ძებნის რეზულტატი:
აშშ ჯაშუშობის ბრალდებით, გაეროდან 12 რუს დიპლომატს აძევებს
გაეროში რუსეთის დიპლომატიური მისიის 12 წევრს აშშ-მა 7 მარტამდე წასვლის ბრძანება მისცა და მათ ბრალი დასდო ჯაშუშობაში ჩართულ "დაზვერვის მუშაკებად" ყოფნაში. გაეროში აშშ-ის მისიის პრესმდივნის განცხადებით, დიპლომატებმა, რომლებსაც წასვლა უბრძანეს, "ბოროტად გამოიყენეს აშშ-ში ცხოვრების პრივილეგია, ჯაშუშურ ქმედებებში ჩართვით, რომლებიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს აზიანებს". მისიის თქმით, გაძევების პროცესი "რამდენიმე თვეა მზადდება" და შესაბამისობაშია აშშ-ის, როგორც მასპინძელი ქვეყნის და გაეროს შეთანხმებასთან. ასევე წაიკითხეთ: უკრაინასა და რუსეთს შორის 6-საათიანი მოლაპარაკების პირველი რაუნდი დასრულდა
ვლადიმერ პუტინს ტაეკვანდოს საპატიო შავი ქამარი ჩამოართვეს
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო მოქმედებების საპასუხოდ, ტაეკვანდოს საპატიო შავი ქამარი ჩამოართვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი, ტაეკვანდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ტაეკვანდოს ფედერაციამ მაგალითად მოიყვანა მათი დევიზი: „მშვიდობა უფრო ძვირფასია, ვიდრე ტრიუმფი“ და დაგმო რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო მოქმედებები. როგორც ფედერაციაში აღნიშნავენ, უდანაშაულო მოსახლეობაზე სასტიკი თავდასხმა არღვევს სპორტის პატივისცემისა და შემწყნარებლობის ღირებულებებს. აქედან გამომდინარე, ტაეკვანდოს ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, 2013 წელს ვლადიმერ პუტინისთვის მინიჭებული საპატიო შავი ქამრის ჩამორთმევის შესახებ.
ოპოზიცია მიხეილ ყაველაშვილისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას ითხოვს. პირდაპირი პლენარული სხდომიდან
პარლამენტში დაპირისპირებაა, ოპოზიცია მიხეილ ყაველაშვილისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას ითხოვს. ოპოზიციის აღშფოთება უმრავლესობის წევრის მიერ უცენზურო სიტყვები გამოყენებამ გამოიწვია, რომელიც „ოპოზიციის მხრიდაბ რუსული საქმის კეთების“ კონტექსტში გამოიყენა. „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის სალომე სამადაშვილის განცხადებით, რამდენი დროშაც არ უნდა გამოფინოს პარლამენტში უმრავლესობამ უკრაინის მხარდასაჭერად, ხელისუფლება არცხვენს ქვეყანას, ქართველი ხალხი სოლიდარულია უკრაინის მიმართ.
პარლამენტის პლენარული სხდომა უკრაინის სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, უკრაინის სახელმწიფო ჰიმნის ფონზე, რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. საპარლამენტო უმრავლესობამ სხდომათა დარბაზში, მომხსენებლის ტრიბუნაზე უკრაინის დროშა გადმოფინა. „უკვე რამდენიმე დღეა საკუთარი თვალით ვხედავთ უკრაინელი ხალხის ბრძოლას საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. ჩვენთვის, ქართველებისთვის, ეს ბრძოლა უცხო არაა და კარგად ვიცით, თუ რას გრძნობენ ამ მძიმე დღეებში ჩვენი უკრაინელი დები და ძმები. ბრძოლას, მითუმეტეს ბრძოლას თავისუფლებისთვის, ყოველთვის მოყვება მსხვერპლი. მათ შორის, მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, რაც ყველაზე დიდი საშინელებაა ომის დროსაც კი! ამიტომ, სხდომის დაწყებამდე, გთხოვთ, უკრაინის სახელმწიფო ჰიმნის ფონზე წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ დაღუპულთა ხსოვნას“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
კოვიდინფიცირებულის უმეტესობა სრულიად ჯანმრთელდება. დაახლოებით 10-20%-ს პოსტკოვიდური მდგომარეობა, ხანგრძლივი კოვიდი აღენიშნება - WHO
WHO-ს ევროპის რეგიონული ოფისი შემაჯამებელ ინფორმაციას ავრცელებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით: 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის ნოემბრამდე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებმა ევროპის 33 ქვეყანაში 60+ ასაკის 470,000 ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს. COVID-19-ით ინფიცირებული ადამიანების უმეტესობა სრულიად ჯანმრთელდება. მიუხედავად ამისა, არსებული მტკიცებულებები მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანების დაახლოებით 10-20% აღენიშნება პოსტკოვიდური მდგომარეობა ანუ ხანგრძლივი კოვიდი. საერთაშორისო კვლევამ აჩვენა, რომ წინა ხაზზე მომუშავე სამედიცინო პერსონალის 43% განიცდის შფოთვის მნიშვნელოვან დონეს, ხოლო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მომუშავე მედ-პერსონალის დაახლოებით 40% აკმაყოფილებს პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობის კლინიკურ ზღვარს. 2021 წლის იანვრიდან მარტამდე, WHO-ს ევროპის რეგიონის ყოველი 3 ქვეყნიდან 1-ში აღინიშნა შეფერხება არაგადამდებ დაავადებებთან დაკავშირებული ჯანდაცვის სერვისის მიწოდების მხრივ. კიბოს სკრინინგი ყველაზე მეტად შეფერხებულ სერვისებს შორისაა. პანდემიამ, გაანულა სიღარიბის შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯები. 2021 წლის ბოლოსთვის WHO-ს ევროპის რეგიონში სიღარიბის დღიურ ზღვარს (5,50 აშშ დოლარი) მიღმა აღმოჩნდა დამატებით 4,3 მილიონი ადამიანი.
ევროკავშირთან უფრო მეტად დაახლოებაზე 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ - ანრი ოხანაშვილი
„ 24-საათიან რეჟიმში შესაბამის კომიტეტის თავმჯდომარეებთან პარლამენტის წევრები მუშაობენ ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტ დაახლოებაზე", - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით: „ნაციონალურ მოძრაობას“ დააგვიანდა, მათ ვერ გაბედეს და ვერ შეძლეს ის, რაც შეძლო „ქართული ოცნების“ გუნდმა. ჩვენ საქართველოს კონსტიტუციის დონეზე განვამტკიცეთ ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური კურსი“. ეს არის მნიშვნელოვანი ფუნდამენტი. ასევე, შესაძლოა, ყველა საკითხი საჯაროდ ღია ისე ვერ დაფიქსირდეს, როგორც შესაძლოა თქვენ ინტერესი გქონდეთ, თუმცა ჩვენ 24-საათიან რეჟიმში შესაბამის კომიტეტის თავმჯდომარეებთან პარლამენტის წევრები მუშაობენ კიდევ უფრო მეტ დაახლოებაზე". უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადზე ხელმოწერას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც გამოეხმაურა. განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითებში ჯოზეფ ბორელს ესაუბრა. „მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ არ არსებობს რაიმე მექანიზმი ევროკავშირში რომელიმე ქვეყნის დაჩქარებული წესით მიღების, თუმცა, გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ ყველა შესაძლო სცენარზე ვმუშაობთ და ეს ნაბიჯები უნდა იყოს შეჯერებული ჩვენს პარტნიორებთან," - აცხადებს დავით ზალკალიანი. რუსეთთან ომის პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს 28 თებერვალს მოაწერა ხელი.
ირაკლი კობახიძე ოპოზიციას: თუ ვინმეს ეკუთვნის ამ პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტა, ეს მხოლოდ თქვენ ხართ
„თუ ვინმეს ეკუთვნის ამ პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტა, მხოლოდ თქვენ ხართ. თქვენ აკეთებთ სერგო ორჯონიკიძის საქმეს, - მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას. კობახიძემ მიხეილ ყაველაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით ოპოზიციის ინიციატივას კომიკური უწოდა. „ჩვენ მოვისმინეთ რაღაც კომიკური ინიციატივა უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით. ერთი რამ მინდა გითხრათ, თუ ვინმეს აქვს ამ პარლამენტში უფლებამოსილება შესაწყვეტი, ეს არის ზუსტად ეს ხალხი ერთი მარტივი მიზეზის გამო. მიშა ყაველაშვილი არის ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა და გული შესტკივა თავის ქვეყანაზე, ხოლო თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ამის საპირისპიროს ამტკიცებთ. თუ ვინმეს ეკუთვნის ამ პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტა, მხოლოდ თქვენ ხართ. თქვენ აკეთებთ სერგო ორჯონიკიძის საქმეს. ამას გავიმეორებთ ყველგან, სადაც საჭიროა. თქვენი თითოეული ნაბიჯი არის პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ, თითოეული თქვენი ნაბიჯი არის პროვოკაცია ჩვენი საერთო სამშობლოს წინააღმდეგ“, - განაცხადა კობახიძემ. ოპოზიცია მიხეილ ყაველაშვილისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას ითხოვს. პირდაპირი პლენარული სხდომიდან
„ქართული ოცნების" თავმჯდომარე უკრაინის მიმართ განსაკუთრებული სოლიდარობის გამო მოქალაქეებს მადლობას უხდის
„ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობა და ვალია, რომ მხარი დავუჭიროთ ყველა დონეზე, სიტყვით და საქმით, უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ხელისუფლება ამისათვის ყველაფერს აკეთებს და აკეთებს არა მხოლოდ სიტყვით, არამედ პირველ რიგში კონკრეტული ქმედითი ნაბიჯებით“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძემ უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოხატა და განაცხადა, რომ ქართველი ერი უკრაინელი ერის გვერდით დგას. „ჩვენ ვხედავთ როგორ გულშემატკივრობს ქართველი ხალხი მეგობარ უკრაინელ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ჩვენს მეგობრობას აქვს ხანგრძლივი ისტორია. უკრაინელებთან ძალიან ემოციური კავშირი გვაქვს და შესაბამისად, მათი ტკივილი ჩვენ განსაკუთრებულად გვტკენს გულს. სწორედ ამის გამოხატულებაა ის განსაკუთრებული სოლიდარობა, რომელიც აჩვენა ქართველმა ხალხმა. ჩვენს საზოგადოებას, ხალხს განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადო ამ უპრეცედენტო მაგალითისთვის. ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობა და ვალია, რომ მხარი დავუჭიროთ ყველა დონეზე, სიტყვით და საქმით უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ხელისუფლება ამისათვის ყველაფერს აკეთებს და აკეთებს არა მხოლოდ სიტყვით, არამედ პირველ რიგში კონკრეტული ქმედითი ნაბიჯებით. კერძოდ, ყველა დონეზე , ყველა ფორმატში ჩვენი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ იყო მყარი და ურყევი. შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოში, ეუთოში, გაეროში, ყველა დონეზე, სადაც ეს პრინციპული საკითხი განიხილებოდა, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოხატეს პრინციპული პოზიცია ყველა დოკუმენტში, ყველა კენჭისყრისას. ასევე ხაზს გავუსვამ, ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით საქართველოს საელჩო დღემდე რჩება და ოპერირებს კიევში რაც არის ასვე მხარდაჭერის განსაკუთრებული გამოხატულება. და ჰუმანიტარული დახმარება რაც არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, პირველივე დღიდან ყველაფერი კეთდება, რომ დავეხმაროთ ჩვენს მეგობრებს, განსაკუთრებით საქართველოში დარჩენილ ტურისტებს და ისინი არიან უზრუნველყოფილი სრული უფასო მომსახურებით, ამისთვის კერძო მოსახლეობასაც მადლობა უნდა გადავუხადოთ. მოგახსენებთ ასევე მთავრობის სახელით გაიგზავნა 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინაში და ჩვენი მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, რომ ნებისმიერი სახის ჰუმანიტარული დახმარება იყოს გაწეული და გაწეული იყოს შესაბამისი ძალისხმევა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ზალკალიანი: 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის გაკეთება ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია
საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, არ არსებობს მექანიზმი, რომელიც რომელიმე კონკრეტული ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას დაჩქარებული წესით უზრუნველყოფს. თუმცა, მისივე თქმით, გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ისინი მოვლენების განვითარების ყველა შესაძლო სცენარზე მუშაობენ. „საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენს სახელისუფლებო პროგრამაში ჩადებულია, რომ 2024 წელს უნდა გავაკეთოთ განაცხადი წევრობაზე და ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, ამაზეა მორგებული მთლიანად ჩვენი ნაბიჯები და ქმედებები. რა თქმა უნდა, გვესმის უკრაინელი ძმების, რომლებმაც ამ სიტუაციაში, როდესაც იმყოფებიან დაბომბვის ქვეშ და არის მიმდინარე აგრესია, ეს ნაბიჯი გადადგეს. ჩვენ ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით, რა თქმა უნდა, მათი სოლიდარულები ვართ და, ამავე დროს, ვართ აქტიურ კომუნიკაციაში ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. როდესაც გუშინ საუბარი მქონდა ბატონ ბორელთან, არამარტო უსაფრთხოების გამოწვევებზე მქონდა საუბარი, არამედ საქართველოს შესაძლო ევროპულ პერსპექტივაზე, ისევე, როგორც პრემიერ-მინისტრს ჰქონდა გუშინ ევროკავშირის საკითხებში გაფართოების კომისართან საუბარი და მისი საუბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო სწორედ ასოცირებული ტრიო - მოლდოვა საქართველო და უკრაინა და ჩვენი ევროპული პერსპექტივის თემა. ამაზე ვსაუბრობთ, აქტიურ კომუნიკაციაში ვართ. მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ არ არსებობს რაიმე მექანიზმი ევროკავშირში რომელიმე ქვეყნის დაჩქარებული წესით მიღების, თუმცა, გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ ყველა შესაძლო სცენარზე ვმუშაობთ და ეს ნაბიჯები უნდა იყოს შეჯერებული ჩვენს პარტნიორებთან," - განაცხადა ზალკალიანმა „რუსთავი2“-ის ეთერში.
ვოლოდიმერ ზელენსკი: ხარკოვზე სასტიკი დარტყმა ყველა შეთანხმებას არღვევს. მსოფლიოში არავინ გაპატიებთ მშვიდობიანი უკრაინელი ადამიანების დახოცვას
რუსული ძალების სარაკეტო არტილერიის ხარკოვზე სასტიკი დარტყმა ყველა შეთანხმებას არღვევს. მსოფლიოში არავინ გაპატიებთ მშვიდობიანი უკრაინელი ადამიანების დახოცვას, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა მორიგ ბრიფინგზე. "რუსებმა იცოდნენ, სად ისროდნენ. ამ დანაშაულისთვის, აუცილებლად იქნება საერთაშორისო ტრიბუნალი. ესაა ყველა შეთანხმების დარღვევა. მსოფლიოში არავინ გაპატიებთ ამ მშვიდობიანი უკრაინელი ადამიანების დახოცვას. აქაა უკრაინა, აქაა ევროპა, აქაა 2022 წელი. ბოროტება, შეიარაღებულო რაკეტებით, ბომბებითა და არტილერიით, სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს! ეკონომიკურად უნდა განადგურდეს! უნდა ვაჩვენოთ, რომ კაცობრიობას შეუძლია საკუთარი თავის დაცვა. ქვეყანა, რომელიც მოქალაქეთა მიმართ სამხედრო დანაშაულს სჩადის, არ შეიძლება, იყოს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი. ამ ქვეყნისთვის მსოფლიოს ყველა პორტი, არხი, აეროპორტი უნდა დაიხუროს. ასეთი ქვეყანა არ უნდა იღებდეს ათასობით მილიარდს ენერგორესურსების ექსპორტით. ახლა, რუსული საქონლის შეძენა ნიშნავს ადამიანების მკვლელობაში ფულის გადახდას“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ასევე წაიკითხეთ: რუსულმა მხარემ ხარკოვის ცენტრში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობა დაბომბა
ტაივანი რუსეთის ზოგიერთი ბანკის SWIFT-ის საერთაშორისო საგადახდო სისტემიდან გათიშვის ინიციატივას უერთდება
ტაივანი რუსეთის ზოგიერთი ბანკის SWIFT-ის საერთაშორისო საგადახადო სისტემიდან გათიშვის ინიციატივას უერთდება. ტაივანი გაამკაცრებს ექსპორტს იარაღზე, ორმაგი გამოყენების სიკეთეებსა და ტექნოლოგიებზე. ქვეყნის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მსგავსი პროდუქციის ექსპორტი აიკრძალება, იმ გამონაკლისის გარდა, როცა ამისთვის იარსებებს ლეგიტიმური მიზეზები. „ტაივანმა უკვე დაგმო რუსეთი უკრაინაში მისი შეჭრის გამო მის საერთაშორისო დემოკრატიულ პარტნიორებთან ერთად. ჩვენ ასევე ვითანამშრომლებთან იმ გადაწყვეტილებებთან მიმართებით, რომლებიც რუსული ბანკების წინააღმდეგ მიიღება“, - განაცხადა თავის მხრივ პრემიერმა.
ერდოღანსა და ლუკაშენკოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. პრეზიდენტებმა უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენცია განიხილეს. განხილვის თემა უკრაინასა და რუსეთს შორის გამართული მოლაპარაკებებიც იყო. თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ლუკაშენკოს განუცხადა, რომ ანკარა გააგრძელებს ძალისხმევას ომის შესაჩერებლად და მშვიდობის აღსადგენად. ერდოღანმა ორშაბათს განაცხადა, რომ თურქეთი არ გაწყვეტს მის კავშირებს რუსეთთან ან უკრაინასთან და რომ ანკარა აამოქმედებს მონტრეს პაქტს ომის მომავალი ესკალაციის პრევენციისთვის.
ჩრდილოეთ კორეამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ დუმილი დაარღვია - Reuters
ჩრდილოეთ კორეამ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შესახებ დუმილი დაარღვია. საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში ომში შეერთებული შტატების და დასავლეთის ჰეგემონიურ პოლიტიკას ადანაშაულებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. რუსეთის თავდასხმის შესახებ თავის პირველ ოფიციალურ განცხადებაში ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დასავლეთი დამნაშავეა „ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში“.
სამხრეთ კორეა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით $10 მილიონს გადასცემს
სამხრეთ კორეა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით 10 მილიონ დოლარს გადასცემს. CNN-ის ინფორმაციით, სამხრეთ კორეის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ უკრაინას დახმარება, მეზობელ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შედეგად მიეწოდება. „ვიმედოვნებთ, ჩვენი ძალისხმევა ეფექტურად დაეხმარება უკრაინელ ხალხსა და ლტოლვილებს. ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ კონტრიბუციას უკრაინაში ჰუმანიტარული კრიზისის გადასაჭრელად,“- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ბორის ჯონსონი: პუტინი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ბარბაროსულ ტაქტიკას იყენებს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკისთან ერთად ვარშავაში პრესკონფერენციას მართავს. ჯონსონი ამბობს, რომ „ტრაგედია“, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა და სხვებმა იწინასწარმეტყველეს, ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრით, მოსალოდნელზე უარესია. ჯონსონმა ამას ევროპის კონტინენტზე კატასტროფა უწოდა, სადაც პოლონეთი ასევე ფრონტის ხაზზეა. ჯონსონის თქმით, „აშკარაა, რომ პუტინი მზად არის, გამოიყენოს ბარბაროსული ტაქტიკა უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, რაკეტების გამოყენებით ბავშვების მოსაკლავად. ჯონსონი იმყოფებოდა პოლონეთში და ხვდება მთავარ ევროპელ მოკავშირეებს, რათა განიხილონ რუსეთის შეჭრა უკრაინაში.
დმიტრო კულება: უკრაინას მშვიდობა სურს, მაგრამ სანამ რუსეთის თავდასხმის ქვეშ ვიქნებით, მეტი სანქციები და იარაღი გვჭირდება
ვლადიმერ პუტინი უფრო მეტ სამხედრო დანაშაულს სჩადის, უდანაშაულო ადამიანებს კლავს, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ. „უკრაინას მშვიდობა სურს, მაგრამ სანამ რუსეთის თავდასხმის ქვეშ ვიქნებით, მეტი სანქციები და იარაღი გვჭირდება. ბარბაროსული რუსული სარაკეტო დარტყმები ცენტრალურ თავისუფლების მოედანსა და ხარკოვის საცხოვრებელ უბნებზე. პუტინი უკრაინის გატეხვას ვერ ახერხებს. სიბრაზის გამო, ის უფრო მეტ სამხედრო დანაშაულს სჩადის, კლავს უდანაშაულო მოქალაქეებს. მსოფლიოს შეუძლია და უფრო მეტი უნდა გააკეთოს. გაზარდეთ ზეწოლა, მოახდინეთ რუსეთის სრული იზოლაცია!“ - დაწერა დმიტრო კულებამ Twitter-ზე. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმერ ზელენსკი: ხარკოვზე სასტიკი დარტყმა ყველა შეთანხმებას არღვევს. მსოფლიოში არავინ გაპატიებთ მშვიდობიანი უკრაინელი ადამიანების დახოცვას
Mastercard-მა რუსეთიდან ტრანზაქციები დაბლოკა
Mastercard-მა რუსეთიდან ტრანზაქციები დაბლოკა. აშშ-მა ევროკავშირთან, დიდ ბრიტანეთთან და კანადასთან ერთად განაცხადა, რომ ისინი რუსეთის წინააღმდეგ გარკვეულ ზომებს მიიღებდნენ, რაც ასევე გულისხმობდა Swift-ის საერთაშორისო საგადასახადო სისტემიდან რუსული ბანკების გამოთიშვას და ასევე რუსეთის ცენტრალურ ბანკში უცხოური რეზერვების განთავსებაში ხელის შეშლას.
ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ელჩს იწვევს კონსულტაციებისთვის უკრაინისადმი დახმარების მსურველი მოხალისეებისთვის ხელის შეშლის და სანქციებისადმი გამოხატული პოზიციების გამო. საქართველოს გარდა, უკრაინამ კონსულტაციებისთვის ასე გაიწვია ყირგიზეთში უკრაინის ელჩი.
საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 30 კმ-ში მიწისძვრა მოხდა
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 30 კმ-ში მიწისძვრა მოხდა. დღეს, თბილისის დროით 14:34 საათზე, აზერბაიჯანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 30 კმ-ში, მოხდა 4.4 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.
იაპონიამ რუსეთის ოფიციალური პირებისა და ასევე 49 კომპანიის, ორგანიზაციისა და ბანკების წინააღმდეგ სანქციები დააწესა
იაპონიამ რუსეთის ოფიციალური პირებისა და ასევე 49 კომპანიის, ორგანიზაციისა და ბანკების წინააღმდეგ სანქციები დააწესა. როგორც Deutsche Welle წერს, განცხადება იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სიაში მოხვდნენ - რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ, გენშტაბის ხელმძღვანელი, ვალერი გერასიმოვი, უშიშროების საბჭოს მდივანი, ნიკოლაი პატრუშევმა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი. ასევე წაიკითხეთ: ბორის ჯონსონი: პუტინი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ბარბაროსულ ტაქტიკას იყენებს