ძებნის რეზულტატი:

ილია დარჩიაშვილი: იმედი მაქვს, საქართველოს პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე, რომელიც თვითშეფასების კითხვარშია, სათანადოდ დაფასდება პარტნიორების მხრიდან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩისთვის თვითშეფასების კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემით დასრულდა მნიშვნელოვანი პროცესი. რომლის შედეგადაც განხილული იქნება საქართველოსთვის, უკრაინასა და მოლდოვასთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. მისი თქმით, კითხვარი სრულად ასახავს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებს. მინისტრი იმედს გამოთქვეს, რომ ის პროგრესი რაც აისახა კითხვარში იქნება სათანადოდ დაფასებული პარტნიორების მხრიდან. „როგორც პრემიერ-მინისტრმა გასულ კვირას განაცხადა, საქართველო ევროკავშირს გადასცემს კითხვარის მეორე ნაწილს. ამით საქართველო ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან ფაზას ჩვენი თვითშეფასების, რომელიც უნდა გახდეს საფუძველი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მინიჭების, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მომავალი ევროინტეგრაციის გზაზე. უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული კითხვარი სრულად ასახავს და მასში სრულად არის კონვერტირებული ყველა ის რეფორმა, რომელიც გასული წლების განმავლობაში განახორციელა ჩვენმა ქვეყანამ და იმედი გვაქვს, რომ ეს ძალისხმევა, რომელიც საქართველოს მთავრობამ, ყველა სახელმწიფო უწყებამ და საქვეუწყებო დაწესებულებებმა გაწიეს აღნიშნული კითხვარის შევსებით და მომზადებით, იქნება კარგი საფუძველი იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კონკრეტული ხელშესახები შედეგები ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე.“-განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა. ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა რა წერია ევროკავშირის კითხვარში კითხვარის პირველი შევსებული ნაწილი პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ელჩს 2 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია დაიწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.

დმიტრო კულება: თუ უკრაინა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს არ მიიღებს, ეს ევროპელების მხრიდან „მოტყუება“ იქნება და ჩვენ ამას არ "გადავყლაპავთ"

"თუ ქვეყანა ივნისში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს არ მიიღებს, ეს ევროპელების მხრიდან „მოტყუება“ იქნება და ჩვენ ამას არ "გადავყლაპავთ", - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა. „თუ ჩვენ კანდიდატის სტატუსს არ მივიღებთ, ეს შეიძლება ნიშნავდეს მხოლოდ ერთს - ევროპა ცდილობს ჩვენს მოტყუებას და ჩვენ ამას არ გადავყლაპავთ“,- განაცხადა კულებამ. მინისტრს საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის კომენტარის შესახებაც დაუსვეს შეკითხვა. მაკრონს სურს, შეიქმნას ახალი ევროპული გაერთიანება ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვიან „სამი თვის წინ, უკრაინას წევრობის პერსპექტივა არც კი ჰქონდა, ახლა ისინი უკვე განიხილავენ, რამდენი დრო დასჭირდება ამას“, - განაცხადა დმიტრო კულებამ. უკრაინა კანდიდატის სტატუსის მიღებას ივნისისთვის ელოდება. „ამის შემდეგ ჩვენ დავსხდებით თქვენთან ერთად და გადავწყვეტთ სხვა საკითხებს - როგორ, როდის და ა.შ.“, - აღნიშნა უკრაინია საგარეო საქმეთა მინისტრმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.   რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ:   უკრაინამ ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილიც შეავსო    

რესპუბლიკური საავადმყოფო ჰიბრიდულ რეჟიმზე გადავიდა

ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა, რომელიც ორი წლის განმავლობაში კოვიდკლინიკად ფუნქციონირებდა, დღეიდან, 10 მაისიდან, მოქალაქეებს მულტიპროფილურ სერვისს შესთავაზებს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 10 მაისიდან, რესპუბლიკური საავადმყოფო მიიღებს როგორც კოვიდპაციენტებს, ისე უზრუნველყოფს გადაუდებელი სამედიცინო, სტაციონარული თუ ამბულატორიული სერვისების მიწოდებას, მათ შორისაა გადაუდებელი მდგომარეობების მართვა, ზოგადი ქირურგია, ტრავმატოლოგია, კარდიოქირურგია, ნეიროქირურგია, რეანიმაცია, ინსტრუმენტულ - ლაბორატორიული კვლევები, ამბულატორიული მომსახურება. „პოსტპანდემიურ რეალობას რესპუბლიკური საავადმყოფო რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურით, განახლებული, მაღალი კლასის სამედიცინო ტექნიკით ხვდება. კოვიდკლინიკიდან ჰიბრიდულ რეჟიმზე გადასაწყობად, ჩატარდა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური და ინფრასტრუქტურული სამუშაოები. უახლოეს მომავალში, კლინიკის გაძლიერების მიზნით, საწოლფონდის 600 ერთეულამდე გაზრდა და სხვა სამედიცინო მიმართულებების დამატებაც იგეგმება. რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელობა და კლინიკის მმართველი რგოლი „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი“ პაციენტებზე ორიენტირებული გარემოს სრულყოფისათვის აქტიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას“, - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისათვის, რესპუბლიკური საავადმყოფო პანდემიის დაწყებისთანავე კოვიდკლინიკად გადაკეთდა. ამ ხნის განმავლობაში, რესპუბლიკური საავადმყოფო იყო ქვეყნის მასშტაბით უმსხვილესი კოვიდმიმღები ცენტრი 340 საწოლით. ამ პერიოდში, საავადმყოფომ 10 000-ზე მეტ ინფიცირებულს გაუწია სამედიცინო მომსახურება. შეგახსენებთ, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის მენეჯმენტში ცვლილებები განხორციელდა. რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალ დირექტორად ლიანა ჭუმბურიძე დაინიშნა ჯანდაცვის მინისტრი: გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც კოვიდპანდემიის დროს, ექიმებსა და ექთნებს მათთვის დარიცხული დანამატი არ მიუღიათ

ანალენა ბერბოკი: უკრაინის სამხედრო დახმარებით ომის დანაშაულების თავიდან არიდება უნდა შევძლოთ

მოკავშირეების მიერ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღით, მსოფლიომ შემდგომი ომის დანაშაულების თავიდან აცილება უნდა შეძლოს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა უკრაინაში, ბუჩის მონახულების შემდეგ განაცხადა. ბერბოკმა, თავის უკრაინელ კოლეგასთან დმიტრო კულებასთან გამართულ პრესკონფერენციაზე კიევში, თქვა, რომ მნიშვნელოვანია, რომ დევნილმა ადამიანებმა თავიანთ სახლებში დაბრუნება შეძლონ. „ეს არ ეხება მხოლოდ სამხედრო მხარდაჭერას, სადაც გერმანია იდგა თქვენს გვერდით გარკვეული პერიოდის განმავლობაში, არამედ ახლა ასევე ეხება პირობების განვითარებას ქალაქებში, შემდგომ თემებში, ერთად, რათა ხალხი დაბრუნდეს“, - თქვა ბაერბოკმა. . „იარაღის ეს მიწოდება ასევე არსებობს იმისთვის, რომ სამხედრო დანაშაულები არ მოხდეს სხვა ადგილებში“, - თქვა ბაერბოკმა. 9 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის დასახმარებლად ლენდ-ლიზის კანონს ხელი მოაწერა.  აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დასახმარებლად ლენდ-ლიზის კანონპროექტი 28 აპრილს დაამტკიცა. „უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტით" აშშ შეძლებს აუცილებელი მნიშვნელობის სამხედრო აღჭურვილობა და სხვა მნიშვნელოვანი მარაგები უკრაინას ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მიაწოდოს. ლენდ-ლიზის პროგრამა მეორე მსოფლიო ომის დროს შეიქმნა და კონფლიქტის მსვლელობაში გადამწყვეტი მნიშვნელობის აქტად მიიჩნევა, ვინაიდან ამ გადაწყვეტილებამ აშშ-ს მისცა შესაძლებლობა, ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ მებრძოლი მოკავშირეებისთვის ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე, სწრაფად მიეწოდებინა იარაღი და მარაგები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში ჩავიდა

კიევის ოლქში დაბომბვას ჟურნალისტი და ბლოგერი ოქსანა გაიდარი ემსხვერპლა

უკრაინაში, გაიდარი კიევის ოლქში, დასახლება შევჩენკოვოში დაბომბვის შედეგად ჟურნალისტი და ბლოგერი ოქსანა გაიდარი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც ცნობილია, ჟურნალისტი 11 ან 12 მარტს დაიღუპა, თუმცა ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ ახლა გახდა. ამ ეტაპზე სხვა დამატებითი დეტალები უცნობია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. რუსეთმა თავისი საომარი მოქმედებების ძირითადი აქცენტი აღმოსავლეთ უკრაინაში გადაიტანა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინაში, ქალაქ იზიუმთან რუსი ოკუპანტების დაბომბვის შედეგად ჟურნალისტი ალექსანდრ მახოვი დაიღუპა  

საბერძნეთი NATO Tiger Meet 2022-ს მასპინძლობს. რატომ არ მონაწილეობს თურქეთი საჰაერო წვრთნებში

საბერძნეთის საჰაერო ძალების 335-ე ესკადრილია არაქსოსის საჰაერო ბაზაზე, საჰაერო წვრთნებს - NATO Tiger Meet პირველად მასპინძლობს. NATO Tiger Meet 2022, 9 მაისს დაიწყო და დაახლოებით, ორი კვირის განმავლობაში გასტანს. წვრთნებში ბელგია, საფრანგეთი, შვეიცარია, ესპანეთი იტალია, ჩეხეთი, ავსტრია, გერმანია, აშშ, ნიდერლანდები, პორტუგალია და პოლონეთი მონაწილეობენ. ბერძნული წყაროები წერენ, რომ წლევანდელ წვრთნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება აღმოსავლეთ ევროპაში არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, შესაბამისად, მის მიმართ ინტერესი დიდია. „335-ე ესკადრილიისთვის დიდი პატივია NATO Tiger Meet 2022-ის მასპინძლობა. მაღალი ინტენსივობის ერთობლივი წვრთნების ჩატარება სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად აუცილებელია ჩვენი უნარების გასაძლიერებლად და საჰაერო ოპერაციების განხორციელებისთვის კოლექტიური ურთიერთქმედების შესაქმნელად“, -  განაცხადა ნტანოს იოანისმა, 335-ე ესკადრილიის მეთაურმა. NATO Tiger Meet-სთვის მზადებას, თურქეთსა და საბერძნეთს შორის დაპირისპირება უძღოდა წინ, ყოველ შემთხვევაში, თურქულ და ბერძნულ მედიაში გავრცელებული არაოფიციალური ცნობები ამაზე მიუთითებს.  კერძოდ, თურქული მედია წერს, რომ თურქეთმა გადაწყვიტა, არ მიიღოს მონაწილეობა წვრთნებში - Tiger Meet, რომელიც საბერძნეთში ტარდება. სააგენტო Anadolu-ს ცნობით, ანკარამ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მასპინძელ ქვეყანას უკვე აცნობა. თუმცა სხვა, ბერძნულ წყაროებში ვკითხულობთ, რომ საბერძნეთმა საჰაერო წვრთნებში თურქეთის დაგეგმილი მონაწილეობა თავად გააუქმა. ოფიციალური კომენტარები მხარეების მხრიდან არ გაკეთებულა. მანამდე, საბერძნეთი და თურქეთი საჰაერო სივრცის არაერთხელ დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. თურქეთმა განაცხადა, რომ NATO-ს წევრი საბერძნეთი თურქეთის საჰაერო სივრცეში „სამ დღეში ოცდაათჯერ“ შევიდა. მანამდე, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისიც მსგავსი პრეტენზიებით გამოვიდა. მიცოტაკისმა განაცხადა, რომ თურქეთის სამხედროები ახორციელებდნენ უნებართვო ფრენებს საბერძნეთის რამდენიმე დიდ კუნძულზე. მიცოტაკისმა ისიც აღნიშნა, რომ დაუკავშირდა NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, რათა თურქეთის მიერ საჰაერო სივრცის სავარაუდო დარღვევის შესახებ ეცნობებინა. „ეს ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებას და NATO-ს ერთიანობას“, - განაცხადა საბერძნეთის პრემიერმა. საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური საჩივრის მისაღებად, ათენში თურქეთის ელჩიც დაიბარა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის მხრივ, მოუწოდა საბერძნეთს, „შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები და რიტორიკა“ და მხარი დაუჭიროს ახლახან განახლებულ მოლაპარაკებებს, რომლებიც მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის ნდობის დამყარებას. NATO-ს წევრებს საბერძნეთსა და თურქეთს დიდი ხანია, უთანხმოება აქვთ, ნავთობით და მინერალებით მდიდარ ეგეოსის ზღვაში საჰაერო და საზღვაო უფლებების შესახებ. უთანხმოებამ გამოიწვია საჰაერო ძალების თითქმის ყოველდღიური პატრულირება ძირითადად საბერძნეთის კუნძულების ირგვლივ, სადავო საჰაერო სივრცეში, რომელზეც თურქეთმა არაერთხელ გამოთქვა პრეტენზია, თავად კი, მისი მხრიდან რაიმე სახის დარღვევას უარყოფს.  საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გასულ თვეს მოლაპარაკებები გამართეს და შეთანხმდნენ, რომ გადაჭრიდნენ თავიანთი ქვეყნების დიდი ხნის უთანხმოებას, ყოველ შემთხვევაში, დაძაბულობის დაფარვას, რადგან უკრაინაში კონფლიქტი მძვინვარებს. ცნობისთვის, Tiger Meet-ის წარმოშობის ისტორია ცოტა ბუნდოვანია. წყაროების თანახმად, როგორც ჩანს, მისი გააქტიურება 79 და 74-ე ესკადრილიის RAF-ის შეკრებით, 1960 წელს დაიწყო. მთავარი სულის ჩამდგმელი კი, ვიცე-პოლკოვნიკი, ოთხვარსკვლავიანი გენერალი და USAF-ის (აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები) შტაბის უფროსი მაიკ დუგანი გახლდათ. 1962 წელს, სწორედ ვიცე-პოლკოვნიკი მაიკ დუგანი იყო პროექტის ოფიცერი და მოხალისე. მოკავშირეთა საჰაერო სარდლობის ოფისის ინფორმაციით, ყოველწლიური წვრთნები „NATO Tiger Association“-ის მიერ არის ორგანიზებული და ტარდება ასოციაციის ერთ-ერთ წევრ ესკადრილიასთან (სამხედრო-საჰაერო ძალების ტაქტიკური ქვეგანაყოფი, რომელიც შედგება რამდენიმე რგოლისა და რაზმისაგან) თანამშრომლობით. წვრთნები NATO-ს სტანდარტების მიხედვით მიმდინარეობს და ის აერთიანებს მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების თვითმფრინავებს. მრავალეროვნული ერთობლივი სწავლება კიდევ უფრო ზრდის ფრენის უნარებს, აძლიერებს საერთაშორისო ურთიერთობებს ესკადრილიებს შორის და ახალისებს ასოციაციის („NATO Tiger Association“) ტრადიციებს. წვრთნებში მონაწილეობენ 60-ზე მეტი გამანადგურებელი თვითმფრინავი, ვერტმფრენი და საჰაერო ძალები მთელი ევროპიდან. NATO-სგან მიღებულ წერილობით კომენტარში, ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან განმარტავს, რომ Tiger Meet არ არის NATO-ს სამხედრო წვრთნები და ალიანსი არ არის მისი ინიციატორი. „მას არ აქვს რაიმე ბრძანების ან კონტროლის მექანიზმი ამ წვრთნების მომზადებისა და წარმართვის განმავლობაში“, - განუცხადა Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანაზე, იუსტიციის სამინისტროს პოზიციას ეთანხმება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა. „საქართველოს პრეზიდენტი, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, გაეცნო ყველა მხარის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას: იუსტიციის მინისტრისგან, სახალხო დამცველის აპარატის და მასთან შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის წევრებისაგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან და სამედიცინო სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლებისგან. პრეზიდენტს მიაჩნდა და მიაჩნია, რომ ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, რათა მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არც საზოგადოებაში და არც ევროპელი პარტნიორებისგან არ ჩნდებოდეს კითხვები. ეს არის ქვეყნის რეპუტაციის და იმიჯის საკითხი, რომელიც მოითხოვს გამჭვირვალობას, დიდ სიფრთხილეს და დაკვირვებას, რომ არ არსებობდეს რაიმე საფრთხე და მაქსიმალურად დაცული იყოს მისი ჯანმრთელობა. ამდენად, საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება და სრულად უჭერს მხარს იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებას ექსპრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცახდებაში.  კობა ნაყოფიას განცხადებით, სააკაშვილი "ვივამედში" გამოკვლევების ჩატარებაზე თანახმაა.  იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა.

ირაკლი ღარიბაშვილი: მოუთმენლად ველოდებით საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას

მოუთმენლად ველოდებით საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილის პასუხები გადავეცი. საქართველოს მთავრობამ მოსალოდნელზე ადრე, წარმატებით დაასრულა მუშაობა და ახლა, მოუთმენლად ველოდებით საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.   ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა რა წერია ევროკავშირის კითხვარში ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს გადასცა შალვა პაპუაშვილი: საქართველომ ევროკავშირის კითხვარი სრულად შეავსო, ახლა ჯერი ევროკავშირზეა    

მიხეილ სააკაშვილმა „ვივამედში“ გადასვლის პირობები დაასახელა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრს და პენიტენციური სამსახურის დირექტორს მიმართავს. ის ამბობს, რომ თანახმაა „ვივამედში“ გამოკვლევებზე გადაყვანაზე, თუმცა გარკვეული პირობებით. 1. მუდმივი დაშვება ჰქონდეთ ჩემს ოჯახის წევრებს, ჩემს პირად ექიმს ნიკა ყიფშიძეს და ალტერნატიული კომისიის წევრებს ცენტრ "ემპათიადან", რაც კანონით განსაზღვრულია და რაზეც აქამდე უკანონოდ მეძლეოდა უარი; 2. სამუშაო საათებში დაშვება ჰქონდეთ კანონით განსაზღვრულ პირებს, ადვოკატებსა და პარლამენტის წევრებს; 3. ყოველ გამოკვლევაში, დიაგნოსტიკაში, დანიშნულების დადგენასა და ასევე მკურნალობის შემდგომი ეტაპების თუ გამოჯანმრთელების ფაქტის განსაზღვრა მოხდეს პარიტეტულ საფუძველზე შექმნილი შემადგენლობით, ცენტრი "ემპათიის" ჩართულობით და მათი თანხმობის შემთხვევაში სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრების მონაწილეობით; „როგორც კი აღნიშნულ საკითხებზე მივიღებ პასუხს, მზად ვარ, დაუყოვნებლივ გადავიდე "ვივა მედში"“, - აცხადებს სააკაშვილი. ამასთან სააკაშვილი ითხოვს, რომ აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება მოხდეს მისი ოჯახის წევრებისა და ადვოკატების ჩართულობით. იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა.

ეკვადორის ციხიდან 100-ზე მეტი პატიმარი გაიქცა

ეკვადორის ციხიდან 100-ზე მეტი პატიმარი გაიქცა, არეულობისა და ბუნტის დროს, რომელმაც ბელავისტას ციხეში იფეთქა. „43 პატიმარი დაიღუპა, გამოძიება გრძელდება. აჯანყების ბოლო საათებისთვის 100-ზე მეტი პატიმარი უგზო-უკვლოდ დაიკარგა“, - წერს პროკურატურა ტვიტერზე. ეკვადორის შინაგან საქმეთა მინისტრმა პატრიციო კასტილომ განაცხადა, რომ უსაფრთხოების ზომების წყალობით, 112 პატიმარს გაქცევა აღკვეთეს. ციხეში სიტუაცია მთლიანად სამხედროების კონტროლს ექვემდებარება, დაწყებულია ოპერაცია გაქცეულთა დასაკავებლად, განაცხადა მინისტრმა. ჩხრეკის შედეგად საკნებიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ჭრელი ნივთები, აღნიშნა განყოფილების უფროსმა. ეკვადორში დაახლოებით 39 000 პატიმარი და მსჯავრდებულია 30 000 ადამიანზე გათვლილ ციხეში. დროდადრო დაჯგუფებებს შორის შეტაკებები იწვევს აჯანყებებს, შედეგად კი ადამიანები იღუპებიან. გასული წლიდან, ქვეყანაში ბანდების შეტაკების შედეგად 400-ზე მეტი პატიმარი დაიღუპა.

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ ცნობს

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებულ საზღვრებში. ამის შესახებ Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარმა პრესსპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა. ევროკავშირი Europetime-თან აფიქსირებს პოზიციას, რომ „განაგრძობს არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას, მათ შორის ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით“. ბიბილოვმა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა საქართველო რუსეთს მოუწოდებს, პატივი სცეს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები „ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებულ საზღვრებში. რაც შეეხება ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც 10 აპრილსა და 8 მაისს, საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, „სამხრეთ ოსეთში“ გაიმართა, შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომელშიც ისინი ჩატარდა. ევროკავშირი განაგრძობს არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას, მათ შორის ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით“, - განუცხადა Europetime-ს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარმა პრესსპიკერმა პიტერ სტანომ. ცნობისთვის, 9 მაისს გავრცელებული განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ სათანადოდ შეაფასოს და ქმედითი რეაგირება მოახდინოს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ უკანონო ქმედებაზე.

ფინეთი ჩინეთიდან საქართველოს გავლით სატვირთო მარშრუტს იწყებს

ფინეთის მთავარმა სატვირთო ოპერატორმა Nurminen Logistics-მა ჩინეთიდან პირველი საკონტეინერო მარშრუტის გაშვების შესახებ გამოაცხადა, რომელიც გვერდს უვლის რუსეთს, იუწყება რუსული მედია კომპანიის პრესსამსახურზე დაყრდნობით. მისივე თანახმად, ჩინეთიდან ტრანსკასპიურ მარშრუტზე პირველი მატარებელი დღეს, 10 მაისს გამოემგზავრა. მისი მარშრუტი ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და სხვა ქვეყნების გავლით გადის. კომპანიაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მარშრუტი ორ წელიწადში, პრაქტიკულად, ნულიდან აშენდა. მნიშვნელოვანი ძალისხმევა კი, ყაზახეთმა და სხვა დაინტერესებულმა სახელმწიფოებმა გასწიეს.  

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად რევაზ ჯაველიძე დაინიშნა

საქართველოს მთავრობა ადმინისტრაციის უფროსად რევაზ ჯაველიძის დანიშვნის შესახებ იუწყება. რევაზ ჯაველიძე დღემდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილისა და მთავრობის საპარლამენტო მდივნის თანამდებობას იკავებდა. მას აქვს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში საქმიანობის გამოცდილება.   „სხვადასხვა პერიოდში იგი იყო საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე, ასევე - მუშაობდა მსხვილ საერთაშორისო კომპანიებში არაერთ თანამდებობაზე. რევაზ ჯაველიძე ტეხასის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრია. მან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოზიციაზე ილია დარჩიაშვილი შეცვალა, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა“, - აცხადებს მთავრობის ადმინისტრაცია.

ედუარდ სააკაშვილის თქმით, ყოველ ნახვაზე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უარესია

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის შვილმა ედუარდ სააკაშვილმა მამა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა. მისი თქმით, ყოველ ნახვაზე მიხეილ სააკაშვილი უარეს მდგომარეობაშია. „რაც დააკავეს მამაჩემი, რამდენჯერმე მქონდა მისი ნახვის შანსი. სამწუხაროდ, ყოველ ნახვაზე არის უარეს მდგომარეობაში, ვიდრე წინაზე, რაც ძალიან რთული, მტკივნეული საყურებელია. რეალურად ვართ ამ სიტუაციაში მთლიანად უძლურები, არაფრის უფლება არ გვაქვს მის მკურნალობასთან და მდგომარეობასთან მიმართებაში. ერთადერთი, ვისაც რამის გაკეთება შეუძლია, არის სახელმწიფო და მათ აქვთ პასუხისმგებლობა, რომ მას უმკურნალონ. პასუხისმგებლობა აქვთ მის ჯანმრთელობაზე", - განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა რადიო თავისუფლების ცნობით. ექსპრეზიდენტის შვილი მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ იუსტიციის მინისტრის განცხადებასაც გამოეხმაურა. „რა თქმა უნდა, მე გახარებული ვარ ამ ეტაპზე, პოზიტიური სიგნალი არის, რომ შესთავაზეს გადასვლა, ვნახოთ, ეს რას გამოიწვევს, რა შედეგამდე მივა. ეს, რა თქმა უნდა, პოზიტიური ნაბიჯია. მე როგორც ვიცი, ის აპირებს, რომ დათანხმდეს", - აღნიშნა ედუარდ სააკაშვილმა. იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, 10 მაისს, მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "მიხეილ სააკაშვილს, შესაძლო გართულებების თავიდან არიდების მიზნით, გაუკეთდება შეთავაზება, რომ გაყვანილ იქნეს კლინიკა "ვივამედში", სადაც მას ჩაუტარდება გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მკურნალობა“. კობა ნაყოფიას განცხადებით, სააკაშვილი "ვივამედში" გამოკვლევების ჩატარებაზე თანახმაა.  იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება და სრულად უჭერს მხარს იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებას ექსპრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით. „პრეზიდენტს მიაჩნდა და მიაჩნია, რომ ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, რათა მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არც საზოგადოებაში და არც ევროპელი პარტნიორებისგან არ ჩნდებოდეს კითხვები. ეს არის ქვეყნის რეპუტაციის და იმიჯის საკითხი, რომელიც მოითხოვს გამჭვირვალობას, დიდ სიფრთხილეს და დაკვირვებას, რომ არ არსებობდეს რაიმე საფრთხე და მაქსიმალურად დაცული იყოს მისი ჯანმრთელობა. ამდენად, საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება და სრულად უჭერს მხარს იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებას ექსპრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცახდებაში.  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ, 10 მაისს პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ თავდებობას აპირებენ. 9 მაისს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, თავდებში ჩაუდგნენ მიხეილ სააკაშვილს, მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში. მათივე განცხადებით, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი რეაბილიტაციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდება. შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა.  

აშშ-ის დაზვერვა თვლის, რომ პუტინი უკრაინაში ხანგრძლივი კონფლიქტისთვის ემზადება

აშშ-ის დაზვერვა თვლის, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ომი უკრაინაში უახლოეს თვეებში "უფრო არაპროგნოზირებადი და ესკალაციური" გახდება, ამის შესახენ სამშაბათს კონგრესს ეროვნული დაზვერვის დირექტორმა განუცხადა. მიუხედავად ამისა, ერვილ ჰეინსი არ ფიქრობს, რომ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, თუ ის არ იგრძნობს, რომ რუსეთისთვის ეგზისტენციალური საფრთხე არსებობს. აშშ-ის დაზვერვა თვლის, რომ პუტინი გაჭიანურებული კონფლიქტისთვის ემზადება და მისი მიზნები სცილდება დონბასის აღმოსავლეთ რეგიონს, სადაც რუსეთის ძალები ამჟამად არიან კონცეტრირებულნი. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში პუტინს სურს, დაიპყროს დონეცკის და ლუჰანსკის ორი აღმოსავლეთი რეგიონი, გააკონტროლოს ქალაქი ხერსონი და პოტენციურად გააფართოოს სახმელეთო ხიდი დნესტრისპირეთამდე, მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონამდე, სადაც ამჟამად რუსული ჯარები არიან განლაგებულნი. მაიკლ კარპენტერი: აშშ-ს აქვს უაღრესად სანდო სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ოკუპირებული დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების ანექსიას შეეცდება მაგრამ აშშ-ის დაზვერვა თვლის, რომ დნესტრისპირეთამდე მისასვლელად, პუტინს რუსეთის შიგნით დასჭირდება სრული მობილიზაცია, ეს ნაბიჯი კი, მას აქამდე არ გადაუდგამს. „როგორც რუსეთს, ასევე უკრაინას მიაჩნიათ რა, რომ მათ შეუძლიათ, განაგრძონ პროგრესი სამხედრო მიმართულებით, ჩვენ ვერ ვხედავთ მოლაპარაკებების ეფექტიან გზას, ყოველ შემთხვევაში, მოკლევადიან პერიოდში“, - განაცხადა ჰეინსმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.   რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

რუსი ოკუპანტების ქმედებების გამო, უკრაინული ოპერატორი ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტს აჩერებს - კომპანია

უკრაინის გაზის სატრანზიტო სისტემის ოპერატორი ფორსმაჟორული სიტუაციის შესახებ იტყობინება. ოფიციალური პრესრელიზის თანახმად, გაზის გამანაწილებელი სადგურ „სოხრანივკიდან“ და საკომპრესო სადგურ „ნოვოპსკოვიდან“, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარეობენ, ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების გაგრძელება შეუძლებელი ხდება. აქედან გამომდინარე, უკრაინის გაზის სატრანსპორტო სისტემის ოპერატორმა განაცხადა, რომ 11 მაისის 07:00 საათიდან შეაჩერებს გაზის ტრანზიტს ლუჰანსკის ოლქში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სადგურების გავლით. საკომპრესო სადგური ნოვოპსკოვი ლუჰანსკის რეგიონში მდებარეობს, რომლის მეშვეობითაც გაზის თითქმის მესამედი (დღეში 32,6 მილიონ კუბურ მეტრამდე) რუსეთიდან ევროპაში მიედინება. „ევროპელი პარტნიორების მიმართ ტრანზიტული ვალდებულებების სრულად შესასრულებლად და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მიუწვდომელი სიმძლავრის დროებით გადატანა შესაძლებელია სოხრანივკას პუნქტიდან უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სუჯას პუნქტში“, - ნათქვამია განცხადებაში. კომპანია განმარტავს, რომ არაერთხელ აცნობა „გაზპრომს“ რუსი ოკუპატების ქმედებების გამო, გაზის ტრანზიტისთვის შესაძლო საფრთხეების შექმნის შესახებ, მაგრამ ეს მიმართვები იგნორირებული იყო. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.   რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი გარდაიცვალა

უკრაინის პირველი პრეზიდენტი (1991-1994) ლეონიდ კრავჩუკი სამშაბათს, 10 მაისს გარდაიცვალა. უკრაინულ მედიის ცნობით, ამის შესახენ უკრაინის დეპუტატმა, უმაღლესი რადას ყოფილმა თავმჯდომარემ დმიტრო რაზუმკოვმა განაცხადა.  „დიდი დანაკლისი მთელი უკრაინისთვის. დღეს გარდაიცვალა ლეონიდ კრავჩუკი, უკრაინის პირველი პრეზიდენტი, უმაღლესი რადას პირველი თავმჯდომარე და ფიგურა, რომელიც თანამედროვე უკრაინის სახელმწიფოებრიობის დაბადების სათავეში იდგა", - განაცხადა რაზუმკოვმა.  უკრაინული მედიის ინფორმაციით, ლეონიდ კრავჩუკი 2021 წელს, საზღვარგარეთ, ერთ-ერთ კლინიკაში COVID19-ის დიაგნოზით გადაიყვანეს. ლეონიდ კრავჩუკი დიდი ხნის განმავლობაში კომაში იყო. ინფორმაციისთვის, პოლიტიკური კრიზისის შემდეგ, კრავჩუკი პრეზიდენტობიდან გადადგა, მაგრამ 1994 წელს, მეორე ვადით იყარა კენჭი. კრავჩუკი არჩევნებზე, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ლეონიდ კუჩმამ დაამარცხა, რომელიც პრეზიდენტის პოსტს ორი ვადით იკავებდა.  პრეზიდენტობის შემდეგ, უკრაინის პოლიტიკაში აქტიური იყო და მსახურობდა დეპუტატად უმაღლეს რადაში, იყო უკრაინის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (გაერთიანებული) საპარლამენტო ჯგუფის ლიდერი (2002 წლიდან 2006 წლამდე). 1991 წლის 5 დეკემბერს, უკრაინის პირველ საპრეზიდენტო არჩევნებზე კრავჩუკი პირველად აირჩიეს. იმავე დღეს, ამომრჩევლებმა უმრავლესობით მისცეს ხმა საბჭოთა კავშირიდან გამოყოფას - ნაბიჯი, რომელსაც კრავჩუკი სრულად უჭერდა მხარს. ამ ფაქტმა ლეონიდ კრავჩუკი დამოუკიდებელი უკრაინის პირველ სახელმწიფო მეთაურად აქცია. პრეზიდენტის რანგში კრავჩუკმა სსრკ-ის დაშლის შესახებ, ცნობილ ბელოვეჟის შეთანხმებას ბორის ელცინთა და სტანისლავ შუშკევიჩთან ერთად მოაწერა ხელი.   

გაერომ ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთი ჩეხეთით ჩაანაცვლა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საბჭოში, 157 ხმით ჩეხეთი რუსეთის შემცვლელად აირჩია. CNN-ის ცნობით, კენჭისყრის დროს, ხმის მიცემისგან 23-მა თავი შეიკავა. ჩეხეთის რესპუბლიკის ვადა სამშაბათს იწყება და 2023 წლის 31 დეკემბერს იწურება. ეს იყო ერთადერთი კანდიდატი, რომელიც რუსეთის შემცვლელად გამოცხადდა. რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერეს 7 აპრილის, რეზოლუციის პროექტში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ განაცხადა, რომ გენერალური ასამბლეა „შეაჩერებს ადამიანის უფლებათა საბჭოში წევრობის უფლებას საბჭოს წევრს, რომელიც ადამიანის უფლებათა უხეშ და სისტემატურ დარღვევას სჩადის“.  

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალში მონაწილეობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი 10-12 მაისს ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას. საქართვეოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ილია დარჩიაშვილი მინისტერიალში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიწვევით მონაწილეობს. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი სიტყვით მიმართავს მინისტერიალის მონაწილეებს და ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს კოლეგა მინისტრებთან.  

აშშ და დიდი ბრიტანეთი ვარაუდობენ, რომ ამერიკული სატელიტური ქსელის წინააღმდეგ კიბერშეტევის უკან რუსეთი დგას

დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის დაზერვა ვარაუდობენ, რომ ამერიკულ სატელიტურ ინტერნეტ კომპანია Viasat-ზე კიბერშეტევის უკან რუსეთი დგას. შეტევა უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე, 24 თებერვალს დაიწყო. BBC-ს ცნობით, კიბერშეტევამ პრობლემები ცენტრალური ევროპის ინტერნეტ მომხმარებლებს, ასევე - ქარის ელექტროსადგურებს შეუქმნა. „ჩვენ ვაღიარებთ, რომ საერთაშორისო მთავრობებმა დაადგინეს, თუ ვინ არის პასუხისმგებელი KA-SAT (ფლობს Viasat-ი) ქსელზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე. ჩვენ გვქონდა და გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებთან და სამთავრობო უწყებებთან, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში“, - განუცხადა BBC-ს კომპანიის წარმომადგენელმა. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ დაზვერვის მკაფიო და შოკისმომგვრელი მტკიცებულება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განზრახ და მავნე თავდასხმას ადასტურებს. „მსოფლიო ყურადღება ახლა უკრაინისკენაა მიპყრობილი, რადგან ევროპის უსაფრთხოება სწორედ უკრაინაზე გადის. ეს არის ჰიბრიდული ომი. გარდა, სახმელეთო, საჰაერო საზღვაო შეტევებისა, აქტიური კიბეროპერაციები მიმდინარეობს. რუსეთის მხრიდან ომამდეც იყო კიბერშეტევები. რაც შეეხება ომის პერიოდს, პირველი კიბერშეტევა 23 თებერვალს განხორციელდა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს და საბანკო საფინანსო სექტორის საიტები გატყდა. მას შემდეგ, სამთავრობო სექტორზე კიბერშეტევა გრძელდებოდა.  რუსეთ-უკრაინის ომში Anonymous-ი პირველივე დღეებში ჩაერთო და რუსეთის წინააღმდეგ საპირისპირო კიბერშეტევები განახორციელა, როგორც სამთავრობო, სამხედრო, ასევე, საბანკო სექტორზე, სხვა მსხვილ კომპანიებზე, გაზის და  ნავთობმოპოვების სექტორზე. ეს შეტევები რუსეთისთვის სერიოზული ზიანის მომტანი იყო“, - განაცხადა Europetime-თან ინტერვიუში კიბერუსაფრთხოების ექსპერტმა და ამ მიმართულებით უკრაინის რადას ყოფილმა მრჩეველმა ლადო სვანაძემ.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.   რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.