ძებნის რეზულტატი:
სტოლტენბერგი პუტინის გადაწყვეტილებაზე: საშიში რიტორიკაა
პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება, მოიყვანოს თავისი ბირთვული ძალები მზადყოფნაში, „უპასუხისმგებლო ქცევა და საშიში რიტორიკაა“, ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა CNN-ს განუცხადა. „რა თქმა უნდა, თუ გააერთიანებთ ამ რიტორიკას და იმას, რასაც ისინი აკეთებენ უკრაინაში, აწარმოებენ ომს დამოუკიდებელი სუვერენული ერის წინააღმდეგ, ახორციელებენ უკრაინაში სრულფასოვან შეჭრას, ეს სიტუაციას სერიოზულობას მატებს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
NATO: უკრაინაში ათასობით ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, ასობით საჰაერო თავდაცვის რაკეტა, საბრძოლო მასალის მარაგი იგზავნება
NATO-ს მოკავშირეები აძლიერებენ უკრაინის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას იმ ფონზე, როცა ქვეყანა თავს იცავს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისგან. NATO-ს განცხადებით, ათასობით ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, ასობით საჰაერო თავდაცვის რაკეტა და ათასობით მცირე იარაღისა და საბრძოლო მასალის მარაგი იგზავნება უკრაინაში. მოკავშირეები ასევე უზრუნველყოფენ მილიონობით ევროს ღირებულების ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას, მათ შორის სამედიცინო მარაგს უკრაინის ძალების დასახმარებლად. ბელგიამ, კანადამ, ჩეხეთმა, ესტონეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, საბერძნეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ, ნიდერლანდებმა, პორტუგალიამ, რუმინეთმა, სლოვაკეთმა, სლოვენიამ, გაერთიანებულმა სამეფომ და შეერთებულმა შტატებმა უკვე გაგზავნეს ან ამტკიცებენ სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე გადაწყვეტილებას. უკრაინამ NATO-ს მოკავშირეებისგან უკვე მიიღო იარაღი, მათ შორის „ჯაველინები“ და საზენიტო რაკეტები, ასევე მილიონობით ევროს ფინანსური დახმარება. ალბანეთი, ბულგარეთი, ხორვატია, დანია, უნგრეთი, ისლანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები ჰუმანიტარულ დახმარებას სთავაზობენ ან ხსნიან საზღვრებს უკრაინელი ლტოლვილებისთვის.ხორვატია, პოლონეთი და რუმინეთი უკვე იღებენ უკრაინელ ლტოლვილებს. იტალია ასევე დაუყონებლივ ფინანსურ დახმარებას უწევს უკრაინის მთავრობას, თურქეთმა კი გააღრმავა თავდაცვის კავშირები უკრაინასთან და შესთავაზა ჰუმანიტარული დახმარება. „თავდაცვა არის გაეროს წესდებაში გათვალისწინებული უფლება და მოკავშირეები ეხმარებიან უკრაინას ამ უფლების დაცვაში. ეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერის NATO-ს მკაფიო მხარდაჭერის გზავნილი. ალიანსის განმარტებით, ეს დამატებითი შენატანები ეფუძნება უკრაინისადმი NATO-ს მრავალწლიან დახმარებას. „NATO 2014 წლიდან მხარს უჭერს უკრაინის შეიარაღებული ძალების და თავდაცვის ინსტიტუტების წვრთნას, დაფინანსებას და რეფორმას. მიმდინარე კრიზისის პირობებში, ალიანსი მხარს უჭერს და ეხმარება მოკავშირეებს ჰუმანიტარული და არალეტალური დახმარების მიწოდებაში“, - აღნიშნულია NATO-ს განცხადებაში.
რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები უკრაინა-ბელორუსის საზღვარზე გაიმართება
უკრაინის დელეგაცია რუსეთის დელეგაციას უკრაინა - ბელარუსის საზღვარზე შეხვდება. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკი ბელორუსის პრეზიდენტთან ალექსანდრე ლუკაშენკოსთან საუბრის შესახებ წერს: შევთანხმდით, რომ უკრაინის დელეგაცია შეხვდება რუსეთის დელეგაციას ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, უკრაინა - ბელორუსის საზღვარზე, მდინარე პრიპიატის რაიონში. ალექსანდრე ლუკაშენკომ აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რომ უკრაინის დელეგაციის გამგზავრების, მოლაპარაკებისა და უკან დაბრუნების დროს ყველა თვითმფრინავი, ვერტმფრენი და რაკეტა, რომლებიც ბელარუსის ტერიტორიაზეა განთავსებული, ადგილზე დარჩება.
უკრაინამ დაადასტურა, რომ რუსეთმა მსოფლიოში ყველაზე დიდი თვითმფრინავი გაანადგურა
უკრაინის მთავრობამ დაადასტურა, რომ რუსეთმა მსოფლიოში ყველაზე დიდი სატვირთო თვითმფრინავი, Antonov An-225 გაანადგურა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება Twitter-ზე წერს: რუსეთმა შესაძლოა, გაანადგურა ჩვენი Mriya, მაგრამ ისინი ვერასდროს შეძლებენ, გაანადგურონ ჩვენი ოცნება ძლიერი, თავისუფალი და დემოკრატიული ევროპული სახელმწიფოს შესახებ. ჩვენ გავიმარჯვებთ! ცნობისთვის, მსოფლიოში ყველაზე დიდი თვითმფრინავი Antonov An-225 მრია (მრია – უკრაინულად ოცნებას ნიშნავს) შეიქმნა საბჭოთა კავშირის დროს, უკრაინაში. პირველი ფრენა 1988 წლის 21 დეკემბერს განხორციელდა. სიდიდის გარდა, ის გვევლინება როგორც ყველაზე მძიმე ტვირთმზიდი თვითმფრინავი. ან-225 შეიქმნა რუსული წარმოების კოსმოსური ხომალდის, „ბურანის“ ტრანსპორტირებისათვის. 1988-1994 წლების განმავლობაში თვითმფრინავმა 110 მსოფლიო რეკორდი მოხსნა. ხოლო მისი რეკონსტრუქციის, შემდეგ ეს რიცხვი 127-მდე გაიზარდა. ან-225 -ის სიგრძე 84 მეტრია, მისი სიმაღლე კი 18,2 მეტრი. 88 ადგილია მგზავრებისათვის, ხოლო 6 ეკიპაჟისათვის. თვითმფრინავის სატვირთო კაბინაში შესაძლებელია მოთავსდეს 50 ავტომობილი. მისი წონა ტვირთის გარეშე 250 ტონაა, ხოლო მაქსიმალური დატვირთვით 600 ტონა. საჰაერო ხომალდის საშუალო სიჩქარე 700 კმ/სთ-ია, ხოლო მაქსიმალური – 850კმ/სთ.
ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს
ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს. ევროკავშირმა ეს ნაბიჯი ისტორიაში პირველად გადადგა. ევროკავშირი რუსეთს საჰაერო სივრცესაც დაუხურავს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერა ლაიენმა განაცხადა. ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ამ მხრივ, ფინანსურადაც დაეხმარება მას. „წყალგამყოფი მომენტია. კიდევ ერთხელ ვამკაცრებთ სანქციებს კრემლისა და მისი კოლაბორატორის, ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ. პირველ რიგში, ჩვენ ვხურავთ ევროკავშირის საჰაერო სივრცეს რუსებისთვის. ვკრძალავთ კრემლის მედია მანქანას - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული Russia Today და Sputnik, ისევე როგორც მათი შვილობილი კომპანიები, ვეღარ შეძლებენ თავიანთი სიცრუის გავრცელებას პუტინის ომის გასამართლებლად. ჩვენ ვავითარებთ ინსტრუმენტებს ევროპაში მათი ტოქსიკური და მავნე დეზინფორმაციის აკრძალვის მიზნით. ლუკაშენკოს რეჟიმი უკრაინის წინააღმდეგ ამ სასტიკი თავდასხმის თანამონაწილეა. ასე რომ, ჩვენ ლუკაშენკოს რეჟიმს სანქციების ახალი პაკეტით დავარტყამთ. გარდა ამისა, ჩვენ სანქციებს დავუწესებთ იმ ბელორუსიელებს, რომლებიც ხელს უწტყობენ რუსეთის ომს. ყველა ეს ღონისძიება ემატება იმ ძლიერ პაკეტს, რომელიც მე წარმოგიდგინეთ გუშინ, შეთანხმებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ. ამ პაკეტის ფარგლებში მნიშვნელოვანი რუსული ბანკები SWIFT სისტემიდან გამოირიცხება. ჩვენ ასევე ავკრძალავთ რუსეთის ცენტრალური ბანკის ტრანზაქციებს და გავყინავთ მის მთელ აქტივებს, რათა თავიდან ავიცილოთ პუტინის ომის დაფინანსება. ვაგრძელებთ მჭიდრო კოორდინაციას პარტნიორებთან მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
BP რუსულ „როსნეფტში“ 20%-იან წილს თმობს
ნავთობისა და გაზის კომპანია BP რუსულ სახელმწიფო კომპანია „როსნეფტს“ ტოვებს და 20%-იან წილზე უარს აცხადებს. „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს დატოვებენ BP-ს ხელმძღვანელი ბერნარდ ლუნი და კომპანიის ყოფილი ტოპ-მენეჯერი ბობ დადლი. „რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე აგრესიის აქტია, რომელსაც ტრაგიკული შედეგები აქვს რეგიონში. BP 30 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა რუსეთში, არაჩვეულებრივ რუს კოლეგებთან. თუმცა ეს სამხედრო ქმედება ფუნდამენტურ ცვლილებას წარმოადგენს. ამიტომ, BP-ს სახელმწიფოს კუთვნილებაში მყოფ „როსნეფტთან“ თანამშრომლობა ვერ გაგრძელდება“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
უკრაინაში საქართველოდან ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა. ვიდეო
უკრაინაში 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით გაიგზავნა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ჰუმანიტარული ტვირთი, რომელიც პირველადი სამედიცინო დახმარების საგნებს, 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტს, ჟანგბადის კონცენტრატორებს და ჰუმანიტარული დახმარების სხვა საგნებს მოიცავს. გარდა ამისა, საქართველო უკრაინას სისხლის გარკვეული მარაგით ეხმარება - გაიგზავნა სისხლის კომპონენტები და ჰემოტრანსფუზიისთვის საჭირო მასალა და ტესტები. ჰუმანიტარული ტვირთის დატვირთვისა და გაგზავნის პროცესს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი დაესწრნენ. საქართველოდან გაგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინა ქალაქ ლიუბლინის (პოლონეთი) გავლით მიიღებს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან და ჯანდაცვის მინისტრთან ერთად ადგილზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ილია ღუდუშაური იმყოფებოდნენ.
FIFA-მ რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესა
რუსეთში საერთაშორისო საფეხბურთო მატჩები არ გაიმართება და ქვეყნის დროშა და ჰიმნი აიკრძალება მათი ნებისმიერი მატჩის დროს საზღვარგარეთ, განაცხადა კვირას FIFA-მ, როდესაც მან გამოაცხადა რიგი სანქციები რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ. წერს Reuters-ი. ფიფამ განაცხადა, რომ FIFA-ს რუსეთის ფედერაცია ნებისმიერ შეჯიბრში “რუსეთის საფეხბურთო კავშირის” სახელწოდებით მიიღებს მონაწილეობას. ნებისმიერი თამაში ჩატარდება გულშემატკივრების გარეშე "ნეიტრალურ ტერიტორიაზე".
პრემიერი: ევროკომისარ ვარჰეისთან უკრაინასა და რეგიონში არსებული ვითარება, ასევე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივები განვიხილე
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან სატელეფონო საუბარი გამართა. მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს, რომ ევროკომისართან საუბარში უკრაინასა და რეგიონში არსებული ვითარება და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივები განიხილა. „ამ რთულ დროს ნაყოფიერი საუბარი მქონდა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან. განვიხილეთ უკრაინასა და ჩვენს რეგიონში არსებული ვითარება და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივები”, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.
უკრაინაში ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, რუსეთი დანაკარგის შესახებ პირველად იუწყება
რუსეთმა თავის სამხედროებს შორის მსხვერპლის არსებობის შესახებ ინფორმაცია პირველად გაავრცელა, თუმცა დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობას არ აზუსტებს. ამის შესახებ BBC რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში რუსეთის სამხედროებს შორის არიან მოკლულები და დაჭრილები. რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაკარგი გაცილებით მცირეა, ვიდრე განადგურებული ნაციონალისტების რაოდენობა“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 4 300 რუსი ჯარისკაცის მოკლეს.
ბორელი: ევროპაში ომის ხელახლა გაჩაღების პუტინისეულ არჩევანს ჩვენ მივიჩნევთ ,,ჯუნგლების კანონის“ დაბრუნებად
ამ უმძიმეს დროს, როდესაც ვხედავთ რუსეთის მიერ უკრაინის საფუძველსმოკლებულ და გაუმართლებელ დაპყრობას და დეზინფორმაციის მასობრივ კამპანიებსა და ინფორმაციით მანიპულირებას, აუცილებელია ფაქტების გამიჯვნა ტყუილისგან, რომელიც იმის გასამართლებლად იყო მოგონილი, რაც გაუმართლებელი, ფაქტები კი იმაზე მეტყველებს, რომ უდიდესმა ბირთვულმა სახელმწიფომ, რუსეთმა, განახორციელა შეტევა და დაიპყრო მშვიდობიანი და დემოკრატიული მეზობელი ქვეყანა, რომელიც მას არც საფრთხეს უქმნიდა და არც ასეთი ქმედების პროვოცირება მოუხდენია. უფრო მეტიც, პრეზიდენტი პუტინი შურისძიებით ემუქრება ყველა იმ ქვეყანას, რომელიც უკრაინის მოსახლეობის დახმარებას დააპირებს. 21–ე საუკუნეში ძალის ასეთი გამოყენება და ძალმომრეობა უადგილოა. ამის შესახებ, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. მისი შეფასებით, პრეზიდენტ პუტინის ქმედება არამარტო საერთაშორისო კანონმდებლობის უმძიმესი დარღვევაა, არამედ ადამიანთა თანაცხოვრების ძირითადი პრინციპების დარღვევაც არის. ევროპაში ომის ხელახლა გაჩაღების პუტინისეულ არჩევანს ჩვენ მივიჩნევთ ,,ჯუნგლების კანონის“ დაბრუნებად, როდესაც ძალა აღმართს ხნავს. მისი სამიზნე არამარტო უკრაინაა, არამედ ევროპის უსაფრთხოება და კანონზე დაფუძნებული მთელი საერთაშორისო წესრიგი, რომელიც გაეროს სისტემასა და საერთაშორისო სამართალს ეფუძნება. „მისმა აგრესიამ არაერთი უდანაშაულო სიცოცხლე შეიწირა და გაანადგურა ადამიანების სურვილი, იცხოვრონ მშვიდობიანად. ცეცხლი გაუხსნეს სამოქალაქო ობიექტებს, რაც ნათელი მაგალითია საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონმდებლობის დარღვევისა, რამაც აიძულა ადამიანები ქვეყნიდან გაქცეულიყვნენ. ჩვენ თვალწინაა ჰუმანიტარული კატასტროფა. თვეების განმავლობაში უპრეცედენტო ძალისხმევა გამოვიჩინეთ, რომ დიპლომატიური გზები გამოგვეძებნა. მაგრამ პუტინი ატყუებდა ყველას, ვინც მას ხვდებოდა, თითქოსდა საკითხის მშვიდობიანი მოგვარებით იყო დაინტერესებული. სანაცვლოდ, მან სრულმასშტაბიანი დაპყრობა და სრულფასოვანი ომის გაჩაღება აირჩია. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყიტოს სამხედრო ოპერაცია და უპირობოდ გემოიყვანოს ჯარები უკრაინის მთელი ტერიტორიიდან. იგივე შეეხება ბელორუსსაც, რომელმაც დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს აგრესიაში მონაწილეობა და პატივი სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს. ევროკავშირი ერთიანია თავის გადაწყვეტილებაში, მტკიცე დახმარება აღმოუჩინოს უკრაინას და მის ხალხს. ეს სიკვდილ – სიცოცხლის საკითხია. მე ვამზადებ გადაუდებელი დახმარების პაკეტს უკრაინელი სამხედრო ძალების მხარდასაჭერად. ახლა საპასუხოდ საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის სრულმასშტაბიან იზოლაციას აირჩევს, რათა პრეზიდენტმა პუტინმა ამ აგრესიისთვის პასუხი აგოს“, - განაცხადა ბორელმა.
საქართველოს მოსახლეობამ, სამწუხაროდ, ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს ომი და რას განიცდის უკრაინელი ხალხი
საქართველოს მოსახლეობამ, სამწუხაროდ, ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს ომი. მან გამოსცადა უდანაშაულო მოქალაქეების ტანჯვა და იცის, თუ რატომ არის ასე მნიშვნელოვანი თავისუფლებისთვის ბრძოლა. მან ძალიან კარგად იცის, თუ რას განიცდის უკრაინელი ხალხი. უკრაინაში მიმდინარე ომის გამო მსოფლიო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო. დღეს, ისე როგორც არასდროს, საზოგადოებებისა და კავშირების ერთად დგომის დროა, რომ ნდობაზე, სამართალსა და თავისუფლებაზე დამყარებული მომავალი ავაშენოთ. მოვიდა დრო, რომ მტიცედ დავდგეთ და ხმა ავიმაღლოთ. სიძლიერე არ ნიშნავს, რომ მართალი ხარ. არც არასდროს ნიშნავდა და არც მომავალში იქნება ასე. ამის შესახებ, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. „თავისი დანაშაულების გასამართლებლად კრემლმა და მისმა მხარდამჭერებმა ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ წამოიწყეს დეზინფორმაციის უზარმაზარი კამპანია. ვნახეთ რუსული სახელმწიფო მედია და მასთან დაკავშირებული პლატფორმები, რომლებიც მოტყუებისა და მანიპულირების მიზნით სიცრუეს სოციალურ ქსელებში ავრცელებენ. უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რაც კრემლის დეზინფორმაციული საქმიანობის სამიზნე საქართველოც არის და იცის, თუ როგორ აღმოაჩინოს ინფორმაციით მანიპულირების კრემლისეული მცდელობა. კრემლის პროპაგანდისტები დაპყრობას „სპეცოპერაციას“ უწოდებენ, მაგრამ ეს ცინიკური ევფემიზმი ვერ მალავს იმ ფაქტს, რომ ჩვენ უკრაინის სრულმასშტაბიანი დაპყრობის მოწმენი ვართ, მისი თავისუფლების, ლეგიტიმური მთავრობისა და დემოკრატიული სტრუქტურების დამხობის მიზნით. კიევის მთავრობის „ნეონაცისტებად“ და „რუსოფობებად“ შერაცხვა სისულელეა: უკრაინაში ნაციზმის ყველა გამოვლინება აკრძალულია. თანამედროვე უკრაინაში ექსტრემალური მემარჯვენე კანდიდატები მარგინალური მოვლენაა, ისინი მინიმალური მხარდაჭერით სარგებლობენ და პარლამენტში შესასვლელ ბარიერს ვერ ლახავენ. უკრაინის მთავრობას დონბასი არ მოუკვეთავს და იქ რუსული ენა და კულტურა არ აუკრძალავს. დონეცკი და ლუგანსკი რესპუბლიკები არ არის, ისინი უკრაინის რეგიონებია, რომლებსაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი და შეიარაღებული სეპარატისტული დაჯგუფებები აკონტროლებენ. ჩვენ ეს ვიცით და რუსეთის ბევრმა მოქალაქემ ეს იცის. დაპყრობის დაწყების შემდეგ, მთელი რუსეთის ქალაქებში მშვიდობიანი მეზობელი ერის წინააღმდეგ აგრესიის შეწყვეტის მოთხოვნით გაბედული საპროტესტო გამოსვლები გაიმართა. გვესმის მათი ხმები და ვაფასებთ მათ გამბედაობას გამოსვლებისას. ასევე, ვხედავთ რუსეთში ბევრ გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეს ვინც ამ უგუნურ დაპყრობას აპროტესტებს. ვაგრძელებ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან მთელს მსოფლიოში, რათა უზრუნველყოფილი იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი რეაგირება კრემლის ქმედებების წინააღმდეგ. 25 თებერვალს მხოლოდ რუსეთმა დაადო ვეტო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შესახებ, ხოლო ჩინეთმა, ინდოეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა თავი შეიკავეს. მსოფლიოს ქვეყნები გმობენ რუსეთის თავდასხმებს და გენერალურ ასამბლეაზე მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააერთიანოს ძალები და ხელი შეუწყოს რუსეთის სამხედრო აგრესიის დასრულებას გაეროს შესაბამისი რეზოლუციის მიღების საშუალებით. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ალბანეთს, როგორც რეზოლუციის თანაშემდგენელს“. „ევროკავშირმა და მისმა პარტნიორებმა უკვე დაუწესეს რუსეთს მასშტაბური სანქციები, რომლებიც მისი ლიდერების, ელიტების და კრემლის ეკონომიკის სტრატეგიული სექტორების წინააღმდეგ არის მიმართული. ევროკავშირის განმარტებით. მათი მიზანი რუსი ხალხისთვის ზიანის მიყენება არ არის, მიზანი ამ უსამართლო ომის დაფინანსებისთვის კრემლის შესაძლებლობის შესუსტებაა. სანქციებს ვუწესებთ მათ, ვინც აფინანსებს ომს, რითაც რუსეთის საბანკო სისტემას დავაზიანებთ და საერთაშორისო რეზერვებზე მის წვდომას შევზღუდავთ. ამ ქმედებების განხორციელებისას მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან - ესენია აშშ, კანადა, გაერთიანებული სამეფო, იაპონია, სამხრეთ კორეა და ავსტრალია. ასევე ვხედავთ, რომ ბევრი ქვეყანა და ხალხი მთელი მსოფლიოდან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად საპროტესტო აქციებს აწყობს, მათ შორის აქ, საქართველოში. ერთად ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს იმ დროს, როდესაც რუსეთი თავისუფალ და სუვერენულ ქვეყანაზე შემზარავ თავდასხმას აწყობს“, - განაცხადა ბორელმა.
1939 წლის შემდეგ პირველად, შვედეთი თავდასხმის ქვეშ მყოფ ქვეყანას იარაღს მიაწვდის
შვედეთი უკრაინას შეიარაღებას და სხვა სახის დახმარებას მიაწვდის. ამის შესახებ BBC წერს. შვედეთმა გამოაცხადა, რომ უკრაინას სამხედრო აღჭურვილობას და სხვა დახმარებას გაუგზავნის. ამ ნაბიჯის გამოცხადებისას პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა თქვა, რომ ეს იქნება პირველი შემთხვევა 1939 წლის შემდეგ (ფინეთში საბჭოთა კავშირის შეჭრის შემდეგ), როდესაც იარაღს გაუგზავნის თავდასხმის ქვეშ მყოფ ქვეყანას. უკრაინა შვედეთისგან ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს და ჩაფხუტებს მიიღებს. შვედეთის ამ ნაბიჯამდე, ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ იარაღს შეიძენს და უკრაინას მიაწოდებს, ეს უპრეცედენტო შემთხვევაა ევროკავშირის ისტორიაში. შეგახსენებთ, უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაშიავსტრალიაც დაეხმარება. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ სკოტ მორისონის განცხადებით, ქვეყანას იარაღს გაუგზავნიან, თუმცა, არ დაუკონკრეტებია, რა სახის შეიარაღებით დაეხმარებიან საომარ ვითარებაში მყოფ უკრაინას. „შევეცდებით, ყველანაირი მხარდაჭერა გავუწიოთ NATO-ს პარტნიორებს, მეტწილად, შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს მეშვეობით. ჩვენ ვიმუშავებთ ამ არხებით, რადგან ეს არის ყველაზე ეფექტიანი გზა ამის გასაკეთებლად”, - განაცხადა მორისონმა.
ჯოზეფ ბორელი: ვშიშობთ, რუსული გავლენები შესაძლოა, ამოქმედდეს მოლდოვასა და საქართველოში
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი შიშობს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული კრიზისი შეიძლება გავრცელდეს მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის მოლდოვაში, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთში. „ჩვენ გვაღელვებს ის, რაც შეიძლება მოხდეს რეგიონში. ჩვენ ვშიშობთ, რომ რუსეთი არ გაჩერდება უკრაინაში და რუსეთის გავლენამ შეიძლება დაიწყოს ამოქმედება მეზობელ ქვეყნებში“, - განაცხადა ბორელმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე კრიზისის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ვირტუალური შეხვედრის შემდეგ. პრემიერი: ევროკომისარ ვარჰეისთან უკრაინასა და რეგიონში არსებული ვითარება, ასევე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივები განვიხილე ბორელი: ევროპაში ომის ხელახლა გაჩაღების პუტინისეულ არჩევანს ჩვენ მივიჩნევთ ,,ჯუნგლების კანონის“ დაბრუნებად საქართველოს მოსახლეობამ, სამწუხაროდ, ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს ომი და რას განიცდის უკრაინელი ხალხი ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს
თურქეთი რუსეთის სამხედრო გემებს შავ ზღვაში შესვლას შეუზღუდავს - Reuters
NATO-ს წევრმა თურქეთმა შეცვალა თავისი რიტორიკა და რუსეთის „თავდასხმას უკრაინაზე“, „ომი“ უწოდა. Reuters-ის ინფორმაციით, თურქეთმა პირობა დადო, რომ განახორციელებს საერთაშორისო პაქტის ნაწილებს, რომლებიც პოტენციურად შეზღუდავს რუსული ხომალდების ტრანზიტს ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვაში. „ის, რაც ახლა ხდება, არ არის რამდენიმე საჰაერო დარტყმა, სიტუაცია უკრაინაში ოფიციალურად ომია - ჩვენ განვახორციელებთ „მონტრეს კონვენციას", - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ CNN-თან. მინისტრმა განმარტა, რომ თურქეთს არ შეუძლია, შავ ზღვაში შესვლაში ხელი შეუშალოს რუსეთის ყველა გემს, ვინაიდან, კონვენციის თანახმად, არ შეიძლება იმ გემების შეკავება, რომლებიც საკუთარ ბაზებზე ბრუნდებიან. 24 თებერვალს, უკრაინამ თურქეთს სთხოვა, დაკეტოს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები რუსული გემებისთვის, თქვა ხუთშაბათს ანკარაში უკრაინის ელჩმა, მას შემდეგ რაც რუსეთმა მეზობელზე საჰაერო და სახმელეთო თავდასხმები განახორციელა. Reuters-ი წერს, რომ 1936 წლის შეთანხმების თანახმად, თურქეთს აქვს კონტროლი ბოსფორსა და დარდანელის სრუტეებზე და არეგულირებს საზღვაო ხომალდების ტრანზიტს. ის ასევე უზრუნველყოფს მშვიდობიან პერიოდში სამოქალაქო გემების თავისუფალ გადაადგილებას და ზღუდავს იმ გემების გადაადგილებას, რომლებიც არ მიეკუთვნებიან შავი ზღვის ქვეყნებს. ზელენსკი ერდოღანს: შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემების გავლის აკრძალვა უკრაინსითვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია
ეროვნული ბანკი - „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ ფიზიკურ პირ მეანაბრეებსა და მსესხებლებს „ვითიბი ბანკის“ ფილიალებში „ბაზისბანკი“ მოემსახურება
საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ ფიზიკურ პირ მსესხებლებს და დეპოზიტარებს „ბაზისბანკი“ მოემსახურება. მათივე ცნობით, პორტირებაზე მუშაობა დაწყებულია და ორშაბათიდან ეტაპობრივად „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ ფიზიკურ პირ მეანაბრეებსა და მსესხებლებს „ვითიბი ბანკის“ ფილიალებში „ბაზისბანკი“ მოემსახურება. „უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიული საომარი მოქმედებების გამო, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა რუსულ ფინანსურ სისტემას ფინანსური სანქციები დაუწესა. სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ მითითება ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებსაც მისცა. ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ფინანსური სექტორის სტაბილურობის უზრუნველყოფა. ამ მანდატის ფარგლებში, საფინანსო სექტორის მეანაბრეთა ინტერესების დაცვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. დღეიდან, „სს ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ ფიზიკურ პირ მსესხებლებს და დეპოზიტარებს მოემსახურება „სს ბაზისბანკი“. მუშაობა პორტირებაზე დაწყებულია და ორშაბათიდან ეტაპობრივად „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ ფიზიკურ პირ მეანაბრეებსა და მსესხებლებს „ვითიბი ბანკის“ ფილიალებში „ბაზისბანკი“ მოემსახურება. ყველა დეპოზიტარის ინტერესი დაცული იქნება, ხოლო მოთხოვნები სრულად დაკმაყოფილებული. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ეროვნული ბანკი ყოველთვის მოქმედებს საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობში და ამ პირობებში ასრულებს თავის ერთ-ერთ უპირველეს ამოცანას, იყოს ქართული საფინანსო სექტორის თითოეული მეანაბრის თანხების დაცვის გარანტი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უკრაინის შსს: რუსეთის მიერ დაწყებული ომის შედეგად, 352 სამოქალაქო პირი დაიღუპა, მათ შორის 14 ბავშვია
უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის შედეგად, ოთხი დღის განმავლობაში, 352 სამოქალაქო პირი დაიღუპა, 1684 ადამიანი კი დაიჭრა. ამის შესახებ უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება. მათივე ინფორმაციით, უკრაინაში გარდაცვლილთა შორის, 14 ბავშვია, 116 ბავშვი რუსი ოკუპანტების საომარი მოქმედებების შედეგად დაშავდა. კიევში ბოლო 4 დღის განმავლობაში გარდაიცვალა 20 სამოქალაქო პირი.
ოლაფ შოლცი: პუტინის აგრესია სხვა პასუხის შესაძლებლობას არ იძლევა
რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე საზიზღარი საქციელია, ის არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას და არ შეიძლება, გამართლდეს , - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა. გერმანიის კანცლერმა ბუნდესტაგში გამოსვლისას უკრაინის ჯარისთვის იარაღის პირდაპირ მიწოდების შესახებ გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ეს ომი პუტინმა აირჩია და არა რუსმა ხალხმა, ამიტომ ნათლად უნდა დავინახოთ, რომ ეს პუტინის ომია. ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაზე თავდასხმით პუტინი ანადგურებს ევროპული უსაფრთხოების სტრუქტურას; პუტინს არ სურს მხოლოდ ქვეყნის გაქრობა მსოფლიო რუკიდან, ის ასევე ანადგურებს ევროპული უსაფრთხოების სტრუქტურას. შოლცმა ასევე განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობა შეიარაღებული ძალებისთვის დაფინანსებას ზრდის და ამ მიზნით 2022 წლის ბიუჯეტში 100 მილიარდ ევროს გამოყოფენ. „ამიერიდან, ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტი თავდაცვის სექტორს მოხმარდება“, - აღნიშნა შოლცმა. შოლცის შეფასებით, 2022 წლის 24 თებერვალი წყალგამყოფია ჩვენი კონტინენტის ისტორიაში. საშინელი სურათები, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ კიევიდან, მარიუპოლიდან აჩვენებს, თუ რამდენად არაკეთილსინდისიერია პუტინი. „უკრაინელების ტკივილი იმდენად უსამართლოა, ის ნამდვილად ახლოს მოდის ჩვენს გულებთან“, - განაცხადა შოლცმა. შოლცმა პირობა დადო, რომ „ძალიან მალე რუსეთის ხელმძღვანელობა იგრძნობს, თუ რა მაღალი ფასის გადახდა მოუწევს“. „გუშინ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გერმანია უკრაინას იარაღს გადასცემს თავის დასაცავად. პუტინის აგრესია სხვა პასუხის გაცემის შესაძლებლობას არ იძლევა“, - დაამატა გერმანიის კანცლერმა. გერმანიის კანცლერმა რუსული ბანკების SWIFT-ის საერთაშორისო გადახდების სისტემიდან გათიშვის შესახებ განაცხადა, რომ რუსულ ბანკებსა და კომპანიებს დაფინანსება შეუჩერდებათ. ჩვენ, ევროკავშირში, ყურადღებას გავამახვილებთ ოლიგარქებზე. გვაქვს სადამსჯელო ზომები პუტინისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ. გერმანიის კანცლერის თქმით, ევროპამ უკრაინის მხარდაჭერა უნდა განაგრძოს. ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას, რასაც ვაკეთებთ ბოლო კვირების და თვეების განმავლობაში, უკრაინაზე თავდასხმა ნიშნავს, რომ ჩვენ ახალ დროში ვართ. როგორც დემოკრატები, როგორც ევროპელები, ჩვენ თქვენს მხარეს ვართ, ისტორიის სწორ მხარეს. როგორც ცნობილია, გერმანიამ უკრაინისთვის 1000 ტანკსაწინააღმდეგო იარაღისა და 500 „სტინგერის“ სარაკეტო სიტემის გაგზავნის ნებართვა გასცა. „ასე გააგრძელე, კანცლერო ოლაფ შოლც! ომის საწინააღმდეგო კოალიცია მოქმედებს", - დაწერა საპასუხოდ ზელენსკიმ Twitter-ზე.
პენტაგონი: აშშ დარწმუნებულია თავის შესაძლებლობაში, დაიცავს საკუთარ თავს, მოკავშირეებს და პარტნიორებს
აშშ დარწმუნებულია თავის შესაძლებლობაში, დაიცვას საკუთარი თავი, მოკავშირეები და პარტნიორები, მათ შორის სტრატეგიული შეკავების სფეროში, – ასე გამოეხმაურნენ პენტაგონში ვლადიმერ პუტინის მიერ რუსეთის სტრატეგიული შეკავების ძალების სპეციალურ საბრძოლო რეჟიმზე გადაყვანას. როგორც აშშ-ის დეპარტამენტის ვებგევრდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, პენტაგონის წარმომადგენელი პუტინის ამ ნაბიჯს არასაჭიროდ აფასებს, რადგან მისი თქმით, რუსეთს არასდროს შექმნია საფრთხე NATO-დან და მით უმეტეს, უკრაინიდან. ბორელი: ევროპაში ომის ხელახლა გაჩაღების პუტინისეულ არჩევანს ჩვენ მივიჩნევთ ,,ჯუნგლების კანონის“ დაბრუნებად საქართველოს მოსახლეობამ, სამწუხაროდ, ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს ომი და რას განიცდის უკრაინელი ხალხი ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს
შვეიცარიის პრეზიდენტი: ნეიტრალური შვეიცარია სავარაუდოდ, შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და რუსულ აქტივებს გაყინავს
შვეიცარიის პრეზიდენტის იგნასიო კასისის თქმით, სავარაუდოდ, ნეიტრალური შვეიცარია შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და რუსულ აქტივებს გაყინავს. კასისმა, განაცხადა, რომ ფედერალური საბჭო ორშაბათს შეიკრიბება და განიხილავს ფინანსთა და ეკონომიკის დეპარტამენტების რეკომენდაციებს. კითხვაზე, შეუერთდება თუ არა შვეიცარია ევროკავშირს რუსული აქტივების გაყინვაში, მან უპასუხა, რომ ”დიდი ალბათობაა, რომ მთავრობა ამას გადაწყვეტს ხვალ", თუმცა წინასწარ ვერ განჭვრეტს, გადაწყვეტილებებს, რომელიც ჯერ არ მიღებულა. ბორელი: ევროპაში ომის ხელახლა გაჩაღების პუტინისეულ არჩევანს ჩვენ მივიჩნევთ ,,ჯუნგლების კანონის“ დაბრუნებად საქართველოს მოსახლეობამ, სამწუხაროდ, ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს ომი და რას განიცდის უკრაინელი ხალხი ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს