ძებნის რეზულტატი:
ვოლოდიმირ ზელენსკი: არანაირ სამშვიდობო გეგმაზე მოლაპარაკებები არ მაქვს, ასეთი მოლაპარაკებები ამჟამად ნულის დონეზეა
"დასავლელი პოლიტიკოსები და მედია უკრაინას ომის არასახარბიელო შედეგით დასრულებისკენ უბიძგებენ", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „არანაირ სამშვიდობო გეგმაზე მოლაპარაკებები არ მაქვს, ასეთი მოლაპარაკებები ამჟამად ნულის დონეზეა. ყველას ძალიან სურს ცოტათი გვიბიძგოს ისეთი შედეგისკენ, რომელიც ჩვენთვის ნამდვილად არ არის სასურველი. დაღლილობა იზრდება, ადამიანებს უნდათ შედეგი თავისთვის, ჩვენ კი გვჭირდება შედეგი ჩვენთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე წაიკითხეთ: ზელენსკიმ ფრონტის ის მიმართულებები დაასახელა, სადაც ვითარება ყველაზე რთულია
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის 61 მოქალაქეს სანქციები დაუწესა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის 61 მოქალაქესთან მიმართებით პერსონალური სანქციები გამოაცხადა. სანქცირებული პირები მსხვილი კომპანიების ყოფილი და მოქმედი ტოპ მენეჯერები და მაღალჩინოსნები არიან. რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი დამტკიცებულია რას შეიძლება, მოიცავდეს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეშვიდე პაკეტი „ეს რუსი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეების, ასევე შიდა ბიზნესის წარმომადგენლების წინააღმდეგ აშშ-ის მუდმივად მზარდი სანქციების საპასუხოდ გაკეთდა", - წერს რუსული მედია. სანქციები ეხება აშშ-ის ფინანსთა მინისტრ ჯანეტ იელენს, ენერგეტიკის მინისტრს ჯენიფერ გრენჰოლმს, თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორს კეიტ ბედინგფილდს და Netflix-ის ერთ-ერთ ლიდერს რიდ ჰასტინგსს. სიაში ასევე მოხვდნენ OneWeb-ის, Delta Airlines-ის, Universal Pictures-ის, CBS-ის, Moody's, Nasdaq-ის ტოპ მენეჯერები. სანქციებში მოხვედრილ პირებს ეკრძალებათ რუსეთში შესვლა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ერდოღანი: თურქეთი დამოუკიდებლად განსაზღვრავს უსაფრთხოების პრიორიტეტებს
თანამედროვე თურქეთი დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია განსაზღვროს და განახორციელოს საკუთარი პოლიტიკური და უსაფრთხოების პრიორიტეტები. ამის შესახებ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შეხვედრის შემდეგ სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა. ერდოღანმა ასევე კომენტარი გააკეთა თურქეთის საერთაშორისო სახელწოდების Türkiye-ზე („Turkiye“) შეცვლაზე. მან აღნიშნა, რომ ოფიციალურად ძალაში შესული ინოვაციის შესაბამისად, ამიერიდან თურქეთის ყველა სახელმწიფო დაწესებულება მიმოწერაში იყენებს სახელს Türkiye (სხვადასხვა ეთნონიმების ნაცვლად თურქეთი, თურქეი, ტურქიე და ა.შ. ადრე გამოყენებული). ერდოღანი ასევე შეეხო თურქეთის წვლილს გლობალური კლიმატის კრიზისის დაძლევაში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანკარა სერიოზულად ეკიდება „მწვანე განვითარების“ საკითხს და დგამს ყველა საჭირო ნაბიჯს ეკონომიკური ზრდის მხარდასაჭერად გარემოსდაცვითი პრიორიტეტების შესაბამისად. ”2053 წლის ჩვენი ხედვის ცენტრში არის კლიმატის ცვლილების პროექტები,” - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. მისი თქმით, თურქეთი სულ უფრო მეტ ინვესტიციებს ახორციელებს განახლებადი ენერგიის წყაროებში. გარდა ამისა, სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ მიიღო ზომები სუფთა ტექნოლოგიების განვითარების მხარდასაჭერად, რაც შეამცირებს სამრეწველო ემისიებს. მისი თქმით, თურქეთი ასევე პრიორიტეტს ანიჭებს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის ინვესტიციას სარკინიგზო და საზღვაო გზების განვითარებაში. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთი ნულოვანი ნარჩენების პროექტის მეშვეობით აპირებს გადამუშავების მაჩვენებლის 60%-მდე გაზრდას. მისი თქმით, კიდევ ერთი პრიორიტეტია ტყის ფართობების გაფართოება. ”ამ გზით ჩვენ უზრუნველვყოფთ ნახშირბადის სტაბილურობას. ჩვენ მოვახდინეთ მთელი ჩვენი სახსრების მობილიზება უნივერსიტეტებიდან კვლევით ცენტრებამდე მეცნიერებასა და ტექნოლოგიაზე დაფუძნებული მწვანე მოძრაობისთვის“, - აღნიშნა ერდორანმა. თურქეთის ლიდერმა ეკონომიკის სფეროში მთავრობის შემდგომ გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყნის ხელისუფლებამ დაიწყო თურქეთის ეკონომიკის განვითარების პროგრამა, რომელიც ინვესტიციებს, დასაქმებას, წარმოებასა და ექსპორტის ზრდას ეფუძნება.
BP-მ ბაქო-სუფსის მილსადენით ნავთობის გადაზიდვა შეაჩერა
აზერბაიჯანში ნავთობის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა BP-მ განაცხადა, რომ ბაქო-სუფსის საექსპორტო ნავთობსადენი ივნისში მუშაობას შეაჩერებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მილსადენის გაჩერება „დროებითია“ და რომ ბაქო-სუფსის მილსადენით გადაზიდული მთელი ნავთობი ამჟამად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით გადის. კითხვაზე, უკავშირდება თუ არა ბაქო-სუფსის ნავთობსადენის შეჩერება უკრაინაში მიმდინარე ომს, BP-ის წარმომადგენელი პასუხის გაცემას მოერიდა და მხოლოდ აღნიშნა, რომ დახურვა "გამფრთხილებელი ზომებით" იყო გამოწვეული. როგორც ცნობილია, მანამდე ბაქო-სუფსის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირება BP-მ 15 მარტიდან აპრილის ბოლომდე შეაჩერა, შემდეგ ეს გადაწყვეტილება მაისამდე გააგრძელა და ახლა BP-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მილსადენი ივნისშიც არ იმუშავებს. კომპანიის მიერ eurasianet.org-ისთვის გაგზავნილ წერილობით განცხადებაში ბაქო-სუფსის მილსადენის ექსპლუატაციის განახლების დრო მითითებული არ არის. საყოველთაოდ ცნობილია, რომ შავ ზღვაში კომერციული გადაზიდვები უკრაინის ომის გამო დიდწილად შეფერხდა. ბოლო დროს გავრცელდა არაერთი ცნობა, რომ ნაღმები, რომლებიც უკრაინის პორტებში სანაპიროს დასაცავად დგას, კომერციულ გემებს რეალურ საფრთხეს უქმნის. მედია წერს, რომ BP-ის განცხადება, ფაქტობრივად, პირველი ოფიციალური დადასტურებაა, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო აზერბაიჯანიდან ნავთობის ექსპორტი დაზარალდა. როგორც ცნობილია, აზერბაიჯანული ნავთობი ბაქო-სუფსის მილსადენით მიედინება საქართველოს სუფსის პორტში შავი ზღვის სანაპიროზე, საიდანაც ტანკერებით მსოფლიო ბაზრებს მიეწოდება. მილსადენის სიმძლავრე წელიწადში 7,2 მილიონი ტონაა. შექმნილ ვითარებაში ტექნიკურად ადვილია ნავთობის გადამისამართება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე. თუმცა, პრობლემა ის არის, რომ ეს მიმართულება უფრო ძვირია. 2021 წლის იანვარში Botas-ის ოპერატორმა გაზარდა ტრანზიტის საფასური - BTC-ით თურქეთის გავლით ნავთობის ტრანსპორტირებისთვის 0,55 დოლარიდან 1,50-2 დოლარამდე ბარელზე. მაშინ როცა ბაქო-სუფსის მილსადენზე ტრანზიტის ღირებულება ბარელზე მხოლოდ 0,42 დოლარია. შეგახსენებთ, რომ აპრილის ბოლოს, აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-მა შეაჩერა ნავთობის ტრანსპორტირება ბაქო-ნოვოროსიისკის მილსადენით. SOCAR-ის წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ ბაქო-ნოვოროსიისკის მილსადენით გადასაზიდი ნავთობი მაისში BTC მილსადენზე გადამისამართდა.
ბორის ჯონსონი თანამდებობაზე რჩება
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა პარლამენტში უნდობლობა დაძლია. ბორის ჯონსონმა მისთვის ნდობის გამოცხადების კენჭისყრაში 211 ხმით 148 ხმის წინააღმდეგ უპირატესობა მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯონსონი თანამდებობაზე რჩება. დიდი ბრიტანეთის პარლამენტში, ბორის ჯონსონისთვის უნდობლობის გამოცხადებას უყრიან კენჭს 2021 წლის ბოლოს, კორონავირუსის პანდემიის დროს გამართული წვეულებით ე.წ. ლოკდაუნის წესების დარღვევის გამო, კონსერვატორების ნაწილი და ოპოზიციური „ლეიბორისტული პარტია“ თვლის, რომ ჯონსონმა თანამდებობა უნდა დატოვოს. ბორის ჯონსონმა აღიარა, რომ „ლოკდაუნის“ დროს მის ოფიციალურ რეზიდენციაში წვეულებას დაესწრო და ბოდიშს იხდის
ევროპარლამენტი მხარს უჭერს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის - განცხადების პროექტი
საქართველოს განაცხადებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მხარს უჭერს. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ წერს და განცხადების პროექტს აქვეყნებს. საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე უარი იქნებოდა ისეთივე ალოგიკური, როგორიც უკრაინის მიერ ელჩის გაწვევა იყო - ირაკლი კობახიძე საქართველოს შეეძლო, უკეთ მომზადებული შეხვედროდა ამ ისტორიულ მომენტს - ევროკავშირის ელჩი "პრეზიდენტთა კონფერენციის სახელით, ევროპის პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები მიმართავენ წევრი ქვეყნების და მთავრობების ლიდერებს, რომლებიც ორ კვირაში, ბრიუსელში შეიკრიბებიან, რათა გადაწყვეტილება მიიღონ უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს განაცხადებზე ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ჩვენ უნდა გამოვავლინოთ სიმამაცე, გაბედულება და ხედვა, გაუარესების პროცესში მყოფი საერთაშორისო გარემოს პირისპირ. გეოპოლიტიკური მოცემულობების ცვლილება ჩვენი მხრიდან მოქმედებას მოითხოვს. ამით ვუერთგულებთ ჩვენს პრინციპებსა და ღირებულებებს. უკრაინელები, რომელთა სამშობლოც სასტიკი თავდასხმის ქვეშაა - თუმცა მოლდაველები და ქართველებიც, რომლებიც უფრო ნათელი მომავლისკენ მიილტვიან - ელიან სიგნალს, რომ მათი ადგილი ევროპულ ოჯახშია. ამიტომაც, ეს პალატა მძლავრად მოგიწოდებთ მისცეთ უკრაინას, მოლდოვის რესპუბლიკას და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის და [მათი] მიღწევების გათვალისწინებით", - ნათქვამია განცხადების პროექტში. სამი კრიტერიუმიდან ერთი, რომელზეც ევროკავშირი კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას ყველაზე დიდ ყურადღებას ამახვილებს როგორც „რადიო თავისუფლება“ წერს წარმოდგენილი ტექსტი არის ერთობლივი განცხადების პროექტი და ის კვლავ შეიძლება დაექვემდებაროს ცვლილებებს, თუმცა, როგორც ევროკავშირის საქმეებში რადიო თავისუფლების კორესპონდენტი გვატყობინებს, მთავარი საკითხები, მათ შორის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოთხოვნა, ტექსტში დარჩება. გასათვალისწინებელია, რომ პოლიტიკური ჯგუფების ლიდერების გაერთიანება არ მონაწილეობს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების პროცესში და მათი მხარდაჭერა, მხოლოდ მოწოდებაა ევროკომისიისადმი მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. მანამდე, 31 მაისს, ევროკავშირის საბჭომ გამოაქვეყნა ყოვლისმომცველი დოკუმენტი უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ. კერძოდ, ნათქვამია: „ევროკავშირის საბჭო ითვალისწინებს კომისიის მოსაზრებების მომზადებას უკრაინის, ასევე მოლდოვას რესპუბლიკისა და საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადის შესახებ და ამ საკითხს დაუბრუნდება ივნისის შეხვედრაზე“. 28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა. უკრაინის შემდეგ გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარადგინეს საქართველომ და მოლდოვამაც. ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს 10 მაისს გადასცა.
მედია: „აზოვსტალში“ დაღუპული დამცველების ცხედრები კიევში გადაასვენეს
ათობით უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი, რომლებიც მარიუპოლში, "აზოვსტალის" ფოლადის ქარხნის დაცვის დროს დაიღუპნენ, კიევში გადაასვენეს. ამის შესახებ უკრაინული მედია ინფორმაციას BBC-ი, Associated Press-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ვოლოდიმირ ზელენსკი: სიტუაცია ძალიან რთულია, უკრაინა ყოველდღიურად 60-100 ჯარისკაცს კარგავს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მსხვერპლის რაოდენობა გაასაჯაროვა მედიის ცნობით, უკრაინელი სამხედრო მეთაურის, მაქსიმ ჟორინის თქმით, ცხედრების იდენტიფიცირება ახლა, დნმ-ის მეშვეობით მიმდინარეობს. უკრაინის ხელისუფლებას „აზოვსტალის“ მებრძოლების ცხედრების გადმოცემის საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. 4 ივნისს, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინამ და რუსეთმა ერთმანეთს სამხედროების ცხედრები პირველად გადასცეს. გაცვლა 2 ივნისს ფრონტის ხაზზე, ზაპოროჟიეს რეგიონში შედგა. ოპერაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს, SBU-ს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის და სხვა სამართალდამცავი უწყებების მონაწილეობით განხორციელდა. ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტროს განცხადების თანახმად, ეს პირველი შემთხვევაა, როცა დაღუპულთა ცხედრების გაცვლა ოფიციალურად გამოცხადდა. მანამდე, როგორც უკრაინის, ასევე რუსეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მზად იყვნენ გარდაცვლილი სამხედროების ცხედრების გადასატანად, მაგრამ გაცვლაზე ვერ შეთანხმდნენ. ცხედრების გაცვლაზე რუსულ მხარეს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. რუსეთი და უკრაინა რეგულარულად არ აქვეყნებენ ინფორმაციას მათი შეიარაღებული ძალების დანაკარგების შესახებ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 1-ელ ივნისს ამერიკულ გამოცემა Newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა ყოველდღიურად კარგავს 60-100 ჯარისკაცს. BBC-ის რუსული სამსახური 30 მაისს იტყობინებოდა, რომ ღია წყაროების მონაცემებით, შესაძლებელი გახდა უკრაინაში დაღუპული სულ მცირე 3052 რუსი ჯარისკაცისა და ოფიცრის სახელის დადგენა.
იაპონია ორ რუსულ ბანკს სანქციებს უწესებს
იაპონია სანქციებს უწესებს კიდევ ორ რუსულ ბანკს. შეზღუდვები დაუწესდება - „მოსკოვის საკრედიტო ბანკსა“ და „როსსელხოზბანკს“. აღსანიშნავია, რომ ეს ორი ფინანსური ორგანიზაცია რუსეთის ათი უმსხვილესი ბანკის სიაში შედის. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს რუსეთს მიერ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ, იაპონიამ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების რამდენიმე პაკეტი დაამტკიცა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი იტალიაში დღეს იწყება
საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი იტალიის რესპუბლიკაში დღეს დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია რომში „კვირინალეს“ სასახლეში გაიმართება. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები: იტალიის პრეზიდენტთან სერჯო მატარელასთან, პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან, სენატის თავმჯდომარე მარია ელიზაბეტა ალბერტი კაზელატისთან, დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე რობერტო ფიკოსთან, რომის მერთან, რობერტო გუალტიერისთან. პრესსამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით შეხვედრის შემდეგ, საქართველოს და იტალიის პრეზიდენტები მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიაში კონსტანტინე სურგულაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა, საქართველოს პარლამენტის წევრი ბექა ოდიშარია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თორთლაძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში ქეთევან თათოშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში კონსტანტინე ნაცვლიშვილი.
ევროკავშირის სანქციების მე-7 პაკეტი რუსეთის ენერგეტიკაზე სრულ ემბარგოს უნდა მოიცავდეს - ევროკავშირში უკრაინის ელჩი
უკრაინულ მხარეს სურს, რომ ევროკავშირმა სანქციების მეშვიდე პაკეტში შეიტანოს ტოტალური ემბარგო რუსულ ენერგიაზე. რას შეიძლება, მოიცავდეს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეშვიდე პაკეტი „რისი ხილვა გვინდა სანქციების მეშვიდე პაკეტში? რა თქმა უნდა, დრო გვიჩვენებს, მაგრამ საუბარია რუსულ ენერგეტიკაზე, ანუ მილსადენის ნავთობზე ტოტალურ ემბარგოზე, მაგრამ ეს მოითხოვს რიგი ტექნიკური საკითხების მოგვარებას... საუბარია გაზზე“, - განაცხადა ვსევოლოდ ჩენცოვმა, უკრაინის მისიის ხელმძღვანელმა ევროკავშირში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ზელენსკი: უკრაინა არ არის მზად, განიხილოს მარცვლეულის ექსპორტი ბელორუსის გავლით
უკრაინა არ აპირებს, განიხილოს მარცვლეულის ექსპორტი ბელორუსის გავლით. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა ზელენსკიმ გააკეთა. „ეს ღია ინფორმაციაა. შემოგვთავაზეს ბელორუსის რკინიგზით გავლა. ჩვენ გვესმის, რატომ შემოგვთავაზეს ეს. ჩვენ მზად არ ვართ, ვიმუშაოთ ამ ფორმატში და დავეხმაროთ ჩვენს „მეგობრულ მეზობლებს", - განუცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს. ომამდე უკრაინა მარცვლეულის ერთ-ერთი წამყვანი ექსპორტიორი იყო მსოფლიოში. მისი პროდუქტი აუცილებელია რეგიონების სასურსათო უსაფრთხოებისთვის, როგორიცაა, ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა. ბორელი: მსოფლიოში მარცვლეულის დეფიციტზე რუსეთია პასუხისმგებელი უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
აშშ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის წინაშე უკრაინის პოზიციები გააძლიეროს - თეთრი სახლი
შეერთებული შტატები ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ რუსული შეიარაღებული აგრესიის წინაშე უკრაინის პოზიციები გააძლიეროს. „ისინი [უკრაინელები] იბრძვიან თავიანთი დემოკრატიისთვის. ასე რომ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რათა მათ საკუთარი თავის დაცვა შეძლონ“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინე ჟან-პიერმა. „ეს არის რუსეთის აგრესია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ“, - ხაზგასმით აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
უკრაინის გენერალური პროკურატურა: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დაიღუპა 263 და დაშავდა 467 ბავშვი
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დაიღუპა 263 და დაშავდა 467 ბავშვი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. "თებერვლის შემდეგ უკრაინაში სულ მცირე, 1940 საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა, მათგან 184 - სრულად განადგურდა. მაჩვენებლები საბოლოო არ არის, რადგან ის არ მოიცავს გარდაცვლილებს იმ ადგილებში, სადაც აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და იმ ადგილებში, რომელიც რუსულ ძალებს აქვთ დაკავებული", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ელჩების დანიშვნაზე პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნასთან დაკავშირებით, მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა
საქართველოს მთავრობა მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ელჩების დანიშვნისა და გათავისუფლების თაობაზე წარდგინებების უარყოფა არ წარმოადგენს მის კონსტიტუციური უფლებამოსილებას. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა საკონსტიტუციო სარჩელით ითხოვს განმარტებას, საქართველოს ელჩების და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე. „დღეს საქართველოს მთავრობამ, სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს კონსტიტუციის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული ორგანოთა უფლებამოსილების შესახებ დავასთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია ადგენს საპარლამენტო მმართველობის სისტემას. ამ სისტემაში, აღმასრულებელი ხელისუფლების ერთადერთი უმაღლესი ორგანოა საქართველოს მთავრობა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას“. საპარლამენტო მმართველობის პრინციპების შესაბამისად, კონსტიტუცია ასევე განამტკიცებს არააღმასრულებელი პრეზიდენტის ინსტიტუტს - კონსტიტუცია საქართველოს პრეზიდენტს არ ანიჭებს როგორც აღმასრულებელ ძალაუფლებას, ასევე ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობის უფლებამოსილებას. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, თუ რომელი ელჩის ან დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მუშაობა არის კონკრეტულ ვითარებაში ყველაზე მეტად მიზანშეწონილი შესაბამის სახელმწიფოში ან ორგანიზაციაში, ეფექტიანი საგარეო პოლიტიკის განხორციელების თვალსაზრისით, საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური პრეროგატივაა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ელჩების დანიშვნისა და გათავისუფლების თაობაზე წარდგინებების უარყოფა არ წარმოადგენს მის კონსტიტუციური უფლებამოსილებას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა საკონსტიტუციო სარჩელით ითხოვს განმარტებას, საქართველოს ელჩების და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე“, - აღნიშნულია მთავრობის განცხადებაში.
ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციის პროექტი ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების წინადადებას მოიცავს
ევროპის სახალხო პარტიის [EPP] რეზოლუციის პროექტი, რომელიც ევროპის პარლამენტმა ხუთშაბათს, 9 ივნისს უნდა განიხილოს, ეხება საქართველოში მედიის თავისუფლების და ჟურნალისტთა უსაფრთხოების ხელყოფას და სხვა წინადადებებთან ერთად მოიცავს ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების წინადადებას. იქვე საუბარია მოსამართლეების წინააღმდეგ სანქციებზეც. პროექტი ასევე მოუწოდებს ევროპის ინსტიტუტებს მოუწოდებს იმუშაონ საიმისოდ, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ანდრიუს კუბილიუსი არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის საერთაშორისო სანქციების დაწესების საკითხი დღის წესრიგში დადგეს რეზოლუციის პროექტის ტექსტი კენჭისყრამდე განხილვაზე შეიძლება, შეიცვალოს სხვა პარტიების შესწორებებით. EPP-ს პროექტში ნახსენებია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედება 2016 წლის 1 ივლისს, და საქართველოს მიერ 2022 წლის 3 მარტს გაკეთებული განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე, და შემდეგ ჩამოთვლილია მედიის თავისუფლებასთან მიმართებით საქართველოში განვითარებული პროცესები, მათ შორის ათობით ჟურნალისტზე თავდასხმა 2021 წლის 5 ივლისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას დაპატიმრება 2022 წლის 16 მაისს, საერთაშორისო ანგარიშები, რომლებიც სისტემატურად საუბრობენ საქართველოში მედიაგარემოს გაუარესებაზე, ის, რომ მსოფლიოს პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველომ მე-60-დან გადაინაცვლა 89-ე ადგილზე, და სხვა გარემოებები. ყოველივე ამის გათვალისწინებით, რეზოლუციის პროექტში გამოთქმულია შეშფოთება საქართველოში მედიის თავისუფლების მხრივ არსებულ ვითარებასთან მიმართებით. რეზოლუციის პროექტში ასევე არის მოწოდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ჟურნალისტთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების სრულფასოვანი გამოძიების ჩასატარებლად. რეზოლუციის მეხუთე პუნქტი, პროექტის მიხედვით, რომელიც რადიო თავისუფლება ნახა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს „განიხილონ ის, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი, ქვეყნის დემოკრატიული სისტემისთვის ძირის გამოთხრისთვის, ისევე, როგორც მოსამართლეები და პროკურორები, რომლებიც ენთუზიაზმით იყენებენ შერჩევით სამართალს და ჩრდილს აყენებენ კანონის დასაცავად დადებულ ფიცს, უნდა დაექვემდებარონ მიზანმიმართულ პიროვნულ სანქციებს“. რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას ასევე მოუწოდებს, ციხიდან ჰუმანიტარული საფუძვლებით გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, საიმისოდ, რომ მან საზღვარგარეთ ჯეროვანი მკურნალობა შესძლოს. დოკუმენტში გამოთქმულია შეშფოთება საქართველოში ღრმა პოლიტიკურ პოლარიზაციაზე და დაგმობილია ქართული ოცნების მაღალჩინოსნების მხრიდან პიროვნული თავდასხმები ევროპის პარლამენტის იმ წევრებზე, რომლებიც მონაწილეობენ საქართველოსთან თანამშრომლობაში. რეზოლუციის პროექტში კიდევ ერთხელ არის გამოთქმული მხარდაჭერა ქართველი ხალხის მტკიცე ევროპული მისწრაფებებისადმი. პროექტი მოუწდებს ევროპის ინსტიტუტებს მოუწოდებს იმუშაონ საიმისოდ, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი - ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის, საქართველოს დამსახურების და მოცემული რეზოლუციის გათვალისწინებით. მემარჯვენე-ცენტრისტული გაერთიანება, ევროპის სახალხო პარტია (EPP) ევროპის პარლამენტის უდიდესი და ყველაზე ძველი ჯგუფია. რეზოლუციის პროექტი ევროპარლამენტში სახალხო პარტიის ჯგუფის სახელით განსახილველად 30-მა დეპუტატმა 6 ივნისს შეიტანა. წყარო - რადიო თავისუფლება
შალვა პაპუაშვილი ევროპული პარლამენტის პრეზიდენტს მიმართავს
მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე დისკუსია ყოველთვის მნიშვნელოვანია. თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადის ფართო კონტექსტი ახლა უფრო რელევანტური უნდა იყოს, ვიდრე ყოველდღიურ პოლიტიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ევროპული პარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასადმი მიმართავაშია აღნიშნული. მისივე თქმით, იზოლირებულ პრობლემურ საკითხებზე ფოკუსირებასთან ერთად, აგრეთვე, უნდა გვახსოვდეს „ის შთამბეჭდავი პროგრესი“, რომელსაც დამოუკიდებელმა მედიამ გასულ ათწლეულში საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაციის შედეგად მიაღწია. „კანონის უზენაესობა, დემოკრატიული ინსტიტუტები, ეროვნული სტაბილურობა, მშვიდობიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, ეკონომიკური და სოციალური რეფორმები ევროპულ ერებთან ერთიანობის რწმენით იყო განმტკიცებული. საქართველოს დამოუკიდებლობიდან სამი ათწლეულის განმავლობაში, ბევრ შიდა საკითხზე მნიშვნელოვნად განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, თითოეული მთავრობა და ოპოზიცია არასდროს იყო გაყოფილი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით. აღნიშნული ერთიანობა მაძლევს უფლებას, გავიმეორო ჩვენი არგუმენტები, თუ რატომ გთავაზობთ და დარწმუნებით ვაცხადებთ, რომ ჩვენ გვაქვს უფლება, ვიყოთ ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყანა“,- ნათქვამია პაპუაშვილის მიმართვაში. მისივე შეფასებით, საქართველოს რეფორმებმა და მიღწევებმა კორუფციასთან ბრძოლის, ბიზნესის კეთების პრაქტიკის გაუმჯობესების, საბაჟო და სახელმწიფო მომსახურებების ფუნდამენტური განახლების და ა.შ. კუთხით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის, ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების დადებითი შეფასება. „უნდა გვახსოვდეს, რომ აღნიშნული მიღწევები ხორციელდებოდა რუსეთის რეალური აგრესიული ქმედებებისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, აგრეთვე, იმ მუდმივი საფრთხის ფონზე, რაც ყველასთვის აშკარა გახდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უპრეცედენტოდ სასტიკი აგრესიის შემდეგ. საქართველოს მიღწევები და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მომავალი წარმატებები, საქართველოს ევროკავშირის სასურველ პერსპექტიულ წევრად ხდის, განსაკუთრებით, ევროკავშირის მშვიდობისა და უსაფრთხოების პოლიტიკის, ენერგოდამოუკიდებლობის, თავისუფალი ბაზრების გაფართოების და ბოლოს, კულტურული მრავალფეროვნების მიმართულებებით. გამოწვევები რჩება. თუმცა, ქვეყნის განვითარების მიმართულება ცხადად წარმოაჩენს პროგრესის სურვილს, გაუმჯობესების შესაძლებლობასა და უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირის გამდიდრებისა და გაძლიერების პოტენციალს“,- ნათქვამია შალვა პაპუაშვილის მიმართვაში.
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ ევროკავშირმა სანქციების მეექვსე პაკეტი მიიღო რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვა რუსული მედიასაშუალებების მაუწყებლობის შეჩერება უფრო მეტი რუსული ბანკის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვა ომის დანაშაულის საპასუხო სანქციები რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის გაგრძელებისა და ამ ქმედებების ბელარუსის მხრიდან მხარდაჭერის, ისევე როგორც უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი სისასტიკეების ფონზე, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება როგორც რუსეთის, ასევე ბელორუსის მიმართ ეკონომიკური და ინდივიდუალური სანქციების მეექვსე პაკეტის დაწესების შესახებ. რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი დამტკიცებულია „პაკეტის საშუალებით, დამატებითი ეკონომიკური სანქციების დაწესებით, ვაძლიერებთ შეზღუდვებს კრემლის მიერ ომის დაფინანსების შესაძლებლობებზე. ვკრძალავთ რუსული ნავთობის იმპორტს ევროკავშირში და ამით ვამცირებთ რუსეთის შემოსავლის უზარმაზარ წყაროს. ჩვენ უფრო მეტ რუსულ ძირითად ბანკს ვთიშავთ SWIFT-ის საგადასახადო სისტემიდან. ასევე სანქციებს ვუწესებთ ბუჩასა და მარიუპოლში ჩადენილ სისასტიკეებზე პასუხისმგებელ პირებს და ვკრძალავთ დეზინფორმაციის გამავრცელებელ აქტორებს, რომლებიც აქტიურად უწყობენ ხელს პრეზიდენტ პუტინის ომის პროპაგანდას“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა. სანქციების შეთანხმებული პაკეტი მოიცავს რიგ ღონისძიებებს, რომელიც რუსეთის მიერ აგრესიის გაგრძელების შესაძლებლობების ეფექტიანად აღკვეთას ისახავს მიზნად. ნავთობი ევროკავშირმა რუსეთიდან ევროკავშირში ნედლი ნავთობისა და ზოგიერთი ნავთობპროდუქტის იმპორტის აკრძალვა გადაწყვიტა. რუსულ ნავთობზე უარის თქმა ეტაპობრივად მოხდება და ნედლი ნავთობის შემთხვევაში ექვსი თვიდან ვადა დასჭირდება, მხოლოდ სხვა ნავთობპროდუქტებისთვის – რვა თვემდე ვადა. დროებითი გამონაკლისი გათვალისწინებულია ნედლი ნავთობის მილსადენებით იმპორტისთვის ევროკავშირის იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც თავიანთი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ზარალდებიან რუსეთიდან მიწოდებაზე განსაკუთრებული დამოკიდებულების გამო და არ აქვთ სხვა ეფექტიანი ალტერნატიული ვარიანტი. გარდა ამისა, ბულგარეთი და ხორვატია ასევე ისარგებლებენ დროებითი გამონაკლისით რუსეთის ნედლი ნავთობისა და ვაკუუმური გაზოილის საზღვაო იმპორტთან დაკავშირებით. SWIFT-ის სისტემიდან რუსეთისა და ბელარუსის დამატებითი ბანკების გათიშვა ევროკავშირი SWIFT სისტემასთან დაკავშირებით არსებულ აკრძალვას დამატებით ავრცელებს რუსეთის სამ საკრედიტო ინსტიტუტზე - SWIFT-ის სისტემიდან ითიშება უმსხვილესი ბანკი „სბერბანკი“, მოსკოვის საკრედიტო ბანკი, „როსსელხოზბანკი“ და ბელარუსის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი; მაუწყებლობა ევროკავშირი აჩერებს მის ტერიტორიაზე სამი რუსული სახელმწიფო ტელეკომპანიის მაუწყებლობას – „ერტეერ“, „რასია 24“, „საერთაშორისო ტელეცენტრი“. აღნიშნული სტრუქტურები რუსეთის მთავრობის მიერ გამოყენებულია როგორც ინსტრუმენტები უკრაინაში ინტერვენციის შესახებ ინფორმაციით მანიპულაციისთვის და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის, პროპაგანდის ჩათვლით, რუსეთის მეზობელი ქვეყნებისა და ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების დესტაბილიზაციის მიზნით. ძირითადი უფლებების ქარტიის შესაბამისად, ეს ზომები ხელს არ შეუშლის ამ მედიასაშუალებებს და მათ თანამშრომლებს, ევროკავშირში მაუწყებლობის გარდა სხვა საქმიანობა განახორციელონ, მაგალითად კვლევა და ინტერვიუები. ექსპორტის შეზღუდვები ევროკავშირი აფართოებს იმ ფიზიკური და იურიდიული პირების ჩამონათვალს, რომლებთან დაკავშირებითაც მოქმედებს ორმაგი დანიშნულების პროდუქციისა და ტექნოლოგიების ექსპორტის შეზღუდვები. სიაში დამატებით შევლენ როგორც რუსული, ისე ბელარუსული ორგანიზაციები. ევროკავშირი ასევე გaაფართოვებს იმ პროდუქციისა და ტექნოლოგიების სიას, რომლებმაც შესაძლოა, ხელი შეუწყონ რუსეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს გაძლიერებას. აღნიშნულ სიაში შევა 80 დასახელების ქიმიკატი, რომელიც შესაძლოა, გამოყენებულ იქნას ქიმიური იარაღის წარმოებისთვის. საკონსულტაციო მომსახურება ევროკავშირის აკრძალვას რუსეთისთვის საბუღალტრო აღრიცხვის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საკონსულტაციო მომსახურებას; ინდივიდუალური სიები გარდა ამისა, საბჭომ გადაწყვიტა სანქციების დაწესება დამატებითი ფიზიკური პირებისა და სუბიექტების მიმართ: ვინც პასუხისმგებელია ბუჩასა და მარიუპოლში რუსეთის ჯარების მიერ ჩადენილ სისასტიკეებზე; სიაში ასევე შეყვანილია ის პირები, რომლებიც მხარს უჭერენ ომს, წამყვანი ბიზნესმენებიის, ოლიგარქების ოჯახის წევრები და კრემლის ოფიციალური პირები, ასევე თავდაცვითი კომპანიები და ფინანსური ორგანიზაციები. ევროკავშირი მტკიცედ გმობს რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს განურჩეველი თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ და დაუყოვნებლივ და უპირობოდ სრულად გაიყვანოს თავისი ჯარი და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთის ძალების მიერ ჩადენილი სისასტიკე და მიყენებული ტანჯვა და ნგრევა ენით აუწერელია. ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, დაუყონებლივ უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების ხელმისაწვდომობა და ყველა დაინტერესებული მშვიდობიანი მოქალაქის უსაფრთხო გადაადგილება. ის ასევე მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს რუსეთში იძულებით გაყვანილი უკრაინელი პირების უსაფრთხო დაბრუნება. „ევროკავშირი ურყევია თავის ვალდებულებასთან დაკავშირებით, დაეხმაროს უკრაინას რუსეთის აგრესიისგან თავდაცვის ხელშეუვალი უფლების განხორციელებაში და მშვიდობიანი, დემოკრატიული და აყვავებული მომავლის აშენებაში“, - აღნიშნულია ევროკავშირის განცხადებაში. შესაბამისი სამართლებრივი აქტები ოფიციალურ ჟურნალში მალე გამოქვეყნდება.
2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 22 ივლისს სამოქალაქო განათლების გამოცდით დასრულდება. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველები გამოცდის ჩაბარებას 6 ივლისს შეძლებენ. 6 ივლისიდანვე ჩაერთვებიან საგამოცდო პროცესში მასწავლებლები – მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდებზე დარეგისტრირებულთათვის გამოცდები 25 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. მაგისტრობის კანდიდატებისთვის გამოცდა კი 26-27 ივლისსაა დანიშნული. გამოცდების ეროვნული ცენტრი 2022 წლის გამოცდების განრიგს აქვეყნებს: ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენა და ლიტერატურა: 4 ივლისი (პირველი და მეორე სესია); 5 ივლისი (პირველი და მეორე სესია); 6 ივლისი (პირველი სესია); 4 ივლისი (პირველი სესია) – ოსური ენა; 8 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – მათემატიკა; უცხოური ენა: 11 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა; 12 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა; 13 ივლისი (პირველი სესია) – ინგლისური ენა; 13 ივლისი (მეორე სესია) – რუსული ენა; 13 ივლისი (მეორე სესია) – ფრანგული ენა; 13 ივლისი (მეორე სესია) – გერმანული ენა; ფიზიკა 14 ივლისი (მეორე სესია); ლიტერატურა 14 ივლისი (მეორე სესია); ქიმია 15 ივლისი (მეორე სესია); სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება 15 ივლისი (მეორე სესია); ისტორია: 18 ივლისი (პირველი და მეორე სესია); 19 ივლისი (პირველი სესია); ზოგადი უნარები 19 ივლისი (მეორე სესია); ბიოლოგია 20 ივლისი (მეორე სესია); გეოგრაფია 21 ივლისი (მეორე სესია); სამოქალაქო განათლება 22 ივლისი (პირველი სესია); სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 6 ივლისი (მეორე სესია); საერთო სამაგისტრო გამოცდა 26 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა; 27 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა; საგნის/პროფესიული უნარების/უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა 6 ივლისი (მეორე სესია) – უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა; 7 ივლისი (პირველი სესია): ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV); ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური); ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური); 7 ივლისი (მეორე სესია): მათემატიკა (დაწყებითი საფეხური); მუსიკა; სამოქალაქო განათლება (საბაზო ან /და საშუალო საფეხური); 14 და 15 ივლისი (პირველი სესია) პროფესიული უნარები; 14 ივლისი (მეორე სესია) ბიოლოგია (საბაზო ან /და საშუალო საფეხური); 15 ივლისი (მეორე სესია): გეოგრაფია (საბაზო ან /და საშუალო საფეხური); აზერბაიჯანული ენა; 19 ივლისი (მეორე სესია) ქიმია (საბაზო ან /და საშუალო საფეხური); 20 ივლისი (პირველი სესია) ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო ან /და საშუალო საფეხური); მათემატიკა (საბაზო ან /და საშუალო საფეხური); სომხური ენა; 21 ივლისი (პირველი სესია) ისტორია (საბაზო ან /და საშუალო საფეხური); სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება; სპორტი; ფიზიკა (საბაზო ან /და საშუალო საფეხური); 22 ივლისი (პირველი სესია) ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) – წერითი ნაწილი; გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) – წერითი ნაწილი; ფრანგული ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) – წერითი ნაწილი; რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) – წერითი ნაწილი; ქართული, როგორც მეორე ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) – წერითი ნაწილი; ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები – წერითი ნაწილი; 24 ივლისი ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები – პრაქტიკული ნაწილი; 25 ივლისი ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) – პრაქტიკული ნაწილი; რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) – პრაქტიკული ნაწილი; გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) – პრაქტიკული ნაწილი; ფრანგული ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) – პრაქტიკული ნაწილი; ქართული, როგორც მეორე ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) – პრაქტიკული ნაწილი.
ზელენსკიმ აზოვსტალის მებრძოლებთან დაკავშირებით ისაუბრა
2500-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი აზოვსტალის ფოლადის საწარმოდან, ტყვეობაში იმყოფება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისივე განმარტებით ზუსტი რაოდენობის თქმა რთულია, თუმცა ეს არის იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებმაც აზოვსტალი დატოვეს. მედია: „აზოვსტალში“ დაღუპული დამცველების ცხედრები კიევში გადაასვენეს ზელენსკიმ გაიხსენა, რომ უკრაინელი ჯარისკაცების გათავისუფლების საკითხს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო მთავარი სამმართველო კურირებდა და აღნიშნა, რომ ის მზად არ არის დეტალებზე სასაუბროდ. გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმა ვლადიმერ პუტინს, პორტების განბლოკვა და „აზოვსტალის“ დამცველების გათავისუფლება მოსთხოვეს მისი თქმით, რუსები არ აწამებენ აზოვსტალელ უკრაინელ დამცველებს. „მათთვის ეს არ არის ხელსაყრელი გარემოება, რადგან „ჩვენი მებრძოლები უკვე გახდნენ საზოგადო მოღვაწეები“, - დაამატა უკრაინის პრეზიდენტმა. უკრაინელი მედიის ცნობით, სამხედროები მარიუპოლს 80 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში იცავდნენ. რუსი დამპყრობლების მიერ დაბლოკილი აზოვსტალის ფოლადის ქარხნიდან უკრაინელი დამცველების ევაკუაცია 16 მაისს დაიწყო და რამდენიმე დღე გაგრძელდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: უკრაინულმა ძალებმა სევეროდონეცკის ნაწილი დაიბრუნეს
"გასული შაბათ-კვირის განმავლობაში, უკრაინულმა ძალებმა სევეროდონეცკის ნაწილი დაიბრუნეს", - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, რუსული ძალები აღმოსავლეთ რაიონების ოკუპაციას განაგრძობენ. „რუსეთის უფრო ვრცელი გეგმა, როგორც ჩანს, არის სევეროდონეცკის ტერიტორიის იზოლირება როგორც ჩრდილოეთიდან, ასევე სამხრეთიდან.მაისში რუსეთმა პოპასნაიას სამხრეთით უპირატესობას მიაღწია, თუმცა მისი პროგრესი ამ მხარეში გასულ კვირას შეჩერდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის გენერალური პროკურატურა: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დაიღუპა 263 და დაშავდა 467 ბავშვი