ძებნის რეზულტატი:
დიმიტრი პესკოვი: რუსეთის ეკონომიკური რეალობა საგრძნობლად შეიცვალა
კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკური რეალობა შეიცვალა, თუმცა აღნიშნა, რომ „ვერ ხედავს საფუძველს იმისთვის, რომ ეჭვი შეიტანოს რუსეთის ცენტრალური ბანკის ეფექტურობასა და სანდოობაში“. „ეკონომიკური რეალობა საგრძნობლად შეიცვალა. ეს მძიმე და პრობლემური სანქციებია, თუმცა რუსეთს აქვს პოტენციალი აანაზღაუროს ზიანი. რუსეთი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში აყალიბებდა გეგმებს შესაძლო სანქციების მიმართ, მათ შორის ყველაზე მკაცრი სანქციების მიმართ. გვაქვს საპასუხო გეგმები, რომელიც შემუშავდა და ხორციელდება“, - თქვა პესკოვმა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ
ლევან დავითაშვილი: სახელმწიფო იზრუნებს იმ უკრაინელ ტურისტებზე, რომლებიც საქართველოში დარჩნენ და დაბრუნების საშუალება არ გააჩნიათ
სახელმწიფო იზრუნებს იმ უკრაინელ ტურისტებზე, რომლებიც საქართველოში დარჩნენ და დაბრუნების საშუალება არ გააჩნიათ, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ეკონომიკის მინისტრის თქმით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზოგიერთ ტურისტს, შეიძლება, არ აქვს საარსებო საშუალებები და ამის უზრუნველყოფისთვის, როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, დავალება უკვე მიცემული აქვს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას. „სამწუხაროდ, შეიძლება ყველა ინფორმაცია ჩვენთან არ შემოდის, თუმცა, გადაწყვეტილება მიღებულია - ჩემი დავალება უკვე მიცემული აქვს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, რომელიც კოორდინაციაშია მუნიციპალიტეტებთან და ჩვენ ვიმუშავებთ ყველა ადამიანთან, რომ მათ ჰქონდეთ ცხოვრების ნორმალური პირობები“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. ასევე წაიკითხეთ: ლევან დავითაშვილი: უკრაინის 150-ზე მეტ მოქალაქეს დავეხმარეთ
ბორის ჯონსონი: პუტინი უნდა დამარცხდეს
„ჩვენ მოვახერხეთ საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან კიდევ უფრო იზოლირება. ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან და G7-თან, რათა დავაწესოთ უმკაცრესი ეკონომიკური ზომები პრეზიდენტ პუტინის წინააღმდეგ უკრაინაზე განხორციელებული შემაძრწუნებელი კამპანიის პასუხად. პუტინი უნდა დამარცხდეს“, - ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი Twitter-ზე წერს. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. გარდა რუსეთისთვის საჰაერო სივრცის დაკეტვის, რუსული ცენტრალური ბანკის სანქცირებისა, ახალი სანქციები - გადაადგილების შეზღუდვა და საზღვარგარეთის აქტივების გაყინვა პუტინის ახლო გარემოცვის ათობით წევრს შეეხება. რადიო თავისუფლების ცნობით, სანქციების სიაში იქნებიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), გენადი ტიმჩენკო, ასევე რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. „ჩვენ პუტინის ელიტის სიმდიდრის, მისი ახლო წრის წინააღმდეგ მივდივართ, იმ ხალხის, ვინც რეჟიმისგან იღებს სარგებელს და ასევე ჩვენი სამიზნეა კორუფცია, განსაკუთრებით, ინფორმაციით მანიპულირება", - განაცხადა 27 თებერვალს, ევროკავშირის საგარეო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა. სიაში, რომელიც ევროკავშირმა ორშაბათს უნდა დაამტკიცოს, 30-ზე მეტი ახალი სახელია. შეგახსენებთ, 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ასევე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ახალ სანქციებს დაუწესებს. რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს. 26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს
დავით ზალკალიანი: რა გგონიათ, ჩვენ თქვენზე ნაკლები პატრიოტები ვართ? აქვე არიან, მათი ოკუპაციის შედეგი ავტობანიდან ჩანს
მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომელსაც დავიწყებული აქვს, რომ 2014 წლიდან, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი იყო პრემიერ - მინისტრი, საქართველო შეერთებულია სანქციებზე ყირიმთან მიმართებით, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სანქციები არის ის უმწვავესი ზომა, რომელსაც მსოფლიო თანამეგობრობა იყენებს. ზალკალიანის თქმით, სანქციებს ის დანიშნულება აქვს, რომ მას ჰქონდეს შემაკავებელი ეფექტი. "რა გგონიათ, ჩვენ თქვენზე ნაკლები პატრიოტები ვართ? არავისზე ნაკლები პატრიოტები არ ვართ და ჩვენი საქმიანობითა და ცხოვრებით დამტკიცებული გვაქვს საქართველოს ერთგულება და იმ უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლა, რასაც საქართველოში ოკუპაცია ჰქვია. როგორ გგონიათ, პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ასეთი სიფრთხილით არ უნდა ეკიდებოდეს პროცესს?", - განაცხადა ზალკალიანმა. როდესაც 40 კმ-ში, აქვე დგანან, მათ არ სჭირდებათ დამატებითი მობილიზაცია, რომელიც უკრაინაში განახორციელეს. აქვე არიან, მათი ოკუპაციის შედეგი ავტობანიდან ჩანს. რამდენიმე წუთი დასჭირდება, რომ მთლიანად საქართველო თავდაყირა დააყენონ და როგორ გგონიათ, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია რას აპირებენ? ბორელი რომ გამოდის და ამბობს, შემდეგი შესაძლოა, საქართველო იყოს, ეს ხომ არ არის ჰაერზე ნათქვამი სიტყვები? ეს ხომ ეფუძნება გარკვეულ საფრთხეებსა და მოლოდინებს, რომელიც ჩვენ და ევროპელ პარტნიორებს აქვს. ეს პასუხისმგებლობა გვალაპარაკებს. არ მინდა იგივე ვიხილო საქართველოში, რაც 2008-ში ვიხილე. არ მინდა თბილისის მიმართულებით მომავალი რუსული ტანკები. არ მინდა დედაქალაქისა და აეროპორტების დაბომბვა. არ მინდა ის უმძიმესი მდგომარეობა, როდესაც ქართველებს სატვირთო თვითმფრინავით აძევებდნენ რუსეთიდან. ჩასაფრებულის პოზიციიდან ნუ ველაპარაკებით ერთმანეთს, ძალიან გვტკივა გული. უმძიმესი სიტუაციაა. მინდა, რომ მთლიანად საქართველოს მოსახლეობამ ძალიან კარგად გააცნობიეროს, უმძიმესი სიტუაციაა - არავის ვაშინებ, გეუბნებით რეალობას და რეალობა რომ არ მეთქვა, ეს იქნებოდა ჩემი მხრიდან უპასუხისმგებლობა და არ ვიდგებოდი იქ, სადაც ვდგავარ", - განაცხადა ზალკალიანმა. ასევე წაიკითხეთ: ჯოზეფ ბორელი: ვშიშობთ, რუსული გავლენები შესაძლოა, ამოქმედდეს მოლდოვასა და საქართველოში
მედიის ცნობით, ევროკავშირის მიერ სანქცირებულ რუს ოლიგარქთა სია ფართოვდება
27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. გარდა რუსეთისთვის საჰაერო სივრცის დაკეტვის, რუსული ცენტრალური ბანკის სანქცირებისა, ახალი სანქციები - გადაადგილების შეზღუდვა და საზღვარგარეთის აქტივების გაყინვა პუტინის ახლო გარემოცვის ათობით წევრს შეეხება. ოფიციალურ გაცხადებამდე, სია საერთასორისო მედიისთვის გახდა ცნობილი. რადიო თავისუფლების ცნობით, სანქციების სიაში იქნებიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. „ჩვენ პუტინის ელიტის სიმდიდრის, მისი ახლო წრის წინააღმდეგ მივდივართ, იმ ხალხის, ვინც რეჟიმისგან იღებს სარგებელს და ასევე ჩვენი სამიზნეა კორუფცია, განსაკუთრებით, ინფორმაციით მანიპულირება", - განაცხადა 27 თებერვალს, ევროკავშირის საგარეო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა. დამატებითი სანქციების სიაში, რომელიც სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში, Reuters-ის ინფორმაციით დღეს ან ხვალ გახდება ცნობილი, 30-ზე მეტი ახალი სახელია. შეგახსენებთ, 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ასევე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ახალ სანქციებს დაუწესებს. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს. 26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ
ლევან დავითაშვილი: საქართველო მზადაა უკრაინიდან ლტოლვილები მიიღოს
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ საქართველო ყველა მიმართულებით მზადაა ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინოს უკრაინას, მათ შორის მიიღოს ლტოლვილები, ასეთების არსებობის შემთხვევაში. "საქართველო ყველა ჰუმანიტარული მიმართულებით მზად არის დახმარება აღმოუჩინოთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, რაც არ უნდა სირთულეები, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები ჰქონდეს ქვეყანას და ქვეყნის შიგნით ჰყავდეს თავად დევნილი მოსახლეობა. ჩვენ ამ შემთხვევაში გვესმის, რა არის ფასი სოლიდარულობის და ჩვენ ამ შემთხვევაში სრული მზადყოფნა გვაქვს, რომ თუ იქნებიან ლტოლვილები უკრაინიდან, ჩვენ მათ აღმოვუჩინოთ მაქსიმალური მხარდაჭერა და საქართველო მზად არის მიიღოს ასეთ შემთხვევაში ლტოლვილები", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ლევან დავითაშვილი: სახელმწიფო იზრუნებს იმ უკრაინელ ტურისტებზე, რომლებიც საქართველოში დარჩნენ და დაბრუნების საშუალება არ გააჩნიათ
უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალები: უკრაინელი მესაზღვრეები, რომლებიც რუს ოკუპანტებს კუნძულ ზმეინზე ებრძოდნენ, ტყვეობაში არიან
უკრაინა რუსეთისგან უკანონოდ დატყვევებული მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, კუნძულ ზმეინთან რუსი ოკუპანტების მიერ დატყვევებული საზღვაო ქვეითები და მესაზღვრეები, რომელთა დაღუპვის შესახებ რამდენიმე დღის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, ცოცხლები არიან. უკრაინა მივმართავთ მსოფლიო თანამეგობრობას, მიიღონ ყველა შესაძლო ზომა, რათა გავლენა მოახდინონ რუსეთზე ჩვენი მოქალაქეების დასაბრუნებლად. უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალები აცხადებს, რომ რუსული მედია ამ ამბის ინტერპრეტაციას იმგვარად, თითქოს „უკრაინის ხელისუფლებამ დაივიწყა და დაკრძალა თავისი ქვეშევრდომები“. რატომ არის შავ ზღვაში გველების კუნძული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი
ერთი აშშ დოლარი პირველ მარტს 3.2054 ლარი ეღირება
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.2054 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1540 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით, 0.0514 ლარი შეადგინა. ევროს, მისი კურსი 3.5859 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5255 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0604 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში პირველ მარტს შევა.
რუსი ოლიგარქი ოლეგ დერიპასკა აცხადებს, რომ დროა, დასრულდეს „სახელმწიფო კაპიტალიზმი“ რუსეთში
რუსმა ოლიგარქმა ოლეგ დერიპასკამ ორშაბათს განაცხადა, რომ დროა ბოლო მოეღოს „მთელ ამ სახელმწიფო კაპიტალიზმს“ და შეიცვალოს პოლიტიკა, რადგან ქვეყნის ეკონომიკა დასავლეთის სანქციების ზეგავლენას განიცდის უკრაინაზე მოსკოვის თავდასხმის გამო. „აუცილებელია ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლა, აუცილებელია მთელი ამ სახელმწიფო კაპიტალიზმის დასრულება“, - განაცხადა დერიპასკამ Telegram-ზე და მოითხოვა ოფიციალური პირებისგან „ახსნა-განმარტება“, თუ რა ბედი ელის ეკონომიკას მომდევნო სამი თვის განმავლობაში. უცხოური მედიის ცნობით, ოლიგარქმა ასევე დაამატა: „თუ ეს რეალური კრიზისია, მაშინ ჩვენ გვჭირდება რეალური კრიზისის მენეჯერები და არა ფანტაზიორები სულელური პრეზენტაციებით“. „2014 წლისგან განსხვავებით, ახლა შეუძლებელი იქნება ამის გამოსწორება“, - განაცხადა დერიპასკამ, მხედველობაში ჰქონდა მოსკოვის მიერ უკრაინის ნახევარკუნძულის ანექსია და დასავლეთის სანქციების შემოღება.
შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ
შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა. შვეიცარიამ ასევე მიიღო ფინანსური სანქციები რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის, პრემიერ-მინისტრის მიხაილ მიშუსტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის წინააღმდეგ, რომლებიც დაუყოვნებლივ ამოქმედდება. „უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის გაგრძელების გათვალისწინებით, ფედერალურმა საბჭომ 28 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირის მიერ 23 და 25 თებერვალს დაწესებული სანქციების პაკეტების მიღების შესახებ“, - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში. ამავე თემაზე შვეიცარიის პრეზიდენტი: ნეიტრალური შვეიცარია სავარაუდოდ, შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და რუსულ აქტივებს გაყინავს
ჟოზეფ ბორელი: უკრაინისთვის გამოყოფილი ნახევარი მილიარდი ევრო მოხმარდება ყველა სახის სამხედრო აღჭურვილობის უზრუნველყოფას აგრესიის შესაჩერებლად
ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ვაპირებთ, ვისაუბროთ თავდაცვის მინისტრებთან უკრაინაში არსებულ სამხედრო ვითარებაზე, თუ როგორ მიმდინარეობს ომი უკრაინაში, – ამის შესახებ ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჟოზეფ ბორელმა ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების არაფორმალურ ვიდეოკონფერენციის დაწყებამდე განაცხადა. „თქვენ იცით, რომ ეს ნახევარი მილიარდი ევრო მოხმარდება თავდაცვითი იარაღის, მსხვილკალიბრიანი იარაღის, ტანკსაწინააღმდეგო, ყველა სახის აღჭურვილობის უზრუნველყოფას აგრესიის შესაჩერებლად. წევრმა ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ ეს იარაღი და უნდა მოახდინონ კოორდინაცია იმაზე, რა ქმედებას აკეთებენ, რისი გაკეთება შეგვიძლია დამატებით ამ რესურსებით, ამ საფრთხეებთან საბრძოლველად. კიევი, ხარკოვი, მარიუპოლი წინააღმდეგობას უწევს და რუსეთი დიდი მსხვერპლით იხდის ფასს, მაგრამ ჩვენ უნდა მივაწოდოთ საბრძოლო მასალა, მსხვილკალიბრიანი იარაღი და ტანკსაწინააღმდეგო აღჭურვილობა. მათ ასევე სჭირდებათ საწვავი ტანკებისთვის, თვითმფრინავებისთვის და ეს უნდა იყოს კოორდინირებული“, – აღნიშნა ბორელმა. რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს. 26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს
დავით ზალკალიანმა ჯეიმს კლევერლისთან უკრაინაში არსებული ვითარება განიხილა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ჯეიმს კლევერლისთან სატელეფონო საუბარი გამართა. საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე ომი და ის მყიფე გეოპოლიტიკური გარემო განიხილეს, რაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისთვის.ზალკალიანმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო და ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებული და თანმიმდევრული პოზიციის მნიშვნელობას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევის საპასუხოდ."კლევერლიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უპირობო მხარდაჭერა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო მკაფიოდ იაზრებს საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს და მზარდი საფრთხეების ფონზე, ქვეყანა მარტო არ არის. მან ასევე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის როლზე, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ: დავით ზალკალიანი: რა გგონიათ, ჩვენ თქვენზე ნაკლები პატრიოტები ვართ? აქვე არიან, მათი ოკუპაციის შედეგი ავტობანიდან ჩანს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპონსორი „ვითიბი ბანკი“ აღარ არის
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპონსორი „ვითიბი ბანკი“ აღარ არის. ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ფედერაციამ ვადაზე ადრე დაასრულა რუსულ ბანკთან ურთიერთობა და უკვე აღებულია „VTB ბანკის" სარეკლამო ბანერებიც, რომლებიც სტადიონებზე იყო განთავსებული. დავით მუჯირის განცხადებით, უახლოეს მომავალში გაირკვევა, ვინ გახდება ფედერაციის ახალი გენერალური სპონსორი. რუსეთის სიდიდით მეორე ბანკმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ბოლო ხელშეკრულება 2020 წლის სექტემბერში გააფორმა, ორი წლის ვადით და ამ კონტრაქტის თანახმად, VTB ბანკი ფედერაციის გენერალური სპონსორი გახდა. „VTB ბანკი“ იმ კომპანიებს შორისაა, რომლებსაც რუსეთის აგრესიის გამო, სანქციები დაეკისრათ.
ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში საომარი მოქმედებები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხი ამერიკის ელჩთან განიხილა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე. „საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გამოხატა სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ და ხაზგასმით განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრა და იქ საომარი მოქმედებების წარმოება, სრულიად მიუღებელია და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება. აღინიშნა საქართველოს მაქსიმალური მხარდაჭერა უკრაინისადმი, მათ შორის პოლიტიკურ დონეზე, ასევე ჰუმანიტარული თვალსაზრისით და სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში. ელჩის შეფასებით, საქართველოს პოზიცია მკაფიო და ცალსახაა, რაც დასაფასებელია. საუბრისას, ხაზი გაესვა საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობის მნიშვნელობას, რაც ძლიერი გზავნილია ევროპული უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევისკენ მიმართული ქმედებების წინააღმდეგ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც უმაღლეს ნიშნულზეა და აღინიშნა, რომ ეს პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია ორი ქვეყნის საერთო ინტერესების, ასევე რეგიონისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. ელჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გადასცა ვაშინგტონის მკაფიო გზავნილი, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე აშშ-ის ფართო ორპარტიული მხარდაჭერა აქვს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ემანუელ მაკრონმა პუტინს მოუწოდა, შეწყვიტოს უკრაინაზე თავდასხმა
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. მაკრონის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა კვლავ გაიმეორა საერთაშორისო მოწოდებები მოსკოვისადმი, კერძოდ ის, რომ შეწყვიტოს თავდასხმები უკრაინაზე და ხაზი გაუსვა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის აუცილებლობას. მაკრონმა სთხოვა რუსეთის პრეზიდენტს, შეწყვიტოს ყველა დარტყმა და თავდასხმა მშვიდობიანი მოსახლეობის, საცხოვრებელი ადგილების, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. საფრანგეთის განცხადებაში ნათქვამია, რომ პუტინმა დაადასტურა თავისი მზადყოფნა, შეასრულოს ეს მოთხოვნები. თუმცა, იმავე სატელეფონო ზარის შესახებ კრემლის განცხადებაში ნათქვამია, რომ პუტინმა მაკრონს განუცხადა: „მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხედველობაში მიიღება რუსეთის ლეგიტიმური უსაფრთხოების ინტერესები - მათ შორის ყირიმზე რუსეთის სუვერენიტეტის აღიარება და დემილიტარიზაციისა და დენაზიზაციის მიზნების გადაწყვეტა. უკრაინის სახელმწიფო და მისი ნეიტრალური სტატუსის უზრუნველყოფა“. საფრანგეთმა თავის განცხადებაში ასევე განაცხადა, რომ მაკრონმა ასევე სთხოვა თავის რუს კოლეგას, დარჩეს კონტაქზე უახლოეს დღეებში, რათა თავიდან აიცილოს კონფლიქტის ესკალაცია, რასაც, როგორც ამბობენ, პუტინი დაეთანხმა.
რუსეთთან ომის პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს მოაწერა ხელი
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განაცხადს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. მმართველი პარტიის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ დოკუმენტზე ხელმოწერის ფოტო. ხელმოწერას უზენაესი რადას სპიკერი რუსლან სტეფანჩუკი და პრემიერ მინისტრი დენის შმიგალი ესწრებოდნენ. პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინას ევროკავშირში წევრობისთვის განცხადება შეაქვს. „უკრაინელებმა დიდი ხანია დაამტკიცეს, რომ ჩვენ ყველანი ვართ ევროპული საზოგადოების განუყოფელი ნაწილი. დროა ეს ქაღალდზე გადმოვიტანოთ. უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებას სპეციალური პროცედურით მიმართავს. ჩვენ მადლობლები ვართ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერისა და სწრაფი გადაწყვეტილებისთვის“, - ნათქვამია შეტყობინებაში. ცნობისთვის, მანამდე, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინა უმოკლეს პერიოდში ევროკავშირში წევრობის განაცხადს სპეციალური დაჩქარებული წესით შეიტანს. 27 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარში უკრაინის წევრობის საკითხიც განიხილა. „სატელეფონო საუბარი მქონდა ურზულა ფონ დერ ლაიენთან. ვისაუბრეთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების, მაკრო-ფინანსური დახმარებისა და უკრაინის ევროკავშირში წევრობის შესახებ“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ ევროკავშირს დაუყოვნებლივ გაწევრიანებას ახალი სპეცპროცედურის მიხედვით სთხოვს. ჩვენ მივმართავთ ევროკავშირს უკრაინის დაუყოვნებელ მიერთებასთან დაკავშირებით ახალი სპეციალური პროცედურით. ჩვენი მიზანი ევროპელებთან ერთად და რაც მთავარია, თანასწორად ყოფნაა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ეს დავიმსახურეთ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია.
უკრაინასა და რუსეთს შორის 6-საათიანი მოლაპარაკების პირველი რაუნდი დასრულდა
უკრაინასა და რუსეთს შორის 6-საათიანი მოლაპარაკების პირველი რაუნდი დასრულდა. მხარეები შეთანხმდნენ მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე, განაცხადა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა. მისი თქმით, მხარეებმა გამოავლინეს არაერთი პრიორიტეტული თემა, რომლებზეც გარკვეული გადაწყვეტილებები გამოიკვეთა. „მომლაპარაკებლები ბრუნდებიან თავიანთ დედაქალაქებში, რათა განიხილონ მოლაპარაკებების შედეგი“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.
პარიზში ვიზიტით მყოფი პრეზიდენტი ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება. სალომე ზურაბიშვილისა და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის შეხვედრა გაიმართა. Twitter-ზე განთავსებულ პოსტში სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ ემანუელ მაკრონთან ძალიან საიტერესო შეხვედრა ყველა იმ საკითხს შეეხებოდა, რაც „ჩვენს წინაშე დგას“. 26 თებერვალს, საფრანგეთისა და საქართველოს პრეზიდენტმა სატელეფონი საუბარი გაამართეს, რომლის დროსაც მაკრონმა ზურაბიშვილი პარიზში მიიწვია. მაკრონი: ჩვენ ვდგავართ მოლდოვისა და საქართველოს გვერდით მათი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დასაცავად ჯოზეფ ბორელი: ვშიშობთ, რუსული გავლენები შესაძლოა, ამოქმედდეს მოლდოვასა და საქართველოში
ლიეტუვამ გაეროს სასამართლოს მიმართა, პუტინისა და ლუკაშენკოს წინააღმდეგ საქმე აღიძრას
ლიეტუვამ განაცხადა, რომ სურს, რუსეთისა და ბელორუსის მიერ ჩადენილი სავარაუდო სამხედრო და კაცობრიობის წინაშე დანაშაულები გაეროს სასამართლომ გამოიძიოს Associated Press-ის ცნობით, ლიეტუვის იუსტიციის მინისტრმა ეველინა დობროვოლსკამ განაცხადა, რომ წინადადება ჰააგის სასამართლოში გაიგზავნა. მისი თქმით, პროკურორს ეთხოვა, შეაფასოს მოთხოვნა და, საჭიროების შემთხვევაში, გამოძიება დაიწყოს. საუბარია „კონკრეტული პირების პასუხისმგებლობაზე“, კერძოდ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ბელორუსის პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკაზე. შეგახსენებთ, უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ჰააგაში სარჩელი შეიტანა
FIFA-ს და UEFA-ს გადაწყვეტილებით, რუსულ კლუბებსა და ნაკრებებს ყველა შეჯიბრებაში მონაწილეობა აეკრძალათ
ფეხბურთის მსოფლიო მმართველმა ორგანომ FIFA-მ და ევროპის მმართველი ორგანომ UEFA-მ შეაჩერეს რუსული კლუბების და ეროვნული გუნდების მონაწილეობა ყველა შეჯიბრში. ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადაიდგა, რაც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) რეკომენდაცია მისცა, რომ რუს და ბელორუსიელ სპორტსმენებს აეკრძალოთ საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის კაცთა ნაკრები მომავალ თვეში მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩებს ვერ ითამაშებს და ქალთა ნაკრებს ამ ზაფხულს ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა აეკრძალა.