ძებნის რეზულტატი:

„IDS ბორჯომი“ კომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე: მზად ვართ ღია დიალოგისთვის

მივესალმებით პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შრომის ინსპექციის ჩართვის შესახებ, – ამის შესახებ „IDS ბორჯომის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. Europetime  კომპანია „IDS ბორჯომი“-ის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „როგორც არაერთხელ განვაცხადეთ, ჩვენ მზად ვართ ღია დიალოგისთვის და მზად ვართ, მივაწოდოთ შრომის ინსპექციას სრული და ამომწურავი ინფორმაცია, როგორც ზოგადად კომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რა ვითარებაში აღმოჩნდა და რა სირთულეებთან უწევს გამკლავება კომპანიას დაწესებული სანქციებისა, გაყინული ანგარიშებისა და ბაზრებზე გართულებული წვდომის პირობებში, ასევე კანონის სრული დაცვით განხორციელებულ რეორგანიზაციის პროცესზე, რომლის შედეგადაც კომპანიამ მაქსიმალურად შეუნარჩუნა „ბორჯომში“ დასაქმებულებს სამუშაო ადგილები. შექმნილ ვითარებაში, მაშინ როდესაც ნებისმიერი ბიზნეს კომპანია სრულ რეორგანიზაციას ჩაატარებდა, ჩვენ მივიღეთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება და, მასშტაბური გათავისუფლებების ნაცვლად, თანამშრომელთა 90%-ზე მეტს შევუნარჩუნეთ სამუშაო ადგილი, ასევე, უცვლელი დარჩა მათი სახელფასო განაკვეთი და კრიზისის მიუხედავად არ შემცირებიათ. შეიცვალა მხოლოდ არასამუშაო საათების დაანგარიშების სისტემა, თუმცა ის კვლავაც ინდუსტრიაში დამკვიდრებულ პრაქტიკაზე უკეთესია. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ნამუშევარი საათების ანაზღაურება უცვლელი რჩება ყველა თანამშრომლისთვის. რაც შეეხება რეორგანიზაციის შედეგად შემცირებულ თანამშრომლებს, მათ სრულად აქვთ მიღებული კუთვნილი ხელფასი, ასევე 2-თვიანი კომპენსაცია, როგორც ამას კანონმდებლობა ითხოვს“, – ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, კომპანიაში აცხადებენ, რომ უკიდურესად შეზღუდული ფინანსური რესურსების პირობებში, პირველ რიგში, იმ თანამშრომლების ანაზღაურება ირიცხება, ვინც ამ ეტაპზე წარმოების პროცესშია ჩართული. „რაც შეეხება ხელფასების დაგვიანების შესახებ გაჟღერებულ ინფორმაციას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უკიდურესად შეზღუდული ფინანსური რესურსების პირობებში, პირველ რიგში, იმ თანამშრომლების ანაზღაურება ირიცხება, ვინც ამ ეტაპზე წარმოების პროცესშია ჩართული. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჩვენი კომპანია მუშაობს მინიმალური დატვირთვით, ძირითადად საქართველოს ბაზრისთვის. ასევე, გვინდა გამოვეხმაუროთ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოსდა კომპანიას უცხო ქვეყნის მოქალაქეები აჰყავს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის სიცრუე, პროცესების ესკალაციის მცდელობა და კომპანია „ბორჯომს“ არც ერთი ახალი თანამშრომელი არ დაუქირავებია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი კომპანიის თითოეული თანამშრომელი. ამასთანავე, ვაცხადებთ, რომ სრულიად მიუღებელია ულტიმატუმის ენით საუბარი და წარმოებაში ჩართულ თანამშრომელების მიმართ აგრესია. ნებისმიერ მსგავს ქმედებას მოყვება შესაბამისი რეაგირება, კანონის სრული დაცვით. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ იმისთვის, რომ უახლოეს მომავალში სრულმასშტაბიანად აღვადგინოთ წარმოება, დავიბრუნოთ ბაზრები და კვლავაც გავაგრძელოთ ჩვენი თანამშრომლებისთვის სექტორში საუკეთესო პირობების შექმნა. ასევე, მივესალმებით შექმნილი ვითარების კონსტრუქციული დარეგულირებისკენ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს“, – ნათქვამია განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: „ბორჯომის“ აქციონერი სახელმწიფო გახდება - ირაკლი ღარიბაშვილი IDS ბორჯომი: კომპანიის ანგარიშები გაიყინა, რის გამოც ფინანსური რესურსი შეზღუდული გვაქვს    

როგორ იცვლებოდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ბრუნვა, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ

სავაჭრო ბრუნვამ 2022 წლის იანვარ - აპრილში საქართველოსა და ევროკავშირს შორის მილიარდს გადააჭარბა და $ 1,111,267.3 შეადგინა. საქსტატის მიერ Europetime-სთვის მოწოდებული მონაცემების თანახმად, საქართველოდან ევროკავშირში იანვარ-აპრილში $275,050.0 ღირებულების პროდუქცია გავიდა, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე $836,217.3 ღირებულების პროდუქტი იმპორტირდა.  სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირთან 2015-2021 წლები [საქსტატის მონაცემები] 2015 წელი - $ 2,614,338.2 მილიონი; 2016 წელი - $ 2,634,699.8 მილიონი; 2017 წელი - $ 2,768,494.5 მილიონი; 2018 წელი - $ 3,165,997.7 მილიონი; 2019 წელი - $ 3,110,236.8 მილიონი; 2020 წელი - $ 2,546,970.7 მილიონი; 2021 წელი - $ 3,031,548.3 მილიონი; სტატისტიკა აჩვენებს, რომ ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვამ $3 მილიარდს, 2018, 2019, 2021 წელს გადააჭარბა. ყველაზე მაღალი ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა 2018 წელს იყო და $3,165,997.7 მილიონი შეადგინა.  საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი 2015-2021 წლები  2015 წელი -  $ 623,280.2 მილიონი; 2016 წელი  - $ 550,474.2 მილიონი; 2017 წელი  - $ 642,229.5 მილიონი; 2018 წელი -  $ 712,859.6 მილიონი; 2019 წელი    $ 805,749.2  მილიონი; 2020 წელი    $ 696,768.3  მილიონი; 2021 წელი    $ 717,143.0  მილიონი; რაც შეეხება ექსპორტის მონაცემებს, საქსტატის თანახმად, ყველაზე მეტი ღირებულების პროდუქცია საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე 2018, 2019 და 2021 წელს გავიდა. 2019 წელს ექსპორტის მაჩვენებელმა 800 მილიონს გადააჭარბა.   რას ყიდის საქართველო ევროკავშირში -  TOP 10 პროდუქტი მადნები და კონცენტრატები სპილენძის -  $119,479.1 (44,907.1 ტონა) თხილი და სხვა კაკალი $ 21,061.7 - (4,228.9 ტონა) ფეროშენადნობები  $ 16,544.0 (9,574.2 ტონა); სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი- $14,455.9  (27,373.6 ტონა); მსუბუქი ავტომობილები (ცალი)    $12,996.4 (272 ტონა); ყურძნის ნატურალური ღვინოები (ლიტრი) $10,981.0 (3,554,933  ლიტრი);  მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით  - $ 7,555.7 (2,170.7  ტონა); ეთილის სპირტი არადენატურირებული - $ 7,342.9 (2,293,804 ტონა); ნარჩენები და ჯართი ძვირფასი ლითონები -$ 4,993.8   (31.7  ტონა); ნარჩენები და ჯართი სპილენძის - $3,507.5 (393.8 ტონა); დანარჩენი საქონელი -  $56,132.0 საქართველომ და ევროკავშირმა 2014 წლის 27 ივნისს ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრის ფარგლებში ხელი მოაწერეს ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომელიც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას.  

დმიტრო კულება: პუტინის ნდობა არ შეიძლება, ვინაიდან, არ ასრულებს იმას, რასაც საუბრობს

"პუტინის ნდობა არ შეიძლება, ვინაიდან, ის არ ასრულებს იმას, რასაც საუბრობს", - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. „პუტინი ამბობს, რომ ის სავაჭრო გზებს ოდესაზე თავდასხმისთვის არ გამოიყენებს. ეს იგივე პუტინია, რომელმაც გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცსა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ჩვენს ქვეყანაში სრულმასშტაბიან შემოჭრამდე რამდენიმე დღით ადრე უთხრა, რომ უკრაინას თავს არ დაესხმებოდა. ჩვენ არ შეგვიძლია, რომ პუტინს ვენდოთ, მისი სიტყვები ცარიელია“, - წერს კულება „ტვიტერზე“. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ლიეტუვის ელჩი: ვგმობ აღმაშფოთებელ შეურაცხყოფას ჩემი კოლეგების მიმართ

ლიეტუვის ელჩი საქართველოში, ანდრიუს კალინდრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მომხდარ ფაქტს გმობს. „მინდა, გამოვხატო ჩემი იმედგაცრუება და დავგმო აღმაშფოთებელი შეურაცხყოფა საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების, ჩემი კოლეგების მიმართ, რომლებიც წარმოადგენენ საკუთარ ქვეყნებს საქართველოში და ევროკავშირისა და NATO-სკენ მიმავალ გზაზე საქართველოს დასახმარებლად ძალ-ღონეს არ იშურებენ“, - განუცხადა ანდრიუს კალინდრამ მედიას. ევროკავშირის ოფისთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს. დაკავებულია აქციის 10-მდე მონაწილე, მათ შორის არიან „ალტ-ინფოს“ წევრები გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები. აქციის მონაწილეებმა ადგილზე ანტიდასავლური შინაარსის პლაკატები ჰქონდათ მიტანილი. ადგილზე ევროკავშირის დროშის დაწვაც სცადეს.

დარჩიაშვილის თქმით, საქართველო მუშაობს იმ ქვეყნებთან, რომლებიც ევროკავშირში გაფართოებასთან დაკავშირებით, სკეპტიკურად არიან განწყობილნი

საქართველო მუშაობს იმ ქვეყნებთან, რომლების ევროკავშირში გაფართოებასთან დაკავშირებით, სკეპტიკურად არიან განწყობილნი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყველა პარტნიორი აღიარებს იმ შედეგებს, რომლებსაც ქვეყანამ ევროინტეგრაციის გზაზე მიაღწია. „როგორც ცნობილია, ევროკავშირში გაფართოებასთან დაკავშირებით ყოველთვის იყო, არის და ალბათ იქნებიან სკეპტიკური ქვეყნები, რომლებსაც ზოგადად, ევროკავშირის გაფართოებასთან მიმართებით აქვთ კონკრეტული ხედვები და რომლებიც მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ. ამ კუთხითაც ძალიან აქტიურად ვმუშაობთ სკეპტიკურ ქვეყნებთან, რომ დავანახოთ ის შესაძლებლობები, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ შექმნა ამბიციური რეფორმების დღის წესრიგით და ის მოლოდინები, რომლებიც ჩვენ გვაქვს და რომლებიც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ ევროპულ ხვალინდელ დღეზე. რა თქმა უნდა, ჩვენი ყველა პარტნიორი აღიარებს იმ შედეგებს, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში ევროპული ინტეგრაციის გზაზე დადო და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენი პარტნიორები ორმხრივ ფორმატებში აღიარებენ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და ჩვენ მათთან ვსაუბრობთ, როგორ დავაჩქაროთ ეს პროცესი“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. განიხილავს თუ არა საქართველოს ხელისუფლება რაიმე ტიპის ალტერნატიულ კავშირს, თუ კანდიდატის სტატუსზე არ იქნება დადებითი გადაწყვეტილება. მინისტრმა ჟურნალისტების ამ შეკითხვასაც უპასუხა. მაკრონს სურს, შეიქმნას ახალი ევროპული გაერთიანება ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვიან „ცოტა ხნის წინ, შეხვედრა მქონდა ფრანგ კოლეგასთან და ცალსახად, ჩვენი საუბრიდან შემიძლია, გითხრათ, რომ საფრანგეთი ამ ფორმატს რომელიმე სხვა ფორმატის ალტერნატივად არ განიხილავს. შესაბამისად, ჩვენ ვიცით, ჩვენი ევროინტეგრაციის გზა როგორ უნდა გავიაროთ ჩვენი დღის წესრიგის შესაბამისად, თუმცა ნებისმიერი სხვა შესაძლებლობა, პლატფორმა, თუ ფორმატი, რომელიც ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, რომ დავაჩქაროთ ჩვენი ევროინტეგრაცია, საქართველოს მთავრობა ამ შემოთავაზებას პარალელურ რეჟიმში აუცილებლად განიხილავს. რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს ხელშემწყობი იმისა, რასაც ჩვენ ევროინტეგრაციის ხაზით ყოველდღიურ რეჟიმში ვახორციელებთ“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. ევროინტეგრაციის პროცესზე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა. „„ჩვენ ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ, ჩვენ ვითხოვთ სწორ და სამართლიან შეფასებას და გადაწყვეტილებას, ვინაიდან ჩვენი ხალხი, მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, ერთგულნი არიან და მივყვებით ჩვენს ძირითად გეზსა და პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს, რომ საქართველო უნდა გახდეს და აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ჩვენ ახლა წყნარად, მშვიდად, მტკიცედ დაველოდებით გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ჩვენთვის არავითარი შემაფერხებელი არ იქნება, ისედაც და ასედაც გავაგრძელებთ რეფორმებს და ბოლომდე მივიყვანთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. „მოგეხსენებათ, რომ ჩვენ საკმაოდ აქტიური საგარეო პოლიტიკა ვაწარმოეთ. ჩემი დავალებით, ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი ილია დარჩიაშვილი აქტიურად ელაპარაკება თავის ევროპელ კოლეგებს. მან, უკვე დღეის მდგომარეობით, გამართა 20-ზე მეტი შეხვედრა 17 კოლეგასთან, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ასევე, მას ამ კვირაში და მომავალ კვირაში აქვს დაგეგმილი შეხვედრები. გვქონდა ძალიან ინტენსიური საუბარი იმის თაობაზე, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში, რა რეფორმები განვახორციელეთ და ზოგადად, მთელი ეს ინფორმაცია სრულად არის მიწოდებული. ასევე, მე მქონდა ძალიან აქტიური საგარეო პოლიტიკა, ძალიან ბევრი ვიზიტი განვახორციელეთ, მათ შორის ვიყავი ბრიუსელში ჩასული, მქონდა შეხვედრები უმაღლეს დონეზე. ჩვენ ვესაუბრებით ჩვენს ევროპელ კოლეგებს და რაც მთავარია, ჩვენ ზედმიწევნით შევასრულეთ ყველა ის ვალდებულება და პირობა, რომელიც აღებული გვქონდა ევროკავშირთან. დაწყებული ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების და თავისუფალი ვაჭრობის გაფორმებით, შემდეგ უვიზო რეჟიმის მიღებით, ახლა უკვე ოფიციალური განაცხადის შეტანით, ჩვენმა მთავრობამ დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ ერთგულნი და პირნათლად ვასრულებთ ჩვენი ხალხის დაკვეთას“, - დაამატა ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში, დონეცკის ოლქში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი2“ სხვა ქართველი მებრძოლების ცნობებზე დაყრნდობით ავრცელებს. წინასწარი ინფორმაციით, ქართველი სამხედრო, ოკუპანტების საარტილერიო შეტევის დროს, უკრაინელ მებრძოლებთან ერთად დაიღუპა. Europetime დაღუპულის ვინაობას შეგნებულად არ ასაჯაროებს.

ნათია თურნავა: ინფლაციას მსოფლიოში არსებული ფაქტორების გათვალისწინებით, მხოლოდ ეროვნული ბანკი ვერ გაუმკლავდება

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი ნათია თურნავა თვლის, რომ ქვეყანაში არსებულ ინფლაციას, მსოფლიოში არსებული ფაქტორების გათვალისწინებით მხოლოდ ეროვნული ბანკი ვერ გაუმკლავდება. მესტვირიშვლის განცხადებით, ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელთან ახლოს 2023 წლის შუაში მივა საქსტატი: საქართველოში ინფლაცია 13.3%-მდე გაიზარდა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე სიტყვის გამოსვლისას, მან მაღალი ინფლაციის მიზეზები დაასახელა. „პანდემიის დროს, ვინაიდან ბევრ ქვეყანაში ე.წ ლოკდაუნები იყო გამოყენებული, შეიქმნა გადადებული მოთხოვნის ფენომენიც. ანუ ადამიანები არ ხარჯავდნენ და ვერ ხარჯავდნენ დანაზოგს და თანხებს იმდენად, რამდენადაც ეს ჩვეულებრივ რეჟიმში მოხდებოდა, და უკვე აღდგენის პერიოდში ამ გადადებულმა მოთხოვნამაც მოახდინა ფასებზე ზეწოლა. ასე იწყებოდა ინფლაცია, შემდგომში, ამას დაემატა კიდევ ჩვენს რეგიონში საომარი მოქმედებები და ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული მოვლენები, რამაც უფრო ევროპული ქვეყნების და ჩვენი რეგიონის ინფლაციაში შეიტანა თავისი წვლილი“, - განაცხადა თურნავამ.  ამასთან ნათია თურნავა ამბობს, რომ მაშინ, როდესაც ქვეყანაში არსებულ ინფლაციაზე საერთაშორისო ფაქტორები მოქმედებს, მარეგულირებელმა ორგანომ სახელმწიფო უწყებებთან ერთად უნდა იმუშაოს. „ეროვნული ბანკი ფასთა დონეს და ინფლაციას აკონტროლებს და მის ნორმალიზაციაზეა პასუხისმგებელი, ამიტომ ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობა ამ კუთხით ძალიან მაღალია, თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან სპეციფიკურ გარემოში ვართ, როდესაც ინფლაცია გამოწვეულია ტრადიციული ფაქტორებით, როგორებიცაა ეკონომიკის ციკლურობა, ე.წ. ეკონომიკის გადახურება და ფასებზე ერთობლივი მოთხოვნის ზემოქმედება ფასებზე, რომელზე მონეტარული ბერკეტები მოქმედებს. ამავე დროს არსებობს ეგზოგენური ფაქტორები, რომელზეც გავლენას არა თუ ეროვნული ბანკი, არამედ ეროვნული მთავრობებიც ვერ ახდენენ. ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთობლივი მუშაობით შეიძლება მათი მოქმედების შერბილება. არასწორი იქნება იმის თქმა, რომ მხოლოდ ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკით ამ ამოცანის მიღწევას 100%-ით შეძლებს. ღრმად მჯერა, რომ ასეთ სპეციფიკურ გარემოში ინფლაციას მხოლოდ კომპლექსური პოლიტიკის ზომები შველის“, - განაცხადა თურნავამ. შეგახსენებთ, რომ უკვე 11 თვეა საქართველოში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება სებ-ის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს. 2022 წლის მაისში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 13.3% შეადგინა. ინფლაციის ზრდაზე ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს სურსათის ფასებს, რადგანაც წლიურად სურსათის ღირებულება 22%-ით გაიზარდა. ტრანსპორტის ჯგუფში კი ფასების მატება 20%-ია.  

იერმაკ-მაკფოლის ჯგუფმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საგზაო რუკა წარმოადგინა

უკრაინაში შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა რუსეთის წინააღმდეგ მორიგი სანქციების სამიზნე ჯგუფები განსაზღვრა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დოკუმენტი განსაზღვრავს ინდივიდუალური სანქციების სამიზნებს, მათი გამოყენების პრინციპებს, ასახელებს ყველა კატეგორიის პირს, ვის მიმართაც უნდა დაწესდეს პერსონალური სანქციები. ასევე, შემოთავაზებულია რუსეთზე ზეწოლის გაზრდის სტრატეგია. „ინდივიდუალური სანქციების მიზანია, გაზარდოს ზეწოლა რეჟიმის მმართველ ელიტაზე და ამით დაეხმაროს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებას. ჯგუფი სთავაზობს სანქციების დაწესებას იმ კატეგორიის პირებზე, ვისთვისაც ეს იქნება ყველაზე ეფექტიანი. კერძოდ, შემოთავაზებულია ადამიანთა კატეგორია, რომლის მიმართაც დემოკრატიული სამყაროს მხრიდან სანქციები იქნება ყველაზე მტკივნეული“, - ნათქვამია განცხადებაში. ხსენებულ პირებს შორის არიან: ოლიგარქებ მაღალი თანამდებობის პირები, ძირითადი კორპორატიული აღმასრულებლები, მათ შორის უცხოელები, რუსი პროპაგანდისტები, პოლიტიკური პარტიის ლიდერები, ოჯახის წევრები და მარიონეტები. ჯგუფი ასევე გვთავაზობს, ყველა რუსი სპორტსმენის მიმართ ინდივიდუალური სანქციების შემოღებას. სანქცირების პოტენციური კანდიდატების რაოდენობა მინიმუმ 12000 ფიზიკურ და 3000 იურიდიულ პირს შეადგენს. განცხადების თანახმად, სანქციები Forbes-ის სიაში მყოფ უმდიდრეს რუსებს დაუყოვნებლივ უნდა შეეხოთ. ეს საგზაო რუკა ყველა ძირითად გადაწყვეტილების მიმღებს გადაეგზავნება. როგორც ცნობილია, 29 მარტს პრეზიდენტმა ზელენსკიმ ექსპერტთა ჯგუფის შექმის შესახებ გამოაცხადა. მიზანი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების გავლენის გაანალიზებაა. ჯგუფს ხელმძღვანელობენ ანდრი იერმაკი, პრეზიდენტის აპარატის უფროსი და მაიკლ მაკფოლი, ფრიმენ სპოგლის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, მოსახლეობის მომდევნო აღწერა 2024 წლის ბოლოს ჩატარდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინა მოსახლეობის 2024 წლის საყოველთაო აღწერის პროგრამა, რომელიც მოიცავს მოსახლეობის აღწერის ძირითად პრინციპებს, მეთოდოლოგიურ და საორგანიზაციო საკითხებს. პროგრამის შესაბამისად, მოსახლეობის მომდევნო აღწერის თარიღად საკოორდინაციო სამთავრობო კომისიამ 2024 წლის ბოლო განსაზღვრა. აღწერის შედეგად მიღებული იქნება უახლესი ინფორმაცია მოსახლეობის რიცხოვნობის, სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის, დასაქმების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის და საცხოვრისების შესახებ. სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის გადაწყვეტილებით, მოსახლეობის აღწერასთან ერთად ჩატარდება სასოფლო-სამეურნეო აღწერაც, რის შედეგადაც, სოციალურ და დემოგრაფიულ მონაცემებთან ერთად, შეგროვდება ინფორმაცია შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტივობის შესახებ. მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისია საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა და მის შემადგენლობაში შედიან სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ქვეყანაში ბოლო აღწერა 2014 წელს ჩატარდა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეკონომიკურმა და სოციალურმა საბჭომ 2015 წლის 10 ივნისს მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც, წევრმა სახელმწიფოებმა „მოსახლეობისა და საცხოვრისების აღწერის 2020 წლის მსოფლიო რაუნდში“ უნდა ჩაატარონ სულ მცირე ერთი აღწერა საერთაშორისო და რეგიონალური რეკომენდაციების გათვალისწინებით. მოსახლეობის და საცხოვრისების აღწერის 2020 წლის მსოფლიო რაუნდად განისაზღვრა 2015-2024 წლების პერიოდი.  

დიდ ბრიტანეთთან ერთად ვეძებთ გზებს, რათა სასურსათო კრიზისი თავიდან ავიცილოთ და პორტები განვბლოკოთ - ზელენსკი

უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობის გააქტიურების საკითხი, უკრაინის პრეზიდენტმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან განიხილა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სატელეფონო საუბრისას ჯოსნონმა უკრაინისთვის გაძლიერებული მხარდაჭერის ახალი პაკეტის მიღება დაუდასტურა. „დიდ ბრიტანეთთან ერთად ვეძებთ გზებს, რათა სასურსათო კრიზისი თავიდან ავიცილოთ და პორტები განვბლოკოთ“, - დაწერა ზელენსკიმ Twitter-ზე. უკრაინას სარაკეტო სისტემებს დიდი ბრიტანეთიც მიაწვდის უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

დიდი ბრიტანეთი უკრაინაში ომის დანაშაულების გამოძიებას დამატებითი ზომებით დაეხმარება

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გამოძიებისთვის, უკრაინაში სავარაუდო ომის დანაშაულებებთან დაკავშირებით, მხარდაჭერის მეორე პაკეტი წარადგინა. ამის შესახებ მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი. „რუსულმა ძალებმა უნდა იცოდნენ, რომ პასუხს აგებენ თავიანთი ქმედებებისთვის და გლობალური საზოგადოება ერთად იმუშავებს სამართლიანობის აღსრულების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა და იუსტიციის მინისტრმა დომინიკ რააბმა. პაკეტის თანახმად, სხვა მექანიზმებთან ერთად, პოლიციის მეკავშირე ოფიცერი, რომელიც განთავსებულია ჰააგაში, გაერთიანებულ სამეფოსა და ICC-ს შორის ინფორმაციის სწრაფ გაზიარებას უხელმძღვანელებს.  ამასთან, განხორციელდება უკრაინაში განვითარებული მოვლენების უწყვეტი თავდაცვის ანალიზი და მონიტორინგი, ომის დანაშაულებებთან დაკავშირებული ნებისმიერი მტკიცებულების დაცვის  ჩათვლი.  როგორც ცნობილია, აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა ახალი ერთობლივი ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის დოკუმენტირებაში დაეხმარება. უფრო ადრე, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის ამსახველი მტკიცებულებების შეგროვება-გაანალიზების მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი პროგრამა აამოქმედა. 28 მაისს, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე პირველი ანგარიში გამოაქვეყნეს და რუსეთი გენოციდის წაქეზებასა და უკრაინელი ხალხის განადგურებაში დაადანაშაულეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

TOP 10 ადგილობრივი კომპანია, რომელშიც ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა

Europetime-ის მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი მონაცემების თანახმად, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია „IDS ბორჯომში“ განხორციელდა. „ბორჯომის“ აქციონერი სახელმწიფო გახდება - ირაკლი ღარიბაშვილი IDS ბორჯომი: კომპანიის ანგარიშები გაიყინა, რის გამოც ფინანსური რესურსი შეზღუდული გვაქვს „ბორჯომის“ მფლობელი მზადაა, აქციების ნაწილი საქართველოს მთავრობას უფასოდ გადასცეს IDS ბორჯომი სანქციების გამო, წარმოებას დროებით აჩერებს დავითაშვილი: სახელმწიფო საკუთრებაში აიღებს „ბორჯომის“ აქციების ნაწილს, რომ კომპანია სანქცირებული პირების კონტროლის ქვეშ აღარ იყოს ბორჯომში „აიდიეს ბორჯომის“ თანამშრომლები აქციას მართავენ ბოლო ორი წელია კომპანიას განხორციელებული კაპიტალდაბანდებით, იმ საწარმოებს შორის რომლებიც ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებენ, ლიდერის პოზიცია ეკავა. TOP 10 კომპანია რომელშიც 2021 და 2000 წლებში ყველაზე სოლიდური კაპიტალდაბანდება განხორციელდა: 2021 წელი აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი სს RMG Copper სს ბიჯეო ჯგუფი სს დარიალი ენერჯი სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური სს მეტრო ავრასია ჯორჯია სს საქართველოს კაპიტალი შპს RMG Gold შპს ენკა რინიუებლზ შპს მაგთიკომი 2020 წელი აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი სს ბიჯეო ჯგუფი სს ენერგო - პრო ჯორჯია სს ეპ ჯორჯია გენერაცია შპს აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია შპს ენთეინ ჯორჯია შპს თბილისი ენერჯი შპს მტკვარი ჰოლდინგი შპს რუსთავის ფოლადი შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია საქსტატიდან მიღებული მონაცემებით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. 2021 წელს ამ მაჩვენებელმა $1,152,817.6 შეადგინა, 2020 წელს ქვეყანაში ინვესტორებმა $571,963.3 შემოიტანეს. ინვესტორებმა 2021 წელს $1 მილიარდზე მეტი შემოიტანეს - რატომ არ მცირდება საქართველოში უმუშევრობა და სიღარიბე

ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე ქართველ ხალხს ღია წერილით მიმართავენ

Europetime გთავაზობთ ევროპარლამენტარების ანდრიუს კუბილიუსის (ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი) და რასა იუკნევიჩიენეს  (EPP-ის ვიცე-თავმჯდომარე, ლიეტუვის თავდაცვის ყოფილი მინისტრი) ერთობლივ წერილს, რომელსაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის მოახლოებულ დასკვნას უძღვნიან. „ივნისის შუა რიცხვებში ევროკომისია უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ დიდი ხნის წინ ნანატრი რეკომენდაციებით გამოვა. შემდეგ, ივნისის ბოლოს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები ევროპულ საბჭოში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ. ამ პროცესის შედეგის პროგნოზირება რთულია. ამ ღია წერილით გვინდა, გავამხნევოთ ქართული პოლიტიკური ძალები და ქართველი ხალხი, რომ იმედგაცრუებული არ დარჩნენ თუ შედეგები ნაკლებად ოპტიმისტური იქნება, სამაგიეროდ, საბოლოოდ გავაერთიანოთ ძალები საერთო სამუშაოსთვის, რათა საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს. დიდი ხნის განმავლობაში, საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, სათავებთან იდგა. რამდენიმე წლის წინ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველო იყო ყველაზე მომზადებული ქვეყანა, არამარტო აღმოსავლეთ პარტნიორობის, არამედ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს შორის. შედეგად, გარე თვალით დაკვირებისას, ამ დროს სურათი საკმაოდ არასახარბიელოა. ოლიგარქიზაცია და, შესაბამისად, პოლარიზაცია საქართველოში რჩება მაღალი და კონცენტრირებულია ერთი ადამიანის ხელში, რომელიც დემოკრატიული არჩევნების შედეგად, ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული არ არის. მაგალითად, მოლდოვას ჰქონდა მსგავსი პრობლემები პლახოტნიუკთან და დოდონთან, მაგრამ მან შეძლო მათი მოგვარება დემოკრატიული არჩევნების გზით. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია. ალბათ ყველას გახსოვთ, როგორ იმოქმედა უკრაინის ევროკავშირთან დაახლოებაზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს დაპატიმრებამ და აქედან გამომდინარე, დასკვნის გაკეთება შეიძლება. სამწუხაროდ, ევროკავშირის უმაღლესი დონის უპრეცედენტო მცდელობის მიუხედავად, ხელი შეუწყოს საქართველოში პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლას და პროევროპული დღის წესრიგის წინსვლას, „შარლ მიშელის შეთანხმება“ ამ დრომდე არ განხორციელებულა. უფრო მეტიც, როგორც კი კომისიამ დაიწყო საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესახებ რეკომენდაციის შემუშავება, სასჯელი გამოუტანეს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიის მფლობელს, რამაც სურათს კიდევ ერთი ბნელი ლაქა შესძინა. გარდა ამისა, ძნელი გასაგებია საქართველოს მმართველი პარტიის პოზიცია უკრაინის მიმართ და რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებთან დაკავშირებით. უკრაინელები იცავენ არამხოლოდ საკუთარ ტერიტორიას და სახლებს, არამედ დემოკრატიას, თავისუფლებას და ევროპულ ღირებულებებს, რაც ასევე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. და, მარტივია იმის გაგება, რომ უკრაინა, როგორც ყინულის გამლღობი, ასევე ხსნის კარს მოლდოვისა და საქართველოს კანდიდატის სტატუსისკენ. ჩვენ ვიცით, რომ ქართველი ხალხიც ასე ფიქრობს. ხანდახან ვფიქრობთ, რომ საქართველოს მმართველ წრეშია ვიღაც, ვინც აქტიურად აკეთებს ყველაფერს, რათა საქართველო არ გაწევრიანდეს ევროკავშირში. თუ ისინი წარმატებას მიაღწევენ, ეს იქნება საშინელი დანაკარგი არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც და იქნება პუტინის რეჟიმისთვის დიდი გამარჯვება. ევროკომისია ყოველთვის ითვალისწინებს მთლიან სურათს განმცხადებელი ქვეყნის მზადყოფნის შეფასებისას. დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემა არის ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც სამართლებრივი და ეკონომიკური შესაბამისობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები ძალიან ყურადღებით განიხილება. არსებობს აშკარა ისტორიული მაგალითები, როდესაც არადემოკრატიული ტენდენციები განმცხადებელ ქვეყანაში არამხოლოდ მკაცრად გააკრიტიკეს ევროკავშირში, არამედ შეაჩერეს მისი გაწევრიანება. ეს მოხდა სლოვაკეთის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ მეჩიარის დროს. მეჩიარის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდებამ, სლოვაკეთში ადამიანის უფლებების მხრივ ცუდმა მდგომარეობამ და დემოკრატიის დეფიციტმა განაპირობა ის, რომ 1997 წელს ქვეყანამ ვერ მიიღო მიწვევა, შეერთებოდა ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების ჯგუფს, რათა დაეწყო ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები. იმ დროს სლოვაკების აბსოლუტური უმრავლესობა მტკიცედ უჭერდა მხარს მათი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. თუმცა, მხოლოდ სახალხო მხარდაჭერა არ არის საკმარისი გაწევრიანებისთვის. დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა საკმარისად უნდა იყოს ფესვგადგმული აპლიკანტ ქვეყანაში მოლაპარაკების პროცესის დასაწყებად. ახალ მთავრობას სლოვაკეთში ძალიან რთული ამოცანა ჰქონდა, გამოესწორებინა სლოვაკეთის შელახული საერთაშორისო იმიჯი და დაემტკიცებინა, რომ მეჩიარის ეპოქის ყველა ხარვეზი გამოსწორებული იყო. მათ მიაღწიეს წარმატებას და სლოვაკეთი არის ევროკავშირის წარმატებული წევრი ქვეყანა 2004 წლიდან.ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის რეალური ვალდებულება და ერთიანი ძალისხმევა, რაც უნდა აჩვენონ მთავრობამ, პოლიტიკურმა ოპოზიციამ და ხალხმა. საქართველოს მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოს პრობლემების გადაწყვეტის გასაღები თბილისშია და არა ბრიუსელში. თუ ეს გამოწვევა ძალიან დიდია ამ მთავრობისთვის, არსებობს სხვებისთვის მისი გადაცემის დემოკრატიული გზები, ყველაფრის ფასად სკამებზე ჩაჭიდების გარეშე.   მეორე მხრივ, ოპოზიციურმა პარტიებმაც უნდა იპოვონ ძალა, რომ საქართველოს მოსახლეობას ევროინტეგრაციის სანდო სტრატეგია შესთავაზონ და გამოიჩინონ სანდო ლიდერობა, რაც საჭიროა ამ ამოცანის შესასრულებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, საქმე იქამდე მივიდეს, რომ საქართველოს მოსახლეობას არჩევანის გაკეთება მოუწიოს  - დღევანდელი პოლიტიკური სტრუქტურა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ლიდერობით თუ საქართველოს ევროპული მომავალი“, - აღნიშნულია წერილში.  

ზელენსკიმ ფრონტის ის მიმართულებები დაასახელა, სადაც ვითარება ყველაზე რთულია

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრისას ფრონტზე ორი მიმართულება დაასახელა, სადაც ვითარება ყველაზე საშიშია. საუბარია ზაპოროჟიეს და სევეროდონეცკის მიმართულებებზე. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ზაპოროჟიეს ოლქში რუსეთის ფედერაციას რეგიონული ცენტრის აღების გეგმა აქვს. „სევეროდონეცკის მიმართულებით უკრაინა აკავებს სიტუაციას. ისინი უფრო მეტნი და უფრო ძლიერები არიან, მაგრამ ჩვენ გვაქვს შანსი შევიკავოთ შეტევა. სევეროდონეცკში ახლა 10-15 პროცენტია (ადგილობრივი მცხოვრებლები) დარჩენილი. ლისიჩანსკში, დაახლოებით იგივე ვითარებაა, მაგრამ ჩვენ გუშინ მანქანით ვიყავით, ქუჩაში ხალხი არ იყო, მხოლოდ გადაადგილდებოდნენ ჩვენი სამხედროები“, - თქვა ზელენსკიმ. ხარკოვის მიმართულებით, სახელმწიფოს მეთაურის თქმით, ვითარება „უფრო პოზიტიურია“, რადგან უკრაინელი სამხედროები დასახლებებს თანდათან ათავისუფლებენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

თურქეთი მზადაა საქართველოსთან, აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან, თურქმენეთთან და უზბეკეთთან ტრანსკასპიური შუა დერეფნის შექმნის ინიციატივა განიხილოს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის განვითარებაში წვლილის შეტანა თურქეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია. ეს განცხადება მევლუთ ჩავუშოღლუმ ანკარაში მეგობარ და მოძმე ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებაზე განაცხადა. პაატა ცაგარეშვილი: საქართველოზე, დღეს როგორც სატრანსპორტო ჰაბზე საუბარი პოლიტიკოსების რიტორიკაა, თუმცა გაჩნდა შანსი, რომ ჩვენი დერეფნით მეტი ტვირთი გავატაროთ „ვაჭრობისა და ინვესტიციების გაფართოებისთვის საჭიროა, გავამყაროთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის კავშირები მიმდებარე რეგიონებთან. ამ კონტექსტში სტრატეგიული მნიშვნელობისაა ჩვენი ინიციატივა „ტრანსკასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთ შუა დერეფნის“ შესახებ. ჩვენ გავაგრძელებთ ამ საკითხების განხილვას აზერბაიჯანთან, საქართველოსთან და, როგორც ვთქვი, ყაზახეთთან, თურქმენეთთან და უზბეკეთთან“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ. ამასთან, ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ თურქეთს აზერბაიჯანთან განსაკუთრებით მაღალი დონის ურთიერთობა აქვს. მისი თქმით, აზერბაიჯანის ისტორიული მიწების დეოკუპაციის წყალობით სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და გრძელვადიანი სტაბილურობის პირობები შეიქმნა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე შეაფასა ურთიერთობა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან, როგორიცაა უკრაინა, ბელორუსი და მოლდოვა და აღნიშნა, რომ ამ ქვეყნებთან ურთიერთობა პარტნიორობის დონეზეა. მისივე თქმით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის განვითარების მიმართულებით, სხვა სფეროებთან ერთად ლოგისტიკა და ენერგეტიკა თურქეთისთვის წარმატებულ სფეროდ რჩება. ამასთან, თურქული მედიის ცნობით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში იგეგმება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის ვიზიტი თურქეთში.  

ხათუნა სამნიძისა და დავით ბერძენიშვილის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. ხათუნა სამნიძის განცხადებით, მას და დავით ბერძენიშვილს რუსთაველის გამზირზე ორი უცნობი კაცი თავს დაესხა დაკავებულია ირაკლი ხომასურიძე. მომხდარზე საქმე აღძრულია სსსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით. „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, მას და დავით ბერძენიშვილს რუსთაველის გამზირზე ორი უცნობი კაცი თავს დაესხა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.  

საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ ორი საეჭვო შემთხვევიდან ერთის ინფექცია არ დადასტურდა, მეორეს იკვლევენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ ორი საეჭვო შემთხვევიდან ერთ შემთხვევაში ინფექცია არ დადასტურდა, მეორე შემთხვევას კი იკვლევენ.  ივანე ჩხაიძე: დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვინც 1980 წლამდეა დაბადებული, „მაიმუნის ყვავილი“ მათთვის საშიშროებას არ წარმოადგენს „მაიმუნის ყვავილის“ სადიაგნოსტიკოდ საქართველოში სპეციალური პისიარ ტესტები შემოვა - ამირან გამრელიძე „კვლევის ეტაპზე არსებული შემთხვევის დეტალებზე, მათ შორის იმაზე, აქვს თუ არა პაციენტს მოგზაურობის ისტორია, ვერ ისაუბრებს“, - განუცხადა საზოგადოებრივ მაუწყებელს პაატა იმნაძემ. რა უნდა ვიცოდეთ მაიმუნის ყვავილის შესახებ - NCDC ინფორმაციას ავრცელებს ბელგიამ მაიმუნის ყვავილით დაავადებულთათვის კარანტინი შემოიღო საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კონტროლზეა აყვანილი გამონაყრით მიმდინარე შემთხვევები. ამ კვირაში კი ქვეყანა ინფექციის გამოსავლენ პისიარტესტებს ელოდება, რომელიც საშუალებითაც ტესტირების პასუხის მიღება ორ საათშია შესაძლებელი. „მაიმუნის ყვავილი“ ამ დრომდე მსოფლიოს 27 ქვეყანაში 800-მდე პაციენტს გამოუვლინდა.  

ილია დარჩიაშვილმა შვედეთის სამეფოს ელჩს უმასპინძლა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ულრიკ თიდესტრომი მიიღო. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა გულითადი მილოცვა გადასცა ელჩს ეროვნულ დღესთან - 6 ივნისთან დაკავშირებით და მეგობარ შვედ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა. „მხარეები მიესალმნენ ურთიერთნდობასა და საერთო ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ახლო და მეგობრულ ურთიერთობებს. კმაყოფილებით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30-ე წლისთავი, რომელიც მიმდინარე წელს სრულდება და გამოხატეს მზადყოფნა ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაღრმავებისა საერთო ინტერესის მქონე ყველა სფეროში, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ დონეზე. საერთო ევროპული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, ხაზი გაესვა მეტად მჭიდრო პოლიტიკური დიალოგის უზრუნველყოფის საჭიროებას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერებით აღნიშნა შვედეთის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი დონორი ქვეყნის, მრავალწლიანი თანადგომა საქართველოსადმი ევროპული რეფორმების განხორციელების პროცესში, ასევე, შვედური მხარის ფართო ჩართულობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა შვედეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით. შვედეთის ელჩმა, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ დაადასტურა შვედეთის უპირობო თანადგომის გაგრძელება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე, ქვეყნის ევროპული დღის წესრიგისადმი”,- აღნიშნავენ უწყებაში.  

სალომე ზურაბიშვილი: წარმოუდგენელია, პრორუსული, ძალადობრივი, ჰომოფობიურად განწყობილი, ანტიევროპული ჯგუფების გააქტიურება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მომენტებში იყოს სპონტანური

"ლოგიკას არ ექვემდებარება პრორუსული, ძალადობრივი, ჰომოფობიურად განწყობილი და ანტიევროპული ჯგუფების გააქტიურებები ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მომენტებში იყოს სპონტანური და არამართული", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. პრეზიდენტის თქმით, ყოვლად მიუღებელი და დასაგმობია ქმედებები, რაც აზიანებს ქვეყნის ევროპულ მომავალს. „ქვეყანა, რომლის მოსახლეობის 80%-ზე მეტი ევროკავშირში გაწევრიანებისა და ევროპული გზის მომხრეა, წარმოუდგენელია და ლოგიკას არ ექვემდებარება იმ პრორუსული, ძალადობრივი, ჰომოფობიურად განწყობილი და ანტიევროპული ჯგუფების გააქტიურებები ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მომენტებში იყოს სპონტანური და არამართული. ეს ქვეყნის ევროპული გზის დასაზიანებლად მიზანმიმართული ქმედებებია, რომელიც არ გამოხატავს ქართველი ხალხის აზრსა და თანხვედრაში არაა მის ევროპულ არჩევანთან. ეს არის გეგმა, რათა მსგავსი პროვოკაციებით, საქართველოს ხელი შეეშალოს ევროინტეგრაციის გზაზე, წარმოჩინდეს, როგორც ანტიდასვლური და ანტიევროპული სახელმწიფო. სხვა რას უნდა ემსახურებოდეს ასე გეგმიურად და ერთმანეთის მიყოლებით ძალადობა ქუჩაში, ძალადობა პოლიტიკოსებზე, ძალადობა ქალ პოლიტიკოსზე, თავდასხმა ელჩებზე და ევროპულ პრინციპებზე, მოწოდებები ევროპული სიმბოლოს შეურაცხყოფაზე? ყოვლად მიუღებელია მსგავსი ქმედებები და დასაგმობია, რაც აზიანებს ქვეყნის ევროპულ მომავალს”,- წერს ზურაბიშვილი. ასევე წაიკითხეთ: ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა  

საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი იტალიაში ხვალ დაიწყება

7 ივნისს საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია რომში „კვირინალეს“ სასახლეში გაიმართება. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები: იტალიის პრეზიდენტთან სერჯო მატარელასთან, პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან, სენატის თავმჯდომარე მარია ელიზაბეტა ალბერტი კაზელატისთან, დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე რობერტო ფიკოსთან, რომის მერთან, რობერტო გუალტიერისთან. სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით შეხვედრის შემდეგ, საქართველოს და იტალიის პრეზიდენტები მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიაში კონსტანტინე სურგულაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა, საქართველოს პარლამენტის წევრი ბექა ოდიშარია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თორთლაძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში ქეთევან თათოშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში კონსტანტინე ნაცვლიშვილი.