ძებნის რეზულტატი:
Bloomberg: სანქციების შემდეგ პირველმა რუსულმა კომპანიამ დეფოლტი განიცადა
Bloomberg-მა ევროკავშირის სანქციების შემდეგ პირველი რუსული კომპანიის დეფოლტის შესახებ განაცხადა. კომპანია „რუსეთის რკინიგზამ“ ევრობონდების დაფარვა ვერ შეძლო. საუბარია შვეიცარიულ ფრანკში განთავსებულ ევრობონდებზე, რომლის დაფარვის ვადა 14 მარტს ამოიწურა. „რუსეთის რკინიგზამ“ ევრობონდების დაფარვა სანქციების გამო ვერ შეძლო. უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია. ასევე წაიკითხეთ აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილე: აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთის ეკონომიკის სექტორებზე ახალი სანქციების დაწესებას გეგმავენ დიმიტრი კულება: რუსეთი სანქციების ზეწოლას ყოველდღიურად გრძნობს
პაკისტანის პრემიერ-მინისტრად პარტია „პაკისტანის მუსლიმური ლიგის“ ლიდერი შაჰბაზ შარიფი აირჩიეს
პაკისტანის პრემიერ-მინისტრად პარტია „პაკისტანის მუსლიმური ლიგის“ ლიდერი შაჰბაზ შარიფი აირჩიეს. მას მხარი 174-მა დეპუტატმა დაუჭირა. 70 წლის შარიფი არის პაკისტანის მუსლიმთა ლიგა-ნავაზის პრეზიდენტი და უმცროსი ძმა პრემიერის პოსტზე ადრე სამი ვადით მყოფი ნავაზ შარიფისა, რომელიც შემდეგ კორუფციაში ცნეს დამნაშავედ. ცნობისთვის, 9 აპრილს პაკისტანის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ იმრან ხანს უნდობლობა გამოუცხადა. ამის შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა საერთო კანდიდატად სწორედ შაჰბაზ შარიფი დაასახელეს.
ბორის ჯონსონი ირაკლი ღარიბაშვილს: მახარებს იმ ურთიერთობის გაფართოება, რომლის სიმბოლოდ იქცა უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფორმატი
ბატონო პრემიერ-მინისტრო! ამა წლის 27 აპრილს გაერთიანებული სამეფო და საქართველო დიპლომატიური ურთიერთობის განახლების 30 წლის იუბილეს აღნიშნავენ. მსურს ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და კვლავ დაგიდასტუროთ თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გაერთიანებული სამეფო იმ ურთიერთობას, რომელიც ჩვენ ორ ქვეყანას შორის არსებობს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ოფიციალურ წერილშია აღნიშნული, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო. "ბატონო პრემიერ-მინისტრო! ამა წლის 27 აპრილს გაერთიანებული სამეფო და საქართველო დიპლომატიური ურთიერთობის განახლების 30 წლის იუბილეს აღნიშნავენ. მსურს ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და კვლავ დაგიდასტუროთ თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გაერთიანებული სამეფო იმ ურთიერთობას, რომელიც ჩვენ ორ ქვეყანას შორის არსებობსაღსანიშნავია ის წინსვლა, რომლის თვითმხილველნიც საქართველოში გავხდით დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან. ბოლო 30 წლის განმავლობაში, გაერთიანებული სამეფო და საქართველო თანამშრომლობენ მნიშვნელოვანი პარტნიორობის გასავითარებლად, რაც მრავალ სფეროს მოიცავს და მათ შორისაა პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, უსაფრთხოების, თავდაცვის, განათლებისა და კულტურული მიმართულებები. მახარებს ის, თუ როგორ გაფართოვდა და აყვავდა ის ურთიერთობა, რომლის სიმბოლოდ იქცა უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ყოველწლიური ფორმატი ისევე, როგორც ჩვენი ორმხრივი პარტნიორობისა და თანამშრომლობის ახალი შეთანხმება. ასევე ვაფასებთ ჩვენს თანამშრომლობას რეგიონალურ და გლობალურ საკითხებზე, მათ შორის გარემოსდაცვით და კლიმატის ცვლილების მიმართულებით. კარგად ვაცნობიერებ იმ ფაქტს, რომ პროვოცირების გარეშე, ვლადიმერ პუტინის მხრიდან წინასწარი განზრახვით განხორციელებული ბარბაროსული თავდასხმა უკრაინაზე კიდევ უფრო ამძაფრებს იმ გამოწვევებს, რომლებსაც საქართველო მრავალი წელია მამაცად უპირისპირდება. გაერთიანებული სამეფო და საერთაშორისო თანამეგობრობა მსოფლიო ერების თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და სუვერენიტეტისთვის ამ ღია აგრესიის პირისპირ დგანან. მინდა ასევე გარწმუნოთ, რომ მტკიცედ ვდგავართ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკური არჩევანის სადარაჯოზე. მოუთმენლად ველი მომდევნო წლებში ჩვენი პარტნიორობის უწყვეტ განვითარებას” , - აღნიშნავს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი.
ფრანგული საფინანსო ჯგუფი Société Générale რუსეთის ბაზრიდან გადის
მსხვილი ფრანგული საფინანსო ჯგუფი Société Générale რუსეთის ბაზარზე საქმიანობას წყვეტს. მისი ძირითადი აქტივი „როსბანკი“ იყიდება. მისი სავარაუდო მყიდველი „ინტერროსია“, რომელსაც ვლადიმირ პოტანინი ფლობა. ამ დროისთვის ფინანსური გარიგების თანხა არ სახელდება. დახურული გარიგება რამდენიმე კვირაში დასრულდება, მარეგულირებელი ორგანოებიდან ყველა პასუხის მიღების შემდეგ. Société Générale რუსეთში 1993 წლიდან საქმიანობს. რუსეთის ბაზარზე ფრანგული ფინანსური ჯგუფის მთავარ აქტივი „როსბანკი“ 2021 წლის მონაცემებით 4 მილიონამდე ადამიანს ემსახურებოდა. უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია. ასევე წაიკითხეთ Bloomberg: სანქციების შემდეგ პირველმა რუსულმა კომპანიამ დეფოლტი განიცადა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა
11 აპრილს, ეროვნულმა ბანკმა საკასო ცენტრში უმასპინძლა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტებმა საქართველოში აკრედიტებული მისიების ხელმძღვანელებს დეტალურად გააცნეს ეროვნული ბანკის თანმიმდევრული ნაბიჯები, რომელიც საქართველოს საფინანსო სექტორში საერთაშორისო ფინანსური სანქციების სრული დაცვით განხორციელდა. ფინანსური სანქციები აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა უკრაინაში განხორციელებული აგრესიული საომარი მოქმედებების გამო რუსეთის ფედერაციას დაუწესეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეროვნული ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ინსტიტუტებთან, რის შედეგადაც ბანკებს მუდმივად მიეწოდებათ განახლებული მონაცემები სანქცირებული პირების და ორგანიზაციების შესახებ. მისივე განმარტებით, სანქციების თავიდან არიდებაში დახმარება არც ქართული ბანკების ინტერესში არაა, ხოლო მათ საქმიანობას მუდმივად აკონტროლებს ეროვნული ბანკი. "საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველთვის მოქმედებდა და მოქმედებს საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში. სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ მითითება ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს ომის დაწყების მეორე დღესვე მისცა და ამასთან, როგორც საფინანსო სექტორის მარეგულირებელი, იცავს ყველა სტანდარტსა და საერთაშორისო რეზოლუციას, რაც გამორიცხავს ქართულ საბანკო სექტორში რაიმე ტიპის სანქცირებული ოპერაციის განხორციელებას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2022 წლის 1 აპრილის პრესრელიზში გაკეთებული ჩანაწერიც ადასტურებს, იმას, რომ ჩვენი ფინანსური სისტემა სრულად ითვალისწინებს სანქციებს", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა. "საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან მოვისმინეთ ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რომელიც ცენტრალურმა ბანკმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესრულების უზრუნველსაყოფად გაატარა. სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ საქართველოს მძლავრი სისტემა აქვს შემუშავებული იმისათვის, რომ რუსეთის საწინააღმდეგოდ მის მიერ უკრაინის ოკუპაციის გამო დაწესებული ფინანსური სანქციების მოთხოვნები დაკმაყოფილდეს. ეს რუსეთის მიერ უკრაინის უკანონო დაპყრობაზე რეაგირების უმთავრესი ასპექტია. სანქციების დაწესების მიზანი პუტინის საომარი მანქანის მოშლა და რუსული ჯარის მიერ უკრაინის ხალხისთვის ზიანის და ტკივილის მიყენების უნარის შეზღუდვაა. ამიტომ ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველომ სათანადო ღონისძიებები გაატარა, რადგან ნებისმიერი მოსაზრება, რომელიც გვთავაზობს, რომ საქართველო სანქციების ასარიდებლად იქნებოდა გამოყენებული, დამღუპველი იქნებოდა არა მხოლოდ სანქციების დაწესების რეჟიმის, არამედ უკრაინის და თვითონ საქართველოსთვისაც“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, მარკ კლეიტონმა. კობა გვენეტაძემ მადლობა გადაუხადა დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოში გაწეული საქმიანობისთვის, ხაზი გაუსვა ამ თანამშრომლობის მნიშვნელობას და სთხოვა, თავიანთი ქვეყნების ცენტრალურ ბანკებს და ფინანსურ ორგანიზაციებს აცნობონ საქართველოს ფინანსური სისტემის სანქციების სრული დაცვით ფუნქციონირების შესახებ.
საქართველოსა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთმანეთს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის მიღება მიულოცეს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ლუქსემბურგში, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის მიღების შემდგომ, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა მოლდოველ კოლეგასთან ნიკუ პოპესკუსთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „მინისტრებმა მიულოცეს საქართველოსა და მოლდოვას კითხვარის გადმოცემა და აღნიშნეს ამ ნაბიჯის მნიშვნელობა ორი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. მინისტრები შეთანხმდნენ აღნიშნულ პროცესში მჭიდრო კოორდინაციაზე, ასევე საქართველოსა და მოლდოვის შორის მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებაზე“,- აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა ქვეყანა გამორჩეულად ინტეგრირდეს ევროკავშირში
პრეზიდენტი: ევროკავშირისგან კითხვარის მიღება არის ახალი შანსი, მოსახლეობა, პარტიები, ყველა უნდა გავერთიანდეთ, ესაა ეროვნული ინტერესი, დარწმუნებული ვარ, ჩვენ ეს შეგვიძლია
დღეს არის საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ნამდვილად ღირსშესანიშნავი დღე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, დღეს ორბელიანების სასახლეში საქართველოსთვის „ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის“ გადაცემის ფაქტის შეფასებისას განაცხადა. „დღეს ევროკავშირისგან მივიღეთ ის კითხვარი, რომელსაც ალბათ არ ველოდებოდით რამდენიმე წელი. ესეც კარგად თუ გამოგვივიდოდა. ესაა არაჩვეულებრივი ახალი შანსი, რაც გაუჩნდა ჩვენს ქვეყანას. ამას უნდა ვუმადლოდეთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს , ევროკავშირის ხელმძღვანელობას, კომისიას და ევროპულ საბჭოს, მაგრამ ამას კიდევ უფრო უნდა ვუმადლოთ უკრაინას და ამ ქვეყნის ბრძოლას. რომ არ ყოფილიყო ეს თავდადებული ბრძოლა უკრაინისა ალბათ ეს დღეც არ დადგებოდა ასე სწრაფად და როდის დადგებოდა ეს დღე ამას ვერავინ ვერ იტყოდა“, - განაცხადა პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ევროკავშირმა ეს გადაწყვეტილება შექმნილი ტრაგიკული მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღო, რომ აეჩქარებინა ეს პროცესი. „გაეხადა ეს პროცესი უფრო პოლიტიკური ვიდრე ბიუროკრატიული. ეს იყო ის, რაც გავიგე ბრიუსელში და შემდეგ გადავიდა რეალობაში და დღეს ვხედავთ, რომ უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს გადაეცა ეს კითხვარი. ეს არაა მხოლოდ კითხვარი და ამაზე კი და არას პასუხი. ესაა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ვართ დღეს პასუხისმგებელნი ჩვენი შემდგომი თაობის წინაშე. ჩვენ ან შევძლებთ, რომ ვუპასუხოთ ამ გამოწვევას ან ვერ შევძლებთ და ეს მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული და არავისზე სხვაზე. ამიტომ ამისთვის უნდა იყოს მობილიზებული ყველა ძალა. ესაა ის საკითხი, რომელიც ვერ გადაწყდება, რომელიმე ერთი ჯგუფის გადაწყვეტილებებითა და ძალისხმევით. ესაა ეროვნული საქმე, [თუ რამეს ჰქვია ეროვნული] , ესა ეროვნული ინტერესი“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა. მისი თქმით, ამ „ეროვნულ დღეზე“ ოცნებობდნენ ჩვენი წინაპრები. „პირველი დამოუკიდებლობის დღიდან ამაზე ოცნებობდნენ და ამ საქმის მიმართ ყველანი უნდა ვიყოთ გაერთიანებული, ეს იქნება საქართველოს მოსახლეობა თუ მთლიანად პოლიტიკური სპექტრი. ეს კითხვარი ეხება საქართველოს, როგორ არის დღეს, რა პრობლემები და მიღწევები არსებობს. ეს არის შედეგი რეალურად. გუშინწინ ვიყავით აქ შეკრებილი, 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტის კიდევ ერთხელ გახსენების დღე იყო, ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრიობის კუთხით. ეს 31 წელი იმიტომ იყო, რომ ამ დღემდე მივსულიყავით და ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ამ დღეს არ მივუდგეთ სრული, არამხოლოდ სერიოზულობით, მაგრამ სრული ერთსულოვნებით. ვინც ამის ირგვლივ არ არის გაერთიანებული, ის საქართველოს ირგვლივ არ არის გაერთიანებული. მას არ სჯერა საქართველოს მომავლის. ამიტომ მინდა, ყველას მოგიწოდოთ, ქალაქში, თუ სოფელში, მოსახლეობა, პოლიტიკური პარტიები, ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ, ეს არის ეროვნული თანხმობა, ეროვნული ინტერესი ამ მიზნის ირგვლივ და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ეს შეგვიძლია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარი გადაეცა. კითხვარის გადაცემის ცერემონია ლუქსემბურგში გაიმართა. საქართველოსთან ერთად კითხვარი გადაეცა მოლდოვასაც. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. ამავე თემაზე ევროკავშირმა უკრაინას წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადასცა
სერგეი ლავროვი: რუსეთი არ შეაჩერებს უკრაინაში მის „სამხედრო ოპერაციას“ სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის გამართვამდე
რუსეთი არ შეაჩერებს უკრაინაში მის „სამხედრო ოპერაციას“ სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის გამართვამდე, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. "ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ არ უნდა გაგრძელდეს მოლაპარაკებები, თუმცა მტკიცედ ვდგავარ პოზიციაზე, რომ მოსკოვმა არ უნდა შეაჩეროს ოპერაციის მიმდინარეობა, როცა მხარეები კვლავ შეიკრიბებიან. მას შემდეგ, რაც დავრწმუნდით, რომ უკრაინელები არ გეგმავდნენ საპასუხო ქმედებას, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის განმავლობაში არ იქნებოდა პაუზა, სანამ საბოლოო შეთანხმება არ იქნება მიღწეული”, - განაცხადა ლავროვმა. ასევე წაიკითხეთ: ანალენა ბერბოკი: უკრაინაში ომის დანაშაულების მასობრივი ნიშნებია. ჩვენ გვჭირდება ერთობლივი, კოორდინირებული გეგმა ვოლოდიმირ ზელენსკი: დიდი ალბათობით, ათობით ათასი ადამიანია მოკლული მარიუპოლში რუსეთის თავდასხმის შედეგად ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირისგან კითხვარის მიღებას უკრაინას უნდა ვუმადლოდეთ
ევროკავშირისგან კითხვარის მიღებას უნდა ვუმადლოთ უკრაინას და ამ ქვეყნის ბრძოლას, რომ არ ყოფილიყო ეს თავდადებული ბრძოლა უკრაინისა, ალბათ ეს დღეც არ დადგებოდა ასე სწრაფად, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, დღეს ორბელიანების სასახლეში საქართველოსთვის „ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის“ გადაცემის ფაქტის შეფასებისას განაცხადა. საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, ევროკავშირის კითხვარის მიღება საქართველოსთვის ახალი და მნიშვნელოვანი შანსია. „ესაა არაჩვეულებრივი ახალი შანსი, რაც გაუჩნდა ჩვენს ქვეყანას. ამას უნდა ვუმადლოდეთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს , ევროკავშირის ხელმძღვანელობას, კომისიას და ევროპულ საბჭოს, მაგრამ ამას კიდევ უფრო უნდა ვუმადლოთ უკრაინას და ამ ქვეყნის ბრძოლას. რომ არ ყოფილიყო ეს თავდადებული ბრძოლა უკრაინისა ალბათ ეს დღეც არ დადგებოდა ასე სწრაფად და როდის დადგებოდა ეს დღე ამას ვერავინ ვერ იტყოდა“, - განაცხადა პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროკავშირმა ეს გადაწყვეტილება შექმნილი ტრაგიკული მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღო, რომ „აეჩქარებინა ეს პროცესი“ და „გაეხადა ეს პროცესი უფრო პოლიტიკური ვიდრე ბიუროკრატიული“. პრეზიდენტის განცხადებით, მას ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია გაცილებით ადრე ჰქონდა. „ ეს იყო ის, რაც გავიგე ბრიუსელში და შემდეგ გადავიდა რეალობაში და დღეს ვხედავთ, რომ უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს გადაეცა ეს კითხვარი“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა. საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარი გადაეცა. კითხვარის გადაცემის ცერემონია ლუქსემბურგში გაიმართა. საქართველოსთან ერთად კითხვარი გადაეცა მოლდოვასაც. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. ამავე თემაზე ევროკავშირმა უკრაინას წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადასცა პრეზიდენტი: ევროკავშირისგან კითხვარის მიღება არის ახალი შანსი, მოსახლეობა, პარტიები, ყველა უნდა გავერთიანდეთ, ესაა ეროვნული ინტერესი, დარწმუნებული ვარ, ჩვენ ეს შეგვიძლია
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტს განიხილავს
ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტის განხილვა დაიწყეს. ამის შესახებ დღეს დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იეპე კოფოდმა და ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ლუქსემბურგში ვიზიტისას განაცხადეს, სადაც ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაა დაგეგმილი. „მე მოხარული ვარ, რომ ევროკომისიამ გასაგებად განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტზე იწყებს მუშაობას, რომელშიც „ნავთობის ოფცია“ იქნება“- განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა. 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ეკონომიკური ზეწოლის მიზნით, 8 აპრილს ევროკავშირმა სანქციების მე-5 პაკეტი მიიღო. აშშ-მ 7 აპრილს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გაასაჯაროვა. უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს. ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა. შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია. ასევე წაიკითხეთ აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილე: აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთის ეკონომიკის სექტორებზე ახალი სანქციების დაწესებას გეგმავენ დიმიტრი კულება: რუსეთი სანქციების ზეწოლას ყოველდღიურად გრძნობს
საზღვაო ქვეითთა 36-ე დანაყოფი მარიუპოლიდან: დღეს ალბათ უკანასკნელი ბრძოლა იქნება
უკრაინის საზღვაო ქვეითები მარიუპოლიდან იტყობინებიან, რომ დღეს შესაძლოა, მათი „ბოლო ბრძოლა“ შედგეს რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ, გადამწვარ ქალაქში. „დღეს სავარაუდოდ ბოლო ბრძოლა იქნება, რადგან რესურსები იწურება“, - ნათქვამია 36-ე ქვეითი ბრიგადის განცხადებაში, რომელიც Facebook-ზე გავრცელდა. „ზოგიერთი ჩვენგანისთვის ეს სიკვდილია, დანარჩენებისთვის კი ტყვეობა“, - ნათქვამია განცხადებაში. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მარიუპოლში ათობით ათასი ადამიანი დაიღუპა. მარიუპოლი დონეცკისა და ლუგანსკის მხარეების აღმოსავლეთით და ანექსირებული ყირიმისგან სამხრეთით მდებარეობს. ქალაქის აღება რუსული არმიის მთავარი მიზანი იყო. რამდენიმე კვირის განმავლობაში მარიუპოლი იბომბებოდა უკრაინელების სასტიკი წინააღმდეგობის ფონზე. მარიუპოლი 47-ე დღეა რუსეთის არმიას წინააღმდეგობას უწევს. 1-ელ აპრილს ცნობილი გახდა, რომ წითელმა ჯვარმა ალყაში მყოფი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადადო. მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა, რომ ქალაქის 80-90% დანგრეულია, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 2,3 ათასს გადააჭარბა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
მედია: რუსეთიდან კაპიტალის გადინება ოთხჯერ გაიზარდა
უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთიდან კაპიტალის გადინების მაჩვენებელი იზრდება. რუსული მედიის ცნობით, 2022 წლის პირველ კვარტალში კაპიტალის გადინების მაჩვენებელი $64,2 მილიარდამდე გაიზარდა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი $17,5 მილიარდი იყო. 2021 წლის მონაცემებით, რუსეთიდან კაპიტალის გადინების მაჩვენებელმა $72,6 მილიარდი შეადგინა. „მიმდინარე ოპერაციების პროფიციტი 2022 წლის პირველ კვარტალში 2,6 -ჯერ გაიზარდა და $58,2 შეადგინა. 2021 წლის პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი $22,5 მილიარდი იყო. რუსეთის ვაჭრობის დადებითმა სალდომ კი პირველი კვარტლის მონაცემებით $66,3 მილიარდი შეადგინა, რაც 2,6-ჯერ მეტია რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში. მაშინ ეს მაჩვენებელი $25,8 მილიარდი იყო“, - წერს რუსული მედია. ამასთან, 2022 წლის დასაწყისში ომის საფრთხის გამო ინვესტორებმა რუსეთიდან აქტივების გატანა დაიწყეს. მაღალი მაჩვენებლის გამო, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა აქტივების გატანა დროებით შეზღუდა, მათ შორის უცხოელი ინვესტორებისთვისაც. უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია. ასევე წაიკითხეთ Bloomberg: სანქციების შემდეგ პირველმა რუსულმა კომპანიამ დეფოლტი განიცადა
ვალერი ზალუჟინი: მარიუპოლის მცველებთან კავშირზე ვართ, ვაკეთებთ შესაძლებელსაც და შეუძლებელსაც
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟინი აცხადებს, რომ ქვეყანა მარიუპოლის დასაცავად შესაძლებელსაც და შეუძლებელსაც აკეთებს. „გრძელდება მარიუპოლის დაცვა, კავშირზე ვართ მარიუპოლის დამცველებთან, რომლებიც ქალაქს გმირულად ინარჩუნებენ. ვიმეორებ, რომ თავდაცვითი ოპერაციების მიმდინარეობა არ წარმოადგენს საჯარო დისკუსიების თემას. ჩვენ ვაკეთებთ შესაძლებელასა და შეუძლებელს გამარჯვებისთვის და მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად ყველა მიმართულებით“, - აცხადებს ზალუჟინი. მანამდე, Facebook-სა და მედიაში უკრაინის საზღვაო ქვეითთა 36-ე დანაყოფის სახელით გავრცელდა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ სამხედროებისთვის დღევანდელი დღე „ალბათ, ბოლო ბრძოლა იქნება, რადგან რესურსები იწურება“. ეს განცხადება შემდგომ უარყო და მას „ფეიკი“ უწოდა მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშენკომ. ასევე წაიკითხეთ საზღვაო ქვეითთა 36-ე დანაყოფი მარიუპოლიდან: დღეს ალბათ უკანასკნელი ბრძოლა იქნება
კარლ ჰარცელი: ბურთი საქართველოს მოედანზეა, დიდი და რთული სამუშაო იწყება. ევროკავშირი მზად არის მხარდაჭერისთვის
ევროკავშირის კითხვარზე პასუხების მოსამზადებლად საქართველოს 4 კვირა აქვს, რაც ელჩ კარლ ჰარცელის შეფასებით, მცირე დროა. ელჩის განმარტებით, ეს არის ყველაზე სწრაფი პროცესი, რაც შეუძლია, რომ ევროკავშირს განახორციელოს. ჰარცელის თქმით, ეს კითხვარი შეიცავს საკმაოდ ბევრ, დეტალურად გაწერილ შეკითხვებს საქართველოს მთავრობისადმი, რომლის მიზანია, დაეხმაროს ევროკომისიას, შეაფასოს საქართველოს მზაობა ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ელჩის შეფასებით, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც წინ წასწევს ევროინტეგრაციის პროცესს. ამის შესახებ კარლ ჰარცელმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის წევრ ლუკას მანდლისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, „თბილისი მარიოტში“ განაცხადა. ევროკავშირის ელჩის თქმით, ბურთი საქართველოს მოედანზეა, ევროკავშირი მზად არის მხარდაჭერისთვის, ახლა კი, დიდი და რთული სამუშაო იწყება. კარლ ჰარცელის შეფასებით, საქართველოსთვის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, მნიშვნელოვანი მომენტი დგას. „ეს ისტორიული მომენტია, მაგრამ ამავე დროს ძალიან ბევრი გამოწვევაა და მნიშვნელოვანია, რომ ეს პერსპექტივები იყოს გამოყენებული და გამოწვევები გადალახული. ეს არის მომენტი ყველა პოლიტიკური მხარისთვის, რათა მაქსიმუმი გააკეთონ, რომ ერთობა იყოს ამ მიზანთან მიმართებით და რაც საჭიროა, ყველაფერი გააკეთონ რეფორმების დღის წესრიგის და საქართველოს როლის, მზაობის, მისწრაფებების გააქტიურებით. მოსახლეობის ასეთი დიდი რაოდენობა ამ მისწრაფებას ემხრობა. ბურთი გახლავთ საქართველოს მოედანზე. ევროკავშირი მზად არის მხარდაჭერისთვის, დიდი და რთული სამუშაო იწყება“ - განაცხადა კარლ ჰარცელმა. მისივე თქმით, ეს არ არის მხოლოდ ბიუროკრატიული პროცედურები, არამედ, ეს გახლავთ ძირითადი და ფუნდამენტური პროცედურები, ეს არის მოგზაურობა, გზა, რომელსაც საქართველო დაადგა, ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმება, ეს არის ის დღის წესრიგი, რომელსაც საქართველო წლების განმავლობაში ადგას. „ვფიქრობ, გადამწყვეტი მომენტია, როდესაც ყველა პოლიტიკურმა მხარემ, ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა უნდა გაიგოს ეს მნიშვნელობა, რომ ეს მართლაც ისტორიული მომენტია და უზრუნველყოს, რომ შედეგი არამხოლოდ სიტყვები, არამედ ქმედებები იყოს", – განაცხადა კარლ ჰარცელმა. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადაეცა.
ლუკას მანდლი ევროკავშირის კითხვარზე: მნიშვნელოვანია კითხვარის პასუხების შინაარსი და კონტექსტი
ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარის გადაცემას, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის უსაფრთხოების და თავდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის წევრი ლუკას მანდლი რთული და მნიშვნელოვანი სამუშაოს დასაწყისად მიიჩნევს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია კითხვარის პასუხების შინაარსი და კონტექსტი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი, სასამართლო, კანონის უზენაესობა და რეფორმებია. ევროპარლამენტარის შეფასებით, ეს არ არის მოსაწყენი ბიუროკრატიული თხოვნა ევროკავშირისგან, ეს ევროკავშირისა და მისი მოსახლეობის ძირითადი ფასეულობა, დანაპირები და პირობაა მსოფლიოს მიმართ. ეს არის ძირითადი ფასეულობა და ყველას აქვს უფლება, ისარგებლოს კანონის უზენაესობით. ამიტომ, ეს პასუხები ძალიან მნიშვნელოვანია. „დღეს არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის კითხვარის გადმოცემის დღე. ეს არის დასაწყისი და ჩვენ უფრო მეტი დასაწყისები გვექნება მომავალში, როდესაც ვიქნებით ევროინტეგრაციის გზაზე. ეს გახლავთ დასაწყისი, როდესაც კითხვარი უნდა შეივსოს. ბევრი რამ უნდა გაკეთდეს, განსაკუთრებით საქართველოში ქართული გადაწყვეტილებების მიმღებების მხრიდან, ისევ მოქალაქეების სახელით და საქართველოს ინტერესებით. აშკარაა, თუ რა არის საჭირო ევროკავშირის წევრობისთვის, არ არსებობს რაღაც რეცეპტი, გამოკვეთილი, გამზადებული მოდელი, ჩვენ ვიცით, რომ არის ხელშეკრულებები, კანონმდებობა, რაც არის ევროკავშირის ღერძი და როდესაც ევროკავშირი საუბრობს ფასეულობებზე, ღირებულებებზე, დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობაზე, ადამიანის უფლებებზე, ყველა ამ ღირებულებას აქვს თავისი დამატებითი შემავსებელი იდეები, მოსაზრებები, რომლებსაც ვცდილობთ, დავამკვიდროთ ჩვენს საპარლამენტო მოღვაწეობაში, ევროპარლამენტში მაქსიმალურად. ამიტომ, ჩემთვის პატივია, მაქვს პრივილეგია, შევხვდეთ ასეთი უმაღლესი თანამდებობის პირებს საქართველოში, ქვეყნის პრეზიდენტს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს და ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის აგრეთვე ის, რომ საქართველოს პარლმენტის წევრებთან, პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან გვქონდა შეხვედრა საქართველოს პარლამენტში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რათა ხელი შეუწყონ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას. ეს, რა თქმა უნდა, მთავრობის ამოცანაა, მაგრამ რეალური პარლამენტის ფუნქცია არის, იყოს გადაწყვეტილებების და მოგვარების შემადგენელი ნაწილი. ამიტომ, მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, რომ აგრეთვე შეიტანოს თავისი წვლილი ევროკავშირში გაწევრიანებაში და გააკეთოს ყველაფერი, თანამშრომლობა სხვადასხვა პარტიას შორის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მივაღწიოთ წარმატებას“, - განაცხადა ლუკას მანდლიმ. ამავე თემაზე კარლ ჰარცელი: ბურთი საქართველოს მოედანზეა, დიდი და რთული სამუშაო იწყება. ევროკავშირი მზად არის მხარდაჭერისთვის
იტალიამ ალჟირთან გაზის ექსპორტზე ხელშეკრულება გააფორმა
ალჟირის ენერგოკომპანია Sonatrach-მა და იტალიურმა Eni-მ 2022-2023 წლებში გაზის ექსპორტის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. შედეგად, რუსულ გაზზე იტალიის დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შემცირდება. გაზის ექსპორტზე შეთანხმების შესახებ განცხადება უშუალოდ იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ პრესკონფერენციაზე, ალჟირში ვიზიტისას გააკეთა. „ჩვენმა მთავრობებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას ენერგეტიკის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ. ამას ემატება Sonatrach-სა და Eni-ს შორის დადებული ხელშეკრულება იტალიაში გაზის მიწოდების გაზრდაზე. იტალია მზადაა, ითანამშრომლოს ალჟირთან განახლებადი ენერგიის წყაროებისა და მწვანე წყალბადის განვითარებაზე“, - განაცხადა დრაგიმ. იტალიის პრემიერ-მინისტრმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ განაცხადა, რომ მაქსიმალურად სწრაფად შეეცდება, რუსულ გაზზე ქვეყნის დამოკიდებულება შეამციროს. „ასე ვუპასუხეთ მოსკოვს გაზზე, ამას მოჰყვება სხვა პასუხებიც“, - აღნიშნა დრაგიმ. მისი თქმით, იტალიის ხელისუფლება მუშაობს იმაზე, რომ მოქალაქეები დაიცვას კონფლიქტის შედეგებისგან. 23 მარტს, დასავლეთის სანქციების კვალდაკვალ ვლადიმერ პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები. 28 მარტს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა განაცხადეს, რომ არ შეასრულებენ რუსეთის მოთხოვნას და გაზს რუბლში არ იყიდიან. ასევე წაიკითხეთ უკრაინაში ომის ფონზე იტალია რუსული გაზის ალტერნატივას ეძებს იტალია ემხრობა რუსული გაზის წინააღმდეგ სანქციებს
ეგვიპტე და ევროკავშირი ბუნებრივი აირის სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ
ეგვიპტე და ევროკავშირი შეთანხმდნენ, გააძლიერონ თანამშრომლობა ბუნებრივი გაზის სფეროში, დასავლეთის ბაზრებზე რუსული გაზის ჩანაცვლების ფარგლებში. ამის შესახებ ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკომისიასთან ერთობლივ განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება. ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრი სამიჰ შუქრი კაიროში შეხვდა ევროკავშირის დელეგაციას ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ფრანს ტიმერმანსის ხელმძღვანელობით, რომელიც „ევროპის მწვანე კურსს“ კურირებს. „მხარეები ასევე შეთანხმდნენ თხევადი ბუნებრივი გაზისა და მწვანე წყალბადის მიწოდების სფეროში თანამშრომლობის გაფართოებაზე. აგრეთვე, ხმელთაშუა ზღვის მწვანე წყალბადის სეგმენტში პარტნიორობის განვითარებაზე, რომელიც მოიცავს წყალბადით ვაჭრობას ევროპას, აფრიკასა და სპარსეთის ყურეს ქვეყნებს შორის“, - ნათქვამია ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ასევე, კაირო და ბრიუსელი თანხმდებიან, რომ არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გავლენამ არ უნდა შეასუსტოს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის სურვილი და არ გამოიწვიოს განვითარებადი ქვეყნებისთვის შეთავაზებული ფინანსური სივრცის შევიწროება. ევროკავშირი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსულ გაზის ალტერნატიულ წყაროებს ეძებს. 11 აპრილს გახდა ცნობილი, რომ იტალიამ ალჟირთან გაზის ექსპორტზე ხელშეკრულება გააფორმა. 4 აპრილს ლიტუვას ენერგეტიკის სამინისტრომ განაცახდა, რომ ქვეყანამ რუსულ გაზზე სრულად უარი თქვა. ვლადიმერ პუტინმა თავისი განკარგულებით 1-ელი აპრილიდან დაამტკიცა ახალი სქემა, რომლის თანახმადაც „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ გაზის საფასური რუბლში უნდა გადაიხადონ. სქემის თანახმად, მათ უნდა გახსნან ანგარიში „გაზპრომბანკში“, საიდანაც ფული „გაზპრომს“ მიეწოდება. თუ თანხის გადახდა კრემლის დადგენილი სქემით არ მოხდება მოქმედი კონტრაქტები შეჩერდება. 2021 წელს „არამეგობრულმა“ ქვეყნებმა $43 მილიარდის რუსული გაზი შეისყიდეს. ესაა იმ თანხის 80%, „რაც „გაზპრომმა“ მილსადენში გატარებული გაზისთვის მიიღო. რუსეთის ექსპორტში გაზის წილი 11%-ია. IEA-მ უკვე შეიმუშავა გეგმა, რათა შემცირდეს რუსული გაზის მიწოდება ევროპაში არსებული 155 მილიარდი კუბური მეტრიდან წელიწადში 55 მილიარდამდე. ასევე წაიკითხეთ რატომ დაამტკიცა პუტინმა „არამეგობრული“ ქვეყნებისთვის გაზის საფასურის რუბლში გადახდის ახალი სქემა
S&P: რუსეთმა შიდა ვალზე დეფოლტი გამოაცხადა
რუსეთმა შიდა ვალზე ფაქტობრივად დეფოლტი გამოაცხადა და ობლიგაციების მფლობელებს გადახდა აშშ დოლარის ნაცვლად რუბლში შესთავაზა. ამის შესახებ CNN საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P-ზე დაყრდნობით იუწყება. სარეიტინგო კომპანიის მონაცემებით, რუსეთი შეეცადა დოლარში ნომინირებული ორი სახეობის ობლიგაციის რუბლში განაღდებას, რომელთა დაფარვის დროც 4 აპრილს ამოიწურა. გადაწყვეტილება უდრის „არჩევით დეფოლტს“ აცხადებს S&P. რუსეთს აქვს შეღავათიანი 30-დღიანი პერიოდი, რომ ვალდებულება შეასრულოს, მიუხედავად იმისა, რომ 9 აპრილს S&P-მ რუსეთის ფედერაციის გრძელვადიანი და მოკლევადიანი რეიტინგი SD-მდე შეამცირა. „ჩვენ არ ველით, რომ ინვესტორები რუბლში გადახდების კონვერტირებას მოახდენენ [თავდაპირველად გათვალისწინებულ] აშშ-ი დოლარის ეკვივალენტში, ან ხელისუფლება მოახდენს ამ გადახდების კონვერტირებას საშეღავათო პერიოდში“, - ნათქვამია სარეიტინგო სააგენტოს პრეს-რელიზში. აღნიშნული ინფორმაცია CNN-ს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრმა ჯონ კუპერმა დაუდასტურა. დეფოლტი (ინგლისურად default) აღებული ვალების ვერ ან არდაბრუნებას ნიშნავს. ტერმინი დეფოლტი გამოიყენება მაშინაც, როცა შესაძლოა, მოვალეს ვალის გადახდაზე სრულად არ უთქვამს უარი, მაგრამ დროებით ვალის მომსახურება არ შეუძლია, ვერ ფარავს დარიცხულ მიმდინარე პროცენტს და ვალის ძირის წილს. 11 აპრილს რუსეთის ფინანსთა მინისტრმა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში გამოთქვა მზადყოფნა სასამართლოში წასვლის შესახებ, იმ შემთხვევაში თუ დეფოლტი გამოცხადდება. ამ დროისთვის რუსეთს არ აქვს წვდომა $300 მილიარდის სავალუტო რეზერვებზე სანქციების გამო, რომელიც უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაუწესდა. 9 აპრილს S&P Global Ratings-მა "შერჩევითი დეფოლტის" გაზრდილი რისკების გამო, რუსეთის უცხოური ვალუტის რეიტინგი შეამცირა. სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, მოსკოვი საგარეო ვალის კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებით გადახდას ვეღარ შეძლებს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა ევრობონდების პროცენტი რუბლში გადაიხადა. უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია. ასევე წაიკითხეთ S&P Global Ratings-მა „შერჩევითი დეფოლტის" გაზრდილი რისკების გამო, რუსეთის უცხოური ვალუტის რეიტინგი შეამცირა
ირაკლი კობახიძე: არსებობს ზოგადი მზაობა, რომ უმაღლეს საპარლამენტო დონეზეც შედგეს ვიზიტი უკრაინაში, თუმცა აქ არის ძალიან მკაფიო წინაპირობები
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები უკრაინაში ვიზიტით ჩავლენ. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა. შემადგენლობა მოგვიანებით გაირკვევა. ირაკლი კობახიძის თქმით, „არსებობს ზოგადი მზაობა იმის შესახებ, რომ უმაღლეს საპარლამენტო დონეზეც შედგეს ვიზიტი, „თუმცა აქ არის ძალიან მკაფიო წინაპირობები და ყველამ ვიცით, რას უკავშირდება ეს წინაპირობები“: „სამწუხაროდ, გადაიდგა რამდენიმე შეურაცხმყოფელი ნაბიჯი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან გასული პერიოდების განმავლობაში. საუბარია სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელ ნაბიჯებზე და არა იგივე, თუნდაც მმართველი გუნდისთვის შეურაცხყოფაზე, ეს ამ შემთხვევაში, მეორე ხარისხოვანი იქნებოდა. რა თქმა უნდა, როდესაც ხდება სახელმწიფოს შეურაცხყოფა ასეთ დროს, საჭიროა პოზიციის დაფიქსირება და ეს უკავშირდებოდა იგივე ელჩის გაწვევის საკითხს. ჯერ იყო გაწვევა კონსულტაციებზე, შემდეგ თანამდებობიდან გათავისუფლდა უკრაინის ელჩი საქართველოში. დღემდე უკრაინა რჩება დემარშის მდგომარეობაში საქართველოს მიმართ. ასე გამოდის. ყოველშემთხვევაში, ამის შემდეგ რაიმე განსხვავებული ნაბიჯი ჩვენ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან არ გვინახავს. რა თქმა უნდა, ეს ვითარება შესაცვლელია, ეს არის ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპული საკითხი. მეორე, ჩვენ მოვისმინეთ ბრალდება კონტრაბანდასთან დაკავშირებით. შემდეგ შერბილებული განცხადებებიც მოვისმინეთ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. თუმცა, დაგვეთანხმებით, რომ ეს არ არის საკმარისი. როდესაც ასეთი ბრალდება მოდის უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ამას სჭირდება სათანადოდ ან დადასტურება ან უარყოფა, რაც ჩვენ არცერთი და არც მეორე არ მოგვისმენია. შესაბამისად, ეს საკითხი რჩება აქტუალური. მესამე - ალბათ, ყველაზე პრინციპული საკითხი, იმიტომ, რომ ჩვენ გვგონია, რომ ყველა ამ პრობლემის სათავე, ამ ცრუ ბრალდებების და, ელჩის გაწვევის სათავე და ა.შ. არის ის, რომ დღემდე ადამიანები, რომლებიც არიან საქართველოში რადიკალური ოპოზიციური ლიდერები უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ დონეზე არიან წარმოდგენილი. შეგახსენებთ, ესენი არიან, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი. ზურაბ ადეიშვილი, გენერალური პროკურორის მრჩეველი. გია ლორთქიფანიძე, რომელიც გახლავთ დაწინაურებული კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე და დავით არახამია, პირი, რომელიც უზრუნველყოფს პირდაპირ კავშირს ამ ადამიანებსა და უკრაინის ხელისუფლებას შორის უმაღლეს დონეზე. ეს არის სამწუხარო. თქვენ წარმოიდგინეთ, იგივე რომ გვქონდეს ჩვენ, ადამიანები, რომლებიც არიან უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ყველაზე მძიმე კრიმინალებად აღიარებული, დღეს რომ მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ საქართველოში. რა თქმა უნდა, უკრაინის ინტერესებში იქნებოდა ამ ვითარების მოგვარება, პირველ რიგში, იმისთვის, რომ ორმხრივ მეგობრობას რაიმე დამატებითი პრობლემა არ შეექმნას. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა, რასაც ბუნებრივია, სჭირდება ცვლილება. ეს არის სამი პრინციპული საკითხი. როგორც კი ჩვენ დავინახავთ პროგრესს ერთი, მეორე და მესამე მიმართულებით, ბუნებრივია, შეიძლება ასევე ვიფიქროთ უმაღლეს საპარლამენტო დონეზე ვიზიტის განხორციელებაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 8 აპრილს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის მხრიდან გაკეთებული განცხადებების ფონზე ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს. ამავე თემაზე უკრაინის რადას თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს: მიზანშეწონილია, „არასათანადო“ ვუწოდოთ მოწვევას, რომ ჩავიდეთ მეგობარ ქვეყანაში და ვნახოთ მისი უბედურება? მამუკა მდინარაძე: არავის აქვს უკრაინაში ჩასვლის პრობლემა
მარიუპოლის მერის მრჩეველი: ინფორმაცია, რომ თითქოს 36-ე საზღვაო ბრიგადა მარიუპოლის უკანასკნელი ბრძოლისთვის ემზადება, Facebook-ის ყალბ გვერდზე გავრცელდა
მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრო ანდრიუშენკო აცხადებს, რომ ინფორმაცია, თითქოს 36-ე საზღვაო ბრიგადა მარიუპოლის უკანასკნელი ბრძოლისთვის ემზადება, Facebook-ის ყალბ გვერდზე გავრცელდა. პეტრო ანდრიუშენკო უკრაინულ მედიას, გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ სოციალურ ქსელში მიმართავს და აცხადებს, რომ მათ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, თითქოს უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითები ემზადებიან, მარიუპოლის „უკანასკნელი ბრძოლისთვის“ და რომ საბრძოლო მასალები ამოიწურა, Facebook-ის „ფეიკგვერდზე“ გავრცელებული ინფორმაციაა. მისი თქმით, ეს ინფორმაცია საერთაშორისო მედიამაც გაავრცელა. ანდრიუშენკო, აცხადებს, რომ „ფეიკგვერდზე“ ასევე დაიწერა, თითქოს 36-ე საზღვაო ბრიგადა რუსმა სამხედროებმა „ალყაში მოაქციეს“. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟინმა განაცხადა, რომ ქვეყანა მარიუპოლის დასაცავად შესაძლებელსაც და შეუძლებელსაც აკეთებს და ქალაქის დამცველებთან კავშირზეა. მანამდე, Facebook-ზე და საერთაშორისო მედიამ, მათ შორის BBC-მ უკრაინის საზღვაო ქვეითთა 36-ე დანაყოფის სახელით გავრცელდა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ სამხედროებისთვის დღევანდელი დღე „ალბათ, ბოლო ბრძოლა იქნება, რადგან რესურსები იწურება“. ასევე წაიკითხეთ საზღვაო ქვეითთა 36-ე დანაყოფი მარიუპოლიდან: დღეს ალბათ უკანასკნელი ბრძოლა იქნება ვალერი ზალუჟინი: მარიუპოლის მცველებთან კავშირზე ვართ, ვაკეთებთ შესაძლებელსაც და შეუძლებელსაც