ძებნის რეზულტატი:
რომის პაპი უკრაინული ბატალიონის, აზოვის მებრძოლების ცოლებს შეხვდა
რომის პაპი ფრანცისკე უკრაინული ბატალიონის, აზოვის მებრძოლების ცოლებს შეხვდა. დენის პროკოპენკოსა და არსენი ფედოსიუკის ცოლები, უკრაინის ელჩთან ერთად პაპს წმინდა პეტრეს მოედანზე შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Corriere della Sera ავცელებს. ქალები პონტიფიკისთვის ორი წერილისა და ფოტოების მიწოდებას აპირებდნენ. ერთ-ერთი წერილი უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურს, სრულიად უკრაინის მიტროპოლიტს, ონოფრეს ეკუთვნის, მასში მღვდელთმსახური აზოვსტალში ბლოკირებული მებრძოლების გათავისუფლებას ითხოვს. შეგახსენებთ, რომ მარიუპოლის ალყა უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მიმდინარეობს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: რომის პაპი: ნუ დავივიწყებთ, ომი სიგიჟეა რომის პაპის თქმით, უკრაინაში ომის საფრთხემ მის გულში დიდი ტკივილი გამოიწვია
ხერსონის ოლქის ადმინისტრაცია რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას ითხოვს
ხერსონის ოლქის „სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის“ [საოკუპაციო რეჟიმის მიერ დანიშნული ხელისუფლება] უფროსის მოადგილემ, კირილ სტრემოუსოვმა სიმფეროპოლში, 11 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხერსონის რეგიონი ვლადიმერ პუტინს რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების თხოვნით მიმართავს. „ქალაქი ხერსონი - ეს რუსეთია. არავითარი ხერსონის დამოუკიდებელი რესპუბლიკა ამ ტერიტორიაზე არ შეიქმნება. არც რეფერენდუმი გაიმართება. ეს იქნება განკარგულება ხერსონის ოლქის ხელმძღვანელობის მიმართვის საფუძველზე რუსეთის პრეზიდენტისადმი და იქნება თხოვნა, რომ ოლქი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შევიდეს სრულფასოვან რეგიონად“, - განაცხადა კირილ სტრემოუსოვმა. უკრაინის სამხრეთში მდებარე ქალაქი ხერსონი რუსეთის სამხედრო ძალებმა 2022 წლის მარტში დაიკავეს. ოკუპაციის წინააღმდეგ ხერსონელების არაერთი საპროტესტო აქცია რუსმა სამხედროებმა ძალით დაშალეს. ადგილობრივი ადმინისტრაციის ცნობით, ოკუპაციის გამო, ხერსონი დატოვა ქალაქის მცხოვრებთა დიდმა ნაწილმა. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა.
ზურაბ აზარაშვილი: 2 თვეში 100 000-ზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ შეიძინა თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები
მიმდინარე წლის მარტი-აპრილის თვეების განმავლობაში 100 000-ზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ შეიძინა უკვე თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები და ძველი ფასებით, 50 მილიონი ლარის ნაცვლად გადაიხადა, დაახლოებით 15 მილიონი ლარი,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში საუბრისას აღნიშნა. მისივე თქმით, დღეს საქართველოს სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია თურქეთიდან იმპორტირებული 400-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი. „მიმდინარე წლის დასაწყისში, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ჩვენ დავაანონსეთ მნიშვნელოვანი რეფორმა, ფარმაციის ბაზრის გამჭვირვალობის მიმართულებით, რაც გულისხმობდა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, მათზე მოსახლეობის ჯიბიდან დანახარჯების შემცირებას, ასევე წამლის ხარისხის კონტროლის გაძლიერებას და მათი რაციონალური მოხმარების ხელშეწყობას. მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯია თურქული ბაზრის გახსნა და მეზობელი ქვეყნიდან იმ მედიკამენტების იმპორტი, რომელზეც მოსახლეობის დანახარჯები მნიშვნელოვნად მაღალი იყო. რეფორმის შედეგად ჩვენ უკვე ვხედავთ ხელშესახებ ცვლილებებს, რაც გამოიხატა ფასების 80%-მდე შემცირებაში. ეს კი ჩვენი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია", - განაცხადა აზარაშვილმა.
სერგეი ლავროვი: ევროპაში ომის პერსპექტივა თუ გაწუხებთ, ჩვენ ეს საერთოდ არ გვსურს
თქვენ ევროპაში ომის პერსპექტივა თუ გაწუხებთ, ჩვენ ეს საერთოდ არ გვსურს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ომანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინაში „რუსული სპეცოპერაციის“ დასრულება შეაჩერებს დასავლეთის მცდელობებს, შეარყიოს საერთაშორისო სამართალი. „თქვენ ევროპაში ომის პერსპექტივა თუ გაწუხებთ, ჩვენ ეს საერთოდ არ გვსურს, მაგრამ თქვენს ყურადღებას გადავიტან იმ ფაქტზე, რომ სწორედ დასავლეთია, რომელიც მუდმივად ამტკიცებს, რომ რუსეთი ამ სიტუაციაში უნდა დამარცხდეს. დასკვნები თავად გამოიტანეთ“, – განაცხადა ლავროვმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
დიმიტრი პესკოვი: რუსეთის შემადგენლობაში ხერსონის შესვლას უნდა ჰქონდეს მკაფიო სამართლებრივი საფუძველი
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ოკუპირებული ხერსონის ოლქის ადმინისტრაციის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ასეთ გადაწყვეტილებებს უნდა ჰქონდეს მკაფიო სამართლებრივი სარჩული, „როგორც ეს რუსეთის ფედერაციასთან ყირიმის მიერთებას ჰქონდა“. „რა თქმა უნდა, ეს საკითხი ნათლად და გულდასმით უნდა იყოს გადამოწმებული და შეფასებული იურისტებისა და ადვოკატების მიერ, რადგან, რა თქმა უნდა, ასეთ საბედისწერო გადაწყვეტილებებს უნდა ჰქონდეს აბსოლუტურად მკაფიო სამართლებრივი საფუძველი, სამართლებრივი დასაბუთება, იყოს აბსოლუტურად ლეგიტიმური, როგორც ეს იყო ყირიმის შემთხვევაში“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. ხერსონის ოლქის „სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის“[საოკუპაციო რეჟიმის მიერ დანიშნული ხელისუფლება] უფროსის მოადგილემ, კირილ სტრემოუსოვმა სიმფეროპოლში, 11 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხერსონის რეგიონი ვლადიმერ პუტინს რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების თხოვნით მიმართავს. უკრაინის სამხრეთში მდებარე ქალაქი ხერსონი რუსეთის სამხედრო ძალებმა 2022 წლის მარტში დაიკავეს. ოკუპაციის წინააღმდეგ ხერსონელების არაერთი საპროტესტო აქცია რუსმა სამხედროებმა ძალით დაშალეს. ადგილობრივი ადმინისტრაციის ცნობით, ოკუპაციის გამო, ხერსონი დატოვა ქალაქის მცხოვრებთა დიდმა ნაწილმა. 2014 წელს, რუსეთმა მასთან შეერთების მიზნით, ე.წ. რეფერენდუმი ჩაატარა ყირიმში, ხოლო ე.წ. დამოუკიდებლობის გამოსაცხადებლად უკრაინის კიდევ ორ ტერიტორიაზე - დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში. უკრაინაზე თავდასხმამდე, 2022 წლის 24 თებერვლამდე რამდენიმე დღით ადრე, პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა "რეფერენდუმების" საფუძველზე შექმნილი, ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა". შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. ასევე წაიკითხეთ ხერსონის ოლქის ადმინისტრაცია რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას ითხოვს
Apple-ი iPod-ის წარმოებას აჩერებს
„20 წელზე მეტი ხნის წინ შექმნილმა iPod-მა მოხიბლა მომხმარებლები მთელს მსოფლიოში, მათი სასურველი მუსიკის თან ტარების შესაძლებლობით. დღეს ეს შესაძლებლობა ინტეგრირებულია Apple-ის პროდუქციის მთელ ხაზში, iPhone-დან და Apple Watch-დან iPad-მდე და Mac-მდე. Apple Music აპლიკაციით მომხმარებლებს აქვთ წვდომა 90 მილიონზე მეტ სიმღერასა და 30 000 დასაკრავ სიაზე“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. როგორც აღინიშნა, iPod Touch პლეიერის უახლესი მოდელი ხელმისაწვდომი იქნება კომპანიის ვებსაიტის მეშვეობით და ოფიციალურ მაღაზიებში მის ხელმისაწვდომობამდე. Apple Music Player პირველად 2001 წლის ოქტომბერში დაინერგა. iPod გამოვიდა რამდენიმე ვერსიით: Classic, Nano, Shuffle და Touch. Apple Music-ის სტრიმინგის სერვისისა და ახალი iPhone მოდელების მოსვლასთან ერთად, iPod-ების პოპულარობა კლება დაიწყო. iPod-ების ხაზის უახლესი მოდელი - iPod Touch 7 - გამოვიდა 2019 წლის მაისში.
უნგრეთი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს მხარს უჭერს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ISIS წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრა გამართა უნგრეთის საგარეო ურთიერთობათა და ვაჭრობის მინისტრთან პიტერ სიიარტოსთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრებმა ისაუბრეს საქართველო-უნგრეთის ორმხრივ ურთიერთობებზე, მაღალი შეფასება მიეცა ქვეყნებს შორის არსებულ ტრადიციულ მეგობრობას, უნგრეთის აქტიურ და ხმამაღალ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური გზისადმი, ასევე ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. „მხარეებმა აღნიშნეს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ბოლო წლების განმავლობაში, კერძოდ კი ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდგომ, საქართველოს მიერ გაწეული მნიშვნელოვანი ძალისხმევა და მიღწეული პროგრესი. ხაზი გაესვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საქართველოს ტრადიციულად მოწინავე პოზიციებს რეფორმების იმპლემენტაციის თვალსაზრისით, რაც წარმოადგენს კარგ წინაპირობას და მყარ საფუძველს ქვეყნის შემდგომი წარმატებისთვის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების თვითშეფასების კითხვარის ოპერატიულად მოკლე ვადებში შევსებას, მინისტრებმა იმედი გამოთქვეს რომ საქართველოს ძალისხმევა იქნება სათანადოდ დაფასებული პარტნიორების მხრიდან. ამ მხრივ ხაზი გაესვა ევროკავშირის მხრიდან ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მიმართ ერთიანი, სინქრონიზებული მიდგომისა და გადაწყვეტილების აუცილებლობას. რეგიონულ უსაფრთხოებაზე საუბრისას, მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია საქართველოსა და უნგრეთის მხრიდან უკრაინის მხარდამჭერი ნაბიჯების შესახებ, საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობას და ამ მიმართულებით უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერას. მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს უნგრეთსა და საქართველოს შორის ისეთ სფეროებში თანამშრომლობას, როგორიც არის ვაჭრობა, განათლება და ხალხთაშორისი ურთიერთობები. ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა უნგრეთს საქართველოსთვის უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე პროექტებისა და ქართველი სტუდენტებისთვის გაზრდილი საგანმანათლებლო კვოტებისთვის. აღინიშნა ორი ქვეყნის დადებითი დინამიკა ვაჭრობის მიმართულებით. მინისტრები შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ პოზიტიური ტენდენციის შემდგომ შენარჩუნებას“, - აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.
პორტუგალიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლის კოალიციის მინისტერიალის ფარგლებში, პორტუგალიელ კოლეგას ჟოაო გომეშ კრავინიოს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრებმა მიმოიხილეს ქვეყნებს შორის არსებული ტრადიციულად მეგობრული თანამშრომლობა და გამოთქვეს მზაობა, იმუშაონ საქართველოსა და პორტუგალიას შორის პოლიტიკური დიალოგის გააქტიურების და სხადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავებისთვის, მათ შორის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში, რომლის მიმართაც შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა პორტუგალიის სრული მხარდაჭერა. როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე საუბრისას მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს პროგრესს ამ გზაზე, მათ შორის ევროკავშირში წევრობის განაცხადის გაკეთებასა და შესაბამისი თვითშეფასების კითხვარის შევსებას. „აღინიშნა ევროკავშირის მხრიდან ასოცირებული ქვეყნების ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. პორტუგალიის მხრიდან კიდევ ერთხელ გამოიხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა. მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს აქტიურ თანამშრომლობას პორტუგალიასთან ლუზოფონური ქვეყნების გაერთიანების ფარგლებში, ასევე შესაბამისი ორგანიზაციის საქმიანობაში საქართველოს ჩართულობას. მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეზე, აღინიშნა რომ საიუბილეო თარიღი არის კარგი შესაძლებლობა თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლისთვის, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორიც არის ეკონომიკა, კულტურა და ხალხთაშორისი კონტაქტები. მინისტრები შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის მაღალი დონის კავშირების ურთიერთგაცვლას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ზურაბ აზარაშვილი: დაგეგმილია ოჯახის ექიმებისა და ექთნების შრომითი ანაზღაურების ეტაპობრივი გაზრდა
„ქვეყანაში დაწყებულია პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, რომლის ფარგლებში დაგეგმილია ოჯახის ექიმებისა და ექთნების შრომითი ანაზღაურების ეტაპობრივი გაზრდა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „წელს პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში, სოფლის ექიმის პროგრამის მართვა გადავიდა სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის პასუხისმგებლობაში და ამავდროულად გაიზარდა სოფლის ექიმების შრომის ანაზღაურება. სამედიცინო ჰოლდინგი აქტიურად განაგრძობს მუშაობას სოფლის ექიმების სამუშაო პირობების გაუმჯობესებისათვის. ამ დრომდე მოხდა, 200-მდე სოფლის ამბულატორიისთვის, განახლებული სამედიცინო აღჭურვილობის მიწოდება“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. ასევე წაიკითხეთ: ზურაბ აზარაშვილი: 2 თვის განმავლობაში 100 000-ზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ შეიძინა თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები
პეტერ სიიარტო: უნგრეთი, რუსულ ნავთობზე ემბარგოს მხარს დაუჭერს, თუ EU ალტერნატივას შესთავაზებს
„უნგრეთი მხარს დაუჭერს ევროკავშირის სანქციებს რუსული ნავთობის ემბარგოსთან მიმართებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბლოკი იმუშავებს პრობლემების სწრაფად გადაწყვეტაზე“ - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხდა. „ჩვენ ევროკომისიას ნათლად ვუთხარით, რომ ამ წინადადებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვიძლია მივცეთ ხმა, თუ ბრიუსელი შემოგვთავაზებს პრობლემის გადაჭრის სწრაფ გზას“, - თქვა სიიარტომ. მისი თქმით, პრობლემაა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ტრანსფორმაცია, რაზეც ასობით მილიონი უნდა დაიხარჯოს. „ასევე დღის წესრიგშია ნავთობსადენის სიმძლავრის გაზრდის საკითხი, რომელიც ხორვატიას უნგრეთთან აკავშირებს. უკვე ვთქვი, ეს წინადადება უნგრეთისთვის „ატომური ბომბის“ მსგავსია“, - აღნიშნა სიიარტომ. Financial Times ცნობით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტში ცვლილებებს, კერძოდ რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების პუნქტის ამოღებას გეგმავს. რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების წინააღმდეგ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა გამოვიდა. მათ შორის, მალტა, საბერძნეთი და უნგრეთი. ამასთან, ევროკავშირის მიზანი ვლადიმირ პუტინის რეჟიმზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდაა, თუმცა რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესება რამდენიმე ევროპული ქვეყნის ეკონომიკაზე მძიმედ აისახება. მნიშნელოვანია ისიც, რომ რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების პროცენტული მაჩვენებელი ევროკავშირის ქვეყნებში განსხვავებულია, რაც კონსესუსის პროცესს შეუძლებელს ხდის. Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შესაძლოა, სლოვაკეთი და უნგრეთი გათავისუფლდნენ რუსული ნავთობის შესყიდვის ემბარგოსგან, რადგან ეს ორი ქვეყანა მეტწილად რუსულ ნავთობზეა დამოკიდებული. სლოვაკეთი ნავთობის თითქმის მთელ იმპორტს რუსეთიდან იღებს და აცხადებდა, რომ ქვეყანას 120 დღის მარაგი ჰქონდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
თურქეთმა და ყაზახეთმა სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს
ყაზახეთსა და თურქეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებები გაფორმდა, ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ინფორმაციაში სხვა დეტალები არ არის მოცემული. ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ თოყაევის თურქეთის რესპუბლიკაში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, ყაზახეთისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შორის შეხვედრა გაიმართა. მედიის ცნობით, შეხვედრაზე ხელი მოეწერა რამდენიმე დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს ორმხრივ სამხედრო თანამშრომლობას ყაზახეთსა და თურქეთს შორის. თავის მხრივ, თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა ხაზი გაუსვა თავდაცვის კუთხით თურქეთ-ყაზახეთის კავშირების გაფართოების მნიშვნელობას, „მათ შორის ერთობლივი სამხედრო წვრთნებისა და თავდაცვის ინდუსტრიის სფეროში“.
კელი დეგნანი: მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა კერძო კლინიკაში, სადაც მას შეუძლია, მიიღოს სამედიცინო დახმარება, იქნებოდა ძალიან პოზიტიური ნაბიჯი
ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ბატონმა სააკაშვილმა მიიღოს ის მკურნალობა, რაც მას სჭირდება, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა მედიასთან განაცხადა. დეგნანის თქმით, მნიშვნელოვანია სააკაშვილის მდგომარეობის პროფესიონალი ექიმების მიერ მიუკერძოებელი შეფასება. „ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ბატონმა სააკაშვილმა მიიღოს ის მკურნალობა, რაც მას სჭირდება, აქცენტი უნდა იყოს ამაზე. მისი კერძო კლინიკაში გადაყვანა, სადაც მას შეუძლია, მიიღოს სამედიცინო დახმარება, მისი მდგომარეობის შეფასება, იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური ნაბიჯი. შემდეგი ნაბიჯი არის კვალიფიციური სამედიცინო პროფესიონალების მიერ მიუკერძოებელი შეფასება, რომლის მიმართ ნდობა ყველას შეეძლება. ფუნდამენტურად ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანის ჯანმრთელობაზე და იმაზე, რომ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ბატონმა სააკაშვილმა ან ნებისმიერმა, მის მდგომარეობაში მყოფმა მიიღოს ის ზრუნვა, რაც მას სჭირდება. ეს უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კელი დეგნანმა. იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, 10 მაისს, მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "მიხეილ სააკაშვილს, შესაძლო გართულებების თავიდან არიდების მიზნით, გაუკეთდება შეთავაზება, რომ გაყვანილ იქნეს კლინიკა "ვივამედში", სადაც მას ჩაუტარდება გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მკურნალობა“. კობა ნაყოფიას განცხადებით, სააკაშვილი "ვივამედში" გამოკვლევების ჩატარებაზე თანახმაა. იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება და სრულად უჭერს მხარს იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებას ექსპრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით. „პრეზიდენტს მიაჩნდა და მიაჩნია, რომ ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, რათა მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არც საზოგადოებაში და არც ევროპელი პარტნიორებისგან არ ჩნდებოდეს კითხვები. ეს არის ქვეყნის რეპუტაციის და იმიჯის საკითხი, რომელიც მოითხოვს გამჭვირვალობას, დიდ სიფრთხილეს და დაკვირვებას, რომ არ არსებობდეს რაიმე საფრთხე და მაქსიმალურად დაცული იყოს მისი ჯანმრთელობა. ამდენად, საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება და სრულად უჭერს მხარს იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებას ექსპრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცახდებაში. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ, 10 მაისს პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ თავდებობას აპირებენ. 9 მაისს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, თავდებში ჩაუდგნენ მიხეილ სააკაშვილს, მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში. მათივე განცხადებით, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი რეაბილიტაციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდება. შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა.
საქართველომ მხარი დაუჭირა მოსკოვში, ჯანმოს არაგადამდებ დაავადებათა ოფისის დახურვის რეზოლუციას
ჯანმოს ევროპის რეგიონულმა კომიტეტმა მოსკოვში განთავსებული ოფისის დახურვის მოწოდებით 10 მაისს რეზოლუცია მიიღო. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირეს ევროკავშირის ქვეყნებმა, უკრაინამ, საქართველომ, თურქეთმა, მოლდოვამ და ისრაელმა. წინაღმდეგ ხმა მისცა რუსეთმა, ბელორუსმა და ტაჯიკეთმა. თავი შეიკავა სომხეთმა და ყახაზეთმა. „რეგიონული კომიტეტი, ჯანმოს ევროპის რეგიონულურ დირექტორს სთავაზობს, ჯანმოს ევროპის რეგიონული კომიტეტის წევრ სახელმწიფოებთან კონსულტაციით, შეისწვალოს არაგადამდებ დაავადებათა პროფილაქტიკისა და მათთან ბრძოლის ევროპული ოფისის ტექნიკური უზრუნველყოფისა და რუსეთის ფედერაციის ფარგლებს გარეთ განთავსების შესაძლებლობა“,- ნათქვამია დოკუმენტში. უკრაინაში არსებულ ვითარების თაობაზე ჯანმოს კომიტეტის სპეციალური სესია 43 წევრი სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს, თხოვნით მოიწვიეს. 10 მაისს მიღებული დოკუმენტი ასევე შეიცავს მოწოდებას განიხილოს რუსეთში ყველა რეგიონული შეხვედრების, კონფერენციებისა და სემინარების შეჩერების შესაძლებლობა. რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჯანმო-ს ოფისის მუშაობის შეჩერება პირდაპირ ზიანს აყენებს ყველა ქვეყანას. მანამდე Reuters-ის წყარომ იტყობინებოდა, რომ ჯანმო გაურბის მკაცრ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან მას ეშინია, რომ ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგეს.
საქართველოსა და შვეიცარიას შორის მიგრაციის საკითხებზე მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი ორ სახელმწიფოს შორის გაფორმებული პირველი შეთანხმებაა, რომელიც კომპლექსურად არეგულირებს საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის მოსახლეობის მიმოსვლის საკითხებს. თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და შვეიცარიის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრმა (ფედერალურმა მრჩეველმა) კარინ კელერ სუტერმა. ,,ეს არის პირველი შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით ხელს შევუწყობთ ლეგალური მიგრაციის განვითარებას. გვქონდა ძალიან საინტერესო, გულთბილი და ნაყოფიერი შეხვედრა. უკვე ივნისის თვიდან ჩვენ გადავდგამთ პრაქტიკულ ნაბიჯებს, ქართული დელეგაცია ეწვევა შვეიცარიის კონფედერაციას და დავიწყებთ თანამშრომლობის გაღრმავებას, როგორც მიგრაციის, ასევე ყველა სხვა იმ მიმართულებით, რომელზეც პასუხისმგებელი არის იუსტიციის სამინისტრო“,-განაცხადა რატი ბრეგაძემ. ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი ხელს შეუწყობს ლეგალური მიგრაციის პროგრამების წახალისებას; მიგრანტთა უფლებების დაცვის გაძლიერებას, უზრუნველყოფს მიგრაციული გადაადგილების მართვასა და არალეგალური მიგრაციის პრევენციას. რატი ბრეგაძემ და კარინ კელერ სუტერმა განიხილეს მიმდინარე პროექტები და ინიციატივები ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით, პენიტენციური და პრობაციის სისტემების გაძლიერებისა და სახელმწიფო სერვისების ეფექტიანად მიწოდების კუთხით. ამ სფეროებში თანამშრომლებს შორის გამოცდილების გაზიარების მიზნით ერთობლივი ღონისძიებები დაიგეგმა.
კელი დეგნანი ირაკლი კობახიძის კომენტარზე: ზოგადად, ასეთი ტიპის კომენტარები, რომლებსაც არ აქვთ საფუძველი, არ არის სასარგებლო და ქმნის დაბნეულობას
„ქართული ოცნება“ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ შვეიცარული ბანკის (Credit Suisse) უკან შეერთებული შტატები დგას, იღებთ თუ არა თქვენ ამას როგორც პოლიტიკურ ბრალდებას, რას უპასუხებთ მას და არის თუ არა ეს ანტიდასავლური პროპაგანდა“, - ამ შეკითხვით ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს ჟურნალისტებმა 10 მაისს მიმართეს. ბიძინა ივანიშვილი შვეიცარულ ბანკ Credit Suisse-ს სასამართლოში კვლავ უჩივის „შვეიცარული ბანკი არის კერძო კომპანია და ალბათ, უმჯობესია, მას თავად მიმართოთ. მე არ ვფლობ ინფორმაციას იქ განვითარებულ მოვლენებზე. რაც შეეხება კომენტარს, ეს იყო დამაბნეველი, ზოგადად, ასეთი ტიპის კომენტარები, რომლებსაც არ აქვს საფუძველი, არ არის სასარგებლო და ქმნის დაბნეულობას. ეს არის გარკველი სახის დეზინფორმაცია, რომელიც ქმნის დაბნეულობას და იწვევს ადამიანების დაყოფას. მე ვიტყოდი, რომ ახლა არ არის დაყოფის, დაპირისპირების დრო, ეს არის დრო, როდესაც ყველა უნდა გაერთიანდეს. პირადად მე, დამაბნია ამ ტიპის კომენტარმა“, - განუცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს. „როცა კონკრეტული შვეიცარიული ბანკი აფერხებს ერთი თვის განმავლობაში გადარიცხვას, ეს დამატებით კითხვებს აჩენს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 10 მაისს განუცხადა, როდესაც შვეიცარულ ბანკ Credit Suisse-ს მიერ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის თანხების გადარიცხვის შეფერხებაზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ არ გამორიცხა, რომ შვეიცარიული ბანკის გადაწყვეტილება, ივანიშვილის კომპანიისთვის თანხის გადარიცხვა შეაყოვნოს, „კოორდინაციის შედეგი“ იყოს. რამდენად ეთანხმება მათ, ვინც შვეიცარიული ბანკის ამ გადაწყვეტილების უკან ამერიკის შეერთებულ შტატებთან კოორდინაციას ხედავს, ამ საკითხზე ირაკლი კობახიძემ შემდეგი კომენტარი გააკეთა: „მგონია, რომ ეს კითხვები არის ლეგიტიმური, არცთუ უსაფუძვლო, თავისი საფუძველი აქვს. ჩვენ ვხედავთ კოორდინაციას და კოორდინაცია რომ კითხვებს აჩენს, ეს არის ლოგიკური. ჩვენთვის გასაკვირი იყო რა თქმა უნდა, ის განცხადებები, რაც კეთდებოდა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან და იყო კოორდინაცია მაღალი ხარისხით - გვახსოვს უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით, რაც იყო აუხსნელი, ალოგიკური და კოორდინაცია ბუნებრივია, ჩანდა. იყო სხვა შემთხვევებიც, სადაც იყო ალოგიკური მოვლენები, ევტუშენკოვის ზარი და ეს არის კაცი, რომელიც სანქციებს არ ექვემდებარება და ამას თავის მიზეზი უნდა ჰქონდეს, ეს კაცი ახორციელებს ზარს და მერე ეს ზარი ხდება „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული ტელევიზიებისთვის ერთთვიანი თემა, გამოგონილი თემა. გაუგებარი ზარი, ესეც კოორდინაციაზე მიუთითებს. ამას როცა ემატება შვეიცარიული ბანკი და იცით, რომ შვეიცარული საბანკო სისტემა მაღალი ხარისხის სანდოობით სარგებლობდა ათწლეულების განმავლობაში და მთელი სახელმწიფო სისტემა იდგა ამაზე და როცა ასეთი საბანკო სისტემის ნაწილი, კონკრეტული შვეიცარიული ბანკი აფერხებს ერთი თვის განმავლობაში გადარიცხვას, ეს დამატებით კითხვებს აჩენს...რაც შეეხება კონკრეტიკას, მე მაქვს ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ამ დეტალებში მე ვერ შევალ. იმედია, საბოლოო ჯამში, ყველაფერს მოეფინება ნათელი“.
თბილისის აეროპორტში მგზავრს ნახევარი კილოგრამი მარიხუანა აღმოუჩინეს - შემოსავლების სამსახური
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის კინოლოგ ოფიცერმა და სამსახურებრივმა ძაღლმა სახელად ,,დიიმ“, რომელიც ნარკოტიკული საშუალების ძებნაზე-აღმოჩენაზე არის გაწვრთნილი, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი” უცხო ქვეყნის მოქალაქის ს.ფ.-ს ბარგის დათვალიერების შედეგად, 500 გრამი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა. პოლიციამ მომხდარ ფაქტზე გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 273-ე პრიმა მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანას და დიდი ოდენობით მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა/გადაგზავნას გულისხმობს.დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისათვის, საქართველოს მასშტაბით საბაჟო გამშვებ პუნქტებზე უსაფრთხოების კონტროლს კინოლოგ ოფიცრები და ნარკოტიკების/კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმის ძებნა-აღმოჩენაზე სპეციალურად გაწვრთნილი 29 ძაღლი ახორციელებს.
ვოლოდიმირ ზელენსკი: მარიუპოლში, უკრაინელი სამხედროების გადასარჩენად რუსეთი შეთავაზებებს არ თანხმდება
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი არ თანხმდება შეთავაზებებს, მარიუპოლში უკრაინელი სამხედროების გადასარჩენად. „მარიუპოლში კვლავ რჩებიან დამცველები. ისინი განაგრძობენ წინააღმდეგობას „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე. ჩვენ ვიყენებთ ყველა დიპლომატიურ ინსტრუმენტს, რათა მათი გადარჩენა შევძლოთ. მაგრამ რუსეთი, აქამდე შეთავაზებულ არცერთ ვარიანტს არ ემხრობა“, - აცხადებს ზელენსკი. ამასთან ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინამ პარტნიორებს სთხოვა გადაუდებლად საჭირო იარაღი, რათა მარიუპოლი განებლოკა და გადაერჩინა მშვიდობიანი მოქალაქეები და სამხედროები. „მაგრამ სწორედ ეს იარაღი და ამ მოცულობით არ გვაქვს, რაც მარიუპოლის განბლოკისთვისაა საჭირო“, - თქვა ზელენსკიმ. პრეისტორია - საღამოს 7 მაისს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად „აზოვსტალიდან“ ექიმებისა და დაჭრილი სამხედროების ევაკუაციას გეგმავს. 7 მაისს, უკრაინის ვიცეპრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტების მიერ, ალყაში მოქცეული „აზოვსტალიდან“ ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცის ევაკუაცია განხორციელდა. 10 მაისს, „აზოვსტალზე“ შტურმის შემდეგ, რიგი სამხედროების მდგომარეობა დამძიმდა. „აზოვის“ მეთაურებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, რომ დაჭრილების ევაკუაციის პროცესი დააჩქაროს, რადგან მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ. „აზოვის“ მებრძოლები აცხადებენ, რომ მარიუპოლში მოქმედების ოთხი ვარიანტი არსებობს, მაგრამ ერთადერთი გზაა ბრძოლა. მებრძოლები აცხადებენ, რომ უკრაინელი მებრძოლებისთვის ტყვეობა სიკვდილის ტოლფასია. როგორც ცნობილია, მარიუპოლი პირველი მარტიდან ალყაშია. აზოვსტალზე სამხედრო იერიში 1-ელი მაისიდან განახლა. 4 მაისს კი რუსი სამხედროები „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ამავე თემაზე „აზოვის“ პოლკის მეთაური: ვამაყობ ჩემი ჯარისკაცებით, რომლებიც არაადამიანურ ძალისხმევას დებენ, რომ მოწინააღმდეგე შეაკავონ აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე: არახამია და პოდოლიაკი მზად არიან, მარიუპოლში რუსეთის დელეგაციას ევაკუაციაზე ესაუბრონ
ილონ მასკის განცხადებით, Starlink-ის ქსელზე რუსეთიდან ჰაკერული თავდასხმა მოხდა
Starlink-ის სატელიტურ ქსელზე რუსეთსა და უკრაინას შორის ომის ფონზე რუსმა ჰაკერებმა კიბერშეტევები განახორციელეს. ამის შესახებ ილონ მასკმა Twitter-ზე დაწერა. თებერვლის ბოლოს SpaceX-ის მილიარდერმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი კომპანიის სატელიტური მომსახურება უკრაინაში ჩაირთო და SpaceX-ი კიდევ მეტ ტერმინალს გზავნის ქვეყანაში, სადაც ინტერნეტის მუშაობაში წყვეტა რუსეთის სამხედრო შეჭრამ გამოიწვია. უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრამ პრობლემები ინტერნეტის მუშაობა შეაფერხა. ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ შემუშავებული სატელიტური ინტერნეტ პროვაიდერი, Starlink დედამიწის დაბალი ორბიტის თანამგზავრებს იყენებს, რათა მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი მთელ მსოფლიოში უზრუნველყოს. ამ ტექნოლოგიას შეუძლია, ინტერნეტით უზრუნველყოს მისადგომად რთულ ადგილებში მცხოვრები მოსახლეობა, რომლებთანაც ვერ აღწევს ბოჭკოვანი ოპტიკური კაბელები და ფიჭური კავშირი. ეს ტექნოლოგია ასევე მნიშვნელოვანია ისეთ ვითარებებში, როცა ქარიშხალი, ან სხვა ბუნებრივი კატასტროფა კომუნიკაციაში წყვეტას იწვევს.
პოლ გობლი: სანქციები არ უნდა მოიხსნას, ვიდრე რუსეთის ძალები არ დატოვებენ უკრაინის მთელ ტერიტორიას
Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჯეიმს ბეიკერის სპეციალურ წარმომადგენელ და მრჩეველ პოლ გობლთან, რომელიც ასევე იკავებდა სახელმწიფო დეპარტამენტში დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ანალიტიკოსის პოზიციას. ET: ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ორშაბათს ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც საშუალებას აძლევს აშშ-ს, უფრო სწრაფად მიაწოდოს იარაღი უკრაინას. ლენდ-ლიზის აქტი თავდაპირველად პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა შემოგვთავაზა, მან ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული ქვეყნებისთვის დახმარება რთული ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე შესაძლებელი გახადა. მაშინდელი მოვლენების მსგავსად, არის თუ არა ეს აქტი გარკვეულწილად გადამწყვეტი და რა როლი აქვს მას რუსეთ-უკრაინის ომში? ეს აქტი პირდაპირ ეხმარება უკრაინას, უფრო მარტივად მიიღოს მეტი იარაღი. ეს იმის ნიშანია, რომ მის უკან დასავლეთი დგას. რასაც ველოდები, ეს არის უკრაინელი ხალხის გმირობა და რუსეთის ძალების სწრაფი დეგრადაცია. ET: პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ „აშშ-ს სურს, რუსეთი დასუსტდეს“, რათა ხელახალი ინტერვენცია ვეღარ შეძლოს, მაგალითად, ზოგიერთმა ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ ეს სიტყვები გასაკვირი იყო აშშ-ის თავდაცვის მდივნისგან და ის შესაძლოა, გულისხმობდა დასავლეთის სანქციებს, რომლებიც ამცირებს რუსეთის შესაძლებლობებს. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ გზავნილს? ვფიქრობ, თავდაცვის მდივნის ეს სიტყვები იმაზე მეტია, ვიდრე მხოლოდ რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის დეგრადაციაზე მინიშნება. ეს იმის აღიარებაა, რომ რუსეთი მუდმივი პრობლემაა. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ მისი კონტროლი შესაძლებელია; როგორც მე, სხვებსაც სჯერათ, რომ მისი დაშლა შესაძლებელია. ვიდრე რუსეთი იმპერიულ მიზნებზე უარს არ იტყვის, ის იქნება საფრთხე სხვებისთვის, მათ შორის დასავლეთისთვისაც. გეთანხმებით, თავდაცვის მდივნისგან გასაკვირია მსგავსი რამის თქმა ასე ღიად, თუმცა თითქმის ყველამ იცის, რომ აშშ მხარს უჭერს დასუსტებულ რუსეთს, ვიდრე - დანაწევრებულს. ET: ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ამბობს, რომ სანქციები არ მოიხსნება, ვიდრე რუსეთი არ მოაწერს ხელს უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმებას, ზოგი ამბობს, რომ რუსეთის სანქციები შეიძლება, მოიხსნას თუ რუსეთის ძალები უკრაინის მთელ ტერიტორიას დატოვებენ. თქვენი აზრით, რუსეთის ქმედებების და მისი პოლიტიკის გათვალისწინებით, სანქციების მოხსნის საკითხი, ამ ეტაპზე, საერთოდ თუ უნდა დადგეს დღის წესრიგში? სანქციები არ უნდა მოიხსნას, ვიდრე რუსული ძალები არ დატოვებენ უკრაინის მთელ ტერიტორიას, მათ შორის ყირიმს და ვიდრე მოსკოვი არ აღიარებს, რომ დანაშაულებრივი ომი წამოიწყო და წააგო. მე არ ველოდები, რომ ეს მოხდება, ვიდრე პუტინი არ დატოვებს თანამდებობას, ან... ამაზე ნაკლები სხვა ნაბიჯი დიდად არ დაგვეხმარება. ET: _ამ ომში გმირი უკრაინელი ხალხის დამსახურებით და დასავლეთის უპრეცედენტო მხარდაჭერით უკრაინამ სამხედრო უპირატესობა მოიპოვა. თავის მხრივ, უკრაინა შეერთებულ შტატებს განიხილავს, როგორც ლიდერს უსაფრთხოების მხარდაჭერის თვალსაზრისით, როგორ გესახებათ ამ ომის დასასრული და უკრაინის შემდგომი როლი მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე? უკრაინელმა ხალხმა დაამტკიცა, რომ რუსეთი და თუ ვინმეს ეჭვი შეჰქონდა მათ გამარჯვებაში, ცდებოდნენ. არავის ეგონა, რომ მიაღწევდნენ იმას, რასაც მიაღწიეს. დიდი იმედი მაქვს, რომ გაიმარჯვებენ, რადგან ეს იქნება ყველას გამარჯვება - საქართველოსთვის, დასავლეთისთვის და ასევე, ჩემი ქვეყნისთვის. ET: რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოში პრორუსული პოლიტიკური პარტიები ძალიან გააქტიურდნენ. რამდენად საშიშია ეს საქართველოსთვის, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის 20% უკვე ოკუპირებულია რუსეთის მიერ? რა შეიძლება გაკეთდეს და როგორ შეუძლია აშშ-ს, დაეხმაროს საქართველოს რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში? ეს უკიდურესად სახიფათოა, რადგან მოსკოვი ირგვლივ ეძებს ადგილებს, სადაც თავდასხმას და მისი გავლენების განმტკიცებას შეძლებს. ქვეყნებში, სადაც ეგულება დასაყრდენი ჯგუფები, დასავლეთის დაუყოვნებლივი რეაგირების არარსებობის პირობებში რთული გახდება გამკლავება. ამიტომ, ასეთი პრორუსული ჯგუფები უნდა გამოაშკარავდეს და საქართველომ გააცნობიეროს მომდინარე რისკები, საჭიროა, თხოვნით მიმართოს ყველა პარტნიორს და მათ შორის შეერთებულ შტატებს დეზინფორმაციასთან ბრძოლაში დასახმარებლად. მე მხარს ვუჭერ NATO-ში საქართველოს და უკრაინის გაწევრიანებას. ეს რამდენიმე წლის წინ უნდა მომხდარიყო და გაწევრიანების პროცესი აღარ უნდა გადაიდოს.
ჩეხეთის სენატმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა
ჩეხეთის სენატმა, უკრაინაში რუსეთის არმიის ქმედებები გენოციდად შეაფასა. ინფორმაციას უკრაინის ელჩი პრაღაში, ევგენ პერებიინი Twitter-ზე ავრცელებს. "ჩეხეთის სენატმა ახლახან გენოციდად აღიარა დანაშაულები, რომლებსაც რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში სჩადიან. მიღებული რეზოლუცია ჩეხეთის რესპუბლიკის მხრიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მხარდაჭერას გულისხმობს". - წერს ელჩი. მანამდე რუსეთის არმიის ქმედებები გენოციდად კანადის, ლიეტუვას, ლატვიის, ესტონეთის პარლამენტებმა აღიარეს. ამასთან ლიეტუვას პარლამენტმა რუსეთი „ტერორისტულ სახელმწიფოდ“ გამოაცხადა. აპრილში, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რუსეთის პრეზიდენტის პოლიტიკას უკრაინასთან მიმართებით გენოციდი უწოდა. „მე ვუწოდებ ამას გენოციდს, იმიტომ რომ, სულ უფრო ნათელი ხდება, რომ პუტინი ცდილობს აღგავოს მიწის პირისგან თვით ფიქრიც კი, რომ შესაძლოა იყო უკრაინელი. სულ უფრო მეტი მტკიცებულებაა, იმ საშინელებების, რაც რუსებმა უკრაინაში ჩაიდინეს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.