ძებნის რეზულტატი:
ირაკლი ღარიბაშვილი: პოლონეთი საქართველოს გამორჩეული მეგობარი და პარტნიორია, რომელთანაც გვაკავშირებს სტრატეგიული თანამშრომლობა
პოლონეთი საქართველოს გამორჩეული მეგობარი და პარტნიორია, რომელთანაც გვაკავშირებს სტრატეგიული თანამშრომლობა და მჭიდრო ურთიერთობები მთელი რიგი მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონელ კოლეგა მათეუშ მორავიეცკისთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. „წარმატებით ვთანამშრომლობთ როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში და, რა თქმა უნდა, ვართ დაინტერესებულები და მოტივირებულები, რომ კიდევ უფრო განვავრცოთ ჩვენი მრავალგანზომილებიანი ურთიერთობები. ჩვენ, ქართველებს არასოდეს დაგვავიწყდება პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის გმირობის ტოლფასი საქციელი, როდესაც იგი, ევროპელ ლიდერებთან ერთად, ჩამოვიდა თბილისში 2008 წლის აგვისტოში, მაშინ, როცა ჩვენ გვქონდა ფართომასშტაბიანი ომი რუსეთის ფედერაციასთან და დადგა ჩვენი ხალხის გვერდით, მან გაუკეთა ორგანიზება ევროპელი ლიდერების ჩამოყვანას, მან პირადად ჩამოიყვანა ევროპელი ლიდერები თბილისში, რათა დამდგარიყო ჩვენი ხალხის გვერდით. ამას თითოეული ქართველი ძალიან აფასებს, ჩვენ გვახსოვს და ვართ მადლიერნი“, - აღნიშნა პრემიერმა. ასევე წაიკითხეთ: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბათუმში პოლონელ კოლეგას უმასპინძლებს
ირაკლი ღარიბაშვილი: პოლონეთის პრემიერ-მინისტრს გავაცანი ის აქტიური პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც საქართველო უწევს უკრაინას
პოლონეთის პრემიერ-მინისტრს გავაცანი ის აქტიური პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც საქართველო უწევს უკრაინას ყველა საერთაშორისო, პოლიტიკურ დონეზე, უკრაინას ყველგან დავუჭირეთ მხარი ან ვიყავით რეზოლუციების თანასპონსორი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ მათეუშ მორავიეცკისთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო კვლავაც იქნება უკრაინისადმი სოლიდარული და მტკიცედ გააგრძელებს მის მხარდაჭერას. „პრემიერ-მინისტრს გავაცანი ის აქტიური პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც საქართველო უწევს უკრაინას ყველა საერთაშორისო, პოლიტიკურ დონეზე, იქნებოდა ეს გაეროს რეზოლუცია, ეუთოს ფორმატში, ევროკავშირის ფორმატში, ევროპის საბჭოს ფორმატში- ჩვენ ყველგან დავუჭირეთ მხარი ან ვიყავით ამ რეზოლუციების თანასპონსორი, თანაორგანიზატორი. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარი დავუჭირეთ გამოძიების დაწყებას, რომელმაც უნდა შეისწავლოს ომის დანაშაულები უკრაინაში. ამიტომ, ჩვენი პოზიცია არის აბსოლუტურად ცხადი და გასაგები. რა თქმა უნდა, ჩვენ სოლიდარული ვართ. მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის დამოუკიდებლობის, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ისევე როგორც პოლონეთს, საქართველოს უკრაინასთან აკავშირებს სახელმწიფოებრივი და ხალხთაშორისი მეგობრობის ხანგრძლივი ისტორია. ცხადია, ჩვენ კვლავაც ვიქნებით უკრაინისადმი სოლიდარული და მტკიცედ გავაგრძელებთ მის მხარდაჭერას. ჩვენი საერთო სურვილია, რომ ეს ომი დასრულდეს და უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს. რა თქმა უნდა, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და საჯაროდ გადავუხადო მადლობა პოლონეთსა და მის პრემიერ-მინისტრს იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც პოლონეთმა გამოიჩინა საქართველოს მოქალაქეთა ევაკუაციისა და ჩვენს მიერ გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარების უკრაინაში ტრანსპორტირების პროცესში. კიდევ ერთხელ მადლობა ამისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: პოლონეთი საქართველოს გამორჩეული მეგობარი და პარტნიორია, რომელთანაც გვაკავშირებს სტრატეგიული თანამშრომლობა
მატეუშ მორავეცკი: პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია
საქართველოს ადგილი ევროკავშირშია და პოლონეთი ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარს უჭერს - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ბათუმში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აგრესია, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოში 2008 წელს, დღემდე იგრძნობა და უკრაინელებს ქართველებზე კარგად ვერავინ გაუგებს. „ვინ გაუგებს უკეთესად უკრაინას, თუ არა ქართველები, ვინაიდან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი- ეს არის 20%, რომელიც ამჟამად ოკუპირებულია ოკუპანტების მიერ. ამიტომ, ამ ადგილიდან მინდა გამოვხატო ჩემი ძლიერი მხარდაჭერა, ჩვენი მეგობრებისადმი, რომლებიც საქართველოში რთულ სიტუაციაში იმყოფებიან ვინაიდან, ის აგრესია, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოში 2008 წელს, დღემდე იგრძნობა. ამიტომ, პოლონეთი დღემდე მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ამ მხარდაჭერას გააგრძელებს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს ის გზა, რომელიც თვითონ სურს. ამიტომ, მე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია“,- განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
მატეუშ მორავეცკი: სამწუხაროდ, გამართლდა ლეხ კაჩინსკის სიტყვები: დღეს არის საქართველო, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიის ქვეყნები და შეიძლება, მოვიდეს დრო ჩვენი ქვეყნისთვის
„ჩემთვის ძალიან სასიხარულო და დიდი პატივია, რომ ვიმყოფები ამ ულამაზეს ქვეყანაში, რომელიც ძალიან კეთილგანწყობილია პოლონეთის მიმართ, როგორც ემოციურად, ასევე ისტორიულად, პოლიტიკურად, ეკონომიკურ და ყველა სხვა დარგში, მაგრამ ჩემი დღევანდელი ვიზიტი განსაკუთრებულ პიროებში ხორციელდება“, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისხტრმა მატეუშ მორავეცკიმ ბათუმში, ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, რეგიონში შექმნილია ვითარება, რომელიც ხელს არ უწყობს ურთიერთობების შემდგომ განვითარებას. „ეს არის უპრეცედენტო, ყოველგვარი პროვოცირების და მიზეზის გარეშე, აგრესიული შეტაკება უკრაინაში, რომელიც საქართველოს მეგობრული ქვეყანაა. ეს არის მომენტი, როდესაც ჩვენ უნდა გავიხსენოთ ლეხ კაჩინსკის სიტყვები, რომელიც მან 2008 წლის 12 აგვისტოს თქვა - ეს სიტყვები სამწუხაროდ, გამართლდა. მან ბრძანა, დღეს არის საქართველო, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიის ქვეყნები და შეიძლება, მოვიდეს დრო ჩვენი ქვეყნისთვის, პოლონეთისთვის. გვახსოვს ის დრო, როდესაც ბევრისთვის სასაცილო იყო ეს სიტყვები, ანუ სერიოზულად არ აღიქვამდნენ, თითქოს, გაგებული იყო ეს სიტყვები, მაგრამ სერიოზულად არცერთი ქვეყანა არ მიუდგა. აღმოჩნდა, რომ ეს იყო ასე ვთქვათ, ერთგვარი წინასწარმეტყველება და ჩვენს გულებში არის ახლა ეს სიტუაცია. ძალიან მძიმეა, რომ ეს ყველაფერი ნაწილობრივ სრულდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რას გავაკეთებთ ჩვენ ახლა ამ უდიდესი პოლიტიკური კრიზისის პირობებში, რომელიც გამოწვეულია უკრაინაზე რუსეთის სამხედრო შეტაკებით. ამიტომ, რამდენიმე დღის წინ ბატონ იაროსლავ კაჩინსკისთან ერთად ვიმყოფებოდით უკრაინაში და ჩვენ იქ ხმამაღლა განვაცხადეთ, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით რუსეთის პოლიტიკას, ჩვენ მხარი დავუჭირეთ უკრაინელ მოსახლეობას, რომელიც იბრძვის არამარტო უკრაინისთვის, არამედ, საქართველოსთვის და პოლონეთისთვისაც. მინდა, აქ, საქართველოს მიწიდან ვთქვა, რომ ჩვენ, საქართველოს პრემიერთან ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის ღირებულებები, რომელსაც ჩვენ ვაფასებთ ორივე ერი, იყოს გამართლებული და მხარდამჭერი უკრაინელებისთვის. ლეხ კაჩინსკი იყო ყველას, განსაკუთრებით, პატარა ქვეყნების დამოუკიდებლობის მხარდამჭერი და ამიტომ, დღევანდელი რუსეთის აგრესია, ეს არის აგრესია ჩვენი ღირებულებების მიმართ, რომელსაც ჩვენ ორივე ერი ვაფასებთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევაჩეროთ ეს აგრესია“, - განაცხადა მატეუშ მორავეცკიმ მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით.
პოლონეთის პრემიერი: არის ხმები, თითქოს, საქართველო ბოლომდე არ არის ჩართული სანქციებში, მაგრამ ღარიბაშვილმა დამარწმუნა, რომ ქვეყანა ყველაფერს აკეთებს, რათა შეაჩეროს ეს აგრესია
ირაკლი ღარიბაშვილმა დამარწმუნა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეაჩეროს ეს აგრესია, დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები და მხარი დაუჭიროს უკრაინის თავისუფლებას და სუვერენიტეტს -ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ბათუმში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევაჩეროთ ეს აგრესია. რა შეიძლება გავაკეთოთ ამისთვის? პოლონეთი გამოდის ინიციატივით, რომ სანქციების პაკეტები, რომელიც უკვე მიღებულია ევროპის საბჭოს, ევროკომისიის მხრიდან, გაღრმავდეს და თითო დანგრეულ, დაბომბილ სახლს თითო სანქცია დაემატოს იმიტომ, რომ უკრაინის მიმართ ეს ბარბაროსული მიდგომა მიუღებელია. არის ხმები, თითქოს საქართველო ბოლომდე არ არის ჩართული სანქციებში, მაგრამ ბატონმა პრემიერმა დამარწმუნა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეაჩეროს ეს აგრესია, დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები და მხარი დაუჭიროს უკრაინას, უკრაინის თავისუფლებას და სუვერენიტეტს. ვინ გაუგებს უკეთესად უკრაინას, თუ არა ქართველები, ვინაიდან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი- ეს არის 20%, რომელიც ამჟამად ოკუპირებულია ოკუპანტების მიერ“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: პოლონეთის პრემიერ-მინისტრს გავაცანი ის აქტიური პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც საქართველო უწევს უკრაინას
მოლდოვის პრეზიდენტი დნესტრისპირეთიდან რუსული ჯარის გაყვანას ითხოვს
დნესტრისპირეთის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონად გამოცხადების შემდეგ და უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ დნესტრისპირეთიდან რუსული ჯარის გაყვანას ითხოვს და საკითხის დიპლომატიურად გადაჭრის მომხრეა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. „მოლდოვამ ცხადყო, რომ რუსეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ყველაფერში, რაც დნესტრისპირეთის კონფლიქტს უკავშირდება. ჩვენ ყოველთვის ვითხოვდით დნესტრისპირეთიდან რუსული ჯარის გაყვანას და საბრძოლო მასალის უტილიზაციას. ჩვენ მოვუწოდებთ ამ კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტისკენ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, გამოვიყენებთ დიპლომატიურ გზებს,“- განაცხადა მაია სანდუმ რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. ცნობისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონად გამოაცხადა. ეს პირველი ოფიციალური დოკუმენტია, სადაც დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად იქნება მოხსენიებული. ასევე წაიკითხეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონად გამოაცხადა
მატეუშ მორავეცკი: გზა, რომელიც საქართველომ აირჩია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია
პრემიერო, მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ასეთი გულახდილი საუბრისთვის. ამ ორმხრივი, ეკონომიკური თანამშრომლობისთვის, რომელიც ვითარდება, მაგრამ ვიცით, რომ შეიძლება იყოს უკეთესი, განვითარდეს უკეთესად და უფრო სწრაფი ტემპით, რომ არა ეს რთული პოლიტიკური სიტუაცია, რომელიც ახლა არსებობს, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ ბათუმში, ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. „პოლონეთი, უკრაინა, საქართველო რთულ მდგომარეობაში არიან, ვინაიდან ეს არის ჩვენი მეგობარი, მეზობელი ქვეყანა. ჩვენ, ყველას გვსურს, ვიცხოვროთ მშვიდობიან პირობებში, მშვიდობიან ქვეყნებში, თუმცა სამწუხაროდ კრემლში ჯერ ეს არ ესმით და ის აგრესია, რომელიც გამოხატულია საქართველოს, უკრაინის მიმართ და ევროკავშირის, ესაა ძირითადი პოლიტიკა, რომელსაც ახლა რუსეთი ამჟღავნებს. ამიტომ გზა, რომელიც ამოირჩია საქართველომ, ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, არა იმიტომ, რომ ჩვენ ამას ვიღაცისთვის, ვიღაცის წინააღმდეგ ვაკეთებთ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ პატივს ვცემთ, ვაფასებთ საქართველოს არჩევანს და გვსურს, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ამ გზაზე. ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირშიც იქნება ეს ხმა გაგებული, რომ ჩვენი მხარდაჭერა და ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა მორავეცკმა. ასევე წაიკითხეთ: მატეუშ მორავეცკი: სამწუხაროდ, გამართლდა ლეხ კაჩინსკის სიტყვები: დღეს არის საქართველო, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიური ქვეყნები და შეიძლება, მოვიდეს დრო ჩვენი ქვეყნისთვის
ირაკლი ღარიბაშვილი: აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამაც კი არ დაუწესა სანქციები რუსეთს
მინდა ყველას შევახსენო, რომ სამწუხაროდ, აგვისტოს ომის შემდეგ მაშინდელი მსოფლიო ლიდერების მხრიდან რუსეთის მიმართ არავითარი სანქცია არ დაწესებულა. ჩვენმა მაშინდელმა ხელისუფლებამაც კი არ დაუწესა სანქციები რუსეთს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეებს ცალმხრივად სავიზო რეჟიმი მოუხსნა. „აქვე მინდა გავიხსენო პრეზიდენტი კაჩინსკი, რომელიც მაშინ ხმამაღლა მოუწოდებდა დასავლეთის ლიდერებს, მიეღოთ მკვეთრი და თამამი გადაწყვეტილებები საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. ჩვენ აგვისტოს ომის შემდეგ ვნახეთ განახლებული პოლიტიკა რუსეთის მიმართ, ახალი სავაჭრო ეკონომიკური პროექტები და არავითარი სანქცია, სამწუხაროდ. უფრო მეტიც, სამწუხაროდ, ჩვენმა მაშინდელმა ხელისუფლებამაც კი არ დაუწესა სანქციები რუსეთს, მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყდა. ომის შემდეგ მაშინდელმა ხელისუფლებამ რუსულ კომპანიებს მიჰყიდა სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტები და მოუხსნა ცალმხრივად სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებს და მხარი დაუჭირა რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას, ეს ყველაფერი ომის შემდეგ მოხდა. შედეგად, საქართველო დღესაც ოკუპირებულია, სტატუს-კვო არ შეცვლილა, ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს გამკლავება ოკუპაციასთან, გამოწვევასთან, რომელიც დაკავშირებულია ბორდერიზაციასთან, ჩვენი მოქალაქეების გატაცება და დროებით მათი ციხეებში ჩასმა მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ბევრი ტრაგიკული ფაქტიც გვაქვს მათი მოკვლის თუ გარდაცვალების. ესაა რეალობა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. შესაბამისად, კარგად ვაცნობიერებთ, რამხელა ტრაგედია მიმდინარეობს ახლა უკრაინაში. რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრს გავაცანი აქტიური პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც საქართველო უკრაინას უწევს ყველა საერთაშორისო, პოლიტიკურ დონეზე იქნებოდა ეს ეუთოს ფორმატში, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს ფორმატში, ყველგან მხარი დავუჭირეთ, ან ვიყავით თანაორგანიზატორი ამ რეზოლუციების, მხარი დავუჭირეთ გამოძიების დაწყებას, რომელმაც უნდა შეისწავლოს უკრაინაში ომის დანაშაულები. ამიტომ ჩვენი პოზიცია აბსოლუტურად ცხადი და გასაგებია. ჩვენ ვართ სოლიდარულები. მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, უკრაინასთან გვაკავშირებს სახელმწიფოებრივი და ხალხთაშორისი მეგობრობის ხანგრძლივი ისტორია და ცხადია, კვლავ ვიქნებით უკრაინისადმი სოლიდარული და გავაგრძელებთ მის მხარდაჭერას. ჩვენი საერთო სურვილია, ეს ომი დასრულდეს და უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს“,- განაცხადა ღარიბაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: პოლონეთის პრემიერ-მინისტრს გავაცანი ის აქტიური პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც საქართველო უწევს უკრაინას
ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს
ესპანეთში დააკავეს იახტა, რომელიც, სავარაუდოდ, რუსული ნავთობის გიგანტის, „როსნეფტის“ აღმასრულებელ დირექტორს, იგორ სეჩინს ეკუთვნის. ამის შესახებ Reuters წერს. საუბარია 135 მეტრის სიგრძის იახტაზე, სახელწოდებით Crescent, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ იახტად მიიჩნევა და მისი სავარაუდო ღირებულება, მედიის ცნობით, $600 მილიონია. წყარომ ესპანეთის პოლიციდან გამოცემას განუცხადა, რომ იახტა ეკუთვნის სეჩინს, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირეს, რომელიც აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების სიაშია. სეჩინს კიდევ ერთი იახტა 85 მეტრის სიგრძის Amore Vero საფრანგეთის ხელისუფლებამ 4 მარტს ჩამოართვა. იახტაზე რუსი ოლიგარქის ცოლი ოლგა სეჩინა იმყოფებოდა. ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. ასევე წაიკითხეთ Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის
ვახტანგ გომელაური: 72 ძებნილი დავაკავეთ დანაშაულიდან ათი წლის შემდეგ, ასევე, ბადრი ესებუას დაკავებაზეც აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას
შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, სამინისტრომ 72 ძებნილი დააკავა დანაშაულიდან ათი წლის შემდეგ, 37 ძებნილი დაკავებულია 15 წელზე მეტი ხნის შემდეგ, 20-წლიანი ძებნის შემდეგ დაკავებულია 19 ძებნილი. ვახტანგ გომელაურის თქმით, ეს არის ყველა მძიმე დანაშაულები, მძიმე მკვლელობები, ყველაზე მსუბუქია მკვლელობის მცდელობა. ამის შესახებ გომელაურმა პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში განაცხადა. „დავაკავეთ 2013 წლის შემდეგ ძებნილები, 10 წლის ძებნილები, რომლებმაც წინა ხელისუფლების დროს ჩაიდინეს დანაშაული, მათ შორის არის პოლიციელის მკვლელობა, პოლიციელის მძევლად აყვანა და წაყვანა თავის მანქანიანად, დედა-შვილის მკვლელობა, ორი ადამიანის ცოცხლად დაწვა და ა.შ. 72 ძებნილი დავაკავეთ დანაშაულიდან ათი წლის შემდეგ. 15 წელზე მეტი ხნის შემდეგ დაკავებულია 37 ძებნილი, რომლებმაც 15 წლის წინ ჩაიდინეს დანაშაული. 20-წლიანი ძებნის შემდეგ დაკავებულია 19 ძებნილი. ეს არის ყველა მძიმე დანაშაულები, მძიმე მკვლელობები, ყველაზე მსუბუქია მკვლელობის მცდელობა. 27-წლიანი ძებნის შემდეგ დაკავებულია პირი 1992 წელს ჩადენილი უმძიმესი დანაშაულის გამო, 2019 წელს დავიჭირეთ ესეც. მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, არც ჩემს წინა კოლეგებს, შემიძლია, სათითაოდ მოგახსენოთ, რომ არ უნდოდათ, იგივე, პოლიციელის მკვლელის დაჭერა. ვინც არ უნდა იყოს, როგორი ხელმძღვანელიც არ უნდა იყოს, არ არსებობს ასეთი რაღაც, რომ შს მინისტრს, მოადგილეებს და პოლიციელებს ამ ადამიანების დაჭერა არ უნდოდათ, რომლებიც მერე ჩვენ დავიჭირეთ 12-14 წლის შემდეგ. არის პრობლემა, მესმის, ვმუშაობთ, წელიწად-ნახევარი კი ბევრია, მაგრამ შესაძლოა, დავიჭიროთ ან ვერა. მე რომ ვთქვა, რამდენ ხანში დავიჭერ, ვინც საქმის პროფესიონალია, დამცინებენ. აქედან გამომდინარე, ესებუაზე აქტიურად ვმუშაობთ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. ასევე წაიკითხეთ: ვახტანგ გომელაური: საგზაო უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, უახლოეს პერიოდში გაფართოვდება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების მოქმედების არეალი
პოლონეთის პრემიერმა და ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში ლეხ კაჩინსკის ძეგლი გახსნეს
„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა სამუდამოდ უკვდავვყოთ ქართველი ხალხის დიდი მეგობრის, საქართველოს ეროვნული გმირის, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის სახელი, მისი ნათელი ხსოვნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბათუმში, ახალ ბულვარში განაცხადა, სადაც პოლონელ კოლეგა მატეუშ მორავეცკისთან ერთად, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ძეგლი გახსნა. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი კაჩინსკი აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. „ის ხმამაღლა მოუწოდებდა დასავლელ ლიდერებს, უფრო მკვეთრი და თამამი გადაწყვეტილებები მიეღოთ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. 2008 წლის აგვისტოში პრეზიდენტი კაჩინსკი ჩამოფრინდა თბილისში, რათა მხარი დაეჭირა ჩვენი სუვერენიტეტისათვის, ჩვენი ქვეყნისა და ხალხისათვის. დღეს, ევროპის კონტინენტზე მიმდინარე უმძიმესი მოვლენების დროს, ყველას გვახსენდება მისი გაფრთხილება ევროპელი ლიდერებისადმი, რომ თუ წინ არ აღუდგებოდნენ საქართველოსადმი აგრესიას, მომავალში უკრაინისა და სხვა ქვეყნების ჯერი დადგებოდა. მისი ტრაგიკული, უდროო გარდაცვალება ჩვენმა ხალხმა ისევე განიცადა, როგორც მოძმე პოლონელებმა. ლეხ კაჩინსკის ხსოვნის უკვდავყოფით ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს პატივისცემას, მადლიერებას მისდამი და ამავე დროს, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ისტორიულ არჩევანს, ღირსეული ადგილი დავიმკვიდროთ ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახში. დიდება ჩვენს გმირებს!“ , - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ღირებულებებზე ისაუბრა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა. მატეუშ მორავიეცკიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ძეგლის გახსნისა და პრეზიდენტ კაჩინსკის ხსოვნის პატივისცემისთვის მადლობა გადაუხადა. „თითქმის 14 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ისეთი დიდი სახელმწიფო, როგორიც რუსეთია, თავის პატარა მეზობელ ქვეყანას თავს დაესხა. ლეხ კაჩინსკი ერთი წუთითაც არ დაფიქრებულა, მაშინვე გამოხატა თავისი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და 2008 წლის 12 აგვისტოს უკრაინის და ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებთან ერთად საქართველოს მხარდასაჭერად ჩამოვიდა და პატივი სცა საქართველოს თავისუფალ არჩევანს, საქართველოს მამაც ხალხთან დაამტკიცა, რომ საქართველოს სურს დამოუკიდებლობა და ალბათ, ამიტომაც გახდა რუსეთის იმპერიის პირველი მტერი. ძალიან დიდი მადლობა ქართველ მეგობრებს, რომლებსაც ახსოვთ პრეზიდენტ კაჩინსკის ეს ქმედება, ჟესტი. დიდმა პოლიტიკოსებმა უნდა ამოიცნონ არამარტო ის მიმართულებები, რომლებიც ირგვლივ ხდება და აუცილებლად უნდა დაარქვან ამ მოვლენებს სახელი, პირველ რიგში, მათ უნდა ჰქონდეთ იმის სიმამაცე, რომ მიიღონ სწორი გადაწყვეტილება და პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ამის უნარი ჰქონდა, დროულად იღებდა სწორ გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა. მატეუშ მორავიეცკიმ, სიტყვით გამოსვლისას ასევე ხაზი გაუსვა ქართულ-პოლონური მეგობრობის სიძლიერეს და პრეზიდენტ კაჩინსკის როლს ამ მიმართულებით. „ის გაკვეთილები, ის გაფრთხილება, რომელიც ჩვენ, თაობებს დაგვიტოვა ლეხ კაჩინსკიმ და მისი რწმენა, იმ ურთიერთობისა, რომელიც შეიძლება ჰქონდეთ ერებს ერთმანეთთან, უნდა გვახსოვდეს, და ეს სიტყვები გვიჩვენებდნენ სწორ გზას საქართველოსა და პოლონეთის ურთიერთობებში. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნების ურთიერთმხარდაჭერამ შესაძლოა, ძალიან დიდი როლი ითამაშოს ევროპაში“, - აღნიშნა მატეუშ მორავეცკიმ მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით.
იაროსლავ კაჩინსკი: ჩემი ძმის ძეგლის გახსნა არის იმის მაგალითი და დასტური, რომ ჩვენი კავშირი, ჩვენი მეგობრობა უფრო მყარი და მჭიდრო ხდება
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის უფროსმა, სახელმწიფო მდივანმა მიხაილ დვორჩიკმა, ბათუმში, ახალ ბულვარში, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ძეგლის გახსნაზე, იაროსლავ კაჩინსკის წერილი წაიკითხა. „დიდი პატივი მაქვს, მოგმართოთ თქვენ და რამდენიმე სიტყვა ვუთხრა ქართველ ხალხს. ჩემთვის ძალიან დიდია მოვლენა, რომ ჩემი ძმის, ლეხ კაჩინსკის ძეგლი გაიხსნა საქართველოში, ბათუმში. ძალიან პატივს ვცემ ჟესტებს, რომლებსაც ქართველი ხალხი ჩემი ძმის პატივსაცემად გამოხატავს. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა დაწესებულებასა და უწყებას, ადამიანს, რომლებმაც გააკეთეს ყველაფერი, რათა ძეგლი აქ გახსნილიყო, ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ამ ჟესტისთვის. საქართველოს მოქალაქეებო, მოგმართავთ თქვენ, რომ ჩემი ძმის მოღვაწეობაში საქართველო იკავებდა ძალიან დიდ ადგილს. ლეხ კაჩინსკის შეეძლო, მსხვერპლი და რისკი გაეწია იმისთვის, რომ დაედასტურებინა თავისი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, როდესაც ის ჩამოვიდა სხვა ქვეყნების პრეზიდენტებთან ერთად და შემდეგ ევროარენაზე გამოხატავდა საქართველოს ინტერესებს. საქართველო, რომელიც დგას ევროატლანტიკურ გზაზე და ის თვლიდა, არწმუნებდა ყველას, რომ თუნდაც მცირე, პატარა ქვეყანას, როგორიც არის საქართველო, აქვს უფლება გადაწყვიტოს თავისი გეზი და საერთაშორისო პოლიტიკის ურთიერთობებს ის აღიქვამდა, როგორც პარტნიორულ ურთიერთობებს. ის ყველა ღონეს იღებდა იმისთვის, რომ დაეჭირა მხარი საქართველოსთვის. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ძმური კავშირი, რომელიც აკავშირებდა ჩვენს ერებს და ჩვენ ორ ქვეყანას და ცდილობდა ამ მეგობრობის და ურთიერთობების უფრო მეტად გამყარებას. ჩემი ძმის ძეგლის გახსნა არის იმის მაგალითი და დასტური, რომ ჩვენი კავშირი, ჩვენი მეგობრობა უფრო მყარი და მჭიდრო ხდება. ძალიან დიდი პატივისცემით, იაროსლავ კაჩინსკი“, - აღნიშნავს იაროსლავ კაჩინსკი მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველო დატოვა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ საქართველო დატოვა. პოლონელი კოლეგა, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ვიცე-პრემიერ დავით ზალკალიანთან, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკისა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროს ილია დარჩიაშვილთან ერთად გააცილა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრების პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრები, რომლის შემდეგაც მხარეებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. ამასთან, ღარიბაშვილმა და მათეუშ მორავიეცკიმ ბათუმის ახალ ბულვარში პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ძეგლი გახსნეს. ასევე წაიკითხეთ: მატეუშ მორავეცკი: სამწუხაროდ, გამართლდა ლეხ კაჩინსკის სიტყვები: დღეს არის საქართველო, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიის ქვეყნები და შეიძლება, მოვიდეს დრო ჩვენი ქვეყნისთვის პოლონეთის პრემიერი: არის ხმები, თითქოს, საქართველო ბოლომდე არ არის ჩართული სანქციებში, მაგრამ ღარიბაშვილმა დამარწმუნა, რომ ქვეყანა ყველაფერს აკეთებს, რათა შეაჩეროს ეს აგრესია მატეუშ მორავეცკი: გზა, რომელიც საქართველომ აირჩია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ირაკლი ღარიბაშვილი: აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამაც კი არ დაუწესა სანქციები რუსეთს
ზელენსკი: გერმანია ევროპაში ახალი კედლის აშენების თანამონაწილეა, როცა უკრაინის ევროინტეგრაციას აფერხებს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანია ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების პროცესის შეფერხებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ მან დღეს ბუნდესტაგის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. უკრაინული მედიის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ გერმანია ევროპაში ახალი კედლის აშენების თანამონაწილეა, როცა უკრაინის ევროინტეგრაციას აფერხებს. ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ გერმანიას და სხვა მოთამაშეებს არ სურთ რუსეთის შეზღუდვა შექმნილი ვითარების შესაბამისად. „მოგმართავთ სამი კვირის თავზე, რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრიდან. მას შემდეგ, რაც ათასობით უკრაინელი დაიღუპა...მას შემდეგ, ჩვენ დავინახეთ, თუ რამდენი კავშირები აქვთ თქვენს კომპანიებს რუსეთის სახელმწიფოსთან, რის შედეგადაც გიყენებენ თქვენ და სხვა ქვეყნებს ომის დასაფინანსებლად“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გერმანია მუდამ ეწინააღმდეგებოდა უკრაინის სწრაფ ევროინტეგრაციას და ამიტომ აქვს პასუხისმგებლობა რუსეთის შემოჭრაზე. „როდესაც ჩვენ გეკითხებოდით, რა უნდა გააკეთოს უკრაინამ იმისთვის, რომ NATO-ს წევრი გახდეს, გვისმენდით და გვპასუხობდით, რომ ასეთი გადაწყვეტილება მაგიდაზე არ დევს და არც იქნება. და თქვენ წელავდით და ახლაც აფერხებთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. თქვენთვის ეს პოლიტიკაა. სინამდვილეში, ეს არის ქვები ახალი კედლისთვის, რომელიც ევროპას გაჰყოფს“, - განმარტა ზელენსკიმ. ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ გერმანიაში არიან პოლიტიკოსები, რომელთაც ესმით რა ხდება. „მე მადლობელი ვარ გერმანული ბიზნესის, რომელმაც მორალი ეკონომიკაზე მაღლა დააყენა. მადლობა პოლიტიკოსებს, რომელთაც რუსულ ფულსა და უკრაინელი ბავშვების სიკვდილს შორის აირჩიეს სიცოცხლე...მათ ვინც იციან, რომ უკრაინა იქნება ევროკავშირში“, - განაცხადა ზელენსკიმ. ასევე წაიკითხეთ ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის კონგრესს: ახლა წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი და ის, იქნებიან თუ არა უკრაინელები თავისუფლები
მევლუთ ჩავუშოღლუ რუსეთსა და უკრაინაში ვიზიტის შემდეგ: ცეცხლის შეწყვეტის უფრო დიდი იმედი გაჩნდა
თურქეთის დიპლომატიური ძალისხმევის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ უკრაინას ეწვია. მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრის შესაძლებლობა არსებობს, თუ ისინი შეთანხმდებიან საკითხებზე, რომლებზეც ანკარა პოზიციების დაახლოების პერსპექტივას ხედავს. ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს. ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტის უფრო დიდი იმედი გაჩნდა როგორც რუსეთში, ასევე, უკრაინაში ვიზიტების შემდეგ. თურქმა დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომი უნდა დასრულდეს რაც შეიძლება მალე და რომ თურქეთი „პირველივე დღიდან აძლიერებს ძალისხმევას ამ მიმართულებით“. „ამ მიზნით, ჩვენ შევახვედრეთ ჩემი მეგობარი კულება და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ანტალიაში. მსურს, მადლობა გადავუხადო კულებას კონსტრუქციული მიდგომისთვის ამ შეხვედრაზე", - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ. ასევე წაიკითხეთ რა საკითხები განიხილეს თურქეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერდოღანმა ზელენსკის სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ანკარა მშვიდობის დასამყარებლად ძალისხმევას განაგრძობს როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს პენტაგონმა უკრაინაში რუსეთის წინსვლის შეფერხების მიზეზები დაასახელა ცნობისთვის, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა; ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. 26 თებერვალს, SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. ომის დაწყების შემდეგ, უკრაინა უკვე 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. გაეროს ცნობით, სულ მცირე 780 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 1252 დაშავდა, თუმცა აღნიშნავენ, რომ ადგილზე არსებული პირობების გათვალისწინებით, გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება რთულია. ასევე წაიკითხეთ სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს რას მოიცავს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციების მეოთხე პაკეტი რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხეს დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ორგანიზაციასა და რუსეთის 345 მოქალაქეს სანქციები დაუწესა ესპანეთის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქს იახტა ჩამოართვა
მიხაილო პოდოლიაკი: ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა შეიძლება უახლოეს კვირებში გაიმართოს
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა შეიძლება, უახლოეს კვირებში გაიმართოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა გამოცემა wp.pl-თან ინტერვიუში განაცხადა. პოდოლიაკმა განმარტა, რომ პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა შედგება სამშვიდობო ხელშეკრულების შეთანხმების შემდეგ. ამასთან, განაცხადა, რომ დღეისთვის რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები თავთავიანთ პოზიციებზე რჩებიან, სადავო საკითხების შეთანხმებას კი რამდენიმე დღიდან ერთ-ნახევარ კვირამდე შეიძლება დასჭირდეს. ამ ხნის განმავლობაში მხარეები უნდა მიუახლოვდნენ სამშვიდობო შეთანხმებას. პოდოლიაკის თქმით, უკრაინული მხარისთვის არა აქვს მნიშვნელობა შეხვედრის ადგილს. Financial Times-ის ცნობით, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში წინსვლაა სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც 15 პუნქტისგან შედგება. როგორც პოდოლიაკმა განაცხადა, 16 მარტს, Financial Times-ის პუბლიკაციაში ასახულია მხოლოდ რუსეთის მოთხოვნები. „ერთადერთი რამ, რასაც ვადასტურებთ ამ ეტაპზე, არის ცეცხლის შეწყვეტა, რუსეთის ჯარების გაყვანა და უსაფრთხოების გარანტიები რამდენიმე სახელმწიფოსგან“, - დაწერა პოდოლიაკმა Twitter-ზე. ასევე წაიკითხეთ მიხაილო პოდოლიაკი: Financial Times-მა გამოაქვეყნა შეთანხმების პროექტი, რომელიც რუსული მხარის მოთხოვნის დემონსტრირებაა როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ბელორუსთან ურთიერთობას წყვეტს
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, ბელორუსთან ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპის საბჭოს ვებგვერდზე განთავსდა. „ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა დღეს გადაწყვიტა, შეაჩეროს ყველა სახის ურთიერთობა ბელორუსთან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაში ქვეყნის აქტიური მონაწილეობის გამო. მან ასევე გადაწყვიტა, შეინარჩუნოს და გააძლიეროს ურთიერთობები ბელორუსის სამოქალაქო საზოგადოებასთან და ემიგრაციაში მყოფ ოპოზიციასთან", - ნათქვამია განცხადებაში. ერთი დღით ადრე ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთი ორგანიზაციიდან გააძევა. ცნობისთვის, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა; ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. 26 თებერვალს, SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. ომის დაწყების შემდეგ, უკრაინა უკვე 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. გაეროს ცნობით, სულ მცირე 780 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 1252 დაშავდა, თუმცა აღნიშნავენ, რომ ადგილზე არსებული პირობების გათვალისწინებით, გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება რთულია. უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური: რუსეთის ძალები უკრაინას თავს დაესხნენ რუსეთისა და ბელორუსის ტერიტორიებიდან ალექსანდრე ლუკაშენკო: არ ვაპირებთ ჩავერთოთ იმ ოპერაციაში, რომელსაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს. თუ ვუპასუხებთ, ვუპასუხებთ ისე, რომ ყველა იგრძნობს ლუკაშენკო: დასავლეთის სანქციები რუსეთს მესამე მსოფლიო ომისკენ უბიძგებს ბორელი: ევროკავშირის სანქციების სიაში არიან - ასადი, ლუკაშენკო და ახლა უკვე პუტინი საერთაშორისო მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა და მისმა მოკავშირე ლუკაშენკომ ერთობლივი სამხედრო წვრთნები გაახანგრძლივეს ნედ პრაისი: მინსკს ავუხსენით, რომ პასუხი იქნება სწრაფი და გადამწყვეტი, თუ უკრაინაში შეჭრა ბელორუსის ტერიტორიის გამოყენებით მოხდება
არნოლდ შვარცენეგერი: ომი უკრაინას არ დაუწყია, ომი დაიწყო კრემლმა
მომეცით უფლება გითხრათ სიმართლე ომზე უკრაინაში, - ჰოლივუდის მსახიობმა, კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა არნოლდ შვარცენეგერმა რუსეთის მოსახლეობისთვის ვიდეომიმართვა ჩაწერა და სოცილურ ქსელში გაავრცელა. „უკრაინამ არ დაიწყო ეს ომი. ომი არ დაუწყიათ არც „ნაციონალისტებს“ და არც ნაცისტებს. ომი დაიწყო კრემლში მყოფმა ხელისუფლებამ. ესა არაა რუსი ხალხის ომი. რეალურად მე თქვენ გიამბობთ, რომ გასულ კვირას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრმა 141-მა სახელმწიფომ რუსეთი აგრესორად ცნო და მხარი დაუჭირა უკრაინიდან რუსეთის ჯარების დაუყოვნებლივ გამოსვლას. მთელ მსოფლიოში რუსეთის სასარგებლოდ ხმა მხოლოდ 4-მა ქვეყანამ მისცა. ეს ფაქტია, მსოფლიომ ზურგი აქცია რუსეთს უკრაინაში მათი ქმედებების გამო“, - ამბობს ვიდეომიმართვაში შვარცენეგერი. ამასთან ის განმარტავს, რომ რუსეთის ხელისუფლება არ ეუბნება მოსახლეობას ამ ომის შედეგების შესახებ. „მე დამძიმებული გულით გეუბნებით თქვენ, რომ ათასობით რუსი ჯარისკაცი იქნება მოკლული. ისინი აღმოჩდნენ უკრაინელებისა და რუსეთის ხელმძღვანელობას შორის. უკრაინელები იცავენ სამშობლოს, ხოლო რუსეთი იბრძვის ამ ქვეყნის დასაპყრობად“, - აღნიშნა შვარცენეგერმა. ასევე წაიკითხეთ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
ერდოღანმა პუტინს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა
თურქეთის პრეზიდენტმა კვლავ გაიმეორა შეთავაზება იმის შესახებ, რომ თავის რუს და უკრაინელ კოლეგებს დიპლომატიური გადაწყვეტის მოსაძებნად უმასპინძლოს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს და რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ იტყობინება. თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შექმნილი ვითარება და ადგილზე არსებული ჰუმანიტარული სიტუაცია განიხილეს. ერდოღანმა განუცხადა პუტინს, რომ ცეცხლის შეწყვეტა რუსეთსა და უკრაინას შორის, გრძელვადიან გადაწყვეტას გაუხსნის გზას. მისივე თქმით, თურქეთი ინარჩუნებს თავის გულწრფელ მიდგომას, რომელიც ომის დაწყებიდანვე გამოიჩინა რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომი არცერთ მხარეს არ მოუტანს სარგებელს. თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დიპლომატიას უნდა მიეცეს შანსი. ერდოღანმა ასევე ხაზი გაუსვა ადგილზე ჰუმანიტარული სიტუაციის დაკვირვებისა და ორივე მიმართულებით ჰუმანიტარული დერეფნების ეფექტიანად ფუნქციონირების აუცილებლობას. ცნობისთვის, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა; ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. 26 თებერვალს, SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. ომის დაწყების შემდეგ, უკრაინა უკვე 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. გაეროს ცნობით, სულ მცირე 780 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 1252 დაშავდა, თუმცა აღნიშნავენ, რომ ადგილზე არსებული პირობების გათვალისწინებით, გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება რთულია. ასევე წაიკითხეთ შოლცმა და მაკრონმა პუტინს უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ კვლავ მოუწოდეს რა საკითხები განიხილეს თურქეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერდოღანმა ზელენსკის სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ანკარა მშვიდობის დასამყარებლად ძალისხმევას განაგრძობს როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს პენტაგონმა უკრაინაში რუსეთის წინსვლის შეფერხების მიზეზები დაასახელა
ჯო ბაიდენი ჩინეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარს გამართავს
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან სატელეფონო საუბარს გამართავს. Reuters-ი წერს, რომ ვაშინგტონი ახორციელებს ზეწოლას ჩინეთზე, რათა მხარი არ დაუჭიროს რუსეთის შეჭრას უკრაინაში, ნაბიჯს, რომელიც მკვეთრად გააფართოებდა უფსკრულს პეკინსა და დასავლეთის მთავრობებს შორის. მანამდე, ბაიდენის ადმინისტრაციამ საჯაროდ გაფრთხილა ჩინეთი, რომ პეკინი მძიმე შედეგების წინაშე აღმოჩნდება, თუ რუსეთის პრეზიდენტს უკრაინის წინააღმდეგ ომში დაეხმარება. კითხვაზე, რომელმა მხარემ მოითხოვა ზარი, თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ ეს ორშაბათს, რომში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდა, სადაც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა შვიდსაათიანი მოლაპარაკება გამართა ჩინელ დიპლომატთან. ცნობისთვის, პეკინი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დაგმობისგან თავს იკავებს და მას „შეჭრას“ არ უწოდებს, მაგრამ შექმნილი ვითარების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდებს. ჩინეთი იმ 35 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციისთვის - „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს. ასევე წაიკითხეთ აშშ-მ თავის მოკავშირეებს აცნობა, რომ ჩინეთი მზადაა, რუსეთს სამხედრო დახმარება მიაწოდოს - Reuters ჯეიკ სალივანის თქმით, აშშ არ დაუშვებს, რომ ეკონომიკური სანქციებისგან თავის დასაღწევად, რომელიმე ქვეყანამ რუსეთისთვის „მაშველი რგოლის“ ფუნქცია შეასრულოს აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი გააკრიტიკა კრემლი ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს