ძებნის რეზულტატი:

მედია: ერდოღანი შვედეთის პრემიერისგან თავდაცვის მინისტრის გადაყენებას ითხოვს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა თავდაცვის მინისტრი პიტერ ჰულტკვისტი დაკავებული თანამდებობიდან უნდა გაათავისუფლოს. ამის შესახებ Expressen წყაროებზე დაყრდნობით წერს. სტოლტენბერგის თქმით, თუ ფინეთი და შვედეთი გადაწყვეტენ NATO-ში გაწევრიანებას, ეს იქნება ისტორიული მომენტი   ერდოღანის თქმით, შვედეთის და ფინეთის დელეგაციებმა თურქეთში ჩასვლაზე თავი არ უნდა შეიწუხონ გამოცემის ცნობით, ერდოღანმა შვედეთის მთავრობას 10 წლის წინ წვეულებაზე ჰულტკვისტის გამოსვლა შეახსენა, სადაც ის ქურთისტანის მუშათა პარტიასა და მის დაპატიმრებულ ლიდერ აბდულა ოჯალანზე დადებით კონტექსტში საუბრობდა. 2011 წელს ჰულტკვისტი, [მაშინდელი სოციალ-დემოკრატების პარლამენტის წევრი] წვეულებას ქალაქ ბურლანგეში დაესწრო, რომელიც PKK-ის 33 წლის იუბილეს ეძღვნებოდა. მან იმ დროს განაცხადა, რომ ღონისძიებას ქურთების დაცვის მიზნით დაესწრო და სურდა ქურთული მშვიდობისა და დემოკრატიის პარტიისთვის, მხარდაჭერის გამოხატვა. ერდოღანის თქმით, სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ითხოვს, რომ დავბლოკოთ შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანება ფინეთის პრეზიდენტი თურქეთის პოზიციით გაკვირვებულია  „თურქეთს სურს, რომ ჰულტკვისტი თავდაცვის მინისტრის პოსტს ჩამოაშორონ“, - განუცხადა Expressen-ს წყარომ და აღნიშნა, რომ ეს საკითხი შვედეთისა და თურქეთის მთავრობების წარმომადგენლებს შორის კონტაქტების დროს დაისვა. შეგახსენებთ, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში თურქეთი ერთადერთი იყო, ვინც შვედეთისა და ფინეთის NATO-ში შესვლის წინააღმდეგ გამოვიდა. ანკარას ოფიციალური მოთხოვნები ძირითადად ეხება შვედეთის დამოკიდებულებას ქურთებისა და თურქული ოპოზიციის მიმართ, ასევე იარაღის ექსპორტზე ემბარგოს დაწესებას. თურქეთმა ასევე განაცხადა, რომ მან შვედური იარაღი აღმოაჩინა PKK-ის მებრძოლებში, რასაც შვედეთი უარყოფს. არაოფიციალურად ცნობილია, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე დადებული ვეტოთი, იმედოვნებს, რომ აშშ თვითმფრინავების გაყიდვისა და თურქეთისთვის რუსული S-400-ების შეძენაზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დათმობაზე წავა. რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია. 

სამი ქვეყნის მიერ საჰაერო სივრცის დახურვის გამო ლავროვი სერბეთში ვერ ჩაფრინდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სერბეთში ვიზიტი ვერ განახორციელა მას შემდეგ, რაც მეზობელმა ქვეყნებმა მისი სამთავრობო თვითმფრინავისთვის საჰაერო სივრცე დახურეს. ინფორმაცია მედიამ თავდპირველად წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა. მოგვიანებით, ეს ცნობა თავად რუსულმა მხარემაც დაადასტურა. სერბეთი, რომელიც რუსეთთან მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებს,დასავლეთის სანქციებს არ შეუერთდა. ბალკანეთის სამმა ქვეყანამ ლავროვის თვითმფრინავისთვის საჰაერო სივრცე დახურა - მედია გასულ თვეს, პუტინი და მისი სერბი კოლეგა ალექსანდრ ვუჩიჩი შეთანხმდნენ, რომ რუსეთი სერბეთისთვის გაზის მიწოდებას გააგრძელებს, ხოლო ევროკავშირის სხვა ქვეყნებში მიწოდება შეწყდა მას შემდეგ, რაც მათ გაზის რუბლებში გადახდაზე უარი თქვეს, როგორც ამას რუსეთი ითხოვდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

რუსეთის ძალები შავ ზღვაში გადაჯგუფებას განაგრძობენ - უკრაინა

რუსეთის ძალებმა რამდენიმე ხომალდი დროებით ოკუპირებულ ყირიმში არსებულ ბაზებზე დააბრუნეს, მაგრამ შავი ზღვიდან 12-მდე საკრუიზო რაკეტის გაშვება მაინც შეეძლებათ. ამის შესახებ ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის სპიკერმა სერჰი ბტრაჩუკმა განაცხადა. მისივე თქმით, ახლა არ არსებობს იმის ნიშნები, რომ მტერი სადესანტო ოპერაციის აქტიური ეტაპისთვის ემზადება. ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ გველების კუნძულზე რუსეთი ზრდის საბრძოლო პოტენციალს, მაგრამ ოდესის ოლქის თავდაცვის ძალები მტრის შესაჩერებლად ზომებს იღებენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

რუმინეთის სტრატეგიული მიზანია, შავი ზღვის პოტენციალი საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის გასაძლიერებლად გამოიყენოს

აზერბაიჯანული მედია რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ქვეყანა საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, შავი ზღვის პოტენციალის გამოყენებას აპირებს. რუმინეთის ინიციატივით შესაძლოა, შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის სატვირთო გადაზიდვის მარშრუტი შეიქმნას „რუმინეთის სტრატეგია მიზნად ისახავს არსებული პოტენციალის სრულად გამოყენებას საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის გასაძლიერებლად. ამ კუთხით შავი ზღვა უნიკალურ შესაძლებლობებს იძლევა არა მხოლოდ რუმინეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი პროექტების განვითარებისთვის, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის“,- აცხადებენ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წელს რუმინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვამ 230 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 105,5 პროცენტით მეტია 2020 წელთან შედარებით. ამასთან, რუმინეთის ექსპორტი საქართველოში 87 პროცენტით გაიზარდა, ხოლო იმპორტი - 219,4 პროცენტით. „ეს მაჩვენებლები მოწმობს ორი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების არსებულ პოტენციალს და დივერსიფიკაციის მნიშვნელოვან პერსპექტივებს. დარწმუნებულნი ვართ, რომ ვაჭრობის, მობილურობისა და ადამიანთა შორის კონტაქტების გაფართოება ხელს შეუწყობს რეგიონულ ეკონომიკურ სტაბილურობას, სოციალურ კეთილდღეობას და შექმნის რეალურ ბიზნეს შესაძლებლობებს რუმინეთსა და საქართველოს შორის“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.  

წინასწარი შედეგებით, 77%-მა ყაზახეთში საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა

წინასწარი შედეგების მიხედვით, ამომრჩეველთა 77%-მა ყაზახეთში საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. ყაზახეთში საკონსტიტუციო რეფორმების საკითხზე რეფერენდუმი მიმდინარეობს პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევის ინიცირებული ცვლილებები მმართველობის ახალ მოდელს ითვალისწინებს. რეგისტრაცია 11,7 მილიონმა ადამიანმა გაიარა. ეს უკვე მეორე საკონსტიტუციო ცვლილებაა, რომელსაც ყაზახეთში უყრიან კენჭს.  მოქმედი კონსტიტუციის მესამედი, რომელიც სახალხო კენჭისყრით 1995 წლის 30 აგვისტოს მიიღეს, შეიცვლება, თუ მას ყაზახები დაეთანხმებიან. თოყაევის მიერ 16 მარტს წამოწყებული რეფორმა ქვეყანაში მმართველობის ახალი მოდელის შემოღებას და ახალი ეპოქის დაწყებას ითვალისწინებს, რომელიც „ახალი ყაზახეთის“ სახელით არის ცნობილი. თოყაევის განცხადებით, ქვეყანა „მმართველობის სუპერ-საპრეზიდენტო ფორმიდან ძლიერი პარლამენტის მქონე საპრეზიდენტო რესპუბლიკის" ფორმაზე გადავა. ცვლილებები ქვეყნის პრეზიდენტს თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრობას აუკრძალავს.

IDS ბორჯომი: კომპანიის ანგარიშები გაიყინა, რის გამოც ფინანსური რესურსი შეზღუდული გვაქვს

კომპანიის ანგარიშები არის გაყინული, რის გამოც შეზღუდული გვაქვს ფინანსური რესურსი, ამიტომ პირველ რიგში ირიცხება იმ თანამშრომლების ანაზღაურება, ვინც ამ ეტაპზე წარმოების პროცესშია ჩართული, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც „IDS ბორჯომის“ პრესსამსახური ავრცელებს. „ბორჯომის“ მფლობელი მზადაა, აქციების ნაწილი საქართველოს მთავრობას უფასოდ გადასცეს IDS ბორჯომი სანქციების გამო, წარმოებას დროებით აჩერებს დავითაშვილი: სახელმწიფო საკუთრებაში აიღებს „ბორჯომის“ აქციების ნაწილს, რომ კომპანია სანქცირებული პირების კონტროლის ქვეშ აღარ იყოს ბორჯომში „აიდიეს ბორჯომის“ თანამშრომლები აქციას მართავენ „როგორც უკვე განვაცხადეთ, ამ ეტაპზე, ბორჯომის ჩამომსხმელი N1 და N2 ქარხნები მუშაობს მინიმალური დატვირთვით, მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის. მოგეხსენებათ, საექსპორტო ბაზრების უმეტეს ნაწილთან დაკავშირებით (80%) ვითარება გაურკვეველია. ხაზგასმით გვინდა, აღვნიშნოთ, კომპანიას არც ერთი ახალი კადრი არ აუყვანია. რაც შეეხება ხელფასების დაგვიანების შესახებ გაჟღერებულ ინფორმაციას, მოგეხსენებათ კომპანიის ანგარიშები არის გაყინული, რის გამოც შეზღუდული გვაქვს ფინანსური რესურსი, ამიტომ პირველ რიგში ირიცხება იმ თანამშრომლების ანაზღაურება, ვინც ამ ეტაპზე წარმოების პროცესშია ჩართული“, – აცხადებენ კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. დღეს „IDS ბორჯომის“ თანამშრომლებმა N1 და N2 ქარხნების სრულმასშტაბიანი პიკეტირება დაიწყეს. თანამშრომლებს შესასვლელები სრულად გადაკეტილი აქვთ. 29 აპრილს IDS ბორჯომმა სანქციების გამო, წარმოების დროებით შეჩერების შესახებ განაცხადა.   19 მაისს „ბორჯომის“ მფლობელმა კომპანიამ განაცხადა, რომ მზადაა აქციების ნაწილი საქართველოს მთავრობას უფასოდ გადასცეს.  2013 წლიდან რუსული Alfa Group ფლობს IDS Borjomi International-ის საკონტროლო წილს. მისი დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის სანქციების სიაშია. IDS Borjomi International, ბორჯომის გარდა, აწარმოებს ჩამოსხმულ წყალს ბრენდების Holy Spring და Edelweiss. უკრაინაში ომისა და მას შემდეგ დაწესებული სანქციების გამო, 750-ზე მეტმა უცხოურმა კომპანიამ შეაჩერა მუშაობა რუსულ ბაზარზე.

უკრაინამ დადასტურა, რომ პოპასნასთან ბრძოლების დროს რუსი გენერალ-მაიორი დაიღუპა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ოფისის სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრმა (StratCom) დაადასტურა, რომ რუსი გენერალ-მაიორი რომან კუტუზოვი პოპასნასთან ბრძოლაში დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, უკრაინაში კიდევ ერთი რუსი გენერალი მოკლეს გავრცელებული ინფორმაციით, კუტუზოვი მეოთხე რუსი გენერალია, რომელიც უკრაინაში დაიღუპა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

სამხრეთ კორეამ და აშშ-მ ჩრდილოეთ კორეის საპასუხოდ რვა ბალისტიკური რაკეტა გამოსცადეს

სამხრეთ კორეამ და აშშ-მა რვა ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. სამხრეთ კორეამ პირობა დადო, რომ აშშ-სთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას გააღრმავებს იმის შიშით, რომ ფხენიანი ბირთვულ იარაღს მალე გამოცდის. სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსების განცხადებით, ჩრდილოეთ კორეამ კვირას აღმოსავლეთ სანაპიროდან სულ მცირე რვა მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. მხოლოდ წელს, ეს ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გაშვების მე-18 რაუნდი იყო. გასულ თვეში ფხენიანმა სულ მცირე სამი რაკეტა გამოსცადა, მათ შორის სავარაუდოდ, ყველაზე დიდი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა: Hwasong-17.  

მესტვირიშვლის განცხადებით, ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელთან ახლოს 2023 წლის შუაში მივა

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა პარლამენტში სებ-ის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან, ანუ 3%-თან ახლოს 2023 წლის შუა პერიოდში მივა. საქსტატი: საქართველოში ინფლაცია 13.3%-მდე გაიზარდა „ჩვენი პროგნოზი ეფუძნება დღეისათვის არსებულ ინფორმაციას. თუ ახალი შოკი არ გაჩნდა, რისი პროგნოზირებაც დღეს შეუძლებელია, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს მომავალი წლის შუაში მივა“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, უკვე 11 თვეა საქართველოში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება სებ-ის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს. 2022 წლის მაისში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 13.3% შეადგინა. ინფლაციის ზრდაზე ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს სურსათის ფასებს, რადგანაც წლიურად სურსათის ღირებულება 22%-ით გაიზარდა. ტრანსპორტის ჯგუფში კი ფასების მატება 20%-ია.  

ხათუნა სამნიძის განცხადებით, მას და დავით ბერძენიშვილს რუსთაველის გამზირზე ორი უცნობი კაცი თავს დაესხა

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, მას და დავით ბერძენიშვილს რუსთაველის გამზირზე ორი უცნობი კაცი თავს დაესხა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ხათუნა სამნიძის თქმით, ამ დროისთვის, ორივე პირი საპატრულო პოლიციის ავტომანქანაში იმყოფება. „თავს დაგვესხნენ ფიზიკურადაც, იყო ხელის კვრაც, გინებაც, მოგვსდევდნენ, მე და დათო ბერძენიშვილს. ახლა პატრულმა დააკავა. მთავარი ფრაზა იყო „აქ მარტო ვერ გაივლით დაცვის გარეშე, ისეთ დღეში ჩაგაყენებთ. ვიღაც ორი ადამიანი იყო, ქაშუეთთან იდგნენ“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ მედიასთან. „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის შეფასებით, მას და დავით ბერძენიშვილს ორი პირი პოლიტიკურ ნიადაგზე დაესხა თავს. თავის მხრივ, დავით ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ ორივე თავდამსხმელის მხრიდან ისმოდა გინება. „პარლამენტთან დაიწყო საყვედური, შემდეგ იყო „შენ და შენი ძმა ჩვენს წმინდანს როგორ აგინებთო“ ორივეს მხრიდან ისმოდა დედის გინება. იმდენად მოტივირებულები იყვნენ, დაცვის გარეშე ვერ გაივლითო. ერთმა სცადა, ფიზიკურად შემხებოდა და ხელი გამომიქნია. განსაკუთრებული აგრესია იყო ხათუნა სამნიძის მიმართ“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

დიდი ბრიტანეთის პარლამენტში, ბორის ჯონსონისთვის უნდობლობის გამოცხადებას უყრიან კენჭს

დიდი ბრიტანეთის პარლამენტში, „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონისთვის უნდობლობის გამოცხადებას უყრიან კენჭს. კენჭისყრას მხარი ჯონსონის სულ მცირე 54-მა თანაპარტიელმა დაუჭირა, რაც კანონის თანახმად, საკმარისია იმისთვის, რომ ეს საკითხი კენჭისყრაძე დამდგარიყო. ოპოზიციური „ლეიბორისტული პარტიის“ გარდა, ბრიტანელი კონსერვატორების ნაწილიც მიიჩნევს, რომ ჯონსონმა თანამდებობა უნდა დატოვოს 2021 წლის ბოლოს, კორონავირუსის პანდემიის დროს გამართული წვეულებით ე.წ. ლოკდაუნის წესების დარღვევის გამო, კონსერვატორების ნაწილი და ოპოზიციური „ლეიბორისტული პარტია“ თვლის, რომ ჯონსონმა თანამდებობა უნდა დატოვოს.  ბორის ჯონსონმა აღიარა, რომ „ლოკდაუნის“ დროს მის ოფიციალურ რეზიდენციაში წვეულებას დაესწრო და ბოდიშს იხდის

DW: ევროკავშირმა რუსული გაზის ჩანაცვლების გეგმა შეიმუშავა

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ევროკავშირმა რუსული გაზის ჩანაცვლების გეგმა შეიმუშავა. სააგენტო DW ცნობით, ამის შესახებ ევროკავშირის შიდა ვაჭრობის კომისარმა, ტიერი ბრეტონმა განაცხადა. ევროკავშირის ლიდერები რუსეთის ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგოს დაწესებაზე შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი დამტკიცებულია Bloomberg: ნაწილობრივი ნავთობემბარგოს შედეგად, რუსეთი ყოველწლიურად $10 მილიარდს დაკარგავს ევროკომისრის თქმით, ყოველწლიურად ევროკავშირი რუსეთიდან 155 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის იმპორტს ახორციელებს. მისი განმარტებით, ახალი სტრატეგიის ფარგლებში, ბრიუსელი 50 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტს შეერთებული შტატებიდან ან კატარიდან გეგმავს, 10 მილიარდი კუბური მეტრის იმპორტს არსებული მილსადენებიდან, ხოლო 25 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი ქარის ტურბინების და მზის პანელების მიერ გამომუშავებული ენერგიით ჩანაცვლდება. ამასთან, ბრეტონის განცხადებით, ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების მუშაობის განახლებაც ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება. ევროკომისრის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი მრავალი წლის განმავლობაში აკეთებდა ყველაფერს ევროპის დასაყოფად და ახლა ამის გაკეთებას გაზის გამოყენებით ცდილობს. „ის ცდილობდა ჩვენს დაყოფას თავისი წარუმატებელი ვაქცინა „Sputnik“-ით, მან ყველაფერი გააკეთა, რათა ჩარეულიყო ჩვენს დემოკრატიებში „Russia Today“-ის დახმარებით და ახლა ის იყენებს გაზს ჩვენს დასაყოფად“, – განაცხადა ბრეტონმა. შეგახსენებთ, რომ დანიამ, ნიდერლანდებმა, პოლონეთმა, ბულგარეთმა და ფინეთმა უარი თქვეს მოსკოვის მოთხოვნაზე, გაზის საფასური „გაზპრომბანკში“ გახსნილი რუბლის ანგარიშებით გადაეხადათ, რის შედეგადაც ამ ქვეყნებში გაზის მიწოდება შეწყდა. 1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა ანგარიში „გაზპრომბანკში“ უნდა გახსნან. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება.  შეგახსენებთ, ლიეტუვა ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ რუსული ნავთობპროდუქტების აკრძალვის შესახებ გამოაცხადა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ სრულ ნავთობემბარგოზე ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ.  

Rosneft-ის 49%-იანი წილი “პეტროკასსა” და “გალფში” ქართულმა მხარემ გამოისყიდა

“პეტროკას ენერჯი გრუპის” დამფუძნებელმა პარტნიორმა და კომპანიის CEO-მ ვანო ნაკაიძემ კომპანიაში რუსული ენერგოგიგანტის, Rosneft-ის მინორიტარული წილი გამოისყიდა. Rosneft-ი კომპანიაში 49%-იან წილს 2014 წლის დეკემბრიდან ფლობდა. ამის შესახებ BM.ge კომპანიის განცახდებაზე დაყრდნობით წერს. შესაბამისად, Rosneft-ი აღარც “გალფის” აქციონერთა რიგებში აღარაა. “პეტროკას ენერჯი გრუპი” 2010 წელს დაფუძნდა და ნავთობის საბითუმო და საცალო ქსელის ერთ-ერთი ლიდერია. საქართველოში მის შემადგენლობაში შედის “გალფის” ბრენდის ბენზინგასამართი ქსელი, ფოთის ნავთობტერმინალი და კომპანია “პეტროკას ფიუელ სერვისის ჯორჯია”, რომელიც საავიაციო საწვავის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია.“პეტროკასი აცხადებს ტრანზაქციის დასრულების შესახებ, რომლის შედეგადაც 2022 წლის 11 მაისიდან, კომპანიაში Rosneft-ის 49%-იანი მინორიტარული წილი “პეტროკას ენერჯი გრუპის” დამფუძნებელმა პარტნიორმა და CEO-მ ვანო ნაკაიძემ გამოისყიდა.ტრანზაქციის შედეგად, Rosneft-მა სრულად დატოვა მისი სააქციო პოზიცია “პეტროკას ენერჯი გრუპში” და შესაბამისად კომპანიის ბორდიდან მისი ორი წარმომადგენელიც გადადგა.2014 წლის დეკემბერში “პეტროკას ენერჯი გრუპმა” და Rosneft-მა დაიწყეს პარტნიორობა, რის ფარგლებშიც Rosneft-მა კომპანიის 49%-იანი წილი შეიძინა.2010 წელს დაფუძნებიდან, “პეტროკას ენერჯი გრუპი” ჩართულია ნავთობპროდუქტების ვაჭრობის, საცალო და საავიაციო საწვავის დისტრიბუციის და ლოჯისტიკის სფეროში შავი ზღვის, კასპიისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის რეგიონებში,”- ნათქვამია კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.გამოქვეყნებულ განცხადებაში გარიგების ღირებულება მითითებული არაა.

„ალტ-ინფო“ სასამართლომ 216 ათასი ლარით დააჯარიმა

პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ („ალტ-ინფო) სასამართლომ 216 ათასი ლარით დააჯარიმა. მანამდე, პარტიის წინააღმდეგ სასამართლოს აუდიტის სამსახურმა მიმართა. აუდიტის სამსახური აცხადებდა, რომ 2021 წლის დეკლარაცია არასწორად იყო შევსებული. კერძოდ, პარტია უთითებდა, რომ დეკემბერში ფინანსური ბრუნვა არ ჰქონია, სწორედ ამ დროს გახსნა პარტიამ ოფისები. გარდა ამისა, საუბარი იყო არაფულადი შემოწირულებების დამალვაზე. კერძოდ, პარტიამ აუდიტის სამსახურში არ წარადგინა ინფორმაცია არაფულად შემოწირულებებზე - ბრენდირებული მასალის დაბეჭდვასა და რეგიონული ოფისების რემონტზე. იყო შემთხვევები, როცა პარტიამ ოფისი ხელშეკრულების გარეშე იქირავა. საუბარი იყო 72 ათას ლარზე. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი კონსტანტინე მორგოშია ამბობს, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.  

უკრაინაში ომს მედიის 32 წარმომადგენელი ემსხვერპლა

"32 მედიის წარმომადგენელი დაიღუპა სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ. სიმამაცეს და გამძლეობას ვუსურვებთ ყველას, ვინც უკრაინას საინფორმაციო ფრონტზე იცავს", - ამის შესახებ უკრაინის რადას თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ოლეკსანდრ კორნიენკომ „ტვიტერში“ დაწერა. „ჟურნალისტების დღე უკრაინაში. 32 მედიის წარმომადგენელი დაიღუპა სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ. ჩვენ პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას. სიმამაცეს და გამძლეობას ვუსურვებთ ყველას, ვინც უკრაინას საინფორმაციო ფრონტზე იცავს. გმადლობთ თქვენი მუშაობისთვის!“, – წერს კორნიენკო. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინაში, ქალაქ იზიუმთან რუსი ოკუპანტების დაბომბვის შედეგად ჟურნალისტი ალექსანდრ მახოვი დაიღუპა კიევის ოლქში დაბომბვას ჟურნალისტი და ბლოგერი ოქსანა გაიდარი ემსხვერპლა  

„ბორჯომის“ აქციონერი სახელმწიფო გახდება - ირაკლი ღარიბაშვილი

„ეკონომიკის სამინისტრომ დააასრულა მოლაპარაკებები, ერთი კვირის თავზე, მთავრობის სხომაზე გამოვიტანთ საკითხს და „ბორჯომის“ აქციონერები გავხდებით ჩვენ, სახელმწიფო გახდება ბორჯომის აქციონერი“, - შესაბამისი განცხადება პრემირ-მინიტრმა მთავრბის სხდომაზე გააკეთა. IDS ბორჯომი: კომპანიის ანგარიშები გაიყინა, რის გამოც ფინანსური რესურსი შეზღუდული გვაქვს „ეკონომიკის სამინისტრომ დააასრულა მოლაპარაკებები, ერთი კვირის თავზე, მთავრობის სხდომაზე გამოვიტანთ საკითხს და „ბორჯომის“ აქციონერები გავხდებით ჩვენ, სახელმწიფო გახდება ბორჯომის აქციონერი, თანამფლობელი, ამით მოგვარდება ეს პრობლემა. ვიცი, რომ მანამდე გარკვეული სირთულეები არის. იქ დასაქმებულები აპროტესტებენ... დღეს მქონდა საუბარი ზურაბ აზარაშვილთან და მისი დავალებით საქმეში არის ჩართული შრომის ინსპექცია. მინდა ვუთხრა ყველას ვუთხრა, რომ არცერთი ჩვენი მოქალაქე არ დაიჩაგრება და ყველას სამართლიანად მოვეპყრობით. ყველაფერი ისე მოგრავდება, როგორც საჭიროა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

ევროკავშირის წევრობამდე ძალიან დიდი და რთული გზაა გასავლელი - პრემიერი

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების და თავისუფალი ვაჭრობის გაფორმებით, შემდეგ უვიზო რეჟიმის მიღებით, ახლა უკვე ოფიციალური განაცხადის შეტანით, ჩვენმა მთავრობამ დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ ერთგულნი და პირნათლად ვასრულებთ ჩვენი ხალხის დაკვეთას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველომ ზედმიწევნით შეასრულა ყველა ის ვალდებულება და პირობა, რომელიც აღებული ჰქონდა ევროკავშირთან. „ჩვენ ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ საკმაოდ აქტიური საგარეო პოლიტიკა ვაწარმოეთ. ჩემი დავალებით, ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი ილია დარჩიაშვილი აქტიურად ელაპარაკება თავის ევროპელ კოლეგებს. მან, უკვე დღეის მდგომარეობით, გამართა 20-ზე მეტი შეხვედრა 17 კოლეგასთან, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ასევე, მას ამ კვირაში და მომავალ კვირაში აქვს დაგეგმილი შეხვედრები. გვქონდა ძალიან ინტენსიური საუბარი იმის თაობაზე, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში, რა რეფორმები განვახორციელეთ და ზოგადად, მთელი ეს ინფორმაცია სრულად არის მიწოდებული. ასევე, მე მქონდა ძალიან აქტიური საგარეო პოლიტიკა, ძალიან ბევრი ვიზიტი განვახორციელეთ, მათ შორის ვიყავი ბრიუსელში ჩასული, მქონდა შეხვედრები უმაღლეს დონეზე. ჩვენ ვესაუბრებით ჩვენს ევროპელ კოლეგებს და რაც მთავარია, ჩვენ ზედმიწევნით შევასრულეთ ყველა ის ვალდებულება და პირობა, რომელიც აღებული გვქონდა ევროკავშირთან. დაწყებული ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების და თავისუფალი ვაჭრობის გაფორმებით, შემდეგ უვიზო რეჟიმის მიღებით, ახლა უკვე ოფიციალური განაცხადის შეტანით, ჩვენმა მთავრობამ დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ ერთგულნი და პირნათლად ვასრულებთ ჩვენი ხალხის დაკვეთას. რომ არა ჩვენი მთავრობა, ჩვენ არა თუ ევროკავშირში, არამედ ძალიან რთულ პირობებში ვიქნებოდით დღეს. კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ჩვენს მეგობრებს, ჩვენს კოლეგებს, ევროპაშიც, ქვეყნის შიგნითაც, ყველას, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ დამსახურებაა ის, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას აქვს ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან, გვაქვს უვიზო რეჟიმი ჩვენი მოქალაქეებისთვის და ახლა უკვე პატივი გვხვდა წილად, რომ შეგვეტანა უკვე განაცხადი ოფიციალურად წევრობისთვის. ასევე მინდა, განმარტება გავაკეთო ჩვენი მოქალაქეებისთვის: ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არ არის მარტივი პროცესი. ჩვენ გვაქვს საუბარი მხოლოდ კანდიდატის სტატუსზე და ეს არ არის წევრობა. წევრობამდე ძალიან დიდი და რთული გზა არის გასავლელი, ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობთ. საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა, ეს სტატუსი მივიღოთ ჩვენ, საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ“, - განაცადა პრემიერმა. მისივე თქმით, საქართველო ბოლლო 9 წელია, გამორჩეული ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნებში კი, ყველა პარამეტრით, საქართველო „უპირობო ლიდერია“. „ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად გამჭვირვალე და დემოკრატიული მთავრობა, რომელიც მართლაც ხალხის დაკვეთას ასრულებს და ამბციურ გეგმებს, რომელიც 9 წლის წინ დავისახეთ, გეგმაზომიერად ვასრულებთ. უფრო მეტს გეტყვით კიდევ, დამატებით, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, ეს არ არის საკმარისი, ჩვენ ამ პროცესს ვაგრძელებთ, ვაგრძელებთ რეფორმებს, რომელიც აღებული გვქონდა ვალდებულებად. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ახლა დავასრულეთ მუშაობა ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგზე, სადაც გაწერილია დეტალურად ყველა ის რეფორმა და ვალდებულება, რომელიც უნდა შევასრულოთ. მთელი რიგი ვალდებულებებისა და რეფორმებისა, ინიციატივებისა, არის გადმოტანილი ცნობილი შარლ  მიშელის შეთანხმებიდან. პრაქტიკულად, ჩვენ არავითარი კითხვის ნიშანი არ დაგვიტოვებია. ყველა საკითხზე გვქონდა დროული რეაგირება, ყველა საკითხი, ყველა ვალდებულება შევასრულეთ პირნათლად. რა თქმა უნდა, ახლა ჯერი არის ევროკავშირზე, ევროპამ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება“ , - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, სიტუაცია არ არის მარტივი. „მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპას ასეთი გამოწვევა არ ჰქონია, ევროპის შუა გულში, ყველაზე დიდ სახელმწიფოში ევროპაში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ომი, რომელიც არამარტო უკრაინის სუვერენიტეტს, არამედ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას უქმნის საფრთხეს. ეს არის დიდი გამოწვევა მსოფლიო წესრიგისთვის. ბუნებრივია, ამ რეალობაში არსებობს ზოგადი სკეპტიციზმი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის უკრაინასთან მიმართებით, რადგან მათ არ სურთ მთელი ამ პრობლემების იმპორტირება ევროპაში. მთელი რიგი საკითხები არსებობს, რომლებიც უკავშირდება ომს და მასთან დაკავშირებულ რისკებსა და საფრთხეებს. ამ პროცესში ჩვენ შევიარჩუნეთ მშვიდობა, არავითარი მეორე ფრონტი, ომი არ იქნება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ელოდება ევროპელი კოლეგების სწორ და ბრძნულ გადაწყვეტილებას. ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ, ჩვენ ვითხოვთ სწორ და სამართლიან შეფასებას და გადაწყვეტილებას, ვინაიდან ჩვენი ხალხი, მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, ერთგულნი არიან და მივყვებით ჩვენს ძირითად გეზსა და პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს, რომ საქართველო უნდა გახდეს და აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ჩვენ ახლა წყნარად, მშვიდად, მტკიცედ დაველოდებით გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ჩვენთვის არავითარი შემაფერხებელი არ იქნება, ისედაც და ასედაც გავაგრძელებთ რეფორმებს და ბოლომდე მივიყვანთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილი: ასეთი ეკონომიკური ზრდა ძალიან ცოტა ქვეყანას მთელ მსოფლიოში

„ვაგრძელებთ ეკონომიკის განვითარებას, ქვეყანაში არის ძალიან პოზიტიური დინამიკა, ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა. ჩემი ევროპელი კოლეგები გაოცებულები ისმენდნენ ჩვენს, ჩემი და ლევან დავითაშვილის საუბრებს. ჩვენ როცა გვქონდა საუბარი, სულ ახლახანს ვიყავით ბრატისლავაში, ასეთი ეკონომიკური ზრდა ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს მთელ მსოფლიოში. პირველი კვარტალი ჩვენ დავხურეთ 14%-იანი ეკონომიკური ზრდით და ოთხ თვეში ჩვენ გამოგვივიდა 10.8 % ეკონომიკური ზრდა. რაც, რა თქმა უნდა, არის ძალიან სასიხარულო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, სრულად აღდგენილია ტურიზმი და იზრდება ექსპორტი, ბიზნესის ბრუნვა, ქვეყანა აგრძელებს ასოცირების შეთანხმების შესრულებას. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო მშვიდად უნდა დაელოდოს ევროკავშირის გადაწყვეტილებას, ვინაიდან როგორიც არ უნდა იყოს ის, იქნება სამართლიანი. „ასევე გეტყვით, გახსოვთ, შარშან აპრილში ჩვენ გვქონდა თითქმის 45%-ანი ეკონომიკური ზრდა, ჩვენ აპრილში არ ველოდით ეკონომიკის ზრდას, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც გვაქვს ჩვენ დადებითი დინამიკა, ზრდა გვაქვს აპრილშიც და ჯამში, 4 თვეში გამოგვივიდა 10.8 % ეკონომიკური ზრდა. გაზრდილია, სრულად აღდგენილია რომ იტყვიან, ფრენები, ტურიზმის აღდგენა მიმდინარეობს ძალიან სწრაფად. სავსეა ტურისტებით ჩვენი ქვეყანა, ქალაქები და ეს ჩვენ, რა თქმა უნდა, გვახარებს. ასევე, ექსპორტი იზრდება, ძალიან კარგი დინამიკაა; ბიზნესის ბრუნვაა გაზრდილი წინა წელთან შედარებით, ბიზნესსექტორის ზოგადად მთელი ბრუნვაა გაზრდილი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და შეადგინა 38.6 მლრდ ლარი. სამუშაო ადგილების რაოდენობაც გაზრდილია ბიზნესსექტორში, 8.2 % ეს არის დაახლოებით 50 000, ხოლო საშუალო ხელფასის მოცულობა დაახლოებით 15%-ით არის გაზრდილი. ასევე გეტყვით იმას, რომ ზოგადად სიღარიბე, სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზეა შეიძლება ითქვას ჩამოსული, ამ წლებში - 17.5% შეადგინა, ასეთი შემცირება არ ყოფილა ბოლო წლების განმავლობაში. შედარებისთვის გეტყვით, რომ 2010 წელს თუ არ ვცდები 38% იყო სიღარიბის დონე, 2012 წელს კი, როდესაც ჩვენ მოვედით ხელსუფლებაში 34 %. რა თქმა უნდა, ეს ჩვენ არ გვაკმაყოფილებს, მეტი უნდა გავაკეთოთ, მეტი უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ ამას სჭირდება კიდევ ვიმეორებ - მშვიდობა, მეგობრებო, სტაბილურობის შენარჩუნება და განვითარება, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ახლა ყველა ერთად. ინფლაცია რა თქმა უნდა არის მთელ მსოფლიოში გამოწვევა, მაგალითად თურქეთში 73% იყო მაისში ინფლაცია. ევროპაში არის პიკზე, ისტორიული მაქსიმუმია ყველგან თითქმის, მათ შორის, გერმანიაში, საფრანგეთში, მოლდოვაში - 27% არის ჩვენს კოლეგა ქვეყანაში, ესტონეთში - 18%, რუსეთში - 17%, ბელარუსში -16%, მეზობელ ქვეყნებშიც არის ორნიშნა: აზერბაიჯანში -12.8% არის, სომხეთში - 9%-მდე. ასე რომ, ეს ყველაფერი არის ის რეალობა, რომელშიც ჩვენ ვართ. ჩვენ გვჭირდება, მშვიდად დაველოდოთ ევროკავშირის გადაწყვეტილებას, როგორიც იქნება, ჩვენ გვჯერა, რომ ეს იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება. ჩვენ ვაგრძელებთ ასოცირების შეთანხმების შესრულებას, ყველა იმ რეფორმას, რომელზეც ჩვენ ავიღეთ ვალდებულება. როგორც უკვე აღვნიშნე, ასოცირების დღის წესრიგშია ეს ყველაფერი შეტანილი და მინდა, ყველას ვუსურვო კიდევ და კიდევ გამარჯვება და წარმატება, ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს“, - განაცხადა პრემიერმა.

ევროკავშირის ოფისთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს

ევროკავშირის ოფისთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს. როგორც ამ დროისთვისაა ცნობილი, დაკავებულია აქციის 10-მდე მონაწილე, მათ შორის არიან "ალტ-ინფოს" წევრები გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები. აქციის მონაწილეებმა ადგილზე ანტიდასავლური შინაარსის პლაკატები ჰქონდათ მიტანილი. აქციის მონაწილეებმა, ადგილზე ევროკავშირის დროშის დაწვაც სცადეს. Europetime შინაგან საქმეთა სამინისტროში დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს.  

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს. „6 ივნისს დღის ბოლოდან 11 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე გამოიწვიოს წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.