ძებნის რეზულტატი:
ლატვიურმა ავიაკომპანია АirBaltic-მა 26 მარტამდე რუსეთში დაგეგმილი ყველა რეისი გააუქმა
ლატვიურმა ავიაკომპანია АirBaltic-მა 26 მარტამდე რუსეთში დაგეგმილი ყველა რეისი გააუქმა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამის მიზეზი „გაზრდილი რისკებია“. 24 თებერვალს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა
ვოლოდიმერ ზელენსკი: გერმანია და უნგრეთი SWIFT-დან რუსეთის გათიშვის წინააღმდეგი არიან, იმედი მაქვს, ეყოფათ ვაჟკაცობა და გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერენ
გერმანია და უნგრეთი ევროკავშირის ის ქვეყნები არიან, რომლებიც SWIFT-დან რუსეთის გათიშვის წინააღმდეგი არიან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „უკვე ევროკავშირის თითქმის ყველა წევრი ქვეყნის მხარდაჭერა არსებობს რუსეთის SWIFT-დან გათიშვის შესახებ. იმედი მაქვს, გერმანიას და უნგრეთს ვაჟკაცობა ეყოფათ და ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერენ. ჩვენ გვყოფნის ვაჟკაცობა, დავიცვათ საკუთარი ქვეყანა, დავიცვათ ევროპა“, – აცხადებს ზელენსკი. 24 თებერვალს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა
რა არის SWIFT-ი და რა გავლენას მოახდენს SWIFT-დან რუსეთის გათიშვა
SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. შესაბამისი ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გაავრცელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ და უკრაინული დიპლომატიის მიღწევებს გაუსვა ხაზი. ვღრღნიდით, ვღრღნიდით და გამოვღრღენით. ამისთვის მუშაობდა უკრაინის მთელი დიპლომატიური ვერტიკალი - უკრაინის პრეზიდენტიდან დაწყებული, უკრაინის საელჩოს ატაშეთი დასრულებული. კულებას თქმით, ოფიციალურ დონეზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. უკრაინა მსოფლიოში ფინანსური ტრანზაქციების ყველაზე ცნობილი სისტემა SWIFT-დან რუსეთის გათიშვას აქტიურად ითხოვდა, თუმცა პარტნიორებს ამ საკითხში განსხვავებული მიდგომები ჰქონდათ. „ჩვენ მოვითხოვთ რუსეთის გათიშვას SWIFT-იდან, უკრაინის ცაზე არასაფრენი ზონის და სხვა ქმედითი ზომების შემოღებას აგრესორის შესაჩერებლად“, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა Twitter-ზე 24 თებერვალს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ 25 თებერვალს ასევე განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მასთან საუბრისას, SWIFT-იდან რუსეთის გათიშვას მხარი დაუჭირა. თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას ინფორმაციით, იტალიემა კოლეგამ, ლუიჯი დი მაიომ დაარწმუნა, რომ იტალია მხარს დაუჭერს რუსეთისთვის SWIFT-ის აკრძალვას. SWIFT-იდან რუსეთის დაუყოვნებლივ გარიცხვის მომხრეთა რიგებში არიან ბალტიის ქვეყნები - ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ცნობით, უნგრეთი რუსეთის SWIFT-იდან გათიშვას მხარს უჭერს. ასევე, კვიპროსი თავს იკავებდა ამ ნაბიჯის გადადგმისგან, თუმცა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, კვიპროსი არ დაბლოკავს რუსეთის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვის გადაწყვეტილებას: ჩვენ ეს შევძელით. კვიპროსმა დაადასტურა, რომ არ დაბლოკავს გადაწყვეტილებას რუსეთისთვის SWIFT-ის აკრძალვის შესახებ. უკრაინული დიპლომატია აგრძელებს მუშაობას 24 საათის განმავლობაში, რათა მიაღწიოს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და დაიცვას უკრაინა რუსი დამპყრობლებისგან. უფრო ადრე, კულება წერდა: ყველას, ვინც ახლა ყოყმანობს, უნდა მოიკვეთოს თუ არა რუსეთი SWIFT-ის გადახდის სისტემიდან, უნდა ესმოდეს, რომ უდანაშაულო უკრაინელი კაცების, ქალებისა და ბავშვების სისხლში მათი ხელიც ურევია. წყაროები ევროკავშირიდან ანონიმურობის პირობით უზიარებენ ინფორმაციას საერთაშორისო მედიას, რომ Swift-ის საერთაშორისო გადახდების სისტემიდან მოწყვეტის იდეა სანქციების მესამე პაკეტშია. დიდი ბრიტანეთი საჯაროდ უბიძგებდა ამ ნაბიჯისკენ პარტნიორებს, მაგრამ შიშობდა, რომ მას არ შეეძლო, იზოლირებულად ემოქმედა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რომელიც რუსეთს უმკაცრესი სანქციებით მუდმივად ემუქრება, საჯაროდ მოუწოდა ლიდერებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები რუსთის SWIFT-იდან გათიშვის მიზნით, რათა მაქსიმალური ტკივილი მიაყენონ პრეზიდენტ პუტინსა და მის რეჟიმს. ზოგიერთი ქვეყანა, როგორიცაა გერმანია, თავს იკავებდა იმის შიშით, რომ თუ რუსეთი მოიხსნებოდა გადამწყვეტი გადახდის სისტემისგან, რუსეთმა შესაძლოა, ევროპული გაზის მიწოდების შეწყვეტა დაიწყოს. გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა 24 თებერვალს, ევროკავშირის ლიდერების საგანგებო სამიტის წინ, ჟურნალისტებთან დააფიქსირა პოზიცია, რომ ევროკავშირის ახალ სანქციებში SWIFT-ის საერთაშორისო გადახდების სისტემის საკითხის ახლა შეტანის წინააღმდეგია. შოლცი ამტკიცებდა, რომ ეს ვარიანტი შესაძლოა, ერთ-ერთ ბოლო ეტაპზე განიხილებოდეს. „ერთიანობის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩამოვყალიბდეთ ზომებზე რომლებიც მომზადდა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში და დანარჩენს ყველაფერს ვიტოვებთ იმ სიტუაციისთვის, როდესაც საჭირო იქნება სხვა რამის გაკეთებაც“, - განაცხადა შოლცმა, თუმცა SWIFT-ი არ უხსენებია. 25 თებერვალს, ამავე ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ გერმანია ღიაა, განიხილოს Swift-ის საერთაშორისო გადახდების სისტემიდან რუსეთის ჩახსნის საკითხი, ამავე დროს, შესაძლო შედეგებიც გათვალოს. აშშ-ის პოზიცია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 24 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთის ამოღება SWIFT-დან არ არის ის მიმართულება, რომლისკენაც დანარჩენ ევროპას სურს ამ მომენტში სვლა. მისივე აზრით, რუსეთის ჩახსნა SWIFT-დან „ყოველთვის ერთ-ერთი ვარიანტია“, თუმცა „ამჟამად, ეს არ არის ის პოზიცია, რომლის დაკავებაც დანარჩენ ევროპას სურს“. „სანქციები, რომლებიც ჩვენ გამოვაცხადეთ, თანაბარი, ან შესაძლოა, უფრო მეტი შედეგის მომტანია, SWIFT-თან შედარებით, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. რა არის SWIFT-ი? SWIFT (მსოფლიო ბანკთაშორისი ფინანსური ტელეკომუნიკაციის საზოგადოება) უსაფრთხო გლობალური შეტყობინებების ქსელია, რომელსაც ბანკებიტრანსსასაზღვრო გადახდების განსახორციელებლად იყენებენ. ქსელი ხელს უწყობს ფინანსურ ინსტიტუტებს ფულის გადარიცხვაში, რაც გლობალური ვაჭრობის შეუფერხებლად მიმდინარეობას უზრუნველყოფს. მას იყენებს 11000-ზე მეტი ფინანსური ინსტიტუტი 200-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიებზე უსაფრთხო გადახდის მოთხოვნის შესასრულებლად. 2020 წელს, პლატფორმა ტრილიონობით დოლარის გადარიცხვის ინსტრუქციებთან დაკავშირებით, თითქმის 40 მილიონ შეტყობინებას, ყოველდღე იღებდა, რაც SWIFT-ს მსოფლიოში როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი გადახდის შეტყობინებების ქსელად აქცევს. მთავარი უპირატესობა - პლატფორმაზე გაგზავნილი შეტყობინებები უსაფრთხოდ ითვლება და ეხმარება ბანკებს, სწრაფად დაიცვან გადახდის ინსტრუქციები. ეს თავის მხრივ, ხელს უწყობს ფინანსურ ინსტიტუტებს, ყოველდღიურად აწარმოონ დიდი მოცულობის ტრანზაქციები. ბელგიაში დაფუძნებულ საზოგადოებას, რომელიც 1973 წელს დაარსდა, ზედამხედველობას უწევენ ევროპის, შეერთებული შტატების, კანადისა და იაპონიის ცენტრალური ბანკები. რას ნიშნავს რუსეთისთვის SWIFT-დან ჩამოშორება ქსელიდან რუსეთის გათიშვა მის ეკონომიკას სერიოზულად შეაფერხებს, რადგან ეს მნიშვნელოვნად შეზღუდავს ქვეყნის წვდომას გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე. აკრძალვა გაურთულებს რუსულ ფირმებს და ფიზიკურ პირებს, იმპორტირებული საქონლის ან მათი ექსპორტისთვის გადახდა უზრუნველყონ, რაც დიდ დარტყმას მიაყენებს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ნავთობისა და გაზის სექტორს, რომელიც ფულადი სახსრების მიმოქცევის თვალსაზრისით SWIFT-ზეა დამოკიდებული. ეს ასევე შეუზღუდავს რუსებს საზღვარგარეთ ინვესტირების ან სესხის აღების შესაძლებლობას. 2012 წელს, ირანული ბანკების ქსელიდან გამოსვლამ ქვეყნის ნავთობის ექსპორტის დრამატული ვარდნა ნაწილობრივ განაპირობა. რუსულ ფინანსურ ინსტიტუტებს შეუძლიათ, გამოიყენონ სხვა არხები, როგორიცაა ტელეფონები, შეტყობინებების აპლიკაციები ან ელ-ფოსტა, მაგრამ ეს ალტერნატივები არ იქნება ისეთი ეფექტიანი და უსაფრთხო, როგორც SWIFT-ი და შეიძლება გამოიწვიოს უფრო მაღალი ხარჯები და ტრანზაქციის მოცულობის შემცირება. რუსეთმა შეიმუშავა საკუთარი გადახდის შეტყობინებების ქსელი, სახელწოდებით SPFS-ი, სისტემა, რომელიც ახორციელებს შიდა გადახდების დაახლოებით მეხუთედს, SWIFT-თან შედარებით, რაც მას სუსტად წარმოაჩენს. ევროკავშირი და SWIFT-ი ევროკავშირის ეკონომიკა უფრო მეტად არის გადაჯაჭვული რუსეთის ეკონომიკასთან, ვიდრე აშშ-ის ეკონომიკა და ბევრად მეტს დაკარგავს, თუ მოსკოვი SWIFT-ს გამოეთიშება. ევროკავშირი რუსეთის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია. 2020 წელს რუსეთის იმპორტის დაახლოებით 37% ევროკავშირიდან მოდიოდა და მისი ექსპორტის თითქმის 38% ევროკავშირში გადიოდა. ბლოკი დიდწილად ეყრდნობა რუსეთს მისი ენერგეტიკული საჭიროებებისთვის და ქვეყნიდან იღებს გაზის მესამედზე მეტს და ნავთობის დაახლოებით მეოთხედს. SWIFT-ი დამოუკიდებელი ინსტიტუტია? SWIFT-ი საკუთარ თავს პოლიტიკურად ნეიტრალურად ახასიათებს და წინააღმდეგობას უწევს ქვეყნების ქსელიდან ამოღების მოწოდებებს. თუმცა, SWIFT-ი, რომელიც ექვემდებარება ბელგიის კანონმდებლობას, იძულებულია ბელგიის და ევროკავშირის წესებს დაემორჩილოს. ევროკავშირის - რომელმაც რუსეთს არაერთი სანქცია დაუწესა. მიუხედავად იმისა, რომ ქსელი ტექნიკურად დამოუკიდებელია, შეერთებული შტატები ეფექტიანი გავლენით სარგებლობს, რადგან გადახდის ნაკადების 40%-ზე მეტი სწორედ აშშ დოლარში იმართება. მომზადებულია საერთაშორისო მედიის მიხედვით, Politico, Euronews, BBC, Reuters.
ზელენსკი ერდოღანს: შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემების გავლის აკრძალვა უკრაინსითვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის თურქ კოლეგას, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა, ამასთან, აღნიშნა, რომ „შავ ზღვაში რუსეთის სამხედრო გემების გატარებაზე აკრძალვა ძალზე მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. „შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემების გასვლის აკრძალვა და მნიშვნელოვანი სამხედრო და ჰუმანუტარული დახმარება უკრაინსითვის ძალიან მნიშვნელოვანია დღეს. უკრაინელი ხალხი ამას არასდროს დაივიწყებს“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. ვოლოდიმირ ზელენსკისა და რეჯეფ თაიფ ეროდოღანს შორის სატელეფონო საუბარი 26 თებერვალს გაიმართა. თურქეთის პრეზიდენტმა ზელენსკის განუცხადა, რომ ანკარა ცდილობს, მიაღწიოს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას. ცნობისთვის, თურქეთი გაზის იმპორტის ერთ მესამედს რუსეთიდან აწარმოებს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინამ თურქეთს სთხოვა, რუსული გემები არ გაატაროს 25 თებერვალს, Reuters-მა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ციტატა გაავრცელა, რომლის თანახმად, „თურქეთს არ შეუძლია, რუსული სამხედრო ხომალდების წვდომის შეჩერება შავ ზღვაზე თავისი სრუტეების მეშვეობით ისე, როგორც ამას უკრაინა ითხოვს, რადგან ხომალდებს საკუთარ ბაზაზე დაბრუნების უფლებას საერთაშორისო ხელშეკრულება აძლევს“. უკრაინამ 24 თებერვალს სთხოვა თურქეთს, დაკეტოს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები რუსული გემებისთვის, ამის შესახებ ანკარაში უკრაინის ელჩმა, მას შემდეგ განაცხადა, რაც რუსეთმა მეზობელზე საჰაერო და სახმელეთო თავდასხმები განახორციელა. Reuters-ი წერს, რომ 1936 წლის შეთანხმების თანახმად, თურქეთს აქვს კონტროლი ბოსფორსა და დარდანელის სრუტეებზე და არეგულირებს საზღვაო ხომალდების ტრანზიტს. ის ასევე უზრუნველყოფს მშვიდობიან პერიოდში სამოქალაქო გემების თავისუფალ გადაადგილებას და ზღუდავს იმ გემების გადაადგილებას, რომლებიც არ მიეკუთვნებიან შავი ზღვის ქვეყნებს. „მონტრეს საერთაშორისო კონვენციის თანახმად, NATO-ს წევრი თურქეთი აკონტროლებს გემების გადასასვლელს ხმელთაშუა ზღვასა და შავ ზღვას შორის, რაც მას პოტენციურ საკვანძო მოთამაშედ აქცევს რუსეთსა და უკრაინას შორის ნებისმიერ სამხედრო კონფლიქტში“.
იგორ დოლგოვი: საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს რათა უკრაინელებს დახმარება გაუწიოს
ქართველები, უკრაინელები, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში, ასევე საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებენ, რათა უკრაინელებს გაუწიონ დახმარება, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ელჩმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ გახსნა ცხელი ხაზი უკრაინის მოქალაქეებისთვის და აკეთებს ყველაფერს, რათა განათავსოს უკრაინის მოქალაქეები უფასოდ. „მადლიერი ვართ ჩვენი პარტნიორებისა და ჩვენი მეზობელი ქვეყნების, რომელბმაც შექმნეს ყველანაირი პირობა, რომ მიიღონ ჩვენი მოქალაქეები. შექმნილია პირობები ჩვენი მოქალაქეების განთავსებისთვის და ასევე მათ მიერ საზღვრის უპრობლემოდ გადაკვეთისთვის. ირლანდიამ გააუქმა სავიზო რეჟიმი უკრაინის მოქალაქეებისთვის. ბევრმა ქვეყანამ უკან გაიწვია საკუთარი ელჩები და ასევე ქვეყნიდან გამოიყვანა რუსეთის ელჩები. ეს არის სოლიდარობა, საერთშორისო დახმარება და ჰუმანიტარული დახმარება. ეს არის პასუხი შეკითხვაზე, რომელსაც მისვამენ ჩემი კოლეგები, რა შეიძლება გავაკეთოთ ჩვენ უკრაინისთვის. ჩვენ მადლიერი ვართ ყველანაირი დახმარებისთვის, მხარდაჭერისთვის და საქართველოშიც ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ. იმის გამო, რომ ჩვენ გვაქვს ავიამიმოსვლა უკრაინასთან, ასეულებით, მე მგონი უფრო მეტი უკრაინის მოქალაქე ჩარჩა საქართველოში. ქართველები, უკრაინელები, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში, ასევე საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებენ, რათა უკრაინელებს გაუწიონ დახმარება. საქართველოს მთავრობამ გახსნა ცხელი ხაზი უკრაინის მოქალაქეებისთვის და აკეთებს ყველაფერს, რათა განათავსოს უკრაინის მოქალაქეები უფასოდ. მცირე საშუალო და მსხვილი სასტუმროების მეპატრონეები გვეკითხებიან, რა შეიძლება გავაკეთოთ თქვენი მოქალაქეებისთვის და ყველაფერს აკეთებენ, რომ განათავსონ ისინი", - განაცხადა მან. 24 თებერვალს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა
დმიტრო კულებას თქმით, კვიპროსი არ დაბლოკავს რუსეთის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვის გადაწყვეტილებას
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, კვიპროსი არ დაბლოკავს რუსეთის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვის გადაწყვეტილებას. „კვიპროსმა დაადასტურა, რომ არ დაბლოკავს რუსეთის გათიშვის გადაწყვეტილებას. უკრაინული დიპლომატია აგრძელებს 24-საათიან მუშაობას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად და უკრაინის დასაცავად რუსი დამპყრობლებისგან“, – წერს კულება Twitter-ზე. ასევე წაიკითხეთ: რა არის SWIFT-ი და რა გავლენას მოახდენს SWIFT-დან რუსეთის გათიშვა 24 თებერვალს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა
პოლონეთის პრეზიდენტი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ითხოვს
პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების ინიციატივით გამოდის. „პოლონეთი მხარს უწერს უკრაინის გზას ევროკავშირის წევრობისკენ. უკრაინას დაუყოვნებილ უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი და ამის შემდეგ დაიწყოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. უკრაინას უნდა ჰქონდეს წვდომა ევროკავშირის აღდგენის ფონდზე“, - წერს დუდა Twitter-ზე.
მაკრონი: ჩვენ ვდგავართ მოლდოვისა და საქართველოს გვერდით მათი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დასაცავად
საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონს საუბარი ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, შემდგომ მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტთან მაია სანდუსთან. კომუნიკეში აღნიშნულია, რომ ორივე საუბარი შეეხო უკრაინაში არსებული ვითარების შეფასებას და საერთაშორისო საზოგადოების პასუხს რუსეთის აგრესიაზე. „რესპუბლიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ძალისხმევა, მხარი დაუჭიროს ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს ჩვენს პარტნიორებს დაძაბულობისა და დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობის წინააღმდეგ. ჩვენ ვდგავართ მოლდოვისა და საქართველოს გვერდით მათი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დასაცავად. გრძელდება მოვლენებზე ყურადღებით დაკვირვება და კონტაქტი. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა (მაკრონმა) პრეზიდენტი ზურაბიშვილი პარიზში მომავალი კვირის დასაწყისში შეხვედრაზე მიიწვია“, - აღნიშნულია ფრანგული მხარის კომუნუკეში. თავის მხრივ, მაკრონმა ტექსტი განათავსა Twitter გვერდზე. „საქართველო და მოლდოვა ჩვენი კავშირის მეზობელი ქვეყნებია, ისინი ჩვენი პარტნიორები და მეგობრები არიან. მათ პრეზიდენტებს დღეს დილით კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩვენი მზადყოფნა, მხარი დავუჭიროთ მათ დაძაბულობისა და დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობის წინააღმდეგ. კრიზის დროს სოლიდარულები ვართ და ვიქნებით“, - წერს მაკრონი.
აგვისტოს ომის გმირების გიორგი ანწუხელიძის და შმაგი სოფრომაძის მეუღლეები: ჩვენი სოლიდარობა უკრაინელ ხალხს
Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარს აკეთებენ 2008 წლის აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული, საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის მეუღლე მაკა ჩიკვილაძე და უშანგი (შმაგი) სოფრომაძის მეუღლე თეა ტაბატაძე, ისინი თანადგომას უცხადებენ უკრაინელ ხალხს და მიიჩნევენ, რომ საბოლოოდ ღირსება და სამართლიანობა გაიმარჯვებს. უშანგი (შმაგი) შმაგი სოფრომაძის ქვრივი თეა ტაბატაძე: ჩვენი სოლიდარობა და თანადგომა უკრაინელ ხალხს, რომლებიც გმირულად იცავენ საკუთარ მიწაწყალს, ოჯახებს, ღირსებას. ჩვენ და პირადად ჩემს ოჯახს საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი რუსეთის დაუნდობელი პოლიტიკა... ჩემმა ქმარმა სიკვდილი არჩია საქართველოს დროშაზე გადავლას... საბოლოოდ გაიმარჯვებს სამართლიანობა და ღირსება... დღეს ყველამ ნახა მტრის ნამდვილი სახე, მთელმა მსოფლიომ და უკრაინა არაა მარტო. საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის ქვრივი მაკა ჩიკვილაძე: ყველა ტკივილი განახლდა, რასაც ვუყურებთ უკრაინაში. გიორგი ანწუხელიძის ოჯახის თანადგომა უკრაინელ ხალხს. საბოლოოდ გაიმარჯვებს სამართლიანობა, ამის მტკიცედ მჯერა. შეგახსენებთ, შმაგი სოფრომაძე 2008 წლის აგვისტოს ომში ტყვედ ჩავარდა და რუსმა ოკუპანტებმა სახელმწიფო დროშაზე ფეხის დადგმაზე უარის შემდეგ კი დახვრიტეს. „ბრძოლის ველზე დაჭრილი მეგობრის გამოსაყვანად შევიდა. მანამდე რამდენიმე გამოიყვანა კიდეც. ახლა კი... გადმოატრიალა მეგობარი და... ის მკვდარი იყო. თავზარდაცემული შმაგი მართლაც შმაგივით უმისამართოდ გავარდა. თანამებრძოლები გამოედევნენ... არავისი არაფერი ესმოდა. მირბოდა. ბიჭებმა მანამდე სდიეს, სანამ ცხრავე ერთად არ ჩაუვარდა ოსებს ტყვედ. მათგან მხოლოდ შვიდი მებრძოლის გამოხსნა მოხერხდა. შმაგი დახვრიტეს, ხელებზე შეუტყვიათ, ტანკისტი რომ იყო და დახვრიტეს. ის 24 წლის იყო”, - იხსნებდნენ მისი თანამებრძოლები. გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, რუსს სამხედროებს ტყვედ ჩაუვარდა დიდი ხნის განმავლობაში სასტიკად აწამებდნენ, დაკითხვას უწყობდნენ, აიძულებდნენ, ინფორმაცია გაეცა, თუმცა მაინც არ გატყდა... რუსულ მედიაშიც კი გაჟონა ინფორმაციამ რომ თავისი თავგანწირვით ოკუპანტებიც კი გააკვირვა. გიორგი ანწუხელიძე რუსმა სამხედროებმა ცხინვალის მე-5 სკოლასთან ძმათა სასაფლაოზე წამებით მოკლეს. ასევე წაიკითხეთ სახელმწიფო დროშაზე ფეხის დადგმაზე უარის შემდეგ დახვრიტეს... - აგვისტოს ომის გმირებს მეუღლეები Europetime-თან იხსენებენ თითქოს ვხედავ, ზეციურ საქართველოში ჩვენი გმირების გამარჯვებულ სახეებს“, - აგვისტოს ომის გმირების მეუღლეები Europetime-თან სტრასბურგის ისტორიულ გადაწყვეტილებაზე საუბრობენ რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.
Politico: გერმანიამ უკრაინისთვის 400 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნის მიწოდების ნებართვა გასცა
გერმანიამ მოხსნა შეზღუდვა, რომელიც გერმანიაში წარმოებული ლეტალური იარაღის უკრაინისთვის გადაცემას კრძალავდა. შესაბამისად, მე-3 ქვეყნებს, რომლებსაც გერმანული იარაღი აქვთ, შესაძლებლობა ექნებათ ის უკრაინას მიაწოდონ. კერძოდ, გერმანიამ ნიდერლანდის გზით უკრაინისთვის 400 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნის მიწოდების ნებართვა გასცა, რაც საერთაშორისო მედიის შეფასებით, ბერლინის სამხედრო პოლიტიკაში მკვეთრ ცვლილებაზე მიანიშნებს, ევროკავშირისა და NATO-ს მოკავშირეების ზეწოლის ფონზე. ამის შესახებ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით Politico წერს. დღემდე გერმანია მკაცრად იცავდა დიდი ხნის პრაქტიკას და ლეტალურ იარაღს არ გზავნიდა კონფლიქტის ზონებში. „ეს არ ნიშნავს, რომ გერმანიამ მწვანე შუქი აუნთო იარაღის მიწოდებას ზოგადად. ყოველი შემთხვევა ცალკე განიხილება“, - წერს Politico. ნიდერლანდები უკრაინას უმოკლეს ვადაში Stinger-ის 200 საზენიტო რაკეტას მიაწვდის
საქართველოს პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რუსთაველის გამზირზე, უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა. პარლამენტთან არიან რიგითი მოქალაქეები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. აქციის მონაწილეებმა უკრაინის ჰიმნი ააჟღერეს. ცნობისთვის, პარლამენტთან უკრაინის მხარდასაჭერი აქცია 25 თებერვალსაც გაიმართა. უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს მოსახლეობას ჯერ Twitter-ზე გავრცელებული პოსტით, შემდეგ კი, ვიდეომიმართვის დროსაც გადაუხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკი: ვესაუბრე აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ვაფასებთ გაწეულ ჰუმანიტარულ და მედიკამენტებით დახმარებას
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. ზელენსკი ალიევს ტელეფონით ესაუბრა. „ვაგრძელებ მოლაპარაკებებს საერთაშორისო პარტნიორებთან. ვესაუბრე აზერბაიჯანის პრეზიდენტს. ჩვენ ვაფასებთ გაწეულ ჰუმანიტარულ და მედიკამენტებით დახმარებას. მადლობა უკრაინისადმი თქვენი მხარდაჭერისთვის“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე.
ჟან-ივ ლე დრიანმა საქართველოს მიმართ საფრანგეთის მტკიცე მხარდაჭერა დააფიქსირა
საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ივ ლე დრიანი საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან დღეს გამართულ სატელეფონო საუბარს Twitter-ის პირად გვერდზე ეხმაურება. „ჩემს ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან საუბრისას ხაზი გავუსვი საქართველოსადმი საფრანგეთის მტკიცე მხარდაჭერას და მზაობას, დავეხმაროთ საქართველოს. აღნიშნული ასევე დავუდასტურე ჩემს მოლდაველ კოლეგასაც“, - წერს საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საუბრისას, მინისტრებმა განიხილეს უკრაინის საკითხი. დავით ზალკალიანმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო, ხაზი გაუსვა რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევის საპასუხოდ საერთაშორისო თანამეგობრობის თანმიმდევრული და მტკიცე პასუხის მნიშვნელობას. განსაკუთრებული წუხილით აღინიშნა მშვიდობიან მოსახლეობას შორის არსებული მსხვერპლი. ჟან-ივ ლე დრიანმა ხაზი გაუსვა საფრანგეთისა და ევროკავშირის ძალისხმევას უკრაინაში ვითარების დე-ესკალაციისა და ძალადობის შესაჩერებლად. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, კიდევ ერთხელ, დაადასტურა უკრაინის და საქართველოს მიმართ ოფიციალური პარიზის სრული სოლიდარობა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერა. ასევე, აღინიშნა, რომ საქართველო იზიარებს და უერთდება ევროკავშირისა და პარტნიორი სახელმწიფოების პოლიტიკურ განცხადებებს უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. მხარეებმა ისაუბრეს რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოში განხორციელებულ სამხედრო ინტერვენციაზე და იმ მძიმე შედეგებზე, რომლებსაც საქართველო დღემდე განიცდის საკუთარი ტერიტორიების ოკუპაციის და ადგილზე შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული და უსაფრთხოების გარემოს გამო. მინისტრებმა გაიზიარეს პოზიცია, რომ აგრესია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და რომ მძიმე შედეგების შემდგომში თავიდან აცილების მიზნით, მნიშვნელოვანია, რუსეთმა შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც იმ დროს, ასევე საფრანგეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, მედიაციით შედგა. საუბრის დასასრულს, საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გამოთქვა იმედი, რომ ქართულ-ფრანგული სტრატეგიული დიალოგი კვლავაც გაგრძელდება და წლის მეორე ნახევარში თბილისი დიმიტრი ამილახვარის სახელობის ფორმატს უმასპინძლებს. 26 თებერვალს, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ, ჯოზეფ ბორელსაც ესაუბრა.
ბორელი: ევროკავშირი უკრაინისა და მისი აღმოსავლეთ პარტნიორების გვერდით დგას
ევროკავშირი დგას უკრაინისა და მისი აღმოსავლეთ პარტნიორების გვერდით“, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლემა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა, საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ მკაფიოდ აღინიშნა ევროკავშირის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და ის განსაკუთრებული ყურადღება, რაც ევროკავშირის და წევრი სახელმწიფოების მხრიდან გამახვილებულია პარტნიორ საქართველოზე, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე სამხედრო აგრესიის ფონზე. მხარეებმა შეშფოთება გამოთქვეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, უმაღლესი წარმომადგენლის მხრიდან გაიცვალა ინფორმაცია ევროკავშირის მხრიდან რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევის საპასუხოდ გატარებული ზომების შესახებ. აღინიშნა, რომ საქართველო იზიარებს და მხარს უჭერს ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებულ პოლიტიკურ განცხადებებს შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. მხარეებმა ხაზი გაუსვეს უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის მყისიერად დასრულების აუცილებლობას და ამისათვის ყველა საერთაშორისო მექანიზმის გამოყენების აუცილებლობას. მხარეებმა ისაუბრეს რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოში განხორციელებულ სამხედრო ინტერვენციაზე და იმ მძიმე შედეგებზე, რომელსაც საქართველო დღემდე განიცდის საკუთარი ტერიტორიების ოკუპაციის და ადგილზე შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული და უსაფრთხოების გარემოს გამო. ჟან-ივ ლე დრიანმა საქართველოს მიმართ საფრანგეთის მტკიცე მხარდაჭერა დააფიქსირა
ანკარა: ერდოღანმა ზელენსკის განუცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რაც შეიძლება მალე მიღწევას ცდილობს
თურქეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ შაბათს სატელეფონო საუბარი გამართეს და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს. ანკარის ცნობით, ერდოღანმა ზელენსკის განუცხადა, რომ უკრაინაში ზავის რაც შეიძლება მალე მიღწევას ცდილობს. „მოლაპარაკებების დროს, მხარეებმა უკრაინაში განვითარებული მოვლენები და რუსეთის სამხედრო ინტერვენციის საკითხი განიხილეს. პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ცდილობს უზრუნველყოს ზავის რაც შეიძლება მალე გამოცხადება, რაც გარანტიას იძლევა, რომ აღარ იქნება სიკვდილი და უკრაინა აღარ დაზარალდება“, - განუცხადეს ჟურნალისტებს თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
საქართველოს პრეზიდენტმა ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში უკრაინის მიმართ მხარდაჭერა დააფიქსირა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა და უკრაინის მიმართ მხარდაჭერა დაფიქსირა. შესაბამისი პოსტი პრეზიდენტის Twitter-ზე განთავსდა „ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და დავაფიქსირე საქართველოს სრული სოლიდარობა უკრაინის ხალხისადმი. ამ ტრაგიკულ დროს უკრაინისთვის და მთელი ევროპისთვის, პრეზიდენტი ზელენსკი სამაგალითო ლიდერია. მთელი საქართველო დგას უკრაინის გვერდი“, - წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი Twitter-ზე.
გერმანია უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და „სტინგერებს“ მიაწვდის
გერმანია აცხადებს, რომ უკრაინას გაუგზავნის 1000 ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და 500 „სტინგერს“ მიაწვდის. საერთაშორისო მედიის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება გერმანიის მთავრობამ დაამტკიცა. „იარაღი „რაც შეიძლება სწრაფად მიეწოდება უკრაინას“, ნათქვამია მთავრობის განცხადებაში. ამასთან, ვრცელდება თავად კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებაც. „რუსეთის შეჭრა უკრაინაში, გარდამტეხ მომენტზე მიუთითებს. ის საფრთხეს უქმნის მთელ ჩვენს ომისშემდგომ წესრიგს. ჩვენი მოვალეობაა, მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი უკრაინას, დაიცვას თავი პუტინის დამპყრობელი არმიისგან. სწორედ ამიტომ, უკრაინაში ჩვენს მეგობრებს ვაწვდით 1000 ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და 500 სტინგერის რაკეტას. გერმანია უკრაინის გვერდით დგას", - განაცხადა შოლცმა. Politico: გერმანიამ უკრაინისთვის 400 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნის მიწოდების ნებართვა გასცა
უკრაინული მედიის ცნობით, რუსული ჯარი ხარკოვში შევიდა
რუსული ძალები ხარკოვში, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქში შევიდნენ, ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ. მათივე ცნობოთ, ქალაქის შიგნით მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. ინფორმაციას ავრცელებს ადგილობრივი და საერთაშორისო მედია. ხარკოვის რეგიონულმა ადმინისტრაციამ მოსახლეობას თავშესაფარში დარჩენისკენ მოუწოდა: არ დატოვოთ თავშესაფრები! უკრაინის შეიარაღებული ძალები ანადგურებენ მტერს. მოსახლეობას სთხოვენ, არ გამოვიდნენ ქუჩებში.
აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს
აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს. თეთრი სახლის განცხადებით, რუსეთისთვის დაგეგმილია ისეთი სანქციები, რომლის შედეგადაც რუსეთი ვერ გამოიყენებს თავის ცენტრალურ ბანკს თავისი ვალუტის მხარდასაჭერად. „ავამუშავებთ მრავალმხრივ ტრანსატლანტიკურ სამუშაო ჯგუფს, რათა ამოცნობილი, ლოკალიზებული და გაყინული იყოს სანქცირებული რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივები. მომავალ კვირას ავამუშავებთ მრავალმხრივ ტრანსატლანტიკურ სამუშაო ჯგუფს, რათა ამოცნობილი, ლოკალიზებული და გაყინული იქნას სანქცირებული რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივები - მათი იახტები, სასახლეები და მანკიერი გზით მოპოვებული სხვა შენაძენები, რომელთა ამოცნობას და კანონის ძალით დაყადაღებასაც შევძლებთ", - ნათქვამია თეთრი სახლის ინფორმაციაში.
ილონ მასკი: უკრაინაში Starlink-ი ჩაირთო
SpaceX-ის მილიარდერმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი კომპანიის სატელიტური მომსახურება უკრაინაში ჩაირთო და SpaceX-ი კიდევ მეტ ტერმინალს გზავნის ქვეყანაში, სადაც ინტერნეტის მუშაობაში წყვეტა რუსეთის სამხედრო შეჭრამ გამოიწვია. „Starlink-ის მომსახურება აქტიურია უკრაინაში. გზაშია მეტი ტერმინალი“, - დაწერა მასკმა Twitter-ზე. მასკმა უკრაინის მთავრობის წარმომადგენელს უპასუხა, რომელმაც მას Starlink-ის სადგურებით მომარაგება სთხოვა. „ ვიდრე თქვენ მარსის კოლონიზებას ცდილობთ, რუსეთი უკრაინის ოკუპაციას ცდილობს. ვიდრე თქვენი რაკეტები წარმატებით ბრუნდება კოსმოსიდან, რუსეთის რაკეტები უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობას უტევს“, - წერდა Twitter-ზე ვიცე-პრემიერი, მიხაილო ფედოროვი. უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრამ პრობლემები ინტერნეტის მუშაობა შეაფერხა. ელონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ შემუშავებული სატელიტური ინტერნეტ პროვაიდერი, Starlink დედამიწის დაბალი ორბიტის თანამგზავრებს იყენებს, რათა მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი მთელ მსოფლიოში უზრუნველყოს. ამ ტექნოლოგიას შეუძლია, ინტერნეტით უზრუნველყოს მისადგომად რთულ ადგილებში მცხოვრები მოსახლეობა, რომლებთანაც ვერ აღწევს ბოჭკოვანი ოპტიკური კაბელები და ფიჭური კავშირი. ეს ტექნოლოგია ასევე მნიშვნელოვანია ისეთ ვითარებებში, როცა ქარიშხალი, ან სხვა ბუნებრივი კატასტროფა კომუნიკაციაში წყვეტას იწვევს.