ძებნის რეზულტატი:
NDI: გამოკითხულთა 64%-ის შეხედულებებთან ახლოს არცერთი პარტია არ დგას
„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, მარტში გამოკითხულთა 22%-ის აზრით, მის შეხედულებებთან ახლოს „ქართული ოცნება“ დგას, 7% „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს. გამოკითხულთა 6%-ის აზრით, მის შეხედულებებთან ახლოს სხვა პარტიები დგანან, გამოკითხულთა 64% კი მიიჩნევს, რომ მის შეხედულებასთან ახლოს არცერთი პარტია არ დგას ან არ აქვს კითხვაზე პასუხი. ამასთან, კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. კონკრეტული პარტია მხოლოდ 35%-მა დაასახელა. პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება. ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები 2 ეტაპად ჩატარდა. თებერვალში საველე სამუშაოები მოიცავდა 3-15 თებერვალს. 2,036 დასრულებულ ინტერვიუს (18% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით); საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.8%; ხოლო მარტში საველე სამუშაოები მოიცავდა 9 -20 მარტს. 2,024 დასრულებულ ინტერვიუს (18% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით); საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1.6% საველე სამუშაოები ჩატარდა თბილისში, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ახალქალაქსა და მარნეულში. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.
ევროკომისიის პრეზიდენტი ოთხი ოპოზიციური პარტიის ლიდერს წერილით მიმართავს
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი ოთხი ოპოზიციური პარტიის ლიდერს წერილით მიმართავს. ფონ დერ ლეიენის სახელით წერილი ოპოზიციური პარტიის ლიდერებს მისმა თანაშემწემ ბიორნ სეიბერტიმ მისწერა. როგორც წერილშია ნათქვამი, ფონ დერ ლეიენი მიიჩნევს, რომ როგორც მართლმსაჯულების, ისე საარჩევნო და დემოკრატიული რეფორმები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების აპლიკაცია შეიტანა. “პრეზიდენტმა ფონ დერ ლეიენმა მთხოვა მადლობა გადამეხადა თქვენი წერილისთვის, რომელიც შეეხებოდა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ბოდიში დაგვიანებული პასუხისათვის. ჩვენ სრულიად გეთანხმებით მართლმსაჯულების და საარჩევნო რეფორმების მნიშვნელობასათან დაკავშირებით. ეს რეფორმები სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, როგორც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ეფექტურად შესრულების თვალსაზრისით, ასევე საქართველოს ევროპული ამბიციის წინ წასაწევად. ინკლუზიური რეფორმების დროული მიღება და განხორციელება საუკეთესო შესაძლებლობაა ხელშესახები პროგრესის მისაღწევად საქართველოს დემოკრატიისა და მედეგობის შემდგომი შენების საქმეში, ასევე პასუხობს პოლარიზაციის გამოწვევას, რომელიც ქართულ პოლიტიკურ სისტემაზე ახდენს გავლენას. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს მართლმსაჯულების სექტორსა და დემოკრატიულ რეფორმებს. რამდენადაც პირველადი პასუხისმგებლობა ამ მხრივ ხელისუფლებას ეკისრება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთობლივი წვლილი შეიტანოს დეესკალაციაში და კონსტრუქციული რეფორმისტული დღის წესრიგის გატარებაში. მსგავსი ძალისხმევები კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ახლა, იმ ფონზე როდესაც საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების აპლიკაცია შეიტანა. 2021 წლის დეკემბრის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მიერ მიღებულ დეკლარაციაში ნათლად იქნა აღნიშული, რომ ჩვენი თანამშრომლობის ფორმებს, ფარგლებსა და ხარისხს, სხვა ასპექტებთან ერთად, სწორედ რეფორმების ტემპი და ხარისხი განსაზღვრავს. ევროპული კავშირის პირობითობის პრინციპი და ინცენტივებზე დაფუძნებული მიდგომა („მეტი მეტისთვის“, „ნაკლები ნაკლებისთვის“) სარგებელს აძლევს იმ პარტნიორებს, რომელიც ყველაზე მეტად ახორციელებენ რეფორმებს. ამას ხაზი გაესვა აღმოსავლეთ პარნტიორობის ფორუმზეც. საქართველოსა და მისი მოქალაქეების სასიკეთოდ, ევროპული კავშირი განაგრძობს ამბიციური რეფორმების ადვოკატირებას,“- წერს ბიორნ სეიბერტი. ერთობლივი წერილი ოპოზიციური პარტიების სახელზე პარტიებმა გუშინ მიიღეს. გზავნილის ადრესატები ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეები - გიგა ბოკერია, მამუკა ხაზარაძე, ელენე ხოშტარია და ზურა (გირჩი) ჯაფარიძე არიან.
გერმანია უკრაინას დამატებით 37 მილიონ ევროს გამოუყოფს
გერმანია უკრაინას დამატებით 37 მილიონ ევროს გადასცემს. გერმანული მედიის ცნობით, ეს თანხა ომის შედეგად დანგრეული ქვეყნის აღდგენაზე დაიხარჯება. "22,5 მილიონი ევრო უკრაინის ელექტროსისტემის განახლებას მოხმარდება, ხოლო 14,4 მილიონი საცხოვრებელი სახლების აღდგენასა და სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად იქნება გამოყოფილი", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 800 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის უმეტესი ნაწილი უკრაინას უკვე გადაეცა, მათ შორის საარტილერიო სისტემები, საბრძოლო მასალები და ჯავშანტექნიკა. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის დამატებით $800 მილიონის ღირებულების იარაღს, საბრძოლო მასალასა და უსაფრთხოების სხვა დახმარებებს გამოყოფს. პენტაგონის პრესსპიკერ ჯონ კირბის ინფორმაციით, აშშ უკრაინას გადასცემს მი-17 ტიპის 11 ვერტმფრენს, 18 ჰაუბიცას, M113 ტიპის 200 ჯავშანტრანსპორტიორს, 100 საბრძოლო მანქანას Humvee, 40 000 საარტილერიო ჭურვს, დამატებით რაკეტებს ტანკსაწინააღმდეგო სისტემისთვის Javelin-ი, დრონებს Switchblade, ჰაერსაწინააღმდეგო რადარებს და ქიმიური და ბიოლოგიური შეტევისგან დამცავ დანადგარებს. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ: აშშ უკრაინას ეკონომიკის სტაბილიზაციის მიზნით, $500 მილიონს გამოუყოფს
საქართველოში, 22 აპრილს უნალექო ამინდია მოსალოდნელი
22 აპრილს ქუთაისში +23 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც გამოიდარებს. ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა ფოთშიც. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში მზიანი დღეა. დღისით ტემპერატურა +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. +21 გრადუსია მოსალოდნელი სოხუმში, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ბორჯომში დღისით +20, ღამის განმავლობაში კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდები, დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი. რუსთავშიც უნალექო ამინდია. დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უნალექო დღე იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი.
უკრაინის შეიარაღებული ძალები: უკრაინელმა სამხედროებმა, გასული დღის განმავლობაში, რუსი ოკუპანტების 15 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს
უკრაინელმა სამხედროებმა, გასული დღის განმავლობაში, რუსი ოკუპანტების 15 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა იუწყება. "21 აპრილის შედეგების თანახმად, განადგურებულია: 3 თვითმფრინავი (Су-34, Су-35, Су-25); 3 ვერტმფრენი (ორი Ми-8 და ერთი Ka-52) და 9 უპილოტო საფრენი აპარატი ("Orlan-10")", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ ვიქტორია ნულანდი: NATO-ს შეუძლია, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთოს მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს
აშშ-ის კონგრესის დელეგაცია თბილისში ვიზიტის ფარგლებში, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. შეხვედრაში გიორგი ვაშაძე, გიგა ბოკერია, ზურა-გირჩი ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, ნათია მეზვრიშვილი, თინა ბოკუჩავა და სალომე სამადაშვილი მონაწილეობენ. როგორც შეხვედრის დაწყებამდე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ასეთი ვიზიტები არის გზავნილი იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი. „ასეთი ვიზიტები არის გზავნილი იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული სტრატეგიული პარტნიორი და სრული მხარდაჭერის იმედი შეიძლება, გვქონდეს ამერიკის მხრიდან. ეს არის შესაძლებლობა ჩვენ დავაყენოთ ჩვენი ის ეროვნული ინტერესები, რაც გვაქვს ჩვენი ამერიკელი პარტნიორების წინაშე", - განაცხადა ვაშაძემ. სენატორები და კონგრესმენები საქართველოში ვიზიტისას ხვდებიან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს, ოპოზიის წარმომადგენლებს. დელეგაციის წევრებმა პრესკონფერენცია 21 აპრილს, „თბილისი მარიოტში“ გამართეს. ამავე თემაზე აშშ-მ წარსულის გაკვეთილებიდან ისწავლა, რომ რუსეთის აგრესიის მადა არასდროს კმაყოფილდება - გზავნილები კონგრესის დელეგაციის ვიზიტიდან სენატორი კუნსი: ჩვენ გვქონდა ძალიან კონსტრუქციული და პოზიტიური შეხვედრა ოპოზიციური პარტიების ფართო წარმომადგენლობასთან სენატორი კრის კუნსი: დასავლეთიდან საჭიროა გაერთიანებული რეაგირება იმისთვის, რომ განმეორებითი რეპრესია და ოკუპაცია უკუვაგდოთ სენატორების ვიზიტი: იმედი გვაქვს, ევროკავშირი მალე მოგესალმებათ და მიგიღებთ სენატორი კრის კუნსი: ქართველებმა იციან, რას ნიშნავს აგრესია და ოკუპაცია, ახლა დროა, ერთად დავდგეთ სენატორი ბობ ქეისი: ქართველები უკრაინელებს უწევენ ყველა სახის დახმარებას და ესაა მტკიცებულება, როგორი სახის ერთობაა მთელი ევროპის მასშტაბით პრეზიდენტი ამერიკელი სენატორების ვიზიტზე: აქ ჩამოსვლით გვიდასტურებთ, რომ საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა სიტყვა კი არა, რეალობაა
სენატორი კუნსი: ჩვენ გვქონდა ძალიან კონსტრუქციული და პოზიტიური შეხვედრა ოპოზიციური პარტიების ფართო წარმომადგენლობასთან
"ჩვენ გვქონდა ძალიან კონსტრუქციული და პოზიტიური შეხვედრა ოპოზიციური პარტიების ფართო წარმომადგენლობასთან. შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს დემოკრატიას", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების ასიგნებების ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, სენატორმა კრის კუნსიმ განაცხადა. "დემოკრატია მოიცავს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, დამოუკიდებელ სასამართლოს, უსაფრთხოებასა და ძლიერ ეკონომიკას. საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში შეერთებული შტატები მუდმივად ეხმარება საქართველოს ყველა ამ მიმართულებით, იქნება ეს მოსამართლეების გადამზადება, უსაფრთხოების მხარდაჭერა, ეკონომიკის გაძლიერება და [ქვეყნის] განვითარება. ევროკავშირის წევრობისკენ პოზიტიური ნაბიჯების გადასადგამად საჭიროა რეფორმების გაგრძელება საქართველოში. ძალიან პოზიტიური და კონსტრუქციული შეხვედრა გვქონდა და ვაფასებთ რომ დრო დაგვითმეთ და ვაფასებთ მედიის თავისუფლებას", - განაცხადა კუნსიმ. ცნობისთვის, სენატორები და კონგრესმენები საქართველოში ვიზიტისას ხვდებიან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს, ოპოზიის წარმომადგენლებს. დელეგაციის წევრებმა პრესკონფერენცია 21 აპრილს, „თბილისი მარიოტში“ გამართეს.
კონგრესმენი დევიდ სისილინი: ოპოზიციასთან ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა
ოპოზიციასთან ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა. ოპოზიციის ლიდერებს სერიოზულად აწუხებთ სასამართლოსა და დამოკრატიული ინსტიტუტების განვითარების საკითხი, - ამის შესასხებ კონგრესმენმა დევიდ სისილინმა განაცხადა. "გავიზიარებ სენატორი კუნსის დაკვირვებას. ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა. როგორც იცით, ოპოზიციის ლიდერებს სერიოზულად აწუხებთ სასამართლოსა და დამოკრატიული ინსტიტუტების განვითარების საკითხი. ეს არის ჩვენი ქართველ ხალხთან თანამშრომლობის ძირითადი ნაწილი და მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე გაგრძელდეს, რათა დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდეს და ზოგიერთი რეფორმა, რომელსაც ისინი [ოპოზიციური პარტიები] განიხილავენ, იყოს გათვალისწინებული. მოუთმენლად ველით საქართველოსთან მიმდინარე თანამშრომლობის გაგრძელებას დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ თანამშრომლობა ამ მიმართულებით მუშაობაში", - განაცხადა კონგრესმენმა. ცნობისთვის, სენატორები და კონგრესმენები საქართველოში ვიზიტისას ხვდებიან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს, ოპოზიის წარმომადგენლებს. დელეგაციის წევრებმა პრესკონფერენცია 21 აპრილს, „თბილისი მარიოტში“ გამართეს. ამავე თემაზე აშშ-მ წარსულის გაკვეთილებიდან ისწავლა, რომ რუსეთის აგრესიის მადა არასდროს კმაყოფილდება - გზავნილები კონგრესის დელეგაციის ვიზიტიდან სენატორი კუნსი: ჩვენ გვქონდა ძალიან კონსტრუქციული და პოზიტიური შეხვედრა ოპოზიციური პარტიების ფართო წარმომადგენლობასთან სენატორი კრის კუნსი: დასავლეთიდან საჭიროა გაერთიანებული რეაგირება იმისთვის, რომ განმეორებითი რეპრესია და ოკუპაცია უკუვაგდოთ სენატორების ვიზიტი: იმედი გვაქვს, ევროკავშირი მალე მოგესალმებათ და მიგიღებთ სენატორი კრის კუნსი: ქართველებმა იციან, რას ნიშნავს აგრესია და ოკუპაცია, ახლა დროა, ერთად დავდგეთ სენატორი ბობ ქეისი: ქართველები უკრაინელებს უწევენ ყველა სახის დახმარებას და ესაა მტკიცებულება, როგორი სახის ერთობაა მთელი ევროპის მასშტაბით პრეზიდენტი ამერიკელი სენატორების ვიზიტზე: აქ ჩამოსვლით გვიდასტურებთ, რომ საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა სიტყვა კი არა, რეალობაა
საქართველოში კოვიდინფიცირების 161 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 178 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 709 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 469 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 161 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 654 076. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 301 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 635 291. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 795 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 161 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 86 შემთხვევა, აჭარა - 9, იმერეთი - 20, ქვემო ქართლი - 9, შიდა ქართლი - 7, გურია - 8, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 4, კახეთი - 13, მცხეთა-მთიანეთი -1, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 964 საიდანაც, 335 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 185, აჭარაში - 12, იმერეთში - 87. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 73 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 48, აჭარაში - 6, იმერეთში - 9. 1 629 ადამიანი სახლში მკურნალობს.
ვენდი შერმანი: რუსეთი უკრაინაში თავის მიზნებს ვერ აღწევს
"რუსეთი უკრაინაში თავის მიზნებს ვერ აღწევს და რომ ამის მიზეზი ნაწილობრივ დასავლეთის სანქციებია", - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვენდი შერმანმა განაცხადა. „ჩვენი მიზანია ვლადიმირ პუტინისა და კრემლის სტრატეგიული მარცხი. მივიჩნევ, რომ ეს უკვე ხდება. რაც არ უნდა მოხდეს, უკრაინა გადარჩება“, - აღნიშნა შერმანმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ ვიქტორია ნულანდი: NATO-ს შეუძლია, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთოს მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
პრემიერმა ამერიკელ სენატორებსა და კონგრესმენებთან საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების დელეგაციას შეხვდა, რომელიც საქართველოში სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, სენატორ ქრის ქუნსის ხელმძღვანელობით იმყოფება. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აშშ-ის მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ეფუძნება. აღინიშნა, რომ დელეგაციის ვიზიტი არის აშშ-ის, როგორც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ძლიერი მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტური. ხაზი გაესვა ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობის როლს ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების, თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის კუთხით. პრემიერ-მინისტრმა დელეგაციის წევრებს დაუდასტურა მზადყოფნა მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს პარტნიორობა, როგორც თავდაცვის სფეროში, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო მიმართულებით. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო იყო და რჩება შეერთებული შტატების მტკიცე და საიმედო პარტნიორად რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებსა და ომის გავლენას რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. აღინიშნა საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ძალისხმევის როლი ომის რაც შეიძლება მალე დასრულებაში. ყურადღება დაეთმო იმ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად გადადგა, როგორც პოლიტიკური, ისე – ჰუმანიტარული მიმართულებით, მათ შორის, საერთაშორისო ფორმატებში უკრაინასთან დაკავშირებული რეზოლუციების მხარდაჭერისა და თანასპონსორობის სახით. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოდან უკრაინაში 500 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა და ეს პროცესი გრძელდება. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა აშშ-ის კონგრესის ორპარტიულ მხარდაჭერაზე საქართველოსადმი, რისთვისაც პრემიერ-მინისტრმა დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა. დელეგაციის წევრებმა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის კონგრესის ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურეს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ: სენატის სამხედრო საკითხთა კომიტეტის წევრი, სენატორი გარი პეტერსი, ფინანსთა საკითხების კომიტეტის წევრი, სენატორი ბობ ქეისი, წარმომადგენელთა პალატის სამხედრო საკითხთა კომიტეტის წევრი, კონგრესმენი სტეფანი მერფი, წარმომადგენელთა პალატის შიდა უსაფრთხოების საკითხთა კომიტეტის წევრი, კონგრესმენი ქეთლინ რაისი,წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი, კონგრესმენი დევიდ ჩიჩილინე, სენატორ ქრის ქუნსის ოფისის თანაშემწე იურიდიულ საკითხებში ალექსანდრა დეივისი, სენატორ ბობ ქეისის ოფისის თანაშემწე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ზაქარი შო, წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თანამშრომელი სოფი მირვისი, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი აარონ რუპერტი, ხოლო საქართველოს მხრიდან – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში დავით ზალკალიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ჯაველიძე. ცნობისთვის, სენატორები და კონგრესმენები დღეს დილით შეხვდნენ ოპოზიის წარმომადგენლებს. დელეგაციის წევრებმა პრესკონფერენცია 21 აპრილს, „თბილისი მარიოტში“ გამართეს. ამავე თემაზე აშშ-მ წარსულის გაკვეთილებიდან ისწავლა, რომ რუსეთის აგრესიის მადა არასდროს კმაყოფილდება - გზავნილები კონგრესის დელეგაციის ვიზიტიდან სენატორი კუნსი: ჩვენ გვქონდა ძალიან კონსტრუქციული და პოზიტიური შეხვედრა ოპოზიციური პარტიების ფართო წარმომადგენლობასთან სენატორი კრის კუნსი: დასავლეთიდან საჭიროა გაერთიანებული რეაგირება იმისთვის, რომ განმეორებითი რეპრესია და ოკუპაცია უკუვაგდოთ სენატორების ვიზიტი: იმედი გვაქვს, ევროკავშირი მალე მოგესალმებათ და მიგიღებთ სენატორი კრის კუნსი: ქართველებმა იციან, რას ნიშნავს აგრესია და ოკუპაცია, ახლა დროა, ერთად დავდგეთ სენატორი ბობ ქეისი: ქართველები უკრაინელებს უწევენ ყველა სახის დახმარებას და ესაა მტკიცებულება, როგორი სახის ერთობაა მთელი ევროპის მასშტაბით პრეზიდენტი ამერიკელი სენატორების ვიზიტზე: აქ ჩამოსვლით გვიდასტურებთ, რომ საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა სიტყვა კი არა, რეალობაა
უკრაინის შეიარაღებული ძალები: რუსი ოკუპანტების ჯამურმა საბრძოლო დანაკარგმა 21 000 სამხედროს გადააჭარბა
რუსი ოკუპანტების ჯამურმა საბრძოლო დანაკარგმა 21 000 სამხედროს გადააჭარბა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინაზე რუსეთის აგრესიის დაწყებიდან, 24 თებერვლიდან დღემდე ოკუპანტების ზარალმა შეადგინა: 21 200-მდე სამხედრო, 838 ტანკი, 2162 ჯავშანმანქანა, 397 საარტილერიო სისტემა, 138 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 69 ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემები, 176 თვითმფრინავი, 153 შვეულმფრენი და 1523 საავტომობილო ტექნიკა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ ვიქტორია ნულანდი: NATO-ს შეუძლია, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთოს მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
აშშ-ის თავდაცვის მდივანი: გავაგრძელებთ, ყველა შესაძლებლობის გამოყენებას რუსეთის აგრესიის წინაშე მყოფი უკრაინული არმიის მხარდასაჭერად
"ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს ყველა შესაძლებლობის გამოყენებას რუსეთის აგრესიის წინაშე მყოფი უკრაინული არმიის მხარდასაჭერად", - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა. „უკრაინის შეიარაღებული ძალებისადმი ამერიკის შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას ვადასტურებთ", - განაცხადა ოსტინმა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 800 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის უმეტესი ნაწილი უკრაინას უკვე გადაეცა, მათ შორის საარტილერიო სისტემები, საბრძოლო მასალები და ჯავშანტექნიკა. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის დამატებით $800 მილიონის ღირებულების იარაღს, საბრძოლო მასალასა და უსაფრთხოების სხვა დახმარებებს გამოყოფს. პენტაგონის პრესსპიკერ ჯონ კირბის ინფორმაციით, აშშ უკრაინას გადასცემს მი-17 ტიპის 11 ვერტმფრენს, 18 ჰაუბიცას, M113 ტიპის 200 ჯავშანტრანსპორტიორს, 100 საბრძოლო მანქანას Humvee, 40 000 საარტილერიო ჭურვს, დამატებით რაკეტებს ტანკსაწინააღმდეგო სისტემისთვის Javelin-ი, დრონებს Switchblade, ჰაერსაწინააღმდეგო რადარებს და ქიმიური და ბიოლოგიური შეტევისგან დამცავ დანადგარებს. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ: აშშ უკრაინას ეკონომიკის სტაბილიზაციის მიზნით, $500 მილიონს გამოუყოფს
ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერს ტელეფონით ესაუბრა
საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე ავსტრიის რესპუბლიკის მხარდაჭერის მნიშვნელობა და საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკის პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერის კარლ ნეჰამერის სატელეფონო საუბრის მთავარი განსახილველი საკითხები, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა და კარლ ნეჰამერმა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოსა და უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე მოსაზრებები და ინფორმაცია გაცვალეს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო აგრძელებს უკრაინელი მეგობრების როგორც ჰუმანიტარულ, ისე პოლიტიკურ მხარდაჭერას ორმხრივ და მრავალმხრივ დონეზე. მთავრობის მეთაურმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და ევროკავშირში წარდგენილ გაწევრიანების განაცხადზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკომისიისგან საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი მიიღო და საქართველოს მიერ შევსებული კითხვარი ევროკავშირს მაისის თვეში გადაეცემა. ირაკლი ღარიბაშვილმა ევროინტეგრაციის გზაზე პარტნიორობის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და იმედი გამოთქვა, რომ წევრობისკენ მიმავალ გზაზე ავსტრიის რესპუბლიკა საქართველოს გვერდით იდგება.პრემიერ-მინისტრმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერს საქართველოს ევროინტეგრაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ავსტრიის კანცლერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ავსტრიაში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.
ლუჰანსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: რუსმა დამპყრობლებმა ვერც რუბეჟნოეში და ვერც პოპასნაიაში შეღწევა შეძლეს
"ლუჰანსკის რაიონში რუსმა დამპყრობლებმა ვერც რუბეჟნოეში და ვერც პოპასნაიაში შეღწევა შეძლეს", - ამის შესახებ ლუგანსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგი გაიდაიმ განაცხადა. „მათ ვერ აიღეს ვერც რუბეჟნოე და ვერც პოპასნაია, ნუ ენდობით სეპარატისტ მჯღაბნელებს", - აღნიშნა გაიდაიმ. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის შეიარაღებული ძალები: რუსი ოკუპანტების ჯამურმა საბრძოლო დანაკარგმა 21 000 სამხედროს გადააჭარბა
იერუსალიმში, ისრაელის პოლიციასთან შეტაკებისას სულ მცირე 31 პალესტინელი დაშავდა
იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთთან ისრაელის პოლიციასთან შეტაკებისას სულ მცირე 31 პალესტინელი დაშავდა. როგორც ცნობილია, საავადმყოფოში 14 ადამიანი გადაიყვანეს, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა. "პოლიცია მას შემდეგ ჩაერია, რაც ასობით პალესტინელმა ქვებისა და შაშხანების სროლა დაიწყო და დასავლეთის კედელს მიუახლოვდნენ, სადაც იმ დროს ებრაელების ღვთისმსახურება მიმდინარეობდა", - ვკითხულობთ Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გაერო: უკრაინაში სამხედრო დანაშაულების მზარდი მტკიცებულებები არსებობს
"უკრაინაში სამხედრო დანაშაულების მზარდი მტკიცებულებები არსებობს", - ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისზე დაყრდნობით, სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. „რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა განურჩევლად დაბომბეს დასახლებული პუნქტები, ისინი კლავენ მშვიდობიანი მოსახლეობას და ანადგურებენ საავადმყოფოებს, სკოლებსა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას“, - აღნიშნა გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მიშელ ბაჩელეტმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. ასევე წაიკითხეთ: რუსეთის ძალებმა ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს - Human Rights Watch-ის მტკიცებულებები უკრაინის შეიარაღებული ძალები: რუსი ოკუპანტების ჯამურმა საბრძოლო დანაკარგმა 21 000 სამხედროს გადააჭარბა
ჩინეთის სასამართლომ აშშ-ის მოქალაქეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა - CCTV
ჩინეთის სასამართლომ აშშ-ის მოქალაქე შადიდ აბდულმატინს 21 წლის ქალის, მისი ყოფილი შეყვარებულის განზრახ მკვლელობისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, იტყობინება სახელმწიფო მაუწყებელი CCTV. განაჩენის მიხედვით, ლოს-ანჯელესში დაბადებულმა ინგლისური ენის მასწავლებელმა ცივი იარაღით სახისა და ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 21 წლის მეგობარ ქალს, რომელსაც მასთან ურთიერთობის დასრულება სურდა. აბდულმატინი ქალთან განშორების წინააღმდეგი იყო. ისინი 2019 წლიდან ურთიერთობდნენ. მკვლელობა 2021 წლის ივნისში, ავტობუსის გაჩერების სიახლოვეს მოხდა. Reuters-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ის აკვირდება საკითხს, მაგრამ კონფიდენციალურობის გათვალისწინებით დამატებით კომენტარს არ აკეთებს.
ავსტრალიამ რუს სენატორებსა და პუტინის შვილებს სანქციები დაუწესა
ავსტრალიამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო სანქციები რუსეთის კიდევ 147 მოქალაქეს, სენატორებს, პუტინის შვილებსა და რუსეთის საგარეოს საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შვილს დაუწესა. ინფორმაციას ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ავსტრალიის სანქციების ქვეშ, ბოლო მონაცემებით რუსეთის 750 მოქალაქე მოექცა, რომელთაც ავსტრალიაში შესვლა აეკრძალათ და აქტივები გაეყინათ. ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მარის პეინის განცხადებით, „ავსტრალია განაგრძობს შემზღუდავი ზომების მიღებას მათ წინააღმდეგ, ვინც ემხრობა უკრაინაში რუსეთის აგრესიას და ქვეყანაში გავლენებით სარგებლობს“. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ავსტრალიამ რუსეთსა და ბელორუსში დამზადებული პროდუქციის იმპორტზე 35%-იან დამატებით ტარიფი დააწესა. ავსტრალიამ რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ, 7 აპრილს ბუჩას მოვლენების შემდეგ სანქციების კიდევ ერთი პაკეტი გამოიტანა. 8 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ავსტრალიამ უკრაინას Bushmaster-ის ტიპის 20 ჯავშანმანქანა გაუგზავნა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ ავსტრალიამ სანქციები კიდევ რუსეთის 67 მოქალაქეს დაუწესა
ევროკავშირი მოქალაქეებს სთხოვს, სახლიდან იმუშაონ, რათა რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულება შეამცირონ
ევროკავშირი თავის მოქალაქეებს სთხოვს, ნაკლებად ატარონ ავტომობილი, უარი თქვან კონდიციონერზე და იმუშაონ სახლიდან კვირაში სამი დღე, რათა შეამცირონ რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულება. საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს მიერ შემუშავებული ზომები, ერთ ოჯახს წელიწადში 450 ევროს დაუზოგავს. BBC-ის ცნობით, რუსეთისგან ენერგიის შესყიდვა ხელს უწყობს მის ეკონომიკას მხარდაჭერას და უკრაინაში ომის დაფინანსებას, თუმცა ევროპამ განაცხადა, რომ ვერ პოულობს ალტერნატიულ მარაგს, ამიტომ სთხოვს მოქალაქეებს შეცვალონ ცხოვრების წესი. 9-პუნქტიანი გეგმა, სახელწოდებით „ჩემი წვლილი“, მოუწოდებს მოქალაქეებს, ნაკლებად გამოიყენონ ავტომობილი, ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან იმუშაონ სახლიდან კვირაში სამი დღე. გეგმის თანახმად, ევროკავშირი მოქალაქეებს მოუწოდებს: ზამთარში სახლები ნაკლებად გაათბონ, ზაფხულში კი კონდიციონერი გამორთონ უფრო ნელა იმოძრაონ მაგისტრალებზე, მანქანაში გამორთონ კონდიციონერი, რათა ნაკლები საწვავი მოიხმარონ გამოიყენონ მატარებელი თვითმფრინავის ნაცვლად გამოიყენონ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ველოსიპედი ან ფეხით გადაადგილდნენ ენერგიიის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) გამოთვლით, თუ თითოეული მოქალაქე დაიცავდა მის რეკომენდაციებს, მას შეეძლო ყოველწლიურად 220 მილიონი ბარელი ნავთობის დაზოგვა, რაც საკმარისია 120 სუპერტანკერის შესავსებად. ეს ასევე დაზოგავს 17 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს, რაც საკმარისია 20 მილიონი სახლის გასათბობად. მარტში, ევროკავშირმა გამოაცხადა გეგმა, რომლის თანახმად, ბლოკი 2030 წლისთვის რუსეთის ენერგორესურსებისგან დამოუკიდებელი უნდა გახდეს. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან.