ძებნის რეზულტატი:
ბულგარეთი თხევად გაზს აშშ-სგან იყიდის
ბულგარეთი ივნისიდან თხევად გაზს აშშ-სგან უფრო დაბალ ფასში იყიდის, ვიდრე „გაზპრომისგან“,- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ბულგარეთის ხელისუფლება ავრცელებს. შესაბამისი შეთანხმება ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ კირილ პეტკოვსა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამილა ჰარისის შეხვედრისას იყო მიღწეული. ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპაში მიმდინარე პროცესები, არის ცხადი ნიშანი იმისა, რომ ენერგეტიკის სფეროში გადამჭრელი ზომების მიღების პროცესი დაჩქარდეს. თავის მხრივ კამილა ჰარისმა, ბულგარეთს მიულოცა და განაცხადა, რომ ქვეყანამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. „გაზპრომმა“ პოლონეთსა და ბულგარეთს 27 აპრილიდან გაზის მიწოდების შეწყვიტის შესახებ აცნობა. 1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა უნდა გახსნას ანგარიში „გაზპრომბანკში“. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება“. ასევე წაიკითხეთ: „გაზპრომმა“ პოლონეთს გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ აცნობა რუსული „გაზპრომი“ გაზის მიწოდებას ბულგარეთსაც უჩერებს
პიანისტი ლექსო თორაძე გარდაიცვალა
პიანისტი ლექსო თორაძე 69 წლისა გარდაიცვალა. ლექსო თორაძე დაიბადა თბილისში, 1952 წლის 30 მაისს, კომპოზიტორ დავით თორაძისა და კინომსახიობ ლიანა ასათიანის ოჯახში. ლექსო თორაძე აღიარებულია თანამედროვეობის ერთ-ერთ ვირტუოზ პიანისტად. 1969 წელს პიანისტი მუსიკოს-შემსრულებელთა ამიერკავკასიისა და საკავშირო კონკურსების ლაურეატი გახდა. 1975 წელს იტალიაში ა. კასაგრანდეს სახელობის საერთაშორისო კონკურსში მიიღო სამი პრემია, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვან კლაიბერნის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე – ორი პრემია. მუსიკოსი აშშ-ში 1983 წლიდან ცხოვრობდა და ეწეოდა საშემსრულებლო და პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1991 წელს ლექსო თორაძე გახდა ქალაქ საუთ-ბენდის (ინდიანას შტატი) უნივერსიტეტის პროფესორი და აქვე დააარსა საფორტეპიანო სტუდია – Toradze Piano Studio, რომელმაც აღიარება მოიპოვა, როგორც მუსიკალურ-აღმზრდელობითმა ცენტრმა.
CNN: ტაილანდის ხელისუფლება, მოსახლეობას მილიონ ბუჩქ კანაბისს დაურიგებს
ტაილანდის ხელისუფლება, ივნისში მოსახლეობას სახლში გასაშენებლად მილიონ ბუჩქ კანაბისს დაურიგებს. ინფორმაციას CNN ინფორმაციას ტაილანდის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს. 9 ივნიის ტაილანდში ძალაში შედის ახალი კანონი, რომლის თანახმადაც მოსახლეობას კანაბისის ბუჩქის სახლში გაშენების უფლება ექნება. ამასთან კანაბისს უნდა ჰქონდეს ფსიქოტროპული ნივთიერებების დაბალი შემცველობა და დაშვებულია მისი სამედიცინო მიზნებისთვის გამოყენება. თანაც ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლებაც უნდა იყოს ინფორმირებული. კანაბისის გაყიდვა, მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე იქნება შესაძლებელი. ტაილანდში, შრომისუნარიანი მოსახლეობა აქტიურადაა ჩართული სოფლის მეურნეობაში და ახორციელებს კანაბისის მოშენებას სამედიცინო მიზნებისთვის, იუწყება CNN. ტაილანდის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ეს ქვეყანას, ყოველწლიურად $288 მილიონის შემოსავალს მოუტანს. ტაილანდი 2018 წლიდან სამხრეთ-აღმოსავლეთის ქვეყნებიდან პირველია, რომელმაც სამედიცინო მარიხუანას ლეგალიზება მოახდინა. გამოყენება და რეკრეაციული მიზნებისთვის მარიხუანას მოშენება, ტაილანდში ამ დრომდე აკრძალულია და ხანგრძლივ პატიმრობას ითვალისწინებს.
ირინა ვერეშჩუკი: რუსეთს „აზოვსტალიდან“ მძიმედ დაჭრილი სამხედროების გამოყვანის სანაცვლოდ, რუსი ტყვეების გადაცემა შევთავაზეთ
„მძიმედ დაჭრილ ბიჭებს აზოვსტალიდან ჰუმანიტარული დერეფნით გამოგვყავს. ამავდროულად, ჩვენ ვაძლევთ რუს სამხედრო ტყვეებს სამხედრო ტყვეების გაცვლის სტანდარტული წესების მიხედვით. ჯერ შეთანხმება არ არის და მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, - ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა. ვერეშჩუკმა განმარტა, რომ ამ დროისთვის აზოვსტალის სამხედრო გზით გათავისუფლება შეუძლებელია. „აზოვსტალის დამცველებს არ სურთ დანებება. ეს პატივისცემის ღირსია. რუსები არ ეთანხმებიან, ეს რეალობაა, მაგრამ ეს გასაკვირი არ არის რუსებისგან", - თქვა მან. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი არ თანხმდება შეთავაზებებს, მარიუპოლში უკრაინელი სამხედროების გადასარჩენად. პრეისტორია - საღამოს 7 მაისს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად „აზოვსტალიდან“ ექიმებისა და დაჭრილი სამხედროების ევაკუაციას გეგმავს. 7 მაისს, უკრაინის ვიცეპრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტების მიერ, ალყაში მოქცეული „აზოვსტალიდან“ ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცის ევაკუაცია განხორციელდა. 10 მაისს, „აზოვსტალზე“ შტურმის შემდეგ, რიგი სამხედროების მდგომარეობა დამძიმდა. „აზოვის“ მეთაურებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, რომ დაჭრილების ევაკუაციის პროცესი დააჩქაროს, რადგან მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ. „აზოვის“ მებრძოლები აცხადებენ, რომ მარიუპოლში მოქმედების ოთხი ვარიანტი არსებობს, მაგრამ ერთადერთი გზაა ბრძოლა. მებრძოლები აცხადებენ, რომ უკრაინელი მებრძოლებისთვის ტყვეობა სიკვდილის ტოლფასია. როგორც ცნობილია, მარიუპოლი პირველი მარტიდან ალყაშია. აზოვსტალზე სამხედრო იერიში 1-ელი მაისიდან განახლა. 4 მაისს კი რუსი სამხედროები „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ამავე თემაზე „აზოვის“ პოლკის მეთაური: ვამაყობ ჩემი ჯარისკაცებით, რომლებიც არაადამიანურ ძალისხმევას დებენ, რომ მოწინააღმდეგე შეაკავონ აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე: არახამია და პოდოლიაკი მზად არიან, მარიუპოლში რუსეთის დელეგაციას ევაკუაციაზე ესაუბრონ
ბრიტანეთი შვედეთსა და ფინეთს თავდასხმის შემთხვევაში მხარდაჭერას ჰპირდება
გაერთიანებული სამეფო შვედეთსა და ფინეთს თავდასხმის შემთხვევაში მხარდაჭერას ჰპირდება. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა შვედეთსა და ფინეთში ვიზიტისას ორივე ქვეყანასთან ხელი მოაწერა უსაფრთხოების დეკლარაციებს. ჯონსონის თქმით, შეთანხმებების თანახმად, „კატასტროფის შემთხვევაში, ან რომელიმე ჩვენგანზე თავდასხმის შემთხვევაში, ჩვენ ერთმანეთს დავეხმარებით.“ ჯონსონის თქმით, დახმარება „დამოკიდებული იქნება მეორე მხარის მოთხოვნაზე“. გაერთიანებული სამეფოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი შეთანხმებები გააძლიერებს დაზვერვის ინფორმაციის გაზიარებას და დააჩქარებს ერთობლივ სამხედრო წვრთნებსა და ჯარების განლაგებას. შვედეთი და ფინეთი ინარჩუნებენ მჭიდრო კავშირებს დიდ ბრიტანეთთან და არიან ერთობლივი საექსპედიციო ძალების ნაწილი, მრავალეროვნული სამხედრო კოალიცია, რომელიც უსაფრთხოების უზრუნველყოფს შორეული ჩრდილოეთის, ჩრდილო ატლანტიკური და ბალტიის ზღვის რეგიონებში. თუმცა, უკრაინის ომმა გააძლიერა შიში სტოკჰოლმსა და ჰელსინკში, რომ ორმხრივი შეთანხმებები არ ჩაანაცვლებს NATO-ს წესდების მე-5 მუხლს, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ თავდასხმა ერთ წევრ სახელმწიფოზე განიხილება, როგორც თავდასხმა ყველაზე. უახლოეს დღეებში შვედეთი და ფინეთი გამოაცხადებენ თავიანთ განზრახვებს ნატოში შესაძლო შესვლის შესახებ. ასევე წაიკითხეთ შვედეთის მმართველი პარტია NATO-ში გაწევრიანებაზე პოზიციას 15 მაისს გამოაცხადებს ცნობილია, როდის გამოაცხადებს ფინეთი NATO-ს წევრობაზე გადაწყვეტილებას
ფინეთის პრეზიდენტი NATO-ში ქვეყნის გაწევრიანების შესახებ ოფიციალურ განაცხადს დღეს გააკეთებს
ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო NATO-ში ქვეყნის გაწევრიანების შესახებ ოფიციალურ განაცხადს დღეს გააკეთებს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს. „ჩემი გზავნილი მკაფიოა, ფინეთი უზრუნველყოფს საკუთარ უსაფრთხოებას. ეს ზიანს არავის მიაყენებს“, – განაცხადა პრეზიდენტმა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, შვედეთი და ფინეთი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ ოლაფ შოლცი: გერმანია NATO-ში ფინეთის გაწევრიანების ინტერესს მიესალმება
ჩრდილოეთ კორეამ COVID19-ით ინფიცირების შემთხვევა პირველად დაადასტურა
ჩრდილოეთ კორეამ COVID19-ით ინფიცირების ფაქტი პირველად დაადასტურა. ქვეყანამ „უმძიმესი ეროვნული საგანგებო მდგომარეობა" გამოაცხადა და ლოკდაუნი დააწესა. გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსის შტამი ომიკრონი ფხენიანში დაფიქსირდა. სხვა დეტალები არ არის ცნობილი. მარტის მდგომარეობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემით, COVID-19-ის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეაში კოვიდვაქცინაცია ჩატარდა. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, კიმ ჩენ ინმა მოულოდნელი კრიზისის დაძლევის პირობა დადო. შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია ორი წლის წინ, 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.
მიხეილ სააკაშვილი, სავარაუდოდ, რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან, თბილისში გადმოჰყავთ
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სავარაუდოდ, რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან, თბილისში გადმოჰყავთ. ამასთან, ტერიტორია ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს თბილისში, კლინიკა „ვივამედში“, სადაც მესამე პრეზიდენტის გადაყვანა იგეგმება. ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, საპატიმროს ტერიტორია, პენიტენციური სამსახურის რამდენიმე მანქანამ დატოვა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ოფიციალური უწყებები კომენტარს, ამ ეტაპზე არ აკეთებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ, 10 მაისს პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ თავდებობას აპირებენ. 9 მაისს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, თავდებში ჩაუდგნენ მიხეილ სააკაშვილს, მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში. მათივე განცხადებით, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი რეაბილიტაციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდება. შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა. ასევე წაიკითხეთ: კელი დეგნანი: მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა კერძო კლინიკაში, სადაც მას შეუძლია, მიიღოს სამედიცინო დახმარება, იქნებოდა ძალიან პოზიტიური ნაბიჯი იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს
ევროკომისიის პრეზიდენტი: რუსეთის შეჭრა უკრაინაში არ არის მხოლოდ ევროპის საქმე, არამედ ის არღვევს საერთაშორისო წესრიგის ბირთვს
"რუსეთი დღეს არის ყველაზე პირდაპირი საფრთხე მსოფლიო წესრიგისთვის უკრაინის წინააღმდეგ ბარბაროსული ომით და მისი შემაშფოთებელი პაქტით ჩინეთთან", - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. „რუსეთი დღეს არის ყველაზე პირდაპირი საფრთხე მსოფლიო წესრიგისთვის უკრაინის წინააღმდეგ ბარბაროსული ომით და მისი შემაშფოთებელი პაქტით ჩინეთთან. რუსეთის შეჭრა უკრაინაში არ არის მხოლოდ ევროპის საქმე, არამედ ის არღვევს საერთაშორისო წესრიგის ბირთვს, მათ შორის აზიას. ეს შეუწყნარებელია,", - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა ტოკიოში, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრ ფუმიო კიშიდასთან შეხვედრის შემდეგ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: ევროკომისიის პრეზიდენტი: რუსეთი თავს დაესხა ევროპის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის
ვახტანგ გომელაური შვეიცარიის ფედერალურ მრჩეველს, იუსტიციისა და პოლიციის ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, საქართველოშიოფიციალური ვიზიტით მყოფ შვეიცარიის ფედერალურ მრჩეველთან, იუსტიციისა დაპოლიციის ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, კარინ კელერ-ზუტერთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა შვეიცარიის კონფედერაციის სამართალდამცავ უწყებებსა დასაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის არსებულ თანამშრომლობაზე,ასევე, სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. ვახტანგ გომელაურმა დაშვეიცარიის ფედერალურმა მრჩეველმა ასევე განიხილეს რეგიონში მიმდინარემოვლენები და აღნიშნულის გათვალისწინებით არსებული გამოწვევები.შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა კარინ კელერ-ზუტერის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობასა და შვეიცარიელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, სადაც გამოკვლევებს ჩაუტარებენ
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, სადაც გამოკვლევებს ჩაუტარებენ. კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ავტომობილებია მობილიზებული და ტერიტორია ორივე მხრიდან ე.წ. ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. ასევე წაიკითხეთ: მიხეილ სააკაშვილი, სავარაუდოდ, რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან, თბილისში გადმოჰყავთ კელი დეგნანი: მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა კერძო კლინიკაში, სადაც მას შეუძლია, მიიღოს სამედიცინო დახმარება, იქნებოდა ძალიან პოზიტიური ნაბიჯი იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა.
ფინეთის პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს
ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ და პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა NATO-ში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს. მათი აზრით, ქვეყანამ დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს ალიანსში გაწევრიანების განაცხადი და ამისთვის ყველა აუცილებელი ნაბიჯი უახლოეს დღეებში გადაიდგმება. ფინეთის პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი გაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს იენს სტოლტენბერგი: თუკი ფინეთი გადაწყვეტს NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შემოტანას, წევრობის მიღებას სწრაფად შეძლებს ოლაფ შოლცი: ვერავინ ივარაუდებს, რომ რუსეთი სხვა ქვეყნებს თავს არ დაესხმება შვედეთი NATO-ში შესაძლო გაწევრიანებაზე რეფერენდუმის ჩატარებას არ გეგმავს შვედეთის მმართველი პარტია NATO-ში გაწევრიანებაზე პოზიციას 15 მაისს გამოაცხადებს „NATO-ში გაწევრიანება გააძლიერებს ფინეთის უსაფრთხოებას. როგორც NATO-ს წევრი, ფინეთი გააძლიერებს მთელ თავდაცვის ალიანსს. ფინეთმა NAT0-ში გაწევრიანება პირველად მოითხოვა. ვიმედოვნებთ, რომ ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ საჭირო ეროვნულ ნაბიჯებთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში იქნება მიღებული“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის ერთობლივ განცხადებაში. NATO-ში გაწევრიანების გადაწყვეტილებას ფინეთის პარლამენტარებმა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ასევე ერთხმად დაუჭირეს მხარი. გუშინ, სკანდინავიურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შვედეთი და ფინეთი ერთდროულად განაცხადებენ ალიანსში გაწევრიანებას მომავალი კვირის დასაწყისში. სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებას ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში მოჰყვება რუსეთის მხრიდან საპასუხო ნაბიჯები. ცნობისათვის, ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა 13 აპრილს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს რამდენიმე კვირაში მიიღებს. ფინეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, არ არსებობს რაიმე სახის გრაფიკი, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრით ყველაფერი შეიცვალა. ფინეთის მოსახლეობის 61% ემხრობა ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას. კვლევის შედეგები, გამოცემა Helsingin Sanomat-მა გამოაქვეყნა. ვაშინგტონში 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე, ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია დაარსდა. დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო, წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს, ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით. დღეს NATO ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.
მარიუპოლის გარნიზონის ერთ-ერთი ლიდერი ილონ მასკს: დაგვეხმარე "აზოვსტალიდან" შუამავალ ქვეყანაში გადასვლაში
"ხალხი ამბობს, რომ სხვა პლანეტიდან მოხვედი, რათა ადამიანებისთვის შეუძლებელის რწმენა გესწავლებინა. დაგვეხმარე "აზოვსტალიდან" შუამავალ ქვეყანაში გადასვლაში", - ასე მიმართა მარიუპოლის გარნიზონის ერთ-ერთმა ლიდერმა, უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითთა ცალკეული ბრიგადის მაიორმა, სერგეი ვოლინამ ტესლას აღმასრულებელ დირექტორს, ილონ მასკს. "ხალხი ამბობს, რომ სხვა პლანეტიდან მოხვედი, რათა ადამიანებისთვის შეუძლებელის რწმენა გესწავლებინა. ჩვენი პლანეტები გვერდი-გვერდაა, რადგან მე ვცხოვრობ იქ, სადაც გადარჩენა თითქმის შეუძლებელია. დაგვეხმარე აზოვსტალიდან შუამავალ ქვეყანაში გადასვლაში. ვინ, თუ არა შენ? ნიშანი მომეცი", - წერს ვოლინა სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: ირინა ვერეშჩუკი: რუსეთს „აზოვსტალიდან“ მძიმედ დაჭრილი სამხედროების გამოყვანის სანაცვლოდ, რუსი ტყვეების გადაცემა შევთავაზეთ Amnesty International-ი : რუსეთმა მარიუპოლში სამხედრო დანაშაულები ჩაიდინა „აზოვის“ პოლკის მეთაური: ვამაყობ ჩემი ჯარისკაცებით, რომლებიც არაადამიანურ ძალისხმევას დებენ, რომ მოწინააღმდეგე შეაკავონ აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე: არახამია და პოდოლიაკი მზად არიან, მარიუპოლში რუსეთის დელეგაციას ევაკუაციაზე ესაუბრონ
Saudi Aramco მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანია გახდა
საუდის არაბეთის ნაციონალური კომპანია Saudi Aramco მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანია გახდა. Saudi Aramco-ს კაპიტალიზაციამ Apple-ს კაპიტალიზაციას გადაასწრო. მანამდე ამ მაჩვენებლით სტივ ჯობსის დაარსებული კომპანია ლიდერობდა. აღსანიშნავია, რომ, კომპანიის აქციების ფასმა გუშინ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და კომპანიის კაპიტალიზაციამ $2,43 ტრილიონს მიაღწია. ამ ფონზე Apple-ს აქციები 5,2%-ით დაეცა და კომპანიის კაპიტალიზაციამ $2,37 ტრილიონი შეადგინა. Apple-ს კაპიტალიზაციის კუთხით, პირველ ადგილს 2020 წლამდე არ თმობდა. 2022 წლის დასაწყისში, Apple-ს კაპიტალიზაციამ $3 ტრილიონი შეადგინა, თუმცა შემდეგ კომპანიის ღირებულება 19%-ით დაეცა, ამავე დროს Saudi Aramco-ს კაპიტალიზაცია 27%-ით გაიზარდა, წერს Bloomberg.
მე-13 ქვეითი ბატალიონის საველე სიტუაციური სწავლება დასრულდა
პირველი ქვეითი ბრიგადის, მე-13 ქვეითი ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა ამოცანაზე ორიენტირებული საველე სიტუაციური სწავლება დაასრულა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორფოლოს პოლიგონზე ასეულის პირადმა შემადგენლობამ წვრთნების დასკვნით ეტაპზე საბრძოლო სროლებით პირობითი მოწინააღმდეგის განადგურების, პოზიციების ჩასაფრებისა და განეიტრალების ოპერაცია განახორციელა. გეგმური სწავლების დასკვნით ნაწილს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი და აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე დაესწრნენ, რომლებმაც წვრთნების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე მოისმინეს. ასეულის დონის საველე სიტუაციური სწავლება 82 მმ-ის ნაღმმტყორცნის, სნაიპერების, საინჟინრო, საარტილერიო და სატანკო ქვედანაყოფების, ასევე ქვეითი საბრძოლო მანქანების მხარდამჭერი ელემენტებით მიმდინარეობდა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი: ვლადიმერ პუტინი უფრო საშიშია, ვიდრე ადოლფ ჰიტლერი და იოსებ სტალინი, რადგან მის ხელში მეტად მომაკვდინებელი იარაღია
რუსი დიქტატორი ვლადიმერ პუტინი უფრო საშიშია, ვიდრე ადოლფ ჰიტლერი და იოსებ სტალინი, რადგან მის ხელში მეტად მომაკვდინებელი იარაღია, ვიდრე მეოცე საუკუნის დიქტატორებს ჰქონდათ - ბირთვული რაკეტები და ინტერნეტი, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა. "რუსეთმა დააინფიცირა საინფორმაციო სივრცე მილიონობით ე.წ. ფეიკ ნიუსით, ამიტომ მსოფლიოს სჭირდება დეპუტინიზაცია. რუსი დიქტატორი ავითარებს მითს იმის შესახებ, რომ რუსეთმა დაამარცხა ნაციზმი, მაგრამ არ ახსენებს ომის შემდგომ ათწლეულების რეპრესიებს აღმოსავლეთ ევროპაში", - განაცხადა მორავეცკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: პოლონეთი უკრაინას თავდაცვით იარაღს მიაწვდის პოლონეთის პრემიერი: საზღვარგარეთ რუსეთის გაყინული აქტივები უკრაინის აღდგენას უნდა მოხმარდეს
უზბეკეთმა და ყაზახეთმა სარკინიგზო მიმოსვლა განაახლეს
უზბეკეთმა და ყაზახეთმა ორი წლის წინ შეწყვეტილი სარკინიგზო მიმოსვლა განაახლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უზბეკეთის რკინიგზის პრესსამსახური ავრცელებს. 15 მაისიდან სამგზავრო მატარებელი „ნუკუსი-ბეინეუ-ნუკუსის“ მიმართულებით დაიწყებს მოძრაობას. 16 მაისიდან მატარებელი „ალმათი-ტაშკენტ-ალმათის“ მიმართულებით იმოძრავებს. ყველა მგზავრმა ყაზახეთის საზღვარზე COVID-19-ის ტესტის პასუხი უნდა წარმოადგინოს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ყაზახეთი ტვირთების გადასაზიდათ ალტერნატიულ მარშრუეტებზე მუშაობს. ამ დრომდე ცნობილი გახდა, რომ ყაზახეთის ახალ საექსპორტო მარშრუტში საქართველოც მოხვდა. „ჩვენ შევიმუშავეთ ალტერნატიული მარშრუტები და კორიდორები საექსპორტო და ტრანზიტული ტვირთებისთვის. სამინისტრომ მიიღო ოპერატიული ზომები, იმისთვის, რომ ტვირთების მოწოდების ლოგისტიკური ჯაჭვის წყვეტა აღკვეთოს“, - განაცხადა კაირბეკ უსკენბაევმა. მისი თქმით, საექსპორტო ტვირთების ახალი მარშრუტი ლატვიის პორტებსა და ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე (TITR) იქნება ორიენტირებული. ასევე წაიკითხეთ მედია: ყაზახეთის ახალ საექსპორტო მარშრუტში საქართველოც მოხვდა ფინეთი ჩინეთიდან საქართველოს გავლით სატვირთო მარშრუტს იწყებს
ბრიტანეთის დაზვერვა: უკრაინული ძალები აგრძელებენ კონტრშეტევას ხარკოვის ჩრდილოეთით
რუსეთს სამხედრო ქვედანაყოფები ხარკოვის ოლქიდან რეორგანიზაციისა და მძიმე დანაკარგების შემდეგ თავისი ძალების შესავსებად გამოჰყავს. აღნიშნულის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყება თავის ყოველდღიურ დაზვერვის ინფორმაციაში საუბრობს. „რუსეთს სამხედრო ქვედანაყოფები ხარკოვის ოლქიდან რეორგანიზაციისა და მძიმე დანაკარგების შემდეგ თავისი ძალების შესავსებად გამოჰყავს. უკრაინული ძალები აგრძელებენ კონტრშეტევას ხარკოვის ჩრდილოეთით, დაიბრუნეს რა რამდენიმე ქალაქი და სოფელი რუსეთის საზღვრის მიმართულებით. იმ ფაქტმა, რომ რუსეთის ფედერაციამ პრიორიტეტი დონბასს მიანიჭა, ხერკოვის ოლქში დისლოცირებული ქვედანაყოფები უკრაინის მობილური და მაღალი მოტივაციის მქონე კონტრშეტევითი ჯგუფების წინაშე მოწყვლადი გახადა“,- ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: აშშ-ის დაზვერვა: რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ჩიხში შევიდა
ნედ პრაისი: NATO-ს ღია კარის პოლიტიკის გადახედვა არ იგეგმება
NATO-ს ღია კარის პოლიტიკის გადახედვა არ იგეგმება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა. „ვიდრე ვლადიმერ პუტინი ამ ომის წამოწყებას აირჩევდა, ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ მზად ვიყავით განგვეხილა ზოგიერთი საკითხი, რომელიც რუსეთმა მაგიდაზე წარმოადგინა და იყო კონკრეტული ნაბიჯები, კონკრეტული დისკუსიები, რომელიც მიგვაჩნდა, რომ ნებისმიერი მათგანი ხელს შეუწყობს ტრანსატლანტიკური საზოგადოების უსაფრთხოებას, ესაა აშშ და ჩვენი ევროპელი მოკავშირეები და ასევე მოსკოვის ზოგიერთი პრობლემის გადაჭრას. რა თქმა უნდა, რუსეთმა უარი თქვა ამაზე. რაც შეეხება ნატო-ს, ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვამბობთ, რომ ნატო-ს ღია კარი, ნიშნავს ღია კარს, ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის და განხილვას არ ექვემდებარება“, – განაცხადა პრაისმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: ნედ პრაისი: აშშ არ აღიარებს რუსეთის მიერ საქართველოს დაყოფის მცდელობის არანაირ შედეგს ნედ პრაისი: რაც ბოლო საათებში ვნახეთ, მკაფიოდ მოწმობს იმ სისასტიკესა და ტერორის კამპანიას, რომელსაც რუსები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებენ
ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრი: თურქეთი, ყაზახეთის ნავთობით დაინტერესდა
თურქეთი ყაზახეთის ნავთობით დაინტერესდა. ამის შესახებ ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა ბულატ აქჩულაკოვმა ადგილობრივ მედიას განუცხადა. „თურქეთში ვიზიტისას, შევხვდი ენერგეტიკის მინისტრ ფატიხ დონმეზს. დავათვალიერეთ თურქეთში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა და ასევე განვიხილეთ ნავთობის საკითხი, მიწოდების გზები და შესაძლო ინვესტიციები. საქმე იმაშია, რომ 2010 წლიდან ჩვენ არ გვაქვს ერთობლივი პროექტები ნავთობის სექტორში. ამ საკითხზეც მოვილაპარაკეთ“, - განაცხადა ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა. მისი თქმით, თურქეთი არა მხოლოდ ნავთობის მიწოდებით, არამედ ნავთობსაბადოებითაც დაინტერესდა. „კასპიის მილსადენის კონსორციუმთან ერთად, თურქეთის ინტერესის სფეროა სარკინიგზო გადაზიდვები, ასევე ალტერნატიული მარშრუტი შესაძლოა გახდეს საზღვაო გადაზიდვები. ნავთობის გადაზიდვის ალტერნატიული გზების განვითარებას, რამდენიმე წელი დასჭირდება. ახლა თურქეთი დღე-ღამეში 1 მილიონ ბარელ ნავთობს მოიხმარს“, - აღნიშნა მინისტრმა. „ბუნებრივია მათ აინტერესებთ ყაზახეთის ნავთობი, რადგან საკუთარი იმპორტის დივერსიფიცირებას ცდილობენ. ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ გვაქვს შესაძლებლობები. დღეიდან თურქეთს უკვე მიეწოდება ყაზახური ნავთობი“, - აცხადებს ბულატ აქჩულაკოვი. 11 მაისს ყაზახეთსა და თურქეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებები გაფორმდა.