ძებნის რეზულტატი:
პესკოვის ინფორმაციით, რუსეთის დელეგაცია უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებებისთვის ბელორუსში ჩავიდა
რუსეთის დელეგაცია უკრაინელებთან მოლაპარაკებისთვის ბელარუსში უკვე ჩავიდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა. მისივე თქმით, დელეგაციაში შედიან საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს და სხვა დეპარტამენტების, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. „ჩვენ მზად ვიქნებით ამ მოლაპარაკებების დასაწყებად გომელში“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.
სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს
შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, SWIFT საერთაშორისო გადახდის სისტემაზე სანქცირებული რუსული ბანკების წვდომა დაბლოკონ. ზომები მიზნად ისახავს, პუტინს შეეზღუდოს 630 მილიარდი დოლარის გამოყენება ცენტრალური ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვებიდან, რათა რუბლის გაუფასურება შეაკავოს. ევროკომისიასთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, იტალიასთან, გაერთიანებულ სამეფოსა და კანადასთან ერთად, შეერთებული შტატები მხარს უჭერს სანქცირებული რუსული ბანკების გაძევებას SWIFT-დან. „გრძელდება ჩვენი ერთობლივი, ისტორიული კოორდინაცია. ლიდერებმა გადაწყვიტეს, გათიშონ სანქცირებული ძირითადი რუსული ბანკები SWIFT-იდან, მიზანში ამოიღონ რუსეთის ცენტრალური ბანკი და აამოქმედონ სამუშაო ჯგუფი, რომელიც სანქცირებული რუსული კომპანიებისა და ოლიგარქების აქტივებს გამოავლენს. ლიდერები ვალდებულებას იღებენ, მიზანში ამოიღონ რუსეთის ცენტრალური ბანკი, რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტი. ვგეგმავთ ისეთი ზომების მიღებას, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს თავისი ცენტრალური ბანკის გამოყენება საკუთარი ვალუტის გასამყარებლად და ჩვენი სანქციების გავლენის შესამცირებლად. მიმდინარე კვირაში ჩვენ გავააქტიურებთ მრავალმხრივ ტრანსატლანტიკურ სამუშაო ჯგუფს, სანქცირებული რუსული კომპანიებისა და ოლიგარქების აქტივების გამოსავლენად, მოსაძებნად და გასაყინად - მათი იახტების, მათი სასახლეებისა და ნებისმიერი სხვა უკანონო შემოსავლის, რომელიც შეგვიძლია, ვიპოვოთ და გავყინოთ კანონის შესაბამისად. ჩვენ, ასევე, ვიღებთ ვალდებულებას, მივიღოთ ზომები მოქალაქეობის გაყიდვის შესამცირებლად, ე.წ. ოქროს პასპორტების, რომელიც შესაძლებლობას აძლევს რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებულ მდიდარ რუსებს, გახდნენ გარკვეული ქვეყნის მოქალაქეები, რათა მიიღონ წვდომა ჩვენს ფინანსურ სისტემებზე“, - აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში. ამასთან, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები სანქციების პაკეტს კვირას საღამოს ვირტუალურ შეხვედრაზე განიხილავენ, რაც მიმდინარე კვირაში უკვე მეოთხე შეკრება იქნება. საერთაშორისო მედიის ცნობით, ევროკავშირმა რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების პარალიზება გადაწყვიტა რაც საშუალებას მისცემს მისი ტრანზაქციები გაყინოს. ასევე, ევროკავშირი გათიშავს რუსეთის ბანკების ნაწილს SWIFT-ის სისტემისგან. ევროკავშირი გეგმავს, რუს ოლიგარქებს აუკრძალოს ფინანსური აქტივების გამოყენება ევროკავშირის ბაზრებზე. „როდესაც რუსული ძალები ახორციელებენ თავდასხმას კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე, ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, გავაგრძელოთ რუსეთისთვის უზარმაზარი ფასის დაკისრება. ხარჯები, რომლებიც რუსეთის კიდევ უფრო იზოლირებას მოახდენს საერთაშორისო ფინანსური სისტემისა და ჩვენი ეკონომიკებისგან“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მისივე თქმით, ყველა სანქცია, რაც დაწესებულია ან დაწესდება რუსეთის წინააღმდეგ, მნიშვნელოვნად დააზარალებს პუტინს, რომ ომი დააფინანსოს. „ჩვენ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების პარალიზებას მოვახდენთ. ეს გაყინავს მის ტრანზაქციებს. ყველა ეს ღონისძიება მნიშვნელოვნად დააზარალებს პუტინს, დააფინანსოს ომი. პუტინი დაადგა გზას, რომლის მიზანი იყო უკრაინის განადგურება, მაგრამ ის, რასაც აკეთებს, ფაქტობრივად ანგრევს საკუთარი ქვეყნის მომავალს", - გაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა. ასევე წაიკითხეთ: რა არის SWIFT-ი და რა გავლენას მოახდენს SWIFT-დან რუსეთის გათიშვა
ჯო ბაიდენი: ორი ვარიანტი გვაქვს, დავიწყოთ მესამე მსოფლიო ომი ან დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი ფასს გადაიხდის
რუსეთი დიდ ფასს გადაიხდის როგორც გრძელ, ისე მოკლევადიან პერსპექტივაში უკრაინაში შეჭრის, აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და აღნიშნავს, რომ კონფლიქტი ევროპასა და NATO-ს აახლოებს, სანქციებზე საუბრისას, ბაიდენმა განაცხადა, რომ ეს ერთადერთი საშუალებაა რუსეთის დასასჯელად. „ჩვენ ორი ვარიანტი გვაქვს - დავიწყოთ მესამე მსოფლიო ომი, ფიზიკურად ვეომოთ რუსეთს, ან მეორე - დავრწმუნდეთ, რომ ქვეყანა, რომელიც საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ მოქმედებს, ამისთვის ფასს გადაიხდის“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა CNN-ის ცნობით. ასევე წაიკითხეთ: სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.
ზელენსკი: მინსკში მოლაპარაკებების გამართვა შესაძლებელი იქნებოდა, თუკი რუსეთი უკრაინას ბელორუსის ტერიტორიიდან არ დაესხმებოდა თავს
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მინსკში მოლაპარაკებების გამართვას შეუძლებლად მიიჩნევს იმ ფონზე, როდესაც უკრაინას რუსეთი ბელორუსის ტერიტორიიდან ესხმის თავს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელორუსის მოქალაქეებს მიმართა. ზელენსკის განცხადებით, ბელორუსის ტერიტორიიდან რუსეთის ფედერაციის ჯარები უკრაინაში რაკეტებს უშვებენ, რის შედეგად იღუპება ხალხი და ნადგურდება სახლები. „თქვენი ტერიტორიიდან აგრესიული ქმედება რომ არ მომხდარიყო, შეგვეძლო მინსკში გველაპარაკა. მოლაპარაკებების ადგილად სხვა ქალაქების გამოყენება შესაძლებელია. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა მშვიდობა, გვინდა შეხვედრა, გვინდა ომის დასრულება. ვარშავა, ბრატისლავა, ბუდაპეშტი, სტამბული, ბაქო - ჩვენ შევთავაზეთ ისინი რუსებს. ნებისმიერი სხვა ქალაქიც გვაწყობდა - ქვეყანაში, რომლის ტერიტორიიდან რაკეტებს ჩვენკენ არ ისვრიან. ეს არის ერთადერთი გზა, რომ გულწრფელი მოლაპარაკებები და ომის დასრულება შესაძლებელი იყოს“,- განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკის თქმით, „დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში არ არსებობს არცერთი ობიექტი, რომელსაც ოკუპანტები არ თვლიან მართებულ სამიზნედ, ყველას ებრძვიან, ყველა ცოცხალ არსებას ებრძვიან - საბავშვო ბაღებს, საცხოვრებელ კორპუსებს და სასწრაფო დახმარების მანქანასაც კი. ისინი იყენებენ სარაკეტო არტილერიას, რაკეტებს მთელი ურბანული ტერიტორიების წინააღმდეგ, რომლებსაც არ აქვთ და არასდროს ჰქონიათ სამხედრო ინფრასტრუქტურა. ზელენსკის თქმით, ქვეყნის ბევრი ქალაქი ახლა უბრალოდ გადარჩა. „ომში, რომელიც ახლა მიმდინარეობს, თქვენ (ბელორუსი) ჩვენთან ერთ მხარეს არ ხართ. თქვენი ტერიტორიიდან რუსეთის ფედერაციის ჯარები უკრაინაში რაკეტებს უშვებენ. ჩვენი შვილები თქვენი ტერიტორიიდან იღუპებიან, ჩვენი სახლები ნადგურდება, ისინი ცდილობენ ააფეთქონ ყველაფერი, რაც აშენებულია ათწლეულების განმავლობაში - და, სხვათა შორის, არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ჩვენი მამების, ჩვენი ბაბუების. ეს ყველაფერი ასევე დე ფაქტო რეფერენდუმია თქვენთვის, ბელარუსებისთვის. თქვენ წყვეტთ ვინ ხართ. თქვენ წყვეტთ ვინ იქნებით, როგორ შეხედავთ თქვენს შვილებს თვალებში, როგორ შეხედავთ ერთმანეთს, მეზობლებს. ჩვენ თქვენი მეზობლები ვართ. ჩვენ უკრაინელები ვართ. იყავი ბელარუსი და არა რუსეთი! ამ არჩევანს თქვენ ახლა აკეთებთ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ასევე წაიკითხეთ: პესკოვის ინფორმაციით, რუსეთის დელეგაცია უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებებისთვის ბელორუსში ჩავიდა
უკრაინის ჯარში „საერთაშორისო ლეგიონი“ იქმნება, ქვეყანა მოხალისეებს დახმარებას სთხოვს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმ მოხალისეებს მიმართა, რომლებსაც სურთ, იბრძოლონ უკრაინის დასაცავად. რადიო თავისუფლების ცნობით, ზელენსკიმ უკრაინის არმიაში ახალი ქვედანაყოფის, უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ინტერნაციონალური ლეგიონის ჩამოყალიბების შესახებ გამოაცხადა, რომელშიც გაწევრიანება შეეძლებათ იმ უცხოელებს, ვისაც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ სურთ ბრძოლა. „ყველა უცხოელს, რომელსაც სურს, რუს ოკუპანტებთან ბრძოლა სურს და მსოფლიო უსაფრთხოების დაცვას შეუერთდეს, უკრაინის ხელმძღვანელობა სთავაზობს ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლას და ტერიტორიული თავდაცვის ძალების შევსებას. უცხოელებისთვის ყალიბდება ცალკე ქვედანაყოფი – უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ინტერნაციონალური ლეგიონი. სწორედ ეს იქნება თქვენი გადამწყვეტი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისათვის", – ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაში. საერთაშორისო ლეგიონში გაწევრიანების მსურველებმა უნდა მიმართონ მათ ქვეყანაში უკრაინის საელჩოებს, ინფორმაცია კი გაწევრიანების პირობების შესახებ, საელჩოების ვებგვერდებზე მოიძიონ. უკრაინის პრეზიდენტის 2016 წლის განკარგულებით უცხოელებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სამსახური ნებაყოფლობითი კონტრაქტით შეუძლიათ.
ქვეყნები, რომლებმაც რუსეთისთვის საჰაერო სივრცე დახურეს
რუსეთის ავიაკომპანიებს ქვეყნის დასავლეთით თითქმის სრული ბლოკადა ემუქრებათ. BBC-ის ცნობით, ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნების უმეტესობა ფრენების აკრძალვას აპირებს. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ოფიციალური გადაწყვეტილება მალე იქნება ხელმისაწვდომი. ფინეთმა, რომელიც ესაზღვრება რუსეთს, დანიასა და ავსტრიას, კვირას განაცხადა, რომ აკრძალვებს დააწესებს. რუსეთისთვის დაწესებულ შეზღუდვას ირლანდიაც უერთდება. ამ დროისთვის რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე დახურეს: ბულგარეთმა, ჩეხეთმა, გერმანია, პოლონეთმა და დიდმა ბრიტანეთმა. ესტონეთმა, ლატვიამ, სლოვენიამ და ლიეტუვამ 26 თებერვალს განაცხადეს, რომ აკრძალავენ ზოგიერთ ფრენას რუსეთიდან. რიგ ქვეყნებს შეზღუდვებს უწესებს რუსეთიც. რუსეთის საკუთრებაში არსებული თვითმფრინავები, მათ შორის კერძო თვითმფრინავები, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის საჰაერო სივრცეში ვეღარ შედიან. რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს. 26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ რუსეთის ძალებმა 4300-მდე ჯარისკაცი დაკარგეს
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ ამ დროისთვის რუსეთის ძალებმა 4300-მდე ჯარისკაცი დაკარგეს. სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ 24-26 თებერვალს განადგურდა 706 რუსული ჯავშანტრანსპორტიორი, 146 ტანკი, 27 თვითმფრინავი და 26 ვერტმფრენი. 49 ქვემეხი, ერთი საჰაერო თავდაცვის სისტემა „ბუკი“, ოთხი რაკეტა „გრადი“, 30 ერთეული ავტოტექნიკა, ორი დრონი, ორი კატარღა და გემი. ინფორმაცია სავარაუდო და დასაზუსტებელია. თავდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, რთულია ბრძოლის შემდეგ ინფორმაციის შეგროვება, ვინაიდან მეთაურები ძირითადად საბრძოლო მოქმედებების წარმოებაზე არიან კონცენტრირებული. რუსეთის მხარე მონაცემებს არ აქვეყნებს.
ზელენსკი გუტერეშს: ჩამოერთვას აგრესორ ქვეყანას გაეროს უსაფრთხოების საბჭოში ხმის უფლება, რუსეთის მოქმედებებს მიენიჭოს უკრაინელი ხალხის გენოციდის კვალიფიკაცია
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს მოუწოდა რუსეთის ფედერაციის მოქმედებებს უკრაინელი ხალხის გენოციდის კლასიფიკაცია მიანიჭოს. ამის შესახებ ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა. ჩამოერთვას აგრესორ ქვეყანას გაეროს უსაფრთხოების საბჭოში ხმის უფლება, რუსეთის ფედერაციის მოქმედებებსა და განცხადებებს მიენიჭოს უკრაინელი ხალხის გენოციდის კვალიფიკაცია. დაგვეხმარონ რუსი ჯარისკაცების ცხედრების რუსეთში გადასვენებაში. ამ თემებზე ვისაუბრე გაეროს გენერალურ მდივანთან
UNWTO-ს გენმდივანი წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რუსეთს წევრობა შეუჩერონ
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რუსეთს წევრობა შეუჩერონ. ამის შესახებ ზურაბ პოლოლიკაშვილი Twitter-ზე წერს. „რუსეთის სამხედრო აგრესია, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ადამიანების, მშვიდობიანი მოქალაქეების გაუბედურებას იწვევს და მთელ მსოფლიოს საფრთხეს უქმნის. ეს ქმედებები UNWTO-ს ფუნდამენტურ მიზნებს ეწინააღმდეგება. როგორც UNWTO-ს გენერალური მდივანი, ჩემი მოვალეობაა, მოვუწოდო ორგანიზაციის სხვა წევრ ქვეყნებს, შეუჩერდეს რუსეთის ფედერაციას წევრობა UNWTO-ს წესდების შესაბამისად“, - წერს ზურაბ პოლოლიკაშვილი.
უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ჰააგაში სარჩელი შეიტანა
უკრაინა რუსეთს ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ) უჩივის. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 27 თებერვალს Twitter-ზე გაავრცელა. მისი შეფასებით, „რუსეთის კრიმინალური მოქმედებები უკრაინაში“ გენოციდის ნიშნებს შეიცავს. „რუსეთმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა აგრესიის გასამართლებლად გენოციდის ცნების მანიპულირებისთვის. ჩვენ ვითხოვთ გადაუდებელ გადაწყვეტილებას, რომელიც რუსეთს დაავალდებულებს, შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები ახლავე და ველით, რომ სასამართლო პროცესი მომავალ კვირას დაიწყება“, - განაცხადა ზელენსკიმ. (ICJ) გაეროს საერთაშორისო სასამართლო, გაეროს მთავარი სამართლებრივი ორგანოა. მდებარეობს ქალაქ ჰააგაში. გაეროს საერთაშორისო სასამართლო ექვსიდან ერთადერთი მთავარი ორგანოა, რომელიც ნიუ-იორკში არ არის განთავსებული.
ზელენსკი აცხადებს, რომ ლუკაშენკოს ესაუბრა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვირას თავის ტელეგრამის არხზე განაცხადა, რომ ბელორუსის ლიდერს ალექსანდრე ლუკაშენკოს ესაუბრა. სხვა დეტალებს ზელენსკი არ ავრცელებს. მანამდე, კიევმა უარყო მოლაპარაკებების შესაძლებლობა ბელორუსში, რასაც მას რუსეთი სთავაზობს. ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები შესაძლებელი იქნებოდა, თუკი რუსეთი უკრაინას ბელორუსის ტერიტორიიდან არ დააესხმებოდა თავს.
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ პუტინს საპატიო პრეზიდენტობა შეუჩერა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეჭრის გამო, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) საპატიო პრეზიდენტი აღარ იქნება. გადაწყვეტილების შესახებ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ კვირას გამოაცხადა. IJF-მა პარასკევს განაცხადა, რომ გააუქმა 20-22 მაისის ღონისძიება რუსეთში. „ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია სინანულით აცხადებს, რომ 2022 წლის გრანდ სლემი რუსეთში, ყაზანში გაუქმებულია", - განაცხადა IJF-ის პრეზიდენტმა მარიუს ვიზერმა.
ლუკაშენკო: დასავლეთის სანქციები რუსეთს მესამე მსოფლიო ომისკენ უბიძგებს
ბელორუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ დასავლეთი, რომელსაც სურს გაანადგუროს რუსეთი სანქციების გამოყენებით, რუსეთის ფედერაციას მესამე მსოფლიო ომისკენ უბიძგებს. რადიო თავისუფლების ცნობით, ლუკაშენკო აფრთხილებს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ მინსკისა და მოსკოვის პასუხი დასავლეთის სანქციებზე მნიშვნელოვანი იქნება. „ამ სიტუაციაში ერთი რამ უნდა გესმოდეთ: არის ასეთი სანქციები. ახლა იქ [დასავლეთში] ბევრს ლაპარაკობენ საბანკო სექტორის წინააღმდეგ. გაზი, ნავთობი, SWIFT-ი. ეს ხომ ომზე უარესია. ეს უბიძგებს რუსეთს მესამე მსოფლიო ომისკენ. აქ უნდა იყვნენ თავშეკავებული, რომ არ შეცდნენ. იმიტომ, რომ ბირთვული ომი - ეს დასასრულია”, - ლუკაშენკოს სიტყვები მისმა პრესსამსახურმა გაავრცელა. დღესვე, რეფერენდუმზე მისულმა ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რაც უკრაინაში ხდება, არა ომი, არამედ კონფლიქტია, რომელიც ომში ორ დღეში გადაიზრდება, სამ დღეში კი „ხორცსაკეპ მანქანად" გადაიქცევა.
გერმანია ბუნებრივი აირის მარაგების გაზრდის მიზნით ორ ტერმინალს ააშენებს, რათა რუსეთის გაზზე დამოკიდებულება შემცირდეს
გერმანია ბუნებრივი აირის მარაგების გაზრდის მიზნით ორ ტერმინალის ააშენებს, რათა რუსეთის გაზზე დამოკიდებულება შემცირდე. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა. „ჩვენ მეტს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხო ენერგომომარაგება. ჩვენ უნდა შევცვალოთ კურსი, რათა დავძლიოთ ჩვენი დამოკიდებულება იმპორტზე ენერგიის ინდივიდუალური მიმწოდებლებისგან“, - განაცხადა შოლცმა ბუნდესტაგის სპეციალურ სხდომაზე.
პუტინთან დაახლოებული რუსი ოლიგარქი: ომი ვერასოდეს იქნება პასუხი. სისხლისღვრა უნდა დასრულდეს
მიხაილ ფრიდმანმა, რუსეთის ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა განაცხადა, რომ ომი უკრაინაში ტრაგედიაა და სისხლისღვრა უნდა შეწყდეს. უკრაინაში დაბადებული, პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი ფრიდმანი, რომელიც ჩვეულებრივ თავს არიდებს პოლიტიკურ განცხადებებს, პირველი რუსი ბიზნესმენია, რომელიც ომის წინააღმდეგ ალაპარაკდა. 27 თებერვალს, ლონდონში დაფუძნებული ფირმის LetterOne-ის თანამშრომლებს გაგზავნილ წერილში მილიარდერმა თქვა, რომ ომი ტრაგედიაა როგორც უკრაინელი, ასევე რუსი ხალხისთვის. ლონდონში მდებარე კერძო სააქციო კაპიტალის ფირმის LetterOne-ის თანამშრომლებს გაგზავნილ წერილში, რომელიც Financial Times-მა მოიპოვა, მილიარდერი წერს: „მე მხოლოდ მაღ შემიძლია შევუერთდე, ვისი სურვილიც არის სისხლისღვრის დასრულება. მე დავიბადე დასავლეთ უკრაინაში და ვცხოვრობდი იქ 17 წლამდე. ჩემი მშობლები უკრაინის მოქალაქეები არიან და ცხოვრობენ ლვოვში, ჩემს საყვარელ ქალაქში. მაგრამ მე ასევე გავატარე ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი, როგორც რუსეთის მოქალაქემ, ვაშენებდი და ვზრდიდი ბიზნესს. მე ღრმად ვარ დაკავშირებული უკრაინელ და რუს ხალხთან და ამ კონფლიქტს ვუყურებ როგორც ორივეს ტრაგედიას. არ ვაკეთებ პოლიტიკურ განცხადებებს, მე ვარ ბიზნესმენი, რომელიც პასუხისმგებელია ჩემი ათასობით თანამშრომლის წინაშე რუსეთსა და უკრაინაში. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ომი ვერასოდეს იქნება პასუხი. ეს კრიზისი დააზარალებს ორ ერს, რომლებიც ასობით წლის განმავლობაში ძმობდნენ“, - წერს ფრიდმანი Forbes-ის რუსული გამოცემა მის ქონებას 15,5 მილიარდ დოლარად აფასებს.
პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა - BBC
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შემაკავებელი ძალების სპეციალურ საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმზე გადასვლის შესახებ გასცა ბრძანება. ამის შესახებ BBC იუწყება. პუტინმა შესაბამისი განცხადება თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროს ვალერი გერასიმოვთან შეხვედრისას გააკეთა. გარველებული ცნობით, ეს მზადყოფნა, შესაძლოა, ბირთვულ ძალებსაც მოიცავდეს.
იტალია რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცეს ხურავს
იტალიამ რუსული თვითმფრინავებისთვის თავისი საჰაერო სივრცის დახურვა გადაწყვიტა. განაცხადა პრემიერ-მინისტრის ოფისმა კვირას და შეუერთდა ევროპის ქვეყნების რიგს, მათ შორის ბრიტანეთს და გერმანიას, რომლებმაც უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ იგივე ზომები მიიღეს.
რუსეთის ნაბიჯი ბირთვული იარაღის გამოყენების განზრახვაზე მიუთითებს? - BBC-ს ანალიზი
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უბრძანა რუს სამხედროებს, თავისი ბირთვული ძალები "სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანონ - ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC განმარტავს, რომ ეს რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო ძალებისთვის განგაშის უმაღლესი დონეა. სამხედრო მაღალჩინოსნებთან საუბრისას, პუტინმა განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა განახორციელეს „არამეგობრული ქმედებები" რუსეთის მიმართ და დააწესეს „არალეგიტიმური სანქციები“. რუსეთის ლიდერმა უკვე გამოსცა გაფრთხილება, რომ მზად იყო, გამოეყენებინა ბირთვული იარაღი უკრაინაში. უფრო კონკრეტულად, რუსეთის ნაბიჯი ბირთვული იარაღის გამოყენების განზრახვაზე მიუთითებს? - BBC ამის შესახებ ანალიზს გვთავაზობს. „გასულ კვირას პუტინმა გააფრთხილა, ყველა „ვინც შეეცდება რუსეთის შეფერხებას“ დაინახავს შედეგებს: „ასეთი თქვენს ისტორიაში არასოდეს გინახავთ“, - მოჰყავს პუტინის ციტატა BBC-ს. მისივე თანახმად, მაღალი განგაშის სტატუსზე საჯარო გადასვლა, მოსკოვის მიერ გამაფრთხილებელი მესიჯის გაგზავნას ნიშნავს, რაც სავარაუდოდ, გაუადვილებს თავისი სავარაუდო მიზნის სწრაფად განხორციელებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამჟამად არსებობს ბირთვული იარაღის გამოყენების განზრახვა.„რუსეთს მსოფლიოში ბირთვული იარაღის ყველაზე დიდი მარაგი აქვს, მაგრამ ასევე იცის, რომ NATO-ს ასევე აქვს საკმარისი რესურსი იმისათვის, რომ გაანადგუროს რუსეთი. მაგრამ მისი მიზანია, სავარაუდოდ, შეეცადოს შეაფერხოს NATO-ს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, შიშის შექმნით იმის შესახებ, თუ რამდენად შორს არის წამსვლელი და შექმნას გაურკვევლობა იმის შესახებ, თუ რა სახის მხარდაჭერას მიიჩნევს ის უკრაინისთვის ზედმეტად“, - წერს უსაფრთხოების საკითხებში BBC-ს მიმომხილველი. პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს. 26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს
აშშ-ის პასუხი პუტინის მიერ „ბირთვული ძალების განსაკუთრებულ მზადყოფნაში“ მოყვანაზე
აშშ რუსეთის ბირთვული ძალების „განსაკუთრებულ“ მზადყოფნაში მოყვანის შესახებ პრეზიდენტ პუტინის ბრძანებას გამოეხმაურა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში, ლინდა თომას-გრინფილდმა, CBS News-თან ინტერვიუში ამ ნაბიჯს „მიუღებელი“ უწოდა. „ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტი პუტინი განაგრძობს ომის ესკალაციას სრულიად მიუღებელი გზით და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მისი ქმედებების მაქსიმალურად ძლიერი ნაბიჯებით შეჩერება“, - განაცხადა ელჩა. პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. რუსეთის ნაბიჯი ბირთვული იარაღის გამოყენების განზრახვაზე მიუთითებს? - BBC-ს ანალიზი
კულება: პუტინი უკრაინაზე ზეწოლას ცდილობს, მაგრამ უკრაინა არ დაეცემა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ბირთვული ძალების „განსაკუთრებულ“ მზადყოფნაში მოყვანის შესახებ პრეზიდენტ პუტინის ბრძანებას მოლაპარაკებების წინ უკრაინაზე ზეწოლის მცდელობად აფასებს. „პუტინის ბირთვული საფრთხე მოლაპარაკებების წინ, უკრაინაზე ზეწოლის მცდელობაა. პუტინის ბრძანება რუსული ბირთვული შემაკავებელი ძალების მზადყოფნაში მოყვანის შესახებ მალევე გავრცელდა მას შემდეგ, რაც გამოცხადდა, რომ ორი დელეგაცია მზად იყო შეხვედრისთვის. მაგრამ უკრაინა არ დაეცემა. ჩვენ მივდივართ იქ, რათა მოვუსმინოთ, რას ამბობს რუსეთი და ვეტყვით რას ვფიქრობთ ამ ყველაფერზე. ჩვენ სისხლი გვდის, მაგრამ წარმატებით ვიცავთ თავს. ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან სატელეფონო საუბრისას, ზელენსკიმ შეთანხმდა, რომ უკრაინის დელეგაცია რუსულ დელეგაციას წინაპირობების გარეშე შეხვდება უკრაინა-ბელორუსიის საზღვარზე, მდინარე პრიპიატთან. რუსეთის ნაბიჯი ბირთვული იარაღის გამოყენების განზრახვაზე მიუთითებს? - BBC-ს ანალიზი პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა.