ძებნის რეზულტატი:
ილონ მასკმა დიმიტრი როგოზინის მუქარას უპასუხა
ამერიკული ავტომშნებელი და ენერგოკომპანია Tesla-ს და კოსმოსური რაკეტების მწარმოებელი ამერიკული კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი დიმიტრი როგოზინის მუქარას Twitter-ზე პასუხობს. „სიტყვა „ნაცისტი“ არ ნიშნავს იმას, რასაც როგორც ჩანს, ფიქრობ“, - უპასუხა მასკმა როგოზინს და დაამატა: „თუ საიდუმლო გარემოებებში მოვკვდები, სასიამოვნო იყო შენი გაცნობა“. მანამე, Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორს უკრაინისთვის ინტერნეტსერვისის მიწოდების გამო რუსეთის კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელი, დიმიტრი როგოზინი დაემუქრა და განაცხადა, რომ ილონ მასკს ამ ქმედებისთვის პასუხისგება მოუწევს. Starlink-ი უკრაინაში დარეგისტრირდა როგორც ცნობილია, Starlink-ი უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 27 თებერვალს გააქტიურდა. ილონ მასკმა უკრაინას „სტარლინკის“ ინტერნეტით სარგებლობის საშუალება ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს მისცა. ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ შემუშავებული სატელიტური ინტერნეტ პროვაიდერი, Starlink დედამიწის დაბალი ორბიტის თანამგზავრებს იყენებს, რათა მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი მთელ მსოფლიოში უზრუნველყოს. ამ ტექნოლოგიას შეუძლია, ინტერნეტით უზრუნველყოს მისადგომად რთულ ადგილებში მცხოვრები მოსახლეობა, რომლებთანაც ვერ აღწევს ბოჭკოვანი ოპტიკური კაბელები და ფიჭური კავშირი. ეს ტექნოლოგია ასევე მნიშვნელოვანია ისეთ ვითარებებში, როცა ქარიშხალი, ან სხვა ბუნებრივი კატასტროფა კომუნიკაციაში წყვეტას იწვევს. „უკრაინის შეიარაღებული ძალების 36-ე საზღვაო ბრიგადის დატყვევებული შტაბის უფროსის, პოლკოვნიკ დიმიტრი კორმიანკოვის ჩვენებიდან ჩანს, რომ ილონ მასკის სატელიტური კომპანიის Starlink-ის აღჭურვილობა აზოვის ბატალიონის „ნაცისტ მებრძოლებს“ და უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ქვეითებს მარიუპოლში სამხედრო ვერტმფრენებით გადაეცა“, - წერდა როგოზინი. მასკს Twitter-ზე ბევრი გულშემატკივარი გამოეხმაურა.
მოსკოვში აღლუმის საჰაერო ნაწილი გაუქმდა
მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმის საჰაერო ნაწილი გაუქმდა, განაცხადა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti-სთან. პესკოვმა მიზეზად ამინდი დაასახელა. რუსეთში ნაციზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავს აღნიშნავენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ევროკომისიის პრეზიდენტი: 72 წლის შემდეგ ევროპა უფრო ძლიერი და ერთიანია, ვიდრე ოდესმე - ჩვენ ვდგავართ ერთად უკრაინელი მეგობრების მხარდაჭერისთვის
72 წლის შემდეგ ევროპა უფრო ძლიერი და ერთიანია, ვიდრე ოდესმე. ჩვენ ვდგავართ ერთად უკრაინელი მეგობრების მხარდაჭერისთვის, – ამის შესახებ აღნიშნულია ევროპის დღესთან დაკავშირებით ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაში. მისივე თქმით, ევროკავშირი ასევე შეძლებს უკრაინაში ომის შედეგად წარმოქმნილი გამოწვევის დაძლევას. „72 წლის შემდეგ ევროპა უფრო ძლიერი და ერთიანია, ვიდრე ოდესმე. ჩვენ ვდგავართ ერთად უკრაინელი მეგობრების მხარდაჭერისთვის. ევროპა ბევრს მუშაობს, რათა ჩვენი კონტინენტი წიაღისეული რესურსების იმპორტისგან დამოუკიდებელი გახადოს და დავიცვათ კლიმატი. ევროპამ შეძლო ამ ყველაფრის მიღწევა, რადგან ჩვენ ვიყავით მტკიცე, ერთიანი. ამიტომ დარწმუნებული ვარ და ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ევროკავშირი ასევე შეძლებს უკრაინაში ომის შედეგად წარმოქმნილი გამოწვევის დაძლევას. ევროპის მოქალაქეები გვიჩვენებენ გზას. მილიონობით ევროპელი, ჩვენი, ევროკავშირის ყველა კუთხეში და საზოგადოების ყველა სფეროში მობილიზებულია გაჭირვებაში მყოფი მეზობლების დასახმარებლად; გააღეს კარი უკრაინელი ლტოლვილებისთვის; გაუგზავნეს საკვები და ტანსაცმელი, ან აკეთებდნენ შემოწირულობებს. როგორც არასდროს, ევროპელები გრძნობენ, რომ ერთ ევროპულ ოჯახს მიეკუთვნებიან და ეს სიამაყით ავსებს ჩემს გულს“, – ნათქვამია ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირმა უნდა იფიქროს, რომ რუსეთის გაყინული სავალუტო რეზერვები უკრაინის აღდგენისთვის გამოიყენოს იენს სტოლტენბერგი: ველოდები, რომ პუტინი კიდევ ერთხელ, წელს 9 მაისს გაავრცელებს სიცრუეს NATO-სა და მთლიანად დასავლეთის შესახებ გერმანიის კანცლერი: უკრაინა გაიმარჯვებს, როგორც გაიმარჯვა თავისუფლებამ მონობაზე და დიქტატურაზე 77 წლის წინ
ჩინეთმა საპატრულო გემები სადავო კუნძულებისკენ გაგზავნა - მედია
იაპონია აცხადებს, რომ ჩინეთის საპატრულო სამსახურის ორი გემი მის ტერიტორიულ წყლებში (სენკაკუს კუნძულებთან) შევიდა, იტყობინება NHK. გავრცელებული ინფორმაციით, ეს წელს უკვე მეშვიდე ასეთი შემთხვევაა. მედიაში გავრცელებული ცნობებით, ხომალდები იაპონურ თევზსაჭერ კატარღებთან მიახლოებას ცდილობდნენ. საზღვაო უსაფრთხოების ეროვნულმა სამსახურმა მეთევზეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ტერიტორიაზე საპატრულო კატარღები გაგზავნა. ისინი ჩინურ გემებს იაპონიის ტერიტორიული წყლების დატოვებისკენ მოუწოდებენ. ამ კუნძულებზე პრეტენზიას პეკინის გარდა, ტაივანიც აცხადებს. იაპონია დაჟინებით მოითხოვს კუნძულებზე მისი სუვერენიტეტის გავრცელებას, ხოლო ჩინეთი მიუთითებს 1783 და 1785 წლების იაპონურ რუქებზე, რომლებიც კუნძულებს ჩინეთის ტერიტორიად მოიაზრებს. ეს დავა 2012 წელს გამწვავდა, როდესაც იაპონიის მთავრობამ კერძო მფლობელისგან ხუთი კუნძულიდან სამი იყიდა. (ANI)
მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის პრეზიდენტის განცხადებაზე: რუსი სამხედროები იღუპებიან, რადგან სხვა ქვეყნის ოკუპაციას ცდილობენ
რუსი სამხედროები იღუპებიან არა იმისთვის, რომ თავიანთ ქვეყანას იცავენ, არამედ იმის გამო, რომ სხვა ქვეყნის ოკუპაციას ცდილობენ, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც მან წითელ მოედანზე საზეიმო აღლუმის დაწყებამდე, უკრაინაში ომის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა. „NATO-ს ქვეყნები არ აპირებდნენ რუსეთზე თავდასხმას, უკრაინა არ გეგმავდა ყირიმზე თავდასხმას. რუსი სამხედროები იღუპებიან არა იმისთვის, რომ თავიანთ ქვეყანას იცავენ, არამედ იმის გამო, რომ სხვა ქვეყნის ოკუპაციას ცდილობენ“,- განაცხადა პოდოლიაკმა. ასევე წაიკითხეთ: ვლადიმერ პუტინი: რუსეთმა პროაქტიულად უპასუხა აგრესიას. ეს იყო იძულებითი და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირმა უნდა იფიქროს, რომ რუსეთის გაყინული სავალუტო რეზერვები უკრაინის აღდგენისთვის გამოიყენოს იენს სტოლტენბერგი: ველოდები, რომ პუტინი კიდევ ერთხელ, წელს 9 მაისს გაავრცელებს სიცრუეს NATO-სა და მთლიანად დასავლეთის შესახებ გერმანიის კანცლერი: უკრაინა გაიმარჯვებს, როგორც გაიმარჯვა თავისუფლებამ მონობაზე და დიქტატურაზე 77 წლის წინ
აშშ-ის პირველი ლედი სლოვაკეთის პრეზიდენტს შეხვდა
შეერთებული შტატების პირველი ლედი ჯილ ბაიდენი ორშაბათს ბრატისლავაში, პრეზიდენტის სასახლეში სლოვაკეთის პრეზიდენტს ზუზანა კაპუტოვას შეხვდა. თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, მხარეებმა უკრაინის მიმართ შეერთებული შტატების მხარდაჭერა განიხილეს. ბაიდენმა სლოვაკეთს ლტოლვილების მიღებისთვის მადლობა გადაუხადა. „ამ მშვენიერ ქვეყანაში ყოფნის დროს, მე დავინახე საერთო ღირებულებები, რომლებიც აერთიანებს სლოვაკეთს და შეერთებულ შტატებს, როგორც მეგობრებს, პარტნიორებს და მოკავშირეებს. ეს მოიცავს ჩვენს საერთო მიზანს, დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. ჩვენ ვდგავართ სლოვაკეთის გვერდით, ისევე როგორც სლოვაკეთი დგას უკრაინელი ხალხის გვერდით“, - განაცხადა ჯილ ბაიდენმა. შეგახსენებთ, აშშ-ის პირველი ლედი უკრაინას მოულოდნელად ეწვია. ოფიციალური ინფორმაციით, ჯილ ბაიდენი და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მეუღლე ოლენა ზელენსკა სამუშაო ვიზიტით უჟჰოროდში იმყოფებოდნენ. CNN-ის ცნობით, ჯილ ბაიდენმა ოთხდღიანი ევროპული ტურნე დაასრულა.
კარლ ჰარცელი: ველოდებით კითხვარის მეორე ნაწილზე პასუხებს - შემდეგ თვეში ვიხილავთ ევროკომისიის შეხედულებას და მოვისმენთ პირველ გადაწყვეტილებებს
ველოდებით მთავრობის მხრიდან კითხვარის მეორე ნაწილზე პასუხებს, ჩემი ვარაუდით, შემდეგ თვეში ვიხილავთ, როგორც ევროკომისიის შეხედულებას, ასევე მოვისმენთ პირველ გადაწყვეტილებებს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა. „ჩვენ ველოდებით მთავრობის მხრიდან კითხვარის მეორე ნაწილზე პასუხებს. რაც შეეხება პროცესს, კითხვარის ორივე ნაწილის შევსების შემდეგ, უკვე ევროკომისიას ექნება სამუშაო საკუთარ პოზიციაზე, რომელსაც წარუდგნენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ევროკავშირის საბჭოში გადაწყვეტილების მისაღებად. დიდი სიფრთხილით ვსაუბრობ ამ საკითხზე, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი და დელიკატური პროცესია, მაგრამ ჩემი ვარაუდით, უკვე შემდეგ თვეში ვიხილავთ, როგორც ევროკომისიის შეხედულებას, ასევე მოვისმენთ პირველ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მიიღებენ, რაზეც სპეკულაციებს მოვერიდები“, – განაცხადა ჰარცელმა. ასევე წაიკითხეთ: კარლ ჰარცელი: ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას, ძლიერი, აყვავებული და დემოკრატიული ქვეყნის აღმშენებლობის მხარდასაჭერად კარლ ჰარცელი: ველოდები ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილზე პასუხს, ამის შემდეგ ბურთი არსებითად ევროპული კომისიის მოედანზე იქნება შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილი 2 მაისს გადასცა. ლუქსემბურგში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადმოეცა. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირისგან კითხვარის მიღებას უკრაინას უნდა ვუმადლოდეთ საქართველო შევსებულ კითხვარს ევროკომისიას 2 მაისს გადასცემს რა წერია ევროკავშირის კითხვარში
ბაშარ ალ-ასადი ირანში ჩავიდა
სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი თავის უახლოეს რეგიონულ მოკავშირეს ირანს, უზენაეს ლიდერ, აიათოლა ალი ხამენეისთან მოლაპარაკებებისთვის ეწვია. Reuters-ის ცნობით, ორივე ლიდერი თეირანსა და დამასკოს შორის კავშირების გაძლიერებას უჭერს მხარს, იტყობინება ირანის სახელმწიფო მედია. ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA იუწყება, რომ ასადი, რომელიც 2011 წელს სირიის ომის დაწყების შემდეგ, ირანს მეორედ ეწვია, ასევე შეხვდა ირანის პრეზიდენტს იბრაჰიმ რაისს. „დღევანდელი სირია არ არის ისეთი, როგორიც იყო ომამდე, მაგრამ სირიის პრესტიჟი ახლა უფრო დიდია, ვიდრე ადრე და ამ ქვეყანას ყველა როგორც დიდ ძალას ხედავს“, - განუცხადა ხამენეიმ ასადს. ირანის სახელმწიფო ტელევიზია ციტირებს ასადის სიტყვებს, რომ „ირანისა და სირიის სტრატეგიულმა კავშირებმა ხელი შეუშალა სიონისტური რეჟიმის (ისრაელის) დომინირებას რეგიონში“. „ისრაელი, რომლის აღიარებაზე ისლამური რესპუბლიკა უარს ამბობს, ხშირად ახორციელებს თავდასხმებს სირიაში, ირანის ობიექტებზე, სადაც თეირანის მხარდაჭერილი ძალები, მათ შორის ჰეზბოლა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში სირიის ომში ასადის მხარდასაჭერად განლაგდნენ. ირანის ეკონომიკური გავლენა სირიაში ბოლო წლებში გაიზარდა მას შემდეგ, რაც ასადის მთავრობას საკრედიტო ხაზებით ამარაგებდა“, - წერს Reuters-ი.
უკრაინის შეიარაღებული ძალები: უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების დღიდან უკრაინელმა სამხედროებმა 25 650 რუსი ჯარისკაცი მოკლეს
"უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების დღიდან უკრაინელმა სამხედროებმა 25 650 რუსი ჯარისკაცი მოკლეს", - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. "უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის 1145 ტანკი, 2764 - ჯავშანტექნიკა, 513 - საარტილერიო სისტემა, 185- სარაკეტო სისტემა, 87 - ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, 199 -თვითმფრინავი, 158- ვერტმფრენი, 1970 -საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი, 12- გემი/კატერი, 377 -ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 41 - სპეციალური აღჭურვილობა, 4 - სარაკეტო კომპლექსი", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
შვედეთის მმართველი პარტია NATO-ში გაწევრიანებაზე პოზიციას 15 მაისს გამოაცხადებს
უნდა მიმართოს თუ არა შვედეთმა გაწევრიანების განაცხადით NATO-ს, ამასთან დაკავშირებით, შვედეთის მმართველი სოციალ-დემოკრატების პოზიცია 15 მაისს გახდება ცნობილი. ამის შესახებ AFP ოფიციალურ კომენტარზე დაყრდნობით წერს. თუ სოციალ-დემოკრატები მხარს დაუჭერენ ალიანსში გაწევრიანებას, ეს იქნება მკაფიო განაცხადი საპარლამენტო უმრავლესობისგან, იმ ფონზე, თუ მეზობელი ფინეთი, რომლის გადაწყვეტილება ასევე მოსალოდნელია უახლოეს დღეებში, გაწევრიანების განაცხადს წარადგენს. ოლაფ შოლცი: ვერავინ ივარაუდებს, რომ რუსეთი სხვა ქვეყნებს თავს არ დაესხმება შვედეთი NATO-ში შესაძლო გაწევრიანებაზე რეფერენდუმის ჩატარებას არ გეგმავს ფინეთის სოციალ-დემოკრატები, რომლებიც ასევე მმართველი პარტიას წარმოადგენენ, სავარაუდოდ, 14 მაისს გამოაცხადებენ თავიანთ პოზიციას. შვედეთსაც და ფინეთსაც მჭიდრო კავშირები აქვთ ალიანსთან, პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამას 1994 წელს შეუერთდნენ და NATO-ს წევრ ქვეყნებთან ერთად წვრთნებში, ასევე, ალიანსის ხელმძღვანელობით სამშვიდობო მისიებში რეგულარულად მონაწილეობენ. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, შვედეთმა და ფინეთმა გადახედეს დიდი ხნის განმავლობაში გავრცელებულ შეხედულებებს, რომ სამხედრო ნეიტრალიტეტი საუკეთესო საშუალებაა ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 20 აპრილს გაზეთ Aftonbladet-ში Demoskop-ის მიერ გამოქვეყნებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ შვედების 57% მხარს უჭერს NATO-ში გაწევრიანებას, მარტში ეს მაჩვენებელი 51% იყო.
ერდოღანი: დროა, უკრაინაში ომთან დაკავშირებით, ევროკავშირმა ახალი ისტორია დაწეროს
თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის ომის შედეგებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ რამდენად სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს თურქეთს ევროკავშირისთვის ბევრ სფეროში, რეჯეფ თაიფ ერდორანმა მაგალითად, გამოყო უსაფრთხოება, მიგრაცია, მიწოდების ჯაჭვები და განსაკუთრებით ენერგეტიკა. თურქეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი და ევროკავშირი ურთიერთობის გასაუმჯობესებლად და საერთო გამოწვევების დასაძლევად უნდა ფოკუსირდნენ საერთო ღირებულებებზე და არა განსხვავებებზე. „დროა, ევროკავშირმა, რომელიც ჩამოშორდა თავის დამფუძნებელ პრინციპებს და ბოლო წლებში წევრი ქვეყნების მოკლევადიანი პოლიტიკის გავლენის ქვეშაა, უკრაინაში ომთან დაკავშირებით საკუთრი, ახალი ისტორია დაწეროს“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. მან ასევე შეაქო ევროკავშირის პროექტის წარმატება, რომელიც 1950 წლის 9 მაისს, შუმანის დეკლარაციის გამოცხადებით დაიწყო. „შუმანის დეკლარაციის მიღმა არსებულმა იდეებმა საშუალება მისცა ევროპის ქვეყნებს, გვერდზე გადაედოთ უთანხმოება, მტრობა და გაერთიანდნენ მშვიდობის, უსაფრთხოების, განვითარებისა და კეთილდღეობისთვის ომის შემდეგ, რომელიც ანგრევდა მთელ მსოფლიოს“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
სახელმწიფო მინისტრის აპარატი: ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებული ე.წ. არჩევნები საერთაშორისო პრინციპებს ეწინააღმდეგება
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში გუშინ, 8 მაისს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფაქტი ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და საქართველოს სუვერენიტეტის უხეშ დარღვევას წარმოადგენს. „სახელმწიფო მინისტრის აპარატი ეხმიანება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ამა წლის 8 მაისს უკანონოდ გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მორიგ უხეშ დარღვევას. საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს ამგვარი ქმედებების, მათი შედეგების ლეგიტიმურობას; მიმდინარე ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის პირობებში, ის ვერ გამოხატავს ხალხის ნებას და, შესაბამისად, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. უკანასკნელი 30 წლის მანძილზე, საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან ასობით ათასი გამოდევნილი პირი მოკლებულია საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას. ადგილზე გრძელდება დარჩენილი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების უხეში, სისტემატური დარღვევები, რაც გამოიხატება სიცოცხლის ხელყოფით, ეთნიკური დისკრიმინაციის ფაქტებით, გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვით, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვით, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებით, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვითა და სხვა უკანონო ქმედებებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2021 წლის 21იანვრის გადაწყვეტილებით ცალსახად დაადასტურა, რომ რუსეთი ახორციელებს ეფექტურ კონტროლს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე. სწორედ მას ეკისრება პასუხისმგებლობა ადგილზე მიმდინარე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებსა და სხვა უკანონო ქმედებებზე. ურთულესი გლობალური და რეგიონული გამოწვევების, ასევე ადგილზე მიმდინარე მოვლენების ფონზე, საქართველოს მთავრობა განუხრელად და თანმიმდევრულად ახორციელებს მტკიცედ გაცხადებულ ორგანზომილებიან სამშვიდობო პოლიტიკას, რომლის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას, დეოკუპაციასთან ერთად, აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონების მიმართულებით შერიგებისა და ჩართულობის პროცესის განხორციელება და მისი კიდევ უფრო გააქტიურება წარმოადგენს. სწორედ ამას ემსახურება შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესი, რომელიც კონკრეტულ ახლებურ ხედვებს, დეპოლიტიზებულ და ჰუმანიტარულ მიდგომებს, ასევე კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებს, ინტერესებს დაეყრდნობა“, – ნათქვამია განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: საქართველო რუსეთს მოუწოდებს, პატივი სცეს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები
შარლ მიშელი უკრაინას რუსეთის შეჭრის შემდეგ მეორედ ეწვია
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი უკრაინას რუსეთის შეჭრის შემდეგ მეორედ ეწვია. შარლ მიშელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს დენის შმიგალს უკვე შეხვდა. მხარეებმა სხვა საკითხებთან ერთად ისაუბრეს უკრაინის საზღვაო პორტების განბლოკვის საკითხსა და ამ მიმართულებით კოორდინაციაზე, რათა უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის საკითხი გადაიჭრას. „უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ეს უკვე მეორე ვიზიტია. ჩვენ ვაფასებთ ასეთ მხარდაჭერას. ყოველივე ამის შემდეგ, დღეს, როდესაც ევროკავშირი აღნიშნავს ევროპის დღეს, უკრაინა აგრძელებს ბრძოლას ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის - მშვიდობისთვის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის“, - აღნიშნულია დენის შმიგალის Twitter პოსტში. შარლ მიშელი კიევში ჩავიდა შარლ მიშელი: ბუჩასა და უკრაინის სხვა მრავალი ქალაქის მსგავსად, ისტორია არასდროს დაივიწყებს აქ ჩადენილ ომის დანაშაულებს შარლ მიშელი: უკრაინა გაიმარჯვებს, თქვენ მარტო არ ხართ „ოდესის პორტში ყოფნის დროს, დენის შმიგალთან ერთად, მე ვნახე ექსპორტისთვის გამზადებული მარცვლეულით, ხორბლით და სიმინდით სავსე სილოსი (მიწისქვეშა შენობა მარცვლეულის შესანახად). ეს უაღრესად საჭირო საკვები აუთვისებელია რუსეთის ომისა და შავი ზღვის პორტების ბლოკადის გამო. იწვევს დრამატულ შედეგებს მოწყვლადი ქვეყნებისთვის. ჩვენ გვჭირდება გლობალური პასუხი“, - წერს თავის მხრივ შარლ მიშელი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ბიტკოინის ფასი მკვეთრად დაეცა
ბიტკოინის ფასი 2021 წლის ივლისის ნიშნულს უახლოვდება. ანალიტკოსების შეფასებით, კრიპტოვალუტის ფასის ვარდნა უფრო ფართო უკანდახევის ტენდენციის ნაწილია, რომელიც რისკის შემცველი აქტივების გლობალური ვარდნის ფონზე მოხდა. მსოფლიოში უმსხვილესი ციფრული მონეტის ფასი 9 მაისს ბირჟებზე ვაჭრობისას 2,7%-ით დაეცა და $33 741 გაუტოლდა. კრიპტოვალუტის საინვესტიციო პლატფორმის Mudrex-ის აღმასრულებელი დირექტორის, ედულ პატელის თქმით, საპროცენტო განაკვეთების ზრდა აიძულებს ინდივიდუალურ და ინსტიტუციურ ინვესტორებს დაფიქრდნენ კრიპტოვალუტის ბაზრის პერსპექტივაზე. „შემცირების ტენდენცია სავარაუდოდ გაგრძელდება მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში. ბიტკოინი შესაძლოა $30,000 დონემდე დაეცეს. ტოკენი მიაღწევს ყველაზე დაბალ დონეს 2021 წლის ივლისის შემდეგ, თუ ის დაეცემა $32,970-ზე დაბლა, ”- თქვა მან. ბიტკოინის 27%-იანი ვარდნა 2022 წელს კავშირშია გლობალური ობლიგაციებისა და აქციების 10%-იან ვარდნასთან და ოქროს ფასის 2.5%-ით ზრდასთან. 2021 წლის გაზაფხულზე ბიტკოინის ფასი $60 ათასს მიუახლოვდა. ბიტკოინის ფასი თავდაპირველად 1 ცენტზე ნაკლები იყო, 2017 წლის დეკემბერში კი მისმა ღირებულებამ $20 000-ს გადააჭარბა. 2021 წლის 2 ნოემბერს ბიტკოინი 13 წლის გახდა. Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, კიბერუსაფრთხოების ექსპერტმა და ამ მიმართულებით უკრაინის რადას ყოფილმა მრჩეველმა ლადო სვანაძემ განაცხადა, რომ მოსალოდნელი იყო ბიტკოოინის ფასის ვარდნა. ექსპერტი, ზოგადად ბიტკოინსა და სხვა ელექტრონულ ვალუტებზე ფასის მოსალოდნელ ვარდნას, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ სანქციებსა და კრიპტობაზარზე მიმდინარე ტენდენციებს უკავშირებს. მასალას გაეცანით ამ ბმულზე.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმაში და დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდა
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმაში და დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულ ბექა და გიორგი შენგელიებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ამასთან, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ერთ-ერთმა ბრალდებულმა პროკურორებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფეხსაცმელი ესროლა. ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ მცხეთაში მომხდარ პოლიციელზე და მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის, პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, ორ პირს ბრალდება 8 მაისს წარედგინათ.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი პუტინის სასოწარკვეთაზე მიუთითებს
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი ამბობს, რომ პუტინის მიერ აღლუმზე გამოსვლისას გაკეთებული განცხადებები ზღაპრებს გავს. უოლესი გულისხმობს პუტინის მიერ აღლუმის დროს ნათქვამს, რომ რუსეთი NATO-ს მხრიდან საფრთხის ქვეშ იყო. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინმა „თვეებისა და წლების განმავლობაში მრავალი, სიცხადეს მოკლებული პრეტენზია გამოთქვა“. უოლესმა რუსი გენერლები „წინაპრების საამაყო ისტორიის“ გადაწერაში დაანაშაულა და განაცხადა, რომ ისინი ომის დანაშაულებისთვის სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ. „ვფიქრობ, მას სჯერა იმის, რისი დაჯერებაც სურს - ეს არის სასოწარკვეთის უმნიშვნელო გაელვება“, - განაცხადა უოლესმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინის სახალხო დამცველი: 100-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვეობიდან გათავისუფლებულია
100-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვეობიდან გათავისუფლებულია, - ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვამ გამოცემა Onet-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. "სამხდროების ნაწილი ტყვედ მარიუპოლში აიყვანეს და მათ „კადიროველები“ აწამებდნენ. მათ თავზე ტომრებს აცვამდნენ, თვალებს წებოვანი ლენტით უხვევდნენ, ხელებს მაგიდაზე უბამდნენ და ბენზოხერხს რთავდნენ. ადამიანებს არ შეეძლოთ იმის გაგებაც კი რომელი თითისა თუ ხელის მოჭრას უპირებდნენ. მათ მხოლოდ ეს საშინელი ხმა ესმოდათ“, - განაცხადა სახალხო დამცველმა. ომბუდსმენის ინფორმაციით, ამის შემდეგ ტყვეები მიჰყავდათ ოკუპირებულ დონეცკში, სადაც ისინი წყლის, საკვებისა და მედიკამენტების გარეშე ჰყავდათ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის შეიარაღებული ძალები: უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების დღიდან უკრაინელმა სამხედროებმა 25 650 რუსი ჯარისკაცი მოკლეს
სალომე ზურაბიშვილი: ევროპა ერთადერთი გამოსავალია, ყველას გვინდა მშვიდობაც და თავისუფლებაც, მაშასადამე, გვინდა ევროპა
აღმშენებლობა და არა ნგრევა. თავისუფლება და არა მონობა. ერთიანობა და არა დაპირისპირება. მშვიდობა და არა ომი. ამ პრინიციპებზე აშენდა ევროპა და მოვიდა დღემდე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპის დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ქართველ ხალხს სწორედ ამ პრინიციპების გამო სურს ევროპა, საითკენაც მიისწრაფვის. „დღეს, როცა აღვნიშნავთ ევროპის დღეს, პირველ რიგში, უნდა გავიხსენოთ, თუ რა იყო ევროპის დაარსების მთავარი ამბიცია და მიზანი: ომის აღმოფხვრა ევროპის კონტინენტიდან, ტერიტორიული პრეტენზიების უგულებელყოფა და ყველა ენერგიის მიმართვა, არა სხვისი დაპყრობისკენ, არამედ ერთიანი ძალისხმევით კეთილდღეობისა და დემოკრატიის ასაშენებლად. აღმშენებლობა და არა ნგრევა. თავისუფლება და არა მონობა. ერთიანობა და არა დაპირისპირება. მშვიდობა და არა ომი. ამ პრინიციპებზე აშენდა ევროპა და მოვიდა დღემდე. ამ პრინიციპების გამო გვინდა ჩვენც ევროპა და მივისწრაფით მისკენ. ეს შეძლო ევროპამ თავისი ეტაპობრივი და შეუქცევადი განვითარებით, გაფართოებით და წინსვლით: მისი პირველი სახეობის – 1950 წელს დაარსებული ნახშირისა და ფოლადის თანამეგობრობიდან, 1957 წლის ევროპულ ეკონომიკურ თანამეგობრობად ქცეული და ბოლოს 30 წლის წინ – 1992 წელს – მაასტრიხტის ტრაქტატის მიერ დაფუძნებულ დღევანდელ ევროკავშირამდე. შეძლო ომის თავიდან აცილება, შეძლო გუშინ დაპირისპირებულ ქვეყნებს შორის სოლიდარობის შეკვრა, შეძლო, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ განადგურებული და გაღარიბებული სივრცე გადაექცია დღეს მსოფლიოში მეორე ეკონომიკად ცნობილ სივრცედ. ევროპის განვითარება და ზრდა ითვლის მნიშვნლოვან ეტაპებს. გაუვლია რა ევროპას მრავალი კრიზისი, თუმცა თითო კრიზისიდან გამოსულა უფრო ძლიერი, უფრო თავის თავში დაჯერებული, უფრო მიმზიდველი თავისი პარტნიორებისთვის და მეზობლებისთვის. მსოფლიო ისტორიამ არ იცის მსგავსი ორგანიზაცია, რომელმაც შეძლო გაძლიერება და გაფართოება არა ომით, არა ექსპანსიით, არამედ მასში შემავალი სუბიექტების სურვილით და თავისუფალი ნებით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ზურაბიშვილმა ასევე ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე და აღნიშნა, რომ დღეს ევროპა უმძიმესი გამოწვევის წინაშე იმყოფება. მისივე განცხადებით, უკრაინა და თითოეული უკრაინელი, რომელიც თავს სწირავს საკუთარი სახელმწიფოს დასაცავად, ამავე დროს, თავს სწირავს მთლიანი ევროპის თავისუფლებისთვის. „დღეს უმძიმესი გამოწვევის წინაშე იმყოფება ევროპა, ომი შუაგულ ევროპაში თვით ევროკავშირს ემუქრება, რამეთუ რუსეთმა ომი გამოუცხადა არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ყველა იმ პრინციპებს, რაზედაც დგას ევროპა: ჰელსინკის პრინციპები, საერთაშორისო სამართლის კანონები, ყოველივე სახელმწიფოს სუვერენობის და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, სამართლიანობა, დემოკრატია. პირველ რიგში, ის, რამაც წარმოშვა ევროპული იდეა: ომის მაგივრად მშვიდობასა და სოლიდარობაზე დაფუძნებული ურთიერთობები. ამ გამოწვევაზე ევროპამ გასცა ყველაზე ძლიერი პასუხი: ევროპის 27-ვე წევრი ქვეყნის მჭიდრო ერთიანობა. გასცა ყველაზე ღირსეული პასუხი: არა დათმობა და შეგუება, არა სიფრთხილე და რეალობისგან თავის არიდება, არა ეგოიზმი, არამედ სოლიდარობა, რომელიც დღეს სცილდება ევროკავშირის საზღვრებს და მოიცავს პირველ რიგში, უკრაინას, აგრეთვე მოლდოვას და საქართველოს, ან კიდევ დასავლეთ ბალკანეთს. ეს ღირსეული ევროპა არის ის, რომელთანაც გაერთიანებას ჩვენი მოსახლეობის 88% უჭერს მხარს. ეს ძლიერი ევროპაა, რომელიც საკუთარ ძალას ომიდან კი არა, მშვიდობიანი განვითარებიდან იძენს. სწორედ ის ევროპაა, რომელიც ჩვენ გვიზიდავს და რომლისკენაც მივილტვით. დღეს კი, უკრაინამ თავისი თავდადებული, გმირული, თავდაცვითი ბრძოლით განგვიახლა და დაგვიჩქარა ევროპის გზის გახსნა. უკრაინა და თითოეული უკრაინელი, რომელიც თავს სწირავს საკუთარი სახელმწიფოს დასაცავად, ამავე დროს, თავს სწირავს და იბრძვის ჩვენი, მთლიანი ევროპის თავისუფლებისთვის, საკუთარი და ჩვენი ევროპული გზისთვის. ჩვენთვის გაღებული მსხვერპლის დაფასებაც უნდა ვიცოდეთ, მადლიერება და სოლიდარობა ჩვენი ვალდებულებაა. ჩვენი ვალდებულებაა დღეს, ვიცოდეთ როგორ დავუდგეთ გვერდში უკრაინას, როგორ გამოვხატოთ სოლიდარობა და ამ სოლიდარობაში ევროპელების გვერდით დაგვდგეთ. ყველას ესმის რომ, თავისთავად ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყანა, საფრთხის ქვეშ მყოფი ვერ შეედრება ძლიერ ევროპულ ქვეყნებს, თუმცა სოლიდარობის გამოხატვას მრავალი ფორმა აქვს. ჩვენი ვალდებულებაა, ამ გზაზე, რაზეც ნაადრევად დაგვაყენა უკრაინის ბრძოლამ, არაფერი დავიშუროთ და ყველა ნაბიჯი გადავდგათ, რომ ეს მოცემული შანსი რეალობად ვაქციოთ. ის ქართული გზა ევროპისკენ, რომელიც გადის ახლო მეზობლობაზე, აღმოსავლეთ პარტნიორბაზე, ვიზალიბერალიზაციაზე, თავისუფალ ვაჭრობაზე და ასოცირების სტატუსზე, დღეს გადავიდა ახალ განზომილებაში. შორეული პერსპექტივა დღეს ხელმისაწვდომი ხდება, თუ ჩვენ შევძლებთ კითხვარში დასმულ კითხვებზე არა მხოლოდ პასუხის დაწერას, არამედ შესრულებას. მჯერა, შევძლებთ. ხვალინდელი დღე, როგორც არასოდეს, ჩვენზეა დამოკიდებული. რასაც ვიღონებთ, იმას შევძლებთ. ევროპა არის ერთადერთი გამოსავალი, რომ აღარ გაისმას კითხვა: „მშვიდობა თუ თავისუფლება“, რამეთუ, ჩვენ, ყველას გვინდა მშვიდობაც და თავისუფლებაც, მაშასადამე გვინდა ევროპა. გილოცავთ ამ დღეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
14-15 მაისს, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართება
NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრას ბერლინი უმასპინძლებს. ალიანსის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს არაფორმალურ სამუშაო შეხვედრას ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებიც დაესწრებიან. როგორც ცნობილია, უნდა მიმართოს თუ არა შვედეთმა გაწევრიანების განაცხადით NATO-ს, ამასთან დაკავშირებით, შვედეთის მმართველი სოციალ-დემოკრატების პოზიცია 15 მაისს გახდება ცნობილი. ფინეთის სოციალ-დემოკრატები, რომლებიც ასევე მმართველი პარტიას წარმოადგენენ, სავარაუდოდ, 14 მაისს გამოაცხადებენ თავიანთ პოზიციას. შვედეთსაც და ფინეთსაც მჭიდრო კავშირები აქვთ ალიანსთან, პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამას 1994 წელს შეუერთდნენ და NATO-ს წევრ ქვეყნებთან ერთად წვრთნებში, ასევე, ალიანსის ხელმძღვანელობით სამშვიდობო მისიებში რეგულარულად მონაწილეობენ. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, შვედეთმა და ფინეთმა გადახედეს დიდი ხნის განმავლობაში გავრცელებულ შეხედულებებს, რომ სამხედრო ნეიტრალიტეტი საუკეთესო საშუალებაა ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 20 აპრილს გაზეთ Aftonbladet-ში Demoskop-ის მიერ გამოქვეყნებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ შვედების 57% მხარს უჭერს NATO-ში გაწევრიანებას, მარტში ეს მაჩვენებელი 51% იყო.
შალვა პაპუაშვილი: ვროპაა გრძელვადიანი მშვიდობისა და კეთილდღეობის ნავსაყუდელი
იმედი გვაქვს, რომ სკეპტიკოსების მიუხედავად, 1950 წლის 9 მაისის მსგავსად, ევროკავშირი მიიღებს ისტორიულ და სწორ გადაწყვეტილებას და საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭებს კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება ევროკავშირის დასტური, რომ ქართველი, უკრაინელი და მოლდოველი ხალხის ხმა გაგონილია და ჩვენი ბრძოლა – დანახული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. შალვა პაპუაშვილის თქმით, მიმდინარე წელს ევროპის დღე საქართველოში განსხვავებულ გარემოში აღინიშნება, რადგან 2022 წლის 3 მარტს ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი შეიტანა, რამაც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების, სახელმწიფოებრიობის მშენებლობისა და განმტკიცების ახალ ეტაპს დაუდო სათავე. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ ამ ისტორიული გადაწყვეტილების ლეგიტიმაცია ქართველი ხალხის ურყევ ნებაშია. „წელს განსხვავებულ გარემოში აღვნიშნავთ ევროპის დღეს. საქართველომ 2022 წლის 3 მარტს შეიტანა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი, რითაც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების, სახელმწიფოებრიობის მშენებლობისა და განმტკიცების ახალ ეტაპს დაუდო სათავე. ეს მართლაც ისტორიული მოვლენაა – ამ გადაწყვეტილების ისტორიულ-კონსტიტუციური საფუძვლები და ლეგიტიმაცია ქართველი ხალხის ურყევ ნებაში, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეობასა და ჯერ კიდევ 1921 წლის კონსტიტუციით განსაზღვრულ დემოკრატიულ და პროგრესულ ფასეულობებშია“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, თავისუფლებისთვის ომი 2022 წელს უკრაინით არ დაწყებულა და საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე წუთიდან ჩაერთო ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში. „დღეს უკრაინა თავისუფლებისთვის ომშია ჩართული – ომში, რომელიც 2022 წელს უკრაინით არ დაწყებულა და რომელიც მხოლოდ უკრაინას არ ეხება. ეს არის ბრძოლა ევროპული არჩევანისთვის. ეს არის ბრძოლა, რომელიც ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით 90-იანი წლებიდან და 2008 წლიდან. დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი წუთიდან საქართველო ამ ბრძოლაშია ჩართული. ეს არის ბრძოლა საქართველოს ევროპული განაცხადისთვის, ჩვენი მოსახლეობის ისტორიული არჩევანისთვის და ეს არის ჩვენი ევროპული მომავლისა და ევროპული ოჯახისკენ სწრაფვისთვის დაღვრილი სისხლი. დღესაც, მიმდინარე ოკუპაციის და მისი ტრაგიკული შედეგების მიუხედავად, ქართველი ხალხი ამ არჩევანს არ ცვლის. არ ცვლის იმიტომ, რომ სწორედ ევროპაა საქართველოს თვითგადარჩენის, იდენტობის, ღირებულებების შენარჩუნების ერთადერთი ალტერნატივა; სწორედ ევროპაა გრძელვადიანი მშვიდობისა და კეთილდღეობის ნავსაყუდელი“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქართველებს უკრაინელების ტკივილის ყველაზე კარგად ესმით. მისივე თქმით, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის, მოლდოვისთვის და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება დასტური, რომ ამ ქვეყნების ხმა ევროპამ გაიგონა, ხოლო ბრძოლა – დაინახა. „დღევანდელ დღეს ორმაგი ემოციებით ვხვდებით. ერთი მხრივ, გვტკივა და ქართველებს ყველაზე კარგად გვესმის უკრაინის ტკივილი და ჩვენი შესაძლებლობებით სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის ბრძოლას საკუთარი მიწის დასაცავად. საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ვიყავით უკრაინაში, ბუჩასა და ირპენში – დღევანდელობის გაგრასა და თამარაშენში, რათა საქართველოს ეს მკაფიო გზავნილი გადაგვეცა უკრაინელი ხალხისთვის. მეორე მხრივ, იმედით ვუყურებთ ევროპას. ჩვენ უკვე გადავეცით ევროკომისიის მიერ გამოგზავნილი კითხვარის პირველი ნაწილი ევროკავშირის ელჩს საქართველოში, მეორე და ბოლო ნაწილს ევროკავშირი ხვალ მიიღებს. იმედი გვაქვს, რომ სკეპტიკოსების მიუხედავად, 1950 წლის 9 მაისის მსგავსად, ევროკავშირი მიიღებს ისტორიულ და სწორ გადაწყვეტილებას და საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭებს კანდიდატის სტატუსს. ეს იქნება ევროკავშირის დასტური, რომ ქართველი, უკრაინელი და მოლდოველი ხალხის ხმა გაგონილია და ჩვენი ბრძოლა – დანახული. ევროპა ჩვენი საერთო ოცნებების, ღირებულებების და მომავლის სახლია. ამიტომ ამ ევროპისგან ჩვენ სხვა მოლოდინი ვერ გვექნება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ევროპა ერთადერთი გამოსავალია, ყველას გვინდა მშვიდობაც და თავისუფლებაც, მაშასადამე, გვინდა ევროპა