ძებნის რეზულტატი:

ოდესაში, რუსი სამხედროების მიერ სარაკეტო დარტყმების შედეგად, სულ მცირე, 1 ადამიანი დაიღუპა და 5 დაიჭრა

უკრაინის ქალაქ ოდესაში, რუსი სამხედროების მიერ სარაკეტო დარტყმების შედეგად, სულ მცირე, 1 ადამიანი დაიღუპა და 5 დაიჭრა. ამის შესახებ უკრაინის არმიის სამხრეთის სარდლობა იუწყება. მისი ინფორმაციით, ქალაქს ესროლეს ძველი, საბჭოთა პერიოდის 7 რაკეტა, რომლებიც მოხვდა სავაჭრო ცენტრს და საქონლის საწყობს. ცნობისთვის, ოდესაზე სარაკეტო იერიში განხორციელდა 9 მაისს, დღის პირველ ნახევარშიც.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის შეიარაღებული ძალები: უკრაინელმა ჯარისკაცებმა დონბასში ერთ დღეში მტრის 15 თავდასხმა მოიგერიეს  

კიმ ჩენ ინმა ვლადიმერ პუტინს გამარჯვების დღე მიულოცა

ჩრდილოეთ კორეის დიქტატორმა, კიმ ჩენ ინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს გამარჯვების დღე მიულოცა და მოსკოვის მიმართ "მტკიცე სოლიდარობა" გამოხატა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.  "ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული და ტრადიციული მეგობრული ურთიერთობა სტაბილურად განვითარდება", - აღნიშნავს კიმ ჩენ ინი. ცნობისთვის, გუშინ მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმის საჰაერო ნაწილი გაუქმდა. რუსეთში 9 მაისს, ნაციზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავს აღნიშნავენ. ასევე წაიკითხეთ: ვლადიმერ პუტინი: რუსეთმა პროაქტიულად უპასუხა აგრესიას. ეს იყო იძულებითი და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მოსკოვში აღლუმის საჰაერო ნაწილი გაუქმდა  

რატომ ძვირდება მზესუმზირის ზეთი

რუსეთიდან მზესუმზირის ზეთის იმპორტი რთულდება. საქართველოსთვის იაფი იმპორტის ალტერნატიული ბაზარი ჯერ არ ჩანს. Europetime-თან საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია, ამბობს, რომ ბაზარზე დეფიციტი არ იქნება, თუმცა ივნისიდან საკვებ ზეთზე ფასი კიდევ გაიზრდება.  „რუსეთი არასტაბილური პარტნიორია, რადგან იგივე პანდემიის პერიოდშიც ზეთის ექსპორტზე ფიქსირებული გადასახადი გაზარდა და მაშინაც სერიოზული პრობლემები შეგვექმნა. 1-ელი ივლისიდან რუსეთიდან 1 ტონა მზესუმზირის ზეთის შემოტანაზე ექსპორტის გადასახადი $525 ხდება. მაისში ამ გადასახადმა ტონაზე $372,2 შეადგინა აპრილში კი $313. ეს კი საბაზრო ფასებზე პირდაპირპროპორციულად აისახება. დიდი ალბათობით, ივნისიდან იპმორტირებული 1 ლიტრი ზეთი 11-12 ლარი ეღირება“. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველოსთვის მზესუმზირის ზეთის იმპორტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბაზარი დაიხურა. უკრაინიდან ზეთის იმპორტი თებერვლიდან შეწყდა. ამ დრომდე რუსეთი პროდუქტის ყველაზე მსხვილი მომწოდებელია. საქსტატის მონაცემებით, იანვარ-მარტში ქვეყნიდან მზესუმზირის ზეთის შესაძენად სულ $3,8 მილიონი გავიდა, ხოლო რუსეთიდან საქართველოში $2.5 მილიონის ღირებულების 1 709 ტონა მზესუმზირის ზეთი იმპორტირდა. აზერბაიჯანიდან იმპორტმა 475.2 ტონა შეადგინა, რაშიც იმპორტიორებმა $850.4 ათასი გადაიხადეს. რაც შეეხება უკრაინას, 3 თვეში ქვეყანამ სულ 239.2 ტონა მზესუმზირის ზეთი $416.1 ათასად შეიძინა. ეს მაჩვენებლები 2021 წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით შემცირებულია. საგულისხმოა ისიც, რომ მარტში უკრაინიდან ზეთის იმპორტი არ განხორციელებულა. 2022 წლის პირველ კვარტალში მცირე მოცულობებით საქართველოში მზესუმზირის ზეთი გერმანიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბელგიიდან და თურქეთიდან შემოვიდა. „რუსეთიდან რთულდება და ძვირდება პროდუქტის შემოტანა. ალტერნატიული ბაზრებზე გასვლა კი არ არის ადვილი“, - ამბობს Europetime-თან ადგილობრივ ბაზარზე მზესუმზირის ზეთის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორის „ჩირინას“ ხელმძღვანელი რეზო ვაშაკიძე. მისი, თქმით რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, მზესუმზირის ზეთი უკრაინიდან, მელიტოპოლის ქარხნიდან შემოჰქონდა, ახლა კი იმპორტს რუსეთიდან ახორციელებს. „ივნისიდან მზესუმზირის ზეთი საშუალოდ კიდევ 20-30%-ით გაძვირდება“, - ამბობს ვაშაკიძე. ბაზრის დივერსიფიკაციაზე საუბრობს დისტრიბუროტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, თუმცა არ მალავს, რომ ეს საკმაოდ რთული პროცესია. „რთული პროცედურებია და დროშია გაწელილი. აზერბაიჯანიდან მზესუმზირის ზეთის მცირე რაოდენობა შემოდის, რაც ბაზარს აბალანსებდა. ძირითადად ალტერნატივად არგენტინა განიხილება“. კომპანია „ჩირინას“ ხელმძღვანელი რუსეთის ბაზრის ალტერნატივად ბრაზილიას განიხილავს. „აქ პრობლემა ლოჯისტიკაა. მანძილი დიდია და ბუნებრივია ზეთზე ფასი გაიზრდება“. მზესუმზირის ზეთის იმპორტიორების ნაწილი, ბაზარზე შექმნილ ვითარებას პესიმისტურად უყურებს. ზოგიერთი უკრაინის ჩაკეტვის შემდეგ, ბაზრის ამ სეგმენტიდან საერთოდ გავიდა. „უკრაინიდან შემოგვქონდა მზესუმზირის ზეთი და ომის გამო გაჩერებული ვართ. რაც შეეხება რუსეთის ბაზარს, ამ მიმართულებით არ წავედით, რადგან არასტაბილური პარტნიორია“, - აცხადებენ სადისტრიბუციო კომპანია L ჯორჯიაში. რაც შეეხება ადგილობრივ წარმოებას, კომპანია „ქარვა“ რომელსაც ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებდა და შეიძლება ითქვას, ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე იყო, გაჩერებულია. როგორც კომპანიაში გვითხრეს ადგილობრივი მზესუმზირითი ზეთის წარმოება ჯერ კიდევ პანდემიამდე ფინანსური პრობლემების გამო შეწყვიტეს. წარმოებას ნაწილობრივ უკრაინიდან მზესუმზირას იმპორტით აბალანსებდნენ. „ახლა კი უკრაინაში ომია და შესაბამისად ნედლეულის ეს ბაზარიც ჩაიკეტა“, - აცახდებენ კომპანიაში. ამ დროისთვის, ბაზარზე ადგილობრივი ნედლეულით მხოლოდ მცირე, ოჯახური ზეთის სახდელები მუშაობენ. ისიც, მხოლოდ სეზონურად. მაისის მონაცემებით, ბაზარზე და სავაჭრო ქსელებში იმპორტირებული მზესუმზირას ზეთის ფასი, მაისის მონაცემებით ბრენდისა და ხარისხის მიხედვით 7,5-ლარიდან 10 ლარამდე მერყეობს. რაც შეეხება ადგილობრივ ოჯახურ საწარმოებში დაწურული მზესუმზირას ზეთის ფასს, 1 ლიტრის ღირებულება ადგილზე 10 ლარია, ხოლო საკოლმეურნეო ბაზრებში 15 ლარს შეადგენს. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის აპრილში ინფლაციამ 12,8% შეადგინა, რომელშიც სურსათისა და უალკოჰოლო ნაწარმის წილი 6,77% -ია. ამასთან აპრილში ზეთი და ცხიმი კიდევ 20,8%-ით გაძვირდა. რატომ ვერ ვითარდება საქართველოში მზესუმზირის ზეთის ადგილობრივი წარმოება? სად არის პრობლემა? Europetime ამ საკითხის შესწავლას დაიწყებს და პუბლიკაციებს მოამზადებს.

ბოლო 1 კვირის განმავლობაში, საქართველოში კოვიდინფიცირების 745 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 8 პაციენტი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ბოლო 1 კვირის განმავლობაში, საქართველოში კოვიდინფიცირების 745 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 984 ადამიანი, 8 პაციენტი კი გარდაიცვალა. სულ ჩატარდა 112 564 ტესტი ტესტი (101 045 ანტიგენ ტესტი, 11 519 პჯრ ტესტი. მათივე ცნობით, უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, ის 0.66%-ს შეადენს. ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოცხადდა.  

იაპონიამ, მიხაილ მიშუსტინისა და რუსეთის თავდაცვის კომპანიებს სანქციები დაუწესა

იაპონიამ გამოაცხადა ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. კერძოდ, ისინი მიმართულია პრემიერ მინისტრ მიხაილ მიშუსტინისა და თავდაცვის სექტორის კომპანიებზე. საუბარია სანქცირებული ჯგუფებისთვის გარკვეული საქონლის ექსპორტის აკრძალვაზე და რიგი რუსი ოფიციალური პირებისა და ე.წ. „LDNR“-ის წარმომადგენლების აქტივების გაყინვაზე. სანქციები ეხება რუსეთის რვა მოქალაქესა და ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების 133 წევრს. იაპონიის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, სიაში შედიან მიშუსტინი, ოლიგარქი ვლადიმირ ბოგდანოვი და ოლიგარქ გენადი ტიმშენკოს ოჯახის წევრები. სანქციების ქვეშაა, ასევე 70 კომპანია და კონცერნი „ალმაზ-ანტეი“, კორპორაცია „ტაქტიკური სარაკეტო შეიარაღება“, რუსეთის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი „ეტალონი“. შეგახსენებთ, რომ იაპონიის მიერ სანქცირებულთა სიაშია რუსეთისა და ბელორუსის 700-მდე მოქალაქე და 200 ორგანიზაცია. რუსეთმა იაპონიის სანქციებს თავადაც სანქციების დაწესებით უპასუხა - ოფიციალური პირებს, მათ შორის, პრემიერმინისტრ ფუმიო კიშიდას ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. იაპონია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მიუერთდა. იაპონიის მთავრობის განმარტებით, ქვეყანაში აიკრძალა რუსული ობლიგაციების გამოშვება და გარკვეული ინდივიდების ანგარიშები გაიყინა. 1-ელ მარტს იაპონიამ რუსეთის ოფიციალური პირებისა და ასევე 49 კომპანიის, ორგანიზაციისა და ბანკების წინააღმდეგ სანქციები დააწესა. 21 მარტს რუსეთმა იაპონიასთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები შეწყვიტა.  შედეგად იაპონიამ რუსულ ქვენახშირს ემბარგო დაადო და ქვეყნიდან 8 რუსი დიპლომატოი გააძევა. 25 მარტს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, იაპონიამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. მოგვიანებით კი 19 წლის შემდეგ პირველად, კურილიის კუნძულებს უკანონოდ ოკუპირებული უწოდა.  ასევე წაიკითხეთ იაპონიამ რუსეთში ძვირადღირებული მანქანების ექსპორტი აკრძალა 

10-13 მაისს საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნდება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

10-13 მაისს საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნდება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +18, +23 გრადუსი იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ამასთან, 14 მაისს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერი +23, +28 გრადუსამდე გათბება. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 10-13 მაისს +19, +21 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 14 მაისს +24, +26 გრადუსამდე მოიმატებს.  

ჯენ ფსაკი: ჯო ბაიდენს უკრაინაში ჩასვლა სურს, თუმცა დაგეგმილი ვიზიტები ჯერ არ აქვს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯო ბაიდენს უკრაინაში ჩასვლა სურს, თუმცა დაგეგმილი ვიზიტები ჯერ არ აქვს, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა. „ახლა გამგზავრება დაგეგმილი არ არის, მაგრამ ვიმეორებ, ის ისურვებდა უკრაინაში ჩასვლას“,- განაცხადა ფსაკიმ. შეგახსენებთ, რომ 8 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი ჯილ ბაიდენი უკრაინაში ჩავიდა, ის უკრაინის პირველ ლედის ელენა ზელენსკას შეხვდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ვინ იყო და რას საქმიანობდა დავით ჟვანია, რომელიც ზაპოროჟიესთან დაბომბვისას დაიღუპა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ოლქში, საარტილერიო ცეცხლის შედეგად უკრაინის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი დავით ჟვანია დაიღუპა. ანტონ გერაშჩენკოს ინფორმაციით, დავით ჟვანია რუსი ოკუპანტების ბლოკპოსტთან, ზაპოროჟიეს მხარეში, სოფელ „ნოვოპოკროვკასთან“ დაიღუპა. ამასთან ცნობილია, რომ ჟვანია რუსეთის მოქალაქეც იყო და არაოფიციალუარდ „როსატომს“ წარმოადგენდა. „ამ ისტორიაში, კითხვა უფრო ბევრია, ვიდრე პასუხი. განსაკუთრებით კი იამაში, თუ რას აკეთებდა ჟვანია „რუხ ზონაში“, - აღნიშნავს გერაშჩენკო. მედიის ცნობით, დავით ჟვანია ავტომობილ Volkswagen-ში იჯდა, რომელსაც საარტილერიო ნაღმი მოხვდა. მასთან ერთად იმყოფებოდა 1972 წელს დაბადებული კიდევ ერთი მოქალაქე. აფეთქების შედეგად ჟვანია დაიღუპა, ხოლო მგზავრი გადარჩა. წინასწარი მონაცემებით, ჟვანიას ცხედარი, უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზეა. ფაქტზე უკრაინულმა მხარემ „ომის კანონონებისა და წესების“ დარღვევის მუხლით გამოძიება დაიწყო. დავით ჟვანიას დაღუპვას, ასევე ადასტურებს რადას ყოფილი დეპუტატი იგორ მოსიჩუკი. „ჩემი წყაროები ძალოვან უწყებებში, ადასტურებენ უკრაინის სახალხო დეპუტატისა და ოლიგარქის დავით ჟვანიას დაღუპვას, არტილერიის ცეცხლის შედეგად. ჟვანია ცდილობდა უკრაინის კონტროლირებადი ტერიტორიის დატოვებას და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მას ФСБ-ს თანამშრომლები ელოდნენ. ჟვანია მოსკოვში უნდა ჩასულიყო და შემდეგ ისევ უკრაინაში ბრუნდებოდა“, - ამბობს მოსიჩუკი. ამასთან, მოსიჩუკი აცხადებს, რომ დავით ჟვანია იყო „ჩვენი ფსევდო ელიტის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი, რომელსაც სურდა მშვიდობა კრემლთან ეროვნული ინტერესების დათმობით, მარიონეტული პროპუტინის მთავრობის შექმნის უფლების სანაცვლოდ... ეს არის ღალატიც და გადატრიალების მცდელობაც. მოსკოვის ინტერესებიდან გამომდინარე". ვინ იყო და რას საქმიანობდა დავით ჟვანია დავით ჟვანია თბილისში 1967 წელს დაიბადა, ცნობილ და შეძლებულ ოჯახში. სწავლობდა თვილისის 61-ე სკოლაში. 1991 წელს დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტი, ეკონომისტის სპეციალობით და ჩავიდა კიევში. ის 1999 წლიდან უკრაინის მოქალაქეა. პოლიტიკოსი დავით ჟვანიას კარიერა კი 2002 წლიდან იწყება. უკრაინის უმაღლეს რადაში ის ბლოკ "ნაშა უკრაიანას" სიით მოხვდა. ის უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იუშენკოს საარჩევნო შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. ჟვანია იყოუკრაინის რადას მე-4 და მე-7 მოწვევების დეპუტატი. 2005 წელს ეკავა საგანგებო სიტუაციების მინისტრის თანამდებობა. (იულია ტიმოშენკოს მთავრობაში). 2012 წელს კი კიდევ ერთხელ გახდა რადას წევრი, ოღონდ ამჯერად როგორც უპარტიო, ის სახელმწიფო მშენებლობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტს ხელმძღვანელობდა. დავით ჟვანიას ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი. რას წერს მედია დავით ჟვანიას ბიზნესზე 1993 წლის ნოემბერში ჟვანიამ დააარსა Diamantbank, რომელიც რამდენჯერმე გაეხვია სკანდალში. მათ შორის 2016 წელს მოხდა შპს Donbass Mine Administration-ის ანგარიშების დაკავება, რომელიც ყიდდა ნახშირს ORDLO-დან უკრაინის კონტროლირებად ნაწილში. „დიამანტბანკის“ მეშვეობით მიღებული მოგება ქვეყნიდან გაიტანეს. ამ ამბავმა განაპირობა ის, რომ 2016 წელს ბანკმა 528 მილიონი იზარალა. ბირთვული ბიზნესი ჟვანიას და მისი ბიძაშვილის ალექსანდრე იოსელიანის ფირმები Brinkford Cons ltd (ირლანდიური Brinkford Limited-ის სტრუქტურული სამმართველო) და 1997 წელს დაარსებული Brinkford CJSC (ყოფილი Brinkford Ukraine Limited) მონაწილეობდნენ შუამავლობით უკრაინის ატომური ელექტროსადგურებისთვის რუსული საწვავის ელემენტების მიწოდებაში. (NAC "Energoatom"). ეს მიუთითებს ჟვანიას კავშირზე როგორც უკრაინაში, ასევე რუსეთში ხელისუფლების მაღალ ეშელონებთან. 2005 წელს, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავების შემდეგ, ჟვანიამ შეძლო ფულის გამომუშავება ენერგოატომისთვის არაერთი კომერციული სერვისით. 2015 წელს, იაცენიუკის პრემიერობის დროს, მარტინენკოს ბრალი წაუყენეს კორუფციაში, გაფლანგვასა და გაფლანგვაში და მთლიანად გაათავისუფლეს Energoatom-ის მენეჯმენტიდან. გარდა ამისა, გამოძიება დაიწყო ჟვანიას, იოსელიანის, მარტინენკოსა და კერეზის ფინანსური გამდიდრების სქემებზე ურანის საბადოზე, რომელიც სახელმწიფო საწარმო „აღმოსავლეთის სამთო და გადამამუშავებელი ქარხანა“ გაბერილ ფასებში შეიძინა ავსტრიული კომპანიისგან, რომელიც რეგისტრირებული იყო 1945 წელს დაბადებულ პირზე. ხოლო ყველა გადახდა განხორციელდა ჟვანიას „დიამანტბანკის“ მეშვეობით. გარდა ამისა, ჟვანია ნიკოლაი მარტინენკოსთან, იგორ კერზემთან და ალექსანდრე იოსელიანთან ერთად არიან არაერთი სხვა საწარმოს თანამფლობელები, მათ შორის კვიპროსის ბანკი Glomain Holding ltd და Edelweiss condominiums. 2014 წელს ჟვანიამ კონტროლი მოიპოვა სახელმწიფო საწარმო „უკრხიმტრანსამმიაკზე“, რომელიც 2014 წლიდან 2015 წლამდე იყო მისი მენეჯმენტის ქვეშ. საწარმოს მოგება შემცირდა 64 მილიონიდან 2.6 მილიონ გრივნამდე, ხოლო თავად საწარმომ მიიღო სესხები სახელმწიფო გარანტიით რუსული „ალფა-ბანკისგან“ 42 მილიონი დოლარის ოდენობით.

თეა წულუკიანი: ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილი წარმატებით შეივსო

"ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილი წარმატებით შეივსო და ამ პროცესში უწყებებმა ტიტანური შრომა გასწიეს", - ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. „ყველა უწყებამ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შესანიშნავი კოორდინაციისა და პრაქტიკულად, 24-საათიანი რეჟიმის ფარგლებში ვიმუშავეთ. მადლობა საგარეო საქმეთა სამინისტროს ამისთვის, ეს იყო მართლაც ტიტანური შრომა და კითხვარის მეორე ნაწილი, რომელიც ყველაზე მოცულობითი და დარგობრივია, შესაბამისად ტექნიკური და ძნელად შესავსები იყო, წარმატებით შეივსო. ის დღეს გადაეცემა ევროკავშირს დადგენილ ვადაში და ვადის გასვლამდე ბევრად ადრე, ვინაიდან მთელი ვიზალიბერალიზაციის პროცესმა, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის წინარე პერიოდმა ჩაიარა ჩემ თვალწინ და მე მახსოვს, როგორ მუხლჩაუხრელად ვმუშაობდით უწყებები მაშინაც ჩვენი ერის სასიცოცხლო ინტერესებისთვის. კანდიდატის სტატუსის მინიჭება, მითუმეტეს, წევრის სტატუსის მინიჭება არის პოლიტიკური პროცესი და ამ პოლიტიკურ პროცესში წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსის მიღწევა ხანდახან რთული საქმეა ხოლმე. თუკი ეს იქნება, ასე ვთქვათ, შედარებით მარტივი, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი საფუძვლიანი და ლეგიტიმური მოლოდინი, როგორც სახელმწიფოს და ქართველ ერს, რომ ევროპაში დავიკავოთ ის კუთვნილი ადგილი, რომელიც ჩვენ საუკუნეების განმავლობაში გვეკუთვნის. ამიტომაც იმედით ველოდებით შედეგს და იმედი მაქვს, რომ არ იქნება რაიმე უსაფუძვლო შეფერხება ამ გზაზე უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილი 2 მაისს გადასცა. ლუქსემბურგში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადმოეცა. ასევე წაიკითხეთ: კარლ ჰარცელი: ველოდებით კითხვარის მეორე ნაწილზე პასუხებს - შემდეგ თვეში ვიხილავთ ევროკომისიის შეხედულებას და მოვისმენთ პირველ გადაწყვეტილებებს  

მარიუპოლის მერის მრჩეველი: „აზოვსტალში“, 100-მდე მშვიდობიანი მოქალაქე რჩება

მარიუპოლის აზოვსტალის ფოლადის ქარხანაში სულ მცირე 100 მშვიდობიანი მოქალაქე რჩება, განაცხადა უკრაინელმა ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშჩენკომ. „ის ფაქტი, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა ჯერ კიდევ იქ იმყოფება, არ ამცირებს ოკუპანტების თავდასხმების ინტენსივობას. მძიმე არტილერია და ავიაცია ქარხანას, 9 მაისს მთელი დღე ბომბავდა“, - აღნიშნა ანდრიუშენკომ. მარიუპოლის მერის მრჩეველი, რომელიც ქალაქში არ იმყოფება, მაგრამ ხალხთან კონტაქტს ინარჩუნებს და აცხადებს, რომ რუსეთის მცდელობები ქარხნის შტურმით ასაღებად კვლავ წარუმატებელი აღმოჩნდა. მანამდე უკრაინის ვიცეპრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცახდა, რომ რუსი ოკუპანტების მიერ, ალყაში მოქცეული „აზოვსტალიდან“ ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცის ევაკუაცია განხორციელდა. მოგვიანებით კი, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ხელისუფლება, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად „აზოვსტალიდან“ ექიმებისა და დაჭრილების ევაკუაციის პროცესს ამზადებს. აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია 1-ელ მაისს გაეროსა და წითელი ჯვრის მონაწილეობით დაიწყო. 6 მაისს, დილას გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა  და ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადეს, რომ მარიუპოლიდან ევაკუაციის მესამე ეტაპის შედეგად „აზოვსტალის“ ბუნკერებიდან 500 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. მანამდე 300-ის შესახებ იყო ცნობილი. 5 მაისს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გუტერეშმა  „აზოვსტალიდან“ სამოქალაქო პირების ევაკუაციის მესამე ეტაპის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის გენშტაბის განცხადებით რუსი სამხედროები „აზოვსტალის“ შტურმს განაგრძობენ. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მონაცემებით, „აზოვსტალის“ შტურმისას რუსული ძალები მნიშვნელოვან დანაკარგს განიცდიან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. რუსეთმა თავისი საომარი მოქმედებების ძირითადი აქცენტი აღმოსავლეთ უკრაინაში გადაიტანა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ ანტონიო გუტერეში: „აზოვსტალის“ ქარხნიდან 500-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

ირაკლი კობახიძე: დღეს საქართველოს ომში ჩართვა ნიშნავს პრაქტიკულად ქვეყნის განადგურებას

დღეს საქართველოს ომში ჩართვა ნიშნავს პრაქტიკულად ქვეყნის განადგურებას და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვის სურს ეს და ვის არა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. „დღეს საქართველოს ომში ჩართვა ნიშნავს პრაქტიკულად ქვეყნის განადგურებას და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვის სურს ეს და ვის არა. ნაცმოძრაობას ეს ცალსახად სურს - ამას ვერც მალავენ და არც მალავენ. უკრაინის ხელისუფლების მხრიდანაც მსგავსი განცხადებები პირდაპირ“, - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ემანუელ მაკრონი: სამომავლოდ, როდესაც უკრაინა და რუსეთი დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან, არც ერთი მხარე არ უნდა იყოს იგნორირებული

"სამომავლოდ, როდესაც უკრაინა და რუსეთი დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან, არც ერთი მხარე არ უნდა იყოს იგნორირებული ან დამცირებული, როგორც ეს მოხდა გერმანიის შემთხვევაში 1918 წელს", - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. „სამომავლოდ, როდესაც უკრაინა და რუსეთი დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან, არც ერთი მხარე არ უნდა იყოს იგნორირებული ან დამცირებული, როგორც ეს მოხდა გერმანიის შემთხვევაში 1918 წელს. რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების და დისკუსიის პირობებს თავად მხარეები დაადგენენ. მაგრამ ეს არ მოხდება რომელიმე მხარის იგნორირებით, გამორიცხვით ან ერთ-ერთი მხარის დამცირებით, რადგან ევროპამ არ შეასრულა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დადებული პირობა და არც 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, რადგანაც 1918 წელს ჩვენ ისინი დავამცირეთ“, – განაცხადა მაკრონმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტრო საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს. „მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს დანიშნული აქვს მედიკამენტოზური მკურნალობა, თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ იგი შერჩევით იღებს მხოლოდ მედიკამენტების გარკვეულ ნაწილს, რითაც ფაქტობრივად უარს ამბობს, საკუთარი გადაწყვეტილებით, სრულფასოვან მკურნალობაზე. ასევე, საკვებსაც ის იღებს საკუთარი გადაწყვეტილებით, მხოლოდ შერჩევით და ბუნებრივია, ამით ის საფრთხეს უქმნის საკუთარ ჯანმრთელობას. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი სახელმწიფო ვმოქმედებთ ყოველთვის ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე. შესაბამისად, როგორც ნებისმიერი სხვა პატიმრის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით გაუკეთდება შეთავაზება, რომ გაყვანილ იქნეს კლინიკა „ვივამედში“, სადაც მას ჩაუტარდება გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მკურნალობა“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ. შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა.

საქართველოში ახალი დაცული ტერიტორია შეიქმნება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივა ახალი დაცული ტერიტორიის შექმნის შესახებ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზემო იმერეთში, საჩხერის მუნიციპალიტეტში, 14 797 ჰექტარ ტერიტორიაზე კვერეთის აღკვეთილი დაარსდება. „ახალი დაცული ტერიტორიის შექმნა უზრუნველყოფს ზემო იმერეთის რეგიონში არსებული უნიკალური ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების დაცვა-შენარჩუნებას, ასევე, ბუნებრივი რესურსის მდგრად მართვას. კვერეთის აღკვეთილის შექმნა ხელს შეუწყობს რეგიონის პოპულარიზაციას ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, ტურისტული ნაკადის მოზიდვას, ადგილობრივი მოსახლეობისთვის შესაძლებელი გახდება დამატებითი ეკონომიკური სარგებლის მიღება. კვერეთის გეგმარებითი დაცული ტერიტორია გამოირჩევა ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის უნიკალური ბიომრავალფეროვნებით, ეკოსისტემებითა და ლანდშაფტებით. აქ გვხვდება ცოცხალ ორგანიზმთა იშვიათი, უნიკალური, დამახასიათებელი და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეულ ცხოველთა სახეობები. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემუშავებული პოლიტიკის შესაბამისად, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება დაცული ტერიტორიების შექმნა/დაარსება, გაფართოება და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად განვითარებაა. ბოლო 10 წლის განმავლობაში, დაცული ტერიტორიების ფართობი გაიზარდა თითქმის 300 000 ჰა-ით და, 2021 წლის მდგომარეობით, შეადგენს დაახლოებით 800 000 ჰექტარს, რაც ქვეყნის ტერიტორიის 11.5%-ია. 2012-2021 წლებში, შეიქმნა 31 ახალი და გაფართოვდა 3 დაცული ტერიტორია. დღეს, საქართველოში 5 სხვადასხვა კატეგორიის 94 დაცული ტერიტორიაა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს გადასცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა. მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, კითხვარი საქართველომ განსაზღვრულ ვადაზე ადრე შეავსო. “სიამოვნებით წარმოგიდგენთ კითხვარის პასუხებს. შევსება დავასრულეთ, ჯამში 7 წიგნი გამოვიდა და სიამოვნებით გადმოგცემთ მათ. მოუთმენლად ველით ევროკომისიისა და წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილების გაგებას”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ელჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კითხვარი ძალიან დაეხმარება ევროკომისიას შეფასების გაკეთებაში. ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა რა წერია ევროკავშირის კითხვარში „ბატონო პრემიერ-მინისტრო, მადლობელი ვარ, რომ აქ ვიმყოფები და ვიღებ თქვენი და მრავალი სხვა ადამიანის დიდი შრომის შედეგს, რაც კითხვარის მეორე და დასკვნით პროცესში  განხორციელდა. ეს ძალიან დაეხმარება ევროკომისიას შედეგის განსაზღვრაში”, - განაცხადა კარლ ჰარცელმა. „როგორც ცნობილია, ევროკომისიის კითხვარის მეორე, სექტორული ნაწილი 33 თავს აერთიანებს, მოიცავს 2300-მდე კითხვას ყველა სექტორული მიმართულებით და მისი მიწოდების თარიღად ევროკავშირის მიერ 13 მაისი იყო განსაზღვრული. კითხვარის მოცულობითი ნაწილის ეფექტურად და მაქსიმალურად მოკლე დროში შევსების მიზნით, ჩართული იყო ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება, პროცესს კი მთავრობის მეთაური პირადად აკონტროლებდა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ევროპული არჩევანი არის უალტერნატივო გადაწყვეტილება და ეს არამხოლოდ მთავრობის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია“, - აცხადებს მთავრობის ადმინისტრაცია. კითხვარის პირველი შევსებული ნაწილი პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ელჩს 2 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია დაიწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში ჩავიდა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი, რომელიც სამუშაო ვიზიტით იმყოფება უკრაინაში, 10 მაისს ქალაქ ბუჩაში ჩავიდა, სადაც რუსეთის ჯარებს ბრალად ედებათ ომის დანაშაულის ჩადენა. გერმანელი მინისტრის უკრაინაში ჩასვლის შესახებ, რამდენიმე მედიამ დაწერა, რომ ბერბოკი გერმანიის მინისტრთა კაბინეტის პირველი წევრია, რომელიც კიევს ეწვია მას შემდეგ, რაც რუსეთმა თებერვლის ბოლოს უკრაინაზე არაპროვოცირებული შეტევა დაიწყო. დღის მეორე ნახევარში ბერბოკი უკრაინელ კოლეგა დმიტრო კულებას შეხვდება. ასევე გერმანის საგარეო საქმეთა მინისტრი გეგმავს ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას. მედიის ცნობით, ბერბოკი კვლავ აპირებს კიევში გერმანიის საელჩოს გახსნას, რომელიც თებერვლის შუა რიცხვები დაიხურა. ცნობისათვის, ბერბოკის ვიზიტს წინ უძღოდა რამდენიმე კვირიანი უთანხმოება გერმანიისა და უკრაინის ხელისუფლებას შორის. უკრაინაში რუსეთის „სპეცოპერაციის“ დაწყებიდან, სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, ამ ქვეყანას გერმანიის ხელმძღვანელობა არ ეწვია. აპრილის შუა რიცხვებში გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს სურდა კიევში ჩასვლა, მაგრამ უკრაინის ხელისუფლებამ გააუქმა მიღება რუსეთის ფედერაციასთან მისი სავარაუდო მჭიდრო კავშირების მოტივით. ამან გერმანიაში კრიტიკა გამოიწვია და კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ კიევში წასვლას არ აპირებს, სწორედ პრეზიდენტთან მომხდარი ამბის გამო.

ლიეტუვის პარლამენტმა რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოაცხადა

ლიეტუვის სეიმმა (პარლამენტმა) ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთს „ტერორისტულ სახელმწიფოდ“ ცნობს, იუწყება Delfi. „რუსეთის ფედერაცია, რომლის შეიარაღებული ძალები განზრახ და სისტემატურად ირჩევენ სამოქალაქო ობიექტებს დასაბომბად, არის სახელმწიფო, რომელიც მხარს უჭერს და ახორციელებს ტერორიზმს“, - ნათქვამია დოკუმენტში. სეიმმა აღიარა აგრესია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების, მისი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ გენოციდად და ასევე მოითხოვა სპეციალური საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის შექმნა. ლიეტუველი პარლამენტარების აზრით, ასეთ ტრიბუნალს უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს, მთავრობისა და სხვა საჯარო მოხელეების დაპატიმრების უფლებამოსილება. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები დააწესეს. ლიეტუვის ხელისუფლება იყო კავშირის მონაწილე ქვეყნებიდან პირველი, რომელმაც სრულად უარი თქვა რუსული გაზზე, შეწყვიტა რუსებისთვის მოკლევადიანი ვიზების გაცემა, შეამცირა რუსეთთან დიპლომატიური წარმომადგენლობის დონე და გააძევა რუსეთის ელჩი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი არ გამორიცხავს, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს, რაც დამატებით სანქციებსა და შეზღუდვებს ითვალისწინებს. ყურადღებით ვაკვირდებით ფაქტებს. ვითვალისწინებთ კანონს. იქნება ეს უფლებამოსილება, იქნება ეს რაიმე სხვა უფლებამოსილება, რომელიც ჩვენთვის ხელმისაწვდომია კანონის შესაბამისად, ჩვენ მას გამოვიყენებთ, თუ ეს იქნება ეფექტიანი და შესაბამისი“, - განაცხადა ნედ პრაისმა. ამ სტატუსს სახელმწიფო დეპარტამენტი ანიჭებს ქვეყნებს, რომლებმაც „არაერთხელ დაუჭირეს მხარი საერთაშორისო ტერორიზმის აქტებს“. მხოლოდ ოთხი ქვეყანაა, რომლებსაც ამჟამად აშშ ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ასახელებს. ესენია ჩრდილოეთ კორეა, ირანი, კუბა და სირია. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. ამავე თემაზე Washington Post-ის ინფორმაციით, ზელენსკიმ ბაიდენს სთხოვა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს აღიარებს თუ არა აშშ რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ

შალვა პაპუაშვილი: საქართველომ ევროკავშირის კითხვარი სრულად შეავსო, ახლა ჯერი ევროკავშირზეა

საქართველომ ევროკავშირის კითხვარი სრულად შეავსო, ახლა ჯერი ევროკავშირზეა. იმედი მაქვს, ევროკავშირი ისტორიულ, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „2 669 კითხვის შევსების უკან დგას რამდენიმე ასეული საჯარო მოხელე, რომელთა პროფესიონალიზმმა და თითქმის ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მუშაობამ ამ ამოცანის შესრულება შესაძლებელი გახადა. მადლობა თქვენ თქვენი ქვეყნის დაუღალავი სამსახურისთვის. ახლა ჯერი ევროკავშირზეა. იმედი მაქვს, ევროკავშირი ისტორიულ, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს. ეს იქნება ევროკავშირის დასტური, რომ ქართველი, უკრაინელი და მოლდოველი ხალხის ხმა გაგონილია და ჩვენი ბრძოლა – დანახული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა რა წერია ევროკავშირის კითხვარში ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს გადასცა  

კობა ნაყოფიას განცხადებით, სააკაშვილი "ვივამედში" გამოკვლევების ჩატარებაზე თანახმაა

რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან, პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა კობა ნაყოფიამ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თანახმაა, კლინიკა „ვივამედში“ გამოკვლევების ჩასატარებლად გადაიყვანონ. მაგრამ ეს დღეს ვერ მოხერხდება, რადგან მასთან მოსანახულებლად ოჯახის წევრები - დედა და ვაჟი შედიან. კობა ნაყოფიამ დღეს, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. მისი თქმით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ინფორმირებული იყო იუსტიციის მინისტრის შეთავაზებაზე. „ მიხეილ სააკაშვილს შესთავაზეს, რომ "ვივამედში" გადაიყვანდნენ გამოკვლევების ჩასატარებლად და ისევ უკან დააბრუნებდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში და თან შესთავაზეს, რომ ეს ყოფილიყო დღეს... მან უთხრა, რომ დღეს არა და ხვალ, ზეგ, მომდევნო დღეებში მზად არის, ანუ დაუდასტურა. საუბარი იყო, რომ დღეს უნდა გადაეყვანათ. მაგრამ დღეს ვერ გადავიდოდა, ვინაიდან შეხვედრა ჰქონდა ოჯახის წევრებთან, რომელიც დიდი ხანია არ უნახავს“, - განაცხადა კობა ნაყოფიამ და დაამატა, რომ მიხელ სააკაშვილი აუცილებლად გადავა კვლევების ჩასატარებლად.  იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა.

გაეროს ინფორმაციით, უკრაინის შიგნით 8 მილიონზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იძულებითაა გადაადგილებული

გაეროს ინფორმაციით, უკრაინის შიგნით 8 მილიონზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იძულებით გადაადგილებულია მას შემდეგ, რაც რუსეთმა 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრა დაიწყო. „იძულებით გადაადგილებულთა და ომის შედეგად დაზარალებულთა საჭიროებები საათობრივად იზრდება", - განაცხადა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ანტონიო ვიტორინომ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: ოდესაში, რუსი სამხედროების მიერ სარაკეტო დარტყმების შედეგად, სულ მცირე, 1 ადამიანი დაიღუპა და 5 დაიჭრა უკრაინის შეიარაღებული ძალები: უკრაინელმა ჯარისკაცებმა დონბასში ერთ დღეში მტრის 15 თავდასხმა მოიგერიეს