ძებნის რეზულტატი:

რეჯეფ თაიფ ერდოღანი დასავლურ სამყაროს 2014 წელს ყირიმში რუსეთის შეჭრაზე „არასაკმარისი რეაგირების“ გამო აკრიტიკებს

თურქეთის პრეზიდენტმა დასავლური სამყარო მკაცრად გააკრიტიკა 2014 წელს რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციაზე არასაკმარისი პასუხის გამო და განაცხადა, რომ უფრო ძლიერ პასუხს შესაძლოა, დღევანდელი ომი თავიდან აეცილებინა. ერდოღანმა აქვე აღნიშნა, რომ ყირიმის ოკუპაციაზე გაჩუმებულები ახლა რაღაცას ამბობენ. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, კიდევ უფრო გართულდა დევნილთა ისედაც მნიშვნელოვანი პრობლემები. ერდოღანი მიიჩნევს, რომ გლობალური უსაფრთხოების ახალი სტრუქტურა უნდა ჩამოყალიბდეს. თურქეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში, რაც შეიძლება მალე, სიმშვიდე და საღი აზრი გაიმარჯვებს. ერდოღანმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმებისკენ თავისი მოწოდება ისევ გაიმეორა.  „განა სამართლიანობა მსოფლიოს ერთ ნაწილში მოქმედებს და მეორე ნაწილში უმოქმედოა? ეს რა მსოფლიოა? სამწუხაროდ, საერთაშორისო თანამეგობრობამ არ გამოავლინა სათანადო მიდგომა და არ გამოხატა აუცილებელი მხარდაჭერა ამ უსამართლობის აღმოსაფხვრელად“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. „უკრაინა მარტო დარჩა თავის სამართლიან ბრძოლაში. დღეს ჩვენ ვეჯახებით პრობლემის დამანგრეველ და მტკივნეულ შედეგებს, რომელთა გადაწყვეტა შესაძლებელია დიპლომატიური გზით, თუკი დროულად გამოვავლენთ ძლიერ ნებას. როდესაც ვხედავთ, როგორ ტოვებენ მშვიდობიანი მცხოვრებლები სახლებს, როდესაც ბავშვები შეშინებულები არიან, ქალაქები ნანგრევებშია, უდანაშაულოები იღუპებიან, ჩვენი მწუხარება იზრდება გეომეტრიული პროგრესით“ , - დაამატა თურქეთის პრეზიდენტმა.  

აშშ-მ კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის ცოლსა და მის სრულწლოვან შვილებს სანქციები დაუწესა

შეერთებულმა შტატებმა პერსონალური სანქციები დააწესა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის მეუღლის, ტატიანა ნავკას, ასევე მისი სრულწლოვანი შვილების წინააღმდეგ. ამის შესახებ უკრაინული მედია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ნედ პრაისის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. დიმიტრი პესკოვი კი თავად უკვე არის სანქცირებულთა სიაში.

კიევი აცხადებს, რომ უკრაინის საჰაერო სივრცეში მყოფი რუსული თვითმფრინავი ბელორუსს დაესხა თავს

კიევი რუსეთს უკრაინის ომში ბელორუსის ჩათრევის მცდელობაში ადანაშაულებს. უკრაინა რუსულ ავიაციას უკრაინის საჰაერო სივრციდან საზღვრის მახლობლად, ბელორუსის დასახლებაზე თავდასხმაში სდებს ბრალს. უკრაინული მხარის ცნობით, თავდასხმები იმ დროს მოხდა, როდესაც ბელორუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოსკოვში ხვდებოდა. უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ ადგილობრივი დროით 14:30 საათზე (GMT 12:30) სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა მიიღო ინფორმაცია, რომ რუსული თვითმფრინავი აფრინდა ბელორუსის აეროდრომიდან, გადავიდა უკრაინის საჰაერო სივრცეში და შემდეგ ესროლა ბელორუსის სოფელ კოპანს. „ეს არის პროვოკაცია! მიზანია ბელორუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ჩართვა უკრაინასთან ომში!“, - ნათქვამია უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის განცხადებაში. უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ ოპერაციის სამიზნე ბელორუსის კიდევ ორი დასახლება იყო. „ჩვენ ოფიციალურად ვაცხადებთ: უკრაინის სამხედროებს არ აქვთ დაგეგმილი და არ აპირებენ რაიმე აგრესიული ქმედებების განხორციელებას ბელორუსის რესპუბლიკის წინააღმდეგ“, - აცხადებენ უსაფრთხოების სამსახურში.  ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, უკრაინა ემზადებოდა თავდასხმის განსახორციელებლად არამხოლოდ დონბასზე, არამედ ბელორუსის ტერიტორიაზე. ლუკაშენკომ, რომელსაც 10 მარტს პუტინმა უმასპინძლა, რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს „ღორობა“ უწოდა. მანამდე, სამ მარტს განაცხადა, რომ უკრაინის ომში ბელორუსის ჩათრევა სურთ, მანამდე კი, „რუსეთს გაუსწორდებიან“. ლუკაშენკოს თქმით, ბელორუსი თავის მიწაზე იომებს. ბელორუსი რუსული ჯარების, რაკეტებისა და თვითმფრინავების „პლაცდარმად“ გამოიყენებოდა, როგორც მანამდე, ასევე მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში შეჭრა დაიწყო, მაგრამ აქტიურ ბრძოლაში არ გამოუყენებია საკუთარი ძალები. გასულ კვირას ლუკაშენკომ, კრემლის უახლოესმა მოკავშირემ, განაცხადა, რომ ბელორუსის შეიარაღებული ძალები არ მონაწილეობენ და არ მიიღებენ მონაწილეობას უკრაინაში მიმდინარე ომში, რასაც რუსეთი თავის „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ უწოდებს.  „ძალიან მინდა, რომ ეს სიტყვები გაიგონ ჩვენმა საერთო მეზობლებმა - ბელორუსიელებმა. მშვიდობა ნათესავებს შორის, მშვიდობა მეზობლებს შორის, მშვიდობა ძმებს შორის, ჩვენც მათთან ერთად უნდა მივაღწიოთ და აუცილებლად მივაღწევთ ამას", - განაცხადა თავის მხრივ, უკრაინია პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებებს სწორედ ბელორუსი მასპინძლობს.

ყაზახეთის და თურქეთის ავიაკომპანიებმა რუსეთის მიმართულებით ავიარეისები გააუქმეს

ყაზახეთის ეროვნულმა ავიაკომპანიამ Air Astana-მ და თურქულმა Pegasus Airlines-მა განაცხადეს, რომ რუსეთში ფრენებს დროებით აჩერებენ. კომპანიების განმარტებით, ავიარეისებს რუსეთის მიმართულებით თვითმფრინავების დაზღვევასთან დაკავშირებული პრობლემების გამო აჩერებენ. მედიის ცნობით, ეს რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ ამოქმედებული სანქციების შედეგია. თურქულმა Pegasus-მა განაცხადა, რომ შაბათიდან შეწყვეტს ფრენებს. კიდევ ერთმა ავიაკომპანიამ, Turkish Airlines-მა კი განმარტა, რომ ფრენები ამ ეტაპზე გაგრძელდება. დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა სანქციების ფარგლებში შეაჩერეს ფრენები რუსეთთან და დაკეტეს საჰაერო სივრცე რუსული თვითმფრინავებისთვის.  

ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილებაზე: არ არის ის, რასაც ჩვენ ველით

„ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილება უკრაინის ევროპული ინტეგრაციის შესახებ, რომელიც ხუთშაბათს ვერსალში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, არ არის ის, რასაც ჩვენ ველოდებით“, - ამის შესახებ კრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. „ჩვენ ვიცით, რა თქვეს ამ შეხვედრაზე. ვინ ისაუბრა. ვინ გვიჭერდა მხარს და ვინ დუმდა. ვინ ცდილობდა, ჯერ კიდევ არასაკმარისი ფორმულირების შეტანას (განცხადებაში) უკრაინის, ევროპისა და ჩვენი საერთო თავისუფლებისთვის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მთავარი გზავნილები ვერსალის ისტორიული შეკრებიდან

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი სირიიდან დაქირავებული მებრძოლების ჩამოყვანას აპირებს

რუსეთი აპირებს სირიიდან დაქირავებული მებრძოლების ჩამოყვანას, მათთვის უცხო მიწაზე ხალხის მოსაკლავად, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „მტერს გაუჩნდა იდეა, მოეყვანა დაქირავებულები ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. ავაზაკები სირიიდან. ქვეყნიდან, რომელიც განადგურდა ისევე, როგორც ახლა, დამპყრობლები ანადგურებენ მარიუპოლს და ხარკოვს, ოხტირკას და ჩერნიგოვს, ვოლნოვახას და იზუმს", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.  

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტს ამზადებს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტს ამზადებს. ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, ეს სანქციები კიდევ უფრო დააშორებს რუსეთს გლობალური ეკონომიკური სისტემიდან, რაც კიდევ უფრო ზრდის პუტინის მიერ უკრაინის ხელში ჩაგდების ფასს. სანქციების მეოთხე პაკეტით, რუსეთის ფედერაციიდან მეტალურგიულ სექტორში ძირითადი პროდუქტების იმპორტი აიკრძალება. „რუსეთი ვერ შეძლებს ფინანსური ინსტიტუტებისგან ( საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი) დაფინანსების, სესხების ან სხვა სარგებლის მიღებას“. უკრაინაში ომის დაწყებიდან მე-16 დღეს, ევროკავშირის მიერ, მთლიანობაში, 862 რუსი ფიზიკური პირი და 53 ორგანიზაციაა სანქცირებული. ბელორუსის არაერთი ინსტიტუტი ასევე მოხვდა ევროკავშირის შავ სიაში. ბოლოს, ევროკავშირმა სანქციების სიას რუსი ოლიგარქები და დეპუტატები დაამატა. მათ შორის, შავ სიაში არიან OAO TMK-ის მფლობელი, დიმიტრი პამპიანსკი და სახელმწიფო ავიაკომპანია Aeroflot-ის აღმასრულებელი დირექტორი, მიხაილ პოლუბოარინოვი. ევროკავშირის „შავ სიაში“ მოხვედრილი შვიდი რუსი ოლიგარქის საერთო პირადი კაპიტალი, დაახლოებით, $20 მილიარდს შეადგენს. 10 მარტს ცნობილი გახდა, რომ აშშ სანქცირებული ოლიგარქების სიას გააფართოებს. გარდა ამისა, აშშ აშშ რუსული ალკოჰოლის, ზღვის პროდუქტებისა და ბრილიანტების იმპორტს კრძალავს. ასევე შეერთებულმა შტატებმა კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის ცოლსა და მის სრულწლოვან შვილებს სანქციები დაუწესა. გარდა ამისა, სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც დაუწესა რომან აბრამოვიჩს, ოლეგ დერიპასკას, კიდევ რამდენიმე ცნობილ რუს ბიზნესმენსა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების ხელმძღვანელებს. სანქცირებულთა სიაში არიან Rosneft-ის ხელმძღვანელი იგორ სეჩინი, „გაზპრომის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე ალექსეი მილერი, Transneft-ის პრეზიდენტი ნიკოლაი ტოკარევი, ბანკ „ვითიბის“ ხელმძღვანელი ანდრეი კოსტინი და ბანკ „როსიას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დიმიტრი ლებედევი. სანქცირებულებს აეკრძალათ დიდ ბრიტანეთში შესვლა, მათი აქტივები კი, გაიყინა. ცნობისთვის, აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს აკრძალავს. შესაბამისი გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე 9 მარტს გამოაცხადა. ამასთან, დიდი ბრიტანეთი რუსული ნავთობის იმპორტს წლის ბოლომდე, ეტაპობრივად შეწყვეტს. ამავე თემაზე დიდმა ბრიტანეთმა საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელს სანქციები დაუწესა ევროკავშირმა სანქციების სიას რუსი ოლიგარქები და დეპუტატები დაამატა დასავლეთის სანქციების ფონზე, რუსი ბიზნესმენი ოლეგ ტინკოვი მილიარდერის სტატუსს კარგავს დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა სიას რუსი ოლიგარქი ალიშერ უსმანოვი და ყოფილი ვიცე-პრემიერი იგორ შუვალოვი დაემატნენ რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“.  24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა 7 მარტი კანადამ პუტინის ახლო წრეს სანქციები დაუწესა 8 მარტი აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკომისიამ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა 9 მარტი ევროკავშირი სანქციების სიაში რუსი ოლიგარქების და დეპუტატის დამატებას დაეთანხმა 10 მარტი აშშ-მ კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის ცოლსა და მის სრულწლოვან შვილებს სანქციები დაუწესა აშშ რუსული ალკოჰოლის, ზღვის პროდუქტებისა და ბრილიანტების იმპორტს კრძალავს

ლეხ კაჩინსკიმ 2008 წელს, თბილისში თქვა: დღეს - საქართველო, ხვალ - უკრაინა, ზეგ - ბალტიის ქვეყნები და შემდეგ, ალბათ, პოლონეთი. ეს საშინელი - „ხვალ“ უკრაინისთვის“ დადგა

„გავიხსენებ პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის სიტყვებს, რომელიც 2008 წელს თქვა თბილისში: „ჩვენ კარგად ვიცით: დღეს - საქართველო, ხვალ - უკრაინა, ზეგ - ბალტიის ქვეყნები და შემდეგ, ალბათ, პოლონეთის დრო დადგება“. ეს საშინელი - „ხვალ“, 24 თებერვალს დადგა უკრაინისთვის“, - ამასთან დაკავშირებით ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას და აღნიშნა, რომ დღეს უკრაინა იბრძვის იმისთვის, რომ ასეთი ცუდი დღე არ დადგეს პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის. ჩვენ ერთად 90 მილიონი ვართ! ერთად ყველაფერი შეგვიძლია. ეს არის ისტორიული მისია, პოლონეთის ისტორიული მისია, უკრაინის ისტორიული მისია, იყვნენ ლიდერები, რომლებიც ერთად გამოიყვანენ ევროპას ამ უფსკრულიდან, გადაარჩენენ მას ამ საფრთხისგან, შეაჩერებენ ევროპის მსხვერპლად ქცევას. ბატონებო! ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება. გუშინ ვნახეთ, რაზე და რა ფორმით ისაუბრეს ევროკავშირის ქვეყნებმა. ჩვენ დავინახეთ, ვინ იყო ნამდვილი ლიდერი და იბრძოდა ძლიერი ევროპისთვის, საერთო ევროპული უსაფრთხოებისთვის; ვინ ცდილობდა ჩვენ და თქვენ  შეჩერებას. ჩვენ გვესმის, რატომ არის ასე მნიშვნელოვანი პოლონელებისთვის ჩვენთან ერთად ბრძოლა. ყველასთან ერთად, ვინც თავისუფლების მომხრეა. ჩვენთვის და თქვენთვის, ევროპისთვის.   პოლონელო ძმები და დებო! ვგრძნობ, რომ ჩვენ უკვე შევქმენით უკიდურესად ძლიერი ალიანსი. მიუხედავად იმისა, რომ ეს არაფორმალურია, ეს არის ალიანსი, რომელიც წარმოიშვა რეალობიდან და ეს არ არის სიტყვები ქაღალდზე. დღეს ვერ ვიქნები დარწმუნებული ყველა ევროპული ერის ყველა ლიდერში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აუცილებლად ვიქნებით თქვენთან ერთად თავისუფლების დაცვაში, რამდენადაც ეს საჭიროა.მადლობელი ვარ იმ დახმარებისთვის, რომელიც უკვე მივიღეთ თქვენი სახელმწიფოსგან, თქვენი ხალხისგან. მადლობელი ვარ თქვენი ძალისხმევისთვის, რათა ჩვენ შევძლოთ უკრაინის ცის დაცვა. მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ მივაღწიოთ ამ შედეგს, იმ შედეგს, რომელიც ყველას ძალიან გვჭირდება. თუ ღმერთი ინებებს და ამ ომს მოვიგებთ, გამარჯვებას ჩვენს და-ძმებს გავუზიარებთ. ეს არის ბრძოლა ჩვენი თავისუფლებისთვის, ეს არის ბრძოლა თქვენი თავისუფლებისთვის. ეს არის დიდი ერების საერთო ისტორია, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.  

აშშ, G7-თან და ევროკავშირთან ერთად, რუსეთისთვის „ყველაზე უპირატესი ერის“ სტატუსის გაუქმებას აპირებს

აშშ, G7-თან და ევროკავშირთან ერთად, რუსეთისთვის „ყველაზე უპირატესი ერის“ სტატუსის გაუქმებას აპირებს. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს „კიდევ უფრო მეტად აგებინებს პასუხს უკრაინის წინააღმდეგ მის აგრესიაზე“. „თითოეული ჩვენი ქვეყანა გადადგამს ნაბიჯებს, რათა უარი თქვას რუსეთისთვის „ყველაზე უპირატესი ერის“ სტატუსზე. ყველაზე უპირატესი ერის სტატუსი ნიშნავს იმას, რომ ორი ქვეყანა შეთანხმდა ვაჭრობაზე ერთმანეთთან საუკეთესო პირობებით - დაბალი ტარიფები, ვაჭრობის რამდენიმე ბარიერი და მაქსიმალური შესაძლო იმპორტის დაშვება“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებსა და საერთაშორისო პოლიტიკაში, ყველაზე უპირატესი ერი ( MFN ) არის სტატუსი ან მოპყრობის დონე, რომელსაც ერთი სახელმწიფო ანიჭებს მეორეს საერთაშორისო ვაჭრობაში. ამ სტატუსის მქონე ქვეყანამ ნომინალურად უნდა მიიღოს თანაბარი სავაჭრო უპირატესობები, როგორც „ყველაზე უპირატესმა ქვეყანამ“ იმ ქვეყნის მიერ, რომელიც ასეთ სტატუსს (სავაჭრო უპირატესობები მოიცავს დაბალ ტარიფებს ან იმპორტის მაღალ კვოტებს) ანიჭებს. ასევე წაიკითხეთ აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს აშშ-მ კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის ცოლსა და მის სრულწლოვან შვილებს სანქციები დაუწესა აშშ რუსული ალკოჰოლის, ზღვის პროდუქტებისა და ბრილიანტების იმპორტს კრძალავს

ჯო ბაიდენი: რუსეთი მძიმე ფასს გადაიხდის, თუ უკრაინაში ქიმიურ იარაღს გამოიყენებს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააფრთხილა მოსკოვი, რომ რუსეთი „მძიმე ფასს" გადაიხდის, თუ უკრაინაში ქიმიურ იარაღს გამოიყენებს. CNN-ს ცნობით, შეერთებულ შტატებს ჯერჯერობით არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, თუმცა თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ 10 მარტს განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი გამოიყენოს. ჯო ბაიდენმა დაამატა, რომ ის უკრაინის პრეზიდენტს „თითქმის ყოველდღიურად" ესაუბრება. აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა ერთად იმოქმედონ კრემლის წინააღმდეგ. აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აშშ არ გაგზავნის სახმელეთო ჯარებს უკრაინაში. „თუმცა ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინას რუსული ძალებისგან თავის დასაცავად იარაღი აქვს. ჩვენ გავაგზავნით ფულს და საკვებს უკრაინელების სიცოცხლის გადასარჩენად. თუ უკრაინელი ლტოლვილები ჩვენსკენ იქნებიან მომავალნი, მათ ხელგაშლილი მივესალმებით”, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. ასევე წაიკითხეთ ბორის ჯონსონი: რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენოს

საგარეო საქმეთა მინისტრმა ლატვიელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ედგარს რინკევიჩისთან. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.   მხარეებმა განიხილეს უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესია, გაცვალეს ინფორმაცია ორი ქვეყნის მიერ უკრაინისათვის გაწეული პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარების თაობაზე და დაადასტურეს მტკიცე მხარდაჭერა უკრაინისადმი.   "საუბარი ასევე შეეხო უკრაინის ომის    შედეგად რეგიონში გართულებული უსაფრთხოების გარემოს, ამ კონტექსტში აღინიშნა  საერთაშორისო პარტნიორთა მეტი ჩართულობისა და ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერის შემდგომი კონსოლიდაციის აუცილებლობა. საქართველოს წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევებზე საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო  საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას.    საქართველოს ევროინტეგრაციის კონტექსტში, დავით ზალკალიანმა ისაუბრა საქართველოს მიერ  წარდგენილ განაცხადთან დაკავშირებით ევროკავშირში წევრობაზე და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების მნიშვნელობაზე.  მან ასევე აღნიშნა საქართველოს ევროკავშირთან შეუქცევად ინტეგრაცია, უკვე მიღწეული პროგრესი ამ გზაზე და სამომავლო გეგმები, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და თანმიმდევრული განხორციელება. მინისტრები მიესალმნენ ვერსალის ე.წ. არაფორმალურ სამიტზე ლიდერთა მხრიდან საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის გაწევრიანების განაცხადებთან დაკავშირებით გამოთქმულ პოზიციას.   მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა განაგრძონ ორმხრივი დიალოგის შემდგომი გაღრმავება და ორმხრივი ვიზიტების განხორციელება", - ვკითხულობთ განცხადებაში.

იტალიის სამართალდამცავმა ორგანოებმა რუსი ოლიგარქის 578 მილიონი დოლარის ღირებულების იახტა დააყადაღეს

იტალიის სამართალდამცავმა ორგანოებმა რუსი ოლიგარქის, ანდრეი მელნიჩენკოს 578 მილიონი დოლარის ღირებულების იახტა დააყადაღეს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს. უწყების განცხადებით, იახტა ჩრდილოეთ იტალიაში, ქალაქ ტრიესტის პორტში იდგა. მელნიჩენკო სასანქციო სიაში ევროკავშირმა 9 მარტს შეიყვანა. ასევე წაიკითხეთ: დიდმა ბრიტანეთმა 386 რუს დეპუტატს სანქციები დაუწესა ევროკავშირის მიერ, მთლიანობაში, 862 რუსი ფიზიკური პირი და 53 ორგანიზაციაა სანქცირებული

თბილისის შემოსავლელ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამასთან, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.        

ისრაელში უკრაინის ელჩი: ძალიან ცოტა ნაბიჯს ვხედავთ, ისრაელის მთავრობისგან მხარდაჭერის კუთხით

ძალიან ცოტა ნაბიჯს ვხედავთ ისრაელის მთავრობისგან მხარდაჭერის კუთხით, აგრესორის წინააღმდეგ სანქციების დაწესების კუთხით, - ამის შესახებ ისრაელში უკრაინის ელჩმა, ევგენი კორნიიჩუკმა განაცხადა. „ჩვენ ძალიან ცოტა ნაბიჯს ვხედავთ ისრაელის მთავრობისგან მხარდაჭერის კუთხით, აგრესორის წინააღმდეგ სანქციების დაწესების კუთხით, ჩვენი სამხედრო და თავდაცვითი საჭიროებების თვალსაზრისით და მათ იციან ამის შესახებ. დრო იწურება და სამწუხაროდ, დრო ჩვენს სასარგებლოდ არ მუშაობს. სულ ეს არის, რაც შემიძლია გითხრათ“, - აღნიშნა ისრაელში უკრაინის ელჩმა. ასევე წაიკითხეთ: ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი მოსკოვში მოულოდნელად ჩავიდა და პუტინს უკრაინაში ომის განსახილველად შეხვდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 243 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 25 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 522 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 877 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 645 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.19%, ბოლო 14 დღის ] - 16.14% ხოლო 7 დღის - 13.48%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 064 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 584 440-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 530 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 243 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 532 შემთხვევა, აჭარა - 48, იმერეთი - 201, ქვემო ქართლი - 34, შიდა ქართლი - 85, გურია - 78, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 79, კახეთი - 108, მცხეთა-მთიანეთი - 27, სამცხე-ჯავახეთი - 30, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 21. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 33 690 საიდანაც, 1 503 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 651, აჭარაში - 112, იმერეთში - 297. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 417 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 188, აჭარაში - 56, იმერეთში - 84. 32 187 ადამიანი სახლში მკურნალობს.

უკრაინული „ენერგოატომის“ ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დაიკავეს

უკრაინული „ენერგოატომის“ ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დაიკავეს და პერსონალს განუცხადეს, რომ დღეიდან ობიექტი „როსატომის“ საკუთრებაშია. ცნობისთვის, უკრაინის ქალაქ ენერგოდარში მდებარე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპის უმსხვილესი ელექტროსადგურია. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი: მსოფლიო კატასტროფის ზღვარზეა, ეს ბევრად უარესი იქნება, ვიდრე ჩორნობილი და ფუკუშიმა ერთად

ილია მეორე: ერთი კვირის განმავლობაში უკრაინის დასახმარებლად მრევლში 15 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის განცხადებით, ერთი კვირის განმავლობაში უკრაინის დასახმარებლად მრევლში 15 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა. „ერთი კვირის განმავლობაში ჩვენს მრევლში 15 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით გაიგზავნა განსაცდელში მყოფი უკრაინის მოსახლეობისათვის. პროცესი გრძელდება და დახმარება ახლო მომავალში კვლავ გაიგზავნება", - განაცხადა პატრიარქმა. ასევე წაიკითხეთ: თბილისიდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთების გაგზავნის პროცესი დაიწყო

შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისათვის ფართის გადაცემისთვის 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 4 პირი დააკავეს. 1961 წელს დაბადებულ მ.წ.-ს, 1962 წელს დაბადებულ მ.ნ.-ს და 1964 წელს დაბადებულ ი.ხ.-ს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ პროსტიტუციის არაერთგზის ხელშეწყობაში ედებათ ბრალი, ხოლო 1984 წელს დაბადებული ა.მ. პროსტიტუციისათვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემაშია ბრალდებული. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მ.ნ., მ.წ. და ი.ხ., გარკვეული თანხის სანაცვლოდ, სისტემატურად ხელს უწყობდნენ პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს და უზრუნველყოფდნენ მათ ტრანსპორტით გადაადგილებას სექსუალური მომსახურების მიღების მსურველ კლიენტებთან. რაც შეეხება მეოთხე ბრალდებულს - ა.მ.-ს, გამოძიებით დადგინდა, რომ იგი თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში ადმინისტრატორად მუშაობდა და აღნიშნული სასტუმროს ნომრებს პროსტიტუციისთვის გადასცემდა, რისთვისაც პროსტიტუციაში ჩაბმული ქალები მას სექსუალური მომსახურების გაწევით მიღებული ანაზღაურებიდან გარკვეულ თანხას უხდიდნენ. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით.

NATO-საქართველოს ერთობლივი სწავლება 20-25 მარტს ჩატარდება

20-25 მარტს, საქართველოს თავდაცვის ძალები NATO-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრში (JTEC) NATO-საქართველოს სწავლებას უმასპინძლებს. სამეთაურო საშტაბო სწავლება NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში ტარდება და მისი დაგეგმვა 2020 წლიდან მიმდინარეობს. NATO-საქართველოს პირველი სწავლება 2016 წელს ჩატარდა, მიმდინარე სწავლება კი, რიგით მესამეა, რომელიც NATO-ს სწავლებების დაგეგმვის პროცესებსა და პროცედურებს თანმიმდევრულად მიჰყვება. NATO-საქართველოს სწავლება 2022 არის სამეთაურო საშტაბო, რომელიც კომპიუტერულ სწავლებას გულისხმობს და არ არის საველე. მრავალეროვნულ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 23 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. წვრთნების განმავლობაში მონაწილეები კომპიუტერული სიმულაციების მეშვეობით ოპერაციების დაგეგმვისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს განავითარებენ და ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ. სწავლება საქართველოსა და NATO- წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას შეუწყობს ხელს. ექსკლუზივი: ხავიერ კოლომინა: NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნები ქმნის შესაძლებლობას საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის, შეასრულოს კრიზისის მართვის ამოცანები NATO-საქართველოს ერთობლივ სწავლებას საქართველო მესამედ უმასპინძლებს

ვოლოდიმირ ზელენსკი მელიტოპოლის მერის გატაცებაზე: ოკუპანტები ტერორის ახალ ფაზაზე გადავიდნენ

ოკუპანტები ტერორის ახალ ფაზაზე გადავიდნენ, - ასე აფასებს უკრაინის პრეზიდენტი მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის გატაცებას. „მათ ვერ მოიპოვეს ვერანაირი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიაზე, რისი იმედიც ასე ძალიან ჰქონდათ. იმიტომ რომ წლობით ატყუებდნენ საკუთარ თავს, თითქოს უკრაინაში ვინმე რუსეთს ელოდება. მათ ვერ იპოვეს კოლაბორაციონისტები, რომლებიც ოკუპანტებს ქალაქებსა და ძალაუფლებას გადასცემდნენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ. ცნობისთვის, მელიტოპოლის მერი ოკუპანტებმა ქალაქიდან გუშინ გაიტაცეს.