ძებნის რეზულტატი:

ძლიერი აფეთქება ბანგლადეშში: დაღუპულია 30 ადამიანი

ბანგლადეშის ქალაქ ჩიტაგონგთან მდებარე საწყობში ხანძარსა და ძლიერ აფეთქებას 30 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ასობით დაშავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.  ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ზოგიერთ კონტეინერში ქიმიკატები ინახებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთაგან ბევრი კრიტიკულ მდგომარეობაშია, დამწვრობები სხეულის 60-90%-ს მოიცავს. „10 მეტრის მოშორებით ვიდექი, როდესაც აფეთქების ტალღამ გადამაგდო. ხელები და ფეხები დამწვა", - განუცხადა სატვირთო მანქანის მძღოლმა ტოფაელ აჰმედმა AFP-ს. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ რამდენიმე კილომეტრის მოშორებით გაისმა და მიმდებარე შენობების მინები ჩაამსხვრია. ერთ-ერთმა ადგილობრივმა მაღაზიის მფლობელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნამსხვრევის ნაწილი ნახევარ კილომეტრზე გაფრინდა და მის აუზში ჩავარდა. ხანძარი ხშირია ბანგლადეშში. გასულ წელს, სულ მცირე 39 ადამიანი დაიღუპა ქვეყნის სამხრეთით, ბორანზე ხანძრის შედეგად. იმავე წლის დასაწყისში, რუპგანჯში, დედაქალაქ დაკის მახლობლად, ქარხანაში ხანძრის შედეგად სულ მცირე 52 ადამიანი დაიღუპა.

რას შეიძლება, მოიცავდეს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეშვიდე პაკეტი

რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეშვიდე პაკეტის დამტკიცებას შესაძლოა, რამდენიმე თვე დასჭირდეს, - მიიჩნევს საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია. რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი დამტკიცებულია ევროკავშირის ლიდერები რუსეთის ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგოს დაწესებაზე შეთანხმდნენ რა შეზღუდვები შეიძლება, შევიდეს სანქციების მეშვიდე პაკეტში, დეპუტატმა აღნიშნა, რომ ეს, სავარაუდოდ, იქნება რუსული ბანკების სრული გათიშვა SWIFT სისტემიდან და რუსი ოლიგარქების სიის გაფართოება, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის რეჟიმს. „მჯერა, რომ ამას აუცილებლად 2-3 თვე დასჭირდება, რადგან ისინი (სანქციები) გაივლიან საპარლამენტო კომიტეტებს და ახლა ივნისის შემდეგ ბევრ პარლამენტს (ევროპის სახელმწიფოს) ექნება არდადეგები, ამიტომ, ეს მათი (პარლამენტარების) დაბრუნების შემდეგ უნდა გაკეთდეს“, - განაცხადა არახამია. ამ პაკეტში ჩვენ ვავითარებთ ე.წ SMART სანქციებს, ისინი მიზნობრივია და ძალიან მტკივნეული“, - ხაზგასმით აღნიშნა დეპუტატმა. მაგალითად, მან მოიყვანა სადაზღვევო კომპანიების მიმართ სანქციების დაწესების შესაძლებლობა, რომლებიც რუსულ ნავთობტანკერებს ემსახურებიან. „ამგვარად, რუსეთი, რომელსაც აქვს ნავთობი, რომლის შეძენაც სხვა ქვეყნებს სურთ, ამ პროდუქციის ტრანსპორტირებას ვერ შეძლებს“,- აღნიშნა არახამიამ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

რუსეთის შეჭრის შემდეგ, აშშ-მ უკრაინას $6 მილიარდის ოდენობით უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარება გაუწია

24 თებერვლის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 6,3 მილიარდ დოლარის უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარება გამოყო. „ასი დღის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უბრძანა თავის ძალებს უკრაინაში შემდგომი შეჭრა, მსოფლიომ დაინახა უკრაინის ხალხის გამბედაობა და მონდომება, რომლებიც თავიანთი ქვეყნისთვის იბრძვიან. 24 თებერვლიდან, შეერთებულმა შტატებმა უზრუნველყო 6,3 მილიარდ დოლარზე მეტი უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარება უკრაინის გამარჯვებისთვის. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, ჩვენი მიზანი ცალსახაა: შეერთებულ შტატებს სურს, ნახოს დემოკრატიული, დამოუკიდებელი, სუვერენული და აყვავებული უკრაინა შემდგომი აგრესიისგან დაცვის საშუალებებით. რა დამატებით შეიარაღებას მიიღებს უკრაინა აშშ-სგან - პენტაგონის სია ჩვენ დაგეხმარებით, დაიცვათ თქვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და დაგეხმარებით ქვეყნის აღდგენაში, როცა ეს ომი დასრულდება. უკრაინა გაიმარჯვებს", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა ახალი ერთობლივი ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის დოკუმენტირებაში დაეხმარება. უფრო ადრე, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის ამსახველი მტკიცებულებების შეგროვება-გაანალიზების მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი პროგრამა აამოქმედა. 28 მაისს, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე პირველი ანგარიში გამოაქვეყნეს და რუსეთი გენოციდის წაქეზებასა და უკრაინელი ხალხის განადგურებაში დაადანაშაულეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

NATO-მ ბალტიის ზღვაში მასშტაბური საზღვაო წვრთნები დაიწყო

NATO-ს გაფართოებული საზღვაო წვრთნები ბალტიის ზღვაში დაიწყო. ორკვირიან სწავლებას - Baltops 22 წელს შვედეთი მასპინძლობს, რომელშიც ასევე მონაწილეობენ ფინეთის საზღვაო და საჰაერო ძალები. წვრთნებში ჩაერთვება 45 ხომალდი, 76 თვითმფრინავი, 16 ქვეყანა - მათგან 14, NATO-ს მოკავშირე და ორი ძალიან ახლო პარტნიორი. სამხედრო ლიდერები ვარაუდობენ, რომ შემთხვევითი არ არის, რომ NATO-ს სამხედრო წვრთნები უფრო მასშტაბურია, ვიდრე წინა წლებში.  NATO-ს გენმდივანმა შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების საკითხი ერდოღანთან განიხილა სტოლტენბერგი: პუტინს ნაკლები NATO სურდა, თუმცა უფრო მეტ NATO-სა და ალიანსის უფრო მეტ წევრს იღებს 5-დან 17 ივნისამდე სწავლებას ფინეთის საზღვაო ძალების 200-მდე პერსონალი შეუერთდება. აშშ-ის მთავარი გენერალი მარკ მილი პარასკევს შეხვდა ფინეთის პრეზიდენტს საული ნიინისტოს და ალიანსში გაწევრიანებისადმი აშშ-ის მხარდაჭერა დაუდასტურა.  თურქეთი, რომელიც NATO-ს წევრია 1952 წლიდან, ვეტოს უფლებას იყენებს, რათა შვედეთსა და ფინეთს პოლიტიკის შეცვლა აიძულოს. კერძოდ, თურქეთი ითხოვს: შვედეთმა და ფინეთმა ეთნიკური ქურთული ჯგუფების მხარდაჭერა შეწყვიტონ, რომლებსაც ანკარა ტერორისტებად მიიჩნევს. შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ექსტრადირება იმ თურქების, რომელთაც 2016 წელს, წარუმატებელი გადატრიალების შემდეგ, შვედეთსა და ფინეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიეცა.  რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია.  

რა საკითხები განიხილა იენს სტოლტენბერგმა აშშ-ში ვიზიტისას

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გასულ კვირას ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფებოდა. NATO-ს ოფიციალური ინფორმაციით, ამერიკელ მაღალი თანამდებობის პირებთან განხილვის თემა უკრაინაში რუსეთის ომის შედეგები და NATO-ს მადრიდის სამიტისთვის მზადება იყო. გენერალური მდივანი თეთრ სახლში შეხვდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბაიდენის მრჩეველს ჯეიკ სალივანს.  გენერალური მდივანი ასევე შეხვდა აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს და სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს. აშშ-ში გამართულ შეხვედრებზე მხარეეებმა განიხილეს უკრაინის მხარდაჭერის საკითხი, კიევისთვის გრძელვადიანი მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობა. გარდა ამისა, კიევის მიმართ მხარდაჭერის საკითხში აშშ-ის ლიდერობისთვის სტოლტენბერგმა შეერთებულ შტატებს მადლობა გადაუხადა. განხილვის საგანს ასევე წარმოადგენდა NATO-ს ძალისხმევა შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერების მიზნით. სტოლტენბერგი: პუტინს ნაკლები NATO სურდა, თუმცა უფრო მეტ NATO-სა და ალიანსის უფრო მეტ წევრს იღებს გენერალურმა მდივანმა ისტორიული უწოდა ფინეთისა და შვედეთის გადაწყვეტილებას, გაწევრიანდნენ NATO-ში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა მოკავშირის უსაფრთხოების შეშფოთება უნდა განიხილებოდეს. „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვიპოვით ერთიან გზას. მჭიდრო კავშირშზე ვართ თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან, ფინეთისა და შვედეთის ლიდერებთან. ჩვენ, უახლოეს დღეებში მოვიწვევთ სამივე ქვეყნის მაღალჩინოსნებს ბრიუსელში“, - აღნიშნა ალიანსის გენერალურმა მდივანმა. NATO-ს გენმდივანმა შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების საკითხი ერდოღანთან განიხილა

რეჟისორი თემურ ჩხეიძე გარდაიცვალა

რეჟისორი თემურ ჩხეიძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. თემურ ჩხეიძის გარდაცვალების შესახებ მისი კოლეგა მანანა ბერიკაშვილი იუწყება. ბიოგრაფიული ცნობები რეჟისორის შესახებ: დადგმული აქვს 80-მდე დრამატული, საოპერო და სატელევიზიო სპექტაკლი, მათ შორის, მოზარდ მაყურებელთა თეატრში. 1965 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი, დიმიტრი ალექსიძისა და მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნო. 1965-1967 წლებში რეჟისორად მუშაობდა შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატულ თეატრში. 1967-1970 წლებში ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში. 1970-1980 წლებში იყო რუსთაველის თეატრის რეჟისორი, ხოლო 1980-1990 წლებში კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1991 წლიდან იყო სანქტ პეტერბურგის დიდი დრამატული თეატრის რეჟისორი, 2004 წლიდან მთავარი რეჟისორი, 2007-2013 წლებში სამხატვრო ხელმძღვანელი. დადგმული აქვს 80-მდე დრამატული, საოპერო და სატელევიზიო სპექტაკლი, მათ შორის, მოზარდ მაყურებელთა თეატრში. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და პრემია, მათ შორის, 2013 წელს ილიას მედალი (მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა) ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის; 2010 წელს გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე, 1981 – საქართველოს სახალხო არტისტი. 1997 წელს მიღებული აქვს „ოქროს სოფიტი“, სანქტ პეტერბურგის უმაღლესი თეატრალური პრემია ნომინაციაში „რეჟისორის საუკეთესო ნამუშევარი“ ჟან ანუის „ანტიგონეს“ დადგმისთვის. თემურ ჩხეიძე იყო საპატიო ნიშნის ორდენის „ოქროს გრან-პრის“ მფლობელი, ასევე, მიღებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პრემია, საქართველოს თეატრალური პრემია „ოქროს ნიღაბი“ (ორგზის მფლობელი).

ესპანეთი უკრაინას საზენიტო-სარაკეტო კომპლესს და ტანკებს მიაწვდის - El Pais

ესპანეთი უკრაინას საზენიტო რაკეტებით და საბრძოლო ტანკებით (ლეოპარდი) უზრუნველყოფს. იუწყება El Pais სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით. ესპანეთი უკრაინელ სამხედროებს ტექნიკის ათვისების მიზნით, აუცილებელ სწავლებასაც ჩაუტარებს. სწავლება ჩატარდება ლატვიაში, სადაც ესპანეთის არმიამ NATO-ს გაძლიერებული ყოფნის ოპერაციის ფარგლებში 500 ჯარისკაცი განალაგა. El Pais-ის წყაროების თანახმად, ტრენინგის მეორე ეტაპი შეიძლება, ესპანეთში ჩატარდეს. ესპანეთი უკრაინას ამ დრომდე საბრძოლო მასალას, ინდივიდუალური დაცვის აღჭურვილობას და მსუბუქ იარაღს აწვდიდა. წყაროებმა ესპანურ გამოცემას განუცხადეს, რომ გაზრდილი მხარდაჭერის შეთავაზების საკითხი წამოიწია მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი 21 აპრილს უკრაინას ეწვია  და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, მაგრამ პროცესი ოპერაციის სირთულის გამო გადაიდო.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

უკრაინა: საჰაერო ძალებმა კიევის სამხრეთით რუსული რაკეტა ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის საშუალებით, საჰაერო ძალებმა კიევის სამხრეთით მდებარე ობუხივის რაიონში, რუსული რაკეტა ჩამოაგდეს. წინასწარი ინფორმაციით, მომხდარს მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.  „რუსეთი „აგრძელებს სარაკეტო და საჰაერო თავდასხმებს სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ჩვენს ქვეყანაში, კერძოდ კიევში“, - ნათქვამია კვირას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მანამდე, უკრაინის დედაქალაქის მერი იუწყებოდა, რომ კიევში რამდენიმე აფეთქება მოხდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ყაზახეთში საკონსტიტუციო რეფორმების საკითხზე რეფერენდუმი მიმდინარეობს

ყაზახეთში საკონსტიტუციო რეფორმების საკითხზე რეფერენდუმი ტარდება. პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევის ინიცირებული ცვლილებები მმართველობის ახალ მოდელს ითვალისწინებს. რეგისტრაცია 11,7 მილიონმა ადამიანმა გაიარა. ეს უკვე მეორე საკონსტიტუციო ცვლილებაა, რომელსაც ყაზახეთში უყრიან კენჭს.  მოქმედი კონსტიტუციის მესამედი, რომელიც სახალხო კენჭისყრით 1995 წლის 30 აგვისტოს მიიღეს, შეიცვლება, თუ მას ყაზახები დაეთანხმებიან. თოყაევის მიერ 16 მარტს წამოწყებული რეფორმა ქვეყანაში მმართველობის ახალი მოდელის შემოღებას და ახალი ეპოქის დაწყებას ითვალისწინებს, რომელიც „ახალი ყაზახეთის“ სახელით არის ცნობილი. თოყაევის განცხადებით, ქვეყანა „მმართველობის სუპერ-საპრეზიდენტო ფორმიდან ძლიერი პარლამენტის მქონე საპრეზიდენტო რესპუბლიკის" ფორმაზე გადავა. ცვლილებები ქვეყნის პრეზიდენტს თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრობას აუკრძალავს.

კერძო თვითმფრინავის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის გამო ჯო ბაიდენის და მისი მეუღლის ევაკუაცია განხორციელდა

დელავერის რეზიდენციიდან, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის და პირველი ლედის ჯილ ბაიდენის ევაკუაცია განხორციელდა. ამის მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ დელავერში (Rehoboth Beach), აკრძალულ საჰაერო სივრცეში პატარა კერძო თვითმფრინავი შეცდომით შევიდა. იუწყება Reuters-ი თეთრ სახლზე დაყრდნობით. „თვითმფრინავი მაშინვე გამოიყვანეს საჰაერო სივრციდან, განაცხადა აშშ-ის საიდუმლო სამსახურის სპიკერმა ენტონი გულიელმიმ. მისი თქმით, პილოტი, რომლის ვინაობა არ არის დასახელებული, გამოიკითხება. „წინასწარი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ პილოტი არ მიჰყვებოდა NOTAMS-ს (შეტყობინება საჰაერო ხომალდებს), რომელიც იყო შეტანილი და არ მისდევდა გამოქვეყნებულ ფრენის მითითებებს“, - აღნიშნა სპიკერმა. შემთხვევა, რომელიც ღამის პირველ საათამდე მოხდა, „რეჰიბოთ ბიჩის“ ცენტრში, რომელიც როგორც წესი, შაბათ-კვირას დატვირთულია, დაბნეულობა გამოიწვია. საიდუმლო სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ უსაფრთხოების ზომები მიღებულია და პრეზიდენტს საფრთხე არ ემუქრება.

სკეპტიკოსებიც კი დარწმუნდნენ, რომ თურქეთის აგრესია ათენის წინააღმდეგ რეალობაა - საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოს დენდიასმა განაცხადა, რომ თურქეთის ბოლოდროინდელი რიტორიკა საბერძნეთის წინააღმდეგ, აჩვენებს, რომ ანკარის აგრესია ძლიერდება. „ეს რიტორიკა სკეპტიკოსებსაც კი არწმუნებთ, რომ თურქეთის აგრესია ათენის წინააღმდეგ რეალობაა“, - აღნიშნა ბერძენმა დიპლომატმა.  უცხოური მედია: თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საბერძნეთის ელჩი გამოიძახეს საბერძნეთი NATO Tiger Meet 2022-ს მასპინძლობს. რატომ არ მონაწილეობს თურქეთი საჰაერო წვრთნებში საბერძნეთი და თურქეთი საჰაერო სივრცის არაერთხელ დარღვევაში დაახელოებით, ერთმანეთს ერთვი თვის წინ ადანაშაულებდნენ. თურქეთმა განაცხადა, რომ NATO-ს წევრი საბერძნეთი თურქეთის საჰაერო სივრცეში „სამ დღეში ოცდაათჯერ“ შევიდა. მანამდე, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისიც მსგავსი პრეტენზიებით გამოვიდა. მიცოტაკისმა განაცხადა, რომ თურქეთის სამხედროები ახორციელებდნენ უნებართვო ფრენებს საბერძნეთის რამდენიმე დიდ კუნძულზე. მიცოტაკისმა ისიც აღნიშნა, რომ დაუკავშირდა NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, რათა თურქეთის მიერ საჰაერო სივრცის სავარაუდო დარღვევის შესახებ ეცნობებინა. „ეს ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებას და NATO-ს ერთიანობას“, - განაცხადა საბერძნეთის პრემიერმა. საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური საჩივრის მისაღებად, ათენში თურქეთის ელჩიც დაიბარა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის მხრივ, მოუწოდა საბერძნეთს, „შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები და რიტორიკა“ და მხარი დაუჭიროს ახლახან განახლებულ მოლაპარაკებებს, რომლებიც მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის ნდობის დამყარებას. NATO-ს წევრებს საბერძნეთსა და თურქეთს დიდი ხანია, უთანხმოება აქვთ, ნავთობით და მინერალებით მდიდარ ეგეოსის ზღვაში საჰაერო და საზღვაო უფლებების შესახებ. უთანხმოებამ გამოიწვია საჰაერო ძალების თითქმის ყოველდღიური პატრულირება ძირითადად საბერძნეთის კუნძულების ირგვლივ, სადავო საჰაერო სივრცეში, რომელზეც თურქეთმა არაერთხელ გამოთქვა პრეტენზია, თავად კი, მისი მხრიდან რაიმე სახის დარღვევას უარყოფს.  საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გასულ თვეს მოლაპარაკებები გამართეს და შეთანხმდნენ, რომ გადაჭრიდნენ თავიანთი ქვეყნების დიდი ხნის უთანხმოებას, ყოველ შემთხვევაში, დაძაბულობის დაფარვას, რადგან უკრაინაში კონფლიქტი მძვინვარებს.

საგარეო უწყება: მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, მომავალ წლებში ბელგიასთან კავშირები გავაღრმაოთ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველო-ბელგიას შორის დიპლომატიური კავშირების დამყარებიდან 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ თბილისი ორ ქვეყანას შორის კავშირებით გაღრმავების ერთგულია. „დღეს საქართველოსა და ბელგიას შორის დიპლომატიური კავშირების დამყარებიდან 30 წელი შესრულდა. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ჩვენ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაფართოების მოწმენი გავხდით, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებსა და პრინციპებს. მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, მომავალ წლებში ბელგიასთან კავშირები გავაღრმაოთ“, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში. ინფორმაციისთვის, დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის 1992 წლის 5 ივნისს დამყარდა. ბელგიის სამეფოში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა 1993 წელს გაიხსნა.

ვიაროთ ჭეშმარიტების გზით, სულის გადარჩენა მდგომარეობს იესო ქრისტეს შეცნობაში - მეუფე შიო

სულის გადარჩენა მდგომარეობს იესო ქრისტეს შეცნობაში, მისი მცნებების შეცნობაში, მისი ეკლესიის წევრობაში, ეს არის უმთავრესი ცხოვრებაში, გზა ხსნისა და გზა სიხარულისა… ღმერთის ნებაა, რომ ყოველი ჩვენგანი გახარებული და ბედნიერი იყოს, ღმერთმა მოგვცეს მადლი და ძალა, რომ ჩვენთვისაც ყოველი ადამიანი იყოს სიხარული, უფალმა ინებოს… ვიაროთ ჭეშმარიტების გზით და მივემთხვიოთ ამ სიხარულს, ვიაროთ სულის გადარჩენის გზით, რაც არის შემეცნება, შეცნობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა. ​„ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის ხსენება პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამების, რომლებიც შეიკრიბნენ ნიკეაში 325 წელს არიოზის მწვალებლობის განსახილველად და დასაგმობად. ეს სწავლება იყო ძალიან სახიფათო ეკლესიისთვის, იმიტომ რომ ძირეულად არღვევდა ჩვენი სარწმუნოების არსს და ამბობდა, რომ უფალი იესო ქრისტე არ არის ღმერთი, არამედ არის ქმნილება, მართალია, უმაღლესი ქმნილება, მაგრამ მაინც ქმნილებაა, ხოლო სულიწმიდა არის უკვე იესო ქრისტეს ქმნილება. აი, მოკლედ რომ ვთქვათ, ასეთი სწავლება იყო. წმინდა მამები ამხელდნენ ამ სწავლებას, სულის გადარჩენის სწავლების თვალსაზრისით. ისინი ამბობდნენ, რომ თუ დავუშვებთ, რომ იესო ქრისტე არ არის ღმერთი, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი სულის ცხონებაც ფანტაზია ყოფილა და ჩვენ არ ვეზიარებით ცოცხალ ღმერთს, არამედ ქმნილებას. შესაბამისად, იესო ქრისტეს სწავლებაც არ ყოფილა საღმრთო, არ ყოფილა უტყუარი, არამედ – ადამიანური და, შესაბამისად, არაჭეშმარიტი და ა.შ. ამ კრებაზე შემოიტანეს ახალი ტერმინი „ჰომოუსიოსი“, ანუ ერთარსი, რომელსაც ჩვენ ყოველდღე ვკითხულობთ ჩვენს „მრწამსში“. როგორც გახსოვთ, ამ წმინდა კრებაზე მონაწილეობდნენ ისეთი დიდი მამები, როგორებიც იყვნენ: წმინდა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი, წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი და გამორჩეული მოღვაწე, მართლმადიდებლობის მამად წოდებული, წმინდა ათანასე ალექსანდრიელი. დიდება და მადლობა უფალს, რომ მოგვივლინა ასეთი ადამიანები, ასეთი დიდი მოღვაწეები და მამები უფალმა. დღეს წარმოდგენილია სახარება, სადაც განსაკუთრებით ნათლად ჩანს ძე ღმერთის ერთარსობა მამასთან, სადაც ჩანს, რომ უფალი იესო ქრისტე არის ძე ღმერთი, მაცხოვარი სოფლისა და რომ სულის გადარჩენა მდგომარეობს იესო ქრისტეს შეცნობაში, მისი მცნებების შეცნობაში, მისი ეკლესიის წევრობაში, რომ ეს არის უმთავრესი ცხოვრებაში, გზა ხსნისა და გზა სიხარულისა. აი, სახარების ამ მონაკვეთში, ლოცვაში უფალი იესო ქრისტე პირდაპირ ამბობს, რომ „მე და მამა ერთნი ვართ“, ანუ ძე ღმერთი და მამა ღმერთი ერთნი არიან. და როცა მიმართავს ზეციერ მამას, ამბობს, რომ „ყველაფერი ჩემი შენია“. ამაზე წმინდა მამები ამბობდნენ, რომ ეს გასაგებია, ღვთისაა ყველაფერი, მაგრამ იქვე დასძენს მაცხოვარი, რომ ,,და ყოველივე შენი ჩემია”. აი, ეს უკვე ნიშნავს სწორედ ამ ერთობას და ერთარსობას. ასეთი რამ არავის უთქვამს არცერთ რელიგიაში, არცერთ ადამიანს. ღმერთი განკაცდა, ხორცი შეისხა მეორე ჰიპოსტასმა ყოვლადწმინდა სამებისა და როგორც ამბობს იესო ქრისტე, მისია ყოველივე, რაც ღვთისაა და, შესაბამისად, განკაცების შემდგომ ჩვენია ყველაფერი, რაც ქრისტესია. ანუ, ღმერთი განკაცდა იმისთვის, რომ ადამიანებიც განაღმრთოს და მადლით ღმერთები გავხდეთ. ვიმეორებ, ხაზს ვუსვამ – მადლით და არა ბუნებით, რა თქმა უნდა, რომ ყოველივე, რაც ქრისტესია, ჩვენი გახდეს. ამას გვაძლევს ჩვენ წმინდა ეკლესია, ეკლესიაში თანაზიარების, საიდუმლოებებში მონაწილეობის მეშვეობით ჩვენ ვეზიარებით იესო ქრისტეს, რომელიც არის თავი ჩვენი საეკლესიო სხეულისა. შემდეგ უფალი ამბობს, თუ რა არის საუკუნო სიცოცხლე. იგი კვლავ მამაზეციერს მიმართავს და ამბობს, რომ საუკუნო სიცოცხლე არის – „გიცნობდნენ შენ და შენგან მოვლენილ იესო ქრისტეს”. ამრიგად, სულის გადარჩენა – ეს არის შეცნობა ღვთისა, მამა ღმერთისა და შეცნობა მის მიერ მოვლენილი ძე ღმერთისა, იესო ქრისტესი, შეცნობა მისი ეკლესიის მეშვეობით, მისი მცნებების შესწავლა. როგორ ხდება შეცნობა? როგორ შეგვიძლია ჩვენ, შევიცნოთ უფალი? – მხოლოდ სულიწმიდის მეშვეობით, რომლის გარდმოსვლასაც ჩვენ მალე, ამ რამდენიმე დღეში ვიზეიმებთ. უფლის ამაღლების შემდეგ სულიწმიდა მოქმედებს ეკლესიაში და სწორედ ის, სულიწმიდა უფალი, გვაერთებს ღმერთთან, იესო ქრისტესთან და შეცნობა სწორედ აი, ამ გზით ხდება, როდესაც ჩვენს გულში შემოდის სულიწმიდა, ეს არის ენერგია ღვთისა, აი, ამის შედეგად ჩვენ ვიცნობთ უფალს და უფალი გვიცნობს ჩვენ. გახსოვთ იგავი ათი ქალწულის შესახებ, წმინდა ნინოს ხსენების დღეს იყო წაკითხული. უფალი ეტყვის სულელ ქალწულებს, რომ „მე თქვენ არ გიცნობთ“ . „არ გიცნობთ“ – ეს იგავური ფორმის გამოთქმაა. ეს ნიშნავს, რომ „სულიწმიდა არ არის თქვენში“. როცა შემოდის ჩვენში ეს მადლი, ჩვენ მისი მეშვეობით ვიცნობთ უფალს და ისიც გვიცნობს ჩვენ. საერთოდ, ეს ლოცვა, ეს ადგილი სახარებიდან ალბათ თავისი სიღრმითა და მნიშვნელობით, თუ ყველაზე გამორჩეული არა, ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამორჩეული და მნიშვნელოვანია. ბოლოს, ამავე ლოცვაში უფალი ეტყვის მამაზეციერს, რომ „მე ამ ყველაფერს ვამბობ, იმიტომ რომ სიხარული მათი (ანუ ჩვენთვის ლოცულობს, მისი მორწმუნეებისთვის, პირველ რიგში, მისი მოციქულებისა და შემდეგ მთელი ეკლესიისთვის) იყოს სავსებით”. ანუ სიხარული ჩვენი იყოს სრულყოფილი. აი, ამას სთხოვს მამა ღმერთს უფალი იესო ქრისტე, რომ ჩვენ გავიხაროთ, რომ ჩვენ ,,სიხარული სავსებით იყოს”. ეს არის აზრი ყველაფერ იმისა, რაც გააკეთა უფალმა იესო ქრისტემ, რომ სიხარული მოგვანიჭოს ჩვენ. ეს არის აზრი ყოველივე იმისა, რაც ხდება ჩვენს ცხოვრებაში, მთავარი ესაა, ამაზეა საუბარი, რომ მივიღოთ ეს სიხარული, ამისთვის არის შექმნილი ადამიანი და ღმერთის ნებაა, რომ ყოველი ჩვენგანი გახარებული და ბედნიერი იყოს. უფალ იესო ქრისტესთვის კი ჩვენ ვართ სიხარული, ყველა, ადამიანი მისთვის სიხარულია, ჩვენთვის კი მთავარი სიხარული – ეს არის ვინ? იესო ქრისტე, მთელი ჩვენი სიხარული, მაცხოვარი ჩვენი. ღმერთმა მოგვცეს, ძვირფასო ძმებო და დებო, მადლი და ძალა, რომ ჩვენთვისაც ყოველი ადამიანი იყოს სიხარული. ამიტომ ამბობს წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ერთ ადგილას, რომ „ამაზე დიდი სიხარული არაფერია ჩემთვის, ვიდრე ის, ვიცოდე, რომ ჩემი შვილები ჭეშმარიტებით დადიან“. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. უფალმა ინებოს, რომ ჩვენც ნამდვილად ვიყოთ ღვთის შვილები, გავახაროთ უფალი ჩვენი, ვიაროთ ჭეშმარიტების გზით, მივემთხვიოთ ამ სიხარულს და ვიაროთ სულის გადარჩენის გზით, რაც არის შემეცნება, შეცნობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნისამდე, ამინ!“,- განაცხადა მეუფე შიომ ქადაგებისას საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

დასჯის გარდაუვალობა არის პრინციპი, რომელსაც უკრაინა რუსეთს აუცილებლად ასწავლის - ზელენსკი

დასჯის გარდაუვალობა არის პრინციპი, რომელსაც უკრაინა აუცილებლად ასწავლის რუსეთს. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Telegram-ზე გააკეთა, იუწყება უკაინული მედია. „სასჯის გარდაუვალობა არის პრინციპი, რომელსაც უკრაინა აუცილებლად ასწავლის რუსეთს. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა ვასწავლოთ მას ბრძოლის ველზე, რომ უკრაინა არ იპყრობს; რომ ჩვენი ხალხი არ დანებდება და ჩვენი შვილები ოკუპანტების საკუთრება არ გახდებიან“, - აღნიშნავს ზელენსკი. უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 234 000-ზე მეტი უკრაინელი ბავშვი იძულებით გადაიყვანეს რუსეთში, დროებით ოკუპირებულ რაიონებში ან ბელორუსში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მარცვლეულის მსოფლიო ომი უკვე დაიწყო, აფრიკაში ახალი კონფლიქტების გაჩაღების რისკი არსებობს - იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუიჯი დი მაიო მიიჩნევს, რომ ბლოკადის გამო, მარცვლეულის მსოფლიო ომი უკვე დაიწყო, რაც პროდუქტზე წვდომაში ბევრ დაუცველ ქვეყანას ხელს უშლის. იტალიელი დიპლომატის აზრით, ეს ნიშნავს, რომ აფრიკაში ახალი კონფლიქტების გაჩაღების რისკი არსებობს. „ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს ომი. ჩვენ ვართ აფრიკაში პოლიტიკური არასტაბილურობის, ტერორისტული ორგანიზაციების გავრცელების, გადატრიალების საფრთხის წინაშე. ეს შეიძლებ,ა გამოწვეული იყოს მარცვლეულის კრიზისით, რომელსაც ჩვენ განვიცდით", - აღნიშნა დი მაიომ. მისივე თქმით, უკრაინის პორტებში რუსული ხომალდების მიერ 30 მილიონი ტონა მარცვლეულია დაბლოკილი. დი მაიომ დაამატა, რომ ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებთან პირველი შეხვედრა სურსათის უვნებლობის შესახებ სამშაბათს, 6 ივნისს გაიმართება. ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ბერლინი უკრაინიდან აფრიკაში მარცვლეულის ექსპორტის განახლების მიზნით, აქტიურად იმუშავებს მედია: უკრაინის პორტებიდან ხორბლის ექსპორტისთვის „მარცვლეულის დერეფნის“ საგზაო რუკა შემუშავდა იტალიამ უკრაინას ხორბლის ტრანსპორტირებისთვის „საზღვაო დერეფნების“ შექმნა რამდენიმე დღის წინ შესთავაზა. იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ პუტინს მოუწოდა, განბლოკოს მარცვლეულის ექსპორტი როგორც შავი ზღვის, ასევე, აზოვის ზღვის პორტებიდან, როგორიცაა მარიუპოლი, რომელიც რუსულმა ჯარებმა დაიპყრეს. პუტინმა დრაგის მოწოდების შესრულების პირობად სანქციების მოხსნა მოითხოვა. იყენებს თუ არა რუსეთი სასურსათო კრიზისს მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესამსუბუქებლად აფრიკის კავშირის ხელმძღვანელი პუტინს უკრაინის ომის გავლენის შესახებ აფრთხილებს ომამდე უკრაინა მარცვლეულის ერთ-ერთი წამყვანი ექსპორტიორი იყო მსოფლიოში. მისი პროდუქტი აუცილებელია რეგიონების სასურსათო უსაფრთხოებისთვის, როგორიცაა, ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.

მაკრონის განცხადებას უკრაინაში კრიტიკული შეფასებები მოჰყვა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ვიდრე ვინმე ითხოვს, რუსეთი არ იყოს დამცირებული, კრემლი ახალ ვერაგულ თავდასხმებს აწარმოებს. კიევზე დღევანდელ სარაკეტო დარტყმას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - მოკალი რაც შეიძლება მეტი უკრაინელი. უკრაინა: საჰაერო ძალებმა კიევის სამხრეთით რუსული რაკეტა ჩამოაგდეს „თითოეულ ასეთ ტერორისტულ თავდასხმას უნდა მოჰყვეს მკაცრი პასუხი ევროპის დედაქალაქებიდან: მეტი სანქციები, მეტი იარაღი“, - აღნიშნა მიხაილო პოდოლიაკმა. მანამდე, საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთის დამცირების თავიდან არიდების მოწოდებები მხოლოდ საფრანგეთსა და ყველა იმ სახელმწიფოს ამცირებს, რომლებიც ამას მოითხოვენ. მაკრონმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, პუტინის ისტორიული შეცდომის მიუხედავად, რუსეთის დამცირება არ დაუშვას, რათა შემდგომი მოლაპარაკებები გაადვილდეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ზელენსკის თქმით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დროს რუსულმა არტილერიამ 113 ეკლესია გაანადგურა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დროს რუსულმა არტილერიამ 113 ეკლესია გაანადგურა. მისი თქმით, მათ შორისაა უძველესი ტაძრები, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომს გაუძლეს, მაგრამ რუსულ ოკუპაციას ვერ გადაურჩნენ. ზელენსკის თქმით, რუსეთის ჯარებმა უკრაინის წინააღმდეგ სულ 2 500 რაკეტა გამოიყენეს „რუსეთის არმიას შეუძლია, შეწყვიტოს ეკლესიების დაწვა. რუსეთის არმიას შეუძლია, შეაჩეროს ქალაქების განადგურება. რუსეთის არმიას შეუძლია, შეწყვიტოს ბავშვების მკვლელობა. თუ იგივე ადამიანი მოსკოვში, უბრალოდ გასცემს ასეთ ბრძანებას. ფაქტი, რომ ჯერ კიდევ არ არის ასეთი ბრძანება, აშკარა დამცირებაა მთელი მსოფლიოსთვის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. 4 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრიანაში, დონეცკის ოლქში, რუსმა სამხედროებმა სვიატოჰირსკის ლავრა დაბომბეს, რომელიც 1526 წელს აშენდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

რომის პაპი: გთხოვთ, კაცობრიობა არ გაანადგუროთ

უკრაინაში ომის დასასრულებლად, რომის პაპმა ფრანცისკემ ლიდერებს მოუწოდა, დიპლომატიური გადაწყვეტის გზები მოიძიონ. რომის პაპმა ეროვნულ ლიდერებს მოუწოდა, პატივი სცენ ადამიანის სიცოცხლეს და შეაჩერონ ქალაქებისა და სოფლების ნგრევა. უკრაინელი ბავშვი რომის პაპს: შეგიძლიათ უკრაინაში ჩახვიდეთ ყველა ბავშვის გადასარჩენად, ვინც ახლა იქ იტანჯება? რომის პაპი: გთხოვთ, ნუ გამოიყენებთ ხორბალს, მთავარ საკვებს, როგორც ომის იარაღს „გთხოვთ, ნუ მიიყვანთ კაცობრიობას დანგრევამდე. აწარმოეთ რეალური მოლაპარაკებები, კონკრეტული მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტისა და მდგრადი გადაწყვეტისთვის. მოუსმინეთ იმ ადამიანების სასოწარკვეთილ ხმას, რომლებიც იტანჯებიან - ჩვენ ამას ყოველდღიურად ვხედავთ მედიაში - პატივი ეცით ადამიანის სიცოცხლეს, შეაჩერეთ ყველგან ქალაქებისა და სოფლების ნგრევა", - აღნიშნა რომის პაპმა ფრანცისკემ. 4 ივნისს, რომის პაპმა ფრანცისკემ ბავშვებთან შეხვედრისას უკრაინელ ბავშვს განუცხადა, რომ უკრაინაში ჩასვლა სურს და შესაძლო ვიზიტს უკრაინის ოფიციალურ პირებთან განიხილავს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამერიკელი და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით წვრთნები ჩატარდა

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში “სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი“ დასრულდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნებში ამერიკელი და ქართველი სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ. „კურსი 3 კვირის განმავლობაში საჩხერისა და ჭიათურის სასწავლო უბნებზე მიმდინარეობდა. სწავლების განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეები სამთო აღჭურვილობის მოხმარების წესებსა და ტექნიკურ მონაცემებს გაეცნენ. სამთო სკოლის ინსტრუქტორების დახმარებით, მათ კოლექტიური გადარჩენისა და ევაკუაციის ორგანიზების უნარ-ჩვევები გაიღრმავეს. ქართველ და ამერიკელ სამხედროებს მდინარის, დაბრკოლებათა ზოლის გადალახვისა და კლდეზე დაშვების სავარჯიშოების შესრულებაც უწევდათ. წვრთნების დასასრულს მსმენელებმა კომპლექსური და ფიზიკური ტესტი ჩააბარეს. მონაწილეებს კურსის დასრულება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ზურაბ ხვიჩიამ და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელმა მიულოცეს, კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს და წარმატებები უსურვეს“, - აღნიშნულია თავდაცვის უწყების ინფორმაციაში.

ფშაველი-ლეჩურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ1-კმ11 (ფშაველი-ლეჩური) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამავე საავტომობილო გზის კმ12-კმ72 (ლეჩური-ომალო) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.