეფასების გადადების“ მიზეზი „ნაწილობრივ არის საქართველოს ეროვნული ბანკის სტრუქტურაში განხორციელებულ ცვლილებებზე უთანხმოება.“
ნათია თურნავა: ვიპოვეთ ფორმულა, რომლის მიხედვითაც, სავალუტო ფონდის პროგრამის აღდგენაზე ვმუშაობთ
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ ეროვნულმა ბანკმა იპოვა ფორმულა, რომლითაც სავალუტო ფონდის პროგრამის აღდგენაზე მუშაობენ, ეს ფორმულა კი, კანონში ერთგვარ ცვლილებებს მოიცავს, რომლის მიხედვითაც, მენეჯმენტის საკითხი გაუმჯობესდება. თურნავა აღნიშნავს, რომ მათთვის სავალუტო ფონდის პროგრამის აღდგენა საკმაოდ პრიორიტეტული საკითხია, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ინვესტორებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის. „მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე, როცა პროგრამა შეჩერდა, სავალუტო ფონდისგან საკმაოდ მწვავე შეფასებები მოვისმინეთ, ჩვენ ამ პროგრამის აღდგენაზე ინტენსიურად ვმუშაობთ და აქტიური კომუნიკაცია გვაქვს. მათი მთავარი მოსაზრებაა, რომ ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში განსაკუთრებით უნდა ჭარბობდნენ არააღმასრულებელი წევრები, რაც გამჭვირვალობას და დამოუკიდებლობას ზრდის. ამის ჩვენ წინააღმდეგი არც არასდროს ვიყავით. ახლა ამას დაემატა არასწორი აღქმა, რაც გაჩნდა საგამონაკლისო წესთან დაკავშირებით, თუმცა აქტიურად ვმუშაობთ. როცა მათ არგუმენტებს წარვუდგენთ, შესაძლოა, ჰქონდეთ გარკვეული რეკომენდაციები, მაგრამ როცა მოისმენენ ჩვენს პოზიციას, გვექნება შესაძლებლობა, რომ იგივე ნიშნულს დავუბრუნდეთ და შემდეგ უკვე შეიძლება, პროგრამის აღდგენაზე ვიფიქროთ," - ამბობს ნათია თურნავა „ბიზნესის კვირეულის" ეთერში. ნათია თურნავამ დაადასტურა, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა დროებით შეჩერებულია
ნათია თურნავამ IMF-ის მმართველი დირექტორის მოადგილესთან განიხილა ფონდის პროგრამის შეჩერების საკითხი
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილე, ბო ლისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ინტენსიურად განაგრძობს მუშაობას დროებით შეჩერებული პროგრამის უმოკლეს პერიოდში აღსადგენად. ეროვნული ბანკის ცნობით, საუბრისას მხარეებმა გამოთქვეს ორმხრივი თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი, რათა შესრულდეს არსებული რეკომენდაციები და სწრაფად მოხდეს სსფ-ს მიერ მხარდაჭერილი პროგრამის (Stand-by Arrangement (SBA)) აღდგენა და მიმოხილვის დასრულება. „შეგახსენებთ, რომ სსფ-თან ეროვნული ბანკი 1991 წლიდან წარმატებით თანამშრომლობს. დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ის დადებითი განწყობა, რომელიც საქართველოს ცენტრალურ ბანკსა და სავალუტო ფონდს შორის წლების განმავლობაში არსებობს. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა მარაქეშში მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (სსფ) და მსოფლიო ბანკის მიერ გამართულ ყოველწლიურ შეხვედრებში მონაწილეობს,“ - წერს ეროვნული ბანკი გავრცელებულ განცხადებაში. ნათია თურნავამ დაადასტურა, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა დროებით შეჩერებულია
ნათია თურნავა: IMF-თან შევთანხმდით, რომ პროგრამის აღდგენასთან დაკავშირებით სამუშაო ტექნიკური გუნდების დონეზე გაგრძელდება
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა მარაქეშში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მიერ გამართული ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს ჯიჰად აზურს შეხვდა. ეროვნული ბანკის ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი. „შეხვედრისას მხარეებმა სსფ-ს მიერ მხარდაჭერილი, დროებით შეფერხებული პროგრამის სწრაფად აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები და კონკრეტული ნაბიჯები განიხილეს. ასევე ხაზი გაესვა პროგრამის მეორე მიმოხილვის დროულად დასრულების აუცილებლობას, რისთვისაც ორივე მხარე სრულ მზაობას გამოხატავს.“ "შევთანხმდით, რომ პროგრამის აღდგენასთან დაკავშირებით შემდგომი სამუშაოები უახლოეს პერიოდში ტექნიკური გუნდების დონეზე გაგრძელდება," - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ. ჯიჰად აზურთან შეხვედრისას ნათია თურნავამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი კვლავაც ერთგული რჩება ფასების სტაბილურად შენარჩუნების ამოცანის მიმართ. ნათია თურნავამ დაადასტურა, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა დროებით შეჩერებულია
ნათია თურნავა ოლიგარქ უსმანოვის კომპანიის სარჩელზე: დავა ადასტურებს, რომ საქართველო არ იქნება სანქციების არიდების ადგილი
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა აცხადებს, რომ სებ-ში ალიშერ უსმანოვის სარჩელის დოკუმენტები ახლახან შევიდა, თავად ამ სარჩელის არსებობა კი, მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის ადგილი არ იქნება. „კონკრეტულ დავასთან დაკავშირებით შემიძლია მოგახსენოთ, რომ სულ ახლახანს მივიღეთ დოკუმენტები და ვეცნობით. ჩვენი იურიდიული დეპარტამენტი მოამზადებს შესაგებელს და ჩვენი პოზიციებს დავიცავთ სასამართლოში. ეს რეალობაა, სასამართლო პროცესები არახალია ჩვენთვის, მაგრამ ეს დავაც ადასტურებს, რომ საქართველო ვერასოდეს და არასოდეს იძლევა ჩვენი საფინანსო სისტემა სანქციების გვერდის ავლის ადგილად, ჩვენი ეროვნული ბანკი და საფინანსო სისტემა იცავენ საერთაშორისო სანქციებს,” - განაცხადა ნათია თურნავამ. მილიარდერ უსმანოვის კომპანიამ ქართული ბანკების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა ქართულმა იურიდიულმა კომპანია MKD Law-მ, მისი დაცვის ქვეშ მყოფი კლიენტის მოთხოვნის საფუძველზე, ეროვნული ბანკისა და “ლიბერთი ბანკის” წინააღმდეგ ორი სარჩელით სასამართლოს მიმართა. სარჩელები ეროვნული ბანკის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დაწესებულ სანქციათა, შესაძლო, ხარვეზიან იმპლემენტაციას უკავშირდება. სამთო და მეტალურგიული ჰოლდინგი „Металлоинвест“ რუსული საინვესტიციო ჰოლდინგის USM-ის შვილობილი კომპანიაა, რომლის 49%-ს მილიარდერი რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ბიზნესმენი ალიშერ უსმანოვი ფლობს.
ნათია თურნავა: ვფიქრობთ, რომ ახლო პერიოდში გვექნება პირველი მიკრობანკი
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში პირველი მიკრობანკი დაიწყებს ფუნქციონირებას. მისი თქმით, მიკრობანკების ახალი ლიცენზიის შემოღება ემსახურება იმას, რომ გაჩნდეს დამატებითი საინტერესო, ინვესტორებისთვის მიმზიდველი საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც, გარკვეულწილად, გარდამავალი ეტაპი იქნება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და სრულყოფილ ბანკებს შორის. თურნავას განცხადებით, კერძო სექტორის მხრიდან ინტერესი არსებობს. „მქონდა შეხვედრა ინდუსტრიასთან, საფინანსო სექტორთან. ვესაუბრებოდი იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ფიქრობენ, შემოიტანონ განაცხადი. შეიძლება, გარკვეული დახვეწა დასჭირდეს რეგულაციებს, რადგან ეს არის ახალი პრაქტიკა და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ღია ვართ დიალოგისთვის. ვფიქრობთ, რომ ახლო პერიოდში გვეყოლება პირველი კანდიდატები“, – აღნიშნა თურნავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
ნათია თურნავა: საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა, რომ შუა დერეფანში ფინტექის რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბდეს
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა, რომ განვითარდეს, როგორც ფინტექის რეგიონული ჰაბი შუა დერეფანში. საქართველოს ეროვნული ბანკი წელს პირველად მონაწილეობდა სინგაპურის ფინტექ ფესტივალზე და საკუთარი საგამოფენო სივრცე ჰქონდა, სადაც სებ-თან ერთად, თანამონაწილის სტატუსით "საქართველოს ბანკი" და ქართული ფინტექ სტარტაპი "ფეივი" იყვნენ წარმოდგენილნი. ეროვნული ბანკის ცნობით, საქართველო ფესტივალზე მთავარი გზავნილით - "ფინანსური ტექნოლოგიები და შუა დერეფნის განვითარების იმპულსი" წარსდგა. „საქართველო უკვე არის ლოგისტიკის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, კომუნიკაციების, ტურიზმის ჰაბი და გვაქვს ამბიცია, გავხდეთ ფინტექის ჰაბი - ამისთვის ყველა წინაპირობა არსებობს. შემდეგი ნაბიჯი სწორედ ქვეყანაში ფინტექ ინდუსტრიის განვითარება და ამ სფეროთი დაინტერესებული გლობალური ინვესტორებისთვის საუკეთესო პირობების შეთავაზება იქნება," - აღნიშნა ნათია თურნავამ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა სინგაპურის ფინტექ ფესტივალის ფარგლებში შეკრებილ საზოგადოებას ასევე გააცნო ის ნაბიჯები, რაც სებ-მა ფინტექისა და ამ ინდუსტრიით დაინტერესებული ინვესტორებისთვის უკვე გადადგა. მისი თქმით, პირველ რიგში, ეს არის გამჭვირვალე და მოქნილი რეგულაციები ფინტექ კომპანიებისთვის, რაც მათ ბიუროკრატიულ პროცედურებს თავიდან არიდებს და უსაფრთხო და სტაბილურ გარემოში განვითარების საშუალებას მისცემს. სინგაპურის ფინტექ ფესტივალი ყოველწლიურად იმართება და მსოფლიოში ყველაზე დიდი ფინტექ გამოფენაა, რომელიც ქვეყნის უმსხვილეს საკონფერენციო და საგამოფენო სივრცეში Singapore EXPO-ში გაიმართა. ფესტივალში წელს მსოფლიოს 140 ქვეყანა, 60 ათასზე მეტი მონაწილე და 10 000-ზე მეტი ორგანიზაცია მონაწილეობდა.
ნათია თურნავა რობინ დანიგანს შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ელჩს საქართველოში რობინ დანიგანს შეხვდა. ეროვნული ბანკის ცნობით, გაცნობით შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს შეეხო. აღინიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორად. „ნათია თურნავამ აშშ-ის ახალ ელჩს ქართულ საფინანსო სექტორში არსებული ვითარება და მიმდინარე პროექტები გააცნო. შეხვედრაზე ყურადღება ასევე გამახვილდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის უმოკლეს პერიოდში აღდგენაზე. ვისაუბრეთ ეროვნულ ბანკსა და აშშ-ის საელჩოს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შორის მჭიდრო ურთიერთობებსა და თანამშრომლობაზე. ეროვნულ ბანკს აქტიური თანამშრომლობა აქვს USAID-თან სხვადასხვა მიმართულებით და მინდა, მადლიერება გამოვხატო აშშ-ის მთავრობის, აშშ-ის საელჩოსა და ამერიკელი ხალხის მიმართ საქართველოში მიმდინარე რეფორმებისადმი წლების განმავლობაში გამოხატული მხარდაჭერისთვის. აშშ-ის ელჩთან შეხვედრისას შევთანხმდით, რომ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ კოორდინაციასა და თანამშრომლობას," - აღნიშნა ნათია თურნავამ
ნათია თურნავა: განუხრელად ვასრულებთ საერთაშორისო სანქციებს
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე განაცხადა, რომ სანქციების გვერდის არიდება და დარღვევის ფაქტი არ მომხდარა. თურნავას თქმით, “ამის არანაირი დასტური არ არსებობს.“ „საქართველო არასდროს იქცევა საერთაშორისო სანქციების თავის არიდების სივრცედ. ჩვენი საფინანსო სისტემა სრულად ასრულებს საერთაშორისო სანქციებს და სანქციების დარღვევის არც ერთი დადასტურებული ფაქტი არ დაფიქსირებულა, არ მომხდარა და ჩვენც ამ მიმართულებით ვაკონტროლებთ საფინანსო სისტემას. არის თუ არა სანქციების აღსრულების წესის დაახლოება და შესაბამისობაში მოყვანა ადგილობრივ კანონმდებლობასთან რაიმე დამატებითი რისკის შემქმნელი? - არამც და არამც და პირიქით, რაც უფრო თანხვედრაში იქნება ჩვენი საერთაშორისო პრაქტიკა და ვალდებულებების აღსრულება ადგილობრივ კანონმდებლობასთან, მით უფრო ნაკლებია რისკები სანქციების აღსრულების პროცესში, მით უფრო ნაკლებია შემდგომი სასამართლოში მოდავების რისკები და მე ვფიქრობ, რომ პირიქით, ძალიან ბევრი რისკის ადრესირება მოხდა ამ თვალსაზრისით. ჩვენი საფინანსო სისტემა განუხრელად ასრულებს საერთაშორისო სანქციებს. შეკითხვები იყო ბატონ ფარცხალაძესთან დაკავშირებით. მე მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერ არარეზიდენტთან დაკავშირებით სანქციების აღსრულების წესი ცნობილია, რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს - მე ვერ გავაკეთებ აქ განცხადებას, არსებობს საბანკო კონფიდენციალურობა, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ არანაირი სანქციების გვერდის არიდება და დარღვევის ფაქტი არ მომხდარა. ამის არანაირი დასტური არ არსებობს, დანარჩენი ყველაფერი არის სპეკულაცია,” - განაცხადა თურნავამ. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ინფორმაციით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდა, რომელთა შორისაა ოთარ ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 19 სექტემბერს სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება, გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა.“
თურნავა: საპროცენტო განაკვეთები საბოლოოდ დაუბრუნდება შედარებით დაბალ ნეიტრალურ დონეს
"ინფლაციის გრძელვადიანი მოლოდინები კარგად მოთოკილია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საპროცენტო განაკვეთები საბოლოოდ დაუბრუნდება შედარებით დაბალ ნეიტრალურ დონეს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს გარანტირებული არაა, რადგან რისკები მაინც არსებობს," - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ Euromoney-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 2024 წლის ფორუმზე გამართულ პანელზე "ახალი ამოცანები, ახალი ინსტრუმენტები" სიტყვით გამოსვლისას. "ახლა გამოწვევა ისაა, რომ გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებს ზრდის გაგრძელების საშუალება არ მივცეთ და ისინი მიზნობრივთან ახლოს დარჩეს. ზომიერად მკაცრი პოლიტიკის შენარჩუნება კი ცენტრალური ბანკის პოლიტიკის მიმართ მეტ ნდობას ემსახურება, განსაკუთრებით, ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან შეუსაბამობის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ", - განაცხადა ნათია თურნავამ. მისი თქმით, როგორც ბოლო წლებმა აჩვენა, ცენტრალური ბანკისთვის ინფლაციის სტაბილიზაცია არის მთავარი პრიორიტეტი.Euromoney-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 2024 წლის ფორუმზე გამართულ პანელზე "ახალი ამოცანები, ახალი ინსტრუმენტები" ნათია თურნავა ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის, პოლონეთის, ალბანეთის და ლიეტუვის ცენტრალური ბანკების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა. ვენაში მიმდინარე ორდღიანი ფორუმის ფარგლებში ნათია თურნავამ შეხვედრები გამართა საერთაშორისო ინვესტორებთან და მათ საქართველოს ფინანსური და მაკროეკონომიკური გარემოს შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. Euromoney-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფორუმში ფინანსური ბაზრების წარმომადგენლები, ინვესტორები, ცენტრალური ბანკების მმართველები და პოლიტიკოსები 45-ზე მეტი ქვეყნიდან მონაწილეობდნენ.