ძებნის რეზულტატი:

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე ესაუბრა. ამის შესახებ უკრაინის ლიდერი სოციალურ ქსელში წერს. „მქონდა სატელეფონო საუბარი ურსულა ფონ დერ ლაიენთან. ვისაუბრეთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე უკრაინის თავდაცვის შესაძლებლოების გაძლიერების, მაკრო-ფინანსური დახმარებისა და ევროკავშირში უკრაინის წევრობის შესახებ“, -წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. ბორელი: ევროპაში ომის ხელახლა გაჩაღების პუტინისეულ არჩევანს ჩვენ მივიჩნევთ ,,ჯუნგლების კანონის“ დაბრუნებად საქართველოს მოსახლეობამ, სამწუხაროდ, ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს ომი და რას განიცდის უკრაინელი ხალხი ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს  

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 465 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 25 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 138 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 910 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 228 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 17.44%, ბოლო 14 დღის - 26.54% ხოლო 7 დღის - 22.06%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 12 840 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 504 161-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 163 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 465 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 241 შემთხვევა, აჭარა - 194, იმერეთი - 376, ქვემო ქართლი -116 შიდა ქართლი - 111, გურია - 89, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 143, კახეთი - 97, მცხეთა-მთიანეთი - 35, სამცხე-ჯავახეთი - 45, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 85 122 საიდანაც, 4 595 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 163, აჭარაში - 429, იმერეთში - 777. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 046 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 452, აჭარაში - 107, იმერეთში - 287. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 278 პაციენტი, მათგან თბილისში - 158, აჭარაში - 32, იმერეთში - 25. 417 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 335 - თბილისში, 0 - აჭარაში. 80 110 ადამიანი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 4 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 4, ხოლო აჭარაში - 0.

პარლამენტში კელი დეგნანი შალვა პაპუაშვილს ხვდება

პარლამენტში საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი იმყოფება. კელი დეგნანი ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს ხვდება. გავრცელებული ინფორმაციით, დისკუსიის საგანია რეგიონში შექმნილი ვითარება და ასევე უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, გერმანიის პრეზიდენტთან ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი ჰქონდა

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, გერმანიის პრეზიდენტთან ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი ჰქონდა.    როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, საუბრის დროს ხაზი გაუსვა, რუსული აგრესიის წინაშე მყოფი უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას.   "ხაზი გავუსვი სრუალიად ევროკავშირის ერთობის და გერმანიის მიერ რუსული აგრესიის წინაშე მყოფი უკრაინის მტკიცე მხარდაჭერის ისტორიულ მნიშვნელობას. საქართველოსადმი ევროპული მხარდაჭერის ზრდა ისე დროულია, როგორც არასდროს", - წერს ზურაბიშვილი.   25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ასევე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ახალ სანქციებს დაუწესებს.    რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან   აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ      

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით არსებითი საუბარი ჰქონდა

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით არსებითი საუბარი ჰქონდა. ამის შესახებ ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.   "არსებითი საუბარი მქონდა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, პრეზიდენტ ზელენსკის მხარდაჭერაზე და უკრიანისა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივებზე", - განაცხადა ზურაბიშვილმა.   ასევე წაიკითხეთ:   სალომე ზურაბიშვილის თქმით, გერმანიის პრეზიდენტთან ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი ჰქონდა

სერგეი ლავროვი სანქციების გამო ჟენევაში გაეროს საბჭოს სხდომას ვერ დაესწრება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციებით გამოწვეული მოთხოვნების შესრულებაზე და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის, ჟენევის სხდომას ვერ დაესწრება. ამის შესახებ ტელეკომპანია Russia-1-ის ეთერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.  ზახაროვა აღშფოთებული იყო რუსეთის წინააღმდეგ ევროპული სახელმწიფოების მიერ დაწესებული ახალი სანქციებით: „რა სისულელეა! რა დოკუმენტები, რა წესები, რა მითითებები? რაზეა საუბარი? - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.  25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ასევე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ახალ სანქციებს დაუწესებს.  რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ

უკრაინის თავდაცვის მინისტრი: ნამდვილი გარდატეხა მოხდა, ომი ევროპული გახდა

"ბოლოს და ბოლოს, გუშინ ნამდვილი გარდატეხა მოხდა, ომი ევროპული გახდა. ნახევარი ევროპა უკვე აგროვებს, აწყობს, ატარებს იარაღსა და ჯავშანტექნიკას", - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ალექსეი რეზნიკოვი წერს.   "ბოლოს და ბოლოს, გუშინ ნამდვილი გარდატეხა მოხდა, ომი ევროპული გახდა. მათ საბოლოოდ გააანალიზეს ეს. ნახევარი ევროპა უკვე აგროვებს, აწყობს, ატარებს იარაღსა და ჯავშანტექნიკას. საგრძნობლად გაიზარდა სახელმწიფოთა წრე, რომლებიც რეალურ დახმარებას გვიწევენ. მისი მასშტაბები გაიზარდა. ევროპამ უკვე გადასცა დროებითი თავშესაფარი ათიათასობით მათგანს, ვისი გადარჩენაც ყველაზე მეტად გვინდა - ჩვენს პატარებსა და მათ დედებს. ყოველგვარი ფორმალობების გარეშე.   ჩვენ ახლა ნამდვილად არ გვაქვს საზღვრები დასავლეთში. მაგრამ მხარდაჭერა არის როგორც სამხრეთში, ასევე შორეულ აღმოსავლეთში და ატლანტიკის უკან. ეს ყველაფერი ჩვენი დამცველებისა და მთელი უკრაინელი ხალხის დამსახურებაა, რომელმაც უარი თქვა ტირანისთვის დამორჩილებაზე. ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს ! უკრაინა გაიმარჯვებს !" -  წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.   25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ასევე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ახალ სანქციებს დაუწესებს.    რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან   აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ

ირაკლი ღარიბაშვილი: უკრაინაში ომის შემჩერებელი დღეს არავინ არის და ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არ არის ეფექტური საშუალება

უკრაინაში ომის შემჩერებელი ვხედავთ, რომ დღეს არავინ არის და ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არ არის ეფექტური საშუალება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთელი მსოფლიო დიდი გამოწვევების წინაშეა და ამ სიტუაციაში ყოველგვარი ემოცია და გაუთვლელი ნაბიჯები დიდი რისკის შემცვლელი. „დღეს ევროპაში მიმდინარეობს უზარმაზარი ომი. ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოში მიმდინარეობს ომი და უკრაინის დედაქალაქი იბომბება. ამის შემჩერებელი ვხედავთ, რომ დღეს არავინ არ არის და ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არ არის ეფექტური საშუალება. ისიც ვთქვათ, დღეს უკრაინაში ომობს უკრაინელი ჯარისკაცი და უკრაინის ჯარი, ამიტომ, კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყანა და მთელი მსოფლიო არის დიდი გამოწვევების წინაშე და ამ სიტუაციაში ყოველგვარი ემოცია და გაუთვლელი ნაბიჯები, ქმედება არის დიდი რისკის შემცვლელი. მე ჩემს გამოსვლაში ვთქვი, რომ როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, არაფერს გავაკეთებ, რაც შეეწინააღმდეგება ქვეყნის და ხალხის ინტერესს, არაფერს! მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესებით ვიხელმძღვანელებ, მიუხედავად ოპოზიციის იმ ნარატივისა, რომელიც ჩამოყალიბდა და რომლითაც ისინი სპეკულირებენ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. ბორელი: ევროპაში ომის ხელახლა გაჩაღების პუტინისეულ არჩევანს ჩვენ მივიჩნევთ ,,ჯუნგლების კანონის“ დაბრუნება საქართველოს მოსახლეობამ, სამწუხაროდ, ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს ომი და რას განიცდის უკრაინელი ხალხი ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს

ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან შეშფოთებით ვაკვირდებით უკრაინაში მიმდინარე ომს, რაც ხდება, აბსოლუტურად მიუღებელია

ბუნებრივია, ძალიან შეშფოთებით ვაკვირდებით უკრაინაში მიმდინარე ომს, მინდა, კიდევ ერთხელ ჩვენი გულისტკივილი გამოვხატო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინაში რაც ხდება, აბსოლუტურად მიუღებელია. „უკრაინაში შეჭრა და სამხედრო მოქმედებების წარმოება, რა თქმა უნდა, არის მიუღებელი და იგი ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და წესებს. ამის თაობაზე გვქონდა ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან კომუნიკაცია. გამოვხატეთ სოლიდარობა და მხარდაჭერა პოლიტიკურ დონეზე. ამასთანავე, მინდა, გითხრათ, რომ დღეს დილით, ჩემი გადაწყვეტილებით 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი ჩავიდა პოლონეთში, რომელიც მიეწოდა უკრაინულ მხარეს. რა თქმა უნდა, ეს ჰუმანიტარული ტვირთი არის დახმარება ჩვენი უკრაინელი დებისა და ძმებისთვის. უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებიან საქართველოში და ვერ დაბრუნდნენ უკრაინაში, მათაც მიეწოდებათ ყველა სერვისი და ყველა მომსახურება თბილისში უფასოდ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: უკრაინაში ომის შემჩერებელი დღეს არავინ არის და ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არ არის ეფექტური საშუალება

პრემიერი: ვინმეს თუ უფიქრია, დღეს სააკაშვილი რომ იყოს ხელისუფლებაში, სად ვიქნებოდით? ომი ჯერ თბილისში დაიწყებოდა, შემდეგ კიევში

მაშინ, როცა კიევში ხალხი იღუპება, აქ კონცერტებს მართავენ და ჟრიამული აქვთ ატეხილი, ეს 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს მაგონებს, როცა რუსთაველზე გამოიყვანეს ხალხი, წაგებული, განადგურებული ქვეყანა გამარჯვებულად გამოაცხადეს და ხალხს „მიშა, მიშა“ აძახებინეს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, ჯერ ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იხელმძღვანელოს და მერე იფიქროს სხვა ქვეყნის ინტერესებზე. „ბუნებრივია, დღეს ყველანი სოლიდარულნი ვართ, ძალიან დიდი გულისტკივილით ვუყურებთ იმას, რაც ხდება უკრაინაში. ხალხი იღუპება და იბომბება მთელი უკრაინა, კიევი და სამწუხაროდ, სამარცხვინოდ, უნდა ითქვას, მაშინ, როცა ხალხი იღუპება, აქ კონცერტებს მართავენ და ჟრიამული აქვთ ატეხილი. ეს მაგონებს 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ, მაშინ, როცა რუსთაველზე გამოიყვანეს ხალხი და „მიშა, მიშა“ აძახებინეს. წაგებული, განადგურებული ქვეყანა გამარჯვებულად გამოაცხადეს. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან შეშფოთებით ვაკვირდებით უკრაინაში მიმდინარე ომს, რაც ხდება, აბსოლუტურად მიუღებელია

საბერძნეთმა რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე დახურა

ევროკავშირის მასშტაბით მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში, რომელიც უკრაინაში რუსული საოკუპაციო ძალების შეჭრის საპასუხოდ მიიღეს, საბერძნეთმა ყველა რუსული თვითმფრინავისთვის საჰაერო სივრცე დახურა. საბერძნეთი ხურავს საჰაერო სივრცეს რუსული თვითმფრინავებისთვის, მათ შორის კერძო საფრენი აპარატებისთვისაც. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ასევე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ახალ სანქციებს დაუწესებს.  რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ  

იაპონია: კურილიის კუნძულები ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რაც საერთაშორისო სამართლის ისეთივე უხეში დარღვევაა, როგორც მისი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ

რუსეთის მიერ კურილიის კუნძულების სამხრეთ ნაწილის ოკუპაცია ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ისევე როგორც რუსული არმიის თავდასხმა უკრაინაზე. ამის შესახებ იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული დეპარტამენტის დირექტორმა ჰიდეკი უიამამ 28 თებერვალს იაპონიის პარლამენტში გამართული დებატებისას განაცხადა. „ჩრდილოეთის ტერიტორიები (იაპონიაში ტრადიციულად ასე უწოდებენ კურილიის კუნძულების ტერიტორიებს) ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ისევე როგორც რუსული არმიის მიმდინარე თავდასხმა უკრაინაზე“, - ციტირებს მედია უიამას სიტყვებს. ადრე იაპონიის ხელისუფლება არ იყენებდა სიტყვა „ოკუპაციას“ კურილის სამხრეთ ნაწილთან მიმართებით და მხოლოდ იმას აცხადებდა, რომ „იაპონიის სუვერენიტეტი ვრცელდება ამ კუნძულებზე“. საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომის ბოლოს კუნძულებზე კონტროლი დაამყარა. სადავო კუნძულებს რუსეთი სახალინის ოლქის სამხრეთ კურილიის რეგიონის შემადგენელ ნაწილად განიხილავს. კუნძულებს იაპონია ჩრდილოეთ ტერიტორიებს ან სამხრეთ ჩიშიმას უწოდებს და ჰოკაიდოს პრეფექტურის ნაწილად თვლის.

ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირს უკრაინის წევრობა სურს

უკრაინა ეკუთვნის ევროკავშირს და ბლოკს სურს, რომ ქვეყანა შეუერთდეს მას, განაცხადა კვირას ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა Euronews-თან ინტერვიუში. მანამდე, ევროკავშირმა საომარ მდგომარეობაში მყოფი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გადაწყვეტილება ისტორიაში პირველად მიიღო. ჩვენ უკრაინასთან პროცესი გვაქვს, მაგალითად, უკრაინის ბაზრის ერთიან ბაზარში ინტეგრაცია. ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს, მაგალითად, ენერგეტიკის სფეროში. ძალიან ბევრი თემაა, რომელზეც ძალიან ვმუშაობთ და მართლად, დროთა განმავლობაში, მათი ადგილი ჩვენთანაა. უკრაინა ერთ-ერთი ჩვენგანია და გვინდა, რომ ევროკავშირში იყოს -ურსულა ფონ დერ ლაიენი 27 თებერვალს,უკრაინნის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარში უკრაინის წევრობის საკითხიც განიხილა. „სატელეფონო საუბარი მქონდა ურზულა ფონ დერ ლაიენთან. ვისაუბრეთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების, მაკრო-ფინანსური დახმარებისა და უკრაინის ევროკავშირში წევრობის შესახებ“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ ევროკავშირს დაუყოვნებლივ გაწევრიანებას ახალი სპეცპროცედურის მიხედვით სთხოვს. ჩვენ მივმართავთ ევროკავშირს უკრაინის დაუყოვნებელ მიერთებასთან დაკავშირებით ახალი სპეციალური პროცედურით. ჩვენი მიზანი ევროპელებთან ერთად და რაც მთავარია, თანასწორად ყოფნაა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ეს დავიმსახურეთ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია.  

თეა წულუკიანი: ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გამომდინარეობს პირველ რიგში ჩვენი ხალხის ინტერესიდან

დღეს ჩვენ გვყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც სერიოზულობით ცდილობს მართოს ქვეყანა, რომელიც არის ოკუპირებული, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  „დღეს ევროპაში ომია. ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული და ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გამომდინარეობს პირველ რიგში ჩვენი ხალხისა და იმ მომავალი თაობების ინტერესიდან, რომლებმაც უნდა გააგრძელონ ამ ქვეყანაში ცხოვრება. ჩვენ უკვე გამოვლილი გვაქვს ნგრევა, სისხლი და ახლა ყველაფერ გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში არ იყოს არეულობა და, რაც მთავარია, არ იყოს ომი, იმიტომ რომ ომზე დიდი საშინელება არ არსებობს“, - განაცხადა წულუკიანმა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან შეშფოთებით ვაკვირდებით უკრაინაში მიმდინარე ომს, რაც ხდება, აბსოლუტურად მიუღებელია

Reuters: უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები დაიწყო

უკრაინა-ბელორუსის საზღვართან უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განუცხადა. დღეს უკრაინის დელეგაცია, უკრაინა-ბელარუსის საზღვართან, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ასევე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ახალ სანქციებს დაუწესებს. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ  

აშშ უკრაინას დამატებით $54 მილიონამდე ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს

აშშ უკრაინას დამატებით 54 მილიონ დოლარამდე ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტი იუწყება. „უკრაინის ხალხს შეერთებული შტატები დამატებით 54 მილიონ დოლარამდე ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს. ამ დახმარების მეშვეობით ჰუმანიტარული ორგანიზაციები შეძლებენ, მხარი დაუჭირონ უკრაინის მოქალაქეებს, რომელთაც უკვე ჰქონდათ საჭიროება და რომლებიც ახლახან დაზარალდნენ რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმით“, -განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

კონდოლიზა რაისი: დღეს ქარ­თვე­ლე­ბი თა­ვი­სუფ­ლად აპ­რო­ტეს­ტე­ბენ რუ­სულ მოქ­მე­დე­ბებს, შე­იძ­ლე­ბა, რუ­სეთ­მა თა­ვის მიზ­ნებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ მი­აღ­წია

„ვნა­ხე ფო­ტო­ე­ბი, რო­მლებზეც ქარ­თვე­ლე­ბის მა­სი­უ­რი პრო­ტეს­ტია ასა­ხუ­ლი ამ ომის წი­ნა­აღ­მდეგ, ის ფაქ­ტი, რომ დღეს ქარ­თვე­ლე­ბი თა­ვი­სუფ­ლად აპ­რო­ტეს­ტე­ბენ რუ­სულ მოქ­მე­დე­ბებს, მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ შე­იძ­ლე­ბა, რუ­სეთ­მა თა­ვის მიზ­ნებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ მი­აღ­წია“, - განაცხადა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ყო­ფილ­მა სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა კონ­დო­ლი­ზა რა­ის­მა FOX NEWS-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში. პუ­ტინ­მა გა­ა­კე­თა უკ­რა­ი­ნა­ში ისე­თი რა­ღა­ცე­ბი, რაც მას არ გა­უ­კე­თე­ბია 2008 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი კამ­პა­ნია შე­და­რე­ბით სწრა­ფი იყო და აქვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ დღეს დი­ლით ვნა­ხე ფო­ტო­ე­ბი, რო­მელ­ზეც ქარ­თვე­ლე­ბის მა­სი­უ­რი პრო­ტეს­ტია ასა­ხუ­ლი ამ ომის წი­ნა­აღ­მდეგ. შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, 2008-ში შე­ი­ნარ­ჩუ­ნა ძა­ლა­უფ­ლე­ბა. რუ­სე­ბი პი­რა­დად მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ მათ სურ­დათ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან ჩა­მო­ცი­ლე­ბა და ვპა­სუ­ხობ­დი, რომ ჩვენ არ გვქონ­და სა­ი­დუმ­ლო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­და­ყე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ის ფაქ­ტი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არამხო­ლოდ გა­დარ­ჩა, არა­მედ დღეს ქარ­თვე­ლე­ბი თა­ვი­სუფ­ლად აპ­რო­ტეს­ტე­ბენ რუ­სულ მოქ­მე­დე­ბებს, მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ შე­იძ­ლე­ბა, რუ­სეთ­მა თა­ვის მიზ­ნებს სა­ქარ­თვე­ლო­შიც კი ვერ მი­აღ­წია. პუ­ტი­ნის იმედ­გაც­რუ­ე­ბა, ეს არის ის, რაც უკან და­ხე­ვას აი­ძუ­ლებს. ახლა ძა­ლი­ან ძნე­ლია ყვე­ლაფ­რის ჩუ­მად კე­თე­ბა და ამ მხრივ მი­ვე­სალ­მე­ბი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის მიერ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მოქ­ვეყნე­ბის ფაქ­ტებს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რას აკე­თებს პუ­ტი­ნი. ის ახლა ფიქ­რობს, ვინ არი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი მის გარ­შე­მო, ვინც ელა­პა­რა­კე­ბი­ან ამე­რი­კელს. მას ექ­ნე­ბა პა­რა­ნო­ია მის  გარემოცვასთან და­კავ­ში­რე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და კონ­დო­ლი­ზა რა­ის­მა.

კელი დეგნანი: ეს არის რუსეთის მიერ დაწყებული ომი - ერთიანობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი შეტყობინება, რაც შეგვიძლია, გავუგზავნოთ რუსეთს

„ძალიან შეშფოთებულები ვართ რუსეთის მიერ შექმნილი კრიზისის გამო, ათასობით ადამიანი დევნილია, ასობით დაჭრილია, ეს არის რუსეთის მიერ შექმნილი და დაწყებული ომი“, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ძალიან სასარგებლო შეხვედრა მქონდა ბატონ პაპუაშვილთან. ჩვენ განვიხილეთ კონსულტაციები ვაშინგტონში, ასევე, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ჩემი ვაშინგტონში გამართული შეხვედრების დროს აშკარად ითქვა, რომ ევროატლანტიკური გზის მიმართ საქართველოს ფართო მხარდაჭერა გრძელდება და მომავალშიც გაგრძელდება. ცხადია, ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ რუსეთის მიერ შექმნილი კრიზისის გამო, ათასობით ადამიანი დევნილია, ასობით დაჭრილია, ეს არის რუსეთის მიერ შექმნილი და დაწყებული ომი. უკრაინელი ხალხის ვაჟკაცური პასუხი შთამაგონებელია ჩვენთვის. რუსეთის აგრესიას მთელი საერთაშორისო საზოგადოება აღუდგა წინ, საქართველომ ხმამაღლა დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევა“, - აღნიშნა ელჩმა. მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ უკრაინას მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა. „ვნახეთ საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაწესებული სანქციები. გავაგრძელებთ უკრაინის მიმართ მხარდაჭერას და შევინარჩუნებთ ერთიანობას. ამ მომენტში ერთიანობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი შეტყობინება, რაც შეგვიძლია გავუგზავნოთ რუსეთს. რომ საერთაშორისო საზოგადოება ინარჩუნებს ერთიანობას ევროპული უსაფრთხოებისა და იმ პრინციპების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმის ფრონტზე, რომელმაც ბოლო 30 წლის განმავლობაში უსაფრთხოება და კეთილდღეობა შეგვინარჩუნა“, - აღნიშნა კელი ელჩმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.

კელი დეგნანი: საქართველომ ხმამაღლა დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევა

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიას მთელი საერთაშორისო საზოგადოება აღუდგა წინ, საქართველომ ხმამაღლა დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევა. ამერიკის ელჩის განცხადებით, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გაგრძელდება, ვინაიდან ახლა სწორედ ერთიანობაა ყველაზე მნიშვნელოვანი შეტყობინება, რომლის გაგზავნაც საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთისთვის შეუძლია. „ძალიან სასარგებლო შეხვედრა მქონდა ბატონ პაპუაშვილთან. ჩვენ განვიხილეთ კონსულტაციები ვაშინგტონში, ასევე რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ჩემი ვაშინგტონში გამართული შეხვედრების დროს აშკარად ითქვა, რომ ევროატლანტიკური გზის მიმართ საქართველოს ფართო მხარდაჭერა გრძელდება და მომავალშიც გაგრძელდება. ცხადია, ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ რუსეთის მიერ შექმნილი კრიზისის გამო, ათასობით ადამიანი დევნილია, ასობით დაჭრილია, ეს არის რუსეთის მიერ შექმნილი და დაწყებული ომი. უკრაინელი ხალხის ვაჟკაცური პასუხი შთამაგონებელია ჩვენთვის. რუსეთის აგრესიას მთელი საერთაშორისო საზოგადოება აღუდგა წინ, საქართველომ ხმამაღლა დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევა. ვნახეთ საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაწესებული სანქციები. გავაგრძელებთ უკრაინის მიმართ მხარდაჭერას და შევინარჩუნებთ ერთიანობას. ამ მომენტში ერთიანობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი შეტყობინება, რაც შეგვიძლია გავუგზავნოთ რუსეთს. რომ საერთაშორისო საზოგადოება ინარჩუნებს ერთიანობას ევროპული უსაფრთხოებისა და იმ პრინციპების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმის ფრონტზე, რომელმაც ბოლო 30 წლის განმავლობაში უსაფრთხოება და კეთილდღეობა შეგვინარჩუნა“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა.

კონდოლიზა რაისი: პუტინმა გააკეთა უკრაინაში ისეთი რაღაცები, რაც მას არ გაუკეთებია 2008 წელს საქართველოში

„ვნა­ხე ფო­ტო­ე­ბი, რო­მლებზეც ქარ­თვე­ლე­ბის მა­სი­უ­რი პრო­ტეს­ტია ასა­ხუ­ლი ამ ომის წი­ნა­აღ­მდეგ, ის ფაქ­ტი, რომ დღეს ქარ­თვე­ლე­ბი თა­ვი­სუფ­ლად აპ­რო­ტეს­ტე­ბენ რუ­სულ მოქმედებს მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ შე­იძ­ლე­ბა, რუ­სეთ­მა თა­ვის მიზ­ნებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ მი­აღ­წია“, -ამის შესახებ  ამე­რი­კის შეერთებული შტა­ტე­ბის ყო­ფილ­მა სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა კონ­დო­ლი­ზა რაისმა  FOX NEWS-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.   „პუ­ტინ­მა გა­ა­კე­თა უკ­რა­ი­ნა­ში ისე­თი რა­ღა­ცე­ბი, რაც მას არ გაუკეთებია 2008 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი კამ­პა­ნია შე­და­რე­ბით სწრა­ფი იყო და აქვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ დღეს დი­ლით ვნა­ხე ფო­ტო­ე­ბი, რომელზე ქარ­თვე­ლე­ბის მა­სი­უ­რი პრო­ტეს­ტია ასა­ხუ­ლი ამ ომის წინააღმდეგ...   შე­გახ­სე­ნებთ, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, 2008-ში შე­ი­ნარ­ჩუ­ნა ძალაუფლება და რუ­სე­ბი პი­რა­დად მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ მათ სურ­დათ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან ჩა­მო­ცი­ლე­ბა და ვპა­სუ­ხობ­დი, რომ ჩვენ არ გვქონ­და სა­ი­დუმ­ლო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი სა­ა­კაშ­ვი­ლის გადაყენებასთან და­კავ­ში­რე­ბით.   ის ფაქ­ტი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არამხო­ლოდ გა­დარ­ჩა, არა­მედ დღეს ქარ­თვე­ლე­ბი თა­ვი­სუფ­ლად აპროტესტებენ რუ­სულ მოქ­მე­დე­ბებს, მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ შე­იძ­ლე­ბა, რუ­სეთ­მა თა­ვის მიზ­ნებს სა­ქარ­თვე­ლო­შიც კი ვერ მი­აღ­წია.   პუ­ტი­ნის იმედ­გაც­რუ­ე­ბა, ეს არის ის, რაც უკან და­ხე­ვას აი­ძუ­ლებს. ახლა ძა­ლი­ან ძნე­ლია ყვე­ლაფ­რის ჩუ­მად კე­თე­ბა და ამ მხრივ მი­ვე­სალ­მე­ბი აშშ-ის დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის მიერ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მოქ­ვეყნე­ბის ფაქ­ტებს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რას აკე­თებს პუ­ტი­ნი. ის ახლა ფიქ­რობს, ვინ არი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი მის გარ­შე­მო, ვინც ელა­პა­რა­კე­ბი­ან ამე­რი­კელს. მას ექ­ნე­ბა პარანოია მის გარემოცვასთან და­კავ­ში­რე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და კონ­დო­ლი­ზა რა­ის­მა.