ძებნის რეზულტატი:
ოდესაში ვიზიტის დროს, სარაკეტო დარტყმის გამო, შარლ მიშელი იძულებული გახდა, თავშესაფარში გადასულიყო - BBC
ევროკავშირის ოფიციალური პირის თქმით, ევროპულის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ოდესაში ვიზიტის დროს, სარაკეტო დარტყმის გამო, იძულებული გახდა, თავშესაფარში გადასულიყო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. შარლ მიშელი უკრაინას რუსეთის შეჭრის შემდეგ მეორედ ეწვია მისივე ცნობით, უკრაინის პრემიერ-მინისტრთან დენის შმიგალთან შეხვედრისას მონაწილეებს შეხვედრის შეწყვეტა დასჭირდათ, რადგან რეგიონზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. პრემიერ-მინისტრ შმიგალთან დისკუსიები, რომლებსაც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევიდან ვიდეოზარის საშუალებით შეუერთდა, ფოკუსირებული იყო იმაზე, თუ როგორ გააგრძელებდა ევროკავშირი უკრაინის მხარდაჭერას ჰუმანიტარული, ეკონომიკური და სამხედრო გამოწვევების დასაძლევად. ცნობისთვის, უკრაინის მთავრობის პრესსამსხურმა შმიგალისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთის შეხვედრის შემდგომი კომენტარი გაავრცელა. „ოდესამ, ისევე როგორც ჩვენი სახელმწიფოს ბევრმა ქალაქმა, უკვე განიცადა ნგრევა რუსი აგრესორისგან. ოდესის დაბომბვა რუსული რაკეტებით ყოველდღიურად ხდება, როგორც ეს მოხდა სულ რაღაც ათი წუთის წინ, ორი რაკეტით. გუშინაც და დღესაც, ყოველდღე დამპყრობლები ცდილობენ, გაანადგურონ ეს მშვენიერი ქალაქი, ჩვენ კი ამოცანის წინაშე ვდგავართ, აღვადგინოთ ყველაფერი, რაც აგრესორმა გაანადგურა“, - ციტირებს შმიგალს მთავრობის პრესსამსახური. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
მაკრონს სურს, შეიქმნას ახალი ევროპული გაერთიანება ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვიან
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ახალი ტიპის „ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის“ შექმნის მომხრეა, რომელიც საშუალებას მისცემს ევროკავშირის მიღმა მყოფ ქვეყნებს, მათ შორის უკრაინასა და ბრიტანეთს, შეუერთდნენ „ძირითად ევროპულ ღირებულებებს“. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ორშაბათს, ევროპარლამენტში, ევროპის მომავლის შესახებ კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა. Reuters-ის ცნობით, მაკრონი გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას პარალელური ერთეული ქვეყნებისთვის, რომლებიც ისწრაფვიან ბლოკში გაწევრიანებისკენ, ან მათთვის, ვინც დატოვა ევროკავშირი, სავარაუდოდ, იგულისხმება ბრიტანეთი. მისი თქმით, ეს „ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობა“ ღია იქნება დემოკრატიული ევროპული ქვეყნებისთვის, დაიცვან მისი ძირითადი ღირებულებები ისეთ სფეროებში, როგორიცაა პოლიტიკური თანამშრომლობა, უსაფრთხოება, თანამშრომლობა ენერგეტიკაში, ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურაში ინვესტიციები და სხვა. მაკრონის თქმით, ამ გაერთიანებაში გაწევრიანება სულაც არ გამოიწვევს ევროკავშირის მომავალ წევრობას და არც დახურული იქნება მათთვის, ვინც დატოვა გაერთიანება. „უკრაინა თავისი ბრძოლითა და გამბედაობით უკვე არის ევროპის, ჩვენი ოჯახის, ჩვენი კავშირის გულწრფელი წევრი“. მაშინაც კი, თუ ხვალ მას კანდიდატის სტატუსს მივანიჭებთ, ყველამ კარგად ვიცით, რომ ევროკავშირში მის გაწევრიანებას რამდენიმე წელი, ალბათ, ათწლეულებიც დასჭირდება, “, - განაცხადა მაკრონმა. ამავე გამოსვლაში, მაკრონმა განაცხადა, რომ კიევმა მოსკოვთან მოლაპარაკების პირობები თავად უნდა განსაზღვროს.
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს ევროპული არჩევანი ჩვენი უალტერნატივო გადაწყვეტილებაა
საქართველოს ევროპული არჩევანი არის ჩვენი უალტერნატივო გადაწყვეტილება და რა თქმა უნდა, ეს არის არა მარტო ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილება, არამედ ეს ჩვენი ქართველი ხალხის არჩევანია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ევროპის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, 2014 წელს ხელი მოეწერა ისტორიულ დოკუმენტს, ასოცირების შეთანხმებას, რასაც მოჰყვა ძალიან მნიშვნელოვანი, პრაქტიკული ხელშესახები შედეგები. „ჩვენ კიდევ ერთხელ ვუერთდებით მოწოდებებს, მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატავო ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ, უკრაინელი ხალხის მიმართ და ვუსურვო ჩვენს უკრაინელ, ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს მშვიდობის აღდგენა მოკლე დროში. საქართველოს ევროპული არჩევანი არის ჩვენი უალტერნატივო გადაწყვეტილება და რა თქმა უნდა ეს არის არამარტო ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილება, არამედ ეს არის ჩვენი ქართველი ხალხის არჩევანი. 2014 წელს ჩვენ მოვაწერეთ ისტორიულ დოკუმენტს ხელი, ასოცირების შეთანხმებას და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რასაც მოყვა ძალიან მნიშვნელოვანი, პრაქტიკული ხელშესახები შედეგები, როგორიც არის უვიზო რეჟიმის ამოქმედება. მოგეხსენებათ რომ ჩვენ მარტის თვეში უკვე ოფიციალურად წარვადგინეთ ჩვენი განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. კიდევ მინდა, აღვნიშნო, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველასთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ომის დამთავრებას უკრაინაში. კიდევ ვიმეორებ – რა თქმა უნდ, ეს არის გამოწვევა მთელი ევროპისთვის, მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის და რა თქმა უნდა, ომის შედეგები განსაზღვრავს მომავალ დღეებს მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის ჩვენთვის, საქართველოსთვის. შესაბამისად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ უპასუხებს თანამედროვე მსოფლიო ამ გამოწვევას, რომელიც დღეს ევროპაში დგას. ჩვენ, ქართველებს გვაერთიანებს ევროპასთან ჩვენი საერთო ღირებულებები, ფასეულობები, ეს არის ის ფასეულობები, რომელიც არის ფუნდამენტური და რომელსაც არასდროს არ გადავუხვევთ. გაუმარჯოს ერთიან საქართველოს და მთლიან ევროპას“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ევროპა ერთადერთი გამოსავალია, ყველას გვინდა მშვიდობაც და თავისუფლებაც, მაშასადამე, გვინდა ევროპა
უკრაინამ ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილიც შეავსო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილზე პასუხები ევროკომისიის პრეზიდენტს ვიდეოკონფერენციის დროს წარუდგინა. ზელენსკიმ ევროკავშირს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერის მკაფიო სიგნალებისთვის უკრაინისთვის ამ მნიშვნელოვან გზაზე. თავის მხრივ, უკრაინის პრემიერ-მინისტრმაამ თემაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე ისაუბრა. ოდესაში ვიზიტის დროს, სარაკეტო დარტყმის გამო, შარლ მიშელი იძულებული გახდა, თავშესაფარში გადასულიყო - BBC შარლ მიშელი უკრაინას რუსეთის შეჭრის შემდეგ მეორედ ეწვია „დღეს უკრაინა, ისევე როგორც მთელი ევროპა, განიცდის ერთ-ერთ ურთულეს განსაცდელს მის ისტორიაში. უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება როგორც ჩვენი ხალხისადმი მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი, ასევე, პასუხი რუსეთის სამხედრო აგრესიაზე და ომის შემდგომი მსოფლიო წესრიგის გადახედვის მცდელობებზე“, - განაცხადა შმიგალმა. ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა უკრაინამ შევსებული კითხვარი, პირველი ნაწილი, რომელიც 8 აპრილს ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში ვიზიტისას გადასცა, 17 აპრილს, დააბრუნა. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინა: რუსეთში აღლუმის საჰაერო ნაწილი არა ამინდის, არამედ უკრაინული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების გამო გაუქმდა
მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავი აღლუმის საჰაერო ნაწილი არა ამინდის, არამედ იმიტომ გაუქმდა, რომ ზოგიერთ ქალაქში მათ, შესაძლოა, გზად უკრაინული პორტაბელური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები (ПЗРК) შეხვედროდათ, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის განცხადებაშია ნათქვამი. „ამიტომ ისტორია „ცუდი ამინდის“ შესახებ, მხოლოდ მანიპულაციაა, რადგან რუსეთისთვის 500 მილიონი რუბლის დახარჯვა, პუტინისთვის საკრალურ თარიღთან მიმართებით პრობლემას არ წარმოადგენს. თანაც იმის გათვალისწინებით, რომ სხვადასხვა შეფასებით, რუსეთის ფედერაცია უკრაინაში „სპეცოპერაციაზე“ $500 მილიონიდან $20 მილიარდამდე ხარჯავს“, - ნათქვამია განცხადებაში. მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმის საჰაერო ნაწილი გაუქმდა, განაცხადა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti-სთან. პესკოვმა მიზეზად ამინდი დაასახელა. რუსეთში ნაციზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავს აღნიშნავენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკიხეთ მოსკოვში აღლუმის საჰაერო ნაწილი გაუქმდა
პეტერ სიიარტო: უნგრეთი არ დაუჭერს მხარს რუსეთის წინააღმდეგ ნავთობემბარგოს
„უნგრეთს არ შეუცვლია პოზიცია რუსეთის წინააღმდეგ ნავთობის ემბარგოსთან დაკავშირებით, ქვეყანა მზად არაა ამ საკითხის მხარდასაჭერად, მიუხედავად რთული მოლაპარაკებებისა და დათმობებისა, რაც ბოლო დღეებში შესთავაზეს“, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, იუწყება European Pravda HVG.hu-ზე დაყრდნობით. „უნგრეთი მხარს არ დაუჭერს ევროკომისიის ინიციატივას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ, რადგან ეს პრობლემას უქმნის უნგრეთს და არ შეიცავს წინადადებას ამ პრობლემის გადასაჭრელად“, - განაცხადა სიიარტომ. ევროკავშირი უნგრეთის, სლოვაკეთისა და ჩეხეთის ნავთობემბარგოსგან გათავისუფლებას 2024 წლამდე აპირებს. ამის შესახებ Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით დაწერა. Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შესაძლოა, სლოვაკეთი და უნგრეთი გათავისუფლდნენ რუსული ნავთობის შესყიდვის ემბარგოსგან, რადგან ეს ორი ქვეყანა მეტწილად რუსულ ნავთობზეა დამოკიდებული. სლოვაკეთი ნავთობის თითქმის მთელ იმპორტს რუსეთიდან იღებს და აცხადებდა, რომ ქვეყანას 120 დღის მარაგი ჰქონდა. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა. ეს პაკეტი რუსეთიდან ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს. ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსულ ნავთობზე დამოკიდებულებას წყვეტს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპარლამენტს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, ნედლი ნავთობის იმპორტი ექვსი თვის განმავლობაში, ეტაპობრივად შეწყვიტონ, გადამუშავებული პროდუქტების იმპორტი კი, წლის ბოლომდე უნდა შეწყდეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ უნგრეთი და სლოვაკეთი რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვას 2023 წლის ბოლომდე არსებული კონტრაქტების მიხედვით შეძლებენ - Reuters
ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების საკითხს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან პირადად განიხილავს
ევროკომისიის პრეზიდენტი რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების საკითხს უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან პირადად განიხილავს. ინფორმაციას ურსულა ფონ დერ ლაიენის პრესმდივანი ავრცელებს. „ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უნგრეთში მიემგზავრება, რათა პრემიერ-მინისტრ ორბანს შეხვდეს. ისინი განიხილავენ საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია ენერგორესურსების მიწოდების ევროპულ უსაფრთხოებასთან“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტის პრესმიდვანი. როგორც ცნობილია, უნგრეთი არ უჭერს მხარს ევროკომისიის წინადადებას, რომ რუსულ ნავთობზე სრული ემბარგო დაწესდეს. დღეს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ბუდაპეშტს ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია არ შეუცვლია. ევროკავშირი უნგრეთის, სლოვაკეთისა და ჩეხეთის ნავთობემბარგოსგან გათავისუფლებას 2024 წლამდე აპირებს. ამის შესახებ Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით დაწერა. Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შესაძლოა, სლოვაკეთი და უნგრეთი გათავისუფლდნენ რუსული ნავთობის შესყიდვის ემბარგოსგან, რადგან ეს ორი ქვეყანა მეტწილად რუსულ ნავთობზეა დამოკიდებული. სლოვაკეთი ნავთობის თითქმის მთელ იმპორტს რუსეთიდან იღებს და აცხადებდა, რომ ქვეყანას 120 დღის მარაგი ჰქონდა. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა. ეს პაკეტი რუსეთიდან ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს. ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსულ ნავთობზე დამოკიდებულებას წყვეტს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპარლამენტს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, ნედლი ნავთობის იმპორტი ექვსი თვის განმავლობაში, ეტაპობრივად შეწყვიტონ, გადამუშავებული პროდუქტების იმპორტი კი, წლის ბოლომდე უნდა შეწყდეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ უნგრეთი და სლოვაკეთი რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვას 2023 წლის ბოლომდე არსებული კონტრაქტების მიხედვით შეძლებენ - Reuters
იუსტიციის მინისტრი: მოვუწოდებთ სახალხო დამცველს, თუკი აქვთ სააკაშვილის თანხმობა, გაასაჯაროონ წერილობითი კითხვები
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ 30 აპრილს სახალხო დამცველის აპარატს გაეგზავნა კითხვები, რომლებიც დასმული იყო ექიმების მიერ, მაგრამ წერილობითი პასუხი უწყებას არ მიუღია. „თუ სახალხო დამცველს აქვს სააკაშვილისგან წერილობითი თანხმობა, მაშინ გაასაჯაროონ ის წერილობითი კითხვები, რომლებითაც მივმართეთ ჩვენ; გახდეს საზოგადოებისთვის ცნობილი და იმსჯელოს სამედიცინო საზოგადოებამ“. რაც შეეხება სახალხო დამცველის კონსილიუმის ექიმებისა და პენიტენციური სამსახურის სამედიცინო პერსონალის შეხვედრას, მინისტრის თქმით, ამ საკითხს ექიმები გადაწყვეტენ. „ჩვენი სამედიცინო პერსონალი და სამედიცინო დეპარტამენტი იმსჯელებს, რამდენად საჭიროა შეხვედრა“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. პენიტენციური სამსახური: მიხეილ სააკაშვილი 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა.
ალექსანდრ ნოვაკი: რუსული ნავთობკომპანიები, ახალ ვითარებაში ეძებენ ექსპორტის ახალ მიმართულებებს
რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ რუსეთმა ნავთობის გასაყიდად ახალი ბაზრები იპოვა და ნედლეულის მიწოდებას გაზრდის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებში და სხვა მიმართულებითაც. მისი თქმით, რუსეთში ნავთობის მოპოვება მაისში აპრილთან შედარებით გაზრდილია, გადამუშავებასთან დაკავშირებული საკითხები კი სტაბილური. ნოვაკის განცხადებით, რუსული ნავთობკომპანიები ახალ ვითარებაში ეძებენ ექსპორტის ახალ მიმართულებებს. „ჩვენ ვხედავთ, რა თქმა უნდა, რომ არიან ახალი მყიდველები, მათ შორის შეინიშნება მიმწოდებლების მოცულობის ზრდა სხვა მიმართულებით, მათ შორის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში,” - თქვა მან. ამასთან, ნოვაკის თქმით, რუსეთის ფედერაცია ასევე იკვლევს ახალი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას ინფრასტრუქტურის შესაქმნელად ნავთობის მარაგების დივერსიფიკაციისთვის. ერთ-ერთი მათგანი შეიძლება იყოს „აღმოსავლეთ ციმბირი-წყნარი ოკეანის მილსადენის“ გაფართოება ჩინეთში“, - აღნიშნა ნოვაკმა. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა. ეს პაკეტი რუსეთიდან ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს. ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსულ ნავთობზე დამოკიდებულებას წყვეტს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპარლამენტს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, ნედლი ნავთობის იმპორტი ექვსი თვის განმავლობაში, ეტაპობრივად შეწყვიტონ, გადამუშავებული პროდუქტების იმპორტი კი, წლის ბოლომდე უნდა შეწყდეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ უნგრეთი და სლოვაკეთი რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვას 2023 წლის ბოლომდე არსებული კონტრაქტების მიხედვით შეძლებენ - Reuters
სენატორმა ჯიმ რიშმა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებული არჩევნები დაგმო
აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის რესპუბლიკელი წევრი ჯიმ რიში Twitter-ზე რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეხმაურა. „უკრაინა არ არის ერთადერთი ერი, რომლის დაშლა და განადგურება სცადა პუტინმა. სამხრეთ ოსეთი არის საქართველოს იმ ორი რეგიონიდან ერთ-ერთი, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ. მე და საერთაშორისო საზოგადოება ვგმობთ გუშინდელ უკანონო არჩევნებს სამხრეთ ოსეთში და განვაგრძობთ საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას", - წერს ჯიმ რიში. „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა დამარცხება აღიარა და „ნიხასის“ ლიდერს ალან გაგლოევს წარმატება უსურვა. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში საარჩევნო უბნები დაიხურა „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი მონაცემები გამოაქვეყნა. ოქმების 18%-ის დათვლის შედეგად, ანატოლი ბიბილოვს - 2274 ხმა (37%) აქვს, ალან გაგლოევს - 3686 ხმა (59,22%), ყველას წინააღმდეგ - 236-მა მისცა ხმა (3,79%)“. ასევე წაიკითხეთ ბიბილოვმა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ფილიპინებზე, არჩევნებში დიქტატორ ფერდინანდ მარკოსის შვილი ლიდერობს
ფილიპინელი დიქტატორის ფერდინანდ მარკოსის შვილი, მარკოს უმცროსი, მეტსახელად ბონგბონგი, საპრეზიდენტო არჩევნებში ლიდერობს. ამის შესახებ Reuters წყაროებზე დაყრდნობით, საარჩევნო ხმების დათვლის არაოფიციალური შედეგების, კონფიდენციალურ მონაცემებზე დაყრდნობით წერს. ბიულეტენების 2/3-ის დათვლის შემდეგ მარკოს-უმცროსი ხმების რაოდენობით თითქმის ორჯერ უგებს თავის უახლოეს კონკურენტ ლენი რობრედოს, რომელსაც ვიცე-პრეზიდენტის პოსტი უკავია. BBC-ის ცნობით, ოფიციალური მონაცემები, რამდენიმე დღეში გასაჯაროვდება. ბონგბონგ მარკოსი პრეზიდენტობის კანდიდატად იმავე პარტიამ დაასახელა, რომლიც კანდიდატიც მოქმედი პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე იყო. ის ცნობილია, ნარკოტიკების წიინააღმდეგ კამპანიით, რომლის დროსაც რამდენიმე ათასი ადამიანი სასამართლოს განაჩენის გარეშე მოკლეს. დუტერტეს გოგო მარკოსთან ერთად კენჭს იყრის ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე. 64 წლის მარკოსს რეალური პოლიტიკური პლატფორმა არ წარუდგენია. თუმცა მის გაპრეზიდენტებას დუტერტეს მომხრეები ელიან, რადგან მისი „მკაცრი ხელი“ მომხრეებში პოპულარული აღმოჩნდა და ხელისუფლების კონსოლიდაცია სწრაფად შეძლო. ფერდინანდ მარკოსი ფილიპინების პრეზიდენტი 1965-1986 წლებში იყო. მისი მმართველობის უმატეს ნაწილში, ქვეყანაში საგანგებო სიტუაცია მოქმედებდა. მისი მმართველობის დროს ფილიპინებზე ხშირად ხდებოდა დისიდენტებისა და ოპოზიციონერების მკვლელობები და გატაცებები. ამასთან, ცნობილია, რომ მარკოსების ოჯახმა ფილიპინების სახელმწიფო ხაზინიდან მილიარდობით დოლარი გაიტაცა.
თენგიზ ცერცვაძე: თანამდებობაზე ვრჩები
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველის არხის ეთერში განაცხადა, რომ თანამდებობაზე რჩება. ცერცვაძის განცხადებით, მან საზოგადოებისგან უპირობო მხარდაჭერა იგრძნო. „დიახ, ვრჩები. ერთი, რამაც მაფიქრებინა, რომ ის განცხადება ემოციური იყო და შეიძლება, საქმისთვის და ქვეყნისთვის სჯობს, დავრჩე არის ის, რომ ძალიან საინტერესო იყო რეაქცია. მე რომ მეგონა თავიდან, მთელი ქვეყანა დაინგრა და ჩემს წინააღმდეგ არის, აღმოჩნდა, რომ ეს არის საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილი, იმდენად მცირე, რომ მე ეს განწყობები და მსგავსი შეფასებები ვერსად ვიგრძენი, ვერც სამსახურში, ვერც ყოფით პირობებში. საზოგადოებისგან ვიგრძენი ცალსახა და უპირობო მხარდაჭერა, ამან მაფიქრებინა, რომ მე კი არ უნდა ვტოვებდე სამსახურს, ეს ხალხი უნდა ტოვებდეს“, – განაცხადა ცერცვაძემ. 27 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ამოწმებს, რამდენად მიზნობრივად დაიხარჯა კოვიდკლინიკებისთვის გამოყოფილი თანხები. 4 მაისს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ცილისწამების გამო სამსახურიდან წასვლაზე ფიქრობდა. „ძალიან გულნატკენი და შეურაცხყოფილი ვარ იმ უკიდურესად უსამართლო, სინამდვილისგან და საღი აზრისგან სრულიად აცდენილ და აბსოლუტურად უსაფუძვლო ცილისწამებების და ბრალდებების გამო, რომლებიც ბოლო დღეებში ჩემი (და არამარტო ჩემი) მისამართით გამოითქმება (საბედნიეროდ, საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილის მიერ)“, – წერდა ცერცვაძე. თენგიზ ცერცვაძე: მე ნამდვილად ვფიქრობ სამსახურიდან შესაძლო წასვლაზე - შეურაცხყოფილი ვარ უკიდურესად უსამართლო ცილისწამებების გამო 6 მაისს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ მისი უწყება, არ გეგმავს ინფექციური საავადმყოფოს შემოწმებას კოვიდკლინიკებში თანხების არამიზნობრივად გახარჯვასთან დაკავშირებით.
ჯო ბაიდენმა უკრაინის დასახმარებლად ლენდ-ლიზის კანონს ხელი მოაწერა
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის დასახმარებლად ლენდ-ლიზის კანონს ხელი მოაწერა. „ახლახანს ვაწერ ხელს დოლუმენტს, რომელიც დაეხმარება უკრაინის მთავრობას და უკრაინელ ხალხს, მათ ბრძოლაში საკუთარი ხალხისა და დემოკრატიის დასაცავად და პუტინის საზარელი ომის წინააღმდეგ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა კონგრესმენს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ კანონს და გვერდით დაუდგა უკრაინას. ჩვენ ვლოცულობთ უკრაინელთა თავისუფლებისთვისა და სიცოცხლისთვის იმ დროს, როდესაც საზარელ დანაშაულებს სჩადიან რუსები მათ წინააღმდეგ. ძალიან ძვირი ფასის გადახდა უწევს უკრაინას. გუშინ აღვნიშნეთ, გამარჯვების დღე, ის საშინელება რაც მეორე მსოფლიო ომმა მოიტანა და სადაც ფაშიზმი დამარცხდა. მაგრამ 1950 წლის 9 მაისს ევროპამ დაიწყო საკუთარი ეკონომიკების შერწყმა და ახლა 27 სახელმწიფოსგან სემდგარი ევროკავშირი ჩამოყალიბდა. დასაწყისშიც ვთქვი, არის რაღაც რაც ყველასთვის სასარგებლოა, ეკონომიკური კუთხით თანამშრომლობა და უკრაინისთვის ყველანაირი დახმარება“, - განაცახადა ჯო ბაიდენმა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დასახმარებლად ლენდ-ლიზის კანონპროექტი 28 აპრილს დაამტკიცა. „უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტით" აშშ შეძლებს აუცილებელი მნიშვნელობის სამხედრო აღჭურვილობა და სხვა მნიშვნელოვანი მარაგები უკრაინას ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მიაწოდოს. ლენდ-ლიზის პროგრამა მეორე მსოფლიო ომის დროს შეიქმნა და კონფლიქტის მსვლელობაში გადამწყვეტი მნიშვნელობის აქტად მიიჩნევა, ვინაიდან ამ გადაწყვეტილებამ აშშ-ს მისცა შესაძლებლობა, ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ მებრძოლი მოკავშირეებისთვის ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე, სწრაფად მიეწოდებინა იარაღი და მარაგები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, უნგრეთთან რუსული ნავთობის ემბარგოზე პროგრესია მიღწეული
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა Twitter-ზე დაწერა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების საკითხზე მოლაპარაკებებში პროგრესია მიღწეული. „ამ საღამოს მოლაპარაკებები პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან დაგვეხმარა სანქციებთან და ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების გარკვევაში. ჩვენ პროგრესს მივაღწიეთ, თუმცა საჭიროა შემდგომი სამუშაოები. მე მოვიწვევ ვოდეოკონფრენეციას რეგიონულ მოთამაშეებთან სანავთობო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით რეგიონული თანამშრომლობის გასაძლიერებლად“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი. ურსულა ფონ დერ ლაიენი დღეს ბუდაპეშტში ჩავიდა, სადაც პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ევროკავშირის მიერ რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების საკითხი უნდა განეხილა. როგორც ცნობილია, უნგრეთი არ უჭერს მხარს ევროკომისიის წინადადებას, რომ რუსულ ნავთობზე სრული ემბარგო დაწესდეს. 9 მაისს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ბუდაპეშტს ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია არ შეუცვლია. ევროკავშირი უნგრეთის, სლოვაკეთისა და ჩეხეთის ნავთობემბარგოსგან გათავისუფლებას 2024 წლამდე აპირებს. ამის შესახებ Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით დაწერა. Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შესაძლოა, სლოვაკეთი და უნგრეთი გათავისუფლდნენ რუსული ნავთობის შესყიდვის ემბარგოსგან, რადგან ეს ორი ქვეყანა მეტწილად რუსულ ნავთობზეა დამოკიდებული. სლოვაკეთი ნავთობის თითქმის მთელ იმპორტს რუსეთიდან იღებს და აცხადებდა, რომ ქვეყანას 120 დღის მარაგი ჰქონდა. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა. ეს პაკეტი რუსეთიდან ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს. ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსულ ნავთობზე დამოკიდებულებას წყვეტს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპარლამენტს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, ნედლი ნავთობის იმპორტი ექვსი თვის განმავლობაში, ეტაპობრივად შეწყვიტონ, გადამუშავებული პროდუქტების იმპორტი კი, წლის ბოლომდე უნდა შეწყდეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ უნგრეთი და სლოვაკეთი რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვას 2023 წლის ბოლომდე არსებული კონტრაქტების მიხედვით შეძლებენ - Reuters
ვოლოდიმირ ზელენსკი: „ლენდ-ლიზის“ კანონზე ხელმოწერა ისტორიული ნაბიჯია
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენის მიერ უკრაინისთვის „ლენდ-ლიზის“ კანონზე ხელმოწერას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ისტორიული ნაბიჯია. „მადლობელი ვართ ამერიკის პრეზიდენტისა და ამერიკელი ხალხის უკრაინის მხარდაჭერისთვის ჩვენი თავისუფლებისა და მომავლისთვის ბრძოლაში. „ლენდ-ლიზის“ კანონზე ხელმოწერა ისტორიული ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, ისევ ერთად გავიმარჯვებთ. ჩვენ დავიცავთ დემოკრატიას უკრაინასა და ევროპაში, როგორც 77 წლის წინ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის „ლენდ-ლიზის“ შესახებ კანონს ხელი მოაწერა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დასახმარებლად ლენდ-ლიზის კანონპროექტი 28 აპრილს დაამტკიცა. „უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტით" აშშ შეძლებს აუცილებელი მნიშვნელობის სამხედრო აღჭურვილობა და სხვა მნიშვნელოვანი მარაგები უკრაინას ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მიაწოდოს. ლენდ-ლიზის პროგრამა მეორე მსოფლიო ომის დროს შეიქმნა და კონფლიქტის მსვლელობაში გადამწყვეტი მნიშვნელობის აქტად მიიჩნევა, ვინაიდან ამ გადაწყვეტილებამ აშშ-ს მისცა შესაძლებლობა, ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ მებრძოლი მოკავშირეებისთვის ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე, სწრაფად მიეწოდებინა იარაღი და მარაგები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ჯო ბაიდენი: ვლადიმერ პუტინს შეცდომით ეგონა, რომ უკრაინაში ინტერვენცია NATO-სა და ევროკავშირს გატეხდა
"ვლადიმერ პუტინს არ აქვს უკრაინის ომიდან გამოსვლის გზა", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განცხადა. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ბაიდენის თქმით, პუტინს შეცდომით ეგონა, რომ უკრაინაში ინტერვენცია NATO-სა და ევროკავშირს გატეხდა. "პუტინს შეცდომით ეგონა, რომ უკრაინაში ინტერვენცია NATO-სა და ევროკავშირს გატეხდა. პუტინი ძალიან ანგარიშიანი კაცია და პრობლემა, რომელიც მას ახლა ადარდებს არის ის, რომ რუსეთის პრეზიდენტს არ აქვს გამოსვლის გზა", - განაცხადა ბაიდენმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: ჯო ბაიდენმა უკრაინის დასახმარებლად ლენდ-ლიზის კანონს ხელი მოაწერა
ლევან დავითაშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. როგორც აშშ-ში საქართველოს ელჩის, დავით ზალკალიანის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, ვიზიტის ფარგლებში იმართება მნიშვნელოვანი მაღალი დონის შეხვედრები საქართველო-აშშ-ის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. „აღსანიშნავია ვიცე-პრემიერის შეხვედრა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელთან (USTR) ქეთრინ თაისთან. მსგავსი მაღალი დონის პოზიტიური შეხვედრა, რომელზეც წლებია ვმუშაობთ, ხაზს უსვამს საქართველო-აშშ-ის ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას და ორმხრივი სავაჭრო რეჟიმის გაუმჯობესების აუცილებლობას. საქართველოსა და აშშ-ის შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იქნება პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების ნაზავი და აშშ-ის ეკონომიკური ინტერესების გაზრდის ნათელი გზავნილი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებებსა და ეკონომიკურ განვითარებას, მათ შორის ვაჭრობის დივერსიფიკაციის საჭიროებებს. ვიცე-პრემიერს ჰქონდა ფართო და ყოვლისმომცველი საუბარი აშშ – ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორთან სკოტ ნათანთან. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია – Development Finance Corporation -(DFC), გააგრძელებს საქართველოში ისეთი დარგების მხარდაჭერას, როგორიცაა საფინანსო სექტორი, ტურიზმი, ჯანდაცვა, წარმოება, განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება და სხვა. ამჟამად, ორგანიზაცია საქართველოში 12 მოქმედ პროექტს ახორციელებს, რომლის საერთო ღირებულება 188 მლნ აშშ დოლარია. ჯამში კი სააგენტომ საქართველოში 750 მლნ აშშ დოლარზე მეტი თანხის ინვესტიცია განახორციელა. DFC-ის უაღრესად მნიშვნელოვანი როლი შეაქვს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში. ამ კონტექსტში, DFC-ის მიერ რეგიონული ოფისის ჩვენს დედაქალაქში გახსნა იქნება ჩვენს ქვეყანასა და რეგიონში აშშ-ის ეკონომიკური ინტერესების გაზრდის ნათელი გზავნილი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. ამავე ინფორმაციით, დღის ბოლოს, ვიცე-პრემიერი შეხვდა აშშ-ის ექსპორტისა და იმპორტის ბანკის (EXIM Bank) ვიცე პრეზიდენტს ჯუდიტ პრაიორს. აღნიშნულ შეხვედრაზე გამოითქვა ქართული მხარის მკაფიო სურვილი, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტი ამერიკული კომპანია იყოს წარმოდგენილი. შეხვედრაზე ასევე განიხილეს მთელი რიგი დარგებისა, რომელთა განვითარებაც ხელს შეუწყობს ორმხრივი ბიზნეს – კავშირების გაღრმავებას. ვიზიტის ფარგლებში, ვიცე-პრემიერი შეხვედრებს გამართავს კონგრესში და მონაწილეობას მიღებს ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში, რომელიც საქართველო-აშშ-ის შორის კომერციული და სავაჭრო თანამშრომლობის განვითარებას ეხება.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრა ქალაქ დედოფლისწყაროს, სამხრეთ-დასავლეთით, სოფელ ლენინოვკაში დაფიქსირდა. მისი სიმძლავრე 4.3 მაგნიტუდას შეადგენდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალები: უკრაინელმა ჯარისკაცებმა დონბასში ერთ დღეში მტრის 15 თავდასხმა მოიგერიეს
უკრაინელმა ჯარისკაცებმა დონბასში ერთ დღეში მტრის 15 თავდასხმა მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება. „წინა დღის განმავლობაში დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიაზე უკრაინის დამცველებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის თხუთმეტი თავდასხმა. კრაინელმა ჯარისკაცებმა გაანადგურეს მტრის 1 საზენიტო სარაკეტო სისტემა, 9 ტანკი, 3 საარტილერიო სისტემა, 25 ერთეული საბრძოლო ჯავშანმანქანა, 3 ერთეული სპეციალური საინჟინრო აღჭურვილობა, მტრის 3 მანქანა.“, - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ავსტრიაში მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა - დაიღუპა ერთი ადამიანი
ავსტრიაში, ვენის მახლობლად მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. სარკინიგზო კატასტროფის შედეგად, დაიღუპა ერთი და დაშავდა რამდენიმე პირი, მათგან სამი მძიმედ. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. როგორც ცნობილია, სარკინიგზო შემთხვევის შედეგად, ვენისკენ მიმავალი მატარებლის ორი ვაგონი ლიანდაგებიდან გადავიდა. ამ ეტაპზე, უცნობია, რა გახდა მომხდარის მიზეზი.