ძებნის რეზულტატი:
დენის შმიგალი: მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან - იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს
უკრაინის პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრს Twitter-იდან ქართულ ენაზე მიმართა: მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან. იმედია@GharibashviliGeგამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს. უკრაინა ამას ელოდება! ევროპა ამას ელოდება! #StopRussia მანამდე, შმიგალმა შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა. თავისუფლებისმოყვარე ქართველო ხალხო, დაეხმარეთ თქვენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში!
აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს
აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტმანეტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა აშშ-ის მოქალაქეებს აუკრძალა ყველა სახის ტრანზაქცია რუსეთის ცენტრალურ ბანკთან, რუსეთის ეროვნული კეთილდღეობის ფონდთან ან რუსეთის ფინანსთა სამინისტროსთან. აშშ-მ სანქციები დაუწესა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდს, მის ორ შვილობილ კომპანიასა და დირექტორ კირილ დმიტრიევს. „ვაშინგტონმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, რათა შეზღუდოს რუსეთის შესაძლებლობები, გამოიყენოს თავისი საერთაშორისო რეზერვები, ასევე შეუზღუდოს რუსეთს წვდომა თავის კეთილდღეობის ფონდზე, რათა ის უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის არ გამოიყენოს. აშშ გააგრძელებს თავის პარტნიორებთან და მოკავშირეებთან მჭიდრო კოორდინაციას, რომ რუსეთს მკაცრი შედეგები დააკისროს უკრაინის წინააღმდეგ მის მიერ წარმოებული ომისთვის. ჩვენ ვიზიარებთ ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან მიზნის ერთობლიობას, სიმტკიცეს და მზაობას, რომ რუსეთს პასუხი ვაგებინოთ თავისი აგრესიისთვის, განსაკუთრებით მათ, ვისაც ეკისრება პასუხისმგებლობა მათი არჩევანით დაწყებულ ომზე“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
აშშ-ის საელჩო ბელორუსში მუშაობას დროებით აჩერებს
ამერიკის შეერთებული შტატები ბელორუსში, აშშ-ის საელჩოში ოპერაციებს დროებით აჩერებს. რუსეთში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ნაწილს და მათი ოჯახის წევრებს კი, აშშ-ში დაბრუნების უფლებას რთავს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა Reuters-ის ცნობით. ბლინკენის თქმით, აშშ-ის მთავრობის უპირველესი პრიორიტეტი მისი მოქალაქეების უსაფრთხოებაა. „ჩვენ ეს ნაბიჯები უსაფრთხოების საკითხების გამო გადავდგით, რაც გამოწვეულია უკრაინის წინააღმდეგ რუსული სამხედრო ძალების მიერ განხორციელებული არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმით“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
ჯოზეფ ბორელი: უკრაინას აქვს მკაფიო ევროპული პერსპექტივა, მაგრამ ახლა ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ აგრესიის წინააღმდეგ
„დღეს არ ვიმსჯელებთ წევრობაზე, რადგან ჯერ უახლოეს საათებში რა უნდა გავაკეთოთ და როგორი პასუხი გავცეთ, ამაზე ვსაუბრობთ, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა, რითაც უპასუხა კითხვას, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნას შეეხებოდა, რომ უკრაინა დაჩქარებულ ვადებში უნდა მიიღონ ევროკავშირში. „უკრაინას აქვს მკაფიო ევროპული პერსპექტივა, მაგრამ ახლა ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ აგრესიის წინააღმდეგ და მსოფლიომ არ უნდა დაუშვას, რომ ძლიერმა ქვეყანამ დაჩაგროს მეზობელი სამხედრო ძალის გამოყენებით. თუ ჩვენ ამის საშუალებას ვინმეს მივცემთ, მაშინ ეს იქნება ჯუნგლების კანონი. მე ვარ შენზე ძლიერი და მე შენ მოგკლავ, დავაწესებ ჩემს კანონს - ეს ჩვენთვის ევროპელებისთვის ეგზისტენციალური საფრთხეა. მე გავაკეთებ ყველაფერს ამის აღსაკვეთად“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. 28 თებერვალს, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ მხარი დაუჭირა უკრაინის მცდელობას, ევროკავშირს დაჩქარებული წესით შეუერთდეს. ჩეხეთის მთავრობის მეთაურის თქმით, აუცილებელია ცხადად განიმარტოს, რომ მიესალმებიან უკრაინის მიღებას დემოკრატიული ქვეყნების ევროპულ საზოგადოებაში. „მიუხედავად იმისა, რომ მე სტანდარტული პროცედურების მომხრე ვარ, ჩვენ ახლა არასტანდარტულ ვითარებაში ვიმყოფებით“, - განაცხადა ჩეხეთის პრემიერმა. ცნობისთვის, მანამდე, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინა უმოკლეს პერიოდში ევროკავშირში წევრობის განაცხადს სპეციალური დაჩქარებული წესით შეიტანს. 27 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარში უკრაინის წევრობის საკითხიც განიხილა. „სატელეფონო საუბარი მქონდა ურზულა ფონ დერ ლაიენთან. ვისაუბრეთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების, მაკრო-ფინანსური დახმარებისა და უკრაინის ევროკავშირში წევრობის შესახებ“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ ევროკავშირს დაუყოვნებლივ გაწევრიანებას ახალი სპეცპროცედურის მიხედვით სთხოვს. ჩვენ მივმართავთ ევროკავშირს უკრაინის დაუყოვნებელ მიერთებასთან დაკავშირებით ახალი სპეციალური პროცედურით. ჩვენი მიზანი ევროპელებთან ერთად და რაც მთავარია, თანასწორად ყოფნაა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ეს დავიმსახურეთ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია. 28 თებერვალს, საღამოს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ხელი მოაწერა. 28 თებერვალი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირს უკრაინის წევრობა სურს
პრეზიდენტი: მადლიერები ვართ უკრაინის, რომელიც იბრძვის ჩვენი თავისუფლებისთვის და ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველოს სხვა სურათი ჩანდეს საერთაშორისო არენაზე
„ჩვენგან არავინ ელოდება ისეთ ზომებს, რომლებიც ამ ქვეყანას საფრთხის წინაშე დააყენებს, მაგრამ ჩვენგან ყველა ელოდება სოლიდარობას, თქვენც ელოდებით, მეც ველოდები, ამისთვის ჩამოვედი დღეს პარიზში, ხვალ - ბრიუსელში, რომ გამოვხატო ქართული სოლიდარობა უკრაინის მიმართ. იმ დროს, როდესაც მთელი ევროპა ერთიანია, ჩვენც ამ ერთიანობის ნაწილი უნდა გავხდეთ. დღეს იხსნება ფანჯარა, როცა ევროპელები მზად არიან, სხვანაირად განიხილონ უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს მომავალი. ჩვენ აქ უნდა ვიდგეთ და ამიტომ ვარ აქ. მე მინდა, ყველას ახსოვდეს, რომ საქართველო, როგორც უკრაინა არის ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანი, რომლებიც ხვალ იქნებიან ევროპის ნაწილი, იმ ევროპის, რომელმაც დღეს აჩვენა თავისი ღირსება, ერთიანობით, თავისი უკრაინის აქტიური მხარდაჭერით. ჩვენ ყველანი ვართ მადლიერები დღეს უკრაინის, რომელიც იბრძვის ჩვენი თავისუფლებისთვის და ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველოს სხვა სურათი ჩანდეს საერთაშორისო არენაზე, ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელიც ისტორიულად ყოველთვის იყო თავისი პრინციპების ერთგული“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთში, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს.
პრეზიდენტი: ჩვენგან არავინ არ ელოდება ზომებს, რომლებიც ქვეყანას საფრთხის წინაშე დააყენებს, მაგრამ ჩვენგან ყველა ელოდება სოლიდარობას
„ჩვენგან არავინ ელოდება ისეთ ზომებს, რომლებიც ამ ქვეყანას საფრთხის წინაშე დააყენებს, მაგრამ ჩვენგან ყველა ელოდება სოლიდარობას, თქვენც ელოდებით, მეც ველოდები, ამისთვის ჩამოვედი დღეს პარიზში, ხვალ - ბრიუსელში, რომ გამოვხატო ქართული სოლიდარობა უკრაინის მიმართ. იმ დროს, როდესაც მთელი ევროპა ერთიანია, ჩვენც ამ ერთიანობის ნაწილი უნდა გავხდეთ. დღეს იხსნება ფანჯარა, როცა ევროპელები მზად არიან, სხვანაირად განიხილონ უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს მომავალი. ჩვენ აქ უნდა ვიდგეთ და ამიტომ ვარ აქ. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთში, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს. „მე მინდა, ყველას ახსოვდეს, რომ საქართველო, როგორც უკრაინა არის ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანი, რომლებიც ხვალ იქნებიან ევროპის ნაწილი, იმ ევროპის, რომელმაც დღეს აჩვენა თავისი ღირსება, ერთიანობით, უკრაინის აქტიური მხარდაჭერით. ჩვენ ყველანი ვართ მადლიერები დღეს უკრაინის, რომელიც იბრძვის ჩვენი თავისუფლებისთვის და ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველოს სხვა სურათი ჩანდეს საერთაშორისო არენაზე, ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელიც ისტორიულად ყოველთვის იყო თავისი პრინციპების ერთგული“, - აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი. პრეზიდენტი: მადლიერები ვართ უკრაინის, რომელიც იბრძვის ჩვენი თავისუფლებისთვის და ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველოს სხვა სურათი ჩანდეს საერთაშორისო არენაზე
ნორვეგიული ენერგეტიკული გიგანტი Equinor რუსეთს დატოვებს
ნორვეგიული ნავთობისა და გაზის კომპანია Equinor შეაჩერებს ყველა ახალ ინვესტიციას რუსეთში და დაიწყებს ქვეყნიდან გასვლის პროცესს, ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი. „ჩვენ ყველანი ღრმად შეწუხებულები ვართ უკრაინაში შეჭრით, რომელიც წარმოადგენს საშინელ უკანდახევას მსოფლიოსთვის“, - განაცხადა ანდერს ოპედალმა, Equinor-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა. კომპანიამ განაცხადა, რომ მას ჰქონდა 1,2 მილიარდი დოლარის გრძელვადიანი ინვესტიციები რუსეთში 2021 წლის ბოლოს. ის რუსეთში 30 წელზე მეტია, ოპერირებს და აქვს თანამშრომლობის ხელშეკრულება რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია „როსნეფტთან“. შეგახსენებთ, რუსეთს ტოვებს BP-ც, ბანკი HSBC და თვითმფრინავების გამქირავებელი უდიდესი ფირმა მსოფლიოში „ეარქეფი“.
დავით ზალკალიანი: საქართველოსა და უკრაინის პრემიერებს შორის არის ძალიან კარგი ურთიერთობა - ეჭვი მაქვს, ამ „ტვიტის“ შექმნაში უშუალოდ შმიგალი არ უნდა იყოს ჩართული
პრემიერ ღარიბაშვილსა და შმიგალს შორის არის ძალიან კარგი ურთიერთობა - ამ „ტვიტის“ შექმნაში უშუალოდ პრემიერი არ უნდა იყოს ჩართული, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის მიერ "ტვიტერზე" გაკეთბულ განცხადებას. მისი თქმით, საქართველოს პრემიერსა და მის უკრაინელ კოლეგას შორის არსებობს ბრწყინვალე ურთიერთობა და საქართველო უკრაინის დახმარებას განაგრძობს, რაც შეეხება გაკეთებულ განცხადებას, მას გასდევს შექმნილი რთული ემოციური ფონი. “მე მითხრეს ამ "ტვიტის" შესახებ, მითხრეს, რომ ის ქართულ ენაზეა გაკეთებული. მესმის ის ემოციური ფონი, რომელიც უკრაინაშია შექმნილი. მე მინდა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცოდეს, რომ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილსა და პრემიერ-მინისტრ შმიგალს შორის არის მართლაც ძალიან კარგი და თბილი ურთიერთობა, რომელიც ჩამოყალიბდა ბოლო ვიზიტების დროს, როდესაც ის საქართველოში იმყოფებოდა, ასევე, როდესაც მისი მიწვევით პრემიერი იყო უკრაინაში, ჩვენ არამხოლოდ ოფიციალური, არამედ ძალიან მჭიდრო მეგობრული, პარტნიორული, ნამდვილი ძმური ურთიერობა ჩამოგვიყალიბდა”, - განაცხადა ზალკალიანმა. მისი მოსაზრებით, პირადად მასში ეჭვს იწვევს თავად “ტვიტერის” წარმომავლობა. “მე ეჭვი მაქვს, რომ თვითონ ამ "ტვიტის" შექმნაში უშუალოდ პრემიერი არ უნდა იყოს ჩართული.. მაგრამ ეს ჩემი ვარაუდებია, რადგანაც ის ტექსტი, რომელიც ქართულად არის დაწერილი, მე ბევრ ეჭვს მიჩენს და მაქვს ჩემი მოსაზრება, თუ საიდან შეიძლება ის მოდიოდეს. მაგრამ ეს იქით იყოს, რადგან მესმის იქ შექმნილი სიტუაციის სიმძიმე და ამ ემოციურ ფონზე შეიძლება, რაღაც ასეთი პოსტი ყოფილიყო გაკეთებული”, - განაცხადა ზალკალიანმა. მისივე თქმით, ორი ქვეყნის პრემიერს შორის ურთიერთობა არის ურყევი და შეუქცევადი. “საზოგადოებამ მინდა იცოდეს, რომ ის ურთიერთობა, რაც პრემიერ ღარიბაშვილსა და პრემიერ შმიგალს შორის ჩამოყალიბდა და ის გვერდში დგომა, რაც პრემიერმა ღარიბაშვილმა მის მიმართ გამოამჟღავნა, არის ურყევი და შეუქცევადი და როგორც მანამდე ვედექით ჩვენს უკრაინელ ძმებს, ისე დავუდგებით მომავალშიც და ამას ვერაფერი ვერ შეანელებს”, - დასძინა მან. დავით ზალკალიანის კომენტარს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს დენის შმიგალი: მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან - იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით რუსეთის საშიში რიტორიკა მიუღებელია
EUROPETIME-ის ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის კომენტარი პუტინის ბრძანებაზე, რუსეთის ბირთვული ძალების მობილიზების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებას, მისი ბირთვული ძალების მობილიზების შესახებ საშიშ რიტორიკას უწოდებს, მაგრამ ეს შეერთებული შტატებისთვის სტრატეგიულ საფრთხეებთან დაკავშირებით, რაიმე ცვლილების მანიშნებელი არ არის. „რუსეთი და შეერთებული შტატები დიდი ხნის წინ შეთანხმდნენ, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას დამანგრეველი შედეგები მოჰყვებოდა და არაერთხელ განაცხადეს, მათ შორის ამ წლის დასაწყისში, რომ ბირთვული ომი არ შეიძლება, იყოს მომგებიანი და არასდროს არ უნდა იყოს ბრძოლის იარაღი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით პროვოკაციული რიტორიკა საშიშია, ეს ზრდის არასწორი გათვლების რისკს, თავიდან უნდა იყოს აცილებული და ჩვენ ამ რიტორიკაში არ ჩავერთვებით. მთელი ამ კრიზისის განმავლობაში რუსეთი სიცრუის გავრცელების გზით ამტკიცებს, რომ მას საფრთხე ემუქრება, მათ შორის უკრაინისა და NATO-ს მხრიდან. არც აშშ-ს და არც NATO-ს არ აქვთ რუსეთთან კონფლიქტის სურვილი და განზრახვა. ჩვენ ურყევი ვართ ჩვენი ვალდებულებების მიმართ, რაც მოიცავს შეკავების გაძლიერებას და დარწმუნებულები ვართ ჩვენს შესაძლებლობებში, დავიცვათ საკუთარი თავი და ჩვენი მოკავშირეები“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. შეგახსენებთ, პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. რუსეთის ნაბიჯი ბირთვული იარაღის გამოყენების განზრახვაზე მიუთითებს? - BBC-ს ანალიზი პენტაგონი: აშშ დარწმუნებულია თავის შესაძლებლობაში, დაიცავს საკუთარ თავს, მოკავშირეებს და პარტნიორებს სტოლტენბერგი პუტინის გადაწყვეტილებაზე: საშიში რიტორიკაა რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს. 26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. საერთაშორისო მედიის წინასწარი ინფორმაციით, სანქციების სიაში იქნებიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით გამოძიებას დაიწყებს
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით გამოძიებას დაიწყებს, რაც შეიძლება სწრაფად. ამის შესახებ სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა განაცხადა. ვითარების წინასწარი შესწავლის შემდეგ, ხანმა აღნიშნა, რომ არსებობს გონივრული საფუძველი იმისა, რომ უკრაინაში განხორციელდა როგორც სავარაუდო ომის დანაშაული, ასევე, დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ.
ევროკავშირის 8 ქვეყნის პრეზიდენტები უკრაინის ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებას მხარს უჭერენ
ბულგარეთის, ჩეხეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის, სლოვაკეთისა და სლოვენიის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ღია წერილს, რომლითაც უკრაინის ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებას მხარს უჭერენ. წერილი ლატვიის პრეზიდენტის ვებგვერდზე განთავსდა. წერილის ავტორები მოუწოდებენ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, უკრაინის პოლიტიკური მხარდაჭერის კონსოლიდაციისკენ ყველაზე მაღალ დონეზე, ასევე მისცენ შესაძლებლობა ევროკავშირის ინსტიტუტებს, გადადგან ნაბიჯები, უკრაინას დაუყოვნებლივ მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და გაიხსნას მოლაპარაკებათა პროცესი. „ჩვენ, ევროკავშირის წევრი ქევყნების პრეზიდენტები, მტკიცედ ვართ დარწმუნებული, რომ უკრაინა იმსახურებს ევროკავშირში დაუყოვნებლივ გაწევრიანების პერსპექტივას“, - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის საგარეო უწყება საქართველოს პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. უკრაინის საგარეო უწყებამ პრეზიდენტ ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება Twitter-ზე გააზიარა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველო უკრაინის გვერდით დგას და ეს ორი ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროპის ნაწილი. „გულწრფელი მადლობა მეგობრული მხარდაჭერისთვის, საქართველო და უკრაინა ერთად“, – წერს უკრაინის საგარეო უწყება. პრეზიდენტი: ჩვენგან არავინ არ ელოდება ზომებს, რომლებიც ქვეყანას საფრთხის წინაშე დააყენებს, მაგრამ ჩვენგან ყველა ელოდება სოლიდარობას
კახა იმნაძე: რასაც უკრაინაში ვხედავთ, აგრესიის აქტია რუსეთის მხრიდან
გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ, გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სპეციალურ სხდომაზე, რომელზეც უკრაინაში მიმდინარე პროცესები შეაფასეს, დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთის ფედერაციას მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეაჩეროს სამხედრო მოქმედებები და გაიყვანოს შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიიდან. ასევე ასამბლეის წევრებს მოუწოდა უკრაინის შესახებ რეზოლუციის მხარდაჭერისკენ. „ჩვენ დღეს შევიკრიბეთ საგანგებო სესიაზე, ახლა ჩვენზეა დამოკიდებული გენერალურ ასამბლეაზე, სადაც ყველას გვაქვს თანაბარი უფლება, რომ ხმა მივცეთ და ნათელი გავხადოთ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოქმედებს სწორედ ისე, რა მიზნისთვისაც ის შეიქმნა. გაეროს ერთი წევრი ქვეყნის მიერ შეიარაღებული ძალების გამოყენება მეორე წევრი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, არღვევს გაეროს ქარტიის 2.4 მუხლს და წარმოადგენს აგრესიის აქტს, რომელიც განსაზღვრულია 3314 რეზოლუციით და რომელიც კონსენსუსითაა მიღებული. ის, რასაც უკრაინაში ვხედავთ, არის აგრესიის აქტი რუსეთის მხრიდან და ამას ვგმობთ. გასულ კვირაში სწორედ ამ ტრიბუნიდან ვისაუბრე რუსეთის მუდმივ ქცევებზე მისი მეზობლების წინააღმდეგ. რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ ყველასათვის გამოსაფხიზლებელი სიგნალი უნდა ყოფილიყო, მაგრამ საბოლოოდ, მაინც ვერ იქნა შესაძლებელი, რომ თავიდან აგვერიდებინა ანალოგიური სცენარი, რომელიც რამდენიმე წლის თავზე უკრაინაში განმეორდა. ისევ რომ არ გავიმეორო საკუთარი სიტყვები, გეტყვით, რომ ჩვენ, საქართველოში, ნამდვილად ვიცით, რას ნიშნავს შემზარავი ომი. ვიცით, როგორია მისი გამანადგურებელი შედეგები და ესენი არიან ადამიანები, უდანაშაულო მოქალაქეები, ქალები და ბავშვები, რომლებიც იხდიან უმაღლეს ფასს. ეს გამანადგურებელია არა მხოლოდ მათთვის, ვის თავსაც ეს იმ მომენტში ხდება, არამედ ის გადაეცემა თაობიდან თაობას", - განაცხადა მან. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის საგარეო უწყება საქართველოს პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
უცხოელი მოხალისეებისთვის ზელენსკიმ უვიზო რეჟიმი შემოიღო
1 მარტს ძალაში შევიდა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულება, რომლის თანახმად, უვიზო რეჟიმი წესდება იმ უცხოელებისთვის, რომლებიც უკრაინის ინტერნაციონალურ ლეგიონს შეუერთდებიან. უვიზო რეჟიმი იმოქმედებს დროებით, საომარი მდგომარეობის დასრულებამდე. ასევე წაიკითხეთ: უკრაინასა და რუსეთს შორის 6-საათიანი მოლაპარაკების პირველი რაუნდი დასრულდა
ბაჩო ახალაიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა. ცნობისთვის, 9-წლიანი სასჯელის ვადა ბაჩო ახალაიას გასული წლის 6 ნოემბერს ამოეწურა, თუმცა, როგორც მისი მეუღლე და ადვოკატი ანი ნადარეიშვილი განმარტავს, მსჯავრდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის პერიოდი არ ჩაუთვალეს და 9-წლიანი სასჯელის ათვლა განაჩენიდან დაიწყეს. ამასთან, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას 9-წლით თავისუფლების აღკვეთა პატიმრების წამების საქმეზე ჰქონდა მისჯილი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 847 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 36 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 847 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 36 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 9 003 პაციენტი. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 6 847 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 612 319. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 18.39%, ბოლო 14 დღის - 25.18% ხოლო 7 დღის - 20.73%.ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 9 003 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 513 164. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 847 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 759 შემთხვევა, აჭარა - 362, იმერეთი - 1 226, ქვემო ქართლი -286, შიდა ქართლი - 446, გურია - 321, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 506, კახეთი - 542, მცხეთა-მთიანეთი - 174, სამცხე-ჯავახეთი - 140, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 85.ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 82 930 საიდანაც, 4 479 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 137, აჭარაში - 418, იმერეთში - 725. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 000 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 448, აჭარაში - 105, იმერეთში - 255. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 279 პაციენტი, მათგან თბილისში - 158, აჭარაში - 34, იმერეთში - 23. 78 451 ადამიანი სახლში მკურნალობს.
უკრაინის თავდაცვის მინისტრი: ეკონომიკურ ფრონტზე რუსეთმა უკვე განიცადა გამანადგურებელი ნგრევა
„ეკონომიკურ ფრონტზე რუსეთმა უკვე განიცადა გამანადგურებელი ნგრევა. რუსული ვალუტა ჩვეულებრივ ქაღალდად გადაიქცევა. უკვე არსებობს პირველი აკრძალვა რუსული ნავთობის ექსპორტზე“, - აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი. „უკრაინელი სკოლის მოსწავლეებიც კი, შეტევაზე გადავიდნენ და კიბერფრონტზე იბრძვიან. ასობით ათასმა ადამიანმა რუსეთში უკვე გაიგო, რომ ხელისუფლება მათ ატყუებს, რომ არ არსებობს „სპეციალური ოპერაცია“. ესაა ჩვეულებრივი აგრესიული ომი, რომელშიც ათასობით რუსიც დაიღუპა. თავად რუსეთშიც, ომისადმი წინააღმდეგობა ყოველდღე იზრდება. ამ დღეებში, უკრაინელები რუსებს აჩვენებენ, თუ როგორ განსხვავდებიან თავისუფალი ადამიანები მონებისგან, მოქალაქეები განსხვავდებიან ტირანების მონებისგან. მათ, ვინც წლების განმავლობაში იყვნენ აღფრთოვანებულნი განრისხებული მანიაკით, ამის გამოსყიდვა მოუწევთ“, - აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი. ასევე წაიკითხეთ: უკრაინასა და რუსეთს შორის 6-საათიანი მოლაპარაკების პირველი რაუნდი დასრულდა
სპორტის საერთაშორისო ფედერაციების მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციაც შეუერთდა
სპორტის საერთაშორისო ფედერაციების მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციაც (IIHF) შეუერთდა. ფედერაციის საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე, კატეგორიულად დაგმეს უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყება და აგრესორი ქვეყნის ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებები, ასევე კლუბები გაურკვეველი ვადით მოკვეთეს საერთაშორისო შეჯიბრებებიდან. ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციისვე გადაწყვეტილებით, რუსეთს ჩამოართვეს 2023 წლის დეკემბერში ნოვოსიბირსკში გასამართი მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის და საერთაშორისო მატჩების მასპინძლობის უფლება. „ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა IIHF-ის პრეზიდენტმა ლიუკ ტარდიფმა.
რუსულმა მხარემ ხარკოვის ცენტრში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობა დაბომბა
რუსმა ოკუპანტებმა, ხარკოვის ცენტრში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობა დაბომბეს, - ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური Telegram-ზე ავრცელებს. „წინასწარი ინფორმაციით, დარტყმებია ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაზე, ოპერის თეატრზე, ფილარმონიასა და საცხოვრებელ კორპუსებზე (ძირითადად 4-5 სართულიან შენობებზე)“, - აღნიშნულია განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: უკრაინასა და რუსეთს შორის 6-საათიანი მოლაპარაკების პირველი რაუნდი დასრულდა
„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ პარლამენტის სხდომათა დარბაზში, მომხსენებლის ტრიბუნაზე უკრაინის დროშა გადმოფინა
„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ პარლამენტის სხდომათა დარბაზში, მომხსენებლის ტრიბუნაზე უკრაინის დროშა გადმოფინა. საკანონმდებლო ორგანოში დღეს საგაზაფხულო სესიის მორიგი პლენარული სხდომა გაიმართება. სხდომა პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნება, რის შემდეგაც დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავენ. ასევე წაიკითხეთ: კახა იმნაძე: რასაც უკრაინაში ვხედავთ, აგრესიის აქტია რუსეთის მხრიდან