ძებნის რეზულტატი:

ხარკოვის მერი: ქალაქი უკვე მოსახლეობის მესამედმა დატოვა და ევაკუაციის პროცესი დღემდე გრძელდება

"ქალაქი უკვე მოსახლეობის მესამედმა დატოვა და ევაკუაციის პროცესი დღემდე გრძელდება", - ამის შესახებ უკრაინის ქალაქ ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა განცხადა. "ამ ეტაპზე ქალაქიდან გასვლა რკინიგზით ან ავტომობილით არის შესაძლებელი. რაც შეეხება საომარ მოქმედებებს, რუსი სამხედროები ამჟამად ქალაქის ცენტრალურ ნაწილზე ახორციელებენ იერიშებს. ხოლო ექიმები ქალაქს არ ტოვებენ და 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ", - განაცხადა ხარკოვის მერმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ასევე წაიკითხეთ ვიქტორია ნულანდი: NATO-ს შეუძლია, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთოს მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს  მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს

რას ფიქრობს მოსახლეობა მთავრობის გადაწყვეტილებაზე, არ შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს - NDI-ს კვლევა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის [NDI] კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 49%-ისთვის მისაღებია, ხოლო 37%-ისთვის მიუღებელია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომ არ შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. გამოკითხულთა 14% პასუხობს, რომ არ იცის, ხოლო პასუხზე უარს აცხადებს 1%. ორგანიზაციის ცნობით, NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. აღნიშნული ანგარიში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალი) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტი) ჩატარებულ ქვეყნის წარმომადგენლობით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ორი სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება. საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში - +/- 1.8 პროცენტი, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6 პროცენტია. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ასევე წაიკითხეთ ევროკავშირში გაწევრიანებას 82%, NATO-ში გაწევრიანებას კი, 71% უჭერს მხარს - NDI საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ფიქრობს, რომ ომი უკრაინაში რუსეთისა და პუტინის ბრალია - NDI NDI: უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შეზღუდვას საქართველოს მეტი მოქალაქე უჭერს მხარს NDI: მოქალაქეები ეკონომიკურ დაღმასვლასა და სხვა სირთულეებს ელიან, ამასთანავე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ერთგულნი რჩებიან რა შეიცვალა საზოგადოების განწყობებში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ - NDI

მსოფლიოს უდიდეს კრიპტობირჟაზე რუსეთის მოქალაქეებს წვდომა შეეზღუდათ

უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების ფარგლებში მსოფლიოს უდიდესმა კრიპტობირჟა Binance-მ რუსეთის იმ მოქალაქეებს შეუზღუდა წვდომა, რომელთა კრიპტოაქტივების მოცულობა €10 000-ზე მეტია. ინფორმაციას უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი მიხაილ ფიოდოროვი ავრცელებს. ინფორმაციას ადასტურებენ  Binance-ს წარმომადგენლები. მათი თქმით, გადაწყვეტილება ევროკავშირის სანქციების მე-5 პაკეტის საფუძველზე მიიღეს. 20 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ სანქციების არიდებაში დახმარებისთვის, ამერიკის სახელმწიფო და ხაზინის დეპარტამენტებმა, მოკავშირეებთან ერთად, სავიზო და ფინანსური სანქციები დაუწესა 40-ზე მეტ ინდივიდსა და იურიდიულ პირს, მათ შორისაა მსოფლიოში სიდიდით მესამე, კრიპტო-მაინინგის რუსულ კომპანია Bitriver-სი და მისი 10 აფილიატი. მომდევნო ერთი-ორი კვირის განმავლობაში მივიღებთ ინფორმაციას იმ სუბიექტების შესახებ, რომლებიც ცდილობენ, დაეხმარონ რუსეთს სანქციების თავიდან არიდებაში, – ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა 16 აპრილს განაცხადა. უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს.  ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი შეიმუშაბა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად, უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.  ასევე წაიკითხეთ ჯეიკ სალივანი: მივიღებთ ინფორმაციას იმ სუბიექტების შესახებ, რომლებიც ცდილობენ, დაეხმარონ რუსეთს სანქციების თავიდან არიდებაში აშშ-მ სანქციების არიდებაში დახმარებისთვის კრიპტო-მაინინგის რუსულ კომპანია Bitriver-სა და მის 10 აფილიატს სანქციები დაუწესა

სენატორი კრის კუნსი: ქართველებმა იციან, რას ნიშნავს აგრესია და ოკუპაცია, ახლა დროა, ერთად დავდგეთ

ჩვენმა ქვეყნებმა ერთობლივად, ერთნაირად მისცეს ხმა გაერო-ში, ასევე მნიშვნელოვანია, დახმარება გაგრძელდეს, ქართველებმა იციან, რას ნიშნავს აგრესია, ოკუპაცია, – ამის შესახებ სენატორმა კრის კუნსმა კონგრესის დელეგაციის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, აშშ-მ წარსულის გაკვეთილებიდან ისწავლა ის, რომ რუსეთის აგრესიის მადა არასოდეს კმაყოფილდება და საქართველოში, მოლდოვაში, ყირიმში, დონბასში საერთო ნიშან-თვისებებით ხასიათდება, რაც კეთდება.  „დასავლეთიდან საჭიროა გაერთიანებული რეაგირება იმისთვის, რომ განმეორებითი რეპრესია და ოკუპაცია უკუგდებულ იქნას. ჩვენ მადლიერები ვართ იმისთვის, რომ ახლა დასავლეთი აჩვენებს ერთობას, რომ რეაგირება მოახდინოს ამ სასტიკ დაპყრობაზე, რაც უკრაინასთან მიმართებით ხდება. ჩვენ უნდა ვუთხრათ მსოფლიოს, რომ კაცობრიობის წინაშე ახლა ხდება დანაშაულის ჩადენა უკრაინაში, ჩვენ უფრო ძლიერ და მაღალტექნოლოგიურ იარაღს მივაწვდით უკრაინას იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროთ.  რაც შეეხებათ ქართველებს, მათ იციან ეს ტკივილი რაც რუსების შემოსვლასთან და აგრესიასთანაა კავშირში“, - აღნიშნა სენატორმა.  მისი თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაახლოებით ექვსი მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დახმარება გაუწია საქართველოს ბოლო 30 წლის განმავლობაში. „ჩვენ კიდევ სხვადასხვაგვარად ვუწევდით მხარდაჭერას: ეკონომიკური განვითარება, უსაფრთხოება, კანონის უზენაესობა. ასევე, ჩვენ ხელს ვუწყობდით ჩვენს ხალხებს შორის კავშირების გამყარებას. უკვე 56 დღეა, რაც პუტინისა და რუსეთის სასტიკი აგრესია მიმდინარეობს. ჩვენ ყველას გვამხნევებს უკრაინელების სიმამაცე და ძალა. ჩვენ, ჩვენმა ქვეყნებმა ერთობლივად, ერთნაირად მისცეს ხმა გაერო-ში და ასევე მნიშვნელოვანია, დახმარება გაგრძელდეს. ქართველებმა იციან, რას ნიშნავს აგრესია, ოკუპაცია. ახლა დროა, ერთად დავდგეთ“, – განაცხადა სენატორმა კუნსმა.  აშშ-ის კონგრესის დელეგაცია საქართველოს სტუმრობს. დელეგაციის წევრებმა ვიზიტთან დაკავშირებით თბილისში პრესკონფერენცია გამართეს.

სენატორი ბობ კეისი: ქართველები უკრაინელებს უწევენ ყველა სახის დახმარებას და ესაა მტკიცებულება, როგორი სახის ერთობაა მთელი ევროპის მასშტაბით

სენატორმა ბობ კეისმა კონგრესის დელეგაციის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქართველები იღებენ უკრაინელებს საქართველოში, უზრუნველყოფენ ტრანსპორტირებას, სკოლებისადმი წვდომას, ასევე ყველა სახის დახმარებას და ესაა მტკიცებულება, როგორი სახის ერთობა არსებობს მთელი ევროპის მასშტაბით. „ორი საკითხი მინდა დავამატო, მე მგონი, სულ მცირე ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, რა გავაკეთეთ ახლო წარსულში და რას გავაკეთებთ მომავალში. რაც შეეხება მარტის თვეს, აშშ-ის კონგრესში წარმომადგენელთა პალატამ, სენატმა მიიღო კანონმდებლობა 30,6 მილიარდი დოლარის თაობაზე, მიიღეს აქტი. როდესაც იარაღის შესახებ ხდება განცხადების გაკეთება მიწოდებასთან დაკავშირებით, ვსაუბრობთ ჩვენ ათასობით ჯაველინზე, სტინგერ რაკეტებზე და ასევე სხვადასხვა შეიარაღებაზე, რატომ? იმიტომ, რომ კონგრესმა ერთხმად თქვა, რომ ჩვენ უნდა მივაწოდოთ არამარტო შეიარაღება, ასევე ჰუმანიტარული დახმარება. მეორე საკითხი, რა გააკეთეს ქართველებმა, რომ დახმარებოდნენ უკრაინელ ხალხს, ახლო წარსულში და ასევე გრძელვადიან პერიოდში. ისინი იღებენ ამ ადამიანებს საქართველოში, უზრუნველყოფენ ტრანსპორტირებას, სკოლებისადმი წვდომას, ასევე ყველა სახის დახმარებაზე. ეს არის იმის მტკიცებულება, თუ როგორი სახის ერთობა არსებობს მთელი ევროპის მასშტაბით. ეს არის ის მოდელი, რომლის თანახმადაც, უნდა ვიმოქმედოთ და ეს არის რეაგირება იმ დიქტატორზე, რომელიც თავისუფალი ადამიანების მიმართ ასეთ სისასტიკეებს ჩადის“, – განაცხადა ბობ კეისმა. აშშ-ის კონგრესის დელეგაცია საქართველოს სტუმრობს. დელეგაციის წევრებმა ვიზიტთან დაკავშირებით თბილისში პრესკონფერენცია გამართეს. ასევე წაიკითხეთ სენატორი კრის კუნსი: ქართველებმა იციან, რას ნიშნავს აგრესია და ოკუპაცია, ახლა დროა, ერთად დავდგეთ

პრეზიდენტი ამერიკელ სენატორებს: აქ ჩამოსვლით გვიდასტურებთ, რომ საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა სიტყვა კი არა, რეალობაა

დღეს ჩვენი ერთად დგომა კიდევ ერთი გზავნილია, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას არავინ დათმობს. ამ მძიმე კონტექსტში თქვენი ვიზიტი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, ეს ვიზიტი ნიშნავს, რომ საქართველოს არ ივიწყებთ და თქვენი ყურადღება საქართველოს მიმართ არ ნელდება, არც მიმდინარე ომის ფონზე, არც სხვა გამოწვევებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დღეს, ამერიკელი სენატორების დელეგაციის ვიზიტისას განაცხადა. „ამ 30 წლის მანძილზე ჩვენ ვიგრძენით თქვენი ურყევი მხარდაჭერა, თქვენი აქ ჩამოსვლით გვიდასტურებთ, რომ საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა სიტყვა კი არა, რეალობაა. საქართველო რჩება თქვენთვის და თქვენი ყურადღების ქვეშ, რაც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუმცა, ასევე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი აქ ჩამოსვლა დღეს მხოლოდ ამ 30 წლის თარიღს არ უკავშირდება.დღეს მსოფლიო უსაფრთხოება და მშვიდობა უპრეცედენტო გამოწვევების წინაშეა. დღეს უკრაინა, არამხოლოდ საკუთარი თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის იბრძვის რუსეთის ტოტალურ აგრესიის წინააღმდეგ, არამედ ის, ჩვენი და მთელ ევროპის თავისუფლებისა და მშვიდობისთვის იბრძვის. და ყველა ვხედავთ, რაოდენ შემართებით უმკლავდება იგი აგრესიას და აგრესორს. უკრაინა ამ ბრძოლაში მარტო არაა. ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ამერიკის მიერ პირველივე დღიდან გამოცხადებული სოლიდარობა და უპრეცედენტო ერთიანობა აშშ-სა და ევროპის ქვეყნებს შორის უკრაინისა და უკრაინელების მხარდასაჭერად. საქართველოს კარგად ესმის, თუ რას ნიშნავს ომი, ოკუპაცია და თავისუფლებისთვის ბრძოლა, ესმის სოლიდარობის ფასი, ამიტომ, დღეს ვნების კვირის დიდ ხუთშაბათს, როცა მარიუპოლი ალყაშია მოქცეული, უნდათ, ახალ სტალინგრადად აქციონ და აწამონ, მსურს, აქ და თქვენი თანდასწრებით გამოვუცხადო უკრაინელ ხალხს, კიდევ ერთხელ საქართველოს სრული თანადგომა“, - განაცახდა სალომე ზურაბიშვილმა.  აშშ-ის კონგრესის დელეგაცია საქართველოს სტუმრობს. პრეზიდენტთან გამგზავრებამდე დელეგაციის წევრებმა ვიზიტთან დაკავშირებით „თბილისი მარიოტში“ პრესკონფერენცია გამართეს. ხვალ დილით, ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდებიან. ამავე დღეს, დელეგაციის წევრები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართავენ შეხვედრას. ასევე წაიკითხეთ სენატორი კრის კუნსი: ქართველებმა იციან, რას ნიშნავს აგრესია და ოკუპაცია, ახლა დროა, ერთად დავდგეთ სენატორი ბობ კეისი: ქართველები იღებენ უკრაინელებს საქართველოში, უწევენ ყველა სახის დახმარებას და ესაა მტკიცებულება, როგორი სახის ერთობაა მთელი ევროპის მასშტაბით

კრის კუნსი: ჩამოვედით, რადგან ვხედავთ, თუ რა კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს საქართველო

აშშ-ის კონგრესის დელეგაციის ხელმძღვანელმა, სენატორმა კრის კუნსმა ორბელიანების სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველომ რეგიონსა და მსოფლიო არენაზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. „უკვე 30 წელია, ჩვენ ვართ პარტნიორები, ერთად ვმუშაობთ აქ, თქვენს სასახლეში, ამ შენობაში, რომელიც ადრე შეერთებული შტატების შენობა იყო. 30 წელია, რაც ერთმანეთთან ასე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, რათა უზრუნველვყოთ ინსტიტუციების მშენებლობა, ასევე პარტნიორების შესაძლებლობების ამაღლება და დემოკრატიის განმტკიცება. ჩვენ თვალს ვადევნებთ ამ საშინელ დროს, თუ რა ძალადობა და აგრესია ხდება უკრაინაში. ძალიან დიდი მადლობა, რომ თქვენ ასეთ მკაფიო განცხადებას აკეთებთ. დიდი მადლობა, რომ საქართველომ გაეროში კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა და ხმა მისცა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ერთი საქმე ვაკეთოთ. ახლახან ვესტუმრეთ ჩვენს საერთო მეგობარს, რომელიც გაიზარდა იმ გარემოში, იცის, თუ როგორია აგრესია. ეს იყო ჩვენი სახელმწიფო მდივანი, რომელმაც იცის, თუ რა იყო ომი და ჩვენც, დელეგაციის მასშტაბით ნამდვილად მხარს გიჭერთ, მხარს ვუჭერთ თქვენს ლიდერობას.  დიდი მადლობა თქვენ შესანიშნავი პროგრესისთვის, რაც მიღწეულია საქართველოში ხალხის მიერ 1992 წლიდან მოყოლებული კონფლიქტის, დაყოფისა და გარე საფრთხეების მიუხედავად“, – განაცხადა კრის კუნსმა. ამერიკელმა სენატორმა საქართველოს ევროკავშირში მალე გაწევრიანების იმედი გამოთქვა. ​ „იმედი გვაქვს, ევროკავშირი მალე მოგესალმებათ და მიგიღებთ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ჩავდოთ ინვესტიცია, ერთად განვვითარდეთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, თითოეულმა ჩვენს ქვეყნებში უზრუნველვყოთ, რომ გავერთიანდეთ, არ მოხდეს პოლარიზება და გაყოფა არც შიგნით და არც გარეთ. ქალბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა, რომ მოგვეცით შესაძლებლობა, დღეს ერთად ვყოფილიყავით და აღგვენიშნა ეს საღამო. ჩემთან ერთად არის დელეგაცია, მიზნობრივად ვართ აქ, ჩამოვედით, რადგან საქართველო არის მნიშვნელოვანი. ჩამოვედით, რადგან ვხედავთ, თუ რა კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს საქართველო ამ რეგიონში და მსოფლიო არენაზე. დიდი მადლობა თქვენი ლიდერობისთვის, თქვენი მეგობრობისთვის, თქვენი პარტნიორობისთვის“, – აღნიშნა სენატორმა კრის კუნსმა. აშშ-ის კონგრესის დელეგაცია საქართველოს სტუმრობს. პრეზიდენტთან გამგზავრებამდე დელეგაციის წევრებმა ვიზიტთან დაკავშირებით „თბილისი მარიოტში“ პრესკონფერენცია გამართეს. ხვალ დილით, ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდებიან. ამავე დღეს, დელეგაციის წევრები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართავენ შეხვედრას. ასევე წაიკითხეთ სენატორი კრის კუნსი: ქართველებმა იციან, რას ნიშნავს აგრესია და ოკუპაცია, ახლა დროა, ერთად დავდგეთ სენატორი ბობ კეისი: ქართველები იღებენ უკრაინელებს საქართველოში, უწევენ ყველა სახის დახმარებას და ესაა მტკიცებულება, როგორი სახის ერთობაა მთელი ევროპის მასშტაბით პრეზიდენტი ამერიკელი სენატორების ვიზიტზე: ამ 30 წლის მანძილზე ჩვენ ვიგრძენით თქვენი ურყევი მხარდაჭერა, აქ ჩამოსვლით გვიდასტურებთ, რომ საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა სიტყვა კი არა, რეალობაა

სალომე ზურაბიშვილი კრის კუნსს: დღეს ჩვენი ერთად დგომა კიდევ ერთი ძლიერი გზავნილია, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას არავინ დათმობს

როცა ალყაში მოქცეული მარიუპოლი უნდათ, რომ აწამონ და ახალ სტალინგრადად აქციონ, მინდა აქ და თქვენი თანდასწრებით გამოვუცხადო უკრაინელ ხალხს საქართველოს სრული თანადგომა. დღეს აქ ჩვენი ერთად დგომა კიდევ ერთი ძლიერი გზავნილია, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას არავინ დათმობს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დღეს ამერიკელი სენატორების დელეგაციის ვიზიტისას განაცხადა. „ამ მძიმე კონტექსტში თქვენი ვიზიტი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ეს ვიზიტი ხაზს უსვამს იმას, რომს საქართველოს არ ივიწყებთ და თქვენი ყურადღება საქართველოს მიმართ არ ნელდება, არც მიმდინარე ომის ფონზე, არც სხვა გამოწვევებიდან გამომდინარე. ამერიკის როლი დიდია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გამყარებისათვის და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა სწორედ ამ მიზანს ემსახურება. მნიშვნელოვანია, რომ ერთად ვიზრუნოთ შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და კავკასიის რეგიონის სტაბილურობაზე. თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, როცა საქართველო უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ემზადება ევროპული ინტეგრაციის ახალი, გადამწყვეტი ეტაპისთვის. თქვენი მხარდაჭერა საკვანძო იქნება მადრიდის NATO-ს სამიტზე, რათა ღია კარის პოლიტიკას მიეცეს ახლი ბიძგი და ახალი პერსპექტივა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. აშშ-ის კონგრესის დელეგაცია საქართველოს სტუმრობს. პრეზიდენტთან გამგზავრებამდე დელეგაციის წევრებმა ვიზიტთან დაკავშირებით „თბილისი მარიოტში“ პრესკონფერენცია გამართეს. ხვალ დილით, ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდებიან. ამავე დღეს, დელეგაციის წევრები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართავენ შეხვედრას. ასევე წაიკითხეთ სენატორი კრის კუნსი: ქართველებმა იციან, რას ნიშნავს აგრესია და ოკუპაცია, ახლა დროა, ერთად დავდგეთ სენატორი ბობ კეისი: ქართველები იღებენ უკრაინელებს საქართველოში, უწევენ ყველა სახის დახმარებას და ესაა მტკიცებულება, როგორი სახის ერთობაა მთელი ევროპის მასშტაბით პრეზიდენტი ამერიკელ სენატორებს: ამ 30 წლის მანძილზე ჩვენ ვიგრძენით ურყევი მხარდაჭერა, აქ ჩამოსვლით გვიდასტურებთ, რომ საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა სიტყვა კი არა, რეალობაა

სენატორების და კონგრესმენების ვიზიტი: იმედი გვაქვს, ევროკავშირი მალე მოგესალმებათ და მიგიღებთ

აშშ-ის კონგრესის დელეგაცია საქართველოს სტუმრობს. აშშ-ის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების ასიგნებების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი კრის კუნსი ხელმძღვანელობს კონგრესის დელეგაციის ვიზიტს საფრანგეთში, საქართველოსა და იტალიაში. დელეგაციის წევრებმა თბილისში პრესკონფერენცია გამართეს. დელეგაციის ხელმღვანელმა, სენატორმა კრის კუნსმა საქართველოს ევროკავშირში მალე გაწევრიანების იმედი გამოთქვა. ​ „იმედი გვაქვს, ევროკავშირი მალე მოგესალმებათ და მიგიღებთ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ჩავდოთ ინვესტიცია, ერთად განვვითარდეთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, თითოეულმა ჩვენს ქვეყნებში უზრუნველვყოთ, რომ გავერთიანდეთ, არ მოხდეს პოლარიზება და გაყოფა არც შიგნით და არც გარეთ. ქალბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა, რომ მოგვეცით შესაძლებლობა, დღეს ერთად ვყოფილიყავით და აღგვენიშნა ეს საღამო. ჩემთან ერთად არის დელეგაცია, მიზნობრივად ვართ აქ, ჩამოვედით, რადგან საქართველო არის მნიშვნელოვანი. ჩამოვედით, რადგან ვხედავთ, თუ რა კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს საქართველო ამ რეგიონში და მსოფლიო არენაზე. დიდი მადლობა თქვენი ლიდერობისთვის, თქვენი მეგობრობისთვის, თქვენი პარტნიორობისთვის“, – აღნიშნა სენატორმა კრის კუნსმა. მისი თქმით, აშშ-მ წარსულის გაკვეთილებიდან ისწავლა ის, რომ რუსეთის აგრესიის მადა არასოდეს კმაყოფილდება.  ცნობისთვის, სენატორები და კონგრესმენები საქართველოში ვიზიტისას ხვდებიან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს, ოპოზიის წარმომადგენლებს. დელეგაციის წევრებმა პრესკონფერენცია 21 აპრილს, „თბილისი მარიოტში“ გამართეს. ასევე წაიკითხეთ სენატორი კრის კუნსი: ქართველებმა იციან, რას ნიშნავს აგრესია და ოკუპაცია, ახლა დროა, ერთად დავდგეთ სენატორი ბობ კეისი: ქართველები იღებენ უკრაინელებს საქართველოში, უწევენ ყველა სახის დახმარებას და ესაა მტკიცებულება, როგორი სახის ერთობაა მთელი ევროპის მასშტაბით პრეზიდენტი ამერიკელ სენატორებს: ამ 30 წლის მანძილზე ჩვენ ვიგრძენით ურყევი მხარდაჭერა, აქ ჩამოსვლით გვიდასტურებთ, რომ საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა სიტყვა კი არა, რეალობაა

ჯუანშერ ბურჭულაძე: „დელტას" ბაზაზე ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს გამოვუშვებთ

„წლის ბოლომდე, ერთობლივი საწარმოს ფარგლებში „დელტას“ ბაზაზე ჩვენ უკვე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს“ - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გადაცემაში განაცხადა, სადაც სამხედრო მრეწველობის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ სამხედრო ინდუსტრიის განვითარების მიზნით მუშაობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების მიმართულებით უკვე რეალური ნაბიჯები გადაიდგა. „უპილოტოების მიმართულებით ჩვენ უკვე დავასრულეთ ბიუროკრატიული შეთანხმება, ხელი მოვაწერეთ და დავაფუძნეთ ერთობლივი საწარმო. უკვე რეალურ ნაბიჯებზე გადავდივართ წარმოების დასაწყებად. ვგეგმავთ, რომ წლის ბოლომდე ერთობლივი საწარმოს ფარგლებში „დელტას“ ბაზაზე უკვე გამოვუშვათ ქართული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატები“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. მინისტრმა საქართველოში NATO- ს სტანდარტის ავტომატური შაშხანის GI-4 (5.56) წარმოებაზეც ისაუბრა, რომელიც ქართულ-ებრაულ საწარმოში - „დელტა სიეიეი" მზადდება. მისი განცხადებით, წარმატებით დასრულდა სატესტო რეჟიმში შაშხანების წარმოება და მალე პროდუქციის მასიური წარმოება დაიწყება. ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ძალების განვითარების გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. „თავდაცვის ძალები ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ქვაკუთხედია. ინსტიტუციური განვითარების თვალსაზრისით  ძალიან დიდი ნაბიჯები გადავდგით. 2019 წლიდან ეს განსაკუთრებით საგრძნობი იყო.  ჩვენს პარტნიორებთან ერთად ჩამოვაყალიბეთ ინსტიტუციური სისტემა, რომელზეც უნდა დაშენდეს  ჩვენი უსაფრთხოების, ჩვენი ჯარის განვითარების მომავალი. დავისახეთ 10-წლიანი  გრძელვადიანი განვითარების გეგმა, სადაც გაწერილია, თუ რა შედეგს უნდა მივაღწიოთ მომდევნო 10 წლის განმავლობაში სამხედრო განვითარების კუთხით“, - განაცხადა მინისტრმა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო პარტნიორების გახშირებულ ვიზიტებსა და წვრთნების გაზრდილ დინამიკაზე.

სენატორი კრის კუნსი: დასავლეთიდან საჭიროა გაერთიანებული რეაგირება იმისთვის, რომ განმეორებითი რეპრესია და ოკუპაცია უკუვაგდოთ

აშშ-ის კონგრესის დელეგაცია საქართველოს სტუმრობს. აშშ-ის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების ასიგნებების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი კრის კუნსი ხელმძღვანელობს კონგრესის დელეგაციის ვიზიტს საფრანგეთში, საქართველოსა და იტალიაში. დელეგაციის წევრებმა თბილისში პრესკონფერენცია გამართეს. როგორც დელეგაციის ხელმღვანელმა, სენატორმა კრის კუნსმა განაცხადა, აშშ-მ წარსულის გაკვეთილებიდან ისწავლა ის, რომ რუსეთის აგრესიის მადა არასოდეს კმაყოფილდება და საქართველოში, მოლდოვაში, ყირიმში, დონბასში საერთო ნიშან-თვისებებით ხასიათდება, რაც კეთდება.  „დასავლეთიდან საჭიროა გაერთიანებული რეაგირება იმისთვის, რომ განმეორებითი რეპრესია და ოკუპაცია უკუგდებული იქნას. მადლიერები ვართ იმისთვის, რომ ახლა დასავლეთი აჩვენებს ერთობას, რათა რეაგირებას მოახდინოს ამ სასტიკ დაპყრობაზე, რაც უკრაინასთან მიმართებით ხდება. ჩვენ უნდა ვუთხრათ მსოფლიოს, რომ კაცობრიობის წინაშე ახლა ხდება დანაშაულის ჩადენა უკრაინაში, ჩვენ უფრო ძლიერ და მაღალტექნოლოგიურ იარაღს მივაწვდით უკრაინას იმისთვის რომ მხარი დაუჭიროთ.  რაც შეეხებათ ქართველებს მათ იციან ეს ტკივილი რაც რუსების შემოსვლასთან და აგრესიასთანაა კავშირში“, - აღნიშნა სენატორმა.  ცნობისთვის, სენატორები და კონგრესმენები საქართველოში ვიზიტისას ხვდებიან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს, ოპოზიის წარმომადგენლებს. დელეგაციის წევრებმა პრესკონფერენცია 21 აპრილს, „თბილისი მარიოტში“ გამართეს. ასევე წაიკითხეთ სენატორი კრის კუნსი: ქართველებმა იციან, რას ნიშნავს აგრესია და ოკუპაცია, ახლა დროა, ერთად დავდგეთ სენატორი ბობ კეისი: ქართველები უკრაინელებს უწევენ ყველა სახის დახმარებას და ესაა მტკიცებულება, როგორი სახის ერთობაა მთელი ევროპის მასშტაბით პრეზიდენტი ამერიკელ სენატორებს: აქ ჩამოსვლით გვიდასტურებთ, რომ საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა სიტყვა კი არა, რეალობაა

რუსეთთან დაკავშირებულ გემებს აშშ-ის პორტებში შესვლა აეკრძალათ

შეერთებული შტატები მოსკოვის შემდგომი იზოლაციის მიზნით, რუსეთთან აფილირებულ გემებს ამერიკულ პორტებში შესვლას უკრძალავს. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ არცერთ გემს, რომელიც რუსული დროშის ქვეშ დაცურავდა, ან რომელიც ეკუთვნის რუსულ კომპანიას, აშშ-ის პორტებში ან სანაპიროებზე შესვლის უფლება არ მიეცემა". შეგახსენებთ, ესტონეთმა, ბელგიამ და ბულგარეთმა რუსული გემებისთვის პორტები დახურეს. 17 აპრილიდან, რუსეთის დროშის ქვეშ მყოფ გემებს ევროკავშირის პორტებში შესვლა აეკრძალათ, საზღვაო ბლოკადას შეუერთდნენ ესტონეთი, ბელგია და ბულგარეთი. მანამდე რუმინეთმა და იტალიამ დახურეს პორტები რუსული გემებისთვის. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.

რა საკითხები განიხილეს ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრემიერმა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს ვაშინგტონში შეხვდა. თეთრი სახლის ცნობით, ლიდერებმა განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკ აგრესიულ ომში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. „პრეზიდენტმა ბაიდენმა დაადასტურა შეერთებული შტატების მუდმივი ერთგულება, მხარი დაუჭიროს უკრაინის ხალხს და დააკისროს რუსეთს ხარჯები. პრეზიდენტმა ბაიდენმა შმიგალს ასევე გააცნო მისი დღევანდელი განცხადება დამატებითი, 800 მილიონის ღირებულების უსაფრთხოების დახმარების და 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ეკონომიკური მხარდაჭერის შესახებ“, - აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში. „შევხვდი უკრაინის პრემიერ-მინისტრ შგიგალს ამ დილით, რათა დამედასტურებინა ჩვენი მუდმივი ერთგულება, მხარი დავუჭიროთ უკრაინას რუსეთის სასტიკი აგრესიული ომის წინაშე“, - თავის მხრივ, ნათქვამია ბაიდენის Twitter პოსტში. შმიგალი, ვაშინგტონში ჯო ბაიდენის კაბინეტის წევრებს უნდა შეხვდეს, მათ შორის ფინანსთა მინისტრს. საგულისხმოა, რომ დენის შმიგელი უკრაინის პირველი ოფიციალური პირია, რომელიც აშშ-ში ჩავიდა უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და დონბასში მიმდინარე ბრძოლების ფონზე. უკრაინული მედიის ცნობით, შმიგალმა და ბაიდენმა განიხილეს ფინანსური და სამხედრო დახმარების გაფართოების, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების და საერთაშორისო ანტიპუტინური კოალიციის კონსოლიდაციის საკითხი. „აშშ-ის ხელმძღვანელობა იარაღის მიწოდებაში, ფინანსური დახმარების გაზრდასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაში აუცილებელია უკრაინის გამარჯვებისთვის, დემოკრატიული სამყაროს დამოუკიდებლობისა და საერთო ღირებულებების დასაცავად. ეს არის ერთადერთი გზა, რამაც უნდა აიძულოს კრემლი, დაასრულოს ომი", - განაცხადა შმიგალმა. შმიგალმა ბაიდენს უამბო უკრაინის ტერიტორიაზე ოკუპანტების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, მრავალრიცხოვან მსხვერპლზე, მნიშვნელოვან ზარალსა და განადგურებულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. უკრაინელების სახელით მადლობა გადაუხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის, კერძოდ, 800 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის და 500 მილიონი დოლარის პირდაპირი ეკონომიკური დახმარების გამოცხადებისთვის. „მთელმა მსოფლიომ გაიგო რუსი დამპყრობლების მიერ ჩადენილი სისასტიკეზე ბუჩაში, კრამატორსკში, ბოროდიანკაში, ჰოსტომელში, მარიუპოლსა და უკრაინის სხვა ქალაქებში. ჩვენ ვაფასებთ თქვენს გადაწყვეტილებას, ამ ქმედებებს გენოციდი უწოდოთ. ჩვენ იმედი გვაქვს საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის, რომ დანაშაულის ორგანიზატორებსა და დამნაშავეებს პასუხისგებაში მისცემენ“, - ხაზგასმით აღნიშნა შმიგალმა. მხარეებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერების საკითხი წამოჭრეს. პრემიერმა აღნიშნა, რომ უკრაინა დიდად აფასებს შეერთებული შტატების ხელმძღვანელობას პარტნიორების ძალისხმევის კრემლის აგრესიული პოლიტიკის შესაჩერებლად. შმიგალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა და უკრაინელებმა აჩვენეს, რომ არ დანებდებოდნენ და რომ გაიმარჯვებდნენ. შმიგალმა აღინიშნა, რომ ამ გადამწყვეტ მომენტში აშშ-ის ხელმძღვანელობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ბაიდენმა 21 აპრილს განაცხადა, რომ აშშ უკრაინას ეკონომიკის სტაბილიზაციის მიზნით, $500 მილიონს გამოუყოფს. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 800 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის უმეტესი ნაწილი უკრაინას უკვე გადაეცა, მათ შორის საარტილერიო სისტემები, საბრძოლო მასალები და ჯავშანტექნიკა. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის დამატებით $800 მილიონის ღირებულების იარაღს, საბრძოლო მასალასა და უსაფრთხოების სხვა დახმარებებს გამოყოფს. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ რუსეთთან დაკავშირებულ გემებს აშშ-ის პორტებში შესვლა აეკრძალათ

აშშ უკრაინას ეკონომიკის სტაბილიზაციის მიზნით, $500 მილიონს გამოუყოფს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობა აპირებს, დამატებით 500 მილიონი აშშ დოლარი გამოყოს ომის დროს უკრაინის ეკონომიკის მხარდასაჭერად და ასევე, სოციალური შეღავათების უზრუნველსაყოფად. მისი თქმით, ეს პაკეტი გამოყენებული იქნება უკრაინის ეკონომიკის სტაბილიზაციისთვის, რუსული თავდასხმის შედეგად განადგურებული თემების მხარდასაჭერად. „ბრძოლის ველზე უკრაინის მიერ წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობების გაძლიერების გარდა, ასევე გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის მიმართ. დღეს შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ჩვენ ვაპირებთ დამატებით 500 მილიონი დოლარის პირდაპირი ეკონომიკური დახმარების გამოყოფას უკრაინის მთავრობისთვის“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 800 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის უმეტესი ნაწილი უკრაინას უკვე გადაეცა, მათ შორის საარტილერიო სისტემები, საბრძოლო მასალები და ჯავშანტექნიკა. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის დამატებით $800 მილიონის ღირებულების იარაღს, საბრძოლო მასალასა და უსაფრთხოების სხვა დახმარებებს გამოყოფს. პენტაგონის პრესსპიკერ ჯონ კირბის ინფორმაციით, აშშ უკრაინას გადასცემს მი-17 ტიპის 11 ვერტმფრენს, 18 ჰაუბიცას, M113 ტიპის 200 ჯავშანტრანსპორტიორს, 100 საბრძოლო მანქანას Humvee, 40 000 საარტილერიო ჭურვს, დამატებით რაკეტებს ტანკსაწინააღმდეგო სისტემისთვის Javelin-ი, დრონებს Switchblade, ჰაერსაწინააღმდეგო რადარებს და ქიმიური და ბიოლოგიური შეტევისგან დამცავ დანადგარებს. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.

დენის შმიგალი: კრემლს უკრაინაში მხოლოდ იარაღი და სანქციები შეაჩერებს

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა, აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ საკუთარ Telegram არხზე აშშ-ში ვიზიტის მნიშვნელობაზე დაწერა. მისი თქმით, ერთადერთი გზა, რითაც შესაძლებელია კრემლის იძულება, დაასრულოს ომი უკრაინაში, არის უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, ფინანსური დახმარების გაფართოება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება. შმიგალმა Telegram-ზე ასევე დაწერა, თუ რა საკითხებზე ილაპარაკა ჯო ბაიდენთან. „ვისაუბრე ოკუპანტების სისასტიკეზე უკრაინის ტერიტორიაზე. მრავალრიცხოვან მსხვერპლსა და მნიშვნელოვან ზარალზე, განადგურებულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ჩვენ ვაფასებთ ბატონ ბაიდენის გადამწყვეტ პოზიციას, [რუსეთის] რომ ამ ქმედებებს გენოციდი უწოდა. იმედი გვაქვს ერთობლივი ძალისხმევით და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით შევძლებთ, რომ დანაშაულის ორგანიზატორები და დამნაშავეები დაისაჯონ. ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა და ხალხმა აჩვენეს, რომ ჩვენ არ დავთმობთ და შეგვიძლია, გავიმარჯვოთ“, - დაწერა შმიგალმა. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს შეხვდა. თეთრი სახლის ცნობით, ლიდერებმა განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკ აგრესიულ ომში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. „პრეზიდენტმა ბაიდენმა დაადასტურა შეერთებული შტატების მუდმივი ერთგულება, მხარი დაუჭიროს უკრაინის ხალხს და დააკისროს რუსეთს ხარჯები. პრეზიდენტმა ბაიდენმა შმიგალს ასევე გააცნო მისი დღევანდელი განცხადება დამატებითი, 800 მილიონის ღირებულების უსაფრთხოების დახმარების და 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ეკონომიკური მხარდაჭერის შესახებ“, - აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში. „შევხვდი უკრაინის პრემიერ-მინისტრ შგიგალს ამ დილით, რათა დამედასტურებინა ჩვენი მუდმივი ერთგულება, მხარი დავუჭიროთ უკრაინას რუსეთის სასტიკი აგრესიული ომის წინაშე“, - თავის მხრივ, ნათქვამია ბაიდენის Twitter პოსტში. შმიგალი, ვაშინგტონში ჯო ბაიდენის კაბინეტის წევრებს უნდა შეხვდეს, მათ შორის ფინანსთა მინისტრს. საგულისხმოა, რომ დენის შმიგალი უკრაინის პირველი ოფიციალური პირია, რომელიც აშშ-ში ჩავიდა უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და დონბასში მიმდინარე ბრძოლების ფონზე. ბაიდენმა 21 აპრილს განაცხადა, რომ აშშ უკრაინას ეკონომიკის სტაბილიზაციის მიზნით, $500 მილიონს გამოუყოფს. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 800 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის უმეტესი ნაწილი უკრაინას უკვე გადაეცა, მათ შორის საარტილერიო სისტემები, საბრძოლო მასალები და ჯავშანტექნიკა. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის დამატებით $800 მილიონის ღირებულების იარაღს, საბრძოლო მასალასა და უსაფრთხოების სხვა დახმარებებს გამოყოფს. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.  ასევე წაიკითხეთ  რუსეთთან დაკავშირებულ გემებს აშშ-ის პორტებში შესვლა აეკრძალათ რა საკითხები განიხილეს ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრემიერმა

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ავტობუსში მგზავრი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე N359 ავტობუსში ახალგაზრდა კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლეს. თვითმხილველების ინფორმაცით, ავტობუსში სროლა შელაპარაკებას მოჰყვა. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლის (მუხლი 236. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება; მუხლი 118. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) საფუძველზე ერთი პირი დააკავეს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ფეხშია დაჭრილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

იტალია გაზს კონგოდანაც მიიღებს

იტალიურმა ენერგოკომპანია ENI -მ კონგოს რესპუბლიკასთან ბუნებრივი გაზის მოპოვებასა და მიწოდებაზე კონტრაქტი გააფორმა. კონგოსთან ხელშეკრულება ახალ პროექტს გულისხმობს, რომლის განხორციელების შედეგადაც შესაძლებელია 4,5 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიღება. ამ დროისთვის იტალიის მოხმარების 38%-ს რუსული გაზი შეადგენს. ქვეყანა ცდილობს ამ რესურსის ჩანაცვლებას და ახალი კონტრაქტებით ამ მოცულობას გაანახევრებს. ცნობისათვის, უკრაინაში ომის ფონზე იტალია რუსული გაზის ალტერნატივას ეძებს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ოფიციალური რომი ენერგეტიკული სფეროს იმპორტიორებთან გზების დივერსიფიკაციას ცდილობს. იტალია ბუნებრივი აირის შიდა მოხმარების 40%-ს რუსეთიდან იმპორტირებული გაზით ფარავს. 11 აპრილს, იტალიამ ალჟირთან გაზის ექსპორტზე ხელშეკრულება გააფორმა. შედეგად, რუსულ გაზზე იტალიის დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შემცირდება. როგორც ცნობილია, გაზის ექსპორტზე შეთანხმების შესახებ განცხადება 11 აპრილს, უშუალოდ იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ პრესკონფერენციაზე, ალჟირში ვიზიტისას გააკეთა. „ჩვენმა მთავრობებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას ენერგეტიკის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ. ამას ემატება Sonatrach-სა და Eni-ს შორის დადებული ხელშეკრულება იტალიაში გაზის მიწოდების გაზრდაზე. იტალია მზადაა, ითანამშრომლოს ალჟირთან განახლებადი ენერგიის წყაროებისა და მწვანე წყალბადის განვითარებაზე“, - განაცხადა დრაგიმ. იტალიის პრემიერ-მინისტრმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ განაცხადა, რომ მაქსიმალურად სწრაფად შეეცდება, რუსულ გაზზე ქვეყნის დამოკიდებულება შეამციროს. „ასე ვუპასუხეთ მოსკოვს გაზზე, ამას მოჰყვება სხვა პასუხებიც“, - აღნიშნა დრაგიმ. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ასევე წაიკითხეთ იტალია რუსული გაზის წინააღმდეგ სანქციებს ემხრობა იტალიური Eni ეგვიპტეში თხევადი გაზის მოპოვებას გაზრდის იტალიამ ალჟირთან გაზის ექსპორტზე ხელშეკრულება გააფორმა ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა ექსკლუზივი: იტალიის ელჩი ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის პროცესსა და იტალიისთვის რუსული გაზის ჩანაცვლებაზე  

აშშ-მ წარსულის გაკვეთილებიდან ისწავლა, რომ რუსეთის აგრესიის მადა არასდროს კმაყოფილდება - გზავნილები კონგრესის დელეგაციის ვიზიტიდან

აშშ-ის კონგრესის დელეგაცია საქართველოს სტუმრობს. აშშ-ის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების ასიგნებების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი კრის კუნსი ხელმძღვანელობს კონგრესის დელეგაციის ვიზიტს საფრანგეთში, საქართველოსა და იტალიაში. დელეგაციის წევრებმა თბილისში პრესკონფერენცია გამართეს. როგორც 21 აპრილს, დელეგაციის ხელმღვანელმა, სენატორმა კრის კუნსმა განაცხადა, აშშ-მ წარსულის გაკვეთილებიდან ისწავლა ის, რომ რუსეთის აგრესიის მადა არასოდეს კმაყოფილდება და საქართველოში, მოლდოვაში, ყირიმში, დონბასში საერთო ნიშანთვისებებით ვლინდება. „დასავლეთიდან საჭიროა გაერთიანებული რეაგირება იმისთვის, რომ განმეორებითი რეპრესია და ოკუპაცია უკუვაგდოთ. მადლიერები ვართ იმისთვის, რომ ახლა დასავლეთი აჩვენებს ერთობას, რათა რეაგირებას მოახდინოს ამ სასტიკ დაპყრობაზე, რაც უკრაინასთან მიმართებით ხდება. ჩვენ უნდა ვუთხრათ მსოფლიოს, რომ კაცობრიობის წინაშე ახლა ხდება დანაშაულის ჩადენა უკრაინაში, ჩვენ უფრო ძლიერ და მაღალტექნოლოგიურ იარაღს მივაწვდით უკრაინას იმისთვის რომ მხარი დაუჭიროთ.  რაც შეეხებათ ქართველებს მათ იციან ეს ტკივილი რაც რუსების შემოსვლასთან და აგრესიასთანაა კავშირში“, - აღნიშნა სენატორმა. სენატორ კუნსის თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაახლოებით ექვსი მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დახმარება გაუწია საქართველოს ბოლო 30 წლის განმავლობაში. „ჩვენ კიდევ სხვადასხვაგვარად ვუწევდით მხარდაჭერას: ეკონომიკური განვითარება, უსაფრთხოება, კანონის უზენაესობა. ასევე, ჩვენ ხელს ვუწყობდით ჩვენს ხალხებს შორის კავშირების გამყარებას. უკვე 56 დღეა, რაც პუტინისა და რუსეთის სასტიკი აგრესია მიმდინარეობს. ჩვენ ყველას გვამხნევებს უკრაინელების სიმამაცე და ძალა. ჩვენ, ჩვენმა ქვეყნებმა ერთობლივად, ერთნაირად მისცეს ხმა გაეროში და ასევე მნიშვნელოვანია, დახმარება გაგრძელდეს. ქართველებმა იციან, რას ნიშნავს აგრესია, ოკუპაცია. ახლა დროა, ერთად დავდგეთ“, – განაცხადა სენატორმა კუნსმა.  „მადლობა ქართველებს, რომ ამ ორი ათწლეულის განმავლობაში ავღანეთში ჩვენ გვერდით იდგნენ და თავი გაწირეს... ჩვენ გვინდა, განვაგრძოთ პარტნიორობა წვრთნების, აღჭურვილობის თვალსაზრისით და ეს რა თქმა უნდა გულისხმობს საერთო ფასეულობების თანახმად მუშაობას. გვინდა, რომ წინ წავიდეთ... მაგალითად, სასამართლოს დამოუკიდებლობა, თავისუფალი მედია მნიშვნელოვანია“, - დაამატა კუნსმა. „დემოკრატია უნდა გაძლიერდეს და კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მთელი მსოფლიო ერთად დადგეს“, - ამ გზავნილით თავის მხრივ, გარი პიტერსმა ისაუბრა საქართველოში ვიზიტის მიზნებზე. „სწორედ ამიტომ, მინდოდა, ჩამოვსულიყავი აქ ჩემს მეგობრებთან ერთად და გაერთიანებული ხმა მიგვეწვდინდა ხალხისთვის; გვეთქვა, რომ დემოკრატია იქნება ძლიერი და გაერთიანებული. ჩვენ საშინელი აგრესია ვიხილეთ რუსეთის მხრიდან უკრაინელი ადამიანების წინააღმდეგ. უკრაინელები დაუჯერებელ სიმტკიცესა და სიმამაცეს იჩენენ და ჩვენ განვაგრძობთ მათ მხარდაჭერას ყველა მიმართულებით, როგორც ჰუმანიტარული ასევე სამხედრო დახმარებით. რა იყო ყველაზე შთამბეჭდავი ბოლო ამ კვირების განმავლობაში? არამარტო უკრაინელი ხალხის სიმამაცე, არამედ ის, რომ მსოფლიოში ყველა დემოკრატიამ გაიაზრა, რომ ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ და ხელი ხელს უნდა ჩავკიდოთ იმისათვის, რომ გავაკეთოთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც არის საჭირო და უკუვაგდოთ აგრესია, რაც მომდინარეობს პუტინისა და სხვებისგან... გვინდა, რომ მეტი გავიგოთ საქართველოს შესახებ. მინდა, ყველას ვაცნობო საქართველოში, რომ მე მინდა, გაგრძელდეს მხარდაჭერა, რათა გაძლიერდეს დემოკრატია, რომელიც ამდენი ათწლეულია, თქვენთან მშენებლობის პროცესშია", - განაცხადა გარი პიტერსმა. სენატორმა ბობ კეისმა უკრაინელებისამი ქართველების მხარდაჭერაზე ისაუბრა. ქართველები იღებენ უკრაინელებს საქართველოში, უზრუნველყოფენ ტრანსპორტირებას, სკოლებისადმი წვდომას, ასევე ყველა სახის დახმარებას და ესაა მტკიცებულება, როგორი სახის ერთობა არსებობს მთელი ევროპის მასშტაბით. ეს არის ის მოდელი, რომლის თანახმადაც, უნდა ვიმოქმედოთ და ეს არის რეაგირება იმ დიქტატორის მიმართ, რომელიც თავისუფალი ადამიანების მიმართ ასეთ სისასტიკეებს სჩადის. კონგრესმენმა დევიდ სისილინმა საქართველოს NATO-ს წევრობის გზაზე მხარდაჭერა აღუთქვა.  მადლობას ვუხდი საქართველოს გაეროს ორ მნიშვნელოვან კენჭისყრაში აშშ-ის მხარდაჭერისთვის. კერძოდ, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან რუსეთის გარიცხვის მიზნით. იმედი გვაქვს, რომ NATO-ს წევრობის მიმართულებით პროგრესს განვაგრძობთ. უნდა განვაგრძოთ დიდი სამუშაოს გაწევა, რაც გულისხმობს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას. აშშ ამ მიმართულებით თქვენი ამაყი პარტნიორი იქნება.  სენატორები და კონგრესმენები საქართველოში ვიზიტისას ხვდებიან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს, ოპოზიის წარმომადგენლებს, რუსეთიდან გადმოსახლებულ რუს დისიდენტებს და უკრაინელ ლტოლვილებს. ამავე თემაზე სენატორი კრის კუნსი: დასავლეთიდან საჭიროა გაერთიანებული რეაგირება იმისთვის, რომ განმეორებითი რეპრესია და ოკუპაცია უკუვაგდოთ სენატორების ვიზიტი: იმედი გვაქვს, ევროკავშირი მალე მოგესალმებათ და მიგიღებთ სენატორი კრის კუნსი: ქართველებმა იციან, რას ნიშნავს აგრესია და ოკუპაცია, ახლა დროა, ერთად დავდგეთ სენატორი ბობ კეისი: ქართველები უკრაინელებს უწევენ ყველა სახის დახმარებას და ესაა მტკიცებულება, როგორი სახის ერთობაა მთელი ევროპის მასშტაბით პრეზიდენტი ამერიკელი სენატორების ვიზიტზე: აქ ჩამოსვლით გვიდასტურებთ, რომ საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა სიტყვა კი არა, რეალობაა    

ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს

ლატვია და ესტონეთი მსოფლიოში პირველები არიან, რომლებმაც რუსი სამხედროების დანაშაული უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარეს. ესტონეთის პარლამენტისა და ლატვიის სეიმის ვებგვერდებზე შესაბამისი ცნობები გავრცელდა. ესტონეთის პარლამენტის შეფასებით, რუსეთმა ქალაქებში ბუჩაში, ბოროდიანკაში, გოსტომელში, ირპენსა და მარიუპოლში, ასევე, უკრაინის სხვა მრავალ დასახლებულ პუნქტში ჩაიდინა გენოციდის აქტები და მასობრივი სისასტიკე მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ. თავის მხრივ, ლატვიის სეიმის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ არსებობს მნიშვნელოვანი მტკიცებულები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის არმიის მიერ ჩადენილ მასობრივ სასტიკ დანაშაულების ადასტურებს. ამასთან, ლატვია გმობს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებს და გენოციდს; იაზრებს თავის მოვალეობას, აღიაროს, აღკვეთოს დანაშაულები მათი განმეორების თავიდან აცილების მიზნით“. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა.  უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა.

რუსეთის ძალებმა ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს - Human Rights Watch-ის მტკიცებულებები

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. Human Rights Watch-ის მკვლევრებმა, რომლებიც ბუჩაში, 4-დან 10 აპრილამდე მუშაობდნენ (რამდენიმე დღის შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა დატოვეს ტერიტორია), სიკვდილით დასჯის, მკვლელობების, ხალხის გატაცების, წამების მტკიცებულებები იპოვეს. Human Rights Watch-მა პირადად გამოკითხა ბუჩის 32 მცხოვრები და სხვა, 5 ადამიანი - ტელეფონით, მათ შორის დაზარალებულები და მოწმეები, სასწრაფო დახმარების თანამშრომლები, მორგის თანამშრომლები, ექიმები, მედდა და ადგილობრივი ოფიციალური პირები. Human Rights Watch-მა ასევე დააფიქსირა და გააანალიზა ქალაქში არსებული მტკიცებულებები, მოწმეების და მსხვერპლის მიერ მოწოდებული ფოტოები და ვიდეოები, სატელიტური სურათები. ბუჩის მთავარმა რეგიონულმა პროკურორმა, რუსლან კრავჩენკომ Human Rights Watch-ს 15 აპრილს განუცხადა, რომ 278 ცხედარი იპოვეს ქალაქში რუსული ძალების გაყვანის შემდეგ, მათი დიდი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო და მოსალოდნელია, რომ რიცხვი კიდევ გაიზრდება. კონფლიქტამდე ბუჩას დაახლოებით 36 000 მოსახლე ჰყავდა. უკრაინის მონაცემებით, 31 მარტს, რუსეთის ჯარის გასვლის შემდეგ, ბუჩაში სულ 278 ცხედარი იპოვეს. მათგან უმეტესობა სამოქალაქო პირია. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს.