ძებნის რეზულტატი:

Facebook-მა რუსეთის ხელისუფლების მოთხოვნის შესრულებაზე უარი განაცხადა

ტექნოლოგიურმა გიგანტმა Facebook-მა ოთხი რუსული საინფორმაციო რესურსის: ტელეკომპანია „ზვეზდას“, საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“, ინტერნეტპორტალ „ლენტა.რუ“,-ს და „გაზეტა. რუ“-ს ოფიციალური ანგარიშები შეზღუდა. რუსეთის ოფიციალური მარეგულირებელი უწყების, „როსკომნადზორის“ საპასუხო განცხადებით, რუსეთის ფედერალური კანონი ითვალისწინებს შესაბამის ზომებს „იმ პირების მიმართ, რომლებსაც წვლილი მიუძღვით რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლების, ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლების დარღვევაში“. „როსკომნადზორმა“ 24 თებერვალს Meta Platforms, Inc-ის ადმინისტრაციას მიმართა, რითაც სოციალური ქსელის მიერ დაკისრებული შეზღუდვის მოხსნას ითხოვს. „როსკომნადოზრის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სოციალური ქსელის მფლობელებმა უგულებელყვეს რუსეთის სახელმწიფო ორგანოს მოთხოვნა. 25 თებერვალს, რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, Facebook-ი ადამიანის ფუნდამენტური უფლებისა და თავისუფლების დარღვევაში თანამონაწილედ ცნო. სააგენტომ განაცხადა, რომ Facebook-ის მიერ რუსული მედიისა და ინტერნეტ რესურსების „ცენზურის 23 შემთხვევა დაფიქსირდა“ 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ.  Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, Meta-ს წარმომადგენელმა ნიკ კლეგმა მიუთითა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ კომპანიას ხუთშაბათს უბრძანა, შეწყვიტოს Facebook-ზე ფაქტების შემოწმება და სახელმწიფო მედია საშუალებების მიერ გამოქვეყნებული შინაარსის „მარკირება“. როდესაც მეტამ ამაზე უარი თქვა, რუსეთმა მისი მომსახურების შეზღუდვის შესახებ გამოაცხადა.

ზელენსკი: მტერი კიევის შტურმს დაიწყებს, უკრაინის ბედი ახლა წყდება

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი საბავშვო ბაღებზე თავდასხმაში დაადანაშაულა. „არაფერი ახსნის იმას, თუ რატომ ხდება საბავშვო ბაღების და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას. მისი თქმით, დანაკარგები ორივე მხარეს არის. ჩვენი მთავარი მიზანია ამ ხოცვა-ჟლეტის დასრულება. მტრის დანაკარგები ძალიან მძიმეა, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ ასევე ვიღებთ ზარალს. ძალიან მძიმე ღამე იქნება, თუმცა დადგება დილა. მტერი გამოიყენებს ყველა ხელმისაწვდომ ძალას უკრაინელების წინააღმდეგობის გასატეხად. ამაღამ შტურმს დაიწყებენ. უნდა გავუძლოთ. უკრაინის ბედი ახლა წყდება. დარტყმის ქვეშ არის ჩვენი ბევრი ქალაქი. განსაკუთრებული ყურადღება კიევს. არ შეიძლება დედაქალაქის დაკარგვა. აშშ-მ პუტინს და ლავროვს სანქციები დაუწესა 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა ამავე საღამოს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს.

ოკუპირებულმა აფხაზეთმა დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა აღიარა“

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის „დამოუკიდებლობის აღიარების“ დოკუმენტებს ხელი მოაწერა. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „აფხაზმა ხალხმა ეს ყველაფერი უკვე გადაიტანა. ჩვენი თანაგრძნობის მიზეზიც ჩვენი ბედის მსგავსებაა - 4 მილიონი რუსულენოვანი ადამიანი უკრაინაში ფაქტობრივად გენოციდის წინაშე აღმოჩნდა. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს მეგობრებს ჩვენი მოკრძალებული შესაძლებლობების გათვალისწინებით ვეხმარებოდით. ვცდილობდით მარტო არ დაგვეტოვებინა იმ უბედურების პირისპირ, რომელიც მათ დონბასში დაატყდათ თავს. ახლაც იცით, რომ აფხაზეთში დსრ-სა და ლსრ-ის მოქალაქეების პირველი ჯგუფი ჩამოვიდა. უკრაინა აგრესიული იყო და არის ე.წ. კოლექტიური დასავლეთის წახალისებით, სწორედ ისე, როგორც ეს თითქმის 30 წლის წინ მოხდა, როცა საქართველო შეეცადა აფხაზებისთვის ბოლო მოეღო. ამ პოლიტიკას, ნაციონალიზმის ყველა გამოვლინებით, თავისი ისტორიული ფესვები აქვს. მხოლოდ იმას გაგახსენებთ, თუ როგორ გამძვინვარებული იბრძოდნენ ჩვენს წინააღმდეგ, აფხაზი ხალხის სამამულო ომში, საქართველოს ჯარის უკრაინული დაჯგუფებები „უნა-უნსო“. ამის დავიწყება შეუძლებელია. დსრ-თან და ლსრ-თან ჩვენი მეგობრობის სულისკვეთებიდან გამომდინარე, აუცილებელია მომავალშიც მათი ბედის მონაწილეები ვიყოთ. გულწრფელად ვუსურვებ ჩვენს ძმებს უსაფრთხოებასა და მდგრად განვითარებას. დღეს მე ხელი მოვაწერე ბრძანებებს: დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებას და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებას. ბოლომდე დარწმუნებული ვარ, რომ ამ გადაწყვეტილებას სრულიად აფხაზური საზოგადოება ემხრობა. ვავალებ აფხაზეთის რესპუბლიკის ხელისუფლებას მოემზადონ აღიარებულ რესპუბლიკებთან მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შეთანხმების დასადებად, ასევე მათთან დიპლომატიური ურთიერთობის დასაწყებად“. „რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაცაა...როდესაც კონფლიქტმა კრიტიკულ მიჯნას მიაღწია; როცა სასიკვდილო იარაღით დატვირთული უკრაინა დასავლელმა პარტნიორებმა უკვე მოამზადეს დსრ-სა და ლსრ-ის მოსახლეობის გასანადგურებლად; როცა რეგულაციის ყველა სამშვიდობო რესურსი ამოიწურა, რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება ეღიარებინა დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. როგორც აფხაზეთის რესპუბლიკის ყველა მოქალაქე მივიჩნევ, რომ დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ ჩვენი მოკავშირის გადაწყვეტილება ყველა თვალსაზრისით სამართლიანია, ხოლო სპეციალური საომარი ოპერაცია - აბსოლუტურად გამართლებული“, - ამბობს ასლან ბჟანია.

ბიბილოვმა დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად რუსეთიდან ჩასული გენერალი დანიშნა

„სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა თავდაცვის მინისტრი და მისი მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლა. ბიბილოვი უკვე შეხვდა ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთიდან ჩასულ გენერალს, დე ფაქტო გენშტაბის უფროსს, ვიქტორ ფედოროვს და მას შესთავაზა ე.წ მინისტრის მოვალეობის შესრულება. ბიბილოვმა განაცხადა, რომ ასეთ რთულ პერიოდში თავდაცვის სამინისტრო ლიდერის გარეშე არ უნდა დარჩეს. „დღეს თავდაცვის მინისტრს არც ჯარისთვის და არც საბრძოლო მომზადებისთვის სცალია. ეს ჩანს მის ქმედებებში, უფრო მეტად უმოქმედობაში. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრ იბრაგიმ გასეევის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და მისი მოვალეობების თქვენთვის დაკისრების შესახებ“, - მიმართა დე ფაქტო პრეზიდენტმა ვიქტორ ფედოროვს. მან ასევე თავისი განკარგულებით გაათავისუფლა დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოადგილე ახსარ გასიევი. „ჯარი არ უნდა დარჩეს ლიდერის გარეშე. ამავდროულად, პერსონალთან არ მიმდინარეობს სასწავლო და პატრიოტული მუშაობა, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრის მოადგილის გასიევის გადაყენების შესახებ“, - განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა. ბიბილოვმა მოითხოვა ოფიცრების შეკრება 26 თებერვალს, რათა პირადად შეხვდეს ხელმძღვანელობასა და ქვედანაყოფების მეთაურებს. ანატოლი ბიბილოვსა და იბრაგიმ გასეევს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც უკვე ყოფილმა ე.წ თავდაცვის მინისტრმა დე ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა. გასეევის საინიციატივო ჯგუფი ე.წ. ცესკომ უკვე დაარეგისტრირა. ამის შემდეგ ბიბილოვმა გასეევი გამოიძახა და დე ფაქტო არმიის მდგომარეობის შესახებ ანგარიში მოსთხოვა, თუმცა პასუხებმა არ დააკმაყოფილა. ამჟამად დე ფაქტო შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელად მან რუსეთიდან ჩასული გენარალ-მაიორი ვიქტორ ფედოროვი დანიშნა. წყარო - რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენი: NATO-ს კარი ღიაა ყველა ევროპული სახელმწიფოსთვის, რომელიც ალიანსის ღირებულებებს იზიარებს

NATO-ს კარი ღიაა ყველა ევროპული სახელმწიფოსთვის, რომელიც ალიანსის ღირებულებებს იზიარებს და ალიანსში გაწევრიანებას გადაწყვეტს, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ბაიდენი ზელენსკისთან სატელეფონო საურბის შესახებაც საუბრობს. NATO-ს ლიდერების სამიტის შემდეგ დაუყოვნებლივ ვესაუბრე უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის. მე მივესალმე უკრაინელი ხალხის მამაც ქმედებებს, რომლებიც იბრძვიან თავიანთი ქვეყნის დასაცავად... დღეს მე შევხვდი NATO-ს მოკავშირეების ლიდერებს, რათა განგვეხილა ჩვენი ერთობლივი ვალდებულება კოლექტიური თავდაცვისა და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების მიმართ. როდესაც პრეზიდენტი პუტინი ემუქრება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საფუძვლებს, NATO კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მხარს უჭერს თავისუფლებას და დემოკრატიას. როგორც გუშინ ვთქვი, შეერთებული შტატები დაიცავს NATO-ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს. ჩვენი ვალდებულება მე-5 მუხლის მიმართ არის ურყევი. მე გავეცი ბრძანება დამატებითი ძალების განლაგების შესახებ, რათა გაიზარდოს ჩვენი შესაძლებლობები ევროპაში, რათა მხარი დავუჭიროთ NATO-ს მოკავშირეებს. მე მტკიცედ მივესალმები NATO-ს თავდაცვითი გეგმების და NATO-ს რეაგირების ძალების ელემენტების გააქტიურების გადაწყვეტილებას ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების გასაძლიერებლად, ისევე როგორც ჩვენი მოკავშირეების ვალდებულებებს, განათავსონ დამატებითი სახმელეთო და საჰაერო ძალები აღმოსავლეთ ფლანგზე და საზღვაო ძალები ჩრდილოეთიდან ხმელთაშუა ზღვისკენ. დღეს ჩვენ შემოგვიერთდნენ ჩვენი ახლო პარტნიორები შვედეთი, ფინეთი და ევროკავშირი. პრეზიდენტმა პუტინმა დასავლეთის გაყოფის მიზანს ვერ მიაღწია. NATO ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს და ინარჩუნებს ღია კარს იმ ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს და რომლებიც ალიანსში გაწევრიანებას გადაწყვეტენ. ამ კრიზისის გადალახვისას, ჩვენ პირობა დავდეთ, რომ კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებდით თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად“, - აღნიშნავს ბაიდენი.

ვოლოდიმირ ზელენსკი: აშშ-ის ძლიერი მხარდაჭერის მადლობელი ვარ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრის დროს სანქციების გამკაცრება და კონკრეტული თავდაცვითი დახმარების საკითხი განიხილა. ამის შესახებ ზელენსკი Twitter-ზე განთავსებულ პოსტში წერს. „აშშ-ის პრეზიდენტთან, სანქციების გამკაცრება, კონკრეტული თავდაცვითი დახმარება და ომის საწინააღმდეგო კოალიცია განვიხილეთ. აშშ-ის მადლობელი ვარ უკრაინის ძლიერი მხარდაჭერისთვის“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. აშშ-მ პუტინს და ლავროვს სანქციები დაუწესა 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა ამავე საღამოს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს.

ბლინკენი: რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად, აშშ უკრაინის დახმარებას განაგრძობს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად, აშშ უკრაინის დახმარებას განაგრძობს.   მდივანმა გამოხატა თავისი აღშფოთება კრემლის სასტიკი ტაქტიკის გამო და ხაზი გაუსვა აშშ-ის მუდმივ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.   აშშ-მ პუტინს და ლავროვს სანქციები დაუწესა 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა ამავე საღამოს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს.  

ზელენსკი: მაკრონმა მხარი დაუჭირა SWIFT-დან რუსეთის გათიშვას

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ემანუელ მაკრონმა SWIFT-იდან რუსეთის გათიშვას და პერსონალური სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ზელენსკი Twitter-ზე წერს. „ახლახან ვესაუბრე ემანუელ მაკრონს. ის უკრაინის ნამდვილი მეგობარია. საფრანგეთი ჩვენთან ერთად არის ყველაზე რთულ მომენტებში. მხარი დაუჭირა SWIFT-დან რუსეთის გათიშვას, პუტინის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების შემოღებას და თავდაცვის იარაღის მიწოდებას. მადლობა საფრანგეთს“. წყაროები ევროკავშირიდან ამბობენ, რომ Swift-ის საერთაშორისო გადახდების სისტემიდან მოწყვეტის იდეა სანქციების შესაძლო მესამე პაკეტშია. დიდი ბრიტანეთი საჯაროდ უბიძგებს ამ ნაბიჯისკენ პარტნიორებს, მაგრამ ამბობს, რომ მას არ შეუძლია, იზოლირებულად იმოქმედოს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ლიდერებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები რუსთის SWIFT-იდან გათიშვის მიზნით, რათა მაქსიმალური ტკივილი მიაყენონ პრეზიდენტ პუტინსა და მის რეჟიმს. ზოგიერთი ქვეყანა, როგორიცაა გერმანია, თავს იკავებს იმის შიშით, რომ თუ რუსეთი მოიხსნება გადამწყვეტი გადახდის სისტემისგან, რუსეთმა შესაძლოა, ევროპული გაზის მიწოდების შეწყვეტა დაიწყოს. 25 თებერვალს, გერმანიის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ გერმანია ღიაა, განიხილოს Swift-ის საერთაშორისო გადახდების სისტემიდან რუსეთის მოწყვეტის საკითხი, თუმცა შესაძლო შედეგებიც უნდა გათვალოს. 25 თებერვალს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, იტალიემა კოლეგამ, ლუიჯი დი მაიომ დაარწმუნა, რომ იტალია მხარს დაუჭერს რუსეთისთვის SWIFT-ის აკრძალვას. SWIFT-იდან რუსეთის დაუყოვნებლივ გარიცხვის მომხრეთა რიგებში არიან ბალტიის ქვეყნები - ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. უკრაინა მსოფლიოში ფინანსური ტრანზაქციების ყველაზე ცნობილი სისტემიდან რუსეთის გათიშვას ითხოვს. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა ამავე საღამოს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს.

ზურაბიშვილი: უკრაინასთან ერთად ვიზიარებ ამ გადამწყვეტ, უძილო ღამეს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის მხარდასაჭერად Twitter-ზე მორიგი პოსტი განათავსა. უკრაინასთან ერთად ვიზიარებ ამ გადამწყვეტ, უძილო ღამეს. მთელი მსოფლიო აღფრთოვანებულია პრეზიდენტ ზელენსკის, მისი გუნდის, მისი ჯარისკაცების და მთელი მისი ერის მამაცობისა და თავდადების გაკვეთილით. სალომე ზურაბიშვილმა თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქციის ფოტოც გამოაქვეყნა და დაურთო - „საქართველო უკრაინის გვერდით“. ზელენსკი: წარმოუდგენელი ქართველი ხალხი, ვისაც ესმის, რომ მეგობრებს უნდა დაუჭირონ მხარი! საქართველოს პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია იმართება

ფიდემ რუსეთს მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ჩატარების უფლება ჩამოართვა

საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციამ, ფიდემ 2022 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის რუსეთში გამართვაზე უარი განაცხადა. გადაწყვეტილება მიღებულია უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის გამო. ფიდემ თავისი გადაწყვეტილების შესახებ 25 თებერვალს გამოაცხადა. ამჟამად ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ტურნირის ახალ მასპინძელ ქვეყანას ეძებს. შესაძლო ვარიანტები ჯერჯერობით არ უხსენებიათ. 2022 წლის საჭადრაკო ოლიმპიადა ივლის-აგვისტოში ხანტი-მანსიისკში უნდა ჩატარებულიყო. ასევე წაიკითხეთ: ჩემპიონთა ლიგის ფინალი რუსეთში აღარ გაიმართება Facebook-მა რუსეთის ხელისუფლების მოთხოვნის შესრულებაზე უარი განაცხადა 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა ამავე საღამოს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს.

პუტინს და ლავროვს სანქციები კანადამაც დაუწესა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, მისი აპარატის უფროსსა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს კანადამ სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს თქმით, რუსული ბანკების გამორიცხვა SWIFT-დან, მაღალი უსაფრთხოების ქსელიდან, რომელიც აკავშირებს ათასობით ფინანსურ ინსტიტუტს მთელ მსოფლიოში, „კიდევ უფრო გაურთულებს პრეზიდენტ პუტინს მისი სისასტიკის დაფინანსებას“. კანადა აცხადებს ჩვენს მესამე მკაცრი, კოორდინირებული სანქციების პაკეტს. პირველ რიგში, ჩვენ სანქციებს დავუწესებთ პრეზიდენტ პუტინს და მის კოლეგებს ამ ბარბაროსული ომის არქიტექტორებს, მისი შტაბის უფროსს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს. გარდა ამისა, ვადასტურებ კანადის მხარდაჭერას, რომ რუსეთი ამოიღოს SWIFT-ის გადახდის სისტემიდან, რომელიც გლობალური საბანკო სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია. კანადა ასევე აცხადებს, რომ დააწესებს დამატებით სანქციებს ბელორუსისა და მისი ლიდერების წინააღმდეგ პრეზიდენტ პუტინის მიერ თავისუფალ და სუვერენულ ქვეყანაში შეჭრის ხელშეწყობის გამო.  ტრუდოს თქმით, ეს სანქციები გამიზნული იქნება 57 ადამიანზე და დაემატება „ალესანდრ ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ უკვე დაწესებულ ათობით ძლიერ სანქციას ადამიანის უფლებების განმეორებითი, სისტემატური დარღვევისა და საკუთარი ხალხის ჩაგვრის გამო". 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ფიდემ რუსეთს მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ჩატარების უფლება ჩამოართვა ჩემპიონთა ლიგის ფინალი რუსეთში აღარ გაიმართება Facebook-მა რუსეთის ხელისუფლების მოთხოვნის შესრულებაზე უარი განაცხადა 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა ამავე საღამოს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს.  

ზელენსკი: მინდა, მადლობა გადავუხადო შესანიშნავ ქართველ ხალხს, რომელიც ქუჩაში გამოვიდა უკრაინის მხარდასაჭერად. ვიდეო

უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს მოსახლეობას მადლობა კიდევ ერთხელ, ამჯერად, ვიდეომიმართვისას გადაუხადა. დღეს გავეცანი სიახლეებს მეგობარი საქართველოდან, მინდა, მადლობა გადავუხადო კეთილ, შესანიშნავ ქართველ ხალხს, რომელიც ქუჩაში გამოვიდა უკრაინის მხარდასაჭერად, თქვენ ნამდვილი მეგობრები ხართ       View this post on Instagram       A post shared by Володимир Зеленський (@zelenskiy_official)   ზელენსკი: წარმოუდგენელი ქართველი ხალხი, ვისაც ესმის, რომ მეგობრებს უნდა დაუჭირონ მხარი!

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა „ილ-76“ ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა „ილ-76“ ჩამოაგდეს, რომელსაც რუსი მედესანტეები გადაჰყავდა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. „ეს არის შურისძიება 2014 წლის ლუგანსკისთვის. სიკვდილი მტრებს!“ - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის სამხედროები აცხადებენ, რომ კიევის ბაზაზე რუსული ჯარების თავდასხმა მოიგერიეს

BBC კიევში აფეთქებების და უკრაინის გარშემო სასტიკი შეტაკებების შესახებ იუწყება. დედაქალაქში, მაიდანის მოედანთან დიდი აფეთქების ხმა გაისმა და რამდენიმე აფეთქება დაფიქსირდა ქალაქის ტროეშჩინას რაიონშიც. თვითმხილველების თქმით, კიევზე საარტილერიო დარტყმები იმდენად ხმამაღალი იყო, რომ ქალაქის ცენტრიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ისმოდა. უკრაინის სამხედროები აცხადებენ, რომ კიევის სამხედრო ბაზაზე თავდასხმა მოიგერიეს. კიევში სამხედრო ბაზამ რუსეთის ჯარების თავდასხმას გაუმკლავდა, განაცხადეს უკრაინელმა სამხედროებმა შაბათს. Kyiv Independent-ის ცნობით, 50-ზე მეტი აფეთქება და ტყვიამფრქვევიდან ძლიერი სროლა დაფიქსირდა ქალაქის ზოოპარკთან და შულიავკას რაიონში. Fox News-ის კორესპონდენტი იტყობინება, რომ დედაქალაქს თავს დაესხნენ „მრავალი მიმართულებით". უკრაინის სახელმწიფო სპეცსამსახურის ცნობით, ბრძოლები დედაქალაქის ტროეიშინას რაიონში CHP-6 ელექტროსადგურის მიმდებარედ მიმდინარეობს. მძიმე ბრძოლები დაფიქსირდა ვასილკოვის აეროდრომის მახლობლად, რომლის გამოყენებასაც რუსი მედესანტეები ცდილობენ, როგორც პლაცდარმის კიევზე თავდასხმისთვის. უკრაინული ძალები აცხადებენ, რომ ქალაქ მიკოლაივში რუსები მოიგერიეს.  

ქალმა კიევის მეტროში იმშობიარა

კიევზე საჰაერო თავდასხმების ფონზე, მოსახლეობა ქალაქის მეტროს სადგურებს აფარებს თავს. რამდენიმე საათის წინ Telegram-ის ღია ჯგუფმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალმა მეტროში იმშობიარა. ინფორმაცია გაავრცელა BBC-ს მაც.

რუსული ჯარები კიევში ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებას ცდილობენ

რუსული ჯარები კიევში ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებას ცდილობენ, უკრაინის სახელმწიფო სპეცსამსახურის ცნობით, ბრძოლები დედაქალაქის ტროეიშინას რაიონში CHP-6 ელექტროსადგურის მიმდებარედ მიმდინარეობს. მძიმე ბრძოლები დაფიქსირდა ვასილკოვის აეროდრომის მახლობლად, რომლის გამოყენებასაც რუსი მედესანტეები ცდილობენ, როგორც პლაცდარმის კიევზე თავდასხმისთვის. უკრაინული ძალები აცხადებენ, რომ ქალაქ მიკოლაივში რუსები მოიგერიეს.

BBC: კიევში, „მაიდანზე“ ძლიერი აფეთქებაა

უკრაინის დედაქალაქში, მაიდანის მოედანთან დიდი აფეთქების ხმა გაისმა და რამდენიმე აფეთქება დაფიქსირდა ქალაქის ტროეშჩინას რაიონშიც. თვითმხილველების თქმით, კიევზე საარტილერიო დარტყმები იმდენად ხმამაღალი იყო, რომ ქალაქის ცენტრიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ისმოდა. BBC კიევში აფეთქებების და უკრაინის გარშემო სასტიკი შეტაკებების შესახებ იუწყება. უკრაინის სამხედროები აცხადებენ, რომ კიევის სამხედრო ბაზაზე თავდასხმა მოიგერიეს. კიევში სამხედრო ბაზამ რუსეთის ჯარების თავდასხმას გაუმკლავდა, განაცხადეს უკრაინელმა სამხედროებმა შაბათს. Kyiv Independent-ის ცნობით, 50-ზე მეტი აფეთქება და ტყვიამფრქვევიდან ძლიერი სროლა დაფიქსირდა ქალაქის ზოოპარკთან და შულიავკას რაიონში. Fox News-ის კორესპონდენტი იტყობინება, რომ დედაქალაქს თავს დაესხნენ „მრავალი მიმართულებით". უკრაინის სახელმწიფო სპეცსამსახურის ცნობით, ბრძოლები დედაქალაქის ტროეიშინას რაიონში CHP-6 ელექტროსადგურის მიმდებარედ მიმდინარეობს. მძიმე ბრძოლები დაფიქსირდა ვასილკოვის აეროდრომის მახლობლად, რომლის გამოყენებასაც რუსი მედესანტეები ცდილობენ, როგორც პლაცდარმის კიევზე თავდასხმისთვის. უკრაინული ძალები აცხადებენ, რომ ქალაქ მიკოლაივში რუსები მოიგერიეს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალების გააქტიურება ძლიერი გზავნილია, რომ თავდასხმა ერთ მოკავშირეზე, ჩაითვლება თავდასხმად მთელ ალიანსზე

Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი  NATO-ს ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომ თავდაცვის კონტექსტში პირველად გამოიყენოს სწრაფი რეაგირების ძალები, ძლიერ გზავნილად აფასებს. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, NATO-ს მოკავშირეებმა ალიანსის მასშტაბით შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერება გადაწყვიტეს. შესაბამისად, ამ მიზნით, NATO დამატებით ნაბიჯებს დგამს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ NATO-ს ძალების განლაგება ყოველთვის თავდაცვითი და პროპორციულია. „მოგეხსენებათ, როგორც 25 თებერვალს, NATO-ს მოკავშირეებმა განაცხადეს, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ალიანსის მასშტაბით შეკავება და თავდაცვა გავაძლიეროთ. ამ მიზნით, დამატებითი ნაბიჯები გადავდგით. გვსურს, ხაზი გავუსვათ, რომ NATO-ს ძალების განლაგება ყოველთვის თავდაცვითი და პროპორციულია. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ისინი განკუთვნილია არა კონფლიქტის პროვოცირებისთვის, არამედ კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. ამასთან, გზავნის ძლიერ მესიჯს, რომ თავდასხმა ერთ მოკავშირეზე, ჩაითვლება თავდასხმად მთლიანად ალიანსზე და რომ ჩვენ ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რაც საჭიროა ყველა მოკავშირის დასაცავად“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. ამჟამად, NATO-ს მზადყოფნაში ჰყავს 100-ზე მეტი თვითმფრინავი, რომელიც ოპერირებს 30-ზე მეტ სხვადასხვა ლოკაციაზე. ასევე, მობილიზებული ჰყავს 120 გემი უკიდურესი ჩრდილოეთიდან ხმელთაშუაზღვისპირეთამდე, მათ შორის, საზღვაო ავიამზიდის სამი დამრტყმელი ჯგუფი. შეგახსენებთ, ისტორიაში პირველად, NATO კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სწრაფი რეაგირების ძალებს განალაგებს. NATO-ს გენერალურმა მდივანმა პარასკევს განაცხადა, რომ ალიანს განათავსებს თავისი საბრძოლო მზადყოფნის ძალების ნაწილებს, რომლებიც სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო და სპეცდანიშნულების ძალებისგან შედგება. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ყველა მოკავშირე დაეთანხმა, თუმცა განსაკუთრებით აქტიურობდნენ და ამ ძალების ელემენტების გააქტიურების საჭიროებაზე მიუთითებდნენ ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის წარმომადგენლები. სწრაფი რეაგირების ძალების ამოქმედების ისტორია NATO-ს სწრაფი რეაგირების ელემენტები დაეხმარა 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დაცვას ათენში, საბერძნეთში. იმავე წლის სექტემბერში, ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნების მხარდასაჭერად განლაგდნენ. NRF ასევე გამოიყენებოდა კატასტროფების აღმოსაფხვრელად. 2005 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში, NRF-ის თვითმფრინავები შეერთებულ შტატებს დაეხმარნენ ქარიშხალ კატრინას შედეგებთან გამკლავებაში. 2005 წლის ოქტომბრიდან 2006 წლის თებერვლამდე, NRF-ის ელემენტები გამოიყენებოდა პაკისტანში, კატასტროფების დროს დახმარების მიზნით, 8 ოქტომბრის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ. NRF-ის თვითმფრინავები გამოიყენებოდა  ე.წ. საჰაერო ხიდში, რომელმაც თითქმის 3,500 ტონა სასწრაფო საჭირო მარაგი მიაწოდა პაკისტანს, ხოლო NRF-ის ინჟინრები და სამედიცინო პერსონალი ქვეყანაში დახმარების მიზნით განლაგდა. NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალები გააქტიურდა 2021 წლის აგვისტოში, რათა ხელი შეეწყო იმ ავღანელების ევაკუაციისა და გადაადგილებისთვის, რომლებიც მუშაობდნენ NATO-სთან ერთად, მათ ოჯახებთან ერთად. რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს. 

უკრაინის რომელი ტერიტორიები დაიკავეს ამ დროისთვის რუსეთის ჯარებმა. რუკა

ვაშინგტონის ანალიტიკური ცენტრის თანახმად, რუსეთის ძალებმა კონტროლი აიღეს ჩრდილოეთ უკრაინის ნაწილზე, კიევის დედაქალაქის გარეთ, მათ შორის ჩერნობილის ზონაც არის. ისინი ასევე გადავიდნენ ქალაქ ხერსონში, ყირიმის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით. ქალაქ ვასილკოვის მერმა, რომელიც უკრაინის დედაქალაქ კიევიდან სამხრეთით 35 კილომეტრში მდებარეობს (21,75 მილი), განაცხადა, რომ სასტიკი ბრძოლები ახლა ქალაქის შუაგულში მიმდინარეობს. ნატალია ბალასინოვიჩმა უკრაინის პარლამენტის არხზე შაბათს დილით საუბრისას განაცხადა: „უკრაინის მხრიდან სამწუხაროდ, იყო დანაკარგები - „ბევრი დაჭრილიც“. CNN-ი წერს, რომ დამოუკიდებლად ვერ შეძლო ინფორმაციის გადამოწმება.  ადგილობრივი დროით დილის 5 საათისთვის ქალაქი სიმშვიდეა და CNN-ის რეპორტიორებს ადგილზე აფეთქებების ხმა აღარ გაუგიათ. შაბათს, დილის 2-დან 4 საათამდე, CNN-ის წარმომადგენლება განაცხადეს, რომ ძლიერი აფეთქებები მოისმინეს ქალაქის დასავლეთით და სამხრეთით. ცოტა ხნის შემდეგ, თვითმხილველების ვიდეოებმა აჩვენეს აფეთქებები ქალაქის ჩრდილო-დასავლეთით.  უკრაინის სამხედროები აცხადებენ, რომ კიევის ბაზაზე რუსული ჯარების თავდასხმა მოიგერიეს რუსული ჯარები კიევში ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებას ცდილობენ BBC: კიევში, „მაიდანზე“ ძლიერი აფეთქებაა

ყაზახეთმა რუსეთს უკრაინაში ჯარის გაგზავნაზე უარი უთხრა - ამერიკული მედია

ყაზახეთმა, რუსეთის ერთ-ერთმა უახლოესმა მოკავშირემ და სამხრეთ მეზობელმა, რუსეთს უკრაინაში ჯარის გაგზავნაზე უარი უთხრა. ამ ინფორმაციას ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით NBC არცელებს. გარდა ამისა, ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ განაცხადა, რომ არ ცნობს რუსეთის მიერ „აღიარებულ“ სეპარატისტულ რესპუბლიკებს. რუსეთის ტრადიციული მოკავშირის ნაბიჯს შეერთებული შტატები მიესალმა. „ჩვენ მივესალმებით ყაზახეთის განცხადებას, რომ ისინი არ აღიარებენ LPR-ს და DPR-ს. ასევე მივესალმებით ყაზახეთის უარს იმასთნ დაკავშირებით, რომ თავისი ძალები შეუერთდეს პუტინის ომს უკრაინაში. - ნათქვამია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს განცხადებაში. შეგახსენებთ, ყაზახეთში 2 იანვარს დაწყებულ პროტესტსა და შიდა არეულობას, 6 იანვარს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მხრიდან ჯარების გაგზავნის გადაწყვეტილება მოჰყვა. ამ ორგანიზაში შედიან რუსეთი, სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. 10 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ყაზახეთის პრეზიდენტს კრემლში უმასპინძლა. ცნობისათვის, 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“.